ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს და ზიანის ანაზღაურების მოვალეობა

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 13

ALვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს

მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას

1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან


გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია
უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ
დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ
ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება
დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება
გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ
კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის
დაკარგა ინტერესი.
2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:

ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;

ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო


კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა
ვალდებულების დროულ შესრულებას;

გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების


გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

3. ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ:

ა) ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა;

ბ) დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად,


კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;

გ) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად


თვითონ არის პასუხისმგებელი;

დ) მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან


დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.
4. კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას
ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის
საფუძვლები.
5. მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე
უარის თქმის გონივრული ვადა.

ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადები გამოიყენება არამარტო


შესრულების ვადის გადაცილებისას, არამედ მისი სხვაგვარად დარღვევის
ვითარებაშიც. ყველა შემთხვევაში მისი მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა
მან შეძლოს დარღვეული ურთიერთობის გამოსწორება.

მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა


შეუსრულებლობისათვის

კრედიტორი შებოჭილია დამატებითი ვადის გამოყენების ვალდებულებით. მისი


თავისუფლება ამ ვადის განსაზღვრაში შეიძლება იყოს გამოხატული თუ კანონით
სხვა რამე არ არის გათვალისწინებული. დამატებითი ვადა საკმარისი უნდა
აღმოჩნდეს შესრულებისათვის და ამდენად გონივრული ხანგრძლივობის უნდა იყოს
იგი.

მაგალითი - სამშენებლო ფირმა „გზამშენსა“ და ფირმა „საქართველოს გზებს“ შორის


დაიდო სამტრედიიდან ქობულეთამდე არსებული 90 კილომეტრიანი გზის
მშენებლობის ხელშეკრულება. სამუშაო უნდა დაწყებულიყო 1977 წლის იანვარში და
დასრულებულიყო 2000 წლის აპრიში. აპრილის თვისათვის გაკეთდა 80
კილომეტრიანი მონაკვეთი, ხოლო დანარჩენი 10 კილომეტრის დასრულება კი
შესაძლებელი იქნებოდა 2000 წლის პირველ სექტემბრამდე. საერთაშორისო
კომერციული ურთიერთობების მიმართ ზემოთ მოტანილი ნათქვამიდან
გამომდინარე, შემკვეთს არა აქვს უფლება პირველი სექტემბრისათვის შეწყვიტოს
ხელშეკრულება ვინაიდან დამატებითი ვადა არაა გონივრული და იგი უნდა
გაგრძელდეს 2000 წლის ბოლომდე.

ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება, არც კი


გამოიყენებოდეს დამატებითი ვადები. ასეთ შემთხვევაში დამატებით ვადის
განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. მისი თავისებურება იმაშია რომ თუ რა
ხანგრძილობის ვადაა საამისოდ საჭირო ამის გაგემა. მოვალემ უნდა გააცნობიეროს,
თუ კონკრეტულად რა ვადებში უნდა აღმოფხვრას ნაკლი. გაფრთხილების კარგი
მაგალითია 557-ე მუხლი, რომელიც გამქირავებბელს უფლებას აძლევს ვადამდე
მოშალოს ხელშეკრულება თუ დამქირავებელი, გამქირავებლის გაფრთხილების
მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი
დაზიანების რეალურ საშიშროებას.

მაგალითი - მენარდემ იკისრა ვალდებულება 2000 წლის პირველი აგვისტოსათვის


დაემზადებინა ისტორიული მონუმენტ-კომპლექსი, რომელიც უნდა გახსნილიყო
ქართული სახელმწიფოებრიობის 3000 წლის იუბილეზე 2000 წლის 20 აგვისტოს. 20
მაისისათვის მენარდეს შესრულებული ჰქონდა სამუშაოს ნაწილი. სამუშაოს
შესრულების ტემპიდან გამომდინარე ჩანდა, რომ მონუმენტ-კომპექსის დამზადება
შესაძლებელი იყო მხოლოდ პირველი სექტმებრისათვის. მიუხედავად იმისა, რომ
სამუშაოს ნაწილი შესრულებულია, კრედიტორისათვის დარჩენილი შესრულებაც
აზრს კარგავს, ვინაიდანაც მას აზრი ექნებობდა მხოლოდ საიუბილეოდ.

ხელშეკრულების მოშლა დამატებითი ვადის დაწესების გარეშე

405 (2) (ა) - შედეგის მიუღწევადობა შეიძლება გამოწვეული იყოს შესრულების


როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური შეუძლებლობით, ვალდებული პირის
როგორც ბრალეული ისე ბრალის გარეშე მოქმედებით.

405 (2) (ბ) - აქ შემთხვევა გვაქვს, როდესაც ვალდებულების დროული შესრულება


წარმოადგენს კრედიტორის მიერ დათქმულ პირობას, რაზედაც დამოკიდებული
ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობების შემდგომი გაგრძელება.

405 (2) (გ) - განსაკუთრებული საფუძვლიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების


გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის დაუშვებლობა

405 (3) (ა) - თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა. არსებითი იქნება დარღვევა,


თუ ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია და
როცა მყიდველს მიეწოდება ნივთობრივად ნაკლოვანი ნივთი, ე.ი. ნივთი, რომელიც
არ პასუხობს ხარისხის მოთხოვნებს და ამდენად, უვარგისია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

405 (3) (ბ) - თუ დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.


განსაკუთრებული გულისხმიერების საკითხი.

405 (3) (გ) - ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან


უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი. ასეთ შემთხვევაში კრედიტორის
პრეტენზია ხელშეკრულების მოშლაზე საფუძველს მოკლებულია.
405 (3) (დ) - მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე
წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ. აქ
ისეთი ვითარება იკვეთება, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა იბოჭება მოვალის
პრეტენზიით. ვინაიდან შესაგებელი დამოუკიდებელ პრეტენზიას წარმოადგენს და
გასარკვევია მისი საფუძვლიანობა, ასეთ ვითარებაში, სანამ კრედიტორისა და
მოვალეს შორის ურთიერთობა არ გაირკვევა, მანამ ხელშეკრულების მოშლა
დაუშვებელია. ანუ შესაგებელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას დროებით
აჩერებს.

ხელშეკრულებაზე უარი შესრულების ვადის დადგომამდე

აღნიშნული დანაწესი კრედიტორს უფლებას აძლევს ოპერატიულად იმოქმედოს არ


იქონიოს უიმედო შესრულების იმედი და დროზე მოძებნოს ახალი პარტნიორი.
როდესაც კრედიტორი ხედავს რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ ავტომობილის
მიმწოდებელ ქარხანაში იმდენად გაუარესდა წარმოების პროცესი, რომ იგი
დათქმული დროისათვის 100 ავტომობილის ნაცვლად, ვთქვათ 20-საც ვერ მოაწოდებს
მას, ცხადია ასეთი პროგნოზის პირობებში, იგი უფლებამოსილი იქნება შესრულების
ვადის დადგომამდე უარი თქვას ვალდებულებაზე.

უარის თქმის გონივრული ვადების განსაზღვრა

კრედიტორის უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე მას შემდეგ, რაც მის მიერ
განსაზღვრული დამატებითი ვადა ან გაფრთხილება შედეგს არ მოიტანს. მოცემული
ნაწილი კი მოვალეს უფლებას აძლევს განსაზღვროს ხელშეკრულებაზე უარის თქმის
გონივრული ვადა. ასე მაგალითად - შეიძლება მოვალის მიერ დათქმული იქნეს, რომ
კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მისი დადებიდან, ვთქვათ, 6
თვის განმავლობაში. თუ კრედიტორი ამ ხნის განმავლობაში არ გამოიყენებს მოვალის
მიერ მინიჭბულ უფლებას, მაშინ მას ხელშეკრულებაზე უარის თქმა შეუძლია
აღნიშნული დამატებითი ვადის ან გაფრთხილების უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

მუხლი 406. საპასუხო შესრულების მიღების უფლება

1. თუ ორმხრივ ხელშეკრულებაში მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას მისთვის


დაკისრებულ ვალდებულებაზე, ხოლო გარემოება, რომელიც მას აძლევს ამის
უფლებას, გამოწვეულია კრედიტორის ბრალით, მაშინ იგი ინარჩუნებს
საპასუხო შესრულების მიღების უფლებას.
2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ საპასუხო შესრულების საფუძველი იმ დროს
დადგა, როცა კრედიტორი აყოვნებდა შესრულების მიღებას.

მაგალითი - კარტოფილის მიმწოდებელი ფირმა და მყიდველი შეთანხმდნენ, რომ


მიმწოდებლის საწყობიდან მყიდველი წაიღებდა 10 ტონა კარტოფილს. მყიდველმა
დროზე არ წაიღო აღნიშნული პროდუქცი, რის გამოც იგი გამოსაყენებლად უვარგისი
გახდა. ამ შემთხვევაში, ვინაიდან კრედიტორის ბრალთანაა დაკავშირებული
შესრულების საგნის დაღუპვა, მოვალე თავისუფლდება ვალდებულებისაგან.
ამასთან, მას უფლება აქვს მოითხოვოს შემხვედრი დაკმაყოფილება, რაც აღნიშნული
კარტოფილის საფასურის გადახდევინებაში გამოიხატება.

406-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება თუ


საპასუხო შესრულების საფუძველი იმ დროს დადგა, როცა კრედიტორი აყოვნებდა
შესრულების მიღებას. საქმე იმაშია, რომ კრედიტორის მიერ შესრულების მიღების
დაყოვნება არ შეიძლება განვიხილოთ ვალდებულების დარღვევად. შესრულების
მიღება-არმიღება კრედიტორის უფლებრივი სფეროა.

მაგალითი - ხელოსანმა შემკვეთის წინაშე იკისრა ვალდებულება, რომ 2000 წლის 1


აგვისტომდე დაამზადებდა და ჩააბარებდა შემკვეთს საცხოვრებელი ბინის კარ-
ფანჯრებს. სამაგიეროდ, შემკვეთი შეჰპირდა ხელოსანს, რომ 2000 წლის 3 აგვისტს
საზღაურის სანაცვლოდ გადასცემდა მას ორ სულ პირუტყვს. ხელოსანმა დროზე
შესთავაზა შესრულება, მაგრამ შემკვეთმა დააყოვნა მისი მიღება. ასეთ შემთხვევაში
შემკვეთის მხრიდან დაყოვნება ხელოსანს არ აძლევს უფლებას უარი თქვას თავის
ვალდებულებაზე. მან უნდა გამოიყენოს დეპონირების წესი. შემკვეთის მხრიდან
საპასუხო შესრულების ვალდებულება, რომელიც მისი მხრიდან ვადის გადაცილების
დროს წარმოიშობა, ხელშეუხებელია.

მუხლი 407. ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებიდან გასვლისას

1. ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის


ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
2. ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი
მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

ხელშეკრულებიდან გასვლით როდი მთავრდება მხარეთა შორის ურთიერთობა.


კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურებაც, რომელიც მიადგა მას
ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამ პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი
პირობა ისაა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალეული
მოქმედებით უნდა იყოს გამოწვეული.

მაგალითი - ა-მ ერთი წლით მიაქირავა თავისი სამოთახიანი ბინა ბ-ს. ვინაიდან
მნიშვნელოვნად აზიანებდა ბინას, ა-მ შეწყვიტა მასთან სახელშეკრულებო
ურთიერთობა. ამასთან, მას უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების
შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.

407-ე მუხლის პირველი ნაწილის წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან


გასვლა მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ამდენად, არც ხელშეკრულების
შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი არ ანაზღაურდება.

ზიანის ანაზღაურების მოვალეობა


მუხლი 408. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა

1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის


მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების
მავალდებულებელი გარემოება.
2. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების
შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა
იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს
ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
3. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.
იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული
გადამზადება.
4. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება,
თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

ზიანის ანაზღაურება შეიძლება როგორც ნატურით, ისე ფულადი კომპენსაციით.


ნატურით რესტიტუცია მაინც წინა პლანზე დგება, მაგრამ ზიანის ფულადი
კომპენსაცია გამართლებულია იქ, სადაც შეუძლებელია ნატურით რესტიტუცია.

კრედიტორის ნებაზეა დამოკიდებული, რა ფორმით მოითხოვს იგი ანაზღაურებას.


დავის შემთხვევაში სასამართლოს ნება წყვეტს დაკმაყოფილების რა ფორმა
დაეკისროს მოვალეს.

მთავარი ისაა, რომ ქართული სამართლით კრედიტორს აქვს ნატურით ანაზღაურების


მოთხოვნის უფლება, ვიდრე ეს შესაძლებელია. შეუძლებლის შესრულება კი არავის
არ ავალდებულებს.

სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული


ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დექლიტური) პასუხისმგებლობის
ფორმით, რადგანაც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება მისი
აბსოლიტური უფლებებია.

თუ დაზიანების დროს ადამიანს წაერთვა შრომის უნარი, სასამართლომ უნდა


გაარკვიოს მარტო პროფესიული შრომის უნარი დაკარგა დაზარალებულმა, თუ
იმავდროულად - საერთო შრომის უნარიც.

დაზარალებულის მკურნალობის ხარჯები იქნება დადებითი ზიანი და მისი


ანაზღაურება შეიძლება როგორც მკურნალობის შემდეგ, ისე მანამდე. ყველაფერი
დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოითხოვს მას დაზარალებული.

სარჩოს გადახდა გულისხმობს მის როგორც ფულადი, ისე ნატურის სახით გადახდას.
მე-4 ნაწილში საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დაზარალებულს შეუძლია
მოითხოვოს სრული ფულადი კომპენსაცია ერთბაშად. ასეთი საფუძველი თავის
მხრივ დამოკიდებულია, როგორც ზიანის მიყენების ხარისხზე, ისე დაზარალებულის
ინტერესებზე.

მუხლი 409. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა

თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან


ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს
შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

სასამართლო ვალდებულია პირველ რიგში მოსინჯოს ზიანის ნატურით


რესტიტუციის შესაძლებლობა.
პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეიძლება წარმოჩინდეს სხვადასხვა
ვარიანტით: კერძოდ, ნაკლის აღმოფხვრით, ახალი ნივთის დამზადებით, ნივთის
შეცვლით და ა.შ. მათი შემთხვევები შეიძლება ვიხილოთ, როგორც სახელშეკრულებო,
ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობებში. ასე მაგალითად, გამყიდველი
ვალდებულია გამოასწოროს გაყიდული ნივთის ნაკლი. ამავე მიზნით შემკვეთს
შეუძლია მოსთხოვოს მენარდეს დამატებითი შესრულება; მენარდეს შეიძლება
დაევალოს ახალი ნაკეთობის დამზადება; როცა გაყიდულია გვაროვნული ნივთი,
ნაკლის შემთხვევაში, იგი უნდა შეიცვალოს; როცა დელიქტის შედეგად ზიანი ადგება
ნივთებს, მაგალითად, ავტომობილს - იგი უნდა შეკეთდეს, შეიძლება ახალი
ავტომობილითაც შეიცვალოს. ყველა შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია
ეკვივალენტური ანაზღაურების სახით, სასამართლომ არ უნდა გაიადვილოს საქმე
ფულადი კომპენსაციით. ყველა შემთხვევა, როცა პირვანდელი მდგომარეობის
აღდგენა შეუძლებელი იქნება, მას ფულადი კომპენსაცია შეცვლის.

მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ კოდექსი ანგარიშს უწევს მოვალის ქონებრივ


შესაძლებლობას და სამართლიან ბალანსირებას ახდენს კრედიტორისა და მოვალის
ინტერესებისა.

შესაძლებელია ობიექტურად შესაძლებელი იყოს ნატურით ანაზღაურება, მაგრამ


სუბიექტურად მოვალეს არ შეეძლოს, ამიტომაც კოდექსი ამბობს, რომ თუკი
პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად საჭირო იქნება მოვალის
არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ იგი შეიცვლება ფულადი კომპენსაციით.

მუხლი 410. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა

ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე


წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა
შეთანხმებით.

მოცემული მუხლის მსგავს დანაწესს შეიცავს 395-ე მუხლის მეორე ნაწილი.

410-ე მუხლი საზოგადოდ კრძალავს ისეთ წინასწარ შეთანხმებას, რომლითაც მხარე


უარს ამბობს ზიანის ანაზღაურების უფლებაზე ვალდებულების დარღვევის
შემთხვევაში.

410-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რა სარჩულიც არ უნდა დაედოს


საფუძვლად წინასწარ შეთანხმებას, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე
უარის თქმა ბათილია. როგორც ჩანს, 395-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა
უნდა განვიხილოთ სპეციალურ შემთხვევად, რომელშიაც წინასწარი შეთანხმება
ეხება მხოლოდ ბრალეულობის საკითხს.

არავინ არ უკრძალავს კრედიტორს უარი თქვას უფლებაზე, მაგრამ დაუშვებელია ეს


შესაძლებლობა ვალდებულებად იქცეს.

ასეთმა შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს აშკარა დისბალანსი მხარეთა მიერ ნაკისრ


ვალდებულებათა შორის და არაეკვივალენტურ ბრუნვას შეუწყოს ხელი.

სამოქალაქო კოდექსი ბრუნვის მონაწილეს იცავს უსამართლო დათქმებისაგან.

მაგალითი - დამოუკიდებელმა ბუღალტერმა ვალდებულება იკისრა ერთ-ერთი


ფირმისათვის შეედგინა საბუღალტრო ანგარიში. ხელშეკრულება შეიცავდა პირობას,
რომლის თანახმადაც ფირმა უარს ამბობდა იმ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე,
რომელეიც შეიძლება დაკისრებოდა ბუღალტერს მის მიერ დაშვებული შეცდომის
გამო. ბუღალტერმა მართლაც დაუშვა შეცდომა, რის გამოც ფირმას ორჯერ მეტი
გადასახადის გადახდა მოუწია. ასეთ ვითარებაში ბუღალტერსა და ფირმას შორის
დადებული შეთანხმება ბათილია და ბუღალტერს არ შეუძლია ისარგებლოს
აღნიშნული შეღავათით.

მუხლი 411. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის

ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი


დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება
შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება
ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

დადებითი ზიანი რეალური, მატერიალიზებული ზიანია ამდენად,


მართლსაწინააღმდეგო მოქმედებისაგან მისი მიზეზობრივი კავშირი აშკარა და
უეჭველია. დადებითი ზიანი ვალდებულების დარღვევის თანხმელი შედეგია, იგი
შესრულების საგნის უშუალო ხელყოფის რეზულტატია.

ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,


ესაა ანაცდური მოგება. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია.
სასამართლო პრაქტიკაში ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი
იყო მისი მიღება.

არ ანაზღაურდება მიუღებელი შემოსავალი, რომელიც აკრძალულ საქმიანობასთან


იქნება დაკავშირებული.
მუხლი 412. ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა

ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ


იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

412-ე მუხლი უშუალოდ გამოხატავს მოვალის ინტერესებს და ათავისუფლებს მას


ისეთი რისკისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეული
პრინციპებისათვის. ამიტომაც, აღნიშნული მუხლი, უპირველესად ადგენს, რომ
ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო
სავარაუდო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოვალისათვის ზიანი სავარაუდო უნდა იყოს
ხელშეკრულების დადების მომენტში.

მოვალისათვის სავარაუდო ზიანი - ეს ისეთი ზიანია, რომელიც სავარაუდო იქნებოდა


ნებისმიერი გონივრული ადამიანისათვის, კიდევ უფრო ზუსტად, ბრუნვის საშუალო
მონაწილისათვის.

აქედან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა


არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირი ზიანი მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი,
ისე მიუღებელი შემოსავლები.

არაპირდაპირი ზიანი ისეთი ზიანია, რომელიც ზემოთაღნიშნული გონივრული


ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ
მოვალისათვის.

მაგალითი - „პირველი ბანკი“ ხშირად სარგებლობდა დაცვის სამსახურით მონეტებით


სავსე ტომრების გადატანისას. ერთხელ ბანკმა არ გააფრთხილა დაცვის სამსახური და
ისე გააგზავნა ახალი მონეტები იმაზე ხუთჯერ მეტი ოდენობით, რასაც
ჩვეულებისამებრ აგზავნიდა ხოლმე. მონეტებით სავსე ტომრები დაიკარგა. დაცვის
სამსახურის პასუხისმგებლობა შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ტრადიციული
გზავნილების შესაბამისად, ვინაიდან მას არ შეეძლო გაეთვალისწინებინა რეალური
ზიანი.

მუხლი 413. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის

1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ


იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული
და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების
შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება
არაქონებრივი ზიანისთვისაც.

არაქონებრივი ზიანი იგივე მორალური „ფსიქოლოგიური ზიანის“ იდენტურია.

მორალური ზიანი უნდა გულისხმობდეს „ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ


ტანჯვას“, რასაც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე განიცდის ამა თუ იმ სიკეთის,
უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით.

არაქონებრივი ზიანის ვითარებაში ობიექტური მაშტაბები თვით დაზარალებულის


სუბიექტშია, რაზედაც თვით ზიანის სახელწოდებაც მიგვანიშნებს.

კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში არ იგულისხმება მხოლოდ


სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შემთხვევები.

მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს შემდეგი კრიტერიუმით -


გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

მაგალითი - ერთ-ერთმა მოქალაქემ მეორეს ხუმრობით აცნობა, რომ მის ქმარს


შეემთხვა უბედურება, მოიტეხა ფეხი და წევს ჰოსპიტალში. ასეთი ყალბი
ინფორმაციით მოსარჩელემ განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტრავმა და უფლება
მოიპოვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

მუხლი 414. ზიანის ოდენობის განსაზღვრა

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც


კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის
ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების
შესრულების დრო და ადგილი.

არაა აუცილებელი ზიანის ანაზღაურება მათემატიკური სიზუსტით განისაზღვროს.

ცხენის პატრონი, რომელმაც ვერ მიიღო დოღში მონაწილეობა იმის გამო, რომ
დაგვიანებით მიუყვანეს ცხენი, ვერ მიიღებს ანაზღაურებას სრული ფულადი პრიზის
სახით, თუნდაც, რომ მისი ცხენი ფავორიტი ყოფილიყო.

მაგალითი - ა-მ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ტენდერში, რომელიც იმართებოდა


აეროპორტის ასაშენებლად და ამ მიზნით დოკუმენტების სატენდერო კომისიისათვის
ჩაბარება დაავალა ბ-ს. ბ-მ დაგვიანებით მიუტანა დოკუმენტები კომისიას, რის გამოც ა
გამოეთიშა ტენდერში მონაწილეობას. ამ შემთხვევასი კომპენსაციის ოდენობა
დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებდა თუ არა კომისია ა-ს განაცხადს ტენდერში
მონაწილეობაზე და როგორ შეფასებას მისცემდა მას სხვა განცხადებებთან
შედარებით. ამ შემთხვევაში კომპენსაცია უნდა განისაზღვროს იმ მოგების
პროპორციულად, რომელიც შეიძლება მიეღო ა-ს ტენდერში გამარჯვებით.

მაგალითი - ავტომობილის რემონტი უნდა შეესრულებინა ა-ს მაგრამ მისი პატრონი


იძულებული გახდა იგი დაავალოს ბ-ს. ასეთი გარიგება უნდა შესრულდეს
გონივრულ დროში და გონივრული საშუალებებით. თუკი ა-ს ავტომობილის
პატრონისათვის ავტომობილი უნდა შეეკეთებინა 1000 ლარად, მაგრამ ბ-სთან იგი
დაჯდება 1500 ლარი, ასეთ შემთხვევაში ა-მ ავტომობილის პატრონს უნდა
აუნაზღაუროს 500 ლარი სხვაობის სახით და სხვა ხარჯები და კომპენსაცია საიმისოდ,
რომ ავტომობილის გამოყენება ვერ მოხერხდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

როდესაც ასეთი გარიგება არ იდება, გამოიყენება წესი სახელშეკრულებო ფასსა და


საბაზრო ფასს შორის სხვაობის შესახებ. კრედიტორს ყოვლეთვის შეუძლია
მოითხოვოს კომპენსაციის სახით სახელშეკრულებო და საბაზრო ფასს შორის სხვაობა.

ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს რომ ამას არ მოჰყვეს მეორე
მხარის უსაფუძვლო გამდიდრება.

მუხლი 415. დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში

1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ


ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა
დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის
ზიანი გამოწვეული.
2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის
უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

მოცემული ნორმა ისეთ შემთხვევებს ასახავს, როდესაც ვალდებულების


შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი წარმოადგენს
როგორც მოვალის, ისე დაზარალებულის ერთობლივი მოქმედების განუყოფელ
შედეგს.

ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების


მოცულობა განისაზღვრება მხარეთა ბრალეულობის ხარისხით, კერძოდ იმით, უფრო
მეტად რომელი მხარის ბრალით იქნება გამოწვეული ზიანი. მოკლედ, რაც
დაზარალებულის ბრალით არის გამოწვეული ის არ შეიძლება ტვირთად დააწვეს
მოვალეს. ყველა პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარი ბრალეული ქმედებისათვის.

მაგალითი - გემით მგზავრობისას გაუმართავი ლიფქტის შედეგად ტურისტმა


განიცადა ზიანი. დადგინდა, რომ ლიფქტის გაუმართაობაში ბრალი მიუძღვოდა
კომპანიას, რომელსაც ევალებოდა მგზავრობის დაწყების წინ შეემოწმებინა ლიფტის
მდგომარეობა. ასევე დადგინდა, რომ გემის მფლობელს განათების სისტემა წესრიგში
რომ ჰქონოდა, შეიძლებოდა ინციდენტი არ მომხდარიყო კიდეც. ასეთ ვითარებაში,
გემის მფლობელი, რომელმაც სრულად აუნაზღაურა ზიანი ტურისტს, თავად ვერ
მოითხოვს მის სრულ ანაზღაურებას კომპანიისაგან, სწორედ რომ აღნიშნული
ბრალეულობის გამო.

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკიდან


გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების საკითხი.

დაზარალებულის უმოქმედობა ამცირებს მოვალის პასუხისმგებლობას, მოქმედება კი


ზრდის მას.

You might also like