პირადი-რუკა-05.07.1974 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 20

პირადი რუკა

თარიღი: 05.07.1974

ზოდიაქო: კირჩხიბი.

დრო: 12:50

კარმული კვანძები: აღმავალი მშვილდოსანი, დაღმავალი ტყუპებში.

გაძევება: სატურნი, მთვარე.

ეკზალტაცია: არ არის.

დაცემა: არ არის.

დომიცილი: იუპიტერი.

*ეკზალტაცია - მოვლენა, როდესაც პლანეტა არ იმყოფება იმ ნიშანში, რომელსაც მართავს,


მაგრამ ამ ნიშანში ის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს.

*გაძევება- მოვლენა, როდესაც პლანეტა ხვდება იმ ზოდიაქოს საპირისპირო ნიშანში,


რომელსაც მართავს. ეს კარმული მდებარეობაა და დამუშავებას საჭიროებს.

*დაცემა - მოვლენა, როდესაც პლანეტა იმ ზოდიაქოს საპირისპირო ნიშანში ხვდება, რომელ


ზოდიაქოშიც განიცდის ეკზალტაციას.

სტიქიები:

წყალი - 7;

ჰაერი - 4;

მიწა - 3;

ცეცხლი - 3;

დომინანტური სტიქიების კომბინაცია: წყალი+ჰაერი.

აქ ინტელექტი ინტუიციასთან ერთად უნისონში მოქმედებს, თქვენ ემპათიის საოცარი უნარი


გაქვთ. შეგიძლიათ სხვას მოუსმინოთ, თანაუგრძნოთ. გიყვართ კომუნიკაცია,
განსაკუთრებით ღრმა ემოციურ საკითხებზე, თქვენთან საუბრის დროს სხვა ადამიანები
მარტივად იხსნებიან და განდობენ საკუთარ განცდებს, ვინაიდან თქვენ ემპათიას ასხივებთ.

მოკლედ კარმის შესახებ: რაჰუ მშვილდოსანში, კეტუ ტყუპებში.

რაჰუ ანუ აღმავალი კარმული კვანძი არის ის გამოცდილება, რომელსაც ამ რეინკარნაციაში


გავდივართ, ხოლო კეტუ ანუ დაღმავალი კარმული კვანძი არის ის გამოცდილების ტომარა,
რომლითაც მოვედით ამ განსხეულებაში.

განვიხილოთ წინა რეინკარნაციაში მიღებული გამოცდილება: როგორც წესი სულს ასეთი


დაღმავალი კარმული კვანძით აქვს წინა ცხოვრებაში აქვს დამუშავებული ტყუპების
ზოდიაქოს პროგრამა, რაც ინფორმაციის შეგროვებას, კომუნიკაბელურობას მოიცავს. წინა
ცხოვრებაში გამოირჩეოდით საოცარი ინფორმატიულობით, ყველაფერი გაინტერესებდათ,
უფრო მეტად სხვების აზრს აქცევდით ყურადღებას, რაც არ გაძლევდათ საკუთარი
მსოფლმხედველობის და ინდივიდუალიზმის ჩამოყალიბების საშუალებას.

უამრავი აზრი გქონდათ თავში, რომელსაც ქაოსის ფორმა ჰქონდა მიღებული და არა
კონკრეტული იდეოლოგიის ან პირადი მორალური კოდექსის. ახლა ამის გამოსწორების
დრო მოვიდა. ვინაიდან ტყუპები ასევე მერკურის ნიშანია (ლოგიკის პლანეტა) წინა
რეინკარნაციიდან მიჩვეული ხართ ლოგიკურ და კრიტიკულ, ამავდროულად ჩქაროსნულ და
ქაოტურ აზროვნებას. ინტუიციის ნდობა გიჭირთ, ყველგან რაღაც ფაქტს ეძებთ, რომ
საბოლოო დასკვნა გამოიტანოთ. ცრურწმენების არ გწამთ და რთულია ვინმემ რაიმე
დაგაჯეროთ. უკვე დროა იწამოთ, გქონდეთ თქვენივე ჩამოყალიბებული იდეოლოგია,
მოუსმინოთ საკუთარ შინაგან გზამკვლევს, ინტუიციას.

ვინაიდან აღმავალი კარმული კვანძი (რაჰუ) ანუ ის პროგრამა რომელიც დასამუშავებელი


გაქვთ ამ რეინკარნაციაში, გვაქვს მშვილდოსნის ზოდიაქოში, ეს გვაძლევს ინფორმაციას იმის
შესახებ, რომ თქვენი სული გადის მშვილდოსნის კარმულ პროგრამას. რაჰუ მშვილდოსანში
არის განათლების და მასწავლებლობის, მოგზაურობის სიმბოლო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა
წინა რეინკარნაციაში დიდი რაოდენობით ინფორმაცია დააგროვა, ეხლა მან ეს ცოდნა სხვებს
უნდა გაუზიაროს. კარგი ინქება მოგზაურობა, მასწავლებლობა და სხვებისთვის გზის
ჩვენება.

გაფრთხილება: კარმული წლები უკვე დაგეწყოთ.

არის მნიშვნელოვანი კარმული წლები ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ამას „კარმული


უკუფაზის პერიოდი“ ჰქვია. რას ნიშნავს ეს ? თქვენს პირად რუკაში არსებული კეტუს
მდებარეობა უერთდება პლანეტარული რაჰუს მდებარეობას.

როდესაც ჩვენს რუკაში არსებული კარმული კვანძები (აღმავალი და ასევე დაღმავალი)


ემთხვევა პლანეტარულ კარმულ ტრანზიტებს, ანუ, უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, კარმის
დაბრუნება გაქვთ. *ვინაიდან ეხლა აღმავალი კარმული კვანძი ტყუპებშია 2 წლით.

ამ დროს ჩვენ გვამოწმებენ რამდენად სწორედ ვასრულებთ იმ კარმას, რა კარმითაც ვართ


მოსულები ამ დედამიწაზე.

ეს კარმული პერიოდი გექნებათ,


5 მაისი 2020 – 18 იანვარი 2022 - ჩათვლით.

მზე კირჩხიბში:
მზე არის ჩვენი ეგო, ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი და ძირითადი ჩვენი პიროვნების
მახასიათებელი, თუ არ არის ოპოზიცია სხვა პლანეტებთან.

კირჩხიბი წყლის სტიქიის ნიშანია, მთვარის შვილი. მთვარე ასტროლოგიაში არის დედის,
ბავშვობის, ინტუიციისა და ქვეცნობიერის სიმბოლო. ყველა კირჩხიბს აქვს დედობრივი
ინსტინქტი და ძალიან უყვართ ბავშვები.

საკმაოდ ბავშვური, ცოტა ჭირვეული და მგრძნობიარე ნიშანია. კირჩხიბებს აქვთ ემოციების


ორი კარდინალური გამოვლინება - გიჟური სიცილის შემდგომ სასოწარკვეთილი ტირილი
ყველა ტიპიურ კირჩხიბს ახასიათებს. ისინი საკმაოდ არტისტულები არიან, თუმცა ეს მათ
შრომაში ხელს არ უშლის. კირჩხიბი ყველა წყლის ნიშანს შორის ყველაზე მშრომელი და
ორგანიზებულია, თუ მას ეს დასჭირდება.

ყველა ტიპიურ კირჩხიბს უყვარს თბილი, მყუდრო და საოჯახო გარემო. (თუ არაა
მშვილდოსნის, მერწყულის გავლენა.) ძალიან მგრძნობიარე კირჩხიბი დიდი ხნის
განმავლობაში ვერ ივიწყებს წყენას და ყველა სიტყვა გულთან ახლოს მიაქვს. თვითონ კი
მუდამ ცდილობენ სხვას არ ეწყინოს მათი გამოვლინება, ვინაიდან გამძაფრებულად აქვთ
გამოხატული - თანაგრძნობის უნარი.
შინაგანად ყველა კირჩხიბი ბავშვია, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს! ისინი არ იზრდებიან,
ბავშვურად უხარიათ და ბავშვურად სწყინთ ყველა წვრილმანი. კირჩხიბი მეოჯახე ნიშანია,
თუ მთვარე პირად რუკაში არაა დაზიანებული, მათ ცხოვრებაში დიდი როლი ენიჭება -
დედას. პირად ურთიერთობებში ისინი საკმაოდ გამგები და მზრუნველები არიან, თუმცა
ახასიათებთ სიჯიუტე და „გაბუტვა“, თუ პარტნიორისგან ვერ მიიღეს ის, რაც უნდათ. ესეც
მათი ქვეცნობიერი ბავშვურობის გამოვლინებაა. როგორც სამივე წყლის სტიქიის ნიშანს,
კირჩხიბსაც ახასიათებს ზეგანვითარებული ინტუიცია. ისინი ხშირად ადამიანების
გაცნობამდე გრძნობენ მათ აურას, ენერგეტიკას. უბრალოდ არ შეუძლიათ ნეგატიური
ადამიანების გვერდით დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა, ვინაიდან ინტუიციური ბუნების
გამო ყველაფერს გრძნობენ.

კირჩხიბი, როგორც მთვარის შვილი:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კირჩხიბის მმართველი პლანეტა - მთვარეა. სწორედ ეს


განაპირობებს მათი ხასიათის და ემოციების მკვეთრ ცვლილებებს. თუ გყავთ ნაცნობი
კირჩხიბი მიხვდებით რას ვგულისხმობ, მათ ახასიათებთ "წამოვლითი ამოხეთქვები", რაც
მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. ეს ნიშანი ძალიანაა დამოკიდებული მთვარის
მდებარეობაზე ამა თუ იმ ნიშანში.

კირჩხიბი და კარდინალურობა:

ყველა კირჩხიბს ახასიათებს კარდინალურობა, რაც არღვევს მათ ემოციურ წონასწორობას


ქვეცნობიერ დონეზე. ან ძალიან დეპრესიული და მოწყენილი, ან გაუჩერებლად მოხარხარე.
ეს ორი გამოვლინება ბიპოლარულ აშლილობას ჰგავს.....

მთვარე თხის რქაში:


მთვარე არის ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენი ინსტინქტები და შინაგანი, ფარული
მოთხოვნილებები.
ეს მთვარის ყველაზე მძიმე მდებარეობაა, ყველაზე ღრმა და რთული ასახსნელად.

„მთვარე უკუღმა“ - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ეს მთვარის მდებარეობა, ვინაიდან მთვარე


მართავს თხის რქის საწინააღმდეგო ნიშანს - კირჩხიბს, ხოლო თხის რქაში მთვარე თავს
ძალზეც არაკომფორტულად გრძნობს. მთვარე დაზიანებულია, „დაცემულია“ ამ ნიშანში.

ვინაიდან მთვარე ბავშვობის, ოჯახის, ემოციების და დედის სიმბოლოა - სწორედ ამ


საკითხებში შეინიშნება პრობლემები მთვარის დაზიანებისას. ადამიანები ასეთი მთვარით
ემოციურ დონეზე ჩაკეტილები არიან, ხოლო ემოციების გამოხატვაში პარადოქსული
რადიკალურობა ახასიათებთ. მაგალითად, როცა ვიღაც ცუდად არის მას შეიძლება გაეცინოს,
ეს მისი ბუნებრივი რეაქციებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთვარე საკმაოდ ღრმაა
ემოციებში, გამოხატულება აქვს არაადეკვატური. როცა საჭიროა რაღაცის თქმა გაჩუნდება და
როცა არ უნდა თქვას მაშინ იტყვის.

შესაძლოა ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმები ჰქონდეს ქვეცნობიერში ღრმად შენახული,


ვინაიდან მთვარე დედის სიმბოლოა, მას შესაძლოა გაუგებრობები ჰქონდეს დედასთან. თხის
რქის მმართველი პლანეტა - სატურნი არის მამის სიმბოლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მამას
უფრო გაუგებს.

შესაძლოა დედა ცივი, მკაცრი ჰყავდა და არ გამოხატავდა მის მიმართ ისეთ მზრუნველობას
და სითბოს, რაც მას სჭირდებოდა. ამის გამო მას კომპლექსები ექნება, რომელთა დამალვას
სარკაზმით შეეცდება...

აუცილებელია თვითანალიზი. საკუთარ შიშებში, კომპლექსებში გარკვევა. გულგრილობა


რეალურად თქვენი თავდაცვაა. დისტანცია – უნდობლობა. სარკაზმი – გაცრუებული
იმედები და ტკივილი. კარგი იქნება თუ ისწავლით გრძნობების და მოთხოვნილებების
გამოხატვას. ასე უკეთესად გაგიგებენ.

შესაძლოა თქვენს მშობლებს თქვენს ემოციურ განვითარებაზე არ უზრუნიათ, იყვნენ ძალიან


მკაცრები (განსაკუთრებით დედა), ან არასწორ ფორმას არჩევდნენ თქვენს
აღსაზრდელად. ,,დასამშვიდებლად“ მოკრულმა იარლიყმა – ,,მტირალა“ თავისი გაიტანა –
გრცხვენიათ ცუდად ყოფნის, გრცხვენიათ იმის თქმის, რომ გტკივათ, გაწუხებთ, გეშინიათ…
ყველაფერს შიგნით იტოვებთ. შესაძლოა რთული ბავშვობა გქონდათ, ძალიან პატარა ასაკში
მოგიწიათ ,,გაზრდა“ და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ჰოდა, გადაწყვიტეთ რომ
არც გაქვთ ,,ბავშვობის დრო და უფლება“. ასეა თუ ისე, საკუთარ თავში ჩაიკეტეთ.

გინდათ რომ ყველაფერი თქვენს კონტროლში იყოს, ყველაფრის სისტემატიზაციას,


სტრუქტურიზებას ცდილობთ. თხის რქა მენეჯმენტია. ჰოდა, საკუთარ ემოციებს ძალიან
კარგად მართავთ. გაქვთ დიდი ამბიციები, კარგი ანალიზის უნარი და შესანიშნავი
მეხსიერება. განსაკუთრებით ემოციური მეხსიერება. შრომისმოყვარეობა და საქმისთვის
თავის გადადება თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს.

მიზნები ყოველთვის რეალური გაქვთ, სურვილები მკაფიო და გარკვეული. დიდად არ


გიყვართ რისკი და სიმშვიდისთვის გარანტიები გჭირდებათ. პატივს სცემთ ავტორიტეტებს,
ტრადიციებს, უფროს ადამიანებს. თქვენი ძლიერი მხარე დაგეგმვაა, შეგიძლიათ შეადგინოთ
წლებზე გათვლილი სამოქმედო გეგმა. ფული ყოველთვის გყოფნით, რადგან იცით როგორ
გაანაწილოთ. არასოდეს ხარჯავთ და გასცემთ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა და ეს სიძუნწეს
სულაც არ ნიშნავს.

გულის სიღრმეში თქვენი ყველაზე დიდი სურვილი დაფასებაა, გინდათ რომ პატივს
გცემდნენ. კარგად დაგეგმილი და წინასწარ გაწერილი ცხოვრება, მიღწეული მიზნები,
პროფესიული წინსვლა, წარმატება და ახლობლების პატივისცემა, დაფასება – აი, თქვენი
იდილია და სულიერი სიმშვიდის გარანტი.

რაც შეეხება ამ მთვარის კარგ მხარეებს, ბევრი ადამიანი ასეთი მთვარით დიდ წარმატებას
აღწევს კარიერულ საკითხებში, ვინაიდან არიან ძალიან ჯიუტები. როცა მიზანს დაისახავთ,
ბოლომდე გაიტანთ და დაიხარჯებით. ემოციური გადაწვის ტენდენციაცაა, ვინაიდან თქვენს
ემოციებს არ უფრთხილდებით, კარიერაზე, წარმატებაზე და დაფასებაზე ფიქრი,
თვითსრულყოფაზე ფიქრი ერთგვარ რობოტად გაქცევთ. ისწავლეთ საკუთარი თავის
სიყვარული და უნდა მიხვდეთ, რომ როგორც არ უნდა გეგონოთ, რომ სხვებს არ ესმით
თქვენი, ეს უბრალოდ თქვენს თავში არსებული კონცეფციაა. აქ გამოხატულების პრობლემაა,
ისწავლეთ ემოციების გამოხატვის დაბალანსება, ნუ გეშინიათ ხალხის რეაქციის, იყავით ის,
რაც ხართ.

ვენერა ტყუპებში:
ვენერა ჩვენი გემოვნება და მოვლენების ესთეტიური აღქმა, ის, თუ როგორები ვართ
საყვარელი ადამიანების მიმართ, ფინანსები.
საოცრად ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, რაც მეტ იფორმაციას იღებთ,
მით უფრო ბედნიერი ხართ. ტყუპებს მერკური მართავს, მწიგნობრობის და კომუნიკაციის,
ინფორმაციის მიღება-გაცემის პლანეტა, სწორედ ამიტომ ადამიანები ამ მდებარეობით
საოცარი ინფორმაციის ათვისების უნარით ხასიათდებიან.

გიყვართ მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა, რუტინა გბეზრდებათ. კონტაქტების


სიმრავლეს აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გონებამახვილი ხართ, ბასრი და სწრაფი ენა
გაქვთ, დიდი სიტყვების მარაგი და ქაოტურად ფლობთ დიდ ინფორმაციას.

გიყვართ ირონიზირება, პაროდირება, ბევრი ნაცნობი გყავთ. ვერ აიტანთ პარტნიორს,


რომელიც არ იქნება კონტაქტური და საინტერესო მოსაუბრე.

მარტივად გადაერთვებით ერთი ადამიანიდან მეორეზე, გიყვართ ახალი ნაცნობების გაჩენა,


თუმცა არ ეჯაჭვებით ადამიანებს მარტივად, ვინაიდან გბეზრდებათ ადამიანი, როცა მას
შეისწავლით. სიყვარული თქვენთვის საინტერესო თამაშია, ინტელექტუალური და
ექსპრეიმენტული თამაში.

გარეგნობა არ გაინტერესებთ ისე, როგორც ინტელექტი. თუმცა თუ პარტნიორი დაგიშლით


სამყაროს შესწავლას და ახალი გამოცდილების მიღებას, აუცილებლად გაექცევით მას,
ვინაიდან ეს თქვენთვის ტირანიის გამოვლინების ტოლფასია.

თქვენი მეორე ნახევარი მუდამ იდუმალი უნდა იყოს, წიგნი, რომლის ახალ ფურცელს
ყოველდღე წაიკითხავთ. თუ მარტივად გასაგები და უინტერესო „მშრალი“ ადამიანი იქნება,
მაშინ გრძნობები გიქრებათ. აქ სიყვარულს ინტერესი მართავს.

ფინანსების მხრივ ადამიანი ვენერას ამ პოზიციით მარტივად მოიზიდავს წარმატებას, თუ


საკუთარ კომუნიკატორულ-ვერბალურ უნარებს გამოიყენებს, ბევრ ცნობილ მწერალს და
ორატორს აქვს მსგავსი მდებარეობა ამ პლანეტის.
საკმაოდ გამჭრიახი გონების პატრონი ხართ და ასევე კარგად გამოგდით სწორი კითხვების
დასმა, ჟურნალისტიკა, მსახიობობა და ნებისმიერი სახის მედიასთან კავშირი იქნება
თქვენთვის მომგებიანი. აქ პრობლემას შექმნის თქვენი მრავალმხრივი ინტერესები, ვინაიდან
ზუსტად შესაძლოა არ იყოთ დარწმუნებული რომელი სფერო უფრო შეგეფერებათ.

მარსი ლომში:
მარსი არის ჩვენი ტემპერამენტი, ჩვენი ქცევები სიბრაზის და ექსტრემალური სიტუაციების
დროს.
დიდი რაოდენობით სასიცოცხლო ენერგია გაქვთ, ჯიუტად და თავდაჯერებულად
მიდიხართ დასახულ მიზნამდე, ეს მარსის ფიქსირებული მდებარეობაა და შესაბამისად,
შეგიძლიათ წლები იაროთ დასახული მიზნისკენ, თუ ამას თქვენი თავმოყვარეობა ითხოვს.
საკმაოდ ამტანი, ქარიზმატული, არტისტული და შემოქმედებითი მდებარეობაა.

გაქვთ თვითგამოხატვის ბუნებრივი მოთხოვნილება, საყვარელ ადამიანებზე სიურპრიზებს


არ ინანებთ, ბუნებით ორატორი ხართ, ვერ იტანთ რუტინას და მოწყენილობას, ცხოვრება
თავგადასავალს, სპექტაკლს უნდა ჰგავდეს. ოპტიმისტურად განწყობილი, დამოუკიდებელი
ინდივიდი ხართ, ვერ იტანთ კრიტიკას და შეზღუდვებს.

რაც გსურთ ჯიუტად გაიტანთ. ხართ მესაკუთრე. არ მოგწონთ „მშრალი და მეწვრილმანე“


ადამიანებთან კომუნიკაცია, თავადაც საკმაოდ ხელგაშლილი ხართ საყვარელ ადამიანებთან
მიმართებაში, თუმცაღა თქვენგან ადამიანმა სასურველი რომ მიიღოს, აუცილებლად
სათანადო ჟესტები უნდა გამოიჩინოს. მხოლოდ მათ სცნობთ ღირსეულ ადამიანებად, ვინც
თქვენ პატივს გცემთ. თავმოყვარეობის საკითხი თქვენთვის წინა პლანზეა.

საკმაოდ მომთმენი ხართ, მაგრამ ვინაიდან ეს ცეცხლის სტიქიაა, ვინც თავმოყვარეობას


შეგილახავთ, ჯობია გაიქცეს, წინ ფაფარაშლილ ლომს დაინახავს. საკმაოდ მეგობრული და
გულკეთილი ხართ იმ მომენტამდე, სანამ არ გაგაბრაზეს, არაფრად ჩაგაგდეს...ყველაფერი
გულთან ახლოს მიგაქვთ, ამ საკითხში ბავშვური და მოუსვენარი ხართ.

როგორც არ უნდა უარყოთ, სხვისი დადებითი შეფასება თქვენი მოტივატორია, ეს ფაქტია.


გიყვართ როცა გაქებენ, ამ დროს შინაგან სიამაყეს გრძნობთ და მეტად შრომობთ, რათა
„პუბლიკის ოვაციები“ დაინახოთ. საკმაოდ აზარტული და ვნებიანი ხართ, თქვენთვის
ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია.

მოგწონთ ფლირტი და თამაში, ეს წვრილმანებში ვლინდება. არასოდეს წყვეტთ


თვითშემეცნებას და განვითარებას, რაც თქვენ გეხებათ, ყველაფერი გაინტერესებთ.

ნივთების გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევთ, ასევე გახასიათებთ საკუთარ იმიჯსა და


სტატუსზე ზრუნვა. ფულის ხარჯვა აქ მეტწილად გართობაში და მდიდრულ ნივთებში
იქნება, თუმცა ეს მარსის საკმაოდ მდიდრული პოზიციაა, როგორც წესი ადამიანს ამ მარსით
სულ აქვს ფული. ქარიზმის დამსახურებით შესაძლოა ცნობილიც კი გახდეთ, ფაქტია, რომ
გექნებათ თქვენი მოწოდება, ჰობი, რომელიც გამოგარჩევთ სხვებისგან და ამით ამაყობთ
კიდეც.

მერკური კირჩხიბში :
მერკური არის მწიგნობრობის, აზროვნების პლანეტა. ის ასევე განსაზღვრავს ჩვენი საუბრის
სტილს.
მერკური მწიგნობრობის და აზროვნების პლანეტაა, განსაზღვრავს ჩვენი კომუნიკაციის და
აზროვნების სტილს. მერკურის კირჩხიბში მოხვედრისას ადამიანს აქვს ინტერესი
ისტორიისადმი, კარგი წარმოსახვის უნარი, მარტივად თანაუგრძნობს გარშემომყოფებს.
როგორც წესი ახალი ინფორმაციის დაგროვება ხდება ან სახლში, ან უბრალოდ მყუდროდ
მოწყობილ გარემოში.

ვერ იტანთ რაიმეს კითხვის ან შესწავლისას ხმაურს, დისკომფორტს. უყვარს წარსულის


ანალიზი, წინაპრების „შეცდომების“ გათვალისწინება. ვინაიდან მერკური ცვლილებების
მაჩვენებელიცაა, ხოლო კირჩხიბი, მეოთხე სახლი ოჯახურ გარემოს განაგებს, შესაძლოა
ხშირად იცვლიდეთ საცხოვრებელ ადგილს.

ადამიანი მერკურის ამ პოზიციით გამოირჩევა საოცარი ემპათიის უნარით, აქვს ცვალებადი


ხასიათი, მისი კომუნიკაციის სტილი მის განწყობაზეა დამოკიდებული, რომელიც თავის
მხრივ მთვარის ფაზებზე რეაგირებს ქვეცნობიერ დონეზე. კარგად გრძნობთ ადამიანებს,
ხართ ერთგვარი ფსიქოლოგიც, გაქვთ მოსმენის და სწორი რჩევის მიცემის უნარი.
სუბიექტური ხართ როცა საქმე სამყაროს აღქმას ეხება.

იუპიტერი თევზებში:
იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა, იღბლის, გაფართოების. ის გვაძლევს ინფორმაციას იმის
შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს დადებითი თვისებები დაგვეხმარება წარმატების
მიღწევაში.
ეს იუპიტერის ძლიერი პოზიციაა, ვინაიდან იუპიტერი მართავს თევზების ნიშანს
ნეპტუნთან ერთად.

საკმაოდ კარგი ემპათიის უნარი გაქვთ, გიყვართ ადამიანების შეცოდება და დახმარება, კარგი
ინტუიციით გამოირჩევით. ხშირად სიყვარილს და შეცოდებას ურევთ ერთმანეთში, საკმაოდ
ჰუმანური ხართ, შესაძლოა პარტნიორიც ინტუიციურად, გრძნობების ხარჯზე აარჩიოთ და
მას ერთგვარი ნაკლებიც კი ჰქონდეს. თევზური ტიპაჟი შესაძლოა იყოს, ხელოვანი, საკუთარ
თავში ჩაკეტილი და დიდი შინაგანი პოტენციალისა და ასევე სამყაროს პატრონი.

ეს იუპიტერი იძლევა სულიერად ძლიერ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს მედიტაცია,


იზოთერიკა, კოსმიური კანონები და ყველაფერი არაამქვეყნიური. გიყვართ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ხშირად განმარტოვდით, რომ სულიერი განტვირთვა
მოახერხოთ. თავი მოარიდეთ გადაჭარბებულ ემოციებს. კარგად განვითარებული ფანტაზია
შეეცადეთ პროფესიაში, ხელოვნების სფეროში დახარჯოთ. ეძიეთ სამყაროსთან ჰარმონია.
დაეხმარეთ სხვებს. ხშირად უსმინეთ მუსიკას. კარგი იქნება თუ მერყეობის ტენდენციას და
პასიურობას დაძლევთ, კარგია ქველმოქმედებით დაკავება, ფსიქოლოგიის შესწავლა,
ხელოვნების სფეროში წასვლა.

სატურნი კირჩხიბში:
სატურნი მიუთითებს ერთგვარ შეზღუდვებზე, რომლებსაც ექნებათ ადგილი ამ
რეინკარნაციაში.
ეს არის სატურნის რთული პოზიცია - გაძევება.

სატურნი არის პასუხისმგებლობა, კარმის სიგნიფიკატორი, კანონი და შეზღუდვები. ხოლო


კირჩხიბი არის ჩვენი შინაგანი ბავშვი, უსაფრთხო საოჯახო გარემოს ძიება, საკუთარ
ნაჭუჭში ყოფნა.

რა მოეთხოვება ადამიანს სატურნის ამ მდებარეობით ?


ეს ოჯახის კარმაა, საკმაოდ მძიმე ბავშვობის მაუწყებელია. იწვევს ოჯახის წევრებთან
გაუცხოებას, ბევრ შიშს და კომპლექსს ადამიანებთან შინაგან დონეზე გახსნის და ნდობის
პრობლემები იცის ამ მდებარეობამ. ზედმეტად ხართ მიჯაჭვული წარსულს, გიჭირთ
აწმყოზე კონცენტრირება. აუცილებელია ამაზე მუშაობა, ვინაიდან ეს თქვენი უხილავი
ბორკილია, რომელიც ხელს გიშლით განვითარებასა და წინსვლაში.

ადამიანს სატურნის გაძევებული მდებარეობით არის პანიკური შიში საკუთარ ცხოვრებაში


ვინმეს შემოშვების, ყველაფრის გულთან ახლოს მიტანის ტენდენციაც აქვს და მარტივად
სწყინს, ბევრი იმედგაცრუება აქვს ცხოვრების მანძილზე, რაც მას კიდევ უფრო კეტავს
ემოციურ დონეზე. ეშინია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, ვინაიდან აკლია
თავდაჯერებულობა და აქვს ბევრი შინაგანი ბლოკი.

არ უყვარს სახლში ყოფნა, იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ეს ადგილი თითქოს მას
ზღუდავს, ამის მიუხედავად მაინც ვერ ივიწყებს წარსულის ტრავმებს. აქ დიდი სამუშაოა
ჩასატარებელი ფსიქოლოგიურ დონეზე, რათა ეს მდებარეობა დამუშავდეს.

აღმავალი კარმული კვანძი (რაჰუ) მშვილდოსანში,


დაღმავალი (კეტუ) ტყუპებში:
კარმული კვანძები კარმული ასტროლოგიის ძირითადი ნაწილია. დაღმავალი კვანძი
განასახიერებს იმ გამოცდილებას, რომელიც სულმა წინა რეინკარნაციაში მიიღო, ხოლო
აღმავალი კვანძი რაჰუ არის ის გამოცდილება, რომელიც სულს ამ რეინკარნაციაში ელის.
ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი
ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და
ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს
გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.
უამრავი აზრი გქონდათ თავში, რომელსაც ქაოსის ფორმა ჰქონდა მიღებული და არა
კონკრეტული იდეოლოგიის ან პირადი მორალური კოდექსის. ახლა ამის გამოსწორების
დრო მოვიდა. ვინაიდან ტყუპები ასევე მერკურის ნიშანია (ლოგიკის პლანეტა) წინა
რეინკარნაციიდან მიჩვეული ხართ ლოგიკურ და კრიტიკულ, ამავდროულად ჩქაროსნულ და
ქაოტურ აზროვნებას. ინტუიციის ნდობა გიჭირთ, ყველგან რაღაც ფაქტს ეძებთ, რომ
საბოლოო დასკვნა გამოიტანოთ. ცრურწმენების არ გწამთ და რთულია ვინმემ რაიმე
დაგაჯეროთ. უკვე დროა იწამოთ, გქონდეთ თქვენივე ჩამოყალიბებული იდეოლოგია,
მოუსმინოთ საკუთარ შინაგან გზამკვლევს, ინტუიციას. დროა ისწავლოთ თქვენი ცოდნის
ხალხისთვის გაზიარება, უნდა გახდეთ „მასწავლებელი“, გზამკვლევი სხვა ადამიანებისთვის.
მათ დაარიგოთ ჭკუა, ვინაიდან დიდ ცოდნას ფლობთ, ქაოტურად გაქვთ უამრავი
ინფორმაცია თავში. უნდა ისწავლოთ საკუთარი შინაგანი რწმენის ტრანსლირება და
საკუთარი ინტუიციის, გრძნობების ნდობა.

კარგი იქნება თუ გექნებათ უცხოეთთან შეხება, იმოგზაურებთ და სხვა ქვეყნის ტრადიციებს


და სწავლებებს გაეცნობით, ეს თქვენს სულიერ განვითარებას ხელს შეუწყობს.
მრავალმხრივი ინტერესები გაქვთ, გიჭირთ ერთ საგანზე დიდი ხნით კონცენტრირება,
ზედეტი ფიქრისგან საკუთარ ინდივიდუალიზმს და „მეს“ კარგავთ. სწორედ ამიტომ ამ
რეინკარნაციაში მოდუნება და გონების დახშობა უნდა ისწავლოთ, ძალიან კარგი იქნება
თქვენთვის მედიტაციის სწავლა, მანტრების მოსმენა, ამ ყველაფერს მშვილდოსანთან აქვს
კავშირი და დააბალანსებს თქვენში არსებულ მწამებელ გონებას. აუცილებელია ამ
ცხოვრებაში პასუხი გასცეთ კითვას: ვინ ვარ მე და რისი მწამს ?! ვინ მინდა ვიყო ?!...

გწამდეთ რომ დიდი პოტენციალი გაქვთ, ნუ შეგეშინდებათ შინაგან ცეცხლს და იმპულსს


დაუჯეროთ, მოიქცეთ ისე, როგორც გულს უნდა და არა ისე, როგორც გონებას უნდა. ლოგიკა
თქვენში შფოთის და მერყეობის გარდა არაფერს არ იწვევს, უნდა განთავისუფლდეთ
ლოგიკური აზროვნების დამტანჯველი და შემზღუდველი ჩარჩოებისგან. თუ რაჰუ
მშვილდოსნის კარმას სწორად მიჰყვებით, სამყაროს დაპყრობის შანსები გაქვთ, ვინაიდან
მშვილდოსანი იუპიტერის ნიშანია, რომელიც თავის მხრივ არის გაფართოების და იღბლის
მფარველი პლანეტა და იძლევა ულევ შესაძლებლობებს.

ლილიტი (შავი მთვარე) მერწყულში:


ლილიტი (შავი მთვარე) არის ჩვენი ქვეცნობიერი შიშები, ჩვენი „ბნელი მხარე“, დემონი. ის
თვისებები, რომლებიც ამ რეინკარნაციაში უნდა დავხვეწოთ, გამოვასწოროთ.

ლილიტი მერწყულს წინა რეინკანრაციიდან აქვს გამოყოლილი თავისუფლების


ამაღლებული იდეა და მოთხოვნილება. თქვენ წინა ცხოვრებაში სხვა ადამიანებს ართმევდით
თავისუფლებას საკუთარი თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის.
ღალატობდით მეგობრებს.

სხვა ადამიანებს რწმენას და თავისუფლებას ართმევდით, რაც საკმაოდ მძიმე კარმაა და ამ


რეინკრნაციაში თუ არ დაამუშავებთ ამ ასპექტს თქვენი დემონის, თქვენ წაგართმევენ
თავისუფლებას, გიღალატებენ მეგობრები, ცუდ კოლექტივში მოხვდებით.

თქვენი სული ვერ იტანს შეზღუდვებს და მუდმივად გიჩნდებათ პროტესტი, როდესაც


გეუბნებიან: „აქ შესვლა აკრძალულია!“, თქვენ თვლით, რომ ყველასთვის აკრძალულია,
მაგრამ არა თქვენთვის!

მერწყული არის თავისუფლების, აბსოლუტური დამოუკიდებლობის და ასევე კოლექტივის


სიმბოლო.

თუ თქვენს ანარქისტულ, ავანტიურულ ბუნებას არ დააბალანსებთ, კოლექტივიდან


გაირიყებით, მეგობრების ღალატის ტენდენციაცაა. ამ რეინკარნაციაში მოგიწევთ საკუთარ
თავზე გამოცდა, როგორია, როდესაც ადამიანი, რომელსაც ენდობი - გღალატობს და
გზღუდავს. ეს გამოცდილება თქვენს სულს სჭირდება, გახსოვდეთ, თქვენც ასე იქცეოდით
წინა რეინკარნაციაში ასე რომ წუწუნს მოეშვით და ამაყად მიიღეთ ეს შეზღუდვები და
ღალატი.

რა თქმა უნდა სულს აქვს შანსი განთავისუფლდეს, თუ სხვა ადამიანების თავისუფლებას


სცემთ პატივს ამ რეინკრნაციაში და იქნებით ერთგული, უარს იტყვით ქაოტურობასა და
არასაიმედოობაზე, რაც თქვენი ლილიტის უარყოფითი გამოვლინებებია.

ნიშნები სახლებში:

Asc. ასცედენტი სასწორში (პირველი სახლი) - ასცედენტით სასწორი ვენერას ნიშანშია, რაც
ამ ასცედენტის პატრონს საკმაოდ მიმზიდველ და ჰარმონიულ გარეგნობას და ნაკვთებს
სძენს. ეს ყველაზე სასურველი ასცედენტია მათთვის, ვისაც უნდა ლამაზი ადამიანის
შთაბეჭდილებას ტოვებდეს. ეს ასცედენტი სასწორზეა ნათქვამი. ბევრ მოდელს და
ჰოლივუდის ვარსკვლავს აქვს ეს ასცედენტი.

თქვენ ბუნებრივად გამოგდით კარგი შთაბეჭდილების დატოვება ადამიანებზე, საკმაოდ


კარგი დიპლომატი ხართ, თუმცა ვინაიდან დესცედენტი ვერძში გამოდის, შესაძლოა
სოციუმთან კონფლიქტიც კი გქონდეთ ფეთქებადი ხასიათის გამო.

ჰარმონიული სახის ნაკვთები, ნამდვილი შარმი - ეს ამ ასცედენტზეა ნათქვამი. მშვიდი და


ჰარმონიული, დიპლომატი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა როცა მას ახლოს
გაიცნობთ, მიხვდებით რომ არც ისე მარტივი ხასიათის ხალხია. თავისუფლებისმოყვარული
და გახსნილი, კომუნიკაბელური და არასტაბილურია. კარგი გემოვნება აქვს, მარტივად
უხამებს ფერებს და ტანსაცმელს ერთმანეთს, როგორც წესი ყოველთვის ცდილობს კარგად
გამოიყურებოდეს.

მორიელი II სახლში - ფულს შოულობს ორიგინალური მეთოდებით, მანიპულაციებით,


შესაძლოა შემოსავლის ფარული წყაროების ქონა. თანხის მოხმარების საკითში აკლია
პრაგმატული მიდგომები.
მშვილდოსანი III სახლში - სოციალური კონტაქტების გაფართოება, ნაცნობები
საზღვარგარეთ. კარგად ითვისებს ახალ ინფორმაციას, აინტერესებს უცხო ენები,
ფილოსოფია და სხვადასხვა იდეოლოგიები. უყვარს მოგზაურობა.

თხის რქა IV სახლში - დიდი ენერგია იხარჯება ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში,


სახლში შესაძლია ჰქონდეს ცივი და კონსერვატიული ურთიერთობები. საქმეებში ახასიათებს
პრაგმატულობა და მიზანდასახულობა.

მერწყული V სახლში - მეხუთე სახლი არის სასიყვარულო ურთიერთობები. მერწყული -


ინოვატორი, თავისუფლების მოყვარული, ინდივიდუალური ნიშანია! თავისუფლება და
თანასწორობა ესაა მერწყულის დამახასიათებელი ცნებები. თქვენ სასიყვარულო
ურთიერთობებისადმი თქვენებური დამოკიდებულება გაქვთ, ხართ თანასწორობის,
სპონტანურობის მომხრე. ოჯახის არატრადიციული აღქმა. თქვენი სურვილები
სასიყვარულო ურთიერთობებში საკმაოდ ცვალებადია და ხასიათზეა დამოკიდებული. ხართ
ორიგინალური, დაუგეგმავი რომანტიკის მხრივ.

თევზები VI სახლში - მეექვსე სახლი არის რუტინა, ყოველდღიური შრომა. თუ საქმე


მოგწონთ ემოციურ დონეზე, მზად ხართ მას შეეწიროთ! თუ არ მოგწონთ საქმე ან საგანი
მაშინ ყველანაირად შეეცდებით ამ საქმეს და ამ საგნის სწავლას თავი აარიდოთ. თევზები
საკმაოდ თავისუფალი და ემოციური, გულიანი ნიშანია, სწორედ ასეთი ხართ შრომაში. თუ
საქმე მოგხვდათ გულზე ბოლომდე მიიყვანთ, თუარადა ყველანაირად აარიდებთ თავს ან
მიაფუჩეჩებთ.

Dsc. დესცედენტი ვერძში (მეშვიდე სახლი) - ხშირად იცნობენ მომავალ პარტნიორს ჩხუბის,
კონფლიქტის ან გაშველების დროს. მათი პარტნიორი ნამდვილი ვერძული თვისებების
მატარებელი უნდა იყოს, თავდაჯერებული და ცოტა ჩხუბისთავი. თქვენ აქტიური და
ინიციატივიანი ადამიანი გჭირდებათ. როცა ვენერა იბნევა, მარსი მოქმედებს. თქვენ
სუპერმენი გჭირდებათ, ვინც გადაგარჩენთ და მუდამ იცის თუ რა ნაბიჯი იქნება სწორი.
თქვენი პარტნიორი თუ ვერძი არ იქნება ან მორიელი, მარსი მკვეთრად გამოხატული ექნება
პირად რუკაში, რამაც შესაძლოა პრობლემები შექმნას მისი უხასიათობის, უხეშობის და
უკომპრომისობის გამო.

კურო VIII სახლში - სიმშვიდე და მოთმინების საოცარი უნარი, გეგმიურობა და


მიზანდასახულობა. ვერ იტანს გაუგებრობებს და სპონტანურ ცვლილებებს. არის საკმაოდ
სტაბილური თავის ჩვევებში და ქმედებებში. რთულად გადააქვს კრიზისული სიტუაციები.

ტყუპები IX სახლში - ცნობისმოყვარეობა, მუდმივი სურვილი ახალი ინფორმაციის მიღების.


თქვენი მსოფლმხედველობა ეყრდნობა სამყაროს ფილოსოფიურ აღქმას, თუმცაღა
გაფანტული გონების გამო ერთი და იგივე იდეას დიდი ხანი არ ეყრდნობიან. შესაძლოა
მუშაობა ან სწავლა საზღვრაგარეთ.

კირჩხიბი X სახლში - შემოქმედებითი ძიება, დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. დიდი


მოთხოვნილება უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. შესაძლოა სამსახურში უფრო მაღალ
საფეხურზე მყოფ პერსონალთან არასტაბილური ან მძიმე ურთიერთობა.
ლომი XI სახლში - მეთერთმეტე სახლი არის მეგობრები, ნაცნობები. თქვენ გრძნიბთ, რომ
განსხვავდებით. გაქვთ შეგრძნება, რომ გამორჩეული ხართ. მეგობრების წრეში თავს საკმაოდ
მაღალ დონეზე (შეიძლება სხვებზე მაღლაც) გრძნობთ. ბევრი ნაცნობი გყავთ. გახასიათებთ
ფიქრი საკუთარ პერსონაზე, არის მედიდურობის ტენდენცია. გინდათ იყოთ სხვებზე მაღლა,
სნობიზმი.

ქალწული XII სახლში - განმარტოება გეხმარებათ საკუთარი გრძნობების და ემოციენბის


რაციონალიზაციასა და დალაგებაში. გახასიათებთ რეალისტობა, როდესაც საკუთარ თავთან
რჩებით მარტო, ბევრს ფიქრობთ, აანალიზებთ წვრილმანებსაც კი.

პლანეტები სახლებში:

პლუტონი XII სახლში - პლუტონი არის ტრანსფორმაცისს, განახლების, ნგრევის პლანეტა. ეს


არ არის მარტივი პოზიცია, ვინაიდან მეთორმეტე სახლი არის დაკავშირებული ადამიანის
ემოციურ სამყაროსთან, მის სულიერ განვითარებასთან.

მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი ამ მდებარეობით ვითარდება ტანჯვის და შინაგანი


ნგრევის დახმარებით, ამის გადატანა არაერთხელ მოუწევს ცხოვრების მანძილზე, თუმცა
„რაც არ გკლავს, გაძლიერებს“ ნამდვილად სწორი ფრაზაა ამ შემთხვევაში. როდესაც
კრიზისულ და მძიმე სიტუაციას აქვს ადგილი, ეს ადამიანი შინაგანად ძლიერდება.
აუცილებელია მან ამის გამოყენება ისწავლოს.

არის მიდრეკილება ქრონიკული დაავადებებისკენ, სუსტია ფსიქიკა. ვინაიდან მეთორმეტე


სახლი ციხესთან და ასევე კლინიკებთანაა კავშირში, არის საფრთხე კრიმინალურ
სამყაროსთან შეჯახების, თავისუფლების მოულოდნელად დაკარგვის, თუმცა არის შანსი ამ
უსიამოვნებების არიდების, ადამიანი თავის ემოციურ სამყაროს დაბალანსებას და სულიერ
განვითარებას თუ მიხედავს.

შესაძლოა თავისუფალი ან უბრალოდ საიდუმლო პროფესიის არჩევა, ხშირია საიდუმლო


ორგანიზაციებთან და გამომძიებლობასთან კავშირი ამ მდებარეობისას. გაქვთ კარგი
ინტუიცია, ხშირად თქვენი წინასწარი შეგრძნებები მართლება და ამის იგნორირება
შეუძლებელია, ხშირია ასტროლოგიით, იზოთერიკით დაინტერესებაც. ბევრი
ცხოვრებისეული გამოცდა გველის ამ მდებარეობის გავლენით, თუმცა ეს სულიერ ზრდაში
დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ნერვულ სისტემას, ასევე ფიზიკურ და სულიერ
ჯანმრთელობას.

მზე X სახლში - მზის (ეგო) მდებარეობა მეათე სახლში, რომელიც არის სტატუსის, კარიერის
სიმბოლო, იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ადამიანს აქვს დიდი ამბიციები და მას
ელის წარმატება კარიერული წინსვლის მხრივ, მხოლოდ, ცხოვრების მეორე ნახევარში.

თქვენ საკმაოდ სერიოზულად ხართ განწყობილი თქვენს ამბიციებზე, საკმაოდ ჯიუტი და


მიზანდასახული ხართ. თქვენ გსურთ იყოთ წარმატებული კარიერის მხრივ და გქონდეთ
მყარი და სტაბილური შემოსავალი და ასევე თქვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია
საზოგადოებრივი აღიარება.

ფრთხილი და დაფიქრებული ხართ, როცა საქმე კარიერას ეხება. აუცილებელია ეს


მდებარეობა გამოიყენოთ, უნდა იყოთ ფინანსურად დამოუკიდებელი და თავად იშოვოთ
ფული და მიაღწიოთ წარმატებას. საქმეებში საკმაოდ პრაქტიკული და შესაძლოა მკაცრი და
მომთხოვნიც იყოთ საკუთარი თავის და სხვების მიმართ.

ეს კარიერის მხრივ კარგი პოზიციაა, ადამიანებს ამ პოზიციით ხშირად უმართლებთ და


ისინი ხვდებიან მაღალ პოსტებზე, თუმცა მათ ერთგვარი პასუხისმგებლობის შიშიც აქვთ,
თუ ამ შიშს გადალახავენ და ამ პოზიციის კარგ თვისებებს გამოიყენებენ -
შრომისმოყვარეობა, სიდინჯე და ორგანიზებულობა, მაშინ გარანტირებული აქვთ წარმატება.

მთვარე IV სახლში - ცვალებადი ხასიათი, ხშირად ქმედებები ემოციებზეა დამოკიდებული.


ქვეცნობიერ დონეზე გრძნობს სტაბილური და ჰარმონიული ოჯახის ქონის აუცილებლობას.
როგორც წესი ამ მდებარეობისას, დედას პიროვნული და ემოციური ჩამოყალიბების მხრივ
დიდი გავლენა ჰქონდა მასზე. ბუნებით იდეალისტია, ხშირად გაურბის იმ რეალობას,
რომელიც მას არ აწყობს. აქვს ღრმა შინაგანი სამყარო, განცდებით და მოგონებებით აღსავსე.
ხშირად ფიქრობს წარსულზე.

უყვარს საოჯახო გარემო, როგორც წესი ცხოვრების ხნიერი წლები სიმდიდრით და


მატერიალური ქონების სიმრავლით სრულდება თუ ადამიანი ამ მდებარეობას და საკუთარ
ენერგიას სწორედ გამოიყენებს. როგორც წესი ოჯახის ისტორიას დიდი ინტერესით და
პატივისცემით სწავლობს.
საკმაოდ ბავშვურია და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, მის ემოციურ ჩამოყალიბებაში
ბავშვობაში არსებული ცხოვრებისეული სიტუაციბი დიდ როლს თამაშობდა. აუცილებელია
შინაგანი სტაბილურობის შენარჩუნება, თუმცა ხშირად ოჯახში რემონტის ან სახლის
შეცვლის სურვილიც უჩნდება შინაგანი სიცარიელის შესავსებად.

ნეპტუნი III სახლში - ნეპტუნი მესამე სახლში იძლევა არასტაბილურ ფსიქიკას და გაფანტულ
გონებას, ადამიანს უჭირს ერთ კონკრეტულ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში
კონცენტრირება. შესაძლოა ინფორმაციის ლოგიკურ ჭრილში აღქმნის პრობლემაც იყოს. აქვს
ღრმა ინტუიცია და კარგი წარმოსახვის უნარი, შემოქმედებითად და არასტანდარტულად
გამოხატავს თავის აზრს, შესაძლოა ლექსების წერა ან უბრალოდ პოეტური საუბარი, ბევრი
მეტაფორების გამოყენება საუბრის დროს.

ეს ადამიანი საუბარში გამოხატავს თავის საოცარ შინაგან სამყაროს, თუმცა როცა ზუსტ
ფაქტებზე და რაიმე საკითხის დაზეპირებაზე მიდგება საქმე, ინტერესს მომენტალურად
კარგავს, რის შედეგადაც გონება ეფანტება. შესაძლოა უყვარდეს მხატვრული ლიტერატურა,
მუსიკა, პოეზია. აინტერესებს იზოთერიკა, მისტიკა, ასტროლოგია, ნუმეროლოგია. ეს კარგი
მდებარეობაა ჟურნალისტებისთვის და მწერლებისთვის.

ურანი I სახლში - ურანი ასცედენტზე ადამიანს ურანისეულ შეხედულებას აძლევს,


სპონტანურს, რაღაცით უნიკალურს, გამომგონებლურს. ამას სხვა ადამიანები ამჩნევენ
მარტივად. საკმაოდ ჰუმანურია, ახასიათებს ერთგვარი მეგობრულობა და ალტრუიზმი.
კოლექტიურია, უყვარს საზოგადოების დახმარება სასარგებლო ურანისეული იდეებით. აქვს
არასტანდარტული აზრები, არაორდინალური აზროვნება. მეგობრულია და აქვს ბუნებრივი
მოთხოვნილება ხალხის დახმარების, ჰუმანიტარული მიდრეკილებებიც არაა გამორიცხული.

ენთუზიასტია, ყველას მოტივირებას მარტივად ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ


ადამიანების დახმარების სურვილი აქვს, ქაოტური მიდგომების გამო ხშირად არ გამოსდის
ამის დაორგანიზება. მისი აზროვნების გამორჩეულობა მოდის ბავშვობიდან, თუმცა აქვს
სურვილი ყველა სტერეოტიპი გადალახოს რაც ბავშვობიდან გამოჰყვა მშობლებისგან. ვერ
იტანს ლიმიტებს, შეზღუდვებს, აქვს მისწრაფება უსაზღვრო თავგადასავლებისკენ.

შესაძლოა იმპულსურიც იყოს, ცვალებადი, ქაოტური, არის სარკასტულიც, გონება


გაფანტული. შესაძლოა მუდმივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ჰქონდეს, თავისი
ცხოვრება ბანალური და უინტერესო ეგონოს. მუდმივი სიახლეების მოთხოვნილება აქვს.
ასპექტები:

მერკური-სატურნის შეერთება:

სატურნი ყველაფერს ზღუდავს, კამრის სიგნიფიკატორი პლანეტაა, ხოლო მერკური არის


ლოგიკა და ორგანიზატორული ცხოვრების რუტინული მხარე, კომუნიკაცია. რას გვაძლევს
ეს ასპექტი - შესაძლოა სიტყვაძუნწი იყოთ, საუბარში ძალიან სერიოზული და
თავშეკავებულიც კი.

გაქვთ პათოლოგიური მოთხოვნილება აღიარების, სერიოზული ადამიანის იმიჯის ქონის


სხვების თვალში, რის გამოც შესაძლოა ბევრს მუშაობდეთ. თქვენთვის არასაინტერესო
თემებს არიდებთ თავს და ასევე ნაცნობებიც არ გყავთ ბევრი. ყველაფერი გააზრებული
გაქვთ, რასაც ამბობთ. ბავშვობიდანვე ხართ სერიოზული და სიტყვაძუნწი. ვერ იტანთ
უსარგებლო საუბრებში დროის ხარჯვას.

შესაძლოა გახასიათებდეთ საკუთარი ჟესტიკულაციის, თვითგამოხატვის კონტროლი.


ზედმეტს არ გაიღიმებით, ზედმეტს არ იტყვით, ზედმეტ სითბოსაც არ გამოხატავთ.
ბევრისთვის ცივი და დისტანციური ხართ. საოცრად უფრთხილდებით თქვენს რეპუტაციას,
ნერვოზამდეც კი მიჰყავხართ რეპუტაციის საკითხს.

ზედმეტად დისციპლინირებული ხართ, რასაც აქვს „უკუეფექტი“ და გიქმნით პრობლემებს,


ზედმეტი პასუხისმგებლობის გამო გიჭირთ სიახლეების ათვისება. უნდა მოდუნდეთ!

საუბრის დროს მოდუნება გიჭირთ, თქვენ ნამდვილად განიცდით თუ რას იფიქრებენ


თქვენზე სხვები, სწორედ ამიტომ აკურატულად არჩევთ თუ ვის ესაუბროთ და რა უთხრათ,
როგორი ინტონაცია უნდა გქონდეთ ამ ადამიანთან საუბრის დროს და ა.შ.

მოსალოდნელია საჯაროდ გამოსვლის და სცენის შიშიც გქონდეთ, არა იმიტომ, რომ ეს არ


მოგწონთ, არამედ იმიტომ, რომ გეშინიათ რომ ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებთ.
პერფექციონისტი ხართ...

პესიმისტი ხართ, ყველაფერში პოულობთ ნაკლს და ვერ იტანთ სხვა რომ ფანტაზიურ და
ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობს, ამ დროს საოცრად სარკასტული ხდებით. შესაძლოა
ბავშვობაში გიჭირდათ ინფორმაციის მიღება, სწავლის პრობლემები გქონდათ, საუბრის, ენის
ბორძიკი. ინფორმაციას სხვებზე ნელა ითვისებთ, სამაგიეროდ საფუძვლიანად ითვისებთ და
აანალიზებთ. ცნობილ მეცნიერს - ალბერტ აინშტაინს ჰქონდა ეს ასპექტი, ყველამ იცის, თუ
როგორი პრობლემები ჰქონდა სკოლაში ინფორმაციის ათვისების მხრივ.

სატურნი აფერხებს ადამიანში კომუნიკაციის დროს საუბრის სისწრაფეს, ადამიანი კარგად


დაფიქრდება სანამ რამეს იტყვის. ლოგიკური აზროვნება აქვს. კრიტიკულია და
პრაგმატულია. სატურნის ქმნის ერთგვარ კარმულ სიტუაციებს, იმ პლანეტის სფეროსთან
მიმართებაში, რომელთანაც აქვს ასპექტი. მერკური კომუნიკაციაა, ხოლო სატურნი
სოციალური ცხოვება და კარიერა. რაღაც მხრივ სატურნი მერკურის კვადრატი ქმნის
მუდმივად საკუთარი კარიერული მოწოდების ძიებას ასახავს, ამავდროულად ქმნის
კომუნიკაციის შენელების ტენდენციას. გახსნას დრო სჭირდება.

სატურნი - შრომის და სიდინჯის სიმბოლოა, მერკური- განათლების და ინფორმაციის


მიღების/გაცემის სფეროა. სატურნი ამ ასპექტის მფლობელს აიძულებს ყველა თავის თქმულ
სიტყვას დააკვირდეს და მიიღოს მეტი ინფორმაცია და განათლება.

მზე-სატურნის შეერთება:

საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური ასპექტია, განსაკუთრებით აქტიურია ცხოვრების პირველ


ნახევარში. შესაძლოა მკაცრი მშობლები გყავდათ, განსაკუთრებით - მამა, ან ძმა. აქ
მამრობითი ენერგიის პრობლემაა. თქვენგან ბევრს ითხოვდა ან გაკლდათ, არ გაქცევდათ
ყურადღებას მაშინ, როცა გჭირდებოდათ. ამან ბევრი პიროვნული კომპლექსი გააჩინა
თქვენში, ზედმეტ პასუხისმგებლობას გაკისრებდნენ.

ამან ქვეცნობიერ დონეზე დაგიტოვათ შიში, რომ ვერ შედგებით სათანადო


პიროვნებად...სწორედ ამის გამო მუდმივად ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობთ.
გინდათ რომ შეგაქონ და გაღიარონ, ვინაიდან რაც არ უნდა გაგეკეთებინათ ეს ქება გაკლდათ.

თავის გამოხატვა ადექვატურად გიჭირთ, მუდმივად გეშინიათ, რომ არ დამარცხდეთ,


თითქოს ცხოვრება შეჯიბრია თქვენ კონკურსანტი და ყველა სხვა ადამიანი ჟიურის წევრი
ირგვლივ.

უნდა მოდუნდეთ, მიხვდეთ, რომ უნდა იყოთ ის რაც ხართ და არ არის სავალდებულო
ვინმეს რამე დაუმტკიცოთ. მუდმივად გინდათ ყველა ქმედება აკონტროლოთ და ეს შინაგან
დაძაბულობას ქმნის თქვენში. უნდა მოდუნდეთ და მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი
როგორიც ხართ და უფრო გაგიადვილდებათ გახსნა და თვითგამოხატვა, ასევე განვითარება.

გააცნობიერეთ, რომ ყველა უშვებს შეცდომას და ნუ ისჯით საკუთარ თავს ამისთვის,


აპატიეთ და გახდით საკუთარი თავისთვის ის მზრუნველი მშობელი, რომელიც გაკლდათ.
ვენერა-მარსის სექსტილი:

ეს დადებითი ასპექტია. ვენერა - ქალური საწყისი, ხოლო მარსი-კაცური. როდესაც ვენერა


მარსს შორის ჰარმონიაა ადამიანს არ უჭირს საკუთარი სექსუალურობის იდენტიფიცირება,
ასევე საპირისპირო სქესსთან შეხება. ვენერა ასევე ფინანსური სფეროა, სწორედ ამიტომ, ბევრ
ბიზნესმენს ვენერა-მარსის დადებითი ასპექტი აქვთ.

ვენერა და მარსი რომ მეგობრულ სტიქიაშია, ადამიანს მარტივად შეუძლია დააბალანსოს


საკუთარ თავში ორი საპირისპირო ენერგია - ინი და იანი, რაც რასაკვირველია მას
დაეხმარება ფინანსურ სფეროსა და ასევე კომუნიკაციის დროს.

მზე-პლუტონის ოპოზიცია:

მზე არის ეგო, ჩვენი „მე“, რომელ სახლშიც შედის მზე, იმ სფეროში კონცენტრირდება
საციცოხლო ენერგია და ეგოს მოთხოვნილებები. პლუტონი ძალაუფლების, ნგრევის და
ტრანსფორმაციის პლანეტა, მას დუალისტური გამოვლინება ახასიათებს, ის ავითარებს
ადამიანს ნგრევის გზით. რომელ პლანეტასთანაც აქვს მას შეერთება, იმ პლანეტის
სფეროებშია მოსალოდნელი განახლებები და ტრანსფორმაციები.

რას გვაძლევს ეს შეერთება ?! არ არის მარტივი ნამდვილად, ვინაიდან ეს მორიელის ასპექტია.


თქვენი სულიერი განვითარება ტანჯვაზე გადის, ბევრ შინაგან დაძაბულობასა და
განახლებაზე, რომელიც შინაგან სიკვდილს ჰგავს.

ძალიან ღრმა ემოციები და მუდმივი შფოთი, კარდინალურობა ემოციებში და ეჭვიანობის


ტენდენცია, რთულად ანდობთ თქვენს ექსტრემალურ ჰიპერტროფირებულ გრძნობებს
ვინმეს.

მტანჯველად გიყვართ და ასევე მტანჯველად გძულთ. ეს მუდმივი შინაგანი ღრმა


გრძნობებია, რომლების დამალვასაც ცდილობთ, ვინაიდან იცით, რომ ბევრი ვერ გაგიგებთ.
ამ მთვარეს ახასიათებს საოცარი ინტუიციურობა, ადამიანების ენერგეტიკას გრძნობთ და
ყველას სულში ძვრებით, ეს მოგწონთ კიდეც. ერთგვარ მუდმივ შინაგან კონფლიქტებს აქვს
ადგილი.

კარგი ინტუიცია გაქვთ, არ გიყვართ არაფერი ზედაპირული და პრიმიტიული, ნამდვილი


დეტექტივი ხართ და გიყვართ ყველაფერზე ჩაღრმავება და გამოძიება. კარდინალურად ღრმა
და ბობოქარი გრძნობები გაქვთ. თქვენი ეჭვიანობის წნეხს ყველა ადამიანი გრძნობს, ვინც
თქვენს გვერდითაა ხოლმე, საკმაოდ ძლიერი მზერა და ენერგეტიკაც გაქვთ (პლუტონის
გავლენა), რომლითაც ადამიანებზე ზეგავლენას ახდენთ.
თქვენი სიმპატიები და ანტიპატიები სპონტანურია და თქვენც ხშირად არ იცით თუ რატომ
მოგწონთ ან არ მოგწონთ ადამიანი პირველი შეხედვით. საკმაოდ სუბიექტური ხართ
ადამიანებთან მიმართებაში და ღრმად გწამთ თქვენი სუბიექტური აზრის და გრძნობების.
ძალიან ემოციურები და რომანტიულებიც ხართ, მაგრამ ხასიათის კატასტროფული
ცვალებადობა გახასიათებთ, რაც თქვენს ურთიერთობებს არასტაბილურს ხდის.

მთვარე-ურანის ოპოზიცია:

მთვარის ნეგატიური ასპექტი ბავშვობის ქვეცნობიერ და ემოციურ ტრავმებზე გვაძლევს


ინფორმაციაზე.

შესაძლოა დედა არ იყო სტანდარტული აზროვნების, არ გზრდიდათ ისე, როგორც შვილს,


შესაძლოა არ იყო თქვენს გვერდით ან გაკლებდათ სითბოს. აქ არის ერთგვარი გაუცხოების
მომენტი. დამოუკიდებლობა ადრეულ ასაკში გაითავისეთ, როცა გჭირდებოდათ რაღაც,
არავინ იყო გვერდით, სწორედ ამიტომ ღრმად მარტოსულად გრძნობდით თავს.

სწორედ ამიტომ ემოციურ დონეზე სხვა ადამიანს რთულად უშვებთ, გეშინიათ რომ არ
მიგატოვონ, არ უარგყონ. გარბიხართ როცა ემოცია ჩნდება და ქვეცნობიერ დონეზე
თავისუფლების დაკარგვის შიში გაქვთ. ემოციური არასტაბილურობა და ქაოსი გაქვთ,
შფოთი და ქარბუქი შინაგანად, ამ ყველაფერს ღრმა ფსიქოანალიზი სჭირდება.

მოგწონთ ყველაფერი არასტანდარტული და ახალი, მოუთმენელი ხართ.

შესაძლოა არაკომფორტულად გრძნობდეთ თავს ემოციებში, გარბოდეთ, მარტოდ რჩებოდეთ


და მერე სიახლოვე და სიყვარული გენატრებოდეთ, საჭიროა სანამ რამეს გააკეთებთ, საკუთარ
ემოციებს არ გაექცეთ. გააანალიზოთ თუ რა გტკივათ შიგნით, რატომ გტკივათ, ეს
ბავშვობიდან მოყოლილი ფსიქოლოგიური კომპლექსები და ტრავმებია.

საოცრად არასტანდარტული რეაქციები გაქვთ ყველაფერზე. როცა თქმაა საჭირო შესაძლოა


გაჩუნდეთ, ვინაიდან ემოციების სწორად ჩამოყალიბება გიჭირთ.

არის რადიკალურობისკენ მიდრეკილება - ან ყველაფერი ან არაფერი. უნდა იპოვნოთ


ჰარმონია საკუთარ თავში და შეეცადოთ შინაგანი სიმშვიდე თავად მოძებნოთ თქვენს
ემოციებში. ნუ გაექცევით მათ, არამედ დაიწყეთ მათი ანალიზი.

You might also like