Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

4.

მოსწავლეთა მხარდაჭერა

4.1. მოსწავლეთა უფლებების დაცვა

4.1.1. მოსწავლეთა უფლებები და კანონიერი ინტერესები დაცულია

მტკიცებულებები
● მოსწავლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მარეგულირებელი სკოლის შიდა
აქტი;
● სკოლის ვებ-გვერდი;
● მოსწავლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ამსახველი მასალები /
აქტივობები
● ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის” მიხედვით გასაჩივრების დეტალური პროცედურები;
● ინდ. სასწავლო გეგმების შემუშავების რეგულაცია;
● საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლისათვის შემუშავებული ინდ. სასწავლო გეგმა.

ინდიკატორი 1. სკოლის შიდა რეგულაციებით ხორციელდება მოსწავლის კანონით


გათვალისწინებული უფლებების დაცვისა და გარანტიების უზრუნველყოფა;

საქართველოს კანონით “ზოგადი განათლების შესახებ” განსაზღვრულია მოსწავლის ძირითადი


უფლებები. ამ უფლებების რეალიზებას ემსახურება ერთი მხრივ თავად საგანამანათლებლო
დაწესებულება თავისი რეგულაციებისა და მხარდაჭერის მექანიზმით, მეორე მხრივ თვითონ
მოსწავლე და მშობლი/კანონიერი წარმომადგენლი.

მოსწავლის უნივერსალური უფლებები, როგორიცაა ხარისხიანი განათლების თანაბარი


ხელმისწავდომობა, სკოლის მართვაში ჩართულობა, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების
შესახებ ინფორმულობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გასაჩივრების უფლება და
გამოხატვის, შეკრების, გაერთიანებების, რწმენის თავისუფლებება უპირატესია საგნამანთლებლო
დაწესებულებისათვის. შესაბამისად, სასწავლო პროცესის მართვის რეგულაციები თავისი მკაფიო,
ნათელი და არაორაზროვანი ფორმულირებებით უნდა ითვალისწინებდეს ყველა შესაძლო სცენარს
და განსაზღვრავდეს მათი რეგულირების წესებსა და პირობებს, იქნება ეს მოსწავლის სტატუსის
შეჩერების, სტატუსის აღდგენის წესები და პირობები, თუ კონფლიქტის რეგულირების,
გასაჩივრების, მოსწვალის უკუკავშირის, თავისუფალი სიტყვის რეალიზების და სხვა მიმდინარე
პროცესების რეგულაციები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები პოზიტიური
სასკოლო კულტურის დამკვიდრებას უწყობდეს ხელს და მიემართებოდეს მოსწავლის
მხარდაჭერასა და მისი პიროვნული ზრდის ხელშეწყობას.

გასამახვილებელია ყურადღება იმაზე, რომ მოსწავლის პირად საქმეში ინახებოდეს ის


დოკუმენტები, რაც დაწესებულებას აქვს განსაზღვრული საკუთარი რეგულაციით. სკოლას
რეგულაციებში გაწერილი უნდა ჰქონდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების
აღიარების წესი და პროცედურები.

საკვანძო იდეები: უფლებების რეალიზება ყოველდღიურ პროცესებში, მკაფიო ფოკუსი და


ფორმულირება,
ინდიკატორი 2. მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის სასკოლო
რეგულაციები გამჭვირვალეა და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებაში.

მნიშვნელლოვანია დაწესებულებამ თავისი შიდა რეგულაციები არა მხოლოდ მაქსიმალურად


გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახადოს სასკოლო საზოგადოებისათვის, არამედ შექმნას ისეთი
პიროებები, რომ მსგავსი რეგულეციების შემუშავებაში ჩართული იყოს სასკოლო საზოგადოება და
გაზიარებული ჰქონდეთ უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით ეს
მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ბენეფიციარებისათვის, იქნება ეს მოსწავლე, თუ
მშობლი/კანონიერი წარმომადგენლი. ამისათვის სკოლამ თავად უნდა მოიფიქროს მისთვის
მისაღები, ყველაზე ოპტიმალური და პრაქტიკული მეთოდი და საშუალება. შესაძლებელია ეს იყოს
სკოლის შიდა რეგულაციური აქტი, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს ამ კუთხით, ან
მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებული შეთანხმების აქტები და/ან
ხელშეკრულებები, სადაც გაწერილი იქნება დაწვრილებით ყველა რეგულაცია; შესაძლებელია
რეგულარული შეხვედრების ან ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში გაცნობითი შეხვედრების
ორგანიზება, მშობელთა კრებების, კლასის საათების, თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული
შეხვედრების გამოყენება ინფორმირებისა და ჩართულობისათვის. მსგავსი შეხვედრების
განმავლობაში გამოყენებული მასალები ( პოსტერები, ბუკლეტები, პრეზენტაციები თუ სხვა) ასევე
ხელმისაწვდომი იქნება დოკუმენტირებული სახით. სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა
ითვალისწინებს მოსწავლეთა, მათო მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების
ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს მათი უფლებების დაცვასთან
დაკავშირებით.

საკვანძო იდეები:

ინდიკატორი 3. მოსწავლესთან/ მის კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებულია


კანონმდებლობის შესაბამისი გამჭვირვალე და მკაფიო ხელშეკრულება

მოსწავლეებისათვის მათი უფლებებისა და სკოლის მიერ დადგენილი წესების გაცნობას


თითოეული კლასის დამრიგებელი ახორციელებს მათი ასაკობრივი თავისებურებების
გათვალისწინებით. ეს შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალიზაციით,
სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით. დაუშვებელია მოსწავლისათვის
უფლებებისა და წესების გაცნობა დოკუმენტზე ხელმოწერით, მოსწავლეში შიშის გრძნობის
გაღვიძება, დასჯის შიშის შექმნა და სხვა.

თითოეული მოსწავლის მეურვესთან სკოლა აფორმებს ხელშეკრულებას, სადაც


დეტალურადაა გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები. გაფორმებული
ხელშეკრულება, ასევე დამატებითი ინფორმაცია მოსწავლისა და მისი მეურვის უფლებების
შესახებ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაციის ან კლასის
დამრიგებლის მიერ ელექტრონულად ეგზავნება ყველა მოსწავლეს. აღნიშნულ მასალებთან
ერთად მოსწავლეს ეგზავნება სკოლის შინაგანაწესი. სკოლა/კლასის დამრიგებელი
ვალდებულია შინაგანაწესში შეტანილი ცვლილებები გააცნოს ყველა სკოლის მოსწავლეს
ცვლილების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თითოეულ მოსწავლე და მისი მეურვე
ვალდებულია იცნობდეს შინაგანაწესს.

სკოლასა და მოსწავლის მეურვესთან გაფორმებული ხელშეკრულება ცხადად უნდა


ასახავდეს ინფორმაციას ორივე მხარის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
თოთოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს:
• თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
• ხელშეუხებელი იყოს მისი რელიგიური თავისუფლება;
• დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან;
• დასაბუთებული უარი თქვას სკოლის მიერ დაწესებული სასკოლო ფორმის
ტარებაზე, ან შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში
მოითხოვოს სკოლისგან მისი შეძენა;
• არ გაამჟღავნოს ინფორმაცია მისი ეთნიკური, რელიგიური, გენდერული იდენტობის
შესახებ;
• არ გაამჟღავნოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ თუ ეს საფრთხეს არ
უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას ან მოსწავლის სიცოცხლეს;
• ფლობდეს ინფორმაციას სკოლის მიერ მოსწავლის შესახებ რომელი მონაცემები
მუშავდება, მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, რა
გზით შეგროვდა მონაცემები, ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები გაცემის საფუძვლისა
და მიზნის მითითებით;
• სკოლის დირექტორთან წარადგინოს საჩივარი/მოთხოვნა სკოლის პერსონალის
(მასწავლებელი, სკოლის ყველა თანამშრომელი, სკოლის მანდატური, სკოლის
სოციალური მუშაკი) ან სხვა მოსწავლის ან სხვა მოსწავლის მეურვის მხრიდან თავისი
უფლებების დარღვევის გამო და მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული
ანაზღაურება;
• თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს სკოლის სამეურვეო საბჭოს
წარუდგინოს საჩივარი/მოთხოვნა სკოლის დირექტორის მხრიდან თავისი უფლებების
დარღვევის გამო და მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;
• დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით, რაც არ
ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან;
• იმ შემთხვევაში თუ სკოლის მიერ მოსწავლის ან მისი მეურვის მიერ წარდგენილი
საჩივრის/მოთხოვნის განხილვის შედეგად არ ამოიწურა სადავო საკითხი, მოსწავლეს
ან მის მეურვეს უფლება აქვს სკოლის დირექტორს წარუდგინოს მოთხოვნა სააპელაციო
კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის დანიშვნის შესახებ;
• საბაზო და საშუალო საფეხურის თითოეულ მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა
მიიღოს მოსწავლეთა თვითმმართველობაში;
• სკოლის მიერ დადგენილი წესების დაცვით შეუზღუდავად ისარგებლოს სკოლის
ბიბლიოთეკით;
• სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით სკოლის მიერ დადგენილი წესით
ისარგებლოს სკოლის სხვა სივრცეებით: სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი და
სხვა.
• თავისუფლად შეიკრიბონ სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით
სკოლის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, ასევე ამ შეკრებაზე მიიწვიონ სხვა
პირი;
• შექმნას სასკოლო კლუბები, მოსწავლეთა თვითმმართველობა ან სხვა გაერთიანება.

მნიშვნელოვანია ხელშეკრულება გამოყოფდეს მოსწავლის მშობლის/კანონიერი


წარმომადგენლის უფლებებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:

• სკოლის შენობაში შესვლის მოთხოვნა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს,


ან განსხვავებულ პერიოდში სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
• ინდივიდუალური შეხვედრის მოთხოვნა მასწავლებელთან, სკოლის დირექციის
წარმომადგენელთან, სკოლის ფსიქოლოგთან, სკოლის ექიმთან;
• ინფორმაციის მიღება მოსწავლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომების
შესახებ.

ხელშეკრულება მკაფიოდ უნდა ასახავდეს თითოეული მხარის ვალდებულებებსაც, მათ


შორის:
• სკოლის მხრიდან სასკოლო სასწავლო გეგმის გაცნობის შესაძლებლობას;
• სკოლის მხრიდან სკოლის ბიუჯეტისა და წლიური გეგმის გაცნობის შესაძლებლობა;
• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან მოსწავლის კონტროლის სკოლის
შინაგანაწესით აკრძალული ნივთების ტარებასთან დაკავშირებით;
• კრიზისული მდგომარეობის დროს ურთიერთთანამშრომლობა ბავშვის საუკეთესო
ინტერესების დასაცავად;
• საკონტაქტო ინფორმაციის მიმოცვლა;
• პერსონალური ინფორმაციის დაცვა და სხვა.

ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში


დაწესებულ შეზღუდვებსაც, როგორიცაა:

• მეურვეს არ აქვს უფლება დაწყებით და საბაზო განათლებას ჩამოაშოროს


არასრულწლოვანი.
• მეურვეს არ აქვს უფლება უგულებელყოს მოსწავლის საბაზისო საჭიროებები.
• საჯარო სკოლა განუხრელად იცავს რელიგიური ნეიტრალიტეტის
პრინციპებს. საჯარო სკოლის სასწავლო პროცესში დაუშვებელია რელიგიური
ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი. საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ
სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან
ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების
მიღებას.
• სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში მოსწავლეს არ აქვს უფლება უარი თქვას
რომელიმე სავალდებულო საგნის სწავლებაზე.
• მოსწავლეს არ აქვს უფლება მოითხოვოს დაძლეული კლასის განმეორებით გავლა.

საკვანძო იდეები:

სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა; თანამონაწილეობა; ვალდებულებები და


პასუხისმგებლობები, უფლებები.

ინდიკატორი 4. ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი


მექანიზმები
ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უნდა აცნობიერებდნენ საკუთარ უფლებებსა და ვალდებულებებს,
ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და ფლობდნენ უნარებს, რომლებიც გამოადგებათ საკუთარი
უფლებების დასაცავად. სკოლა ვალდებულია ჰქონდეს ბავშვის საჩივრის განხილვის
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმები. ამავდროულად, ეს მექანიზმები არ უნდა
ახალისებდეს ბავშვის არაკეთილსინდისიერ ქცევას, მიმართული უნდა იყოს ობიექტური
გარემოებების დადგენისკენ და უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვისა და სხვათა
უფლებების პატივისცემასა და დაცვას. ბავშვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მისი მიმართვის
განხილვის მექანიზმებისა და ეტაპების შესახებ.

სკოლა ვალდებულია განახორციელოს საინფორმაცია აქტივობები იმისათვის, რომ მოსწავლეები და


მათი მშობლები სრულყოფილად ფლობენ ინფორმაციას სკოლის სივრცეში მათი უფლებების
დაცვისა და, საჭიროების შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის მექანიზმებთან დაკავშირებით,
კერძოდ, რა შემთხვევაში შეუძლიათ და როგორ უნდა მოამზადონ მსგავსი განცხადება, ვის სახელზე
წარადგინონ, რა მოხდება შემდგომ, რა ვადაში განიხილება მათი განცხადება და ვის მიერ.
ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე აცნობიერებდეს, რომ
მცდარი ინფორმაციის მიწოდება არ შეიძლება და ამისათვის მასაც მოეთხოვება პასუხი.

გასაჩივრების მექანიზმების გაცნობამდე მნიშვნელოვანია მოსწავლე და მისი კანონიერი


წარმოამდგენელი ფლობდეს ინფორმაციას სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში
მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა და შესაძლებლობების შესახებ. მაგალითად:
• დააფიქსიროს პოზიცია, რომელი უცხოური ენის სწავლებას ისურვებდა V კლასიდან,
ხოლო იმ შემთხვევაში თუ 10 მოსწავლეს ექნება იგივე პოზიცია, მოითხოვოს არჩეული
მეორე უცხოური ენის სწავლება;
• დააფიქსიროს პოზიცია, რომელი არჩევითი საგნის სწავლებას ისურვებდა X
კლასიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეთა უმრავლესობას ექნება იგივე
პოზიცია, მოითხოვოს არჩეული საგნის სწავლება;
• დააფიქსიროს პოზიცია (დაეთანხმოს ან უარი განაცხადოს) ეროვნული სასწავლო
გეგმისგან განსხვავებული დამატებითი საგანმანათლებლო ან სააღმზრდელო
მომსახურების მიღებას;
• მოითხოვოს სემესტრული გამოცდა სემესტრული ნიშნის ამაღლების მიზნით
პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში - მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი
კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში - სემესტრის დასრულებიდან
ერთი კვირის ვადაში;
• საშემოდგომო გამოცდის დაძლევის მიზნით მოითხოვოს კონსულტაცია და
შესაბამისი საგნის სახელმძღვანელოები;
• მოითხოვოს მასწავლებლის კონსულტაცია კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის
პროცესში;
• კანონმდებლობით დადგენილი ფორმით შინ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში
მოითხოვოს შინ სწავლება მისთვის მისაღები ფორმით: პირისპირ ან დისტანციურად;
• მიიღოს მონაწილეობა სკოლის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ აქტივობებში.
სასკოლო სასწავლო გეგმის გაცნობისა და ამასთან დაკავშირებით ეროვნული სასწავლო
გეგმით დადგენილი მოთხოვნების გაცნობის მიზნით სკოლას სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს კონკრეტული აქტივობები თითოეული საკლასო
ჯგუფისთვის. მაგალითად: კლასის დამრიგებლების შეხვედრა მშობლებთან, კენჭისყრის
ჩატარება ასარჩევ საგნებთან და მომსახურებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო
რესურსების დაგზავნა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით.

თითოეული კლასის დამრიგებელი სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლეებთან


უნდა ატარებდეს აქტივობებს მათი უფლბებებისა და ვალდებულებების გაცნობის მიზნით,
ატარებდეს კონკრეტულ საკლასო აქტივობებს საჩივრის მომზადებისა და წარდგენის
პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების, ასევე აპელაციისა და სასამართლოში
გასაჩივრების მიზნით მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად მათთვის გასაგებს ენაზე.
სკოლაში წარდგენილი მოსწავლის საჩივარი შეიძლება ეხებოდეს მოსწავლის უფლებების
დარღვევას მშობლის, მზრუნველის (ოჯახის წევრის), მასწავლებლის, სხვა მოსწავლის,
მანდატურის, სკოლის რომელიმე თანამშრომლის ან დირექტორის უკანონო ქმედების
შედეგად. მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა ან დამოუკიდებლად, ან
მშობელთან/მზრუნველთან (ოჯახის წევრთან) ერთად. მიმართვა არ განიხილება თუ მასში
არ არის მითითებული განმცხადებლის ვინაობა და მისამართი, რომელი უფლება დაირღვა
და რას ითხოვს განმცხადებელი. თუ მოსწავლეს აქვს პრეტენზია სკოლის დირექტორის
მიმართ, ამ შემთხვევაში მიმართვა უნდა წარედგინოს სკოლის სამეურვეო საბჭოს. ყველა
სხვა დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით მიმართვა უნდა წარედგინოს სკოლის
დირექტორს.
საჩივართან დაკავშირებული აპელაცია წარდეგინება სკოლის სამეურვეო საბჭოს.

სკოლას უნდა აწარმოებდეს რეგისტრირებული საჩივრების აღრიცხვას და წლიური


სტატისტიკას, უნდა აანალიზებდეს საჩივრებს, ანალიზის საფუძველზე გამოკვეთდეს
პრობლემებს სკოლის ფუნქციონირებაში, სახავდეს მათი გადაჭრის გზები. გასაჩივრების
მექანიზმის სრულყოფის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა ეთმობოდეს
აპელაციებისა და სასამართლოში წარდგენილი საჩივრებს.

სკოლა გამორჩეული რუდუნებით არჩევს დისციპლინური კომიტეტის წევრებს, რომლებიც


სასკოლო საზოგადოებაში უნდა სარგებლობდნენ უზადო რეპუტაციით, უნდა ფლობდნენ
შესაბამის ცოდნას განსაკუთრებით ბავშვის უფლებათა სფეროში. დისციპლინური
კომიტეტის წევრები მუდმივად უნდა ეცნობოდნენ საკანონმდებლო ბაზას, საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ
მიმართულ რეკომენდაციებს, მეთოდოლოგიურ რესურსებს ბავშვის საუკეთესო
ინტერესების გამოკვეთისა და დაცვისთვის, პერსონალი ინფორმაციის დამუშავების
საფუძვლებსა და დამუშავების პირობებს.

რეკომენდებულია სკოლას ჰქონდეს ურთიერთობა რომელიმე უნივერსიტეტის ბავშვის


უფლებათა ცენტრთან, რომელიც დაეხმარება მეთოდოლოგიური რესურსებით, საჩივრების
ანალიზისა და სხვა მიმართულებით.

საკვანძო იდეები:

ბავშვის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოება, თანასწორობა.

You might also like