Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საკითხი ტოლერანტობა; მრავალფეროვნების მიმღებლობა

მიზანი მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების


მნიშვნელობის გააზრება მშვიდობიანი თანაარსებობისთვის

საგანთაშორისი ინტეგრაცია ხელოვნება, მუსიკა;

რესურსები პრობლემის იდენტიფიცირებისა და პროექტის აქტივობების განხორციელებისთვის


 „ჰურიე“
 „ნიგერიელი გოგონა თბილისში“
 ბოშები (მოთხრობა) - ნოდარ დუმბაძე | პროზა (poetry.ge)
*„Boredom / მოწყენილობა (ქართულად) – YouTube
 სიტუაციური ამოცანა „სკოლა ტყის პირას“
 სიტუაციური ამოცანები „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის პრევენცია“, გვ.26-27

 ინდიფერენტული კაცი
 ტესტი „რა ვიცი ადამიანის უფლებების და დისკრიმინაციის შესახებ“
 „იცხოვრე დემოკრატიულ საზოგადოებაში“

გაკვეთილი #1

საშინაო დავალება!

მოსწავლეები განიხილავენ ნანახ ფილმებს წინასწარ მომზადებული კითხვების მეშვეობით. დისკუსია


გაიმართება საზოგადოებაში განსხვავებულობის მიმღებლობის პრობლემაზე, რომელიც ხელს უშლის
ინდივიდების პიროვნულ განვითარებას.
საკვანძო კითხვები

● რა სახის პრობლემები შეექმნა შარონს კანის ფერის გამო?


● რა პრობლემების/სირთულეების წინაშე დადგა ჰურიე თავსაფრის გამო?
● რა სტერეოტიპები არსებობს საზოგადოებაში
თავსაფრიან ქალებსა და ფერადკანიან
ადამიანებთან დაკავშირებით?
● რომელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების
პრობლემა შეექმნათ შარონს და ჰურიეს თავსაფრისა
და კანის ფერის გამო?
● როგორ უშლის ხელს ადამიანის პიროვნულ განვითარებას მის
მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულება?
● რამდენად ტოლერანტულია ის საზოგადოება, რომელსაც შენ მიეკუთვნები და
რატომ?
● შარონისა და ჰურიეს რომელი უფლებები დაირღვა მათ მიმართ
საზოგადოების არატოლერანტული დამოკიდებულების გამო და
რა მნიშვნელობა აქვს ამ უფლებების დაცვას მშვიდობიანი
თანაარსებობისთვის?
● რა პასუხისმგებლობა გააჩნია საზოგადოების თითოეულ წევრს
შარონისა და ჰურიეს საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის
ხელშესაწყობად?
● რა მნიშვნელობა აქვს ასერტულ და ტოლერანტულ
დამოკიდებულებებს მშვიდობიანი თანაარსებობისთვის?

You might also like