ნერმინ ბეზმენი-კურტ სეიდი და შურა

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 471

2 მკითხველთა ლიგა

ნერმინ ბეზმენი

კურტ სეიდი და შურა

2 მკითხველთა ლიგა
ღამე პეტერბურგში - 1916

თოვლით გადათეთრებული ქალაქი ღამის ძილიდან ჯერ არ


გამოფხიზლებულიყო. ეტლმა, რომლის უშველებელი ბორ-
ბლები თოვლში გაჭირვებით მიიწევდა წინ, ალექსანდრე ნევე-
ლის მოედნიდან მარცხნივ გადაუხვია და სამსართულიანი
სახლის წინ გაჩერდა. ის იყო, მეეტლემ სახლის ფანჯრებს შე-
ხედა, რომ შიგნიდან სინათლის სხივიც გამოკრთა.
თოვლის ფიფქები, რომელთაც სუსტი ქარი აბზრიალებდა
და ფანჯრის ჩარჩოებთან აგროვებდა, მინას მიჰყინოდა. იმავე
წამს, თითქოს მეეტლის მზერას ელოდაო, ფარდა შეირხა და
ფანჯარაში მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა: დაორთქლილი მი-
ნა გაწმინდა, მეეტლეს ხელი დაუქნია და შიგნით შებრუნდა.
მამაკაცმა საწოლის გვერდით ტუმბაზე გაზის ლამპა აანთო
და ჯიბის საათს დახედა. ოთხი ხდებოდა. დრო კიდევ ჰქონდა.
მძინარე ქალი რომ არ გაეღვიძებინა, საბანი ოდნავ გადასწია
და ხელში საათით ბალიშს მიეყრდნო. შემდეგ მტკიცე გამო-
მეტყველებით საბანი გადაიხადა, წამოდგა, თმაზე ხელი გადა-
ისვა, ნელი ნაბიჯით ფანჯარას მიუახლოვდა, ფარდა გადასწია
და ისევ გარეთ გაიხედა. მთვარით განათებული ბაღი, ღობე და
ფართო პროსპექტი ერთიანად გადათეთრებულიყო. ირგვლივ
თეთრი ქათქათა სამყარო გადაშლილიყო. დროდადრო
ღრუბლებიდან მთვარე ანათებდა, ყველაფერს თეთრად აბ-
რჭყვიალებდა და ამ თეთრი საფარის ქვეშ არემარე რეალურ-
ზე გაცილებით უფრო დიდებული ჩანდა.
სქელი ფარდები მინების მიღმა სამყაროს შიგნით არ უშვებ-
და. ჰაერში სუნამოს, არყისა და ლავანდის სუნი ტრიალებდა,
რაც ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ქალის არსებობასა და
რამდენიმე საათის წინ დასრულებულ წვეულებაზე მიუთითებ-
და.

3 მკითხველთა ლიგა
ახალგაზრდა მამაკაცმა საწოლს გახედა. მთვარისა და
თოვლის თეთრი სხივი მძინარე ქალის წელამდე გაშიშვლე-
ბულ ზურგს ეცემოდა. მოწითალო – წაბლისფერი, ტალღოვა-
ნი თმა ბალიშზე გაშლოდა. კეფასთან დაწყებული ხაზი ზურგის
შუა ნაწილში საყვარლად უღრმავდებოდა და საბნის ქვეშ უჩი-
ნარდებოდა. მარჯვენა მხარი სინათლის შუქზე მარმარილოსა-
ვით უბზინავდა.
ახალგაზრდა მამაკაცს შიშველი ზურგი მინისთვის მიეყ-
რდნო, მაგრამ სიცივეს თითქოს ვერც გრძნობდა. ღამის გახ-
სენებაზე გაეღიმა და ბუხრის გვერდით მოთავსებული პატარა
მაგიდისკენ გაემართა. ხილის თეფში, სურა და ჭიქები ისევე
ეწყო – ნახევრად შეჭმული, ნახევრად დალეული... ეს კატია
რა მოუთმენელი ვინმე ყოფილა! თუ ლიდია? ვინც იყო, სა-
ხელს რა მნიშვნელობა ჰქონდა? წითურმა ლამაზმანმა ყველა-
ფერი გააკეთა იმისათვის, რომ საღამოს სასიამოვნოდ ჩაევ-
ლო.
ახალგაზრდამ ნახევრად სავსე ბროლის ჭიქა ხელში აიღო
და გადაკრა. ალკოჰოლმა ყელი ჩასწვა. თავი გაიქნია; სარკის
წინ ოპალის ლამპა აანთო. ვარდისფერმა აბაჟურმა ოთახს
რბილი შუქი მოჰფინა. სავარძელზე მიყრილი მამაკაცისა და
ქალის ტანისამოსიდან თავისი ამოარჩია, ტუმბის უჯრიდან
საცვალი ამოიღო და აბაზანისკენ რომ გაემართა, ქალის ნამ-
ძინარევი ხმა მოესმა:
– ასე ადრე რატომ ამდგარხარ, საყვარელო?
ახალგაზრდა საწოლს მიუახლოვდა. ქალის სახის ნაკვთები
შუქზე უფრო ნათლად გამოკვეთილიყო. სიცივის მიუხედავად,
მხრები და მკერდი მოეშიშვლებინა. ბალიშზე გაშლილი თმა
ცალი ხელით აიწია, მეორე კი მამაკაცისკენ გაიწვდინა, რო-
მელსაც ვნებიანი მზერა ვერ დაემალა. იღლიის საყვარელი
ღრმული და ვარდისფერ სხივებში ამოვლებული სავსე მკერ-
დი სურვილს უღვიძებდა. გრძელი წამწამებით შემოფარგლუ-
ლი დიდი, შავი თვალების მიბნედილი მზერა მხოლოდ ღამის
ამ მონაკვეთისათვის დამახასიათებელი არ გახლდათ. მამაკა-
ცებზე შთაბეჭდილების მოსახდენად, მათთვის საწოლისა და

4 მკითხველთა ლიგა
სიყვარულის შესახსენებლად, ათასგვარი გამოხედვის დი-
დოსტატი გამხდარიყო. თვალდახუჭულმა კოცნის მოლოდინ-
ში სავსე ტუჩები მიუშვირა. ცალ ხელს ისევ მისკენ იწვდიდა.
ახალგაზრდა საწოლზე ჩამოუჯდა. ტუჩებზე თავხედური, საკუ-
თარ თავში დარწმუნებული ადამიანის ღიმილი დასთამაშებ-
და. საბნიდან წამოსული სითბო და სიყვარულში გატარებული
ღამის სუნი ქალის სუნამოს სურნელში არეულიყო. კისერზე
შემოხვეული ცეცხლოვანი ხელების ტყვეობიდან გათავისუფ-
ლება არ უცდია. ქალს ნახევრად მოჭუტული ვნებიანი თვალე-
ბი მისთვის მიეპყრო, თან საბანს იშორებდა. გახურებული,
სავსე, სურვილით შეპყრობილი სხეულით მამაკაცს მიეტმას-
ნა, თავი გადაუწია და მკერდი ტუჩებზე მიადო. მეორე ხელით
ზურგსა და მკლავებზე ეფერებოდა. მიუხედავად პატარა ტანი-
სა, კაცი ოსტატურად მოიქცია მკლავებისა და წვივების ტყვე-
ობაში. ახალგაზრდამ ვნებიანად აკოცა, თუმცა მაშინვე მოს-
ცილდა და წამოდგა.
– უნდა მოვემზადო. თუ გინდა, შენც ადექი, სახლში წაგიყ-
ვან.
– არ შეიძლება, ცოტა ხანს კიდევ რომ დავრჩეთ? – ტუჩი
აიბზუა ქალმა.
– უნდა წავიდე.
– სად მიდიხარ?
– მოსკოვში.
– როდის დაბრუნდები? მომაკითხავ?
თან შეკითხვებს აყრიდა, თან ასადგომად ემზადებოდა. გა-
მომწვევი მოძრაობებით თითქოს მამაკაცზე შთაბეჭდილების
მოხდენა და მისგან დადებითი პასუხის მიღება სურდა, თუმცა
მხოლოდ ვნებიანი ღიმილი და ლოყაზე ჩქმეტა მიიღო. ახალ-
გაზრდა სასწრაფოდ სააბაზანოსაკენ გაეშურა.
იბანდა და ფიქრობდა. ქალის სახელი არ ახსოვდა. დიდი
მნიშვნელობაც არ ჰქონდა. მხოლოდ ერთი ღამის ამბავი იყო.
სასმელ-საჭმელით სავსე წვეულებიდან ერთად გამოვიდნენ.
ქალის ჩაცმულობისა და სამკაულების მიხედვით თუ იმსჯე-
ლებდი, უბრალო ვინმე არ უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ,

5 მკითხველთა ლიგა
წვეულებაზე სხვა მამაკაცთან ერთად მოვიდა – მამაკაცთან,
რომელიც ამ ჩაცმულობასა და სამკაულებს უზრუნველყოფდა.
წვერის პარსვას რომ შეუდგა, ქალი აღარ ახსოვდა, მომავა-
ლი მოგზაურობის გეგმებს აწყობდა. ერთ საათში სადგურში
დანარჩენებს უნდა შეხვედროდა. აჩქარდა. წელზე პირსახოც-
შემორტყმული საძინებელში რომ დაბრუნდა, ქალს უკვე ჩაეც-
ვა და ლოყებსა და ხელებზე ტუმბიდან აღებულ ლოსიონს ის-
ვამდა.
– შენ არ გინდოდა სააბაზანოში შესვლა?
– მარტო ბანაობა არ მიყვარს, – მიუგო ქალმა კეკლუცად.
მამაკაცს, რომელიც ამ დროს თმას ივარცხნიდა, გაეღიმა.
ამ ქალის ქმარს, თუ საყვარელს, თუ ვინც არის, ალბათ კარგი
დღე არ ადგას. ახალგაზრდა კაცი მოურიდებლად შეუდგა ჩაც-
მას, თითქოს ოთახში მარტო ყოფილიყო. საწოლზე ჩამომჯდა-
რი ქალი აღტაცებული შესცქეროდა. შუბლზე ჩამოყრილი წაბ-
ლისფერი თმა და წაბლისფერივე ულვაში ჰქონდა. მიუხედა-
ვად იმისა, რომ მაინცადამიანც მაღალი არ ეთქმოდა, მედიდუ-
რი და წარმოსადეგი იყო. დაკუნთულ სხეულზე ეტყობოდა,
რომ ვარჯიში უყვარდა. თვალში მაშინვე მოგხვდებოდათ ელ-
ვარე, ლურჯი თვალები, უკეხო, სწორი ცხვირი, ოდნავ მედი-
დური და დამცინავი გამომეტყველება და ჩაღრმავებული ნი-
კაპი, რომელიც მის სახეს თითქოს ასრულებდა. ქალმა კულუ-
ლებზე ხელი ჩამოისვა და მამაკაცთან კიდევ ერთხელ შეხვედ-
რის სურვილით დადარდიანებულმა, ამოიოხრა. რაღაცის
კითხვა უნდოდა, მაგრამ ფორმასა და ჩექმებში გამოწყობილი
ახალგაზრდა მას ყურადღებას არ აქცევდა და ჩაფიქრებული
კარადებს შორის დადიოდა. უჯრებიდან გამოღებულ წიგნებსა
და სხვა ნივთებს ჩემოდანში ალაგებდა. წითური ქალი გაოცე-
ბული შესცქეროდა. თითქოს ეს ის კაცი აღარ გახლდათ, რო-
მელთანაც საწოლი გაიზიარა და საოცარი საათები გაატარა.
მის ყურადღებას არ გამოჰპარვია, რომ ყველა ხრიკის მიუხე-
დავად, კაცი საკმარისად ვერ დაატყვევა. დადარდიანებულმა
კვლავ ამოიოხრა და საზურგეს მიეყრდნო. მამაკაცი სარკეს-
თან მივიდა, ყუთიდან ბეჭედი ამოიღო, თითზე წამოიცვა, სა-

6 მკითხველთა ლიგა
ათი კი ჯიბეში ჩაიდო. აღფრთოვანებულმა ქალმა წინა საღა-
მოს შეიტყო, რომ საფირონითა და ალმასებით მორთული ბე-
ჭედი – საგვარეულო ნივთი, ხოლო ლალებით მოჭედილი ოქ-
როს საათი – ნიკოლოზ მეფის ნაჩუქარი იყო. სამკაულების
მოყვარულმა ქალმა ორივე ნივთი შურით შეათვალიერა.
ცოტა ხნის შემდეგ წასასვლელად მზად იყვნენ. პროსპექტი-
დან ეტლების ხმაური ისმოდა. კაცმა პალტო და ქუდი აიღო და
ფანჯარაში გაიხედა:
– შეგვიძლია გავიდეთ. აქთემი სახლში მიგიყვანს.
ლამპა ჩააქრო და კარისკენ გაემართა. ქალი უკან გაჰყვა.
გამოსამშვიდობებელ კოცნასა და მომდევნო პაემნის დათქმას
ელოდა, მაგრამ კაცი ისე იქცეოდა, თითქოს მათ შორის არა-
ფერი მომხდარიყო. ამან გააოცა და გულიც დასწყვიტა.
სადარბაზოს კართან დათოვლილ ქუჩაზე ორი ეტლი იდგა.
მეეტლეები წამოხტნენ და მათთან მიირბინეს. მამაკაცი ქალს
მიუბრუნდა და ხელი ჩამოართვა:
– აქთემი სახლში წაგიყვანს. თავს მიხედე, ლამაზო! – სა-
ხელს ვერა და ვერ იხსენებდა.
– კიდევ შევხვდებით? – იკითხა ქალმა.
– რატომაც არა?!
კმაყოფილმა ქალმა საკოცნელად ლოყა მიუშვირა. ეტყო-
ბოდა, რომ მეეტლეების არ ერიდებოდა. უცებ დარცხვენილმა
ის შეკითხვა დაუსვა, რომელიც რა ხანია, ენის წვერზე უტრია-
ლებდა:
– შენ სახელს ხომ ვერ გამიმეორებ?
დილის თოვლიან სიჩუმეში ახალგაზრდა მამაკაცის მხი-
არული სიცილი გაისმა. ე.ი. ამ ღამეს განსაკუთრებულად და-
სამახსოვრებელი არც ერთისთვის არაფერი ყოფილა. ქალს
ხელახლა გაეცნო:
– ემინოვი. პორუჩიკი სეიდ ემინოვი.
ეტლები საპირისპირო მიმართულებით რომ დაიძრა, ახალ-
გაზრდა მამაკაცს წითური ქალი, რომელმაც ღამე გაულამაზა,
აღარც ახსოვდა.

7 მკითხველთა ლიგა
მოსკოვი - 1916

კრემლი, ვარდისფერი აგურის მედიდური კედლებითა და


ცაში აღმართული კოშკებით, თოვლით დაფარულ წითელ მო-
ედანზე წამოჭიმულ ზღაპრულ სასახლეს ჰგავდა. ფანჯრები-
დან და დიდი ალაყაფის კარებიდან გამოჟონილი სინათლის
სხივების წყალობით, იგი ლურჯი ციდან ჩამოცვენილი თეთრი
თოვლის ქვეშ ოცნებათა სამყაროს ნაწილს მოგაგონებდათ.
სასახლის უკანა კედლის მიმდებარე მოედანი თავის სახელ-
წოდებას ამართლებდა – „კრასნაია პლოშჩად” ანუ „ლამაზი
მოედანი”.
მოედნიდან მოსკოვის პროსპექტის მიმართულებით
„ტროიკა” მიქროდა, რომლის ეჟვნების ჟღარუნი დათოვლილ
ქუჩაზე ცხენების ფლოქვების ყრუ ხმას ერწყმოდა. ამ დროს
კრემლის საათმა მიყოლებით რამდენჯერმე ჩამოკრა – საღა-
მოს რვა საათი შესრულებულიყო.
ბეწვის ქუდებისა და მუფტების სითბოს შეხიზნულ ახალგაზ-
რდა გოგონებს შუაში მოქცეული მამისთვის აქეთ-იქიდან
ხელკავი გამოედოთ და ამ ჯადოსნურ ხმებსა და სხივებს მინ-
დობოდნენ.
ალექსანდრამ მუფტიდან გამოყოფილი ხელით ფიფქებით
დასველებული, ქუდიდან გამოჩრილი, შუბლსა და ლოყებზე
ჩამოცვენილი კულულები ჩამოიფერთხა.
გაღიმებული მამა ქალიშვილს თვალს ვერ აცილებდა.
ალექსანდრამ მამას ასეთივე გულთბილი ღიმილით უპასუხა.
იულიან ვერჟენსკი უმცროს ქალიშვილს დაქანცული, თუმცა
ბედნიერი გამომეტყველებით მიეფერა ხელზე. შემდეგ მარ-
ჯვნივ მეორე ქალიშვილს, ვალენტინას, მიუბრუნდა. ალექსან-
დრამ ულამაზეს გარემოს წამით თვალი მოსწყვიტა და მამას
მიაჩერდა – დაღლილი და ღონემიხდილი ჩანდა. კისლოვოდ-
სკიდან წამოსვლის მიზეზიც ეს იყო. როცა ოჯახის ექიმმა და-
უჟინა, მოსკოველ ექიმებსაც აუცილებლად უნდა ეჩვენოთო,
იულიან ვერჟენსკიმ ქალიშვილებს ხელი დაავლო და გზას გა-
უდგა. მეორე დღეს საოპერაციოდ საავადმყოფოში უნდა და-

8 მკითხველთა ლიგა
წოლილიყო. მართალია, ქალიშვილმა მისი მონაყოლიდან ვე-
რაფერი გაიგო, გარდა იმისა, რომ მამას ღვიძლის პრობლე-
მები ჰქონდა, მაგრამ სიტყვები „ოპერაცია” და „ავადმყოფო-
ბა” ძალიან აშინებდა. ხომ შეიძლებოდა მამას რამე მოსვლო-
და? ამ ვარაუდმა გუნება საბოლოოდ გაუფუჭა და თავი ძლივს
შეიკავა, რომ არ ატირებულიყო. მამა ვერჟენსკი ქალიშვი-
ლებს მოსკოვისა და კრემლის ისტორიას აცნობდა:
– კრემლის პირველ კედლებს 1376 წელს, დიმიტრი დონე-
ლის მმართველობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი. საათი სამ-
რეკლოზე 1404 წელს ათონიდან მოსულმა სერბმა ბერმა მო-
ათავსა, – უცებ სიტყვა გაწყვიტა და უმცროს ქალიშვილს მიუბ-
რუნდა, რომელიც სევდიანი თვალებით შეჰყურებდა, – რა
ხდება, შუროჩკა? თვალზე ცრემლი გადგას?
ოჯახი და ახლობლები ასე ეძახდნენ. დანაშაულზე წასწრე-
ბულმა შურამ გაღიმება სცადა და თვალები ხელით მოისრისა:
– მგონი, თვალში ფიფქი ჩამივარდა და ამიცრემლდა, – მი-
უგო მამას ალერსიანი ღიმილით.
– ხომ არ შეგცივდა? – შეწუხდა იულიან ვერჟენსკი.
– არა, არა, მამიკო, მშვენივრად ვარ, გარწმუნებ!
– მოსკოვური ჰავა კისლოვოდსკისას არა ჰგავს.
– ჰო, მაგრამ მაინც კარგია.
შურამ თავი უკან გადასწია და ღრმად ჩაისუნთქა. თოვლის
სურნელი და საღამოს სიგრილე შეისუნთქა. მამას გაეცინა და
ხელი მოუთათუნა.
ცოტა ხნის შემდეგ ბორინსკების სასახლის წინ იდგნენ. უშ-
ველებელი ჭიშკრიდან ბაღში ერთმანეთის მიყოლებით ეტლე-
ბი შედიოდა და მარმარილოს ფართო კიბის წინ ჩერდებოდა.
ერთიმეორეზე ძვირფასად ჩაცმული ქალები ქურქებსა და
მუფტებზე დაცვენილ ფიფქებს იფერთხავდნენ და თავიანთ გა-
მოწკეპილ კავალრებთან ერთად კიბეს მიუყვებოდნენ.
ჭიშკარში რომ შევიდნენ, შურამ მღელვარება ვეღარ დაფა-
რა. ეს მისი პირველი მეჯლისი იქნებოდა. ჯერ მხოლოდ 15
წლისა იყო. მასზე 1 წლით უფროსი ვალენტინა კისლოვოდ-
სკში დედასა და მამასთან ერთად მსგავს წვეულებებზე ადრეც
ყოფილა. მისი მონათხრობის თანახმად, ამგვარ წვეულებებზე

9 მკითხველთა ლიგა
სიმპათიური და კეთილშობილი ახალგაზრდა ოფიცრები ქა-
ლიშვილების საცეკვაოდ გამოსაწვევად ერთმანეთს ეჯიბრე-
ბოდნენ. მამასთან ერთად კიბეს რომ მიუყვებოდა, გული ლა-
მის საგულედან ამოვარდნოდა. თითქოს რაღაც განსაკუთრე-
ბული უნდა მომხდარიყო. არ იცოდა რა, მაგრამ გული უგ-
რძნობდა.
მსახურებს, რომლებიც თავაზიანი რევერანსებით ეგებე-
ბოდნენ, პალტოები და ქუდები ჩააბარეს და სამეჯლისო დარ-
ბაზისკენ კიდევ რამდენიმე საფეხური აიარეს. მუსიკის ხმა
დარბაზიდან დერეფნებსა და შესასვლელ კარამდე აღწევდა.
შესასვლელში მდგარი ცერემონიმეისტერი საკუთარი მოვა-
ლეობის მნიშვნელობით აღსავსე გამომეტყველებით შეეგე-
ბათ. შემდეგ დარბაზისკენ მიმავალი მოკლე კიბის ერთი საფე-
ხური ჩაიარა, კვერთხი იატაკს დაჰკრა და ახლამოსულთა ვი-
ნაობა გამოაცხდა:
– ბატონი იულიან ვერჟენსკი! მადმუაზელ ვალენტინა
იულიანოვნა ვერჟენსკაია! მადმუაზელ ალექსანდრა იულია-
ნოვნა ვერჟენსკაია!
მამა ვერჟენსკი ქალიშვილებთან ერთად კიბეს ჩაუყვა.
სტუმრები, რომლებიც სახელების გამოცხდებისას წამით მათ
თვალიერებას მოჰყვნენ, ისევ თავიანთ საქმეებს მიუბრუნ-
დნენ. მასპინძელი, ანდრეი ბორინსკი, სტუმართა ჯგუფს გა-
მოეყო და კიბეს მიუახლოვდა; ახალმოსულებს განსაკუთრე-
ბული სითბოთი შეეგება. ბორინსკი და იულიან ვერჟენსკი ერ-
თი და იგივე ნავთობკომპანიის მეწილეები იყვნენ. იშვიათი
შეხვედრების მიუხედავად, მეგობრობა აკავშირებდათ. ბო-
რინსკიმ იულიანს ხელი ჩამოართვა, შემდეგ მის ქალიშვი-
ლებს მიუბრუნდა და გაოცება და აღფრთოვანება ვერ დამალა:
– ღმერთო ჩემო! იულიან, მეგობარო, არ მჯერა, ესენი შენი
პატარა ლამაზი გოგონები არ არიან?! კიდევ უფრო გალამაზე-
ბულან! თუმცა ბავშვები აღარ არიან. დრო რა სწრაფად გარ-
ბის. წამოდით, ჩემს მეგობრებს გაგაცნობთ.
ქალიშვილები მამასთან ერთად მასპინძელს გაჰყვნენ და
სტუმრებს შეერივნენ. ვალენტინა უფრო მშვიდად და თავდაჯე-

10 მკითხველთა ლიგა
რებულად მოძრაობდა. შურა კი, დიდი ძალისხმევის მიუხედა-
ვად, მღელვარებას ვერ ფარავდა. აქეთ-იქით გახედვის ეშინო-
და და სტუმრებს თვალს არიდებდა.
– ტინოჩკა, გვერდიდან არ მომცილდე, გთხოვ! – უჩურჩუ-
ლა დას.
ვალენტინამ მუქი ვარდისფერი კაბის კალთა დახვეწილი
მოძრაობით აიწია და დას გაუღიმა:
– ნუ გეშინია, მაგრამ რომ დაჰკვირვებოდი, სტუმრები რო-
გორ გიყურებენ, ამას აღარ მეტყოდი.
დის სიტყვების გამგონე შურამ მორცხვად მიიხედ-მოიხედა
– იფიქრა, და დამცინისო – და ვიღაც უცნობის დაჟინებულ
მზერას გადააწყდა. მათ შორის თითქოს ელექტრომუხტმა გა-
ირბინა. ქალიშვილმა იგრძნო, რომ კიდევ უფრო გაწითლდა
და გულისცემა აუჩქარდა. თავი მაშინვე მოაბრუნა და თვალე-
ბი დახარა. მამამისი ამ დროს ახლად გაცნობილ ბარონს ემუ-
საიფებოდა. ვალენტინაც კისლოვოდსკელ ნაცნობთან, ერთ
შეუხედავ ქალიშვილთან საუბრობდა. შურამ წესიერად მისი
სახელიც კი ვერ გაიგონა. ყმაწვილის მზერას ჯერ კიდევ
გრძნობდა, თუმცა მისკენ გახედვისა ეშინოდა. იისფერი კაბის
კალთა და იმავე ფერის ჩანთის აბრეშუმის ზონრის სახელური
მაგრად ჩაებღუჯა. ქერა თმა, რომელიც საერთოდ წელამდე
სწვდებოდა, ამ საღამოს პირველად კეფაზე შეეკრა. წვეულე-
ბისათვის რომ გამოეწყო, მამამ და დამ აღტაცება ვერ დაფა-
რეს. თავადაც ასე ფიქრობდა, დღეს განსაკუთრებით ლამაზი
და თითქოს გაზრდილიც იყო. მაგრამ აქ, ამდენი საგანგებოდ
გამოწყობილი მზეთუნახავის ფონზე, თავის ბავშვურობასა და
გამოუცდელობას აშკარად გრძნობდა. საპირისპირო სქესის
წარმომადგენლების მზერით დარცხვენილი მათთან ცეკვასა
და საუბარს როგორ გაბედავდა?! არა, ეს გამორიცხული იყო.
ალბათ მთელ საღამოს კუთხეში მიმჯდარი, სხვების მხიარუ-
ლების ყურებაში გაატარებდა.
ლაქიის მიერ მორთმეული ღვინის ჭიქა მხოლოდ მას შემ-
დეგ აიღო, რაც მამამ თვალით ანიშნა. იულიან ვერჟენსკი, მას-
პინძელი და კიდევ ორი მამაკაცი ნავთობის კომპანიის წილებ-

11 მკითხველთა ლიგა
სა და გაფიცვებზე სერიოზულმა საუბარმა გაიტაცა. ვალენტი-
ნა და მისი ამხანაგი კისლოვოდსკში გატარებულ მხიარულ სა-
ღამოს იხსენებდნენ. შურამ ღვინო თავიდან გაუბედავად მოწ-
რუპა, შემდეგ კი დიდი ყლუპი მოსვა, იფიქრა, სიმორცხვის
დაძლევაში მომეხმარება და გამბედაობას შემმატებსო. თავი
ოდნავ იქით მიაბრუნა, სადაც ის ახალგაზრდა ეგულებოდა,
რომელმაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ
ადგილზე აღარ დაუხვდა. იმედგაცრუებულმა და დარცხვე-
ნილმა კიდევ ერთი ყლუპი ღვინო მოსვა. მოდუნდა. ორკეს-
ტრისკენ მიბრუნდა, რომელიც ჩაიკოვსკის ნოქტიურნს უკრავ-
და. ტანში ისევ ჟრუანტლემა დაუარა, რადგან იმავე დაჟინე-
ბულ მზერას გადააწყდა. შურამ იფიქრა, ზედმეტი ღვინო დავ-
ლიეო. მუსიკა თითქოს საიდანღაც შორიდან მოდიოდა. გვერ-
დით მდგომების საუბარიც კი ბუნდოვნად ესმოდა. თითქოს ია-
ტაკს მოსწყდა. გული ისე გამალებით უცემდა, ეშინოდა, ბაგა-
ბუგი სხვებსაც არ გაეგონათ. ამჯერად მზერა არ მოუშორებია.
ახალგაზრდა მამაკაცი ჭიქით ხელში სამხედრო ფორმაში გა-
მოწყობილ რამდენიმე მეგობარს ესაუბრებოდა, თუმცა იის-
ფერკაბიან ლამაზ ქალიშვილს თვალს არ აშორებდა. წამით,
როცა ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს, ოდნავ გაუღიმა
და მისალმების ნიშნად თავი დაუკრა. შურამ მორცხვი ღიმი-
ლით უპასუხა და თავი დახარა. ეცადა, ვალენტინასა და მისი
ამხანაგის საუბრისათვის მიეგდო ყური, მაგრამ გული დამ-
ფრთხალი ჩიტივით უფანცქალებდა. ღვინის ჭიქა ბოლომდე
რომ დაცალა, ვალენტინას ხმა შემოესმა:
– შუროჩკა, ასეთი ტემპით სმას თუ გააგრძელებ, არათუ
ცეკვას, ფეხზე დგომასაც ვეღარ შეძლებ. საღამო ახლახან და-
იწყო.
შურა დას უღიმოდა და გრძნობდა, რომ ლოყებზე ალმური
ასდიოდა, თვალები უელავდა.
ორკესტრმა პოლკა რომ წამოიწყო, საცეკვაო მოედანი
წყვილებით გაივსო. ზუსტად ისე, როგორც ვალენტინამ უთ-
ხრა, სათითაოდ წამოშლილი ყმაწვილები ქალიშვილებს სა-
ცეკვაოდ იწვევდნენ. შურა მიხვდა, რომ ადრე თუ გვიან მისი
ჯერიც დადგებოდა და დარბაზიდან გაქცევა, გაქრობა მოუნდა.

12 მკითხველთა ლიგა
თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა – ლურჯთვალა ახალგაზ-
რდა მასპინძლებს ელაპარაკებოდა. გვერდით კიდევ ერთი
ახალგაზრდა მამაკაცი ედგა.
ანდრეი ბორინსკი ყმაწვილებთან ერთად მათკენ გამოე-
მართა და კმაყოფილი ღიმილით ქალიშვილებს მიმართა:
– ძვირფასო ვალენტინა და ალექსანდრა, მინდა, ეს ორი
ვაჟკაცი გაგაცნოთ. ჩემი ვაჟი, პეტრე ბორინსკი და მისი უახ-
ლოესი მეგობარი, სეიდ ემინოვი. სამეფო გვარდიის პორუჩი-
კები.
ყმაწვილები ქალიშვილებს მიესალმნენ. შურამ უფროს დას
მიბაძა, გაუღიმა და თავი დაუკრა, მაგრამ, როცა პეტრემ ვა-
ლენტინა საცეკვაოდ გაიწვია, დაბნეულობისგან აღარ იცოდა,
რა ექნა.
– პატივს დამდებთ და ჩემთან ერთად იცეკვებთ? – ჩაესმა
ბუნდოვნად, მაგრამ ისე ღელავდა, პასუხის გაცემის ძალაც კი
არ ჰქონდა.
წინათგრძნობა, ამ სახლში შემოსვლისას რომ დაეუფლა,
მართლდებოდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომელიმე მამაკა-
ცი მასზე ასეთ შთაბეჭდილებას თუ მოახდენდა. ყმაწვილი
თითქოს თვალებით ხვრეტდა და აშიშვლებდა. ორდენებით
მკერდდამშვენებული, საზეიმო ხმლითა და გაპრიალებული
ჭრაჭუნა ჩექმებით ისე მედიდურად გამოიყურებოდა, რომ,
როცა გასაცნობად ხელი გაუწოდა და საცეკვაო მოედნისკენ
წაიყვანა, შურამ უარის თქმა ვერ მოახერხა. თუმცა არც თან-
ხმობა მიუცია. ამ უცნობი მამაკაცის ღონიერ მკლავებს უხმოდ
მიენდო. საცეკვაო მეოდანზე დაბზრიალებულ შურას გული
ამოვარდნას ჰქონდა, ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა, ლურჯი
თვალები უბზინავდა და თავი სიზმარში ეგონა. ყმაწვილის და-
ჟინებულ მზერას თვალს ვერ უსწორებდა. მისი გამოხედვა ერ-
თდროულად აღელვებდა და შიშსაც ჰგვრიდა, რადგან წარ-
მოდგენა არ ჰქონდა, მასთან თავი როგორ დაეჭირა და მისი
შეკითხვებისთვის რა პასუხი გაეცა.
არ იცოდა, ეს ტკბილი წამება რამდენ ხანს გაგრძელდებო-
და. თითქოს ამიერიდან ყველა მისი აზრის, ყველა მისი მოქმე-

13 მკითხველთა ლიგა
დების წარმმართველი ეს უცხო მამაკაცი გამხდარიყო. მიუხე-
დავად იმისა, რომ დანარჩენმა მოცეკვავეებმა მეწყვილეები
არაერთხელ შეცვალეს, ისინი ერთად ყოფნას აგრძელებდნენ.
საცეკვაო მოედანი რომ დაეტოვებინათ, იქნებ ამ ახალგაზ-
რდას აღარასდროს შეხვედროდა. მისი დაკარგვა არ უნდოდა,
ამიტომ ცალი ხელით ჩამუხლული ყმაწვილის ხელი ეკავა, მე-
ორე ხელით კი – კაბის კალთა და მის ირგვლივ ბზრიალებდა.
თუნდაც უნებლიეთ, მათი მზერა დროდადრო ერთმანეთს
ხვდებოდა. მამაკაცის უძირო, ლურჯი თვალებიდან ირონი-
ული, ამაყი, ვნებიანი, მოსიყვარულე, თბილი სხივები იღვრე-
ბოდა, რამაც ქალიშვილი თითქოს დაათრო. ყმაწვილის ღო-
ნიერი, ცხელი, სანდო ხელის შეხება შურას პატარა, ნაზი მტევ-
ნიდან მაჯაში, შემდეგ კი მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუან-
ტელს იწვევდა.
ორკესტრი კვლავ პოლკას უკრავდა, თუმცა მამაკაცმა გო-
გონა ნელ-ნელა საცეკვაო მოედნის ფარგლებს გარეთ მიმარ-
თა. უჩვეულო მღელვარებითა და თავგადასავლის მოლოდი-
ნით შეპყრობილი შურა უხმოდ ემორჩილებოდა მის ნებას.
ფაქტობრივად უცნობმა ყმაწვილმა მეგარდერობეს მისი პალ-
ტო გამოართვა და მხრებზე მოასხა. ერთმანეთში გამავალი
რამდენიმე ოთახის გავლით ვერანდაზე გავიდნენ. შურამ წა-
მით გაიფიქრა, ნეტავ მამამ და დამ თუ დამინახეს, იღელვებე-
ნო. მომხდარს ვერ იჯერებდა. ვინ იცის, რას იფიქრებდნენ ისი-
ნი, ვინც თვალი მოჰკრა. შეშინებული მზერა დარბაზისკენ გა-
აპარა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა, გარდა ტიულის
ფარდებისა, რომელთაც ქარი არხევდა. სუნთქვა შეეკრა. ეში-
ნოდა, რომ ახალგაზრდა არასწორად გაუგებდა, წვეულებებსა
და ფლირტს მიჩვეულ ქალად მიიჩნევდა. თუმცა საპირისპი-
როსაც ვერ დაუმტკიცებდა. ერთმანეთისთვის სიტყვაც კი არ
უთქვამთ. აღლვებული და დარცხვენილი კანკალმა აიტანა.
ყმაწვილისთვის თვალის გასწორებასაც კი ვერ ბედავდა. უცებ
მისი გამოწვდილი მკლავები დაინახა და სუნთქვა შეეკრა.
– შეგცივდა?

14 მკითხველთა ლიგა
ყმაწვილის შეკითხვა მოკლედ, მაგრამ თბილად ჟღერდა.
პალტოში უკეთ რომ გაახვია, საყელოში მოქაჩა. მისი ხელე-
ბის შეხებამ შურას გული კიდევ უფრო აუფანცქალა. არ იცო-
და, ხელები სად წაეღო. ისიც საყელოს სწვდა. მათი თითები
ერთმანეთს შეეხო. მიუხედავად ყინვისა, ქალიშვილს თითქოს
ცეცხლი მოედო. ლოყები ეწვოდა. თავის აწევასა და მისთვის
თვალის გასწორებას ვერა და ვერ ბედავდა. სეიდმა ულამაზეს
დარცხვენილ ქალიშვილს შეხედა, მის წინ თვალდახრილი
რომ იდგა. გოგონა სრულიად განსხვავდებოდა იმ ქალების-
გან, რომელთაც აქამდე შეხვედროდა. მასზე საკმაოდ უმცრო-
სი უნდა ყოფილიყო. მისი აჩქარებული გულისცემა პალტოშიც
კი იგრძნობოდა. შუბლსა და საფეთქლებზე ჩამოცვენილი ქე-
რა კულულები, გრძელი წაბლისფერი წამწამებით შემოფარ-
გლული ლურჯი თვალები, სწორი, ოდნავ აპრეხილი ცხვირი
მის დამყოლობასა და მორიდებაზე მეტყველებდა. წამით გა-
იფიქრა, უკანვე, დარბაზში ხომ არ დავაბრუნოო.
ამ პატარა გოგონასთან სასიყვარულო თავგადასავლის წა-
მოწყება არ ღირდა. გამოუცდელი და უმანკო მზეთუნახავის-
თვის ტკივილის მიყენების შესაძლებლობით შეშინებულმა
უკან დასაბრუნებლად ნაბიჯიც კი გადადგა, მაგრამ ამ დროს
ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს. სეიდს ვერ წარმოედ-
გინა, რომ ამდენი სასიყვარულო თავგადასავლის, ამდენი ქა-
ლის შემდეგ ეს პატარა, გამოუცდელი გოგონა მასზე ასეთ
შთაბეჭდილებას მოახდენდა. ერთმანეთს ასე ახლოდან პირ-
ველად შეხედეს. მათ შორის გაჩენილი ელექტრომუხტი სეიდ-
მაც შეიგრძნო. შურას ანთებული თვალები, მღელვარებისაგან
აწითლებული ლოყები, აბობოქრებული მკერდი, ტუჩები, რო-
მელთაც თითქოს ლაპარაკი სწადდათ, მაგრამ ვერ ბედავ-
დნენ, სეიდს მისთვის აქამდე უცნობ სილამაზესა და სიყვა-
რულს ჰპირდებოდა. ისეთი სითბო იგრძნო, რომელსაც მარ-
ტოობისას ნატრობდა ხოლმე. წარმოუდგენელი იყო, რომ ამ
უცნობმა პატარა გოგონამ ამგვარი განცდა მიანიჭა. წეღან-
დელ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა – ქალიშვილს არათუ
უკან ვერ დააბრუნებდა, ახლავე, აქ, ყველასგან შორს, კარგად

15 მკითხველთა ლიგა
უნდა გაეცნო. შურა თითქოს მისი ბედისწერა იყო. ამდენ ხალ-
ხში ღვთით მოვლენილი ბედისწერა.
სეიდმა ქალიშვილის მიმართ საოცარი სიახლოვე იგრძნო;
მხრებზე ოდნავ შეეხო და მიუახლოვდა. ეშინოდა, არ დაეფ-
რთხო ან არ ეწყენინებინა და არ გაექცია. შურა თვალს ვერ
სწყვეტდა და სჯეროდა, რომ წინ ჯადოსნური ღამე ელოდა. სახ-
ლიდან გამოსული მუსიკის ჰანგები, მთვარის შუქი და თოვლი
ბაღს ზღაპრულ იერს სძენდა. როგორც იქნა, გაბედა და თავი
ასწია, თითქოს საცეკვაო დარბაზიდან მისი გამტაცებელი
ყმაწვილის უფრო ახლოს გაცნობა უნდოდა. უცებ სახეზე მისი
ცხელი სუნთქვა იგრძნო. უკან დახევა გვიანღა იყო. ქალიშვი-
ლი ყმაწვილის ამბორს მიენდო. გაზის ლამპიონების შუქზე
მოფარფატე ფიფქები, ბალალაიკისა და როიალის ხმები –
ყველაფერი თითქოს საოცარი სიზმრის ნაწილს წარმოადგენ-
და. ის იყო, შურა მიწას მოსწყდა და ჰაერში აფრინდა, რომ
ცეცხლოვანი ამბორი შეწყდა. უკან გადახრილ, მღელვარები-
საგან ნახევრად გულწასულ, შეზარხოშებულ, სუნთქვაშეკ-
რულ ქალიშვილს გაუგებარი ბუტბუტი მოესმა. სეიდი, რო-
მელსაც შურას სახე ხელებში მოექცია, ეკითხებოდა, ხომ არა
უშავს, აქ რომ გამოგიყვანეთო. გონებადაბინდულ შურას სა-
კუთარი ხმაც კი არ ესმოდა. ისიც არ იცოდა, იქნებ პასუხი სა-
ერთოდ არც გაუცია, უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავი გააქ-
ნია. კარგად ესმოდა, რომ შიგნით უნდა დაბრუნებულიყო,
რადგან მამა და და ძებნას დაუწყებდნენ, მაგრამ მის სხეულს
შემოჭდობილი მკლავები, სახესა და კისერზე ტუჩების შეხება,
მბრძანებლურად და იმავდროულად, სიყვარულით მომზირა-
ლი თვალები თოვლით, მთვარითა და მუსიკით სავსე ვერან-
დაზე ატყვევებდა. თანაც ამ ტყვეობას ნებაყოფლობით თან-
ხმდებოდა. აქედან თავის დაღწევა, ხალხში დაბრუნება აღარ
უნდოდა. საერთოდ, არსად წასვლა აღარ უნდოდა. წლებს გა-
ატარებდა ასე. თვალდახუჭული ელოდა. ჯადოსნობის გაქრო-
ბისა ეშინოდა. თუმცა იმისაც ერიდებოდა, უკაცრიელ კუნჭულ-
ში უცხო მამაკაცთან ერთად არ ენახათ.
– შიგნით უნდა შევბრუნდე... ძებნას დამიწყებენ, – ჩაიჩურ-
ჩულა ენის ბორძიკით.

16 მკითხველთა ლიგა
სეიდმა ნიკაპი აუწია, აკოცა და უკან დაიხია.
– კიდევ შევხვდებით?
– მიდიხართ? – იკითხა შეშინებულმა შურამ.
– არა, არა, ამ საღამოს აქა ვარ. მომავალი ვიგულისხმე.
სად ცხოვრობთ? შეხვედრას შევძლებთ?
ქალიშვილი ყურებს არ უჯერებდა. ამ უცხო მამაკაცს მასთან
შეხვედრა უნდოდა. კი, მაგრამ ამას როგორ მოახერხებდნენ?
– მამაჩემი... ხვალ საავადმყოფოში წვება. არ ვიცი, არა
მგონია სასტუმროდან მარტო გამოსვლა მოვახერხო.
– კვირის ბოლოს? ბორინსკებმა არ დაგპატიჟეს?
– ოპერაში? დიახ, დიახ, ბიძია ანდრეი მამაჩემს რაღაცას
ეუბნებოდა. მგონი, მე და ვალენტინას გვეპატიჟებოდა. არ ვი-
ცი... მამაჩემი როგორ იქნება... შეიძლება მოვახერხოთ.
– ძალიან კარგი, – გაეღიმა სეიდს და ლოყაზე მიეფერა, –
ე.ი. იქ გნახავთ. ახლა კი, საცეკვაო დარბაზში დაგაბრუნებთ.
შურამ, თითქოს სიზმრიდან გამოერკვაო, თავი ხელში აიყ-
ვანა და ვერანდის კარისკენ გაემართა. ეშინოდა, ვაითუ ყველა
ხვდება, რაც შემემთხვაო. შეძლებისდაგვარად ცდილობდა,
სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ის იყო, ჩაბნელებული, ცარიელი
ოთახიდან დერეფანში გასვლას აპირებდა, რომ მხრებზე სე-
იდის შეხება იგრძნო და მას მიუბრუნდა. ყმაწვილი თავს
ძლივს იკავებდა, რომ გულში არ ჩაეკრა. კარი გაუღო და ქა-
ლიშვილს გზა დაუთმო.
ცოტა ხნის შემდეგ სასმელითა და მუსიკის ჰანგებით გამხია-
რულებულ სტუმრებს შეერივნენ. შურას გულს მოეშვა, როცა
მიხვდა, რომ მათი გაუჩინარება არავის შეუმჩნევია. თუმცა,
ამჯერად უცნაური მოუსვენრობა დაეუფლა, რომლის მიზეზი
იმ კაცის დაკარგვის შიში იყო, პირველივე ნახვით რომ შეჰყვა-
რებოდა. საღამოს განმავლობაში შურა სხვა მამაკაცებმაც გა-
იწვიეს საცეკვაოდ. პოლკის შესრულების დროს რამდენიმე-
ჯერ, მეწყვილის შეცვლისას, ისევ სეიდის მკლავებში აღმოჩ-
ნდა. მასთან მიახლოებისას გული ლამის საგულედან ამოვარ-
დნოდა, დაშორებისას კი გული სწყდებოდა და ეჭვიანობას იწ-
ყებდა.

17 მკითხველთა ლიგა
ყველა სიზმრის მსგავსად, საღამოც დასასრულს მიუახ-
ლოვდა. შუაღამემ ჩამოჰკრა თუ არა, იულიან ვერჟენსკი წა-
სასვლელად მოემზადა. გოგონებიც უხმოდ დაემორჩილნენ,
თუმცა სული და გული მეჯლისზე რჩებოდათ. იცოდნენ, რომ
მამა საკმაოდ დაღლილი იყო, მეორე დღეს კი, ბევრი საღელ-
ვებელი ელოდათ. ბორინსკისთან დამშვიდობებისას შურამ
დარბაზს საბოლოოდ მოავლო თვალი. სეიდი არსად ჩანდა.
ვინ იცის, ამჯერად ფლირტი რომელ ქალიშვილთან წამოიწ-
ყოო, გაიფიქრა შურამ. საკუთარ თავზე ბრაზობდა, გრძნობებს
ასე ადვილად რომ აჰყვა. სულელურად მოიქცა. ახლა მამას
რომც მოენდომებინა, აქ გაჩერება აღარ უნდოდა. სასტუმროს
ნომერში მარტო დარჩენასა და ტირილს ნატრობდა. თვალზე
ცრემლი მოადგა. ჩანთა ხელზე რომ გადაიკიდა, მუფტა და-
უვარდა. სანამ კაბის კალთას აიწევდა და ასაღებად დაიხრე-
ბოდა, სეიდის ხმა შემოესმა. მისი შეხება ბეწვის მუფტაზე უფ-
რო თბილი იყო. ყმაწვილმა თვალი თვალში გაუყარა და ღიმი-
ლით მიმართა:
– შაბათ საღამოს მოუთმენლად დაველოდები.
შურამ რაღაც მადლობისა და დამშვიდობების მსგავსი ჩა-
ილუღლუღა და გულაფანცქალებული მამასა და უფროს დას
დაედევნა. ახლა სიხარულისგან ტირილი უნდოდა. ე.ი. არ შემ-
ცდარა. ე.ი. სეიდის ყურადღება დროებითი არ გახლდათ. ისევ
ნახავდა.
– ღმერთო, შენ მიშველე! რა იქნება, კიდევ ერთხელ რომ
ვნახო! – გაიფიქრა შურამ და უცებ ხვალინდელი ოპერაცია გა-
ახსენდა. მთელი გზა ღმერთსა და მარიამ ღვთისმშობელს მა-
მის გამოჯანმრთელებასა და შეყვარებულთან შეხვედრას
ევედრებოდა.
ორი ახალგაზრდა გოგონა კალუგის პროსპექტზე, გოლიცი-
ნის საავადმყოფოს მოსაცდელში უხმოდ ელოდებოდა ამბავს
საოპერაციოდან. ერთმანეთის გასამხნევებლად ხელიხელჩა-
კიდებულები ისხდნენ. მამა ბოლოს საოპერაციოში შეყვანამ-
დე ნახეს. მას შემდეგ ოთხ სააათზე მეტი გავიდა, მაგრამ მის
შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ. ფორიაქი ნელ-ნელა შიშით

18 მკითხველთა ლიგა
ეცვლებოდათ. უხმოდ ლოცულობდნენ და ხმის ამოღებას ერი-
დებოდნენ. მოსაცდელი საავადმყოფოზე მეტად მდიდრული
სახლის დარბაზს ჰგავდა. საავადმყოფოს მხოლოდ დერეფნე-
ბიდან შემოსული დეზინფექტორის სუნი მოგაგონებდათ. კარი
გაიღო თუ არა, გოგონები ადგილებიდან წამოცვივდნენ და
იმის იმედით, რომ ანდრეი ბორინსკისგან რამე ახალს შეიტ-
ყობდნენ, ორივენი კარისკენ გაიქცნენ.
– ბიძია ანდრეი, ოპერაცია დასრულდა?
– მამა როგორ არის? რამე გვითხარით!
აღელვებულმა და თვალცრემლიანმა ანდრეი ბორინსკიმ
მამის მდგომარეობით შეწუხებული ქალიშვილები გულში ჩა-
იკრა და მათი დამშვიდება სცადა:
– დამშვიდდით, დამშვიდდით, დაწმუნებული ვარ, ყველა-
ფერი კარგად მიდის.
– ძალიან გაგრძელდა, ბიძია ანდრეი! – ცრემლნარევი
ხმით წამოიძახა ვალენტინამ, – ნამდვილად იცით, რომ მამა
კარგად არის?
– ეჭვი არ მეპარება, შვილო. ექიმმა მითხრა, ყველაფერი
რიგზეაო. არ დაგავიწყდეთ, რომ საკმაოდ რთული ოპერაცია-
ა, დრო სჭირდება. მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქ-
ნება. მეც აქ დაველოდები, თქვენთან ერთად. ნუ ღელავთ, რო-
გორც კი ჩვენს ძვირფას იულიანს საოპერაციოდან გამოიყვა-
ნენ, მაშინვე შეგვატყობინებენ. ახლა კი დამშვიდდით, დასხე-
დით და კისლოვოდსკის ამბები მიამბეთ. იქ რა ხდება? სიცოც-
ხლე ისევე ჩქეფს, როგორც მოსკოვში?
სანამ ვალენტინა ბორინსკის შეკითხვებს უპასუხებდა,
ალექსანდრა ფანჯრიდან ეზოს თვალიერებას შეუდგა. დაორ-
თქლილი მინა ხელით გაწმინდა და შუბლი მიაყრდნო; მარჯვე-
ნა ხელის საჩვენებელ თითს ფანტელებს აყოლებდა; გარეთ
სიმშვიდე და სიჩუმე გამეფებულიყო; თვალზე ცრემლი მოად-
გა; იმაზე ფიქრიც კი არ უნდოდა, რომ მამას შესაძლოა, რამე
მოსვლოდა. კისერზე ჩამოკიდებულ ოქროს ჯვარი მუჭში მო-
იქცია, თავი კი თოვლის რუხი ღრუბლებით დაფარული ცისკენ
ასწია. გული დაუმძიმდა. ამ წუთას მხოლოდ მამის გამოჯან-
მრთელებას ნატრობდა. წუხანდელი ლოცვების გახსენებისა

19 მკითხველთა ლიგა
რცხვენოდა. თუ ღმერთი მის ლოცვას შეისმენდა, ეს ლოცვა
მხოლოდ და მხოლოდ მამის გამოჯანმრთელებას მიეძღვნე-
ბოდა. მან კი მთელი ღამე იმაზე ლოცვაში გაატარა, რომ უც-
ნობი მამაკაცი კიდევ ერთხელ ენახა. მამას რომ რამე მოს-
ვლოდა, თავს არაფრით აპატიებდა.
ბოლოს და ბოლოს, ერთი საათის შემდეგ, როცა ოთახში
მთავარი ექიმი შემოვიდა, მას სუნთქვაშეკრულები შეეგებნენ.
– გილოცავთ, ყველაფერი კარგად არის. უშუალოდ მისი
ექიმიც ახლავე მოვა და ყველაფერს აგიხსნით.
გახარებული გოგონები ერთმანეთს გადაეხვივნენ. მამის
ნახვა დაუყოვნებლივ უნდოდათ.
– ახლა არა, ჯერ სძინავს. გარწმუნებთ, ყველაფერი რიგზეა.
ვფიქრობ, აჯობებს, თქვენც თუ წახვალთ და დაისვენებთ. დი-
ლით ცოტა ხნით შეგიშვებთ.
ექიმს კატეგორიული ტონი ჰქონდა, დაჟინება აზრს კარგავ-
და. ბორინსკიმ გადაწყვიტა, გოგონების წაყვანით ექიმისთვის
საქმე გაეადვილებინა.
– აბა, ჩვენთან წავიდეთ... უარს არ მივიღებ. ხომ არ გგონი-
ათ, საუკეთესო მეგობრის ქალიშვილებს სასტუმროს ნომერში
მარტო დავტოვებ?!
– კი, მაგრამ, ბიძია ანდრეი, ყველაფერი სასტუმროში
გვაქვს.
– არა უშავს. იქ გავივლით, ბარგს წამოიღებთ და პირდაპირ
ჩემთან წამოხვალთ. დილით მაინც აქ უნდა მოვიდეთ; მამათ-
ქვენსაც ვეტყვით, რომ ჩემთან გადაგიყვანეთ. აქამდე როგორ
ვერ მოვიფიქრე, მიკვირს.
ის ღამე ბორინსკების სასახლეში მათთვის გამოყოფილ
ოთახებში თეთრად გაათენეს. ერთი სული ჰქონდათ, როდის
გათენდებოდა და მამის სანახავად როდის წავიდოდნენ, მაგ-
რამ შეხვედრამ მთლად ისე ვერ ჩაიარა, როგორც წარმოედ-
გინათ. ჯერ ერთი, პალატაში შესვლის უფლება არ მისცეს,
რადგან პაციენტის მდგომარეობა კვლავაც კრიტიკული იყო.
მამას მხოლოდ პალატის შემინული კარიდან შეავლეს თვალი
და ხელი დაუქნიეს. შურამ მამის ღონემიხდილი სახე ძლივს

20 მკითხველთა ლიგა
იცნო. წვერ-ულვაში გაეპარსათ, თვალები ჩასცვენოდა, შეხ-
ვეული ყელიდან მილები მოუჩანდა. თავზარდაცემული გოგო-
ნები მამას თვალს ვერ აცილებდნენ. ექიმმა რაღაც უჩურჩუ-
ლა, შემდეგ ბალიში და მილები დაუჭირა, რათა იულიან ვერ-
ჟენსკის დიდი გაჭირვებით თავი ქალიშვილებისკენ მოებრუ-
ნებინა. ავადმყოფს გოგონების დანახვაზე გადაფითრებული
სახე თითქოს წამით გაუნათდა. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა
და ქალიშვილებს გაუღიმა. მათაც ცრემლები შეიკავეს და მა-
მას ღიმილითვე უპასუხეს. საბრალო კაცი ამ უმნიშვნელო
მოძრაობამაც კი დაღალა, ამოიკვნესა და თვალი მილულა.
ექიმი მოხერხებული პოზის მიღებაში მიეხმარა და კარს მიღმა
მყოფებს თვალით ანიშნა. ბორინსკიმ და მეორე ექიმმა ქა-
ლიშვილები კარს მოაცილეს. შურა ქვითინებდა.
– მამაჩემს რა სჭირს? აკი, კარგად არისო?! – მკაცრად
იკითხა ვალენტინამ.
– მამათქვენი ძალიან კარგადაა, ქალიშვილო, – ექიმი
მშვიდად და დამაჯერებლად ლაპარაკობდა, – ნუ დაგავიწყდე-
ბათ, რომ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა.
– ექიმო, – საუბარში ჩაერთო ბორინსკი, – იქნებ მათთვის
ყველაფერი აგეხსნათ, ყველა კითხვაზე პასუხი გაგეცათ.
ექიმმა იმდენი სამედიცინო ტერმინი დაახვავა, რომ მისი
ნათქვამიდან ერთი ნაწილის გაგება საერთოდ შეუძლებელი
იყო. ვრცელი ახსნა-განმარტების შემდეგ შურა მხოლოდ იმას
მიხვდა, რომ ამიერიდან მამა ხორხში ჩადგმული მილით ისუნ-
თქებდა. შესაძლოა ვალენტინამ მეტი გაიგო, მაგრამ შურა
ზედმეტი კითხვების დასმას მოერიდა. სახლში უხმოდ დაბრუნ-
დნენ. ბორინსკი ყველანაირად ცდილობდა, მათთვის პესიმიზ-
მი და დარდი გაექარწყლებინა.
– აბა, რა გჭირთ?! თავი ხელში აიყვანეთ! – წამოიძახა მხი-
არულად, – მამათქვენი სიკვდილს გადაურჩა. რამდენიმე
დღეში წამოდგება და შემოგვიერთდება. დარწმუნებული ვარ,
თქვენს მჟავე გამომეტყველებას რომ ხედავდეს, ძალიან შე-
წუხდებოდა. რა დაგემართათ? ნამდვილად არ მინდა, შაბათი
საღამო ცხვირპირჩამომტირალ ქალებთან ერთად გავატარო!

21 მკითხველთა ლიგა
შაბათის გახსენებამ შურას გული აუფანცქალა. როგორ და-
ავიწყდა! თუმცა ეჭვი ეპარებოდა, რომ დიდ თეატრში წასვლას
შეძლებდნენ – მამა ხომ საავადმყოფოში იყო. ვალენტინაც
სწორედ იმავეს თქმას აპირებდა, რომ ბორინსკიმ თავი გადა-
აქნია და ხელები აწია, აქაოდა არავითარ უარს არ მივიღებო.
– არაფერი გამაგონოთ! თქვენს აქ ჯდომას არავითარი აზ-
რი არა აქვს. მით უმეტეს, მამათქვენს უნდა, რომ წამოხვიდეთ.
თანაც, ასეთ ხასიათზე თუ იქნებით, მამას როგორღა გაამხნე-
ვებთ? სანახავად ყოველ დღე მოხვალთ და მასთან იმდენ ხანს
დარჩებით, რამდენის უფლებასაც ექიმი მოგცემთ. მაგრამ და-
ნარჩენ დროს თქვენი ცხოვრებით იცხოვრებთ. შევთანხმდით?
ანდრეი ბორინსკის ცოცხალმა, მხიარულმა და იმედიანმა
ტონმა გოგონებს ნაღველი გაუქარწყლა. დასთანხმდნენ და
მადლობა გადაუხადეს. თავიანთ ოთახებში დაბრუნებულები
თავს გაცილებით უკეთ გრძნობდნენ.
მეორე დღეს მამა უფრო მოცოცხლებული დახვდათ. იუ-
ლიან ვერჟენსკის ფერი მოსვლოდა და გამოხედვაც გამოცოც-
ხლებოდა. თუმცა გოგონებს მასთან შესვლისა და დალაპარა-
კების უფლება მაინც არ მისცეს. ექიმმა უთხრა, ცოტა დრო კი-
დევ უნდა გავიდესო. გოგონები საავადმყოფოდან უკეთეს გუ-
ნებაზე გამოვიდნენ და მიხვდნენ, რომ ბიძია ანდრეი მართალი
იყო, მამას ყველაზე მეტად მათი ღიმილი გამოაცოცხლებდა.
სანამ კისლოვოდსკში დაბრუნდებოდნენ, მისთვის დედის არ-
ყოფნაც არ უნდა ეგრძნობინებინათ.
შაბათ დილით, როგორც კი საავადმყოფოდან სახლში დაბ-
რუნდნენ, საღამოსათვის სამზადისს შეუდგნენ. იმ დღეს ექიმ-
მა მამასთან შესვლისა და დალაპარაკების უფლება მისცათ და
დაჰპირდა, რომ პაციენტს რამდენიმე დღეში საავადმყოფო-
დან სახლში გაწერდა. ამ ამბით გახარებულებს თეატრში წას-
ვლა მშვიდად შეეძლოთ.
შურა შუადღიდან მოყოლებული მუცელში სპაზმებს
გრძნობდა, თუმცა ეს სპაზმები ავადმყოფობით გამოწვეული
არ გახლდათ. მსუბუქი თავბრუსხვევა, გულის ფანცქალი და
ფეხების კანკალი სიყვარულის ნიშნები იყო. არავის ხმას არ

22 მკითხველთა ლიგა
სცემდა და მხოლოდ საიდუმლოებით მოცულ უცნობზე ფიქ-
რობდა. თითქოს მის გვერდით იმყოფებოდა. მართალია,
დროდადრო იმასაც უშვებდა, რომ ამდენ ხალხში მასთან შეხ-
ვედრა სასწაული იქნებოდა ან საერთოდ, შესაძლოა სხვა
ქალთან ჰქონოდა ურთიერთობა. მაშინ სასიამოვნო მღელვა-
რება იმედგაცრუებით ეცვლებოდა. ამგვარი წინააღდეგობრი-
ვი აზრებით მოცული გაუთავებლად თავის ტანსაცმელს ათვა-
ლიერებდა. ვერაფრით გადაეწყვიტა, რა ჩაეცვა. ალბათ საბო-
ლოოდ ვალენტინას რჩევა დასჭირდებოდა. ყველაზე მეტად
იისფერი კაბა უხდებოდა, მაგრამ ის ხომ ამასწინანდელ წვე-
ულებაზე ეცვა. საკიდიდან საყელოზე, მხრებსა და კალთაზე
თეთრი ყვავილებით მორთული ყვითელი კაბა ჩამოხსნა, ჩა-
იცვა და სარკეში ჩაიხედა. წელამდე ჩამოშლილი თმა კეფაზე
აიწია. ტუჩები უკმაყოფილოდ მოპრუწა, კაბა გაიხადა და სა-
წოლზე მოისროლა. ქსოვილის ფერი მის ლურჯ თვალებსა და
ხორბლისფერ თმას სრულებით არ შეესაბამებოდა. წამით არ-
ჩევანი ორგანზის ვარდისფერ კაბაზე შეაჩერა. ვალენტინა ამ
საღამოს ვარდისფერს მაინც არ ჩაიცვამდა. მაგრამ მოზომე-
ბისთანავე მიხვდა, რომ მზის სხივებზე აბრჭყვიალებული ვარ-
დისფერი ქსოვილი ლურჯივით ნამდვილად არ უხდებოდა. ამ
საღამოს განსაკუთრებით ლამაზი უნდა ყოფილიყო. სახლი-
დან გასვლამდე ოთხი საათი რჩებოდა. დრო უსაშველოდ იწე-
ლებოდა.
8 საათზე სახლის დიდ დარბაზში უნდა შეკრებილიყვნენ. გა-
მოწყობილმა ვალენტინამ რვის ნახევარზე რომ მიაკითხა,
კარგა ხნის მომზადებული შურა ოთახში ბოლთას სცემდა.
– შუროჩკა, რა ლამაზი ხარ! ზღაპრულ პრინცესას ჰგავხარ.
შურამაც იგივე გაიფიქრა ვალენტინაზე, რომელსაც ვარ-
დისფერი აბრეშუმის ლენტებით გაწყობილ თეთრ კაბაზე შე-
ეჩერებინა არჩევანი.
– ტინოჩკა, შენს თავს შეხედე! ღმერთო! არაჩვეულებრივად
გამოიყურები.
აფორიაქებული გოგონები ერთმანეთს გადაეხვივნენ და
დარჩენილი დრო ერთმანეთის ვარცხნილობებისა და კაბის
კალთების შესწორებას მოანდომეს. საოცრად ღელავდნენ.

23 მკითხველთა ლიგა
ამასობაში, ვესტიბიულის გონგმა 8 ჩამოჰკრა. სარკეში საბო-
ლოოდ ჩაიხედეს და ოთახიდან გავიდნენ.
რამდენიმე საფეხური რომ ჩაიარეს, კიბის თავში მდგომები
შენიშნეს. შურას სუნთქვა შეეკრა. გული ლამის საგულედან
ამოუვარდა. სახეზე ალმური მოედო. წამით გაშეშდა, შემდეგ
კი მთელი ძალით კიბის სახელურს ჩაეჭიდა. გავარვარებული
და გაოფლილი ხელის გულები ცივი სახელურისგან თითქოს
უფრო აეწვა. მარცხენა ხელი მკერდზე მიიდო, გეგონებოდათ,
გულისცემის დაოკებას ცდილობსო. ჰოლში ანდრეი ბორინსკი
და ორი სამხედრო ფორმიანი ჭაბუკი ელოდებოდათ, რომელ-
თაგან ერთი – პეტრე ბორინსკი, მეორე კი ის ახალგაზრდა
იყო, რომელთან შეხვედრასაც შურა მოუთმენლად ელოდა.
გოგონამ გადაწყვიტა, რაც უფრო ნელა ჩავალ, მით უფრო
მშვიდად ვიქნებიო, მაგრამ რადგან მამაკაცები თვალს არ
აშორებდნენ, იძულებული გახდა, ვალენტინას ტემპს აჰყო-
ლოდა.
– ღმერთო ჩემო! ამ საღამოს როგორ გაგვიმართლა! – წა-
მოიძახა აღტაცებულმა მამა ბორინსკიმ და ახალგაზრდებს
თვალი ჩაუკრა, – ამ საღამოს დიდ თეატრში ყველაზე ლამაზი
და დახვეწილი ქალიშვილები დაგვიმშვენებენ მხარს. რა ბედ-
ნიერებაა!
მამა ბორინსკიმ წინ წაიწია და ქალიშვილებს ბოლო საფე-
ხურზე ჩამოსვლაში მიეხმარა. ვაჟები მათ თავის დაკვრით მი-
ესალმნენ.
– ახლავე უნდა გავიდეთ. მასპინძელი რომ არ ვიყო, თითო
ჭიქა სასმელს შემოგთავაზებდით, მაგრამ სამწუხაროდ, თეატ-
რში მისვლა სტუმრებს უნდა დავასწრო.
ახალგაზრდები ღიმილით უკან გაჰყვნენ. სადარბაზო შესას-
ვლელთან ორი ეტლი ელოდებოდათ. ანდრეი ბორინსკი და
გოგონები ერთში ჩასხდნენ, ყმაწვილები კი – მეორეში. გზაში
შურა თავს ძლივს იკავებდა, რომ უკან არ მიეხედა. ჩვეულები-
სამებრ მშვიდი ვალენტინა მასპინძელს ესაუბრებოდა. მუქი
წაბლსიფერი თმით შემოფარგლულ სახეს კმაყოფილების სხი-
ვი უნათებდა.

24 მკითხველთა ლიგა
თოვლს, რომელიც დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა,
ირგვლივ ყველაფერი დაედუმებინა. ქარიც ჩამდგარიყო. გა-
ნათებული მოხოვაიასა და გერცენის პროსპექტის გავლით
თეატრალურ მოედანზე რომ გავიდნენ, ეტლებმა სვლა შეანე-
ლეს. ღამის თეთრ სიბნელეში მათ წინ გრანდიოზული შენობა
ბრდღვიალებდა.
– ესეც ჩვენი ცნობილი დიდი თეატრი, – დასძინა ბორინ-
სკიმ.
– რა ლამაზია! ტაძარს ჰგავს, – წამოიძახა აღფრთოვანე-
ბულმა შურამ.
– დიახ, საყვარელო შურა, ნამდვილად ასეა! – სიცილით
დაუკრა კვერი ანდრეი ბორინსკიმ.
ეტლები რვა სვეტზე დაბჯენილი შესასვლელის წინ შეჩერ-
და. ის იყო, შურა ეტლიდან ჩამოსვლას აპირებდა, რომ მისკენ
გაწვდილი ხელი შენიშნა. მარჯვენა ხელით კაბის კალთა
აიწია, მარცხენა კი – სეიდს გაუწოდა. ახალგაზრდა კაცის
მხურვალე, ღონიერ და ალერსიან ხელზე დაყრდნობილი თე-
ატრის კიბეს რომ აუყვა, თავი ისევ რამდენიმე დღის წინანდელ
სიზმარში ეგონა. მისი დაჟინებული მზერის გამო თავის აწევას
ვერ ბედავდა, მაგრამ უსაზღვრო სიამოვნებას გრძნობდა. რო-
გორმე უნდა ენიშნებინა, რომ თავადაც მოსწონდა და მისით
დაინტერესებული იყო. ერთი მზერა რას დააშავებდა, მით უმე-
ტეს, შესაძლოა აღარც არასდროს ენახა. ის იყო დარბაზში უნ-
და შესულიყვნენ, რომ გამბედაობა მოიკრიბა, თავი ასწია და
გასხივოსნებული თვალები მამაკაცს მიაპყრო. თვალები სე-
იდსაც არანაკლებ უბზინავდა. იქნებ მართლაც ვეღარ ენახათ
ერთმანეთი, მაგრამ მზერით ისე დაატყვევა, თითქოს შურა
ამიერიდან სამუდამოდ მას ეკუთვნოდა. ქალიშვილს გააჟ-
რჟოლა. შინაგანი ხმა ჰკარნახობდა, რომ სეიდის სიყვარული
დიდ ტკივილს მიაყენებდა.
მალე ფოიე ანდრეი ბორინსკის სტუმრებით გაივსო. ამ ხალ-
ხმრავლობაში შურა და სეიდი ერთმანეთს ზოგჯერ თვალს
მოჰკრავდნენ ხოლმე. ოდნავ გაღიმებული ქალიშვილი მზე-

25 მკითხველთა ლიგა
რას მორცხვად ხრიდა, სეიდი კი იმაზე ფიქრობდა, რა მოემოქ-
მედებინა, რომ ეს მორცხვი მზეთუნახავი უკეთ გაეცნო და მას-
თან ერთად ყოფილიყო.
სტუმრებმა კოქტეილზე ფრანგული შამპანური და ხიზილა-
ლა მიირთევს. შემდეგ ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. შურა-
სა და ვალენტინას ლოჟა სცენასთან ერთ-ერთი უახლოესი
იყო. შუქი რომ ჩაქრა, ლოჟაში ანდრეი ბორინსკი შევიდა და
უხმოდ მათ უკან დაჯდა.
– იმედია, ადგილებით კმაყოფილი დარჩებით. ბოდიშს გიხ-
დით, მაგრამ დროდადრო სხვა ლოჟებში უნდა გავიდე სტუმ-
რების მოსაკითხად. განსაკუთრებით მათთან, ვინც წარმოდ-
გენიდან სახლში არ მიმიპატიჟებია. მაგრამ სპექტაკლის შემ-
დეგ შევხვდებით. არ ინერვიულოთ და აქ დამელოდეთ, კარ-
გი?
ბიძია ანდრეი ლოჟაში ზუსტად იმდენ ხანს დარჩა, რამდენი
ხანიც ამ სიტყვების წარმოთქმას დასჭირდა. შემდეგ სქელი ხა-
ვერდის ფარდის მიღმა გაუჩინარდა. გოგონებმა ერთმანეთს
ღიმილით გადახედეს. შურამ მეზობელი და მოპირდაპირე
ლოჟები შეათვალიერა. ერთიმეორეზე მდიდრულ სამოსში გა-
მოწყობილი ქალბატონები თავიანთი მაკიაჟით, ღრმა დე-
კოლტეებითა და უძვირფასესი სამკაულებით დიდი თეატრის
პომპეზურობასაც კი ჩრდილავდნენ. შურა თავისი მოკრძალე-
ბული ოქროს ჯვრითა და სადა ფირუზისფერი კაბით ამ ქალებს
სრულებით არ ჰგავდა. თვალი მეზობელ ლოჟაში მჯდომი
ახალგაზრდა ქალისკენ გააპარა, კეკლუცად რომ ჟღურტუ-
ლებდა. ქალს ნახშირივით შავი თმა და ასეთივე შავი, მიბნე-
დილი თვალები ჰქონდა. ლაპარაკისას თვალებს, ტუჩებს, ხე-
ლებს, მხრებს, მთელ სხეულს ამოძრავებდა. თანმხლები მამა-
კაცი პირში შეჰყურებდა. ქალის ღრმა დეკოლტედან ლამის
გადმოვარდნილი სავსე მკერდის დანახვაზე შურამ უნებლიეთ
მკერდზე დაიხედა. რა ღრმადაც უნდა ესუნთქა, მკერდს ასე მა-
ინც ვერ გამოაჩენდა. ალბათ ქალი რაღაც განსაკუთრებულად
სუნთქავდა.

26 მკითხველთა ლიგა
– შუროჩკა, ნახე, იქ ვინ არის! – ფიქრებიდან ვალენტინას
ხმამ გამოარკვია. მითითებულ მხარეს გაიხედა, მაგრამ არა-
ვინ ეცნო, – ვერ ხედავ, ლიოლია პოლიანსკაიაა. იმ დღეს ბი-
ძია ანდრეისთანაც იყო. ჩემი კისლოვოდსკელი ამხანაგია. დე-
დასთან და მამასთან ერთად არის. გვეძახიან. წამო, მივიდეთ.
შურას ფაქტობრივად უცნობ და უსიმპათიო გოგონასთან
ერთად მთელი საღამოს გატარების იდეა არ ხიბლავდა.
– მშვენიერი ადგილი გვაქვს, ვალენტინა. ფარდაც საცაა
აიხდება. მე არ წამოვალ.
– წამო, შურა, საყვარელო, ორი ლოჟით იქით სხედან, უცებ
მივალთ. გვეძახიან.
– შენ წადი. ბიძია ანდრეი რომ მოვიდეს და აქ არ დავ-
ხვდეთ, უხერხულია. მე დავრჩები.
– მარტო როგორ დაგტოვო? – ყოყმანობდა ვალენტინა.
– ნუ სულელობ, ტინოჩკა, რა მომივა? დროზე წადი, იწყება.
ის იყო, ვალენტინა ფარდებს უკან გაუჩინარდა, რომ ორკეს-
ტრმა ჩაიკოვსკის „გედების ტბის” უვერტიურა დაუკრა. შურამ
ხელები გულზე დაიკრიფა და მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში
ჩაიძირა. ფარდა ნელ-ნელა აიწია და დიდებული სცენა გამოჩ-
ნდა. შურამ წარმოდგენის შინაარსი კარგად იცოდა. სასახლის
წინ პრინც ზიგფრიდის დაბადების დღეს ზეიმობენ. ახალგაზ-
რდა პრინცი მხიარულად ეგებება სტუმრებს. ერთი ბალერო-
ნისა და ორი ბალერინას მიერ შესრულებული Pas de trios
არაჩვეულებრივი სანახავი იყო.
შურა სცენაზე დადგმულ ზღაპარში ჩაიძირა. გედების დე-
დოფლის, ოდეტას ოცნებებსა და ემოციებს აჰყვა. თავი ოდე-
ტას ადგილას წარმოედგინა, მის უიღბლო სიყვარულს განიც-
დიდა. თვალებიდან ცრემლი წასკდა. იმედია, ვერავინ ხედავ-
და. მთელი სულითა და გულით სცენაზე წარმოდგენილ სიყვა-
რულს აჰყვა და კმაყოფილი იყო, რომ ლოჟაში მარტო დარჩა.
გედი ოდეტასა და პრინცი ზიგფრიდის სიყვარულმა ისე გაიტა-
ცა, რომ ლოჟაში შემოსული მამაკაცი არც კი შეუმჩნევია. მისი
შეხება რომ იგრძნო, შეკრთა, თვალცრემლიანი უკან მიბრუნ-
და და სიბნელეში სილუეტი შენიშნა. მამაკაცმა ხელში ცხვირ-

27 მკითხველთა ლიგა
სახოცი შეაჩეჩა. შურას ეგონა, სცენაზე გათამაშებული ზღაპა-
რი და საკუთარი ოცნებები ერთმანეთში აერია და ცხადში სიზ-
მარს ხედავდა. თუმცა, როცა კი ამ უცხო მამაკაცს ხვდებოდა,
განა მისი ცხოვრება სიზმარს არ ემსგავსებოდა? მაგრამ ყვე-
ლა სიზმრის მსგავსად, ადრე თუ გვიან, ესეც დამთავრდებოდა.
ამიტომაც გამოფხიზლებამდე ამ სიზმრისათვის გემო უნდა გა-
ესინჯა. ცრემლი ცხვირსახოცით შეიშრო და ყურადღება ისევ
სცენას მიაპყრო. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ეგონა,
ყველა მას მისჩერებოდა. შურას ხელი ისევ მამაკაცის ხელში
აღმოჩნდა. გოგონას მთელ სხეულში მათრობელა სითბომ
დაუარა.
სცენაზე განთიადია. დროა, ოდეტა თავის შეყვარებულს და-
შორდეს, დანარჩენი გედები კი – მონადირეებს. ბედნიერი წუ-
თები დასრულდა.
– აღარ იტირო. ფარდა ჩამოვა.
ფარდა რომ დაიხურა და მას მიუბრუნდა, შურას თვალში
ისევ ცრემლი ედგა, ტუჩებზე კი ღიმილი დასთამაშებდა. სე-
იდის ხმა აპლოდისმენტებში ჩაიკარგა:
– ღმერთო ჩემო! რა მიამიტი და რა ლამაზი ხარ!
მარტოობა ვალენტინამ, მისმა ამხანაგმა და პეტრე ბორინ-
სკიმ დაურღვიეს. ანტრაქტის დროს ისევ სასმელი ჩამოატა-
რეს. სეიდს შამპანურიან ფუჟერს რომ ართმევდა, თავი ვერ შე-
იკავა და თვალი პირველად გაუსწორა. რაც უფრო უახლოვდე-
ბოდა საღამო დასასრულს, მისი ნახვა უფრო და უფრო სწყუ-
როდა, რადგან ფიქრობდა, რომ გარკვეული ხნის შემდეგ მა-
ინც სამუდამოდ დაემშვიდობებოდა. მათი ურთიერთობა სამუ-
დამოდ დარჩებოდა შორიდან რომანტიკულ ტკბობად. თვი-
თონ რამდენიმე კვირაში სახლში დაბრუნდებოდა. ეს უცხო
ყმაწვილიც მოსკოვში რამდენიმე დღით სტუმრად იმყოფებო-
და. უეცრად გონება გაუნათდა. დარჩენილ ცხოვრებაში რაც
უნდა მომხდარიყო, ამ კაცთან უნდა განეცადა ის, რისი გან-
ცდაც ეწერა. წამით საკუთარმა აზრებმა და სულელურმა გამ-
ბედაობამ შიში მოჰგვარა, მაგრამ გონების ხმა გულის ხმამ
დაჯაბნა. გულში გედების დედოფალ ოდეტაზე უფრო უიღბლო
სიყვარული ჩავარდნოდა.

28 მკითხველთა ლიგა
მეორე განყოფილებაში ლოჟა გაივსო. ვალენტინა, პეტრე
და ანდრეი ბორინსკები, მოკლედ, ყველანი ადგილებს დაუბ-
რუნდნენ.
შურასა და სეიდს იმ საღამოს მარტო დარჩენა ალბათ აღარ
ეღირსებოდათ. დიდი თეატრის შესასვლელთან ჩამწკრივებუ-
ლი ეტლების ნაწილი, მას შემდეგ, რაც თავიანთი მგზავრები
ჩაისვეს, ბორინსკების სასახლისკენ გაემართა. ოცამდე ეტ-
ლში განაწილებული ქალბატონები და ბატონები გართობის
გასაგრძელებლად ბორინსკებთან მიიწვიეს. სტუმრებს შორის
„გედების ტბის” შემსრულებლებიც იყვნენ.
შურასა და ვალენტინას სეიდი და პეტრე აცილებდნენ. მი-
უხედავად იმისა, რომ პეტრე ბორინსკი ცდილობდა, ვალენტი-
ნას არ მოშორებოდა, შურა დროდადრო მის დაჟინებულ მზე-
რას გრძნობდა. ეს ყმაწვილი მაინცადამაინც არ ეპიტნავებო-
და. ალბათ არაერთი ქალიშვილის მოწონებას იმსახურებდა,
მაგრამ მუდამ მოწკურული თვალები, მამაკაცისათვის ზედმე-
ტად მოკლე და აპრეხილი ცხვირი ადამიანებს რატომღაც უნ-
დობლობის განცდას უღვიძებდა. მართალია, შურას მიზეზები
ვერ გაეცნობიერებინა, მაგრამ პეტრეს თანდასწრებით მოუს-
ვენრობა ეუფლებოდა.
ოთხივე ახალგაზრდა ერთ ეტლში ჩაჯდა. გზას სულ რაღაც
ათიოდე წუთი მოანდომეს, რომლის განმავლობაშიც ძირითა-
დად ვალენტინა და პეტრე ლაპარაკობდნენ. დანარჩენი ორნი
კი მხოლოდ აღტაცებით მისჩერებოდნენ ერთმანეთს. როცა
მათი მზერა ერთმანეთს ხვდებოდა, შურა ძველებურად აღარ
იბნეოდა. მიხვდა, რომ ამაში სამარცხვინო არაფერი იყო. სახ-
ლში რომ მივიდნენ, კარგა ხნის შეკრებილი სტუმრები ფართო
მუსიკალურ სალონში სასმელს მიირთმევდნენ. ფარდებით გა-
მოყოფილ სასადილო ოთახში სუფრა გაეშალათ. საღამო ეს-
ეს არის, იწყებოდა. ცოტა ხანში სახლი მუსიკისა და სიცილის
ხმებმა მოიცვა. სასმელი წყალივით მოედინებოდა. დარბაზის
ერთ კუთხეში მდგარი დიდი თეატრის მსახიობები ყურადღე-
ბის ცენტრში იყვნენ. ახალგაზრდა თუ მოხუცი მამაკაცები აშ-
კარად ეკურკურებოდნენ ბალერინებს. შურა გაოცებული შეჰ-

29 მკითხველთა ლიგა
ყურებდა გოგონების კეკლუც სიცილსა და მათ დახვეწილ მიხ-
რა-მოხრას, რითიც ისინი ერთდროულად ამდენ მამაკაცს უმ-
კლავდებოდნენ. უცებ ამ ჯგუფში სეიდს მოჰკრა თვალი. გული
ჩასწყდა. აქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. იფიქრა, შეუმჩნევ-
ლად ოთახში ავალ, შემდეგ კი საერთოდ გავუჩინარდებიო,
თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო, რადგან სე-
იდი და კიდევ ერთი ყმაწვილი ერთ-ერთი ბალერინას თან-
ხლებით მისკენ გამოემართნენ. სეიდს ეტყობოდა, რომ ორი-
ვენი მისი ახლობლები იყვნენ. შურა ადგილიდან არ დაძრუ-
ლა. როცა სეიდმა ისინი ერთმანეთს გააცნო, შურამ შვებით
ამოისუნთქა.
– საყვარელო ტატიანა, მინდა ეს ლამაზი ქალიშვილი გა-
გაცნო. ალექსანდრა იულიანოვნა ვერჟენსკაია, – მიმართა
სეიდმა ბალერინას, შემდეგ კი შურას მიუბრუნდა და თავისი
მეგობრები წარუდგინა, – დიდი თეატრის პრიმადონა, ტატია-
ნა ჩუპილკინა და ჩემი მეგობარი, ჯელილ კამილოვი.
გაცნობის ცერემონიისას შურა ახალმოსულებს აკვირდე-
ბოდა. ტატიანა მასზე საკმაოდ უფროსი უნდა ყოფილიყო.
ყმაწვილებზეც კი უფროსი ჩანდა. თითქოს ახლაც სცენაზეაო,
მიმზიდველი, ცოცხალი და დახვეწილი მოძრაობები ჰქონდა.
დიდ შავ თვალებს კვალავაც სასცენო მაკიაჟი უმშვენებდა. შე-
საძლოა ასაკს სწორედ ეს ჰმატებდა. თეთრი და სუფთა კანი
ფაიფურს მიუგავდა. სცენაზე გედის განსასახიერებლად უფრო
გრძელი და თხელი კისერი ალბათ არ არსებობსო, გაიფიქრა
შურამ. მკერდი თითქმის საერთოდ არ ჰქონდა. მაგრამ გრძე-
ლი წამწამებით შემორაგული შავი თვალების გამოხედვა მა-
მაკაცების გასაგიჟებლად სავსებით საკმარისი იქნებოდა. ტუ-
ჩებზე მუდმივად მიმზიდველი ღიმილი დასთამაშებდა. მთელი
არტისტიზმის მიუხედავად, მისი ქცევის გულწრფელობაში
ეჭვს ვერ შეიტანდი. შურა მიხვდა, რომ ტატიანას მეორე მამა-
კაცი უფრო აინტერესებდა, შვებით ამოისუნთქა და ქალი მა-
შინვე შეუყვარდა. ჯელილს კი ნათელ სახეზე ეწერა, ტატიანაში
როგორ იყო შეყვარებული. უჩვეულო, მაგრამ ძალიან სიმპა-
თიური გარეგნობა ჰქონდა.

30 მკითხველთა ლიგა
შურა სეიდის მეგობრებს მალე შეეჩვია. ასაკში განსხვავე-
ბასაც კი აღარ გრძნობდა.
– ძვირფასო ალექსანდრა იულიანოვნა, ნეტავ ერთხანს აქ
დარჩენა შეგეძლოთ. ძალიან კარგ დროს გავატარებდით, –
გულწრფელად უთხრა ტატიანამ, როცა მამაკაცები სასმელის
მოსატანად წავიდნენ.
– ეჭვი არ მეპარება, ტატიანა.
– მეგობრები ტატიას მეძახიან.
– კეთილი, ტატია.
– დასანანია, რომ ჯელილი და კურტ სეიდიც მალე გაემ-
გზავრებიან მოსკოვიდან.
– აქ ხშირად ჩამოდიან ხოლმე?
– არც ისე. წინასწარ არავინ იცის, როდის სად ამოყოფენ
თავს. ძირითადად მეფე ნიკოლოზს დაჰყვებიან. ვერ გეტყვი,
რომ ერთფეროვანი ცხოვრება აქვთ, – ქალმა მხიარულად გა-
დაიხარხარა, – იცი, საყვარელო ალექსანდრა...
– მეგობრები შურას მეძახიან.
– დიახ, ძვირაფასო შურა, – გაეღიმა ტატიანას, – ბალერინა
რომ არ ვყოფილიყავი, მათ ადგილას ყოფნას ვინატრებდი.
შურა ვერ მიხვდა, რატომ უნდა ენატრა ეს მამაკაცების ყუ-
რადღებით განებივრებულ ლამაზ და ცნობილ ქალს და ტატია-
ნას გაკვირვებული მზერა ესროლა. ტატიანამ ისევ გადაიხარ-
ხარა.
– რომ იცოდე, როგორი მრავალფეროვანი ცხოვრება აქვთ,
დარწმუნებული ვარ, მათ ადგილას ყოფნას შენც ინატრებდი.
– არა მგონია, ოდესმე ვინატრო, რომ მამაკაცი ვიყო, – გა-
ეცინა შურას.
ტატიანამ ხელში ჭიქებით მათკენ მომავალი ჯელილი და სე-
იდი დაანახა.
– ერთი ამათ შეხედე, შურა. სიმპათიურები, დიდგვაროვნე-
ბი, მდიდრები, მეფესთან დაახლოებულები არიან. ირგვლივ
მუდმივად ლამაზი და კეთილშობილი ქალები ახვევიათ. მათ
თავგადასავლებზე წიგნის დაწერა შეიძლება.

31 მკითხველთა ლიგა
– ჯელილის თავგადასავლები თქვენთვის ცნობილია, ტატი-
ანა? – იკითხა ახალგაზრდა ქალის მშვიდი და მხიარული ტო-
ნით გაკვირვებულმა შურამ.
– რა თქმა უნდა. ნუ გიკვირს, შურა. სისულელე იქნებოდა
იმის ფიქრი, რომ გამუდმებით სანქტ-პეტერბურგს, მოსკოვსა
და ლივადიას შორის მოძრავი სიმპათიური ოფიცრის ცხოვრე-
ბაში ერთადერთი ქალი ვარ. თანაც ჩემთვის მხოლოდ იმ
დროსა აქვს მნიშვნელობა, რომელსაც ერთად ვატარებთ. ყვე-
ლაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მე-
ტად მე ვუყვარვარ. ჩემთვის ეს საკმარისია. – უცებ გაჩუმდა და
გაოცებულ გოგონას შეხედა, – რა სისულელეს გეუბნები,
ღმერთო! ძალიან დაგაბნიე, არა, შურა? დამავიწყდა, რომ
სრულიად ნორჩ ქალიშვილს ველაპარაკები. რამდენი წლისა
ხარ?
– თხუთმეტის.
– ღმერთო ჩემო! თხუთმეტის? მეტის მეგონე. ჩემს ასაკს თუ
არ გაგიმხელ, ხომ არ მიწყენ? მერწმუნე, შენზე საკმაოდ უფ-
როსი ვარ. მაპატიე, იმედია, ჩემი ნათქვამით უხერხულ მდგო-
მარეობაში არ ჩაგაგდე. მინდა, სწორად გამიგო. შენი ასაკი
რომ მცოდნოდა...
შურამ იცოდა, რომ ქალს არავითარი ქვენა ზრახვები არ
ჰქონია. პირიქით, ესიამოვნა კიდეც, რომ ტატიანას თავისი
ტოლი და სწორი ეგონა, ახლობლად ჩათვალა და პირადულიც
გაუმხილა. მართალია, ასაკითა და ქცევით ერთმანეთისაგან
განსხვავდებოდნენ, მაგრამ აუცილებლად დამეგობრდებოდ-
ნენ.
– რას ამბობთ, ტატიანა. ვერ ვიტყვი, რომ არ გამკვირვებია,
მაგრამ თქვენთან საუბრით ძალიან ვისიამოვნე, – ღიმილით
მიუგო შურამ.
ამასობაში, ვაჟებიც მიუახლოვდნენ. ტატიანამ ჭიქა გამო-
ართვა და სეიდს ყურში უჩურჩულა:
– სეიდ ემინოვ, არ მახსოვს, რომ ერთსა და იმავე ქალთან
ერთი საღამოს განმავლობაში ამდენი დრო გაგეტარებინოს.
აშკარაა, რომ ეს პატარა გოგონა რაღაცით გიზიდავს, მაგრამ

32 მკითხველთა ლიგა
გაფრთხილებ, ჯერ ძალიან ნორჩია. შენს ნაცნობ ქალებს არა
ჰგავს. გული არ ატკინო.
სეიდმა თვალი შურასკენ გააპარა, რომელიც ჯელილს ესა-
უბრებოდა და გული გაუთბა.
– მგონი, მოგეწონა, ტატია.
– დიახ, ძალიან მომეწონა.
– ვინ იცის? იქნებ მეც მომეწონოს, – თვალი ჩაუკრა გაღი-
მებულმა სეიდმა და შურას მიუბრუნდა, – თუ არ შეგცივდებათ,
იქნებ ბაღში გაგვესეირნა, ალექსანდრა იულიანოვნა?
პორუჩიკის ოფიციალური ტონის მიუხედავად, შურა მშვე-
ნივრად ხვდებოდა, ბაღში გასეირნებას რა მოჰყვებოდა.
მღელვარებისაგან გული აუჩქარდა, მაგრამ დანარჩენებისა
მოერიდა, ამიტომ ტატიანას მიუბრუნდა:
– თქვენ არ წამოხვალთ, ტატია?
ტატიანამ ჯელილს თბილად გაუღიმა და ხელკავი გამოსდო:
– ხელს არ შეგიშლით. მე და ჯელილს სალაპარაკო გვაქვს.
რომ დაბრუნდებით, აქ დაგხვდებით.
სახლის უკანა ვერანდაზე რომ გავიდნენ, შურას ენა დაება.
როცა კი მასთან პირისპირ რჩებოდა, იბნეოდა. ბაღში ჩამავა-
ლი კიბის თავში შეჩერდნენ.
– ხომ არ გცივა?
შურამ პასუხის ნაცვლად თავი გააქნია. მართლაც არ სცი-
ოდა, მაგრამ შინაგან ჟრჟოლვას გრძნობდა. სეიდმა მკლავში
ხელი წაავლო:
– არ მცივაო, მეუბნები, თვითონ კი კანკალებ.
– ნამდვილად არ მცივა, გარწმუნებთ.
უცხო, მაგრამ ამავე დროს ძალიან ახლობელმა მამაკაცმა
ხელი ჩაჰკიდა და ბაღისკენ წაიყვანა.
– მაშ, სახლი მოგნატრებია. ადამიანი თავს ასე მაშინ
გრძნობს, როცა სახლიდან შორს იმყოფება.
შურამ თავი ასწია და სეიდს შეხედა. სევდა, რომელიც ყმაწ-
ვილის ხმაში მოესმა, სახეზეც ასახვოდა.
– ადამიანს მაშინ სცივა, როცა მარტო რჩება ხოლმე. ეგ
გრძნობა კარგად ვიცი.

33 მკითხველთა ლიგა
ქალიშვილმა თავი უცებ მშვიდად იგრძნო. მორიდება სე-
იდის მიმართ სინაზითა და ინტერესით შეეცვალა.
– თქვენი სახლი ძალიან შორს არის? – ჰკითხა ალერსიანი
ტონით.
– ჩემი სახლი? სახლები? დიახ, ყველა ძალიან შორს არის,
– გაეღიმა სეიდს.
ერთხანს შადრევანთან იდგნენ. შუაში ამოშვერილ მარმა-
რილოს კვარცხლბეკზე ოთხ კუპიდონს პუტკუნა ხელებში თა-
სები ეჭირა, საიდანაც წყალი გადმოედინებოდა. წყლის ჩუხჩუ-
ხი სახლიდან გამოსულ მუსიკის ჰანგებს ერწყმოდა.
– რა სილამაზეა! – თავი ვერ შეიკავა შურამ.
– შენ უფრო ლამაზი ხარ, – უჩურჩულა სეიდმა, თვალებში
ჩახედა და ხელზე ემთხვია. მისი ტუჩების სიმხურვალემ შურა
დაათრო. აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. სუნთქვა შეეკ-
რა, წამით თვალები დახუჭა და სეიდის მკლავებში აღმოჩნდა.
ერთხანს ასე იდგნენ. შურამ თავი მკერდზე მიაყრდნო. სრუ-
ლიად უცნობი განცდა დაეუფლა და საყვარელი მამაკაცის ღო-
ნიერ მკლავებს მიენდო. წესიერად არც იცნობდა, მაგრამ ეს
ნამდვილად ის მამაკაცი იყო, რომლის გვერდითაც მთელი
ცხოვრების გატარებას ინატრებდა.
მოულოდნელად ციდან დაღლილი და ზარმაცი ფანტელები
ჩამოცვივდა.
– თუ გინდა, სახლში შევიდეთ.
შურამ თავი ასწია და სეიდს თავლებში ჩახედა. ადგილიდან
დაძვრა არ უნდოდა. სეიდის თვალების ელვარებას სიბნელე-
შიც კი ამჩნევდა. სეიდი ხვდებოდა, რომ მის მკლავებში მოქ-
ცეული სილამაზის შორიდან ცქერით ვერ დაკმაყოფილდებო-
და. შურას შუბლზე აკოცა. მისი თმის სურნელი ღრმად ჩაისუნ-
თქა, სახე ხელებში მოიმწყვდია და ხეებისკენ გაიყოლა. ზურ-
გით ერთ ხეს მიეყრდნო, შურა მთელი ძალით მიიზიდა, ხელი
ნიკაპში წაავლო და მაღლა აუწია, მისი ტუჩებისკენ დაიხარა.
ცივი, ყინვიანი ღამის მთვარე, გაზის ლამპიონების მოციმციმე
შუქი, მუსიკა, შადრევნის ჩუხჩუხი თითქოს სიყვარულისკენ
მოუწოდებდნენ. შურამ სეიდს ფართოდ გახელილი თვალები
მიაპყრო და მიხვდა, რომ სხვა მამაკაცი აღარ სჭირდებოდა.

34 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ერთად ყოფნას რამდენ ხანს შეძლებდნენ? ალბათ კი-
დევ ერთი-ორჯერ თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ კი
ყველა თავის გზას დაადგებოდა. მღელვარება სევდით შეეცვა-
ლა. არა, მის დაკრაგვას ვერ შეეგუებოდა. სეიდი ლოყებსა და
კისერს უკოცნიდა.
– ჩემო პატარა ალექსანდრა, რა ლამაზი და რა ტკბილი
ხარ.
სეიდის სიახლოვით გამოწვეულმა ნეტარებამ შურა წამით
დააფრთხო, მაგრამ ბუნებას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია,
მკლავები კისერზე შემოჰხვია და მის ტუჩებს მიენდო. ქალიშ-
ვილის მიამიტობამ და გამოუცდელობამ, ყოველგვარ ხელოვ-
ნურობასა და თამაშს მოკლებულმა გრძნობამ სეიდი აქამდე
უცნობი განცდების მორევში ჩაითრია, მაგრამ ეს ყველაფერი
რამდენ ხანს გაგრძელდებოდა? რამდენად ნამდვილი იყო?
რამდენად კეთილი ბოლო ექნებოდა? ემოციებს უნდა მორე-
ოდა. თავი ქალიშვილის თმაში ჩარგო და ჩაიჩურჩულა:
– ალექსანდრა.
– ბატონო? – ჩურჩულითვე უპასუხა შურამ.
– მინდა, კიდევ გნახო, პირისპირ შეგხვდე, – სეიდი საკუ-
თარმა სიტყვებმა გააკვირვა, – ხვალ... თუ გინდა, ხვალ დი-
ლით გამოგივლი და მთელი კვირა დღე ერთად გავატაროთ.
რას იტყვი?
– ხვალ დილით საავადმყოფოში მამა უნდა მოვინახულოთ,
– ამოილუღლუღა შურამ, რომელსაც მკლავები კვლავაც სე-
იდის კისერზე ჰქონდა შემოჭდობილი, – მერე კი... არ ვიცი...
სახლიდან გამომიშვებენ თუ არა, არ ვიცი.
– ჩემთან ერთად ყოფნა გინდა? – ჰკითხა სეიდმა და ლოყა-
ზე მიეფერა.
შურას პასუხის გაცემა მოერიდა. მხოლოდ თავი დაუქნია
თანხმობის ნიშნად.
– ნამდვილად გინდა? მითხარი.
– დიახ... დიახ, მინდა.
– მაშინ ეგ საქმე მე მომანდე. რამეს მოვიფიქრებ. იქნებ სა-
ავადმყოფოშიც მე წაგიყვანოთ. მერე კი მოსკოვს დაგათვა-
ლიერებინებ.

35 მკითხველთა ლიგა
– კი, მაგრამ... ბიძია ანდრეი?
– ნუ გეშინია, ანდრეი ბორინსკი ბავშვობიდან მიცნობს. არა
მგონია, მასთან რაიმე პრობლემა შემექმნას, – სეიდი გაჩუმდა
და ხელი დაფიფქულ თავზე გადაუსვა. თოვამ იმატა, – წამო,
შევიდეთ. არ მინდა, ავად გახდე.
შურას წარმოდგენა არ ჰქონდა, ბაღში რამდენი ხანი გაატა-
რეს. ეგონა, უკვე წლებია, მასთან ერთად იყო, თუმცა, ამავე
დროს, ისეთი შთაბეჭდილებაც ჰქონდა, თითქოს ყველაფერი
უცებ დაიწყო და უცებვე დამთავრდა. თითქოს ფერიის ჯადოს-
ნური ჯოხის წყალობით რაღაც ხანი ზღაპრულ სამყაროში გა-
ატარა. ოდნავ მოშორებით, კიბისა და კარის მიღმა რეალური
სამყარო ელოდებოდა. სეიდთან განშორების აუცილებლობამ
გული ატკინა. ერთხანს ხელიხელჩაკიდებულები შეძლების-
დაგვარად ნელა მიდიოდნენ. შადრევანს რომ მიუახლოვდნენ,
სეიდმა კუპიდონებზე მიუთითა:
– იცი, მინდა, ამათ ადგილას ვიყო. შენთან ჩახუტებული სა-
მუდამოდ გავშეშდე.
სეიდის სიტყვებმა შურა შინაგანად ისევე გაათბო და აა-
ღელვა, როგორც მისი თითების სიმხურვალემ.
– ჰო, მაგრამ მაშინ სამუდამოდ თოვლის ქვეშ გაიყინებო-
დი, – გაუღიმა მორცხვად.
– ჩემო პატარა სატრფოვ, – ღიმილითვე მიუგო სეიდმა, –
შენს მკლავებში?! არა, არა, არა მგონია!
სახლში რომ შევიდნენ, შურა მხოლოდ მაშინ მიხვდა, რო-
გორ გათოშილიყო. თუმცა ეს არ ადარდებდა, რადგან სიხარუ-
ლისა და მღელვარებისაგან ფრენა უნდოდა. პალტო გაიხადა,
კაბის კალთიდან თოვლი ჩამოიფერთხა და საყვარელ მამა-
კაცთან ერთად დანარჩენ სტუმრებს შეერია.
ტატიანა და ჯელილი რომ იპოვეს, სეიდი წამით სადღაც გაქ-
რა. შურა ერთხანს თვალს ადევნებდა, მაგრამ შემდეგ იფიქრა,
მიმიხვდებიანო და თავი მოაბრუნა. სეიდი თხუთმეტიოდე წუთ-
ში დაბრუნდა. მისი დანახვისთანავე შურას ძარღვებში სისხლი
აუმოძრავდა. ალბათ სწორედ ეს იყო სიყვარული. შურა შეყვა-
რებული იყო. ყმაწვილიც შესამჩნევად გამხიარულებული ჩან-
და.

36 მკითხველთა ლიგა
– ხვალისთვის არაჩვეულებრივი გეგმა მაქვს, – ყველამ გა-
ოცებით შეხედა, – ძვირფასო ალექსანდრა იულიანოვნა, ან-
დრეი ბორინსკისგან ნებართვა ავიღე. ხვალ, საავადმყოფო-
დან რომ დაბრუნდებით, გამოგივლით და ტატიანასა და ჯე-
ლილთან ერთად მოსკოვს დაგათვალიერებინებთ.
– და... ვალენტინა?.. – ქალიშვილი ყურებს არ უჯერებდა.
ყველაფერი ადვილად მოგვარდა, – მარტო როგორ დავტო-
ვო?
– ჩემი აზრით, ვალენტინა ბორინსკებთან ერთად სტუმრად
წასვლას აპირებს.
– ძალიან კარგი! – წამოიძახა გამხიარულებულმა ტატი-
ანამ, – დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივ დღეს გავატა-
რებთ!
შურა უკვე ხვალინდელი დღის მოლოდინში იყო. აღარც შე-
უმჩნევია, დარჩენილმა საღამომ როგორ ჩაიარა. ბორინსკე-
ბის სტუმრები დილისკენ დაიშალნენ. სეიდმა სახლი ბოლომ
დატოვა. დამშვიდობებისას ახალგაზრდებმა ერთმანეთს მრა-
ვალმნიშვნელოვანი მზერა ესროლეს. ძილის წინ, ვალენტი-
ნას რომ ემშვიდობებოდა, შურამ წამით დისთვის ყველაფრის
მოყოლა გადაწყვიტა, მაგრამ უმალვე გადაიფიქრა, რადგან
შეეშინდა, ვერ გამიგებს და გამკიცხავსო. ხვალინდელი გეგ-
მებიც წყალში ჩაეყრებოდა. სასწრაფოდ დაწოლა და თავის
ფიქრებთან განმარტოება უნდოდა. ლამპა რომ ჩააქრო და სა-
ბანში გაეხვია, გონებაში სეიდთან ერთად ბაღში გატარებული
წუთები აღიდგინა. ისევ და ისევ იხსენებდა მის ყველა სიტყვას,
ყველა კოცნას, ყველა შეხებას.
მეორე დღეს მხოლოდ შუადღისათვის გაიღვიძეს. ნოყიერი
საუზმის შემდეგ ანდრეი ბორინსკიმ გოგონები საავადმყოფო-
ში წაიყვანა. იულიან ვერჟენსკი ამჯერად კარგად გამოიყურე-
ბოდა. რამდენიმე დღეში კიდეც გამოწერდნენ. გოგონებმა მა-
მასთან ჩვეულებრივზე მეტი ხანი დაყვეს. მამა ქალიშვილების
სილამაზით, ენერგიითა და მხიარულებით ტკბებოდა და სი-
ამოვნებით ისმენდა მათგან ბორინსკების სასახლეში გატარე-
ბული დღეების შთაბეჭდილებებს. ლაპარაკით ვერ ელაპარა-

37 მკითხველთა ლიგა
კებოდა, მაგრამ მათს მონათხრობს თავის ქნევითა და ქუთუ-
თოების მოძრაობით აფასებდა. ნახევარსაათიანი ვიზიტის
შემდეგ ექიმმა, აქაოდა ავადმყოფს მოსვენება სჭირდებაო,
მნახველები პალატიდან გამოისტუმრა.
როგორც აღმოჩნდა, ვალენტინა ანდრეი და პეტრე ბორინ-
სკებთან ერთად შორეულ ნათესავებთან სტუმრობას მარ-
თლაც აპირებდა. შურამ ერთად გასეირნება მაინც შესთავაზა,
მაგრამ ვალენტინამ მოსკოვურ ყინვაში ქუჩა-ქუჩა ხეტიალს
თბილ სახლში გამართული წვეულება არჩია.
სანამ წასასვლელად ემზადებოდა, შურას ისევ კუჭის სპაზ-
მები და თავბრუსხვევა დაეწყო. კრემისფერი ლენტებით გაწ-
ყობილი ლურჯი კაბა ჩაიცვა. თმაც იმავე ფერის ლენტით კეფა-
ზე შეიკრა.
– მადმუაზელ ალექსანდრა იულიანოვნა, პორუჩიკი ემინო-
ვი მობრძანდა, – აცნობა სწორედ ამ დროს შემოსულმა მოახ-
ლემ.
შურამ ბოლომდე არც მოუსმინა, პალტოს, მუფტასა და აბ-
რეშუმის პაწაწინა ჩანთას ხელი დაავლო, ვალენტინასთან შე-
ვარდა, სასწრაფოდ გადაკოცნა და კიბეს ლამის სირბილით
ჩაუყვა. შუა კიბეზე იყო, სეიდი რომ დაინახა, რომელიც ჰოლში
ელოდებოდა. ნაბიჯი შეანელა. მეტი თავშეკავება და სერიოზუ-
ლობა მართებდა. თუმცა ღიმილი მაინც ვერ შეიკავა. სეიდი
ხელზე ემთხვია. პალტოს რომ აწვდიდა, რა ლამაზი ხარო,
უჩურჩულა ყურში.
ტატიანა და ჯელილი, რომლებიც ეტლში ელოდებოდნენ,
შურას მხიარულად მიესალმნენ. სეიდის გვერდით რომ ჯდე-
ბოდა, შურამ გაიფიქრა, ესეც ჩვენი პირველი დღეო. დილიდან
გადაუღებლად თოვდა. ეტლი ორ და სამსართულიანი მდიდ-
რული სახლებით სავსე ქუჩებს მიუყვებოდა. წითელ მოედანზე
რომ გაუხვიეს, შურამ კიდევ ერთხელ შეავლო აღტაცებული
მზერა თოვლით დაფარულ მოედანს, კრემლის სასახლეს, ცა-
ში აწვდილ მბზინავ, ფერად გუმბათებსა და სამრეკლოებს. სე-
იდი აქეთ-იქით ხელს იშვერდა და ახსნა-განმარტებებს აძლევ-
და.

38 მკითხველთა ლიგა
– ეს გუმბათიანი შენობა, ინდურს რომ ჰგავს, მიძინების ტა-
ძარია. მეფედ კურთხევის ცერემონია აქ იმართებოდა. 1472
წელს დანგრეულა, 1475-1479 წლებში კი ბოლონიელ ხუ-
როთმოძღვარს ხელახლა აუგია. ბიზანტიურ სტილს განეკუთ-
ვნება, თუმცა მე თუ მკითხავ, ამ ინდურ გუმბათებს მოსკოვში
რა ესაქმება, ვერ გამიგია. ეს ხარების ტაძარია, ცხრა გუმბა-
თიანი. მისი მშენებლობა 1489 წელს დასრულებულა. ფსკოვე-
ლი ხუროთმოძღვრის ნახელავია. მასში ანდრეი რუბლოვის
ცნობილი ხატებია შემორჩენილი. ივანე კალიტადან ივანე V-
მდე ყველა ჩვენი მეფე არქანგელოზის ტაძარში განისვენებს,
ბორის გოდუნოვის გარდა.
შურა სიამოვნებით ისმენდა სეიდის ნაამბობს, თუმცა მის
მიერ ჩამოთვლილი სახელების უმრავლესობა არც კი გაეგო-
ნა.
– ეს მაცხოვრის ჭიშკარია. კრემლს მოედანათან სამი ჭიშ-
კარი აკავშირებს. მაცხოვრის ჭიშკარი ერთ-ერთი მათგანია,
შუა. მოედნის უკან მდებარე უბანი ძველი მოსკოვის ერთ-ერ-
თი ცენტრალური უბანი იყო. იცი, „კიტაი-გოროდი” რას ნიშ-
ნავს? – შურამ უარის ნიშნად თავი გააქნია, – თათრულად ცი-
ხეს ნიშნავს. კიტაიგოროდში ვაჭრები ცხოვრობდნენ. ის მდი-
ნარე მოსკოვის ჩრდილოეთითაა. ქალაქის დანარჩენ ნაწი-
ლებს „ბელი გოროდი” და „ზემლიანოი გოროდი” ერქვა; ორი-
ვე მათგანი მდინარის სამხრეთით მდებარეობს. პირველი რუ-
სული უნივერსიტეტიც მოსკოვში დაარსდა 1755 წელს...
ისევ მოხოვაიასა და გერცენის კუთხეში მივიდნენ. იმედგაც-
რუებულ შურას ეგონა, ექსკურსია დამთავრდა და სახლში
ვბრუნდებითო, მაგრამ ეტლმა მდ.მოსკოვის სამხრეთისკენ
გაუხვია. გზის გასწვრივ ფართო ბაღებში ჩაფლული მდიდრუ-
ლი სახლები ჩამწკრივებულიყო. ქარბუქი იწყებოდა. გამხია-
რულებული ახალგაზრდები სხვადასხვა თემებზე საუბარს გა-
ნაგრძობდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ეტლი გაჩერდა. ტატიანამ
შურას ბაღნარში ჩაფლული სახლი დაანახა:
– ეს ჩემი სახლია. წავედით! ერთი სული მაქვს, ბუხართან
როდის მოვკალათდები! სწორედ დროზე მოვასწარით.

39 მკითხველთა ლიგა
ტატიანას სახლი, მართალია, არცთუ დიდი, მაგრამ ძალიან
მდიდრულად და გემოვნებით იყო მოწყობილი. ამასთანავე,
ტატიანას ხასიათს ისე ეხამებოდა, რომ შურამ გაიფიქრა, ეს
სახლი ისევე შემიყვარდება, როგორც მისი პატრონიო.
ბუხრის წინ თითო ჭიქა სასმელი დალიეს და სასადილო
ოთახში სუფრას შემოუსხდნენ. შურა დანარჩენებთან ასაკში
სხვაობას ვეღარ გრძნობდა, ამიტომ მორიდებაც დაძლია.
სუფრასთან ერთმანეთის უკეთ გაცნობას ეცადნენ. შურა კის-
ლოვოდსკსა და თავის ოჯახზე ჰყვებოდა, რაც თავდაჯერებას
ჰმატებდა. ახალგაზრდები ღვინოს წყალივით სვამდნენ. მარ-
თალია, შურამ მათ ფეხი ვერ აუწყო, მაგრამ ორი ჭიქაც საკმა-
რისი აღმოჩნდა, რათა სასიამოვნო სიმსუბუქე ეგრძნო. მშობ-
ლიური სახლი კისლოვოდსკში, დედა, და-ძმა, საავადმყოფო-
ში მყოფი მამა და ვალენტინა თითქოს მისგან ძალიან შორს
იყვნენ.
სადილის შემდეგ მუსიკალურ სალონში გადაინაცვლეს, სა-
დაც ბუხრის აქეთ-იქით ბორდოსფერი ხავერდის მაღალსა-
ზურგიანი დივნები და მათ შორის, დაბალ მაგიდაზე მოთავსე-
ბული ვერცხლის სამოვარი ელოდათ. ტატიანამ ჩაი ჩამოასხა,
როიალს მიუჯდა და ალექსანდრე ბოროდინის „თავადი იგო-
რიდან” ნაწყვეტი დაუკრა. კლავიშებზე გაცოცხლებული თა-
თართა ხანის, კონჩაკისა და თავადი იგორის დაუნდობელი
ბრძოლა, აზიისა და ჩრდილოეთ სტეპების ქვიშის ქარიშხლე-
ბი და თოვლიანი ქარბუქები, თათარი ქალიშვილების მიერ
თავად იგორზე შთაბეჭდილების მოსახდენად შესრულებული
აღმოსავლური ცეკვები და მეომართა ბარბაროსობა თითქოს
ოთახს ავსებდა. როცა ტატიანამ დაკვრა დაამთავრა, მეგობ-
რებმა იგი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. შურამ სიტყვიე-
რი აღტაცების გამოხატვისაგანაც ვერ შეიკავა თავი. ჯელილმა
ეშმაკურად და ისე გულიანად გაიღიმა, რომ ისედაც წვრილი
თვალები კიდევ უფრო დაუვიწროვდა:
– იცით, ტატია ამ ნაწარმოებს ასე კარგად იმიტომ უკრავს,
რომ მე ვუყვარვარ.
ყველას გაეცინა. ტატიანამ მსმენლებს ამჯერად მხიარული
და ცეცხლოვანი „ჩუბჩიკი” შეუსრულა. ჯელილმა და სეიდმა

40 მკითხველთა ლიგა
სიმღერა წამოიწყეს. ბოლოს, როცა ტატიანამ „გედების ტბის”
მეოთხე და ბოლო სცენის შესრულება დაიწყო, ოთახში სიჩუ-
მემ დაისადგურა. შურას სულ რამდენიმე დღის წინ ნანახი წარ-
მოდგენის სევდიანი განწყობა ხელახლა დაეუფლა. როიალს
მოუარა და ბაღში გამავალ ფანჯარას მიუახლოვდა. რომ არა
ხეები, თოვლის ღრუბელი თითქოს ციდან მიწაზე დაეშვებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრე იყო, საკმაოდ ბნელოდა.
ქარბუქის გამო ხეების მიღმა არაფერი ჩანდა. სკამები, მარმა-
რილოს ქოთნები და პატარა აუზი მთლიანად თოვლს დაეფა-
რა. პეიზაჟისა და ნაღვლიანი ჰანგების გავლენით აკანკალე-
ბულმა შურამ მკლავები ერთმანეთს გადააჭდო. უცებ მხრებზე
ხელის შეხება იგრძნო და შემობრუნდა. სეიდის ტუჩების სით-
ბომ სიმშვიდე დაუბრუნა. თავით მკერდზე მიეყრდნო. ისევე,
როგორც მასთან პირველი შეხვედრისას, უცნაური განცდა
დაეუფლა. სპაზმები მუცელში, აჩქარებული გულისცემა, უმი-
ზეზო მღელვარება – ყველაფერი მეორდებოდა. გრძნობდა,
რომ მისი ცხოვრება იცვლებოდა, რაღაც ახალი იწყებოდა.
არც კი შეუმჩნევიათ, ტატიანამ და ჯელილმა ოთახი უხმოდ
როგორ დატოვეს. ჩახუტებულები თოვლს გასცქეროდნენ და
იმაზე ფიქრობდნენ, შემდგომში როგორ მოიქცეოდნენ. შურა
უცხო მამაკაცის პირისპირ პირველად აღმოჩნდა. მის დაკარ-
გვასაც უფრთხოდა და ისიც ადარდებდა, სეიდს ქარაფშუტა არ
ჰგონებოდა; იმით შეშინებული, ჩემი ჟესტი ან სიტყვა გამოწვე-
ვად არ მიიღოსო, სეიდის მკლავებში გაუნძრევლად გაყუჩებუ-
ლიყო. სეიდი ქალიშვილს ნაზად უკოცნიდა მსხვილად დაწ-
ნულ ქერა თმას და მშვენივრად ხვდებოდა, მის მკლავებში
როგორი გამოუცდელი და უმანკო სილამაზე აღმოჩენილიყო;
ეშინოდა შურას უარყოფითი რეაქციის, ამიტომ ლოდინს არ-
ჩევდა. კარგა ხანს იდგნენ ასე უხმოდ. სეიდს აქამდე ვერც კი
წარმოედგინა, ამგვარი ურთიერთობები თუ არსებობდა, და
საკუთარი თავისა უკვირდა. ამ პატარა გოგონასგან რას ელო-
და? რა გამორჩენა უნდა ჰქონოდა? მაგრამ მასთან ყოფნისას
ისეთი სიმშვიდე და იმავდროულად, მღელვარება ეუფლებო-
და, როგორიც აქამდე არავისთან განუცდია. უცებ ძალიან მო-

41 მკითხველთა ლიგა
უნდა, შურა გულში მაგრად ჩაეკრა, სახე და თმა დაეკოცნა. ცა-
ლი ხელი ნიკაპში წაავლო და თავი აუწია. შურას ლურჯ თვა-
ლებში სხივები უციმციმებდა. ქალიშვილიც მიხვდა, რომ ყმაწ-
ვილის სურვილით სავსე მზერას დიდხანს ვერ გაუძლებდა. შუ-
რას მორჩილებამ სეიდი შეაგულიანა. ქალიშვილი მის კოცნას
ელოდა, თუმცა საპასუხო კოცნას ვერ ბედავდა. შურას ნახევ-
რად ღია, შეუღებავი, ქორფა, სავსე ტუჩების გემომ სეიდს ვნე-
ბა გაუძლიერა. ნაზი შეხებით ქსოვილის ფენებში გოგონას ნა-
ტიფი სხეულის ფარული ადგილების მიგნებას ცდილობდა.
წელზე მარწუხებივით შემორტყმულმა სეიდის მკლავებმა შუ-
რა იატაკს მოსწყვიტა. მანაც მკლავები სეიდს კისერზე შემოაჭ-
დო და თავი მკერდზე მიაყრდნო. თვალის გახელას ვერ ბედავ-
და. ასე ერთმანეთზე გადაჯაჭვულები დივანზე წამოწვნენ. შუ-
რა სეიდს მთელი სხეულით ეკვროდა და თავის ემოციებს ამით
გამოხატავდა. სეიდის თბილი სუნთქვა, რომელსაც კისერზე,
ყურებზე, მკერდზე გრძნობდა, ღვინოსავით მათრობელა იყო.
რა თქმა უნდა, შეეძლო თავი ამ ტკბილი ტყვეობიდან დაეხსნა,
სეიდი შეეჩერებინა, მაგრამ ამ აზრმა გონებაში მხოლოდ წა-
მით გაუელვა. ვერაფრით შეელეოდა ამ უცხო მამაკაცს, რომე-
ლიც საოცრად აღელვებდა. ის უფრო ახლოს უნდა გაეცნო, მი-
სი სიყვარულის მთელი ძალა უნდა გამოეცადა. ბუხრის სითბო
მათ ისედაც ცეცხლმოკიდებულ სხეულებს სიმხურვალეს ჰმა-
ტებდა. შურამ წამით თვალი გაახილა და სეიდს შეხედა. მისი
განზრახვის ამოცნობას ცდილობდა; უნდოდა ერთხელაც და-
ენახა, როგორ უყურებდა. ცეცხლის ალი სეიდს სახეს უნათებ-
და. თითქოს თვალებით შურას აშიშვლებდა. ქალიშვილს სა-
შინლად შერცხვა, თავი გვერდით მიაბრუნა. სეიდი იდაყვს და-
ეყრდნო და ხელი ლოყაზე მოუთათუნა.
– შემომხედე, ჩემო მშვენიერო სატრფოვ. მინდა, რომ მე მი-
ყურო. თვალს ნუ მარიდებ, – უთხრა ვნებიანი, მაგრამ ალერ-
სიანი ტონით.
შურამ თხოვნა შეუსრულა. სიტყვა „სატრფომ” ისევე აუწით-
ლა ლოყები, როგორც სეიდის ვნებიანმა გამოხედვამ, მაგრამ
გულიც აუჩქარა. სეიდი ხელის გულს უკოცნიდა და თვალს არ

42 მკითხველთა ლიგა
აცილებდა. შემდეგ მაჯაზე გადავიდა. შურა თავიდან ფეხებამ-
დე თრთოლვამ აიტანა. მარჯვენა ხელი გაუბედავად სეიდის
თავისკენ წაიღო, თითები მუქ თმაში შეუცურა, რამაც ორივე
მათგანი კიდევ უფრო აღაგზნო. ბუხრის ალი სეიდს სახეს უფე-
რადებდა. შურა ფრთხილად მიეფერა შუბლსა და ყვრიმალებ-
ზე; საჩვენებელი თითი წამით ჩაღრმავებულ ნიკაპზე შეაჩერა.
შემდეგ ისევ შუბლიდან დაბლა ჩამოყვა, თითქოს მის ნაკ-
ვთებს სამუდამოდ იმახსოვრებდა. 24 წლის სეიდი ასეთ ნეტა-
რებას ცხოვრებაში პირველად განიცდიდა. ვერ წარმოედგინა,
თუ ასეთ ნაზ, თბილ, მშვიდ ურთიერთობასაც შეეძლო სიამოვ-
ნების მონიჭება. თავისზე ცხრა წლით უმცროსი გოგონას გუ-
ლუბრყვილო, სუფთა, სიყვარულით აღსავსე ალერსმა ის სი-
ნაზე აგრძნობინა, რომელიც წლებია, ენატრებოდა და რომ-
ლის არარსებობა სულსა და გულს უყინავდა. შურა ყველა მისი
ნაცნობი ქალისაგან განსხვავდებოდა. წეღან ჩახუტებულები
კარგა ხანს გაუნძრევლად რომ იწვნენ, ამით ტანით ერთმანე-
თის შეგრძნებას ეჩვეოდნენ; ახლაც ასევე, ტუჩებითა და ხელე-
ბით ერთმანეთის სახესა და სხეულს ეცნობოდნენ. სეიდი საკუ-
თარმა გრძნობებმა დააფრთხო, როცა მიხვდა, რომ მთელი
სულითა და სხეულით უნდოდა დაჰპატრონებოდა ამ ენით გა-
მოუთქმელ სიყვარულს, რომელიც მის მკლავებს მინდობოდა.
ყმაწვილი მოდუნდა და უკან დაიხია. შურამ გაკვირვებულმა
შეხედა. სეიდი შუბლზე ჩამოცვენილ ქერა კულულებზე მიეფე-
რა და ლაპარაკი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალუ-
რად ეცადა თავი ხელში აეყვანა, მის ხმაში დაუოკებელი ვნება
ისმოდა:
– შურა, ძალიან მინდიხარ... ისე ძალიან, როგორც არავინ,
მაგრამ გულახდილად გეტყვი... ვერაფერს დაგპირდები.
შურამ მის ანთებულ მზერას თვალი მშვიდად პირველად გა-
უსწორა. თითქოს წლები გასულიყო, რაც ეს კაცი მის ცხოვრე-
ბაში არსებობდა. აღარც ერიდებოდა და აღარც ეშინოდა. პი-
რიქით, მისი თავდაჯერებული, ურცხვი მზერის მიღმა სევდასა
და მარტოობას ხედავდა, საიდანაც მისი დახსნა უნდოდა. ად-
რე თუ გვიან ეს ხომ მაინც მოხდებოდა? მაშ, რატომ იმ მამა-

43 მკითხველთა ლიგა
კაცთან არა, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა? სეიდი მისი ბე-
დისწერა იყო. და სანამ ეს ბედისწერა ერთმანეთს დააშორებ-
დათ, მას ბედნიერებას მიანიჭებდა. ახლა შედეგებზე ფიქრის
დრო არ იყო. სეიდის შეკითხვის პასუხად მკლავები კისერზე
შემოაჭდო, თვალები დახუჭა და თავი მკერდზე მიაყრდნო. სე-
იდისათვის ეს ჟესტი გრძელ წინადადებაზე, ლამაზი სიტყვე-
ბით გაცემულ პასუხზე უფრო მნიშვნელოვანი და მრავლის-
მეტყველი იყო. წამოდგა და შურას ხელი გაუწოდა. ქალიშ-
ვილს კარგად ესმოდა, რომ ამით უკან დასახევ გზას იჭრიდა,
მაგრამ ხელი ჩაჰკიდა და ისიც წამოდგა. წამის ჯადოსნობა
რომ არ დაერღვია, სეიდს უხმოდ გაჰყვა უკან. ოთახში მხო-
ლოდ შეშის ტკაცანი და ქალიშვილის კაბის კალთების შარი-
შური ისმოდა. ნეტავ ტატიანა და ჯელილი სად არიანო, გა-
იფიქრა შურამ. სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა. ის მოსამ-
სახურეებიც კი არ ჩანდნენ, რომელთაც ბუხრები დაენთოთ და
სუფრა გაეშალათ. თუმცა როგორც კი სეიდი მოეხვია, შურას
ფიქრები დაეფანტა. კიბეზე რომ ადიოდნენ, თავი ახლად და-
ქორწინებული პატარძალი ეგონა. თვალები დახუჭა. უნდოდა
ყველაფერი ოცნებას, სიზმარს ჰგვანებოდა, რომ მომავალში
ყველაფერი სიზამარივით გაეხსენებინა. სეიდმა ფაფუკ სა-
წოლზე წამოაწვინა. შურამ იცოდა, რომ აქედან გასული უმან-
კო ქალიშვილი აღარ იქნებოდა, მაგრამ გაქცევის, თავის დაღ-
წევის ოდნავი სურვილიც არ გასჩენია. მეტიც, ნატრობდა, მა-
ლე მომხდარიყო ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა და საყვა-
რელ მამაკაცთან ერთად მეტი დრო გაეტარებინა. სიმორ-
ცხვის მიუხედავად, სულისა და სხეულის ხმა მას ერთგავრ მეგ-
ზურობას უწევდა. კარი დაიხურა. შურა ფანჯრის მიღმა გამეფე-
ბულ მონაცრისფრო სითეთრეს გაუნძრევლად გაჰყურებდა.
თოვლი, თითქოს მინას სილას ურტყამსო, ელვის სისწრაფით
გროვდებოდა ფანჯრის რაფაზე. ფიჭვის ტოტები, რომლებსაც
ქარი არხევდა, ფანჯრის მინასთან შეხებისას საზარელ ხმას
გამოსცემდა. კაფელით მოპირკეთებულ ბუხარში შეშა დანახ-
შირებულიყო და ცეცხლიც ისე მინავლებულიყო, ეტყობა კარ-
გა ხნის წინ დაენთოთ.

44 მკითხველთა ლიგა
შურამ მოსასხამი მშვიდად გაიხადა და ბუხრის წინ ჩამუხ-
ლულ სეიდს შეხედა. ვაჟმა მარმარილოს თაროდან ერთი მო-
რი აიღო, ბუხარში ნაღვერდალზე შეაგდო და ფიჭვის პატარა
ტოტები დაამატა. ნედლ ტოტებს ცეცხლი რომ მოეკიდა, წა-
მოდგა, ხელები დაიფერთხა და მშვიდი ნაბიჯით საწოლისკენ
გაემართა. დაუოკებელი ვნების მიუხედავად, თავის შეკავებას
ცდილობდა, თუმცა ესმოდა, რომ ამით მოსახდენს მხოლოდ
უმნიშვნელო ხნით გადაავადებდა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა
და შურას ხელები მუჭში მოიქცია, თითები მის თითებს გადააჭ-
დო და მისი ტუჩებისკენ ისე დაიხარა, რომ სხეულს არ შეხებო-
და. ფრთხილობდა, რადგან ხვდებოდა, შეშინებული ქალიშვი-
ლი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ხელიდან დასხლტომოდა.
მთელი მოთმინება მოიკრიბა და, თითქოს ერთმანეთს ახლა-
ხან შეხვდნენო, ლოყები, კისერი დაუკოცნა; უნდა დარწმუნე-
ბულიყო, რომ შურა მასთან სარეცლის გასაზიარებლად მზად
იყო. ამ წამს ელოდებოდა. იცოდა, რომ რბილ საწოლში ერ-
თმანეთზე გადაჭდობილ მათ სხეულებს ერთმანეთს ვეღარა-
ფერი დააცილებდა. და მაინც, სეიდს უნდოდა შურა სიყვარუ-
ლისათვის ნელ-ნელა მოემზადებინა, რათა ქალიშვილი თავის
გადაწყვეტილებაში საბოლოოდ დარწმუნებულიყო. კაბის ზე-
და ღილი რომ შეუხსნა, სახეში შეხედა. შურას თვალები ბუ-
ხარში დანთებული ცეცხლივით უელავდა. მორცხვად, მაგრამ
ვნებით უყურებდა. კაბა რომ გახადა, შურამ მკერდზე ხელები
აიფარა – ის ხომ მანამდე ძიძისა და დის გარდა, საცვლით
არავის დანახვებია. სეიდმა მის წინ ჩაიმუხლა, ხელის გულზე
აკოცა, ბუხრისკენ მიბრუნდა და ჩაილაპარაკა:
– არ მინდა, ისეთი რამ გაგაკეთებინო, რასაც შემდეგ ინა-
ნებ. არც ის მინდა, თავი დაიდანაშაულო ან ყველაფერი მე და-
მაბრალო. ძალიან მინდიხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ
სამუდამოდ ერთად ვიქნებით. შენ ჩემთვის განსაკუთრებული
ხარ, ჩემო პატარა შურა, გესმის? ყველასგან გამორჩეული.
ცხოვრებაში რომც ვეღარასოდეს გნახო, ჩემთვის ყოველთვის
ასეთად დარჩები.

45 მკითხველთა ლიგა
შურა მოიკუნტა და მარჯვენა გვერდზე შებრუნდა. მარჯვენა
ხელი სეიდს თმაში შეუცურა. განშორების ხსენებამ გამოაფ-
ხიზლა. იქნებ აქედან გასვლის შემდეგ ერთმანეთი ვეღარას-
დროს ენახათ. სეიდის სიყვარულის დაკარგვა არ უნდოდა. წინ
წაიწია და ტუჩები მიუშვირა. სეიდმა თავისკენ მიიზიდა. ახლა
ნამდვილად იცოდნენ, რომ მათ სხეულებს ვეღარაფერი და-
აცილებდა. სეიდმა თმიდან სარჭები გამოაცალა და თმა გა-
უშალა. შურას შიშველ სხეულს ბუხრის ალი აელვარებდა.
– ღმერთო ჩემო! რა მშვენიერი ხარ!
როცა მის შიშველ და უმანკო სხეულს ისევ ჩაეკრა, იგრძნო,
როგორ ცახცახებდა. საწოლს გადასაფარაბელი გადააძრო და
გოგონას შემოახვია. თან გაუჩერებლად კოცნიდა.
– ჩემო ლამაზო, პატარა სატრფოვ! საყვარელო, საყვარე-
ლო, საყვარელო...
როცა შიშველი სხეულებით ერთმანეთს პირველად შეეხ-
ნენ, ორივე მიხვდა, მათ სულებსა და სხეულებს ერთმანეთი
როგორ სწყუროდათ. სეიდის დაკუნთულ, ცხელ მკლავებს
მინდობილ შურას მორიდება დავიწყებოდა და ბედნიერების-
გან ცაში დაფრენდა. ნელ-ნელა ყმაწვილის ალერსს უპასუხა.
სეიდმაც იგრძნო შურას მზადყოფნა და მის ნაზ სხეულს მთელი
სიმძიმით დააწვა. შურამ სეიდის აბრჭყვიალებულ თვალებს
თვალი გაუსწორა. ხანმოკლე ნაცნობობის მიუხედავად, ისეთი
განცდა ჰქონდათ, რომ ყოველთვის ერთმანეთს ეკუთვნოდ-
ნენ. სეიდმა მხრებზე ჩამოშლილი თმა, მკერდის ღარი, მარმა-
რილოსავით მრგვალი მხრები დაუკოცნა, მისი სუფთა და
ქორფა სხეულის სურნელი ღრმად შეისუნთქა. შურა გრძნობ-
და, რომ ბავშვი აღარ იყო. საყვარელი მამაკაცი მთელი სხე-
ულითა და სულით სურდა. თავისი განწყობის საჩვენებლად
მკლავები კისერზე შემოაჭდო და თავისკენ მიიზიდა. ასეთ
ემოციებს ორივენი პირველად განიცდიდნენ. შურას სუსტ შე-
კივლებას სასიყვარულო თრობისათვის ხელი არ შეუშლია.
საბანი კარგა ხანია, იატაკზე ეგდო. მხოლოდ ერთმანეთის
სხეულების მხურვალება ათბობდათ. ერთმანეთს ისეთი ჟინით
ეწაფებოდნენ, როგორც წლების უნახავი შეყვარებულები. სე-
იდი შურას განსაკუთრებული სისათუთით ეპყრობოდა. მანამ

46 მკითხველთა ლიგა
ვერ მოსწყდა, სანამ თავისი გამოუცდელი შეყვარებულის
ალერსით არ გაძღა. შურას სიცოცხლის არსს მხოლოდ ეს მა-
მაკაცი წარმოადგენდა. სეიდს ეგონა, თავისი სხეულის დაკარ-
გული მეორე ნახევარი იპოვა.
– ჩემო პატარა სატრფოვ, ვერ გელევი! – უჩურჩულა ყურში
სეიდმა.
თუმცა ორივემ იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩა-
ხუტებულები კარგა ხანს იწვნენ ბუხრის წინ.
– ნეტავ შენი პეტერბურგში წაყვანა შემეძლოს. თუმცა ამი-
თაც არაფერი მოგვარდება.
პირველი, რაც შურამ იფიქრა, ცოლიანიაო, ამიტომ კრინტი
არ დაუძრავს..
– მალე ავსტრიის ფრონტზე მივემგზავრებით. პეტერბურ-
გში ვისთან დაგტოვო?
– როდის მიდიხარ? – როგორც იქნა ხმა ამოიღო შურამ.
ლამის საკუთარი ხმა დავიწყებოდა.
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან მალე.
– როდის დაბრუნდები?
– აი, ეგ ნამდვილად არ ვიცი, – ნაძალადევად გაუღიმა სე-
იდმა.
შურას ცრემლი მოადგა. განშორება ისედაც უჭირდა. ახლა
კი გაირკვა, რომ სეიდი ომში მიდიოდა.
– ხვდები, ჩემო პატარავ, რატომ ვერაფერს გპირდები?
შურას არ უნდოდა, სეიდს მისი ცრემლები დაენახა, მაგრამ
თავი ვერ შეიკავა, სეიდს მაგრად მოეხვია, თავი მის მკლავებ-
ში ჩარგო და აქვითინდა. სეიდმა მისი ცრემლით დანამული სა-
ხე ხელებში მოიქცია. დარდისგან ლამის გული გახეთქოდა.
– ღმერთო ჩემო! როგორ დაგტოვო და წავიდე?!
ერთმანეთს ისევ გადაეხვივნენ და მიხვდნენ, რომ ისევ ვნე-
ბიან სიყვარულს მიეცემოდნენ. შურა ახალთახალმა განცდამ
მოიცვა – თითქოს ამიერიდან მის ცხოვრებაში მხოლოდ ნაღ-
ველს უნდა დაესადგურებინა და ეს განცდა იმდენად ძლიერი
აღმოჩნდა, რომ სიყვარულის მორევში ჩაძირული უხმოდ
ატირდა.

47 მკითხველთა ლიგა
ერთმანეთთან უკვე სამუდამოდ დაკავშირებულ შეყვარებუ-
ლებს განშორება ერთი დღის შემდეგ მოუხდათ. ჯერ სეიდი და
ჯელილი გაემგზავრნენ სანქტ-პეტერბურგში. ერთი კვირის
შემდეგ კი შურა მამასა და დასთან ერთად, კისლოვოდსკში
დაბრუნდა.
იულიან ვერჟენსკი, მართალია, საბოლოოდ ვეღარ გამო-
ჯანმრთელდებოდა, მაგრამ დაავადება დროებით მაინც შე-
უჩერდა.
შურაც აღარ იყო ძველი შურა. სეიდთან სიახლოვეს თით-
ქოს სხეულიდან სულში გაეჟონა – მთვარეულივით დაბორია-
ლებდა. ერთმანეთს ჯერ არ დასცილებოდნენ, რომ უკვე ენატ-
რებოდა. მისამართები გაცვალეს და მიმოწერა გადაწყვიტეს.
მაგრამ შურა დარწმუნებული არ იყო, რომ რუსეთში გაბატო-
ნებული ქაოსის ფონზე საყვარელი მამაკაცის გულში ადგილს
დიდხანს შეინარჩუნებდა. ერთმანეთისგან ისე შორს იმყოფე-
ბოდნენ და ფრონტზე ისეთი არეულობა სუფევდა, რომ ბოლო
ორი წლის განმავლობაში თავისი ორი უფროსი ძმისგანაც კი
იშვიათად იღებდა წერილებს.
შურას, რომელიც კისლოვოდსკში ცხოვრებას ხელახლა ეჩ-
ვეოდა, დღედაღამ სეიდი ელანდებოდა. სკოლაშიც დადიოდა,
ოჯახთან ერთად ყოველდღიურ ცხოვრებასაც აგრძელებდა,
მაგრამ ერთი სული ჰქონდა ხოლმე, ვახშმის შემდეგ თავის
ოთახში ოცნებების პირისპირ დარჩენილიყო. ერთიმეორის
მიყოლებით წერილებს სწერდა. თავიდან მორცხვ და გაუბე-
დავ წერილებში თანდათან სიყვარულის უფრო თამამად და
თავისუფლად გამოხატვას შეეჩვია. მაგრამ სეიდისგან პასუხი
არა და არ ჩანდა.
როგორც იქნა, ნანატრი დღეც დადგა – ტატიანას წერილი
მოუვიდა. მოსკოველი ამხანაგისგან წერილის მიღება იმდე-
ნად ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ სახლში ეჭვი არავის არა-
ფერში შეჰპარვია. გულამოვარდნილმა შურამ თავი საკუთარ
ოთახს შეაფარა. მარტო დარჩენილმა კონვერტი გახსნა, სა-
დაც ტატიანას წერილთან ერთად კიდევ ერთი ფურცელი იდო.
ხელმოწერას დახედა თუ არა, აღტაცებული შეძახილი აღმოხ-
და და წერილი გულში ჩაიხუტა. კითხვას რომ შეუდგა, სული

48 მკითხველთა ლიგა
ისე გაუთბა, თითქოს სეიდი გვერდით ეჯდა და მისი ხელები
ეჭირა. კარპატებში, ფრონტზე გამგზავრებმდე მოწერილი წე-
რილი გამოსაგზავნად ტატიანასთვის მიუბარებია. შურა დიდ-
ხანს დაშტერებოდა სიყვარულითა და მონატრებით აღსავსე
წერილის დასასრულ მიწერილ სახელს და ფიქრობდა, რომ ის
სამუდამოდ დაკარგა. კონვერტზე მითითებული თარიღის თა-
ნახმად ქალიშვილის წერილები სეიდს ჯერ მიღებული არ ექ-
ნებოდა. შურა ძალიან წუხდა იმის გამო, რომ სეიდი ფრონტზე
მისი წერილების მიღებამდე წავიდა. ჯერ იმან ააფორიაქა, ხმა
როგორ მივაწვდინოო, შემდეგ იმაზე ფიქრი დაიწყო, სავსებით
უცხო ადამიანს როგორ ვენდეო. ცდილობდა გაეგო, ნანობდა
თუ არა თავის საქციელს. არა, სრულიად არ ნანობდა. ყველა-
ფერი თავიდან რომ დაწყებულიყო, იმავე გადაწყვეტილებას
მიიღებდა. წერილი იმდენჯერ გადაიკითხა, ლამის დაიზეპირა.
დასაძინებლად რომ დაწვა, წერილი ჯერაც ხელში ეჭირა. გუ-
ლი სტკიოდა. შეყვარებულის მოწერილ სიტყვებს დახედა და
ცრემლი წასკდა. წერილი გულში ჩაიკრა და ჩაიჩურჩულა:
– მეც ძალიან მიყვარხარ, სეიდ ემინოვ. ძალიან.

ემინოვები - ალუშტა, იალტა, 1892

ჩრდილოეთის ქარებისგან მაღალი მთებით დაცული ყირი-


მის ნაყოფიერი მიწები აზოვისა და შავ ზღვებს შორისაა გადა-
ჭიმული. წითელი მიწით დაფარული ჩრდილოეთის სტეპები
დაღმართში ადგილს ყირიმის მთებს უთმობს, რომელთა კალ-
თებზე შეფენილი კვიპაროსი, ოლეანდრი, მუხა, წიფელი,
რცხილა და არყის ხე ყირიმის ნახევრაკუნძულის მაღლობები-
დან შავ ზღვას გასცქერის. ალაგ-ალაგ, დაბლობებზე, ოქროს-
ფერი თავთავი ლივლივებს, უკიდეგანო ტყეებსა და კლდეებს
შორის, რომლებიც ზღვის სანაპირომდე ჩადის, ტერასებად ვა-

49 მკითხველთა ლიგა
ზის საღვინე ჯიშები ჩამწკრივებულა. რუსეთის იმპერიაში მთე-
ლი წლის განმავლობაში ყველაზე მზიან ტერიტორიას ყირი-
მის ნახევარკუნძული წარმოადგენს.
თავისი მამულებით ამაყობდა მირზა მეჰმედ ემინოვი. სა-
უკეთესო ხორბალი მას მოჰყავდა. პეტერბურგსა და მოსკოვში
საუკეთესო ღვინოდ მისი ვენახის „იზაბელასა” და „მუსკატის-
გან” დაწურული ითვლებოდა. ორ მწკრივად გაბმულ მავთულ-
ზე შემოხვეული ვაზის დაკრეფა უკვე შეიძლებოდა. მოსავალს
რომ ამოწმებდა, ალაჰს მადლობას სწირავდა. არაჩვეულებ-
რივი მიწა იყო, ბარაქიანი ყანები და ვენახები. თუმცა ჯაფაც
ბევრი სჭირდებოდა. მეჰმედ ემინოვს მამისაგან სმენოდა, რომ
მისი წინაპრები ყირიმში დიდი ხნის წინ დაფუძნდნენ, თუმცა
რამდენი თაობის წინ, ზუსტად არ იცოდა.
1474 წელს, როცა ყირიმი ოსმალეთის შემდაგენლობაში
გადავიდა, ყირიმელმა თათრებმა იქ ყირიმის სახანო შექმნეს
და ოსმალეთს დაემორჩილნენ. მათი დედაქალაქი ბახჩისა-
რაი გახდა. თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში შავი ზღვა
ოსამლეთისათვის შიდა ზღვას წარმოადგენდა. ოსმალეთს ყი-
რიმში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად საკმარისი ძალა შეს-
წევდა; თავის მხრივ, ყირიმის სახანოც ოსმალეთის თვალებად
და ყურებად ქცეულიყო რუსეთის ფრონტზე, რომელიც შავ
ზღვასა და ოსმალეთის შემდაგენლობაში შემავალ ქვეყნებს
ვერაფრით ელეოდა. მას შემდეგ, რაც ტახტზე პეტრე I ავიდა,
რუსეთს მადა გაეხსნა. პეტრემ, რომელმაც საზღვაო საქმე ჰო-
ლანდიაში შეისწავლა, ძლიერი ფლოტი შექმნა. ოსმალთა წი-
ნააღმდეგ შექმნილ წმინდა ლიგას შეუერთდა და აზოვის ციხე
აიღო, რითიც შავი ზღვის დაპყრობისკენ პირველი ნაბიჯი გა-
დადგა. პეტრემ ბალტიის ზღვის ხელში ჩასაგდებად შვედეთ-
თანაც ომი წამოიწყო. თავიდან რუსეთის ჯარმა მწარე მარცხი
იწვნია, მაგრამ მოგვიანებით ვითარება შეიცვალა და მიუხე-
დავად იმისა, რომ შვედებმა რუსეთში საკმაოდ ღრმად შეაღ-
წიეს, მაინც დამარცხდნენ. შვედეთის მეფე კარლოს XII დაიჭ-
რა და თავი ოსმალეთს შეაფარა. მას დადევნებული რუსები
ოსმალეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და ყველაფერი ააოხ-

50 მკითხველთა ლიგა
რეს. ყირიმში დატრიალებული ამ მოვლენების გამო ოსმალე-
თის ჯარმა რუსები პრუტის ჭაობებში მოიმწყვდია. შეშინებულ-
მა პეტრემ დაზავება მოითხოვა, რადგან უარეს შედეგებს
ელოდა. დიდვეზირი ბალთაჯი მეჰმედ ფაშა, რომელსაც თავის
მხრივ, რუსების თავდასხმების გაგრძელებისა ეშინოდა, ამ
მოთხოვნას სასწრაფოდ დასთანხმდა. 1711 წელს გაფორმე-
ბული ზავის შედეგად, რუსებს აზოვის ციხის დაბრუნება ევა-
ლებოდათ. ასე დამთავრდა პრუტის ომი. 1736 წელს რუსები
ავსტრიელებთან გაერთიანდნენ და ოსმალეთის წინააღმდეგ
ისევ ომი წამოიწყეს – ყირიმში შეიჭრნენ, აზოვის ციხე ისევ
აიღეს, ბახჩისარაი კი გადაბუგეს და მიწასთან გაასწორეს,
მაგრამ ოსმალეთი ორივე ფრონტზე გამარჯვებული გამოვი-
და. ომი 1739 წელს დადებული ზავით დასრულდა, რომლის
თანახმადაც, რუსებს ყირიმი უნდა დაეტოვებინათ. მართალია,
აზოვის ციხე მათ შერჩათ, მაგრამ იმ პირობით, რომ ციხეს და-
ანგრევდნენ.
შემდგომი 30 წლის მანძილზე ყირიმი მშვიდად ცხოვრობ-
და. სანამ დედოფალი ეკატერინე ყირიმის, კავკასიის, სრუტეე-
ბისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის დაპყრობის ჟინმა არ
შეიპყრო. ეკატერინე, ამავე დროს, ოსმალეთთან უშუალოდ
ომში ჩართვას ერიდებოდა. ამიტომ თავიდან ბალკანეთის ნა-
ხევარკუნძულზე რუსეთის ძალაუფლების დასამყარებლად
ერთგვარ ხრიკებს მიმართა. პოლონეთზე თავდასხმის შემ-
დეგ, რუსები პოლონელი ნაციონალისტების წინააღმდეგობას
გადააწყდნენ, მათ ოსმალეთის საზღვრებამდე სდიეს და იმ
ოსმალური დაბის მოსახლეობასთან ერთად ამოხოცეს, რო-
მელსაც პოლონელებმა თავი შეაფარეს. ოსმალეთმა ომისათ-
ვის თავის არიდება ვეღარ შეძლო, თუმცა იმის გამო, რომ ამ
პერიოდში საკმაოდ დასუსტებული იყო, მწარედ დამარცხდა.
რუსებმა ვლახეთისა და მოლდოვის დაპყრობის შემდეგ მდ.
დუნაი გადალახეს და ყირიმს შეესივნენ. ბალტიის ზღვაზე და-
ბანაკებული რუსეთის ფლოტი გიბრალტარის გავლით ეგეო-
სის ზღვაში შევიდა და ანატოლიის ნახევარკუნძულის სანაპი-
როსთან, ჩეშმეს ნავსადგურში ღუზაჩაშვებული ოსმალეთის

51 მკითხველთა ლიგა
ფლოტი გადაბუგა. ოსმალები იძულებულნი გახდნენ, ზავი მო-
ეთხოვათ, რომელიც მათთვის უმძიმეს პირობებს შეიცავდა.
1774 წელს გაფორმებული ქუჩუქ-კაინარჯის ზავის თანახმად,
რუსები მართალია, უკან აბრუნებდნენ ომის დროს მიტაცე-
ბულ ტერიტორიებს, მაგრამ უფლება ეძლეოდათ, შავ ზღვაზე
ფლოტი ჰყოლოდათ და ოსმალეთის ტერიტორიაზე მცხოვრე-
ბი მართლმადიდებლები დაეცვათ. ამასთან ერთად, საზავო
ხელშეკრულების დანართის მიხედვით, ოსმალეთს ყირიმი
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა ეღიარებინა, რითიც რუ-
სეთი თავისი მთავარი მიზნის მისაღწევად ნიადაგს ამზადებდა.
დამოუკიდებელი ყირიმის ოსმალეთის იმპერიის მმართვე-
ლობიდან გამოყვანამ, შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის გამაგ-
რებამ, მოსალოდნელი შედეგი გამოიღო და 1783 წელს ყირი-
მი მეფის რუსეთს შეუერთდა. ყირიმისა და ყირიმელების ბედი
ამიერიდან რუსეთის ხელში აღმოჩნდა.
მაგრამ ეკატერინე ყირიმის დაუფლებით არ დამშვიდებუ-
ლა. პირიქით, შავი ზღვის მეორე ნაპირზე გადაჭიმული დაუძი-
ნებელი მტრის – ოსმალეთის ტერიტორიამ მას ახალი ოცნე-
ბები აუშალა. ეკატერინეს მახლობელ აღმოსავლეთში მარ-
თლმადიდებლური იმპერიის შექმნა სურდა, რომელსაც თავის
შვილიშვილთან, კონსტანტინესთან ერთად ჩაუდგებოდა სა-
თავეში. მოგზაურობა ყირიმში, რომლის მიზანიც დასავლეთი-
სათვის დაპყრობილ ტერიტორიებზე ეკატერინეს გავლენისა
და ძალის დამტკიცება იყო, მართალია, ექვს თვეს გაგრძელ-
და, მაგრამ ოთხი წელი იგეგმებოდა. ამ გეგმის ავტორმა და
სულისჩამდგმელმა, გენერალმა გრიგოლ ალექსანდრეს ძე
პოტიომკინმა, რომელმაც დედოფლის ყურადღება რუსეთ-
თურქეთის პირველი ომის შემდეგ მიიპყრო, მოგვიანებით კი
მისი საყვარელიც გახდა, უცხოელებზე სათანადო შთაბეჭდი-
ლების მოსახდენად ძალა და ღონე არ დაიშურა.
1787 წლის იანვარში, სამი ათასიანი ჯგუფი პეტერბურგი-
დან სამხრეთისკენ დაიძრა და ფლოტთან ერთად, რომელიც
ოთხმოცი ერთეულისგან შედგებოდა და მდ. დნეპრზე მათ
ელოდებოდა, მაისის თვეში ყირიმის სანაპიროს შემოვლას
შეუდგა. სტუმრები ნანახით გაოცებულნი დარჩნენ – მთელი

52 მკითხველთა ლიგა
სანაპიროს გაყოლებაზე სადღესასწაულო ტანსაცმელში გა-
მოწყობილი ახალგაზრდები მღეროდნენ და ცეკვავდნენ,
მწყემსები სალამურზე უკრავდნენ, ახალთახალ ფორმაში გა-
მოწყობილი კაზაკი და თათარი სამხედროები დაიჯგიმებოდ-
ნენ, საღამოობით ფეიერვერკის ფონზე გლეხები საგუნდო სიმ-
ღერებს ასრულებდნენ. სევასტოპოლსა და ბახჩისარაიში დო-
ნელი კაზაკებისა და თათრების სამხედრო დანაყოფები საბ-
რძოლო სცენებს წარმოადგნდნენ. ეკატერინე განსაკუთრე-
ბით ეცადა ამ მოგზაურობისას თავისი სამომავლო გეგმები
დასავლელი მეგობრებისათვის ეგრძნობინებინა. მდ. დნეპრი
ძველი ბერძნული სახელწოდებით – „ბორისთენით” აღანიშ-
ნინა; ხერსონის პორტში მდგარ სამხედრო გემებზე ასევე ბერ-
ძნული წარწერები გააკეთებინა – „ეს გზა ბიზანტიისკენ მი-
დის”. ბოლოს, პოლტავაში შვედეთის მეფის, კარლოს XIII-ის
პეტრე დიდთან მარცხის ინსცენირება წარმოადგინეს. დასას-
რულ, სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურებმა შე-
ძახილებით დააგუგუნეს: „გაუმარჯოს ჩვენს დედოფალს!”
რა თქმა უნდა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი
რეალურ ვითარებას შეესაბამებოდა. ამბობდნენ, რომ ოთხ
წელიწადში პოტიომკინმა იქაურობა უზარმაზარ სცენად აქ-
ცია. ამ პომპეზური ილუზორული სამყაროს შეფასება მოგზაუ-
რობის მონაწილეებს მივანდოთ; სიმართლე კი მხოლოდ პო-
ტიომკინმა და ყირიმელმა თურქებმა იცოდნენ, რომლებიც ამ-
დენი უბედურების ფონზე ეკატერინეს ზარ-ზეიმით უნდა შეგე-
ბებოდნენ.
ყირიმის ათვისების პოტიომკინისეული პროექტი, რომლის
მიზანიც ეკატერინეს მაამებლობა იყო, დროთა განმავლობაში
მას აკვიატებად ექცა. 1784 წელს სევასტოპოლში სახმედრო-
საზღვაო ბაზა შეიქმნა, 1794 წელს კი იგივე ოდესაში განხორ-
ციელდა, რამაც რუსეთი შავ ზღვაზე საგრძნობლად გააძლი-
ერა.
ამგვარად, ეს თურქული ტომი, რომლის თაობები აქ შუა
აზიიდან გადმოსახლებულიყვნენ, რომელიც მრავალი წლის
განმავლობაში მოსკოვს თავს ესხმოდა და შიშის ზარს სცემდა,
რომელიც ერთხანს იმავე ტერიტორიიდან გადმოსახლებულ

53 მკითხველთა ლიგა
სხვა თურქულ ტომებთან ერთად ოსმალებთან იყოფდა ბედის-
წერას, საბოლოოდ რუსული საზოგადოების ნაწილად იქცა.

კურტ სეიდი - ალუშტა, 1892

მეჰმედ ემინოვის ოჯახი იალტაში თურქული წარმოშობის


ერთ-ერთი უძველესი და უკეთილშობილესი ოჯახი იყო, რის
გამოც იგი მცირეწლოვან ასაკში მოსკოვში სამხედრო განათ-
ლების მისაღებად გაიგზავნა. ყირიმელი, აზერბაიჯანელი და
კავკასიელი მუსლიმებით დაკომპლექტებული პოლკის კავა-
ლერისტთა დანაყოფში მსახურობდა და მეფის გვარდიის
ოფიცრობას მიაღწია. შვებულებას ალუშტაში ატარებდა ხოლ-
მე, ვენახებსა და ბაღებს შემოივლიდა, მოსავალს აღრიცხავ-
და, გაყიდვას გეგმავდა. თუ ყველაფერი კარგად გაიყიდებო-
და, მომავალი წლის სახნავ-სათესი სამუშაოებისათვის მითი-
თებებს იძლეოდა და თავის სამხედრო ნაწილს უბრუნდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს, პეტერბურგსა და ლივადიას
შორის მოგზაურობისას მშვენიერ დროს ატარებდა, ემინოვს,
სანამ ცოლს შეირთავდა, იალტა და თავისი მამული ძალიან
ენატრებოდა ხოლმე – სახლი ჭადრების ჩრდილქვეშ, ვენახე-
ბი, მარილიანი წყლის სუნი, შავი ზღვიდან რომ მოდიოდა. და-
ქორწინების შემდეგ კი მხოლოდ თავის პატარა, მზეთუნახავ
ცოლთან განშორება ადარდებდა.
მჩქეფარედ გატარებული მარტოხელა ცხოვრების შემდეგ
ემინოვმა შორეული ნათესავების, პარტეროვების ქალიშვილ-
ზე, ზაჰიდეზე იქორწინა. წარმოშობით პრუსიელი პარტეროვე-
ბი ცნობილი ოჯახი იყო; პოლტავაში დიდი მამული ჰქონდათ.
ზაჰიდე მათი მეოთხე შვილი, ერთადერთი გოგონა და შესაბა-
მისად, თვალისჩინი იყო. ზაფხულობით იალტას სტუმრობ-
დნენ ხოლმე. ზაჰიდეს ალუშტიდან წასვლა აღარ უნდოდა. თა-
ვისი ქათქათა კანის, თხელი აღნაგობისა და ელვარე ლურჯი

54 მკითხველთა ლიგა
თვალების წყალობით ყველა იალტელი ყმაწვილის გული და-
ეპყრო, მაგრამ თვითონ ბავშვობიდან ემინოვი უყვარდა, რო-
მელიც დროს ძირითადად პეტერბურგში ატარებდა და ალუშ-
ტაში იშვიათად ჩამოდიოდა. თეთრხალიან შავრაზე ამხედრე-
ბული რომ გამოჩნდებოდა ხოლმე, ზაჰიდეს ლამის გული
უჩერდებოდა. ქალიშვილი ხშირად დასტიროდა თავის უიღ-
ბლო სიყვარულს. მეჰმედს მოსკოვში ვინ იცის, რამდენი რუსი
საყვარელი ჰყავდა ან როგორ ცხოვრებას ეწეოდა. რაში სჭირ-
დებოდა მასავით პატარა, გამოუცდელი, უნიათო გოგო?
მაგრამ ცდებოდა. მეჰმედმა ის ორი წლით ადრე ერთი ნა-
თესავის ქორწილში ნახა. ტანწერწეტა ზაჰიდეთი მოხიბლულს
მისი ლურჯი თვალები გონებიდან დიდხანს არ ამოსვლია. გა-
დაწყვიტა, მამას მოთათბირებოდა. მამას უთქვამს, ცოტაც მო-
ვიცადოთ, ჯერ ძალიან პატარააო, მაგრამ მეჰმედმა იცოდა,
რამდენი მთხოვნელი ჰყავდა ზაჰიდეს – უმრავლესობა მისი
მეგობრები იყვნენ. გოგონას შესაძლოა სხვა შეჰყვარებოდა.
ამ დროს, ზაჰიდე ყველა მაჭანკალს სხვადასხვა მიზეზით უკან
ისტუმრებდა და თავის საოცნებო უფლისწულს ელოდა. მიუხე-
დავად ამისა, ემინოვები ხელის სათხოვნელად რომ მიადგნენ,
არ დაიჯერა. პარტეროვებმა ქალიშვილის დარდი კარგად
იცოდნენ, ამიტომ ემინოვებს ზედმეტი პრანჭვის გარეშე დას-
თანხმდნენ. მით უმეტეს, რომ მეჰმედზე უკეთეს სასიძოს ვერც
ინატრებდნენ. ზაჰიდეც უკვე 16 წლისა იყო, ტანიც აეყარა. მა-
შინვე პირობა დადეს და ხანმოკლე მოსამზადებელი პერიო-
დის შემდეგ კიდეც იქორწინეს.
მწიფე მტევნებთან ჩამუხლული მეჰმედი თითებს შორის მი-
წას ცრიდა და წარსულზე ფიქრობდა. მისი საყვარელი ზაჰი-
დეც ამ მიწასავით ნოყიერი გამოდგა. ქორწილიდან ზუსტად
ცხრა თვეში არაჩვეულებრივი გოგონა გააჩინა. ბავშვი ჯერ
წლისაც არ იყო, რომ მეორედ დაფეხმძიმდა. დღეს-ხვალ იმ-
შობიარებდა. კიდევ ბევრი შვილი უნდოდა ემინოვს. მისი შვი-
ლები ბევრ ხორბალსა და თამბაქოს მოიწევდნენ, ვაზს მოაშე-
ნებდნენ, წიფლის ხეების მსგავსად, ამ მიწაში ფესვებს გაიდ-
გამდნენ და მისი შვილიშვილებიც ამ მიწას მასავით თითებს
შორის გაცრიდნენ. მეჰმედმა ხელები დაიფერთხა, წამოდგა,

55 მკითხველთა ლიგა
ყურძნის მტევნებს გამოდებული ფაფახი გაისწორა და ნელი
ნაბიჯით გზას გაუყვა. დახრილი ფერდობი, რომელზეც ვენახი
იყო გაშენებული, მოულოდნელად ზღვისკენ ჩამავალ ციცაბო
კლდეებში გადადიოდა.
შავი ზღვა, გიჟმაჟი ზღვაო, გაიფიქრა მეჰმედმა. უცებ ვენა-
ხის მეორე ბოლოში მოურავი დაინახა, რომელიც ქუდს უქნევ-
და და რაღაცას უყვიროდა. შიში შეეპარა, ზაჰიდეს რამე ხომ
არ შეემთხვაო.
– რა მოხდა? რა?
– კარგი ამბავია, ჩემო ბატონო! კენჭივით ვაჟი შეგეძინათ!
– უპასუხა მოურავმა და სცადა, თავი მოეწესრიგებინა.
– მადლობა ალაჰს! – შვებით ამოისუნთქა მეჰმედმა, – ცო-
ლი? ჩემი ცოლი როგორ არის?
– ზაჰიდე ჰანუმიც კარგად არის და ბავშვიც. ჰაჯერმა ასე
მითხრა.
ჰაჯერი მოურავი ჯემალის ცოლი იყო. ბებიაქალობას
ეწეოდა. უფროსი შვილი, ჰანიფეც მისი დახმარებით გაჩნდა.
თავისი საქმე კარგად იცოდა, ზედმეტი ალიაქოთის გარეშე მუ-
შაობდა, მომავალ დედასაც და სახლში მოგროვილ ნათესა-
ვებსაც ამშვიდებდა. მეორე შვილის შეძენით გახარებულმა
მეჰმედმა ჯემალს პერანგის ჯიბეში ფული ჩაუჩურთა. მოურავს
მადლიერად შეხედა, მხარზე ხელი დაჰკრა, იცოცხლე, იცოც-
ხლეო, ჩაილაპარაკა და სასწრაფოდ სახლისკენ გასწია.
ორმოცი დღის შემდეგ მათ ორსართულიან ქვის სახლში სა-
დოვაიაზე მუეძინი ახალშობილს ყურში სახელს ჩასჩურჩუ-
ლებდა:
– სეიდ მეჰმედ, სეიდ მეჰმედ, სეიდ მეჰმედ.
პატარა სეიდი ისე ძალიან ტიროდა, რომ ლოცვას ზედმეტი
სახელიც მიაყოლეს – „კურტ”1 ყირიმში ძველთაგანვე გავ-
რცელებული რწმენის თანახმად, ჩვილები შიშისგან ტირიან,
რადგან შორიდან მგლების ყმუილი ესმით. ამ შიშს მხოლოდ

1 kurt – მგელი (თურქ.).

56 მკითხველთა ლიგა
იმ შემთხვევაში დაძლევდნენ, თუ მათაც მგლად მოიხსენიებ-
დნენ. არავინ იცის, რატომ, მაგრამ იმ დღიდან სეიდს აღარ
უჭინჭყლია, სახელი „კურტი” კი შერჩა.

ალუშტა - 1904

ჭადრებით დაჩრდილულ დიდ სახლში ემინოვები ერთიმეო-


რის მიყოლებით დაბადებულ ბავშვებთან ერთად ამქვეყნად
ყველაზე ბედნიერი წყვილის ცხოვრებით ცხოვრობდნენ. სე-
იდის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ – მაჰმუდი, ექვსი წლის
შემდეგ კი ოსმანი შეეძინათ. ყველა ბავშვი – ჯანმრთელი,
თუმცა თხელი აღნაგობისა იყო. სეიდს ზუსტად დედასავით
ლურჯი თვალები ჰქონდა. და-ძმას შორის ლიდერის თვისებე-
ბითა და თავისი ასაკისათვის ნაადრევი ჭკუით გამოირჩეოდა,
რის გამოც მამის თვალშიც განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
მეჰმედ ემინოვი შვილებით ძალიან ამაყობდა. რომ მოხუცდე-
ბოდა, მის ადგილს სეიდი დაიკავებდა. გული დამშვიდებული
ჰქონდა. ოჯახი იზრდებოდა; ისეთი შვილი ჰყავდა, რომელიც
მისი მამულის მართვას შეძლებდა. ერთ დღეს, როცა თავისი
ოცნებები ხმამაღლა წამოსცდა, ზაჰიდემ ხუმრობით დასცინა:
– კარგი, რა, ემინოვ! თითისტოლა ბავშვთან დაკავშირებით
რა გეგმებს აწყობ! თანაც, და-ძმას შურიანობისკენ უბიძგებ.
ისე ლაპარაკობ, თითქოს დანარჩენები ჩვენი შვილები არ
არიან!
მეჰმედი ცოლს სადარდებელს მიუხვდა, ხელი მოჰკიდა და
გვერდით მოისვა. ბავშვები ბუხრის წინ თამაშობდნენ. სეიდი
ჰანიფეს, მაჰმუდსა და ოსმანს ზღაპარს უყვებოდა. ბავშვები
ძმას ხან თვალდაჭყეტილები უსმენდნენ, ხან კი სიცილით იგუ-
დებოდნენ. ჰანიფე, მართალია, ძმაზე ერთი წლით უფროსი
იყო, მაგრამ თითქოს მის უფროსობას აღიარებდა. მაჰმუდი და

57 მკითხველთა ლიგა
ოსმანი კი უფროს ძმას აღმერთებდნენ. როცა სადმე მიდიოდ-
ნენ, სეიდს მაშინვე ორივე მხრიდან ამოუდგებოდნენ და ხელს
ჩაკიდებდნენ ხოლმე, რადგან ასე თავს უფრო იმედიანად
გრძნობდნენ. ერთმანეთში აქამდე ჩხუბიც კი არ მოსვლიათ.
სახლში იქნებოდა თუ სახლის გარეთ, ლიდერობას ყოველ-
თვის სეიდი კისრულობდა და ამას ყოველგვარი ძალდატანე-
ბის გარეშე ახერხებდა. უფროსმა დამაც და ძმებმაც მისი უპი-
რატესობა თავიდანვე ნებაყოფლობით აღიარეს.
ზღაპრის თხრობა რომ დაამთავრა, სეიდი სამივეს ჩაეხუტა,
გადაკოცნა და ძილის დრო მოსულაო, უთხრა.
ჰანიფემ და ბიჭებმა მშობლებს ღამე მშვიდობისა უსურვეს
და სეიდთან ერთად ზევით, თავიანთ ოთახებში მორჩილად
ავიდნენ.
– მიხვდი, რასაც ვგულისხმობდი? – ალერსიანად უთხრა
ემინოვმა ცოლს, – სეიდის არათუ არ შურთ, თავიანთ ხანად
ნებაყოფლობით აირჩიეს. ეს ბავშვი არავის დაჩაგრავს, გულს
არავის ატკენს. ქონებას ის თუ განკარგავს, ამით და-ძმაზე კი-
დეც იზრუნებს და საქმესაც გაუადვილებს.
– მგონი, მართალი ხარ, ემინოვ, – მიუგო ზაჰიდემ, – ტყუ-
ილად დაგადანაშაულე. კარგად მოგიფიქრებია. მთავარია,
კარგი ბედი შეხვდეს.
როდესაც მამა პეტერბურგსა და მოსკოვში თავისი მოვა-
ლეობის შესასრულებლად მიდიოდა, ბავშვების აღზრდა ზაჰი-
დეს ევალებოდა. მეჰმედს უნდოდა, რომ სეიდი კარგი ცხენო-
სანი ყოფილიყო, ამიტომ მოურავი ჯემალი საგანგებოდ გაფ-
რთხილებული ჰყავდა. ზოგჯერ რამდენიმე თვიანი განშორე-
ბის შემდეგ დაბრუნებული მეჰმედი პირველ რიგში სეიდის ახ-
ლად ნასწავლ ტრიუკებს ნახულობდა და ყოველ ჯერზე ვაჟის
ოსტატობა სიამაყის განცდას ანიჭებდა.
თავისი ხანმოკლე ვიზიტებისას ემინოვი დედაქალაქში დაწ-
ყებულ კლასობრივ ბრძოლაზე ყვებოდა, მაგრამ იალტაში
ცხოვრება ისე მშვიდად, ისე ბედნიერად მიედინებოდა, რომ
ზაჰიდემ მეხუთე ბავშვიც გააჩინა – ჰავა. ამ დროს ჰანიფე –
თერთმეტის, სეიდი – ათის, მაჰმუდი – რვის, ოსმანი კი ექვსი
წლისა იყო. ჰავა თავისი ქათქათა კანითა და უზარმაზარი

58 მკითხველთა ლიგა
ლურჯი თვალებით დედას ყველაზე მეტად ჰგავდა. ზაჰიდე ჯერ
მხოლოდ ოცდაშვიდი წლისა იყო. ხუთი შვილი თითქოს არც
გაუჩენია, ძველებურად სუფთა, ბავშვური გამოხედვა და სპი-
ლოს ძვალივით გადაპრიალებული კანი ჰქონდა. მეჰმედ ემი-
ნოვი ცოლზე გიჟდებოდა, რადგან მხოლოდ მან იცოდა, რო-
გორი ცხელი, მწიფე ქალურობა იმალებოდა ამ ბავშვური სი-
ლამაზის უკან.
იმავე წლის ზაფხულში სეიდისა და მაჰმუდის წინადაცვეთა
გადაწყდა. მაჰმუდისთვის ეს ამბავი მხოლოდ ლამაზ საჩუქ-
რებს უკავშირდებოდა, სეიდისათვის კი – დავაჟკაცებას, ამი-
ტომ ორივენი აღელვებულნი ელოდნენ. სახლში დიდი სამზა-
დისი დაიწყო. ქვედა სართულის ერთ-ერთ დიდ ოთახში უშვე-
ლებელი საწოლი დაიდგა, რომელზეც მოქარგული, გახამებუ-
ლი ბალიშები, ზეწრები და აბრეშუმისპირიანი საბნები დაიგო.
ზაჰიდე და სამი-ოთხი ხელებდაკაპიწებული დამხმარე სახლს
აწკრიალებდნენ. ჩამოსულებისათვის სასტუმრო ოთახები გა-
აღეს. ბაღში მაგიდები და სკამები გაეწყო, ლამპიონები დაიკი-
და. ზაჰიდე ცდილობდა, რომ ემინოვის ჩამოსვლამდე ყველა-
ფერი მოეგვარებინა. ზეიმის წინა ღამეს, როგორც იქნა, მეჰ-
მედმაც ჩამოაღწია. როგორც კი ზაჰიდემ ცხენის ფლოქვების
ხმა გაიგონა, ფარნით ხელში მაშინვე გარეთ გავარდა. მეჰმე-
დი იყო თუ ცუდი ამბავი? შალშემოხვეული სიგრილეში იდგა
და ელოდა. მხედარი, რომელიც ჭიშკართან მეჯინიბეს ესაუბ-
რებოდა, უმალ იცნო. უკუნი ღამეც რომ ყოფილიყო, მისი ხმა
რომც არ გაეგონა, ქმარს ცხენზე ჯდომის მედიდური მანერით
მაშინვე ცნობდა ხოლმე. გული სიხარულით აევსო. ჭადრებ-
ქვეშ მისკენ გაემართა. მაჰმუდი ცხენს მოაჭენებდა. ფარნის
შუქზე გრძელ თეთრ საღამურიანი, შალმოსხმული ცოლის და-
ნახვისთანავე სადავეებს მოქაჩა და შეშფოთებული ჩამოქვე-
ითდა.
– ზაჰიდე! რამე მოხდა? ამ შუაღამისას გარეთ რა გინდა?!
ქალს სახეზე სიხარული და ბედნიერება ეწერა. ემინოვი
ცოლს აღტაცებული მისჩერებოდა. სუსტი სიო თმას უწეწავდა,
თვალები სიყვარულით უელავდა, ფარნის შუქით განათებული

59 მკითხველთა ლიგა
ნატიფი სხეულით ფერიას ჰგავდა. მონატრებულებმა ერთმა-
ნეთი უხმოდ გულში ჩაიკრეს.
– შეციებული ხარ, – უთხრა ზაჰიდემ და გაუპარსავ, დაღ-
ლილ სახეზე მიეფერა.
ემინოვმა ცოლს ფარანი გამოართვა, ჩააქრო, იქვე ძელ-
საჯდომზე დადგა, ცხენს მოახტა და ცოლს ხელი გაუწოდა. ზა-
ჰიდე მის ღონიერ ხელს დაეყრდნო, ცხენს ისიც მოხდენილად
მოახტა და ქმარს ზურგზე ხელები მოჰხვია. მეჰმედმა ცხენი
ნელ-ნელა სახლისკენ მიმართა, შემდეგ წამით შედგა, ცოლს
შუბლზე ეამბორა და ჩასჩურჩულა:
– სითბოდან მოდიხარ. იქნებ მეც გამათბო.
სიბნელის მიუხედავად, ზაჰიდეს სახეზე ალმური მოედო.
ახალი პატარძალივით აღელდა. ენით აუწერელი ბედნიერე-
ბით აცრემლბული თვალები მილულა. ემინოვმა ცხენი სახლი-
საკენ გააჭენა.
იმ ღამეს არ უძინიათ. ერთმანეთთან შეხვედრითა და მეორე
დღის მოლოდინით გამოწვეულმა მღელვარებამ ცოლ-ქმარს
ღამე თეთრად გაათენებინა. ოთახი მზის პირველმა სხივებმა
რომ გაანათა, მეჰმედი ახალი ჩაძინებული იყო. ზაჰიდემ შუბ-
ლზე ნაზად აკოცა, საბანი გაუსწორა, ფარდები ჩამოაფარა,
სასწრაფოდ ჩაიცვა და ფეხაკრეფით ოთახიდან გავიდა. მშობ-
ლების საძინებლის გვერდით ჰავას ოთახი იყო. ზაჰიდემ
ბავშვს დახედა. ჰავას, რომელსაც თეთრი კანი და ვარდისფე-
რი ლოყები ქვის თოჯინას მიუგავდა, ცალი ცერი პირში ჩაეჩა-
რა და ისე ტკბილად ეძინა, რომ ზაჰიდე მის გაღვიძებას მოერი-
და, ხელში ფრთხილად აიყვანა, დივანზე ჩამოჯდა და ბლუზა
შეიხსნა. რძით სავსე მკერდი ტკიოდა. ჰავას მართალია, არ
გაღვიძებია, მაგრამ დედის სუნი იკრა, პირი დააფჩინა და ძუ-
ძუს სწვდა.
– ღმერთო! რა კარგი ვქენი, რომ გაგაჩინე, რა გადასარევი
ვინმე ხარ! – ჩაიჩურჩულა შვილის შემყურე ზაჰიდემ.
გამაძღარი ბავშვი აკვანში დააბრუნა, კარი გამოიხურა და
ბიჭების ოთახს მიაშურა. სეიდი ამდგარიყო და ძმების გაღვი-
ძებას ცდილობდა.
– მაჰმუდ, გაიღვიძე, დღეს ჩვენი დღეა, ადექი, გათენდა!

60 მკითხველთა ლიგა
მაჰმუდი ისე წამოხტა, თითქოს სადგისი შეურჭესო, თვალე-
ბი მოიფშვნიტა და იკითხა:
– როდის იწყება? ახლავე?
– არა, ახლავე არა, – სიცილი წასკდა ზაჰიდეს, – ჯერ კიდევ
ბევრი საქმე გვაქვს. უნდა დაიბანოთ და მამასთან ერთად დი-
ლის ნამაზზე წახვიდეთ.
დედის დანახვაზე ბიჭები მას მისცვივდნენ და კალთაზე შე-
მოეხვინენ. სეიდმა შეკითხვები დააყარა:
– მამა ჩამოვიდა? როდის? წავალ, ვნახავ...
– მოიცა, შვილო. გვიან ჩამოვიდა, დაღლილია. ცოტა მაინც
გამოიძინოს. მალე მაინც უნდა გავაღვიძო მეჩეთში წასასვლე-
ლად. მანამდე ნუ გააღვიძებ.
– წინადაცვეთა მამასაც ჩაუტარეს? – იკითხა მაჰმუდმა.
– რა თქმა უნდა, შტერო, – სეიდმა ძმას ლოყაზე უჩქმიტა, –
წინადაცვეთა ყველა მამაკაცს უტარდება.
– როგორ?
– კუტუს წვერს აჭრიან, – დამრიგებლის ტონით მიუგო სე-
იდმა.
– ტყუის, არა, დედიკო? – წამოიძახა შიშისაგან თვალებგა-
ფართოებულმა მაჰმუდმა, – ჩემი ძმა ხომ ტყუილს ამბობს? –
მაჰმუდი დედის პასუხს არ დალოდებია, საწოლზე პირქვე და-
ემხო და აზლუქუნდა, – კუტუს არ მოვაჭრევინებ! კუტუს არ მო-
ვაჭრევინებ!
ზაჰიდე მაჰმუდის დამშვიდებას ეცადა და სეიდს შეუტია:
– ხედავ, რა ჩაიდინე, სეიდ! არ გრცხვენია?! ბავშვის ასე შე-
შინება იქნება?!
ის იყო, მაჰმუდმა დედის კალთაში ტირილს უკლო, რომ სე-
იდმა იმავე ტონით განაგრძო:
– რისი ეშინია? კაცი არ არის? თანაც მე ტყუილი არ მით-
ქვამს. კუტუს რომ წააჭრიან, თვითონაც მიხვდება.
ზაჰიდემ, რომლის კალთაში მაჰმუდმა ისევ ტირილი დაცხო,
დაბნეულობისაგან აღარ იცოდა, რა მოემოქმედებინა. ბიჭებს
დაუყოვნებლივ ემინოვი უნდა დალაპარაკებოდა. ამას ზაჰიდე
ვერ აუხსნიდა. მისი ძმებიც დაცვეთილები იყვნენ, მაგრამ ამ
თემაზე ტრადიციულად ბიჭებს მამები ესაუბრბოდნენ ხოლმე,

61 მკითხველთა ლიგა
დედები არ ერეოდნენ. ძმის ქვითინმა სეიდიც დააღონა. მის
დასამშვიდებლად სიტყვებს ეძებდა.
– არც ისეთი საშიშია, მაჰმუდ, გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს...
– სეიდი ძმას ცრემლით დანამულ ლოყაზე მიეფერა და განაგ-
რძო, – იცი, როგორ საჩუქრებს მიიღებ? დაცვეთის შემდეგ უკ-
ვე დიდი კაცი იქნები.
მაჰმუდი თითქოს ოდნავ დამშვიდდა. ზაჰიდემ დრო იხელთა
და თავისი საძინებლისკენ გაიქცა. მეჰმედს უკვე გაღვიძებოდა
და ასადგომად ემზადებოდა. ცოლის დანახვამ კარგ გუნებაზე
დააყენა.
– ეს რა ამბავია? ასეთი აურზაური პეტერბურგშიც კი არ
არის.
– ემინოვ, სასწრაფოდ ერთი საკითხი უნდა მოაგვარო, – სე-
რიოზულ ვითარებაში ზაჰიდე ქმარს გვარით მიმართავდა
ხოლმე, – ახლავე ბავშვებს უნდა დაელაპარაკო.
– რომელ ბავშვებს? გოგონებს თუ ბიჭებს? უფროსებს თუ
ხუთივეს ერთად?
– სულ არ მეცინება, ემინოვ. საცაა წინადაცვეთა დაიწყება,
შენ კი ბიჭებისთვის არაფერი აგიხსნია. სეიდს რაღაცებისთვის
ყური მოუკრავს. ისიც, ალაჰმა უწყის, ვისგან რა გაიგო.
მეჰმედმა უცებ სერიოზული გამომეტყველება მიიღო.
– მართალი ხარ, – მოუბოდიშა ცოლს, – ბავშვებს სათანა-
დო დროს ვერ ვუთმობ. მათ უფრო ხშირად უნდა ვესაუბრო
ხოლმე. ნუ გეშინია, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ. შემდეგ
კი დავიბანთ და მეჩეთში წავალთ.
ზაჰიდემ შვებით ამოისუნთქა. მეჰმედი ბიჭების ოთახისკენ
გაემართა, თვითონ კი აბანოს შესამოწმებლად წავიდა.
ცოტა ხანში სახლის მამაკაცები დაბანილები და ჩაცმულები
იყვნენ. მაჰმუდი აღარ ტიროდა. მეტიც, მოზრდილივით იქცე-
ოდა. სუნეთისთვის2 განკუთვნილი საგანგებო ტანისამოსი ეც-
ვათ: თეთრი პერანგი და შარვალი, ცალი მხრიდან წელამდე –
წითელი ატლასის სარტყელი, მეორე მხარზე – ავი თვალის სა-
წინააღმდეგო თილისმა.

2 წინადაცვეთა (თურქ.)

62 მკითხველთა ლიგა
ხელიხელჩაკიდებულები მამასთან ერთად სახლიდან რომ
გადიოდნენ, ზაჰიდემ სიამაყით აღსავსე მზერა გააყოლა.
ღმერთო, რა მალე გაიზარდნენო, ჩაილაპარაკა თავისთვის.
ნაშუადღევს სახლში მღელვარებამ უმაღლეს წერტილს მი-
აღწია. სამზარეულოში გაქაფული მზარეულები სადღესასწაუ-
ლო კერძებს ამზადებდნენ: ღვეზელებს, ფხალეულს, ხალვას,
სხვადასხვანაირ ფლავს, შარბათებს. სანამ მეჰმედი ბიჭებს
ართობდა, ზაჰიდე სამზარეულოს, სარდაფსა და ბაღს შორის
დაქროდა და სამზადისს თვალს ადევნებდა. გარდა იმ საათე-
ბისა, როცა ძუძუ უნდა ეწოვებინა, ჰავას მოვლა ჰანიფეს და-
ევალა, რომელმაც დრო იხელთა და თავის პატარა დაიკოს
სახლობანას ეთამაშებოდა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ
ყველაფერი რიგზე იყო, ზაჰიდე თვითონაც მოსამზადებლად
წავიდა. ჯერ დაიბანა. წელამდე თმის გასაშრობად დრო აღარ
რჩებოდა. კარადიდან ღია ცისფერი შიფონის კაბა გამოიღო,
რომელიც მეჰმედს განსაკუთრებით მოსწონდა. სველი თმა
ორ ნაწნავად გაიყო. წელზე ქორწილში ნაჩუქარი ფართო კავ-
კასიური სარტყელი შემოირტყა. ნაწნავები უკან გადაიგდო,
ვერცხლის ქამარში გაატარა, სარკეში ჩაიხედა. დიახ, ყვე-
ლაფრისათვის მზად იყო. საკუთარ თავს მეტ დროს ვეღარ და-
უთმობდა. კიბე ჩაირბინა. ჰოლში მოურავი ჯემალის ხმა შემო-
ესმა.
ემინოვი ჯემალთან ერთად შემოსასვლელში ხოჯასა და
დამცვეთს ეგებებოდა. სტუმრები დიდ დარბაზში შეიყვანეს,
ლიმონათი მიართვეს. აღელვებული ბიჭები მეზობელ ოთახში
ელოდებოდნენ. მეჰმედმა ორივეს ხელი ჩაჰკიდა და ხოჯას მო-
უყვანა. სეიდი და მაჰმუდი ხოჯას ხელზე ემთხვივნენ. თოვლი-
ვით თეთრთმიან, მაღალ, თეთრწვერა ხოჯას რბილი და მშვი-
დი ხმა ჰქონდა. ბიჭები გვერდით მოისვა.
– ალაჰმა გაგიზარდოთ! თვალი არ ეცეთ, ლომივით ვაჟკა-
ცები გყოლიათ!
ხოჯა თავდაპირველად სეიდს მიუბრუნდა. მაჰმუდი მოვლე-
ნებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ხოჯა ეფენდიმ სა-
ლოცავად ცალი ხელი გაშალა, მეორე სეიდს თავზე დაადო,

63 მკითხველთა ლიგა
ნახევრად დახუჭული თვალებით რაღაცას ბუტბუტებდა, დრო-
დადრო სეიდს უბრუნდებოდა და სულს უბერავდა. ყოველი შე-
ბერვისას სეიდს შუბლზე ქოჩორი უფრიალებდა და თვალებს
ახამხამებდა, რაც მაჰმუდს ძალიან ართობდა. ბოლოს, ხოჯას
ჩალმის თავზე მფრინავი ბუზი რომ დაინახა, ვეღარ მოითმინა
და ახითხითდა. თუმცა მამის მკაცრი მზერის დანახვისთანავე
გაჩუმდა. ამასობაში, ხოჯამ ლოცვა დაამთავრა, სეიდს ხელი
გაუშვა და ამინო, დაიძახა.
– ღმერთმა ქნას, კარგი შვილი და ღონიერი მამაკაცი დად-
გეს!
სეიდს ისეთი განცდა ჰქონდა, თითოქს დიდი გამოცდის ნა-
ხევარი გაევლო. მამას გვერდით მოუჯდა და მაჰმუდისთვის
შესრულებულ ლოცვას მიუგდო ყური.
ოთახში, სადაც სუნეთის ცერემონია უნდა შესრულებული-
ყო, დამცვეთს უკვე ინსტრუმენტები მოემზადებინა და მათ
ელოდებოდა. ერთი ჩია, უხმო კაცი იყო. მისმა სიმშვიდემ
მღელვარება ბავშვებსაც დაუცხრო. დარწმუნებული იყვნენ,
რომ ეს უბოროტო კაცი არაფერს დაუშავებდათ.
სახელოდაკაპიწებული დამცვეთი, რომელსაც ხელები წამ-
ლიან წყალში ამოევლო, ოთახის კარში გამოჩნდა.
– მე მზადა ვარ, ბატონო. რომლიდან დავიწყო?
მეჰმედმა იცოდა, რომ უმცროსი ბიჭი საკმაოდ შეშინებული
იყო. ამიტომ გადაწყვიტა, მისი ტანჯვისათვის ბოლო მოეღო,
თუმცა აღმოჩნდა, რომ ის სეიდის ზურგსუკან იმალებოდა.
– ჯერ მე! – წამოიძახა სეიდმა, ერთი ნაბიჯით წინ წამოიწია
და კანკალის შესაკავებლად სუნთქვა შეიკრა.
მაჰმუდმა უფროს ძმას მადლიერი მზერა ესროლა. სეიდი,
როგორც ყოველთვის, მხსნელად მოევლინა. ემინოვმა სეიდს
ალერსიანად მოჰხვია ხელი და დამცვეთს ოთახში შეჰყვნენ.
კარი დაიხურა. მაჰმუდი გარეთ დარჩა. ამ დროს, შესვლა და
ყურება უნდოდა, რომ გაეგო, რა ელოდა. თუმცა დამცვეთს
ამავე მიზეზით ორივეს ერთად შეყვანა არ აწყობდა. ერთი თუ
ყვირილს დაიწყებდა, მეორესაც შეაშინებდა და იქაურობა
ბრძოლის ველს დაემსგავსებოდა.

64 მკითხველთა ლიგა
მოურავმა ჯემალმა მაჰმუდს ხელი ჩაჰკიდა და დერეფანში
გაატარ-გამოატარა.
ოთახში შესული სეიდი ცდილობდა, მაგიდაზე ჩამწკრივებუ-
ლი იარაღებისათვის თვალი აერიდებინა. თავბრუ ესხმოდა და
გული ერეოდა იმაზე ფიქრისგან, რომ ცოტა ხანში სხეულის ნა-
წილს მოაჭრიდნენ, მაგრამ თავს მოერია. არ უნდოდა, თავისი
შიში ვინმესთვის შეემჩნევინებინა. მხრებზე მამის ხელები
რომ იგრძნო, თავი ასწია და მას შეხედა.
– ყოჩაღ, შვილო, შენით ძალიან ვამაყობ. აბა,მოდი, ნელ-
ნელა მოვემზადოთ.
– როგორ?
– გაიხადე და დივანზე წამოწექი.
– საწოლზე არ უნდა დავწვე?
– სუნეთი რომ დამთავრდება, მორთულ საწოლზე მერე
დაწვები.
– ამ უცხო კაცის თანდასწრებით გავიხადო? – ყურში უჩურ-
ჩულა სეიდმა მამას.
– ჰო, ასე გამოდის, რადგან სუნეთი მან უნდა შეასრულოს.
– შენ რომ შეასრულო?
– რა?
– ჩვენი წინადაცვეთა.
– არა, შვილო, – გაეცინა მამას, – მე ხომ დამცვეთი არა
ვარ, სამხედრო ვარ.
სეიდმა მამის დახმარებაზე უარი თქვა, დამოუკიდებლად
გაიხადა და მასთან ლაპარაკი განაგრძო:
– მეც ხომ სამხედრო ვიქნები, მამა?
– რა თქმა უნდა. ამიტომაც ტკივილს აქედანვე უნდა შეეჩ-
ვიო. ყველაფერი ისე უცებ დამთავრდება, მოხედვასაც ვერ მო-
ასწრებ.
დრო, რომელიც სეიდისათვის აქამდე უსაშველოდ იწელე-
ბოდა, დამცვეთის წინ ჩამოჯდომის მომენტიდან თითქოს გა-
ჩერდა. კაცს და იარაღებს არ უყურებდა. სუნთქვაშეკრული
ელოდა. ეშინოდა, არ ვიყვიროო, ამიტომ პირი ისე მოკუმა,
რომ ლოყაზე იკბინა. ხელი, რომელიც მეჰმედისთვის ჩაევლო,

65 მკითხველთა ლიგა
გაუოფლიანდა. მეორე ხელით პერანგის კალთას ჩაბღაუჭე-
ბოდა. წამლის სუნი ეცა, ბარძაყებზე სისველე იგრძნო. რაც უნ-
და მოსვლოდა, ხმას არ ამოიღებდა. თავისი ძმის გამო თავი
უნდა შეეკავებინა. ყურებში წუილი ესმოდა. საიდანღაც შორი-
დან დამცვეთის „ბისმილაჰ”3 შემოესმა. მუშტები კიდევ უფრო
მაგრად შეკრა და ძალა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა, თვალი
დახუჭა და მოსახდენიც მოხდა. ჯერ ტკივილი, შემდეგ – წვა,
შემდეგ კი დაბუჟება იგრძნო.
– მორჩა! მადლობა ალაჰს! – წამოიძახა დამცვეთმა.
– ხედავ? სულ ეს იყო, – უთხრა მამამ, – შეგიძლია დიდ სა-
წოლში გადაწვე. ყოჩაღი ბიჭი ხარ. ახლა შენი ძმის რიგია.
სეიდმა მამის დახმრებით სუნეთის საღამური ჩაიცვა და სა-
წოლში ჩაწვა. მეჰმედმა თავზე ხელი გადაუსვა, აკოცა, ხომ არ
გეტკინაო, ჰკითხა. სეიდმა უარის ნიშნად თავი გააქნია. მეჰ-
მედმა კიდევ ერთხელ აკოცა, უმცროსი ბიჭის შემოსაყვანად
კარისკენ გაემართა და პატარა მატყუარაო, ჩაილაპარაკა თა-
ვისთვის გაღიმებულმა.
მაჰმუდს, რომელმაც დაინახა, რომ უფროსი ძმის წინადაც-
ვეთამ წივილ-კივილის გარეშე ჩაიარა, გულს მოეშვა. თუმცა,
საქმე საქმეზე რომ მიდგა, რამდენიმე წუთიანი დავიდარაბის
გადატანა მაინც მოუხდათ. სეიდი წუხდა, რომ უმცროს ძმას ვე-
რაფრით ეხმარებოდა და მორჩილად ელოდა, საწოლში გვერ-
დით როდის მოუწვენდნენ. როცა ზაჰიდე შვილების სანახავად
შევიდა, სეიდი მაჰმუდს ლოყებიდან ცრემლს სწმენდა და ამ-
შვიდებდა:
– არ გეკადრება, მაჰმუდ. ვერ ხედავ, ყველაფერი მორჩა.
განა არ გინდა, სამხედრო რომ გამოხვიდე?
– გამოვალ, მაგრამ მერე, როცა გავიზრდები, – მიუგო მაჰ-
მუდმა.
– მერე ჯარისკაცი რომ იქნები, მაშინაც ასე იტირებ, რამე
თუ გეტკინება?

3 ბისმილაჰ – სახელითა ალაჰისა, მწყალობელისა და მოწყალისა

66 მკითხველთა ლიგა
ზაჰიდემ თავი ვერ შეიკავა და კარს მოეფარა. მაჰმუდმა,
რომელმაც დამცვეთი გააცილა, ის კართან აქვითინებული
იპოვა.
– რა მოგივიდა? რა გატირებს?
– არ ვიცი, ალბათ ბედნიერებისგან ვტირი. ალაჰმა ჩემი
შვილების უბედურებას არ მომასწროს, ემინოვ, დარდით მოვ-
კვდები.
– შენ კარგად იყავი, ზაჰიდე, ამ ბედნიერ დღეს თუ ასეთი აზ-
რები გიტრიალებს, უბდურების ჟამს რაღა იქნება?! გეყოფა,
წამო, ბიჭები მოვინახულოთ.
ბიჭების საწოლი შეკრებილ სტუმრებს საჩუქრებით აევსოთ,
ასე, რომ პატარებს ტკივილი აღარ ახსოვდათ. მხრები და
მკერდი ოქროთი და ფულით დაეფარათ, ოთახი კი პარკებით
გავსებულიყო. ყოველი სტუმარი ჯერ მათ მოინახულებდა და
ეკითხებოდა, სუნეთმა როგორ ჩაიარაო. მაჰმუდი ძმას ჰბაძავ-
და და სულ არ მტკენიაო, უმტკიცებდა მნახველებს, რითიც მათ
ქებას იმსახურებდა. ბიჭებს ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთი
მტკივნეული პროცედურა ბოლოს ასე სასიამოვნოდ დამთავ-
რდებოდა.
ბაღში ჭადრებქვეშ გაშლილი მაგიდები კერძებს ვეღარ
იტევდა. იქვე დანთებულ ცეცხლზე ციკანი და ბატკანი იწვებო-
და. ზაჰიდე ცოტახნით ზევით ავიდა, რათა ძუძუ მოეწოვებინა
ჰავასთვის, რომელსაც ღამით მოურავი ჯემალის უფროსი ქა-
ლიშვილი მიხედავდა. დანაყრებული ბავშვი აკვანში რომ ჩა-
აწვინა, აივანზე გავიდა და ბაღს გადახედა. ალუშტაში თბილი
და მშვიდი საღამო იდგა. ლამპიონები კარგა ხანია, აენთოთ.
ვერანდაზე მუსიკოსები თავიანთ ადგილებს იკავებდნენ. ჯერ
კიდევ წლების წინ საგანგებოდ ამ დღისათვის დაწურული ღვი-
ნო კასრებიდან წყალივით იღვრებოდა. საღამო ახალი დაწყე-
ბული იყო, მაგრამ ზოგი სტუმარი უკვე გვარიანად შეზარხოშე-
ბულიყო. ზაჰიდემ თვალებით ქმარი მოძებნა. ორ სტუმართან
ხელიხელგადახვეული მეჰმედი რაღაცაზე გულიანად იცინო-
და. ერთხანს შეყვარებული თვალებით შესცქეროდა ზაჰიდე
გამორჩეული გარეგნობის ქმარს. უსაზღვრო ბედნიერების

67 მკითხველთა ლიგა
განცდა დაეუფლა. თვალები დახუჭა, აივნის მოაჯირს დაეყ-
რდნო და ღრმად ჩაისუნთქა. შავი ზღვიდან მონაბერ სიოს მა-
რილიანი წყლის სურნელი მოჰქონდა, რომელიც ვენახის სიმ-
წვანის სურნელს ერეოდა, მათ ბაღამდე აღწევდა და საუკუნო-
ვანი ჭადრების ფოთლებს მსუბუქად არხევდა. მალდიერების
განცდით აღსავსე ზაჰიდემ მადლობა, შენდა უფალოო, ჩაილა-
პარაკა თავისთვის.
– რა ბრძანეთ, ქალბატონო? – ჰკითხა ლეილამ, მოურავი
ჯემალის უფროსმა ქალიშვილმა, რომელიც ოთახში ბავშვს
სახვევებს უმზადებდა.
– არაჩვეულებრივი საღამოა-მეთქი, – მიუგო აივნიდან შე-
მოსულმა ზაჰიდემ ღიმილით.
დაბლა სართულზე ჩავიდა თუ არა, ბიჭების ოთახს მიაშურა.
აფუებულ ბალიშებში ჩაფლულ ბიჭებს კმაყოფილი სახეები
ჰქონდათ. პატარა ოსმანი ძმებს შურით შესცქეროდა და თავის
სუნეთზე ოცნებობდა. ზაჰიდეს დანახვაზე სტუმრები ოთახიდან
გავიდნენ. ქალი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ბავშვებს დაღლი-
ლი, მაგრამ კმაყოფილი სახეები ჰქონდათ.
– ხომ კარგად ხართ? რამე გინდათ?
– ძალიან კარგად ვარ, – მიუგო მაჰმუდმა, – სეიდიც კარ-
გად არის. არა, სეიდ?
– გასაგებია, გასაგები, – მაჰმუდის ყოყლოჩინობამ ზაჰი-
დეს ღიმილი მოჰგვარა, – სასიამოვნოა, რომ კარგად ხართ. ეს
ამბავი მამასაც გაუხარდება.
– მამა მოვა? – იკითხა სეიდმა.
– რა თქმა უნდა, რიგრიგობით მოგინახულებთ, – ზაჰიდე
ფანჯრისკენ გაემართა, ფარდები გადასწია და დარაბები გამო-
აღო, – აქედან ყველაფერს დაინახავთ.
ბაღიდან ოთახში ლამპიონების შუქი, სტუმრების ლაპარა-
კის ხმა და მუსიკის ჰანგები შემოიჭრა. ბიჭები საწოლში წამოი-
მართნენ. ზაჰიდემ ბალიშები გაუსწორა, ორივეს აკოცა და
ოთახიდან გავიდა.
მღელვარებამ, შიშმა და ფორიაქმა ორივე საკმაოდ დაღა-
ლა. დედის წასვლიდან ცოტა ხანში ღრმად ჩაეძინათ.

68 მკითხველთა ლიგა
მეორე დილით სეიდს ძმაზე ადრე გაეღვიძა. ის იყო, საწო-
ლიდან ადგომას ლამობდა, რომ გაკვირვებული მამა დაინახა.
მეჰმედი შვილს მხარში ამოუდგა და ტუალეტამდე მისვლაში
მიეხმარა. სეიდი წელს ქვემოთ ტკივილს გრძნობდა, ამიტომ
ფეხებგაჩაჩხული მოძრაობდა, თუმცა მაინც შენიშნა დიდი
შეკვრა, რომელიც მამას მაგიდასთან დაეტოვებინა.
– საწოლში რომ დაბრუნდები, შეგიძლია გახსნა და ნახო, –
უთხრა მეჰმედმა, რომელსაც შვილის ცნობისწადილი არ გა-
მოჰპარვია.
სეიდს ერთი სული ჰქონდა, საჩუქარი გაეხსნა. ცოტა ხანში
ისევ მამის დახმარებით ფანჯარასთან დივანზე მოთავსდა.
– არ გაინტერესებს, ვინ გამოგიგზავნა? – ჰკითხა მეჰმედმა.
პრიალა სასაჩუქრე ქაღალდში გახვეული და ფერადი ატ-
ლასის ლენტებით მორთული შეკვრა საკმაოდ მძიმეც იყო. სე-
იდი საჩუქრის გასახსნელად ნებართვის აღებას აპირებდა,
რომ მამამ შეკითხვა გაუმეორა:
– არ გაინტერესებს, ვისი საჩუქარია?
– შენ არ იცი, ვინ გამოგზავნა?
– როგორ არ ვიცი? რა გგონია, პეტერბურგიდან ვინ ათრია?
– პეტერბურგიდან ჩამომიტანე?
– აბა! მაგრამ სხვა საჩუქრებში არ შევურიე, ცალკე გამოყო-
ფა ვამჯობინე.
– სხვა საჩუქრებიც ჩამომიტანე?
რადგან იცოდა, რომ მამამ ორივეს ცხენები აჩუქა, ძმისაგან
განსხვავებით, კიდევ ერთი დამატებითი საჩუქრის მიღების მი-
ზეზი ვერ გაეგო სეიდს. ამიტომ ცდილობდა, რომ მაჰმუდს არ
გაღვიძებოდა და მათი საუბარი არ გაეგონა. თუნდაც ასეთი
პრივილეგია დაემსახურებინა, არ უნდოდა, რომ ამის გამო უმ-
ცროს ძმას გული სტკენოდა.
– არა, – უთხრა მამამ, – ეს განსაკუთრებული საჩუქარია.
გახსენი. სიმართლე გითხრა, მეც მაინტერესებს, შიგნით რა
აღმოჩნდება.
სეიდი ვერ ხვდებოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის პი-
რი, რომელიც პეტერბურგიდან განსაკუთრებულ საჩუქარს გა-
მოუგზავნიდა. ლენტებისა და პრიალა ქაღალდების გახსნას

69 მკითხველთა ლიგა
შეუდგა. ერთი სული ჰქონდა, შეკვრა გაეგლიჯა და ცნობის-
მოყვარეობა სასწრაფოდ დაეკმაყოფილებინა, მაგრამ შინაგა-
ნი ხმა უკარნახებდა, სასიამოვნო სიურპრიზი გაეხანგრძლივე-
ბინა. შესახვევი ქაღალდიც ისეთი ლამაზი იყო, გასახევად ვერ
იმეტებდა. საჩუქრის გამომგზავნს კი, თითქოს სეიდის მოთმი-
ნების გამოცდა უნდაო, განსაკუთრებული სისათუთით მოემზა-
დებინა შეკვრა. ქაღალდების ქვეშ მუყაოს სქელი ყუთი აღმოჩ-
ნდა. სეიდმა თავი ვეღარ შეიკავა, ყუთი სასწრაფოდ გახსნა,
მაგრამ საწადელს მაინც ვერ მიაღწია, რადგან ამჯერად თხე-
ლი თეთრი ქაღალდების ფენას გადააწყდა. მეჰმედის თვალებ-
შიც არანაკლები ცნობისმოყვარეობა იკითხებოდა. სეიდმა ქა-
ღალდები ნაჩქარევად გადაქექა და როგორც იქნა, სიურპრი-
ზიც გამოჩნდა. გაკვირვებისაგან თვალებგაფართოებული
შვილის დასახმარებლად წამომდგარმა მეჰმედმა თავი ვერ
შეიკავა და გაოცებულმა დაუსტვინა.
ყუთში აღმოჩენილი შავი ლაქის სკივრი სეიდს წელამდე
სწვდებოდა. კედლებზე გამოსახული სხვადასხვა პეიზაჟი ისე
ოსტატურად იყო შესრულებული, რომ ცოცხალი გეგონებოდა.
მაგრამ განსაკუთრებული სილამაზით სკივრის სახურავზე მო-
თავსებული ბრინჯაოს მამალი გამოირჩეოდა. ბიბილო, ბუმბუ-
ლი, ბრჭყალები ისე დახვეწილად გამოიყურებოდა, რომ სეიდ-
მა თავი ვეღარ შეიკავა:
– რა ლამაზია! გეგონება, საცაა დაიყივლებს, არა, მამა?
– მართალი ხარ, მაგრამ მგონი, კიდეც დაიყივლებს...
ბავშვის გამომეტყველებას რომ შეხედა, გაეცინა, ჯიბიდან
პრიალა ოქროსფერი გასაღები ამოიღო და სეიდს გაუწოდა.
კიდევ უფრო გაოცებულმა სეიდმა მამას შავი აბრეშუმის ლენ-
ტზე ჩამოკიდებული გასაღები გამოართვა და შესძახა:
– მამიკო, საოცარი რამეა! ასეთი საჩუქარი ვის უნდა მოერ-
თმია?
– გასაღები ხომ გაქვს? გააღე და გაიგებ, – მიუგო მეჰმმედ-
მა, რომელსაც ბავშვის ცბობისმოყვარეობის დაკმაყოფილება
ეჩქარებოდა.

70 მკითხველთა ლიგა
სეიდმა მღელვარებისაგან აკანკალებული თითებით გასა-
ღები ბოქლომს მოარგო და გაადაატრიალა. ბრინჯაოს მამალ-
მა ტრიალი და ნამდვილივით ყივილი დაიწყო. სამჯერ რომ შე-
მოტრიალდა, გაჩერდა. ბოქლომი გაიხსნა. მამამ სკივრს თავი
რომ ახადა, სეიდმა სახურავის შიგნითა მხარეს ბრინჯაოს
ასოებით ხეზე ამოტვიფრული წარწერა დაინახა და პირი ხელ-
ზე აიფარა – მეფე ნიკოლოზი ჯანმრთელობასა და წარმატებას
უსურვებდა. წარწერის თავსა და ბოლოში სხვადასხვა გერბები
და დამღები ასევე ბრინჯაოთი შეესრულებინათ.
– მეფე ნიკოლოზს გამოუგზავნია! მამიკო, არ მჯერა! საოც-
რებაა! საიდან მიცნობს? როგორ გაიგო, რომ წინადაცვეთას
მიკეთებდნენ? ასეთ საჩუქრებს ყველას უგზავნის?
სეიდმა შეკითხვები ერთი ამოსუნთქვით მიაყარა. მეჰმედმა
მხარზე ხელი მოუთათუნა და შვილის დამშვიდებას დაელოდა.
სეიდს ტკივილიც კი დავიწყებოდა, ჩამუხლული ხელოვნების
ამ შედევრს გარს უვლიდა. გალაქულ ზედაპირს ხელს უსვამ-
და, მასზე გამოსახულ სურათებს ახლოდან აკვირდებოდა.
– შვებულების სათხოვნელად რომ მივედი, სუნეთის მნიშ-
ვნელობა ავუხსენი. საჩუქრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარ-
გად ამიხსნია. მეფისგან ასეთი საჩუქრის მიღება დიდი პატი-
ვია, სეიდ, შვილო. არა მგონია, 12 წლის ასაკში ასეთი რამ
ბევრს ღირსებოდეს. ეს იცოდე და დააფასე. დარწმუნებული
ვარ, მთელი ცხოვრების მანძილზე თვალისჩინივით გაუფ-
რთხილდები და ამის შესახებ შვილებსა და შვილიშვილებს სი-
ამაყით უამბობ.
– შეიძლება ამხანაგებსაც ვუამბო? სანამ შვილები მეყოლე-
ბა?
– რა თქმა უნდა, სანამ შვილები გეყოლება, ამხანაგებს უამ-
ბე, – მხიარულად დაეთანხმა მეჰმედი, რომელიც სეიდის კა-
ცურ ქცევასა და ბავშვურ ემოციებს კარგ გუნებაზე დაეყენები-
ნა, – თუმცა ამისათვის ბევრი დრო აღარ დაგრჩა.
– რატომ? სუნეთის შედმეგ მალევე ცოლს ირთავენ?
– არა, შვილო. ქორწინებამდე ჯერ შორია. მაგრამ აქ დიდ-
ხანს აღარ დარჩები.

71 მკითხველთა ლიგა
– სადმე მივდივართ? – იკითხა სეიდმა, რომელიც, როგორც
იქნა, ძვირფას საჩუქარს მოსწყდა და მამას სერიოზულად შეს-
ცქეროდა.
– ჯერ ლივადიაში პატარა საქმე მაქვს, შემდეგ საზაფხულო
რეზიდენციაში მეფესა და მის ოჯახს უნდა დავხვდე. მაგრამ სამ
კვირაში დავბრუნდები და ერთად პეტერბურგში გავემგზავრე-
ბით.
– ვაშა! მართლა, მამა? მეც თან წამიყვან?
– ჰო, შვილო. დროა, შესაფერისი განათლება მიიღო. მა-
ნამდე თავს გაუფრთხილდი. იცოდე, არ გაცივდე და ავად არ
გახდე. ტკივილი რომ გაგივლის, ცხენოსნობის გაკვეთილები
გააგრძელე. ჩემს ჩამოსვლამდე კარგად უნდა ჭამო და ყო-
ველდღე იჯირითო. სახიფათო ოინებს მოეშვი, მომავლისთვის
შემოინახე. შევთანხმდით?
მღელვარებისაგან თვალებაწყლიანებულმა სეიდმა თან-
ხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მამამ შუბლზე აკოცა და ოთახი-
დან გავიდა. სეიდი კიდევ დიდხანს იდგა მუხლებზე სკივრის
წინ. ერთ-ერთ ნახატზე წითელმოსასხამიანი, მდიდრულად გა-
მოწყობილი ახალგაზრდა ტირიფის ქვეშ მშვენიერ ქალიშ-
ვილს ყვავილს აწვდიდა. გოგონას თავზე ოქროს გვირგვინი
ედგა. ქერა კულულები ტირიფის ტოტებს მიუგავდა. რა ლამა-
ზი იყო! ნეტავ პეტერბურგში ასეთ ლამაზ გოგონებს ნახავდა?
თავი ამ ახალგაზრდის ადგილას წარმოიდგინა და ოცნებებში
ჩაიძირა.

პეტერბურგისკენ - 1904

სუნეთიდან ერთი თვის შემდეგ სეიდი მამასთან ერთად თა-


ვისი პირველი დიდი მოგზაურობისათვის ემზადებოდა. უაღ-
რესად აღელვებული იყო. ღამეები არ ეძინა. უკვე თორმეტი
წელი შეუსრულდა და პეტერბურგის სამხედრო აკადემიაში

72 მკითხველთა ლიგა
სწავლა უნდა დაეწყო. ახლა ხვდებოდა, რატომ უთმობდნენ
ასეთ დიდ ყურადღებას დედა და მამა წლების განმავლობაში
მის აღზრდას. ოთხი წლის ასაკიდან რუსულს ასწავლიდა კი-
ევიდან ალუშტაში გადმოსახლებული პენსიონერი პედაგოგი.
ცხენზე მოზრდილი მამაკაცივით კარგად იჯდა. ამას გარდა, მა-
მისა და მოურავი ჯემალის წყალობით, ისეთ ტრიუკებს ფლობ-
და, ბევრმა მოზრდილმაც რომ არ იცის.
ხანგრძლივი და დამღლელი მოგზაურობა გველისო, უთხრა
მამამ. არაფერი არ ადარდებდა. ვერ იჯერებდა, რომ აქამდე
უნახავ ადგილებს, დიდ ქალაქებს, მეფის სასახლეს, ის კი არა,
თვითონ მეფეს ნახავდა; ამაზე ოცნებობდა, ყველაფრის წარ-
მოდგენას ცდილობდა.
ზაჰიდე, რომელიც ქმრის გაცილებას მიჩვეული იყო, შვილ-
თან განშორებისას მწარედ ქვითინებდა. ბავშვებს დანა პირს
არ უხსნიდათ. არ იცოდნენ, სეიდის გარეშე როგორ უნდა ეც-
ხოვრათ.
მირზა მეჰმედმა ფორმა ჩაიცვა. სეიდს თხელი, თეთრი,
გრძელსახელოიანი საზაფხულო პერანგი, საცხენოსნო შარ-
ვალი და ჩექმები ეცვა. და-ძმას და დედას რომ დაემშვიდობა
და ცხენს მოახტა, ზაჰიდემ მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როგორ
გაზრდილიყო მისი შვილი. ვაჟკაცური აღნაგობა, ლამაზი გა-
რეგნობა ჰქონდა. ზაჰიდე ამაყად გაიმართა წელში. დარდის
მიუხედავად, გაეღიმა. ამ ორი ულამაზესი ცხენოსნიდან ერთი
– მისი ქმარი, მეორე კი ვაჟი იყო. ნამდვილად საამაყოდ ჰქონ-
და საქმე.
მამა-შვილმა ოდესამდე ცხენით იმგზავრა, შემდეგ კი მატა-
რებლით განაგრძეს გზა. კიევსა და მოსკოვში მატარებელი შე-
იცვალეს და ბოლოს, როგორც იქნა, პეტერბურგში ჩააღწიეს.
სეიდი მთელი გზის განმავლობაში თვალებს გაოცებული აცე-
ცებდა. ვერ წარმოედგინა, რომ ამდენ და ასეთი განსხვავებუ-
ლი ტიპის ადამიანს შეხვდებოდა. მისი გონება ხარბად იმახ-
სოვრებდა ყველაფერს – სადგურებში გამეფებულ ხმაურს,
ხალხმრავლობას, მგზავრებითა და მებარგულებით სავსე ბაქ-
ნებს, ორთქლმავლების მილებიდან ამოსული ორთქლისა და

73 მკითხველთა ლიგა
ნახშირის სუნს. აქაურობა იალტისგან ძალიან განსხვავდებო-
და. არ ჰგავდა იმას, რასაც თორმეტი წლის განმავლობაში ხე-
დავდა – ტყეებისა და ვენახების სიმწვანეს, შავი ზღვის ლაჟ-
ვარდს, მარილიან სუნს. მაგრამ ეს არ აწუხებდა, პირიქით,
მოსწონდა კიდეც.
პირველი კლასით მგზავრობდნენ. მათს ვაგონში ყველა
მგზავრს სუფთად და მდიდრულად ეცვა. ბოლო ვაგონებში კი
ადამიანები ლამის ერთმანეთს ასხდნენ. წვერმოზრდილი, გა-
უპარსავი, პირდაუბანელი მამაკაცები, გაწეწილ, მოუვლელ
თმაზე გახუნებულ თავსაფარწაკრული, გაუბედურებული ქა-
ლები, დახეულ ფეხსაცმლიანი, დაგლეჯილ პალტოიანი, წვინ-
ტლიანი, პირქუში ბავშვები, ჭილის კალათებს ჩაბღაუჭებული
ახალგაზრდა გოგონები... მატარებლის ჩამოდგომისას ყველა
სადგურში საშინელი ჭყლეტა იწყებოდა, ჩამომსვლელებს არ
ატარებდნენ, ჩხუბობდნენ, წესრიგის დამცველების სასტვენე-
ბის, გინების ხმა ისმოდა. ბოლოს და ბოლოს კარები იკეტებო-
და და მატარებელი გზას აგრძელებდა. სეიდი მატარებლის
ფანჯრიდან ყველაფერს ბავშვური ცნობისმოყვარეობით შეჰ-
ყურებდა.
პეტერბურგში მოსაღამოებულზე ჩავიდნენ. მატარებელი
ბორბლების ღრჭიალითა და თუხთუხით ბაქანს მიუახლოვდა,
რომელზეც ვაგონებიდან ასობით ადამიანმა ადიდებულ მდი-
ნარესავით იხუვლა.
– უნდა ავჩქარდეთ, თორემ ეტლს ვერ ვიშოვით, – მიმართა
მეჰმედმა შვილს და კიბეზე ჩამოსვლაში მიეხმარა.
აჩქარებული ნაბიჯით მებარგულს დაედევნენ, რომელიც
მათ ბარგს ეზიდებოდა. სეიდი საგდურის შენობის უშველებელ
კარებსა და მაღალ ჭერს პირდაღებული მისჩერებოდა და მა-
მის ხელს ჩასჭიდებოდა. თავს აქეთ-იქით ატრიალებდა ან ქა-
ლების ფოფინა კაბების კალთას აბიჯებდა, ან ვინმეს ჩემო-
დანს ეჯახებოდა, დარცხვენილი ბოდიშს იხდიდა და მამას მის-
დევდა. ჩამოსული მგზავრების დასახვედრად მოსული ნათე-
სავები, შეყვარებულები, მეგობრები ცალკე საცობს ქმნიდნენ.
ზოგი ხმაურიანი შეძახილებით ეხვეოდა ერთმანეთს, ზოგი –

74 მკითხველთა ლიგა
უხმოდ, მაგრამ ემოციურად, ზოგი სევდიანად თავისიანს ელო-
და – სეიდი ყველას ერთნაირი გაოცებით მიშტერებოდა.
ვაგზლის შესავლელთან ეტლების გრძელი რიგი იდგა. სა-
ცაა დაბნელდებოდა და ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მგზავრებს
აუცილებლად იშოვიდნენ. მართლაც, ეტლები ერთიმეორის
მიყოლებით იძვროდა ადგილიდან. მადლობა ღმერთს, რად-
გან ბევრი ჩემოდანი არ ჰქონდათ, სეიდი და მამამისი რიგის
თავში ადვილად მოექცნენ. მეეტლე, ტროტუარს მიუახლოვდა
თუ არა, სადავეები ხელიდან გაუშვა, ეტლიდან მკვირცხლად
ჩამოხტა და ბარგი კოფოზე მოათავსა. ამასობაში სეიდი და
მეჰმედიც ეტლში ჩასხდნენ.
– ცარსკოე სელო, – უთხრა მეჰმედმა მეეტლეს, რომელმაც
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ადგილს მოსწყდა.
– მამა, რა უთხარი? – იკითხა სეიდმა.
– ჩვენი სახლის მისამართი, – გაეღიმა მეჰმედს ბავშვის
ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერასა და ტონზე.
– ჩვენი სახლი ალუშტაში არ არის?
– შვილო, ნახევარ ცხოვრებას აქ ვატარებ. ამიტომ სახლი
აქაც გვაქვს.
– ეს ცარკს... ოე სად არის?
– ცარსკოე სელო, – სიცილით შეუსწორა მეჰმედმა, – პე-
ტერბურგთან ახლოს, დასასვენებელი ადგილია. პარკებსა და
ტყეებში ჩაფლული პატარა სამოთხეა. მართალია, აქაური სახ-
ლი იმოდენა არ არის, რამოდენაც ალუშტაში, მაგრამ კოხტაა,
მოგეწონება.
– იქ ერთად ვიცხოვრებთ?
– სამწუხაროდ, არა. დღეს, შესაძლოა, ხვალაც. ცოტას და-
ვისვენებთ, შემდეგ კი პეტერბურგში უნდა დავბრუნდეთ. სას-
წავლებელში რომ ჩაგწერ, იქნებ რამდენიმე დღე კიდევ გავა-
ტაროთ ერთად. პეტერბურგი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამა-
ზესი ქალაქია, მინდა დაგათვალიერებინო, ჩემი მეგობრები
გაგაცნო. ვფიქრობ, კმაყოფილი დარჩები.
– მერე?
– მერე?.. მერე შენ სკოლაში წახვალ, მე კი ჩემს პოლკში
დავრუნდები.

75 მკითხველთა ლიგა
– ერთმანეთს აღარ ვნახავთ? – სეიდმა უცებ მოიწყინა.
– რას ამბობ?! როგორ არ ვნახავთ! ოღონდ მხოლოდ მაშინ,
როცა სწავლა და სამსახური ამის საშუალებას მოგვცემს.
– მე რომ მომენატრებით...
მეჰმედმა შვილს მხარზე ხელი მოჰხვია და თავისკენ მიიზი-
და. შვილებს შორის სეიდი განსაკუთრებით უყვარდა და გან-
საკუთრებით ენატრებოდა ხოლმე. თუმცა აქამდე, სხვა თუ
არაფერი, დედასა და და-ძმასთან ერთად ტოვებდა. ახლა კი
სრულიად ახალ გარემოში, უცხოებს შორის დარჩებოდა, სამ-
ხედრო დისციპლინას დაექვემდებარებოდა და პირველობით
თავის დამკვიდრება მოუხდებოდა. მეჰმედს ეს ძალიან აღელ-
ვებდა, თუმცა ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სეიდი ყველაფერს გა-
ართმევდა თავს.
– მონატრებას შვილო, მანამ გრძნობ, სანამ საყვარელი
ადამიანები გყავს. ეს კი თავის მხრივ, დიდი ბედნიერებაა.
მთავარია, ძვირფასი ადამიანები ისე შორს არ აღმოჩნდნენ,
რომ მათი ნახვა აღარ შეგეძლოს. თორემ მაშინ მონატრება
აუტანელი ხდება.
სეიდმა მამას თავი დაუქნია და სახეში შეხედა. მამას თვალ-
ში ცრემლი ედგა, თუ მხოლოდ მოეჩვენა, ბოლომდე ვერ მიხ-
ვდა.
გაზის ლამპიონებით განათებულ განიერ პროსპექტს მიუყ-
ვებოდნენ, რომლის ორივე მხარეს ულამაზესი შენობები იყო
ჩამწკრივებული.
– ეს ნევის პროსპექტია, – უთხრა მეჰმედმა, – მის ბოლოს
ალექსანდრე ნეველის მოედანია. მოედანს რომ გადავჭრით,
ხიდით მდინარე ნევის მეორე ნაპირზე გადავალთ და ცარსკოე
სელოსკენ გადავუხვევთ. საკმაო გზა უნდა გავიაროთ.
სეიდი ცხოვრებით კმაყოფილი იყო. ლამპიონების შუქით
განათებულ უმშვენიერეს ქალაქში გაჭენებული ეტლის სავარ-
ძელზე, მამის გვერდით მოკალათებულიყო. სადარდებელი რა
ჰქონდა? სახლი, დედა, და-ძმა კი ენატრებოდა ცოტა. მაგრამ
აკი მამამ უთხრა, ბედნიერებაა, თუ ვინმე მოსანატრებელი
გყავსო. მალე მამასაც დაშორდებოდა. ახლა მასთან ერთად
ყოფნით მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიეღო.

76 მკითხველთა ლიგა
მალე ქალაქის მთავარი ქუჩების კაშკაშა სინათლე უკან
დარჩა. მდინარეზე რომ გადავიდნენ, ხეივნიან, უკაცრიელ
გზას დაადგნენ. ეტლის რწევამ, ბორბლებისა და ცხენების ეჟ-
ვნების ხმამ და ირგვლივ ჩამოწოლილმა სიბნელემ სეიდს ძი-
ლი მოჰგვარა. ქუთუთოებს ვეღარ მოერია და ტკბილ ძილში
ჩაიძირა.
მეჰმედი კი ამ დროს იმაზე ფიქრობდა, როდის ეღირსებოდა
კიდევ შვილთან ჩახუტება. ფრთხილად, ისე, რომ სეიდს არ
გაღვიძებოდა, ქურთუკი გაიხადა და დააფარა. მოსაღამოე-
ბულზე ნესტი საკმაოდ საგრძნობი გახდა.
სეიდი მამის ალერსიანმა ხმამ გააღვიძა. ცხენები გაჩერებუ-
ლიყვნენ. ნამძინარევმა თვალები მოიფშვნიტა და ირგვლივ
მიმოიხედა. პირველი, რაც თვალში მოხვდა, მასიური რკინის
ღობე და ალაყაფის კარი იყო, რომლის ორივე მხარეს ლამ-
პიონები იდგა. მამის კვალდაკვალ ეტლიდან ჩამოსულმა ლამ-
პიონების მოციმციმე შუქზე სახლიდან მათკენ აჩქარებით მო-
მავალი ქალი და მამაკაცი დაინახა. მასპინძლები ალაყაფის
კართან შეჩერდნენ – პატივისცემის ნიშნად თავები დაეხარათ
და ხელები მუცელზე შემოეწყოთ. მამაკაცი საკმაოდ მაღალი
და გამხდარი იყო. თითქოს თავისი სიმაღლისა რცხვენიაო,
ოდნავ მოკუზული იდგა. ხშირი წვერ-ულვაში ჰქონდა.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მაიორო ემინოვ! –
წარმოთქვა მამაკაცმა თბილი ღიმილით.
ქალი ბევრად დაბალი და თითქოს, ამ განსხვავების შესავ-
სებად, საკმაოდ მსუქანი იყო. თეთრი თმა კეფაზე მოეგროვე-
ბინა. ფართო შუბლი, მოღიმარი ცისფერი თვალები და თით-
ქოს მუდმივად სიცილისათვის მომზადებული სქელი ტუჩები
თბილ და მხიარულ გამომეტყველებას სძენდა. ხელებს გაუთა-
ვებლად წინსაფრით იწმენდდა. მეჰმედმა ვაჟს ხელი მხრებზე
მოჰხვია:
– აი, ნანატრი სტუმარიც ჩამოგვივიდა. ეს ჩემი ვაჟია, სეიდ
ემინოვი, – შემდეგ სეიდს მიუბრუნდა, – სეიდ, ესენი ამ სახლის
სულის ჩამდგმელები არიან, განია და თამარა კარლოვიჩი.

77 მკითხველთა ლიგა
სეიდმა ხელი გაუწოდა ამ უცხო ხალხს, რომელთა მიმარ-
თაც თავიდანვე სიმპათიით განიმსჭვალა. შვილის სუფთა რუ-
სულის გაგონებაზე მეჰმედმა გაოცება ვერ დამალა, რადგან
ვერ წარმოედგინა, ამ უცხო ენას ასე ადვილად თუ აუღებდა
ალღოს.
კარლოვიჩებმა ჩემოდნები აიღეს და გვერდზე გადგნენ.
მეჰმედი და სეიდი ბაღში შევიდნენ და ხვიარათი დაფარულ
ხეივანს სახლისკენ გაუყვნენ.
სახლი ცარსკოე სელოში ტიპური რუსული საზაფხულო სახ-
ლი იყო. თუმცა, ნოემბერში დაწყებული და აპრილამდე გაგ-
რძელებული მკაცრი რუსული ზამთრისა და ზაფხულის თვეებ-
შიც კი საგრძნობი ნესტისაგან თავის დასაცავად, პირველ სარ-
თულზეც და ზედა სართულების საძინებლებშიც ბუხრები გა-
ეკეთებინათ. პირველ სართულზე სამზარეულო, ბიბლიოთეკა,
სასადილო ოთახი და ფართო ჰოლი მდებარეობდა, საიდანაც
ზედა სართულზე სხვადასხვა იარაღით მორთული კიბე
ადიოდა. სეიდი დაღლილობისა და უძილობის მიუხედავად,
სახლს ახალი სათამაშოსავით ინტერესით ათვალიერებდა.
კიბეს პრიალსა და სუნზე ეტყობოდა, რომ ახალი გალაქული
იყო. სეიდს უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს უეცრად
გაზრდილიყო. მოსწონდა, რომ მამასთან ერთ სახლში იცხოვ-
რებდა, სწავლისაგან თავისუფალ დროს ჯიბეში გასაღებით
სახლში მარტო დაბრუნდებოდა, ზოგჯერ სახლში მარტოც
დარჩებოდა. იალტა, დედა, და-ძმა უთუოდ მოენატრებოდა,
მაგრამ ეს განსხვავებული, ახალი და მღელვარებით აღსავსე
ცხოვრებაც ხიბლავდა.
კიბის თავში, ფართო ჰოლში, სამი საძინებელი გამოდი-
ოდა. ოთახების კარებს შორის – თითო მომცრო ტუმბა, მათზე
კი ბრინჯაოს ფეხიანი და ვარდისფერი მინის აბაჟურიანი ლამ-
პები იდგა. მამამ შუა კარი გამოაღო.
– ესეც შენი ოთახი, – უთხრა ვაჟს, – აქამდე ამ ოთახში არა-
ვის უცხოვრია. მშვიდობაში მოიხმარე.
ოთახი ალუშტის სახლის ოთახისგან სრულიად განსხვავდე-
ბოდა. ქათქათა, მოქარგული გადასაფარებლისა და ყაისნა-
ღით მოქსოვილი ტიულის ფარდების ნაცვლად, სქელი, მუქი

78 მკითხველთა ლიგა
წითელი ხავერდის ფარდები და გადასაფარებელი ატმოსფე-
როს ამძიმებდა. იატაკზე წითელი, ბორდო და ყავისფერი ძა-
ფით მოქსოვილი კაზაკური ხალიჩა ეფინა, რომელიც თითქმის
მთელ იატაკს ფარავდა. მდიდრული და ამავე დროს სადა ოთა-
ხი სეიდს მოეწონა.
– ძალიან ლამაზია! – გაიღიმა სეიდმა და გარეთ გასახედად
ფანჯარა გამოაღო.
– არა მგონია, ამ სიბნელეში რამე გაარჩიო, სეიდ. ეგ საქმე
დილისათვის გადადე. ახლა აჯობებს დაიბანო და დაიძინო.
– აქ რომელი ჩემოდანი დავტოვო, ჩემო ბატონო? – იკთხა
ამ დროს შემოსულმა განიამ. სანამ მეჰმედმა სეიდის ჩემოდან-
ზე ანიშნა, კარში თამარა გამოჩნდა:
– აბანო მზად არის, ჩემო ბატონო. წყალი კარგა ხანია, ცხე-
ლია.
– გმადლობ, თამარა, – მიუგო მეჰმედმა, – დაღლილობას
ყველაზე კარგად ცხელი წყალი მოგვიხსნის. მოდი, სეიდ, ჩე-
მოდნიდან სუფთა ტანისამოსი ამოიღე და დასაბანად წადი.
– საჭმელიც მზადა მაქვს, – განაგრძო თამარამ, – ჯერ მი-
ირთმევთ თუ დაიბანთ?
– ჯერ მტვერს ჩამოვიბანთ. სანამ სუფრას გაშლი, ჩვენც
მზად ვიქნებით.
თამარამ ისე გულიანად გაიღიმა, რომ ქათქათა კბილები
აუელვარდა, თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და კიბეს ჩაუყ-
ვა. განიაც მეორე ჩემოდნით ხელში დერეფანში გავიდა.
– მთელი რუსეთი რომ მოიარო, ასეთ ერთგულ მოსამსახუ-
რეებს ვერ ნახავ, – უთხრა სეიდს მამამ.
– მეც ძალიან მომეწონენ, – უთხრა კმაყოფილმა სეიდმა,
შემდეგ კი, თითქოს გამოფხიზლდა, – შენი ოთახი რომელია?
– წამო, გაჩვენებ. ღამე თუ შეგეშინდება, ჩემთან შემოხვალ,
– იხუმრა მეჰმედმა.
– რას ამბობ, მამა!
მამა-შვილი მეზობელ ოთახში შევიდა. განიას გარდერობი
გამოეღო, რომელიც კარს უკან მთელ კედელს ფარავდა და
ემინოვის ტანისამოსის შეკიდებას მოჰყვა. სეიდი კიდევ უფრო

79 მკითხველთა ლიგა
კმაყოფილი ჩანდა – მამის ოთახი ზუსტად ისევე იყო მოწყობი-
ლი, როგორც – მისი. კაკლის ფართო საწოლი, გადასაფარე-
ბელი, ფარდები, ხალიჩა – ყველაფერი ისევე გამოიყურებო-
და, როგორც მის ოთახში. მხოლოდ საწოლის გვერდით პუფზე
მეჰმედის წიგნები ეწყო. ყველა მათგანი რუსული იყო. ე.ი. მას
უკვე იმ ასაკისათვის მიეღწია, რომ მამისნაირ ოთახში ეცხოვ-
რა. უსაზღვროდ კმაყოფილი დარჩა. მხოლოდ, როცა მამის
გარდერობში – ფორმა, ქვედა უჯრაში – ჩაწიკწიკებული ჩექ-
მები, კედელზე ჩამოკიდებული სადღესასწაულო ხმლები და-
ინახა, მიხვდა, რომ ჯერ კიდევ მრავალი წელი უნდა გასული-
ყო, სანამ მამას დაემსგავსებოდა. თუმცა ამის გამო არ მოუწ-
ყენია, რადგან ამის მისაღწევად ჯერ მხოლოდ გზის დასაწყის-
ში იმყოფებოდა და ერთადერთი, რაც ევალებოდა, ბეჯითად
სწავლა იყო.
მესამე ოთახი სტუმრებისთვის გამოეყოთ. იატაკისთვის
კრემისფერი ხავერდი გამოეყენებინათ, საწოლის ორივე მხა-
რეს ბეჟ ფონზე მწვანე და დარიჩინისფერით გაწყობილი ხალი-
ჩები ეგო.
– აქაურობას ვინ სტუმრობს ხოლმე? – იკითხა სეიდმა.
– ჩემი მეგობრები, რომლებსაც ან ისეთი ხანმოკლე შვებუ-
ლება აქვთ, რომ სახლში წასვლას ვერ ასწრებენ, ან სახლში
არავინ ელოდებათ.
– ასეთი მეგობრები მეც მეყოლება?
– ყველანაირი მეგობარი გეყოლება, – გადაიხარხარა მეჰ-
მედმა, – თან იმდენი, რომ თვითონაც გაგიკვირდება. – შემ-
დეგ სერიოზული სახე მიიღო და განაგრძო, – მაგრამ უნდა
ეცადო, საუკეთესონი ამოირჩიო. ეს კი, შვილო, სეიდ, გაცი-
ლებით უფრო ძნელია, ვიდრე სამხედრო საქმის დაუფლება.
– როგორც ჩანს, ბევრი რამის სწავლა მომიხდება, – ჩაილა-
პარაკა თავისი ოთახისკენ წასულმა სეიდმა. თან ისეთი სახე
და ტონი ჰქონდა, ეტყობოდა, რომ კარგად გაეაზრებინა მთე-
ლი სერიოზულობა თავისი ცხოვრების ამ ახალი ეტაპისა.
დაღლილობის, ირგვლივ გამეფებული სიჩუმისა და სიბნე-
ლის წყალობით, რომელსაც სქელი ხავერდის ფარდები უზ-

80 მკითხველთა ლიგა
რუნველყოფდა, სეიდს მეორე დღეს გვიანობამდე ეძინა. შუად-
ღე სრულდებოდა, როცა ცხენის ფლოქვების ხმამ გამოაღვიძა.
მაშინვე წამოხტა და ფანჯარასთან მიირბინა, ფარდა გადაწია,
ფანჯარა და დარაბები გააღო. მის თვალწინ გადაშლილმა პე-
იზაჟმა ლამის სუნთქვა შეუკრა. ვეებერთელა მწვანე ხეების ჯა-
რი ლამის ოთახში შემოიჭრა. 20-25 მეტრის მოშორებით, მარ-
ჯვნივ, სამხრეთისკენ პატარა მდინარე მიედინებოდა და ფოთ-
ლები და წვრილი ტოტები მიჰქონდა. ხეები მის ნაპირზე, რო-
გორც ჩანს, ქარის გამო მდინარისკენ გაწოლილიყვნენ. ასო-
ბით ფრინველი, რომელთაც ბუდეები ამ ხეებში ჰქონდათ, მხი-
არული ჟღურტულით ეგებებოდნენ ზაფხულის მშვენიერ დღეს.
ჰაერში მიწისა და ხის არაჩვეულებრივი სურნელი ტრიალებ-
და. სეიდი მომხიბვლელ პეიზაჟს ძლივს მოსწყდა და დაბლა
ჩაიხედა. ცხენებიდან ჩამოქვეითებული განია და მეჰმედი სახ-
ლისკენ მიემართებოდნენ.
– დილა მშვიდობისა!
– ცოტა ხომ არ შეგაგვიანდა, სეიდ ემინოვ? – მხიარული
ტონით ჰკითხა მეჰმედმა, – კარგად მაინც გამოიძინე?
– არაჩვეუულებრივად! შემიძლია ახლავე გავუდგე გზას.
– არა, ეს უკვე მეტისმეტია, – გადაიხარხარა მეჰმედმა, –
დღეს აქა ვართ. მიდი, დაიბანე, ჩაიცვი და საჭმელად ჩამოდი.
სეიდმა ისევ ტყისკენ გაიხედა და ღრმად ჩაისუნთქა. ალუშ-
ტა, სახლი, იქაური ტყე გაახსენდა. აქ სრულიად განსხვავებუ-
ლი სუნი იგრძნობოდა, თითქოს ხეები სველი იყო. ფანჯარა
ბოლომდე გააღო და საწოლის ალაგებას შეუდგა. სანამ იბან-
და და იცვამდა, მხიარულად უსტვენდა. გაუგებარი მიზეზით გა-
მოწვეული მღელვარების გამო გული საგულეში არ ეტეოდა.
ბოლო კვირის განმავლობაში პატარა ბავშვიდან სულ სხვა,
ახალ ადამიანად ქცეულიყო. სუფრაზე თამარას მომზადებული
ბორშჩი, შემწვარი ბატი, შემწვარი კარტოფილი და ალუბლია-
ნი ნამცხვარი ელოდათ. საუზმის შემდეგ ცხენებით გავისეირ-
ნოთო, უთხრა მამამ. მეჰმედი არაყს სვამდა, ერთი სირჩა სე-
იდსაც შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ და-
ულევია, სეიდმა იგრძნო, როგორ დაუარა სასიამოვნო სით-
ბომ და მსუბუქი რეტიც დაესხა.

81 მკითხველთა ლიგა
– სმას მამასთან ერთად თუ დაიწყებ, კაცურად დალევას ის-
წავლი, თუ – უცხოსთან ერთად, ყველგან შერცხვები, – უთხრა
მამამ.
განიას მოყვანილ ცხენებს რომ მოახტნენ და სასეირნოდ წა-
ვიდნენ, სეიდი მიხვდა, რომ მეჰმედის მიზანი მხოლოდ გარე-
მოს დათვალიერებინება არ იყო. მამას მომავალი ცხოვრები-
სათვის მისი შემზადება უნდოდა. დარიგებებისა და გაფრთხი-
ლებებისათვის კი უფრო მშვიდ და კომფორტულ გარემოს ძნე-
ლად თუ ნახავდა.
ცასა და მათ შორის წამოჭიმულ ხეებს შორის მდინარის გა-
ყოლებაზე სეირნობა (რა თქმა უნდა, არყის ზემოქმედების გა-
მოც) სეიდისათვის ზღაპრულ გასეირნებად იქცა. დროდადრო
მამა ისეთ რამეებს ეუბნებოდა, რომ სეიდი ყურებს არ უჯერებ-
და და ძალიან უკვირდა, რომ ასეთ სასირცხო თემებს ასე მშვი-
დად ისმენდა. მას შემდეგ, რაც შვილს ინტერნატში ცხოვრების
თავისებურებები გააცნო, მეჰმედმა სიტყვა ქალებზე გადაიტა-
ნა. როცა ატყობდა, რომ ბიჭმა ესა თუ ის თემა შეძლებისდაგ-
ვარად გადახარშა, მომდევნო საკითხზე გადადიოდა. შემდეგ
შვილის რეაქციის შესამოწმებლად თვალს ისევ მისკენ აპა-
რებდა და მის გამომეტყველებას აკვირდებოდა. არაყიც ამი-
ტომ დაალევინა. იცოდა, რომ ამ საუბრის დროს აჯობებდა,
მაქსიმალურად მოშვებული ყოფილიყო. მიზანსაც მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ სეიდი პერიოდულად წითლდებოდა
და თვალებს ახამხამებდა, მამის ნათქვამს ასაკისათვის უჩვეუ-
ლო სიმწიფით და გამგებიანი გამომეტყველებით უგდებდა
ყურს. ვერ წარმოედგინა, რომ დაკაცება მის ცხოვრებაში ასეთ
დიდ ცვლილებებს დაუკავშირდებოდა. მამის ნათქვამი ზღაპა-
რივით ჩაესმოდა, თუმცა დედის მოყოლილ ზღაპრებს სრულე-
ბით არ ჰგავდა.
– თუ კიდევ რამე გაინტერესებს, არ მოგერიდოს, მკითხე, –
უთხრა მამამ.
სეიდმა აღარ იცოდა, კიდევ რაღა უნდა ეკითხა. გაგონილმა
ისედაც თავგზა აუბნია. ამიტომ უარის ნიშნად თავი გადააქნია.
შვილის ანთებული თვალების, აწითლებული ლოყებისა და
დაბნეული გამომეტყველების დანახვაზე მეჰმედმა თავი

82 მკითხველთა ლიგა
ძლივს შეიკავა, რომ არ ახარხარებულიყო და მაშინვე გზისკენ
შებრუნდა.
იმ ღამეს, ნავახშმევს, მამა-შვილი ბიბლიოთეკაში ბუხრის
წინ მოთავსდა. მეჰმედი რაღაცას კითხულობდა და ინიშნავდა,
სეიდი კი მამის ნათქვამს აანალიზებდა, ზოგი რაღაცის წარ-
მოდგენას ცდილობდა. სხვა ვერაფერზე ვეღარ ფიქრობდა. მა-
მამ უთხრა, რომ 30 წლის ასაკამდე რუს ქალებთან შესაძლოა,
ურთიერთობა ჰქონოდა, მაგრამ დაქორწინების გადაწყვეტი-
ლების მიღებისას არჩევანი თურქული წარმოშობის ოჯახის
შვილზე უნდა შეეჩერებინა.
– რატომ 30 წლისამ? – ჰკითხა შვილმა. მეჰმედმა მზერა
წიგნს მოაცილა. შეკითხვას მიუხვდა და გაეცინა.
– 30 წლისამ რატომ უნდა იქორწინო, იმას მეკითხები? იმი-
ტომ, რომ მამაკაცი მხოლოდ ამ ასაკისთვის ღვინდება და კაცი
ხდება. მარტო ყოფნა ბეზრდება. ახლა ჩემი ნათქვამის აზრი
შესაძლოა კარგად არ გესმოდეს. მხოლოდ ყურადღებით მის-
მინე და დაიმახსოვრე. სწავლა და გააზრება სხვადასხვა რა-
მეა. ჩემი ნათქვამი დაგამახსოვრდება, მაგრამ კარგად გასა-
გებად თავად უნდა განიცადო. ამას კი წლები დასჭირდება,
შვილო.
– ეს ყველაფერი როდის მოხდება? – დაჟინებით იკითხა სე-
იდმა ისე, რომ ბუხრის ალისათვის თვალი არ მოუცილებია.
მეჰმედი მისი ჯიუტი ცნობისმოყვარეობით კმაყოფილი დარჩა.
მოსწონდა, რომ შვილთან მეგობრული ურთიერთობა ააწყო.
ადგა, სეიდის წინ სავარძელში გადაჯდა და მშვიდად განაგ-
რძო, – ეგ არავინ იცის, შვილო. ამიტომაც ყველაფერი ერთად
გითხარი. ასეთი რამ ყველას სხვადასხვა დროს ემართება.
ადამიანებს დაბადების, ცხოვრების, სიკვდილის ერთნაირი
წესები აქვთ, მხოლოდ დროა განსხვავებული. ეს ქალებსაც
ერთნაირად ეხებათ და მამაკაცებსაც. მაგრამ ბუნების გარ-
დაუვალი წესების გარდა, ისეთი სიტუაციებიც არსებობს, რო-
მელთაც ადამიანი თავად ქმნის. აი, ამაში განსაკუთრებული
დაკვირვება გმართებს. დროთა გნამავლობაში მიხვდები, რომ
ადამიანისათვის ყველაზე მეტი სიავე მხოლოდ საკუთარ და-
უფიქრებელ გადაწყვეტილებებს მოაქვს.

83 მკითხველთა ლიგა
– მეგობრებს?
– მეგობარი, რომელმაც შესაძლოა უბედურება მოგიტანოს,
ხომ ისევ და ისევ შენი არჩეულია?
– ალბათ... რა თქმა უნდა, – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა
სეიდმა.
– აი, ამიტომაც მეგობრები განსაკუთრებული სიფრთხი-
ლით უნდა შეირჩიო, სეიდ. და არასდროს დაგავიწყდეს, ვინა
ხარ და საიდან.
– ალუშტიდან რომ ვარ?
– ჰო, – გაეცინა მეჰმედს, – ზუსტად; არ დაივიწყო, ალუშტი-
დან რომ მოდიხარ, მირზა ემინოვის შვილი რომ ხარ, შენი წი-
ნაპრები საუკუნეებია, ამ მიწაზე რომ ცხოვრობენ, შენს ყანებ-
სა და ვენახებში მომავალში შენი შვილები რომ იჯირითებენ
ცხენებით. ვამაყობთ იმით, რომ წარმოშობით თურქები ვართ,
თუმცა იმავდროულად, რუსეთის ღირსეული მოქალაქეებიც
ვართ. აკი წეღანაც გითხარი, შვილო, სეიდ, შენი მოვალეობაა,
ჯგუფში საუკეთესო იყო და ეცადო, ნდობა გაამართლო. რამ-
დენიმე წლის შემდეგ მე თადარიგში გავალ. მეფის გვარდიის
ოფიცრობა ადვილი არ გეგონოს. ბევრი ეცდება ხელი შეგიშა-
ლოს. სიფრთხილე და ყურადღება გმართებს. სწავლას არა-
ფერმა არ უნდა მოგაცდინოს. შენი იმედი მაქვს.
– კარგი... რომ მითხარი, არჩევანის გაკეთების დროაო,
რას გულისხმობდი?
მეჰმედი კმაყოფილი იყო, რომ ბიჭი ყველაფერს ეკითხებო-
და, რაც აწუხებდა, რადგან ერთმანეთს რომ დაშორდებოდ-
ნენ, ის თავისი შეკითხვების პირისპირ მარტო აღმოჩნდებო-
და.
– შესაძლოა, ეს არც დაგჭირდეს და ყველაფერი უპრობლე-
მოდ წარიმართოს. მაგრამ რუსეთის მომავალზე ასე ფიქრი
დიდი შეცდომა იქნებოდა. ყირიმში ამას ვერ იგრძნობდით,
შვილო, მაგრამ ეს ქალაქი დუღს და გადადუღს. ხალხი
არეულია. ბევრი მშიერია, ბევრიც – უმუშევარი. ქალაქები იზ-
რდება, ახალი ქარხნები იხსნება და ამ ქარხნებში ნახევრად
მშიერი ადამიანები მდიდრებთან იკვეთებიან. ეს ორი მხარე
ერთმანეთს ვერ იტანს. გესმის, რას ვგულისხმობ?

84 მკითხველთა ლიგა
– დიახ, – მიუგო სეიდმა. ახლა რასაც ისმენდა, დღისით
ნათქვამზე უფრო გასაგები, მაგრამ ბევრად უფრო პესიმისტუ-
რი იყო.
– მეფე ნიკოლოზი ძალიან კარგი ადამიანია, – განაგრძო
მეჰმედმა, – ძალიან რბილი, მაგრამ ირგვლივ გაუმაძღარი
ხალხი ჰყავს, რაც მოსახლეობის თვალში მას აკნინებს. რამ-
დენადაც რუსეთსა და ადამიანებს ვიცნობ, წარმოუდგენელია,
რომ მალე რამე არ მოხდეს. აი მაშინ კი, მეფეს გვერდით უნდა
დაუდგე. მაგრამ თუ თურქებსა და რუსებს, ან ყირიმსა და რუ-
სეთს შორის არჩევანის გაკეთება მოგიხდება, იმედი მაქვს,
თვითონ მიხვდები, ვის მხარეს დადგე.
– მესმის, მამა.
სეიდს ჩაფიქრებული ტონი ჰქონდა. თავს ისევ დაღლილად
გრძნობდა. გონებაში საკმარისზე მეტი აზრი უტრიალებდა.
თითქოს ყველაფრის გონებაში ჩატევა უნდაო, თავი რამდენ-
ჯერმე უკან გადაიქნია. მეჰმედმა მხარზე ხელი დაადო და უთ-
ხრა:
– დღეისათვის საკმარისია. წადი, დაიძინე, – შვილი კიბემ-
დე რომ მიაცილა, ღიმილით ჰკითხა: – გგონია, ერთი დღე კი
არა, რამდენიმე თვე გავიდა, არა? დარწმუნებული ვარ, ძალი-
ან დაიღალე.
– ჰო.
– ვიცი. აკადემიაში წასვლამდე მამაჩემთან გატარებული
დრო მეც ასე მეჩვენა. მაგრამ იცოდე, საღელვებელი არაფე-
რია. იქნებ ის დაბრკოლებები, რომლებზეც გელაპარაკე, სა-
ერთოდ არც შეგხვდეს. თუ შეგხვდა კიდეც, დროში გაიწელება.
ამიტომ ეს ყველაფერი გონების ერთ კუთხეში შეინახე და ნორ-
მალური ცხოვრებით იცხოვრე. ოღონდ სიფრთხილე ნუ დაგა-
ვიწყდება.
მეჰმედმა შვილს შუბლზე აკოცა და საძინებელში გაისტუმ-
რა.
სეიდი იმ ღამეს – ხან ულამაზეს სიზმრებს, ხან კი კოშმარებს
ხედავდა: აკადემია დაემთავრებინა და მამასავით, ორდენე-
ბით დამშვენებული ახალთახალი ფორმა ეცვა. გარს ერთი-
მეორეზე უფრო ლამაზი რუსი ქალები ეხვია. იმდენნი იყვნენ,

85 მკითხველთა ლიგა
რომ აღარ იცოდა, რომელი აერჩია. ზოგი კაბის კალთას იწევ-
და და კოჭებს აჩენდა, ზოგი თმას იშლიდა და მისი კოცნის მო-
ლოდინში იყო. შემდეგ ეს ლამაზმანები ძონძებში ჩაცმულ მა-
ხინჯ კაცებად იქცეოდნენ, შენ მეფის კაცი ხარ, უნდა მოკვდეო,
უსისინებდნენ, ცხენიდან აგდებდნენ და სადღაც მიათრევ-
დნენ.
ოფლად გაღვრილს გაეღვიძა. ტუმბოზე მდგარი სურიდან
წყალი აიღო და სახეზე შეისხა. ერთხანს თვალღია იწვა, რომ
იგივე კოშმარი არ დასიზმრებოდა, მაგრამ მალე ისევ ჩაეძინა.
ცხენით სეირნობასა და საუბარში გატარებული ორი დღის
შემდეგ მამა-შვილი ისევ პეტერბურგში წასასვლელად მოემ-
ზადა. ამ ულამაზესი ადგილის მიტოვება და კარლოვიჩებთან
განშორება სეიდს სევდას ჰგვრიდა. მამას მისი კარგად ესმო-
და.
– ჩვენი საქმე ასეა, საბოლოოდ ვერცერთ ადგილს ვერ მი-
ეჯაჭვები, – უთხრა შვილს.
მესამე დილით, ადრიანად, მეზობლად ეტლი იშოვეს და
გზას გაუდგნენ. ამაგდარმა ცოლ-ქმარმა ისინი ჩვეული ღიმი-
ლითა და მოწიწებით გააცილა. სანამ ეტლი მოსახვევში არ მი-
იმალა, ხელს უქნევდნენ. სეიდს ესმოდა, რომ ამ პატარა სახ-
ლში გატარებული ორი დღე მის ცხოვრებაში გარდამტეხ წერ-
ტილს წარმოადგენდა.
– ახლა უკვე ორი სახლი მომენატრება ხოლმე, – უთხრა მა-
მას.
– ასეთი კიდევ ბევრი გექნება, – სიცილით მიუგო მეჰმედმა,
შემდეგ კი სერიოზულად დაამატა: – ოღონდ შენი მშობლიური
ბუდე ყოველთვის ალუშტა იქნება. სადაც და როგორც უნდა
იყო, ეს არ დაივიწყო.
მგზავრობამ სასიამოვნოდ ჩაიარა. სიცხეს მსუბუქი სიო ანე-
იტრალებდა. საჩოთირო საკითხებმა, რომლებზეც ბოლო
დღეებში ილაპარაკეს, მამა-შვილი ერთმანეთს დაუახლოვა,
მეგობრებად აქცია. გზაში სეიდმა ისიც კი ისწავლა, როგორ
უნდა მოქცეულიყო, რომ მასთან ურთიერთობაში მყოფი ქა-
ლიშვილები მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ.
– ამ ყველაფერს მაჰმუდიც ისწავლის? – იკითხა სეიდმა.

86 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, დრო რომ მოუვა, ისიც ისწავლის. მაგრამ
ალბათ შენსავით პატარა ასაკში არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შენსავით სახლიდან წასვლა და დედასთან
განშორება არ დასჭირდება. ამიტომ არაფერი დაშავდება, უფ-
რო მოზრდილ ასაკში თუ განათლდება. შენ კი ამაში გარკვევა
უფრო ადრე მოგიხდა, რადგან 12 წლისა მარტო რჩები. თავის-
თავად ცხადია, იძულებული ხარ, ნაადრევად მომწიფდე. იმი-
სათვის, რომ დიდობაში შეცდომები არ დაუშვა ან ნაკლები და-
უშვა, ვალდებული ხარ, ბევრი რამ შენს და-ძმაზე უფრო ადრე
ისწავლო. შესაძლოა, ეს უსამართლობად მოგეჩვენოს...
– არა, არა, გაზრდის არ მეშინია!
მეჰმედმა შვილს თავზე ხელი გადაუსვა. შემდეგ მხრებზე
მოეხვია. მშვიდად იყო. გრძნობდა, რომ სეიდი სირთულეებს
ადვილად გაუმკლავდებოდა.
სეიდს კი, რომელსაც ეგონა, რომ სიახლეებს შეეჩვია, კი-
დევ ერთი მოულოდნელობა ელოდა. მამამ მდინარე ნევის
სამხრეთ სანაპიროზე აღმართულ შენობაზე მიუთითა და უთ-
ხრა, საზღვაო სამინისტროაო. სეიდმა წარმოიდგინა, რომ
ერთ მშვენიერ დღეს მსგავს ვეებერთელა შენობებში შესვლა-
გამოსვლა თვითონაც დასჭირდებოდა და აღელდა. იმავე სა-
ნაპიროზე მეფის ზამთრის სასახლეს რომ ჩაუარეს, ირგვლივ
აღმართული შენობების თვალიერებამ ისე გაიტაცა, რომ ლა-
პარაკის თავიც აღარ ჰქონდა. ნევის პროსპექტი და ალექსან-
დრე ნეველის მოედანი თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ
გაიარეს. მდინარე ქალაქს ისეთ იერს აძლევდა, თითქოს სხვა-
დასხვა კუნძულებზე იყო გაშენებული. პატარ-პატარა კუნძუ-
ლები ერთმანეთს არხებზე გადებული სხვადასხვა ზომის ხიდე-
ბით უკავშირდებოდა. ხიდების ის ნაწილები, რომლებიც სანა-
პიროდან მდინარისკენ ჩადიოდა, ვარდისფერი და რუხი გრა-
ნიტის ფილებით იყო აგებული.
– ნევა წელიწადში ხუთი თვით იყინება, – აუხსნა მეჰმედმა
ერთ-ერთ ხიდზე გადასვლისას, – აქ გრძელი ზამთარი იცის და
ისე ცივა ხოლმე, რომ ყირიმული ზამთარი ძალიან მოგენატ-
რება, მერწმუნე.

87 მკითხველთა ლიგა
მამა-შვილს გაეცინა. დაზამთრებამდე სხვაც ბევრი საშიში
რამ ელოდა, მამას თუ დაეჯერებოდა. თოვლი და ზამთარი რა
მოსატანი იყო?
მეჰმედი უყვებოდა, როგორ და როდის აიგო სამინისტროე-
ბი ვასილის კუნძულზე, პეტრე-პავლეს ციხე-სიმაგრე, საკა-
თედრო ტაძარი, სადაც პეტრე დიდიდან მოყოლებული, რუსე-
თის მეფეები განისვენებდნენ, პეტრეს საზაფხულო სასახლე,
კრონსლოტის ციხე კოტლინის კუნძულზე. პორტიც დაათვა-
ლიერეს.
– აქ წელიწადში 1500-ზე მეტი გემი შემოდის. ქალაქის მო-
სახლეობა დაახლოებით 1,5 მილიონია და განუწყვეტლივ მა-
ტულობს. მათგან თითქმის მესამედი პორტსა და მის შემოგა-
რენში ქარხნებში დასაქმებული მუშები არიან.
– მუშები რუსები არიან, მამა?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი არ იყოს, მათს წარმომავლო-
ბას თუ ჩაუღრმავდები, ფინელებს, ესტონელებს, ებრაელებს,
პოლონელებსა და რა ვიცი, ვის არ ნახავ.
სეიდს ასე ეგონა, პეტერბურგის დათვალიერებას ვერას-
დროს მორჩებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, მამამ მეეტლეს მი-
სამართი დაუსახელა. მთავარი მოედნიდან ვიწრო ქუჩებზე გა-
დაუხვიეს და ერთ სახლთან შეჩერდნენ. ხის ორსართულიანი
სახლის მეორე სართულზე ასევე ხის გარეთა კიბე ადიოდა. მე-
ზობელი სახლებიც ასევე გამოიყურებოდა. ერთმანეთისგან
მხოლოდ ფარდებითა და ზოგ რაფაზე მოთავსებული ბეგონიე-
ბისა და გერანის ქოთნებით განსხვავდებოდა. ქუჩაში მოთამა-
შე ბავშვები ეტლს გარს შემოეხვივნენ.
– ამ უბანში საშუალო ფენის რუსები ცხოვრობენ. ის კი არა,
ცოტა უფრო გაჭირვებულებიც.
– აქ ვისთან მოვედით? – იკითხა სეიდმა.
– აქ ცხონებული ევგენი ცხოვრობდა.
– ეგ ვინ არის?
– ჩემი დენშჩიკი იყო წლების განმავლობაში, – აუხსნა მეჰ-
მედმა. შემდეგ მეეტლე გააფრთხილა, დაგველოდეო და სეიდ-
თან ერთად სახლისკენ გაემართა, – ჭლექმა მოკლა საბრა-
ლო. აქ მისი ქვრივი ცხოვრობს სამ შვილთან ერთად. საწყალი

88 მკითხველთა ლიგა
ქალი დღისით ქარხანაში მუშაობს, საღამოობით კი სახლებს
ალაგებს, ჭურჭელს რეცხავს... რა ვიცი, რასაც შოულობს.
– შვილები არ მუშაობენ? – იკითხა სეიდმა, მაგრამ ამ დროს
სახლიდან გამოვარდნილი ბავშვები დაინახა და შეკითხვის
უაზრობას მიხვდა. უფროსი ხუთი-ექვსი წლისა თუ იქნებოდა.
შეიძლება ცოტა მეტისაც, მაგრამ იმდენად ჩია და მოუვლელი
იყო, რომ ასაკის გამოცნობა ჭირდა. უკან თითო წლით უმცრო-
სი კიდევ ორი ბავშვი მოსდევდა.
ეტყობოდათ, რომ მეჰმედს კარგად იცნობდნენ. კიბე გიჟე-
ბივით ჩამოიქროლეს და მეჰმედს ფეხებზე შემოეხვივნენ. სულ
უმცროსი ჩექმის ყელამდე სწვდებოდა. ყველანი ფეხშიშველე-
ბი იყვნენ. სიმინდის ფუჩეჩივით ყვითელი თმა და დიდი ლურჯი
თვალები ჰქონდათ. სიმაღლესა და ასაკს თუ არ ჩავთვლით,
ერთმანეთს ტყუპისცალებივით ჰგავდნენ. სეიდი გაკვირვებუ-
ლი უყურებდა, როგორ სათითაოდ აიტაცა და გადაკოცნა მა-
მამისმა ბავშვები. არ ესიამოვნა. ნუთუ მამამისსა და იმ ქერა
ქალს შორის, რომელიც სახლის კართან ელოდებოდა, რამე
ხდებოდა? გუშინდლამდე ასეთი რამ თავში აზრადაც არ მო-
უვიდოდა, მაგრამ მამასთან საუბრის შემდეგ მიხვდა, რომ სა-
კუთარი სახლიდან შორს მყოფი მამაკაცის ცხოვრებაში ყვე-
ლაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. უეცრად იგრძნო, რომ ამ
ბავშვებისა და ქალისაგან თავი უნდა დაეცვა, მათგან შორს
ყოფილიყო. ეჭვიანობის განცდა დაეუფლა. მეჰმედმა ორი პა-
ტარა ხელში აიყვანა და სახლისკენ გაემართა. უფროსი უკან
მისდევდა.
– წამო, სეიდ, ევგენის ოჯახი უნდა გაგაცნო.
სეიდი მორჩილად გაჰყვა მამას და მის ზურგსამოფარებუ-
ლი ინტერესით ათვალიერებდა კართან მდგომ ქალს, რომე-
ლიც მათ ბედნიერი, მაგრამ ამავე დროს მორცხვი ღიმილით
შეჰყურებდა. ძალიან ახალგაზრდას ჰგავდა. კეფაზე დამაგრე-
ბული ორი ნაწნავი ისეთივე ქერა ჰქონდა, როგორიც ბავ-
შვებს. თვალებიც – ზუსტად ისეთივე ლურჯი. ძველი, იდაყვებ-
ზე დაკერებული, მაგრამ სუფთა კაბა ეცვა. მწვანე ფოთლები-

89 მკითხველთა ლიგა
თა და ყვითელი ვარდებით მოხატული წითელი წინსაფარი და-
წითლებული და დახეთქილი ხელების მოუვლელობას კიდევ
უფრო ხაზს უსვამდა.
მეჰმედმა კიბის ბოლო საფეხურს რომ მიაღწია, ქალი პატი-
ვისცემით გვერდზე გადგა და გზა მისცა. განიასა და თამარასა-
გან განსხვავებული რუსულით ლაპარაკობდა:
– მობრძანდით! ძალიან გაგვახარეთ, მაიორო ემინოვ.
ისე ჩუმად თქვა, თითქოს ლაპარაკისა რცხვენიაო. მეჰმედ-
მა ბავშვები ჩამოსვა, სეიდს მხრებში ხელი წაავლო და გვერ-
დით მოიყენა. შემდეგ ქალს მისალმების ნიშნად თავი დაუკრა.
– ეს ჩემი შვილია, სეიდი. ამიერიდან პეტერბურგში იცხოვ-
რებს. სეიდ, ეს ევგენის ცოლია, ანა ვეროჩკა.
შემდეგ ჩვეული მოძრაობით ისე, რომ მიპატიჟებას არ და-
ლოდებია, პატარა, ვიწრო ოთახში შევიდა და ფანჯარასთან
სავარძელში მოკალათდა.
– რამეს დალევთ? – ჰკითხა ქალმა ისეთივე ყრუ ხმით.
– არა, გმადლობ. ამდენი დრო არა გვაქვს. გზას დიდი ხანი
მოვუნდით. ვიფიქრე, დავხედავ-მეთქი.
უეცრად მეზობელი ოთახიდან ჩვილის ტირილის ხმა მოის-
მა. მეჰმედმა იქით მიიხედა. ქალი, რომელიც ჯერაც კართან
იდგა და ხელებს იფშვნეტდა, ყურებამდე გაწითლდა, დარ-
ცხვენილმა თავი დახარა და ტუჩების კვნეტას მოჰყვა. თვალს
მეჰმედისკენ აპარებდა. მეჰმედი წამოდგა და მეზობელი ოთა-
ხისკენ გაემართა. სეიდიც უკან დაედევნა. საძინებელი ოთახი,
სადაც ერთმანეთის პირისპირ ხის ორსართულიანი საწოლები
იდგა, ისეთი ვიწრო იყო, რომ საწოლებს შორის მხოლოდ ერ-
თი კაცი თუ გაივლიდა. სიღრმეში, ერთმანეთზე დაგებულ რამ-
დენიმე ტომარზე გადაფარებულ ზეწარზე პირქვე ჩვილი ჩამ-
ხობილიყო, თავს აქეთ-იქით ატრიალებდა და ტიროდა. სახე
გასწითლებოდა. პაწაწა მუშტებზე დაყრდნობით თავის აწევას
ცდილობდა, ძალაგამოცლილი ისევ ზეწარზე ემხობოდა. მისი
ხმა მაგარ, უფორმო ლეიბში იკარგებოდა. ქალმა ბავშვი ხელ-
ში აიტაცა. პატარა წითელ ფუთას ჰგავდა. თავზე რამდენიმე
ღერი თმა ისეთი ქერა ჰქონდა, თეთრი გეგონებოდა. დედის
მკლავებში უცებ დადუმდა. ქალი თან ბავშვს არწევდა, თან

90 მკითხველთა ლიგა
დამნაშავის გამომეტყველებით თვალს მეჰმედისკენ აპარებ-
და.
– მაიორო ემინოვ... თქვენ რომ გგონიათ, საქმე ისე არ
არის... – ამოილუღლუღა ჩახლეჩილი ხმით.
მეჰმედი ქალს მიუახლოვდა. ბავშვი ისე მშვიდად იღიმებო-
და, თითქოს წეღან ვინმე სხვა ტიროდა.
– შენ რა იცი, მე რა მგონია? – იკითხა მეჰმედმა და ბავშვს
შიშველ ფეხებზე მიეფერა, – ან კი რა მნიშვნელობა აქვს, მე
რას ვფიქრობ? როგორ უნდა გაზარდო?
ქალმა სეიდს გადახედა, რომელიც გაოგნებული მიშტერე-
ბოდა. აშკარა იყო, რომ მისი თანდასწრებით ლაპარაკს ერი-
დებოდა. მეჰმედმა შვილს თვალი ჩაუკრა.
– ნუ გეშინია, რუსული კარგად არ იცის, ვერ გაიგებს.
სეიდი მიხვდა, რომ თავი ისე უნდა დაეჭირა, ვითომ არაფე-
რი ესმოდა და ოთახიდან გავიდა. თუმცა ვერ მოითმინა და
საუბარს მაინც მიაყურადა. მით უმეტეს, რომ ოთახები ისეთი
პატარა იყო და ერთმანეთთან ისე ახლოს მდებარეობდა, რომ
ყურები რომც დაეცვა, მაინც ყველაფერს გაიგონებდა.
– მეშინია, არასწორად არ გაიგოთ, მაიორო ემინოვ, – ქა-
ლი ლამის ტიროდა, – მაგრამ ჩემი შემოსავალი ამ ბავშვების
აღზრდას არ ჰყოფნის... დიდი ხანია, ვიცნობ. ჩემს შვილებსაც
კარგად ექცეოდა... პუტილოვის ქარხნის სასადილოში მუშა-
ობს, მზარეულია... საკვების პრობლემა აღარა გვაქვს... გეს-
მით ჩემი, მაიორო ემინოვ?
– ჰო, ჰო. კარგი, გეყოფა, ნუ ტირი. რამე გითხარი? რა უფ-
ლება მაქვს, შენს გადაწყვეტილებებში ჩავერიო? შემიძლია
მხოლოდ ევგენის ხსოვნის პატივსაცემად ხელი გაგიმართოთ.
სულ ეს არის.
– ვიცი, მაიორო ემინოვ, იცოცხლეთ. თქვენი წყალობით უმ-
ძიმეს დღეებს გავუძელით.
– ანა ვეროჩკა, უკეთეს დღეში არც ახლა ხართ.
– ვიცი, მაიორო ემონოვ, ვიცი, – ქალის ხმა უფრო მშვიდად
ჟღერდა, – კარგად არც ახლა ვართ, მაგრამ დავიფიცე, რომ
ბავშვები ასეთ გაჭირვებას აღარ გადაიტანენ. თქვენ რასაც

91 მკითხველთა ლიგა
მაძლევთ, ვაგროვებ. ბავშვებს აუცილებლად ვასწავლი. სა-
უკეთესოში თუ არა, ჩვეულებრივ სკოლაში მაინც ვატარებ. ევ-
გენისაც ასე უნდოდა... დამიჯერეთ, ახლაც მიყვარს... და ძა-
ლიან მენატრება... – ქალი ისევ ატირდა, თან ლაპარაკსაც აგ-
რძელებდა, – მაგრამ ცუდ გზას ხომ არ დავდგომივარ?
გთხოვთ, მითხარით, ჩემზე ცუდს ხომ არ ფიქრობთ?
სეიდს თავისი წეღანდელი ეჭვებისა შერცხვა. თვალზე
ცრემლი მოადგა.
– ნუ ტირი, ანა ვეროჩკა, გთხოვ, ნუღარ ტირი, – ალერსია-
ნად უთხრა მეჰმედმა, – მერწმუნე, შენზე გულში ცუდი არაფე-
რი გამივლია. კარგად გიცნობ და მიზეზებიც კარგად მესმის.
მე... მხოლოდ... ჩვილის ხმას არ ველოდი. ამიტომაც დავიბე-
ნი. კიდევ ერთ ბავშვს როგორ აუვა-მეთქი, ვიფიქრე. ასე, რომ
ვალდებული არა ხარ, შენი პირადი ცხოვრების გამო ანგარიში
მაბარო. თანაც ხომ იცი, ძალიან გამიხარდა, რომ ბავშვების
სკოლაში გაშვება გადაგიწყვეტია. ჩემი იმედი გქონდეს, ყვე-
ლანაირად დაგეხმარები.
– ისა... უნდა, რომ ცოლად გავყვე, – ენის ბორძიკით წარ-
მოთქვა ქალმა, რომელსაც ამასობაში მიძინებული ჩვილი
თვითნაკეთ საწოლში დაებრუნებინა.
– თანახმა ხარ? – მეჰმედი, რომელიც უკვე ოთახიდან გადი-
ოდა, უკან შემობრუნდა.
– არ ვიცი. სახლი მასაც არა აქვს. ქარხანაში ათევს ღამეს.
ზოგჯერ ღამის ცვლაში დარაჯად მუშაობს. თუ ვიქორწინებთ,
სახლი მაინც ექნება და ბავშვებსაც ყოველ საღამოს საჭმელს
მოუტანს.
– კარგად მაინც გექცევა?
– ვერ წარმოიდგენთ, მაიორო ემინოვ, რა კარგი ადამიანია!
– წამოიძახა გამოცოცხლებულმა ქალმა, – ევგენის შვილებ-
საც, როგორც საკუთარს, ისე ექცევა. მართალია, მას ვერ შეგ-
ვიცვლის, მაგრამ ნამდვილად კარგი ადამიანია.
საბრალო ქალი თავს ისე იმართლებდა, თითქოს მეჰმედი
მისი ქმრის ახლობელი ყოფილიყო. მეორე ოთახში რომ გამო-
ვიდნენ, მეჰმედმა დასამშვიდებლად მხარზე ხელი მოჰხვია:

92 მკითხველთა ლიგა
– ანა ვეროჩკა, განა ვინმემ მოგთხოვა, ევგენისთან ერთად
თავი დაიმარხეო? ახალგაზრდა ქალი ხარ. ბავშვები ფეხზე უნ-
და დააყენო. იმდენი ჭკუაც გაქვს, რომ საუკეთესო გამოსავა-
ლი მოძებნო. ერთადერთი, რისიც მეშინია, შენ და ბავშვები
ვინმემ არ დაგჩაგროთ. თუ გარჩენთ, უყვარხარ, ბავშვებსაც
მამობას უწევს, არც კი დაფიქრდე, გაჰყევი.
ქალის ღიმილის დანახვაზე სეიდსაც გულს მოეშვა. სინდისი
ქენჯნიდა, თითქოს ანა ვეროჩკა მისი ფიქრების გამო ტიროდა.
მხოლოდ ახლა შენიშნა, რა ლამაზი ქალი იყო. ვერც სიღარი-
ბეს, ვერც ტკივილს, ვერც მარტოობასა და ვერც ცხოვრებას-
თან ბრძოლას მისი სილამაზისათვის ვერაფერი დაეკლო. მეჰ-
მედთან საუბრის შემდეგ დანაშაულის გრძნობისათვისაც თავი
დაეღწია. სეიდი კი ბავშვური თვალით მხოლოდ ამის შედეგად
სახეცვლილ ქალს ხედავდა და უკვირდა, წეღან რატომ ვერ შე-
ნიშნა. მართალია – დახეთქილი, მაგრამ თხელი და გრძელი
თითები ჰქონდა. ძველი კაბის სახელოებიდან ისეთი ნატიფი
და თეთრი მაჯები უჩანდა, რომ ეტყობოდა, ასეთ დღეში გა-
უსაძლის შრომას ჩაეგდო.
ანა ვეროჩკამ მეჰმედს ხელში ხელი წაავლო:
– გმადლობ, მაიორო ემინოვ! გმადლობ, რომ გამიგეთ. ყვე-
ლაფრისათვის დიდი მადლობა!
მეჰმედმა გაჭირვებით გამოთავისუფლებული ცალი ხელით
უბის ჯიბიდან საკმაოდ სქელი შეკვრა ამოიღო და ქალს ხე-
ლებში ჩაუდო.
– არაფრის, არაფრის. გეყოფა, ანა ვეროჩკა, ადექი.
სეიდი მიხვდა, რომ შეკვრაში ფული იდო. ე.ი. ქალი მამა-
მისს ამის გამო უხსნიდა თავისი პირადი ცხოვრების დეტა-
ლებს. დღემდე მათ მეჰმედი პატრონობდა. ქალმა, რომელმაც
აღარ იცოდა, ფული სად წაეღო, ტირილი მორთო.
– ღმერთმა ყველა სურვილი აგისრულოთ, მაიორო ემინოვ.
დალოცვილი იყავით თქვენცა და თქვენი შვილებიც, – ლოც-
ვას მოჰყვა ქალი და ისევ მეჰმედის ხელებს სწვდა.
– ამდენი მადლობა რა საჭიროა, – მეჰმედმა ქალის გაჩუმე-
ბა სცადა, – სიტყვა მომეცი, რომ ბავშვებისთვის განათლების

93 მკითხველთა ლიგა
მიცემას არ გადაიფიქრებ. დროდადრო შემოგივლი ხოლმე.
ვნახავ, რამე ხომ არ გიჭირთ, კარგი?
– გპირდებით, მაიორო ემონოვ. აუცილებლად ვასწავლი
და კაცებად გავზრდი! – შემდეგ თითქოს ახლა გაახსენდაო,
წამოიძახა: – თქვენზე და თქვენს ოჯახზე ყოველ დღე ვილო-
ცებ! – სეიდი და მეჰმედი კიბეს რომ ჩაუყვნენ, უფრო გაბედუ-
ლად მიაძახა: – იქნებ მომდევნო მოსვლისას ისიც სახლში და-
გიხვდეთ, გაგაცნობთ!
მეჰმედმა თანხმობის ნიშნად ხელი დაუქნია, სეიდს მხრებზე
მოეხვია და ეტლში ჩასხდნენ. ანა ვეროჩკა და ბავშვები ისევ
ხმაურითა და შეძახილებით ემშვიდობებოდნენ. სეიდს ძალიან
უკვირდა, ასეთი გაჭირვების ფონზე სიცილი რომ შეეძლოთ.
ცხენები ღარიბული უბნის ერთმანეთზე დახვავებული ხის სახ-
ლების გავლით ისევ ფართო ქუჩებზე რომ გავიდნენ, უკვე
ბნელდებოდა. სეიდი ერთხანს მამას შეჰყურებდა. მშვიდი,
ალერსიანი, მაგრამ იმავე დროს მკაცრი და თავშეკავებული
გამომეტყველება ჰქონდა. სეიდი მამის შესახებ ყოველ დღე
რაღაც ახალს იგებდა და მისით ამაყობდა. უკან მიბრუნდა და
უკვე საკმაოდ შორს დარჩენილ ვეროჩკას სახლს გახედა. საბ-
რალო ევგენიო, გაივლო გულში, საბრალო ანა ვეროჩკა...
საწყალი ბავშვები.
ერთხანს დუმდნენ. თითქოს რაღაც სიმძიმე დააწვათ. სიჩუ-
მე პირველმა მეჰმედმა დაარღვია და მეეტლეს მისამართი და-
უსახელა, შემდეგ კი სეიდს მიუბრუნდა:
– ახლა სერგეი მოისეევთან მივდივართ. ფაქტობრივად,
ერთად გავიზარდეთ. აკადემიის პირველი წლებიდან ვმეგობ-
რობთ. ფლოტში მუშაობს. იაპონიის ომის მონაწილეა. პორტ-
არტურში 8 თებერვალს იაპონელებმა ჩვენი ფლოტი დაბომ-
ბეს. სანამ მე ყირიმში, თქვენი სუნეთის ცერემონიაზე წამოვი-
დოდი, ცოტა ხნით ადრე. დაიჭრა კიდეც.
– მძიმედ?
– ბრძოლის ველზე ადვილად ვეღარ დაბრუნდება.
– ჩვენ ვიყავით მართლები თუ იაპონელები?

94 მკითხველთა ლიგა
– ომი ისეთი რამეა, ორივე მხარე თავს მართლად თვლის,
შვილო. სინამდვილეში მტყუან-მართალს ისტორია გამოავ-
ლენს.
– ომში შენც უნდა წახვიდე?
– ჯარისკაცი იქ მიდის, სადაც უბრძანებენ, სეიდ. წინასწარ
არავინ იცის, რა ელოდება.
– მოისეევები სად ცხოვრობენ?
– ნევის პროსპექტის პარალელურ ქუჩაზე ძალიან ლამაზი
სახლი აქვთ. მდიდარი ოჯახის შთამომავალია. სულაც რომ არ
იმუშაოს, მაინც მშვენივრად იცხოვრებს. იმ მიწების თითქმის
ნახევარი, რომლებზეც ქალაქის ქარხნებია, მის მამასა და ბა-
ბუას ეკუთვნის. სერგეი თავგადასავლების მოყვარულია და
სამხედროც იმიტომ გახდა. მამამისი ჯერაც ცოცხალია. პორტ-
არტურიდან დაჭრილი რომ დაბრუნდა, გოლიათი სერგეი მა-
მამ კინაღამ გალახა.
– რატომ?
– ამოდენა სიმდიდრე რომ მიატოვა და სიცოცხლის ფასად
მეზღვაურობა არჩია.
– გოლიათს რატომ ეძახი?
– შენ თვითონ ნახავ, მართლაც უშველებელია. მაგრამ მა-
მას ვერაფერს უბედავს.
მამა-შვილს სიცილი აუტყდა. სეიდი სერგეი მოისეევის მი-
მართ წინასწარ კარგად განეწყო. ამ გოლიათური აღნაგობის
კაცზე რომ ფიქრობდა, რომელიც მამას ვერაფერს უბედავდა,
ეცინებოდა.
– იქ არ გაგეცინოს, სირცხვილია, – გააფრთხილა მეჰმედ-
მა, თვითონაც ახარხარდა და სეიდს თვალი ჩაუკრა, – მაიორო
მოისეევ – ასე უნდა მიმართო. სამხედროებს უყვართ, წოდე-
ბით რომ მიმართავ.
– და არისტოკრატებს, – დასძინა სეიდმა.
მეჰმედი ისევ ახარხარდა.
– რა იცი?
– ერთხელ შენ თქვი.
ნეტავ როდის ვთქვიო, გაიფიქრა მეჰმედმა და ისევ გაიღიმა.

95 მკითხველთა ლიგა
სერგეი მოისეევის დანახვაზე სეიდმა თავი ძლივს შეიკავა,
სიცილი რომ არ დაეწყო. თავი მოწიწებით დაუკრა და ხელი ჩა-
მოართვა. მოისეევი მართლაც ნამდვილი გოლიათი იყო. საკ-
მაოდ ტანმაღალი მეჰმედი მისი უმცროსი ძმა გეგონებოდათ.
ხშირი წვერ-ულვაში ჰქონდა. მსუქანი არ იყო, მაგრამ ტანსრუ-
ლი ეთქმოდა. ნახშირივით შავი თვალები უბზინავდა. მკაცრი
გამოხედვის უკან კეთილი ბუნება იმალებოდა. თითქოს გან-
გებ ცდილობდა, მკაცრი შთაბეჭდილება დაეტოვებინა. მაგრამ
ხელი რომ ჩამოართვა, იღლიებში სწვდა და ჰაერში ააგდო,
სეიდი მიხვდა, რომ გოლიათი მაიორი მოისეევი სინამდვილე-
ში ბავშვივით გულჩვილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო.
იმის გაფიქრებაზე, მაიორის ფორმაში გამოწყობილ ამ გოლი-
ათს მამა როგორ ტუქსავდა, სეიდმა თავი ვერ შეიკავა და სი-
ცილი აუვარდა. მგონი ეღუტუნებაო, დაასკვნა სერგეიმ და მი-
წაზე დაუშვა. სეიდი ოდნავ წაბარბაცდა და მამის შეკრული კო-
პები შენიშნა. მეგობრისგან განსხვავებით, მეჰმედი სიცილის
მიზეზს მშვენივრად მიუხვდა. რას იზამ, ბავშვიაო, გაიფიქრა
გულში. სეიდს ვერ მოსთხოვდა, ზრდასრული ახალგაზრდასა-
ვით მოქცეულიყო. ბიჭს დასამშვიდებლად გაუღიმა.
– ასე დიდხანს ვიდგებით?
მასპინძელმა მამა-შვილი ფართო, ნახევრად შემინული კა-
რის გავლით სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა. სეიდი ვერ მიმ-
ხვდარიყო, ეს ჯანმრთელი, ჭოკივით გაჯგიმული კაცი ფრონ-
ტზე რატომ ვეღარ წავიდოდა. იქნებ მას შემდეგ გამოჯან-
მრთელდა, რაც მამას არ უნახავს. განიერ დარბაზს იატაკამდე
ფანჯრები ჰქონდა. ვერანდასა და უკანა ბაღში გამავალი კა-
რიც მთლიანად მინისა იყო. სხვადასხვა ადგილას გობელენი-
სა და აბრეშუმის სამეულები იდგა. ავეჯის ქსოვილში, ნოხებსა
და ფარდებშიც წითელი სჭარბობდა. ღია კარიდან მონაბერი
სიო ტიულის, აბრეშუმისა და ხავერდის ფარდებს მსუბუქად აშ-
რაშუნებდა. ოთახის იმ ნაწილში, რომელიც ვერანდაზე გადი-
ოდა, როიალი იდგა, რომელზეც სხვადასხვა ზომის ვერცხლი-
სა და ბროლის ჩარჩოებში ოჯახის წევრების ფოტოები დაელა-
გებინათ. გაზის ლამპები და ლარნაკები ერთნაირ წითელ
ფერს ირეკლავდა.

96 მკითხველთა ლიგა
– ჩემს არყოფნაში ისევ რაღაც შეგიცვლიათ, ძალიან ლამა-
ზია, – აღნიშნა მეჰმედმა.
მოისეევი მომცრო, ნატიფი ნაკეთობის ტუმბოს მიუახლოვ-
და, რომელიც მთლიანად ბოთლებით იყო სავსე და ვერცხლის
სინზე მდგარი ბროლის ბოთლიდან პატარა სირჩებში ლიქიო-
რი ჩამოასხა.
– ოლგას ამბავი მოგეხესენება, ერთი და იმავე ნივთების გა-
რემოცვაში ერთი წელიწადი თუ გაძლო, რეკორდია. უკვე
აღარ ვერევი. თავის ნებაზე მივუშვი. მანაც მოისვენა და მეც, –
ჭიქა მეჰმედს მიუჭახუნა და განაგრძო, – შენს ჩამოსვლას გა-
უმარჯოს, ძვირფასო მეგობარო.
– შენ გაგიმარჯოს, – ჭიქა ასწია მეჰმედმაც, გვარიანი ყლუ-
პი გააკეთა და გაწყვეტილ საუბარს მიუბრუნდა, – ღვთის მად-
ლით, გემოვნებიანი ცოლი გყავს. საწუწუნო არაფერი გაქვს.
მაიორმა, რომელიც სტუმრებს გობელენგადაკრული სამეუ-
ლისკენ მიუძღვებოდა, გულიანად გადაიხარხარა:
– ავეჯის შეცვლის გამო კი არა, ემინოვ, ხარჯის გამო ვწუწუ-
ნებ.
– აბა, სხვამ რაღა თქვას?!
– პავლოვ, ყმაწვილის შესაფერისი არაფერი გვაქვს? – გას-
ძახა მოისეევმა კართან დარჭობილ ლაქიას.
ჭაღარათმიან პავლოვს, რომლის მუდმივად ერთნაირი, გა-
ყინული გამომეტყველების მიხედვით ვერასდროს გამოიც-
ნობდი, ბედნიერი იყო თუ უბედური, რა უხაროდა და რა სწყინ-
და, იმდენი გამოცდილება ჰქონდა, რომ შეკითხვა ბრძანებად
მიეღო. ახლავე, მაიოროო, რომ უპასუხა, უკვე ოთახიდან გა-
სული იყო.
– გინდა, ბაღში გადი და გაისეირნე.
სეიდს ეს წინადადება მოეწონა. მადლობა გადაუხადა და გა-
რეთ გავიდა.
– არაჩვეულებრივი შვილი გყავს, ემინოვ, – უთხრა მოისე-
ევმა და ლამპიონებით განათებულ ბაღში აუზისკენ მიმავალ
სეიდზე მიანიშნა, – თავის ასაკზე უფროსს ჰგავს.
– ამ ბოლო რამდენიმე დღეში უცებ გაიზარდა, სერგეი. თუმ-
ცა ბავშვობიდან სიდინჯით გამოირჩეოდა.

97 მკითხველთა ლიგა
მოისეევს თვალები დაენისლა, ღრმად ამოიოხრა და ჩუმად
ჩაილაპარაკა:
– მეც მინდა, ასეთი შვილი რომ მყავდეს. შენი მშურს, ემი-
ნოვ. ძალიან ბედნიერი ხარ.
მეჰმედმა კარგად იცოდა მეგობრის სადარდებელი – არა-
ერთი მცდელობის მიუხედავად, წლებია, შვილი არ უჩნდებო-
და. ამიტომ გადაწყვიტა, მისი ნათქვამი ხუმრობაში გადაეტა-
ნა:
– შენ გგონია, სერგეი, მოსკოვის ულამაზესი ქალიშვილი
რომ შეირთე ცოლად, ჩვენ არ გვშურდა?
სერგეი მოისეევი უცებ გამხიარულდა, გაიღიმა და მეგო-
ბარს მხარზე ხელი დაჰკრა:
– მართლა გშურდათ?
– თანაც როგორ!
მეჰმედმა სიყვარულით გადახედა მეგობარს, რომელსაც
წეღანდელი სევდა დავიწყებოდა და ბავშვივით იცინოდა. კარ-
გა ხანია, მიჩვეული იყო მეგობრის გუნების ასეთ ცვალებადო-
ბას. სერგეი სამოცი წლის ასაკშიც ასეთი ბავშვური იქნებოდა.
ოლგა ჩერერინასა და სერგეის ქორწინება და ძველი დრო
გაიხსენეს. ყველაფერს ისეთი აღტაცებით ჰყვებოდნენ, იმეო-
რებდნენ, ღელავდნენ და ხარხარებდნენ, თითქოს ერთად არ
განეცადათ. სეიდი, რომელიც ბაღში ლამპიონების შუქზე ხელ-
ში პავლოვის მიერ მოტანილი ლიმონათის ჭიქით დასეირნობ-
და, ფრიალა ტიულის ფარდების მიღმა მსხდომ მამასა და მის
საყვარელ მეგობარს ინტერესით შესცქეროდა. ნეტავ თვითო-
ნაც ეყოლებოდა ასეთი ახლო და საყვარელი მეგობარი, რო-
მელთანაც ამდენი წლის განმავლობაში იმეგობრებდა?
მოგონებებში ჩაფლულ მეგობრებს ლიქიორის ბოთლი სა-
ნახევროდ დაეცალათ, როცა ოთახის კარი უეცრად გაიღო.
ორივენი ადგილებიდან წამოხტნენ. როგორც კი ოლგა ჩერე-
რინა-მოისეევამ ოთახში ფეხი შედგა, ირგვლივ ყველა ძვირ-
ფასი ნივთი გაუფერულდა – ფერწერული ტილოები იქნებოდა
თუ ადამიანის სიმაღლის ლარნაკებში მოთავსებული ცოცხა-
ლი ყვავილები. ის იყო სეიდი დარბაზში შესვლას აპირებდა,
რომ მისკენ მომავალი ქალი დაინახა და ადგილზე გაშეშდა.

98 მკითხველთა ლიგა
ნახშირივით შავი კულულები კეფაზე აეწია. იმავე ფერის ოდ-
ნავ ირიბი თვალები ჰქონდა. კრემისფერი არშიით გაწყობილი
ზურმუხტისფერი აბრეშუმის კაბიდან შიშველი მხრები მოუჩან-
და. ყურებსა და ყელს ალმასებში ჩასმული მსხვილი ზურმუხ-
ტები უმშვენებდა, რომლებიც კანის სითეთრეს კიდევ უფრო
უსვამდა ხაზს. წამით კართან შეჩერდა, თითქოს იმის საჩვე-
ნებლად, რომ სტუმრებს არ ელოდებოდა, თუმცა ამ წამიერ
მზერაშიც კმაყოფილება უკრთოდა. შემდეგ სწრაფად, მაგრამ
მოხდენილად ხელგაშლილი მეჰმედისკენ გაემართა.
– ემინოვ! კეთილი იყოს შენი მობრძანება! რატომ შეგაგვი-
ანდათ? – წამოიძახა ქალმა და მეჰმედს საკოცნელად ლოყა
მიუშვირა.
– არაჩვეულებრივად გამოიყურები, ოლგა, როგორც ყო-
ველთვის! – მეჰმედის ხმაში აღტაცება იგრძნობოდა.
ოლგამ უეცრად სეიდი შენიშნა, კიდევ ერთი აღტაცებული
შეძახილი აღმოხდა და ბავშვისკენ გაემართა. ქალის პირობა-
ზე მაღალი ეთქმოდა. ოდნავ მოიხარა, სეიდს გადაეხვია და გა-
დაკოცნა. შემდეგ გაიმართა, ისე, რომ სეიდისთვის ხელი არ
გაუშვია, თვალებში ჩახედა და წამოიძახა:
– ღმერთო, რა არაჩვეულებრივი ბავშვია, ემინოვ! რა საყ-
ვარელია! მგონი სწორედ იმ ასაკისაა, ჩვენ რომ ერთმანეთი
გავიცანით.
– თორმეტისა შესრულდა, – მიუგო მეჰმედმა ამაყად.
ქალი თვალს არ აცილებდა. სეიდმა დაირცხვინა და გაწით-
ლდა.
– ერთმანეთი ჩვენც ამ ასაკში გავიცანით, თქვენ კი – 13
წლისებმა, ჩემო ოლგა, – უთხრა ქმარმა. ოლგას მზეთუნახავი
არ ეთქმოდა, მაგრამ რაღაც ისეთი ფარული ეშხი ჰქონდა, გა-
რემოს რომ ათბობდა, ადამიანების ყურადღებას იპყრობდა,
ირგვლივ ყველასა და ყველაფერს მნიშვნელობას უკარგავდა.
სეიდი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 12 წლისა იყო, მო-
აჯადოვა ამ ქალის ნაკვერჩხალივით ანთებულმა თვალებმა,
ქათქათა თეთრმა ხელებმა, რომლებსაც ლაპარაკისას ისე
ხმარობდა, თითქოს ცეკვავსო. იმასაც ხვდებოდა, რომ ამ ქა-

99 მკითხველთა ლიგა
ლით მამამისიც აღფრთოვანებული იყო. ქმარს კი, ოლგა მო-
ისეევა აშკარად ისევე უყვარდა, როგორც ახალგაზრდობაში.
ცოლ-ქმარი ასაკით თითქმის ტოლები იყვნენ, მაგრამ სერგე-
ის ზორბა აღნაგობისა და წვერ-ულვაშის გამო, ცოლზე ერთი
ათი წლით უფროსი მაინც გეგონებოდათ. ოლგა კაცების გვერ-
დით სავარძელზე ჩამოჯდა, გრძელი, თხელი და ცვილივით
თეთრი თითები ზურმუხტის ყელსაბამს შეახო და სტუმარს მი-
უბრუნდა:
– აბა, ემინოვ, როგორ იმგზავრე? შენები როგორ არიან? ნა-
ბოლარა? ყველაფერი მიამბე. ძალიან მაინტერესებს.
შეკითხვებს ისეთი ტონით სვამდა, ეს ყველაფერი მართლაც
აინტერესებდა. ბავშვობაში დაწყებული მეგობრობის წყალო-
ბით და-ძმასავით იყვნენ. მეჰმედმა იცოდა მისი გულწრფელო-
ბა, ამიტომ ყველაფერი დეტალურად უამბო.
– ზაჰიდემ ორივესთან მოკითხვა დამაბარა.
ოლგას და სერგეის მეჰმედი ქორწილშიც არ მიუტოვებიათ
მარტო. ამხელა გზა გაიარეს, ყირიმში ჩავიდნენ და მის გვერ-
დით იყვნენ. ქორწილის შემდეგ კი ლივადიაში, ოლგას საზაფ-
ხული რეზიდენციაში, არნახული ათი დღე გაატარეს, რომე-
ლიც მათი მეხსიერებიდან ჯერაც არ ამოშლილიყო. ყოველ-
თვის, როცა ერთად შეიკრიბებოდნენ ხოლმე, იმ დღეებს იხსე-
ნებდნენ.
– ამხელა კაცები ხართ და ვერაფრით მოგიხერხებიათ, რომ
მე და ზაჰიდე ერთმანეთს ისევ შეგვახვედროთ. არც კი
გრცხვენიათ! – ოლგა, მართალია, საყვედურს გამოთქვამდა,
მაგრამ ისეთი მხიარული ხმა ჰქონდა, რომ მამაკაცებს არ
სწყენიათ.
– ნუ გეშინია, ოლგა, საყვარელო, – უთხრა ქმარმა ოდნავ
ნაწყენი ტონით, – რადგან ეს უშველებელი სხეული აწი ჯარს
ვერავითარ ხეირს ვერ მოუტანს, დარჩენილი ცხოვრება შემიძ-
ლია მოგზაურობას მივუძღვნა. სადაც მოინდომებ, იქ წავალთ.
სიტყვას გაძლევ. თუ გინდა, პეტერბურგში ფეხს აღარ ჩამო-
ვადგამთ, მუდმივად ვიმოგზაურებთ.

100 მკითხველთა ლიგა


ქმრის ნაღვლიანმა ტონმა ოლგაც დააღონა. ჩვეული კოხტა
და დახვეწილი მოძრაობით წამოდგა, ქმარს მიუახლოვდა,
მოეხვია და შუბლზე აკოცა.
– სერგეი, ნუ დარდობ, კმარა. ყველაფერი გააკეთე, რაც კი
შეგეძლო. ღვთის წყალობით, უკან დამიბრუნდი. რამე რომ
მოგსვლოდა, მე რა მეშველებოდა?
ცოლის ალერსმა სერგეის დარდი გაუქარვა და ისევ გუნე-
ბაზე მოიყვანა.
– ყურადღებას ნუ მაქცევ, – უთხრა ოლგას და ლამაზ მკლა-
ვებზე თავისი უშველებელი ტორებით მიეფერა, – ჭრილობე-
ბისა და ნაკერების ტკივილი რომ გამივლის, არაფერი აღარ
გამახსენდება. მოგზაურობას რაც შეეხება, სიტყვას არ გადა-
ვუხვევ.
იმ ღამეს ვახშამი მცირე ზომის ბანკეტად იქცა. იმდენი ილა-
პარაკეს და იცინეს, იმდენი მოსაყოლი ჰქონდათ, რომ სეიდს
ეგონა, დილამდე არ დაიშლებოდნენ. ოლგამ მისთვის დამახა-
სიათებელ დახვეწილ ჟესტიკულაციას მიმიკაც დაუმატა და პე-
ტერბურგის ელიტაში გარეული ახალბედა მდიდრების ცო-
ლებს გამოაჯავრა. სეიდს, მართალია, ყველა სიტყვა არ ესმო-
და, მაგრამ მამისა და მაიორის მხიარულებას აჰყვა. უცნაურად
ეჩვენებოდა, რომ ასეთი ლამაზი და ეფექტური ქალი იმავ-
დროულად შეიძლებოდა ასეთი სასაცილო ყოფილიყო. დედა-
მისიც ძალიან ლამაზი ქალი იყო, მაგრამ არასდროს უნახავს,
რომ ასე მოქცეულიყო. ნავახშმევს ისევ სასტუმრო ოთახში
დაბრუნდნენ. მამაკაცებმა ღვინო ჩამოისხეს, ოლგა როიალს
მიუჯდა. ქმრის მიწოდებული ლიქიორი მოსვა, მადლობა გა-
დაუხადა, სირჩა დიდ ვერცხლის შანდალს გვერდით მიუდგა,
თითები ერთმანეთს გადააჭდო და ერთხანს ასე იჯდა. შემდეგ
თავი აწია და თვალები დახუჭა. სეიდმა შენიშნა, რომ მამაკა-
ცები მისი არ იყოს, ოლგას თვალს ვერ აშორებდნენ. მართა-
ლია, ჯერ პატარა იყო, მაგრამ ინტუიციით ხვდებოდა, რომ ამ
ქალს რაღაც არაჩვეულებრივი ხიბლი ჰქონდა. მაშინაც კი ყუ-
რადღებას იპყრობდა, როცა უხმოდ იჯდა. თითქოს ლოცვი-
სათვის ემზადებოდა. სანთლებით განათებული სახის გამო-
მეტყველებაზე ეტყობოდა, რომ საკუთარი თავის ფასი კარგად

101 მკითხველთა ლიგა


იცოდა. თითები კლავიშებს ფრთხილად შეახო და დაკვრა და-
იწყო. სერგეი და მეჰმედი, ხელში ღვინის ჭიქებით, როიალს
აქეთ-იქიდან მოუდგნენ. უზარმაზარ სავარძელში ჩაფლულ
სეიდს უცებ სევდა მოერია. საღამოობით დედამისიც ხშირად
უკრავდა ხოლმე, განსაკუთრებით, როცა მამა ბრუნდებოდა.
ვინ იცის, ახლა როგორ მარტოობას გრძნობდა. მიუხედავად
იმისა, რომ მამასთან ერთად იყო, თვითონაც მარტოობის გან-
ცდა დაეუფლა. ოლგას შეხედა და ინატრა, რომ მის ადგილას
დედა ყოფილიყო. თუმცა ეს შეუძლებელი იყო – დედა ძალიან
შორს იმყოფებოდა და მას კიდევ კარგა ხანს ვერ ნახავდა.
თვალზე მომდგარი ცრემლი ძლივს შეიკავა. მადლობა
ღმერთს, არავინ უყურებდა და ოთახშიც ბნელოდა. ოთახში
თითქოს მხოლოდ ოლგა იყო სულიერი თავისი შანდლებით,
როიალითა და მუსიკით. სანთლების ალი თრთოდა, ოლგა
სევდიანად უკრავდა, სეიდს რბილ სავარძელში ნაღვლიანი
დაღლილობა მოეძალა, თვალები დახუჭა, რომ ტირილი არ
დაეწყო და მალევე ჩაეძინა.
ოლგამ დაკვრა რომ დაამთავრა და კაცებმა აპლოდისმენ-
ტებით დააჯილდოეს, საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა, –
გაჩუმდითო და თვალით სავარძელში ჩაძინებულ სეიდზე
ანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ დაკვრისას ერთ წერტილზე
იყო კონცენტრირებული, ოლგას ირგვლივ მყოფები და მომ-
ხდარი უყურადღებოდ არასდროს რჩებოდა. ახლაც მართა-
ლია, თვალდახუჭული მუსიკის ჰანგებში ჩაძირულიყო, მაგ-
რამ სეიდისკენ თვალს მაინც აპარებდა. არ გამოჰპარვია, რომ
ბავშვმა შეუმჩნევლად ცრემლი მოიწმინდა და მწარედ ამოიხ-
ვნეშა.
– საწყალი ბავშვი, – უჩურჩულა მეჰმედს, – ალბათ ძალიან
დაიღალა. როგორ გამომრჩა. ამდენ ხანს ჩვენთან ერთად არ
უდა დაგვეტოვებინა.
– ეჭვი არ მეპარება, ამით კმაყოფილი იქნება, – მიუგო მეჰ-
მედმა და მსუბუქი შეხებით სეიდის გაღვიძება სცადა.
– არ გინდა! – შესძახა ოლგამ, – არ გააღვიძო. ახლავე თა-
ვის საწოლში გადავაყვანინებ.

102 მკითხველთა ლიგა


– რა საჭიროა, ოლგა?! ამოდენა ბიჭია. ადგეს, თავის ოთახ-
ში წავიდეს და ისევ დაიძინოს.
– არ გრცხვენია, ემინოვ? – ალერსიანად, მაგრამ მტკიცედ
უთხრა ოლგამ, – გეგონება, ბავშვი არ ყოფილხარ. დაგავიწ-
ყდა, ამ ასაკში ძილი რა ტკბილია?
– როგორ გახსოვს? – ჩუმი სიცილით უთხრა სერგეიმ, რო-
მელსაც ამასობაში სეიდის გადასაყვანად მოსამსახურეები-
სათვის გამოეძახებინა, – მეჰმედის ეგ ასაკი შორეულ წარ-
სულში დარჩა.
– შენი არა? – მეგობარს მოუჭრა მეჰმედმა.
– ეს? ეს საერთოდ არ გაზრდილა, – საუბარში ჩაერთო ოლ-
გა და თავისი პაწაწინა, თეთრი ხელი ქმარს ლოყაზე მოუსვა,
– არა, ჩემო საყვარელო მეუღლევ?
– რა უცნაურია, მამაჩემიც და ჩემი ცოლიც ერთსა და იმავეს
მეუბნებიან, – გულიანად გაიცინა სერგეი მოისეევმა.
ამ დროს ოთახში სეიდის გასაყვანად პავლოვი და მისი დამ-
ხმარე შემოვიდნენ.
– პიჟამა ჩააცვით და ისე ჩააწვინეთ, არ გააღვიძოთ, – გა-
აფრთხილა ოლგამ მოსამსახურეები.
– ღმერთო! – წამოიძახა მეჰმედმა და ხელი შუბლში იტკიცა,
– ამოდენა ბიჭს ხელით ატარებინებ, ოლგა! სკოლაში ასე ვინ
მოექცევა? ასე თუ გაანებივრებ, ამ ბავშვისგან რანაირი სამ-
ხედრო გამოვა?
– ახლა ხვდები, ემინოვ, კარგი ჯარისკაცი რატომ არ დავდე-
ქი? – გადაიხარხარა სერგეიმ და ბროლის სურიდან ჭიქაში
უკანასკნელი წვეთები ჩამოწურა.
მართალია, ცოლიცა და მეგობარიც გულში არ დაეთან-
ხმნენ, მაგრამ სიცილში აჰყვნენ.
– ეს სურა ყოველთვის ცარიელია! – წამოიძახა სერგეიმ, –
პავლოვ, პავ...
– კმარა, გენაცვალე, – უთხრა ცოლმა ნაზად, სურა გამოარ-
თვა და ადგილზე დააბრუნა, – მე მგონი, ყველას ძილის დრო
მოვიდა. აქაო და თავაზიანი სტუმარი გვყავს და ხმას არ იღებს,
მთელი ღამე ხომ არ უნდა ვაყურყუტოთ?

103 მკითხველთა ლიგა


მაიორმა ცელქი პატარა ბავშვივით მხარდაჭერის იმედით
მეჰმედს გადახედა. მეჰმედმაც არ დააყოვნა:
– კიდევ ერთი-ორი ჭიქის დალევა შეიძლებოდა... – ამ
დროს ოლგამ თვალი უქნა, – მაგრამ აჯობებს, დავწვეთ.
– ეჰ, ეჰ, – ამოიოხრა მოისეევმა, რომელსაც ცოლის საქ-
ციელი შეუმჩნეველი არ დარჩენია, – ოლგამ შენც დაგაშინა.
რას ვიზამთ? ჩვენც დავწვებით, – მოერიდა, ცოლს არ ვაწყენი-
ნოო და ალერსიანად დაამატა, – წმინდანებს გეფიცები, ემი-
ნოვ, ზოგჯერ ვფიქრობ, პორტ-არტურში, ადმირალ ევგენი
ალექსეევთან უფრო მკაცრი დისციპლინა იყო თუ აქ, ადმი-
რალ ოლგა ჩერერინასთან?
– იმედი მაქვს, ადმირალი ალექსეევისგან სხვა რამითაც
განვსხვავდები, – მიუგო ოლგამ კეკლუცად.
ოლგამ მამაკაცებს ხელკავი გამოსდო და სამივენი სიცილ-
ხარხარით გავიდნენ სასტუმრო ოთახიდან, მარმარილოთი
გაწყობილი ფართო ჰოლის გავლით კიბისაკენ გაემართნენ.
სასიამოვნო საღამოთი სამივე კმაყოფილი იყო.
ვარდის სურნელით გაჟღენთილ ქათქათა საწოლში გაღვი-
ძებულ სეიდს თავი წამით ალუშტაში ეგონა. არ ახსოვდა, აქ
როდის ამოვიდა და როგორ დაწვა. თითქოს ჯადოსნური ღამე
გაატარა. საწოლში წამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. ოთახი
არ ეცნო. მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ხავერდის უშველებელ
სავარძელში ჩაეძინა. უცებ იფიქრა, რომ მამამ აქ დატოვა და
წავიდა. საწოლიდან წამოფრინდა და ჩემოდანი მოძებნა. ვი-
ღაცას მისი ტანისამოსი ამოელაგებინა და კარადაში კოხტად
ჩამოეკიდა. ფეხსაცმელიც გაპრიელბული დახვდა. სასწრა-
ფოდ ჩაიცვა – მამა უნდა მოეძებნა. თმას რომ ივარცხნიდა,
კარზე დააკაკუნეს.
– სეიდ, გღვიძავს? – მოისმა ოლგას ხმა. აქცენტი, რომლი-
თაც მასპინძელმა მისი სახელი წარმოთქვა, ეუცნაურა, მაგრამ
მოეწონა.
– დიახ, ოლგა მოისეევნა, – მიუგო მასპინძელს.
– დილა მშვიდობისა, სეიდ, მიხარია, რომ გაიღვიძე, – კარ-
თან გაღიმებული ოლგა დახვდა. ამჯერად სადა ვარდისფერი
კაბა ეცვა, ყელსა და ყურებს კი მარგალიტები უმშვენებდა, –

104 მკითხველთა ლიგა


არაჩვეულებრივი ამინდია, არ მინდა, რომ ბაღში საუზმეს გა-
მოაკლდე.
შეუძლებელი იყო, ოლგას ენერგიის გავლენის ქვეშ არ
მოქცეულიყავი. სეიდმა მას ხელი გაუწოდა და კიბეს ერთად
ჩაუყვნენ.
– კარგად მოისვენე?
– დიახ, გმადლობ.
– ძალიან დაღლილი იქნებოდი წუხელ. სავარძელში ჩაგე-
ძინა. გახსოვს?
– ზევით მამამ ამიყვანა? – იკითხა დარცხვენილმა სეიდმა.
– არა, პავლოვი და იური მოგეხმარნენ.
რა თავაზიანი იყო ოლგა. პირდაპირ არ უთხრა, რომ პატა-
რა ბავშვივით ხელში ატატებული აიყვანეს. სეიდმა ქალის მი-
მართ საოცარი სითბო იგრძნო. ოდნავ რომ დამშვიდდა, გა-
დაწყვიტა, ის შეკითხვა დაესვა, რომელიც დიდი ხანია, ენის
წვერზე უტრიალებდა:
– ოლგა მოისეევნა...
– არა, სეიდ, – სიტყვა გააწყვეტინა ქალმა, – ამიერიდან დე-
იდა ოლგას დამიძახებ. მე და შენი მშობლები ძველი და ახლო
მეგობრები ვართ. სერგეი და მეჰმედი 12 წლის ასაკიდან მე-
გობრობენ. ძმებივით არიან. ის კი არა, მგონი ძმებზეც უფრო
ახლობლები. უამრავი პატარ-პატარა საიდუმლო აქვთ, რომ-
ლებიც ჩემთვისაც კი უცნობია. დარწმუნებული ვარ, არც ზაჰი-
დეს ეციდონება, – ოლგას გაახსენდა, რომ ბიჭი წეღან რაღა-
ცის თქმას აპირებდა, – სეიდ, რაღაცას მეკითხებოდი. რა გინ-
დოდა?
– განსაკუთრებული არაფერი, ოლგა მოისეევნა, – ქალის
აწკეპილი წარბების დანახვაზე სეიდს მისი წეღანდელი ნათ-
ქვამი გაახსენდა, – ისა... დეიდა ოლგა.
– აი, ასე, – ოლგამ თავზე ხელი გადაუსვა, – არ დაგავიწ-
ყდეს, პეტერბურგში მამაშენის შემდეგ, შენთვის ყველაზე ახ-
ლობლები მე და ბიძია სერგეი ვართ, ფაქტობრივად, შენი მე-
ორე ოჯახი. ეს შენი სახლიც არის. შევთანხმდით?
– გმადლობ, დეიდა ოლგა, – მიუგი ამგვარი დამოკიდებუ-
ლებით კმაყოფილმა, თვალებგაბრწყინებულმა სეიდმა.

105 მკითხველთა ლიგა


ოლგასა და სეიდის დანახვაზე მამაკაცები ბალახზე, ფანჩა-
ტირუს ქვეშ გაშლილი სუფრიდან წამოიშალნენ.
– ჩემმა ცოლმა, როგორც ჩანს, კიდევ ერთი მამაკაცის გუ-
ლი მოინადირა, – სიცილით თქვა სერგეიმ.
– ძალიან მეცოდები, – მიუგო მეჰმედმა, – მთელი ცხოვრე-
ბა ეჭვიანობაში უნდა გაატარო.
– ამჯერად რას მაიმუნობთ? – ჰკითხა ოლგამ.
– იმაზე ვსაუბრობთ, რომ შენი ეშხი ყველა ასაკის მამაკაცს
ატყვევებს, – აუხსნა ქმარმა.
ოლგამ სეიდს ადგილი მიუთითა და თვითონაც მეჰმედის შე-
თავაზებულ სკამზე დაჯდა. ფაიფურის ჩაიდნიდან ჩაის ჩამოს-
ხმას შეუდგა.
– რამდენიმე წელი მოიცადეთ და ნახავთ, ეს სიმპათიური
ყმაწვილი რამდენ გულს მოინადირებს.
სეიდი მიხვდა, რომ მასზე ლაპარაკობდნენ და დაიმორცხვა,
გაწითლდა, ტუჩზე იკბინა და მამას გადახედა.
– ოლგა, საყვარელო, პატარა ემინოვს უხერხულ მდგომა-
რეობაში აგდებ, – უთხრა სერგეიმ ცოლს.
– კარგი გარეგნობა და გოგონების მოწონება საუხერხულო
სულაც არ არის, – მიმართა ოლგამ სეიდს. შემდეგ თავით სერ-
გეისა და მეჰმედზე მიანიშნა და მშვიდად, თუმცა ირონიულად
დაამატა: – ჩემი თუ არ გჯერა, ამ ორ სიმპათიურ მამაკაცს
ჰკითხე.
– თქვენი წყალობით, მეც სიმპათიური მამაკაცების სიაში
აღმოვჩნდი.
სერგეის ამ ფრაზაზე ყველას სიცილი აუტყდა. რადგან სე-
იდი ოჯახში ამგვარ თემებზე საუბარს ჩვეული არ იყო, თავიდან
საკმაოდ დაიბნა, თუმცა ნელ-ნელა დამშვიდდა. თანაც სამარ-
ცხვინო ან ცუდი რომ ყოფილიყო, მამა მის აქ ყოფნას ან მისი
თანდასწრებით ამგვარ საუბრებს არ დაუშვებდა.
მოისეევებთან დრო ისე სასიამოვნოდ გადიოდა, რომ ორმა
დღემ შეუმჩნევლად გაირბინა. ცოლ-ქმარი გაუთავებლად
ხუმრობდა, სეიდს აცინებდა და საინტერესო ამბებით ართობ-
და. უშვილობისათვის დამახასიათებელი სიმძიმე ამ სახლში

106 მკითხველთა ლიგა


არც კი იგრძნობოდა. პირიქით, ისეთივე მხიარულება სუფევ-
და, როგორც მრავალშვილიან ოჯახებში.
ჩამოსვლიდან მეორე საღამოს სეიდმა შეიტყო, რომ დი-
ლით სკოლაში მიდიოდა.
– აწი იქ დავრჩები, მამა? – იკითხა ბავშვმა.
– არა, შვილო, – აუხსნა მამამ, – ხვალ მხოლოდ ჩასარიც-
ხად საჭირო საქმეების მოგვარებას დავიწყებთ. ჯანმრთელო-
ბის შემოწმებაც დაგვჭირდება.
– მე რომ არაფერი მაწუხებს?
– მათ ხომ ეს არ იციან.
– რაც უფრო ჯანმრთელი იქნები, ჯარში უკეთ იმსახურებ, –
ლაპარაკში ჩაერთო მაიორი მოისეევი, რომელსაც ჩვეულები-
სამებრ, ხელში ჭიქა ეჭირა, – ამიტომაც სუსტებს თავიდანვე
არ იღებენ.
– შემდეგში თუ ავად გავხდი?
– მაშინ ჯარიდან დაგითხოვენ. შენს სურვილს არავინ დაგი-
დევს. მაშინვე სახლის გზას გაგიყენებენ.
– არ გრცხვენია, სერგეი მოისეევ? – უსაყვედურა ქმარს
ოლგამ, – ბავშვს ჯერ კურსანტის ფორმაც არ ჩაუცვამს, შენ კი
რას ეუბნები? მით უმეტეს, რომ შენ არავის გაუგდიხარ. საკუ-
თარი ნებით წამოხვედი.
– რა განსხვავებაა? – იკითხა მაიორმა სევდიანად, – გინდ
იმათ ეთქვათ, წადიო და გინდ მე წამოვსულვარ. ნახევარი ნეკ-
ნები და ცალი თირკმელი პორტ-არტურში დავტოვე. – უცებ სი-
ცილი წასკდა, – კიდევ კარგი, თავი მაინც შემრჩა, სიარული
შემიძლია, ხელებსაც ვამოძრავებ. ოლგა მართალია, ბედი
მქონია.
– მეც სერგეი, – უთხრა ცოლმა და ლოყაზე აკოცა, – მეც გა-
მიმართლა, რომ დამიბრუნდი. – შემდეგ მხიარულად დაამა-
ტა, – გვეყოფა ამდენი პესიმიზმი. ახლა ამ ყმაწვილს სამხედ-
რო სამსახურის დადებითი მხრეები გააცანით. – ამჯერად სე-
იდს მიუბრუნდა და მისი დამშვიდება სცადა, – ამათ ყურადღე-
ბას ნუ მიაქცევ, სეიდ. სამხედროებმა ასე იციან. მიაჩნიათ,
რომ ყველაზე დაუნდობელ საქმეს ემსახურებიან. თანაც, შენ

107 მკითხველთა ლიგა


თვითონ ხარ მოწმე, წარსულში გართობა არ მოჰკლებიათ. ბი-
ძია სერგეი ასე შენს გამოსაცდელად ლაპარაკობს.
სეიდს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მაიორის განცდები სიმარ-
თლეს შეესაბამებოდა, მაგრამ დეიდა ოლგას თბილმა, ალერ-
სიანმა, მხიარულმა ხმამ დაჭრილი ჯარისკაცის ტანჯვაზე ფიქ-
რის საშუალება აღარ მისცა. ამასობაში სიტყვა ისევ პეტერ-
ბურგელ და მოსკოველ ლამაზმანებზე ჩამოვარდა.
– კვირის ბოლოს, შვებულებას რომ მოგცემენ, აუცილებ-
ლად ჩვენთან დარჩები ხოლმე, – უთხრა ოლგამ, – პირობა
მომეცი, რომ ცარსკოე სელოში არ წახვალ. არც მგზავრობაზე
დაგეხარჯება დრო და ჩვენც მოუთმენლად დაგელოდებით.
კარგი?
სეიდმა არ იცოდა რა ეთქვა, ამიტომ მამას შეხედა.
– გმადლობ, ოლგა, საყვარელო, – უთხრა მეჰმედმა, – რა
თქმა უნდა, აქ მისი სახლიც არის, მაგრამ დროდადრო აგარაკ-
საც მოინახულებს ხოლმე. აქ კიდევ იმდენი წელი უნდა დაყოს,
რომ ყველაფერს მოასწრებს.
– ჰო, – დასძინა სერგეიმ დამცინავად, – დრო ყველაგან წა-
სასვლელად ექნება.
უფროსებმა გაიცინეს. სეიდი ბევრს ვერაფერს მიხვდა. ხვა-
ლინდელი დღე აფორიაქებდა.
– მეფეს მართლა ვნახავ?
– ჯერ ფორმას მოგიმზადებთ. ყველაფერს თავისი დრო
აქვს. შემდეგ, როცა შეხვედრის თარიღს დამითქავმს, შენც
თან წაგიყვან.
სეიდს იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს. გარიჟრაჟზე, ოთახში
მამამ რომ შეაკითხა, თვალები ეწვოდა და თავი სტკიოდა.
– არ გძინებია, არა? – ჰკითხა მამამ.
სეიდმა მხოლოდ თავი დაუქნია. იმ წამს ბალიშზე თავის და-
დებისა და დაძინების მეტი არაფერი უნდოდა. ისევ წამოწვა,
მაგრამ მამის სიტყვებმა გამოაფხიზლა:
– სეიდ ემინოვ! შეგახსენებ, რომ დღეიდან ჯარისკაცის
ცხოვრება გეწყება!

108 მკითხველთა ლიგა


სეიდი საწოლიდან ისე წამოფრინდა, რომ თავი ვერ შეიკა-
ვა, წაბარბაცდა და საწოლის ფეხს მიეჯახა. მეჰმედს გაეცინა
და მხრებზე ხელი მოჰხვია:
– ღმერთმა ქნას, დღევანდელი უწესრიგობა აღარ განმეორ-
დეს. აბა, მიდი, მოემზადე, ნახევარ საათში უნდა გავიდეთ.
სეიდმა სასწრაფოდ იბანავა და ჩაიცვა. მღელვარებისგან
პერანგის ღილები აცაბაცად შეიკრა, თმას რომ ივარცხნიდა,
სავარცხელი გაუვარდა, ფეხსაცმელი, თითქოს სხვისი ყოფი-
ლიყო, ძლივს ჩამოიცვა. სიმწრისგან ოფლმა დაასხა. დაბლა
რომ ჩავიდა, სუფრასთან მამის გარდა, მოისეევებიც დაინახა.
დაგვიანების გამო ბოდიში მოიხადა და მაგიდას მიუჯდა. ოლ-
გა ისე კარგად და მხიარულად გამოიყურებოდა, თითქოს შუ-
აღამემდე ყველას არ ართობდა, როიალზე არ უკრავდა და არ
მღეროდა.
– მოდი, სეიდ. დღეს განსაკუთრებით კარგად უნდა ჭამო.
წინ მძიმე დღე გელის და ძალა დაგჭირდება.
შემდეგ პავლოვს ანიშნა, ბიჭს მოემსახურეო, თუმცა სეიდს
ერჩივნა, სახლიდან მშიერი გასულიყო. რადგან უძილობისა
და მღელვარებისაგან გული ერეოდა. თეფშზე დალაგებულ
ბლინებს, სოსისსა და ფუნთუშას ვერც კი უყურებდა. ალბათ
ყველაფერი სახეზე ეწერა, რადგან საქმეში სერგეი ჩაერთო:
– ოლგა, ძვირფასო, არა მგონია ასეთ დროს ბავშვს ჭამის
თავი ჰქონდეს. ძალას ნუ დაატან.
– რა თქმა უნდა, საყვარელო, რამდენიც უნდა, იმდენი ჭა-
მოს, – დაეთანხმა ოლგა ქმარს, როცა შენიშნა, როგორი მად-
ლიერი მზერა ესროლა სეიდმა სერგეის. ამ ბავშვს, რომელსაც
მისთვის უშვილობის სიმწარე უნდა შეემსუბუქებინა, ნამდვი-
ლად ვერ დაკარგავდა, – თუ არ გინდა, სულ ნურაფერს შეჭამ,
სეიდ. იქნებ მხოლოდ ხილი გესიამოვნოს?
ბოლოს და ბოლოს სეიდის საუზმე ერთი ვაშლითა და ერთი
ფინჯანი ჩაით ამოიწურა. მეჰმედი გაოცებული შეჰყურებდა მე-
გობრებს, რომლებიც მისი შვილის გამო კამათობდნენ და
თავში აზრად არ მოსდიოდათ, ბავშვის მამისათვის აზრი ეკით-
ხათ.

109 მკითხველთა ლიგა


სეიდს ეგონა, მასპინძლებს დაემშვიდობებოდნენ და წავი-
დოდნენ, მაგრამ შეცდა. მაიორს ამ განსაკუთრებულ დღეს მა-
თი მარტო მიტოვება არ უნდოდა. ოლგაც რამდენიმე ამხანა-
გის მონახულებასა და საყიდლებზე გავლას, შესაბამისად,
დღის ქალაქში გატარებას გეგმავდა.
ეტლმა ზამთრის სასახლეს ჩაუარა და ცოტა ხანში თაღიან
შესასვლელში შეუხვია. მეჰმედმა მცველებს ანიშნა – ეტლი
გაატარეს. ფართო ეზოს ბოლოში მარმარილოს კიბესთან შე-
ჩერდნენ. სერგეი და მეჰმედი ეტლიდან რომ გადმოვიდნენ,
სეიდიც მიჰყვა, მაგრამ წამით ოლგამ შეაყოვნა და გადაკოცნა:
– საღელვებელი არაფერია. დამშვიდდი, სეიდ. დღეს განსა-
კუთრებული დღეა. ყოველი წამი დაიმახსოვრე. საღამოს ყვე-
ლაფერი დაწვრილებით უნდა მიამბო.
ოლგამ ბავშვს ლოყაზე აკოცა და სანამ სეიდი ეტლიდან ჩა-
დიოდა, თვალი არ მოუცილებია. ცოლ-ქმარს ისეთი განცდა
ჰქონდა, თითქოს საკუთარი შვილი მიჰყავდათ სკოლაში. ოლ-
გამ მამაკაცებს ხელი დაუქნია.
– ამ დილაადრიან ვის უნდა ესტუმროს, ვერ წარმომიდგე-
ნია, – გაეცინა სერგეის და ეტლს აღტაცებული და მონატრებუ-
ლი მზერა გააყოლა.
სეიდმა, მამამისმა და მოისეევმა მეორე კარიც გაიარეს და
მთავარი შენობის შესასვლელთან მივიდნენ.
სეიდი მიხვდა, რომ სერგეი და მეჰმედი აქ უცხოები არ იყ-
ვნენ, რადგან შენობაში გზას ისე მიიკვლევდნენ, არავისთვის
შეკითხვის დასმა არ დასჭირვებიათ. დროდადრო სხვა სამ-
ხედროებს ესალმებოდნენ და სერიოზული სახით განაგრძობ-
დნენ გზას, რამაც სეიდზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბი-
ძია სერგეი და მამა თითქოს ის ადამიანები აღარ იყვნენ, ბო-
ლო ორი დღეა, ჭიქას ჭიქაზე რომ ცლიდნენ, ხუმრობდნენ და
სიცილით იხოცებოდნენ. უზარმაზარ შენობაში ჩამიჩუმი არ
ისმოდა, მარმარილოს იატაკზე მათი ჩექმების ხმას თუ არ ჩავ-
თვლით. ამ სიჩუმეში წამით სეიდს ისიც კი მოეჩვენა, რომ ზედ-
მეტად ხმამაღლა სუნთქავდა. უხმოდ აიარეს განიერი კიბე და
გრძელ დერეფანს გაუყვნენ. მეჰმედმა დერეფნის ბოლოში
ერთ კარზე დააკაკუნა და შიგნით შევიდა. მოისეევმა სეიდს

110 მკითხველთა ლიგა


მხრებზე ხელი მოჰხვია და მეგობარს მიჰყვა. ფართო ოთახში
კარის მოპირდაპირე მხარეს გრძელ მაგიდას მსუქანი ფორ-
მიანი კაცი უჯდა.
– ემინოვ! მოისეევ! მოდით, შემოდით! – წამოიძახა კაცმა,
როცა თვალი მის წინ გაშლილ ქაღალდებს მოსწყვიტა და შე-
მოსულები დაინახა.
სტუმრების შესაგებებლად მაშინვე წამოდგა. დაახლოებით
მოისეევის სიმაღლისა, მაგრამ უფრო მსუქანი იყო. დაბნეულ
სეიდს თავი დევების ქვეყანაში ეგონა. არ იცოდა, რა ექნა, სად
დამდგარიყო, ხელები სად წაეღო. სასოწარკვეთილი მამას
მისჩერებოდა იმის იმედით, იქნებ რამე მანიშნოსო.
– სალამი, ვალერი, – მეჰმედმა მსუქან კაცს ხელი თბილად
ჩამოართვა, რის საფუძველზეც სეიდმა დაასკვნა, რომ ეს კა-
ციც მამამისის ამხანაგი იყო, თუმცა არც ისეთი ახლო, როგო-
რიც ბიძია სერგეი. შემდეგ შვილი თავისკენ მიიზიდა და კაცს
წარუდგინა, – ესეც თქვენი ახალი მოსწავლე, ჩემი ვაჟი, სეიდ
ემინოვი. სეიდ, მაიორი ვალერი პაუსტოვსკი იმ ნაწილის უფ-
როსია, რომელშიც შენ მოხვდები. ჩემი მეგობარია. მაგრამ არ
დაგავიწყდეს, რომ მას შემდეგ, რაც ფორმას ჩაიცვამ, რიგითი
მოსწავლე იქნები. ე.ი. არცერთი შეცდომა და ნაკლი არ გეპა-
ტიება.
– დარწმუნებული ვარ, სეიდს მსგავსი პრობლემა არ შეექ-
მნება, – სეიდის მღელვარებისაგან გაფართოებული თვალე-
ბის დანახვაზე საუბარში მაიორი მოისეევი ჩაერთო, – ასე არ
არის, სეიდ?
ბავშვმა თავი დაუქნია. სხვა რა უნდა ექნა? წარმოდგენა არ
ჰქონდა იმ სირთულეებზე, აქ რომ ელოდებოდა.
– კეთილი იყოს შენი მოსვლა, – უთხრა მაიორმა პაუსტოვ-
სკიმ. აშკარა იყო, რომ მეგობრის შვილის მიმართ სითბოს გა-
მოხატვა უნდოდა, მაგრამ ჩვეულ როყიო, მკაცრ ხმას ვერაფე-
რი მოუხერხა.
– გმადლობ, ჩემო ბატონო, – მიუგო სეიდმა.
– დაბრძანდით, დაბრძანდით, ანკეტებს ახლავე მოვიტან.
თან შეავსებთ, თანაც ვილაპარაკებთ, – თქვა პაუსტოვსკიმ,
ხელებით მუცელი შეიწია, თავის სავარძელში ჩაჯდომას ეცადა

111 მკითხველთა ლიგა


და მაგიდაზე ღილაკს დააჭირა. კარში მაშინვე ჯარისკაცი გა-
იჭიმა. სულ ახალგაზრდა იყო. სეიდმა ყურადღებით შეხედა.
ვერ მიხვდა, მასზე რამდენი წლით უფროსი იქნებოდა. სამხედ-
რო ფორმა ადამიანებს ისე ცვლიდა, რომ... ნეტავ თვითონაც
სამხედროსათვის შესაფერისი სიმაღლისა და აღნაგობის გა-
იზრდებოდა?
– იუსუპოვ, დაწყებითი კლასის ანკეტები მჭირდება.
სეიდი ინტერესით შეჰყურებდა, როგორ მიარტყა ჯარისკაც-
მა ქუსლები ერთმანეთს და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში იუ-
სუპოვი ხელში ქაღალდებით დაბრუნდა, რის შემდეგაც თავის
პოსტს დაუბრუნდა. მაიორმა პაუსტოვსკიმ ანკეტები გადაა-
მოწმა, მეჰმედს გაუწოდა და საწერ მაგიდასთან ადგილი გა-
მოუთავისუფლა:
– მოდი, ემინოვ, სკამი აქეთ მოაჩოჩე და წყნარად შეავსე.
მეჰმედმა სკამი მართლაც მისწია, ამხანაგისთვის გამორ-
თმეულ ქაღალდებს ჯერ გულდასმით გადახედა, შემდეგ კალა-
მი სამელნეში ჩააწო და კოხტა ხელით ანკეტის შევსებას მოჰ-
ყვა. მოისეევი და პაუსტოვსკი ხმადაბლა საუბრობდნენ. სეიდს
იმ წუთს არაფერი აინტერესებდა, გარდა იმისა, რასაც მამამი-
სი წერდა. მთელი ყურადღება ქათქათა თეთრი ბლანკისკენ
ჰქონდა მიმართული, მაგრამ ადგომა და ჩახედვა ერიდებოდა.
ამიტომ მამის ხელს ისეთი დაჟინებით მისჩერებოდა, თითქოს
მისი მოძრაობის მიხედვით ნაწერის ამოკითხვას შეძლებდა.
– მგონი, მოვრჩი. ვალერი, შენც გადახედე, რამე არ გამომ-
რჩეს, – სთხოვა მეჰმედმა ბოლო ფურცელს ხელს რომ აწერ-
და.
– ყველაფერი რიგზეა, მეჰმედ, – უთხრა მაიორმა, რომელ-
მაც ანკეტების გადასამოწმებლად საუბარი შუაში გაწყვიტა, –
რადგან აქა ხართ, ბარემ სამედიცინო შემოწმებაც გაიარეთ.
– ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვაგვაროთ.
ამდენი დრო აღარ მაქვს. ხვალ-ზეგ ნაწილში უნდა დავბრუნ-
დე, – უთხრა მეჰმედმა.
– ექიმ კარლოვს ბარათს მივწერ და რიგს გადაგიწევთ.
– ძალიან მადლობელი ვიქნები, ვალერი.

112 მკითხველთა ლიგა


– აკი, პროტექცია არ ექნებაო? – სიტყვაში ჩაერია მო-
ისეევი, – პირველივე დღიდან პროტექციას ითხოვ.
სამივეს გაეცინა. მაიორმა პაუსტოვსკიმ უჯრიდან დამღიანი
ბლანკი ამოიღო, ზედ რამდენიმე სტრიქონი დაწერა და მეჰ-
მედს გაუწოდა. ალბათ წერილი იყო ექიმ კარლოვთან.
– ჩემგან მოკითხვა გადაეცი. კარგა ხანია, არ მინახავს.
შემდეგ ისეთივე გაჭირვებით, როგორითაც დაჯდა, საწერი
მაგიდის უკნიდან გამოძვრა და მეგობრების გვერდით სავარ-
ძელში მოთავსდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და სერიოზული სახე
მიიღო:
– ამ იაპონიასთან ომი... არავის ამოსუნთქვის საშუალებას
არ აძლევს.
– რა ვითარებაა? – მოისეევი თვეებია, ომის მსვლელობით
არ დაინტერესებულა.
– ბრწყინვალეა-მეთქი, ვერ ვიტყვი, – უთხრა პაუსტოვსკიმ,
– ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მუდმივად გვგონია, რაღაცას
ვიგებთ.
– რას გულისხმობ, ვალერი? – იკითხა მეჰმედმა, რომელიც
ბოლო დროს მოვლენათა ეპიცენტრიდან შორს იმყოფებოდა
და ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ მისმა მეგობარმა მასზე
მეტი იცოდა.
– არ მინდა, გუნება გაგიფუჭო, ემინოვ. მხოლოდ იმას გეტ-
ყვი, რომ, ესეც ჩვენ შორის დარჩეს, თქვენი სამეფო პოლკის
მეთაური, ბეზობრაზოვი, ამ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზე-
ზია.
– ვერ გავიგე, ვალერი, სამეფო პოლკის მეთაურს ასეთ
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან რა კავშირი აქვს?
– ნაციონალისტური იდეებით შეპყრობილი ბეზობრაზოვი
და პლევე თვლიან, რომ მდინარე იალუის დასავლეთი სანაპი-
რო რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს. მოგეხსენება, პლევე ივლისში
თავის ეტლიანად ააფეთქეს, რაც თითოეულ ჩვენგანს შეიძლე-
ბა შეემთხვეს, რადგან ამ ბოლო დროს სასახლეში ან მეფის
მახლობლად ყოფნა იმდენივე მტერს შეგძენს, რამდენსაც შე-
საძლოა, ფრონტზე გადაეყარო. პლევეს საუკეთესო მეგობარი
და მესაიდუმლე კი პობედონოსცევი იყო.

113 მკითხველთა ლიგა


– კვლავ მეფე ნიკოლოზის მრჩეველია? – დაინტერესედა
მეჰმედი.
– რატომაც არა? მეფის თვალში მის გასაშვებად მიზეზი არ
არსებობს. მას კი ის აინტერესებს, ხალხს თვალი, ყური და გო-
ნება ომით დაუხშოს. იმედი აქვს, რომ ქუჩის გამოსვლებს
ამით ჩაახშობს.
– იულევიჩი საკმაო წინააღმდეგობას უწევდა...
– ჰო, – მეჰმედის ნათქვამმა მაიორს მწარე ღიმილი მოჰ-
გვარა, – აგვისტომდე ეწინააღმდეგებოდა, ბოლოს კი ფინან-
სთა მინისტრის პოსტი დაკარგა. როგორც ხედავ, მიახვედრეს,
პობედონოსცევს თავი დაანებეო.
– ე.ი. იმის თქმა გინდა, რომ ის პლევესა და ბეზობრაზოვის
იდეალებს თავისი მიზნებისათვის იყენებს.
– სწორედ მაგის თქმა მინდა და ეს რომ ვინმემ გაიგოს,
ხვალ ალბათ ციმბირში ნიჩბით თოვლის თხრა მომიწევს, – მე-
გობრებმა დაიფიცეს, რომ მის ნათქვამს საიდუმლოდ შეინა-
ხავდნენ.
– ამ ომში ჩვენი საქმე თითქოს პეტროპავლოვსკის ჩაძირ-
ვის შემდეგ წავიდა ცუდად. ადმირალ მაკაროვისა და იმ უბე-
დური 600 მეზღვაურის სულები არ მოგვასვენებენ.
– კუროპატკინი უფრო წინდახედულია. დროის გაყვანის
ტაქტიკა აირჩია მანამ, სანამ იაპონელებზე მეტი ძალა არ ექ-
ნება.
მაიორმა პაუსტოვსკიმ მეგობარს ისე გადახედა, თითქოს
რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. ეტყობა მეჰმედი
სათქმელს მიუხვდა, რადგან გაღიმებულმა უთხრა:
– ვალერი, მითხარი, ჩვენც მალე წავალთ? იმდენი ინფორ-
მაცია გაქვს, ესეც გეცოდინება.
– დანამდვილებით არ ვიცი, მხოლოდ ყური მოვკარი.
იალუისა და ვლადივოსტოკში დისლოცირებულთა დასახმა-
რებლად კვირაში დაახლოებით თითო ასეული იგზავნებაო.
დღეს შენ თვითონ უფრო ზუსტ ინფორმაციას მიიღებ.
იმის წარმოდგენაზე, რომ მამა შესაძლოა ომში წასულიყო,
სეიდს სუნთქვა შეეკრა. ამ დროს მეჰმედი სავსებით მშვიდად
იღიმებოდა.

114 მკითხველთა ლიგა


– გმადლობ, ვალერი. შენი წყალობით იმდენი რამ გავიგე,
თითქოს აქედან არც წავსულვარ. მართალია, არ გამოტყდები,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენთვის ჩვენი გამგზავრების თა-
რიღიც ცნობილია. – ვალერიმ და სერგეიმ ერთმანეთს ღიმი-
ლით გადახედეს, – თუ... ვერ დავიჯერებ! მოისეევ, შენც იცი,
არა? ამდენი ხანია, ერთად ვართ, ვჭამთ, ვსვამთ, შენ კი კრინ-
ტიც არ დაგიძრავს! არც კი გრცხვენია!
– რა აზრი ჰქონდა, ტყუილად გუნება გაგვეფუჭებინა! დღეს
მაინც გაიგებდი.
– წასვლამდე შემომიარე, ემინოვ, – პაუსტოვსკის ხმა თით-
ქოს ჩვეულებრივზე უფრო თბილად ჟღერდა.
სეიდს, რომელიც ისევ მამასა და მოისეევს შორის მიაბიჯებ-
და, გონება კიდევ უფრო არეული ჰქონდა, ვიდრე ამ შენობაში
შემოსვლისას. მარტო დარჩენასა და უცხო ადამიანებთან ერ-
თად ცხოვრებას არაფრად დაგიდევდათ. იმ აზრს ძლივს შე-
ეგუა, რომ საცაა მამას უნდა დაშორებოდა. ახლა კი მეჰმედის
ომში წასვლის შესაძლებლობამ გული კიდევ უფრო დაუმძიმა.
წამით უნდოდა, მამისთვის ხელს ჩაეკიდებინა, რადგან მისი
ხელების სითბო უსაფრთხოების განცდას ანიჭებდა, მაგრამ
შერცხვა. ერთ-ორ კვირაში სამხედრო ფორმაში გამოწყობი-
ლი ამ შენობაში სწავლას დაიწყებდა. მამასთან ხელიხელჩა-
კიდებული სიარული არ შეეფერებოდა, ამიტომაც გადაიფიქ-
რა.
ჭიშკართან ისევ ეტლში ჩასხდნენ და სამხედრო ჰოსპიტალ-
ში გაემგზავრნენ. გზაში მეჰმედი და სერგეი ისევ წეღანდელ
თემებზე საუბრობდნენ, სეიდისათვის სრულიად უცხო სახე-
ლებს ახსენებდნენ, რის გამოც ბავშვი ერთი მხრივ, სულელურ
მდგომარეობაში იყო, მაგრამ მეორე მხრივ, ცდილობდა ყვე-
ლაფერი დაემახსოვრებინა.
გრძელი და დამღლელი დღე იყო. ჯანმრთელობის ცნობის
ასაღებად ჰოსპიტლის დერეფნებსა და ლაბორატორიებში
ხანგრძლივი მიმოსვლის შემდეგ მოისეევმა მამა-შვილი ემი-
ნოვები სადილად დაპატიჟა. პრესტიჟულ რესტორანში, სადაც
საგანგებოდ გამოწყობილი ქალბატონები და ბატონები იმყო-
ფებოდნენ, საუცხოო სადილი ჭამეს. საერთოდ, სადილობა

115 მკითხველთა ლიგა


ცოტა შეაგვიანდათ, მაგრამ სახლში ალბათ კიდევ დიდხანს
ვერ დაბრუნდებოდნენ, ასე რომ, ვახშმობა შუაღამისათვის თუ
მოუწევდათ. გარდა ამისა, მკერავთანაც უნდა შეევლოთ. ეტ-
ლი რესტორნიდან პირდაპირ მკერავის სახლისკენ გაუშვეს,
თვითონ კი სადილის შემდეგ ცოტა ფეხით გავლა გადაწყვი-
ტეს. საუზმიდან დიდი დრო გასულიყო, ამიტომ სამივენი მო-
შიებულები იყვნენ და ორ-ორი ულუფა მიირთვეს. ფეხით გასე-
ირნება ნამდვილად მოუხდებოდათ. თბილი სიო უბერავდა. ხი-
დით ნევის მეორე ნაპირზე გადავიდნენ. მოისეევი გზაში ახალ-
გაზრდა წყვილს მიესალმა. თვალებზე ეტყობოდათ, რომ
უბედნიერესები იყვნენ. ასე 6-7 წლის პატარა გოგონაც ახ-
ლდათ. გრძელი ქერა თმა აბრეშუმის ლურჯი ბაფთით ჰქონდა
შეკრული. ამავე ფერის კაბა ეცვა. წყვილმა სალამზე თავაზია-
ნად უპასუხა და გზა განაგრძო.
მეჰმედმა და სერგეიმ ვერ შენიშნეს, რომ სეიდი უკან ჩა-
მორჩა; დედასთან ხელჩაკიდებულ პატარა გოგონას გასცქე-
როდა. გოგონას თვალებმა მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახ-
დინა, რომ უნდოდა, კიდევ ენახა. ასეთი გრძნობა პირველად
გასჩენოდა. ამ სრულიად უცხო გოგონას დაკარგვა არ უნდო-
და. აღტაცებული მისჩერებოდა მის მხრებზე დაფენილ ქერა
თმას. გოგონამ თითქოს სეიდის დაჟინებული მზერა იგრძნო,
უკან მოიხედა, ბიჭს ოდნავ დამცინავი, მაგრამ ამავე დროს,
დარცხვენილი მზერა ესროლა, შემდეგ დედასთან ლაპარაკ-
ლაპარაკით გზა განაგრძო. ბიჭს საკუთარ თავზე ბრაზი მოუვი-
და, რომ დაიბნა და გოგონას არ გაუღიმა. ხელი მაინც უნდა
დაექნია.
– ხომ მშვიდობაა, სეიდ? მგონი ჩვენთან ერთად წამოსვლა
აღარ გინდა? – ჩაფიქრებული სეიდი მამის ხმამ გამოაფხიზ-
ლა.
მაშინვე გამოერკვა და მამასთან მიირბინა, მაგრამ მთელი
გზის განმავლობაში კი არა და, მკერავთანაც მხოლოდ ლურ-
ჯკაბიან პატარა გოგონაზე ფიქრობდა. ნეტავ, სიყვარული ამას
ერქვა? ნეტავ, ოდესმე კიდევ ნახვადა? ამის წარმოდგენაც კი
გულს უჩქროლებდა. ნამდვილად ამას ეძახდნენ სიყვარულს.

116 მკითხველთა ლიგა


დიახ, ჯერ ძალიან პატარა იყო, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ გა-
იზრდებოდა? ნეტავ, მაშინ იცნობდნენ ერთმანეთს? ამ ფიქ-
რებში გართულმა ვერც კი შეამჩნია, დრო როგორ გავიდა.
უკანა გზაზე ისევ ეტლში რომ ჩასხდნენ, უკვე ბინდდებოდა.
გზად ერთ-ერთ ცენტრალურ პროსპექტზე მდებარე მდიდრულ
სახლთან ოლგასაც გაუარეს. ოლგა, მიუხედავად იმისა, რომ
მთელი დღე ლაპარაკში გაატარა, დაღლილს სრულებით არ
ჰგავდა. ეტლში ჩაჯდა თუ არა, მამაკაცებს მაშინვე გამოკითხვა
დაუწყო. იმდღევანდელი ყველა წვრილმანი აინტერესებდა.
მრავალწლიანი გამოცდილებითა და ქალური ინტუიციით მა-
შინვე შენიშნა, რომ ჩაფიქრებული სეიდი უჩვეულოდ ჩუმად
იჯდა.
– სხვა? სხვა რამე ამაღელვებელი, საოცარი მოხდა? –
იკითხა ოლგამ და ქმარს თვალით სეიდზე ანიშნა.
– სულ ეს არის, ოლგა, საყვარელო, – მიუგო სერგეიმ
ცოლს ღიმილით და ანიშნა, თავი დაანებეო, – ჩვენ მეტი არა-
ფერი ვიცით.
უფროსებს გაეცინათ. სეიდს არც კი გაუგონია. თავიდან არ
ამოსდიოდა პატარა გოგო, რომელსაც შესაძლოა ვეღარას-
დროს ნახავდა, რის გამოც კიდევ უფრო სანატრელად ეჩვენე-
ბოდა.
იმ ღამეს ჩვეულებრივზე უფრო დაბნეული იყო. გრძელი
დღე გაატარა, თანაც ემოციურად ძალიან დატვირთული. იმ
დღეს მის ცხოვრებაში ბევრი რამ პირველად მოხდა, ბევრი სი-
ახლე შეიტყო. მიხვდა, რომ აქ ყოველდღიური საუბარი, გარ-
თობა და პრობლემები ალუშტისეულისაგან სრულიად გან-
სხვავდებოდა. მამამ რუკაზე უშველებელი რუსეთის იმპერია
აჩვენა, რომელიც იაპონიასთან ომში მარცხდებოდა; არსე-
ბობდა ხალხი, რომელსაც მეფე სძულდა; სეიდი წლების გან-
მავლობაში ოცნებობდა პეტერბურგზე, სადაც მისი წარმოდგე-
ნით ცხოვრება სწავლასა და გართობაში უნდა გაეტარებინა,
მაგრამ ყველაფერმა ზემოთქმულმა აზრი შეუცვალა. იმ საღა-
მოს კრინტი არ დაუძრავს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სიტ-
ყვას, რომლებიც ოლგამ ფაქტობრივად, ძალით ამოქაჩა. ნა-
ვახშმევს მაშინვე დაიძინა. ლურჯკაბიანი გოგონა ესიზმრა.

117 მკითხველთა ლიგა


გაზრდილიყვნენ. ტირიფის ტოტებქვეშ იდგნენ და სეიდი მას
ყვავილს აწვდიდა.
მომდევნო დღეებმა სიზმარივით გაიფრინა. სიზმარივით,
რომელშიც მღელვარებას, სიხარულს, შფოთვასა და დარდს
ერთდროულად განიცდიდა. პეტერბურგში ერთკვირიანი
სტუმრობის მანძილზე აკადემიაში ოფიციალურად ჩაირიცხა;
ულამაზესი ფორმა და ახალთახალი ჩექმები შეუძინეს და მა-
მასთან ერთად მეფე ნიკოლოზის წინაშე წარდგა. სეიდმა იგ-
რძნო, როგორი თბილი და მშვიდი ადამიანი იმალებოდა მეფე
ნიკოლოზ II-ის წოდებისა და ჩინ-მედლების მიღმა, რამაც მას-
ზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სინამდვილეში მას არაფე-
რი ჰქონდა საერთო იმ მკაცრ, დესპოტურ, მჭექარე ხმიან ადა-
მიანთან, რომელიც აქამდე წარმოედგინა. პირიქით, ისეთი
თბილი და საყვარელი მანერები და ხმის ტემბრი ჰქონდა,
თითქოს ეშინოდა, ვინმეს არ ვაწყენინოო. ნიკოლოზი ნებით
ცუდს არავის გაუკეთებდა. სეიდი ასე მხოლოდ იმიტომ არ
ფიქრობდა, რომ მეფე მას არაჩვეულებრივად მოექცა. ბავ-
შვებზე საუბრისას თვალები უბზინავდა, ლაპარაკისას ყვავი-
ლებს ეფერებოდა, მეჰმედს ახლო მეგობარივით მორიდებით
მიმართავდა. მეფის მიმართ სეიდის დამოკიდებულება ამ-
გვარმა წვრილმანებმა განსაზღვრა. ძლევამოსილი იმპერიის
თვითმპყრობელ მმართველს თვალებში ღრმა სევდა ედგა,
თითქოს განუქარვებელ სადარდებელს შეეპყრო. იმის გახსე-
ნებაზე, რასაც მეფეზე ლაპარაკობდნენ, სეიდს სიბრალულის
განცდა დაეუფლა. მეფესთან აუდიენცია დაახლოებით ნახე-
ვარ საათს გაგრძელდა. სასახლიდან გამოსულები ლაპარაკ-
ლაპარაკით ნევის მოედნიდან დაბლა დაეშვნენ.
– სულ ასეთი უბედურია? – იკითხა სეიდმა.
– საამისოდ ბევრი მიზეზი აქვს, – უპასუხა მეჰმედმა, რომე-
ლიც მიუხვდა, ბავშვი ვის გულისხმობდა.
– ბედნიერებისათვის მიზეზი არა აქვს?
– რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ალბათ მეორე სჭარბობს.
– კი მაგრამ, მამა, ალაჰს მისთვის იმდენი რამ უბოძებია, გა-
ნა ბედნიერი არ უნდა იყოს?

118 მკითხველთა ლიგა


– მართალი ხარ, ალაჰი ზოგ ჩვენგანს დაბადებიდანვე გა-
მოარჩევს. შესაძლოა, ადამიანს დაბადებისთანავე ელოდებო-
დეს წოდება, სასახლე, ქონება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
შვილო, რომ ის ადამიანი ამის სამართავად მზად არის. თუ
ხელსაყრელი პირობები არ იქნა, ეს ყველაფერი ადამიანს
ბედნიერებაზე მეტად, სადარდებელს გაუჩენს.
– მეფესაც ასე მოუვიდა?
– ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხში-
რად ისეთი მომენტები აქვს ხოლმე, იალტაში მებაღეობა ურ-
ჩევნია.
– შენ რა იცი?
– ერთხელ თვითონ მითხრა. იმ დღეს ალბათ მძიმე მდგო-
მარეობაში იყო.
სეიდმა მეფე თავის ვენახში ყურძნის მტევნებს შორის წარ-
მოიდგინა და გაეღიმა.
ცოტა ხანში მოისეევებთან სავახშმოდ წავიდნენ. ეტლში სა-
უბარი უფრო სასიამოვნო საკითხებზე გადავიდა.
მას შემდეგ, რაც ალუშტიდან აქ ჩამოვიდნენ, სულ მცირე
დრო გასულიყო, მაგრამ სეიდმა ამ ხნის განმავლოაბში გაცი-
ლებით მეტი რამ ისწავლა, ვიდრე მთელი მანამდელი ცხოვრე-
ბის მანძილზე. სეიდის მთავარი დაკვირვება კი ის იყო, რომ
მოზრდილთა ცხოვრებაში სიხარული და წუხილი ხშირად
ენაცვლებოდა ერთმანეთს, რაც ერთგვარი არამდგრადობის
განცდას იწვევდა. თავადაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხო-
ლოდ 12 წლისა იყო, ამ სწრაფად ცვალებადი გრძნობების სამ-
ყაროში აღმოჩნდა. ის იყო, რაღაც მოვლენა აღაფრთოვანებ-
და, რომ უმალ ისეთი რამ მოხდებოდა, რაც მწარედ დააფიქ-
რებდა ხოლმე.
ასე მოხდა სკოლაში წასვლის წინა დღესაც. მამას თავისი
საქმეები ჰქონდა, ამიტომ სახლიდან ადრიანად გავიდა. გახა-
რებული სეიდი ჩემოდანს ამზადებდა და მოუთმენლად ელოდა
დილას, მაგრამ სახლში გვიან დაბრუნებულმა მამამ ისეთი ამ-
ბავი მოიტანა, რომელმაც მთელი სახლი დაამწუხრა. ემინოვი
მეორე დილით პირველივე მატარებლით იალუიზე მიმავალ

119 მკითხველთა ლიგა


დანაყოფთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო. ეს კი იმას ნიშ-
ნავდა, რომ სახლიდან გათენებამდე უნდა გასულიყო. ამის
გამგონე სეიდმა ცრემლი ძლივს შეიკავა. ჯერ ერთი, არ იცო-
და, მამას კიდევ როდის ნახავდა. მეორეც, ამ უმნიშვნელოვა-
ნეს დღეს მამასთან განშორებამ ისე დააღონა, რომ იმის ში-
შით, ამდენ ხალხში ტირილი არ მოვრთოო, თავი ოთახს შე-
აფარა. ოლგა დასაწყნარებლად უკან დაედევნა, მაგრამ ქმარ-
მა შეაჩერა.
– თავი დაანებე, ოლგა, იტიროს, გულს გადააყოლებს. მოგ-
ვიანებით მივაკითხოთ.
– ჰო, – დაეთანხმა მეჰმედი, – კარგი იქნება, ტირილით
გულს თუ მოიოხებს. ერთიმეორის მიყოლებით თავს იმდენი
რაღაც გადახდა, რომ ტირილი ცოტა შვებას მისცემს.
– გეთანხმებით, – ოლგამ აბრეშუმის ცხვირსახოცით ცრემ-
ლი მოიწმინდა და როიალს მიუჯდა.
ცოტა ხანში მეჰმედმა ცოლ-ქმარი მარტო დატოვა და შვილს
ააკითხა. ფორმასა და ჩექმებში გამოწყობილი სეიდი საწოლ-
ზე ჩამომჯდარიყო. ხმას არ იღებდა, დათრგუნვილი ჩანდა.
თვალები ისე დასწითლებოდა, აშკარა იყო, რომ დიდხანს ტი-
როდა. მეჰმედს გული შეეკუმშა. ჯერ ძალიან პატარა და უსუ-
სური იყო. ხვალიდან ცხოვრებასთან ბრძოლა მარტოს მოუხ-
დებოდა. მეჰმედი შვილს გვერდით მოუჯდა.
– ფორმა ძალიან მოგიხდა.
ბიჭს პასუხი არ გაუცია. მეჰმედს არ უნდოდა, შვილი ისევ აე-
ტირებინა, ამიტომ მაქსიმალურად რბილად განაგრძო:
– თუ გინდა, გაიხადე, კარადაში შეკიდე და ქვევით ჩავი-
დეთ. ოლგამ არნახული სუფრა გაგვიშალა.
– არ მშია, – სლუკუნით წარმოთქვა სეიდმა.
– მაინც კარგი იქნება, თუ სუფრას ერთად მივუსხდებით.
შენც იცი, დღეს განსაკუთრებული საღამოა. ხვალ ყველანი
ჩვენ-ჩვენს გზას გავუდგებით. თან დეიდა ოლგას ამბავი ხომ
იცი, ისეთი მონდომებით მოემზადა, რომ ძალიან ეწყინება თუ
არ ჩამოხვალ. წამო, გულს ნუ ვატკენთ.
– შენ... როდის წახვალ?

120 მკითხველთა ლიგა


– ჯერ დრო კიდევ გვაქვს. წესით, ამაღამ ყველანი ადრე უნ-
და დავწვეთ, მაგრამ არა უშავს, ვახშმის შემდეგ ერთი-ორი სა-
ათი ვისაუბროთ, მერე კი ერთმანეთს დავემშვიდობებით. დი-
ლით, მე რომ წავალ, თქვენ ჯერ გეძინებათ.
– მე არ დავიძინებ... შენთან ერთად წამოვალ
– ეს შეუძლებელია, – უთხრა მეჰმედმა, სეიდს მხარზე ხელი
მოჰხვია, თავისკენ მიიზიდა და თმაზე აკოცა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ომში ყველამ ცოლ-შვილი თან რომ წაიყვა-
ნოს, ამას ბოლო არ ექნება.
– მე ცხენზე კარგად ვზივარ.
– რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ცხენოსანი ხარ, მაგრამ ომ-
ში წასასვლელად სხვა ცოდნაც საჭიროა. თანაც, ომი სინამ-
დვილეში ისეთი არ არის, შორიდან რომ ჩანს. ადამიანები იძუ-
ლებით იბრძვიან. ძალიან ცოტამ თუ იცის, იქ რატომ იმყოფება
და რას აკეთებს.
– მე შენთან ერთად მინდა ვიყო.
– მისმინე შვილო, – მეჰმედმა სეიდის სახე ხელებში მოიქ-
ცია და თვალებში ჩახედა, – შენი ადგილი აქ არის. სკოლაში
ივლი. თუ საჭირო გახდა, დედასა და და-ძმას უპატრონებ. კი-
დევ ერთ დარიგებას მოგცემ – იცოდე, მხოლოდ იმის გამო,
რომ ახლობლებს არ დასცილდე, ნურასდროს გააკეთებ ისეთ
რამეს, რისიც არ გწამს. ხვალიდან ბევრი გადაწყვეტილების
მიღება დამოუკიდებლად მოგიხდება. ჩემი სიტყვები არ დაგა-
ვიწყდეს. უკვე დიდი ბიჭი ხარ.
– აკი, დიდი ბიჭი მაშინ გავხდი, როცა დამცვითეს?
– რასაკვირველია, მაგრამ ის შენი დავაჟკაცების გზაზე პირ-
ველი ნაბიჯი იყო. ამისათვის მხოლოდ ერთი ფაქტი არ კმარა.
ყოველი დღე, ყოველი ტკივილი, ყოველი პრობლემა უფრო და
უფრო გამოგაწრთობს. ამას დრო სჭირდება. ნუ ჩქარობ, ეცა-
დე, ყველაფრიდან გაკვეთილი მიიღო. უფროსებისგან ნასწავ-
ლი მეხსიერებაში კარგად შეინახე. ოდესმე აუცილებლად გა-
მოგადგება.

121 მკითხველთა ლიგა


სეიდს ესმოდა, რომ მამას განშორების წინ უკანასკნელად
ესაუბრებოდა. ერთმანეთს მაგრად ჩაეხუტნენ. ბიჭი ისევ ტი-
როდა, თუმცა უხმოდ. გრძნობდა, რომ ტკივილი ბავშვურად
აღარ უნდა გამოეხატა. მეჰმედმაც ცრემლიანი თვალები დახუ-
ჭა და თავი შვილის რბილ თმაში ჩარგო. იმის წარმოდგენამ,
შვილი როგორ მოენატრებოდა, ენით აუწერელი უსუსურობის
განცდა მოჰგვარა.
იმ ღამეს მხოლოდ ორი-სამი საათი თუ ეძინათ. გვიანობამ-
დე ისხდნენ, საუბრობდნენ. მართალია, მეჰმედი ძალიან ეცა-
და, დილით არავინ გაეღვიძებინა, მაგრამ არაფერი გამოუვი-
და. ოლგამ ყველა მოსამსახურე გააფრთხილა, რომ ადრე ამ-
დგარიყვენენ და თავადაც გაეღვიძებინათ. ვახშმის შედმეგ
ალაგებული სუფრა ძალიან მალე უკვე საუზმისათვის გაშა-
ლეს. მეჰმედი დაბლა რომ ჩამოვიდა, გაზის ლამპებით გაჩახ-
ჩახებულ სასადილო ოთახში ოლგა და სერგეი ელოდებოდ-
ნენ.
– ამ დილაადრიან რამ წამოგახტუნათ, თუ ღმერთი გწამთ?
– შენ თუ გწამს, ძვირფასო ემინოვ? მეგობარს ომში ჭიქა ჩა-
ის გარეშე გავუშვებდით?!
– გმადლობ, ოლგა, მაგრამ მერწმუნე, ასე შეწუხება საჭირო
არ იყო. ძილი გაგიტყდათ.
– გამოძინებას მოვასწრებთ. შენ ჩვენი დარდი ნუ გაქვს, მე-
გობარო.
ოლგა ისე თბილად და ტკბილად საუბრობდა, აშკარა იყო,
რომ მეგობრის ბედი ძალიან აღელვებდა. შემდეგ მეჰმედის
დასამშვიდებლად ლაპარაკი სეიდზე გადაიტანა:
– სეიდზე არ ინერვიულო. სასწავლებელში ჩვენ წავიყვანთ
და საერთოდ, ყურადღებას არ მოვაკლებთ. საკუთარი შვილი-
ვით შეგვიყვარდა და ასევე მივხედავთ.
– ჰო, – დაეთანხმა ქმარი, – სეიდზე ნუ იდარდებ. შენ მაგივ-
რობას ვერ გავუწევ, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, შენი არ-
ყოფნა შევუმსუბუქო. ზაჰიდესაც შევატყობინებთ და ყველა-
ფერს გავუკეთებთ, რაც დასჭირდება. მშვიდად იყავი.

122 მკითხველთა ლიგა


– ვრცელი წერილი მივწერე. გასაგზავნად თქვენ დაგიტო-
ვებთ. მისთვისაც ცუდი სიურპრიზი იქნება. ამისთვის მზად არ
იყო. ნეტავ, წასვლამდე მათი ნახვაც მომესწრო.
– დილა მშვიდობისა!
კარში ფორმაში გამოწყობილი სეიდი იდგა. წუხანდელს
შემდეგ თითქოს სახის ნაკვთები გამკაცრებოდა, ასაკი მოჰმა-
ტებოდა.
– მოდი, სეიდ, მოდი, ძვირფასო. დილა მშვიდობისა.
ოლგა სუფრასთან მხიარულად ეპატიჟებოდა და თან ვერ
იჯერებდა, რომ მის წინაშე ის ბავშვი იდგა, გუშინ ოთახიდან
ატირებული რომ გავარდა. თუმცა ეჭვი არ ეპარებოდა, რომ
მარტო დარჩენილ სეიდს გაფართოებული თვალებიდან ისევ
ცრემლი წასკდებოდა.
სევდიანი და ხანმოკლე საუზმის შემდეგ ერთხანს ყველანი
კართან იდგნენ და არ იცოდნენ, რა ეთქვათ. სიჩუმე მეჰმედმა
დაარღვია. მეგობრები რიგრიგობით გადაკოცნა და სეიდს მი-
უბრუნდა, ბრძანების მოლოდინში გაჯგიმული ჯარისკაცივით
ჩემოდანთან რომ იდგა. მკლავები გაშალა და შვილი გულში
ჩაიკრა. სერგეიმ ნერწყვი ჩაყლაპა. ოლგამ თვალზე ცრემლი
შეიშრო. მამა-შვილი ერთხანს ასე ჩახუტებული იდგა. თითქოს
დროის შეჩერება და ერთად გატარებული ყოველი წამის გათა-
ვისება უნდოდათ. როგორც იქნა, ერთმანეთს მოსცილდნენ.
მეჰმედმა შვილს შუბლზე აკოცა და თვალებში ჩახედა.
– პირველივე შესაძლებლობისას მოგწერ. თავს მიხედე,
კარგად ისწავლე. ჩემი ნათქვამი ხშირ-ხშირად გაიხსენე.
ღმერთი გფარავდეს, შვილო.
– შენც, მამა... – ამოილუღლუღა სეიდმა.
მეტი ვეღარაფერი თქვა. მეტს არც მეჰმედი ელოდებოდა. ამ
სევდიანი მომენტის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ემინოვი
ეტლში ჩაჯდა. მეეტლემ ეტლი მთელი სისწრაფით გააქანა.
ყველამ ხელი დაუქნია და დანარჩენების უჩუმრად ცრემლი
მოიწმინდა.
პეტერბურგის ნესტიან და გრილ დილას შემოდგომის სუნი
უდიოდა. სეიდი უცებ მიხვდა, რომ ყველაფერი სადღაც შორს

123 მკითხველთა ლიგა


დარჩენილიყო – ხალხმრავალი ოჯახი, მამის ალერსი და მე-
გობრობა, ბოლო დღეების მხიარული ახალი ცხოვრება. ის კი
არა, თითქოს ზაფხულის მზე და სითბოც კი. ყველაფერი უეც-
რად შეიცვალა. მარტოობის განცდა ძვლის ტვინამდე გასჯდო-
მოდა. მამის სიტყვები მოაგონდა, ცარსკოე სელოდან გამოს-
ვლისას რომ უთხრა:
– შენ შენს ძმაზე ადრე დაკაცება მოგიხდება, რადგან 12
წლისა მარტო დარჩები.
ამას რომ ეუბნებოდა, მამა ალბათ ამ მომენტს გულისხმობ-
და. ალბათ კი არა, ნამდვილად. ახლა მხოლოდ ის იცოდა,
რომ ასე მარტოდ თავი არასდროს უგრძვნია. მხოლოდ ერთი
რამ არ იცოდა ჯერ – მარტოობის განცდა ის რეალობა იქნებო-
და, რომლის ტყვეობაში მომდევნო წლების გატარება მოუხ-
დებოდა.

1904 წლის შობა - პეტერბურგი

1904 წელს პეტერბურგში ჩვეული ცივი და თოვლიანი ზამ-


თარი იდგა. შობამდე ერთი კვირით ადრე თოვლით დაფარუ-
ლი ქალაქი ზღაპრული სანახავი იყო – განსაკუთრებით ცენ-
ტრალურ ქუჩებსა და მაღლობებზე შეფენილ უბნებში, ფეშენე-
ბელური მაღაზიებისა და რესტორნების შესასვლელებთან იგ-
რძნობოდა, რომ მოახლოებულ დღესასწაულს მდიდრები გან-
სხვავებულად ზეიმობდნენ. თოვლზე მოსრიალე ტროიკები და
ეტლები ლამპიონების შუქზე არაჩვეულებრივად გამოიყურე-
ბოდა, ირგვლივ ცხენების ნალებისა და ეჟვნების ხმა ისმოდა.
მაღაზიების წინ და ქუჩების გადაკვეთაზე თუნუქის ყუთებში
დანთებულ კოცონთან ქუჩის მუსიკოსები თბებოდნენ. ზოგი –
აკორდეონზე, ზოგი – ბალალაიკასა და ვიოლინოზე რამდენი-
მე კაპიკისა და მანეთის მოლოდინში თავდავიწყებით უკრავდა
ჯადოსნური, პეტერბურგული ღამის შესაფერის მელოდიას.

124 მკითხველთა ლიგა


კუთხეში გაჩერებული ეტლიდან ხელში ჩემოდნით პატარა
ბიჭი გადმოვიდა, პალტოს საყელო საგულდაგულოდ აიწია,
ირგვლივ მიმოიხედა და ნელი ნაბიჯით გზას გაუდგა. ქუჩის
ხმებითა და ფერებით მოჯადოებულს ჰგავდა. ეტლიდანაც იმი-
ტომ ჩამოვიდა, რომ მოისეევების სახლამდე ფეხით გაევლო
და ქუჩის ფერადოვანი ცხოვრება მთელი ძალით შეეგრძნო.
საშობაო სამშვენისებით მორთული ანტიკვარიატისა და მუსი-
კალური ინსტრუმენტების მაღაზიების ვიტრინები ყურადღე-
ბით დაათვალიერა. საკმაოდ ძვირიანი მაღაზიები იყო, რაზეც
მუშტრების ჩაცმულობა და გამყიდველების ქცევა მეტყველებ-
და. ოდნავ მოშორებით ახალგაზრდა კაცი ბალალაიკაზე რუ-
სულ ხალხურ სიმღერას უკრავდა, გოგონა კი, რომელიც მას
გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა და სავარაუდოდ, მისი და იყო,
მღეროდა. თავზე ყვავილებიანი შალი ეხურა. კოცონის ალზე
მისი სახე სანთელივით თეთრი ჩანდა. თვალებში ცეცხლის
ალის ანარეკლი და ცრემლი უციალებდა. შეშფოთებული სე-
იდი გოგონას დიდხანს შეჰყურებდა, აინტერესებდა, ატირდე-
ბოდა თუ არა. ახალგაზრდა ქალმა და მისმა სიმღერამ მარ-
ტოობის განცდა გაუმძაფრა, რომელსაც დიდი ხანია, უშედე-
გოდ ებრძოდა. მაგრამ სიმღერა რომ დამთავრდა და რამდე-
ნიმე კაცმა ტაშითა და ფულით დააჯილდოვა, გოგონამ ისე
ტკბილად გაიღიმა, რომ სეიდსაც უეცარი სევდა გაუქარ-
წყლდა. ჯიბიდან ხურდა ფული ამოიღო, კოცონის გვერდით
მოთავსებულ ყუთში ჩაყარა და აჩქარებული ნაბიჯით მოისეე-
ვების სახლისკენ გაემართა.
სწავლის დაწყებიდან მეორე შვებულება ჰქონდა. მართა-
ლია, კვირის ბოლოს თავისუფალი იყო ხოლმე, მაგრამ უცხო
გარემოსთან შესაგუებლად და სამეცადინოდ სასწავლებელში
დარჩენას ამჯობინებდა. ამას გარდა, მამამისის თხოვნით მაი-
ორმა პაუსტოვსკიმ დამატებითი გაკვეთილები დაუნიშნა. შე-
საბამისად, კვირის ბოლოს კლასიკური რუსული ლიტერატუ-
რის, ფრანგულისა და გერმანულის გაკვეთილები ჰქონდა,
რომლებიც აკადემიის პროგრამით სათანადო დონეზე არ ის-
წავლებოდა. სეიდს ესმოდა, რომ იმ მოსწავლეთათვის ფეხის
ასაწყობად, რომელთათვისაც რუსული მშობლიური ენა იყო,

125 მკითხველთა ლიგა


გაცილებით მეტი უნდა ემეცადინა. საკმაოდ დატვირთული
პროგრამა ჰქონდა, მაგრამ ამით უკმაყოფილო არ იყო. ჯგუფ-
ში თავი უკვე გამოიჩინა. სპორტის გაკვეთილებზე, განსაკუთ-
რებით კი ჯირითში ოსტატობამ დამატებითი ქულები შესძინა.
წვრთნის, მეცადინეობისა და გამოცდების გარდა, მის ცხოვ-
რებაში სხვა არაფერი ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამის გამო ფაქ-
ტობრივად, სახლის, დედის, და-ძმისა და მამის მოსანატრებ-
ლადაც ნაკლები დრო რჩებოდა. თავისუფალ დროს იმის ში-
შით, რომ უკურნებელი სენივით შემოჩვეული მარტოობა არ
მოსძალებოდა, მანამ კითხულობდა, სანამ დაღლილობისგან
თვალები არ დაეხუჭებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოისეევე-
ბი ძალიან ცდილობდნენ, ყოველი შესაძლებლობისას თავის-
თან წაეყვანათ, სეიდის მიზანსწრაფულობის, წარამატებისა და
აკადემიაში დარჩენის ჯიუტი სურვილის წინაშე ვერაფერს გახ-
დნენ.
ემინოვისაგან ჯერ არაფერი ისმოდა. ამიტომ ფრონტზე წა-
სული სამხედროების ახლობელთა უმრავლესობის მსგავსად,
იმის ნაცვლად, რომ მის წერილებს დალოდებოდნენ, ახალ-
წვეულებს წერილებს თავად ატანდნენ.
სეიდი, როგორი დატვირთულიც უნდა ყოფილიყო, ცხადია,
სიზმრებს ვერაფერს უხერხებდა. მამა ალუშტაში დარჩენილე-
ბისაგან განსხვავებულად ენატრებოდა. დედა და და-ძმა უსაფ-
რთხო ადგილას, საკუთარ სახლში ყველასთან ერთად იყვნენ.
მამაზე კი არაფერი იცოდა: სად იმყოფებოდა, რა პირობებში
და საერთოდ, ცოცხალი იყო თუ არა. იმის წარმოდგენაც კი,
რომ შესაძლოა აღარ დაბრუნებულიყო, თავზარს სცემდა. მი-
სი სიყვარული, მეგობრობა, დარიგებები აკლდა. იცოდა, რომ
ოჯახურ ატმოსფეროში მოხვედრისას ამ დანაკლისს კიდევ უფ-
რო მწვავედ იგრძნობდა, რითიც ირგვლივ მყოფებსაც შეაწუ-
ხებდა. ამიტომაც მოისეევებთან სტუმრობა მაქსიმალურად გა-
დადო. მაგრამ დადგა ის დღე, როცა არცერთი ადამიანი არ შე-
იძლება მარტო იყოს. სკოლა მთლიანად იცლებოდა. შობის
თავ-თავის ოჯახში გასატარებლად ყველანი დაითხოვეს. სე-
იდმა შობის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა. ის მუსლიმანი
იყო და ყირიმში შობას არავინ აღნიშნავდა, თუმცა, თავისი

126 მკითხველთა ლიგა


სარწმუნოების მიუხედავად, იმ ადამიანებს შორის ცხოვრობ-
და, ვისთვისაც შობა დღესასწაული იყო და საუკეთესო მეგობ-
რებმა ის შობაზე სახლში მიიწვიეს. დეიდა ოლგასი და ბიძია
სერგეის წყენინება არ უნდოდა. ეს არდადეგები სასიამოვნოდ
უნდა გაეტარებინა. მათ არ უნდა ენანათ, რომ თავისთან დაპა-
ტიჟეს. ასე რომ, თვეების შემდეგ პირველად იდგა მათი კარის
ზღურბლთან, ჩექმებიდან თოვლს იბერტყავდა და ელოდა,
კარს როდის გაუღებდნენ.
ოლგასა და სერგეის ასეთ ბედნიერებას მხოლოდ საკუთა-
რი შვილის დანახვა თუ მიანიჭებდა. სიყვარულითა და სიხარუ-
ლით შეეგებნენ. ჰოლში უშველებელი ნაძვის ხე იდგა; სასტუმ-
რო ოთახი მორთულ-მოკაზმული იყო. კიბის სახელურებს წი-
თელი ატლასის ლენტები და ყვავილები ამშვენებდა. მოსამ-
სხურეების ფუსფუსით მიხვდებოდი, რომ მასპინძლები მნიშ-
ვნელოვანი მოვლენისათვის ემზადებოდნენ. მოისეევებს,
რომლებიც სეიდს პატარა ბავშვივით აქეთ-იქიდან ამოუდგნენ
და სასტუმრო ოთახში ისე შეიყვანეს, კმაყოფილება სახეზე ეტ-
ყობოდათ.
– ვერ წარმოგიდგენია, სეიდ, შენმა სტუმრობამ როგორი
ბედნიერება მომანიჭა, – უთხრა ოლგამ, – ასეთ დროს ადამია-
ნი მარტო არ უნდა დარჩეს. თანაც, სიტყვას გაძლევ, დროს
მხიარულად გაატარებ. შენი ასაკის რამდენიმე ახალგაზრდაც
გვესტუმრება, – ოლგამ თვალი ჩაუკრა და განაგრძო, – მათ
შორის რამდენიმე ლამაზი ქალიშვილიც იქნება. დარწმუნებუ-
ლი ვარ, კარგად მოილხენ. მოდი, დაჯექი, გვიამბე, სწავლა
როგორ მიდის, კლასში ვინა გყავს? მასწავლებლები ვინ
არიან?.. მართალია, ბიძია სერგეის სკოლიდან ამბავი მუდმი-
ვად მოაქვს, მაგრამ მე შენი მონაყოლის მოსმენა მინდა.
სეიდმა სერგეი მოისეევისკენ გაიხედა, მის დამცინავ მზე-
რას გადააწყდა და ამ კეთილ ადამიანს სიყვარულით გაუღიმა.
ე.ი. ძვირფასი ბიძია სერგეი სეიდისათვის შეუმჩნევლად მის
ცხოვრებას გამუდმებით თვალს ადევნებდა. თავი უცებ ისე
მშვიდად, ისე საიმედოდ იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში.
იმის გაცნობიერება, რომ ამ სახლში უყვარდათ და უნდოდათ,
დიდი ბედნიერება იყო. ეს გულთბილი ადამიანები თავადაც

127 მკითხველთა ლიგა


ძალიან უყვარდა. მორიდება და სიმორცხვე ქურთუკივით მო-
იცილა და თხრობას მოჰყვა. პირველი დღიდან ბოლო დღემდე
რაც კი თავს გადახდენია, ყოველი ადამიანი, ვისაც კი შეხვედ-
რია, სათითაოდ აღწერა. ვერც გამოტოვებდა ვერაფერს, ოლ-
გა ყურადღებით უსმენდა და თუ რამე გამორჩებოდა ხოლმე,
მაშინვე დამატებით შეკითხვებს უსვამდა. საუბარი ნავახშმევ-
საც გაგრძელდა. სეიდი გრძნობდა, რომ ამ სახლში ისეთივე
მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, როგორიც მამამისს. გაოცე-
ბულმა მოისეევებმა კი კმაყოფილებით დაასკვნეს, რომ ამ პა-
ტარა ბიჭს ისეთი სიმწიფე და სიმტკიცე ახასიათებდა, ბევრ უფ-
როსს რომ შეშურდებოდა.
სერგეიმ იმ საღამოს სეიდს ძალიან სასიხარულო ამბავი აც-
ნობა. მეჰმედს ფრონტიდან დაბრუნებული მათი საერთო მე-
გობრისათვის კონვერტი გამოუტანებია, რომელშიც მოისეე-
ვებისათვის, სეიდისა და ზაჰიდესათვის განკუთვნილი სამი წე-
რილი იდო. სეიდმა წერილი გულში ჩაიკრა და რამდენჯერმე
გადაიკითხა. სიხარულისაგან თვალები უბრწყინავდა. წერი-
ლი გრძელი არ იყო. ემინოვი იწერებოდა, რომ ადგილს გა-
მუდმებით იცვლიდა, რომ ომი კვლავინდებურად მძვინვარებ-
და, ამიტომ არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა, მაგრამ ჯან-
მრთელად იყო და თავს კარგად გრძნობდა, რომ შვილი ძალი-
ან ენატრებოდა და მისი წარმატებებით ძალიან ამაყობდა. „ძა-
ლიან მიყვარხარ და შენი იმედი მაქვს, შვილო” – ამ სიტყვებთ
მთავრდებოდა წერილი. სეიდი მამის ნაწერს იმდენ ხანს დაჰ-
ყურებდა, თითქოს შიგ რაიმე გაუგებარი ყოფილიყო. შემდეგ
ხელახლა გადაიკითხა. ამით მამის მონატრებას იკლავდა. იმ
ღამეს ტკბილად ეძინა.
ორი დღის შემდეგ მოისეევების სახლი შობის აღსანიშნად
მოსული სტუმრებით გაივსო. პეტერბურგის მთელი რჩეული
საზოგადოება იქ შეკრებილიყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ
დღეს რამდენიმე წვეულება იმართებოდა, ოლგას წყალობით,
მოისეევების წვეულება ყოველთვის გამორჩეულად ითვლე-
ბოდა ხოლმე. ეს ვითარება წლების მანძილზე არ იცვლებოდა,
რადგან ოლგა ისევე, როგორც ყველაფერში, წვეულების მოწ-

128 მკითხველთა ლიგა


ყობისასაც მთელ თავის მოხერხებას იყენებდა და არისტოკ-
რატების გარდა, ცნობილ ხელოვანებსაც ეპატიჟებოდა. ამგვა-
რად, თავს ისეთ საზოგადოებას უყრიდა, რომელიც სიმდიდ-
რეს, სილამაზეს, წოდებასა და ნიჭს ფლობდა. რადგან ასეთი
პარიტეტი სხვაგან გამორიცხული იყო, არჩევანი ყოველთვის
მოისეევების სასარგებლოდ კეთდებოდა. ამას გარდა, შობაზე
ოლგა მომავალი წლის წვეულებას აცხადებდა და იმ ადა-
მიანებს, რომელთა სტუმრობა განსაკუთრებით უნდოდა, პი-
რობას იქვე ადებინებდა. შესაბამისად, მაშინ, როცა სხვები
მოსაწვევების დაგზავნას იწყებდნენ, მოისეევებს სტუმრების
რაოდენობა და მენიუ უკვე დაგეგმილი ჰქონდათ.
იმ ღამეს სეიდმა უამრავი ადამიანი გაიცნო, რომელთა წო-
დებასა და სახელებს ვერც დაიმახსოვრებდა. როცა სერგეი და
ოლგა მას სტუმრებს აცნობდნენ, ყველას ეუბნებოდნენ, რომ
ემინოვის შვილი იყო. აქედან გამომდინარე სეიდმა დაასკვნა,
რომ უმრავლესობა მამამისს იცნობდა. ერთმა წითურმა, კეკ-
ლუცმა ქალბატონმა კი მამამისის სახელის გაგონებაზე სე-
იდის მიმართ ისეთი დაინტერესება გამოიჩინა, რომ ბიჭი ამ
უჩვეულო ყურადღებამ კიდეც დააფრთხო. ქალისაგან თავის
დასაღწევად სტუმრებს შორის გზას რომ მიიკვლევდა, თანა-
ტოლმა ყმაწვილმა შეაჩერა:
– საღამო მშვიდობისა! მაიორის სტუმარი შენა ხარ? კურტ
სეიდს რომ ეძახიან...
სეიდმა ბიჭს დაკვირვებით შეხედა. მეხსიერება დაძაბა, იქ-
ნებ ადრე გავიცანიო, მაგრამ დღემდე ნამდვილად არ ენახა.
დაახლოებით ერთი სიმაღლისანი იყვნენ. ღია წაბლსიფერ,
თითქმის ქერა თმაში მზეზე დამწვარი კიდევ უფრო ქერა ღე-
რები ერია და ისევე მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, როგორც სე-
იდს. სანდო ადამიანის შუბლი ჰქონდა, თუმცა მისი ცისფერი
თვალები სრულიად სწინააღმდეგო შთაბეჭდილებას ახდენდა.
– მე პეტრე ბორინსკი ვარ, – განაგრძო ბიჭმა, – ერთ სას-
წავლებელში ვსწავლობთ.
– სასიამოვნოა, პეტრე, – მიუგო სეიდმა, რომელიც ბიჭის
მეგობრულმა ქცევამ მოხიბლა. ბიჭებმა ერთმანეთს თბილად
ჩამოართვეს ხელი.

129 მკითხველთა ლიგა


– საით მიდიოდი? ვინმე მოგდევს? – სეიდი ახლახან გაცნო-
ბილი ამხანაგისათვის სიმართლის თქმას არ აპირებდა, მაგ-
რამ ცხადი იყო, რომ პეტრეს ვერაფერს დაუმალავდი, – მე ვერ
გამომაპარებ, – პეტრემ თვალი ჩაუკრა და საცეკვაო მოედნის-
კენ გაახედა, სადაც წითური ქალი თავისზე საკმაოდ უმცროს
ყმაწვილს ეცეკვებოდა, – ახლა არ მითხრა, სვეტლანა ნიკო-
ლაევნას გავურბივარო.
– მე... ისა... – სეიდს თანატოლისა შერცვხა. რადგან ის მიხ-
ვდა, სხვაც შეამჩნევდა.
– ნუ გრცხვენია. ბიძია სერგეიმ რამდენი ხანია, მთხოვა,
მოვსულიყავი და გაგცნობოდი, მაგრამ ის ქალი არა და არ და-
გეხსნა.
– მერე ვერ მოხვედი და ვერ გადამარჩინე? – უსაყვედურა
სეიდმა.
– მის კლანჭებში ერთხელ მეც აღმოვჩნდი, – გამოუტყდა
პეტრე მას შემდეგ, რაც ირგვლივ მიმოიხედა, ვინმეს ხომ არ
ესმისო.
ბიჭებს სიცილი აუტყდათ. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც
გადაწყვიტეს, რომ დარბაზში მათი ყურადღების ღირსი ლამა-
ზი გოგონები არ იმყოფებოდნენ, მუსიკალურ სალონში გავიდ-
ნენ, სადაც შედარებით სიწყნარე სუფევდა.
– საიდან იცი, რომ კურტ სეიდს მეძახიან? – ჰკითხა სეიდმა
ინტერესეით, – ბიძია სერგეი ასე არ მეძახის.
– მაიორი პაუსტოვსკი ჩემი ბიძაა. მისგან შენზე ბევრი მსმე-
ნია. როგორც ვიცი, მამაშენის მეგობარიც ყოფილა. მე მოსკო-
ვიდან ახლახან გადმოვედი. ბიძაჩემმა გადმომიყვანა. ალბათ
ერთ კლასში ვიქნებით.
– ძალიან გამიხარდება.
– მაგრამ შენ ძალიან დამჯერი მოსწავლე ყოფილხარ. მე
ასეთი არა ვარ.
– არა უშავს, მაინც დავმეგობრდებით.
– ბიძაჩემმა მითხრა, ცხენზე ძალიან კარგად ზისო.
– ჰო, არა მიშავს.
– არა გიშავს? ასე გავიგე, ყველაზე მაღალი ქულა აქვსო.
– ჯერ არავინ იცის, ვინ შეიძლება მაჯობოს.

130 მკითხველთა ლიგა


– ეგ ვინც უნდა იყოს, მე ნამდვილად არ ვიქნები.
ბიჭებს ისევ გაეცინათ. ერთმანეთის მიმართ სიმპათიით გა-
ნეწყვნენ. მთელი საღამო ლაპარაკში გაატარეს. იმ დასკვნამ-
დე მივიდნენ, რომ ერთმანეთისგან ბევრს ისწავლიდნენ. სე-
იდი პეტრეს ცხენოსნობასა და ფრანგულში მიეხმარებოდა.
პეტრე კი პეტერბურგში გართობას ასწავლიდა. ერთმანეთს
შეთანხმებით კმაყოფილები დასცილდნენ.
1905 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე სეიდი თა-
ვისი ოჯახისაგან ძალიან შორს იმყოფებოდა და ძალიან ენატ-
რებოდა, მაგრამ თავს მაინც ადრინდელზე უკეთ გრძნობდა.
მას შემდეგ, რაც მამას დაშორდა, მისგან ამბავი პირველად მი-
იღო, პირველი შობა იზეიმა და ახალი მეგობარი შეიძინა, რო-
მელთან ერთადაც ბევრი რამ გადახდებოდა თავს. მამას საპა-
სუხო წერილი იმავე ღამეს მისწერა, თუმცა წარმოდგენა არ
ჰქონდა, ეს წერილი მეჰმედამდე როდის მიაღწვედა. თვითონ
მეჰმედის წერილი სამი თვის წინ იყო მოწერილი. სავარა-
უდოდ, სეიდის წერილიც მეჰმედს სადღაც გაზაფხულხე მიუვი-
დოდა. წერისას სეიდმა ერთი რამ შენიშნა – ისეთი განცდა
ჰქონდა, თითქოს მამა წინ ედგა და გულისყურით უსმენდა.
თუნდაც თვეების შემდეგ წაეკითხა ან საერთოდაც ვერ მიეღო,
მონატრებულ ადამიანთან ისე აახლოვებდა, რომ სეიდმა გა-
დაწყვიტა, წერილები ყოველ კვირა ეწერა.
1905 წლის დადგომა მოისეევისა და მათი წრის ოჯახებში
დიდი ზარზეიმით აღინიშნა. ამ დროს, პეტერბურგის შორეულ
უბნებში სხვა სახის სამზადისი გაეჩაღებინათ, რომელიც ბო-
ლო წლის განმავლობაში დაწყებულ მღელვარებას ეფუძნებო-
და. პლევე, რომელიც ხალხისთვის მოსალოდნელი რეფორ-
მებისა და სიახლეების დავიწყების მიზნით მთელი ძალით
ომის გაჩაღებასა და არარსებული გამარჯვებებით მოსახლეო-
ბის გაბიაბრუებას ცდილობდა, 1904 წლის ივლისში თავის ეტ-
ლიანად ააფეთქეს. მის ადგილას მეფემ თავადი სვიატოპოლკ-
მირსკი დანიშნა, თუმცა მღელვარება ვერც ამან დააცხრო.
მართალია, მეფე ნიკოლოზმა დეკემბერში გარკვეული უფლე-
ბები დაუშვა, მაგრამ ყველაფერი იმდენად ზოგად ხასიათს

131 მკითხველთა ლიგა


ატარებდა, რომ ამან ამბოხის უკვე ჩაყრილ თესლებს ვერაფე-
რი დააკლო.
საახალწლო მორთულობა ახალი ალაგებული იყო, როცა
პეტერბურგში მომავალში არაერთხელ განმეორებული ხალ-
ხმრავალი და სისხლიანი მიტინგებიდან ერთ-ერთი ჩატარდა.
მღვდელი გიორგი გაპონის მეთაურობით ათასობით მუშა
ხელში ჯვრებითა და ხატებითა და სეკლესიო სიმღერებით მე-
ფე ნიკოლოზის ზამთრის სასახლეს მიადგა. მათი ერთადერთი
მოთხოვნა მეფესთან პირისპირ, შუამავლების გარეშე შეხვედ-
რა იყო, მაგრამ მეფე იქ არ იმყოფებოდა. ხმაური და ხალხის
რაოდენობა სასახლის ირგვლივ მატულობდა. ამით შეშინე-
ბულმა მცველებმა უიარაღო ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. უკანა
რიგებში უცებ ვერ მიხვდნენ, რომ წინა რიგები დახვრიტეს.
მაღლა აწეული ხატებით კვლავ წინ მოიწევდნენ, თუმცა როცა
გაიაზრეს, რომ ხატებითა და საეკლესიო სიმღერებით შეიარა-
ღებულები კავალერიას წინ ვერ აღუდგებოდნენ, დაშლა დაიწ-
ყეს. მაგრამ წინა რიგებს ვეღარაფერი უშველიდა. სროლის
ხმა, ცხენების ჭიხვინი და წივილ-კივილი ერთმანეთში აირია.
მშვიდობიანი მიტინგი სისხლიან სასაკლაოდ იქცა. რამდენიმე
საათის შემდეგ, როცა მოედანი ზამთრის სასახლის წინ დაცა-
რიელდა, ტყვიით განგმირულების, გაქცევისას დასრესილე-
ბის, ცხენების ფლოქვებქვეშ მოყოლილების უსულო ცხედრე-
ბის სისხლის ტბა ქათქათა თოვლზე ცოდვის გროვასავით
დარჩა.
ამ სისხლიან კვირადღეს ათასი კაცი ემსხვერპლა; თავადი
სვიატოპოლკ-მირსკი თანამდებობიდან გადადგა. ბულიგინის
მიმართ სიძულვილიცა და მეფის პოლიტიკის მიმართ პრო-
ტესტიც დანაშაული იყო. დიდი თავადი სერგეიც ააფეთქეს. მი-
სი მკვლელი რევოლუციონერი ივან კალაევი აღმოჩნდა.
იმ დღეებში, როცა დედაქალაქი ამგვარად დუღდა, არეუ-
ლობა ყოველდღიურად მატულობდა, სეიდი კი მამისათვის მი-
წერილ წერილებს დიდ კონვერტში აგროვებდა, მეჰმედ ემი-
ნოვი ერთ-ერთ იმ სამხედროთაგანი იყო, ვინც პეტერბურგი-

132 მკითხველთა ლიგა


დან მრავალი კილომეტრით შორს, ქარბუქსა და სიცივეში ია-
პონელებს ებრძოდა. იმ დროს მუკდენში4 ყოველთვიურად
ოცდაათათასიანი სარეზერვო ძალა იგზავნებოდა. კუროპატ-
კინმა ხელახლა ორგანიზებული სამასათასიანი არმია სამ
ფრთად დაყო, გენერლები ლინევიჩი, გრიპენბერგი და კაულ-
ბარსი ჩაუყენა სათავეში და იერიშისათვის მოემზადა. გრიპენ-
ბერგი შვიდ დანაყოფს მეთაურობდა და იმ ეტაპზე სანდეპუ-
სათვის უნდა შეეტია, რომელსაც იაპონელთა მხოლოდ ორი
შენაერთი იცავდა. ემინოვი და მისი რაზმიც ამ დანაყოფში შე-
დიოდა. ბრძოლა ორ დღე-ღამეს გაგრძელდა. მოუხედავად
ქარბუქისა და იაპონელთა თავდაუზოგავი წინააღმდეგობისა,
რუსებმა ომის დაწყებიდან ფაქტობრივად, პირველ მნიშვნე-
ლოვან გამარჯვებას მიაღწიეს. მაგრამ კუროპატკინმა, კონ-
ტრშეტევის მოლოდინში, დანაკარგისათვის თავის ასაცილებ-
ლად შეეტევა შეაჩერებინა.
მუკდენსა და ცუსიმასთან რუსების დამარცხების მიუხედა-
ვად, ომი ივლისამდე გაგრძელდა. იაპონელმა მეწინავეებმა
ვლადივოსტოკამდე მიაღწიეს და სახალინი იგდეს ხელთ. პე-
ტერბურგში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ომი
სისხლის ბოლო წვეთამდე გაგრძელდებოდა და საბოლოო გა-
მარჯვებით დამთავრდებოდა. მაგრამ მარცხისა და უკან დახე-
ვის ამბებმა რევოლუციის მომზადებას ხელი შეუწყო. აგვის-
ტოში დაწყებულმა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა აჩვენა,
რომ ამ ომიდან გამარჯვებული იაპონია გამოვიდოდა.
მატარებლებს, რომლებითაც ბოლო წლის განმავლობაში
ომში პრიალა ჩექმებიანი, მშვიდობაზე მეოცნებე და სიამაყით
აღსავსე ჯარისკაცები გადაჰყავდათ, ახლა დაღლილი, დასა-
ხიჩრებული, სიცივისა და შიმშილისგან დასუსტებული, ცოც-
ხალ-მკვდარი, თვალებჩამქარალი სამხედროები ჩამოჰყავ-
და.

4 იგივე შენიანი, ქალაქი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

133 მკითხველთა ლიგა


მთელი ამ ხნის განმავლობაში პეტერბურგის მოსახლეობა
ომს მხოლოდ ჭორებით იცნობდა. თუმცა ადამიანები, რომელ-
თაც ომში ახლობლები ჰყავდათ, მოვლენებს მუდმივად აღელ-
ვებულები ადევნებდნენ თვალს. თუ საწინააღმდეგოს არა-
ფერს შეიტყობდნენ, იმედოვნებდნენ, რომ მათი ახლობლები
ოდესმე დაბრუნდებოდნენ და თავს ამით იმშვიდებდნენ.
სეიდმა არ იცოდა, მიიღო თუ არა მამამ მისი წერილები. სან-
დეპუს ბრძოლამდე მოწერილი ბარათი სეიდს მხოლოდ ომის
დაამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაუვარდა ხელში. მას შემ-
დეგ, რაც ჯარისკაცებმა ომიდან დაბრუნება დაიწყეს, სეიდი იმ
იმედით, რომ მამას ნახავდა, ყოველი კვირის ბოლოს სადგურ-
ში მიდიოდა. სადგური ძირითადად ისეთი ხალხით იყო სავსე,
რომლებიც მასავით ტყუილად ელოდნენ ახლობლებს და ატი-
რებულები უკან ბრუნდებოდნენ. ქალები ზოგჯერ თავიანთ
ქმრებს ვინმეს ამსგავსებდნენ, შემდეგ კი იმედგაცრუებულები
იქვე მიწაზე ემხობოდნენ; ზოგი საყვარელი ადამიანის სახელს
წამოიძახებდა, დაჭრილი და დასახიჩრებული ფორმიანების
გროვებს შორის დარბოდა. სეიდი მანამ იცდიდა, სანამ ბაქანი
საბოლოოდ არ დაიცლებოდა ხოლმე და შემდეგ თავჩაქინ-
დრული ტოვებდა იქაურობას.
აგვისტოს ბოლო იყო. სეიდმა შფოთვის მიუხედავად, ბოლო
გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა და მომდევნო კლასში გა-
დავიდა. ისეთი მაღალი ნიშნები ჰქონდა, რომ მაიორმა პაუს-
ტოვსკიმ პირადად დაიბარა და მიულოცა. იმის გამო, რომ მეჰ-
მედისგან არაფერი ისმოდა, ირგვლივ მყოფები განსაკუთრე-
ბული გაგებითა და სითბოთი ექცეოდნენ. სეიდს ეს კარგად ეს-
მოდა და ცდილობდა, ამ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას
არ გაენებივრებინა.
ერთ დღეს ყური მოჰკრა, რომ მალე ფრონტიდან უკანასკნე-
ლი მატარებელი ჩამოდიოდა. ამ მატარებელს მამა უკვე ნამ-
დვილად უნდა ჩამოჰყოლოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმე-
დის მწვანე ყლორტები დაჭკნებოდა. ამაზე ფიქრიც კი არ უნ-
დოდა. მაგრამ მის შიშებს რეალობა არ შეუცვლია, ბაქანზე ამ-
ჯერადაც მარტო დარჩა. ჩამობნელდა. ისეთივე შინაგანმა კან-

134 მკითხველთა ლიგა


კალმა აიტანა, როგორმაც მამასთან განშორების დღეს. ამ სა-
შინელ უსამართლობაზე ფიქრობდა. ერთი წელია, მარტოო-
ბას მხოლოდ იმის იმედით უმკლავდებოდა, რომ ადრე თუ გვი-
ან, მამა დაბრუნდებოდა. მამა კი არ ჩანდა. ყველა დაბრუნებუ-
ლიყო, დაღუპულების გარდა. ე.ი. ამდენი თვის განმაბლობაში
თავს იტყუებდა. თავის პატარა ჩემოდანს ხელი მაგრად ჩასჭი-
და და თვალცრემლიანი გასასვლელისკენ გაემართა. აქ ვე-
ღარ გაჩერდებოდა, არც მოისეევებთან მიუწევდა გული. ყვე-
ლასა და ყველაფრისგან გაქცევა, მარტო დარჩენა და ტირი-
ლით გულის მოოხება უნდოდა. მამაკაცს მამის დაკარგვის გა-
მო ტირილის უფლება ყველა ასაკში უნდა ჰქონდეს. ბოლო
ეტლს შეახტა და ცარსკოე სელოო, ჩაილაპარაკა. თავის სახ-
ლში წასვლა უნდოდა. იქ ოთახიდან ოთახში ივლიდა, მამაზე,
აუხდენელ ოცნებებზე იფიქრებდა და ტირილით გულს იჯერებ-
და. მთელი გზა წარსულს იხსენებდა. როგორ გაასეირნა სულ
პატარა მამამ ალუშტაში ცხენით; როგორ შესვა ტაიჭზე და ცხე-
ნოსნობის პირველი გაკვეთილი ჩაუტარა; როგორ იხუტებდა
გულში ალუშტაში ყოველი ჩამოსვლისას; მაჰმუდისა და თავი-
სი წინადაცვეთის ზეიმი; მეფის საჩუქრით გამოწვეული მღელ-
ვარება, პეტერბურგში ჩამოსვლა და მომდევნო დღეები – ყვე-
ლაფერმა თავლწინ ჩაუარა. ფიქრებიდან რომ გამოერკვა, ეტ-
ლი ცარსკოე სელოში, მათ სახლთან იდგა. მეეტლეს ფული გა-
დაუხადა, ეტლიდან ჩამოვიდა და ნელი ნაბიჯით სახლისკენ
მიმავალ ბილიკს გაუყვა. უცებ მიხვდა, რომ გული მაინცადა-
მაინც არც ამ სახლისკენ მიუწევდა, რადგან აქაურობა ტკი-
ვილს არ შეუმსუბუქებდა. სახლის სადარბაზო კართან მისუ-
ლიც არ იყო, რომ კარი გაიღო და ხელში ლამპებით კარლო-
ვიჩები შემოეგებნენ. თურმე ეზოში ჩრდილი შეუნიშნავთ და
შესამოწმებლად გამოსულან.
– ღმერთო დიდებულო! – წამოიძახა გახარებულმა განიამ,
როცა სეიდი იცნო, – პატარა ბატონი მობრძანებულა!
ცოლ-ქმარი სეიდისკენ გამოქანდა. ჩემოდნის გამოსარ-
თმევად ლამის შეჯიბრი მოაწყვეს.

135 მკითხველთა ლიგა


– დიდება შენდა, უფალო, – იმეროებდა დაბნეული თამა-
რაც, – სად დაგვეკარგეთ? ერთხელაც არ შემოგვიარეთ! მაი-
ორი ემინოვიც არ ჩანს. რა ხდება?
განიამ ცოლი რომ გაეჩუმებინა, სახელოში მოქაჩა და სე-
იდს კარი გაუღო. სეიდს ზედმეტი ლაპარაკის თავი არ ჰქონდა.
პირდაპირ კიბისკენ გაემართა და ამაგდარ მოსამსახურეებს
პასუხი ისე გასცა, უკან არც მოუხედავს:
– მე ჩამოვედი... მამა არა... არ ჩამოსულა... ფრონტიდან არ
დაბრუნებულა... არ დაბრუნდა... – სეიდის ქვითინი მიხურულ
კარს მიღმა მოისმა.
– ღმერთო, ღვთისმშობელო მარიამ, – აღმოხდა თამარას,
– შენ დაგვიფარე, ეს საბრალო ბავშვი დაიფარე.
– არ მჯერა, – წამოიძახა ადგილზე გაშეშებულმა განიამ, –
აუცილებლად დაბრუნდება, რაღაც გაუგებრობაა.
კრინტი აღარ დაუძრავთ. აცრემლებულმა თამარამ სამზა-
რეულოს მიაშურა. ცოტა ხანში განიამ ხელში ლანგრით სეიდს
კარზე მიუკაკუნა; სეიდს არც ჭამა უნდოდა და არც ვინმეს ნახ-
ვა. იმედგაცრუებული განია სამზარეულოში უკან დაბრუნდა,
მაგრამ იმის შიშით, ბავშვმა თავს რამე არ აუტეხოსო, დრო-
დადრო აკითხავდა, რის გამოც მან და მისმა მეუღლემ მთელი
ღამე უძილოდ გაატარეს.
სეიდს ამდენი კარგა ხანია, არ უტირია... ძალ-ღონის გამოც-
ლამდე ღმერთს უწყრებოდა, ასე უსამართლოდ რომ მოექცა.
დედასა და და-ძმაზე ფიქრობდა. რა უნდა ექნა? დედისთვის
როგორ ეთქვა? პაწაწინა ჰავა მოაგონდა, რომელსაც მამა სა-
ერთოდ არ ემახსოვრებოდა. ეს ხომ კიდევ უარესი უსამარ-
თლობა იყო. უცებ სინანულის განცდამ მოიცვა. მას, პაწაწინა
წერტილს, რა უფლება ჰქონდა, ალაჰის საქმეში ჩარეულიყო?
ალაჰის დადანაშაულებას როგორ ბედავდა? ხელები გაშალა,
ლოცვა დაიწყო, პატიება ითხოვა. ტირილისგან დასიებული
თვალები თავისით დაეხუჭა და ღრმად ჩაეძინა. ნაშუაღამევს
წამოწინწკლა. განია, რომელმაც თვალები მხოლოდ მას შემ-
დეგ მოხუჭა, რაც დარწმუნდა, რომ სეიდსაც ეძინა, თავისი სა-
ძინებლის ნაცვლად, სასტუმრო ოთახში, სავარძელში მოკა-

136 მკითხველთა ლიგა


ლათებულიყო. უეცრად ძილში ცხენის ჭიხვინისა და ლაპარა-
კის ხმა ჩაესმა. წამოხტა, ფანჯარასთან მიირბინა და ფრთხი-
ლად გაიხედა.
– ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე! – აღმოხდა განიას. შეც-
დომა გამორიცხული იყო. ნამდვილად იცნო. სად და როდისაც
უნდა შეხვედროდა, მაინც იცნობდა. ემინოვი მოსულიყო. გა-
ხარებული გარეთ გავარდა და მეჰმედს ხელზე ემთხვია.
– გამარჯობა, ერთგულო განია, გამარჯობა! – უთხრა
აღელვებულმა მეჰმედმა, – მითხარი, სეიდი აქ ხომ არ არის?
– აქ არის, ჩემო ბატონო, საშინელ დღეშია. გვიან საღამოს
ჩამოვიდა. ლუკმა არ უჭამია. ძალიან განიცდის, – სანამ მეჰ-
მედი ვითარებაში გაერკვეოდა, განაგრძო, – ისა... ჩემო ბატო-
ნო... ეგონა, რომ დაიღუპეთ. ისე გვითხრა, რომ ჩვენც დავიჯე-
რეთ.
მეჰმედმა ქუდი მოიხადა, განიას შეაჩეჩა და ზევით ავარდა.
თავის ოთახში კარი რომ შეაღო, ვერაფერი გაარჩია და დე-
რეფნიდან ლამპა აიღო. ოთახში შებრუნებულმა გაუშლელ სა-
წოლზე მძინარე სეიდი დაინახა. ტანზეც არ გაეხადა. ისეთი
გაზრდილი ეჩვენა, თვალებს არ დაუჯერა. ლამპა ტუმბოზე
დადგა, საწოლთან ჩაიმუხლა და შვილს დააშტერდა. სეიდი
ბავშვი აღარ იყო, მაგრამ ნამტირალევს ზუსტად ისეთივე სახე
ჰქონდა, როგორიც ბავშვობაში. მეჰმედს კარგად ახსოვდა,
სულ პაწაწინა სეიდი როგორ ჯიუტად, უხმოდ ტიროდა ხოლმე,
შემდეგ კი თვალებდასიებული ისეთივე ჯიუტი და გაბუტული
სახით ამაყად იყურებოდა. ამ მხრივ სრულიად არ შეცვლილა
მისი პატარა ბიჭი. ისე მოენატრა, რომ გაღვიძებისა ეშინოდა,
თორემ მთელი ძალით გულში ჩაიკრავდა. ცრემლით დასვე-
ლებულ ლოყებზე ხელი ნაზად მოუთათუნა. მიუხედავად იმი-
სა, რომ ღრმად ეძინა, ალერსს დანატრებულმა სეიდმა თვალი
გაახილა. წამით იფიქრა, სიზმარში ვარო, მაგრამ მამას ხელი
რომ ჩაჰკიდა, თვალები დაჭყიტა, შეჰყვირა და კისერზე მოეხ-
ვია.
– მამა! მამა, შენა ხარ?! არ მომკვდარხარ, აქა ხარ...
– აქა ვარ, შვილო, შენთან...

137 მკითხველთა ლიგა


ერთხანს აცრემლებულები უხმოდ ეხვეოდნენ ერთმანეთს.
შემდეგ სეიდმა უამბო, ბოლო მატარებლით იმედგაცრუებული
ცარსკოე სელოში როგორ ჩამოვიდა. მეჰმედი უსმენდა და ვე-
რაფრით იჯერებდა, რომ ეს მოწიფული ყმაწვილი ის პატარა
ბიჭი იყო, ერთი წლის წინ აქ ხელჩაკიდებული რომ ჩამოიყვა-
ნა. როგორ გაზრდილხარო, უთხრა შვილს და თავზე ხელი გა-
დაუსვა. სეიდს შინაგანმა სიცივემ და კანკალმა გაუარა. მამის
გვერდით თავს იმედიანად გრძნობდა. უცებ მამის ფორმაზე
ორდენები შენიშნა.
– მადლობა ალაჰს, – უთხრა მეჰმედმა, შვილის მზერა რომ
შენიშნა, – ესენი აქამდე ცოცხალმა მოვიტანე. უკან დაბრუნე-
ბამდე ერთი კვირით ადრე ახლო მეგობარი დავკარგე. მძიმედ
დაიჭრა და ვერ გადავარჩინეთ. ისიც დააჯილდოვეს. პირადი
ნივთები ოჯახისათვის მე უნდა გადამეცა, ამიტომ ერთი სადგუ-
რით ადრე ჩამოვედი და ეს საქმე მოვაგვარე. პეტერბურგში
მომდევნო მატარებელს ჩამოვყევი. პირდაპირ სერგეისთან
წავედი, მაგრამ იქ რომ არ დამხვდი, დაუყოვნებლივ აქეთ გა-
მოვეშურე. აქ მეგულებოდი და არც შევმცდარვარ. სულ ტყუ-
ილად იდარდე, აგერ ვარ, ჯანმრთელი, საღ-სალამათი და ძა-
ლიან ბედნიერი, რომ ერთად ვართ.
– მეც, მამა, მეც ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ როგორ არ
უნდა მედარდა, ბოლო მატარებელსაც რომ არ ჩამოჰყევი...
– შვილო, ძვირფასო, ცხოვრებაში ნურაფერს იჩქარებ,
ნურც სიხარულს, ნურც დარდს, გასაგებია?

ცარსკოე სელო - 1906

1905 წლის სექტემბერში პორტსმუტში იაპონიასთან ხელ-


მოწერილმა საზავო ხელშეკრულებამ რუსეთს ხანმოკლე სიმ-
შვიდე მოუტანა. ხელშეკრულების თანახმად, 1875 წელს დაპ-
ყრობილი სახალინის ნახევარი რუსეთს იაპონიისათვის უკან

138 მკითხველთა ლიგა


უნდა დაებრუნებინა, კვანტუნის ნახევარკუნძული და პორტ-
არტური ჩაებარებინა, მანჯურია მთლიანად დაეტოვებინა და
კორეაზე გავლენის სფერო გაეუქმებინა. ყველა ეს მუხლი აშ-
კარად მოწმობდა, რომ რუსეთმა ომი წააგო. მიუხედავად ამი-
სა, ხალხი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ქვეყნის მმართვე-
ლობამ თავისი აგრესიული ზრახვები გვერდზე გადადო და
მშვიდობის დამყარება მოინდომა. ყველა მზად იყო, დაევიწყე-
ბინა მუკდენსა და ცუსიმასთან განცდილი მარცხი, ბრძოლის
ველებსა და წყნარი ოკეანის წყლებში დაღუპული ათასობით
ჯარისკაცი და ჩაძირული გემები. მაგრამ სასახლიდან ამის და-
სავიწყებლად საჭირო სიახლეები არა და არ ისმოდა. მუშები
ცდილობდნენ, სხვადასხვა დელეგაცია უშუალოდ მეფესთან
შეეხვედრებინათ. 26 ოქტომბერს შექმნილი მუშათა საბჭოს
თავმჯდომარედ ტროცკი დაინიშნა. ორი დღის შემდეგ შექ-
მნილ კადეტთა პარტიაში რევოლუციურ ფრთასთან ერთად
დამოუკიდებელ პროფკავშირთა ლიბერალური წევრები შე-
ვიდნენ. მათ მიზანს მმართველობის თანასწორუფლებიან სა-
ფუძველზე არჩეული პარლამენტისათვის ქვეყნის ჩაბარება
წარმოადგენდა.
ამ მოვლენების პარალელურად ქუჩის მსვლელობები, მი-
ტინგები და გაფიცვები იმართებოდა. 30 ოქტომბერს მეფე ნი-
კოლოზმა ხელი მანიფესტს მოაწერა, რომელშიც მართალია,
სიტყვა კონსტიტუცია არ გამოუყენებია, მაგრამ პირობას დებ-
და, რომ ქვეყანაში აზრის, სიტყვისა და შეკრების თავისუფლე-
ბასა და ღირსებისა და პიროვნების ხელშეუხებლობის დაცვას
უზრუნველყოფდა, თუმცა ამის განხორციელება ვეღარ მოას-
წრო. პოლიციის მიერ დაგეგმილმა ებრაელების დარბევებმა
და ცარიზმის მომხრეთა საპასუხო გამოსვლებმა რევოლუ-
ციონერები გაააქტიურეს.
კოალიციური კაბინეტის პრემიერ-მინისტრი, გრაფი ვიტე,
რომელსაც ხალხი იმედით შეჰყურებდა, რადგან ის იყო მეფის
სახელით მომზადებული სამშვიდობო გეგმისა და მანიფესტის
ავტორი, მინისტრთა კაბინეტის ერთიანობას ვერ უზრუნველ-
ყოფდა; განხეთქილება, რომელიც რუსეთში არისტოკრატიისა

139 მკითხველთა ლიგა


და მუშების თანასწორობის იდეით დაიწყო, თანდათან ღრმავ-
დებოდა. არისტოკრატია თავისი წოდებებისა და უფლებების
დასაცავად ერთიანდებოდა. რევოლუციონერები ორად გაიხ-
ლიჩნენ – ლიბერალებად, რომლებიც მინისტრთა კაბინეტში
არისტოკრატიასთან თანამშრომლობდნენ და რადიკალებად,
რომლებიც რევოლუციის გარდუვალობას იცავდნენ, ხოლო
მიწის რეფორმის მოთხოვნით მიწათმფლობელების გააქტიუ-
რებამ დემონსტრაციები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გა-
ხადა. ტროცკის რადიკალურმა და შეურიგებელმა პოზიციამ
და გამოსვლებმა, რასაც ლენინიც მხარს უჭერდა, სოციალის-
ტთა ჯგუფებს მმართველი კლასის სიმპათია საბოლოოდ და-
აკარგინა. 16 ოქტომბერს რევოლუციონერთა ფრთის ლიდე-
რები დააპატიმრეს, რის წინააღმდეგაც მოსკოვში მათი შეი-
არაღებული მხარდამჭერები ამოქმედდნენ. მათი გამოსვლები
პეტერბურგიდან გაგზავნილმა პოლკმა ჩაახშო, თუმცა მოვ-
ლენებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. აღარ არსებობდა ურ-
თიერთგაგება, მოთმინება, ნდობა და გაერთიანების იმედი.
1906 წლის ოქტომბრის ბოლოს, ერთ კვირა დღეს, სეიდს
ცარსკოე სელოში მეგობარი პეტრე ეწვია. მეჰმედი მოსკოვი-
დან ჯერ არ ჩამოსულიყო. რუსეთ-იაპონიის ომიდან დაბრუნე-
ბულმა მეჰმედმა, მიუხედავად დიდი სურვილისა, ყირიმში წას-
ვლა და ცოლ-შვილის მონახულება ვერ მოახერხა. მხოლოდ
ის შეძლო, რომ ლივადიაში დასასვენებლად წასულ ოლგას
ვრცელი წერილი გაატანა, რომელმაც ზაჰიდემდე მხოლოდ
სექტემბერში მიაღწია. ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც უკვე
რამდენიმე თვეა, ქმრის შესახებ არაფერი იცოდა, რის გამოც
ლამის ლოგინად ჩავარდნილიყო, ოლგას დანახვაზე გადაწ-
ყვიტა, რომ მის თავს ცუდი ამბავი იყო და კინაღამ გული წაუვი-
და. თუმცა წერილი რომ წაიკითხა და გაიგო, რომ ქმარიცა და
შვილიც თავს კარგად გრძნობდნენ, სიხარულის ცრემლები
გადმოსცვივდა.
ორი ყმაწვილი უკვე რამდენიმე საათია, გაცხარებულნი ომ-
სა და რევოლუციაზე მსჯელობდნენ. სეიდი მამაზე ღელავდა.
მის დაბრუნებამდე ვერც გაიგებდნენ, მოსკოვში რა ხდებოდა.

140 მკითხველთა ლიგა


– იცი, რა? – უთხრა პეტრემ, – რამდენი საათია, ერთსა და
იმავეზე ვლაპარაკობთ. ამით არაფერი არ შეიცვლება. ჩვენ
არაფერი შეგვიძლია.
– მერე რა? იმაზე ვლაპარაკობთ, რაც უამრავ ადამიანს
აღელვებს. ხომ შეიძლებოდა, იმ დღეს ქუჩაში დახოცილთა
შორის ჩვენც აღმოვჩენილიყავით? ნეტავ, სანამ ჩვენ აკადემი-
ას დავამთავრებთ, რა მოხდება?
– ვინ იცის? მსგავსი ვარაუდებისთვის წინ კიდევ ბევრი დრო
გვაქვს.
ყმაწვილები პესიმისტურ, მძიმე ფიქრებს მიეცნენ და ერ-
თხანს უხმოდ ისხდნენ. სიჩუმე პირველმა პეტრემ დაარღვია:
– იცი, ზოგჯერ მამაჩემს ვეთანხმები. სამხედრო სასწავლე-
ბელში ჩემი შეყვანა არ უნდოდა.
– აბა, რა უნდოდა?
– მასავით ადვოკატი რომ გამოვსულიყავი.
– შენ რატომ არ მოინდომე?
– ბავშვობიდან ბიძია ვალერის მოყოლილი ამბები მესმო-
და. მის ფორმაზე ვგიჟდებოდი. მაშინ ტანწერწეტა იყო, ახლა
რომ არის, ისეთი კი არა! ბუნებრივია, მამაზე მეტ შთაბეჭდი-
ლებას ახდენდა. სასწავლებლის არჩევის დრო რომ მოვიდა
და დედამ და ბიძამ მხარი ამიბეს, მამაჩემს რაღა ექნა? მაგრამ
ახლა კარგად მესმის, მამაჩემს რა აღელვებდა.
– ახლაც შეგიძლია გადაიფიქრო, არა?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ბიძაჩემს მძიმე მდგომარეობაში
ჩავაგდებ. მამაჩემი მუდმივად იმ მომენტს ელოდება, რომ შა-
ნი მოუგოს, ხომ გეუბნებოდიო. სხვა გზა არა მაქვს, სასწავლე-
ბელი უნდა დავამთავრო.
– სამხედრო იმიტომ გახდები, რომ ბიძაშენს ასიამოვნო?
– ასე გამოდის. ბიძაჩემს შვილი არა ჰყავს, საკუთარი შვი-
ლივით მზრდის.
– მამაშენი? მამაშენს სხვა შვილები ჰყავს?
– არა, ხომ იცი, მარტო ვარ.
– ჰო და მეც სწორედ ამას გეუბნები. შენ ცდილობ, ბიძია ვა-
ლერის ასიამოვნო და მამაშენს ვინ ასიამოვნებს?

141 მკითხველთა ლიგა


– მართალი ხარ, ამაზე არ მიფიქრია. მეგონა, მხოლოდ
იმით იქნებოდა ბედნიერი, რომ შვილი ჰყავს.
– როგორი მიამიტი ხარ, – გადაიხარხარა სეიდმა. ორივეს
გულს მოეშვა.
– ადექი, კურტ სეიდ, გვეყოფა ამდენი ლაქლაქი! – წამოხტა
უცებ პეტრე, – ცოტა ჰაერზე გავიაროთ და გავერთოთ.
– პეტრე, უკვე დაბნელდა, თან ცივა კიდეც. ასე გვიან პეტერ-
ბურგშიც ვეღარ წავალთ. დაჯექი.
– ვინ გითხრა, რომ აუცილებლად პეტერბურგში უნდა წავი-
დეთ? გართობა ყველგან შეიძლება. ცარსკოე სელოშიც კი.
– გაგიჟდი? კარდაკარ ვიაროთ და თავი დავაპატიჟებინოთ?
– ჩემო ძვირფასო მეგობარო, – უთხრა პეტრემ ხმადაბლა
და ხაზგასმით და გამოცდილი მამაკაცივით თვალი ჩაუკრა, –
მე ისეთი სახლი ვიცი, სადაც ნამდვილად გავერთობით, სი-
ამოვნებით გვიმასპინძლებენ და გველოდებიან კიდეც. ჩაიცვი
და წავედით.
სეიდმა თვალები დაჭყიტა. მიხვდა, მეგობარი რასაც გუ-
ლისხმობდა. მართალია, პეტრეს ამ ტიპის სახლების შესახებ
ადრეც უთქვამს, ათასი რამ მოუყოლია, მაგრამ სეიდი ამ საქ-
მეში ჯერ მას არ აჰყოლია. ისიც არ სმენოდა, ასეთი სახლები
ამ ელიტარულ დასასვენებელ ადგილასაც თუ არსებობდა.
– დარწმუნებული ხარ, პეტრე? ვისთან მივდივართ? წელი-
წადის ამ დროს აქ ცოტა ხალხი ცხოვრობს.
– ნუ ღელავ, მეგობარო. ცუდ ადგილას არ წაგიყვან. პირი-
ქით, ჭეშმარიტად არისტოკრატ ქალბატონთან გეპატიჟები.
– არისტოკრატ ქალბატონთან?
– დიახ, სწორად გაიგონე, – ახარხარდა პეტრე, – ლამაზი
და მარტოხელა არისტოკრატი ქალბატონი. მერწმუნე, ჩვენი
მისვლა ძალიან გაახარებს.
– პეტრე, გმადლობ, ჩემს გართობაზე რომ ზრუნავ, მაგრამ
არა მგონია, ეს კარგი აზრი იყოს.
– ნუ გრცხვენია. ადრე თუ გვიან ამას ვინმესთან ხომ გააკე-
თებ. აჯობებს, თუ შენი ძვირფასი მეგობრის ნაცნობი იქნება.
– განიასა და თამარას რა ვუთხრათ?

142 მკითხველთა ლიგა


– ყველგან და ყოველთვის აუცილებლად სიმართლე უნდა
თქვა? უთხარი, ცოტას გავივლით-თქო. მორჩა და გათავდა!
– კარგი, მაგრამ შენ რას იზამ?
– ჩემი დარდი ნუ გაქვს, იმ სახლში საჩემო ქალი ყოველ-
თვის მოიძებნება.
მალე ორი გამოწყობილი ყმაწვილი სახლიდან გავიდა.
რადგან განიასი მოერიდათ, ეტლის მაგივრად, ცხენებით წა-
ვიდნენ. სეიდს თავში ათასი შეკითხვა უტრიალებდა, მაგრამ
მეგობარს კითხვების დასმას ვერ უბედავდა. ამ დროს, ძალიან
აინტერესებდა, ვისთან მიდიოდნენ, არისტოკრატი თუ იყო, ამ
საქმეს რატომ ეწეოდა, იქ როგორ უნდა მოქცეულიყო. საერ-
თოდ ვერ წარმოედგინა, იქ რა მოხდებოდა. გადაწყვიტა, ყვე-
ლაფერი თვითდინებისათვის მიენდო. პეტრეს თქმისა არ
იყოს, ეს მამაკაცის ცხოვრების ნაწილი იყო და ვერსად გაექ-
ცეოდა. იქნებ გაუმართლა კიდეც, რომ ყველაფერი აქ, ქალა-
ქიდან მოშორებით და მისი საუკეთესო მეგობრის თანდასწრე-
ბით მოხდებოდა. სულ თხუთმეტი-ოცი წუთი იარეს და მაღალი
გალავნით შემოღობილი ბაღის ჭიშკართან შეჩერდნენ. ცხადი
იყო, რომ პეტრე კარგად იცნობდა კაცს, რომელიც სახლიდან
გამოეგება.
– საღამო მშვიდობისა, ნიკო.
კაცმა უხმოდ თავი დაუკრა და გზა დაუთმო. სეიდიც ჩამოქ-
ვეითდა თუ არა, ნიკომ ცხენები წაიყვანა. ყმაწვილები კიბეს
აუყვნენ. სახლი ემინოვებისას ძალიან ჰგავდა, მაგრამ უფრო
დიდი იყო. კიბიდან ბაღისკენ მინის ძვირფასი დახურული
ორანჟერეა გადაჭიმულიყო. კარზე რომ დააკაკუნეს, პეტრეს-
გან განსხვავებით, სეიდი საშინლად ღელავდა და დაიძაბა. ის
იყო, ინატრა, ნეტავ არავინ გამოგვხედოსო, რომ კარიც გა-
იღო. მოსამსახურეს, რომელმაც შიგნით შეიპატიჟა, ეტყობო-
და, რომ პეტრეს კარგად იცნობდა. სახლი ძალიან მდიდრუ-
ლად იყო მოწყობილი. აგარაკზე მეტად ჩვეულებრივ საცხოვ-
რებელ სახლს ჰგავდა. სიღრმიდან სიცილისა და მუსიკის ხმა
ისმოდა. სეიდმა იფიქრა, მოისეევების მსგავსად, ალბათ რა-
იმე წვეულება აქვთო და ცოტათი დამშვიდდა. სასტუმრო

143 მკითხველთა ლიგა


ოთახში რომ შევიდნენ, განსაკუთრებული იქაც არაფერი შე-
უნიშნავს. აშკარა იყო, რომ პეტრემ იცოდა წვეულების შესახებ
და მასპინძლებსაც კარგად იცნობდა. დანარჩენი კი სეიდის გა-
საშაყირებლად მოიგონა. ბუხართან შეკრებილ ჯგუფს საეჭვო
არაფერი ეტყობოდა. ოთახში შევიდნენ თუ არა, ორ მამაკაცს
შორის მჯდარი ქალი წამოდგა და კეკლუცად მიუახლოვდა.
– პეტრე, ძვირფასო, აქეთ რომელმა ქარმა გადმოგაგდო?
– ქალმა, რომელსაც კილოზე ეტყობოდა, რომ უცხოელი იყო,
პეტრეს ლოყაზე ნაზად აკოცა და განაგრძო, – ეს სიმპათიური
ახალგაზრდა ვინ არის?
– ბარონესა, ნება მიბოძეთ, ჩემი მეგობარი, სეიდ ემინოვი
გაგაცნოთ. ჩვენ მას კურტ სეიდს ვეძახით.
ქალის გამოხედვამ და მანერებმა სეიდს უხერხულობა მოჰ-
გვარა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ამ დროს ქალმა ხე-
ლები მხრებზე დაადო და ლოყით ლოყაზე შეეხო. მისმა ღრმა
დეკოლტემ და სუნამოს მძაფრი სუნით გაჟღენთილი სხეულის
სიმხურვალემ სეიდს წამით თავბრუ დაახვია.
– ბარონესა მარია ფონ ოვენ-სტაროვი, – ჩაესმა მეგობრის
ხმა.
ქალის ასეთმა უშუალობამ ისედაც დარცხვენილი სეიდი
მთლად დააბნია. ბარონესას სუნამოს სუნი თითქოს ძვალსა
და რბილში გაუჯდა. ძალიან მიმზიდველი ქალი იყო, მაგრამ
ახალგაზრდა ნამდვილად არ ეთქმოდა. თუმცა ბუხართან
მსხდომი ახალგაზრდა მამაკაცების მიხედვით თუ იმსჯელებ-
დი, თავისუფალი ქცევა, გამომწვევი ჩაცმულობა და ასაკი ბა-
რონესასთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მამაკაცებმა,
რომელთაც ხელში ბროლის ჭიქებით არაყი ეჭირათ, საუბარი
გაწყვიტეს, წამოდგნენ და სეიდსა და პეტრეს მიესალმნენ. ბა-
რონესამ ჭიქა სეიდსაც მიაწოდა. სეიდმა დანარჩენებთან ერ-
თად გაცნობის სადღეგრძელო რომ გადაკრა, სხეულში სასია-
მოვნო სითბომ დაუარა. მართალია, მასპინძელი ყველა სტუ-
მარს ერთნაირად გულთბილად ექცეოდა, მაგრამ სეიდს რა-
ტომღაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. ისეთ უმნიშ-
ვნელო თემებზე საუბრობდნენ, თითქოს რუსეთში არ იმყოფე-
ბოდნენ. რამდენიმე ჭიქის შემდეგ სეიდმა საოცარი სიმსუბუქე

144 მკითხველთა ლიგა


იგრძნო. საუბარი ნელ-ნელა ქალებსა და სასიყვარულო ამ-
ბებზე გადავიდა. სეიდს არც თავისი ასაკი და არც ამგვარ სა-
კითხებში გამოუცდელობა აღარ ენაღვლებოდა. ამ არაჩვეუ-
ლებრივი გარემოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა.
ძალას არავინ ატანდა, არც საუბარში ჩათრევას ცდილობ-
დნენ, არც შეკითხვებით აწუხებდნენ. ჭიქას გამუდმებით უვ-
სებდნენ, გვერდით მომჯდარი ბარონესას სიმხურვალე კი ბუხ-
რის სითბოს ჯაბნიდა. ქალი დროდადრო ხიზილალიან ან თევ-
ზიან ბუტერბროდებს უდებდა პირში, შემდეგ ჭიქას უჭახუნებდა
და დასალევად ეპატიჟებოდა. სანამ სეიდი იმის გამოცნობას
ცდილობდა, წვეულება როგორ გაგრძელდებოდა, კიდევ რამ-
დენიმე მოკისკისე ქალი შემოუერთდათ. სეიდმა გადაწყვიტა,
რომ წვეულება ახალი დაწყებული იყო. ბარონესა სტუმრებს
შეეგება. სეიდი შეზარხოშებული პეტრეს კმაყოფილ მზერას
გადააწყდა, რომელიც თვალებით ეკითხებოდა, როგორა ხა-
რო. პასუხად სეიდის აღტაცებული ღიმილი მიიღო. სეიდი მიხ-
ვდა, რომ ამ საღამოს გასართობად ლაპარაკი სულაც არ
სჭირდებოდა. მამაკაცები წამოდგნენ, ახალმოსულ ქალაბტო-
ნებს ხელზე ემთხვივნენ და ქათინაურებით შეამკეს. სეიდმა
სავსებით აუწყო ფეხი სიტუაციას, რომელიც ნახევარი საათის
წინ მხოლოდ უხერხულობას ჰგვრიდა. ქალბატონები, გარდა
ერთისა, დაახლოებით ბარონესას ასაკისა იყვნენ. მათი რა-
ოდენობა, თითქოს წინასწარი გეგმის შესაბამისად, მამაკაცე-
ბისას ემთხევოდა, ამიტომ, როცა დასხდნენ, ყველა დაწყვი-
ლებული აღმოჩნდა. ასე იყო თუ ისე, სეიდი ბარონესას მეურ-
ვეობის ქვეშ რჩებოდა. პეტრე ძველ ნაცნობ შედარებით ახალ-
გაზრდა ქალს ეჯდა გვერდით. სეიდს თან იმის ინტერესი კლავ-
და, აწი რა მოხდებოდა, თან იმასაც ხვდებოდა, რომ დანარჩე-
ნები ამ ვითარებას მიჩვეულები იყვნენ. სხვა რა გზა ჰქონდა,
ისიც მათ უნდა აჰყოლოდა.
ბარონესა ცდილობდა, ზედმეტი ყურადღებით უხერხულ
მდგომარეობაში არ ჩაეგდო, ამიტომ დროდადრო სხვებსაც
ესაუბრებოდა, მაგრამ სეიდს ხან მხრებზე, ხან მუხლებზე ხელს
ადებდა, თუმცა ამ დროს თვალებში არ უყურებდა. უმნიშვნე-
ლო რაღაცეებზე ლაპარაკობდა, თითქოს არც უნდოდა, რომ

145 მკითხველთა ლიგა


ვინმეს გაეგონა; ყრუდ და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ყვებოდა, რაც
სეიდს შინაგანად აფორიაქებდა. თანდათან ლამპებს დაუწიეს
და წყვილებმა უფრო ინტიმურ პოზებში განაგრძეს საუბარი.
მათ შორის მხოლოდ სეიდი არ ეკურკურებოდა არავის. პეტრე
მოპირდაპირე დივანზე ქალთან ერთად იჯდა. სეიდი მეგობრის
ქცევას დააკვირდა. ნახევრად ჩაბნელებული ოთახი თითქოს
არყის ზემოქმედებას აძლიერებდა. გული ამოვარდნას ჰქონ-
და. ისევე გაშეშებულიყო, როგორც ბავშვობაში, საშინელი
სიზმრიდან გამოღვიძებული გაუნძრევლად რომ იწვა ხოლმე.
ამ დროს შენიშნა, რომ წყვილები ნელ-ნელა ოთახიდან გადი-
ოდნენ. არა, პეტრე აქ ვერ დატოვებდა და ვერსად წავიდოდა.
ამ დროს ხელზე ალერსიანი, ნაზი შეხება იგრძნო – ბარონესა
წამომდგარიყო და მას ელოდებოდა. არც კი შეუმჩნევია, ად-
გილიდან ისე წამოფრინდა. ასაკთან შედარებით ტანმაღალი
სეიდი ქალს ზემოდან დასცქეროდა. ბარონესას გამოხედვამ
სეიდს შიში მოჰგვარა. ბარონესა ლოყაზე მიეფერა, ხელი ჩაჰ-
კიდა და ნელ-ნელა ოთახიდან გაიყვანა. მეორე სართულზე უხ-
მოდ ავიდნენ. ყმაწვილი კარგად ხვდებოდა ქალის კონტრო-
ლის ქვეშ რომ აღმოჩნდა და იმასაც ხვდებოდა, რაც ამას მოყ-
ვებოდა. იმით კმაყოფილმა, რომ დამსწრეთა ცნობისმოყვარე
მზერას თავი დააღწია, დამჯერი ბავშვივით უკან აედევნა. ვარ-
დისფერი და მწვანე აბრეშუმით მორთულ ულამაზეს საძინე-
ბელში შევიდნენ. ძვლისფერი, გალაქული, ფართო საწოლის
თავთან ტილო ეკიდა შიშველი ქალებისა და მამაკაცების გა-
მოსახულებით. ქალებს უგრძეს თმას ქარი უფრიალებდა, მა-
მაკაცებს მხრისა და ბარძაყის კუნთები არაბუნებრივად ამო-
ბურცოდათ, მაგრამ მაინც კარგად გამოიცქირებოდნენ. ოთახ-
ში იგივე მძიმე, თავბრუდამხვევი სუნი იდგა, რომელსაც სეიდი
უკვე რამდენიმე საათია, გრძნობდა. მაგრამ ეს სუნიც, ნახატე-
ბისა არ იყოს, ოთახს ძალიან უხდებოდა.
– მოგწონს? – ჩურჩულით ჰკითხა ბარონესამ.
ქალის ცხელმა სუნთქვამ სეიდს ძვალსა და რბილში დაუარა
და მიხვდა, რომ რაღაც ისეთი ელოდა, რაც აქამდე არასდროს
განუცდია. სეიდი კანკალმა აიტანა. პასუხი არ გაუცია. იმაშიც
არ იყო დარწმუნებული, პასუხის გაცემა ევალებოდა თუ არა,

146 მკითხველთა ლიგა


რადგან ქალი შეკითხვების დასმას ისე განაგრძობდა, მის პა-
სუხს არც ელოდებოდა.
– შეგცივდა? მოდი, გენაცვალე, ახლავე გათბები, მოდი!
სეიდი მოსამართი სათამაშოსავით დაემორჩილა. ქალმა
საწოლზე ჩამოსვა, თვითონ მის ფეხებთან ჩაიმუხლა და ჩექმე-
ბის გახდაში მიეხმარა. იმისმა წარმოდგენამ, რომ უცხო ქალი
გახდიდა, ყმაწვილი დააფრთხო. წამოდგომა დააპირა, მაგრამ
ქალი განზრახვას მიუხვდა, მის დასამშვიდებლად წამოდგა და
საწოლს გადასაფარებელი გადააძრო.
– სეიდ, საყვარელო, დაწექი და კარგად დაიფარე, რომ
გათბე. ტანზეც გაიხადე, მე არ შემოგხედავ.
მართალია, უჩვეულო მღელვარების კიდევ ერთხელ გან-
ცდა უნდოდა, მაგრამ რბილმა და თბილმა საწოლმა სეიდს ძი-
ლი მოჰგვარა. ასე თუ ისე, ამ ღამეს მაინც აქ გაატარებდა.
უხერხულობის დასაძლევად თავს ძალა დაატანა. წარმოიდგი-
ნა, ბარონესა ხვალ ყველასთან როგორ დასცინებდა, რაც გა-
ცილებით უფრო სამარცხვინო იქნებოდა, ვიდრე მისი თანდას-
წრებით გახდა. უცებ წამოდგა და გახდა დაიწყო.
– ნამდვილად გინდა, რომ აქ დავრჩე?
ბარონესა სეიდის დაფრთხობას ერიდებოდა, ამიტომ ახ-
ლოს არ გაკარებია. იცდიდა, სანამ სეიდის სურვილსა და ნდო-
მაში არ დარწმუნდებოდა. თუმცა სასმელმა თავისი ქნა, დიდ-
ხანს ვეღარ მოითმინა და ნელი, გამომწვევი ნაბიჯით მიუახ-
ლოვდა. ხელები ახლად შებუმბლულ, დაკუნთულ მკერდზე მი-
აყრდნო. სეიდს მთელ სხეულში სასიამოვნო სითბომ დაუარა.
ეშინოდა, ქალს მისი გულისცემა არ გაეგონა. არყის ზემოქმე-
დებამ დიდი ხანია, გაუარა. ახლა რაღაც განსხვავებულ, აუხ-
სნელ სიმთვრალეს გრძნობდა. თავი უგუგუნებდა, კუჭი ეკუმ-
შებოდა, მუხლები ისე დაუსუსტდა, ფეხზე ძლივს იდგა. ხელები
მოწყვეტილივით ეკიდა.
ბარონესა აქა-იქ თავის ცხელ ხელისგულს ადებდა და სე-
იდის შიშველ სხეულს ქანდაკებასავით გარს უვლიდა. ქალის
ყოველი შეხება სეიდს ცეცხლის ალში ხვევდა. მიხვდა, რომ
ამას დიდხანს ვეღარ გაუძლებდა. ზუსტად არ იცოდა, ასეთ

147 მკითხველთა ლიგა


დროს მამაკაცს ქალისთვის რა და როგორ უნდა ეგრძნობინე-
ბინა. ლამპების მკრთალ შუქზე ქალი ნისლში გახვეულს ჰგავ-
და, მაგრამ მის ვინაობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონ-
და. ისიც ესმოდა, რომ არც ის გამოირჩეოდა რამით ქალის
თვალში. ამ სახლში გატარებული ერთი რიგითი ღამე იყო.
იმის უფლებას ვერ მისცემდა, რომ ქალს მისი მღელვარება და
ფორიაქი ეგრძნო. უეცრად მობრუნდა და შიშველი ძუძუებით
მის ზურგზე მიყრდნობილი ბარონესა მკლავებში მოიქცია. აწი
ვეღარაფერი შეაჩერებდა. ქალი, რომელსაც ამ ოთახში დღემ-
დე არა ერთი კაცი მიეღო, მორიდებული, გამოუცდელი ყმაწ-
ვილის მოულოდნელმა ცვლილებამ გააოცა და დააბნია. მისი
ჟინითა და აღტყინებით შეშინებული რაღაცას ებუტბუტებოდა
და ყმაწვილს ამშვიდებდა, მაგრამ ამაოდ. სეიდს თითქოს სა-
მაგიეროს გადახდა უნდოდა ქალისათვის, რომელიც რამდე-
ნიმე საათია, მის მართვას ცდილობდა. აღარ უსმენდა ქალის
კეკლუც ხმას, რომელიც სიმშვიდისა და ნაზი ალერსისკენ მო-
უწოდებდა. ამიერიდან ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც
თავად მოისურვებდა. ბარონესა საწოლზე გულაღმა დააწვინა.
ქალს სახეზე გაოცება ეწერა. ასეთ ვითარებაში პირველად აღ-
მოჩენილიყო. აქამდე თავის სტუმრებს სიამოვნების ზღვარს
თავად უდგენდა და საწადელს ყოველთვის აღწევდა. ამჯერად
კი ჯიუტ, თავნება მამაკაცს გადააწყდა. თავი გვერდზე მიაბრუ-
ნა, მზერა სურათებს მიაპყრო და ყმაწვილის უხეშ და ჟინიან
ალერსს დანებდა.
საწოლიდან ამდგარი სეიდი წინანდელი მორცხვი ბიჭი
აღარ გახლდათ. ისეთ კმაყოფილებას გრძნობდა, როგორსაც
უმნიშვნელოვანესი გამოცდის ჩაბარების შემდეგ. ტანისამოსს
რომ იღებდა, რომელიც ერთი საათის წინ ძალისძალით გაიხა-
და, უკვე იცოდა, რომ ადამიანის სიშიშვლე ბუნებრივი და ლა-
მაზი შეიძლებოდა ყოფილიყო. კმაყოფილი ღიმილით გადახე-
და ქალს, რომელიც მოლოდინით აღსავსე მზერას არ აცილებ-
და.
– ისევ ხომ მოხვალ?

148 მკითხველთა ლიგა


– არ ვიცი, – მიუგო თავისი პასუხით კმაყოფილმა სეიდმა.
ასეთ ქალს ალბათ უფრო მოწიფული მამაკაციც ასეთივე პა-
სუხს გასცემდაო, გაიფიქრა, ტანთ ჩაიცვა და ოთახიდან გავი-
და. კიბის თავში პეტრე ელოდებოდა.
– სადა ხარ, თუ ღმერთი გწამს? დილამდე აქ დარჩენას აპი-
რებდი? – მეგობარს სახეზე დაკვირვებით შეხედა და განაგ-
რძო: – ხომ კარგად ხარ? ყველაფერი რიგზეა? მითხარი, რო-
გორი იყო? ხომ მაგარი ქალია?
– წადი და იგივე იმ ქალს ჩემზე ჰკითხე, – სიცილით მიუგო
სეიდმა, კარი რომ გამოაღეს.
– ჩვენს კურტ სეიდს ვერ უყურებ?! როგორც ვხედავ, ძალიან
თავმდაბალი ხარ.
– მართლა, პეტრე, ეგ ბარონესა ვინ არის?
– ამდენ ხანს ვერ მიხვდი? – პეტრეს სიცილი აუვარდა, –
არაფერზე არ გილაპარაკიათ, გენაცვალე?
– აქ სალაპარაკოდ მომიყვანე, გენაცვალე? – სიცილითვე
მიუგო სეიდმა.
ჩიტებივით მსუბუქები და თავუსფლები, თუმცა საბოლოოდ
ძალაგამოცლილები ცხენებს მოახტნენ. ცივი, თოვლიანი ჰა-
ერი ღრმად ჩაისუნთქეს და არყის, სუნამოს, შეშის, სიგარეტის,
ქალების, მოკლედ, მთელი იმ ღამის სუნებისგან ფილტვები
გაიწმინდეს. არ სციოდათ. მშვენიერ ხასიათზე, მაგრამ ძალი-
ან დაღლილები იყვნენ.
– ბარონესას თავისი ამბავი არ მოუყოლია?
– შენ წარმოიდგინე, არა. რამე საინტერესოა?
– არა, მაგრამ ახალმისულს აუცილებლად უყვება ხოლმე.
გერმანელია. ბარონესას წოდება პირველი ქმრისგან ერგო.
პეტერბურგში მოგზაურობისას მომკვდარა. ზოგი იმასაც კი ამ-
ტკიცებს, რომ ცოლმა მოკლაო. ბარონესას აქაურობა ისე
მოსწონებია, რომ აქ დარჩენა გადაუწყვეტია. ამასობაში ერთი
უმდიდრესი მოსკოველი ვაჭარი გაუცნია. წარმოგიდგენია, ეს
ქალი ოცი წლის წინ რა იქნებოდა? მალე ქალბატონი სტასოვა
გახდა და მოსკოვის ელიტაში ადგილი დაიმკვიდრა. თუმცა ამ
სახელით არავინ იცნობს, ყველა ბარონესად იხსენიებს.
– ამჟამინდელ ქმარს არ სწყინს?

149 მკითხველთა ლიგა


– არა მგონია. როგორც დედაჩემი ამბობს, საბრალოს სა-
ამისოდ ბევრი დრო არ ჰქონია. ქორწინებიდან ორ წელიწად-
ში ისიც გარდაცვლილა.
– მგონი, მეც დავიჯერე, რომ ქმრებს თვითონ ხოცავს.
– ასე მხოლოდ შენ არ ფიქრობ. ამგვარად, ჩვენმა ძვირფას-
მა ბარონესამ პეტერბურგის ელიტაში გადმოინაცვლა.
– ყველამ იცის, როგორ ცხოვრებას ეწევა?
– რა თქმა უნდა.
– და მაინც აქვთ ურთიერთობა?
– ჩემო ძვირფასო მეგობარო, ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ
ის არისტოკრატია, მეორე კი – სწორედ მისი ცხოვრების წესი.
– ვერ გავიგე?
– ვაჟების მშობლები ბარონესას წყალობით თავს მშვიდად
გრძნობენ. ჩვენს წრეში არავინ ღელავს იმაზე, როგორ გახდე-
ბიან მათი შვილები მამაკაცები. დარწმუნებული არიან, რომ
ბარონესა ამ საქმეს საუკეთესოდ გაართმევს თავს.
– წარმოუდგენელია! – წამოიძახა სეიდმა და გაეცინა. სახ-
ლამდე ასე სიცილ-სიცილით იარეს.
ერთი კვირის შემდეგ მეჰმედ ემინოვი პეტერბურგში დაბ-
რუნდა. მამა-შვილს ჩვეულებისამებრ, უამრავი სალაპარაკო
ჰქონდა. მეჰმედი შუა ზამთარში იალტაში გამგზავრებას აპი-
რებდა. ამის გამგონე სეიდს იმედი მიეცა, რომ მამას გაჰყვე-
ბოდა, მაგრამ აკადემიაში ნებართვა არ მისცეს. ემინოვი მო-
ნატრებული ცოლ-შვილის სანახავად ალუშტაში მარტო წავი-
დოდა.
1906 წელმა პეტერბურგს ახალი პრობლემები მოუტანა. სე-
იდი სწავლას ძველებურად წარმატებით განაგრძობდა. ბარო-
ნესას მსგავსი სხვა სახლების ხშირი სტუმარიც გახდა. ოცნე-
ბობდა, რომ იალტაში მამასთან ერთად ზაფხულში მაინც ჩასუ-
ლიყო. ორი წელია, სახლში არ ყოფილა. დედისა და და-ძმის
გახსენებაზე გული ეწურებოდა და ეს ტკივილი მანამ არ გაუვ-
ლიდა, სანამ მათ არ ნახავდა.

150 მკითხველთა ლიგა


ალუშტისკენ - 1916

როცა ყირიმის მთების მწვერვალები ჯერ კიდევ ჩრდილოე-


თის ცივ ქარებს ეღობებოდა, სამხრეთ ფერდობებზე, რომლე-
ბიც შავ ზღვაზე გადადიოდა, უკვე გაზაფხულის ფერები და
სურნელი გაბატონებულიყო.
ამოჯეჯილებულ პურის ყანაში ოთხი ცხენოსანი გამოჩნდა,
რომლებიც ვენახით შემოფარგლულ, ზღვისკენ ჩამავალ ტე-
რასებზე, რომელიც ვენახების პარალელურ მაღლობებს ფა-
რავდა. სოჭის, ჭადრის, ალვის, წიფლისა და რცხილის ტყეები
ერთმანეთში გადახლართულიყო და მწვანედ ბიბინებდა.
ოთხივე მხედარს სამხედრო ფორმა ეცვა. ცხენებზე ისე კოხ-
ტად ისხდნენ, დაღლა არ ეტყობოდათ. ერთ-ერთმა მათგანმა
მარჯვენა ხელით ცხენს ლაგამი მოქაჩა, მარცხენათი კი ქუდი
მოიხადა. შემდეგ უკან ჩამორჩენილ მეგობრებს აქაფებულ
ზღვაზე მიუთითა:
– ესეც, შავი ზღვა!
თვალები დახუჭა და მარილიანი სუნი ღრმად შეისუნთქა.
მზის სხივები მის წაბლისფერ ქოჩორს ალაგ-ალაგ თაფლის-
ფრად აელვარებდა. ლურჯი თვალები თითქმის შავი ზღვის ფე-
რი ჰქონდა. თხელ სახეზე ოდნავ გამოკვეთილი ყვრიმალები
სწორ ცხვირს ხაზს უსვამდა. სქელი ქვედა ტუჩი მის სახეს მუდ-
მივად ირონიულ გამომეტყველებას სძენდა. ულვაში თმასა-
ვით საგულდაგულოდ ჰქონდა გაკრეჭილი. სახის თხელი ოვა-
ლი ჩაღრმავებული ნიკაპით უმთავრდებოდა.
– ნამდვილი სამოთხეა, კურტ სეიდ!
ქერა მხედარი, რომელზეც ხედმა დიდი შთაბეჭდილება მო-
ახდინა, მეგობარს მიუახლოვდა. დანარჩენებიც მათ მიჰყვნენ.
ქერამ, რომელიც მეგობარზე ზორბა აღნაგობისა იყო, საუბა-
რი განაგრძო:
– შენს ადგილას, სეიდ, პეტერბურგში დალპობას აქ ყოფნას
და ამ სილამაზით ტკბობას ვამჯობინებდი.
სეიდს იმ მასპინძლის კმაყოფილებით ეღიმებოდა, რომელ-
საც სტუმრებმა სახლ-კარი მოუწონეს.

151 მკითხველთა ლიგა


– მიშა, მიშა! – წამოიძახა ოფიცერმა, რომელიც ქერას ტყუ-
პისცალივით ჰგავდა, ოღონდ უფრო თხელი აღნაგობა ჰქონ-
და, – პეტერბურგი კი არა, პეტროგრადი!
– იცი, რას გეტყვი, ვლადიმერ, ამ პეტროგრადს ვერაფრით
შევეჩვიე! არ მესმის, პეტერბურგს რას უწუნებენ.
– არაფერს, გარდა იმისა, რომ გერმანულია.
– მერე რა? ამდენი წელი ხმარობდნენ და არავინ შეწუხებუ-
ლა.
– ახლა გერმანიას ვეომებით, მიშა, გენაცვალე. ამის შეხსე-
ნება არ გჭირდება, იმედი მაქვს.
მიხეილი, რომლესაც მეგობრები მიშას ეძახდნენ, დედაქა-
ლაქის სახელის საკითხში პრინციპული ჩანდა. ჯიუტად განაგ-
რძო:
– არა, ვლადიმერ, ძვირფასო, შეხსენება არ მჭირდება. გან-
საკუთრებით ახლა, როცა ფრონტზე წასვლამდე სულ რამდე-
ნიმე დღე დაგვრჩა. მაგრამ მაინც არ მესმის, მხოლოდ იმი-
ტომ, რომ გერმანიასთან ომი გვაქვს, რა საჭირო იყო იმ სახე-
ლის შეცვლა, რომელსაც წლების მანძილზე ვხმარობდით.
– იქნებ შეეშინდათ, გერმანული დასახელება გერმანელებს
უფრო მოიზიდავსო, რა იცი? – იხუმრა სეიდმა. ყველას გაეცი-
ნა. კამათი შეწყდა. სეიდი მეოთხე მხედარს მიუბრუნდა, – ჯე-
ლილ, მგონი დროა, სტუმრებს ჩვენებურად მივესალმოთ, რას
იტყვი?
ჯელილი სეიდს ნათქვამს მიუხვდა, თვალი ჩაუკრა და გა-
უღიმა. გრძელი წამწამებით შემოფარგლული ოდნავ ალმაცე-
რა თვალები ჰქონდა. ნახშირივით შავი თმა ვლადიმერისა და
მიშას ქერა თმის ფონზე კიდევ უფრო შავი უჩანდა. ერთმანეთს
ცხენებით ერთი-ორი წრე დაარტყეს, შემდეგ სეიდმა ჯიბიდან
ცხვირსახოცი ამოიღო, მაღლა ასწია და, რაც ძალი და ღონე
ჰქონდა, ცხენი გააჭენა. ჯელილიც უკან რომ მიჰყვა, დანარჩე-
ნებმა გაკვირვებით ერთმანეთს გადახედეს და მასპინძლებს
დაედევნენ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სეიდმა
ცხვირსახოცი მიწაზე დააგდო. ჯელილი ცხვირსახოცს დას-
წვდა, სეიდს გადაასწრო და ამჯერად ცხვირსახოცი მიწაზე მან

152 მკითხველთა ლიგა


დააგდო. ახლა სეიდმა გააჭენა ცხენი იქით, სადაც ცხვირსახო-
ცი ეგულებოდა. ცოტა ხანში ცხვირსახოცის ფრიალით ჯე-
ლილს გადასწრო და ხეებში გაუჩინარდა. შეჯიბრში მონაწი-
ლეობის მისაღებად გაჭენებული სტუმრები ნანახმა გაამხია-
რულა. ყვირილითა და შეძახილებით თამაშში ჩართვას ცდი-
ლობდნენ.
ჭაბუკები სანაპიროს პარალელურ კალთებზე ხან თვალს
მოეფარებოდნენ, ხან ისევ გამოჩნდებოდნენ ხოლმე. სანაპი-
როდან სიღრმისკენ რომ გადაუხვიეს და სადოვაიაზე გავიდ-
ნენ, სვლას უკლეს. გზის გასწვრივ ბაღებში ჩაფლული მდიდ-
რული სახლები ჩამწკრივებულიყო. მალე მაღალი გალავნის
დიდ ჭიშკართან შეჩერდნენ. ხანგრძლივი ჯირითის შემდეგ ხე-
თა ჩრდილში გაზაფხულის თბილი სიო ყველას ეამა.
– აკი გითხარი, სეიდ, ნამდვილი სამოთხეა, – უთხრა მიშამ
და გაზაფხულის სურნელი ღრმად შეისუნთქა.
– ნებისმიერ დროს ჩამობრძანდით. მე რომც არ ვიყო, ჩემი
ოჯახი სიამოვნებით გიმასპინძლებთ.
– მეცოდინება, – უთხრა ვლადიმერმა, – ბიჭებო, სულ და-
მავიწყდა, პეტრე რატომ არ წამოვიდა?
– არ ვიცი, – უპასუხა სეიდმა, – მოსკოვში უნდა წასულიყო.
– ბოლო დროს მოსკოვში ხშირად დადის. არ მესმის, იქ რა
საქმე აქვს, – ჯელილს დაეჭვება დაეტყო.
– ჰო, ბოლო დროს უცნაურად იქცევა, ჩვენ მიმართაც შეიც-
ვალა – აღნიშნა მიშამ.
– მართალია, უცნაურად იქცევა, – დაეთანხმა ვლადიმერი,
– მეც შევატყვე. სულ ჩვენთან ერთად იყო. მით უმეტეს, თქვენ,
სეიდ, ძმებივითა ხართ. მხოლოდ ქცევა კი არა, თითქოს მზე-
რაც კი გაუცივდა.
– არ გრცხვენიათ, ბიჭებო? – სეიდმა მეგობრის დაცვა სცა-
და, – მე მგონი განიცდის, სამხედრო საქმეს თავი რომ დაანე-
ბა. მამამისთან ერთად მუშაობა არ მოსწონს. ალბათ ჩვენთან
ერთად ყოფნა ძველ დროს ახსენებს და ენატრება. თანაც, ახა-
ლი ცხოვრება იმის საშუალებას არ აძლევს, რომ ჩვენ იმდენი-
ვე დრო დაგვითმოს.

153 მკითხველთა ლიგა


– და მაინც, რაღაცნაირად მტრულად გვიყურებს, – თქვა ჯე-
ლილმა, რომელიც სეიდის ახსნამ არ დააკმაყოფილა, – პეტ-
რესთან რაღაც ისეთი ხდება, ჩვენ რომ არ ვიცით.
სეიდს ამ საუბრის გაგრძელება არ სიამოვნებდა. პეტრეს
ცვლილებას ისიც ამჩნევდა. მეტიც, იმასაც კი მოჰკრა ყური,
რომ პეტრე პორტის მიდამოებში შეკრებებს ესწრებოდა. მაგ-
რამ ახლა ამაზე ლაპარაკი და მეგობრების აღელვება საჭი-
როდ არ მიიჩნია.
ხეივნიდან ვარდის ბუჩქებით მორთულ და ხრეშით დაფა-
რულ ფართო მოედანზე გავიდნენ, საიდანაც მარმარილოს კი-
ბე იწყებოდა, რომლის ორივე მხარეს მარმარილოსვე ქოთ-
ნებში ვეებერთელა კაქტუსები ყვაოდა. სურო და ჯიქა მეორე
სართულამდე ადიოდა. ხის მაღალი სადარბაზო კარი ფერადი
მინებით იყო გაწყობილი. გაზაფხულის დღის მიწურულს სახ-
ლსა და ბაღში სტუმრებს ჩუმი სიმშვიდე შეეგება. სახლის უკან
ტყე იწყებოდა, რომლის ხეებს სიმაღლეში სახლისათვის კარ-
გა ხანია, გაესწრო.
– ეს ვინ მოსულა? – გაისმა მოურავი ჯემალის ხმა, როცა
სტუმრები ცხენებიდან ჩამოქვეითდნენ, – მობრძანდით! ძა-
ლიან მოგვენატრეთ. ყველანი გელოდებოდით.
სეიდმა მკლავები გაშალა და მის შესაგებებლად წამოსულ
გაღიმებულ ჯემალს გადაეხვია. ჯელილიც გულში ჩაიკრა, და-
ნარჩენ სტუმრებს კი პატივისცემით მიესალმა. მოურავი ჯემა-
ლი საკმაოდ დაბერებულიყო, მაგრამ ძველებურად ჭარმაგად
გამოიყურებოდა. თავლიდან ორმა ბიჭმა მოირბინა, რომელ-
თაც ცხენები ჩააბარა და განკარგულებები მისცა:
– აბა, სწრაფად! ცხენებს ოფლი შეაშრეთ, საკვები და წყალი
მიეცით და გაწმინდეთ. სწრაფად! სწრაფად!
სეიდმა ჯემალს მხრებზე ხელი მოჰხვია და სახლისკენ გა-
ემართნენ. დანარჩენებიც უკან გაჰყვნენ.
– აბა, მოურავო ჯემალ, მითხარი, ვინ როგორ არის? ყველა-
ფერი რიგზეა?
ჯემალი ისეთი კმაყოფილი იყო, თითქოს საკუთარ შვილს
შეხვდა. რაც უნდა იყოს, სეიდი მის ხელში გაიზარდა. იმდენად
ახლოს იყვნენ, რომ მას სახელით მიმართავდა.

154 მკითხველთა ლიგა


– ყველაფერი კარგადაა, კურტ სეიდ, ყველანი კარგად
არიან. მართალია, მამაშენი ცოტა დაგვიბერდა, მაგრამ რას
იზამ, ყველანი ვბერდებით. შენც კი!
სიცილ-სიცილით სახლს მიუახლოვდნენ. ოჯახის წევრები
კარგა ხანია, შესასვლელთან შეგროვილიყვნენ. მამა, დედა,
და-ძმა, ჰანიფეს ქმარი, მაჰმუდი და მისი ცოლი, ოსმანი – ყვე-
ლანი იქ იყვნენ. მონატრებულები სეიდს ეხვეოდნენ და კოც-
ნიდნენ. სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. ჯელილსაც ძა-
ლიან შინაურულად შეეგებნენ. უცხო სტუმრები და ოჯახის წევ-
რები ერთმანეთს გაეცნენ და ყველანი ერთად უკანა ბაღში გა-
მავალ ვერანდაზე გავიდნენ.
ზაჰიდე მონატრებულ შვილს თვალს ვერ წყვეტდა. ყველა-
ფერზე ეტყობოდა, რომ შვილით ძალიან ამაყობდა. 41 წლის
ზაჰიდეს, თმაში გარეულ რამდენიმე ჭაღარა ღერს თუ არ ჩავ-
თვლით, ასაკი არ ეტყობოდა. ჰანიფეს უფროს დას უფრო ჰგავ-
და. ძველებურად თხელი და ტანწერწეტა იყო. ულამაზესი 25
წლის ჰანიფე ქმარს შეყვარებული თვალებით შესცქეროდა.
პატარა ჰავა ჯერ მხოლოდ 14 წლისა იყო და სილამაზით ახალ
მთვარეს მოგაგონებდათ. სუფთა ქათქათა კანი და ლურჯი
თვალები ჰქონდა. მათი თვინიერი და ბედნიერი გამოხედვა
ადამიანში სიმშვიდის განცდას ბადებდა. ბევრს არ ლაპარა-
კობდა, მაგრამ თვალებზე ეტყობოდა, როგორი ბედნიერი იყო
ძმის ჩამოსვლით. ჯელილისა და ორი უცხო ყმაწვილის სტუმ-
რობა ოდნავი უხერხულობისა და აღელვების მიზეზი გამხდა-
რიყო, რის გამოც ლოყები აწითლებოდა. მაჰმუდის ცოლი მა-
ღალი, ლამაზი ჩერქეზი ქალი იყო თეთრი პირისახითა და შავი
თმით. ისა და 16 წლის ოსმანი გვერდი-გვერდ ისხდნენ და ძა-
ლიან ახალგაზრდულად, თითქმის ბავშვურად გამოიყურე-
ბოდნენ.
მირზა ემინოვი ოჯახს სიამაყით შეჰყურებდა. 58 წელი შეს-
რულებოდა, თმა და წვერი თოვლივით გასთეთრებოდა, შუბ-
ლსა და თვალების უპეებში ნაოჭები გასჩენოდა. ძველებურად
მხნე, მარდი და ჯანმრთელი იყო. თადარიგში გასვლის შემდეგ
მხოლოდ მამულებისა და ცოლ-შვილის მოვლით იყო დაკავე-
ბული. ძალიან ბედნიერი იყო. იმას აკეთებდა, რასაც წლების

155 მკითხველთა ლიგა


მანძილზე ნატრობდა. საყვარელი ცოლი და შვილები, მთელი
თავისი ოჯახი გვერდით ჰყავდა, სეიდის გარდა. უფროსი ვაჟი
ძალიან აკლდა. შვილის მეგობრებს გაესაუბრა, ახლა კი სეიდ-
თან შეკითხვები ჰქონდა. სტუმრების პატივსაცემად რუსულად
ლაპარაკობდნენ. მეჰმედისა და სეიდის რუსული ისეთივე სუფ-
თა და ლამაზი იყო, როგორიც პეტერბურგელი არისტოკრატე-
ბისა. მიშა და ვლადიმერი მამა-შვილს გაოცებულები შეჰყუ-
რებდნენ.
– პეტრე რატომ არ ჩამოვიდა, სეიდ? ყოველთვის შენთან
ერთად ჩამოდიოდა ხოლმე.
სეიდმა, რომელიც მიხვდა, რომ კვლავ წეღანდელ თემას
უბრუნდებოდნენ, მეგობრებს თვალით ანიშნა, რომ ზედმეტი
არაფერი ეთქვათ და მამას პასუხი გასცა:
– მოსკოვში წასვლა მოუხდა, მამა. ხომ იცი, მამამისთან ერ-
თად მუშაობს. ვერ გათავისუფლდა.
ამ დროს შემოტანილმა ფუნთუშებმა და ცივმა ლიმონათმა
მოსაუბრეებს პეტრე დაავიწყა. ემინოვმა დიდი ხნის უნახავი
მეგობრები მოიკითხა:
– მოისეევები რას შვრებიან, სეიდ? ხომ კარგად არიან?
– სულითა და გულით მოგიკითხეს. ზაფხულში ალბათ ლი-
ვადიაშიც ჩამოვლენ. თქვენთან სტუმრობასაც აპირებენ. ჩვე-
ნი გამომგზავრების წინ დეიდა ოლგამ მითხრა, დედაშენს წე-
რილს ვწერო.
– ასე თუ გაგრძელდა, პეტროგრადი მალე დაიცლება, – აღ-
ნიშნა ვლადიმერმა და მეორე ჭიქა ლიმონათი დაისხა.
– ასე ცუდადაა საქმე, ბიჭებო? – იკითხა კოპებშეკრულმა
ემინოვმა.
– დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით, – უთხრა მიშამ, –
პეტროგრადი დუღს. ასევე – მოსკოვიც.
მეჰმედი სკამის საზურგეს მიეყრდნო და თავი გადააქნია:
– ეგ ცეცხლი დიდი ხნის წინ დაინთო და წლების მანძილზე
ღვივდებოდა, მაგრამ პეტერბურგი მაინც ვერ დაცალეს. ამ ქა-
ლაქს ყოველთვის თავისებური მიმზიდველობა ჰქონდა, მიმ-
ზიდველობას კი – თავისი მიმდევრები.

156 მკითხველთა ლიგა


– მამაჩემიც ერთ-ერთი მათგანია, მეგობრებო, – სეიდმა ამ-
ხანაგებს თვალი ჩაუკრა.
– ხედავ, კურტ სეიდ, მამაშენი ჩემსავით ვერ შეეჩვია ქალა-
ქის ახალ სახელს, – მიშა გახარებული ჩანდა თანამოაზრის
აღმოჩენით.
– მე ამ არაჩვეულებრივ ქალაქთან ურთიერთობა დავამ-
თავრე, – გაეცინა მეჰმედს, – ჩემთვის სამუდამოდ პეტერბურ-
გად დარჩება. მაგრამ თქვენ იქ კიდევ დიდი ხანი უნდა დაყოთ.
ამიერიდან პეტროგრადელები ხართ.
ერთმანეთს მალე გაუშინაურდნენ. სასიამოვნო საუბრის
შემდეგ სასადილო ოთახში გადავიდნენ. ახალგაზრდებსა და
ქალბატონებს რომ არ მოეწყინათ, სუფრასთან სხვადასხვა სა-
კითხზე ლაპარაკობდნენ. მიშა და ვლადიმერი ზაჰიდეს კერ-
ძებს უქებდნენ. მაგიდის ცენტრში მოთავსებული ბატკნის კერ-
ძი მაძღარსაც კი მოაშიებდა. უფროსი ემინოვი კარგა ხანია,
აღარ სვამდა, მაგრამ ახალგაზრდებს არაყი მოართვეს. ყავის
დასალევად სხვა ოთახში გადავიდნენ.
მეჰმედი ყველას გასვლას დაელოდა, უფროს ვაჟს მიუახ-
ლოვდა და ხელი მხარზე დაადო.
– შვილო, შენმა ჩამოსვლამ ძალიან გამახარა. თავი მოგვა-
ნატრე, – შემდეგ თავისი ახალგაზრდობა გაახსენდა და გაეღი-
მა, – ყურადღებას ნუ მომაქცევ. ვიცი, რომ შენზე არ არის და-
მოკიდებული. მეც იგივე გზა გავიარე, ყველაფერი მესმის. –
თითქოს რაღაც აინტერესებდა, მაგრამ შეკითხვას ვერ ბედავ-
და. ბოლოს ვეღარ მოითმინა და იკითხა: – სეიდ, შენს ცხოვ-
რებაში ვინმე არის?
– ვის გულისხმობ, მამა?
– მე არავის არ ვგულისხმობ. შენ გეკითხები. 25 წლისა ხარ.
მე დედაშენს თვალი დაახლოებით ამ ასაკში დავადგი.
– არა, მამა, მსგავსი არავინ მყავს.
– ყოველ შემთხვევაში, ვინმე გყავს ალბათ.
– ისა... რა თქმა უნდა, რამდენიმე.
– კეთილი, მაგრამ მათ შორის გამორჩეული არავინაა?

157 მკითხველთა ლიგა


სეიდს მოსკოვში განცდილი გიჟური გრძნობა მოაგონდა.
თავისი პატარა შეყვარებული ძალიან ენატრებოდა. ერთა-
დერთი ქალი იყო, რომელიც ახლა ახსოვდა. მაგრამ იქნებ ასე
ძალიან იმიტომ ენატრებოდა, რომ მსგავსი ცხოვრებაში აღა-
რაფერი ექნებოდა?
სიჩუმიდან გამომდინარე მამა გულისნადებს მიუხვდა.
– ვინ არის? ნაცნობი ოჯახიდანაა?
– არა მგონია. კისლოვოდსკში ცხოვრობენ. იულიან ვერ-
ჟენსკის ქალიშვილია.
– სამხედროა?
– არა, მადანს ამუშავებს. შურას უფროსი ძმები ჯარში მსა-
ხურობენ. აფრიკან პეტროვიჩ ბოგაევსკი დეიდამისის ქმარია.
დონელი კაზაკების ატამანია.
– სერიოზული კაცია, ძალიან სერიოზული. მეფე ნიკოლო-
ზის შემდეგ იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პირია.
როგორი გოგოა?
სეიდს ერთად გატარებული მომენტების გახსენებამაც კი
მღელვარება მოჰგვარა. ნუთუ ამ გოგოს ასე მიეჯაჭვა?
– შურა? ძალიან ლამაზია. ალექსანდრა ჰქვია, მაგრამ არ
უყვარს, ასე რომ ეძახიან. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.
– მის ცოლად მოყვანას არ აპირებ, იმედია.
– ცოლად მოყვანას? ამაზე არც მიფიქრია, მამა. ფრონტზე
წასვლის წინ ამაზე ფიქრი განა სისულელე არ იქნებოდა?
– კეთილი... როცა ქორწინებაზე ფიქრს დაიწყებ, აქ ჩამოხ-
ვალ და პატარძალს აქ შეარჩევ. ნუ დაგავიწყდება, რუსი ქალე-
ბი იდეალურები არიან იმისათვის, რომ მამაკაცებს ცხოვრები-
სეული და სასიყვარულო გამოცდილება შესძინონ, მაგრამ ად-
რე თუ გვიან ცოლი უნდა შეირთო და ის აქაური უნდა იყოს.
სეიდმა უხმოდ დაუქნია თავი. რატომღაც ამჯერად მამისათ-
ვის სიტყვის მისაცემად ენა არ მოუტრიალდა. მეჰმედმა შვილს
მხარზე ხელი დაჰკრა.
– წამო, შენს მეგობრებს დიდხანს ნუ ვალოდინებთ.
მეჰმედი და სეიდი ოთახში რომ შევიდნენ, ახალგაზრდები
წამოიშალნენ და უფროს ემინოვს ადგილი დაუთმეს.

158 მკითხველთა ლიგა


ბაღის მაღალი ჭადრების მწვანე ფოთლებს სიო ოდნავ არ-
ხევდა, მინებს აჯახებდა და სასიამოვნოდ აშრიალებდა. სეიდს,
ახლა უკვე ზრდასრულ ლეიტენანტს, ის დღე მოაგონდა, წინა-
დაცვეთის შემდეგ ამ ოთახში რომ იწვა და ბაღში თავშეყრილ
სტუმრებს უყურებდა. რა შორს იყო ეს ყველაფერი. თავისი გა-
მოუცდელობა და ის შიში გაახსენდა, რომელსაც მასში უცნობი
მომავალი იწვევდა. განა ახლა განსხვავებულ მდგომარეობა-
ში იყო? არა. ერთ კვირაში ისევ ისეთი თავგადასავალი ელო-
და, რომლის ბოლოც არავინ იცოდა. ამაზე არავინ ლაპარა-
კობდა, თითქოს ამ საღამოს გაფუჭებას ერიდებოდნენ.
– სახლში დაბრუნება როგორი გრძნობაა, სეიდ? – ვლადი-
მერი დამღლელი მგზავრობის შემდეგ ოჯახური სითბოსა და
არყის გავლენით მოდუნებულიყო.
სეიდმა სახლს, ბაღს, ცამდე აზიდულ ჭადრებს გახედა... ამ
პეიზაჟს ისე შესცქეროდა, თითქოს ყველაფრის ერთად შესუნ-
თქვას ცდილობსო.
– საოცარი გრძნობაა... საოცარი...
ვლადიმერი პატარა ასაკში დაობლებულიყო. ათი წლით
უფროსი დისა და სიძის ოჯახში იზრდებოდა. მისი სიძე მოს-
კოვთან ახლოს მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მიწების
შემოსავლით ცხოვრობდა. გარეგნობით არ გამოირჩეოდა,
მაგრამ ძალიან კარგი ქმარი იყო და ვლადიმერსაც საკუთარი
შვილივით ეპყრობოდა. ამის მიუხედავად, ვლადიმერს ოჯახუ-
რი სითბო ყოველთვის აკლდა. სეიდის მრავალრიცხოვან
ოჯახთან ერთად გატარებულმა თბილმა საღამომ ეს განცდა
განსაკუთრებით გაუმძაფრა. მეჰმედმა ჯარში გაცნობილი მე-
გობრებისაგან იცოდა, რომ სახლი ყველაზე მეტად ობლებს
ენატრებოდათ ხოლმე, ამიტომ ყმაწვილი შეებრალა.
– ეს თქვენი სახლიცაა, ვლადიმერ. იმედი მაქვს, სეიდის მი-
მართ თქვენც ასევე ხართ განწყობილი.
– გმადლობ, ჩემო ბატონო, ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთ, –
მიუგო ვლადიმერმა და მადლიერი მზერა ესროლა.
საუბარმა უნებლიეთ, ომსა და პეტროგრადსა და მოსკოვში
რევოლუციურ მზადებაზე გადაუხვია.

159 მკითხველთა ლიგა


ემინოვს სიმშვიდეს ურღვევდა იმაზე ფიქრი, რომ ეს
ბრწყინვალე ახალგაზრდები ერთ კვირაში შესაძლოა, კარპა-
ტებში, სასიკვდილოდ გამგზავრებულიყვნენ.
– ვერ გამიგია, – თქვა მან, – გაგანია ომის დროს ხალხის
ორად გახლეჩა რა სინდისით შეუძლიათ?
– ომი რომ დაიწყო, ერთხანს ყველანი გაერთიანდნენ. მაგ-
რამ ვფიქრობ, მთავრობამ ამით ვერ ისარგებლა. დუმა პოლი-
ტიკას ჩამოაშორეს. ფრონტზე განცდილმა მარცხმა კი ისევ აზ-
რთა სხვადასხვაობა წარმოშვა, – მიშას ნათქვამს ყველა თა-
ვის ქნევით დაეთანხმა.
– ყველაზე ცუდი კი ისაა, მამა, რომ განხეთქილება ჯარშიც
დაიწყო.
– ვიტე ამას არ დაუშვებდა. გორემიკინი კი... თავი როგორ
უჭირავს?
– გორემიკინის მოქმედება, სამწუხაროდ, მეფისადმი სი-
ძულვილს მხოლოდ აღვივებს, – უპასუხა მიშამ მეჰმედს, – მი-
სი წყალობით კაბინეტის ყველა ლიბერალი მინისტრი გადაა-
ყენეს. სიმართლე გითხრათ, არც არისტოკრატიაში სარგებ-
ლობს განსაკუთრებული სიმპათიით. მოკლედ, თებერვალში
იძულებული გახდა, თვითონაც გადამდგარიყო.
– მართლა? ეს არ ვიცოდი. მოისეევს ბოლო წერილში ამაზე
არაფერი მოუწერია.
– მამი, საყვარელო, პეტროგრადში თანამდებობის პირები
მანამდე იცვლებიან, სანამ ალუშტაში ფოსტა მოაღწევდეს, –
გადაიხარხარა სეიდმა. მისმა ხუმრობამ დანარჩენებსაც სიცი-
ლი მოჰგვარა.
– კეთილი, ამჯერად ვის გაუმართლა?
– შტურმერს, ჩემო ბატონო.
– შტურმერი... სასახლის ობერ-კამერგერი?
– დიახ, ჩემო ბატონო.
გაოცებულმა ემინოვმა თავი გადააქნია, წარბები აწკიპა და
ტუჩები მოპრუწა.
– დარწმუნებული ვარ, პეტერბურგში ჯერ კიდევ არსებობენ
ადამიანები, რომელთაც ასეთ ვითარებაში ჭკვიანური გადაწ-
ყვეტილებების მიღება შეუძლიათ. ისინი რას აკეთებენ?

160 მკითხველთა ლიგა


– როგორც ვატყობ, ამჟამად სასახლეში შენს სიტყვას წონა
რომ ჰქონდეს, ჭკუა და პროფესიონალიზმი საჭირო აღარ
არის, – წამოიძახა მიშამ, რომელიც ამ თემაზე საუბარმა გა-
მოაფხიზლა.
– მიშას დედას დედოფალთან ძალიან ახლო ურთიერთობა
აქვს. ამიტომ ყველაფრის საქმის კურსშია, – ვლადიმერის ამ
შენიშვნამ მიშა კიდევ უფრო გააღიზიანა.
– ეს უტვინოები მთელ სისტემას თავდაყირა დააყენებენ,
ვერ ხედავთ? ის, რისი მოგვარებაც რამდენიმე წლის წინ შეიძ-
ლებოდა, ახლა კონტროლს აღარ ექვემდებარება. ხალხი ქუ-
ჩაში იმდენ ჯგუფად დაიყო, მტერსა და მოყვარეს ვეღარ გაარ-
ჩევ. განხეთქილებამ აკადემიის სტუდენტებშიც კი იჩინა თავი.
ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ხალხს დაბრალდება, მაგრამ
თავი და თავი ხელისუფლების უუნარობაა. ვეებერთელა იმპე-
რია ყანყალებს. ომია, ადამიანები იხოცებიან. მათ ადგილს
ჩვენ დავიკავებთ, შესაძლოა, ჩვენც დავიღუპოთ, მაგრამ რის-
თვის? მეფისთვის თუ ლენინისთვის?
– თუ დავიხოცებით, მაგას რაღა მნიშვნელობა ექნება? –
იხუმრა ვლადიმერმა.
– ექნება! მე თუ რუსეთისათვის თავს გავწირავ, შემდეგ კი
ეს კაცი შვეიცარიიდან ჩამოვა და რუსეთის სათავეში მოექცე-
ვა, ძალიანაც დიდი მნიშვნელობა ექნება! – მიშა თანდათან
გაცხარდა. სახეზე ალმური მოედო. თმაზე ხელი გადაისვა და
განაგრძო, – ომში რომც არ დავიღუპოთ, ამათ ცოცხლები მა-
ინც ვერ გადავურჩებით! – უეცრად თითქოს დაიღალაო, ტრა-
გიკული გამომეტყველებით სკამის საზურგეს მიეყრდნო და ჩა-
ილაპარაკა: – აქ როგორი სიმშვიდეა. თითქოს ამქვეყნად ყვე-
ლაზე საიმედო ადგილია.
– არა მგონია, ასე იყოს, – მიუგო ემინოვმა და წამოდგა, –
ბიჭებო, თქვენ ისხედით, მე კი თქვენი ნებართვით, დაგტო-
ვებთ. ისეთი ახალგაზრდაც აღარა ვარ, დასვენება მჭირდება.
ხვალ კიდევ ბევრს ვილაპარაკებთ.
– ბოდიშს გიხდით, თავი აგატკიეთ, – წარმოთქვა დარცხვე-
ნილმა მიშამ მას შემდეგ, რაც ემინოვთან დასამშვიდობებლად
ყველანი ფეხზე წამოდგნენ, – მგონი, ზედმეტად ავღელდი.

161 მკითხველთა ლიგა


– საბოდიშო არაფერი გაქვს, – უთხრა მეჰმედმა და მხრებ-
ზე მოეხვია, – ძალიან ვისიამოვნე. ამას გარდა, მგზნებარება
სწორედ ახალგაზრდებს შეეფერებათ. თუმცა ჩემს ასაკში სა-
შიშია. თქვენი მღელვარებისა ნუ გრცხვენიათ, შვილო.
მეჰმედის გასვლის შემდეგ ყმაწვილები ისევ დასხდნენ.
მართალია, ისინიც დაღლილები და უძილოები იყვნენ, მაგრამ
დაწოლა არც ერთს არ უნდოდა. ცოტა ხანში მაჰმუდი და ოსმა-
ნიც დაემშვიდობნენ. უფროს ძმას ორივე ისე მაგრად ჩაეხუტა,
თითქოს ერთმანეთი პირველად ახლახან ნახეს.
– სეიდ, რა ბედნიერებაა, ჩვენთან ერთად რომ ხარ! ნეტავ
სულ აქ იყო!
სეიდს მაჰმუდის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარებოდა,
ამიტომ ისევ გადაეხვია და უთხრა:
– ვიცი, მაჰმუდ, ვიცი. მეც მინდა თქვენთან ერთად ყოფნა.
– აქ შენ გარეშეც ბევრნი არიან, კურტ სეიდ, – ლაპარაკში
ჩაერია ვლადიმერი, რომელსაც ხუმრობით უნდოდა მორეუ-
ლი გრძნობების დამალვა, – არა მგონია, რამეში სჭირდებო-
დე.
– იცით რა, ბიჭებო, – ხმა ამოიღო ჯელილმა, – ძალიან მინ-
და, ამ ყმაწვილების ადგილას ვიყო. კარპატების კოშმართან
შედარებით რა ბედნიერება იქნებოდა ლამაზ ცოლთან ერთად
დაძინება.
– ამისათვის ჯერ ცოლი უნდა გყავდეს, – უთხრა მიშამ.
– მერე და ტატიანა რისთვის არსებობს? – მიუგო ვლადი-
მერმა.
– ეგ ერთი და იგივე არ არის, – ჩაილაპარაკა ჯელილმა.
– მართლა, რამდენი წელია, ერთად ხართ? – იკითხა სეიდ-
მა.
– თუ არ მეშლება, სამი, ან ცოტათი მეტი, – უთხრა ჯელილ-
მა ოდნავი დაფიქრების შემდეგ.
– ცოლად გამოგყვებიო, არ უთხოვია?
– ტატიანას? არ ვიცი, მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. მგონი
ასეთი ურთიერთობა ორივეს გვაწყობს.
– არ დაგავიწყდეს, ოდესმე თუ დაცილდებით, შემატყობინე,
– უთხრა მიშამ.

162 მკითხველთა ლიგა


– წარმოუდგენელია! – წამოიძახა ვლადიმერმა, – ტატიანა
შენც მოგწონს?! მიშა, არ მჯერა!
სიცილი წასკდათ. ბოლო საათების უსიამოვნო თემებს თავი
დააღწიეს.
– მხოლოდ მე კი არა, უამრავ მამაკაცს მოსწონს. ისე ლაპა-
რაკობ, გეგონება არ იცი!
ჯელილს არაფერი ეტყობოდა, რომ ამგვარი საუბარი არ სი-
ამოვნებდა. მხოლოდ იცინოდა.
– ხმა ამოიღე! ჩვენი მეგობარი საკუთარი პირით აღიარებს,
რომ შენი შეყვარებული მოსწონს.
სეიდის ამ ხუმრობამ ჯელილი აიძულა, შეყვარებული დაეც-
ვა.
– ნუ გეშინია, მიშა, მასთან დაცილებას არ ვაპირებ. ტყუ-
ილად იმედი ნუ გექნება.
– მაგრამ ცოლად შერთვასაც არ აპირებ. ხომ ასეა?
– ვინ იცის, იქნებ დავქორწინდეთ კიდეც... – ჩაილაპარაკა
ჯელილმა და ორაზროვნად გაიღიმა.
– მაშინ ეცადე, ფრონტზე არ მოგკლან. რადგან მე სიკ-
ვდილს არ ვაპირებ. მოგებული ის დარჩება, ვინც უკან დაბ-
რუნდება.
– თქვენს დაბრუნებამდე ასობით მამაკაცი ტატიანას გრძე-
ლი ფეხებით ტკბობას განაგრძობს. დარწმუნებული ვარ, მათ-
გან რომელიმე ტატიანასთან სასიყვარულო ურთიერთობის
წამოწყებასაც მოახერხებს.
– დიდი თეატრის ყველაზე გრძელფეხება ბალერინააო,
მართალია?
მიშას ამ შეკითხვაზე ჯელილს ისე გულიანად გაეცინა, რომ
ისედაც ირიბი თვალები სულ დაემალა.
– არ ვიცი, დიდი თეატრის ყველა ბალერინის ფეხები ჯერ არ
გამიზომავს.
ოთხივენი კარგ გუნებაზე დადგნენ. იმის გახსენებამ, რომ
მათ ცხოვრებაში ომის გარდა, სხვა რამაც არსებობდა, წეღან-
დელი პესიმიზმი გაუქროთ.
ქალების ხსენებაზე ვლადიმერს შეკითხვა დაებადა:
– აქ როგორ ერთობით, კურტ სეიდ?

163 მკითხველთა ლიგა


სეიდმა და ჯელილმა ერთმანეთს გადახედეს და ეშმაკურად
ჩაიცინეს.
– მართლა, სეიდ, აქ არ არის ისეთი ადგილები, სადაც რამ-
დენიმე სასიამოვნო საათს გავატარებდით ფრონტზე წასვლამ-
დე?
– თუ გინდა, შეგიძლია, რამდენიმე დღეც გაატარო, – მიუგო
ჯელილმა.
– ისი კი არა, შეგიძლია ზაფხულამდეც დარჩე, – დაამატა
სეიდმა.
მიშამ თავი უკან გადასწია და ღრმად ამოიოხრა.
– სიამოვნებით, მაგრამ ამდენი დრო არა გვაქვს. ვფიქრობ,
ორი-სამი საათიც საკმარისი იქნება.
– მაშინ დღევანდელი საღამო დავასრულოთ და ცოტა და-
ვისვენოთ, – ურჩია სეიდმა.
ახალგაზრდები აფორიაქდნენ.
– სეიდ, რატომ არ გვეუბნები? სად უნდა წავიდეთ? როგორი
გოგონები ჰყავთ? შავგვრემანი ლამაზმანებიც ურევიათ?
სეიდსა და ჯელილს ისევ სიცილი წასკდათ. სეიდმა მიშას
მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა:
– სიმართლე რომ გითხრა, ამ საკითხში ვარაფრით დაგეხ-
მარები, მიშა, გენაცვალე. რაც გერგება, იმით უნდა დაკმაყო-
ფილდე. აბა, ცოტა დავისვენოთ, ხვალინდელი საღამოსათვის
ძალები მოიკრიბეთ. წამოდით, ოთახებს გაჩვენებთ.
ჩუმად, ოჯახის წევრები რომ არ გაეღვიძებინათ, გაზის ლამ-
პებით განათებული კიბით მეორე სართულზე ავიდნენ. სეიდმა
სტუმრებს თავ-თავიანთი ოთახების კარები გაუღო და მიშა და
ვლადიმერი შიგნით შეიპატიჟა. ხელნაკეთი ქათქათა თეთ-
რეული და ლავანდის სურნელი ოთახში ძილისა და მოსვენე-
ბის განწყობას ქმნიდა.
– დაძინებამდე დაბანა თუ მოგინდებათ, დაბლა აბანოა, ბი-
ჭებო. მე და ჯელილი ჩავდივართ.
– თვალები მეხუჭება, მაგრამ ცხელ აბანოზე უარს ვერ ვიტ-
ყვი, – თქვა ვლადიმერმა.
– ახლავე მოვდივართ, – უთხრეს დანარჩენებმა.

164 მკითხველთა ლიგა


– კარგი, წამოიღეთ, რაც გჭირდებათ. კიბის ქვეშ ჰოლში
დაგელოდებით.
ონკანებითა და პატარ-პატარა აუზებით შემოსაზღვრული
მარმარილოს აბანო საკმაოდ ფართო ოთახის ზომისა იქნებო-
და. ონკანების გვერდით სპილენძის თასებს ლაპლაპი გა-
უდიოდა. კარსუკან, მარმარილოს თაროებზე ქათქათა პირსა-
ხოცები ეწყო. აქა-იქ ხის დაბალი სკამები იდგა. დაღლილობის
მოსახსნელად და დასასვენებლად იდეალური გარემო იყო.
ბრინჯაოს ონკანებიდან გადმოდენილი ცხელი წყალი მომ-
ცრო აუზებში გროვდებოდა. იქიდან ამოსულმა ორთქლმა ცო-
ტა ხანში აბანო ისე გაათბო, რომ ამჯერად ცივი წყალი გამო-
უშვეს.
– ვგრძნობ, როგორ გამოვცოცხლდი, – აღნიშნა მიშამ, –
არაჩვეულებრივია; ასეთ აბანოს ჩემს სახლშიც მოვაწყობ.
– აქ სიამოვნებით დავიძინებდი, ბიჭებო, – თქვა ვლადი-
მერმა, რომელიც მარმარილოს იატაკზე პირქვე გაშოტილიყო
და თვალები დაეხუჭა.
– ადექი, მივდივართ, – უთხრა სეიდმა და მკლავში მოქაჩა,
– დარწმუნებული ვარ, საწოლში უფრო მოისვენებ.
ცოტა ხანში სახეაჭარხლებულები, მოდუნებულები და საბა-
ნაო ხალათებში გახვეულები უხმოდ კიბეს რომ მიუყვებოდ-
ნენ, ყოველ მათგანს მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა
– რბილ საწოლებში ჩაწოლილიყვნენ და მაგრად დაეძინათ.
იალტის ტყეები, ზღვის პარალელურად გადაჭიმული ნაყო-
ფიერი მიწები, მზიანი და თბილი ჰავა მხოლოდ ასწლოვანი ხე-
ების სამშობლოს არ წარმოადგენდა. ტყეში, განსაკუთრებით
სანაპიროსთან ახლოს, მაგრამ ერთმანეთისაგან საკამო და-
შორებით ადგილ-ადგილ მდიდრული სახლები წამოჭიმული-
ყო, რომლებიც ძირითადად მოსკოვსა და პეტერბურგში
მცხოვრები მდიდარი და არისტოკრატული ოჯახების საზაფხუ-
ლო რეზიდენციები იყო და მაისის შუა რიცხვებიდან მოყოლე-
ბული, ნელ-ნელა ივსებოდა. მართალია, ისინი მხოლოდ რამ-
დენიმე თვის გასატარებლად შენდებოდა, მაგრამ ყოველი
მათგანი მეპატრონის წოდებასა და მატერიალურ მდგომა-
რეობას ასახავდა.

165 მკითხველთა ლიგა


გაზაფხულის დადგომასთან ერთად სახლების ეზოებსა და
ფანჯრებში სამზადისი შეიმჩნეოდა. ბატონების ჩამოსვლამდე
სახლების მოსამზადებლად მოსული მოსამსახურეები ზამ-
თრის მანძილზე ჩაკეტილ ფანჯრებს აღებდნენ, შტორებსა და
ფარდებს ხსნიდნენ და სახლების დასუფთავებას იწყებდნენ.
ზოგჯერ ამ პირველ მერცხლებს ბავშვები და მათი აღმზრდე-
ლებიც უერთდებოდნენ.
გაზაფხულის ამ სასიამოვნო დილასაც ჩიტები ჟღურტულებ-
დნენ, მზის თბილი სხივები ძვლებამდე აღწევდა, იალტის ტყე-
ები ზაფხულის გასატარებლად ჩამოსულ სტუმრებთან ერთად
იღვიძებდა.
ოთხი ახალგაზრდა, რომელთაც გუშინდელი დაღლილო-
ბის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდათ, სახლიდან ადრიანად გა-
ვიდა. მხიარულები, სიცილითა და ხუმრობით გზას მიუყვებოდ-
ნენ. საცხენოსნო შარვლები, სპორტული პერანგები და სვიტე-
რები ეცვათ. მზე ისე აცხუნებდა, რომ ვენახებს მიახლოებუ-
ლებმა სვიტერები გაიხადეს. ზღვის სანაპირომდე ტერასებად
გაშენებულ ვენახებში ვაზი შეფოთლილიყო. რცხილისა და
წიფლის ხეების უკან მიმალულ სახლთან რომ მივიდნენ, ფან-
ჩატურის ქვეშ სუფრა გაშლილი დაუხვდათ. ვენახის სახლი
ორსართულიანი, ქვის, კოხტა, შედარებით მომცრო, სადად
მოწყობილი სახლი იყო. ბანიდან, რომელიც ზღვას გადაჰყუ-
რებდა, არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა. ვაზითა და ჯიქით
დაფარული ფანჩატური ზღვისა და ცის ლაჟვარდის გადაკვე-
თაზე მწვანე ჩარჩოს ქმნიდა. ახალგაზრდებმა ცხენები მიაბეს,
ჭის წყლით ხელ-პირი დაიბანეს, მაგიდას მიუსხდნენ, ცივი აი-
რანი5 სიამოვნებით დალიეს და მშიერი მგლებივით საჭმელს
ეცნენ.
– ძალიან გაგიმართლა, კურტ სეიდ, რომ ოდესმე აქ დაბრუ-
ნება შეგიძლია. შენი მშურს.
– იცოცხლე, მიშა, მაგრამ ამ მიწაზე ისეთ უბედურებსაც უც-
ხოვრიათ, რომ... არ ვიცი, მომავალი რას მიმზადებს.

5 აირანი – თხელი მარილიანი მაწვნის მსგავსი სასმელი

166 მკითხველთა ლიგა


– პესიმიზმს მოეშვით და მითხარით, საღამოს რას ვაკე-
თებთ? სად უნდა წაგვიყვანოთ?
– ვლადიმერ, თუ ღმერთი გწამს, სხვაზე ვერაფერზე ფიქ-
რობ?
– ვერა, მიშა, წუხანდლიდან სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქ-
რობ. სიზმარშიც კი მთელი ღამე გოგონებს ვხედავდი. დროზე
მითხარით, ამ საღამოს გეგმაში რა გვაქვს?
– აუცილებელი არ არის, მაინცადამიანც საღამოს დაველო-
დოთ, – უთხრა ჯელილმა და სეიდს თვალი ჩაუკრა.
სეიდმა დაფიქრების ნიშნად ჩაღრმავებულ ნიკაპზე თითი
მიიდო და პასუხი განგებ დააყოვნა, რათა აღელვებული მე-
გობრები გაეწვალებინა.
– რატომაც არა! დღეც ჩვენია და ღამეც. ასე არ არის?
– ვაშა!
ვლადიმერი ადგილიდან წამოხტა და სვიტერი ჰაერში აის-
როლა. დანარჩენებიც აჰყვნენ. ხილით სავსე ლანგრით ბაღში
შემოსულმა მოსამსახურემ წასასვლელად მომზადებული
სტუმრების დანახვაზე დაგვიანებისათვის ბოდიშის მოხდა და-
აპირა.
– არა უშავს, ისმაილ ეფენდი, – ღიმილით უთხრა სეიდმა, –
პატარა საქმე გვაქვს, უნდა წავიდეთ. ხილს სხვა დროს შევ-
ჭამთ. დიდი მადლობა.
ცოტა ხანში გასართობად განწყობილი მხიარული ჭაბუკები
ტყეში გაუჩინარდნენ.
ვიწრო გზას რომ შეუყვნენ, ეტლის ხმა შემოესმათ და გზის
დასათმობად გვერდზე გადგნენ. მეეტლის გვერდით დახვავე-
ბული ჩემოდნებისა და კალათების უკან მგზავრები არ ჩან-
დნენ. ეტლი რომ გაუსწორდათ, სეიდმა ახალგაზრდა ქალი
დაინახა, რომელსაც აქეთ-იქიდან ორი პატარა გოგონა ეჯდა.
სახე ღიმილმა გაუნათა. ამასობაში, ქალმაც შენიშნა, ახლობ-
ლურად გაუღიმა და თავი დაუქნია. ეტლმა რომ ჩაიარა, მე-
გობრები სტვენით სეიდს გარს შემოერტყნენ.
– შუა ტყეშიც კი ნაცნობი ქალი გხვდება, სეიდ! ეტლით ბედ-
მა ჩაგიარა.

167 მკითხველთა ლიგა


– ეს ბედი არ იყო, მიშა, მეგობარო, – ღიმილით უპასუხა სე-
იდმა მიშას საყვედურს, – უბრალოდ, ძველი ნაცნობი იყო. ძა-
ლიან ძველი.
– არ შეიძლება, ჩვენც რომ გავიცნოთ? – დაინტერესდა
ვლადიმერი.
– არა, – მიუგო ჯელილმა, – სამწუხაროდ, ამ ლამაზმანს
თქვენს გასაცნობად არ ეცლება.
– რატომ?
– რადგან აქ ყოველი ჩამოსვლისას სეიდი მას ხელახლა ეც-
ნობა და სხვას ამის საშუალებას აღარ აძლევს.
– ვინ არის, თუ ღმერთი გწამთ? – სიცილით იკითხა ვლადი-
მერმა.
ჯელილმა, თითქოს ყვავილს ყნოსავსო, თვალები დახუჭა,
ღრმად ჩაისუნთქა და პასუხი ისე გასცა:
– ლარისა, მშვენიერი ლარისა, არკადიევების ბავშვების
გუვერნანტი ქალი. ფრანგი დედა ჰყავს. ისიც გუვერნანტად ჩა-
მოსულა აქ. შემდეგ მდიდარ რუსს გაჰყვა ცოლად და მოსკოვ-
ში დასახლდა. დიდგვაროვანი ოჯახები ერთმანეთს ეჯიბრე-
ბოდნენ, რომ გუვერნანტად აეყვანათ, – ჯელილმა თვალი სე-
იდისკენ გააპარა და განაგრძო: – ოჯახის ჩამოსვლამდე ლა-
რისა ჩვენს სიმპათიურ მეგობარსაც უწევს ხოლმე გუვერნან-
ტობას.
ყველას სიცილი აუტყდა. სეიდმა თავი გადააქნია და მეგობ-
რებს მიმართა:
– თქვენი თავი არა მაქვს, ამიტომ ცოტა ხანში დაგტოვებთ.
– კარგი რა, სეიდ, – წამოიძახა მიშამ, რომელსაც ეგონა,
რომ მეგობარს აწყენინეს, – ერთად არაჩვეულებრივად გა-
ვერთობოდით, რატომ უნდა დაგვტოვო?
სეიდმა უხმოდ გადაუხვია იმ სახლის ბაღისკენ, რომელსაც
სწორედ იმ წამს ჩაუარეს.
– ნუ ღელავ, მიშა, გენაცვალე, – სიცილით მიმართა ჯელ-
ილმა შეშფოთებულ მეგობრებს, – იმიტომ არ მიდის, რომ
ჩვენგან რაიმე ეწყინა. ეს არკადიევების სახლია, ანუ ჩვენი
კურტ სეიდის გაჩერება. თავის გუვერნანტ ქალბატონთან მი-
დის, არ იდარდო.

168 მკითხველთა ლიგა


– ჩვენ რა გვეშველება? – იკითხა ვლადიმერმა.
სეიდმა ცხენი ისევ მოაბრუნა და მათ მიუახლოვდა.
– ჯელილ, ხომ იცი, მეგობრები სადაც უნდა მიიყვანო, – შემ-
დეგ დანარჩენებს მიმართა, – ბიჭებო, თქვენ ჯელილი მოგხე-
დავთ. დარწმუნებული ვარ, კარგად იმხიარულებთ. მოგვიანე-
ბით ვენახის სახლში შევხვდებით. სახლში ცალ-ცალკე ნუ დავ-
ბრუნდებით, მამაჩემისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება. აბა,
კარგ დროსტარებას გისურვებთ!
– შენც! ფრთხილად იყავი, გუვერნანტმა დიდი ხნით არ და-
გაძინოს.
– თქვენც გაფრთხილდით, სახლის პატრონებმა არ გამოგი-
ჭირონ!
ერთმანეთს სიცილ-ხარხარით დაემშვიდობნენ. სეიდმა შო-
რიდან შენიშნა, რომ ჭიშკართან ეტლი იცლებოდა. ლარისას
ხელი ბავშევბისათვის ჩაეკიდა, კიბეზე იდგა და სახლისკენ
მომავალ ხეივანს გასცქეროდა. სეიდმა იცოდა, რომ მას ელო-
და. ცხენი სახლისკენ მიმართა. ჭიშკარს რომ გაუსწორდა,
ქალს თავი დაუკრა.
– გამარჯობა.
– გაგიმარჯოთ, – მორცხვი ღიმილით მიუგო ლარისამ.
– ბატონი არკადიევი ჩამობრძანდა? მინდა მოვიკითხო.
– არა, ქალბატონი და ბატონი არკადიევები ჯერ არ ჩამობ-
რძანებულან, – უთხრა ქალმა ოფიციალურად, რადგან დი-
ასახლისი და მოსამსახურეები ცნობისმოყვარეობით მისჩერე-
ბოდნენ, – ალბათ ათ დღეში აქ იქნებიან.
– გმადლობ, – სეიდმა უკან გასაბრუნებლად ცხენს ლაგამ-
ში მოქაჩა, – ათ დღეში შემოვივლი.
ქალს ისევ თავი დაუკრა და ხეივნისკენ დაიძრა. ლარისას
მოლოდინში იქ ჩამოქვეითდა. გუვერნანტმა ქალმა ბავშვები
დიასახლისს ჩააბარა, შემდეგ ცალი ხელით – მოსასხამი, მე-
ორე ხელით კი კაბის კალთა შეისწორა და სახლში გაუჩინარ-
და.
სეიდმა ცხენი მყუდრო ადგილას ხეზე გამოაბა, სახლს შე-
მოუარა და ლოდინი განაგრძო. სახლის ყველა ფანჯარაზე
ჯერჯერობით ფარდები იყო ჩამოფარებული. მალე ერთ-ერთი

169 მკითხველთა ლიგა


ოთახის უკანა კარი ვიღაცამ ოდნავ გამოაღო. სეიდი ყვავი-
ლებს გადაახტა, ვერანდასთან მიირბინა და გამოღებულ კარ-
ში შეიძურწა. კარი მაშინვე დაიკეტა. ფანჯრებიდან, რომლებ-
ზეც სქელი ფარდები ჩამოეფარებინათ, ოთახში ოდნავი სი-
ნათლეც კი არ შემოდიოდა. თვალები სიბნელეს უცებ ვერ შე-
აჩვია, მაგრამ აშკარა იყო, რომ აქაურობას კარგად იცნობდა.
უეცრად სახეზე თბილი სუნთქვა იგრძნო და ამით მიაგნო, ვი-
საც ეძებდა. უხმოდ, გიჟებივით ეცნენ ერთმანეთს და კოცნა
დაუწყეს. ახალგაზრდა ქალის სხეულის სიმხურვალე კაბაშიც
კი გამოსჭვიოდა. თხელი შიფონის ქვეშ სხეულის ყველა ნაწი-
ლი მკაფიოდ იგრძნობოდა და ყველაზე ფლეგმატურ მამაკაც-
საც კი შეშლილ ოცნებებში ჩაძირავდა. წამით სეიდს ხელიდან
დაუსხლტა და ჩასჩურჩულა:
– მოიცა, სეიდ, დამაცადე, ბავშვები უნდა დავაბინავო. რას
წარმოვიდგენდი, რომ ჩამოვიდოდი თუ არა, მაშინვე შეგხვდე-
ბოდი. ნახევარი საათი მჭირდება. უნდა ვაჭამო და დავაწვინო.
სეიდი წვრილ წელზე კიდევ უფრო მაგრად მოეხვია და თა-
ვისკენ მიიზიდა. ამ ცხელი და ფუმფულა არსების ხელიდან
გაშვებას არ აპირებდა.
– კეთილი, მაგრამ ეს ნახევარი საათი რა ვაკეთო?
ქალმა თხელი თითები კეკლუცად შეუცურა თმაში, შემდეგ
სახე კისერში ჩაუყო და ოდნავ გასაგონად უჩურჩულა:
– ჩემს ოთახში ისე აგიყვან, ვერავინ დაგინახავს. იქაც არა-
ვინ შემოვა. საქმეს როგორც კი მოვრჩები, მაშინვე მოვალ,
კარგი?
თითის წვერებზე შემდგარი ლარისა კარს მიუახლოვდა,
ფრთხილად გამოაღო და ჰოლში გაიხედა. შემდეგ გავიდა და
რამდენიმე წამში უკან შემობრუნდა.
– სწრაფად! სანამ ვინმე გამოჩენილა, უკან გამომყევი. რო-
გორც კი გავალთ, მარჯვნივ, კიბის ქვეშ კარში შედი.
ბავშვური მღელვარება ქალისადმი სწრაფვას კიდევ უფრო
გაუსაძლისს ხდიდა. უკან დაედევნა. კიბესთან მიირბინეს. ლა-
რისამ ორ საყვავილეს შორის დაკიდებულ დიდ მოვარაყებულ
სარკეს ჩარჩოში მოქაჩა. კედელში ფარული კარი გაიღო.

170 მკითხველთა ლიგა


– სწრაფად შედი. კიბე ვიწროა, ფრთხილად იყავი. მეორე
სართულზე როგორც კი ახვალ, მარცხნივ პირველი ოთახია.
მე ამოვალ და კარს გაგიღებ.
სარკიანი კარი ისე მიკეტა, სეიდის პასუხს არ დალოდებია.
სეიდმა ბნელ და ვიწრო უჯრედზე დახვეული კიბის მოაჯირს ხე-
ლის ცეცებით მიაგნო, თან საკუთარ თავზე ეცინებოდა. ნელ-
ნელა ადიოდა, რომ არ დაცემულიყო. მალე კიბე დამთავრდა
და სავარაუდოდ იმ კართან აღმოჩნდა, რომელზეც ლარისამ
მიანიშნა. სუნთქვაშეკრულმა კარს მიაყურადა. ჩამიჩუმი არ
ისმოდა. კარი ჩაკეტილი იყო. ბნელ კიბეზე, ორ კარს შორის
მომწყვდეული აღმოჩნდა. ის იყო, საკუთარ თავზე ბრაზი მო-
ერია, რომ ფეხის ხმა შემოესმა. მაშინვე კლიტეში გასაღებიც
გადატრიალდა. სეიდმა სუნთქვა შეიკავა. შესაძლოა, ლარისა
კი არა, ვინმე სხვა ყოფილიყო. ამის წარმოდგენაზე ცივმა ოფ-
ლმა დაასხა. სახლის მთავარი კარიდან რომ შესულიყო და
ეთქვა, თქვენს გუვერნანტ ქალთან დასაწოლად მოვედიო,
ალბათ ღირსება ნაკლებად შეელახებოდა, ვიდრე ახლა, კიბის
უჯრედზე რომ გამოეჭირათ.
მაგრამ ტყუილად ეშინოდა. კარი გაიღო, თუმცა არავინ გა-
მოჩენილა. ეს ლარისას ნიშანი იყო. ე.ი. შესვლა შეიძლებოდა.
დერეფანში უსაფრთხოების შესამოწმებლად კისერი წაიგრძე-
ლა, გავიდა და მარცხნივ პირველივე ოთახში შეიძურწა. ოთა-
ხი ცარიელი დაუხვდა. ალბათ ლარისა ბავშვებთან იმყოფებო-
და. ჩემოდნები ღია იყო, ტანსაცმლის ნაწილი კი საწოლზე ეწ-
ყო. სეიდი შირმის უკან სავარძელში მოკალათდა და ლოდინს
მოჰყვა. ამ ოთახს კარგად იცნობდა. თავს იმაში გამოუტყდა,
რომ აქ ყოფნა მონატრებოდა კიდეც.
წამით შურა მოაგონდა. ლარისასთან შედარება სცადა. არ
გამოუვიდა. ერთი საერთო თვისებაც კი არ ჰქონდათ. იმდენად
განსხვავებულები იყვნენ, რომ... ლარისა სიყვარულის გამო-
ხატულება იყო. საუბრისას, რა თემაც უნდა ყოფილიყო, სიტ-
ყვით, შეხებით, მიბნედილი გამოხედვით მუდმივად სიყვა-
რულს, მგზნებარე ვნებას გაგონებდა. სეიდს ვერაფრით გა-

171 მკითხველთა ლიგა


ეგო, ასეთი ქალს გუვერნანატად როგორ ამუშავებდნენ. ალ-
ბათ ბავშვებთან ყოფნისას თავის ქცევას განსაკუთრებულ ყუ-
რადღებას უთმობდა.
შურა კი ის ქალი იყო, რომელსაც მამაკაცთან ცხოვრების
გაზიარება შეეძლო ამ სიტყვის სრული გაგებით. მამამისის სო-
ციალურ სტატუსსა და მატერიალურ მდგომარეობასთან ერ-
თად, ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ სავსებით თავდაჯე-
რებული ყოფილიყო: კარგი აღზრდა, თავბრუდამხვევი სილა-
მაზე. შურა არცერთ იმ ხერხს არ მიმართავდა, რომლებსაც
ლარისა მამაკაცების გონების ასარევად იყენებდა. იცოდა,
რომ მოსწონდათ და უყურებდნენ, მაგრამ ამას თითქოს მნიშ-
ვნელობას არ ანიჭებდა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა.
მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გამოუცდელი იყო და გა-
მომწვევად არასდროს იქცეოდა, რაღაც თავისებური ტემპერა-
მენტი ჰქონდა. სეიდმაც მისი მშვიდი, ღირსეული, ხელუხლე-
ბელი უმანკოების უკან მიმალული ქალი დაინახა. მოაგონდა,
პირისპირ დარჩენილებს როგორ დაუსრულებელ მგზნებარე
თავგადასავლად ექცათ ნაზი და სიყვარულით აღსავსე ამბო-
რით დაწყებული ურთიერთობა.
სეიდმა გაოცებულმა გაიაზრა, რომ ქალთან პირველობა
მის მამაკაცურ თავმოყვარეობას სიამაყეს სძენდა. შურა პირ-
ველი ქალი იყო, რომელიც თავისი ქალიშვილობის ხელუხ-
ლებელი, ყველაზე ინტიმური მხარით მას ეკუთვნოდა. სეიდს
სიამოვნებდა იმის გააზრება, რომ შურას მშვიდი, რბილი ბუნე-
ბის სიღრმეში ჩამალულ მგზნებარებას მხოლოდ ის იცნობდა.
ფაქტობრივად, მხოლოდ მან იცოდა, რომ შურა სიყვარული-
სათვის იყო შექმნილი.
მაგრამ მომავალი რას უმზადებდა? ასეთი ლამაზი ქალიშ-
ვილის ირგვლივ უსათუოდ ბევრი მამაკაცი იტრიალებდა, რო-
მელიც მასთან არშიყს მოინდომებდა, მას ყურადღებას მიაქ-
ცევდა. იმ მამაკაცებზე წინასწარ ეჭვიანობდა და ამ გრძნობამ,
რომელსაც პირველად განიცდიდა, სიმშვიდე დაურღვია. ძა-
ლიან უნდოდა ახლა შურას გვერდით ყოფნა. მასზე ფიქრმაც
კი გული აუჩქროლა. პირი გაუშრა, ტანში სიმხურვალემ დაუ-

172 მკითხველთა ლიგა


არა. მისი წელამდე გაშლილი ქერა თმა და გიჟურ სიყვარულ-
ში გატარებული ბოლო ღამე მოაგონდა. ცუდად იყო, შურა წა-
მალივით სჭირდებოდა, მაგრამ ამ წამალს ათასობით კილო-
მეტრი აშორებდა. წამოდგა და ტუმბოზე მდგარი ფაიფურის
ჯამში დაგროვილი წყალი სახეზე შეისხა. გრილი ხელები კე-
ფაზე და კისერზე მოისვა და სულში დანთებული ცეცხლის ჩაქ-
რობას ამგვარად ეცადა.
როგორც ჩანს, ოცნებაში საკმაო ხანი გაატარა, რადგან კა-
რის ხმამ გამოაფხიზლა და ისევ შირმის უკან დაიმალა. ოთახ-
ში ლარისა შემოვიდა.
– აქა ხარ, სეიდ?
სეიდი სამალავიდან გამოვიდა. ქალმა კარი გადაკეტა, სე-
იდისკენ გაექანა, მთელი ძალით მოეხვია, შემდეგ მისი თავი
ხელებში მოიქცია, თითქოს გაჭყლეტას უპირებსო, თავისკენ
მიიზიდა და მის ბაგეებს ისეთი მგზნებარებით დაეწაფა, გეგო-
ნებოდა, მისი სისხლისა და სულის შეწოვას ლამობსო.
„ეს ქალი იდეალური ვარიანტია ისეთი მამაკაცისათვის,
რომელსაც სასიყვარულო თამაშებისათვის ბევრი დრო არა
აქვს”, გაიფიქრა სეიდმა. შემდეგ შურა წარმოიდგინა. ახლა
ლარისას ადგილას ის რომ ყოფილიყო, ყველაფერი სრულიად
სხვაგვარად იქნებოდა. მასავით არ დაეძგერებოდა. დინჯი,
თავდაჯერებული ნაბიჯით თვალს თვალში გაუყრიდა. ღრმა და
სიყვარულით აღსავსე მზერით იმ ულამაზეს მომენტებს შეახ-
სენებდა, წინ რომ ელოდებოდათ. შემდეგ თვალდახუჭული
ტუჩებს მიუშვერდა და მის კოცნას დაელოდებოდა. მის მშვიდ
ხვევნას სეიდი მოთმინებით ემორჩილებოდა, რადგან
გრძნობდა, რომ წინ გიჟური ვნებით აღსავსე საათები ელო-
დათ. და სიყვარულში გატარებული ამ საათების შემდეგ, რო-
მელთა განმავლობაში ერთმანეთის სხეულებს თმის ღერიდან
თითის წვერებამდე ეცნობოდნენ, სიახლოვით ნამდვილად
ძღებოდნენ.
„ღმერთო”, გაიფიქრა სეიდმა, „მკლავებში ქალი მყავს, რო-
მელიც ჩემთვის ყველა სურვილის ასრულებაზე ოცნებობს, მე
კი ცხრა მთას იქით მყოფ სხვა ქალზე ვფიქრობ”.

173 მკითხველთა ლიგა


ლარისამ, თუმცა საბოლოოდ ვერა, მაგრამ მაინც მოახერ-
ხა რამდენიმე წუთით სეიდის გონება დაეპყრო. მას შემდეგ,
რაც მთელი თავისი მიმზიდველობით, გამოცდილებითა და
დაუკმაყოფილებელი ვნებით სეიდს დროებითი სიამოვნება
მიანიჭა, მის მკლავზე ჩაეძინა. სეიდმა თავისუფალი ხელი
თავქვეშ ამოიდო, ფიქრებს მიეცა და თავზარდაცემულმა აღ-
მოაჩინა, რომ მართალია, ამ სახლში ლარისასთან მოვიდა,
მაგრამ სინამდვილეში თითქოს სულ თავის პატარა შურასთან
ერთად იყო. მასზე ფიქრმა აღაგზნო და ლოგინსაც ამ ფიქრე-
ბით მიაშურა. ფაქტობრივად, შურასთან იწვა. ახლა კი ეს სხვა
ქალი, რომელსაც მის გვერდით ეძინა, მასში ღალატის გან-
ცდას იწვევდა. მხოლოდ ახლა ხვდებოდა, შურა მისთვის რამ-
დენს ნიშნავდა. ლარისასთან ყოფნისას რეალურად შურასთან
იყო.
„ალაჰ, მგონი შეყვარებული ვარ და აზრზე ვერ მოვსულ-
ვარ”, გაივლო გულში და უეცრად ძალიან ინანა, რომ ამას
აქამდე ვერ მიხვდა.
ლარისასთან დარჩენა აღარ უნდოდა. ქალის გაღვიძებას
მოერიდა, მკლავი ფრთხილად გამოითავისუფლა, უხმოდ ად-
გა და ჩაიცვა; დერეფანში ფრთხილად გაიძურწა და საიდუმ-
ლო კიბე ჩაიარა, მაგრამ ამჯერად თანამზრახველი არ ჰყავდა.
ჰოლიდან მოსამსახურეების ფეხის ხმა ისმოდა. ალბათ ბარ-
გით დატვირთული კიდევ ერთი ეტლი მოსულიყო. კიბის საფე-
ხურზე კარგა ხანს იჯდა. გარკვეული დროის შემდეგ ფეხის ხმა
მიწყდა და კარიც ჩაკეტეს. როგორც იქნა, ირგვლივ სიჩუმემ
დაისადგურა. სავარაუდოდ, ყველამ თავ-თავის ოთახს მიაშუ-
რა. სახლი ისევე დატოვა, როგორც შემოვიდა. გარეთ ჩამობ-
ნელებულიყო. ხეზე გამობმულ ცხენს მოახტა და არკადიევე-
ბის სახლს უკანასკნელად გახედა. აქ გატარებულმა დრომ ღი-
მილი მოჰგვარა. სავარაუდოდ, აქ აღარასდროს მოვიდოდა.
ვენახის სახლში მიბრუნებულს იქ არავინ დაუხვდა. ის იყო,
ცხენი ისევ სახლის წინ ხეს გამოაბა, რომ ფლიგელიდან ისმა-
ილ ეფენდი გამოვარდა. სეიდის დანახვაზე, რომელიც რამდე-
ნიმე საათის წინ გააცილა, დაიბნა.
– ხომ მშვიდობაა, ჩემო ბატონო?

174 მკითხველთა ლიგა


– არ გითხარი, ხილის საჭმელად დავბრუნდები-მეთქი? ჰო
და, მოვედი, – უთხრა სეიდმა და ფანჩატურისკენ გაემართა.
მსახური ბევრს ვერაფერს მიხვდა, მაგრამ ხილის გამოსა-
ტანად სამზარეულოსკენ გაქანდა.
სეიდი ერთ ძელურზე ჩამოჯდა, ფეხები მეორეზე შეაწყო და
ისმაილ ეფენდის გასძახა:
– ჭაში ერთი ბოთლი არაყი ჩააცივე, ბიჭებიც დაბრუნდები-
ან, საცაა.
– კეთილი, ჩემო ბატონო, – მიუგო კართან მისულმა ისმა-
ილ ეფენდიმ და ისევ უკან შებრუნდა.
ფანაჩატურში ჩამოკიდებულ ფარნის ფორმის გაზის ლამპას
იმდენად სუსტი შუქი ჰქონდა, რომ ღამისა და ზღვის სიბნელე
ერთმანეთში არეულიყო. ვენახში ჭრიჭინების ხმა ისმოდა. სე-
იდს გააჟრჟოლა. სიგარეტს მოუკიდა და თავი სკამის საზურ-
გეს მიაყრდნო. უცნაურად შფოთავდა. თითქოს გაორებული-
ყო. ისიც არ იცოდა, რად უნდოდა. მოაგონდა, მამასთან ერ-
თად პირველად პეტერბურგში როგორ გაემგზავრა, ცარსკოე
სელოში გატარებული დღეები, მოისევეების გაცნობა, აკადე-
მიაში ჩარიცხვა, მამის გაცილება იაპონელებთან ომში. იმ დი-
ლითაც, როგორც ახლა, შინაგანმა კანკალმა აიტანა. მას შემ-
დეგ წლები გავიდა. ახლა ის გამოუცდელი, მშიშარა ბავშვი
აღარ იყო. პეტროგრადსა და მოსკოვს ხუთი თითივით იცნობ-
და, უამრავი მეგობარი შეიძინა, რომლებიც ცარსკოე სელოში,
მის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ. აქ, ალუშტაში, ოჯახში
ყველანი ბედნიერები და ჯანმრთელები დახვდნენ. მაშ, ამ ში-
ნაგან შფოთვას რა მიზეზი უნდა ჰქონოდა? რა იწვევდა? სხვა-
დასხვა ადგილი, სხვადასხვა სახლი, ყველგან სხვადასხვა
ადამიანი, სხვადასხვა ჩვეულება. თვითონ რომელს განეკუთ-
ვნებოდა? საბოლოოდ სად დამკვიდრდებოდა, სად იცხოვრებ-
და? ისე ძალიან ვინ შეუყვარდებოდა, რომ ცოლად შეერთო?
მამამ უთხრა, 30 წლის ასაკამდე რამდენიც გინდა, ისეირნე და
დრო ატარე, მაგრამ შემდეგ აქაურ ქალზე უნდა იქორწინოო.
დღეს კი მიხვდა, რომ მისი სანატრელი ქალი შურა იყო. მაგ-
რამ ქორწინება? საქმე ქორწინებამდე რომ მივიდოდა? შურა-
ზე დაქორწინებას თუ მოინდომებდა, მამა და დედა როგორ

175 მკითხველთა ლიგა


მოიქცეოდნენ? მისმა ძმამ თურქი გოგონა შეირთო. ძალიან
ლამაზი იყო, კარგი ოჯახის შვილი. ქმარიც ბედნიერი ჩანდა.
განა მამამ მაგალითად ისინი არ მოუყვანა? მამა რომც დათან-
ხმებულიყო, შურა შეძლებდა აქ ცხოვრებას? ვინ იცის... და
თვითონ? სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრება სად ერჩივნა? 12
წლის ასაკიდან მოყოლებული სად არ უცხოვრია? პეტროგ-
რადში – მოისეევებთან, ცარსკოე სელოში, ალუშტაში. რო-
მელ სამყაროს ვეკუთვნიო, ჩაილაპარაკა თავისთვის. მოსამ-
სახურეს, რომელიც ამ დროს სუფრაზე ბრინზას, ხილს, ლაბ-
ლაბოს აწყობდა, ეგონა, რაღაც მითხრაო.
– რამე მითხარით, ჩემო ბატონო?
სეიდმა თვალი ცაზე აკიაფებული ვარსკვლავებს მოსწყვი-
ტა, ხელით ანიშნა და უთხრა:
– არა, არა, შენთვის არაფერი მითქვამს, ისმაილ ეფენდი...
არაყი გაცივდა? ერთი ჭიქა მომიტანე, რა!
ჯიბიდან საათი ამოიღო და დახედა. ცხრა გამხდარიყო. მი-
ნას ხელი გადაუსვა და ისევ დახედა. ეს საათი ორი წლის წინ
მეფე ნიკოლოზმა აჩუქა ცხენოსნობის შეჯიბრებაში გამარჯვე-
ბისათვის. სეიდი ამ შეჯიბრებებში, რომლებშიც მოსკოვის მა-
ნეჟის ცხენოსნობის სკოლის მოსწავლეები და სამხედროები
მონაწილეობდნენ, ძირითადად საუკეთესო შედეგს აღწევდა
ხოლმე და ნიკოლოზის ხელიდან არა ერთი ჯილდო მიეღო,
მაგრამ ამ საათს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა
ჰქონდა. საათის ტარება მაშინაც შეეძლო, როცა სამხედრო
ფორმა არ ეცვა, ამიტომ მას განსაკუთრებით მიჩვეული იყო.
გრძელ ოქროს ჯაჭვზე გამობმულ საათს მრგვალი ოქროს ბუ-
დე ჰქონდა. სახურავზე ამოტვიფრული ინიციალები მინანქრი-
თა და პატარა ლალებით იყო ინკრუსტირებული. საათმა პეტ-
როგრადი მოაგონა. მაგრამ მარილის სუნით გაჟღენთილი ნი-
ავი, ვაზის ფოთლის სურნელი და ნაყოფიერი მიწა ფეხებქვეშ
თითქოს ეჩურჩულებოდა, შენ ამ სამყაროს შვილი ხარო.
ყინულივით ჭის წყალში ჩაციებული არაყი პატარა სირჩაში
ჩამოასხა და ერთბაშად გადაკრა. ღრმა ნაფაზი დაარტყა. ფიქ-
რებმა შინაგანი შფოთი არათუ შეუმსუბუქა, პირიქით, გონება
კიდევ უფრო აურია. რა კარგი იქნებოდა, პატარა შურა ახლა

176 მკითხველთა ლიგა


გვერდით რომ ჰყავდეს. მხოლოდ მასთან ჩახუტებული დაიძი-
ნებდა. მის გვერდით ყოფნაც საკმარისი იქნებოდა. უეცრად
მიხვდა, რომ შურაზე შეყვარებული იყო და მისი ნახვის დაუ-
ოკებელი სურვილი მოეძალა. მოუნდა, ყველაფერი მიეტოვე-
ბინა და მასთან წასულიყო. ფეხზე წამოხტა და ფანჩატურში
ბოლთას მოჰყვა.
„ნამდვილად არაყმა დამარტყა, როგორ ვიქცევი?”, ფიქ-
რობდა სეიდი. სამი დღის შემდეგ იმ გზას გაუდგებოდა, რომ-
ლიდანაც შესაძლოა, უკან ვეღარც დაბრუნებულიყო. ის კი
იმის გადაწყვეტას ცდილობდა, პეტროგრადში ეცხოვრა თუ
ალუშტაში.
ღრმა ფიქრებიდან ცხენის ფლოქვების ხმამ გამოაფხიზლა.
მისი მეგობრები დაბრუდნენ. ეტყობოდათ, რომ კარგ გუნება-
ზე იყვნენ. ბავშვებივით გამხიარულებულები მაგიდას მიუახ-
ლოვდნენ.
– არ გვეგონა, აქ თუ დაგვხვდებოდი, – უთხრა ჯელილმა,
მაგრამ სეიდს უგუნებობა რომ შენიშნა, მისკენ გადაიხარა და
ყურში უჩურჩულა, – რა მოხდა, სეიდ? ცუდად გამოიყურები.
– არაფერი, ჯელილ, ფიქრებს ავყევი, – მიუგო სეიდმა და
ბიჭებს სირჩები შეუვსო.
– სეიდ, ჩევნ რატომ არ წამოგვყევი? – უთხრა მიშამ, –
არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ღმერთო! ეს რა გოგონები
ვნახეთ, ნარჩევ-ნარჩევი. უსამართლობაა, ამ უღრან ტყეში
რომ იმალებიან.
– დარწმუნებული ვარ, სეიდმაც არანაკლები დრო გაატარა,
– აღნიშნა ვლადიმერმა, რომელიც თვალდახუჭული რაღაცას
ღიღინებდა, – არა, სეიდ? აბა, გვიამბე, რა ქენი? გუვერნანტი
როგორი იყო?
სასმელის გავლენით კონტროლი შესუსტებოდა და სიცი-
ლის დროს თავი ოდნავ უკან უვარდებოდა.
მეგობრების მხიარულმა განწყობამ სეიდსაც გუნება გამოუ-
კეთა და ღიმილი მოჰგვარა.
– მე თავი დამანებეთ. თქვენ მიამბეთ. თქვენი განწყობით
თუ ვიმსჯელებთ, მოსაყოლი გაცილებით მეტი გაქვთ.

177 მკითხველთა ლიგა


მიშამ ვაშლის ნაჭერს არაყი დააყოლა და თან ჯელილის შე-
გულიანება სცადა:
– მიდი, ჯელილ, უამბე, უამბე... – სათქმელი ვერ გაიხსენა
და ისევ ჯელილს მიუბრუნდა, – სად ვიყავით? ვისი სახლი იყო?
– ულიაშინების, – შეახსენა ჯელილმა და სეიდს გვერდით
მიუჯდა.
– ახლა მესმის, ასე რატომაც შეგაგვიანდათ. რომელი ქა-
ლიშვილი დაგხვდათ?
– სამივენი ჩამოსულან. და მზარეულის დამხმარეც, – ჯე-
ლილმა გვარიანად შეზარხოშებულ მეგობრებს გადახედა და
გაეცინა, – ეს ჩვენი ლომებიც ამ დღეში მან ჩააგდო. თუ დაეჯე-
რებათ, არაჩვეულებრივი ყოფილა.
– ავდგეთ, ბიჭებო, – თქვა სეიდმა, არაყი რომ დამთავრდა,
– შუა ღამეა. დროა, სახლში დავბრუნდეთ.
– მე ვერსად წამიყვანთ, – მაგიდაზე წამოწოლილი ნახევ-
რად მძინარე მიშა, რომელიც მანამდე რაღაცას ღიღინებდა,
ორივე ხელით მაგიდას ჩაებღაუჭა, – მე აქ ვიძინებ. თქვენ წა-
დით.
ენას ძლივს ატრიალებდა. ერთად წამოაყენეს და ცხენზე
შესვეს. სეიდი მსახურს შეეხმიანა:
– კარგად იყავი, ისმაილ ეფენდი. გმადლობ. ნახვამდის.
– დროებით, ჩემო ბატონო, მშვიდობით იმგზავრეთ.
გზაში ერთმანეთს ისევ იმდღევანდელ ამბებს უყვებოდნენ.
ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი, რომ სეიდმა ბილიკიდან
ტყისკენ გადაუხვია და მეგობრებს გასძახა, მომყევითო.
– სად მივყავართ? – იკითხა ვლადიმერმა.
– ტბაზე, – უთხრა ჯელილმა.
– ტბაზე?
– ასეთი ღამის შემდეგ სხვანაირად ვერ გამოვფხიზლდე-
ბით.
– გიჟები ხართ, – მიუგო ვლადიმერმა, – გრილა, შუა ღამეა,
წყალი ყინულივით ცივი იქნება.
– ვერ მოგართვით! ეს გართობის შემადგენელი ნაწილია.
აქ ჩვენსავით ცხოვრება თუ გინდათ, ამას ვერ ასცდებით.

178 მკითხველთა ლიგა


მალე პატარა წყალსაცავს მიადგნენ, რომელსაც დამრეცი
კალთიდან ვაკისკენ მიმავალი ტყის მდინარე ქმნიდა.
– ქალებისა და სასმელის შემდეგ ეს საუკეთესო წამალია, –
უთხრა სეიდმა მეგობრებს, შემდეგ ტანთ გაიხადა და წყალში
გადახტა. ჯელილიც უკან მიჰყვა. დანარჩენებმაც იძულებით
გაიხადეს, აკანკალებულები ნელი ნაბიჯით ნაპირს მუახლოვ-
დნენ და დათვლა დაიწყეს. ამ დროს ხის კენწეროების თავზე
ამოსულმა მთვარემ გარემო არნახულად გაალამაზა. თავი ჯა-
დოსნურ ტყეში ჯადოსნური ტბის ნაპირას ეგონათ. მიუხედავად
იმისა, რომ კბილებს კაწკაწი გაუდიოდა, ამ ულამაზესმა ღამემ
მიშაც მოაჯადოვა. მაშინვე წყალში გადაეშვა. ტყაპანით დამ-
ფრთხალმა ღამის ფრინველებმა ფრთები აატყლაშუნეს და
იქაურობას გაეცალნენ.
მიშამ საკმაოდ შორს ამოყვინთა და მეგობარს შემოეხმი-
ანა, რომელიც ჯერ კიდევ ნაპირზე იდგა:
– მოდი, ვლადიმერ, რას უდგახარ? მართალი უთქვამთ, არ-
ნახული გრძნობაა! ხელახლა დაიბადები, ჩამოდი!
წყალი ყინულივით ცივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რამ-
დენიმე საათი სასიყვარულო თამაშებში გაატარეს, უამრავი
არაყი დალიეს და ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ, გონებას იმა-
ზე ფიქრი უღრღნიდათ, რომ მალე ფრონტზე მიემგზავრებოდ-
ნენ. ახლა კი ყინულოვანმა ნემსებმა თითქოს ყველა ძარღვსა
და მთელს სხეულს სიცოცხლე დაუბრუნა.
წყლიდან რომ ამოვიდნენ, ტყის სინესტისა და გრილი სიოს
გამო ოთხივეს კანკალი დააწყებინა, მაგრამ სამაგიეროდ,
თავს ჯანზე და ფხიზლად გრძნობდნენ.
– ახლა შეგვიძლია სახლშიც დავბრუნდეთ, – უთხრა სეიდ-
მა, პერანგს რომ იცვამდა.
– სეიდ, გენაცვალე, ამას სისტემატურად აკეთებთ? – დაინ-
ტერესდა მიშა.
– ჰო, ამგვარი მოგზაურობა ყოველთვის ასე მთავრდება.
– თქვენ კიდევ რა გიჭირთ, ახლა ხომ ზამთარი არ არის.
– კარგი, რა, ჯელილ, ახლა არ მითხრა, რომ თოვლსა და
სიცივეშიც ცურავთ ხოლმე.

179 მკითხველთა ლიგა


– თუ ოდესმე აქ ჩამოსვლა კიდევ გვეღირსა, ზამთარში ჩა-
მოგიყვანთ. თქვენც გაცურავებთ.
– კარგია, რომ სახლში ფხიზლები მივალთ, – გაეცინა სე-
იდს. შემდეგ ჯელილს მიუბრუნდა, – გახსოვს, ჯელილ, ის ღა-
მე, თოვლში რომ დაგვეძინა?
– რა დამავიწყებს! – ორივეს ხარხარი აუტყდა და ჯელილმა
მოყოლა დაიწყო, – ერთ ღამეს მაგრად დავთვერით. ჩვენი სი-
მაღლე თოვლი დევს. როგორც ჩანს, გამოფხიზლებას დიდი
დრო მოვანდომეთ, რადგან სახლში დაბრუნებულებს ყველა
კარი ჩაკეტილი დაგვხვდა. მაიორმა ემინოვმა ჩვენი დასჯა და-
აპირა. ერთი ფანჯარაც კი არ იყო ღია.
– მაშინ 17 წლისანი ვიყავით, – დაამატა სეიდმა.
– მერე? რა ქენით? – დაინტერესდა ვლადიმერი.
– რას ვიზამდით, ბაღში ფანჩატურში დავიძინეთ.
– თავზე გვათოვს, წარმოგიდგენიათ? – სიტყვაში ჩაერთო
სეიდი, რომელსაც სიცილისაგან თვალზე ცრემლი მოსდგო-
მოდა, – მაგრამ თავები ისე გვიხურდა, არა მგონია, გადახუ-
რულში შესვლა გვდომებოდა.
– დილით რა ქენით?
– დილით მოურავმა ჯემალმა გაგვაღვიძა. უკანა კარიდან
სახლში შევიძურწეთ, ჩვენ-ჩვენს ოთახებს მივაშურეთ, თავი
მოვიწესრიგეთ და ვითომც არაფერი, სასაუზმოდ ჩავედით.
– მამაშენი ვერ მიხვდა, გვიან რომ დაბრუნდით?
– როგორ არა! თავიდან გვითხრა, წუხელ ისევ შეგაგვიან-
დათო, შემდეგ თვალი თვალში გაგვიყარა და დილით დაგხე-
დეთ და ძალიან დათოვლილები არ იყავითო, დაამატა.
– არ მახსოვს, ასე შემრცხვენოდეს, – თქვა ჯელილმა, –
მაგრამ ახლა იმ დღეების გახსენება ძალიან მიყვარს.
– დარწმუნებული ვარ, ამ დღეებს კიდევ მრავალი წელი გა-
ვიხსენებთ და ვიმხიარულებთ, – თქვა მიშამ.
– მრავალი წელი... – გაიმეორეს დანარჩენებმა და ერთმა-
ნეთს გადახედეს.
მათ ხმაში შეთანხმებაზე მეტად, შეკითხვა ჟღერდა. ოთხივე
ერთმანეთს გადაეხვია.

180 მკითხველთა ლიგა


ტყეში გამეფებული ნაღვლიანი სიჩუმე ბუდეში დაბრუნებუ-
ლი რამდენიმე ფრინველის ფრთების ხმამ დაარღვია. ტბის პი-
რას დაღლილი ჭრიჭინების ხმა ისმოდა. მთვარემ რცხილებს
შორის გამოაჭყიტა და კენწეროებს მიეფარა. იალტის ტყეებში
კიდევ ერთი ღამე ილეოდა.

კარპატები - 1916

ფრონტი ჯოჯოხეთისაგან არ განსხვავდებოდა. უკვე რამდე-


ნი თვეა, შუა დუნაის დაბლობზე გამავალ ვაკეზე იმყოფებოდ-
ნენ. ფრონტის ხაზიდან ოდნავ უკან განლაგებულ შტაბში დარ-
ჩენილები ფრონტზე მყოფებისაგან მხოლოდ იმით განსხვავ-
დებოდნენ, რომ მტერთან პირისპირ შეტაკებებში არ მონაწი-
ლეობდნენ. ზარბაზნებისა და გერმანელთა თექვსმეტ დუიმია-
ნი ჭურვების აფეთქების ხმა აქაც ისე ახლოს ისმოდა, გეგონე-
ბოდათ შტაბის შუაგულში ცვივაო. ზარბაზნის ყოველი გასრო-
ლის შემდეგ თითქოს მიწა იძროდა. ღამით ხანძრის ალით გა-
კაშკაშებული ცა დღესავით ნათელი იყო. მიწაზე გაჩენილი უშ-
ველებელი ორმოებიდან ცეცხლი და კვამლი ამოდიოდა. თა-
ვიანთ ზარბაზნებთან და ცხენებთან ერთად ნაკუწებად ქცეული
ჯარისკაცების ცხედრები ორმოებში, დამწვარი ფიჩხის გრო-
ვებზე რჩებოდა. სისხლით, ოფლითა და მიწით მოთხვრილი
გვამების ჩაცმულობა და გარემო ერთი ფერისა იყო – რუხი,
შავი, დანახშირებული. ზოგი სანგრიდან ჯერაც ალი ამოდი-
ოდა. ჯარისკაცებს შორის მძიმედ დაჭრილებიც იყვნენ. ზოგი
უგონოდ იყო, ზოგი კი არაადამიანური ტანჯვისაგან თავის და-
საღწევად სიკვდილს ნატრობდა.
ხანგრძლივი და მძიმე შეტაკების შემდეგ ავსტრო-უნგრე-
თის ძალები დაბლობიდან განდევნეს. შტაბი ფრონტის ხაზის
უკან, ტყეში მდებარეობდა. სოფელში კი, რომელიც კიდევ უფ-

181 მკითხველთა ლიგა


რო სიღრმეში იყო, სამედიცინო დანაყოფები განეთავსები-
ნათ. ორ სამხედრო ექიმს მოხალისეებით დაკომპლექტებული
სამედიცინო რაზმი ეხმარებოდა. საოპერაციოდ და სასწრაფო
დახმარების აღმოსაჩენად მომზადებული ხის სახლი მოთხოვ-
ნილებას ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ ყოველ მხარეს ხისავე
სახელდახელო მიშენებები და რამდენიმე კარავი გაჩნდა. გა-
დაადგილება ტყის ამ მონაკვეთესა და ფრონტის ხაზს შორის
დარჩენილი ვიწრო გზით შეიძლებოდა. დაშავებულები სატ-
ვირთო მანქანებითა და დაღლილი, ქანცგაწყვეტილი ცხენე-
ბით გადაჰყავდათ. მოძრაობა დღე და ღამე არ წყდებოდა. მო-
ხალისეები, რომელთაც ქალაქებსა და დაბებში თბილი საწო-
ლები მიეტოვებინათ, თავის გადაწყვეტილებას კარგა ხანია,
ნანობდნენ კიდეც. როცა მიხვდნენ, რომ რუსეთის განაპირას
სასიკვდილოდ მოსულიყვნენ, გვიანღა იყო. ამიტომ წუწუნისა
და პანიკის გარეშე, დაუღალავად შრომობდნენ. ყველგან გაც-
ხოველებული ფუსფუსი შეიმჩნეოდა. მოხალისე მომვლელები
თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჯარისკაცებისათვის სიცოც-
ხლე შეენარჩუნებინათ, თუმცა მათი მცდელობა ხშირად უშე-
დეგოდ მთავრდებოდა. საჭირო მასალა აღარ ჰყოფნიდათ.
ზურგიდან რამდენიმე კვირაა, დახმარება არ მიუღიათ. სხე-
ულის მოწყვეტილი ნაწილების მიკერება, განგრენოზული მო-
ნაკვეთების მოკვეთა ექიმებისათვის აუტანელ ტანჯვად იქცა.
საანესტეზიო მასალა გამოილია. სულ ახალგაზრდა ბიჭები,
რომლებიც მოთქმასა და კვნესას სამარცხვინოდ თვლიდნენ
და უხმოდ იტანდნენ შრაპნელით დაფლეთილი, სანახევროდ
მოგლეჯილი სხეულის ნაწილებით მიყენებულ ტკივილს, ძარ-
ღვების, კუნთებისა და ძვლების დამუშავებისას ლანცეტის შე-
ხებას ვეღარ უძლებდნენ, მთელი ძალით ღრიალებდნენ და
გული მისდიოდათ. ზოგი გონს ვეღარც მოდიოდა და სისხლის
დიდი დანაკარგის გამო სიცოცხლეს ოპერაციის დასრულებ-
მადე ემშვიდობებოდა. თუმცა ისინი მაინც იღბლიანებად ით-
ვლებოდნენ, რადგან ბრძოლის ველზე დაღუპულების დამარ-
ხვაც ვერ ესწრებოდა – ახალი საარტილერიო შეტევის დროს
ფერფლად ქცეული მათი ცხედრები არემარეს ედებოდა.

182 მკითხველთა ლიგა


ოდესღაც მათ მიწა დაფარავდა და ხელახლა ამოსული ბუჩ-
ქნარისა და ბალახის ქვეშ ერთზე მეტი საფლავი აღმოაჩნდე-
ბოდათ.
შტაბის გზაზე გამოჩენილი ორი ცხენოსანი საავადმყოფოს
ქოხთან ჩამოქვეითდა. შიგნით შეირბინეს. ორივენი თავიდან
ფეხებამდე მტვერს დაეფარა. ახალმოყვანილი დაჭრილის
თავზე დახრილმა მოწყალების დამ გზა დაუთმო.
– ექიმის ნახვა სად შეიძლება? – იკითხა ერთ-ერთმა მათ-
განმა.
მოწყალების დას, რომელიც თავზარდაცემული და თვალებ-
გაფართოებული დაჭრილის საზარელ იარას დასცქეროდა,
მეტყველების უნარი დაჰკარგვოდა. მხოლოდ თითი გაიშვირა
კარვისკენ. ოფიცრები იქით გაცვივდნენ. კარავში, რომელშიც
დაჭრილები ერთმანეთს ლამის სართულებად აწვნენ, ექიმი
სულ დაბლა მოქცეულ პაციენტს მოკვეთილ ფეხს უმოწმებდა.
ოფიცრების დანახვაზე მათკენ მიბრუნდა.
– უფროსი ლეიტენანტი ემინოვი, ექიმო! მეგობარს ვეძებთ.
– ვინ არის? აქ როდის მოხვდა?
– ლეიტენანტი ვლადიმერ სავინკოვი, ბოლო შეტაკების
შემდეგ მოყვანილთა შორის უნდა იყოს. კავალერისტია.
ექიმმა ფეხმოკვეთილ პაციენტს ხელი გაუშვა. უიმედო სახე
ჰქონდა. ღრმად ჩაისუნთქა.
– დაჭრილების რაოდენობა ისეთი სისწრაფით მატულობს,
რომ შეუძლებელია, ყველას სახელი დავიმახსოვრო. მაგრამ
უფროს ექთანს თუ ჰკითხავთ, სარეგისტრაციო დავთარში მო-
გიძებნით. თუმცა ისეთებიც გვყავს, კომაში რომ არიან და არა-
ვინ იცნობს. თუ არ მოკვდა და გონს მოვიდა, ვინაობას თვი-
თონ მათგანვე ვიგებთ ან იქნებ თქვენსავით ვინმემ მოაკით-
ხოს. თუ გნებავთ, აქაურობა თვითონ შემოიარეთ და დაათვა-
ლიერეთ. მაპატიეთ, ვერაფრით დაგეხმარეთ.
– არა უშავს, ექიმო, დაგაკავეთ, გმადლობ, – კარვიდან გა-
მოვიდნენ თუ არა, სეიდმა ირგვლივ მიმოიხედა და მეგობარს
მიუბრუნდა, – შენ კარვებში ნახე, ჯელილ, მე კი შენობას მო-
ვივლი. უფრო სწრაფად მოვრჩებით.
– კარგი, სეიდ.

183 მკითხველთა ლიგა


სეიდმა სწრაფად დაიწყო ხის ბოძებს შორის გვერდიგვერდ
ჩამწკრივებული საწოლების შემოვლა. ნანახმა თმა ყალყზე
დაუყენა. ბრძოლის ველზე უარესის მომსწრეც ყოფილა, მაგ-
რამ იქ ამგვარი სანახაობა თითქოს მოვლენათა შემადგენელ
ნაწილს, ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენდა. ფრონტის
ხაზის მიღმა ეს ყველაფერი გაცილებით უფრო საზარელ სახეს
იღებდა. საწოლების ნაკლებობის გამო საკაცეებზე დატოვე-
ბულ დაჭრილთა ნაწილი კედელთან პირდაპირ იატაკზე მო-
ეთავსებინათ. ჰაერი სისხლის, ჩირქისა და სადეზინფექციო
საშუალებების სუნით გაჟღენთილიყო. სეიდმა დაჭრილებს
შორის ვლადიმერს ვერ მიაგნო. სახედასახიჩრებულ რამდე-
ნიმე ჯარისკაცს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდა.
რომელიმე მათგანი ვლადიმერი რომც ყოფილიყო, ამოცნობა
გაუჭირდებოდა. ერთ ჯარისკაცთან მუხლზე დაიჩოქა, რადგან
სახე მთლიანად დაბინტული ჰქონდა. სისხლისგან წითლად
შეღებილი ნახვევის გარეთ დარჩენილი პირი ჭას მიუგავდა.
საბრალო ხრიალებდა. არც ტუჩები ჰქონდა და აღარც – კბი-
ლები. სეიდმა გულისრევა ძლივს შეიკავა და ფეხზე წამოხტა.
გვერდითა საწოლთან მჯდარ ექთანს შეხედა, რომელიც დაჭ-
რილი ჯარისკაცის უკანასკნელი სურვილის შესრულებას ცდი-
ლობდა – წყალს ასმევდა. საბრალო ოციოდე წლის იქნებოდა.
პირველი ყლუპი გაჭირვებით მოსვა. მეორე იქვე წამოაქაფა,
კისერსა და ჭიქაში ჩაესხა. უცებ კანკალი დააწყებინა და თავი
ექთნის მკლავზე გადაუვარდა. მოხალისე ქალიშვილმა ჯარის-
კაცი ბალიშზე მიასვენა და თვალები დაუხუჭა. სეიდს ყელში
ბურთი გაეჩხერა. მდუმარედ შესცქეროდა, როგორ გადააფა-
რა ექთანმა ყმაწვილის ცხედარს ზეწარი. მისი მიხვრა-მოხ-
ვრა, ჟესტები, თხელი, გრძელი თითები – ყველაფერი იმაზე
მეტყველებდა, რომ ქალიშვილი კარგი ოჯახიდან იყო. დიდი
ქალაქების მდიდრული უბნიდან აქ წამოსასვლელად ზედმე-
ტად იდეალისტი უნდა ყოფილიყავი და ამასთან ერთად, ოქ-
როს გული უნდა გქონოდა. მოხალისეთა უმრავლესობა თავა-
დის ასულ ტატიანას მიერ დაარსებული საქველმოქმედო გა-
ერთიანების წევრები იყვნენ – ქალაქელი, კეთილშობილი

184 მკითხველთა ლიგა


წარმოშობის ქალიშვილები. სეიდმა უდიდესი სინაზე იგრძნო
ამ უცნობი გოგონასადმი.
ამასობაში, ექთანს მოაგონდა, რომ მისი ყურადღება სხვებ-
საც სჭირდებოდათ და გარდაცვლილის საწოლს მოსცილდა.
სწორედ ამ დროს სეიდის მზერას გადააწყდა.
– თქვენი ახლობელი იყო?
– არა, არა, – სეიდმა უარის ნიშნად თავი გაიქნია, – არ ვიც-
ნობდი. სხვას ვეძებ...
– აქ ვერ ნახეთ?
– ვერავის მივამსგავსე. ვლადიმერ სავინკოვი. ლეიტენანტი
სავინკოვი – სეიდმა საკაცეზე მიუთითა, – სახე რომ აქვს შეხ-
ვეული, იმ ჯარისკაცის სახელი ხომ არ იცით?
– იმ საბრალოსი? – იკითხა ექთანმა შეწუხებული სახით, –
არა მგონია, დიდხანს იცოცხლოს. სახელს ვერ გეტყვით, მაგ-
რამ, რამდენადაც ვიცი, არტილერისტია. თქვენი მეგობარი?
სეიდს გულს მოეშვა. მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაში
მყოფი ჯარისკაცი ვლადიმერი არ იყო. იმის იმედი გაუჩნდა,
რომ ვლადიმერს უფრო მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა და მალე
მიაგნებდა. შვებით ამოისუნთქა და გაღიმება სცადა.
– არა, ის ვერ იქნება. ალბათ აქ ვერ ვნახავ. დიდი მადლო-
ბა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
– კარგია, რომ ღმერთისა კიდევ ვინმეს სწამს, – მიუგო ექ-
თანმა და სეიდის გაოცებული სახის დანახვაზე დაამატა, –
სწორად გამიგეთ, ჩემი რწმენა უსაზღვროა, მაგრამ დაჭრი-
ლებს შორის იმდენი რწმენადაკარგული შემხვდა...
– ალბათ იმიტომ, რომ ღმერთთან ისინი უფრო ახლოს
არიან, – ჩაილაპარაკა სეიდმა და იქაურობას გაეცალა.
ჯელილი შესასვლელთან ელოდებოდა. გამვლელ-გამომ-
ვლელს ვლადიმერის ამბავს ეკითხებოდა. სამედიცინო პუნ-
ქტში შედეგს ვერ მიაღწიეს. უკან დაბრუნება და ბრძოლის
ველზე მოძებნა გადაწყვიტეს.
– სწორად ვიქცევით, სეიდ? იმოდენა ფართობზე როგორ ვი-
პოვით? ისევ საარტილერიო შეტევა რომ დაიწყოს?
– ჯელილ, მახსოვს ბოლოს სად იმყოფებოდა. მიშასგან ცო-
ტა მოშორებით იყო.

185 მკითხველთა ლიგა


ცხენებს მოახტნენ და ისევ შტაბისაკენ აიღეს გეზი, მაგრამ
იქ დიდხანს არ დაყოვნებულან. მიშამ დაინახა, როგორ ჩაუქ-
როლეს კარვებს და დაბლობისკენ გააჭენეს. ოსმანს გასძახა,
რომელიც ამ დროს უფერულ სითხეში, ჩაის მაგივრობას რომ
უწევდათ, გალეტს აწობდა.
– ოსმან! კურტ სეიდი და ჯელილი ბრძოლის ველზე მიდიან.
გაგიჟდნენ? რას აპირებენ?
ოსმანი მიხეილის, ვლადიმერისა და ჯელილის მსგავსად,
სეიდის რაზმში – ლეიტენანტი, წარმოშობით თათარი, ალუპ-
კის ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახის შვილი იყო. ჩაის ჭიქა მაშინ-
ვე ქვაზე დადგა და წამოხტა.
– ჩვენც მივდივართ!
– სად უნდა წავიდეთ? ხომ არ გაგიჟებულხარ?
– მე მივდივარ! თუ გინდა, წამომყევი!
ოსმანი სეიდისათვის სულს არ დაიშურებდა. რადგან აღელ-
ვებული დაბლობისკენ გაექანა, უსათუოდ რამე მიზეზი ექნე-
ბოდაო, გაიფიქრა. ცხენს რომ მოახტა, მიშაც უკან დაედევნა.
ოსმანი კმაყოფილი დარჩა.
ბრძოლის ველზე სამარისებური სიჩუმე იდგა. იმ ადგილას
მივიდნენ, სადაც სეიდს ცხენიდან გადმოვარდნილი ვლადიმე-
რი ეგულებოდა. გვამებს შორის მეგობრის ძებნას მოჰყვნენ.
პირქვე დამხობილებს ატრიალებდნენ, ნანგრევებში მოყოლი-
ლები ზედაპირზე ამოჰყავდათ, იმედდაკარგულები აქეთ-იქით
აწყდებოდნენ. უეცრად სეიდმა შენიშნა, რომ საკმაოდ შორი-
დან, უნგრელთა მხრიდან ვიღაც გაჭირვებით მათკენ მოხო-
ხავდა.
– სწრაფად, ჯელილ! იქ ვიღაც დაჭრილია!
ცხენები სასწრაფოდ იქით მიმართეს. სწორედ ამ დროს ტყი-
დან ოსმანი და მიშა გამოვიდნენ, რომელთაც დაინახეს, რო-
გორ მიაგელვებედნენ მათი მეგობრები ცხენებს მოწინააღ-
მდეგის პოზიციისაკენ.
ამასობაში, დაჭრილი ჯარისკაცი ფეხზე წამოდგა და რაც ძა-
ლი და ღონე ჰქონდა, გაქუსლა.
– ალაჰმა დასწყევლოს! – წამოიძახა სეიდმა, – ჩვენიანი კი
არა, უნგრელი ყოფილა!

186 მკითხველთა ლიგა


ჯელილს ეგონა, სეიდი უკან გამობრუნდებოდა, მაგრამ შეც-
და. სეიდი იმავე სისწრაფით უნგრელ ჯარისკაცს დაედევნა. ჯე-
ლილმა წამით უკან მოიხედა. უნდა დაბრუნებულიყვნენ.
მტრის ცეცხლის ხაზზე იყვნენ. უეჭველი სიკვდილი ელოდათ,
მაგრამ სეიდს ვერ მიატოვებდა. უკან დაედევნა. მტრის დანახ-
ვაზე პანიკაში ჩავარდნილი უნგრელი ჯარისკაცი მთელი ძა-
ლით გარბოდა. დროდადრო მდევრების შესამოწმებლად უკან
იხედებოდა, რომელიმე გვამს ფეხს წამოსდებდა და ეცემოდა.
უკვე რამდენიმე საათია, სიბნელის მოლოდინში დახოცილებს
შორის ეგდო, მაგრამ ამას ვერ წარმოიდგენდა. მდევრები წინ
წაწევას ვერ გაბედავენ, ცოტაც და სამშვიდობოს გავალო,
ფიქრობდა, მაგრამ ცდებოდა. ცოტა ხანში ცხენების სუნთქვა
კეფაზე იგრძნო. ორი მხრიდან ხელი სტაცეს, ასწიეს და საპი-
რისპირო მიმართულებით გააქანეს. ახლა რუსების მხარეს
მიქროდნენ. თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა. ხელი რომ გა-
ეშვათ, წამში მიწას დაენარცხებოდა და სულს განუტევებდა.
თუმცა ვინ იცის, რუსების შტაბში რა ელოდა? რას უზამდნენ?
სეიდმა და ჯელილმა გულწასული უნგრელი მიშასა და ოსმანს
გადასცეს.
– შტაბში წაიყვანეთ, ჩვენ აქაურობას ერთხელ კიდევ და-
ვათვალიერებთ და მოვალთ, – უთხრა სეიდმა.
– თავს გაუფრთხილდით! – მიაძახა ოსმანმა.
ამჯერად მათ მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ვლადი-
მერი იპოვეს. ფეხები – გადამტვრეული და ამობრუნებული,
მარცხენა ლოყა და მხარი კი დაფლეთილი ჰქონდა. სეიდმა მე-
გობრის თავი კალთაში ჩაიდო და შესძახა:
– ვლადიმერ! ვლადიმერ! პასუხი გამეცი! ცოცხალი ხარ! უნ-
და იცოცხლო! – ვლადიმერი, სავალალო მდგომარეობის მი-
უხედავად, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, – ჯელილ, ახლავე წავიყ-
ვანოთ! ღმერთმა ქნას, დაგვიანებული არ იყოს!
ვლადიმერი სეიდის ცხენზე წინ მოათავსეს. სეიდმა დაჭრი-
ლი მეგობარი პატარა ბავშვივით მარცხენა მკლავზე გადაიწ-
ვინა და შტაბის გზას დაადგნენ. ბნელდებოდა.

187 მკითხველთა ლიგა


მიშა და ოსმანი გზის თავში ელოდებოდნენ. მაშინვე მათ-
თან მიირბინეს, ვლადიმერი ცხენიდან ფრთხილად გადმოიყ-
ვანეს და საკაცეზე დააწვინეს. დამტვრეული სხეული საკაცეზე
ძვლებით სავსე ტომარასავით მოწყვეტით დაეშვა. თავი გვერ-
დზე გადაუვარდა. მიშა ცდილობდა, მეგობრის დასისხლიანე-
ბული, საკაციდან გადმოკიდებული მარცხენა ხელი მისთვის
მკერდზე დაედო.
– საავადმყოფოს ეტლი აქ არის? – დაუყვირა სეიდმა მოშო-
რებით მდგარ ჯარისკაცებს.
ვლადიმერის დასახიჩრებულ სახეს მიშტერებულმა მიშამ
ოდნავ გასაგონად წაიჩურჩულა:
– საჭირო აღარ არის... მკვდარია...
ყველანი საკაცეს შემოეხვივნენ, მაჯას უსინჯავდნენ, სუნ-
თქვას უმოწმებდნენ. თუმცა მათ მცდელობას შედეგი არ შეუც-
ვლია. ლეიტენანტი ვლადიმერ სავინკოვი ცოცხალი აღარ
იყო.
მიშამ პირჯვარი გადაიწერა. სეიდმა საკაცესთან ჩაიმუხლა.
სახეზე ტკივილი გამოესახა.
– ვლადიმერ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მაპატიე, ძალიან
დამაგვიანდა.
დაიხარა, დასისხლიანებულ შუბლსა და თვალებზე ეამბო-
რა. ცრემლის შესაკავებლად ტუჩზე იკბინა. მწრედ გაიღიმა და
ჩასჩურჩულა:
– ზამთარი ახლოვდება, ვლადიმერ. თუ ცოცხალი გადავ-
რჩი და იალტაში ჩასვლა მეღირსა, სიტყვას გაძლევ, გაყინულ
ტბაში შენ მაგივრადაც გავცურავ.
ვლადიმერი შტაბის მახლობლად პატარა ტყეში დაკრძა-
ლეს. საფლავს ხის ჯვარი დაადგეს. მიშამ პირჯვარი გადაიწე-
რა, წმინდა სულსა და ღვთისმშობელ მარიამს მისი ცოდვების
შენდობა შესთხოვა. სეიდმა, ჯელილმა და ოსმანმა ხელები გა-
შალეს და „ბისმილათი” დაწყებული ლოცვა ბოლომდე ჩა-
იკითხეს.
იმ ღამეს, როდესაც ლეიტენანტი ვლადიმერ სავინკოვი,
ბრძოლის ველზე დაცემული უამრავი სხვა გმირისაგან გან-

188 მკითხველთა ლიგა


სხვავებით, ერთდროულად მართლმადიდებლური და მუსლი-
მანური ლოცვების თანხლებით კარპატებში უფლის წყალობა-
სა და შენდობას მიაბარეს, ჩრდილოეთიდან მონაბერ ქარს
სისხლისა და ტყვია-წამლის სუნი სამხრეთისკენ მიჰქონდა.
მკაცრ ზამთარს ელოდნენ. ხანგრძლივი, თბილი შემოდგო-
მის შემდეგ უეცრად აცივდა. ადრე ბნელდებოდა. ძლიერი ქა-
რი ღრუბლებს მიერეკებოდა. ისეთი სუნი ტრილებდა, აშკარა
იყო, რომ ახლო-მახლო პირველი თოვლიც მოსულიყო. ღამ-
ღამობით ყინავდა. სურსათისა და საწვავის მარაგი ილეოდა.
ფრონტამდე დახმარება რეგულარულად ვერ აღწევდა. მოს-
კოვსა და პეტროგრადში დაწყებული საპროტესტო გამოსვლე-
ბი მთელ ქვეყანას მოედო.
ფრონტზე მყოფებს კარგა ხანია, ოჯახებთან და მეგობრებ-
თან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ. რევოლუციისა და ომის
მსვლელობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ სამხედრო ნა-
წილებში გავრცელებული ჭორებიდან იგებდნენ. მართალ-
მტყუანის გარჩევა შეუძლებელი ხდებოდა. ხმები დადიოდა,
რევოლუციონერები გერმანიასთან დაზავებას აპირებენო.
კარპატებში უნგრელების წინააღმდეგ მებრძოლებისათვის
პოლიტიკური რეალობა შორეულ ფანტაზიებად ქცეულიყო. იმ
შემთხვევაში, თუ ქვეყანას რევოლუციონერები მართავდნენ,
ისიც უცნობი იყო, სახლში დაბრუნებულებს ოჯახები სად და რა
პირობებში დახვდებოდათ. თუმცა, ამაზე მხოლოდ მაშინ ფიქ-
რობდნენ, როცა ზარბაზნებისა და ჭურვების ხმა წამით მაინც
მიწყდებოდა.
ჩამობნელებულიყო. რამდენიმე საათია, განუწყვეტლივ
თოვდა. ტყემდე გადაჭიმულ დაბლობზე მიმობნეული ზარბაზ-
ნები, ცხენების ლეშები და დახოცილთა გვამები კარგა ხანია,
თოვლს დაეფარა. თითქოს აქ ჯოჯოხეთი არ დატრიალებული-
ყო, ცხენოსნებსა და ჭურვებზე სწრაფად სიკვდილს არ ეთარე-
შა ამ განიერ დაბლობზე. სიჩუმეს მხოლოდ თოვლის თეთრ
გროვებს შორის მიმალული კარვების წინ დანთებული ცეც-
ხლის ტკაცანი არღვევდა. ნაბდებსა და საბნებში გახვეული ჯა-
რისკაცები გაშტერებულები მისჩერებოდნენ კოცონის ალის

189 მკითხველთა ლიგა


თამაშს. ისე ჩუმად ლაპარაკობდნენ, თითქოს საკუთარი ხმები
აფრთხობდათ.
სეიდსა და მის მეგობრებს სავარაუდოდ, კვლავ უძილო ღა-
მე ელოდათ. მეორე დილით დაბლობის გადაღმა უნდა ჩასუ-
ლიყვნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უნგრელთა
ხაზიდან მოყვანილი ტყვეების გაზრდილმა რაოდენობამ ძა-
ლაგამოცლილ რუსულ დანაყოფებს გამბედაობა შეჰმატა,
რაც კიდევ ერთი შეტევის დაგეგმვის მიზეზი გახდა. სეიდი თა-
ვის მობუზულ, დაღლილ, იმედდაკარგულ ჯარისკაცებს შეს-
ცქეროდა და იმაზე ფიქრობდა, უნგრელთა ფრონტის რომელ
წერტილამდე შეძლებდნენ მიღწევას დანაკარგების გარეშე.
მიშა ტოტით თოვლზე ჯვრებს ხატავდა. ჯელილმა ჩაი მიაწო-
და.
– გმადლობ, ჯელილ.
ჯელილმა ყველას ჩაიში ცოტაოდენი არაყი დაუმატა. მარ-
ტო ჩაი, რაც უნდა მდუღარე ყოფილიყო, გასათბობად არ კმა-
როდა. მიშამ გვარიანი ყლუპი გააკეთა. თვალდახუჭულმა არ-
ყიანი ჩაი რომ ჩაყლაპა, სხეულში სასიამოვნო სითბომ დაუ-
არა. ყელი ჩაეწვა. თვალი გაახილა და თავი გადააქნია. ლი-
თონის ჭურჭლით თოვლში ღრმული გააკეთა და ჭურჭელი შიგ
მოათავსა.
– გახსოვს, სეიდ?
სეიდმა დაბლობის მეორე ბოლოს თვალი მოაშორა და მე-
გობარს შეხედა.
– რა უნდა მახსოვდეს?
– ზამთარში, თოვლში იალტის ტყეში ყინულიან ტბაში უნდა
გვეცურავა.
– იალტაში არა ვართ, – მწარედ გაეღიმა სეიდს, – მაგრამ
დაახლოებით იმავეს ვაკეთებთ. აქ ცხოვრებასა და ყინულიან
ტბაში ცურვას შორის რა განსხვავებაა?
– შენებისგან არაფერია, არა?
– არა, მიშა, აგერ უკვე ოთხი თვეა. იქნებ მეტიც.
– როგორ გგონია, რევოლუციამ იქამდეც მიაღწია?

190 მკითხველთა ლიგა


– არ ვიცი. წარმოდგენა არა მაქვს. პეტროგრადისა და მოს-
კოვის არეულობას ჩვენამდე არასდროს მოუღწევია, მაგრამ
ახლა ვერ გეტყვი, რა ხდება.
– იმათ თუ გაიმარჯვეს, ჩვენ არ გვაცოცხლებენ, ხომ გეს-
მის?
– ასეთი პესიმისტი ნუ ხარ, მიშა, – სეიდმა მეგობრის დამ-
შვიდება სცადა; მიშა თოვლზე ჯვრების ხატვას განაგრძობდა,
– დარწმუნებული ვარ, ორივე მხარეს აღმოჩნდებიან გონიერი
ადამიანები და შეთანხმების გზებს გამოძებნიან. იქნებ უკვე
დაიწყეს კიდეც. ვინ იცის?
სეიდი მშვენივრად გრძნობდა მეგობრის შიშის სიღრმეს.
მიშა მხოლოდ მდიდარი ოჯახის შთამომავალი არ გახლდათ.
დედამისს დედოფალთან ძალიან ახლო ურთიერთობა აკავში-
რებდა. დასახვრეტთა სიის თავში მოახვედრებდნენ წითლები.
თავის ოჯახზეც არანაკლებ დარდობდა. ყური მოეკრა, რომ
წითლები მემამულეების ოჯახებს თავს ესხმოდნენ და განსა-
კუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. „მირზას”6 წოდება
და მეფესთან სიახლოვე ემინოვებსაც იმავე სიაში ამოაყოფი-
ნებდა თავს. მწარედ ამოიოხრა. ოჯახებზე ფიქრში მომდევნო
დღის პრობლემები გადაავიწყათ.
ოსმანი და ჯელილი მეგობრებს უხმოდ უგდებდნენ ყურს და
იარაღს წმენდდნენ. ამ დროს, ბანაკის შორეული კუთხიდან ბა-
ლალაიკის ხმა მოისმა. თოვლიან ჩუმ ღამეში სევდიანი ჰანგე-
ბი არემარეს მოედო. მეორე მხრიდან მუსიკას ბოხი ხმა აჰყვა.
ნელ-ნელა ყველა აღიღინდა. სიმღერა, რომელიც რუსეთის
უკიდეგანო სტეპებს, ყინულოვან მდინარეებს, თოვლში ჩა-
კარგულ ტროიკებსა და შეყვარებულებს ეძღვნებოდა, სევდი-
თა და განუცდელი სილამაზის სიყვარულით აღსავსე იყო. წა-
მით გარშემო თითქოს ეს სილამაზე გამეფდა. სევდას კი, დიდი
ხანია, იქ დაესადგურებინა.

6არისტოკრატული წოდება თურქულ სახელმწიფოებში, მათ შორის, ყი-


რიმში.

191 მკითხველთა ლიგა


მეორე დილით, გამთენიისას, სეიდის დანაყოფი მზად იყო.
ოჯახებისათვის მიწერილი წერილები – იმ შემთხვევისათვის,
თუ უკან აღარ დაბრუნდებოდნენ – შტაბელ მეგობრებს და-
უტოვეს. ბოლო შეტაკების დროს უნგრელები დაბლობზე საკ-
მაოდ ღრმად გარეკეს. იმის იმედით, რომ ასე მალე ძალების
მოკრებას ვერ შეძლებდნენ, გადაწყვეტილი იყო, მოპირდაპი-
რე მხარეს უმოკლესი გზით გადასულიყვნენ. ირგვლივ გამე-
ფებული საოცარი სიმშვიდე მხოლოდ დროებითი ხრიკი შეიძ-
ლებოდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამას მშვენივ-
რად ხვდებოდნენ, მაინც ისეთმა გრძნობამ მოიცვა, თითქოს
ომი დასასრულს უახლოვდებოდა. მაგრამ როცა დაბლობის
მოშიშვლებული ადგილი გადაიარეს და ტყეში შევიდნენ, მიხ-
ვდნენ, რომ საშიშროება არცთუ ისე შორს იყო. იმ ბანაკის გავ-
ლისას, რომელიც მტერმა სულ რამდენიმე საათის წინ დატო-
ვა, ყველას ერთნაირი განცდა დაეუფლა. რამდენადაც ძლი-
ერი იყო გმირობის იმედი, იმდენადვე ახლოს იყო სიკვდილი.
წინ გაგზავნილი მზვერავები უკან ბრუნდებოდნენ. სეიდმა
რაზმს ანიშნა, შეჩერდითო. მზვერავები ცხენებს მთელი ძა-
ლით მოაგელვებდნენ. აქოშინებულები სეიდს მიესალმნენ და
ერთ-ერთმა უპატაკა:
– მტერი დავინახეთ, ბატონო.
– რა მანძილზე?
– ნახევარი საათის სავალზე.
სეიდმა იცოდა, რომ მტერს ადრე თუ გვიან გადააწყდებოდ-
ნენ, მაგრამ ასე ახლოს არ ელოდებოდა.
– ბევრნი არიან? – იკითხა დაფიქრებულმა.
– თითქოს არა. უმრავლესობა დაჭრილი უნდა იყოს.
სეიდმა ტყის სიღრმეს თვალი ისე მოავლო, თითქოს მტერს
ხედავდა. შემდეგ ჯელილს მიმართა:
– ალბათ დამხმარე ძალას ელოდებიან. თორემ უფრო უკან
დაიხევდნენ, – წამით ჩაფიქრდა და განაგრძო, – დამხმარე ძა-
ლის მოსვლამდე ალყაში თუ მოვაქცევთ, საქმე გაგვიადვილ-
დება. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ჯელილ, შენ და მიშამ
თქვენს ხალხთან ერთად იმავე მიმართულებით სვლა განაგ-
რძეთ. ოსმანი მარცხენა ფლანგზე გადავიდეს, – შემდეგ თავი

192 მკითხველთა ლიგა


მარჯვნივ, მაღლობისკენ გაიქნია, – მე იმ მიმართულებით წა-
ვალ. დაბლობზე გამავალი გზა მაღლობის უკან რჩება. სამზა-
დისი თუ წამოიწყეს, იქიდან დავინახავთ.
მიშამ, ოსმანმა და ჯელილმა თავიანთი ხალხი მოაგროვეს
და პოზიციები დაიკავეს. თუ სეიდი ნახევარ საათის განმავლო-
ბაში არ დაბრუნდებოდა, შეტევაზე უნდა გადასულიყვნენ.
– აბა, შვილო, ჩორაფ, შესაძლოა, ეს ჩვენი უკანასკნელი
მოგზაურობაა, – მიმართა სეიდმა თავის ცხენს და ფაფარზე
ხელი მოუთათუნა.
ცხოველმა შუბლზე უშველებული თეთრი ლაქით დამშვენე-
ბული კუნაპეტივით შავი ლამაზი თავი ისე დაუქნია, თითქოს
პატრონის ნათქვამი გაიგო.
თოვლს მთელი ღამე არ გადაუღია. ახლაც ბარდნიდა. სავა-
რაუდოდ, ქარბუქში გადაიზრდებოდა. სიცივე ძვალსა და
რბილში ატანდა. მაღლობის მწვერვალს რომ მიაღწიეს, დაბ-
ლა აღარაფერი ჩანდა. ყველაფერი გადათეთრებული იყო: ხე-
ები, ცა, მიწა, ცხენები, ჯარისკაცები თეთრი საფარის ქვეშ მოქ-
ცეულიყვნენ. მაღალი ჭადრებით გარშემორტყმული ვაკე დაბ-
ლობისაკენ მიმავალ გზაზე გადიოდა. გზის სანახავად მთელი
რაზმის წაყვანა უგუნურება იქნებაო, გაიფიქრა სეიდმა, ჯარის-
კაცები შეაჩერა, თვითონ კი გზა განაგრძო. ქარბუქის გამო
მხედველობის არე საკმაოდ შემცირებულიყო. ცხენი საუკუნო-
ვანი ფიჭვის ქვეშ შეჩერდა, რადგან შეამჩნია, რომ ვაკე რამ-
დენიმე მეტრის დაშორებით უფსკრულით მთავრდებოდა.
ღრმად ჩაისუნთქა. დიდი სუფრთხილე ჰმართებდა. ოდნავი
უყურადღებობაც კი შესაძლოა უფსკრულში გადაჩეხვის მიზე-
ზი გამხდარიყო. სეიდი ჩამოქვეითდა და ცხენი ხეზე მიაბა.
რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი გადადგა. თვალებზე ხელი მოიჩ-
რდილა, რათა გაერჩია, გზაზე რამე მოძრაობა შეინიშნებოდა
თუ არა. იქნებ ხმაც გაეგონა. ჯიუტად ელოდებოდა. ცოტა ხნის
შემდეგ ქარის ხმასა და თოვლის ჭრაჭუნს ყური შეაჩვია. უეც-
რად შეხტა. განსხვავებული ხმა მოესმა, რომელსაც კარგად
იცნობდა. მართალია, ვერ ხედავდა, მაგრამ კარგად იცოდა,
რომ ეს ზარბაზნების ჭრიალისა და ჩექმების ხმა იყო. დაღლი-
ლი ტექნიკა და ქანცგაწყვეტილი ჯარისკაცების ჩექმები

193 მკითხველთა ლიგა


თოვლს თავისებურად აკვნესებდა. სასწრაფოდ წამოხტა და
თოვლი ჩამოიბერტყა. ხეზე გამობმული ჩორაფის ფეხებიც
თეთრ ლაქებამდე თოვლში ჩაფლულიყო. ქარბუქის გამო
ჭირვეულობდა. სეიდი დასამშვიდებლად თავზე მიეფერა და
მხოლოდ ამის შემდეგ აუშვა. სასწრაფოდ მეგობრებთან უნდა
დაბრუნებულიყო. ცხენი რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გააჭენა.
იმავე წამს დაბლობიცა და ბორცვებიც ზარბაზნების მქუხარე
ხმამ მოიცვა. დამფრთხალი ჩორაფი ყალყზე შედგა, მოტრი-
ალდა და უფსკრულისკენ გაქუსლა. სეიდი თავის ცხენს ვერ
ცნობდა, თითქოს გაგიჟებულიყო. თოვლის გროვების მიუხე-
დავად, მთელი ძალით სიკვდილისკენ მიქროდა. არც ლაგამი
და არც სეიდის ტკბილი სიტყვა საქმეს არ შველოდა. წამით გა-
იფიქრა, გადმოვხტებიო, მაგრამ ამ განზრახვაზე მაშინვე უარი
თქვა – ჩორაფს ვერ მიატოვებდა. როგორმე უნდა შეეჩერები-
ნა. უეცრად თავში ერთი აზრი მოუვიდა. უფსკრულის პირას
მდგარ ხეს რომ გაუსწორდნენ, სეიდი ხელზე დახვეული ლაგა-
მით მსხვილ ტოტს მოეჭიდა, დეზები კი მთელი ძალით ჩორაფს
ჩაასო. ტკივილმა აჭიხვინებული ცხენი შეაჩერა. უფსკრული-
საგან მხოლოდ რამდენიმე მეტრი აშორებდათ. ის იყო, სეიდმა
შვებით ამოისუნთქა, რომ ჩორაფი უეცრად ისევ ყალყზე შედგა
და მხედარი ჩამოაგდო. ძირს რომ ეცემოდა, ცხენის ფლოქვი-
საგან თავის დასაცავად სეიდმა სახეზე ხელები აიფარა, თუმცა
ამაოდ. იმავე წამს მკლავქვეშ ტკივილი და სისველე იგრძნო,
რის გამოც თავი ვაღარ შეიკავა და მთელი სიმძიმით მარცხენა
ფეხზე დაეცა. ამჯერად ტკივილი კიდევ უფრო გაუსაძლისი
იყო. თოვლში პირქვე ჩაემხო. დიდი გაჭირვებით მარჯვენა
იდაყვს დაეყრდნო და ოდნავ წამოიწია. ჩორაფი უფსკრულის-
კენ მიაჭენებდა.
– ჩორაფ! ჩორაფ! დაბრუნდი, ჩორაფ! – იყვირა სასოწარ-
კვეთილმა.
თეთრხალებიანი, შავრა ჩორაფი უფსკრულში რომ გაუჩი-
ნარდა, სეიდმა აუტანელი შინაგანი ტკივილი იგრძნო, რო-
მელმაც ფიზიკური ტკივილი დაავიწყა. გამწარებული მარჯვენა
მუშტს თოვლს ურტყამდა და ხმამაღლა ქვითინებდა. მალე ძა-
ლა გამოეცალა, თვალწინ ფერადი რგოლები დაუტრიალდა.

194 მკითხველთა ლიგა


თითქოს ქუთუთოების ქვეშაც თოვდა. რამდენჯერმე ცხენის
სახელი ჩაიბუტბუტა და გონი დაკარგა.
ვერ მიმხვდარიყო, გონს ტკივილმა მოიყვანა თუ წამლის
მძაფრმა სუნმა. დანამდვილებით მხოლოდ ის იცოდა, რომ არ
მომკვდარა. თვალები ძლივს გაახილა. თითქოს ქუთუთოებზე
რაღაც სიმძიმე ედო. ბუნდოვნად ხედავდა, რომ გარშემო
თეთრხალათიანები ფუსფუსებდნენ. ნუთუ ისევ თოვლის ფიფ-
ქები იყო? ეცადა გაეხსენებინა, ბოლოს როდის და სად იმყოფ-
ბოდა. როცა იქაურობა უფრო მკაფიოდ აღიქვა, თავი მაგრად
გადააქნია, თითქოს ცუდი სიზმრიდან გამოერკვევას ცდი-
ლობსო. გაახსენდა, რომ მისი საყვარელი ცხენი უფსკრულში
გადაიჩეხა, თვითონ კი თოვლში ჩაეფლო. და ზარბაზნების
ხმები? მის მეგობრებს, ჯარისკაცებს რა ბედი ეწიათ? აქ ვინ მო-
იყვანა? რამდენი ხანია, აქ იმყოფებოდა? ერთიმეორის მიყო-
ლებით გაჩენილმა შეკითხვებმა სწრაფად გამოაფხიზლა. წა-
მოჯდომა სცადა, მაგრამ ტკივილმა და სახვევებმა ამის საშუა-
ლება არ მისცა. მარცხენა ხელს, მხრიდან თითებამდე მაგარი
ნახვევი ედო. მარცხენა ფეხში, რომელიც საბნის ქვეშ არ უჩან-
და, აუტანელ ტკივილსა და სიმძიმეს გრძნობდა. ალაგ-ალაგ
დაბუჟებულიც ჰქონდა. ვერ მიხვდა, ფეხზე რა სჭირდა. წამით
ეგონა, რომ მოჰკვეთეს. მთელს სხეულზე თითქოს ცეცხლი
მოედო. უფეხო კაცი არათუ კავალერისტად, არაფრად არ
ივარგებდა. აფორიაქებულმა აქეთ-იქით მიიხედა. ისეთ ვინ-
მეს ეძებდა, ვისთვისაც შეკითხვის დასმა შეეძლო. უეცრად
მიხვდა, რომ აქაურობა ეცნობოდა. იმ საავადმყოფოს პალა-
ტაში იწვა, სადაც კარგა ხნის წინ ვლადიმერს ეძებდნენ. თუ
არც ისე დიდი ხნის წინ იყო? დროის შეგრძნება საერთოდ და-
კარგული ჰქონდა. თავში ისევ სიმძიმე იგრძნო და თვალები
მილულა.
გონს რომ მოვიდა, ყველა შეკითხვაზე მიიღო პასუხი. ბო-
ლო ორი კვირის განმავლობაში აქ უგონოდ იწვა. საავადმყო-
ფოში ჯარისკაცებმა მოიყვანეს. მარცხენა მკლავის ქვეშ – ცხე-
ნის ფლოქვით მიყენებული ჭრილობა, მხარი კი ამოვარდნი-
ლი ჰქონდა. მოტეხილ მარცხენა ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს

195 მკითხველთა ლიგა


და ლურსმანი ჩაუსვეს. ექიმმა უთხრა, ხელი კარგად ხორცდე-
ბა, მაგრამ ფეხზე დადგომას დრო დასჭირდებაო. საერთოდ,
რამდენად აღდგება, თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზეა დამო-
კიდებულიო.
სეიდს ფეხზე მეტად, თავისი დანაყოფის ამბავი აინტერესებ-
და. ექიმმა გაზეთის კორესპონდენტივით ყველაფერი იცოდა.
ამას გარდა, ყველაფერს სიამოვნებით ყვებოდა. ახალგაზ-
რდა, მომღიმარი, მხიარული ადამიანი იყო. სეიდს ჭრილობას
უთვალიერებდა და თან ესაუბრებოდა. სეიდი გაოცებული შეს-
ცქეროდა. ისეთი მხიარული გამომეტყველება ჰქონდა, გეგო-
ნებოდათ, თოვლში ამოსული ყვავილი დაინახაო. ამავე
დროს, პაციენტის გათვითცნობიერებას განაგრძობდა:
– ბედი გქონიათ, უფროსო ლეიტენანტო!
– სწრაფად მოვრჩები?
– ეგეც და ისიც, რომ შტაბში სულზე მიასწარით. თქვენ
ბრძოლის ველზე უკანასკნელი რუსი ჯარისკაცები იყავით.
თქვენი კავალერისტების დაბრუნების შედმეგ უკან დახევის
ბრძანება გაიცა. რომ არ ეპოვეთ, ცოცხალიც რომ გადარჩენი-
ლიყავით, მტრის ხელთ აღმოჩნდებოდით. აქ მხოლოდ თქვენ-
ნაირი რამდენიმე დაჭრილი და სამედიცინო მუშაკი დარჩა.
როგორც კი დაჭრილებს ფეხზე დავაყენებთ, აქაურობას ჩვენც
დავტოვებთ.
– ზავი დაიდო?
– არა, ჯერ არა. მხოლოდ უკან ვიხევთ. მე თუ მკითხავთ, გა-
ლიცია დიდი ხნის წინ უნდა დაგვეტოვებინა, – ხელები გაშალა
და ღიმილით განაგრძო, – მაგრამ მე ვინ მკითხავდა. ჩემი საქ-
მე ადამიანების ჭრა-კერვაა. შეტევისა და უკან დახევის არაფე-
რი გამეგება. ეს თქვენი საქმეა, უფროსო ლეიტენანტო. მაგ-
რამ, როგორც გითხარით, ძალიან გაგიმართლათ, – შემდეგ
უცებ ხელი შუბლში იტკიცა, – ღმერთო ჩემო! როგორ დამავიწ-
ყდა! თქვენთვის წერილი დამიტოვეს. თქვენი მეგობრები ძა-
ლიან ღელავდნენ.
ოდნავ მოშორებით, შემინულ კარადასთან, რომელშიც სა-
მედიცინო იარაღები და მასალა ინახებოდა, ექიმის მაგიდა
იდგა. უჯრიდან წერილი ამოიღო და ლაპარაკი განაგრძო:

196 მკითხველთა ლიგა


– საღელვებელი არაფერია, უფროსო ლეიტენანტო. წერი-
ლის ავტორები თავს მშვენივრად გრძნობდნენ. მხოლოდ ოდ-
ნავ დაღლილები იყვნენ, მაგრამ ახლა დასვენებული ვინ
არის? დაბლობის იქითა მხრიდან უნგრელები მობოჭეს და მო-
იყვანეს. ჰო, მართლა, დაჭრილი ტყვეებიც აქ იმყოფებიან: უნ-
გრელები, გერმანელები, თურქები...
სეიდი თან ექიმს უსმენდა, თან წერილის გახსნას ცდილობ-
და. როცა მისი ბოლო სიტყვები გაიგონა, ადგილზე გაშეშდა.
ახალგაზრდა ექიმმა, როგორც კი პაციენტის გამომეტყველება
შენიშნა, შეშფოთებული მისკენ დაიხარა.
– ცუდად ხართ? ტკივილი დაგეწყოთ? – სეიდმა უხმოდ გა-
იქნია თავი, – მოსვენება გჭირდებათ. თქვენს მდგომარეობაში
ზედმეტი ემოციები მავნებელია. დაისვენეთ.
– ექიმო, ტყვეები სად არიან?
– მეორე საავადმყოფოში მიიყვანეს. მადლობა ღმერთს,
მძიმედ დაჭრილი არცერთი არ არის. თორემ გზას ვერ გაუძ-
ლებდნენ.
– სად გზავნიან?
– ალბათ ციმბირში. ცოტა ჯანზე მაინც მოვიდოდნენ, სანამ
ბადრაგი მოაკითხავთ...
ექიმს თითქოს ახლა მოაგონდა, რომ სხვა პაციენტებიც
ჰყავდა, სიტყვა გაწყვიტა და სეიდს სასწრაფოდ მოშორდა.
ჯელილის წერილმა მეგობრების სითბო აგრძნობინა და
ცრემლები მოჰგვარა.
რამდენიმე დღეში სეიდმა ჯოხით სიარული დაიწყო. უფრო
სწორად, მარჯვენა ფეხს ეყრდნობოდა, მარცხენას კი მიათ-
რევდა. მარცხენა მკლავიდანაც ნაკერები ჯერ არ მოეხსნათ,
ამიტომ ყავარჯნები საშინელ ტკივილს ანიჭებდა, მაგრამ იმ
დღიდან, რაც მეზობელ ბარაკში მიყვანილი ტყვეების შესახებ
შეიტყო, ფეხზე დასადგომად მთელი ნებისყოფა დაძაბა. ბარა-
კიდან გამოსულს მზეზე აბრჭყვიალებულმა თოვლმა თვალი
მოსჭრა. შტაბის ტერიტორიის დანახვაზე, რომელიც კარვე-
ბით, ჯარისკაცებით, ზარბაზნებით, ცხენებით სავსე დატოვა,
თვალებს არ დაუჯერა. დამტვრეული, მიტოვებული რამდენიმე

197 მკითხველთა ლიგა


ლაფეტის, საწყობისა და კარვის გარდა, არაფერი დარჩენი-
ლიყო. ტყვეების ბარაკთან მცველი მიესალმა. სეიდმა კარის
გაღება უბრძანა და შიგნით შევიდა.
ზღურბლზე გამოჩენილ ყავარჯნებიან ახალგაზრდა ოფი-
ცერს ტყვეები ინტერესითა და ეჭვით მიაჩერდნენ. სეიდმა სა-
თითაოდ თვალი მოავლო. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ეს
ტანჯული ადამიანები სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მო-
სისხლე მტრები იყვნენ. ყარაულს მიუბრუნდა და ხმადაბლა
ჰკითხა:
– თურქი ტყვეები რომლები არიან?
– ორნი არიან. ერთი ის არის, მარცხენა საწოლზე რომ წევს.
მეორე კი – მის გვერდით.
სეიდი ყოყმანობდა. ჯერ ღრმად ჩაისუნთქა, ნერწყვი გადაყ-
ლაპა და მითითებული საწოლებისაკენ გაემართა. ერთი მათ-
განი თითქმის ბავშვი იყო. 13-14 წლისა თუ იქნებოდა. დაბნეუ-
ლი და გაოცებული ჩანდა. ან იქნებ ასეთ გამომეტყველებას
დაბინტული თავი ანიჭებდა. თითებს იმტვრევდა და ამ მექანი-
კური მოძრაობისას თვალი გაშტერებული ჰქონდა. მეორე
მათგანი 30 წლამდე იქნებოდა. ტყვეების დამამცირებელ
მდგომარეობას მისთვის ამაყი გამომეტყველება ვერ მოეშა-
ლა. მოვლილი ხშირი თმა და შავი ულვაში ჰქონდა. განსაკუთ-
რებულ ყურადღებას დიდი, გულწრფელი, დაკვირვებული
თვალები და კეხიანი ცხვირი იპყრობდა. საკმაოდ გამხდარი
იყო. შესაძლოა, ყვრიმალები ასე შესამჩნევი ტყვეობაში გაუხ-
და. მის ნიკაპზე ღრმული რომ შენიშნა, სეიდმა უნებლიეთ ხე-
ლი ნიკაპზე მოისვა. თითქოს მის სახეზე საკუთარი ჯიუტი,
მტკიცე გამომეტყველება დაინახა. სეიდს უცნაური სიმპათია
დაეუფლა ამ ჩაფიქრებული, უხმო თურქის მიმართ, რომელიც
ყურადღებიან მზერას არ აცილებდა. ნელ-ნელა მის საწოლს
მიუახლოვდა. გამოლაპარაკებას ჯერ ვერ ბედავდა. ტყვე, რო-
მელსაც ზურგი მეგობრის ბალიშისათვის მიეყრდნო, შეშფოთ-
და და ყრუდ იკითხა:
– ჩემი წაყვანის დროა?

198 მკითხველთა ლიგა


სუფთა რუსულით ლაპარაკობდა. სეიდი კარგა ხანია, სწო-
რედ ამაზე ფიქრობდა, ტყვეს რომელ ენაზე გამოლაპარაკებო-
და. მისი რუსულის გაგონებაზე გულს მოეშვა. ნერწყვი ჩაყლა-
პა და პასუხი გასცა:
– არა, არა, წარმოდგენა არა მაქვს, როდის და სად გადა-
გიყვანენ.
შინაგანი ხმა ხან ეუბნებოდა, ახლავე ადექი და აქაურობას
გაეცალეო, ხან კი იმას ურჩევდა, საუბარი გაეგრძელებინა ამ
უცხო კაცთან, რომლის მიმართ ისეთი გრძნობა გაუჩნდა,
თითქოს მისი ძველი ნაცნობი ყოფილიყო. სეიდმა, რომელიც
ხედავდა, როგორი ინტერესით მისჩერებოდნენ დანარჩენები,
გადაწყვიტა, საუბარი მშვიდად გაეგრძელებინა.
– იმიტომ მოვედი, რომ ნაცნობს მიგამსგავსეთ. შემიძლია,
თქვენი სახელი გავიგო?
საბრალო ტყვეები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ,
როდის და როგორ დაისჯებოდნენ, სულგანაბულები ადევნებ-
დნენ თვალყურს თავიანთი თურქი მეგობრისა და რუსი ოფიც-
რის საუბარს. ვინაიდან ენა არ იცოდნენ, ერთდროულად ცნო-
ბისმოყვარე და შეშინებული გამომეტყველება ჰქონდათ. მი-
ღებული პასუხით დამშვიდებული ტყვე ისევ ბალიშს მიეყ-
რდნო.
– კაპიტანი ალი ნიჰათი... – ოდნავი პაუზის შემდეგ დამცი-
ნავად დაამატა, – ტყვე თურქი კაპიტანი ალი ნიჰათი...
დამცინავ ტონში ტკივილი გამოსჭვიოდა, თუმცა ეს ჭრილო-
ბით გამოწვეული ტკივილი კი არა, მტრის ტყვეობაში ყოფნით
გამოწვეული ტკივილი იყო.
– თურქეთის რომელი რეგიონიდან ხართ, კაპიტანო?
– სტამბოლიდან... სტამბოლიდან... – ოდნავ გასაგონად ჩა-
იჩურჩულა ალი ნიჰათმა, რომლის სახეზეც სიამაყე მონატრე-
ბას შეეცვალა.
– დაქორწინებული ხართ?
– დიახ.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა უფროსი ლეიტენანტი
თავისი სიმპათიის დამალვას ცდილობდა, ალი ნიჰათმა მისი

199 მკითხველთა ლიგა


თბილი დამოკიდებულება მაინც შენიშნა. ამიტომ გულახდი-
ლად უპასუხა:
– დიახ, ვარ. ოთხი წლის გოგონა მყავს, – ხანმოკლე პაუზის
შემდეგ ბალიშის ქვეშიდან ფოტო გამოიღო და სეიდს გაუწო-
და, – ჩემი ცოლ-შვილი. ალბათ ძალიან მელოდებიან. ძალიან
გამიმართლა, რომ მათი ფოტო მაქვს. ისინი, ვინც ბრძოლის
ველზე ჩავარდა ტყვედ, ამასაც მოკლებულები არიან.
– თქვენ სად დაგატყვევეს? – იკითხა საწოლის კიდეზე ჩა-
მომჯდარმა სეიდმა.
– მე ექიმი ვარ. ფრონტის ხაზის უკან, სამედიცინო პუნქტში
ვიმყოფებოდი. თუმცა მთავარი ის არის, ახლა სად ვარ. ხომ
ასეა?
კაპიტან ალი ნიჰათს ისეთი დაჟინებული მზერა ჰქონდა,
თითქოს პასუხი აუცილებლად უნდა მიეღო. სეიდი წამოდგა,
ჯანმრთელ ფეხს დაეყრდნო, მარჯვენა ხელით კი დასახიჩრე-
ბული ფეხი გადააადგილა და ყავარჯნები მოირგო.
– ასეა... – ჩაიბუტბუტა თვალდახრილმა. სალაპარაკო აღა-
რაფერი ჰქონდათ. ხომ ვერ ეტყოდა, ყირიმელი თურქი ვარო.
კაპიტანს უკანასკნელად შეხედა და გაუღიმა, – თავს გაუფ-
რთხილდით. იმედი მაქვს, ოჯახსა და სამშობლოს მალე შეხ-
ვდებით.
– ლეიტენანტო, თქვენს სახელს არ მეტყვით? – მოესმა უკვე
კართან მისულ სეიდს.
წამით შედგა, მაგრამ მიხვდა, რომ ლაპარაკის გასაგრძე-
ლებლად გამბედაობა არ ეყოფოდა. ნელ-ნელა, დაშავებული
ფეხის თრევით ბარაკიდან გავიდა.
იქნებ კარგიც იყო, რომ დაშავდა. ღმერთმა ის სირცხვილი
ააცილა, რომელსაც მოძმეთა დატყვევება განაცდევინებდა.
ერთ კვირის შემდეგ ბანაკი საბოლოოდ იცლებოდა. კატე-
გორიული ბრძანება მიიღეს. ნარჩენ ბარგს ეტლებსა და ცხე-
ნებზე ტვირთავდნენ. სეიდი დაცლილი ბარაკის წინ ეტლს
ელოდებოდა. მშრალი და მზიანი დარი იდგა. ყველაფერი დამ-
თავრებულიყო. თოვლი, ყინვიანი დღეები, თოფისწამლის სუ-
ნი, სიკვდილი, ტანჯვა – ყველაფერი ცუდი სიზმარივით გამ-
ქრალიყო. მაგრამ ახლა უცნობი მომავალი უფრო აშინებდა.

200 მკითხველთა ლიგა


ექიმსაც თავისი შავი ჩანთა ჩაელაგებინა. ბარაკიდან გამოსუ-
ლი სეიდს ჩვეულებისამებრ მხიარულად მიესალმა:
– დილა მშვიდობისა, უფროსო ლეიტენანტო ემინოვ! მგზავ-
რობისათვის არაჩვეულებრივი დღეა, არა? უკეთესს ვერც ვი-
ნატრებდით, – იქვე შორიახლოს შტაბის მთავარი ნაგებობის
წინ შეგროვილ ტყვეებზე მიუთითა და განაგრძო, – განსაკუთ-
რებით, ამ საცოდავების გამო მიხარია. საცაა, იმ სიცივისკენ
დაადგებიან გზას.
თურქ, გერმენელ და უნგრელ ტყვე ჯარისკაცებს რუსი ექთა-
ნი შუაში ჩაეყენებინათ და სურათებს იღებდნენ. გაღიმებული
ექთანი, რომელსაც უხეში შავი ფეხსაცმელი, სქელი შავი ქსო-
ვილის ტანისამოსი ეცვა და თეთრი უსახელო წინსაფარი და
ჩაჩი ეკეთა, მტრის ტერიტორიაზე ტყვეთა ამ ოცდაცხრაკაცია-
ნი ჯგუფის ერთადერთი მეგობარივით გამოიყურებოდა.
იმის გამო, რომ მსხვილძვალა იყო, ჯანსაღი ადამიანის შთა-
ბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ კარგად დაკვირვებისას აშკარა
ხდებოდა, რომ ისიც ტყვეების მსგავსად, გამხდარი და მოუვ-
ლელი იყო. შტაბის წინ კიბეზე ჩამწკრივებულმა ტყვეებმა ერ-
თდაერთ სკამზე თავიანთი ექთანი დასვეს. პატარა თურქი ბიჭი
მარცხენა მხარზე ეხუტებოდა. ტანთ მის ზომაზე გადაკეთებუ-
ლი სამხედრო ქურთუქკი ეცვა. სეიდი გაოცებული შეჰყურებ-
და, როგორ გამოცდილი ჯარისკაცივით გაჯგიმული იდგა ეს
ბავშვი და იმაზე ფიქრობდა, ნეტავ ფრონტზე თავი როგორ
ამოჰყოო. სევდიანად გაეღიმა. ყველა მათგანს ფორმა და ჩექ-
მები ჩაეცვა. მათ შორის ორი სამოქალაქო პირიც ერია. სეიდ-
მა მშვენივრად იცოდა, რომ მათ მიერ გასავლელ ათასობით
კილომეტრს, გზას, რომელსაც დღეები და თვეები მოუნდე-
ბოდნენ, ვერავითარი ჩექმა თუ სხვა სახის ფეხსაცმელი ვერ
გაუძლებდა. ციმბირის უკიდეგანო სტეპების, ყინულივით ცივი
ქარების წარმოდგენაზე, სეიდს კანკალი დააწყებინა. ვინ იცის,
რამდენი მათგანი ჩააღწევდა დანიშნულების ადგილამდე?
გზაში დაავადმყოფებულებსა და დავარდნილებს იქვე ტოვებ-
დნენ. პატარა თურქი ბიჭი და მის უკან მდგარი მოხუცი გერმა-
ნელი სავარაუდოდ, ზაფხულს ვერ მოესწრებოდნენ. სწორედ

201 მკითხველთა ლიგა


ამ დროს ფოტოაპარატმა დაიჩხაკუნა. დანარჩენი ტყვეებისა-
გან განსხვავებით, ობიექტივმა მხოლოდ ალი ნიჰათის მზერა
ვერ დააფიქსირა. როცა სეიდმა კაპიტანს თვალი მოჰკრა, მა-
შინღა შენიშნა, რომ ის მას ადევნებდა თვალს.
ამასობაში, ეტლიც მოვიდა. ექიმს რომ დაემშვიდობა და ეტ-
ლში ჩაჯდა, ტყვეებიც დაამწკრივეს. მათ რომ გაუსწორდნენ,
სეიდმა ეტლი შეაჩერებინა. შეშფოთებულმა, ნაღვლიანმა
ტყვეებმა წინ სათითაოდ ჩაუარეს. ალი ნიჰათი პატივისცემით
მიესალმა.
– ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, კაპიტანო. ალაჰს ება-
რებოდეთ.
ალი ნიჰათი მანამ გასცქეროდა სეიდის ეტლს, სანამ ის
თვალს არ მიეფარა. მას ალბათ აღარასდროს შეხვდებოდა.
და ვინაობასაც ვერასდროს გაიგებდა.

ფრონტიდან დაბრუნება

უახლოეს სადგურში მატარებელში გადასხდნენ. მატარებე-


ლი რომ დაიძრა, სეიდი გაოგნებული ათვალიერებდა გარე-
მოს. სოფლები, წითელლოყება რუსი მზეთუნახავები, ტანწერ-
წეტა, შეყვარებული ჭაბუკები მხოლოდ სიმღერებშიღა დარჩე-
ნილიყვნენ. სადგურებში შეგროვილი ადამიანები, რომლებიც
მატარებლებს საათობით ელოდნენ, ჯიკავ-ჯიკავით ითავისუფ-
ლებდნენ გზას და კარებს გიჟებივით აწყდებოდნენ. ხალხით
გადაჭედილ ვაგონებში ნემსის ჩასავარდნი ადგილი აღარ
დარჩენილიყო. სეიდისა და კიდევ რამდენიმე სამხედროს
გარდა, რომლებიც ფრონტიდან ბრუნდებოდნენ, დანარჩენი
მგზავრების უმრავლესობა გლეხები იყვნენ. ბავშვები, რომ-
ლებიც ზოგი დედებს კალთაზე ებღაუჭებოდნენ, ზოგი ზურგზსა
და მკერდზე გამოებათ, თავიანთ წილ ბარგს ეზიდებოდნენ.

202 მკითხველთა ლიგა


ირგვლივ გამეფებულმა სიდუხჭირემ და არეულობამ სეიდ-
ზე საშინლად იმოქმედა. რამდენიმე მამაკაცი, რომელთაც
მზით დამწვარ სახეებსა და დაბებერებულ ხელებზე ეტყობო-
დათ, რომ გლეხები იყვნენ, ხმამაღლა იგინებოდა, გამხმარ
შავ პურს კბეჩდნენ და ერთმანეთს უნაწილებდნენ. მათ გვერ-
დით მჯდომი მოხუცი ქალის ჭუჭყიან, დაკემსილ ბოხჩებში გა-
მოკრული ნივთები სეიდს მტკივან ფეხზე აწვებოდა. ტკივილი-
საგან დამანჭული სახით ფეხის გამოთავისუფლებას ამაოდ
ცდილობდა. მოხუცი ქალი არაფერს იმჩნევდა. არათუ მიხმა-
რება არ უცდია, პირიქით, სეიდს თავხედურად და მტრულად
უყურებდა, აქაოდა ჩემს ბარგს ხელს ნუ ახლებო. სეიდი ვითა-
რებას შეურიგდა და საზურგეს მიეყრდნო. მაინც მალე უნდა
ჩასულიყო. შემაწუხებელი ტკივილსა და ოფლის მძაფრი სუნი-
საგან თავის დასაღწევად წერილები ამოიღო და მათ კითხვას
შეუდგა. ჯელილი შტაბში დატოვებულ წერილში იტყობინებო-
და, რომ პეტროგრადში დაწყებული არეულობის გამო მეფის
ბრძანებით ზოგი სამხედრო დანაყოფი ფრონტიდან სასწრა-
ფოდ უკან გაიწვიეს. მათ შორის კავალერისტების პოლკის ერ-
თი ნაწილიც. პეტროგრადში შეხვედრის იმედით გამოჯან-
მრთელებას უსურვებდა.
მეორე წერილი დაახლოებით რვა თვის წინ შურასგან მი-
იღო. ახალგაზრდა ქალს კოხტა ხელით ხუთი გვერდი გაევსო.
პირველ აბზაცში იწერებოდა, რომ არ იცოდა, მიიღო თუ არა
სეიდმა წინა წერილები, მის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა
და ძალიან ღელავდა, თუმცა სტრიქონებში საყვედური კი არა,
მხოლოდ შეყვარებული ქალის შიში გამოსჭვიოდა. სეიდს სხე-
ულში თბილმა ტალღამ დაუარა. ძალიან ენატრებოდა. ამდენი
თვის განმავლობაში ეს წერილი ერთადერთი იყო, რაც ფრონ-
ტის მიღმა ცხოვრებასთან აკავშირებდა. ალბათ ასჯერ მაინც
ჰქონდა გადაკითხული. ყველაზე ცივ, ყინვიან ამინდშიც კი ეს
ფურცლები ათბობდა, რომელსაც საყვარელი ქალის ხელი შე-
ხებოდა. ყოველი წაკითხვისას შურას ცხელ, რბილ, ქორფა ქა-
ლობას ისე ახლოს გრძნობდა, თითქოს მის სხეულს ეხებოდა.

203 მკითხველთა ლიგა


ღამღამობით, როცა მიშა ხატების წინ იჩოქებდა, ოსმანი და ჯე-
ლილი კი ყურანს კითხულობდნენ, სეიდი, უხმო ლოცვის გარ-
და, მხოლოდ ამ წერილში ნახულობდა სასიცოცხლო ძალებს.
წერილი სასიყვარულო სიტყვებითა და კოცნით მთავრდე-
ბოდა. კითხვა რომ დაასრულა, კიდევ ერთხელ გაიაზრა, რო-
გორი შეყვარებული იყო. სახე თბილმა ღიმილმა გაუნათა. მო-
ხუცი ქალი, რომელიც ინტერესით მისჩერებოდა, წერილში ჩა-
სახედად ურცხვად გადმოიხარა. სეიდმა ფურცლები სასწრა-
ფოდ კონვერტში ჩააბრუნა. მართალია, ეჭვი არ ეპარებოდა,
რომ ქალი წერა-კითხვის უცოდინარი იქნებოდა, მაგრამ მისი
თვალთვალი დისკომფორტს უქმნიდა. მოხუც ქალს სეიდის
ღიმილი არ ესიამოვნა, რადგან მის ცხოვრებაში, კარგა ხანია,
სასაცილო არაფერი მომხდარა. ხელით ცხვირი მოიწმინდა და
ისევ სეიდს მიაშტერდა. ამ უგვანო საქციელით მას თითქოს
გულში აგინებდა და მისი კარგი განწყობის გამო შურს იძიებ-
და. სეიდი მიხვდა, რომ მისგან მოსვენება არ ექნებოდა, ფან-
ჯრისკენ შებრუნდა და გარემოს თვალიერებას მოჰყვა.
პეტროგრადის სადგურში რომ ჩავიდნენ, სეიდმა დაიცადა,
სანამ ვაგონები ბოლომდე არ დაიცალა. ვერ იჯერებდა, რომ
აქ დაბრუნება ეღირსა. იმ აზრთან შესაჩვევად, რომ ფრონტი-
დან ცოცხალმა გამოაღწია, დრო სჭირდებოდა. ბაქანზე შეგ-
როვილ ხალხს ყურადღებით აკვირდებოდა. ყველას შეშფო-
თებული გამომეტყველება ჰქონდა. როცა დარწმუნდა, რომ ჯი-
კავ-ჯიკავის გარეშე გავლას შეძლებდა, დინჯად წამოდგა და
კუპე დატოვა. ჩემოდანი მებარგულს ჩააბარა და დახუთულ მა-
ტარებელში გაგუდული ცხვირის გასახსნელად ღრმად ჩაისუნ-
თქა.
ეტლში მოკალათდა და მეეტლეს მისამართი დაუსახელა.
უეცრად თავში საშინელმა აზრმა გაუელვა – საყვარელ ქალს
როგორ დაუკავშირდებოდა? ამ არეულ დროს, როცა ოჯახები
იშლებოდა, კილომეტრებით დაშორებულ შეყვარებულს რო-
გორ მოძებნიდა? სად იყო იმის გარანტია, რომ ქალი, რომელ-
მაც მის შესახებ ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი იცოდა,
კიდევ ელოდებოდა? იქნებ მის ცხოვრებაში უკვე სხვა ვინმე

204 მკითხველთა ლიგა


არსებობდა? იქნებ იქ აღარც ცხოვრობდა? სახლთან რომ ჩა-
მოვიდა, საშინელი მღელვარება დაეუფლა – მალე რამეს შე-
იტყობდა და მის შეკითხვებს პასუხი გაეცემოდა.
მარმარილოს კიბე აიარა და ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ
კარზე დააკაკუნა. კარსუკან მოზრდილ ჰოლში არეკლილ ხმას
ხანგრძლივი სიჩუმე მოჰყვა. სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. პა-
სუხი მეორედ დაკაკუნების შემდეგაც რომ ვერ მიიღო, ჯიბიდან
გასაღები ამოიღო და კლიტეში შეუყარა, რომელიც მაშინვე
გაიღო და სეიდი თითქმის დავიწყებულ შინაურ სითბოსა და
სიმშვიდეში აღმოჩნდა. კარი მიკეტა და მას მიეყრდნო. ირ-
გვლივ მიმოიხედა. ყველაფერი ისევე იყო, როგორც დატოვა.
ცხელი აბაზანის შემდეგ, რომელმაც დაღლილობა მოუხ-
სნა, ნერვებიც დაუმშვიდდა. საძინებელში ბუხარი მომზადებუ-
ლი დახვდა, ადვილად დაანთო და ჩემოდანი გახსნა. მისი ტა-
ნისამოსი კარადებშიც ეკიდა. ბუხრის თავზე, მარმარილოს გა-
ნიერ თაროზე, ვერცხლის ჩარჩოში მოთავსებულ ფოტოს
აღელვებულმა შეხედა – ეს ფოტო შურასთან ერთად მოსკოვ-
ში გადაიღო. სურათი აიღო და შეყვარებულს აკოცა. იგრძნო,
როგორი სიყვარულით აევსო გული. უკვირდა, რომ იმ ქალე-
ბის ნაცვლად, რომლებთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა
აკავშირებდა, ეს პატარა გოგონა ენატრებოდა, რომელთანაც
მხოლოდ რამდენიმე საათი დაყო, მაგრამ რეალობა ეს იყო –
სხვა ქალი და სხვა სასიყვარულო ურთიერთობა არ ახსენდე-
ბოდა. შურას ნახვის, მასთან ჩახუტების დაუოკებელი სურვი-
ლი დაეუფლა და იმის გამო, რომ ეს შეუძლებელი იყო, გულის-
ფიცარი ეტკინა.
მეორე დილით წმინდა ისააკის ტაძრის ზარების ხმამ გააღ-
ვიძა. შუადღე იყო. ხალათი მოიცვა და ოთახიდან გავიდა. სახ-
ლში ისევ წუხანდელი სიჩუმე სუფევდა. მოახლე ილონა ვეტ-
როვნა არ მოსულიყო. ისე მაგრად მეძინა, იქნებ კაკუნი ვერ
გავიგონეო, გაიფიქრა, თუმცა იქვე მოაგონდა, რომ ქალს თა-
ვისი გასაღები ჰქონდა. ალბათ მისი არყოფნით ისარგებლა და
პატარა არდადეგები მოიწყო. სეიდმა პირი გაიპარსა, ჩაიცვა
და გარეთ გასვლა გადაწყვიტა, რომ ენახა, ქალაქში რა ხდე-

205 მკითხველთა ლიგა


ბოდა. სამეფო გვარდიის შტაბშიც უნდა შეევლო – იმედი ჰქონ-
და, რომ მეგობრებს შეხვდებოდა. წინ კიდევ ხანგრძლივი შვე-
ბულება ელოდა, მაგრამ მოვლენებს იმდენად ჩამორჩა, რომ
ერთი სული ჰქონდა, ბოლო სიახლეებს როდის შეიტყობდა.
სახლიდან გასულს ჯერ ორი კვარტალიც არ გაევლო, რომ
მისკენ სირბილით მომავალი ქალი შენიშნა, რომელიც მოწი-
წებით მიესალმა და აღელვებული ალაპარაკდა:
– აჰ, სეიდ ემონოვ, მადლობა უფალს! ვერ წარმოიდგენთ,
როგორ ვდარდობდით, – სეიდის ჯოხისკენ თვალი გააპარა და
განაგრძო, – რა დაგემართათ? რატომ არაფერს გვატყობინებ-
დით?
– ნუ ტირი, ილონა ვეტროვნა, თუ ღმერთი გწამს, ნუ! – მიე-
ალერსა სეიდი აქვითინებულ ქალს, – ხედავ, ცოცხალი ვარ.
განსაკუთრებული არაფერი მჭირს. მალე ალბათ ჯოხის გარე-
შე სიარულსაც შევძლებ. – სეიდს ეგონა, ქალი ტირილს შეწ-
ყვეტდა, მაგრამ მიხვდა, რომ საქმე მხოლოდ მას არ ეხებოდა,
– რა მოგივიდა, ილონა ვეტროვნა? ასე რამ გაგამწარა? – ქა-
ლის მდგომარეობა ცუდს მიანიშნებდა. ნუთუ სეიდის ოჯახს შე-
ემთხვა რამე? – ილონა ვეტროვნა, ხომ მშვიდობაა? იალტი-
დან რა ისმის?
– არა, არა, ნუ გეშინიათ! იქიდან ცუდი არაფერი მოსულა
მართალია, მაგრამ... – თავი იმ მხარეს გაიქნია, საიდანაც მო-
დიოდა და აღელვებულმა იკითხა: – ემინოვ, იმედი მაქვს, ნე-
ვის პროსპექტისკენ არ მიდიხართ?
– ზუსტად იქით ვაპირებ, – ქალის შიშმა სეიდს ღიმილი მოჰ-
გვარა, – როგორ მიხვდი? ცოტას ფეხით გავივლი. რომ დავიღ-
ლები, ეტლში ჩავჯდები.
– ქუჩაში არეულობაა, ემინოვ, – უთხრა ქალმა, ხელი
მკლავზე დაადო და სახლისკენ მიბრუნდა, – სახლში დაბრუნ-
დით, გთხოვთ. ჩემი სახლიდან აქამდე ორი ნაბიჯია და ხომ ხე-
დავთ, მოსასვლელად რამდენი დრო დამჭირდა?!
– რა ამბავია?
– ნუ იკითხავთ, სეიდ ემინოვ! ქუჩები გამხეცებული ადამია-
ნებითაა სავსე. ქვებითა და ჯოხებით შეიარაღდნენ და ირ-
გვლივ ყველაფერს ამსხვრევენ.

206 მკითხველთა ლიგა


მიუხედავად იმისა, რომ სეიდმა ქალს ბოლომდე არ დაუჯე-
რა, დასახიჩრებული ხელით შარში გახვევას მაინც მოერიდა.
მუსაიფ-მუსაიფით სახლში დაბრუნდნენ. ილონა ვეტროვნა მა-
შინვე სამზარეულოსაკენ გაქანდა.
– რა ბედნიერებაა, რომ დაბრუნდით, ემინოვ! ახლავე ჩაის
ავადუღებ. – სანამ სამოვარს მოამზადებდა, ქალაქში შექმნი-
ლი ვითარების მოყოლა განაგრძო: – რომ იცოდეთ, ემინოვ,
რა გაჭირვებით მოვაღწიე! გული მისკდებოდა, ჭყლეტაში მოვ-
ყვები ან რამით თავს გამიხეთქავენ-მეთქი!
– დამშვიდდი, ილონა ვეტროვნა, დამშვიდდი და ყველაფე-
რი თავიდან მიამბე. ვინ არის ეს ხალხი?
– აჰ, რასაკვირველია, საიდან უნდა იცოდეთ, აქ რა ხდება,
ემინოვ! მუშები, რომლებიც გაფიცვაში მონაწილეობდნენ,
სამსახურიდან დაითხოვეს. „ქალთა დღისადმი” მიძღვნილი
დემონსტრაციის მონაწილე მუშა ქალებიც დაითხოვეს. ისინიც
შეგროვდნენ და ქუჩებში გამოვიდნენ. პური, პურიო, ყვირიან.
მადლობა ღმერთს, გზაში მეეტლე აქთემი შემხვდა და შემოვ-
ლითი გზებით მომიყვანა. ასე მითხრა, დემონსტრაცია პორ-
ტთან იწყებაო. გზად პურის საცხობები დაურბევიათ. ღმერთო
დიდებულო! ეს რას მოვესწარით?!
– ნუ გეშინია, ილონა ვეტროვნა, ასეთი გამოსვლები წინა-
თაც ხომ მომხდარა. რამდენიმე დღეს იბობოქრებენ და დაწ-
ყნარდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი სიტყვებისა თვითონაც არ
სჯეროდა, მოხუცი ქალის დამშვიდება უნდოდა. ახლა კი ნამ-
დვილად უნდა წასულიყო ქალაქის ცენტრში და გაეგო, რა
ხდებოდა. მაგრამ ფეხი დაეღალა და ასტკივდა. სასტუმრო
ოთახში ბუხართან მოკალათდა და ჩაი დალია. უცებ თავში ერ-
თი აზრი მოუვიდა.
– ილონა ვეტროვნა, საღამოთი სახლში როგორ დაბრუნდე-
ბი?
– მეეტლე აქთემი მომაკითხავს. თორემ ღამე აქ დავრჩებო-
დი.
– დარჩი მერე.

207 მკითხველთა ლიგა


– დიდი მადლობა, მაგრამ ჩემი ქმარი ინერვიულებს. რომ
მცოდნოდა, დავუბარებდი.
– რადგან აქთემთან ერთად წახვალ... – სეიდმა ფინჯანი მა-
გიდაზე დადგა და ქალს დაკვირვებით შეხედა, – თქვენთან ერ-
თი თხოვნა მექნება.
– კი ბატონო, – სიამოვნებით დაეთანხმა ქალი, – რასაც
მიბრძანებთ. ხომ იცით, თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ.
– ვიცი, ილონა ვეტროვნა, ვიცი. ამიტომაც მოურიდებლად
გეუბნები, მაგრამ ერთი პირობით – თუ ქალაქში ისევ არეუ-
ლობა იქნება, მაშინ არ მინდა, დროს ნუ დაკარგავთ და პირ-
დაპირ სახლებში დაბრუნდით. გასაგებია?
– როგორც მეტყვით, ემინოვ.
– წერილს გაგატანთ. მარიამის თეატრში შეივლით და ტა-
ტიანა ჩუპილკინას გადასცემთ. ოღონდ აუცილებლად პირა-
დად მას.
სეიდმა ჯელილის წერილიდან იცოდა, რომ ტატიანა დიდი
თეატრიდან მარიამის თეატრში გადმოვიდა. რადგან გარეთ
ვერ გადიოდა, ასეთნაირად მეგობარს ხმას მაინც მიაწვდენდა.
– რა თქმა უნდა, სიამოვნებით, ჩემო ბატონო. პასუხიც მო-
გიტანოთ?
– არა, არა, წერილი გადაეცით. ესეც საკმარისია.
– ქალბატონმა ტატიანამ რამდენჯერმე მოგაკითხათ. თქვე-
ნი ამბავი აინტერესებდა. ლეიტენანტი სოროკინი და დანარჩე-
ნებიც ფრონტიდან დაბრუნდნენ თუ არა, მეორე დღესვე აქ
გაჩნდნენ და ყველაფერი შემატყობინეს. – ქალბატონი ვეტ-
როვნა მიხეილზე, ოსმანსა და ჯელილზე ესაუბრებოდა, მაგ-
რამ მხოლოდ მიხეილის გვარის გამოთქმა შეძლო. – ყველა-
ფერს დაწვრილებით გიამბობენ. მე ერთი გამოჩერჩეტებული
ბებერი ვარ. მხოლოდ იმას ვიმეორებ, რასაც ტრამვაიში მოვ-
კრავ ყურს ან ჩემი ქმარი მეტყვის. ერთადერთი, რაც დანამ-
დვილებით ვიცი, ის არის, რომ ეს ამბავი ცუდად დამთავრდე-
ბა, ემინოვ. ჩაი დაგისხათ?
– გმადლობ, ილონა ვეტროვნა, ერთ ფინჯანს კიდევ დავ-
ლევ. შიგნით რამდენიმე წვეთი წამალიც ჩამიწვეთე, კარგი?

208 მკითხველთა ლიგა


ქალბატონი ვეტროვნა ჩაის დასასხმელად სიცილით გავი-
და ოთახიდან. კარგად იცოდა, ემინოვი წამალს რასაც ეძახდა.
ფინჯანში ნახევრამდე ჩაი ჩაასხა და არყით შეავსო.
– ნუ დააგვიანებთ. როგორც კი აქთემი მოვა, მაშინვე წა-
დით. მინდა, სახლში დროულად დაბრუნდე.
– ასე მითხრა, 6-ზე მოვალო, მაგრამ თუ დაიგვიანა, არ გა-
მიკვირდება.
მეეტლე თათარი აქთემი დროზე მოვიდა. დემონსტრანტები
ქალაქის ცენტრის მახლობლად დაიშალნენო. ამბობდნენ,
რომ გამოსვლები ხვალ ისევ გაგრძელდებოდა. საცხობებში
მომხდარი შეტაკებების დროს რამდენიმე მეფურნე დაღუპუ-
ლიყო. ამჟამად ქალაში სამარისებური სიჩუმეაო.
ტატიანასათვის მიწერილ წერილში სეიდი იტყობინებოდა,
რომ დაბრუნდა. წერილი მოახლესა და მეეტლეს ჩააბარა. მათ
წასვლას ფანჯრიდან ადევნებდა თვალს. იცოდა, რომ ორივენი
აბსოლუტურად სანდო ადამიანები იყვნენ. ახლა მხოლოდ
ლოდინიღა დარჩენოდა. ქალბატონ ვეტროვნას მომზადებუ-
ლი ბორშჩი მიირთვა. შებოლილი თევზისათვის, რომელიც ძა-
ლიან უყვარდა, ხელიც არ უხლია. მადა არ ჰქონდა. არყის
ბოთლი აიღო და ბუხრის წინ მოთავსდა. ცუდ გუნებაზე იყო.
იმაზე ფიქრობდა, არეულობა თუ გაგრძელდა ან შურას რო-
გორ შეხვდებოდა, ან იალტაში როგორ გაემგზავრებოდა. იმე-
დი ჰქონდა, რომ არეულობა სამხრეთში ჯერ არ გავრცელებუ-
ლა. უსიამოვნო ფიქრებისაგან თავის დასაღწევად ბიბლიოთე-
კიდან წიგნის გამოტანა გადაწყვიტა. კაბინეტში ყველა კედე-
ლი, გარდა ერთისა, რომელზეც ბაღში გამავალი ფანჯარა
იყო, წიგნის თაროებს ეკავა. ფანჯრის ორივე მხარეს ზეთის სა-
ღებავით შესრულებული ბოროვიკოვსკის ტილოები ეკიდა.
მათზე გამოსახული არისტოკრატების ღირსეული სახეები წიგ-
ნების მიერ ოთახში შექმნილ ატმოსფეროს საუკეთესოდ ეხა-
მებოდა. ერთ-ერთ თაროზე ვერცხლის ჩარჩოებში მოთავსე-
ბული ოჯახის წევრების ფოტოებს სევდიანად შეხედა. დედა,
მამა, და-ძმა – ყველანი უზომოდ ენატრებოდა. გამგზავრების

209 მკითხველთა ლიგა


შანსი რომ მისცემოდა, პირველ რიგში სად წავიდოდა – ოჯა-
ხის მოსანახულებლად თუ საყვარელ ქალთან? ამგვარი მძიმე
არჩევანის გაკეთება არ ესიამოვნა და ამაზე ფიქრი შეწყვიტა.
თაროებზე ჩამწკრივებული თითქმის ყველა წიგნი წაკითხუ-
ლი ჰქონდა, მაგრამ გონება რაღაცით უნდა დაეკავებინა. ერ-
თხანს ალექსანდრე პუშკინსა და ნიკოლოზ იაზიკოვს შორის
იყოყმანა. ბოლოს არჩევანი ივანე ნიკიტინის „Кому на Руси
жить хорошо”-ზე7 შეაჩერა. რუსული ფოლკლორული ლექსის
ზომით დაწერილ პოემაში აღწერილი მოგზაურობა მიზნად
ისახავს იმ ადამიანების გამოვლენას, რომლებიც რუსეთში
კომფორტულად ცხოვრობენ და მასში რუსების ხასიათი ზუს-
ტადაა გამოყვანილი. სეიდი ყოველთვის სიამოვნებით კითხუ-
ლობდა სტრიქონებს, რომლებიც მისთვის კარგად ნაცნობ ტი-
პაჟებს აღწერდა. ხელში წიგნით სასტუმრო ოთახში ბუხრის
წინ მოკალათდა.
კარზე ბრახუნმა რომ გააღვიძა, ბუხარი კარგა ხნის ჩამქრა-
ლი იყო, წიგნი კი ხელიდან გავარდნოდა და ძირს ეგდო. მტკი-
ვანი ფეხი ისე დაბუჟებოდა, რომ ადგომა გაუჭირდა. ჯოხზე
დაყრდნობილი შემოსასვლელისკენ გაემართა; გარედან მო-
უთმენელი ხმები მოესმა. გახარებული კარს შეძლებისდაგვა-
რად სწრაფად მივარდა. მის წინაშე ჯელილი, ტატიანა და მიშა
იდგნენ. ერთმანეთს გადაეხვივნენ. სასტუმრო ოთახში რომ
ბრუნდებოდნენ, სეიდს ჯოხზე დაყრდნობა აღარ დასჭირვებია
– ორივე მხრიდან მეგობრები ამოუდგნენ. ტატიანა, რომელიც
ჩვეული დახვეწილი მოძრაობებით უკან მიჰყვებოდა, თვალე-
ბიდან ცრემლს იწმენდდა.
ბუხარს შეუკეთეს, არაყი და ჭიქები გამოიღეს. დილის ორი
საათი იყო, მაგრამ მონატრებული მეგობრებისათვის ლამაზი
დღე იწყებოდა.
– ოსმანი სად არის? ვერ იპოვეთ?
– ლივადიაშია, პოსტზე. მალე უნდა დაბრუნდეს, – მიუგო
ჯელილმა, რომელიც საყვარელ მეგობარს თვალს ვერ აშო-
რებდა, – იცი, კურტ სეიდ, მეგონა, ვეღარასდროს გნახავდი.

7 დედანში დაშვებულ შეცდომაში შესწორება არ შეგვიტანია (მთარგმნ.)

210 მკითხველთა ლიგა


– სიმართლე გითხრა, მეც არ მეგონა, თუ დავბრუნდებოდი.
ტატიანას ნაღვლიან თემებზე ლაპარაკი არ მოსწონდა.
ხელში ჭიქა ნაზი თითებით ისე შეათამაშა, თითქოს ყვავილს
ეალერსებაო და საუბარში ჩაერთო:
– სეიდ, შემოგევლე, როგორ მიხვდი, რომ მარიამის თეატ-
რში უნდა გეძებნე?
– ალაჰის მადლით, ჯელილისთვის მოწერილი შენი წერი-
ლის წაკითხვა ცხენიდან გადმოვარდნამდე მოვასწარი.
ტატიანას უკმაყოფილება არ ეტყობოდა იმის გამო, რომ ჯე-
ლილი მის წერილებს მეგობრებს უკითხავდა. შეყვარებულს
ვითომ გაბრაზებულმა კი მიმართა, მაგრამ თან კეკლუცად
იცინოდა.
– არ გრცხვენია, ჯელილ?! საიდუმლოს შენახვა თუ არ შე-
გეძლო, სიტყვასაც არ მოგწერდი!
– მხოლოდ ეს ერთი სტრიქონი წავიკითხე, ტატიანა, გეფი-
ცები! სხვა არაფერი ვიცი.
– ცრუპენტელებო! – ტატიანამ მეგობრებს მარჯვენა ხელის
საჩვენებელი თითი დაუქნია.
მცდელობის მიუხედავად, მხიარული ტონი და განწყობა
დიდხანს ვერ შეინარჩუნეს. სეიდმა თავისი ოჯახის ამბავი რომ
იკითხა, ჯელილმა ბევრი ვერაფერი უთხრა, რადგან ყირიმში
ისიც არ ყოფილა.
– სეიდ, ზოგს ეშინია, რომ მოვლენები სასახლეს ზედმეტად
მიუახლოვდა. პეტრებურგშიც და ცარსკოე სელოშიც გვარდი-
ის წევრები მუდმივად მორიგეობენ. შვებულებები გააუქმეს.
დღეიდან კი საერთოდ გაუგებარია, მოვლენები როგორ გან-
ვითარდება.
– რამდენადაც ილონა ვეტროვნას დაეჯერება, ქალაქი
დღეს ძალიან აირია.
– დარწმუნებული ვარ, ხვალ უარესი იქნება, – წარმოთქვა
ჩაფიქრებულმა მიშამ, – დღევანდელ მოვლენებს ხელისუფ-
ლებამ ვერაფერი დაუპირისპირა. მხოლოდ ქალაქის ცენტრში
შემოსვლა აღკვეთა. მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ვშიშობ, წეს-
რიგის დამყარება გაჭირდება.
– ძალიან ბევრნი არიან?

211 მკითხველთა ლიგა


– არ ვიცით, სეიდ. ყველაფერი სამსახურიდან დათხოვნილი
130 ათასი გაფიცული მუშიდან დაიწყოო, მაგრამ დღევანდელ
დემონსტრანტებში სამუშაოდან გათავისუფლებულებიც ერივ-
ნენ და საერთოდ უმუშევრებიც.
– მათი მოთხოვნები არ სრულდება?
– თავდაპირველად ხელფასის მომატებას ითხოვდნენ, მაგ-
რამ სინამდვილეში სულ სხვა მიზანი ამოძრავებთ. დარწმუნე-
ბული ვარ, დღეს ხელფასები რომც მოუმატონ, უკვე აღარაფე-
რი შეიცვლება. მოკლედ, რევოლუციის მოწყობა უნდათ.
სწამთ, რომ მეფეს თუ ჩამოაგდებენ, უფრო ბედნიერი, უფრო
მდიდრული ცხოვრება ექნებათ.
– გენერალი ხაბალოვი ძალიან ფრთხილობს. როგორც
სამხედრო გუბერნატორს, დღევანდელი დემონსტრაციის
დარბევა შეეძლო, მაგრამ მოთმინებას იჩენს, მოლაპარაკების
იმედი აქვს, ლოდინს არჩევს.
– სასახლიდან ბრძანებას რომ მიიღებს, იძულებული გახ-
დება, იმოქმედოს.
მსგავსი საუბრები დილამდე გაგრძელდა. ტატიანაც კი,
დაღლილობის მიუხედავად, ბოლომდე მამაკაცებთან ერთად
იჯდა. გარიჟრაჟზე დაიშალნენ.
– ეცადე, სახლიდან არ გახვიდე, სეიდ, – გააფრთხილა ჯე-
ლილმა წასვლის წინ, – რევოლუცია თუ დაიწყება, შენი მდგო-
მარეობა, შესაძლოა, ჩვენსაზე უარესი იყოს. ვეცდებით, საქ-
მის ვითარება გაცნობოთ. აჯობებს, თუ არავის ეცოდინება, აქ
რომ ხარ. ჩემთან დაკავშირებას ტატიანას მეშვეობით შეძლებ.
სახლში კარგა ხანია, არ ვყოფილვარ. შვებულებას როცა მაძ-
ლევენ, ოპერის პროსპექტზე, ტატიანას მამიდის სახლში ვჩერ-
დებით.
– გმადლობ, ჯელილ. ამას არ დაგივიწყებ. თავს გაუფ-
რთხილდი. უფალი გფარავდეთ.
ერთმანეთს გადაეხვივნენ და დაემშვიდობნენ. ის იყო, კიბე-
ზე უნდა ჩასულიყვნენ, რომ სეიდმა ჯელილი გვერდზე გაიყვა-
ნა:
– იცოდი, რომ პეტრეც გარეულია?

212 მკითხველთა ლიგა


– არ მკითხო, სეიდ! – ჯელილს ძველი მეგობრის ღალატი
ვერა და ვერ გადაეხარშა. სახეც კი შეეცვალა, – აღარაფერი
ეშველება. მაქსიმალურად მოერიდე. სადმე შეგხვდა?
– არა, მე არ მინახავს, მაგრამ ჩემს არყოფნაში რამდენჯერ-
მე შემოუვლია.
იმდენი სალაპარაკო ჰქონდათ, რომ დრო არ ჰყოფნიდათ.
ჯელილი სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო. ერთმანეთს კი-
დევ ერთხელ გადაეხვივნენ და დასცილდნენ.
მეგობრების წასვლის შემდეგ სეიდი საწერ მაგიდას მიუჯდა.
იმის გათვალისწინებით, რაც დღეს მოისმინა, რამდენიმე სა-
ვარაუდო სცენარი და ყოველი სცენარისათვის საკუთარი ქცე-
ვის ვარიანტები შეიმუშავა. მისი მდგომარეობის სირთულეს
მხოლოდ მეფის გვარდიის წევრობა არ განსაზღვრავდა. მიწე-
ბი, ქონება, წოდება – ქუჩაში გამოსული ხალხის მტრობის და-
სამსახურებლად ეს მთავარი მიზეზები იყო. ოჯახზე ფიქრობ-
და. ალბათ ისინიც მასზე დარდობდნენ. ჩანაწერები გვერდით
გაწია და მათთვის წერილის მისაწერად მოემზადა.
მეორე დღეს ილონა ვეტროვნა ისევ შუადღისას, მაგრამ კი-
დევ უფრო აღელვებული მოვიდა.
– თუ ნებას დამრთავთ, აწი აქ დავრჩები, ემინოვ, – უთხრა
სეიდს, – ქუჩებში სიარული საშიშია.
– რა თქმა უნდა, ილონა ვეტროვნა. ისე იყავი, როგორც სა-
კუთარ სახლში.
ქალბატონმა ვეტროვნამ სეიდს მადლობა გადაუხადა და
საქმეს მიუბრუნდა.
მეორე დღეს დემონსტრანტების გაზრდილმა რაოდენობამ
ქალაქის ცენტრამდე მოაღწია. მართალია, მუშების უმრავლე-
სობა ისევ პურს ითხოვდა, მაგრამ აქა-იქ ავტოკრატიისა და
ომის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგებიც ისმოდა. მომი-
ტინგეებს სტუდენტებიც შეუერთდნენ. პეტროგრადელი მუშე-
ბის დაახლოებით 30% გამომსვლელებს შორის იყო. ქალაქს
მოდებული ზოგი ჯგუფის აგრესიული ქცევა ტერორის ატმოს-
ფეროს ბადებდა.

213 მკითხველთა ლიგა


მესამე დღეს ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარებო-
და. ვიბორგის რაიონში, სადაც ქარხნები მდებარეობდა, პო-
ლიციის განყოფილებებს თავს დაესხნენ და პოლიციელები
დახოცეს. თავდამსხმელები შეიარაღებულნი იყვნენ. პურის
ფულის მოთხოვნით დაწყებული მშვიდობიანი მსვლელობები
შეიარაღებულ ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. ამბოხებულები
შეძახილებითა და მუშტებით ერთმანეთს ამხნევებდნენ და
ორი დღის წინანდელი მოთხოვნები თანდათან ავიწყდებო-
დათ. ბოღმის დასაცლელად, თავიანთი ოცნებების განსახორ-
ციელებლად მუშათა კლასის გარდა, ყველა ფენა უნდა დასჯი-
ლიყო. ამდენი ხალხი პირველად გაერთიანებულიყო და ეს
მათ გამბედაობას ანიჭებდა. მით უმეტეს, როცა შეაიარაღდნენ
და პოლიციის განყოფილებები მიწასთან გაასწორეს, საკუთა-
რი თავის რწმენა კიდევ უფრო მოემატათ. ამან კი თავის
მხრივ, ჟინი შემატა და საბოლოოდ გაამხეცა.
გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი სეიდი სასტუმრო
ოთახსა და კაბინეტს შორის ბოლთას სცემდა. გალიაში გამომ-
წყვდეულივით იყო. დემონსტრანტებს ალექსანდრე ნეველის
პროსპექტამდე მოეღწიათ. მათი ხმებიც კი ესმოდა. სახლის
წინ, ქუჩაზე, კაცის ჭაჭანება არ იყო. მოპირდაპირე სახლებშიც
თითქოს სიცოცხლე შეწყვეტილიყო. ყველა თავის ნაჭუჭში ჩა-
კეტილიყო და მხოლოდ დროდადრო იჭყიტებოდნენ ტიულის
ფარდებიდან – აინტერესებდათ, რამდენად ახლოს იყო მოვ-
ლენათა ეპიცენტრი.
ერთ საღამოს სეიდი მიხვდა, რომ ამდენი ნერვიულობისა
და ყოყმანისგან საცაა, იფეთქებდა. თავის მოვალეობას ვერ
ასრულებდა. მისი საუკეთესო მეგობრები ახლა ვინ იცის, სად
იბრძოდნენ ან რა ბრძოლისათვის ემზადებოდნენ. საყვარელი
ქალი ცხრა მთას იქით, ვინ იცის, რა დღეში იყო. შესაძლოა,
ძვირფასი ადამიანების ნახვა აღარც ღირსებოდა. ის კი ხელ-
ფეხშეკრული იჯდა და ვერაფერს აკეთებდა. მთელი დღეა,
ილონა ვეტროვნას მორთმეული ჩაისა და არყის მეტი, ყელში
ლუკმაც არ გადასვლია. მოხუცი ქალის მონდომებით მომზა-
დებულ იხვს მისი დაჟინების მიუხედავად, ხელი არ დააკარა.

214 მკითხველთა ლიგა


ყელში ბურთი ეჩხირებოდა, კუჭი ეწვოდა და ლუკმა არ გადას-
დიოდა. მოსვენება დაკარგული ჰქონდა...
ღამის სიჩუმეში ეტლის ბორბლების ჭრიალი და ცხენის
ფლოქვების ხმა რომ გაიგონა, ფანჯარას ეცა. ჯელილი იყო.
ეტლიდან გადმოხტა და კიბე ელვის სისწრაფით ამოირბინა.
როგორ ჩანს, ძალიან ღელავდა.
– ილონა ვეტროვნა, – გასძახა მაოხლეს, – ლეიტენანტი კა-
მილოვი მოვიდა. კარი გაუღეთ, გეთაყვა.
სანამ ქალი სამზარეულოდან გამოვარდა, ჯელილი უკვე
კართან იდგა. შიგნით შემოვიდა თუ არა, მიაძახა:
– მოსახდენი მოხდა, სეიდ! მეფეს ფრონტის შტაბიდან გენე-
რალი ხაბალოვისათვის დეპეშა გამოუგზავნია. ამბოხის ჩახ-
შობის ბრძანება მივიღეთ. შეიარაღებული ამბოხებულები
ხელში მაშხლებით ქალაქის ცენტრისკენ მოემართებიან. მიშა
მათ დასაშლელად გაგზავნილ პირველ რაზმს მეთაურობს,
ცოტა ხნის წინ გავიდა. მე სასახლის მიდამოებში ვიქნები. ძა-
ლიან ცუდი ვითარებაა, სეიდ, ძალიან. საშინელება მოხდება.
სეიდმა შეხვეულ ფეხს ჯოხი დაჰკრა და კბილებში გამოცრა:
– ღმერთმა დასწყევლოს! მე კი ამ ფეხის გამო აქ ვაგდივარ!
ჯელილმა მხარზე ხელი მოუთათუნა და თბილად გაუღიმა:
– ნუ დარდობ, კურტ სეიდ! ის ხალხი რომ გენახა, მშვიდად
იქნებოდი. ასე თუ გაგრძელდა, საქმე შენც გამოგიჩნდება. მო-
ხუცსა და ინვალიდს არ დაგიდევენ! – შემდეგ შეწუხებული
ხმით დაამატა: – ნეტავ აქამდე არ მისულიყო საქმე... – წამით
დადუმდა, ხელში ქუდი შეატრიალ-შემოატრიალა, – დამლო-
ცე, სეიდ... ძმასავით მიყვარხარ... შენც ასე მომიგონე...
ახალგაზრდები ერთმანეთს გადაეხვივნენ.
– დალოცვილი იყავი, ჯელალ, ძმაო... – ჩაიჩურჩულა სეიდ-
მა, – შენც დამლოცე.
ბავშვობა ერთად გაატარეს, ერთად ჯირითობდნენ, ჭირი და
ლხინი ერთი ჰქონდათ, ქალებში ერთად დადიოდნენ, ფრონ-
ტზე გვერდი-გვერდ იბრძოდნენ. მათი ცხოვრება ერთი მთე-
ლის ორ ნახევარს ჰგავდა. სეიდმა მხარზე ალერსიანად გადა-
უსვა ხელი.

215 მკითხველთა ლიგა


– თავს გაუფრთხილდი. ალაჰი გფარავდეს, ძმაო. შენთვის
ვილოცებ.
ჯელილს სევდიანი თვალები წამით თბილმა ღიმილმა გა-
უნათა.
– ალაჰი ხომ მუდამ ჩვენთან არის, კურტ სეიდ? ჩვენი ცხოვ-
რება გაიხსენე. ასეთი დრო ვინმეს უტარებია?
– მართალი ხარ, ჯელილ, მართალი! – გადაიხარხარა სე-
იდმა ცრემლნარევი ხმით და მეგობარი ისევ გულში ჩაიკრა.
კართან ჯელილი კიდევ ერთხელ მობრუნდა.
– სეიდ... უკან თუ არ დავბრუნდი, ჩემს მშობლებს ჩემი მო-
წიწება და სიყვარული გადაეცი. ჩემთვის ლოცვას ნუ დაიშურე-
ბენ...
სეიდს პასუხი არ გაუცია. ნერწყვი ჩაყლაპა და ხელის აწე-
ვით დაემშვიდობა. დაძრულ ეტლს რომ გასცქეროდა, მუშტად
შეკრული ხელი უღონოდ დაუშვა.
12 მარტს დილით მეეტლე აქთემი საშინლად აღელვებული
მოვიდა. სეიდმა შეკითხვები სეტყვასავით დააყარა, რადგან
მის გარდა, ინფორმაციის წყარო არავინ ეგულებოდა. მოვლე-
ნებით დაბნეულმა მეეტლემ შეძლებისდაგვარად, ქალაქში გა-
მეფებული ვითარება აღუწერა. უკვე რამდენიმე დღეა, სამუშა-
ოც არ ჰქონდა. ექვსი დღეა, პორტის უბანში, სახლშიც ვერ მი-
დოდა. მადლობა ღმერთს, ცოლ-შვილი არა მყავსო, ამბობდა.
მეფის დანაყოფები ამბოხებულებთან მარცხდებოდნენ.
– ცოფიანები არიან, უფროსო ლეიტენანტო ემინოვ, გეფი-
ცებით, ცოფიანები! სისხლი სწყურიათ! – უშველებელი, სიგა-
რეტისაგან გაყვითლებული თითებით ქუდს აწვალებდა, არ
იცოდა, სად წაეღო. გაუთლელი გარეგნობის მიუხედავად,
რბილი და თავაზიანი ტონი ჰქონდა, – თქვენთან ერთი სათხო-
ვარი მაქვს, ემინოვ...
– რა?
– ისა... ჩემო ბატონო... თავხედობაში თუ არ ჩამომარ-
თმევთ, იქნებ ჩემთვის რაიმე სამუშაო მოგეცათ... – ამოღერ-
ღა როგორც იქნა. აშკარა იყო, რომ ძალიან ერიდებოდა და პა-
სუხშიც დარწმუნებული არ იყო. შემდეგ მუხლებზე დაეცა და
ისე განაგრძო, – გემუდარებით, ბატონო! ქუჩაში საშინელება

216 მკითხველთა ლიგა


ხდება. თქვენი არაფერი მინდა. ეტლში დავიძინებ. ყველა-
ფერს გაგიკეთებთ, მხოლოდ საჭმელს თუ მაჭმევთ. ბევრსაც
არ ვჭამ. გთხოვთ, ბატონო ემინოვ...
– კარგი, აქთემ, კარგი, – სიტყვა გააწყვეტინა სეიდმა და
მხარზე ხელი დაადო, – ადექი. რამეს მოგიხერხებ.
მეეტლე წამოდგა. თვალებში უნდობლობა ჰქონდა, თით-
ქოს შეკითხვას იმეორებდა. სეიდის დასათანხმებლად თავისი
შესაძლებლობის ჩამოთვლას შეუდგა:
– ყველაფერს გავაკეთებ, ემინოვ! თქვენი ერთგული მონა-
მორჩილი ვიქნები. შეშას მოგიტანთ, ბუხრებს გავწმენდ, ყვე-
ლაფერს შეგიკეთებთ, თქვენი შიკრიკი ვიქნები.
– ე.ი. ჯაშუშობას აპირებ? – გადაიხარხარა სეიდმა, – თუ
ღემრთი გწამს, აქთემ, რევოლუციის შიშით მეეტლეობას მო-
ეშვი და ჯაშუშობას როგორ აპირებ?
– ეგ სხვაა, ემინოვ, – წამოიძახა შეშინებულმა აქთემმა,
რომელსაც ეგონა, რომ სამსახურს კარგავდა და ენად გაიკრი-
ფა, – ეგ სულ სხვაა. დამიჯერეთ, ყველაფერს გავაკეთებ, რა-
საც კი დამავალებთ.
– კარგი, კარგი, გასაგებია, – უთხრა სეიდმა, რომელსაც
თავის ფიქრების პირისპირ დარჩენა უნდოდა, – ჯაშუშობა სა-
ჭირო არ არის. არც ეტლში ძილი. სარდაფში ერთ-ერთი საკუჭ-
ნაო დაცალე. მადამ ვეტროვნა გეტყვის, ნივთები სად გადააწ-
ყო. იქ იცხოვრებ.
– გმადლობ, ემინოვ! ალაჰმა ხელი მოგიმართოთ. ამ სიკე-
თეს არასდროს დაგივიწყებთ.
მადლობის ნიშნად წელში მოიკაკვა და ოთახიდან უკან-
უკან გავიდა. სეიდს თვითონაც უკვირდა, რაში სჭირდებოდა ეს
კაცი, რომელმაც მეეტლეობის მეტი არაფერი იცოდა.
12 მარტს, როცა მეამბოხეებმა ქალაქის უდიდესი ნაწილი
ხელთ იგდეს, დუმის წევრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიე-
ბის ლიდერები კი გამოსავლის მოსაძებნად შეიკრიბნენ, რე-
ვოლუციონერმა მუშებმა დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეტევა წა-
მოიწყეს.
იმავე ღამეს შეიკრიბნენ ასევე, მუშათა ჯგუფების მეთაურე-
ბი, გაფიცვის ორგანიზატორები, რომლებიც ბოლო დღეების

217 მკითხველთა ლიგა


მოვლენებს წარმართავდნენ, კომიტეტების ხელმძღვანელე-
ბი, რომლებიც მუშების შეიარაღებას უზრუნველყოფდნენ და
დუმის ორასი მემარცხენე დეპუტატი. ფაქტობრივად, ეს იყო
პირველი „საბჭოს” შეკრება, თუმცა რევოლუციის განხორციე-
ლების გზებს ეს ჯგუფები რადიკალურად განსხვავებულად ხე-
დავდნენ. მაგრამ იმის გამო, რომ რევოლუციის მომხრე ადა-
მიანების რიცხვი სწრაფად იზრდებოდა და ქვეყანაში მალე შე-
საძლოა, შიმშილი დაწყებულიყო, რაც რევოლუციას საფ-
რთხეს შეუქმნიდა, პირველსავე შეკრებაზე გავლენიანი კომი-
ტეტი აირჩიეს. ერთმანეთთან უთანხმოებას მოგვიანებით მო-
აგვარებდნენ. ამასთან, ხელისუფლებისათვის წინააღმდეგო-
ბის გაწევის საშუალება არ უნდა მიეცათ. ამიტომ პირველ რიგ-
ში საკვები პროდუქტების საწყობები უნდა გაეკონტროლები-
ნათ. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
დუმის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ გამოსავალს რეს-
პუბლიკურ წყობაში ხედავდნენ, მონარქიის მთლიანად გაუქ-
მებას არ ეთანხმებოდნენ. მხოლოდ ნიკოლოზს უნდა დაეტო-
ვებინა ტახტი. სანამ მემკვიდრე შესაბამის ასაკს მიაღწევდა,
მას მეურვეობას დიდი თავადი მიხეილი გაუწევდა. მეფე ნიკო-
ლოზის დასათანხმებლად ფსკოვში დუმის მემარჯვენე ფრთის
წარმომადგენლები, გუჩკოვი და შულგინი გაემგზავრნენ, მაგ-
რამ მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. დინასტია, რო-
მელიც სამი საუკუნეა, რუსეთს მართავდა, ბედის ანაბარა
დარჩა.
იმავე ღამეს სეიდთან ტატიანა მოვიდა. აქთემმა აქვითინე-
ბული ქალი მეორე სართულზე აიყვანა. ცრემლებში აზელილ
სასცენო მაკიაჟს მის ვარდისფერ ლოყებზე შავი ზოლები და-
ეტოვებინა. გვერდზე მოქცეული ქუდის ქვემოდან კულულები
მოუჩანდა. პატარა გოგონას ჰგავდა, რომელსაც სათამაშო წა-
ართვეს.
– სეიდ! – წამოიძახა ქალმა და სეიდს კისერზე ჩამოეკიდა,
– აქ აღარ დაგვედგომება... ვერ წარმოიდგენ, რა შემემთხვა!
– ცოტა ხანში ხელ-პირ დაბანილი მადამ ვეტროვნას მორთმე-
ულ ჩაის სვამდა და თავის თავგადასავალს ჰყვებოდა: – კარგა
ხანია, ცოტა მაყურებელი გვყავს. დღეს კი საერთოდ, თითქოს

218 მკითხველთა ლიგა


მიცვალებულებისათვის ვთამაშობდით. სპექტაკლის შემდეგ
ის იყო, გასახდელისკენ გავემართეთ, რომ კულისებში გასას-
ვლელი კარიდან ყვირილი მოგვესმა. ჩვენი შვეიცარის, საბ-
რალო ბორისის ხმა ახლაც ყურებში მიდგას... – ქალი ისევ
ატირდა. შემდეგ ცხვირი მოიხოცა და განაგრძო: – ყაჩაღები!
თეატრში შემოცვივდნენ. მაყურებლებთან ერთად გიჟებივით
გარეთ გამოვვარდით. ზოგი დაეცა და იქ ჩარჩა. ღმერთო! ეს
რა დღე დაგვიდგა?! მორჩა, სეიდ, იქ ვეღარ დავბრუნდები!
– იქნებ მოსკოვში წახვიდე, ოჯახთან? იქ უფრო უსაფ-
რთხოდ იქნები. მაგრამ ჯერ სიტუაციის დამშვიდებას უნდა და-
ველოდოთ.
– რომ არ ვიცი, იქ რა ხდება?
– მართალი ხარ. არა მგონია, მოსკოვში უფრო სიმშვიდე
იყოს.
თავისი სადარდებელი რომ გამოთქვა, ქალს გულს მოეშვა.
წამოდგა, თმაზე ხელი გადაისვა, წასასვლელად მოემზადა და
სეიდს ლოყა მიუშვირა.
– რა სულელი ვარ! წარმოუდგენელია! მაპატიე, სეიდ, გე-
ნაცვალე. შურასგან წერილი მოგივიდა. არ ვიცი, როდის გა-
მოგზავნა, მაგრამ ჩემამდე ამ დილით მოაღწია. – ტატიანამ
ჩანთაში ცხვირსახოცი ჩადო, იქიდან კი კონვერტი ამოიღო და
სეიდს გაუწოდა, – იმედი მაქვს, ყველაფერი კარგადაა. თუ ჩე-
მი დახმარება დაგჭირდა, შემატყობინე. – ის იყო გადიოდა,
რომ მობრუნდა, – სეიდ... ჯელილისა რამე იცი?
– არა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ დაბრუნდება. მშვი-
დად იყავი.
მას შემდეგ, რაც სეიდთან დასახლდა, აქთემი პირველად
დასჭირდა – ტატიანას გაცილება მას დაევალა.
სეიდს რამდენიმე ღამეა, არ უძინია, მაგრამ თითქოს დაღ-
ლილობა სადღაც გამქრალიყო. შურასგან წერილი მიიღო!
მოთმინება აღარ ჰყოფნიდა, კონვერტი სასწრაფოდ გახია. წე-
რილი მოკლე და ნაჩქარევად დაწერილი აღმოჩნდა. ქალიშ-
ვილი დარწმუნებული არ იყო, მიაღწევდა თუ არა წერილი ად-
რესატამდე და მიიღებდა თუ არა საპასუხო წერილს; ვინ იცის,
ეს მის მერამდენე წერილი იყო; ამიტომ მოკლედ იწერებოდა,

219 მკითხველთა ლიგა


თუმცა ყველა სიტყვაში ძველებურად სიყვარული იგრძნობო-
და.
„საყვარელო,
არ ვიცი, სხვებისა არ იყოს, მიიღებ ამ წერილს თუ არა. სულ
უფრო და უფრო მენატრები. იმედი მაქვს, ოდესმე გნახავ.
კისლოვოდსკში ცხოვრება ნელ-ნელა იცვლება. ეს უკვე
ძველი მშვიდი და მხიარული კისლოვოდსკი აღარ არის.
ფრონტზე დაჭრილი სამხედროები აქ სამკურნალოდ ჩამოდი-
ან. დედაჩემის ამხანაგმა, ანა ივანოვნა ჩერკასოვამ, ერთ-ერთ
სასტუმროში ოთახები დაიქირავა, სადაც დაჭრილ ჯარისკა-
ცებს უვლიან.
გუშინწინ ისეთი სევდა შემომაწვა, რომ წამით ისიც კი ვი-
ნატრე, ნეტავ ამ დაჭრილ ჯარისკაცებს შორის აღმოჩნდებო-
დეს-მეთქი. მაგრამ იცოდე, ძვირფასო, რომ მირჩევნია, ჯან-
მრთელად და შორს იყო, ვიდრე დაჭრილი აქ მყავდე.
სიყვარულით
შურა”.
გოგონას გულუბრყვილო, გულწრფელმა აღიარებამ სეიდს
ღიმილი მოჰგვარა. წერილი მაშინვე ხელახლა ისე გადაიკით-
ხა, არც კი დამჯდარა. უეცრად ფეხში მწარე ტკივილი იგრძნო.
აშკარად გაუარესება ეტყობოდა – გასიებოდა და მეტად სტკი-
ოდა. ოპერაციის შემდეგ ექიმის მიერ მიცემული აბები გამო-
იღო, ორი ცალი გადაყლაპა და წამოწვა. რამდენი ხანია, ქალ-
თან არ ვყოფილვარო, გაიფიქრა. ყველა იმ ქალის გახსენება
სცადა, რომლებთანაც წოლილა. ბარონესა მარიამი, წითური
შუა ხნის ქალი მოისეევების სახლიდან... მოისეევები უნდა მო-
ვიკითხოო, იფიქრა. შემდეგ ისევ წითური, ქერა, შავგვრემანი,
გამხდარი, დიდ მკერდიანი, კეკლუცი ქალების გახსენებას
მოჰყვა. წამლის ზემოქმედებამ ქუთუთოები დაუმძიმა. შურას
წერილს კიდევ ერთხელ შეხედა. მასზე ფიქრში ჩაეძინა.
მეორე დღეს, საკმაოდ გვიან, კარზე დააკაკუნეს. ცალი ხე-
ლით – ჯოხს, მეორე ხელით კედლებს დაყრდნობილი სეიდი
შემოსასვლელისკენ რომ გაემრთა, შეშინებული მადამ ვეტ-
როვნაც გამოვიდა ხელში ლამპით. სეიდის დანახვაზე შვებით

220 მკითხველთა ლიგა


ამოისუნთქა და გვერდზე გადგა. კაკუნი რომ განმეორდა, აქ-
თემის ხმაც მოისმა:
– სახლშია. ალბათ სძინავს. ცოტაც მოითმინეთ.
სეიდმა სტუმრის ხმა უცებ იცნო და გახარებულმა მადამ ვეტ-
როვნას მიმართა:
– ილონა ვეტროვნა, ჩქარა, კარი გააღეთ, ლეიტენანტი კა-
მილოვია!
მართალია, ჯელილს სულ რამდენიმე დღის წინ დაემშვიდო-
ბა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, თითქოს მას შემდეგ
წლები გავიდა. ჯელილი დაღლილი, შეწუხებული და დათ-
რგუნვილი იყო. ერთმანეთს გადაეხვივნენ.
– რა ხდება, ჯელილ? თუ ღმერთი გწამს, ჩქარა მითხარი, –
შესძახა სეიდმა.
ჯელილი სასტუმრო ოთახში პირველივე სავარძელზე დაეშ-
ვა, ხელებით მუხლებს დაეყრდნო და თავი ჩარგო. ბრძოლის
ველიდან დაბრუნებულს ჰგავდა. ხელის გულებით სახეს ის-
რესდა, ჩექმებს დაშტერებოდა და სეიდისა თითქოს არც ესმო-
და.
– დამთვარდა, სეიდ, ყველაფერი დამთავრდა... – ამოი-
ლუღლუღა ბოლოს ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
სეიდმა სკამი მეგობართან მიიდგა, მხარზე ხელი დაადო და
მის დამშვიდებას ეცადა.
– მოიცა, ჯელილ, დაწყნარდი და დალაგებულად ამიხსენი,
რა დამთავრდა? რა დღეში ხარ?
ჯელილი საზურგეს მიეყრდნო, თავი ასწია, ხელები გაშალა,
თითქოს ლოცვას აპირებსო; შემდეგ ისევ მუხლებს დაეყ-
რდნო. სახეზე ტანჯვა გამოესახა.
– მიშა... მიშა დაიღუპა. სეიდ... ჩემ თვალწინ... – აქვითინე-
ბულმა სიტყვა გაწყვიტა, მაგრამ მალევე განაგრძო, – ჩემ
თვალწინ... მოკლეს... ვერ ვუშველე.
სეიდი ყურებს არ უჯერებდა. უნგრეთის დაბლობიდან ცოც-
ხალი იმისათვის დაბრუნდა, რომ პეტროგრადში დაღუპული-
ყო?! ჯელილს რაღაც ეშლებოდა. ნამდვილად გაგიჟდა.

221 მკითხველთა ლიგა


– ის გადარჩა, ვისაც ხმლის მოქნევა შეეძლო, სეიდ. ვინც
თანამოძმეთა სისხლის დაღვრა, მათი დახოცვა შეძლო. ჯოჯო-
ხეთი გამოვიარეთ. ხმალი პრინციპულად არ იშიშვლა. მათ-
თან დალაპარაკებას ცდილობდა... – თავი ვეღარ შეიკავა და
ტირილი წასკდა, – ვერ წარმოედგინა, რომ თანამემამულეები
გაიმეტებდნენ... გამხეცებულები არიან, სეიდ. ჯერ დაჭრეს,
შემდეგ ცხენიდან გადმოათრიეს. ვერც ჯარისკაცებმა მიუს-
წრეს და ვერც მე... აკუწეს... საშინელება იყო, ღმერთო, საში-
ნელება...
სეიდს სიმწრისგან წარბები და შუბლი შეეჭმუხნა. ცალი ხე-
ლით მეგობარს მხარზე დაეყრდნო. ორივეს თვალებში ცრემ-
ლი ედგა. ხმას არ იღებდნენ. თითქოს ერთმანეთის შეხება ძა-
ლას ჰმატებდათ. თითქოს მიხეილს უსიტყვო პანაშვიდს უხ-
დიდნენ.
იმ ღამეს სეიდს გვიანობამდე არ დაეძინა. გადაწყვიტა, რომ
დილით, ჯელილი გაიღვიძებდა თუ არა, შემდგომი მოქმედე-
ბის გეგმა დაესახათ. ჯერ ვერ მოეფიქრებინა, თავის გეგმებში
შურა როგორ ჩაერთო, მაგრამ მაინც იმის იმედით ჩაეძინა,
რომ ერთ მშვენიერ დღეს მას შეხვდებოდა. ამასობაში, რუსე-
თის ისტორია იცვლებოდა. მეფე ნიკოლოზი და მისი ოჯახის
წევრები დააპატიმრეს.
14 მარტს საბჭოების გამოცემული პირველი ბრძანების თა-
მახმად, პეტროგრადის ყველა სამხედრო დანაყოფიდან თითო
წარმომადგენელი თავრიდის სასახლეში უნდა გაგზავნილი-
ყო. იმავე ბრძანებაში არმიის ხელმძღვანელობაში შესატანი
ცვლილებები განიხილებოდა. პოსტზე ყოფნის გარდა, სამხედ-
რო სალამი და წოდებები უქმდებოდა. ასევე, აიკრძალა მი-
მართვები „აღმატებულება”, „ბატონი”. ოფიცრები ჯარისკა-
ცებს მხოლობითი რიცხვის მეორე პირის ფორმით ვეღარ მი-
მართავდნენ. ბრძანების გაცემა საბჭოს მიერ არჩეულ კომი-
ტეტს შეეძლო. ოფიცრებს მხოლოდ ამ ბრძანებების შესრულე-
ბაში შუამავლობა ევალებოდათ.

222 მკითხველთა ლიგა


საბჭო ამ წესების შემოღებით ჯარისკაცებს განსაკუთრებულ
სოციალურ უფლებებს ანიჭებდა, რითიც არმიის მხრიდან რე-
ვოლუციის საქმისათვის წინააღმდეგობის აღკვეთას ცდილობ-
და.
სეიდმა და ჯელილმა, რომლებიც მეგობრებს ჩუმ-ჩუმად
ხვდებოდნენ, იცოდნენ, რომ არაფრის შანსი აღარ ჰქონდათ.
სასწრაფოდ უნდა აერჩიათ, ვის მხარეს დამდგარიყვნენ. ხან-
გრძლივი ბჭობის შემდეგ ყირიმში დაბრუნება გადაწყვიტეს.
თავიანთ გეგმებს ამ ეტაპზე არავის არ უმხელდნენ.
აპრილის ერთ გრილ დილას სეიდი და ჯელილი აქთემის ეტ-
ლით მოისეევებთან გამოსამშვიდობებლად გაემგზავრნენ. სა-
მოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. ილონა ვეტროვნა პროდუქტე-
ბის საყიდლად ბაზარში წასულიყო. ტატიანაც საყიდლებზე წა-
სავლელად ეტლს ელოდებოდა. ცხენების ფლოქვის ხმაზე
ფანჯრიდან გაიხედა. ეტლიდან გადმოსული ახალგაზრდა
უმალ იცნო – პეტრე ბორინსკი. ცნობისმოყვარეობით შეპ-
ყრობილმა ტატიანამ კარი მაშინვე გაუღო. ბავშვობის მეგო-
ბარს გულითადად მიესალმა და შინ შეიპატიჟა. პეტრე გაღი-
ზიანებასა და დაძაბულობას ვერ მალავდა.
– ხომ მშვიდობაა, პეტრე, ძვირფასო? აქეთ რომელმა ქარმა
გადმოგაგდო?
– ძალიან მომენტრე, მშვენიერო ტატიანა, – თავხედურად
გაუღიმა პეტრემ. შემდეგ ქალს მიუახლოვდა და მბრძანებლუ-
რი ტონით დაამატა, – საჩქაროდ მოემზადე, ტატიანა. მივდი-
ვართ.
– რაო? – გაიკვირვა ქალმა და სავრძელზე ჩამოჯდა, – სად
მივდივართ? არაფერი მესმის.
– შენთვის ასე აჯობებს, ტატიანა ჩუპილკინა, – მიუგო პეტ-
რემ და გვერდით მიუჯდა. მიხვდა, რომ ქალი შეაშინა, ამიტომ
ტონი ოდნავ შეარბილა, – აქაურობას უნდა გაეცალო. პეტ-
როგრადში ცუდი ამბებია მოსალოდნელი. დამიჯერე. დღეს
თავისუფალი დღე მაქვს. შენს წასაყვანად მოვედი.
– რას ამბობ, პეტრე? – კიდევ უფრო გაოცდა ტატიანა, – სად
უნდა წამოგყვე? მე აქ ვცხოვრობ. აქ ვმუშაობ.

223 მკითხველთა ლიგა


პეტრე, რომელიც მიხვდა, რომ ზედმეტი ახსნა-განმარტებე-
ბის გარეშე ქალს ვერ დაითანხმებდა, კიდევ უფრო გაღიზიან-
და. ქალს მხრებში ხელი წაავლო.
– მისმინე, რადგან გეუბნები, რომ შენი აქ დარჩენა საშიშია-
მეთქი, ე.ი. ასეა. დამიჯერე. მალე აქ აღარ დაგედგომებათ.
ტატიანამ პეტრესგან თავი გაითავისუფლა და ფართოდ
დაჭყეტილი თვალებით მიაშტერდა.
– ჩვენ... ვინა ვართ? შენ ვისთან ერთად ხარ?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს! მაგრამ თუ ძალიან გაინტერე-
სებს, საყვარელო ტატიანა, გეტყვი... – პეტრემ ხელები ჯიბეში
ჩაიწყო და ოთახში ბოლთას მოჰყვა. ტონი იმ მასწავლებელს
მიუგავდა, ზარმაც მოსწავლეებს განვლილ მასალას რომ
ამეორებინებს, – თქვენ, მშვენიერო ტატიანა, ფულის, მიწე-
ბის, ვენახების მეპატრონეები ხართ. – დამცინავი ხმა ჰქონდა,
– არისტოკრატია, რომელიც გაჰყვირის, მეფეს გაუმარჯოსო.
თქვენ აქამდე რუსეთის ბატონ-პატრონები ბრძანდებოდით.
ახალგაზრდა ქალი გაოცებული შესცქეროდა ბავშვობის მე-
გობარს, რომელსაც მთელი ცხოვრება ფუფუნებაში გაეტარე-
ბინა და ფულის ხარჯვისა და ქალების მონადირების მეტი არა-
ფერი ეხერხებოდა. მისი სიტყვები უხეირო ხუმრობას ჰგავდა.
– ზემოთ ჩამოთვლილი არც შენთვის ყოფილა უცხო, თუ
ვცდები?
– ეგ სხვა საქმეა. ჩემთვის მნიშვნელობა აღარა აქვს, აქამ-
დე როგორ ვცხოვრობდი, ვინ ვიყავი. რუსეთში ახალი ეპოქა
იწყება, ძვირფასო. სრულიად ახალი ეპოქა, – ლაპარაკისას
ისე ღელავდა, როგორც სარდალი დიდი გამარჯვების წინ, –
მეც გადავწყვიტე, ამ ახალი ეპოქის ნაწილი გავხდე. წარსულს
მნიშვნელობა აღარა აქვს. მათ დიდი სამსახური გავუწიე. ამი-
ტომ არა მგონია, ჩემს ცხოვრებაში რამე საგრძნობლად შეიც-
ვალოს.
ტატიანა მის წინაშე მდგომ ამპარტავან, თავხედ ადამიანს
ვერ ცნობდა. ეს ის ახალგაზრდა ვერ იქნებოდა, რომელთან
ერთადაც ბავშვობაში გუვერნანტ ქალებს პიკნიკებზე დაჰყავ-
დათ, რომელთანაც პირველი ცეკვა იცეკვა. განრისხებული
ტატიანა ფეხზე წამოდგა.

224 მკითხველთა ლიგა


– ამის შესანარჩუნებლად რა გაუკეთე?
პეტრეს მისი აღშფოთებისათვის ყურადღება არ მიუქცევია.
ბუხრის მარმარილოს თავს ჩამოეყრდნო და ფეხები ერთმა-
ნეთს გადააჯვარედინა. სახეზე გულგრილი გამომეტყველება
გამოესახა.
– შენთვის ამის ახსნა უაზრობაა. არ მინდა, ლამაზი თავი გა-
უგებარი რაღაცებით გამოგიტენო, საყვარელო ტატია. მენდე
და წამომყევი, მეტი არაფერი. უფრო სწორად, მინდა ჩემთან
ერთად იცხოვრო.
ნელი ნაბიჯით ქალს მიუახლოვდა, რომელიც ფართოდ გა-
ხელილი თვალებით ზიზღით შეჰყურებდა. როცა მიხვდა, რომ
შეშინებული ტატიანა საცაა, გაიქცეოდა, ისკუპა და მკლავებში
მოიქცია.
– რა გჭირს? ამდენი ხნის მეგობრისა გეშინია? კარგი რა, არ
გიხდება. ხომ იცი, რომ არაფერს დაგიშავებ. პირიქით, მინდა,
ჩემი მფარველობის ქვეშ იყო. აი, ნახავ, პრინცესასავით გაც-
ხოვრებ. თითსაც კი ვერავინ დაგაკარებს. სხვათა შორის, ამ-
დენს მამაჩემისთვისაც კი არ ვაკეთებ.
– ბიძია ანდრეიმ იცის, რასაც აკეთებ? – ჰკითხა ტატიანამ,
რომელსაც უცებ მოაგონდა მოხუცი. მის ხმაში სიბრალული
ისმოდა.
– კარგი, რა, ტატია! რამე რომ დაემართოს, ხომ მე დამაბ-
რალებს.
ტატიანა დაუფარავი სიძულვილით შესცქეროდა მტერს,
რომელიც მეგობარი ეგონა და მისი ხელებიდან თავის დახ-
სნას ცდილობდა.
– შენ ცხოველი ხარ, პეტრე ბორინსკი! ღმერთო ჩემო! რა
მოგივიდა? ასე რამ შეგცვალა? ბორინსკი რომ ხარ, ასე იმი-
ტომ არ ცხოვრობდი?! მამაშენის ქონება რომ არა, მათხოვარი
იქნებოდი! მოღალატე ხარ! ნაძირალა! გამყიდველი!
პეტრე ტატიანას ისევ მხრებში სწვდა და გასაჩუმებლად შე-
აჯანჯღარა. სუსტმა ტატიანამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და
სავარძელზე დაემხო. სანამ ფეხზე წამოდგომას მოასწრებდა,
პეტრე მთელი სიმძიმით ზედ დააწვა. ქალმა ძალა მოიკრიბა,

225 მკითხველთა ლიგა


მაგრამ მისი მოგერიება ვერ შეძლო. პეტრე მის ტუჩებს დაეწა-
ფა და ლოშნა დაუწყო.
– ეს უნდა გცოდნოდა, მშვენიერო ტატიანა. ამდენი წლის
განმავლობაში უნდა მიხვედრილიყავი. ყოველთვის მიყვარ-
დი, ყოველთვის მინდოდი. ზედაც არ მიყურებდი, მაგრამ მოთ-
მინებით გელოდი. გაჭირვებაშიც მე აღმოვჩნდი შენ გვერდით.
– ვინ გითხრა, რომ რამეში მჭირდები?! – უყვირა ბრაზის,
შიშისა და სასოწარკვეთისგან აჭარხლებულმა ტატიანამ, –
პეტრე, ახლავე გაეთრიე აქედან, თუ გინდა, რომ ყველაფერი
დავივიწყო!
მაგრამ პეტრე თავისას არ იშლიდა. ქალს ნაზი მაჯები და-
უკოცნა და ალერსიანი, შემპარავი ხმით მიმართა:
– ყველაზე ცუდი ის არის, ჩემო საყვარელო, რომ თავადაც
არ იცი, მე როგორ გჭირდები. ამიტომ აჯობებს, მენდო და და-
მიჯერო. თორემ ის ყირიმელი ლეიტენანტიც ვეღარ გიშველის.
თუ ახლა მეორესთან ერთად ხარ? ჰო, რა თქმა უნდა, აბა, მის
სახლში რატომ იცხოვრებდი? რამდენი ხანია, გითვალთვა-
ლებ. ვიცოდი, რომ აქ დამხვდებოდი. თუმცა ის საიდან უნდა
მცოდნოდა, შენს ცხოვრებაში რომელი ვაჟბატონია?
ტატიანამ წაუყრუა. მიხვდა, რომ პეტრე ძალიან საშიში იყო.
პეტრემ კი, რომელმაც მისი სიჩუმე თავისებურად ახსნა, გა-
დაიხარხარა და განაგრძო:
– ე.ი. მასთან ერთად ხარ! პატარა ჩერჩეტო! მაგათი საქმე
წასულია! აღარც მეფე დარჩა და აღარც მისი გვარდია, არ გეს-
მის?! როგორც კი გამოჩნდებიან, დამთავრებულია! ყველანი
სიაში არიან.
ტატიანამ სახეში მუშტები დაუშინა და ყვირილი მორთო. მი-
შას სიკვდილმა და იმაზე ფიქრმა, რომ მისი საყვარელი ადა-
მიანიც შესაძლოა, ამ საშინელი ხალხის ხელში აღმოჩენილი-
ყო, თავზარი დასცა.
პეტრე ცდილობდა, კოცნით გაეჩუმებინა; თან კაბას მაღლა
უწევდა. ტატიანა ღმერთს ევედრებოდა, რომ სეიდი ან მადამ
ვეტროვნა დროზე დაბრუნებულიყვნენ. უეცრად სავარძლის
მახლობლად, დაბალ მაგიდაზე ლარნაკი დაინახა, ხელი სტა-
ცა და პეტრეს თავში დაუშვა. ლარნაკი მძიმე იყო. კისერსა და

226 მკითხველთა ლიგა


მხარს შორის მოხვდა, მაგრამ მოულოდნელმა დარტყმამ და
პეტრეს წამიერმა დაბნეულობამ ტატიანას წამოხტომის საშუა-
ლება მისცა. ქალმა თავი საძინებელს შეაფარა. თმა – გაჩეჩი-
ლი, ტუჩები – დასიებული, მკერდი და კისერი პეტრეს თითე-
ბისგან დაწითლებული ჰქონდა. ტკივილისგან გამწარებული
პეტრე გამხეცებული უკან დაედევნა. სასოწარკვეთილმა ტა-
ტიანამ საწერი მაგიდის უჯრიდან პატარა რევოლვერი ამოიღო
და მტრის მოლოდინში ზურგით კარადას მიეყრდნო. ოთახში
შემოსული პეტრე ცალი ხელით კისერს ისრესდა. გამომეტყვე-
ლებაში სიყვარულის ნატამალი აღარ შერჩენოდა. ცისფერი
თვალები ყინულის ნატეხებს მიუგავდა. ტატიანა მიხვდა, რომ
მის ჭეშმარიტ სახეს პირველად ხედავდა. ეს ის პეტრე არ იყო,
რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა.
მშვიდი და თავდაჯერებული ტონით მიმართა:
– აქაურობას ახლავე გაეცალე. დანაშაულს ნუ ჩამადენი-
ნებ. გეფიცები, პეტრე, ერთ ნაბიჯსაც თუ გადმოდგამ, გესვრი.
ჩვენი ბავშვობის ხათრით, ამას ნუ გამაკეთებინებ.
პეტრე მიხვდა, რომ ბრძოლა წააგო. ხელები გაშალა და ტა-
ტიანას დამცინავი მზერა ესროლა.
– კეთილი, როგორც გინდა, მაგრამ განანებ. შენს კურტ სე-
იდს მალე მგლები წაიყვანენ. რა თქმა უნდა, მანამდე თავს თუ
არ უშველა და არ გაიქცა. შენ რა გელის, არ ვიცი. ადრე თუ
გვიან, მარტო დარჩები. ოდესმე თუ შემხვდები, გეფიცები, ზე-
დაც არ შემოგხედავ, ტატიანა ჩუპილკინა. – კარისკენ გაემარ-
თა, უცებ რაღაც გაახსენდა, შედგა და მობრუნდა, – ჰო, მარ-
თლა, შენს ყირიმელ უფლისწულს გადაეცი, ეს ამბავი პეტროგ-
რადში არ დამთავრდება-თქო. იალტის გზა კარგად ვიცი.
ისევ დამცინავად შეხედა და გავიდა. კარი რომ გაიჯახუნა,
ტატიანამ რევოლვერი დადო და სკამზე ჩაიკეცა. გონს მოსას-
ვლელად კარგა ხანი დასჭირდა. ვერ გადაეწყვიტა, სეიდისა და
ჯელილისათვის როგორ ეთქვა. დარწმუნებული იყო, რომ ჯე-
ლილსა და სეიდს აქაურობა უნდა დაეტოვებინათ. მაგრამ რო-
გორ მოეყოლა? თვითონ რა უნდა ექნა? გადაწყვიტა, საყიდ-
ლებზე აღარ წასულიყო და ახალგაზრდებს დალოდებოდა.

227 მკითხველთა ლიგა


დრო საშინლად იწელებოდა. ყურში პეტრეს სიტყვები ჩაესმო-
და:
– ადრე თუ გვიან, მარტო დარჩები... ადრე თუ გვიან მარტო
დარჩები...
არა, ჯელილის დაკარგვას ვერ შეეგუებოდა. რაც უნდა მომ-
ხდარიყო, მას არ მიატოვებდა; ან მასთან ერთად წავიდოდა,
ან მასთან ერთად აქ დარჩებოდა. მის გარეშე ვერ იცოცხლებ-
და. ჯელილი მისი ბედისწერა იყო და ის ამ ბედისწერას შეჰგუე-
ბოდა.

პეტროგრადთან დამშვიდობება

1917 წლის 16 მარტს, როცა შვეიცარიიდან პეტროგრადში


ვლადიმერ ილიჩ ულიანოვ-ლენინის ჯავშანმატარებლი შემო-
დიოდა, იმავე სადგურიდან სტვენითა და თუხთუხით მეორე მა-
ტარებელი სამხრეთისკენ დაიძრა.
გერმანელების მიერ მისთვის შეთავაზებული პირობების
გამო ლენინი სამშობლოში ბედნიერი და აღელვებული ბრუნ-
დებოდა. გარემო, რომელსაც 1905 წლიდან მოყოლებული
ელოდებოდა, ბოლოს და ბოლოს მომწიფებულიყო. რუსეთი
მზად იყო, მის საოცნებო ქვეყნად ქცეულიყო. ზოგი იმ მგზავ-
რისათვის კი, რომლებიც ოდესისკენ მიმავალ მატარებელში
ისხდნენ, რუსეთი დაღუპვისკენ მიექანებოდა.
სეიდს, ჯელილსა და ტატიანას კუპეში თავი ისე ეჭირათ,
თითქოს ერთმანეთს არ იცნობნდნენ. ცდილობდნენ, ყირიმში
ჩასვლამდე ყურადღება არ მიეპყროთ. მხოლოდ თითო ჩემო-
დანი ჰქონდათ. სახლი პეტროგრადში ილონა ვეტროვნასა და
აქთემს ჩააბარეს. სეიდს ცარსკოე სელოში გავლაც უნდოდა,
მაგრამ ჯელილმა ჩათვალა, რომ ეს საშიში იქნებოდა და გა-
დააფიქრებინა. სეიდმა განიასა და თამარა კარლოვიჩს ბარა-
თი მისწერა და სთხოვა, სახლისათვის მიეხედათ.

228 მკითხველთა ლიგა


სამივენი ჩაფიქრებულები დუმდნენ. სადგურებზე შესამოწ-
მებლად რევოლუციური კომიტეტების წევრები ამოდიოდნენ,
რის გამოც ყოველ ჯერზე შიშისგან გული უსკდებოდათ. ტატია-
ნას სახეზე ეწერა, რომ ერთი სული ჰქონდა, ეს სახიფათო მოგ-
ზაურობა დამთავრებულიყო. ერთ პატარა სადგურში, სადაც
შემხვედრ მატარებელს ელოდნენ, ბაქნის მეორე მხარეს სამი
რევოლუციონერის ხელში ჩავარდნილი საბრალო კაცი და-
ინახეს. მთლიანად სისხლში ამოსვრილი ფეხზე ძლივს იდგა.
თავმოყვარეობადაკარგული ცხარე ცრემლით ტოროდა. რევ-
კომისთვის სიმინდის ფქვილი დაუმალავს და ამის გამო და-
აპატიმრეს. ცხვირს ჭუჭყიანი, დაძონძილი ქურთუკის სახელო-
თი იწმენდდა და მუხლმოდრეკილი ემუდარებოდა:
– მხოლოდ ორი ტომარა დავმალე... ისიც ხომ წაიღეთ, გა-
მიშვით, რა იქნება... ერთი ღარიბი გლეხი ვარ... გთხოვთ...
ერთ-ერთმა რევკომელმა წვერ-ულვაშზე ხელი დაისვა, შემ-
დეგ ხელის გულზე დაიფურთხა, თოფი მოიმარჯვა, კონდახი
მიწაზე გართხმულ გლეხს თავში ჩასცხო და ბინძურ გინებას
მოჰყვა:
– ხმა ჩაიწყვიტე, ბოზისშვილო, გეყო ამდენი წუწუნი! მოკე-
ტე!
გლეხი უხმოდ პირქვე დაემხო. ტატიანას ასეთი გინება
ცხოვრებაში პირველად ესმოდა. სირცხვილისგან გაწითლდა.
აქვითინებული წამოხტა და ფანჯარას ეცა, მაგრამ ჯელილმა
მაშინვე ადგილზე დააბრუნა, გულში ჩაიკრა და მის დამშვიდე-
ბას ეცადა. ამასობაში შემხვედრმა მატარებელმაც ჩამოიარა.
სასტვენის ხმა გაისმა, მათი ლოკომოტივი დაიძრა და გაუბე-
დურებული, ღატაკი პატარა სოფელი ორთქლსა და თუხთუხში
გაუჩინარდა.
რაც უფრო სამხრეთისკენ მიიწევდნენ, უსიამოვნო შემთხვე-
ვები თანდათან ავიწყდებოდათ. გადამწვარი, მიწასთან გას-
წორებული, გაძარცული სოფლები და გადათელილი ყანები
თითქოს სულ სხვა სამყაროს უთმობდა ადგილს. ჯერ ერთი,
გაცილებით უფრო თბილოდა. ღია ფანჯრიდან კუპეში ტყეები-
სა და ყანების სურნელი და თბილი სიო შემოდიოდა. გუნება
ოდნავ გამოუკეთდათ. ტატიანამ მისთვის უცხო მიწის არომატი

229 მკითხველთა ლიგა


ღრმად ჩაისუნთქა და ჯელილს ხელზე ხელი მოუჭირა. ჩუმი
ღიმილით სიყვარულით აღსავსე მზერა ესროლა. სახეზე ეწე-
რა, რომ მასთან ყოფნით ძალიან ბედნიერი იყო. ჯელილმა პა-
სუხად თმაზე ნაზად აკოცა. ტატიანამ თავი მხარზე დაადო და
ნახევრად მოჭუტული თვალებით მწვანე ბორცვებისა და ყვი-
თელი ყანების თვალიერებას შეუდგა. ასე ეგონა, ჯოჯოხეთი-
დან სამოთხეში გარბოდნენ.
მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. მატარე-
ბელმა მოულოდნელად დაამუხრუჭა. ყველანი ფანჯრებს ეც-
ნენ.
– ესღა გვაკლდა! ალაჰმა დასწყევლოს!
მატარებელი წითელ სამკლავურიანებს გაეჩერებინათ, რაც
იმას ნიშნავდა, რომ ბოლშევიკების კორდონს მიადგნენ. უნდა
გაქცეულიყვნენ.
– ჯელილ, მატარებლიდან სასწრაფოდ უნდა ჩავიდეთ.
– აქ? – იკითხა თვალებგაფართოებულმა ტატიანამ, – ამ
უდაბური ადგილიდან გზას როგორ გავიკვლევთ, სეიდ?
ჯელილმა საჩვენებელი თითი პირთან მიიტანა და ტატიანას
ანიშნა, დამშვიდდიო. შემდეგ ყურში უჩურჩულა:
– სხვა გზა არა გვაქვს, ტატია. ესენი მთელ მატარებელს
გაჩხრეკენ. უნდა ჩავიდეთ.
– მარტო ვერ გაგიშვებთ. მეც წამოგყვებით.
ჯელილსა და სეიდს ტატიანასთან საკამათოდ არ ეცალათ.
ჩემოდნებს ხელი დაავლეს და ერთიმეორის მიყოლებით ბო-
ლო ვაგონისაკენ დაიძრნენ. ცდილობდნენ, სიმშვიდე შეენარ-
ჩუნებინათ, თუმცა იმ წამს მათი დარდი არავის ჰქონდა. ყვე-
ლანი ჯარისკაცებს მისჩერებოდნენ, რომლებიც ვაგონებს შო-
რის გინებ-გინებით ბრძანებებს იძლეოდნენ. არავინ იცოდა,
ვის, ან რას ეძებდნენ. ხალხს დანაშაულის გრძნობა ეუფლე-
ბოდა. მათ ხელში ნებისმიერი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო.
თუმცა ჯარისკაცებისათვის მისაცემი არავის აღარაფერი შერ-
ჩენოდა იმ ფუთების გარდა, ხელში რომ ეჭირათ. მათ ქვეყანა-
ში აღარც საქონელი იყო, აღარც ხორბალი, მაგრამ მაინც ეში-

230 მკითხველთა ლიგა


ნოდათ. ძებნილის მსგავსი სახელი, თანასოფლელობა, თუნ-
დაც ის, რომ უბრალოდ თვალში არ მოუვიდოდათ, სასჯელის
მისაღებად საკმარისი მიზეზი იყო.
მგზავრებში დაბუდებული შიში სეიდისა და მისი მეგობრე-
ბისათვის მომგებიანი აღმოჩნდა. ერთხანს ბოლო ვაგონის
ტამბურში ჩამუხლულები იცდიდნენ. როგორც ჩანს, სამხედ-
როები მატარებელში ჩასხდნენ. ისევ სასტვენის ხმა გაისმა და
ათუხთუხებული მატარებელი ნელ-ნელა დაიძრა. სეიდმა, ჯე-
ლილმა და ტატიანამ ჯერ ჩემოდნები მოისროლეს, შემდეგ ჯე-
ლილმა ისკუპა და მატარებელს დაედევნა. ტატიანა რომ გად-
მოხტებოდა, ხელის შეშველება უნდოდა. ტატიანაზე უჩვეულო
თავგადასავალმა გამამხნევებლად იმოქმედა. ესმოდა, რომ
შიში ხეირს არ დააყრიდა. კაბის კალთები აიწია და მატარებ-
ლიდან ჩახტა. ის იყო, მუხლებზე უნდა დაცემულიყო, რომ ჯე-
ლილმა ხელი სტაცა. ორივენი რელსებზე გაიშხლართნენ. ამა-
სობაში, ხრეშზე სეიდიც გადმოხტა. მატარებელმა თუხთუხ-
თუხთუხით სიჩქარეს უმატა. იმაში დარწმუნებულმა ახალგაზ-
რდებმა, რომ აღარავინ დაინახავდა, ჩემოდნებს ხელი დაავ-
ლეს. ირგვლივ ჰორიზონტამდე პურის ყანები გადაჭიმულიყო.
– ვინმე აზრზეა, სად ვიმყოფებით? – იკითხა ტატიანამ.
– არა, მაგრამ ლიანდაგს თუ გავყვებით, შემდეგ სადგურამ-
დე მივალთ და გავიგებთ.
– არა მგონია, კარგი აზრი იყოს, ჯელილ. ყაჩაღები, რომ-
ლებმაც მატარებელი წეღან გააჩერეს, სავარაუდოდ, ლიან-
დაგსაც აკონტროლებენ.
– მართალი ხარ.
თავი ყანას შეაფარეს, მაგრამ ცდილობდნენ, ლიანდაგის
გასწვრივ ევლოთ. სამწუხაროდ, გარკვეული ხნის შემდეგ ლი-
ანდაგმა მოშიშვლებულ ადგილას გაუხვია და გამოუვალ
მდგომარეობაში აღმოჩნდნენ; იძულებულნი გახდნენ, ტყის-
კენ გადაეხვიათ.
საღამოს პირს სასოწარკვეთა დაეუფლათ, რადგან მთელი
დღის განმავლობაში პატარა ქოხიც კი არ შეხვედრიათ. სწო-
რედ ამ დროს გახარებულებმა დაინახეს, რომ ტყიდან ურემი

231 მკითხველთა ლიგა


გამოვიდა. ბილიკზე გავიდნენ და ხელი დაუქნიეს. შეშინებულ-
მა გლეხმა ცხენები შეაჩერა და უხმოდ მიაჩერდა. ქალაქურ
ჩაცმულობაზე ეტყობოდათ, რომ ადგილობრივები არ უნდა
ყოფილიყვნენ. ოდნავ დამშვიდდა, თუმცა დღევანდელ დღეს
ყველაფერი მოსალოდნელი იყო.
– აქ სადმე შეგვიძლია, ღამე გავათიოთ?
– ცოტა მოშორებით ჩემი სოფელია, ბატონო. ღამის გასა-
თევს თუ ეძებთ, მე გიმასპინძლებთ, – ყოყმანი რომ შეატყო,
დაამატა, – ნუ გეშინიათ, საიმედოდ იქნებით. მენდეთ.
სხვა გამოსავალი მაინც არ ჰქონდათ. შეშით დატვირთულ
ურემზე შემოსხდნენ. სოფლამდე, რომელიც „ცოტა მოშორე-
ბით” იყო, ერთ საათი იარეს, თუმცა სიბნელე უფრო აწყობდათ
კიდეც. გზაში კრინტი არ დაუძრავთ. მეეტლეც ჩუმად იყო,
თითქოს ურემზე სამი მგზავრი არ ეჯდა.
სოფელი შუა ტყეში მიმოფანტული თვრამეტი სახლისგან
შედგებოდა. ბოლოს, ტანმაღალ ხეებში ჩამალულ სახლთან
შეჩერდნენ. გლეხმა ცხენები ხეს გამოაბა და ხმა პირველად
ამოიღო:
– ნუ შეგეშინდებათ, ჩემო ბატონო, აქ არავინ შეგაწუხებთ.
გასამასპინძლებელი ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ მშვიდად
მაინც იქნებით.
სტუმრები მასპინძელს უკან მიჰყვნენ. ოთახის ერთ კედელს
მთლიანად ღუმელი ფარავდა, რომელიც ოთახის ცენტრამდე
აღწევდა. ზედ დაფენილი ლეიბით ცხადი ხდებოდა, რომ საწო-
ლადაც გამოიყენებოდა. ოთახის მთელ მოკაზმულობას ერთი
დამტვრეული სკამი და კედლებზე ჩამოკიდებული რამდენიმე
ქვაბი შეადგენდა. ტატიანას ასეთი სიღარიბე აქამდე არ ენახა.
ირგვლივ მიმოიხედეს. გლეხმა ღუმელი დაანთო და ზედ ქვა-
ბით წყალი შემოდგა.
– ნუ მიწყენთ, ჩემო ბატონო, – უთხრა მორცხვად, – დაჯდო-
მასაც ვერ გთავაზობთ, თუმცა... ლეიბი ძირს რომ დავაფინო,
ცოტას მაინც მოისვენებთ.
– ისედაც ძალიან დაგვეხმარე, – დაამშვიდა სეიდმა და
მხარზე ხელი დაჰკრა, – ნუ დარდობ... რა გქვია?
– სტეპანი, ჩემო ბატონო, სტეპან მილოვიჩი.

232 მკითხველთა ლიგა


– სტეპან, იქნებ გვითხრა, სად ვიმყოფებით?
– არა მგონია, აქაურობა რუკაზე იყოს მონიშნული, – მიუგო
ღიმილით, – წლებია, აქ უცხოს ფეხი არ დაუდგამს. მაგრამ თუ
მაინცადამინც გაინტერესებთ, რიაზანთან ახლოს ხართ.
– რამდენად ახლოს?
– ურმით ერთი დღის სავალზეა. – მიუხედავად იმისა, რომ
სახლის კარი გაუღო, არ იცოდა, სტუმრები რამდენად ენდო-
ბოდნენ, მაგრამ მაინც ჰკითხა: – თქვენ საით გაგიწევიათ?
სეიდმა და ჯელილმა ერთმანეთს გადახედეს. გლეხის პა-
სუხმა საგონებელში ჩააგდო, რადგან თუ მართალს ამბობდა,
მიზნისგან საკმაოდ შორს იყვნენ.
– რატომ კითხულობ, სტეპან? – დაინტერესდა სეიდი
ფრთხილად.
კაცმა ისევ მორცხვად დახარა თავი. წვერი მოისრისა. ამ
მოძრაობას თითქოს მაშინ მიმართავდა, როცა ყოყმანობდა
ხოლმე.
– სამხრეთისკენ თუ მიდიხართ, შემიძლია, დაგეხმაროთ.
– საით?
სტეპანმა წამით ისევ ყოყმანი დაიწყო. ვერ გადაეწყვიტა, სი-
მართლე ეთქვა თუ არა. შემდეგ სტუმრების ცნობისმოყვარე
სახეებს შეხედა. აშკარა იყო, რომ არისტოკრატები იყვნენ და
ვიღაცას ემალებოდნენ. საშიშები არ უნდა ყოფილიყვნენ.
– შემიძლია გენდოთ, ჩემო ბატონო?
– რა თქმა უნდა, სტეპან, – უთხრა სეიდმა, – შენ არაფერს
დაგიშავებთ. ჩვენც მგზავრები ვართ, რომელთაც იძულებით
მხარი ექცათ. იქნებ ერთმანეთს რამეში გამოვადგეთ.
– რამდენიმე დღეში აქედან უნდა ავიბარგოთ, ჩემო ბატო-
ნო. მეგობრებთან ერთად როსტოვში მივდივართ.
კაცის ახსნა-განმარტებას რომ ისმენდა, სეიდი უცებ მიხვდა
იმას, რაც მანამდე გამოეპარა. მათი მასპინძელი გლეხი ვერ
იქნებოდა. ხშირი წვერ-ულვაშით სახის დამალვას ცდილობ-
და. არც ხელები მიუგავდა გლეხისას. მიუხედავად იმისა, რომ
ძალიან გაცვეთილი ტანისამოსი ეცვა, სეიდმა ოფიცრის ფორ-
მა ამოიცნო. გლეხისათვის დამახასიათებელი მორიდება და

233 მკითხველთა ლიგა


თავმდაბლობა კარგად გამოსდიოდა, მაგრამ სეიდს ეჭვი არ
ეპარებოდა, რომ კაცი თავს იკატუნებდა.
– სადაური ხარ, სტეპან? – ჰკითხა ღიმილით.
– შეპუტკოვკიდან ვარ, ჩემო ბატონო.
– დანარჩნებიც შენსავით არიან? – სტეპანმა წვერი მოის-
რისა და გაოცებულმა შეხედა. სეიდმა გადაწყვიტა, დაეზუსტე-
ბინა, რას გულისხმობდა, – დანარჩენებიც შენსავით ფრონტი-
დან დაბრუდნენ?
სეიდის შეკითხვამ ტატიანა და ჯელილიც არანაკლებ დააბ-
ნია. ახალგაზრდა გლეხმა ღუმელთან დაწყობილი შეშის გრო-
ვასთან ჩაიმუხლა.
– როგორ მიხვდით? – იკითხა სუფთა პეტროგრადული რუ-
სულით.
– ჯერ ერთი, მიმართვით, რომელიც უეჭველია, ჯარისდრო-
ინდელი ჩვევაა, – გაეცინა სეიდს, შემდეგ დამტვრეული სკამი
მასპინძელს წინ დაუდგა და დაჯდა, – დიახ, სტეპან... თუ ამ
წვერისა არ იყოს, ეს სახლიც ტყუილია?
– არა, ნამდვილად სტეპანი მქვია.
– ფრონტზე რომელ ნაწილში იყავი, სტეპან?
– პრუსიის ფრონტზე არტილერისტი.
უცებ გაჩუმდა. მეტის თქმა აღარ უნდოდა. ყველაფერი გა-
ირკვა, მაგრამ სტუმრებს მაინც არ იცნობდა. სეიდი მიხვდა,
რომ სტეპანი ღელავდა.
– თამამად შეგიძლია ილაპარაკო, სტეპან. ჩვენი ნუ გერი-
დება. ჩვენც იქიდან მოვდივართ. დარწმუნებული ვარ, შენთან
ბევრი საერთო გვაქვს. მშვიდად იყავი.
– მაპატიეთ, ჩემო ბატონო. აღარ ვიცი, ვის ვენდო. ფრონტზე
საკუთარი ჯარისკაცების ღალატის მოწმე გავხდი. ერთ პორუ-
ჩიკი და ოთხი ლეიტენანტი გამოვიქეცით. დანარჩენები ნაკუწ-
ნაკუწ აქციეს. მტერს რომ არ უქნია, ისეთი რამ ჩაიდინეს.
სტუმრებმა კარგად იცოდნენ, რომ სტეპანი არ ტყუოდა. სე-
იდი წამოდგა.
– რა წოდება გაქვს, სტეპან?
სტეპანი, ჩვეულების თანახმად, გაიჯგიმა, ქუსლები ერთმა-
ნეთს მიარტყა და უპატაკა:

234 მკითხველთა ლიგა


– ლეიტენანტი ვარ, ჩემო ბატონო.
– ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს, ლეიტენანტო სტეპან მილო-
ვიჩ.
ახალგაზრდებმა ერთმანეთს სამხედრო სალამი მისცეს. ყი-
ნული გალღვა. ახლა უკვე იმაში დარწმუნებულებმა, რომ ერთ
ბანაკში იყვნენ, მშვიდად განაგრძეს საუბარი.
– შეპტუკოვკელი რადგან ხარ, კაზაკი იქნები? – ჰკითხა სე-
იდმა.
სტეპანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– როსტოვში მოძრაობა იწყება?
– დიახ, ჩემო ბატონო. გენერალ ბოგაევსკის ძალებს უნდა
შევუერთდეთ. იმედი გვაქვს, ბოლშევიკებს მანამ შევაჩერებთ,
სანამ კავკასიამდე მიაღწევენ. იქნებ სამხრეთი ვიხსნათ.
– როსტოვში გროვდებით?
– არა, იქ ჩვენს მეგობრებს შევხვდებით და ეკატერინოდარ-
ში გადავინაცვლებთ. ერთი ნაწილი ნოვოროსიისკში დარჩე-
ბა. თქვენ საით მიემართებით?
– ჩვენ ოდესისკენ მივდიოდით, მაგრამ არ გამოგვივიდა.
ვეცდებით, აქედან იალტაში ჩაავაღწიოთ.
– მაშინ ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეთ. სადგურები და
მატარებლები სახიფათოა. მეტი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ
სამაგიეროდ, უფრო დაცულები ვიქნებით.
ეს მათ გეგმებს არ შეესაბამებოდა, მაგრამ სხვა თუ არაფე-
რი, იმედი მიეცათ, რომ მიზანს მიაღწევდნენ. ამიტომ დასთან-
ხმდნენ.
მეორე დილით რიაზანის ტყეების სიღრმიდან რამდენიმე
გლეხი მინგრეულ-მონგრეული ურმით სამხრეთისკენ, მდინა-
რე დონის სანაპიროსკენ დაიძრა.
საკმაოდ რთული მოგზაურობა ელოდათ. ბოლშევიკებს
ალაგ-ალაგ სამხრეთისკენაც გაეღწიათ. დღეების, ზოგჯერ კი
კვირების განმავლობაში ტყეებსა და ყანებში იმალებოდნენ.
კაზაკთა სტანიცებში საკვების მარაგის შესავსებად რიგრიგო-
ბით გამოდიოდნენ. თუმცა ძირითადად მშივრები იძინებდნენ.
ტატიანა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ერთადერთი ქალი

235 მკითხველთა ლიგა


იყო, არაფერს უჩიოდა. ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა-
ში ყველა სირთულეს მამაკაცებთან ერთად უმკლავდებოდა.
მარიამის თეატრის სცენასა და პეტროგრადის სალონებში გა-
ტარებულ ცხოვრებას ბოლო მოეღო.
როსტოვში დეკემბერში ჩავიდნენ. საკმაოდ სუსხიანი ზამ-
თარი იდგა. მართალია, ისე არ ყინავდა, როგორც პეტროგ-
რადში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გზას შუა ზაფ-
ხულში დაადგნენ, ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდათ, რომ მათი
მოგზაურობა წლებია, გრძელდებოდა.
როსტოვში ჩასვლისთანავე სტეპანი სეიდისა და მისი მე-
გობრების იალტაში გასამგზავრებელ სამზადისს შეუდგა. გა-
დაწყდა, რომ ქერჩის ნახევარკუნძულის გავლით წავიდოდ-
ნენ, რადგან ეს გზა უფრო შორი და უკაცრიელი იყო. თუმცა
ამასობაში, სეიდმა ყირიმში წასვლა გადაიფიქრა, მაგრამ არ
უნდოდა, ტატიანასა და ჯელილზე გავლენა მოეხდინა. როცა
მეგობრებს ამის შესახებ აცნობა, თვითონ უკვე მტკიცედ ჰქონ-
და გადაწყვეტილი. როსტოვის ერთ-ერთი ძველი სასტუმროს
ნომერში ბუხრის ირგვლივ ისხდნენ და მომავალ მოგზაურო-
ბაზე მსჯელობდნენ.
– ჯელილ, შენ და ტატია პირდაპირ იალტაში წადით. მამა-
ჩემთან გაჩერდებით. მე მოგვიანებით ჩამოვალ.
– რას გეგმავ, კურტ სეიდ?
– მისი დარდი არ მასვენებს. ხედავ, საიდან სად ამოვყავით
თავი? მასთან ძალიან ახლოს ვარ, უნდა ვნახო.
ჯელილმა მშვენივრად იცოდა, ვის გულისხმობდა სეიდი.
– სეიდ, შუაგულ ომსა და რევოლუციაში ვართ. ხომ არ გა-
გიჟებულხარ? თანაც აქედან კისლოვოდსკამდე რამდენი დღე
დაგჭირდება? რამდენი თვეა, გზაში ვართ? ეჭვი არ მეპარება,
იქამდე მგზავრობაც იგივე პირობებში მოგიხდება.
– ტყუილად თავს ნუ იღლი, ჯელილ. მტკიცედ გადავწყვიტე.
უსათუოდ ბედისწერაა, რომ გზა ასე გამიგრძელდა და აქ აღ-
მოვჩნდი. უნდა ვნახო.
– მაშ, ყველანი ერთად დავრჩებით, – მშვიდად მიუგო ჯე-
ლილმა, რომელმაც მეგობრის სიჯიუტე კარგად იცოდა, – ერ-
თად წავალთ.

236 მკითხველთა ლიგა


– არა, ჯელილ, შენ ტატიაზეც აგებს პასუხს! უფლება არა
გვაქვს, განსაცდელში ჩავაგდოთ.
– ჩემზე პასუხს არც ერთი არ აგებთ, სეიდ ემინოვ! – ტატია-
ნას ხმის გაგონებაზე ორივე მისკენ შებრუნდა. ახალგაზრდა
ქალი, დოინჯშემოყრილი, მათ უსმენდა, – რადგან აქ მოხვედ-
რას ბედისწერად აღიქვამ, ე.ი. ჩვენი ბედისწერაც ეს ყოფილა.
ჯელილს ვეთანხმები. ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ.
– კეთილი, – უთხრა სეიდმა და მეგობრებს მადლიერად გა-
უღიმა, – არა მგონია, თქვენ ორს გაგიმკლავდეთ. ერთად მივ-
დივართ.

კისლოვოდსკი - 1917 წლის დეკემბერი

30 დეკემბრის ღამეს, ახალი წლის დადგომამდე ერთი


დღით ადრე, იულიან ვერჟენსკის სახლი კისლოვოდსკში, წინა
წლებისაგან განსხვავებით, უჩვეულოდ იყო ჩაბნელებული.
მხოლოდ ზედა სართულის ორი ოთახიდან სუსტი შუქი გამო-
დიოდა.
შურა კარადებსა და საწოლზე გაშლილ ჩემოდნებს შორის
დაქროდა. ძიძისა და დედის დახმარებით ყველაზე აუცილე-
ბელ ნივთებს ჩემოდნებში ალაგებდა. ჩაფიქრებულმა ეკატე-
რინა ნიკოლაევნამ ჩემოდნებს გადახედა და ყველაზე დიდი
გვერდზე გასწია.
– ეს არ გვჭირდება. რაც უფრო მსუბუქად იმგზავრებ, უკე-
თესია, შუროჩკა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ორი ჩემოდანი და ერთი
სამგზავრო ჩანთა მზად იყო. შურა სიასამურის ქუდითა და
მუფტით ჩემოდნებზე იჯდა. ეტლის მოსვლისთანავე გამომშვი-
დობების სევდიანი ცერემონია დაიწყო. აცრემლებული შურა

237 მკითხველთა ლიგა


დედას ჩაეხუტა. ეკატერინა ნიკოლაევნაც გაჭირვებით იკავებ-
და ცრემლებს. უმცროსი ქალიშვილი ჩვილივით გულში ჩაიკ-
რა, ლოყები დაუკოცნა.
– ნუ ტირი, შუროჩკა, მალე ყველაფერი მოწესრიგდება და
სახლში დაბრუნდები. ახლა კი ბიძაშენთან უფრო უსაფრთხოდ
იქნები.
აქვითინებული შურა ვალენტინასა და ძიძასაც დაემშვიდო-
ბა. ბარგს ეტლში რომ აწყობდნენ, დედასა და დას კიდევ ერ-
თხელ გადაეხვია. შორიდან ზარბაზნების ხმა რომ მოისმა, შეკ-
რთნენ და ცას ახედეს. შეტაკებები სულ უფრო და უფრო ახ-
ლოვდებოდა. ზამთრის ლურჯი ცა განათდა.
ეკატერინა ნიკოლაევნამ ქალიშვილი ეტლამდე მიაცილა.
– მიდი, შვილო, დააჩქარე. მატარებელზე დაგაგვიანდება.
ცხენებმა რომ გააჭენეს, შურა უკან მობრუნდა და მამისეულ
სახლს მანამ უყურებდა, სანამ თვალს არ მოეფარა. სახლთან
ერთად უკან რჩებოდა მისი ოჯახი და ბედნიერი ბავშვობა, რაც
უკვე ენატრებოდა. მეეტლის რომ არ მორიდებოდა, აქვითინ-
დებოდა. პალტოს საყელო აიწია და ტუჩი მოიკვნიტა. თავს
ძლივს იკავებდა. მშობლიური სახლი თვალზე მომდგარ ცრემ-
ლში გაუჩინარდა.
კისლოვოდსკის წყნარი ქუჩების გავლით სადგურში რომ
მივიდნენ, შურა ხალხმრავლობამ გააოცა. როგორც ჩანს, კის-
ლოვოდსკიდან მხოლოდ ის არ მიემგზავრებოდა. ბაქანი სავ-
სე იყო უამრავი ხალხით, რომლებიც ძვირფასი ნივთებით სავ-
სე ჩემოდნებით იმედის მატარებელს ელოდნენ, ისინი მოახ-
ლოებული მტრისაგნ რომ უნდა ეხსნა. შურა ახლაღა მიხვდა,
რომ უსაფრთხო მშობლიურ სახლსა და დედის სიყვარულს
შორდებოდა. იმ ასეულობით, ათასობით შეშინებულ ადამიან-
თაგან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც თვითონაც არ იცოდნენ,
სად მიდოდნენ და რა ელოდათ. ამ ბრძოლაში ყველანი თანას-
წორნი იყვნენ. როგორც კი შორიდან მატარებლის ხმა მოისმა,
ბაქანზე მეორედ მოსვლა დაიწყო. ადამიანები ბავშვებს ექაჩე-
ბოდნენ, ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ, იდაყვებს ურტყამდნენ
და გზას ისე იკვლევდნენ. შურა ადგილზე გაქვავდა. ასეთი

238 მკითხველთა ლიგა


ბრძოლისათვის მზად არ იყო. ჩემოდნებს დასწვდა და მეეტ-
ლეს მიჰყვა. სადგურის თანამშრომლების თხოვნას, წესრიგი
დაეცვათ, ყურს არავინ უგდებდა. მატარებელი, რომელსაც
კისლოვოდსკიდან ლტოლვილები ნოვოროსიისკში უნდა წა-
ეყვანა, სინამდვილეში სატვირთო მატარებელი იყო და წინა
სადგურებიდან უკვე გადატენილი მოდიოდა.
როგორც იქნა, მეეტლისა და ერთი სუსტი აღნაგობის ახალ-
გაზრდის დახმარებით შურამ მატარებელში შეაღწია. ახლაღა
მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ამიერიდან იძულებით მოვლენა-
თა ჯაჭვად იქცეოდა. თითქოს თვითონ უძლური იყო. სასოწარ-
კვეთილი შეჰყურებდა ტომრების, ფუთების, თივისა და შეშის
გროვებზე ჩაპრესილი ადამიანების სახეებს. ძნელი დასაჯერე-
ბელი იყო, რომ ამ ადამიანებს სიცილი შეეძლოთ, ოდესღაც
მხიარულები და ბედნიერები იყვნენ. თითქოს ასეთი ნაღვლი-
ანი, ბრაზიანი გამომეტყველებით დაიბადნენ. რა თქმა უნდა,
ეს ასე არ იყო. ომმა და რევოლუციამ ადამიანები ძალიან შეც-
ვალა. ახალგაზრდას, რომელიც მატარებელში ასვლისას მი-
ეხმარა, შედარებით თავისუფალ კუთხეში ადგილი მოენახა და
შურას ხელს უქნევდა. გოგონას ესმოდა, რომ ამას მხოლოდ
და მხოლოდ თავაზიანობის გამო აკეთებდა და მას არაფრით
არ შეაწუხებდა. ბოდიშის მოხდით გზის გაკვლევას ეცადა, მაგ-
რამ გარკვეულ სიტყვებს თითქოს აზრი დაეკარგა. მაშინ შუ-
რამ დანარჩენებს მიბაძა და ჯიკავ-ჯიკავით იწყო გზის გაკვლე-
ვა. ჭყლეტისგან სუნთქვა ეკვროდა. უცნობმა ყმაწვილმა ხელი
შეაშველა და იმ კუთხემდე მიაღწევინა, სადაც სუნთქვა მეტ-
ნაკლებად შესაძლებელი იყო.
– სად მიემგზავრებით?
– ეკატერინოდარში.
– სამწუხაროა, რომ ამ ჭყლეტაში მოგზაურობა კარგა ხანს
მოგიხდებათ.
– რამდენი დღე დამჭირდება?
– ვინ იცის? იქნებ – ათი, იქნებ მეტიც.
– რას ამბობთ? – თვალები დაჭყიტა გულგახეთქილმა შუ-
რამ, – ასე შორს არის?

239 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ახლა, ამ პირობებში, საერ-
თოდ თუ ჩავალთ, სასწაული იქნება.
ამ სიტყვებით შეშინებულმა შურამ ყმაწვილკაცს ყურადღე-
ბით შეხედა, მაგრამ მას ვითარებასთან შეგუებული, ირონიუ-
ლი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს თეატრალურ წარმოდ-
გენას ესწრებოდა. შურა დამშვიდდა. იმ ადამიანის გვერდით
ყოფნა, რომელმაც ამ შეშლილ ხალხმრავლობაში დახმარე-
ბის ხელი გაუწოდა, უსაფრთხოების განცდას უღვიძებდა. ვაჟ-
მა შურას ჩემოდნები ერთმანეთზე შემოაწყო. შემდეგ ხის საკე-
ტი გახსნა და პატარა ფანჯარა გამოაღო, რომელიც მათი შუბ-
ლის დონეზე იყო. ფაქტობრივად, ფანჯარა კი არა, საჰაერო
ხვრელი უფრო ეთქმოდა, მაგრამ შურამ მადლიერად გაუღი-
მა. ეს ყმაწვილი ესიმპათიურებოდა. ამას არც მოწონება ერქვა
და არც – სიყვარული. მისი სიკეთესა და თავაზიანობას მხო-
ლოდ გულთბილი ღიმილით თუ უპასუხებდა.
მატარებელი ხან სწრაფად მიდიოდა, ხან ისე მოულოდნე-
ლად ამუხრუჭებდა, რომ ყველა ერთმანეთს ეცემოდა, ხან სა-
ათობით იდგა. თუ სადგურის გარდა, სხვაგან ჩერდებოდნენ,
ვაგონებში ათასი ჭორი ვრცელდებოდა. ზოგი ამბობდა, რომ
გზაზე ბოლშევიკები იყვნენ, ზოგი ჩურჩულებდა, უკან გვაბრუ-
ნებენო. სინამდვილეში, არავინ არაფერი იცოდა. შურა ყოველ
ჯერზე ნერვიულობას იწყებდა, ყმაწვილი კი მხოლოდ იღიმე-
ბოდა.
– ხედავთ? ადამიანებს თავისი გამოგონილი ჭორების სჯე-
რათ, თუნდაც ეს ჭორები უბედურებას უწინასწარმეტყველებ-
დეს. ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ იმედთან ერთად, რწმენაც
არ დაკარგონ.
შურას მის ფილოსოფოსობაზე გაეღიმა. ეს ახალგაზრდა კა-
ცი უცნაური ვინმე იყო. თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან გა-
უმართლა, რომ ამ საშინელ მოგზაურობას მასთან ერთად გა-
ატარებდა.
მესამე დღეს უცნაური, ზრდილი ახალგაზრდა ერთ სადგურ-
ზე რაღაცების საყიდლად ჩავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. შუ-
რა მატარებლის გასვლამდე აღელვებული ელოდებოდა, მაგ-

240 მკითხველთა ლიგა


რამ ის თვალით აღარ უნახავს. ან სხვა ვაგონში ავიდა, ან მა-
ტარებელში საერთოდ აღარ ჩამჯდარა. მარტოობისა და დაუც-
ველობის განცდა დაეუფლა. გადაწყვიტა, დანიშნულების პუნ-
ქტამდე არავის გამოლაპარაკებოდა და დამეგობრებოდა. რაც
უფრო ჩუმად და თავისთვის იქნებოდა, ნაკლები საფრთხე და-
ემუქრებოდა.
გზა არა და არ თავდებოდა. შურა ყოველ სადგურში სმენად
იქცეოდა ხოლმე, რომ გაეგო, სად იმყოფებოდნენ, მაგრამ ნო-
ვოროსიისკამდე ჯერ არ მისულიყვნენ. ჩემოდნებზე კრუხივით
შემომჯდარი ცდილობდა, თავი ოცნებებით დაემშვიდებინა.
ნეტავ დედა და ვალენტინა ახლა რას აკეთებდნენ? მამის გახ-
სენებაზე თვალზე ცრემლი მოადგა. მის სიკვდილს ვერა და
ვერ შეეჩვია. უფროსი ძმები სად იყვნენ? ვის ებრძოდნენ? სე-
იდი... ის სადღა იყო? საყვარელი მამაკაცის გახსენებაზე გულ-
ში თითქოს დანა დაუტრიალეს. როგორც ჩანს, ის საბოლოოდ
დაკარგა. დარწმუნებული არ იყო, რომ სეიდი მის წერილებს
მიიღებდა. არც თვითონ მოსვლია პასუხი. ისიც კი არ იცოდა,
ფრონტიდან ცოცხალი დაბრუნდა თუ არა. იქნებ მეფის ოჯახ-
თან ერთად დააკავეს. უცხო ხალხის დასანახად ტირილი არ
უნდოდა. თვალები მაგრად დახუჭა და თავის შეკავება სცადა.
ათი დღის შედმეგ ნოვორიისკში ჩააღწიეს. შურამ დაბუჟე-
ბული ფეხებით, ბარბაც-ბარბაცით სცადა ხალხის ნაკადის
გარღვევა. უხაროდა, რომ ეს კოშმარული მოგზაურობა დას-
რულდა, მაგრამ არ იცოდა, წინ რა ელოდა. გზაში იმდენი დღე
გაატარა, რომ ბიძამისი სავარაუდოდ, აღარ დახვდებოდა. გე-
ნერალ ბოგაევსკის თავისი პერსონალური მატარებლითა და
ამალით შესაძლოა, ნოვოროსიისკის დატოვებაც კი მოუხდა.
ბაქანზე ფეხი რომ დადგა, შიში მოეძალა. წარმოდგენა არ
ჰქონდა, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო. ლოდი-
ნის გარდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
თანდათან ჩამობნელდა. თოვლმა ცოტა ხნის წინ გასული
მატარებლის ნაკვალევი რელსებზე კარგა ხანია, დაფარა. მა-
ინცადამაინც არ ციოდა, მაგრამ შიშისა და უსუსურობისაგან
შურა თავს ისე გრძნობდა, თითქოს ყინვაში შიშველი დარჩე-

241 მკითხველთა ლიგა


ნილიყო. პალტოს საყელო აიწია და მუფტას ამოეფარა. მიუხე-
დავად იმისა, რომ სიჩუმე ჩამოწვა, ბაქანზე მაინც მეორედ
მოსვლა იყო. იმათ, ვინც წეღანდელ მატარებელში ჩაჯდომა
ვერ მოახერხა, თოვლზე მიწოლილებს შემდეგი მატარებლის
მოლოდინში ეძინათ, რომელიც არავინ იცოდა, როდის მოვი-
დოდა. შურამ, ის იყო გაიფიქრა, ამაღამ მეც იგივე ბედი მეწე-
ვაო, რომ ყურთან ვიღაცის ნაბიჯების ხმა მოესმა და იქით მიბ-
რუნდა. წინ ახალგაზრდა ოფიცერი ედგა ორი ჯარისკაცის თან-
ხლებით.
– მადმუაზელ ალექსანდრა იულიანოვნა ვერჟენსკაია?
– დიახ, მე გახლავართ, – წამოიძახა შურამ. სიხარულისა-
გან ოფიცერს კინაღამ კისერზე ჩამოეკიდა.
– როტმისტრი რუბინი! გენერალ ბოგაევსკისთან უნდა წა-
გიყვანოთ. მარტო ბრძანდებით?
– დიახ, დიახ, მარტო ვარ.
ოფიცერმა ჯარისკაცებს ანიშნა, შურას ჩემოდნები აეღოთ.
სადგურის შესასვლელთან ეტლი ელიდებოდათ. შურა თავს
უსაზღვროდ ბედნიერად გრძნობდა.
გზა სარკინიგზო ხაზს მიუყვებოდა. გენერალ ბოგაევსკის
პირადი მატარებლისაკენ მიმავალ შურას სიბნელეში შემ-
ხვედრი ეტლის მგზავრები არ შეუნიშნავს. ქარბუქისგან დასა-
ცავად პალტოს საყელოთი და შალით სახე მთლიანად დამა-
ლული ჰქონდა.

ნოვოროსიისკი - 1917 წლის ზამთარი

დონელი კაზაკების მეთაურის, გენერალ ბოგაევსკის მატა-


რებლიდან უკან, ქალაქისაკენ მიმავალი ეტლის მგზავრები კი
სეიდი, ჯელილი და ტატიანა იყვნენ. მას შემდეგ, რაც უამრავი
თავგადასავლით კისლოვოდსკში ჩააღწიეს, შურასავე მატა-

242 მკითხველთა ლიგა


რებლით ნოვოროსიისკში დაბრუნდნენ. მხოლოდ ბედის ახი-
რებით თუ აიხსნებოდა ის გარემოება, რომ ერთმანეთს ას-
ცდნენ. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ მატარებელში კის-
ლოვოდსკის მომდევნო სადგურში ჩასხდნენ.
მამაკაცები სასტუმროში დარჩნენ, როცა ტატიანა შურასთან
სახლში წავიდა, მაგრამ იქ მოხუცი ძიძის გარდა, არავინ დახ-
ვდა. მოხუცმა ქალმა მისი სახელი როგოც ჩანს, შურასათვის
მიწერილი წერილებიდან იცოდა, რამაც ტატიანას საქმე გაუ-
ადვილა. როგორც კი შეიტყო, რომ გოგონა მატარებლით ნო-
ვოროსიისკში, ბიძასთან გაამგზავრეს, სასწრაფოდ სასტუმ-
როში დაბრუნდა. იმავე ეტლით მატარებელს დაედევნენ, რა-
თა შემდეგ სადგურზე მაინც დასწეოდნენ. ღვთის წყალობით,
მატარებლის ხშირი გაჩერებების გამო, ეს არ გასჭირვებიათ.
სეიდი ათი დღის განმავლობაში ყველა გაჩერებაზე ვაგონებში
დადიოდა და საყვარელ ქალს ეძებდა, მაგრამ ამაოდ.
გენერლის მატარებელში ლეიტენანტი მილოვიჩი ნახეს,
რომელთან ერთადაც რიაზანიდან როსტოვამდე იმგზავრეს.
ლეიტენანტი შეჰპირდა, რომ, როგორც კი რამეს შეიტყობდა,
მაშინვე აცნობებდა. ღამის გასათევად გზისპირა ქარვასლაში
გაჩერდნენ. უნდოდათ, მატარებელთან შეძლებისდაგვარად,
ახლოს ყოფილიყვნენ. ვახშმად ბორშჩსა და ერთ ბოთლ იაფ-
ფასიან ღვინოს დასჯერდნენ, თუმცა ბოლო დროის განმავლო-
ბაში ეს საუკეთესო საჭმელი იყო. მეორე ბოთლი ღვინის შემ-
დეგ უძილო, დაძაბული ღამეების დაღლილობამ თავისი ქნა.
სანამ თავ-თავიანთ ოთახებში შევიდოდნენ, ტატიანამ სეიდის
დაწყნარება სცადა:
– იმედი მაქვს, შურა მალე ჩამოვა. უბრალო ვინმე ხომ არ
არის, ამხელა ატამანის ძმისწულია. მიდი, ცოტა დაიძინე, სე-
იდ.
სეიდმა ტატიანას კეთილგანწყობას თბილი ღიმილით უპა-
სუხა, ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ჯელილს მეგობრულად დაჰ-
კრა ხელი მხარზე. ერთმანეთს ღამე მშვიდობისა უსურვეს და
თავ-თავიანთ ოთახებში განმარტოვენდნენ. სეიდი საწოლზე
რომ წამოწვა, მხოლოდ მაშინ შენიშნა, ფეხი როგორ გასიებო-
და და როგორ სტკიოდა. ამაღამ ძილი არ ეწერა. წამოდგა,

243 მკითხველთა ლიგა


ორი აბი ჩაყლაპა, სიგარეტს მოუკიდა და ფანჯრიდან გარეთ
გადაიხედა. თოვლის ფიფქები ლამის კაპიკიანის ზომისა იყო.
ქარი ძველ დარაბებს გამაღიზიანებლად აჭრაჭუნებდა. ბოგა-
ევსკის მატარებელი სადღაც ქარვასლის წინ აღმართული
თოვლის ბორცვის უკან უნდა ყოფილიყო. ასეთი ძლიერი
თოვლი რომ არა, ხეების უკან გამოჩნდებოდა კიდეც. საყვარე-
ლი ქალი, რომელიც ასე ახლოს და ამავე დროს, ასეთი მიუწ-
ვდომელი იყო, ისე ენატრებოდა, რომ სეიდს ამ წამს არც რუ-
სეთის და არც საკუთარი მოსალოდნელი სავალალო ბედი არ
ადარდებდა. წამალიც მოქმედებდა. ტანზე გაჭირვებით გაიხა-
და და ჩაწვა. სხვა არაერთი დამღლელი და მშფოთვარე ღამის
მსგავსად, მოუსვენარ ძილ-ღვიძილს მიეცა. ჯერ იმ დილის სი-
ცივე იგრძნო, ომში წასვლის წინ მოისეევების კართან მამას
რომ გამოემშვიდობა. შემდეგ ფრონტის ჯოჯოხეთურ სიცხეში
აღმოჩნდა. შემდეგ თვალწინ რიგრიგობით ჩაუარა ყველა საყ-
ვარელმა ადამიანმა, დაღუპულმა მეგობრებმა, რომელთაც
ვეღარ ნახავდა, ყველამ, ვინც ენატრებოდა. ფეხის ტკივილი
თითქოს აფრთხილებდა, საკუთარ თავს ახსენებდა. თითქოს
სხეულს ეძინა, გონება კი ფხიზლობდა. რაღაც ისეთი ხმებიც
ჩაესმა, სიზმრების სამყაროსთან კავშირი რომ არ ჰქონდა –
კარის გაღების ხმა, ჩურჩული, შემდეგ კარის დახურვის ხმა და
ბოლოს, ყვავილის სურნელი... კარგად ნაცნობი სუნი. შუა
კარპატებში ამ სუნს საიდან გრძნობდა? სახეზე ბუმბულივით
მსუბუქი, თბილი თითები შეეხო, ტუჩებზე – ცხელი ქარი. აუტა-
ნელი კოშმარი თითქოს არაჩვეულებრივი სიზმრით ეცვლებო-
და. რბილი ხელების თმაზე შეხება და ყვავილების სურნელი
ისეთი რეალური იყო, რომ... უეცრად ყურში თითქოს ვიღაცამ
სახელი უჩურჩულა. ლამაზი სიზმრის გაქრობით შეშინებულმა
თვალები გაახილა. ლამპის შუქი საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ
ახალგაზრდა ქალს სახესა და კისერს უნათებდა. დახვეწილ,
ლამაზ სახეზე დაღლილობა, დარდი, შფოთი, სიხარული – ყვე-
ლა ემოცია ერთად ასახვოდა. ცრემლიან თვალებს კი სიყვა-
რული უსხივოსნებდა. ეს ლამაზი, შეყვარებული ახალგაზრდა
ქალი შურა იყო და სხვა არავინ.

244 მკითხველთა ლიგა


ერთმანეთი უსიტყვოდ გულში ჩაიკრეს. ერთ ხანს ლაპარაკ-
სა და განძრევასაც კი ერიდებოდნენ. უნდოდათ დარწმუნებუ-
ლიყვნენ, რომ ერთმანეთს შეხვდნენ, ეხებოდნენ, რომ ეს არ
ეჩვენებოდათ. სეიდის კისერში თავჩარგული შურა უხმოდ ტი-
როდა. სეიდს შიშველ მხრებზე დაწვეთებული მისი თბილი
ცრემლი ამდენი ხნის ტანჯვის შემამსუბუქებელი ელექსირად
ეჩვენებოდა. მარცხენა ხელის ტკივილს ყურადღება არ მიაქ-
ცია და ქალი მთელი ძალით გულში ჩაიკრა. ტალღოვან ქერა
თმაში ჩაკარგული სახე დაუკოცნა. ერთმანეთის ტუჩებს ისე
დაეწაფნენ, თითქოს ორწლიანი წყურვილის მოკვლა რამდე-
ნიმე ყლუპით უნდოდათ. რამდენი სალაპარაკო, რამდენი მო-
საყოლი ჰქონდათ. მაგრამ ახლა მათს სხეულებსა და სულებს
ყველაზე მეტად ერთმანეთი სწყუროდათ.
თვალცრემლიან შურას შეყვარებული ისევე უყურებდა, რო-
გორც 1916 წლის ზამთარში, პირველი შეხვედრისას. ლურჯი
თვალები ისეთივე სურვილით უელავდა. შურა აკანკალდა. ერ-
თი სული ჰქონდა, საყვარელ მამაკაცს როდის დანებდებოდა.
სეიდმა ღილების შესახსნელად ხელი რომ გაიწვდინა, ხელის
გულები დაუკოცნა. როცა მის სხეულს შესცქეროდა, ლამპის
შუქზე ნელ-ნელა შიშველ ქანდაკებას რომ ემსგავსებოდა, სე-
იდს მტანჯველი ტკივილიც კი გადაავიწყდა. ყოველი ორგანო,
ყოველი ძარღვი დაჭიმული ჰქონდა. სისხლი უდუღდა. თმა-
გაშლილი შურა ზედ რომ დააწვა, იგრძნო, როგორ დაიძაბა.
მონატრებული სხეულები ხელახლა აღმოაჩინეს. გული ისე
უცემდათ, ლამის საგულედან ამოვარდნოდათ. პირველად მო-
ნატრების, შიმშილის, წყურვილის მოსაკლავად გიჟებივთ ეც-
ნენ ერთმანეთს. შემდეგ და შემდეგ კი ნელ-ნელა, მოთმინე-
ბით, ნაზი ალერსით ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს და მაგ-
რად ჩახუტებულები ყვებოდნენ, რაც განშორებისას გადახ-
დათ.
როცა შურამ, როგორც იქნა, თავის ბიძამდე მიაღწია, ლე-
იტენანტმა მილოვიჩმა იმარჯვა და მას სეიდის შესახებ აცნობა.
ღამით, იქაურობა რომ დაცარიელდა, შურამ თავი ქარვასლა-
ში წააყვანინა, რაც ორივე მათგანისათვის სახიფათო იყო,
მაგრამ მას შემდეგ, რაც სეიდის აქ ყოფნის შესახებ შეიტყო,

245 მკითხველთა ლიგა


შურა მის სანახავად ყოველგვარი სიგიჟისათვის მზად იყო.
ოღონდ გათენებამდე ისევ მისთვის გამოყოფილ ვაგონში უნ-
და დაბრუნებულიყო. მომდევნო მოქმედებების გეგმა სასწრა-
ფოდ უნდა შეემუშავებინათ.
– ვფიქრობ, რამდენიმე დღეს კიდევ აქ გავატარებთ, – უთ-
ხრა შურამ, – მერე კი, ბიძაჩემი ყირიმში გამიშვებს. ასე მეუბ-
ნება, იქ უსაფრთხოდ იქნებიო.
– ყირიმში? ეს ხომ შესანიშნავია! მაშინ ჩვენთან ერთად წა-
მოხვალ.
– თქვენ? – იკითხა დაბნეულმა შურამ და წამით იფიქრა,
ალბათ უკვე მარტო აღარ არისო.
– ჰო, მე, ჯელილი და ტატია.
– მართალს ამბობ, სეიდ? – შესძახა გახარებულმა შურამ, –
ისინიც აქ არიან?
– აქ არიან. ჩემს შეყვარებულს ყველანი ერთად ვეძებდით.
შურა დიდი ხანია, ასეთ კარგ გუნებაზე არ ყოფილა. გაღიმე-
ბული სეიდს მკერდზე მიეყრდნო. ჩაღრმავებულ ნიკაპზე აკო-
ცა. მას შემდეგ, რაც სახლის დატოვება მოუხდა, თავს პირვე-
ლად გრძნობდა მშვიდად.
გარიჟრაჟზე შურა ადგა და ჩაიცვა. გამოსამშვიდობებელი
კოცნის შემდეგ პირობა დადეს, რომ ერთმანეთის ამბავს შეიტ-
ყობდნენ. სეიდი ფანჯრიდან უყურებდა, როგორ გაუჩინარდა
მისი შეყვარებული თოვლში სტეპანთან ერთად. წამით მოეჩ-
ვენა, რომ ყველაფერი ჰალუცინაცია იყო, რომელიც გაუთავე-
ბელმა ლოდინმა და მონატრებამ გამოიწვია. მაგრამ ოთახს
ღამის კვალი ეტყობოდა, ყვავილების სურნელით გაჟღენთი-
ლიყო, რომელიც ახალგაზრდა ქალის სხეულს ასდიოდა; ზეწ-
რის ხვეულებში მისი თმიდან ჩამოვარდნილი სამაგრი ჩარჩე-
ნილიყო. სეიდმა სამაგრი აიღო და ტუჩებთან მიიტანა. ნამდვი-
ლად ბედის საჩუქარი იყო.
ნოვოროსიისკში ერთმანეთთან შეხვედრა კიდევ რამდენ-
ჯერმე მოახერხეს. ტატიანას ყოფნა საქმეს უადვილებდათ. შუ-
რას აკითხავდა, შემდეგ ერთად სასეირნოდ გადიოდნენ, სეირ-
ნობისას კი შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებოდნენ.

246 მკითხველთა ლიგა


ერთ დღეს, როცა შურა მორიგ გასეირნებას მოუთმენლად
ელოდებოდა, უეცრად ვალენტინა დაადგა თავს. გახარებული
და აცრემლებული დები ხმამაღალი შეძახილებით ერთმანეთს
გადაეხვივნენ.
– ტინოჩკა! ტინოჩკა! რომ იცოდე, როგორ მომენატრე! სა-
იდან გაჩნდი? როდის ჩამოხვედი? მითხარი!
– ამ დილით. აბა, თუ გამოიცნობ, ვისთან ერთად ჩამოვედი?
– დედასთან? – წამოიძახა აღელვებულმა შურამ.
– სამწუხაროდ, დედა არ ჩამოსულა, – მიუგო ვალენტინამ
და დას დასამშვიდებლად ხელზე მიეფერა, – მაგრამ მათი ნახ-
ვაც ძალიან გაგიხარდება. კონსტანტინე და ვლადიმერი.
შურას კიდევ ერთი აღფრთოვანებული შეძახილი აღმოხდა.
ბარონი კონსტანტინე ვალენტინას საქმრო იყო. საბრალოებს
ნიშნობის შემდეგ ერთად ყოფნა არ ღირსებიათ. ვლადიმერი
კი, გოგონების უფროსი ძმა, ომის დროს, მას შემდეგ, რაც
შტაბსკაპიტნის წოდება მიიღო, თავადის ასულ პავლოვნას პი-
რად მცველად დაინიშნა. დიდი ხანია, მის შესახებ არაფერი
იცოდნენ. ე.ი. ისევ ფრონტზე დაბრუნებულა.
– ახლა სად არიან? – იკითხა შურამ, – ვალენტინა, როდის
ვნახავ?
– შუროჩკა, მოიცა, ღვთის გულისათვის, – უთხრა ვალენტი-
ნამ და საწოლზე წამოწვა, – შენც ამ გზით არ ჩამოხვედი? ხომ
იცი, ადამიანი რა დღეში ვარდება. ბიძაჩვენმა მათ ვაგონი გა-
მოუყო. დაიბანენ, გამოიძინებენ, ცოტა აზრზე მოვლენ.
– მაპატიე, ტინოჩკა, ისე ავფორიაქდი, რომ... ერთად ჩა-
მოხვედით?
– არა. ორივენი აქ ჩამოსვლის შემდეგ ვიპოვე. იცი, ბედის-
წერა ზოგჯერ ადამიანებს უცნაურ ოინებს უწყობს.
შურა გაწითლდა. წამით მოეჩვენა, რომ უფროსმა დამ მის
შესახებ ყველაფერი იცოდა. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
– ჰო, მართალი ხარ.
შურამ ლაპარაკი განაგრძო. უფროს დას დაწვრილებით
უამბო, ნოვოროსიისკში როგორ ჩამოაღწია, მაგრამ ვალენ-
ტინა დაღლილობას ვეღარ მოერია და ჩაეძინა. შურამ საბანი
წააფარა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა.

247 მკითხველთა ლიგა


სეიდს რომ შეხვდა, სასიხარულო ამბავი აცნობა, მაგრამ მა-
ლევე მატარებელში დაბრუნდა.
ერთი კვირის განმავლობაში და-ძმა და ბარონი კონსტანტი-
ნე გენერალ ბოგაევსკის მატარებელში დროს ერთად ატარებ-
დნენ.
ერთი კვირის თავზე კონსტანტინე და ვლადიმერი თავიანთ
ნაწილებში დაბრუნდნენ. შურა დას დიდი ხნით მარტო ვერ ტო-
ვებდა, მაგრამ დროდადრო სეიდთან შეხვედრას მაინც ახერ-
ხებდა.
საომარი მოქმედებები ნელ-ნელა სამხრეთისკენ იწევდა.
კავკასიას ბოლშევიკური მმართველობა ემუქრებოდა. კიდევ
ერთი კვირის შემდეგ ვალენტინამ საიდანღაც გაიგო, რომ მი-
სი საქმრო სადღაც ახლოს იმყოფებოდა და ბიძას ძალიან
სთხოვა, მასთან შეხვედრის უფლება მიეცა. ეს ძალიან სარის-
კო საქმე იყო, მაგრამ ბოგაევსკიმ ვალენტინას ცრემლებს ვე-
ღარ გაუძლო. არავინ იცოდა, ომი ვის რას უმზადებდა. არ უნ-
დოდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ქალიშვილს
იგი უგულობაში დაედანაშაულებინა. სამი კაცი გაატანა და
ორი დღით წასვლის უფლება მისცა.
იმავე საღამოს თავად ბოგაევსკის ნოვოჩერკასკში წასვლა
მოუხდა. შურას საგანგებო დაცვა მიუჩინა და გაემგზავრა. უკან
მეორე დღეს უნდა დაბრუნებულიყო.
მაგრამ ხუთი დღე გავიდა და არც ვალენტინასა და არც ბო-
გაევსკისგან არაფერი ისმოდა. შურა ძალიან ღელავდა. სეიდს
რომ შეხვდა, ცრემლებს ვეღარ იკავებდა. სეიდმა ალერსია-
ნად ჩაიკრა გულში.
– ნუ ტირი, საყვარელო. ხომ იცი, შეტაკებები ახლოს ხდება.
გზებზე იმაზე უარესი ვითარებაა, ჩვენი მგზავრობისას რომ
იყო. იქნებ კავშირიც გაწყდა. ყველაფრისათვის მზად უნდა ვი-
ყოთ. თანაც, მე ხომ შენთან ვარ? გეყოფა, ნუღარ ტირი. თუ
გინდა, კიდევ რამდენიმე დღე დავიცადოთ და შედგეგ გადავ-
წყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ. იალტაში რაც უფრო ჩქარა წა-
ვალთ, უკეთესი იქნება. იქ უამრავი საქმე გველოდება.
შურამ გადაწყვიტა, იმ აზრს შეჩვეოდა, რომ ახლობლებს ვე-
რასდროს ვეღარ ნახავდა. მხოლოდ ის შეეძლო, ელოცა, რომ

248 მკითხველთა ლიგა


ცოცხლები გადარჩენილიყვნენ და საფრთხე არ დამუქრებო-
დათ.
მომდვენო დღეებში არაფერი შეცვლილა. სეიდმა და ჯე-
ლილმა თეთრი ოფიცრებისგან შეიტყვეს, რომ ბოლშევიკები
ცეცხლითა და მახვილით უახლოვდებოდნენ. ამჟამად გამ-
ძვინვარებული რევოლუციონერებისაგან ყველაზე დაცული
ადგილი იალტის სანაპირო იყო. სასწრაფოდ უნდა გამგზავრე-
ბულიყვნენ. შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იყო გვიან. სეიდმა მშვე-
ნივრად იცოდა, რომ შურას აქ მარტო ვერ დატოვებდა, ამიტომ
იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეთანხმებინა. მთელ ოჯახს რო-
გორ დატოვებდა და მას როგორ გაჰყვებოდა? ამით შეფიქრია-
ნებული ქარვასლაში რომ დაბრუნდა, შურა ოთახში ბუხრის
წინ დახვდა. სეიდი დაინახა თუ არა, კისერზე ჩამოეკიდა.
მართალია, არაფერი უთქვამს, მაგრამ სეიდი მიხვდა, რომ
აფორიაქებული და შეწუხებული იყო.
– შურა, – უთხრა ალერსით და გვერდით მოისვა, – საყვა-
რელო, მისმინე, იგივე შეკითხვა უნდა გაგიმეორო. კარგად
დაფიქრდი. მე ალუშტაში უნდა დავბრუნდე. არა მგონია, მთე-
ლი რუსეთის გადარჩენა შევძლოთ, მაგრამ ყირიმი უნდა ვიხ-
სნათ. მით უმეტეს, რომ აქედან გაქცეულები ოდესასა და
ალურგაში იკრიბებიან. დარწმუნებული ვარ, იქ ბევრ ისეთ
ადამიანს იპოვი, დაკარგული რომ გეგონა.
შურამ უხმოდ მიუთითა ჩემოდნებზე, რომლებიც კარის უკან
ეწყო. ქალიშვილს გადაწყვეტილება უკვე მიეღო და საყვარელ
მამაკაცთან დასარჩენად მოსულიყო. სეიდმა ცრემლი შეუშრო
და გულში ჩაიკრა. მათ წინ ახალი თავგადასავლები ელოდათ.
ჯერ არ გათენებულიყო, ახალგაზრდები ეკატერინოდარში
წასასვლელად ეტლში რომ ჩასხდნენ. ძალიან გაუმართლათ,
რადგან გემი იშოვეს, რომელიც ფეოდოსიაში ჩაიყვანდა. მათ
მგზავრობას კომფორტული ნამდვილად არ ეთქმოდა. მეტიც,
საშინელ პირობებში აღმოჩნდნენ, მაგრამ ისიც საქმე იყო,
რომ არავინ აჩერებდა და ჩხრეკდა. კისლოვოდსკიდან ნოვო-
როსიისკამდე მატარებლით მგზავრობასთან შედარებით შე-
იძლება ითქვას, რომ სამოთხეში იმყოფებოდნენ. სამგზავრო

249 მკითხველთა ლიგა


მატარებლის შემდეგ ამჟამინდელი კაიუტა ფუფუნებად ეჩვენე-
ბოდათ. გემზე ტევა არ იყო. ზედა გემბანზე ხალხს სამაშველო
ნავებშიც კი ეძინა. თოვდა, ცივი ქარი ქროდა, შავი ზღვა ბო-
ბოქრობდა, მაგრამ ადამიანები ყველაფერს ეგუებოდნენ. სიკ-
ვდილს ყველაფერი სჯობდა. რამდენიმე რუბლის წყალობით,
რომლებიც სეიდმა გემის თანამშრომელს ჩაუჩურთა, მართა-
ლია, ვიწრო, მაგრამ ცალკე კაიუტა ერგოთ.
ფეოდოსიაში მიწას ფეხი რომ დაადგეს, ჯერ კიდევ აქანა-
ვებდათ და თავბრუ ესხმოდათ. ღამე სასტუმროში გაათიეს და
ოდნავ გონს მოვიდნენ. ცხელი აბაზანის, გემრიელი ვახშმისა
და ღვინის შემდეგ თავ-თავიანთ ოთახებს მიაშურეს.
სეიდმა არ იცოდა, ნანობდა თუ არა შურა თავის გადაწყვე-
ტილებას, ამიტომ ცდილობდა, მისთვის არაფერი დაეძალები-
ნა, მით უმეტეს, მასთან დაწოლა. არ უნდოდა, ერთად გატარე-
ბული მგზნებარე საათების გავლენით დათანხმებულიყო ამ
მოგზაურობას და შემდეგ ენანა. ჯერ კიდევ შეეძლო გადაეფიქ-
რებინა. დასაწოლად რომ გაემართნენ, თავისი ფიქრები გა-
უზიარა და მაშინვე მიხვდა, როგორ აწყენინა.
– აღარ გინდივარ?
– ჩემო პატარა სატრფოვ, – უთხრა სეიდმა და გულში ჩაიკ-
რა, – ეს რამ გაფიქრებინა? უბრალოდ, ხვალ-ზეგ ალუშტაში
რომ ჩავალთ, არ მინდა, სანანებელი გაგიხდეს.
– შენ რაც გიკავშირდება, სანანებელი არაფერი მექნება, –
მიუგო შურამ და ხელზე აკოცა, – არაფერი, სეიდ!
შემდეგ კატასავით მიეტმასნა. სეიდს მისი სითბოს შესუნ-
თქვა უნდოდა. სათქმელი აღარაფერი ჰქონდათ. ორივემ იცო-
და, რა უნდოდათ. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ორივეს ერ-
თი და იგივე სურვილი ამოძრავებდა.

250 მკითხველთა ლიგა


დაბრუნება ალუშტაში

როცა ლტოლვილებმა თებერვლის ბოლოს, როგორც იქნა,


ალუშტაში ჩააღწიეს, სეიდმა მეგობრები პირდაპირ ვენახის
სახლში წაიყვანა. იცოდა, რომ ოჯახი თანმხლებ ქალებს დიდი
აღტაცებით არ შეხვდებოდა.
ვენახის სახლის მოსამსახურემ, ისმაილ ეფენდიმ, სეიდი
რომ დაინახა, პატივისცემით თავი დაუკრა, ხელები დაუკოცნა
და თავისი ცოლი და რძალი მაშინვე დაასაქმა. ოთახები განი-
ავდა, სუფრა გაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ მოსაღამოვდა
და აგრილდა, ახალგაზრდებმა გარეთ, ფანჩატურში დაჯდომა
არჩიეს. პალტოებსა და მუფტებში გახვეულები შავ ზღვაზე
მზის ჩასვლას უყურებდნენ და ღვინოს წრუპავდნენ. შურა და
ტატიანა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ იმის გამო, რომ
საყვარელ მამაკაცებთან ერთად ამ მადლიან კუთხეში იმყო-
ფებოდნენ. გახარებულები ისეთ თემებზე საუბრობდნენ, რომ-
ლებიც კარგა ხანია, არ გახსენებიათ. ნავახშმევს სეიდმა და
ჯელილმა ქალიშვილები გადაკოცნეს და ემინოვების სახლის-
კენ გაემართნენ.
– ჩვენი დარდი ნუ გექნებათ, შუროჩკა, – უთხრა სეიდმა, –
ამაღამ არ გამოგვიშვებენ. არაფრის შეგეშინდეთ, მშვიდად
იყავით. ხვალამდე.
პირველივე ღამეს შეყვარებულებთან განშორებამ იმედი
გაუცრუათ, მაგრამ ყმაწვილებს ისე გამოემშვიდობნენ, რომ
არაფერი შეიმჩნიეს. სეიდი და მისი მეგობარი ცხენებს მოახ-
ტნენ და ძველებური სიხალისით მამისეული სახლისკენ გასწი-
ეს.
ახალგაზრდებს მთელი ოჯახი, რძლები, სიძე საზეიმოდ შე-
მოეგება. მაჰმუდს – ახალგაზრდა ცოლი, ჰანიფეს კი შვილები
ჰყავდა. თვალცრემლიანმა მასპინძლებმა ახალმოსულები
გულში ჩაიკრეს, იმდენი შეკითხვა დააყარეს, თითქოს პასუ-
ხებში ამდენი წლის მონატრების საშველს ეძებდნენ. დასაძი-
ნებლად რომ დაიშალნენ, უკვე თენდებოდა, მაგრამ სეიდმა
იცოდა, რომ მამა ახლა მაინც ჰკითხავდა იმას, რაც საათებია,
ენის წვერზე უტრიალებდა.

251 მკითხველთა ლიგა


– სეიდ, შვილო, პირდაპირ სახლში რატომ არ მოხვედი? –
ჰკითხა მეჰმედმა და ხელი უკვე თითქმის სულ გაჭაღარავე-
ბულ წვერზე ჩამოისვა. სეიდმა გაკვირვება სცადა, მაგრამ არ
გამოუვიდა, – როგორც ჩანს, რაღაცამ შეგაყოვნათ.
სეიდი მიხვდა, რომ მამამისი, რომელიც ოდესღაც ტანსაც-
მლის დათოვლილობის ხარისხით ხვდებოდა, სეიდი ღამით
სახლში რომელ საათზე დაბრუნდა, საერთოდ არ შეცვლილა.
ძველებურად ყურადღებიანი, დაკვირვებული და ფრთხილი
იყო. თავი ძლივს შეიკავა, რომ სიცილი არ წასკდომოდა. ეში-
ნოდა, მამისთვის არ ეწყენინებინა. სხვა გამოსავალი აღარ
რჩებოდა, პასუხი უნდა გაეცა.
– ვენახის სახლში შევიარეთ, მამა... – მიხვდა, რომ მამა უფ-
რო ამომწურავ პასუხს ელოდა და დაამატა, – რაღაც უნდა
დაგვეტოვებინა.
ემინოვმა ღრმა ნაფაზი დაარტყა და გამოშვებულ ბოლს უხ-
მოდ მიაჩერდა.
– ბარგს ვენახის სახლში როდიდან ტოვებ? ეტყობა, ამჯე-
რად იმდენად განსხვავებულია, რომ სახლში ვერ მოიტანე.
სეიდს გუნება გაუფუჭდა. ხვდებოდა, რომ მამა ამ თემას არ
მოეშვებოდა. მისთვის ტყუილი არასდროს უთქვამს, არც ახლა
აპირებდა. ის იყო, ყველაფერის ასახსნელად პირი გააღო,
რომ მამამ კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა და მის მაგივრად
ალაპარაკდა:
– ვენახის სახლში დატოვებული ბარგი შემთხვევით, სუ-
ლიერი ხომ არ არის? მაგალითად, ქალი...
სეიდმა იცოდა, რომ საკითხის სიღრმისეული განხილვა არ
ასცდებოდა, ამიტომ სავარძელში მოკალათდა, ისეთი გამო-
მეტყველება მიიღო, აქაოდა არაფრის უარყოფას არ ვაპირებო
და მამას უხმოდ მიაშტერდა.
– გისმენ, – უთხრა ემინოვმა, რომელიც თავის მხრივ,
შვილს ყურადღებით შესცქეროდა, – გისმენ. რადგან ამხელა
გზაზე თან ჩამოიყვანე, რაღაც მიზეზი უეჭველად გექნება. თუნ-
დაც ამით შედეგი არ შეიცვალოს, მიზეზი მაინც მაინტერესებს.

252 მკითხველთა ლიგა


სეიდს საშინლად მოუნდა მოწევა, თუმცა მამის თანდასწრე-
ბით ეს გამორიცხული იყო. შუბლზე ჩამოვარდნილი ქოჩორი
გადაიწია და გადაწყვიტა, გულახდილი ყოფილიყო.
– ვერ მივატოვებდი, მამა. ორი წელი მელოდებოდა. ფრონ-
ტიდან დასახიჩრებული, სასოწარკვეთილი, იმედდაკარგული
რომ დავბრუნდი, მისმა სიყვარულმა გამომაცოცხლა. ჩემ გა-
მო ოჯახი მიატოვა, მე გამომყვა, – მართალია, იცოდა, რომ მა-
მა ამ ურთიერთობას არ მოუწონებდა, ვითარების შერბილებას
მაინც ეცადა, – რომ გაიცნობ, აუცილებლად შეგიყვარდებათ.
იქნებ...
– არა, სეიდ, – უთხრა მტკიცედ მეჰმედმა, – აქ ვერ მოიყვან.
ჩემს ქალიშვილებსა და რძლებს შენს საყვარელს სახლში ვერ
მოვუყვან.
– გირჩევნია, ცოლად შევირთო?
– ეგ არ მიგულისხმია. ცოლად რომც მოიყვანო, ცხოვრების
თავისუფალი წესის გამო ჩვენი ოჯახის წევრი მაინც ვერ გახ-
დება. წლების წინ გაგაფრთხილე, სეიდ, რუსი ქალებისგან
სიყვარული უნდა ისწავლო, მაგრამ ცოლად აქაური ქალი უნ-
და შეირთო-მეთქი და ეს ყასიდად არ მითქვამს. ჩვენებური წე-
სი ასეთია. პეტერბურგშიც და ცარსკოე სელოშიც შეგიძლია,
როგორც გინდა, ისე მოიქცე, მაგრამ აქ – სხვა საქმეა. აქ შენი
მშობლიური სახლია, შენი მიწაა. აქ საყვარელთან ერთად ვერ
იცხოვრებ, – მიუხედავად იმისა, რომ მშვიდად ლაპარაკს ცდი-
ლობდა, მკაცრი ტონი ჰქონდა, – დასანანია, რომ ჩემი რჩევე-
ბი არც გაგხსენებია.
სეიდი მიხვდა, რომ სახლში დაბრუნებამ მასში ფუჭი ილუ-
ზიები გააღვიძა. შურასადმი სიყვარულს ტრადიციებს ვერ შეს-
წირავდა. გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო.
– კარგი, მამა, აქ არ დავრჩები და არ შეგაწუხებთ. ბინას ვი-
ქირავებ და ცალკე გადავალ. არ მინდა, თქვენდამი სიყვა-
რულსა და პატივისცემას ჩრდილი მივაყენო, მაგრამ მას უკან
ვერ გავაბრუნებ. შურას ისეთივე საფრთხე ემუქრება, როგო-
რიც – მე. მისი დაცვა ჩემი ვალია. ჩემ გარდა, არავინ ჰყავს.
აქედან რომ გავუშვა, იმას ნიშნავს, რომ შეგნებულად საფ-
რთხეში ჩავაგდო.

253 მკითხველთა ლიგა


სალაპარაკო აღარაფერი ჰქონდათ. ემინოვი შვილის ჯიუტ
ხასიათს კარგად იცნობდა. არც აპირებდა, მისთვის აზრი შეეც-
ვლევინებინა. მაგრამ გულნატკენი იყო. ამდენი ხნის მონატ-
რებულ შვილს უცხო ქალის გამო კარგავდნენ.
ოთახიდან გასვლა დააპირა. სეიდისთვის არც შეუხედავს.
– როგორც გინდა, ისე მოიქეცი. შენს წილ ფულსა და ბაღ-
ვენახს მოგცემ, მაგრამ ამ სახლში არც იმ ქალს მოიყვან და
არც შენ მოადგამ ფეხს. ვითომ არც დაბრუნებულხარ.
სეიდს გული სტკიოდა იმის გამო, რომ მამას აწყენინა. უნ-
დოდა, გაეჩერებინა, გადახვეოდა და პატიება ეთხოვა, მაგრამ
განა ამით რა შეიცვლებოდა? თავის ცხოვრებაში მაინც არა-
ფერს შეცვლიდა, მაშ ფუჭ სიტყვებს რა აზრი ექნებოდა? მამის
სიმკაცრის მიზეზი არ ესმოდა. იქნებ ჩემს დასაშინებლად გან-
გებ აკეთებს, გადაუვლის და დაბრუნდებაო, გაიფიქრა, მაგ-
რამ ემინოვმა ოთახი უხმოდ დატოვა. ყველაფერი დამთავ-
რდა. მამა, რომელიც წლების განმავლობაში მისი მასწავლე-
ბელი, მეგობარი, ჭკუის დამრიგებელი იყო, მისთვის სიყვა-
რულსა და დახმარებას არ იშურებდა, ახლა განაწყენებული
მიდიოდა. კიბის რამდენიმე საფეხური რომ აიარა, დინჯად
მობრუნდა და შვილს მიმართა:
– სეიდ, დილით რომ ავდგებით, უმჯობესია, აქ აღარ დაგ-
ვხვდე.
სეიდს უნდოდა, მამისკენ გაქცეულიყო, მაგრამ ფეხები არ
ემორჩილებოდა. მტკივანი ფეხი ოდნავ წინ წადგა და გაჩერ-
და. უნდოდა, ეთქვა, მამა, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ისიც
ძალიან მიყვარს. გთხოვ, არ გეგონოს, რომ თქვენ შორის არ-
ჩევანს მის სასარგებლოდ ვაკეთებო, მაგრამ ტუჩები ჯიუტად
ჰქონდა მოკუმული. ყელში ბურთი გაეჩხირა.
– თუ ასე გირჩევნია...
– მე კი არა, კურტ სეიდ, ასე შენ არჩიე. შენი ნებაა.
კარისკენ რომ მიემართებოდა, აცრემლებული სეიდი უკა-
ნასკნელად მობრუნდა.
– იცი, მამა, ნუ გგონია, რომ შენი ნათქვამი დამავიწყდა.
ყველაფერი მახსოვს. ერთხელ მითხარი, ცხოვრებაში ნურც

254 მკითხველთა ლიგა


გახარებას იჩქარებ და ნურც წყენასო... მართალი ყოფილ-
ხარ...
შემოსასვლელი კარი რომ გააღო, საშინელი შინაგანი სი-
ცარიელე იგრძნო. საკუთარ მიწაზე, საკუთარ სახლში სრული-
ად მარტო აღმოჩნდა. მარტოდმარტო შურასთან ერთად... ვერ
იჯერებდა, წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. ერთხანს იცდიდა,
ახლა კარი გაიღება და მამა დამიძახებსო.
მეჰმედ ემინოვი კიბის საფეხურზე მოაჯირს ჩაბღაუჭებული
გაშეშებულიყო. თავი ცუდ სიზმარში ეგონა. ხუთწუთიანი საუბ-
რის შედეგად საკუთარი შვილი, ყველაზე უსაყვარლესი, ყვე-
ლაზე საიმედო, თანაც ამდენი ხნის უნახავი როგორ დაკარგა?
ელოდებოდა, ახლა კარი გაიღება და სეიდი ბოდიშს მომიხდი-
სო.
ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ სეიდმა საბოლოოდ ირწმუნა,
რომ მამისეულ სახლში აღარ დაედგომებოდა და გულგატეხი-
ლი იქაურობას გაეცალა. მეჰმედ ემინოვიც დარწმუნდა, რომ
შვილმა ისინი თავისი ცხოვრებიდან ამოშალა და მძიმე ნები-
ჯით კიბეს აუყვა. იგრძნო, როგორ უცებ დაბერდა. მთავარი
საყრდენი გამოეცალა.
საჯინობოდან ცხენი რომ გამოჰყავდა, სეიდმა ჯელილი და-
ინახა, რომელიც მისკენ მორბოდა. ჯელილს თავისი ოთახი-
დან მამა-შვილის საუბარი გაეგონა. სეიდზე უკეთეს მდგომა-
რეობაში არც თვითონ იყო. თავს ისიც დამნაშავედ გრძნობდა.
როგორც კი მწარედ ჩაფიქრებული, განადგურებული მეჰმედი
თავის ოთახში შევიდა, ჯელილი მაშინვე სეიდისკენ გამოქან-
და. აშკარა იყო, რომ დილით ოჯახის წევრებს უდიდესი შოკი
ელოდათ. წარმოუდგენელი რამ მოხდა. ასეთი სიყვარული,
ასეთი ურთიერთობა ასე ერთ წამში როგორ გაქრა? ზედმეტი
სიმკაცრის გამო გულში მეგობარს ამტყუნებდა, მაგრამ არა-
ფერი უთქვამს. სეიდს ახლა დარიგებაზე მეტად სიახლოვე და
გაგება სჭირდებოდა. მხარზე ხელი დაჰკრა და გამგებიანი მზე-
რა ესროლა. შემდეგ ცხენზე შეჯდომაში მიეხმარა. სეიდმა მად-
ლობა გადაუხადა.

255 მკითხველთა ლიგა


სადოვაია ნელი ნაბიჯით უხმოდ გაიარეს, შემდეგ ჩორთზე
გადავიდნენ. სანაპირომდე გადაჭიმულ ჭადრების ხეივანში
რომ შევიდნენ, ცხენები მთელი ძალით გააჭენეს.
ტატიანას რომ ჩაეძინა, შურა გარეთ გამოვიდა და ფანჩა-
ტურში ჩამოჯდა, რადგან უცხო ადგილას ძილი არ ეკარებოდა.
ზღვისა და წყალმცენარეების სუნი ბარაქიანი მიწის სურნელს
ერეოდა. თმისა და კაბის კალთების შრაშუნი ფოთლებისა და
ხვიარას შრიალს უერთდებოდა. დროდადრო ყველაფერს
ტალღების ხმა ფარავდა, ვენახების ბოლოში კლდეებს რომ
ასკდებოდა. როგორი სიმშვიდის მომგვრელია ველური ბუნე-
ბით ტკბობა იმ ცხოვრებასთან შედარებით, რომელიც უკან
მოვიტოვეო, გაიფიქრა შურამ და მხრებზე მოგდებულ სეიდის
ქურთუკში უფრო მაგრად გაეხვია. ლოყა ქურთუკის ფართო
საყელოს გაუსვა და თვალები დახუჭა. წარმოიდგინა, თითქოს
სეიდს ეხუტებოდა, ქარისა და ზღვის ხმას მიაყურადა და ოცნე-
ბებს მიეცა. წარსული ახლა ზღვის გაღმა ნაპირივით შორეული
ეჩვენებოდა. მშვენიერი ცხოვრება გაეტარებინა, მაგრამ ყვე-
ლაფერი წარსულს ჩაბარდა. მონატრებას აზრი აღარ ჰქონდა.
სრულიად უცხო ადგილას უცხო ადამიანებს შორის იმყოფებო-
და, რომელთა წეს-ჩვეულებებზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ვინ
იცის, კისლოვოდსკში დაბრუნებას როდის ეღირსებოდა? იქ-
ნებ ვერც ვერასდროს. იქნებ ეს დღე თუ დადგებოდა, სეიდი
მასთან ერთად აღარ იქნებოდა. უცებ ბრაზი მოერია, რომ გო-
ნებას ამგვარი ფიქრებით იღლიდა. თვალები გაახილა. ფუჭ
ოცნებას ჯობდა, წამით ესიამოვნა. განა რომელი გეგმა განა-
ხორციელა? უმჯობესი იქნებოდა, დროსა და ბედისწერას მინ-
დობოდა. განა იმ ღამეს, როცა სეიდს დანებდა, ყველაფერი
იმიტომ არ მოხდა, რომ მხოლოდ ის წამი განეცადა? განა მას-
თან სიახლოვეს ისე არ დასთანხმდა, რომ არც კი იცოდა, სე-
იდი მეორე დღეს მასთან ურთიერთობას მოინდომებდა თუ
არა? განა მასთან სარეცელის გაზიარება მისმა ლურჯმა თვა-
ლებმა არ გადააწყვეტინა? ახლა გაცილებით მეტი საბაბი
ჰქონდა საიმისოდ, რომ მასთან ერთად დარჩენილიყო, სანამ
ბედისწერა არ დააშორებდა. სეიდთან სიახლოვის გახსენება-

256 მკითხველთა ლიგა


ზე ტანში სასიამოვნი სითბომ დაუარა. თხელი თითები კისერ-
ზე გადაიტარა. საკმაოდ ცივი ქარის მიუხედავად, ვარვარებდა.
უნდოდა, რომ სეიდი ახლა მის გვერდით ყოფილიყო, მოხვე-
ოდა, ეკოცნა, გულში ჩაეკრა და ვნებიანი თვალებით შეეხედა.
უკვე მონატრებოდა. როცა იქნება, ხომ დაბრუნდებაო, გა-
იფიქრა და გული აუჩქარდა. მასთან სიახლოვის წარმოდგენამ
ჟრუანტელი მოჰგვარა. ქურთუკის საყელო გადაიწია და მკერ-
დი ქარს მიუშვირა. წყალმცენარეების სუნით გაჟღენთილმა
გრილმა ჰაერმა კანკალი დააწყებინა. თავი უკან გადაწია. ცის
კამარაზე უთვალავი ვარსკვლავი კიაფობდა. ბედნიერებისა-
გან შეზარხოშებული შურა ღიღინს მოჰყვა.
საკმაოდ რომ შესცივდა, სახლში დასაბრუნებლად წამოდ-
გა. ცხენის ფლოქვების ხმა მოესმა, მღელვარებამ მოიცვა.
თუმცა ჯერ არ გათენებულიყო, სეიდი და ჯელილი დაბრუნებუ-
ლიყვნენ. შურა მათ შესაგებებლად გაემართა. შეყვარებულს
შეხედა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც უსიამოვნება შე-
ემთხვა. ის იყო, შეკითხვას აპირებდა, რომ ჯელილმა წარბე-
ბით ანიშნა, ხმა არ ამოიღოო. საყვარელ მამაკაცს მიუახლოვ-
და, ხელები წელზე მოჰხვია და თავი მკერდზე დაადო. სეიდმა
წამით იფიქრა, რომ ამ ქალზე, რომლის გამოც ოჯახი გაანაწ-
ყენა, წესით უნდა გაბრაზებულიყო, მაგრამ პირიქით, ხვდებო-
და, რომ მის მკლავებში მოქცეული ეს ნატიფი, მორჩილი და
დახვეწილი სილამაზე გულში იმდენად ჩავარდნოდა, რომ მას-
ზე გაბრაზება გამორიცხული იყო. სახლისკენ ერთად გაემარ-
თნენ. ჯელილმა შეყვარებულები მარტო დატოვა და თავის
ოთახს მიაშურა.
სეიდმა შურა მეორე სართულზე საძინებელში აიყვანა. ფან-
ჯარასთან განიერ ტახტზე ჩამოჯდა და შურაც გვერდით მოის-
ვა. ერთხანს უხმოდ ისხდნენ. სეიდი ჰორიზონტს გასცქეროდა
და ფიქრობდა, იქიდან თავქვე რომ გადავეშვა, ასეთი გამოცა-
რიელებული მაშინაც არ ვიქნებიო. მშობლიურ მიწაზე, მშობ-
ლიურ სახლში ისეთ მარტოობას განიცდიდა, როგორსაც უცხო
მხარეში. ნოსტალგიას მოეცვა. ამ საოცნებო მხარეში სათანა-
დო სითბოს ვერ მიაგნო. დარდის გასაქარვებლად საყვარელ

257 მკითხველთა ლიგა


ქალზე უარი უნდა ეთქვა. სხვა წასასვლელიც არ ჰქონდა. და-
ნარჩენი სამყარო კიდევ უფრო უცხო იყო მისთვის.
სიბნელის მიუხედავად, შურა ჭაბუკის თვალებში ჩაბუდე-
ბულ სევდას ამჩნევდა. მოთმინებით ელოდა, როდის გადაუშ-
ლიდა გულს სეიდი. სახეზე ნაზად ეფერებოდა. შეჭმუხვნილი
შუბლი, დაძაბული ყვრიმალები ქანდაკების ნაკვთებივით ცი-
ვი ეჩვენებოდა. მისი თითების შეხებას მხოლოდ ჯიუტად მოკუ-
მული ტუჩები გამოეხმაურა. სეიდმა მაჯაში ხელი ჩაავლო და
თითის წვერები სათითაოდ დაუკოცნა, შემდეგ მაჯისკენ ჩაუყ-
ვა. მეორე ხელით თმიდან სარჭები გამოაცალა. შურას გაშ-
ლილმა თმამ ოთახი ყვავილების სურნელით აავსო. სეიდმა
სახე ქერა ტალღებში ჩარგო და შურას თმის სურნელი შეისუნ-
თქა. წინ გადაიხარა, შურას ტუჩები მოუძებნა – სადარდე-
ბელს, მარტოობას, დაუსრულებელ მონატრებას პატარა შეყ-
ვარებულის სიყვარულით აღსავსე სახე, თმა, სხეული დაავიწ-
ყებდა. შურა ჭაბუკის სურვილის დასაკმაყოფილებლად დიდი
ხანია, მზად იყო. განა საათებია, ამაზე არ ოცნებობდა? სეიდი
აქ იყო, მასთან ერთად. არ აინტერესებდა, საიდან მოვიდა, ეს
ხანი ვისთან ერთად გაატარა, იქ რა მოხდა. არაფერს არ ჰკით-
ხავდა მანამ, სანამ სეიდი თვითონ არ მოუყვებოდა ყველა-
ფერს. მთავარია, ახლა ერთად იყვნენ. ფრთხილად, ისე, რომ
მტკივან ფეხს არ დასწოლოდა, სეიდს ჩაეხუტა; შეწუხებული
სახე და კისერი დაუკოცნა, მკერდზე პერანგის ღილები შეუხ-
სნა. რამდენიმე წამში თავს ვეღარ აკონტროლებდნენ. სეიდმა
იცოდა, რომ მის ქურთუკს ამოფარებული სხეული სიყვარულს
მოუთმენლად ელოდა. შურა უფრო მაგრად ჩაიკრა გულში. სე-
იდი ისევ მარტოობასა და სიცივეს გრძნობდა, რასაც ბავშვო-
ბიდან მიჩვეული იყო. მხრებსა და წელზე ხელი მაგრად მოჰ-
ხვია და თავისკენ მიიზიდა. მარტოობის განცდისაგან მხო-
ლოდ შურას სიყვარული და ცხელი სხეული გაათავისუფლებ-
და. უკიდეგანო რუსეთში შურა ერთადერთი ადამიანი იყო,
რომელიც მას თავის სიყვარულს უწილადებდა; ერთადერთი
ქალი, რომელიც ამ სიყვარულს უანგაროდ და მოთმინებით
შესთავაზებდა. იმის წარმოდგენამ, რომ ოდესმე მასთან გან-

258 მკითხველთა ლიგა


შორება, მის გარეშე დარჩენა მოუხდებოდა, სეიდის ქცევას სი-
თამამე შეჰმატა, თითქოს უნდოდა, ქალს მაშინვე დაჰპატრო-
ნებოდა, სამუდამო საკუთრებად ექცია. შურა სეიდის უჩვეულო
ქცევას არ შეუწუხებია. პირიქით, სეიდი იმან გააოცა, რომ მის
აგრესიულ ალერსსა და ამბორს შურამაც ასევე უპასუხა. ამჯე-
რად შურა წინანდელი მშვიდი, რბილი ქალიშვილი აღარ იყო.
მისი ადგილი მოუთმენელ, სიყვარულს მოწყურებულ გიჟმაჟ
ქალს დაეკავებინა. ძალიან ბედნიერი იყო. ჯადოსნური ღამე
იდგა. ქარი, კლდეებთან შეჯახებული აქაფებული ტალღების
ხმა, პატარა მარმარილოს შადრევნის ჩუხჩუხი – ყველა ეს ხმა
თითქოს მათი სხეულების მოძრაობას მართავდა. ბუნების წი-
აღში ბუნებასავით ველურად უყვარდათ ერთმანეთი. წამით,
როცა სიამოვნების შეძახილი აღმოხდა და თავი უკან გადას-
წია, ფანჯრიდან ერთადერთი მოწმე – ვარსკვლავები დაინახა.
ბედნიერებამ დაათრო. ვარსკვლავები და ისევ და ისევ აქაფე-
ბული ტალღების ვნებიანი დგაფუნი... თვალებიდან ცრემლი
წასკდა.
ერთი კვირის შემდეგ ჯელილი და ტატიანა მეგობრებს დაემ-
შვიდობნენ და პოლტავაში გაემგზავრნენ. წასვლამდე ჯე-
ლილმა სეიდისაგან მალულად მეჰმედ ემინოვი რამდენჯერმე
მოინახულა და ეცადა, აზრი შეეცვლევინებინა, მაგრამ ვერა-
ფერს გახდა. ემინოვი იმას ელოდებოდა, როდის ეახლებოდა
სეიდი ბოდიშის მოსახდელად; სეიდი კი, თავის მხრივ, იმის
მოლოდინში იყო, მამა როდის დაუძახებდა.
ჭაბუკმა იცოდა, რომ მუდმივად ვენახის სახლში ვერ იცხოვ-
რებდა. სანამ იქ იყო, მამას ერთხელაც არ მოუკითხავს, მიუხე-
დავად იმისა, რომ წელიწადის ამ დროს მთელ დღეებს ვენახში
ატარებდა ხოლმე. ერთ-ერთ მაღლობზე, რომლებიც ალუშტის
ნავსადგურს გადაჰყურებდა, სახლი იყიდებოდა. სახლი მოს-
კოველი ვაჭრის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.
ერთსართულიანი, მაგრამ საკმაოდ დიდი და კოხტა სახლი ხე-
ებში ჩაფლულიყო. შურას სახლი დანახვისთანავე შეუყვარდა.
განსაკუთრებით საწოლი ოთახიდან ისეთი ხედი იშლებოდა,
უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. სასტუმრო და დანარჩენი ოთა-
ხების ფანჯრებიდან, რომლებიც ფასადის მხარეს იყო, ზღვა

259 მკითხველთა ლიგა


თითქოს სახლში შემოდიოდა. ერთ დღეს სეიდი ვენახის სახ-
ლში მოურავ ჯემალს შეხვდა და იმ პირადი ნივთების სია გა-
დასცა, რომლეთა წამოღება უნდოდა მამისეული სახლიდან.
ამ საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ამაგდარმა მოურავ-
მა კარზე მიუკაკუნა და თანმხლები ყმაწვილის დახმარებით
ურმიდან სეიდის ნივთების გადმოზიდვას შეუდგა. ახალ სახ-
ლში გადასვლით აღელვებულ შურას პატივისცემით მიესალმა
და სეიდს თურქულად მიმართა:
– ეს ამბავი არ მომწონს, ჩემო ბატონო; ძალიან არ მომ-
წონს. ყველას მოგვენატრებით.
– ნუ დარდობ, ჯემალ, – სეიდმა საკმაოდ დაბერებულ მოუ-
რავს ზურგზე ხელი მოუთათუნა, – ღმერთმა ქნას, დროთა გან-
მავლობაში ყველაფერი მოგვარდეს.
– ზაჰიდე ხანუმი ტირილით თავს იკლავს; მაიორი ემინოვიც
შეწუხებულია, მაგრამ რა ქნას, მამაა და თავისი სიტყვიდან გა-
დახვევა არ უნდა.
– მეც არ მინდა, მამას გული ვატკინო, ჯემალ, მაგრამ რა
ვქნა, – უთხრა სეიდმა, რომელსაც ჯემალის გულწრფელობაში
ეჭვი არ ეპარებოდა, – ასეთი ბედი გვქონია.
ბარგი სახლში შეიტანეს. კაკლის რამდენიმე სკივრში წიგ-
ნები და ტანსაცმელი ეწყო. აქვე იყო მეფე ნიკოლოზის საჩუქა-
რი, – სკივრი, რომლის შავი ლაქით დაფარულ ზედაპირს ფე-
რადი სურათები და ბრინჯაოს მამალი ამშვენებდა. სეიდს მისი
არსებობა აღარც ახსოვდა. გახარებულმა სკივრი სასტუმრო
ოთახში შეიტანა.
იმ საღამოს ახალ სახლში, რომელიც ჯერ ბოლომდე მოწყო-
ბილიც არ იყო, იატაკზე გაშლილ ბალიშებზე წამოწვნენ და
ახალმოსახლეობა აღნიშნეს. შავ ზღვაზე გამავალი დიდი ფან-
ჯრის წინ მოთავსებული როიალი, დაბალი მაგიდა, რომელსაც
ადგილი სეიდის საძინებელში მიუჩინეს და შავი სკივრი, რო-
მელიც ბუხრის წინ დაიდგა, სახლის ყველაზე ძვირფასი ნივთე-
ბი იყო. ვახშმად სეიდის მომზადებული ფუნთუშები და ვენახი-
დან წამოღებული ღვინო ჰქონდათ. ნავახშმევს ბუხართან ბა-
ლიშებზე მოკალათდნენ. შურა თავიდან ძალიან მხიარულ გუ-
ნებაზე იყო, სიმღერაც კი წამოიწყო, მაგრამ უეცრად მოიწყინა

260 მკითხველთა ლიგა


და ცრემლი ვერ შეიკავა. უიმედო სიყვარულისადმი მიძ-
ღვნილმა სიმღერამ გული აუჩუყა. რაც უნდა ეკეთებინათ, რო-
გორი ბედნიერებიც უნდა ყოფილიყვნენ, საუკეთესო წამებშიც
კი სევდა ერეოდათ, რომელიც მათ მუდმივ თანამგზავრად იქ-
ცა.
იმ ღამეს პირველად დაიძინეს ისე, რომ სიყვარულს არ მის-
ცემიან. შიშველი სხეულებით ერთმანეთს მაგრად ჩახუტებუ-
ლები საძინებლის დიდი ფანჯრებიდან უხმოდ გასცქეროდნენ
უკიდეგანო ზღვას. მათი ხვევნა და ალერსი პირველად არ გა-
დაზრდილა ვნებაში. ერთმანეთს მხოლოდ სინაზესა და მარ-
ტოობას უზიარებდნენ. ამ ღამეს, რომელიც ბედნიერი მომავ-
ლის დასაბამი უნდა გამხდარიყო, პირველად იგრძნეს, როგო-
რი უიმედო და უბედური მომავალი ელოდათ.
ალუშტაში ცხოვრება ძველებურად მიედინებოდა. ძველე-
ბური სიმშვიდე და უდარდელობა სუფევდა; შურას თავი სხვა
ქვეყანაში ეგონა. თუმცა პეტროგრადიდან სეიდის მეგობრე-
ბის მოკლე და შეშფოთებული წერილები მოსდიოდათ. ოსმა-
ნი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ლივადიაში იმალე-
ბოდა, როგორც იქნა, იალტაში დაბრუნდა და მათაც ესტუმრა.
მისი მონათხრობიც ადასტურებდა, რომ ქვეყანაში მდგომა-
რეობა გაუარესებულიყო. რევოლუციონერებს შორის აზრთა
სხვადასხვაობის გამო განხეთქილება დაიწყო. 17 მაისს
ტროცკისა და მისი თანამოაზრეების დაბრუნებამ ბოლშევიკე-
ბის ფრთა გააძლიერა. მენშევიკებსა და ზოგიერთ გენერალს
სწამდათ, რომ მათი დრო მალე მოვიდოდა. ივნისში, ივლისსა
და აგვისტოში ქუჩის გამუდმებული გამოსვლები ეწყობოდა,
რომლებითაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისათ-
ვის თავიანთი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდნენ. მი-
წათმფლობელების ბატონობას ბოლო მოეღო. გლეხებს მიწე-
ბის დარიგებას დაჰპირდნენ, რის გამოც ათასობით გლეხი მე-
მამულეებს თავს ესხმოდა და საკუთარ რევოლუციას აწყობდა.
გლეხები ყოფილი ბატონების დახოცვასაც არ ერიდებოდნენ.
ახალი ხელისუფლება პირობას იძლეოდა, რომ მიწა გლე-
ხებს გადაეცემოდათ, ქარხნებზე კონტროლს მთლიანად მუშე-
ბი განახორციელებდნენ, მათივე კუთვნილებაში გადავიდოდა

261 მკითხველთა ლიგა


სურსათი, რომლის მარაგიც, არისტოკრატიისა და ბურჟუაზი-
ის მტკიცებით, ქვეყანაში ამოწურული იყო. სიმდიდრისა და
ბედნიერების მოლოდინმა ასი ათასობით ადამიანს გონება
აურია და დაუბნელა. ყველაფერი – მიწა, ქარხნები, ლამაზი
სახლები მყისიერად უნდოდათ.
ყირიმი ამ არეულობას ჯერ მხოლოდ შორიდან ადევნებდა
თვალს. თუმცა კარგად ესმოდათ, რომ უბედურება ადრე თუ
გვიან, მათ კარსაც მოადგებოდა. ამიტომ მოუსვენარ მოლო-
დინს მისცემოდნენ.
ყურძნის, ხორბლის, თამბაქოს მოსავალი კარგა ხანია, აი-
ღეს და დააბინავეს. მიწაც გაზაფხულის მოლოდინში ისვენებ-
და. ყველგან, ვეებერთელა მარადმწვანე ხეების გარდა, – მი-
წაზე, ცაზე, ზღვაზე ზამთარი იდგა. მზიანი, მაგრამ მოკლე და
ცივი დღეები დაიწყო. შურა ზამთრის დადგომას მაინცადამა-
ინც ვერ გრძნობდა, თუმცა ულამაზესი ზაფხულის შემდეგ ზამ-
თარი არ მოსწონდა. სიცივეში სახლში გამოკეტილი აღმოჩ-
ნდა. ფანჯრიდან აზვირთებულ ტალღებს გახედა და ღრმად
ამოიხვნეშა.
ყველაფერი სისულელეაო, გაიფიქრა. მის ფიქრებს გან-
ხორციელება არ ეწერა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ იმ-
ყოფებოდა. ძველებური ცხოვრება კისლოვოდსკშიც აღარ არ-
სებობდა. იქაც ყველაფერი შეიცვალა. თითები კლავიშებზე
გადაატარა. შემდეგ საძინებელში პატარა საწერ მაგიდას მიუჯ-
და, რომ დაწყებული წერილი დაემთავრებინა. დედას სწერდა.
წინა წერილების პასუხი არ მიუღია, როს გამოც ღელავდა. ეცა-
და, მაქსიმალურად მოკლედ მიეწერა – ჯერ ერთი, ეშინოდა,
ძალიან სქელ კონვერტს ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო; მე-
ორეც, თუ წერილი ვინმე უცხოს ხელთ აღმოჩნდებოდა, არ უნ-
დოდა, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ყველაფერი გა-
ეგოთ. წერა რომ დაამთავრა, წერილი კონვერტში ჩადო და მა-
გიდაზე დატოვა, რათა მეორე დღეს გაეგზავნა. სწორედ ამ
დროს სეიდის ხმა შემოესმა. აღელვებული ადგილიდან წამოხ-
ტა. სეიდის დანახვაზე ისევ იმ პატარა გოგონად იქცეოდა
ხოლმე, შეყვარებულთან შეხვედრისას გული რომ უფანცქა-
ლებს. კარი მიიხურა თუ არა, ერთმანეთი გულში ჩაიკრეს.

262 მკითხველთა ლიგა


მარტოობის მიუხედავად, ძალიან ცდილობდნენ, თავისი პატა-
რა, მაგრამ ბედნიერი სამყარო შეექმნათ. თუ ცდებოდა? სეიდს
უბედურზე უბედური გამომეტყველება ჰქონდა. შეშინებულმა
უკან დაიხია. სეიდის შეწუხებული სახის დანახვაზე ყოველ-
თვის ეგონა ხოლმე, რომ მის მიტოვებას აპირებდა. ახლაც
იგივე შიში დაეუფლა. უეცრად სეიდის ხელში წერილი შენიშ-
ნა. ჩაფიქრებულმა სეიდმა ნელი ნაბიჯით სავარძელს მიაშუ-
რა. შურა მორიდებით გვერდზე გადგა. მას უკვე კარგად იც-
ნობდა. თავად წყვეტდა, სადარდებელი შურასათვის როდის
გაეზიარებინა. ამიტომ ქალი სახეში შესცქეროდა და მოთმინე-
ბით ელოდა. მისი მზერა რომ დაიჭირა, მიუახლოვდა და გვერ-
დით მიუჯდა. სეიდმა წერილი გაუწოდა. შურამ წერილი მორი-
დებით გამოართვა და კითხვას შეუდგა.
8 ნოემბრით დათარიღებული სერგეი მოისეევის წერილის
ადრესატი მეჰმედ ემინოვი იყო. შურა სუნთქვაშეკრული კით-
ხულობდა. დროდადრო წამოიყვირებდა ხოლმე.
ნაჩქარევად დაწერილ წერილში მოისეევი იტყობინებოდა,
რომ 7 ნოემბრიდან ბოლშევიკები ვითარებას მთლიანად
აკონტროლებდნენ. რევოლუციონერებთან საბრძოლველად
ფრონტიდან დაბრუნებული გენერალ კრასნოვის კაზაკთა შე-
ნაერთი და სამხედრო აკადემიის სტუდენტების რაზმი, რომ-
ლებიც ქალაქის ცენტრში კაზაკების დახმარებას ცდილობ-
დნენ, მთლიანად გაანადგურეს. ქალაქში საშინელი ვითარება
იყო. რევოლუციონერები სახლებს თავს ესხმოდნენ. მოისეევი
და მისი მეუღლე, ოლგა, თავისივე სახლის სარდაფში ცხოვ-
რობდნენ. წერილს თუ აღმომიჩენენ, დაგვხოცავენო, იწერე-
ბოდა სერგეი. ყველას მოკითხვას უთვლიდა და სთხოვდა, წე-
რილი წაკითხვისთანავე გაენადგურებინათ.
შურამ იგრძნო, როგორ დაუბუჟდა მთელი სხეული. წამოდ-
გა, საძინებელში შევიდა და კისლოვოდსკში გასაგზავნი წერი-
ლი აიღო. ატირებული დაჰყურებდა წერილს, რომელსაც გაგ-
ზავნა არ ეწერა. თითქოს კონვერტზე დედამისისა და და-ძმის
სახეებს ხედავდა, რომელთაც ვეღარასდროს შეხვდებოდა.
შემდეგ სასტუმრო ოთახში დაბრუნდა და კონვერტი ბუხარში

263 მკითხველთა ლიგა


შეაგდო. ძალა აღარ ჰქონდა. მუხლებზე დაეცა და აქვითინე-
ბული დაფერფლილ წერილს მიაშტერდა. სეიდმა მის გვერ-
დით ჩაიმუხლა. ცრემლით დანამული ლოყები დაუკოცნა. სე-
იდის მკერდს მიყრდნობილი შურა ერთ ხანს კიდევ ქვითინებ-
და. შემდეგ, ბედთან შერიგებული და გამოსავლის გარეშე
დარჩენილი, დადუმდა. სეიდი მის მკლავებს მინდობილ, უსუ-
სურ, იმედდაკარგულ ქალს ჩვილივით არწევდა და იმაზე ფიქ-
რობდა, რომ ბედისწერა არც მას შეარჩენდა. ვერც აქ დარჩე-
ბოდა. აქედანაც უნდა გაქცეულიყო. მაგრამ სად? რუსეთის იმ-
პერიის განაპირას იყო. ოდნავ მოშორებით, მაღლობის პირას
ზღვა იწყებოდა და რუსეთი მთავრდებოდა. სადღა უნდა გაქ-
ცეულიყო? სად? სად?.. გონებაში მხოლოდ ეს ერთადერთი შე-
კითხვა უტრიალებდა. და შურა? მუდმივად თან უნდა გაეყო-
ლებინა? შურას უკან დაბრუნება გამორიცხული იყო. მარტო
ვერც ყირიმში იცხოვრებდა. რა უნდა ექნათ? კიდევ რა უნდა
გადაეტანათ? თავი შურას თმაში ჩარგო და ერთხანს გაუნ-
ძრევლად იჯდა. ბუხარი რომ ჩაქრა, შუაღამე კარგა ხნის გადა-
სული იყო. სეიდს ჯერაც არ ეძინა. წინ კი კიდევ არაერთი უძი-
ლო ღამე ელოდა.
1918 წელს სასიკეთო არაფერი მოუტანია. ისიც პრობლემე-
ბით დახუნძლული აღმოჩნდა.
საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანიასთან ომის გაგრძელება
უაზრობად ჩათვალა და ლენინის გადაწყვეტილებით ბრესტ-
ლიტოვსკში საზავო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკ-
რულების პირობებმა მთავრობის მემარჯვენე სოციალისტთა
ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მაშინ, როცა რუსეთის
მოსახლეობა შიმშილობდა, საკვები პროდუქტით, საბრძოლო
მასალით, ნავთობით, ბეწვითა და სპილენძით დატვირთული
მატარებლების გერმანიაში გაგზავნა ბოლშევიკებს მემარჯვე-
ნეთა თვალში სამშობლოს მოღალატეებად აქცევდა. მოკავში-
რეების აზრითაც ამ ვითარებას დაუყოვნებლივ ბოლო უნდა
მოჰღებოდა.
პეტროგრადი და მოსკოვი სხვადასხვა რჯულის ჯაშუშებით
გაივსო. მოკავშირეები მენშევიკებზე დაყრდნობით ცდილობ-
დნენ გერმანიის მომარაგების შეჩერებას.

264 მკითხველთა ლიგა


საბჭოთა ხელისუფლების კურსმა მემარცხენე ესერებსაც
იმედი გაუცრუა; გლეხების ერთი ჯგუფი ყანებისა და ვენახების
მოლოდინში იყო, ბოლშევიკების პროგრამა კი მმართველ
როლს მთლიანად მუშათა კლასს ანიჭებდა. ამასთან, მიწები,
რომლებიც ბურჟუაზიას ჩამოერთვა, ამჯერად საბჭოებს გა-
დაეცა ისევე, როგორც მოსავლის განკარგვის უფლება.
ბოლოს და ბოლოს, ესერების მემარჯვენე ფრთა ბოლშევი-
კებს დაუპირისპირდა და გერმანელებთან დადებული ხელშეკ-
რულების გასაუქმებლად და მოკავშირეთა დასახმარებლად
ბრძოლა წამოიწყო – აფეთქდა ხიდები, რომლებზეც გერმა-
ნიაში გასამგზავრებლად მომზადებულ მატარებლებს უნდა გა-
ევლოთ; 6 ივლისს მოკლეს გერმანიის ელჩი რუსეთში, გრაფი
ვილჰელმ ფონ მირბახ-ჰარფი, რამაც იმის იმედი გააჩინა, რომ
გერმანელები ბოლშევიკებთან ხელშეკრულებას დაარღვევ-
დნენ.
ბორის სავინკოვმა, რომელიც ამ წინააღმდეგობას სათავე-
ში ედგა, ალყაში მოაქცია მოსკოვიდან 300 კმ-ით ჩრდილოე-
თით მდებარე ქალაქი იაროსლავლი. თუმცა მოსკოვიდან და
პეტროგრადიდან გამოგზავნილმა წითელი არმიის დანაყო-
ფებმა ვითარება ორ კვირაში გამოასწორეს.
სხვა ფრთების უკმაყოფილებამ, რომლებიც ხელისუფლე-
ბაში მოსვლამდე ბოლშევიკებს უჭერდნენ მხარს, რუსების
მხარდამხარ მებრძოლი ჩეხი ჯარისკაცების შეიარაღებულმა
შეტაკებებმა ბოლშევიკებთან და ციმბირსა და ვლადივოსტოკ-
ში მათმა გაბატონებამ ბოლშევიკები მწარედ ჩააფიქრა. 31 ივ-
ლისისათვის თითქმის მთელი ციმბირი წითლებისაგან გაწ-
მინდეს, ჩეხმა სამხედროებმა კი დასავლეთისაკენ წინსვლა
განაგრძეს.
ბოლშევიკები კიდევ უფრო შეაშფოთა ადმირალ კოლჩაკის
კონტრრევოლუციურმა მთავრობამ, რომელიც თავის დროს
ომსკში ელოდებოდა. თეთრების სამხედრო წარმატებამ და იმ
მთავრობის მზადყოფნამ, რომელიც ბოლშევიკების მმართვე-
ლობას ბოლოს მოუღებდა, ცარიზმის აღდგენის საშიშროება

265 მკითხველთა ლიგა


წარმოქმნა. თუ მთელი ეს საქმიანობა მეფის, ცარისტული რე-
ჟიმისა და ბურჟუაზიული წყობის აღდგენას ისახავდა მიზნად,
მაშინ ამის საწინააღმდეგოდ ერთადერთი გზაღა რჩებოდა.
17 ივლისს ღამის პირველის ნახევარზე მეფე ნიკოლოზ
ალექსანდროვიჩ რომანოვი, მისი მეუღლე, დედოფალი ალექ-
სანდრა ფიოდოროვნა და მათი ხუთი შვილი, რომლებიც რამ-
დენიმე თვის განმავლობაში ეკატერინბურგში, პატიმრობაში
იმყოფებოდნენ, სარდაფში ჩაიყვანეს, საიდანაც მათ ხმას ვე-
რავინ გაიგონებდა. საბჭოებმა რომანოვებს გაუსამართლებ-
ლად გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და რამდენიმე წუთში
დახვრიტეს. ამ საზარელი მკვლელობის შემსრულებელმა ია-
კობ სვერდლოვმა და მისმა დამქაშებმა დახვრეტილებს უკა-
ნასკნელი ძვირფასეულობა ააცალეს, რის შემდეგაც გვამები
მჟავით დაწვეს.
ასე შეწყვიტა არსებობა რუსეთის იმპერიის ჰიმნმა, რომელ-
საც თაობები ასრულებდნენ – „ღმერთო, მეფე დაიფარე!”
მეფე, რომელიც ღმერთს უნდა დაეფარა, აღარ არსებობდა.
მეფის მკვლელობამ თეთრებს თავზარი დასცა. ნაწილს ამ სა-
ზარელი ამბის დაჯერება არ უნდოდა. ზოგი ფიქრობდა, რომ
განგებ გავრცელებული დეზინფორმაცია იყო, რათა მეფის
მომხრეები მორალურად გაეტეხათ, თუმცა ეს ყველაფერი
მხოლოდ მათი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა, რადგან
მწარე რეალობასთან შერიგება უჭირდათ.
იაროსლავში განცდილმა მარცხმა ბორის სავინკოვსა და
მის მომხრეებს ფარ-ხმალი არ დააყრევინა. 30 აგვისტოს სა-
ვინკოვის აგენტმა, ახალგაზრდა ქალმა ფანი კაპლანმა, მოს-
კოვში ლენინს ესროლა. მეორე დღეს მოკლეს ურიცკი – პეტ-
როგრადის გუბერნიის საგანგებო კომისიის (ჩეკა) თავმჯდო-
მარე. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ესერების ფრთამ
აიღო.
1917 წელს შექმნილ „ჩეკას” დაპატიმრების, გასამართლე-
ბისა და სასჯელის აღსრულების შეუზღუდავი უფლება მიეცა.
ბოლშევიკებმა ლენინზე თავდასხმისა და ურიცკის მკვლელო-
ბისათვის შურისძიება გადწყვიტეს. მოსკოვსა და პეტროგრად-
ში ერთ ღამეში ცარისტული რეჟიმის 500 მომხრე დაიხვრიტა.

266 მკითხველთა ლიგა


ქვეყანაში წითელი ტერორი დაიწყო.
1918 წლის აგვისტოში ყოველგვარი კერძო კომერციული
საქმიანობა აიკრძალა. ყველა სახის კერძო საკუთრება საბჭო-
თა ხელისუფლებას უნდა გადასცემოდა. მთლიანად შეიცვალა
ანაზღაურების სისტემა. მუშებს ფულის ნაცვლად კუპონებსა
და ბარათებს ურიგებდნენ. გლეხები მთელ მოსავალს, გარდა
იმ ნაწილისა, რომელიც პირადი მოხმარებისათვის სჭირდე-
ბოდათ, საბჭოებს აბარებდნენ, სამაგიეროდ კი მხოლოდ და-
პირებებს იღებდნენ. მით უმეტეს, რომ ომის დროს მთლიანად
განადგურებული კავშირგაბმულობა განაწილების სისტემის
არეულობის გამო სრულიად პარალიზებული აღმოჩნდა.
ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში გაბატონებული ბოლშევი-
კები სწრაფად იწევდნენ სამხრეთისკენ. კომიტეტებს ბოლშე-
ვიკების ბატონობის განმტკიცება დაევალათ, განსაკუთრებით
იმ რეგიონებში, სადაც ნაყოფიერი მიწები იყო.
ჯელილი და ტატიანა, რომლებმაც იცოდნენ, რომ სიკვდი-
ლით დასასჯელთა სიაში ეწერნენ, ივლისის ბოლოს პოლტა-
ვიდან იალტაში ჩავიდნენ და სეიდსა და შურასთან დასახ-
ლდნენ, რის გამოც ძალიან ბედნიერები იყვნენ. ახლა ისინი
კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ამასობა-
ში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახჩისარაიში ბოლშევიკე-
ბის წინააღმდეგ საბრძოლველად ყირიმის არმია ყალიბდებო-
და. სეიდს ესმოდა, რომ ყველაფრისათვის მზად უნდა ყოფი-
ლიყვნენ. ის ბოლშევიკების მოწინააღმდეგე თავისი მეგობრე-
ბის იმ ნაწილს დაუკავშირდა, რომელიც ომსკიდან ალუპტაში
ჩამოსულიყო. მათ იარაღის შეძენის თაობაზე გაურიგდა. ნაკე-
ლით დატვირთულ ურმებში დამალული იარაღი ვენახში მოჰ-
ქონდათ. ისმაილ ეფენდისა და მისი ვაჟის დახმარებით სეიდმა
იარაღი სათითაოდ ვაზის ქვეშ ჩაფლა. იმისათვის, რომ ყუ-
რადღება არ მიეპყროთ, ურმები რამდენიმე დღის, ხანდახან კი
კვირის შუალედით მოდიოდა და ღამღამობით იცლებოდა. სა-
ნამ სეიდი და ჯელილი იარაღს მარხავდნენ, ისმაილ ეფენდი
სადარაჯოზე იდგა. ღამის სიჩუმეს მხოლოდ ჭრიჭინების ხმა
არღვევდა. შურა უხმოდ შესცქეროდა დაღლილ, ქანცგაწყვე-
ტილ, მიწაში ამოსვრილ სეიდს და ზედმეტი შეკითხვებისაგან

267 მკითხველთა ლიგა


თავს იკავებდა. ერთმანეთი ძველებურად უყვარდათ, მაგრამ
დათრგუნვილი, ჩაფიქრებული სეიდი და მისი საიდუმლოებით
მოცული საქმიანობა შურას შიშს ჰგვრიდა.
მაჰმუდი და ოსმანი მამისაგან მალულად უფროს ძმას ხში-
რად სტუმრობდნენ. მათ თვალში სეიდი უდანაშაულო იყო. უფ-
როს ძმას ორივენი ეთაყვანებოდნენ. შურასთანაც ახლო ურ-
თიერთობა აეწყოთ. ახალგაზრდა ქალი მოთმინებით ელოდა,
როდის დაძლევდნენ ბიჭები მორიდებასა და ჭოჭმანს. დროთა
განმავლობაში, როცა მაჰმუდი და ოსმანი საბოლოოდ დარ-
წმუნდნენ, რა სირთულეების დაძლევა მოუხდა შურას მათი
ძმის გამო, ამ ლამაზი უცხო ქალის მიმართ პატივისცემით გა-
ნიმსჭვალნენ და ძალიან დაუახლოვდნენ. მათ გონებაში აქამ-
დე არსებული „საყვარლის” სტერეოტიპი სრულიად განსხვა-
ვებულ ქალებს უკავშირდებოდა, რომლებთანაც შურას საერ-
თო არაფერი ჰქონდა.
სეიდის ვიზიტების შესახებ მამისეულ სახლში მხოლოდ მო-
ურავმა ჯემალმა იცოდა. როცა სეიდი მისვლას ვერ ახერხებ-
და, ჯემალს მისთვის ამბავი მიჰქონდა ხოლმე.
გრილი ღამე იდგა. ნავახშმევს სეიდი ღია ფანჯარასთან მა-
გიდას უჯდა და რაღაცას ჯღაბნიდა. ნაწარმოები, რომელსაც
შურა როიალზე ასრულებდა, ნოტებად ქცეულ ზაფხულის ცხე-
ლი ღამის შემადგენელ ნაწილს ჰგავდა.
სწრაფად მოახლოებული ეტლის ხმის გაგონებაზე ორივე
წამოდგა. სეიდის უმცროსი ძმა, ოსმანი, მოსულიყო. აღელვე-
ბული ჩანდა. ირგვლივ მიმოიხედა და აჩქარებული ნაბიჯით
სახლს მიაშურა. გული ამოვარდნას ჰქონდა.
– სეიდ აბი8, მოვიდნენ! უნდა დაიმალო. აქაურობას გაეცა-
ლე!
– მოიცა, ნელა, ამოისუნთქე და ისე მითხარი, – უთხრა სე-
იდმა ღიმილით და 18 წლის ძმას მღელვარების დასაცხრობად
კეფაზე მიეალერსა.

8უფროსი ძმა (თურქ.); ზრდილობიანი მიმართვა ასაკით ოდნავ უფროსი


მამაკაცისადმი

268 მკითხველთა ლიგა


– ბოლშევიკები აქ არიან. მთავარ მოედანზე ერთ-ერთ შე-
ნობაში შტაბი მოაწყვეს. ყველა შეიარაღებულია. აბი, გაიქეცი,
გთხოვ, ამაღამვე წადი!
პანიკაში ჩავარდნილი შურა ხელების მტვრევას მოჰყვა და
უხმოდ ელოდებოდა სეიდის რეაქციას. რაოდენ საკვირველიც
უნდა ყოფილიყო, სეიდი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. შემდეგ ოს-
მანს მხარზე დაჰკრა ხელი.
– გმადლობ, ძმაო, ამას არ დაგივიწყებ... მაგრამ ამაღამ
ვერსად ვერ წავალ.
– კი, მაგრამ...
– ამაღამ არა, ოსმან, ჯერ არა.
– მაშინ ხვალ დილით.
– არც ხვალ. აქ ჯერ საქმეები მაქვს.
ძმამაც და შეყვარებულმაც გადაწყვიტეს, რომ სეიდი გაგიჟ-
და. ბიჭი ლამის ტიროდა.
– კურტ სეიდ, ხვალ დილით ის ხალხი უკვე ჩვენთან სახლში
იქნება. შენს საპოვნელად მხოლოდ რამდენიმე საათი დას-
ჭირდებათ. გაიქეცი, სანამ დროა.
შურამაც იფიქრა, დროა, თავი შევახსენო, იქნებ ამან მაინც
გაჭრასო. მიუახლოვდა და სეიდო, უჩურჩულა.
სეიდმა ტუჩებში აკოცა, შემდეგ კი ფანჯრიდან დაბლა გა-
დაშლილ ვენახებს გახედა. შურა მიხვდა, რომ ვერაფერს გახ-
დებოდა. უხმოდ ელოდებოდა. სეიდმა მზერა ვენახებიდან ნავ-
სადგურისკენ გადაიტანა; თვალი კლდეებს და ზღვასაც მოავ-
ლო. იდუმალი, მაგრამ ჯიუტი გამომეტყველება ჰქონდა.
– ნუ დარდობ, ოსმან, აქაურობას გავეცლებით, მაგრამ ჯერ
ალუშტიდან წასვლის დრო არ დამდგარა. რამდენიმე დღე კი-
დევ მჭირდება.
– რომ მოგაგნონ?
– ე.ი. ჩემი ბედი ეს ყოფილა, – მხრები აიჩეჩა სეიდმა. შემ-
დეგ შურას მიუბრუნდა: – ახლავე მოემზადე. ზედმეტი ბარგი
არ გინდა.
შურა მიხვდა, რომ სეიდს რაღაც გეგმა ჰქონდა და გახარე-
ბული ოთახში შევიდა. მარტო დარჩენილმა ოსმანმა ძმასთან
დასალაპარაკებლად დრო იხელთა.

269 მკითხველთა ლიგა


– რას აპირებ? სად მიდიხარ?
– რამდენიმე დღით ვენახის სახლში გადავალთ. საბოლოო
გადაწყვეტილებას რომ მივიღებ, თქვენც შეგატყობინებთ.
– სეიდ აბი, გთხოვ, მეც თან წამიყვანე, – უთხრა ოსმანმა და
ძმას მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო.
– ოსმან, კაცმა არ იცის, სად წავალ, წინ რა მელის, – მიუგო
სეიდმა და ლოყაზე ხელი მოუთათუნა, – შენ ჯერ ძალიან
ახალგაზრდა ხარ. მთელი ოჯახი აქა გყავს. ცოდო იქნები, თან
რომ გაგიყოლო.
– ბავშვობიდან შენ გვერდით ყოფნაზე ვოცნებობდი. ყო-
ველთვის, როცა მიდიოდი ხოლმე, შენი მშურდა. ახლა უკვე
დიდი ვარ. რა იქნება, მეც რომ წამიყვანო?
– რა თქმა უნდა, გაიზარდე, ოსმან, უკვე ჭაბუკი ხარ, მაგრამ
ჩემთან ერთად წამოსვლა მხოლოდ უბედურებას მოგიტანს.
იმდენად მიყვარხარ, რომ არ მინდა, საფრთხე შეგიქმნა.
– ის რატომ მიგყავს? – ჰკითხა ოსმანმა და თვალით შურაზე
ანიშნა, რომელიც ჩემოდანს ალაგებდა, – განა არ გიყვარს?
– ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება თუ შევძელი, მარტო
წავალ, ოსმან, – მიუგო სეიდმა, რომელსაც ძმის ეჭვიანობა არ
სწყენია და ქოჩორი აუწეწა, – თან არავის არ წავიყვან. ისინი
მე დამდევენ. სანამ ჩემგან შორს იქნებით, არავის არაფერი
გემუქრებათ.
მიუხედავად იმისა, რომ თურქულად ლაპარაკობდნენ, შუ-
რა ცალკეული სიტყვებით ცდილობდა, მათი საუბრის შინაარ-
სი გაეგო. მართალია, მისი სახელი არ უხსენებიათ, მაგრამ
იცოდა, რას ნიშნავდა სიტყვა „მარტო”.
– აბა, ოსმან, დროა, სახლში დაბრუნდე, – მიმართა სეიდმა,
რომელსაც ძმის დაყოვნება აღარ უნდოდა, – გზაში რაიმე ხი-
ფათს არ გადაეყარო. ძმაო, გენაცვალე, იქნებ... ერთმანეთი
ვეღარც ვნახოთ... იცოდე, ჩემს სანახავად მოსვლა არ გაბედო.
დარწმუნებული ვარ, გითვალთვალებენ. კარგია, რომ ბოლო
დროს ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. იმის დამტკიცება არ გაგი-
ჭირდებათ, რომ ჩემთან საერთო არაფერი გქონიათ. ვითომ
არც გინახივარ. სახლიდან ფეხი არ გაადგა.

270 მკითხველთა ლიგა


მართალია, ოსმანმა წინააღმდეგობის გაწევა დააპირა, მაგ-
რამ სეიდმა ხმა არ ამოაღებინა. ერთმანეთს გადაეხვივნენ.
ყმაწვილი 18 წლისა კი იყო, მაგრამ ცრემლები ვერ შეიკავა.
ლამპები ჩააქრეს. ჯელილი და ტატიანა ალუპკაში ჯელი-
ლის მოხუცი დეიდის სანახავად წასულიყვნენ. სეიდი მუდმი-
ვად ვენახებს გასცქეროდა. ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა. სე-
იდს ვენახში მისვლა და დამალული იარაღის შემოწმება ეჩქა-
რებოდა. ცივი ქარი ამოვარდა. კაშკაშა მთვარის შუქს შავი
ზღვის ზედაპირზე ათინათები აეციმციმებინა. ბუნების სილამა-
ზესა და წესს თითქოს ვერაფერი არღვევდა. სადა კაბაში გა-
მოწყობილი შურა სეიდის ნიშანს ელოდებოდა. არც იცოდა და
არც აინტერესებდა, სად მიდიოდნენ.
ღამის სიჩუმე ფეხის ხმამ დაარღვია. სეიდმა საწერი მაგიდი-
დან იარაღი აიღო, კარს ამოეფარა და შურას ანიშნა, საწოლ
ოთახში შესულიყო. მომხდური ჯელალი ვერ იქნებოდა. სუნ-
თქვაშეკრული ელოდა. ფრთხილი კაკუნი გაისმა. სეიდი ფან-
ჯრიდან დანახვას ეცადა, მაგრამ სიბნელეში მხოლოდ ის გა-
არჩია, რომ სტუმარი საკმაოდ მაღალი იყო. კაკუნი განმეორ-
და.
– ვინ არის? – იკითხა სეიდმა ოდნავი ყოყმანის შემდეგ.
– სეიდ, მე ვარ, იასეფი. იასეფ ზარკოვიჩი. გამიღე, კურტ სე-
იდ, ჩქარა!
სეიდი წამით დაიბნა. აქ მას ზედმეტი სახელით მხოლოდ
ერთი იასეფი იცნობდა – მისი ბავშვობის მეგობარი. თუმცა ია-
რაღი მაინც არ დაუდევს, კარი ისე გააღო. სტუმარი მაშინვე შე-
მოვიდა და დახურულ კარს მიეყუდა. სეიდმა უსაფრთხოების
მიზნით წამით უკან დაიხია. ბავშვობის მერე უნახავ იასეფ ზარ-
კოვიჩს დაკვირვებით შეხედა, მაგრამ სიბნელეში ბევრი ვერა-
ფერი გაარჩია. უცებ ფანჯარაში მთვარემ შემოიხედა. თავზარ-
დაცემულმა სეიდმა დაინახა, რომ სტუმარს ბოლშევიკების
ფორმა ეცვა და წითელი სამკლავური ეკეთა.
– ალაჰმა დამწყევლოს! – წამოიძახა სეიდმა და იარაღი
სტუმარს მიუშვირა. საკუთარი თავისთვის ეს დაუდევრობა ვერ
ეპატიებინა. ის იყო, გაიფიქრა, ყველაფერი დამთავრდაო,
რომ ისევ ჩურჩული მოესმა:

271 მკითხველთა ლიგა


– გაგიჟდი, კურტ სეიდ? მოაშორე ეგ იარაღი. ვერ მიცანი გა-
ნა?
– ბევრი დრო გავიდა.
სეიდს მკაცრი და ცივი ტონი ჰქონდა. იარაღს ისევ სტუმარს
უშვერდა. თან ძალიან დაიძაბა, რადგან სროლა უსათუოდ ყუ-
რადღებას მიიქცევდა.
– მოაშორე ეგ იარაღი, სეიდ, გთხოვ! სამტროდ არ მოვსულ-
ვარ. ხომ ხედავ, იარაღი არ ამომიღია.
იასეფს რევოლვერი მართლაც ბუდეში ედო.
– ეს სამკლავური რას ნიშნავს? აქ რამ მოგიყვანა?
– შენთვის რამის დაშავება რომ მინდოდეს, კარზე არ დაგი-
კაკუნებდი. შენს დასახმარებლად მოვედი.
– რა გინდა, იასეფ? – ჰკითხა სეიდმა, რომელიც ბილშევი-
კისგან სიკეთეს არ ელოდა, – რა ჩაიფიქრე?
– ბევრი დრო არა გვაქვს, სეიდ. მალე ისინიც აქ იქნებიან.
– ვინ?
– ამაღამ ყველა სახლს სათითაოდ გაჩხრეკენ. აქ თუ მოგაგ-
ნეს, ხომ იცი, რაც მოგივა?
– კი, მაგრამ შენ აქ არა ხარ? რას უდგახარ?
– არ გინდა, სეიდ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. ბოლშევიკი
რომ ვარ, იმას არ ნიშნავს, ძველი მეგობრები გავწირო.
– ბოლშევიკივით არ მსჯელობ.
– იქნებ არც ვარ, რა იცი? – გაეღიმა იასეფს. შემდეგ სერიო-
ზული სახე მიიღო და განაგრძო: – მისმინე, სეიდ. დღეს ვენახ-
ში ვიყავი. ვიცი, იქ რაც ხდება. არავისთვის არაფერი მით-
ქვამს. აქედან სასწრაფოდ უნდა გაუჩინარდე. გაქცევაში მე
მოგეხმარები.
– არ მესმის, ამას რატომ აკეთებ, – მიუგო დაეჭვებულმა სე-
იდმა.
– შეკითხვებს თავი დაანებე. თუ მეტყვი, რას აპირებ, გაქცე-
ვაში მოგეხმარები.
– ამ სამკლავურის რომ არ მჯერა?
– სხვა გზა გაქვს?

272 მკითხველთა ლიგა


სეიდმა იცოდა, რომ იასეფი მართალი იყო. უნდა გაერისკა,
სხვა გზა მართლაც არ ჰქონდა. იასეფმა მისი დუმილი თანხმო-
ბად მიიჩნია და განაგრძო:
– მაგრამ უნდა ვიცოდე, როდის რას აპირებ. მე კი მოგეხმა-
რები.
სეიდს დიდი ხნის წინ დაგეგმილი გაქცევა ოჯახისა და საყ-
ვარელი ქალისთვისაც კი არ გაუმხელია. ახლა კი ამის განდო-
ბა მტრისათვის მოუხდებოდა; ეს ადვილი არ გახლდათ. შესაძ-
ლოა, მახეს უგებდნენ, რაც ალბათ სიცოცხლის ფასად დაუჯ-
დებოდა. იასეფმა მისი დარწმუნება სცადა:
– წმინდა წიგნს გეფიცები, სეიდ, რომ შენს დასახმარებლად
მოვედი. იარაღის ამბავს არავის ვეტყვი. სადაც ჩატვირთავ,
გადაზიდვაში დაგეხმარები.
– ვენახიდან სანაპიროზე უნდა ჩავიდე, – უთხრა სეიდმა,
რომელმაც გადაწყვიტა, იასეფისათვის დაეჯერებინა.
– ძალიან უნდა იჩქარო, სეიდ. ხვალ ღამით მორიგე ვარ.
დაგეხმარები.
სეიდმა ღრმად ჩაისუნთქა. თავში უამრავი შეკითხვა უტრია-
ლებდა, მაგრამ თავი შეიკავა.
– კეთილი. ხვალ ღამით.
– გარეგნობა მაქსიმალურად უნდა შეიცვალო, თორემ საქ-
მეს გამირთულებ. გამთენიისას ვენახში მოვალ. ზუსტ დროს
დამატებით შეგატყობინებ. – ის იყო, გადიოდა, რომ რაღაც გა-
ახსენდა და მობრუნდა: – სეიდ, არ დაგავიწყდეს, მარტო უნდა
იყო. სხვას ვერ ვუშველი.
სეიდმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. ხეებში ცხენების
ფლოქვების ხმა მოისმა. იასეფმა კარი გამოიხურა და კიბეზე
დაეშვა. ფანჯარასთან დარჩენილ სეიდს სუნთქვა შეეკრა. შუ-
რა კი, რომელიც ის იყო, საძინებლიდან გამოსვლას აპირებ-
და, უკანვე შებრუნდა. 4-5 კაცი იქნებოდა. ცხენების ფლოქვე-
ბის ხმის გარდა, მათი ხმამაღალი შეძახილებიც ისმოდა.
ორი მათგანი ჩამოქვეითდა და სახლისკენ გამოემართა,
მაგრამ იასეფმა მათ გზა გადაუღობა.

273 მკითხველთა ლიგა


– ტყუილად ნუ გაირჯები, ამხანაგო, ამ სახლში ჩვენთვის სა-
ინტერესო არავინაა. იქიდან მოვდივარ. – ბოლშევიკები გაჯი-
უტდნენ. სახლის შემოწმება თავად უნდოდათ. – სანამ ჩვენ აქ
დროს დავკარგავთ, ვინი იცის, ის უნამუსოები სად დაიმალე-
ბიან.
სეიდს გულზე მოხვდა, უნამუსო რომ უწოდეს, მაგრამ მხედ-
რებმა იასეფის სიტყვები ყურად იღეს და ისევ ცხენებს მოახ-
ტნენ.
– მართალი ხარ, ამხანაგო ზარკოვიჩ, ტყეში რომ სახლე-
ბია, აჯობებს ისინი ვნახოთ. მეფის ძაღლებს იქაურობა უყვარ-
დათ.
სეიდს ყურებში რაღაც აუგუგუნდა. თავი ძლივს შეიკავა,
რომ გარეთ არ გავარდნილიყო და ცხვირ-პირი არ დაემტვრია
ცხენოსნისათვის, რომლის ხმაც მშვენივრად იცნო. იქნებ
ვცდებიო, გაიფიქრა შემდეგ და მას კარგად დააკვირდა. როცა
წითელ სამკლავურიანმა მხედარმა ცხენი უკან მიაბრუნა, სე-
იდს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ის პეტრე ბორინსკი იყო. ამ-
ხანაგი ბორინსკი, როგორც მას დანარჩენები მიმართავდნენ.
დაუპატიჟებელი სტუმრები იქაურობას რომ გაეცალნენ, სე-
იდი მაშინვე შურასკენ გაქანდა. შიშისა და მღელვარებისაგან
გაქვავებული ქალი იატაკზე ჩაკეცილიყო. სეიდმა შურა წამოა-
ყენა, აკანკალებული ხელები დაუკოცნა და მის დამშვიდებას
შეეცადა.
– კარგი საყვარელო, კარგი, ამ წუთას არაფერი გვემუქრე-
ბა. ოღონდ სასწრაფოდ ვენახის სახლში უნდა გადავიდეთ.
– ჯელილი და ტატია?
სწორედ ამ დროს ვიღაცამ ფანჯარაზე დააკაკუნა. სეიდმა
გარეთ გაიხედა და ჯელილი დაინახა, რომელიც ფანჯრიდან
ოთახში შემოჭყეტას ლამობდა. კარი გაუღეს თუ არა, სამალა-
ვიდან გამოსული ჯელილი და ტატიანა სახლში შემოცვივდნენ.
– სად იყავით? კინაღამ დაგვიჭირეს.
– კართან ცხენი რომ დავინახეთ, დავიმალეთ. გარეთ რომ
არავინ გამოვიდა, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხანს დაგვეცადა.
ამასობაში დანარჩენებიც მოვიდნენ. რა ხდება, სეიდ? რა უნდა
ვქნათ? არ მესმის, ის ხალხი თავიდან როგორ მოიშორე.

274 მკითხველთა ლიგა


– გრძელი ამბავია, ჯელილ, ყველაფერს გიამბობ, ოღონდ
ახლა სასწრაფოდ ვენახის სახლში უნდა გადავიდეთ. აქ ისეთი
არაფერი დაგრჩეთ, რაც მათ ჩვენს კვალზე გამოიყვანს. მიდი,
ჩალაგდით.
ამჯერად კიდევ უფრო ნაკლები ბარგი ჰქონდათ, ვიდრე პეტ-
როგრადიდან გამოქცევისას. სეიდმა კარადიდან წინასწარ
მომზადებული მომცრო ჩანთა გამოიღო, რომელშიც ჯილდო-
ები, ფოტოები და წერილები ელაგა. ბუხართან მოთავსებულ
სკივრს თვალს არ აცილებდა. მისი თან წაღება გამორიცხული
იყო, თუმცა აქაც ვერ დატოვებდა. სკივრს ხელი დაავლო და
უკანა ეზოში გავიდა, ნიჩაბი აიღო, მუხის ქვეშ დიდი ორმო
ამოთხარა და სკივრი შიგ ჩადგა. შემდეგ ჩაიმუხლა და ბრინ-
ჯაოს მამალს ხელი გადაუსვა. სკივრთან ერთად აქ გატარე-
ბულ ცხოვრებას მარხავდა. იმ ადამიანის გახსენებაზე, რო-
მელმაც ეს სკივრი აჩუქა, ახლა კი მრავალი კილომეტრის და-
შორებით მიწაში იწვა, გაიფიქრა, ჩემი რიგიც მალე მოვაო.
უცებ მიხვდა, რომ ძვირფას დროს ხარჯავდა. ორმოს სასწრა-
ფოდ მიწა მიაყარა და დატკეპნა. სახლში რომ შედიოდა, იმ ად-
გილს კიდევ ერთხელ გახედა. იქნებ ოდესმეო, გაიფიქრა, იქ-
ნებ ოდესმე...
რამდენიმე წუთში იმით შეშინებულები, რომ გზაზე არავის
შეჩეხებოდნენ, სმენად ქცეულები ხეებს შორის უხმოდ მიიპა-
რებოდნენ. ხან იმალებოდნენ, ხან მირბოდნენ, ხან ფეხაკრე-
ფით მიდიოდნენ და დაახლოებით ერთ საათში, როგორც იქნა,
ვენახს მიაღწიეს, სადაც სიმშვიდე დახვდათ. მიუხედავად ამი-
სა, სეიდმა მეგობრები გააფრთხილა, რომ ხეებში დამალუ-
ლიყვნენ და მის ნიშანს დალოდებოდნენ – მართალია, ირ-
გვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, სიფრთხილეს თავი არ სტკი-
ოდა.
სანამ მოურავისა და მისი ოჯახის პატარა სახლს მიადგნენ,
არაფერი შეცვლილა. სეიდმა დაუსტვინა. რამდენიმე წამში
კარში პიჟამაზე ქურთუკმოსხმული ისმაილ ეფენდი გამოჩნდა.
– აჰ, ემინოვ, ნეტავ არ მოსულიყავით!
– ვიცი, ისმაილ ეფენდი, დღეს აქ იყვნენ. შენი დახმარება
მჭირდება. ხვალამდე აქ უნდა დავრჩე.

275 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, ჩემო ბატონო, სიამოვნებით გიმასპინ-
ძლებთ... – მიუგო მოხუცმა მორიდებით.
– ისმაილ ეფენდი, ჩემს სახლს ვგულისხმობ. დახმარებაში
ეს არ მიგულისხმია, – დააზუსტა გაკვირვებულმა სეიდმა.
– კი ბატონო, აქ დარჩით, მაგრამ თქვენს სახლში ვერ შეხ-
ვალთ, საღამოს იყვნენ და ყველა კარს ბოქლომი დაადეს.
– თავისი ხალხიც დატოვეს?
– არა, სეიდ ემინოვ, ცოტანი იყვნენ, თავისი საქმე მოამთავ-
რეს და წავიდნენ. თქვენ გეძებენ. ვენახში ყველანი სათითაოდ
დაგვკითხეს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ეს რა დღეში
ჩავცვივდით, ემინოვ?
– შენ ქალებს საწოლი მოუმზადე, ჩვენ მაინც საქმეები
გვაქვს.
სეიდმა დანარჩენებს ანიშნა. ცოტა ხანში შურა და ტატიანა
ისმაილ ეფენდის ვაჟისა და რძლის საძინებელში ახლად გაშ-
ლილ ქათქათა თეთრეულში ჩააწვინეს, თუმცა არც ერთის
თვალს რული არ ეკარებოდა.
სეიდი, ჯელილი, ისმაილ ეფენდი და მისი ვაჟი მთელი ღამე
მიწას თხრიდნენ, იარაღს ყურძნისათვის განკუთვნილ ყუთებ-
ში ალაგებდნენ და საწყობში გადაჰქონდათ. ფოთლის ოდნავი
შრიალის გაგონებაზეც კი ვაზის ძირში მიწაზე გართხმულები
იმალებოდნენ. ბოლო ყუთი რომ გაავსეს, უკვე თენდებოდა.
საწყობი დაკეტეს და სახლისკენ გაემართნენ. ქალები ამდგა-
რიყვნენ და მათ უცდიდნენ. წარმოდგენა არ ჰქონდათ, მამაკა-
ცები ღამით რა საქმეზე წავიდნენ, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ
დიდი სამზადისი ელოდათ.
მზის პირველ სხივებთან ერთად ვენახში მოურავი ჯემალიც
მოვიდა. სახლი სადოვაიაზე ბოლშევიკების კუთვნილება გამ-
ხდარიყო. ემინოვების ოჯახი პირველ სართულზე, მოსამსახუ-
რეთა ოთახებში გადასულიყო. მოურავი ჯემალი ლამის ტირო-
და.
– გაუგონარი ამბავია, კურტ სეიდ! ასე როგორ შეიძლება?!
მეფის ტოლი მირზა ემინოვი დარაჯთან და მებაღესთან ერთად
უნდა ცხოვრობდეს?! ის რომ იაპონიის ომში იბრძოდა, ჩვენ აქ

276 მკითხველთა ლიგა


მშვიდად გვეძინა. იმდენი ორდენით დაჯილდოებული სამხედ-
რო ასეთ დღეში უნდა იყოს?
სასტუმრო და დანარჩენი ოთახები დროებით ჩაკეტილი
აქვთ, რადგან ჯერ არავის სჭირდებაო, აცნობა ჯემალმა.
სეიდი დამწუხრებული ისმენდა თავისი ოჯახის ამბებს და სა-
შინლად იტანჯებოდა, რადგან მათი დახმარება არაფრით შე-
ეძლო. შემდეგ მოურავი გვერდზე გაიხმო:
– მისმინე, ჯემალ, შენთან ალბათ ბოლო სათხოვარი მექნე-
ბა.
– რას ამბობ, კურტ სეიდ, ალაჰმა დიდი დღე მოგცეს. ნუ გე-
შინია, ჩემი ცხოვრების მანძილზე ამ ქვეყანაში რას არ მოვ-
სწრებივარ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდება
ხოლმე. უბრალოდ, დროებით კარგად უნდა დაიმალო.
სინამდვილეში ორივე დარწმუნებული იყო, რომ არც არა-
ფერი დამთავრდებოდა და არც არაფერი შეიცვლებოდა, მაგ-
რამ სეიდს მისთვის იმედების გაცრუება არ უნდოდა.
– ყურადღებით იყავი, არაფერი წამოგცდეს.
მოხუცს ძალიან ეამაყებოდა, რომ მის ხელში გაზრდილი
ახალგაზრდა თავის საიდუმლოს ანდობდა.
– ახლავე სანაპიროზე წახვალ და ტატოღლუ ოსმანს მოძებ-
ნი. დღეს შუაღამით ჩემს ნიშანს დაელოდოს. თუ ნიშანი არ მი-
ვეცი, ხვალ იმავე დროს მოვიდეს.
– რას ამბობ, კურტ სეიდ? – წამოიძახა თვალებგაფართოე-
ბულმა ჯემალმა, – ზღვის გადაღმა სად უნდა წახვიდე?
– აქ წასასვლელი აღარ დამრჩა, ვეცდები, გაღმა გავიდე...
ღვთის წყალობით...
– მაიორი ემინოვი რას იტყვის?!
– ჩემი თხოვნაც ეგ იქნება, ჯემალ. მამაჩემს გადაეცი, მარ-
თალია, არ მაპატია, მაგრამ დამლოცოს მაინც.
თვალზე ცრემლი მოადგა, თავი მაღლა ასწია და მზის პირ-
ველ სხივებს მიაჩერდა. მათი წითელი შუქი ვენახების თავზე
ღამის ნარჩენ მონაცრისფრო-შავ გროვებს შერეოდა. შავი
ზღვის მუქი ლურჯი ზედაპირი თეთრი ღრუბლების გავლენით
ფერს იცვლიდა.

277 მკითხველთა ლიგა


მოურავ ჯემალს კრინტი აღარ დაუძრავს, მხოლოდ თანხმო-
ბის ნიშნად თავი დაუქნია და იქაურობას გაეცალა.
სეიდმა და მისმა მეგობრებმა ის დღე ისმაილ ეფენდის პატა-
რა სახლის უკანა ოთახში დამალულებმა გაატარეს. პაწაწინა
ოთახში ვიწრო სავარძელზე გვერდი-გვერდ ჩამომსხდარი ქა-
ლები უხმოდ ელოდნენ სეიდისა და ჯელილის გადაწყვეტილე-
ბას, რომლებიც ერთმანეთში თურქულად ლაპარაკობდნენ,
უფრო სწორად, ჩურჩულებდნენ. წასვლის დრო ახლოვდებო-
და. სეიდს წარმოდგენა არ ჰქონდა, შეძლებდა თუ არა თავისი
გეგმის განხორციელებას, მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, აქ
დარჩენაზე უარესი ვერ იქნებოდა. სეიდმა ჯელილს იმ ღამის
ამბავიც უამბო, პეტრე რომ ნახა.
– ალაჰმა დასწყევლოს! – წამოიძახა აღშფოთებულმა ჯე-
ლილმა და ხელი მუხლზე დაირტყა, – შენი კვალის მოსაძებ-
ნად მასზე უკეთესს ვის ნახავდნენ?! ორივეს უმალ გვიცნობს.
იასეფი ვერაფერს გახდება, ადგილზევე ლინჩის წესით დაგ-
ვსჯიან.
– მეც ასე ვფიქრობ, ჯელილ. სავარაუდოდ, წუხანდელივით
ერთად იქნებიან. ეს კი ჩვენთვის თვითმკვლელობის ტოლფა-
სია.
– რა ვქნათ? რამე იდეა გაქვს? – დაინტერესდა ჯელილი.
– ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, ჯელილ, ერთადერთს...
სხვა თავში არაფერი მომდის. მე მგონი, ტვინი აღარ მიმუშა-
ვებს, თორემ ამას არ უნდა ვამბობდე...
სეიდმა თავი ხელებში ჩარგო და წამით დადუმდა. თითქოს
სახეზე აფარებული ხელები სირცხვილს ააცილებდა ან გამო-
სავალს აპოვნინებდა. ხელები რომ ჩამოუშვა და მეგობარს
თვალი გაუსწორა, ჯელილი მისკენ გადაიხარა და უჩურჩულა:
– ნუთუ... შენც იმავეს ფიქრობ, რასაც მე?
– სხვა გზა არა გვაქვს, ჯელილ, – კბილებში გამოცრა სეიდ-
მა, – ბევრი ვიფიქრე.
– კი, მაგრამ როგორ?
– რომ ვიცოდე... რომ ვიცოდე, რომ არსად გადავეყრებით...
– ჰო, მაგრამ თუ დაგიჭირა, ისე მოგკლავს, თვალსაც არ
დაახამხამებს.

278 მკითხველთა ლიგა


– ვიცი, მაგრამ მაინც მიჭირს...
საუბარი კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა. სეიდმა კარის ჭუჭრუ-
ტანიდან გარეთ გაიხედა და იასეფი დაინახა. მაშინვე კართან
მიირბინა. დანარჩენები ოთახიდან გავიდნენ.
– ამაღამ უნდა გაიქცე, კურტ სეიდ, – უთხრა იასეფმა, რო-
მელიც თან დაკვირვებით ათვალიერებდა გარემოს, – თორემ
ვეღარაფრით დაგეხმარები. შენი ხალხი მზად არის? – სეიდმა
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. – კეთილი... მაგრამ მაინც
შესაძლოა, ვითარება გართულდეს. მე ნუ დამაბრალებ.
– გმადლობ, იასეფ, ამ სიკეთეს სიცოცხლის ბოლომდე არ
დაგივიწყებ.
– კარგი, მაშინ დიდხანს უნდა იცოცხლო, იცოდე. როგორც
გითხარი, მარტო იქნები, თორემ ყურადღებას მიიპყრობთ და
ვერაფრით დაგეხმარები.
– იასეფ, მეგობრებთან ერთად ვიქნები.
– როგორც გინდა, სეიდ. პასუხისმგებლობას ვიხსნი. ვერ-
ცერთს ვერ გიშველით. ესენი სისხლის სუნს იკრავენ თუ არა,
სანადიროდ მზად არიან. ნავსადგურის თავზე რომ სახლი
გაქვს, ზოგი უკვე იქ დაბინავდა. შენს დაბრუნებას ელოდებიან.
მათთვის დასაკლავად განწირული ცხვარი ხარ.
– ე.ი. გაიგეს, რომ იქ ვცხოვრობ.
– ადამიანების ასალაპარაკებელი სხვადასხვა ხერხი აქვთ,
კურტ სეიდ. განსაკუთრებით იმას, შენ რომ გეძებს. ეტყობა, პი-
რადი მტრობა ამოძრავებს, მალე მოგაგნებს.
– ვიზე მელაპარაკები?
– ბორინსკი, ბოლშევიკად ქცეული ყოფილი ბურჟუა, – დამ-
ცინავად ჩაილაპარაკა იასეფმა.
– შენ? – ჰკითხა სეიდმა.
– მე რომ მათთან ერთად არ ვიყო, შენისთანებს ვინ გადა-
არჩენდა, სეიდ? მითხარი ერთი!
სეიდი ერთხანს ყოყმანობდა, ვკითხო თუ არაო, მაგრამ
თავს ვერ მოერია, სიფრთხილეს ცნობისმოყვარეობამ სძლია.
– ახლა სად არის?
– პეტრე? შენს სახლში დაბინავდა. დარწმუნებულია, რომ
ადრე თუ გვიან დაბრუნდები. შენს დასახვედრად ემზადება.

279 მკითხველთა ლიგა


დალუქული ადგილების შესამოწმებლად მოვედი. მოგეხსენე-
ბა, ამიერიდან ეს ყველაფერი საბჭოებს ეკუთვნის. თითქოს
სიმშვიდეა. ახლა უკან უნდა დავბრუნდე. ღმერთი იყოს შენი
მფარველი. ვითარება თუ გართულდა, მაპატიე.
– შენი მფარველიც ღმერთი იყოს, იასეფ.
სახლში შებრუნებულ სეიდს ჩაფიქრებული სახე ჰქონდა. ჯე-
ლილსა და ქალებს თვალს ვერ უსწორებდა. მათთვის როგორ
უნდა აეხსნა, რომ თუ მარტო გაიქცეოდა, გადარჩენის შანსი
ყველას მეტი ექნებოდა. მწარე ფიქრებიდან ჯელილის ხმამ გა-
მოაფხიზლა:
– მისმინე, სეიდ, რა გითხრა... ბევრი ვიფიქრე და შენთან
ერთად წამოსვლა გადავიფიქრე. – გაოცებული სეიდი მეგო-
ბარს მიაშტერდა. ამდენი ხანია, გეგმას აწყობდნენ. რამ გა-
დააფიქრებინა? – მე იქ ვერ გავძლებ, სეიდ, – განაგრძო ჯე-
ლილმა, – არავინ არა მყავს. უცხო მიწა, უცხო ხალხი. აქ და-
ვიბადე და გავიზარდე. ტატიანაც ვერ გაძლებს. მარტოდმარ-
ტო ვიქნებით, სეიდ. მე შენ არ გგავარ, შენსავით ძლიერი არა
ვარ. ვერც ტატიას მივატოვებ. ერთად ამდენი უბედურება გა-
დავიტანეთ. მას ტკივილს ვერ მივაყენებ.
– ჯელილ, თუ დაგიჭირეს, ცოცხალი რომ ვერ გადაურჩები,
ხომ იცი?
– ვიცი, სეიდ, მაგრამ ვიფიქრე, სადმე პატარა სოფელში
დავსახლდე, გლეხივით ვიცხოვრო. იქნებ ვერ მომაგნონ და
ამასობაში, კიდეც დავავიწყდე.
მეგობრის ნათქვამს გარკვეულწილად ეთამხმებოდა, მაგ-
რამ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გაქცევა უფრო უპ-
რიან გამოსავლად ეჩვენებოდა. თუმცა ჯელილთან საუბარმა
შურას მიმართ აღებული პასუხისმგებლობის გრძნობა კიდევ
უფრო გაუმძაფრა. განა შურამ, როგორც ქალმა, როგორც შეყ-
ვარებულმა, როგორც მეგობარმა ტატიაზე მეტი თავგანწირვა
არ გამოიჩინა? უსამართლობა არ იქნებოდა, ის ალუშტაში, ვე-
ნახის სახლში მოსამსახურეებთან ერთად რომ დაეტოვებინა?
კარგად წარმოედგინა, ქალი რა დღეშიც ჩავარდებოდა. თვი-
თონ? მისი დატოვებით გამოწვეულ სინდისის ქენჯნას როგორ
გაუძლებდა? მეორე მხრივ, შუაღამით იარაღით დატვირთული

280 მკითხველთა ლიგა


ურმით რომ დაეკავებინათ? აქ, ამ პატარა ქოხში სიკვდილი მა-
ინც არ ემუქრებოდა. არა, უეჭველად მარტო უნდა წასულიყო.
– ჩვენი დარდი ნუ გექნება, – უთხრა ჯელილმა, – თუ გინდა,
მასაც თან წავიყვანთ. მთელ ცხოვრებას ერთად ხომ ვერ გავა-
ტარებთ?
– ჰო, მაგრამ ჩვენი მეგობრობა ხომ მთელი ცხოვრება უნდა
გაგრძელებულიყო? – უთხრა სეიდმა, მეგობარს მხარზე ხელი
მოჰხვია და ფანჯარასთან მიიყვანა.
ჯელილს თვალზე ცრემლი მოადგა. ისიც სეიდს გადაეხვია.
თხელი ტიულის მიღმა ვენახსა და ბორცვებს გახედეს. თვალ-
წინ ჩაუარა ბავშვობისა და ყმაწვილკაცობის წლებმა.
– ჩვენს მეგობრობას, სეიდ, გენაცვალე, განშორება და სიკ-
ვდილიც კი ვერ აღუდგება წინ.
– ჰო, მართალია, თუნდაც – წლების შემდეგ, ამბის მომტანი
მაინც გამოჩნდება.
სევდიანად გაიღიმეს და დადუმდნენ. სავარძელში მოკალა-
თებული ტატია ჯელილის წერილებს კითხულობდა და წარ-
სულს იხსენებდა; ბალიშზე მიწოლილ შურას თითქოს ეძინა,
სინამდვილეში კი სეიდისა და იასეფის საუბრებიდან ყურმოკ-
რულის საფუძველზე დასკვნის გამოტანას ცდილობდა. ყურებ-
ში დიდი ხნის დავიწყებული სიტყვა ედგა: „მარტო... მარტო...
მარტო...”
და აი, ის დღეც დადგა. ის იყო, ირწმუნა, რომ ის და სეიდი
„ერთ სულ და ერთ ხორც” ქცეულიყვნენ, რომ ისევ მარტოდ-
მარტო აღმოჩნდებოდა. თავი ძლივს შეიკავა, რომ არ აქვითი-
ნებულიყო. თავი ბალიშში ჩარგო და ტუჩები დაიკვნიტა. თუმ-
ცა იცოდა, რომ ტირილი გამოსავალი არ იქნებოდა, მაინც
ეტირებოდა. ოღონდ აქ არა, სადმე მოშორებით, სადაც მარტო
დარჩენას შეძლებდა, ქვითინით გულს იჯერებდა. იმის წარ-
მოდგენაც კი თავზარს სცემდა, რომ სეიდი სამუდამოდ მიატო-
ვებდა. საშინელი სისუსტე იგრძნო. ალბათ მის გარეშე ჭკუ-
იდან შევიშლებიო, გაიფიქრა.
დრო უსაშველოდ ნელა გადიოდა. ისმაილ ეფენდის ცოლმა
სადილად წვნიანი, ღვეზელები და ყურძენი მოართვა, მაგრამ

281 მკითხველთა ლიგა


ლუკმა ყელში არავის გადასდიოდა. სეიდს მთელი ყურადღება
გზისკენ ჰქონდა – მოურავ ჯემალს ელოდებოდა.
ნაშუადღევს, როგორც იქნა, მოურავიც გამოჩნდა. სეიდი
კართან შეეგება.
– ტატოღლუსთან ყველაფერი რიგზეა, კურტ სეიდ. შუაღა-
მით ნავსადგურის მარჯვენა მხარეს რომ კლდეებია, იქ დაგ-
ხვდება.
– გმადლობ, მოურავო. თუ არ შეწუხდები, კიდევ ერთი რამ
გადაეცი – პირველად ასანთს რომ ავანთებ, ე.ი. ბორცვიდან
დავეშვი. მეორე ასანთი იმის ნიშანი იქნება, რომ ნაპირს მივუ-
ახლოვდი. ყურადღებით იყოს... მამაჩემს შეატყობინე? – სე-
იდს ნაწყენი, მაგრამ ამავე დროს, იმედიანი ხმა ჰქონდა. დარ-
წმუნებული იყო, რომ მამა განშორების წინ მაინც მოინდომებ-
და მის ნახვას.
– რა თქმა უნდა, – მიუგო ჯემალმა და შეწუხებულმა ხელები
მოიფშვნიტა, თუმცა სიტყვა აღარ გაუგრძელებია.
– რაო მერე? – აღელდა სეიდი.
– კეთილი მგზავრობაო, ალაჰმა დაიფაროსო. ერთმანეთს
საიქიოში შევხვდებითო.
სეიდს თავზარი დაეცა. ტუჩებზე ღიმილი შეაშრა. როგორ
მოხდა, რომ მამაჩემის სიყვარული საბოლოოდ დავკარგეო,
გაიფიქრა. ე.ი. წასვლის წინ ოჯახს ვეღარ ნახავდა. მასზე არა-
ნაკლებ შეწუხებულმა მოურავმა ვითარების ახსნა სცადა:
– სწორად გაუგე, სეიდ. თქვენი შეხვედრა შეუძლებელია.
სახლს უთვალთვალებენ, იქიდან ვერავინ გამოვა. ვერც შენ
მიხვალ.
სეიდს ოდნავ გულს მოეშვა. ასეთი რთული მდგომარეობა
რომ არა, მამა მის სანახავად აუცილებლად მოვიდოდა. ამაში
ეჭვი არ ეპარებოდა.
– კურტ სეიდ... ჩემო პატარა ბატონო, – ამოილუღლუღა
ხანდაზმულმა მოურავმა და სეიდი გულში ჩაიკრა. ღაწვებზე
ცრემლი სდიოდა. – გუშინ არ იყო, ცხენით ჯირითს რომ გას-
წავლიდი?! დრო რა სწრაფად გავიდა... მამაშენს შენთან და ამ
მიწებთან დაკავშირებით რა გეგმები ჰქონდა...

282 მკითხველთა ლიგა


– რას იზამ, მოურავო ჯემალ, ყველა ოცნებას ახდენა არ
უწერია, – უთხრა სეიდმა და მოხუცს ისიც გადაეხვია.
– რა ვქნა, კურტ სეიდ, მე რა მეშველება? მიწა აღარა გვაქვს,
შენც მიდიხარ, მე რა ვქნა?.. – ამ სიტყვების ლუღლუღით თავ-
ჩაქინდრული ჭიშკრისკენ გაემართა.
შებინდებისას სეიდი ჯელილთან დილით გაწყვეტილ საუ-
ბარს მიუბრუნდა. დაახლოებით ერთსაათიანი ყოყმანის შემ-
დეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. პეტრეს ლიკვიდაცი-
ის გარეშე ვერც სეიდი გაიქცეოდა და ვერც დანარჩენები და-
აღწევდნენ თავს დევნას. ამის განსახორციელებლად კი სე-
იდის სახლში უნდა წასულიყვნენ. იმედოვნებდნენ, რომ პეტრე
იქ დახვდებოდათ, თუმცა მათი გეგმა ნამდვილი სიგიჟე იყო.
ძალიან მცირე შანსი არსებობდა იმისა, რომ პეტრე მარტო იქ-
ნებოდა და უკან საღ-სალამათები დაბრუნდებოდნენ. მეორე
მხრივ, ცოცხალი პეტრე მათთვის გაცილებით უფრო საშიში
იყო.
შურამ სეიდის გეგმების შესახებ ჯერ არაფერი იცოდა. სე-
იდი ქალს სიმართლეს ვერ უმხელდა, მით უმეტეს, რომ შურას
დატოვების აზრს ჯერ თვითონაც ვერ შესჩვეოდა. ალუშტაში
დარჩენას რისი იმედით შესთავაზებდა? შურას გარეშე თავისი
ცხოვრება წარმოიდგინა. გული ეტკინა. გაუჭირდებოდა, ძა-
ლიან გაუჭირდებოდა. მასთან განშორება სხვებთან განშორე-
ბას არ ჰგავდა. სამუდამო იქნებოდა. შურას ვეღარასდროს ნა-
ხავდა. მხოლოდ რამდენიმე საათიღა დაგვრჩაო, გაიფიქრა და
ქალს შეხედა. ცოტა ხნით ამდგარი შურა ისევ დაწოლილიყო.
სეიდს ეჭვი შეეპარა, ავად ხომ არ არისო და შუბლი და ლოყა
გაუსინჯა. ხელზე სისველე რომ იგრძნო, ქალის სასთუმალთან
ჩაიმუხლა:
– შურა, ჩემო სოცოცხლე, შუროჩკა...
როგორც ჩანს, ღრმად ეძინა, რადგან პასუხი არ გაუცია. სე-
იდმა შუბლზე აკოცა, წამოდგა და ჯელილს თვალით ანიშნა,
მზადა ვარო. ჯელილი ტატიანას მიუახლოვდა, რომელიც ლამ-
პის შუქზე წიგნს კითხულობდა, ტუჩებში აკოცა და უჩურჩულა:
– ჩვენ მალე დავბრუნდებით, ტატია. იცოდე, ფეხი არსად გა-
ადგათ. პატარა საქმე გვაქვს.

283 მკითხველთა ლიგა


ტატიანა დარწმუნებული იყო, რომ მამაკაცები სამუდამოდ
მიდიდონენ, მათ კი აქ ტოვებდნენ. ჯელილს დამფრთხალი
მზერა ესროლა. ჯელილი ყველაფერს მიუხვდა.
– დავბრუნდებით, ტატია, მართლა. ძალიან მიყვარხარ, ჭი-
რიმე.
რამდენიმე წუთის შემდეგ დამბაჩებით შეიარაღებული
ახალგაზრდები აღმართს შეუდგნენ. უკანა მხრიდან სახლს
რომ მიუახლოვდნენ, გული ორივეს ამოვარდნას ჰქონდა. სა-
კუთარი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად თავს ხიფათში
იგდებდნენ. სეიდმა ჯელილი ხელით შეაჩერა და საძინებლის
ფანჯრისკენ გაემართა. ტიულის ფარდები გადაწეული იყო; გა-
ღიზიანებული პეტრე ოთახში ბოლთას სცემდა. მის სიახლო-
ვეს სხვა არავინ ჩანდა. თუმცა სეიდმა საბოლოოდ დასარწმუ-
ნებლად ერთხანს მაინც დაიცადა. პეტრეს თითქოს ვიღაცამ
დაუძახა – სწრაფი ნაბიჯით საძინებლისკენ გაემართა. სეიდს
წამით ეგონა, დამინახაო და ხეებს ამოეფარა, მაგრამ მისი მო-
წინააღმდეგე ფანჯარას არც კი მოახლოებია; საწოლზე წამოწ-
ვა და რაღაც ქაღალდების კითხვას შეუდგა. ცოტა ხანში ისევ
წამოდგა და სამზარეულოსაკენ წავიდა. სეიდმა ჯელილს ანიშ-
ნა, ფანჯრის ქვეშ დარჩიო, თვითონ კი ღია ფანჯრიდან ოთახში
გადაძვრა. ჯერ კიდევ გუშინ ამ საწოლზე შურასთან ერთად იწ-
ვა, ახლა კი ეს გარეწარი ზედ ჩექმებით გორაობდა. სეიდს
მოთმინების ფიალა აევსო. დოკუმენტების ნაწილს სწვდა, მძი-
მე, სქელი ფარდის უკან დაიმალა, რომელიც საძინებელსა და
სასტუმრო ოთახებს შორის ეკიდა და იარაღი მოიმარჯვა. პეტ-
რეს ხელწერით აჭრელებულ ქაღალდებს თვალი რომ გადაავ-
ლო, თავზარდაცემულს სიძულვილი და რისხვა დაეუფლა –
პეტრეს იმ რაიონებში შესრულებული მისიის პატაკები მოემ-
ზადებინა, რომლებიც ალუშტაში მომავალმა გამოიარა. სახე-
ლების, წოდებებისა და ქონების აღწერის გარდა, სიკვდილით
დასჯილთა სიაც შეედგინა. კონტრრევოლუციონერობის, სამ-
შობლოს ღალატისა და საბჭოთა ქონების დატაცების ბრალ-
დებით დახვრეტილთა სიის წაკითხვის შემდეგ სეიდს კანკალი

284 მკითხველთა ლიგა


დააწყებინა. ამ ხალხის გასამართლებაში არცერთი სასამარ-
თლო არ მონაწილეობდა. ამხანაგი ბორინსკი თავად იყო მო-
სამართლეც, გამომძიებელიც, პროკურორიცა და ჯალათიც.
ამასობაში პეტრე ოთახში დაბრუნდა. სეიდი ფარდის უკან
გატრუნულიყო და დამბაჩა მოემარჯვებინა. პეტრემ საწოლს
შეხედა და ადგილზე გაქვავდა, შემდეგ ცივი ქარის მიერ აფ-
რიალებულ ფარდებს შეავლო თვალი, თითქოს საშიშროება
იყნოსა. ხელი იარაღზე იტაცა და ის იყო, მოტრიალებას აპი-
რებდა, რომ ფანჯრიდან ჯელილი შემოხტა და ძველი მეგობა-
რი მიზანში ამოიღო.
– ე.ი. შენა ხარ... – გამოცრა პეტრემ და ყინულივით ცივი
ლურჯი თვალები ააბრიალა. ჯელილს პასუხი არ გაუცია. – შე-
ნი ძვირფასი მეგობარი სად არის? თავის მაგივრად შენ გამოგ-
გზავნა? მისთვის ყველაფერზე წახვალ, არა?
ჯელილი კვლავ დუმდა. გაფაციცებული სეიდის ამოქმედე-
ბას ელოდებოდა. ბოლოს და ბოლოს, სეიდმა მათ საუბარში
ჩარევა გადაწყვიტა. წუთი წუთზე შესაძლოა, სხვები შემოს-
წრებოდნენ. ერთი ნაბიჯით წამოიწია და იარაღი პეტრეს ნეკ-
ნებზე მიაბჯინა. ცივი ლითონის შეხებაზე პეტრემ უკან მიხედვა
დააპირა.
– არ გაინძრე, ბორინსკი, გაფრთხილებ. მხოლოდ სიცოც-
ხლეს მოისწრაფებ. ხელები მაღლა! – მოესმა სეიდის მოკლე
და მკაცრი ბრძანება. სეიდმა დამბაჩის ლულით ფანჯრისკენ
უბიძგა, ჯელილმა კი ფანჯრიდან გადაძრომა უბრძანა.
– იდიოტები ხართ. მე რომ რამე დამემართოს, ჩემიანებს
ცოცხლები ვერ გადაურჩებით. გგონიათ, გაქცევას მოახერ-
ხებთ? კრეტინებო, ყველაფერი დამთავრდა, ნუთუ არ გესმით?
თქვენს პარპაშს ბოლო მოეღო.
– ერთი სიტყვაც და შენს პარპაშსაც ბოლო მოეღება, უმადუ-
რო ღორო, გესმის? – სიტყვა გააწყვეტინა სეიდმა და რევოლ-
ვერი კეფაზე მიაბჯინა.
მეორე ხელით იქვე მიგდებულ ბარს სწვდა. რამდენიმე წუთ-
ში უკვე ტყეში იყვნენ. პეტრეს თავხედურ ტონში შეშინებული
ნოტები გაერია.
– სად მიგყავართ? რას მიპირებთ?

285 მკითხველთა ლიგა


– სდექ! ხელები დაუშვი! – უბრძანა სეიდმა ცოტა ხნის შემ-
დეგ.
პეტრეს ეგონა, ჩემი შეშინება უნდოდათ და ახლა გამიშვე-
ბენო. მეტს მაინც ვერ გაბედავდნენ. მაშინვე გაიბღინძა და
თავხედურად გაიცინა.
– არ მესმის, თავი ასეთ საფრთხეში რატომ ჩაიგდეთ. ჩემი
გასეირნება გინდოდათ?
სეიდმა, რომელსაც იარაღი ისევ პეტრესკენ ჰქონდა მიშვე-
რილი, მეორე ხელით მას ბარი ესროლა, თვითონ კი ოდნავ
უკან დაიხია. მეორე მხარეს ჯელილი ედგა.
– ორმო ამოთხარე!
– გაგიჟდი, სეიდ?! მეთამაშები?
– ჩათვალე, რომ ასეა. შენც ხომ გიყვარს ამგვარი თამაშე-
ბი? – ის იყო, პეტრემ პასუხის გაცემა დააპირა, რომ სეიდმა ია-
რაღი მოუთმენლად ხელში შეათამაშა, – ხმა ჩაიწყვიტე და
სწრაფად გათხარე! ლაყბობის დრო არა გვაქვს!
პეტრე მიხვდა, რომ არ ეხუმრებოდნენ, თუმცა მაინც ვერ გა-
ეგო, მისგან რა უნდოდათ. ორმომ დაახლოებით ადამიანის
სიმაღლეს რომ მიაღწია, სეიდმა თხრა შეაწყვეტინა.
– ახლა შიგ ჩაწექი!
პეტრეს ცივი, გაყინული სახე ღამის სიბნელეშიც კი თეთ-
რად ანათებდა. არა, მისი ეჭვები სიმართლე ვერ იქნებოდა!
ამას ვერ გაბედავდნენ!
– არ გინდა, სეიდ, ეს ხომ სიგიჟეა... – აღმოხდა აკანკალე-
ბული ხმით.
– მოკეტე და ორმოში ჩადი-მეთქი! სწრაფად!
პეტრე როგორც იქნა მიხვდა, რომ მისი ბედი ძველი მეგობ-
რების ხელში იყო. ორმოში ჩაძვრა და მუდარას მოჰყვა:
– სეიდ, ნუ იზამ, ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ? – ეხვე-
წებოდა ორმოდან, რადგან, როგორც იქნა, მიხვდა, რას უპი-
რებდნენ. სეიდს რომ ვერაფერი შეასმინა, ჯელილს მიუბრუნ-
და, – ჯელილ, შენ მაინც უთხარი რამე, ეტყობა, გაგიჟდა. ასე
როგორ შეიძლება, თუ ღმერთი გწამთ!
– ღმერთი და ძველი მეგობრები ახლა გაგახსენდა, ამხანა-
გო ბორინსკი? – სეიდი საბუთებში მითითებული სახელების

286 მკითხველთა ლიგა


ჩამოთვლას რომ მოჰყვა, ბრაზისგან სახეში სისხლი მოაწვა.
იმის წარმოდგენაზე, შიშისაგან მის წინ ორად მოკაკვულმა
კაცმა უდანაშაულო ადამიანები შეუბრალებლად როგორც
დაცხრილა, ლამის გაგიჟებულიყო. სეიდის სულში დატრია-
ლებულმა ქარიშხალმა მის ხმას სიმტკიცე და სიმშვიდე შეჰმა-
ტა, – ის საბრალოებიც ასე გემუდარებოდნენ? მითხარი, პეტ-
რე, შენი მოწყალების იმედი ჰქონდათ? შენც ასე არ ათხრევი-
ნებდი ორმოებს? ბინძურო ღორო, დრო რომ მქონდეს, ტან-
ჯვით ამოგხდიდი სულს, მაგრამ გაგიმართლა, არ მცალია.
– არ გინდათ, გემუდარებით, მოვრიგდებით, თქვენს გაქცე-
ვაზე თვალს დავხუჭავ, – მოთქვამდა მუხლებზე დაჩოქილი
პეტრე.
– ამხანაგო ბორინსკი! ბრალი გედებათ რუსეთის ღალატში!
– წამოიძახა სეიდმა, რომელსაც ამ საზიზღრობის გაგრძლება
აღარ უნდოდა და იარაღი პეტრეს გულში დაუმიზნა.
გასროლა... ოდნავი კვნესა... ბორცვებზე არეკლილი ექო
და დამფრთხალი ფრინველების ფრთების ტყლაშუნი... ორ-
მოს მიყრილი მიწის ხმა...
ორი ახალგაზრდა ვენახისაკენ მიმავალ ხეივანს რომ შეუდ-
გა, ტყეში ფრინველები ჯერაც ფორიაქობდნენ.

მშვიდობით, ალუშტა - შემოდგომა, 1918

იმ დროს, როცა სეიდი და ჯელილი გამალებულები ვენახი-


საკენ მიემართებოდნენ, სიბნელიდან გამოსული აჩრდილი
ვენახის სახლის კარზე აკაკუნებდა. სახლის პატრონებმა და
სტუმრებმა, რომელთაც ბოლო ერთი საათია, კრინტი არ და-
უძრავთ, შეშინებულებმა ერთმანეთს გადახედეს. ისმაილ
ეფენდიმ შურა და ტატიანა საძინებელში გაიყვანა, ოთახის კა-
რი გამოკეტა და ზამთრობით სითბოს შენარჩუნების მიზნით

287 მკითხველთა ლიგა


ზედ ჩამოკიდებული ხალიჩაც ჩამოუშვა. მხოლოდ შემდეგ გა-
ეშურა შემოსასვლელი კარისკენ.
– ვინ არის?
– მე ვარ, ისმაილ ეფენდი... ოსმანი... – აჭარხლებული ოს-
მანი ოთახში შემოვარდა, ისმაილ ეფენდი გვერდზე გასწია და
აქეთ-იქით სირბილი დაიწყო, – სეიდ აბი სად არის, სად? უკვე
წავიდა?
– მშვიდად, შვილო, მშვიდად. სადღაც გავიდნენ და მალე
დავბრუნდებითო, დაიბარეს. ჩვენც ველოდებით.
– რა იცი, რომ დაბრუნდებიან?
– არ ვიცი, ჩემო ბატონო, მაგრამ ასე გვითხრეს. მეტი მეც
არაფერი ვიცი.
ოსმანმა, რომელსაც სქელი ფარდაგის უკან კიდევ ერთი
ოთახი ეგულებოდა, ფარდაგი გადასწია და კარი შეაღო. უცხო
ენაზე ხმამაღალი ლაპარაკით დამფრთხალი ქალები ხელი-
ხელჩაკიდებულები ლოგინზე ისხდნენ. ოსმანის დანახვაზე შუ-
რამ შვებით ამოისუნთქა, ტატიანას ხელი გაუშვა და წამოდგა.
– ოჰ, ოსმან, მადლობა ღმერთს, შენ ყოფილხარ! გული გაგ-
ვიხეთქე!
ახალგაზრდა მიხვდა, რომ დიდი ალიაქოთი გამოიწვია და
დაირცხვინა. დაწყნარება სცადა, ქალბატონებს – პატივისცე-
მით, მაგრამ ნაჩქარევად მიესალმა.
– სეიდ აბი როდის წავიდა?
შურა ბოლო ხანებში დროის დინებას თვალს აღარ ადევნებ-
და.
– დაახლოებით ერთი საათია ან ცოტა მეტი, – მიუგო ოდნა-
ვი ყოყმანის შემდეგ, – რა მოხდა?
ოსმანს მკაცრი, გაღიზიანებული განწყობა უეცრად შეეცვა-
ლა. შუბლში ხელი იტკიცა, სასოწარკვეთილი სავარძელში ჩა-
ეშვა და წავიდა, წავიდაო, ამოიკვნესა.
შურას, როგორც იქნა, გონება გაუნათდა და იმ შარადის პა-
სუხი მიიღო, რომლის ამოხსნასაც უკვე რამდენი ხანია, ლა-
მობდა. მარტო დარჩა. მიატოვეს. საყვარელი მამაკაცი ისე წა-

288 მკითხველთა ლიგა


ვიდა, მასთან დალაპარაკებაც კი არ ჩათვალა საჭიროდ. აქვი-
თინებულ ყმაწვილს მხარზე ხელი დაადო. იმედი ჰქონდა, რომ
ოსმანი შიშს გაუქარწყლებდა.
– იქნებ არასწორი ინფორმაცია გაქვს? – ჰკითხა ხმადაბ-
ლა.
– არა, გავიგონე, ყველაფერი გავიგონე. მოურავი ჯემალი
მამაჩემს რომ ელაპარაკებოდა, ყური მოვკარი. ამაღამ უნდა
გაქცეულიყო, ოღონდ შუაღამით. მამაჩემისთვის დალოცვა
უთხოვია. ყველაფერი გავიგონე. სახლიდან იმიტომაც გამო-
ვიპარე, რომ მისთვის მომესწრო. მაგრამ... უკვე წასულა. ვე-
რასდროს ვეღარ ვნახავ.
შურა გრძნობდა, რომ რეალობა, რომლის დაჯერებაც
არაფრით არ უნდოდა, გულსა და გონებას ყინულის დანით უფ-
ლეთდა. თუმცა მხოლოდ ის არ იტანჯებოდა. ტატიანას შეხედა.
ისიც შოკში იყო. პირობა, რომელიც შეყვარებულმა წასვლის
წინ დაუდო, ტყუილი ვერ იქნებოდა! განა ასე არ უთხრა, დავ-
ბრუნდებით, ტატია, საყვარელო, დამიჯერე, ძალიან მოყვარ-
ხარო? ასეთ ტყუილს არ ეტყოდა.
– არ წასულან! დაბრუნდებიან, ვიცი! – უთხრა შურას დარ-
წმუნებით.
– წავიდნენ, ტატია. ჩვენ კი აქ დაგვტოვეს.
შურა ცრემლების გამო ვერაფერს ვეღარ ხედავდა. ცალი
ხელით ცრემლებს იწმენდდა და თან საკუთარ თავს ეფიცებო-
და, მეტს აღარ ვიტირებო. რადგან ასეთი ბედი ჰქონია, მასთან
გამკლავებაც უნდა ესწავლა. უმშვენიერესი წარსულის ხსოვ-
ნის პატივსაცემად ბედს უნდა შეჰგუებოდა. მაგრამ გული გო-
ნებას არ ემორჩილებოდა.
– ოსმან, წასვლას როგორ აპირებდნენ, იცი? – ჰკითხა უცებ
ოსმანს.
– რა თქმა უნდა! ტატოღლუს კატერით! – წამოიძახა ოსმან-
მა, რომელსაც იმედი გაუჩნდა, სეიდს მივუსწრებო.
– ტატოღლუ ვინ არის?
– ნავსადგურიდან მარილი გადააქვს. წარმოშობით სინოპე-
ლია, მაგრამ აქ დასახლდა.
– სინოპი სად არის?

289 მკითხველთა ლიგა


– გაღმა ნაპირზე, თურქეთში.
– ტატოღლუს გარეგნულად ცნობ?
– რასაკვირველია.
შურამ მოთქმა შეწყვიტა და მშვიდად და საქმიანად ბარგის
ჩალაგებას შეუდგა. საწოლის ქვემოდან მომცრო ჩანთა გამო-
იღო, ყველაფერი შიგ ჩააწყო, პალტო და მუფტა მოამზადა.
– აბა, წავედით, დროს ნუღარ დავკარგავთ. იქნებ მივუს-
წროთ. შუაღამითო, ხომ, ოსმან?
– დიახ, შუაღამითო, ასე გავიგონე, – უპასუხა დაბნეულმა
ოსმანმა, – მაგრამ სეიდი კარგა ხნის წასულია. ალბათ უკვე
გზაში არიან. თანაც, საშიში არ არის? ნავსადგურამდე როგორ
ჩავალთ? გზებზე ბოლშევიკები დგანან. ტატოღლუც ფრთხი-
ლობს, უკვე შუა ზღვაში იქნებიან. ძალიან სახიფათოა, ძალი-
ან...
– ჩვენ ხომ ორივეს სეიდთან ერთად წასვლა გვინდა, ასე არ
არის? მაშ, რისკის გაწევაც ღირს, არ მეთანხმები, ოსმან?
ქალის სიმტკიცემ და გამბედაობამ ყმაწვილი აღაფრთოვა-
ნა.
– მართალი ხარ, ახლავე წავიდეთ! – წამოიძახა თვალებ-
გაბრწყინებულმა.
საკუთარი გეგმით დაკავებულებს ქანდაკებასავით გაშეშე-
ბული ტატიანასთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ის იყო, ოთა-
ხიდან გასვლას აპირებდნენ, რომ შურა მეგობარს მიუბრუნდა:
– ტატია, რას უდგახარ? დროზე!
– მე ვრჩები, შუროჩკა! – უთხრა ტატიანამ მშვიდად და თბი-
ლად და ხელები გაშალა. თავის არჩევანში ისიც დარწმუნებუ-
ლი ჩანდა, – მოდი, დაგემშვიდობო!
– რას ამბობ, ტატია! – წამოიძახა მეგობრის გადაწყვეტი-
ლებით გაოგნებულმა შურამ და ქალი გულში ჩაიკრა, – წავიდ-
ნენ, ნუთუ არ გესმის?! ახლა თუ ვერ მივუსწრებთ, ყველაფერი
დამთავრდება, ვეღარ ვნახავთ. ეს ბოლო შანსია!
ტატიანას მხრებში სწვდა და გამოსაფხიზლებლად შეაჯან-
ჯღარა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. დრო არ ითმენდა. ახალ-
გაზრდა ქალს ვერ გადაეწყვიტა, ძვირფასი წუთები საყვარელი

290 მკითხველთა ლიგა


მამაკაცის მისასწრებად გამოეყენებინა თუ – ტატიანას დასარ-
წმუნებლად.
ტატიანამ იცოდა, როგორ უჭირდა შურას მისი დატოვება.
მეგობარი გადაკოცნა და კვლავინდებურად მშვიდი ტონით მი-
მართა:
– ჩემი დარდი ნუ გექნება. ჯელილი აუცილებლად დაბრუნ-
დება. სეიდზე იმავეს ვერ გეტყვი, მაგრამ ჯელილი რომ დაბ-
რუნდება, დანამდვილებით ვიცი. პირობა მომცა. სხვაგვარად
წარმოუდგენელია, დაბრუნდება. ამიტომ აქ დაველოდები.
როცა უნდა დაბრუნდეს, აქ დავხვდები. – ქალიშვილები ერ-
თმანეთს გადაეხვივნენ და გადაკოცნეს, – იცი რა, მეგონა, ასე
მხოლოდ სცენაზე ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, – უთხრა
ტატიანამ ცრემლნარევი ხმით, – თურმე სცენაზე რეალური
ცხოვრების რეპეტიციას გავდიოდი. – ტატიანამ ბალერინის
ნატიფი თითები შურას თმაში შეუცურა და კიდევ ერთხელ აკო-
ცა, – თავს გაუფრთხილდი, ჩემო მშვენიერო. თუ საშუალება
მოგეცეს, აუცილებლად მომწერე. თუმცა რა ვიცი, სად ვიქნე-
ბი.
– თავს შენც მიხედე, ჩემო ძვირფასო ტატიანა. არასდროს
დაგივიწყებ.
– არც მე. იცი, რაღაც თვალსაზრისით მიხარია, რომ მიდი-
ხარ.
– რატომ?
– რუსეთში სილამაზეში ვეღარავინ შემეჯიბრება.
შურას სიცილი აუტყდა. ტატიანას იუმორის გრძნობა ასეთი
განსაცდელის დროსაც კი არ ღალატობდა. ალბათ თამაშს
რომაა მიჩვეული იმიტომო, გაიფიქრა, თორემ ეჭვი არ ეპარე-
ბოდა, რომ მის მეგობარს გულში ისეთივე ცეცხლი უტრიალებ-
და, როგორიც – თვითონ.
მასპინძლებს ნაჩქარევად დაემშვიდობნენ და სახლიდან
გავიდნენ. ისმაილ ეფენდის ცოლმა შურას მუქი ფერის ფართო
თავსაფარი მისცა, რომლითაც გლეხის ქალები ვენახში მუშა-
ობდნენ. მართალია, თავსაფარი დიდი ქალაქის ბინადარი
არისტოკრატი ქალბატონის იერს დიდად არ უცვლიდა, მაგ-

291 მკითხველთა ლიგა


რამ ღამის სიბნელეში რაღაცაში მაინც წაადგებოდა. მასპინ-
ძლებმა ლოცვა-კურთხევით გააცილეს. ტატიანამ თავი ვერ შე-
იკავა და კიდევ ერთხელ გადაეხვია.
– იცი, წეღან ვიხუმრე, – უთხრა ტატიანამ. შურას წამით
ეგონა, წამოსვლა გადაწყვიტაო, მაგრამ ტატიანა სხვა რამეს
გულისხმობდა, – ცხრა მთას იქითაც რომ გადაიხვეწო, რუსე-
თის ულამაზეს ქალად დიდხანს მოგიგონებენ.
თვალცრემლიანმა შურამ და ოსმანმა მასპინძლებს უკანას-
კნელად დაუქნიეს ხელი და სიბნელეში გაუჩინარდნენ. მათი
წასვლიდან ათი წუთის შემდეგ სეიდი და ჯელილი დაბრუნ-
დნენ. ტატიანა ჯელილს კისერზე ჩამოეკიდა. წეღანდელი სიმ-
შვიდის ნიშანწყალიც აღარ შერჩენოდა.
– ვიცოდი... ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი. მადლობა
ღმერთს, აქა ხარ.
ჯელილი მიხვდა, როგორი შიში ჭამა ტატიამ მის ლოდინში.
დრო იყო, მისთვის თავისი გეგმები გაენდო. ახლავე უნდა და-
ემშვიდებინა და ეთქვა, რომ არ მიატოვებდა და მასთან ერთად
აქ დარჩებოდა.
– შურა სად არის? – შემოესმა ამ დროს სეიდის აღელვებუ-
ლი ხმა.
– აჰ, სეიდ, რატომ არ უამბე ყველაფერი? – ატირდა ტატი-
ანა.
– ტატია, სად არის? სად წავიდა? – სეიდი საპასუხო შეკით-
ხვას კი არა, თავის შეკითხვაზე პასუხს ითხოვდა.
– არ ვიცი, სეიდ, ოსმანთან ერთად შენს საძებნელად წამო-
ვიდა.
– ოსმანთან ერთად? – სეიდი ყურებს არ უჯერებდა, – პატა-
რა ოსმანთან ერთად? ღმერთო ჩემო, სიკვდილი მოსწყურები-
ათ! სად წავიდნენ?
– ეგონათ, რომ წახვედი, სეიდ. იმედი ჰქონდათ, რომ მო-
გისწრებდნენ.
სეიდმა მარჯვენა მუშტი მარცხენა ხელისგულზე დაირტყა
და ოთახში ბოლთას მოჰყვა. წამით შედგა, ჯიბიდან საათი
ამოიღო და დახედა. რატომღაც ის დღე მოაგონდა, როცა მე-

292 მკითხველთა ლიგა


ფემ ეს საათი უბოძა. თვალები დახუჭა და თავი გააქნია, თით-
ქოს სიზმრიდან გამოფხიზლებას ცდილობდა. ახლა წარსულზე
ფიქრის დრო არ იყო. ჯელილს შეხედა. ჯელილი ფიქრებს
უმალ მიუხვდა.
– გამორიცხულია, სეიდ, მათ საძებნელად ვერ წავალთ. ორ
საათში ურმები მზად უნდა გვქონდეს.
სეიდი ადგილს ვერ პოულობდა. ყველა გეგმა ეშლებოდა.
მის საძებნელად წასულ საყვარელ ქალსა და ძმას ხიფათი
ელოდათ, შესაძლოა, დაეკავებინათ.
– მათ რომ რამე შეემთხვათ, თავს არ ვაპატიებ, ჯელილ.
ასეთ გასაჭირში ვერ მივატოვებ. არც კი ვიცი, რა ვქნა. საწყო-
ბიდან იარაღი ამაღამ უნდა გავიტანოთ. იასეფმა გამაფრთხი-
ლა, დღეს თუ ვერ შეძლებთ, ვეღარ დაგეხმარებითო. ხვალ
ყველაფერი გამჟღავნდება. ცოცხლები ვერც ჩემიანები გადა-
ურჩებიან და ვერც ეს საბრალო ხალხი.
ერთმანეთში მშვიდად რუსულად საუბრობდნენ. სეიდმა
თვალით მასპინძლებზე ანიშნა.
– მოდი ასე ვქნათ, სეიდ, დროს ნუ დაკარგავ, ურმების ჩატ-
ვირთვა დაიწყეთ, მე კი მათ შეჩერებას ვეცდები. არა მგონია,
შორს წასულიყვნენ. გუშაგებს სადმე ნავსადგურის მახლობ-
ლად ემალებიან. მართლა გიჟები ხომ არ არიან. ნუ გეშინია,
ახლავე წავალ. – სეიდმა მეგობარს მადლიერი მზერა ესრო-
ლა, მაგრამ ჯელილმა ხმა არ ამოაღებინა, – მე მაინც აქ ვრჩე-
ბი, არსად მეჩქარება, შენთვის კი ყოველ წამს მნიშვნელობა
აქვს. იასეფის წინადადებას ხელიდან თუ გავუშვებთ, ამდენი
სამზადისი წყალში ჩაგვეყრება. – მეგობრები ერთმანეთს გა-
დაეხვივნენ, – საქმეს რომ მორჩები, მაშინვე წადი, ჩვენს დაბ-
რუნებას ნუ დაელოდები. ნუ დარდობ, ძმაო, ყველაფერი კარ-
გად იქნება.
ამ უკანასკნელში ორივეს ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ იმედი
შვებას აძლევდათ.
ორივემ იცოდა, რომ ერთმანეთს სამუდამოდ ემშვიდობე-
ბოდნენ და ვეღარასოდეს ნახავდნენ.
– რამდენი რამეა სათქმელი, მაგრამ სამწუხაროდ, დრო არ
ითმენს.

293 მკითხველთა ლიგა


– ასეა... ვინ იცის, ცხოვრება სიურპრიზებითაა აღსავსე, იქ-
ნებ ოდესმე დალაპარაკება გვეღირსოს. თავს მიხედე, სეიდ,
ფრთხილად იყავი. ერთმანეთს როგორ დავუკავშირდებით, არ
ვიცი. შენი დარდი მექნება.
– მე კი – შენი. შენც წასვლას დილამდე ნუ გადადებ, რაც
შეიძლება ჩქარა გაეცალე აქაურობას. – შემდეგ მწარედ ამოი-
ოხრა და ის ამოღერღა, რაც მოსვენებას არ აძლევდა, – შურას
რომ ნახავ, ყველაფერი აუხსენი. სიმართლის თქმას წასვლის
წინ ვაპირებდი, მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაჯა. – ჩანთი-
დან ქისა ამოიღო და ჯელილს გაუწოდა, – ეს მას გადაეცი. იმე-
დი მაქვს, ერთხანს ეყოფა. კარგს იზამს, თქვენ თუ წამოგყვე-
ბათ. საყვარელ ქალს შენ გაბარებ, ძმაო. შენს თავს კი – უფა-
ლს.
ატირებულ ტატიანას რომ გადაეხვია, საშინელი ტკივილი
იგრძნო, რადგან მკლავებში თავისი საყვარელი ქალი არ
ჰყავდა მოქცეული. ბედისწერამ უკანასკნელი ამბორიც კი და-
იშურა მათთვის. ტატიანას გაუღიმა და თვალიდან ცრემლი
მოსწმინდა.
– მშვიდობით, ტატია, ჯელილს გაუფრთხილდი. საოცარი
ქალი ხარ. ალაჰმა არასდროს დაგაშოროთ ერთმანეთს.
– აჰ, სეიდ! უშენოდ ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
– ამიერიდან ისედაც ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ტატი-
ანა. ჩვენც კი სხვანაირები გავხდით.
ჯელილს თვალებში შეხედა. მკვლელობა, თუნდაც საკუთა-
რი სიცოცხლის გადასარჩენად ჩადენილი, მაინც მკვლელობა
იყო და მის სიმძიმეს ორივე თავის მხრებზე გრძნობდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჯელილი შურასა და ოსმანის სა-
ძებნელად წავიდა, სეიდი, ისმაილ ეფენდი, მისი სიძე და ვენა-
ხის ორი მუშა სკივრების ამოთხრას შეუდგნენ. მალე ვენახს
ტყის მხრიდან ურემი მოადგა. ისმაილ ეფენდიმ მეურმეს რა-
ღაც უჩურჩულა. მეურმემ ცხენებს კისერზე თივის ტომრები ჩა-
მოჰკიდა. ცდილობდნენ, მაქსიმალურად უხმოდ ემუშავათ.
რამდენიმე წუთში ჩასატვირთად კიდევ ორი ურემი მოვიდა.
ურმების ძირზე ჯერ ვაზის ტოტები დააგეს და სკივრებიდან
ამოღებული იარაღი ზედ დააწყვეს. სეიდმა თან მოტანილი

294 მკითხველთა ლიგა


პირმოკრული ტომარაც მეწინავე ურემზე მოათავსა. ზემოდან
რამდენიმე სართულად ხილით სავსე ყუთები და ვაზის ტოტე-
ბის კიდევ ერთი ფენა დაალაგეს და ბაწრებით გადაკრეს. ამ
საქმეს რომ მორჩნენ, ურმებს ბორბლები დაუზეთეს. უკუნეთ
სიბნელეში მუშაობდნენ. ისმაილ ეფენდის სიძე ვენახის შესას-
ვლელის მახლობლად სადარაჯოზე იდგა.
სამივე ურემი გასამგზავრებლად მზად იყო. სეიდმა საწყო-
ბის ერთ კუთხეში ტანისამოსი გამოიცვალა – გლეხურად გა-
მოეწყო. იქვე ჩაიმუხლა და მიწას მიეალერსა. მიწა რბილი და
თბილი იყო. სეიდი მშობლიურ მიწას უკანასკნელად ეხებოდა.
ეს მიწა ისევე მოენატრებოდა, როგორც უსაყვარლესი ადამია-
ნები. ერთი მუჭი აიღო და ალუშტის ბარაქა, თითქოს ხელებს
იბანსო, თითებს შორის გაცრა – მიწა დროსავით გაეპარა.
შუაღამემდე ნახევარი საათი რჩებოდა. ალუშტის ვენახებით
დაფარული ბორცვებიდან სამი ურემი ნავსადგურისკენ
ტვირთს ეზიდებოდა. პირველმა მეურმემ კეპი თვალებზე უფ-
რო მეტად ჩამოიფარა. უხეში ქსოვილის პერანგი, ფართო
შარვალი და შეუღებავი ფეხსაცმელი ეცვა; ხელებზე მიწის სუ-
ნი უდიოდა. ალუშტის ვენახის სხვა მუშებისაგან არაფრით გან-
სხვავდებოდა. სადავეებიც კი ისე ეჭირა და მხრებსა და წელში
ისე მოხრილიყო, როგორც უბრალო გლეხი, მთელ დღეს მზის-
გულზე თოხს რომ იქნევს და ყუთებს ეზიდება. ვერავინ წარმო-
იდგენდა, რომ იგი მეფის გვარდიის კავალერისტთა რაზმის
უფროსი ლეიტენანტი იყო. უცხო როლის მორგება დისკომ-
ფორტს უქმნიდა და იმისაც ეშინოდა, რომ ვინაობას პირველი-
ვე შემხვედრი მიუხვდებოდა.
ურმების დაზეთილი ბორბლები რბილ მიწაზე, დაცვენილ
ფოთლებსა და ტოტებზე გავლისას ოდნავი ტკაცუნის ხმას გა-
მოსცემდა. სეიდს წამით მოეჩვენა, რომ ხეებიდან შურა გამოე-
გებებოდა. უკვე ძალიან ნანობდა, თან რომ არ წამოიყვანა.
მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო, ნეტავ ჯელილი შურასა
და ოსმანს სახლში უვნებლებს დააბრუნებდესო, რომ თავის-

295 მკითხველთა ლიგა


კენ მომავალი ოთხი ცხენოსანი შენიშნა. დიდი გამოცდის წი-
ნაშე იდგა. მის წინ გადაჭიმული ვიწრო გზა მყისვე სირატის9
ხიდად იქცა. სეიდი მოახლოებულ მხედრებში გამწარებული
იასეფის ამოცნობას ცდილობდა. სადავეები მოქაჩა და ურემი
შეაჩერა.
– აბა, საით გაგიწევია? – შესძახა ერთ-ერთმა მხედარმა და
სეიდს მიუახლოვდა, – ამ დროს გადაადგილება აკრძალუ-
ლია. არ გაგიგია?
სეიდმა მხედრებს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი. იასეფი
მათ შორის ნამდვილად არ ერია. გრძნობდა, როგორ გაუოფ-
ლიანდა ხელები. პასუხი ოდნავ დააყოვნა. სუნთქვა ეკვროდა
და ეშინოდა, აკანკალებული ხმა გამცემსო. საქმე ცუდად იყო.
მეორე ბოლშევიკმა, რომელიც ისეთი ზორბა იყო, რომ ცხენი
ძლივს ზიდავდა, სეიდს მხრებზე მათრახი გადაუჭირა და მეგო-
ბარს მიუბრუნდა:
– ამათ ლენტები ჯერ ვერ შევაბით, არა?
– იქნებ ლენტები კისერზე ურჩევნიათ, ჰა, რას იტყვი? –
ახარხარდა მეორე, – მაგალითად, წითელი, კვასკვასა წითე-
ლი?..
სიცილი ყმუილს მიუგავდა. ქარქაშიდან ამოღებული ხმლის
წვერი სეიდს კისერზე გაუტარა. ამ თემაზე ლაპარაკი თუ ასეთ
სიამოვნებას ანიჭებს, აღსრულებისას რაღა იქნებაო, ფიქრობ-
და სეიდი.
– ურმებზე რა არის? სად მიდიხართ?
– ყურძენია. ნავსადგურში მიგვაქვს, – მიუგო სეიდმა თათ-
რულ კილოზე, რადგან თავისი წყალივით რუსული დროებით
ცნობიერების სიღრმეში უნდა დაემალა.
– ნავსადგურში მიტანა ვინ დაგავალათ?
– არ ვიცი, ჩვენ პატარა ხალხი ვართ, ვენახში რაც შემოგ-
ვითვალეს, იმას ვაკეთებთ.
კაცმა შესამოწმებლად ხმლის წვერი ყუთებს შორის ღრიჭო-
ში ჩაყო და დაიღრიალა:

9ისლამური ესქატოლოგიის თანახმად, ჯოჯოხეთის თავზე გადებული ბეწ-


ვის ხიდი.

296 მკითხველთა ლიგა


– ვინ შემოგითვალათ? ვინ? რას ხლართავთ თქვენი ქათმის
ტვინებით? ამდენი ყურძენი ჩვენი ნებართვის გარეშე სად უნდა
წაიღონ?
მომდევნო მეურმეები შიშისგან თავზარდაცემულები
ელოდნენ. ყველაზე მეტად ის აშინებდათ, შეკითხვები მათ-
თვისაც არ დაესვათ. სეიდი ურმიდან ჩამოხტა, რათა ყურად-
ღება თავის თავზე გადაეტანა. მხედარმა ხმლის წვერი მყისვე
მკერდზე მიაბჯინა.
– სდექ! განძრევის უფლება ვინ მოგცა? ერთი ეს ყუთები გა-
მიხსენი, ყურძენი ჩვენც ვნახოთ.
სეიდი ყუთების გახსნას შეუდგა. ბოლშევიკები ყურძენს ისე
შეესივნენ, როგორც სვავები – ლეშს და ხმლებითა და თოფე-
ბის კონდახებით მტევნების დაჩეხვა დაიწყეს. დაჭყლეტილმა
მტევნებმა მეურმეებს თითქოს თავიანთი მომავალი დაანახა.
ერთ-ერთმა მხედარმა ურემს ნახველი დააფურთხა, შემდეგ
პირი ხელით მოიწმინდა და შეიგინა.
– ღორებო! შემოგითვალეს, არა? ვის ატყუებთ?! ვის ქონე-
ბას ანიავებთ, თქვე ქურდბაცაცებო?! ნახავთ, რაც მოგივათ!
სეიდს ესმოდა, რომ ყველაფერი დამთავრდა. თუნდაც არ
გაეგოთ, რომ თეთრგვარდიელი იყო, როგორც ყურძნის მა-
ლულად გადამზიდველი გლეხი, მაინც სიკვდილს იმსახურებ-
და. შედეგი უცვლელი იქნებოდა. ვერაფერს გახდებოდა. და-
ნაშაულის თანამონაწილე მეურმეებს გახედა. ყველაზე მეტად
მათი ბედი აღელვებდა.
– მათ არაფერი იციან. საქონელი მე მოვაგროვე. ესენი იქ-
ნებ გაგეშვათ.
– მეურმეები გავუშვათ? – გაიცინა ბოლშევიკმა, – ვითომ
რატომ? რუსეთში მეურმე არ დარჩა? ორი რომ მოაკლდეს, რა-
მე დაშავდება?
სეიდმა ცხადად დაინახა, აქვე როგორ დახვრეტდნენ და მათ
გვამებს კლდიდან როგორ გადაყრიდნენ. მაშ, ამას თვითონ
რატომ არ აკეთებდა? სანამ ეს ხალხი ლაპარაკს აიძულებდა,
არ ჯობდა ზღვაში საკუთარი ნებით გადამხტარიყო? ის იყო, შე-
უმჩნევლად, მოკლე-მოკლე ნაბიჯით უფსკრულისკენ დაიძრა,

297 მკითხველთა ლიგა


რომ ცხენის ფლოქვების ხმა მოესმა, შემოტრიალდა და თვა-
ლებს არ დაუჯერა. ალაჰი თავის წყალობას არ აკლებდა –
ცხენზე იასეფი იჯდა. სეიდისთვის არც შეუხედავს, მაშინვე და-
ნარჩენ მხედრებს მიუახლოვდა.
– რა ხდება, ამხანაგებო? ხომ მშვიდობაა?
– ყურძენს იპარავდნენ. დავიჭირეთ, – მიუგო ერთ-ერთმა
მას შემდეგ, რაც იასეფს მიესალმნენ. ყველაფერზე ეტყობო-
დათ, რომ მის მიმართ პატივისცემა უნდა გამოეხატათ.
– რომელი ვენახიდან ხარ? – ჰკითხა იასეფმა სეიდს ისეთი
გამომეტყველებით, თითქოს ცხოვრებაში პირველად ხედავ-
და.
– ემინოვების ვენახიდან, – დაიბნა სეიდი, რადგან არ იცო-
და, გაუთვალისწინებელ შეკითხვაზე რა პასუხი გაეცა.
– ის ვენახები ემინოვებს აღარ ეკუთვნით, – წამოიძახა გაბ-
რაზებულმა იასეფმა, – ვენახები არავისი აღარ არის. გაიგე?
სეიდი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი თამაშის ნაწილი იყო.
– ე.ი. მეორე ნომერი ვენახიდან მოდიხარ, გასაგებია, – გა-
ნაგრძო იასეფმა, შემდეგ კი მეგობრებს მიუბრუნდა, – ყველა-
ფერი რიგზეა, ამხანაგებო. მე საქმის კურსში ვარ. დილით ეს
საქონელი ოდესაში უნდა გაიგზავნოს. გაატარეთ.
სეიდმა იფიქრა, სიხარული ნაადრევი იქნებაო. მოვლენები
ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ არავინ იცოდა, რამდენიმე
წამში რა მოხდებოდა. ძველებურად ცხენზე ამხედრებულმა
იასეფმა ურემს ერთი წრე შემოუარა და ამჯერად თავის ამხა-
ნაგებს უსაყვედურა:
– ღმერთმა დასწყევლოს! საქონელი რა დღეში ჩაგიგდი-
ათ?! ამისათვის პასუხს მოგთხოვენ, ამხანაგო ტარვიდეს. საბ-
ჭოთა ქონებას ასე უდიერად როგორ ეპყრობით?!
დანარჩენები დაფრთხნენ და უკან დაიხიეს. იასეფმა ჩათვა-
ლა, რომ მომენტით უნდა ესარგებლა და, სანამ ახალი შეკით-
ხვები დაებადებოდათ, სეიდი აქაურობისათვის მოეცილებინა.
– კარგი, წადით! მეორედ წერილობითი ნებართვის გარეშე
არ დაგინახოთ!
სეიდი კოფოზე რომ აძვრა, იასეფმა ცხენი მისკენ მიმართა,
სიგარეტი ამოიღო და სეიდს ჰკითხა:

298 მკითხველთა ლიგა


– ასანთი გაქვს, ამხანაგო? დროა, გავაბოლო.
სეიდმა იასეფ ზარკოვიჩს მადლიერი მზერა ესროლა, ასან-
თი ამოიღო და მოუკიდა. ასანთის მკრთალი ალი საკამარისი
იყო იმისათვის, რომ იასეფს სეიდის სახეზე მისი გრძნობები
ამოეკითხა.
– გმადლობ, ამხანაგო, – ამოიხვნეშა მწარედ.
– შენც გმადლობ... ამხანაგო, – ჩაილაპარაკა სეიდმა და
ასანთის ღერი მიწაზე დააგდო.
კლდეების შორიახლოს მოტივტივე კატერი მაშინვე ნაპირი-
საკენ დაიძრა. ტატოღლუ ოსმანმა შეთანხმებული ნიშანი და-
ინახა – ორი ასანთის ალი.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ უკან არავინ დადევნებია,
სეიდმა ცხენი სანაპიროსკენ მიმავალი გზისკენ მიმართა.
მთელ გზას ურმებით ვერ გაივლიდნენ. ცოტა ხანში მეურმეებს
ანიშნა, გაჩერდითო. ჩამოქვეითდა, გზის პირს მიუახლოვდა
და თვალით ის ადგილი მოზომა, სადაც კატერი მოადგებოდა.
სიბნელეში არ ჩანდა, ზღვაზე რა ხდებოდა. მიაყურადა, ჩამი-
ჩუმი არ ისმოდა. მთვარე ღრუბლებში იმალებოდა.
– ყუთები დაცალეთ და თოფები სათითაოდ სანაპიროზე ჩა-
იტანეთ, – უთხრა მეურმეებს.
– კეთილი, ბატონო.
– მე დაბლა ჩავალ. როგორც კი ასანთს ავანთებ, საქმეს მა-
შინვე შეუდექით. თუ ვინმეს დაინახავთ, შეწყვიტეთ და თავი
ისე მოაჩვენეთ, ვითომ გზას აგრძელებთ. მე არ მიცნობთ. ყვე-
ლა ურემს ერთდროულად ნუ დაცლით, რიგრიგობით გადმო-
ზიდეთ. აბა, კარგად იყავით.
– ალაჰმა ხელი მოგიმართოთ, კურტ სეიდ. მშვიდობიან
მგზავრობას გისურვებთ.
– თქვენც ასევე.
სეიდმა ორივეს ხელი ჩამოართვა და დაღმართზე დაეშვა.
მართალია, ვერაფერს ხედავდა, მაგრამ მშვიდად მიდიოდა.
ბავშვობა ამ ბორცვებსა და სანაპიროზე თამაშში გაატარა. მი-
წაყრილის ბოლოს ქუსლებს დაეყრდნო და ჩასრიალდა. მალე
ფეხქვეშ ხრეში შეიგრძნო. ვიწრო სანაპირო ზოლზე ტალღე-

299 მკითხველთა ლიგა


ბის ხმაური ისმოდა. ქარი აქ მეტად უბერავდა. სახით ბორ-
ცვისკენ შებრუნდა და ჯიბიდან ასანთი ამოიღო. პირველი ღე-
რი ჩაუქრა. მეურმეები მისი ალის დანახვას ვერ მოასწრებ-
დნენ. ჩაიმუხლა, მხრები მაღლა ასწია, ხელები მოიფარა და
ასანთის ანთება კიდევ ერთხელ სცადა, ოღონდ ამჯერად რამ-
დენიმე ღერი ერთად გაჰკრა. ალი აბრიალდა თუ არა, ცალი
ხელი მოაშორა. მყისვე ჩამოშლილი მიწის ხმა მოესმა. თოფე-
ბი ერთმანეთის მიყოლებით დაბლა მოსრიალებდა. მაშინვე
ზღვისკენ მიბრუნდა, კიდევ ერთი ნიშანი მისცა და თოფების
შეგროვებას შეუდგა. ორი წუთიც არ გასულა, რომ მოახლოე-
ბული კატერის ხმა შემოესმა. უნდა დარწმუნებულიყო, რომ
ნამდვილად ტატოღლუ იყო, ამიტომ მიწაზე გაწვა და ერთხანს
ასე ელოდებოდა. ხმა მალე შეწყდა. სანაპიროდან რამდენიმე
მეტრში კატერის ცხვირი გამოჩნდა. მასზე კაცი იდგა, რომელ-
საც ხელში ანთებული ასანთი ეჭირა. კატერიდან ორი ადამია-
ნი წყალში გადახტა და ნაპირისკენ გამოცურა. სეიდმა ტატოღ-
ლუ იცნო. მაშინვე უხმოდ იარაღის გადაზიდვას შეუდგნენ.
ტალღები ზოგჯერ წელამდეც კი სწვდებოდათ. ამინდი იცვლე-
ბოდა. ცა შავი ღრუბლებით იფარებოდა. იარაღის გადაზიდვა
გაჭირვებით დაამთავრეს. სეიდმა იქაურობა კიდევ ერთხელ
შეამოწმა, რომ კვალი არ დაეტოვებინათ. ზემოდან ამოძრავე-
ბული ურმების ჭრიალი ისმოდა. მეურმეებს საქმე მოსალოდ-
ნელზე გაცილებით უფრო სწრაფად დაესრულებინათ. თით-
ქოს ყველაფერი რიგზე იყო. მზერა ბორცვებს უკანასკნელად
მოავლო და ნაპირისკენ გაემართა. კატერზე ასვლას ჩქარობ-
და. უეცრად თავისი სახელი მოესმა და მობრუნდა. ბილიკს ვი-
ღაც მოუყვებოდა. უცნობის დანახვა არ გასჭირვებია – ოსმა-
ნის ხმა იცნო. სიბნელეში ეცემოდა, ისევ დგებოდა, დაღმარ-
თში ეშვებოდა და განწირული ხმით ეძახდა:
– მოიცა! სეიდ აბი! დამელოდე! მეც მოვდივარ! – სიტყვა
დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ისევ ეცემოდა, დაბლა მოცუ-
რავდა, კვლავ წამოხტებოდა და ყვირილს განაგრძობდა, –
აბი! დამელოდე! მოვდივარ! მეც მოვდივარ!

300 მკითხველთა ლიგა


– აქა ვარ, ოსმან! – შესძახა სეიდმა, რომელსაც ყველაფე-
რი დაავიწყდა: ნავი, მისი ტვირთი, ხალხი, რომელიც ელოდე-
ბოდა.
სეიდი ვერ მიხვდა, მთვარე უფრო ადრე გამოცურდა ღრუბ-
ლებიდან თუ სროლის ხმა უფრო ადრე გაისმა. განათებული
მაღლობიდან შეიარაღებულ ჯგუფს ისინი მიზანში ამოეღო.
ზურგზე თითქოს გავარვარებულმა ლავამ გადაუარა. თავი უბ-
ჟუოდა. უკან მიბრუნდა და ზღვაზე მოტივტივე ნავს შეხედა, –
მასში სამი ადამიანი ელოდა, რომელთაც მის გამო სიცოცხლე
საფრთხეში ჩაიგდეს. მათ მეტ თავგანწირვას ვერ მოსთხოვდა.
სავარაუდოდ, ცოტა ხანში აქაურობას გაეცლებოდნენ. მეორე
მხარეს კი მტერსა და სანაპიროს შორის მოქცეული ძმა ეგუ-
ლებოდა, რომელიც მის დაწევას ცდილობდა.
– აბი, მიშველე! მიშველე! – ყვირილს განაგრძობდა ოსმა-
ნი.
სროლის ხმამ ქარისა და ზღვის ხმა გადაფარა. მანძილი
ძმებს შორის დაახლოებით 15-20 მეტრი თუ იქნებოდა. სეიდი
ფორთხვით აღმართს შეუდგა. ყმაწვილი დაბნეულობისაგან
იმის ნაცვლად, რომ სეიდისკენ გამოქანებულიყო, ერთ ადგი-
ლას გაშეშებული მდევრების ჯგუფს მისჩერებოდა.
– ოსმან! – დაუძახა სეიდმა გასამხნევებლად, – გამოიქეცი,
დაბლა გამოიქეცი! უკან ნუ იხედები! აქ ვარ, გამოიქეცი!
ქარმა ღრუბლები საბოლოოდ გარეკა და ცის კაბადონზე
კაშკაშა მთვარე გამოჩნდა. სეიდმა დაინახა, როგორ უახლოვ-
დებოდა ოსმანი გველივით დახვეული ბილიკით. თუმცა შორს
არც შეიარაღებული ჯგუფი იყო. ოსმანსა და სეიდს შორის მხო-
ლოდ ერთი მოსახვევიღა რჩებოდა. ძმის დანახვაზე ყმაწვილ-
მა გახარებულმა შეჰყვირა. თითქოს ირგვლივ აზუზუნებული
ტყვიები აღარც ახსოვდა.
– აქა ხარ?! – წამოიძახა გახარებულმა და ხელები გაშალა,
– არ წარსულხარ?! სეიდ აბი...
აღფრთოვანებული შეძახილი კვნესაში გადაუვიდა. მუხლე-
ბი მოეკვეთა, ხელები ისე აიქნია, თითქოს ცაზე ვარსკვლავე-
ბის მოგროვება უნდაო და სეიდის გვერდით მოიცელა. სრო-
ლის ხმა კიდევ რამდენჯერმე გაისმა... ფეხქვეშ მიწა დაიძრა

301 მკითხველთა ლიგა


და 18 წლის ოსმანი, თვალებში აღბეჭდილი უფროსი ძმის სი-
ლუეტით, ალუშტის კლდეებისკენ გაფრინდა. სეიდის ბღავილ-
მა იქაურობა შეძრა:
– ოსმან!
კოტრიალ-კოტრიალით მაშინვე დაბლა დაეშვა. ოსმანის
ცხედარი იქაურობისათვის სასწრაფოდ უნდა მოეშორებინა.
შეიარაღებული ჯგუფი თანდათან უახლოვდებოდა. გიჟივით
გაქანდა და ძმის ცხედარს გადაეფარა. ოსმანი ზურგზე იწვა.
ზღვის ქაფი თმას უსველებდა. ფართოდ გახელილი თვალებით
ცაზე თითქოს ვიღაცას ეძებდა. სეიდი მის სიკვდილს ვერა და
ვერ იჯერებდა. ძმის ცხედართან ჩაიმუხლა, მისი თავი გულში
ჩაიკრა და აქვითინდა:
– ოსმან, ჩემო პატარა... ჩემო საყვარელო ძმაო...
იმასთან შეგუებულმა, რომ პასუხს ვეღარ მიიღებდა, ძმას
თვალები დაუხუჭა. ტყვიების ზუზუნმა რეალობაში დააბრუნა.
ნავიდან საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. ოსმანის ცხედარს და-
ეჭიდა, მაგრამ მიხვდა, რომ კიდევ ცოტა ხანი და ან მოკლავ-
დნენ, ან დაიჭერდნენ. ძმის ცხედარი იქვე დატოვა და წყალში
ისკუპა.
სეიდის ცრემლი ზღვის წყალს ერთვოდა. ნავზე რომ აათრი-
ეს, ნაპირიდან საკმაოდ შორს იყვნენ. სროლა არ წყდებოდა.
სეიდმა თოფს ხელი სტაცა და კიჩოზე, ტატოღლუს ორი მეზ-
ღვაურის გვერდით მოთავსდა. რამდენიმე წუთში სანაპირო
ზოლს უკვე იმ მანძილზე დასცილდნენ, რომ ნაპირიდან ვერა-
ფერს დააკლებდნენ. ნავი საკმაოდ ძველი და მძიმე იყო.
ტვირთმა კიდევ უფრო დაამძიმა. თანდათან გაძლიერებულ
ღელვაში წინ გაჭირვებით მიიწევდა. სეიდმა წამით ისიც კი გა-
იფიქრა, ამ ნავით შავი ზღვის გადაცურვა გამორიცხულიაო.
ამასობაში ნავსადგურის მხრიდან მოღწეულმა ხმებმა რე-
ალობაში დააბრუნა. დიდი ხანი არ გასულა, რომ საკმაოდ ახ-
ლოს სამი ნავი გაარჩიეს. ერთი უკანა მხრიდან დაწევას ცდი-
ლობდა, ორი კი – მარცხნიდან და მარჯვნიდან ამოდგომას.
– ერთი – დროშასთან, მეორე – ნავსადგურის მხარეს!
სწრაფად! – უბრძანა სეიდმა მეზღვაურებს.

302 მკითხველთა ლიგა


ბიჭები სეიდზე მხოლოდ რამდენიმე წლით უმცროსები თუ
იქნებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერების
შთაბეჭდილებას არ ტოვებდნენ, ძალიან ჯანმრთელები და
მკვირცხლები იყვნენ. ზღვაზე ცხოვრების მკაცრმა პირობებმა
ისინი კატასავით მოქნილები და უშიშრები გახადა. სეიდის
ბრძანება უმალ შეასრულეს – თავიანთ პოზიციებზე ხოხვით
გადავიდნენ. სეიდი სათადარიგო იარაღს ამზადებდა, რომ
უკანა მხრიდან ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. აბობოქრებულ
შავ ზღვასა და მტერს შორის მოქცეული ჰასან ტატოღლუ ნავი-
სა და მგზავრების დასაცავად არაადამიანურ ძალისხმევას მი-
მართავდა. ცალი ხელით ღვარად ჩამოსულ ოფლს იწმენდდა,
მეორეთი კი საჭეს ოსტატურად ატრიალებდა და აზვირთებულ
ტალღებს ეჯახებოდა, რათა ნავი ჯვარედინი ცეცხლის ხაზიდან
შორს დაეჭირა. ნავის ცხვირს გადმოვლებული ტალღები შუა
გემბანამდე აღწევდა, მაგრამ რომელიმეს გვერდიდან რომ
დაერტყა, მათი საქმე წასული იქნებოდა.
– ალაჰმა დაგწყევლოთ, მოსკოველო ღორებო, – შეიგინა
ტატოღლუმ, – ალაჰმა დაგწყევლოთ! ღმერთმა ქნას, შავმა
ზღვამ ჩაგყლაპოთ ყველანი!
აბობოქრებული ზღვისა და სროლის ხმაში შეუძლებელი
ხდებოდა იმის გარკვევა, ამ შეტაკებაში გამარჯვებული ვინ გა-
მოვიდოდა. შესაძლოა, გემბანზე ცოცხალი აღარავინ იყო.
მოსკოველები სამი მხრიდან თუ შემოუვლიდნენ, ყველაფერი
დამთავრდებოდა. ამ აზრმა კიდევ უფრო ააფორიაქა. მარჯვე-
ნა მხრიდან წამოსულ ტალღას ნავის ცხვირი დაუხვედრა და
ისევ შეიგინა:
– ალაჰმა დაგწყევლოთ, საცოდავო ძაღლებო! შავ ზღვაში
ჩავიხრჩობი და თქვენ არ ჩაგბარდებით! – შემდეგ ხელი საჭეს
დაჰკრა და წამოიძახა: – ნუ გეშინია, ალაჰია ჩვენი მფარველი.
სეიდი ცდილობდა, სროლის ინტენსივობის მიხედვით
მტრის რაოდენობა დაედგინა. მართალია, სამი ნავით იყვნენ,
მაგრამ თითოეულზე 2-3 ადამიანზე მეტი ვერ იქნებოდა. სამი-
დან ერთი ნავი უეჭველად დაეწეოდა. მაღლობისკენ საპასუხო
სროლა წამით შეწყვიტა და კაიუტის კართან მოთავსებულ
სკივრთან მიახლოება სცადა. მოულოდნელი ტალღით მაღლა

303 მკითხველთა ლიგა


აგდებული ნავი ერთხანს თითქოს ჰაერში გამოეკიდა. სეიდი
უკან დაცურდა და თავი კარს მიარტყა. სცადა, ბაწარს მოსჭი-
დებოდა, მაგრამ ტკივილისგან ლამის გონება დაკარგა. იმავე
წამს ნავი ხმაურით ისევ წყლის ზედაპირზე დაეშვა. თავზე გა-
დავლებულმა ტალღამ სეიდს ბაწარი ხელიდან გამოსტაცა,
თუმცა ფეხის გამოდება მაინც მოასწრო. სანამ მომდევნო
ტალღა დაარტყამდა, ბაწარი წელზე მაგრად გამოიბა. დრო-
შისკენ გაიხედა და შენიშნა, რომ ახალგაზრდა მეზღვაური ად-
გილზე აღარ იყო – სავარაუდოდ, ზღვაში გადავარდა ან იმავე
ტალღამ ნავის ცხვირისკენ გადაისროლა. სეიდი თვლიდა,
რომ გადასარჩენად მთავარი იყო, მდევრები შეეჩერებინათ.
სკივრიდან ხელყუმბარის ამოღება მოახერხა და ნავის კიჩოზე
გადახოხდა. თუნდაც წამით, ფეხზე უნდა წამომდგარიყო, მაგ-
რამ ისე, რომ მტრის სამიზნედ არ ქცეულიყო. სხვა გამოსავა-
ლი არ ჰქონდა, უკვე მეტისმეტად მოუახლოვდნენ. ამდენი წი-
ნააღმდეგობის გადალახვის შემდეგ აქ დაღუპვა თუ ეწერა,
ბედს ვერ შეცვლიდა, მაგრამ ჯერ კიდევ შეეძლო, რამე მო-
ემოქმედებინა. ბოლო შანსი უნდა გამოეყენებინა.
ღრმად ჩაისუნთქა, ფეხზე წამოდგა, ხელყუმბარა ისროლა
და სანამ მტრის ტყვიის სამიზნე გახდებოდა, უმალ ისევ ნავის
ფსკერზე გაწვა. მაშინვე აფეთქების ხმა გაისმა; მდევრების ნა-
ვი ცეცხლის ალში გაეხვია. ციდან მისი ჩირაღდანივით აბრია-
ლებული ნაწილები ცვიოდა. ისედაც აბობოქრებული ზღვა კი-
დევ უფრო აზვირთდა და ნავი ჩაყლაპა. სეიდმა მტრის დაბნეუ-
ლობით ისარგებლა, მეორე ხელყუმბარა მოამზადა და ტა-
ტოღლუს შეძახილი მოესმა:
– ტატოღლუ შემოგევლოს შენ!
ნავსადგურის მხარეს მოაჯირს ჩაჭიდებული, ორად მოკაკ-
ვული მეზღვაური გამუდმებით ისროდა. მიზანს სეიდის ნას-
როლმა მეორე ხელყუმბარამაც მიაღწია, მაგრამ ნავი არ ჩა-
იძირა. თუმცა სავარაუდოდ, ისეთი დაზიანება მიიღო, რომ
მოძრაობას ვეღარ გააგრძელებდა. უვნებლად გადარჩენილმა
ნავმა კი, სხვების დახმარების მიზნით გეზი შეიცვალა. სროლა
შეწყდა. სეიდმა მხოლოდ ახლაღა შენიშნა, რომ კარგა ხანია,
სუნთქვას იკავებდა. ნავის ფსკერზე დაჯდა, სკივრს მიეყრდნო

304 მკითხველთა ლიგა


და ამოისუნთქა. სასწაული მოხდა – ვერ იჯერებდა, რომ მდევ-
რები ჩამოიცილეს. ერთხანს კიდევ ზღვის ზედაპირს ყურადღე-
ბით აკვირდებოდა – მხოლოდ ტატოღლუს ნავისა და ტალღე-
ბის ხმა ისმოდა. ტატოღლუმ თავის ხელის გულს ხმაურიანად
აკოცა და საჭეს მიეალერსა. გუნებაზე მოსულიყო.
– ყოჩაღ შენ! მაგარი ყოფილხარ! მადლობა ალაჰს!
იმ მეზღვაურის დანახვაზე, რომელიც წყალში გადავარდნი-
ლი ეგონა, სეიდს გულს მოეშვა – თურმე მთელი ძალით ილუ-
მინატორს ჩასჭიდებოდა.
ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. სეიდმა
ნაპირს გახედა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
როგორც კი შეტაკება დამთავრდა, ნაპირზე დარჩენილი ძმა
მოაგონდა. მზერა ალუშტის მაღლობებსა და ვენახებს მიაპ-
ყრო. ბორცვებზე შეფენილი ტყე და მთვარე თითქოს მას ემ-
შვიდობებოდნენ. თვალი იმ წერტილში გაუშტერდა, სადაც ოს-
მანის ცხედარი ეგულებოდა. ხრეშზე მიტოვებულ მის ახალ-
გაზრდა სხეულს ახლა ზღვის ტალღები აციებდა. სეიდს უკან
დაბრუნება, ძმის ცხედრის ჩახუტება და გათბობა მოუნდა. მო-
ახლოებული ნერვული შეტევის კარგად ნაცნობმა განცდამ
მოიცვა. უკიდეგანო შავ ზღვასა და ვეებერთელა ტალღებს შეს-
ცქეროდა, კატერს ქაღალდის ნავივით რომ ათამაშებდა. ყვე-
ლაფერი უაზრობად ეჩვენა. იმდენი რამ დაკარგა, რომ ამიე-
რიდან მისი გადარჩენა, სიცოცხლე აზრს კარგავდა. ოჯახი,
სახლი, მიწა, მეგობრები, საყვარელი ქალი ნელ-ნელა გაუჩი-
ნარებულ სამშობლოში რჩებოდა. და მხოლოდ ესენი კი არა,
სული და გულიც, თვითონაც. ის კაცი კი, შუა ზღვაში ნავთან
ერთად რომ ირწეოდა, ოცნებებისა და საყვარელი ადამიანე-
ბის გარეშე დარჩენილი მარტოსული იყო.
ალუშტის სანაპიროს ნელ-ნელა თითქოს ტიულის ფარდა
ფარავდა. სეიდი ისეთი დაჟინებით შესცქეროდა, თითქოს სამ-
შობლოს უკანასკნელი ხედის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩა-
ბეჭდვას ლამობდა. იმ წამს, როცა კიჩოს მიხეთქებული უშვე-
ლებელი ტალღა ზღვის ზედაპირს დაუბრუნდა, სანაპირო
მხედველობის არედან საბოლოოდ გაქრა. ყველაფერი დამ-

305 მკითხველთა ლიგა


თავრდა – სამშობლო, რომელსაც ერთი ტალღის წინ ხედავ-
და, ერთი ქაფის შემდეგ აღარსად ჩანდა. ამდენი წელიც სიზმა-
რივით გამქრალიყო. იქნებ მართლაც სიზმარი იყო და მეტი
არაფერი? ცუდი სიზმარი. დილით გაიღვიძებდა. იქნებ ყველა
მისი მოგონებაც სიზმარი იყო? იქნებ ქალაქ ალუშტას საერ-
თოდაც არ უარსებია? ისევე, როგორც თავად კურტ სეიდს?
მაგრამ დანარჩენები? ყველა ის ადამიანი, რომელიც უყვარ-
და, სიზმარი ხომ ვერ იქნებოდა? ვერც ისინი, ვინც დაკარგა...
თვალები – ცრემლისგან, გული კი ქვითინისგან ეწვოდა. ხე-
ლები მხრებზე შემოიჭდო და გათბობა სცადა, მაგრამ ძვალსა
და რბილში გამჯდარ სიცივეს ვერაფერი მოუხერხა. ეს განცდა
სტეპებიდან მოჰყვებოდა და ყინულის ნატეხის მსგავსად, სხე-
ულის სიღრმიდან თავს მუდამ შეახსენებდა ხოლმე.
არ იცოდა, სანაპიროს რამდენი ხნის წინ დაშორდნენ. მო-
გონებებში იმდენმა წელმა გაიარა, წარსულში ისეთი შორეუ-
ლი მოგზაურობა მოაწყო, რომ ეგონა, სანაპიროს იმდენი
წლის წინ დასცილდნენ, რამდენისაც თვითონ იყო. სინამდვი-
ლეში კი მხოლოდ ერთი საათი გასულიყო, რაც ზღვაში შეცუ-
რეს.
ქარმა ოდნავ იკლო, ზღვის ზედაპირიც დამშვიდდა. აღელ-
ვებული ჰასან ტატოღლუ სეიდს მიუახლოვდა.
– კურტ სეიდ, ჩემო ბატონო, ალაჰმა დაგლოცოს! ეს რა
იყო? იმ ჯოჯოხეთს თავი როგორ დავაღწიეთ? შენი დამსახურე-
ბაა.
ამ გულიანი მეზღვაურის გამომეტყველებამ, რომელიც
მზად იყო მისთვის თავი, ნავი, ეკიპაჟი გაეწირა, სეიდს გული
აუჩუყა.
– ნაკლები არც შენ ხარ, ტატოღლუ, – გაღიმება სცადა სე-
იდმა, – საჭესთან ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, დიდი ხანია,
ფსკერზე ვიქნებოდით.
ტატოღლუს სეიდის ქათინაური ესიამოვნა. იცოდა, რომ
კარგი მეზღვაური იყო, მაგრამ სეიდისგან ამის მოსმენა ეამა-
ყებოდა.

306 მკითხველთა ლიგა


– რას ბრძანებთ, ჩემო ბატონო, – მიუგო მორცხვად, – არა-
ფერი განსაკუთრებული, – ლაზ კაპიტანს სეიდის გეგმები ძა-
ლიან აინტერესებდა, – თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგ-
რამ მაინტერესებს, სინოპში ვინმე ნაცნობი თუ გყავთ?
– დეიდაჩემია სინოპში გათხოვილი, მაგრამ ახლა სად
ცხოვრობს, არ ვიცი. მას შემდეგ წლები გავიდა.
– მაშინ გაგიჭირდებათ. მაგრამ ნუ იდარდებთ, ჩემო ბატო-
ნო. თურქეთი თქვენი სამშობლოა. არა უშავს, ნათესავი თუ არ
გყავთ.
სამშობლოო, გაიფიქრა სეიდმა. ქვეყანა, სადაც არ დაბადე-
ბულა, არ გაზრდილა, ქვეყანა, რომელსაც არ იცნობდა, სამ-
შობლო როგორ იქნებოდა?
– რომ იცოდეთ, ჩემო ბატონო, ეს როგორ მოეწონებათ, –
განაგრძო ტატოღლუმ და იარაღიან ყუთებზე მიუთითა, – ვიცი,
ადვილი არ იყო, რაც გააკეთეთ, მაგრამ ადრესატების კმაყო-
ფილება სადარდებელს ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებთ. – რად-
გან უკან მოტოვებული ქვეყნის პრობლემებს თავი დააღწია,
თავისი ქვეყნის გასაჭირი მოაგონდა, – თურქეთში ხალხი მძი-
მე მდგომარეობაშია, ჩემო ბატონო. ოჯახებში მამაკაცები
აღარ დარჩნენ. 18 წლიდან ყველა ჯარში მიჰყავთ. იმპერია და-
ქუცმაცდა. სადღაა ოსმალთა დიდება და ბატონობა, რომელ-
ზეც პაპები გვიყვებოდნენ. ახლა ერთი მტკაველი მიწის შესა-
ნარჩუნებლად თოხითა და ბარით ყველა საომრად გარბის. სა-
შინელ დღეში ვართ. თვითონაც ნახავთ, სანაპიროს რომ მივუ-
ახლოვდებით, სინოპში როგორი ზარზეიმი დაიწყება. – სე-
იდის სიჩუმე თანხმობის ნიშნად მიიჩნია, – ცოტა იქნებ დაგე-
ძინათ, ჩემო ბატონო, ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლე-
ლი. ძალა უნდა შემოინახოთ, თორემ შავი ზღვა უკიდეგანოდ
მოგეჩვენებათ.
– იცოცხლე, ტატოღლუ, – უთხრა სეიდმა და ხელი ჩამოარ-
თვა, – რთულ საქმეს გაართვი თავი. ამას არასდროს დაგივიწ-
ყებ.
– ეგ რა სალაპარაკოა, ჩემო ბატონო, რას ბრძანებთ, ისე-
თიც არაფერი გამიკეთებია, ორჯერ ვისროლე. აქაურები ამას

307 მკითხველთა ლიგა


შეჩვეულები ვართ. მით უმეტეს, თქვენი მეგობარი ვერ გადა-
ვარჩინეთ.
– ის ჩემი მეგობარი არ იყო, – ჩაილაპარაკა სეიდმა, ზღვის
ბნელ სიღრმეს მიაშტერდა და ჩაიჩურჩულა: – ჩემი ძმა იყო,
ტატოღლუ, ძმა... – სეიდს ხმა ჩაუწყდა.
ლაზი კაპიტანი შეწუხდა. დასამშვიდებლად ხელი მხარზე
დაადო, მაგრამ იფიქრა, უხერხულიაო და მაშინვე უკან და-
იხია.
– შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლის ველზე დაეცა, ჩემო ბა-
ტონო, ალაჰმა აცხონოს. თქვენ კი – გამძლეობა მოგცეთ. აბა,
რა გითხრათ... – სათქმელი მართლაც აღარაფერი იყო. სეიდი
ისევ ფიქრებში ჩაიძირა. – ასეთი უბედურების დროს ადამიანს
მარტო ყოფნა ურჩევნია, განა არ ვიცი. საჭესთან დავბრუნდე-
ბი. თუ რამე დაგჭირდეთ, ბიჭები აგერ არიან. პლედი არ გინ-
დათ? აცივდა.
– კარგი იქნებოდა, – უთხრა ჩაფიქრებულმა სეიდმა უფრო
იმიტომ, რომ მისთვის ესიამოვნებინა.
ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. სალაპარაკოც აღარაფერი
იყო. ამიერიდან მის გარშემო მხოლოდ უცხო ხალხი იქნებო-
და. მის მონათხრობს ისე მოისმენდნენ, როგორც ზღაპარს.
მოგონებებს ვერავის გაუზიარებდა, არავის ეხსომებოდა. მისი
სევდაც და სიხარულიც სხვებისათვის მხოლოდ საინტერესო
ამბავი იქნებოდა. მხოლოდ მოსმენით როგორ მიხვდებოდ-
ნენ, რას განიცდიდა? ახლა ვინმეს რომ ეკითხა, რას აკეთებო,
რა პასუხს გასცემდა? სად იყო მისი ადგილი? ის მხოლოდ
ლტოლვილი იყო, რევოლუციით დანგრეული ერთი იმპერიი-
დან ომის მიერ დანგრეულ მეორე იმპერიაში რომ გარბოდა.
ფიქრებიდან ტალღების ხმაურმა გამოაფხიზლა, რომლე-
ბიც ნავის გვერდებს ეჯახებოდა. მხრებზე მოხვეული პლედი
ზურგის ქარისგან იცავდა. მხოლოდ ახლა შენიშნა, როგორ
გათოშილიყო. ტატოღლუსათვის მადლობის სათქმელად თა-
ვი მიაბრუნა. არა, ეს შეუძლებელი იყო! წარსულზე იმდენი
იფიქრა, რომ ეტყობა შეიშალა! წამით ყელში რაღაც გაეჩხი-
რა, სუნთქვა შეეკრა. ძალიან უნდოდა, ამ ილუზიას შეხებოდა,

308 მკითხველთა ლიგა


ხელით შეეგრძნო. მოჩვენებას სახე ჩრდილში ჰქონდა მოქცე-
ული, ნავის რწევის გამო ფეხზე ძლივს იდგა. მაგრამ ამ თავს,
ამ მხრებს, დგომის მანერას სეიდი ყველგან ამოიცნობდა. ხე-
ლი მისკენ გაიშვირა და ჩაიჩურჩულა:
– შურა, შუროჩკა, ჩემო პატარა, საყვარელო გოგო...
მოჩვენებამ მის გვერდით ჩაიმუხლა. სეიდმა იგრძნო, რომ
ყველა, ყველაფერი, რაც კი სამუდამოდ დაკარგული ეგონა,
მთელი რუსეთი ისევ მის გვერდით გაჩენილიყო. ქალი, რომე-
ლიც უხმოდ ტიროდა, გულში ჩაიკრა. მისი სუნი მონატრებო-
და. მართალია, ამჯერად სუნამო არ ესხა, მაგრამ მის სხეულს
ჩვეულებისამებრ, ყვავილების სურნელი ასდიოდა, რომელ-
საც მონატრებული სეიდი ღრმად ისუნთქავდა. პლედი გაშა-
ლა, ქალს მოახვია და მკერდზე მიიკრა. თავი მის თმაში ჩარ-
გო. მისი შურა აქ იყო, მასთან ერთად. ხელებსა და სახეზე
მთვარის სხივი დასთამაშებდა. სეიდი შურასთან ერთად თით-
ქოს ყველაფერს გულში იკრავდა, რაც კი დაკარგული ეგონა.
მის ხშირ ქერა თმაში – პურის ყანებს, ლურჯ თვალებში – იალ-
ტის ტყეების ნაკადულებს, სურნელში – პეტერბურგის დიდე-
ბულ დღეებს, მზერაში კი ყველა ძვირფას ადამიანს პოულობ-
და. ის სეიდის წარსული იყო. ბავშვობას, ახალგაზრდობას,
სიყვარულს, საყვარელ ადამიანებს, ოჯახს ახსენებდა; სეიდს
მხოლოდ ის იცნობდა; ის სეიდის დაკარგული რუსეთი იყო.
უფრო მაგრად მოეხვია. საყვარელი ქალის ცრემლით დანა-
მულ სახეს რომ აკოცა, თავი ვეღარ შეიკავა. მამაკაცები არ ტი-
რიან; ჯარისკაცები არ ტირიან, მაგრამ კურტ სეიდი ტიროდა.

ლტოლვილები სინოპში - 1918

მეორე დღეს, როცა სინოპის ნავსადგურში შედიოდნენ, ნა-


ვის ცხვირზე ორი მგზავრი იდგა; ახალი ცხოვრების ზღურ-
ბლზე იყვნენ; დაბნეულებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა

309 მკითხველთა ლიგა


ელოდათ; იმედის ნაპერწკალი გასჩენოდათ და სუნთქვაშეკ-
რულები მოახლოებულ ხმელეთს შესცქეროდნენ. გაოცებული
სეიდი გრძნობდა, რომ პესიმიზმს თავი დააღწია, თითქოს დაძ-
ლია ის განცდები, შუა ზღვაში რომ შემოაწვა. ახალი ქვეყანა,
ახალი ცხოვრება, თუნდაც ძველისაგან სავსებით განსხვავევ-
ბული, შესაძლოა კარგი დასაწყისი ყოფილიყო. სულში რაღაც
აუმოძრავდა. ხმელეთზე ფეხის დადგმა და ახალი სამყაროს
გაცნობა ეჩქარებოდა.
შურა კი ძალას მხოლოდ საყვარელ მამაკაცში პოულობდა,
ამიტომ მის ხელს ჩაჭიდებული ელოდა და იმის წარმოდგენა-
საც კი არ ცდილობდა, ეს მოლოდინი რას მოუტანდა. ამ ქვეყა-
ნასა და მის ხალხს საერთოდ არ იცნობდა, მათი ენა და ადათ-
წესები იმდენად უცხოდ ეჩვენებოდა, რომ გადაწყვიტა, მთლი-
ანად სეიდს მინდობოდა. შეამჩნია, როგორი ანთებული მზე-
რით შესცქეროდა სეიდი ნაპირს. წამით ერთმანეთს თვალი
თვალში გაუყარეს. სეიდმა საყვარელ ქალს ხელი ხელზე მო-
უჭირა და გაუღიმა. სადღაც თვალების სიღრმეში ნაღველი და
გულგატეხილობა უჩანდა, მაგრამ ღიმილი სიცოცხლით აღ-
სავსე ჰქონდა. შურამაც ასევე უპასუხა.
მეთევზეთა ნავებს შორის რომ გააღწიეს და ნაპირს მიუახ-
ლოვდნენ, უეცრად საიდანღაც უამრავი ბავშვი გაჩნდა, რომ-
ლებიც ჟივილ-ხივილით გარს შემოეხვივნენ.
– უკან დაიხიეთ, სტუმრებს ნუ აწუხებთ, – დატუქსა ბავშვები
ტატოღლუმ.
მისმა სიტყვებმა ჯადოსნური ჯოხივით იმოქმედა. ბავშვებმა
მაშინვე უკან დაიხიეს და სტუმრებს უხმოდ მიაჩერდნენ. ერთ-
ერთი მათგანი ყვირილით უკან გავარდა – ტატოღლუ ჩამოვი-
და, ტატოღლუ ჩამოვიდაო.
ცოტა ხანში სოფლის მცხოვრებლები და ჟანდარმების მე-
თაური მოვიდნენ. მხცოვანი გლეხი, რომელიც სავარაუდოდ,
იქაური უხუცესი იყო, სეიდს თბილად მიესალმა:
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში, ჩემო
ბატონო.
მას შემდეგ, რაც ჟანდარმერიის უფროსსაც მიესალმა, სე-
იდი კატერზე დაბრუნდა და მას ყუთები ჩააბარა. რამდენიმე

310 მკითხველთა ლიგა


ჯარისკაცი და გლეხი ყუთების გადმოზიდვას რომ შეუდგნენ,
ირგვლივ საზეიმო განწყობამ დაისადგურა. იარაღს კოცნიდ-
ნენ და ხელიდან ხელში ისე გადაჰქონდათ. ბავშვებივით გახა-
რებული გლეხები მხიარული შეძახილებით ერთმანეთს ეხუ-
ტებოდნენ. ყველანი სეიდს შემოეხვივნენ გარს. ზოგი ლოცუ-
ლობდა, ზოგი ტიროდა, სეიდს გულში იკრავდნენ, სახესა და
ხელებს უკოცნიდნენ. საყოველთაო მღელვარება ბავშვებსაც
გადაედო. 6-7 წლის გლეხის ბიჭი, რომელსაც ხელში ფიცრის
ნაფოტი ეჭირა, სანგარში ჩასაფრებული ჯარისკაცივით მიწაზე
გაწვა და ომობანას თამაშს მოჰყვა.
– მოვკალი! გიაური მოვკალი!
ბიჭი გველივით იკლაკნებოდა, ვითომ სანგარში წინ მიიწევ-
და. დაკერებული უსაყელო პერანგი დამოკლებული შარვლი-
დან ამოჩაჩოდა, შარვლის დამჭერები უკან დასთრევდა, და-
ხეული ფეხსაცმლიდან შიშველი ფეხები მოუჩანდა, ცალი ხე-
ლით გამუდმებით ჩამოფხატულ ფესს10 ისწორებდა. სეიდმა
ცრემლი ვერ შეიკავა. ამ სრულიად უცხო ადამიანებისათვის
იმედი მოეტანა, მოულოდნელი სასწაული მოეხდინა თითქოს.
ეს ქვეყანა, რომელშიც ასე გულთბილად მიიღეს, ამიერიდან
მისი ქვეყანაც გახდა.
შურაზე ამ სცენამ ისე იმოქმედა, რომ არც კი შეუმჩნევია ქა-
ლიშვილების ჯგუფი, რომლებიც დიდი ინტერესით ათვალიე-
რებდნენ. გრძელსახელოიან, კოჭებამდე ყვავილებიან ტანი-
სამოსში ჩაცმულმა მეზღვაურთა ქალიშვილებმა, რომელთა
უმრავლესობას თავსაფრები ეხურა, თითქოს პირველად აღ-
მოაჩინეს, რომ მსოფლიოში განსხვავებული ქალებიც არსე-
ბობდნენ. რუსეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალი მათ
არაფრით არ ჰგავდა. ქერა თმა კეფაზე დაემაგრებინა. თავსა-
ბურავი არ ეხურა. კაბაც და ფეხსაცმელიც მართალია, ძალიან
სადა ეცვა, მაგრამ იმდენად დახვეწილი და ძვირფასი იყო,
რომ გოგონების გაოცება გამოიწვია. ათიოდე წლის გოგონამ
თავი ვერ შეიკავა, შურას მიუახლოვდა და თმაზე ხელი გადა-
უსვა. შემდეგ დაიმორცხვა, საჩვენებლეი თითი პირში ჩაიდო

10 ფესი – აღმოსავლური ქუდის სახეობა.

311 მკითხველთა ლიგა


და ერთ ადგილას რწევას მოჰყვა. შურაზე ამან დიდი შთაბეჭ-
დილება მოახდინა. საპასუხო გრძნობების გამოხატვა უნდო-
და. რადგან ენა არ იცოდა, თავისი ემოციები ჟესტებით უნდა
გადმოეცა. ხელები გაშალა, გაიღიმა და პატარას რუსულად
მიმართა, მოდი, ნუ გეშინიაო.
გოგონამ მისი ნათქვამი მართალია, ვერ გაიგო, მაგრამ შუ-
რას ჩაეხუტა. თითი ისევ მორცხვად პირში ედო. შურამ თავზე
აკოცა და გულში მაგრად ჩაიკრა. გოგონა ძალიან ბედნიერი
ჩანდა იმით, რომ რუსი ქალი მიეფერა და მეგობრებს ამაყად
გადახედა.
იარაღის გადმოზიდვას რომ მორჩნენ, შეყვარებული წყვი-
ლი თავისი ბარგით ჟანდარმების მეთაურს უკან გაჰყვა. გან-
ყოფილებაში დაახლოებით ერთი საათი დაყვეს, ჩაი დალიეს,
შემდეგ კი მათთვის გამოყოფილ სახლს მიაშურეს. სოფლის
მცხოვრებლების თავყრილობა ქორწილის ატმოსფეროს
ქმნიდა. ხალხით გარშემორტყმულები მივიდნენ განყოფილე-
ბაში, საიდანაც სახლამდეც ისევ ხალხმა მიაცილა.
ოროთახიანი, პაწაწინა, მაგრამ ძალიან სიმპათიური სახლი
ნავსადგურის თავზე, ხეებით დაბურულ ადგილას მდებარეობ-
და. ფანჯრებქვეშ ტახტები იდგა, შუა ოთახში სპილენძის სინი
იდო, სამზარეულოს კედელში დიდი ღუმელი იყო მოწყობილი.
ამას გარდა, სახლში ყველა საჭირო ნივთი მოიპოვებოდა. ყვე-
ლა რომ წავიდა და კარი მიხურეს, ერთხანს უხმოდ იდგნენ.
ორივენი თითქოს ამ ახალ სამყაროსთან შეგუებას ცდილობ-
დნენ, რომელიც შეთეთრებულ ჭერსა და კედლებს და იატაკზე
დაგებულ სივასურ11 ხალიჩას შორის მოქცეულიყო. გარეთ
ბინდდებოდა. სეიდმა უეცრად მის წინ გადაშლილი ხედი შე-
ნიშნა; სუნთქვაშეკრული ფანჯარას მიუახლოვდა. ნავსადგური
მაღლობის ძირში და ჰორიზონტამდე გადაშლილი შავი ზღვა...
წამით ეგონა, ალუშტის ბორცვებიდან იყურებოდა. იმდენად
რეალისტური განცდა იყო, რომ იფიქრა, ჩემი სული ალუშტაში
დარჩენილაო. დიახ, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. მისი ახალი

11 სივასი – ქალაქი თურქეთის შიდა ანატოლიის რეგიონში.

312 მკითხველთა ლიგა


სახლი სინოპში მდებარეობდა, მაგრამ მისი სული ჯერ კიდევ
ამ ზღვის გაღმა ნაპირზე რჩებოდა.
იმ ღამეს, ბარგის ამოლაგებას რომ შეუდგნენ, ყოველმა
ნივთმა წარსულის განცდა გაუჩინა. სეიდმა რამდენიმე ნივთი
კედელთან მიდგმულ პატარა მაგიდაზე დააწყო და ერთხანს
მათ თვალს არ აშორებდა. სამხედრო ფორმაში გადაღებული
ფოტოები, ჯილდოები, მეფის ნაჩუქარი საათი და ალმასის
თვლიანი ბეჭედი... ვიღაც უცხოს ნივთებად ეჩვენებოდა.
საოცრებააო, გაიფიქრა. სიშორის მიუხედავად, მოგონებე-
ბი ადამიანს არ ტოვებდა, ნივთები კი, სიახლოვის მიუხედა-
ვად, გაუცხოებულიყო. ყველა ნივთს სათითაოდ შეეხო, რათა
მათთან კავშირი აღედგინა. საათის ჯაჭვმა მეფე ნიკოლოზის
მორიდებული, რბილი, ალერსიანი გამოხედვა მოაგონა. 12
წლისა მამასთან ერთად სასახლეში პირველად რომ მივიდა,
ნიკოლოზი მათთან საუბრისას ყვავილებს ეალერსებოდა. მას
შემდეგ რამდენი წელი გავიდა? თოთხმეტი, მხოლოდ და მხო-
ლოდ თოთხმეტი წელი, თუმცა მხრებზე საუკუნეების სიმძიმეს
გრძნობდა. ჯილდოები კოლოფებში დააბრუნა და ისევ ტომა-
რაში ჩადო, რომელიც ფულით იყო სავსე. ფული ბუმბულის ორ
ბალიშში შეინახა. ტომარას პირი მაგრად მოუკრა და განჯინა-
ში შედო – ამდენი განცდის ნიშნად ესღა შერჩენოდა.
შურამ ტანისამოსი უჯრებში ჩაალაგა და ტახტზე ჩამოჯდა.
ბინდბუნდში მასაც ნოსტალგია შემოაწვა. სამშობლოსგან ასე
შორს პირველად იმყოფებოდა. სეიდი გვერდით მოუჯდა. ფარ-
დები გადასწია, ცალი ხელი შურას მოჰხვია, მზერა ფანჯარას
მიაპყრო და ჩაიჩურჩულა, მოდი, საყვარელო, რამე სევდიანი
მითხარიო.
შურა სურვილს მაშინვე მიუხვდა. ლოყაზე აკოცა და ჩუმად
აღიღინდა. თვალწინ თითქოს შორეული სანაპირო დაუდგათ,
შემდეგ – თვალუწვდენელი სტეპი, მდინარე ნევის ნაპირები.
თავზე ათოვდათ, „ტროიკები” ეჟვნების ჟღარუნით თოვლზე
მისრიალებდა. თვალცრემლიანმა შურამ სიმღერა რომ დაამ-
თავრა, თავი სეიდს მკერდზე მიადო.
– არ მიმატოვო, სეიდ, არასდროს არ მიმატოვო. ამქვეყნად
შენ გარდა არავინ მყავს.

313 მკითხველთა ლიგა


სეიდი ფიქრებიდან გამოერკვა და ქალს თვალებში ჩახედა.
– მეც, საყვარელო, მხოლოდ შენ...
სეიდს მთელ ტანში სითბომ დაუარა, რაც კარგა ხანია, არ
უგრძვნია. ხელები ქალს წელზე მოჰხვია და თავისკენ მიიზი-
და. ტუჩებით ტუჩები მოუძებნა. შურას შოლტივით სხეულს
რომ მიეალერსა და მისი ქორფა სინაზე შეიგრძნო, მხოლოდ
მაშინ მიხვდა, როგორ მონატრებოდა. კისერი დაუკოცნა,
მკერდისკენ ჩაუყვა. შურას წამით მოეჩვენა, რომ მის ცხოვრე-
ბაში არაფერი შეცვლილა. თავი უკან გადაწია და მამაკაცს და-
ნებდა, რომლის ტუჩების შეხებისგან მთელ ტანში ჟრუანტელი
უვლიდა. როცა ნაზმა, მაგრამ ვნებიანმა ხელებმა ის კაბისა და
საცვლების ტყვეობისგან გაათავისუფლა, მკერდზე, მუცელსა
და ბარძაყებზე ცეცხლი მოედო. მეტის მოთმენა აღარ შეეძ-
ლო. უმალ მას უნდა მისცემოდა, მასთან შერწყმის ნეტარება
შეეგრძნო. სეიდიც იმავე ემოციებს შეეპყრო. სხეულების ერ-
თიანობა უსუსურობის განცდას გაუქრობდა. სხეულების რიტ-
მულ მოძრაობას აყოლილ სუნთქვასთან ერთად თავიანთი
ცხოვრების ულამაზეს წამებს ხელახლა განიცდიდნენ. მათი
სიყვარული მათივე დარდის მკურნალი იყო. ეს სადარდებელი
მხოლოდ მაშინ ავიწყდებოდათ, როცა თავიანთ სიყვარულს
სხეულის ენით გამოხატავდნენ. როცა სიტუაციას უკვე მთლი-
ანად სხეულები აკონტროლებდა, რომელთაც ერთმანეთისა
შესანიშნავად ესმოდათ, შეყვარებულებს მხოლოდ ერთმანე-
თის შეხებით გამოწვეული სიამოვნების მწვერვალზე ასვლის
სურვილი ამოძრავებდათ. შეწებებული ტუჩებით, ერთიანი
სუნთქვით, ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელ-ფეხითა და სუ-
ლებით სიყვარულის ულამაზესი განცდის წამს თუნდაც მცირე
ხნით, ყოველგვარი დარდი მოიშორეს. ერთმანეთის სურნე-
ლითა და სითბოთი მოცულები ერთ მთლიანობად იქცნენ.
რუსეთიდან გამოქცეული წყვილის ამბავი მალე ყველამ შე-
იტყო. იმ მიდამოების წარჩინებული მოქალაქეები სათითაოდ
ცდილობდნენ მათ პატივისცემას. ომით გამოწვეული გაჭირვე-
ბის მიუხედავად, შურასა და სეიდს უმასპინძლდებოდნენ და
ამით მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავდნენ. ერთმა გლე-

314 მკითხველთა ლიგა


ხის ქალმა მათთან სახლის საქმეებში მისახმარებლად სიარუ-
ლი დაიწყო. ისედაც მოცუცქნულ სახლში შურას გასაკეთებე-
ლი აღარაფერი რჩებოდა, ამიტომ მოგონებების წერას შეუდ-
გა. სეიდი პირველ ხანებში აქაური წესის თანახმად, მამაკა-
ცებთან ერთად კაფეში იჯდა ხოლმე. მართალია, სოფელში
დარჩენილი მამაკაცები ან 17 წლამდე ასაკისა იყვნენ, ან – ძა-
ლიან მოხუცები, ან – ფრონტიდან დაბრუნებული ხეიბრები.
მუხუდოს ყავასა და მწარე უშაქრო ჩაის სვამდნენ და გამუდმე-
ბით ომზე ლაპარაკობდნენ.
I მსოფლიო ომი მოკავშირეების შეტევებით გრძელდებო-
და. ოსმალთა არმიამ სამხრეთ-აღმოსავლეთში მარცხი განი-
ცადა. პალესტინა და სირია მოკავშირეთა ხელში გადავიდა.
ინგლისელებმა ჯერ ბაღდადი აიღეს, შემდეგ კი ალეპოს მი-
სადგომებამდე მიაღწიეს, მაგრამ იქ ისინი მუსტაფა ქემალ ფა-
შამ12 შეაჩერა. თუმცი ომში გასამარჯვებლად მხოლოდ მუსტა-
ფა ფაშას მცდელობა არ კმაროდა, რომელმაც ამასობაში
მთელ ქვეყანაში გმირის სახელი დაიმკვიდრა.
მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ძალებმა დაზავება მოით-
ხოვეს, მათ მოკავშირე ოსმალებს სხვა გამოსავალი აღარ
დარჩათ. 30 ოქტომბერს დადებული მუდროსის ზავის თანახ-
მად, ოსმალეთის იმპერიის ბედი მოკავშირეებს უნდა გადაეწ-
ყვიტათ.
სეიდი ამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გულისყუ-
რით ადევნებდა თვალს და ძალიან წუხდა, რომ ერთი ნავი ია-
რაღის გარდა, არავითარი წვლილი არ შეუტანია. სამხედრო
ცოდნისა და გამოცდილების გამო მეტი სარგებლის მოტანა
შეეძლო, ამიტომ ჟანდარმერიის უფროსთან გაემართა, თუმცა
ამაოდ. მეთაურმა სეიდი გულთბილად მიიღო, ყურადღებით
მოუსმინა, მაგრამ იმედები გაუქარწყლა:
– სეიდ ბეი, იცოცხლეთ! დიდი მადლობა! უშიშარი ადამიანი
ხართ. გასაჭირში უდიდესი დახმარება გაგვიწიეთ, აქ ყველას

12იგივე ქემალ ათათურქი, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და


პირველი პრეზიდენტი (1881-1938)

315 მკითხველთა ლიგა


გმირად მიაჩნიხართ, მაგრამ... რაც უნდა იყოს... რუსეთის ქვე-
შევრდომი ხართ. ჯარში ვერ მიგიღებთ. მერწმუნეთ, ძალიან
მრცხვენია, ამას რომ გეუბნებით. არ გეგონოთ, რომ ჩვენს
ნდობას არ იმსახურებთ. პირიქით, ბოლომდე გენდობით, მაგ-
რამ ქვეყანა ისეთი არეულია, რომ... იმედი მაქვს, სწორად
გაგვიგებთ.
– თურქეთის ქვეშევრდომი რომ გავხდე...
– კი ბატონო, მაგრამ ამჟამად ეს შეუძლებელია. დრო სჭირ-
დება. მით უმეტეს, რუსეთიდან ჩამოხვედით; თქვენი საქმე კი-
დევ უფრო რთულადაა. იქნებ ამით გესარგებლათ და ცოტა ხა-
ნი მაინც მშვიდად და უდარდელად გეცხოვრათ. ამდენი უბე-
დურების შემდეგ ამას ნამდვილად იმსახურებთ.
– ვფიქრობ, ჩემი ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, – უთხრა
გულნატკენმა სეიდმა და მეთაურს ხელი ჩამოართვა.
ჯანმრთელობა, მონდომება, სამხედრო განათლება, ნიჭი –
თურქეთის არმიაში მისაღებად არაფერი არ კმაროდა. რუსე-
თის იმპერატორის რჩეული დანაყოფიდან სინოპის ყავახანა-
ში ამოყო თავი. უმაქნის, ბებერ, დაღლილ ადამიანად იქცა.
– სეიდ ბეი, ძალიან ვწუხვარ... – მიაძახა მეთაურმა.
უკან მოუხედავად ხელი აუწია და მეცო, ჩაილაპარაკა.
აქაურობას უნდა გასცლოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, სად
წავიდოდა, მაგრამ ისიც კარგად ესმოდა, რომ სინოპში დარ-
ჩენა გაუჭირდებოდა. ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. ამისათ-
ვის კი რაღაც უნდა მოემოქმედა. მოხუცებთან და ხეიბრებთან
ერთად მთელ დღეს კაფეში ჯდომა და ომზე ლაპარაკი ყელში
ამოუვიდა. იმასაც ხვდებოდა, რომ უკეთეს მდგომარეობაში
არც შურა იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს უჩიოდა, ძა-
ლიან წუხდა, რომ სეიდის გარდა, ხმის გამცემი არავინ ჰყავდა.
რუსეთში ყველაზე მძიმე დროსაც კი თავიანთ ენაზე მოლაპა-
რაკე რამდენიმე ადამიანთან მაინც ურთიერთობდნენ, დარდს
უზიარებდნენ. სამშობლოდან გამოიქცნენ, ცოცხლები გადარ-
ჩნენ, სიმშვიდეს მიაღწიეს, მაგრამ ერთგვარ ტყვეობაში აღ-
მოჩნდნენ. ეს მათივე არჩეული ნებაყოფლობითი ტყვეობა

316 მკითხველთა ლიგა


იყო. თურქეთში ცხოვრობდნენ, თურქების პატივისცემით სარ-
გებლობდნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ლტოლვილები, რუ-
სეთის ქვეშევრდომები იყვნენ, რაც მათ ხელ-ფეხს უბოჭავდა.
მათი გრძნობა არ განელებულა, ერთმანეთი ძველებურად
უყვარდათ. მართალია, მათ ცხოვრებაში სასიხარულო არაფე-
რი ხდებოდა, მაგრამ განა თავიდანვე სევდა არ იყო მათი ურ-
თიერთობის თანამდევი?
ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ სეიდმა გადაწყვიტა, სტამ-
ბოლში გადასულიყვნენ. იმპერია რომც დანგრეულიყო, სტამ-
ბოლში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სასულთნოს
დედაქალაქი იყო, თავიანთთვის უფრო შესაფერ ცხოვრებას
მოიწყობდნენ. ამას გარდა, იქ შესაძლოა, ნაცნობებიც აღმოე-
ჩინათ.
შურა ამ იდეას აღფრთოვანებით შეხვდა. მართალია, იქაუ-
რობას არ იცნობდა და არც ნაცნობების ნახვის იმედი ჰქონდა,
მაგრამ სტამბოლი მასში ზღაპრული ქალაქის ასოციაციას იწ-
ვევდა. მდიდრული სასახლეებით სავსე დიდებულ, ფერადო-
ვან, მართლაც რომ მეფურ ქალაქად წარმოედგინა.
სტამბოლში წასავლელად ჟანდარმერიის ნებართვა სჭირ-
დებოდათ. სეიდი მის მისაღებად წავიდა; შურა აღელვებული
ელოდებოდა; სეიდი უკან ისეთი სახით დაბრუნდა, რომ შურა
უმალ მიხვდა – მათ მოგზაურობას განხორციელება არ ეწერა.
– ჩვენი წასვლა შეუძლებელია, საყვარელო, – უთხრა სეიდ-
მა, – სტამბოლი ინგლისელების მიერაა ოკუპირებული.
1918 წლის 18 ნოემბერი იდგა.

317 მკითხველთა ლიგა


ამასია - ივნისი, 1919

სულთანმა მეჰმედ VI-მ13 მოკავშირეთა მოთხოვნა შეასრუ-


ლა და პარლამენტი დაითხოვა, რითიც, როგორც საკუთარ,
ასევე ოპოზიციური პოლიტიკოსების მმართველობას ბოლო
მოუღო. თუმცა ანატოლიაში შექმნილ სამოქალაქო და სამ-
ხედრო ქსელს სტამბოლი ვერ აკონტროლებდა. სამხარეო გა-
ერთიანებები, რომლებიც „ახალგაზრდა თურქების”14 ერ-
თგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა, სულ უფრო მეტ გავლე-
ნას იძენდა.
მოკავშირეებმა, რომელთაც სამსუნში ამგვარი მოძრაობა
არ გამოჰპარვიათ, დიდვეზირ ფერით ფაშას მისი ჩახშობა
მოსთხოვეს, მაგრამ სტამბოლიდან ამის შესრულება შეუძლე-
ბელი იყო. ამისათვის ანატოლიაში საგანგებო უფლებებით
აღჭურვილი სამხედრო პირი პირადად უნდა ჩასულიყო. სა-
უკეთესო კანდიდატად გალიპოლის ბრძოლის გმირი, გენერა-
ლი მუსტაფა ქემალი, მიიჩნიეს. იგი საგანგებო უფლებამოსი-
ლებით აღჭურვეს და სამოქალაქო და სამხედრო წესრიგის
დასამყარებლად მე-9 არმიის (რომელიც ანატოლიის უდიდეს
ნაწილს ფარავდა) ინსპექტორად დანიშნეს. მუსტაფა ქემალის
გავლენა ხალხსა და ჯარისკაცებში საყოველთაოდ ცნობილი
იყო. გარდა ამისა, ენვერ ფაშასაგან15 განსხვავებით, ის გერ-
მანელთა თაყვანისმცემელი არ გახლდათ და შესაბამისად,
მის კანდიდატურას არც მოკავშირეები შეეწინააღმდეგებოდ-
ნენ.

13 მეჰმედ VI ვაჰიდედინი (1861-1926) – ოსმალეთის იმპერიის ბოლო, 36-


ე სულთანი (1918-1922).
14 პოლიტიკური მოძრაობა ოსმალეთის იმპერიაში, რომელიც 1876 წლი-

დან მოყოლებული ლიბერალური რეფორმების გატარებასა და საკონსტი-


ტუციო სახელმწიფო მოწყობის შექმნას ცდილობდა.
15 ისმაილ ენვერი, იგივე ენვერ ფაშა (1881-1922) – გამოჩენილი ოსმალო

სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე

318 მკითხველთა ლიგა


1919 წლის 16 მაისს მუსტაფა ქემალი ოკუპირებული სტამ-
ბოლიდან სამსუნში რომ მიემგზავრებოდა, ბაბიალის16 ჭიშ-
კართან ინგლისელი ჯაშუში, უინდჰემ დიდისი17, მიღებას
ელოდებოდა. მას უნდოდა, მუსტაფა ქემალის დანიშვნისათ-
ვის ხელი შეეშალა, რადგან მუსტაფა ინგლისელებს ებრძოდა
და სავარაუდოდ, მოკავშირეთა მხარეს არ გადავიდოდა. მაგ-
რამ ”ბანდირმა”18 ნავსადგურიდან უკვე კარგა ხნის გასული
იყო.
ამ მოგზაურობამ თურქეთის ბედი და მსოფლიო ისტორია
შეცვალა – მუსტაფა ქემალს ნამდვილად ის მიზნები ამოძრა-
ვებდა, რასაც ინგლისელი ჯაშუში ვარაუდობდა. მუსტაფა ქე-
მალს ჯერ კიდევ „ბანდირმას” სამსუნში ჩასვლამდე ჰქონდა
დაგეგმილი, როგორ შეეგროვებინა და ეხელმძღვანელა ჯა-
რისათვის ოკუპირებული რაიონებიდან დაშორებულ ანატო-
ლიაში.
1919 წლის 19 მაისს, როგორც კი სამსუნში ჩავიდა, მუსტაფა
ქემალი თავისი გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებას შეუდგა.
იგი უპირველეს ამოცანად ეროვნული თვითშეგნების ამაღლე-
ბას მიიჩნევდა. განმათავისუფლებელი მოძრაობის დაქსაქ-
სულ გაერთიანებებს სივასში შეკრებისაკენ მოუწოდა. ხალხი,
რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მისი საგმირო საქმეების
მომსწრე და თვითმხილველი იყო, აღფრთოვანებული შეხვდა
ამგვარი ლიდერის გამოჩენას.
მაშინ, როცა ოკუპანტთა გემების აჩრდილებით შეშინებუ-
ლი სტამბოლი სიჩუმეში ჩაძირულიყო, ანატოლიაში ეროვ-
ნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ეყრებოდა საფუძველი.
ადამიანები იმედით, აღფრთოვანებითა და აღტაცებით ელოდ-
ნენ მოვლენათა განვითარებას.
ოკუპანტი ქვეყნების ხელისუფლება მანამდე თითქმის არ
იცნობდა მუსტაფა ქემალს, რომელიც მათ არ ეპუებოდა და

16 ბრწყინვალე პორტა – ოსმალეთის იმპერიის დიდვეზირის სასახლე.


17 Wyndham Deedes
18 გემი, რომლითაც ქემალ ათათურქი 1919 წლის 16 მაისს სტამბოლიდან

ანატოლიაში გაემგზავრა. ამჟამად მუზეუმია

319 მკითხველთა ლიგა


ფაქტობრივად განადგურებულ ერს აღვიძებდა. ახლაღა მიხ-
ვდნენ, რომ მისი სახით სახიფათო მოწინააღმდეგე გამოუჩ-
ნდათ, რომლისთვისაც ყურადღებით უნდა ედევნებინათ თვა-
ლი, მაგრამ ვითარება უკვე მათ კონტროლს აღარ ექვემდება-
რებოდა. მუსტაფა ქემალს სტამბოლში დაბრუნება უბრძანეს,
თუმცა იგი ამ განკარგულებას არ დაემორჩილა.
ანატოლიის სხვადასხვა კუთხიდან ადამიანები მის მოწოდე-
ბას გამოეხმაურნენ და ფარულად სივასისკენ, თავის გმირთან
შესახვედრად დაიძრნენ.
იმ ჯგუფში, რომელიც მუსტაფა ქემალთან შესახვედრად სი-
ნოპიდან გაემართა, სეიდიც იყო. უკვე თითქმის ერთი წელიწა-
დია, მოვლენებს შორიდან ადევნებდა თვალს. ცოტა ხნით ად-
რე სინოპში მე-15 კორპუსის მეთაური, ქაზიმ ყარაბექირ ფაშა
გაიცნო და მიხვდა, რომ მუსტაფა ქემალსა და მის მეგობრებს
ხელისუფლებისაგან განსხვავებული ხედვა ჰქონდათ. უზო-
მოდ აღტყინებულს ახლად დაწყებულ საპროტესტო მოძრაო-
ბაში მონაწილეობის მიღება უნდოდა. საკუთარ თავში ჯარის-
კაცის სულის გაღვიძებას ელოდა. შანსი ეძლეოდა, რუსეთში
დაუმთავრებელი ბრძოლა თავისი ახალი სამშობლოს მტრე-
ბის წინააღმდეგ გაეგრძელებინა. გახარებული და აღელვებუ-
ლი ელოდა იმ გმირთან შეხვედრას, რომლზეც უკვე ბევრი რამ
სმენოდა და რომელსაც ეთაყვანებოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, მუსტაფა ქემალ ფაშას რომ შეხ-
ვდა, ამ ახალგაზრდა კაცის ლურჯი თვალების მტკიცე გამო-
ხედვამ სეიდზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მუსტა-
ფა ფაშას ერთგვარი ხიბლი გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ
მაღალი არ ეთქმოდა, გამორჩეული ადამიანისათვის დამახა-
სიათებელი დგომის მანერა და მზერა ჰქონდა. მთავარი თავი-
სებურება კი ის სიმტკიცე და რწმენა იყო, რომლითაც თავისი
ხალხის სიბნელიდან გამოყვანას ცდილობდა და ზუსტად იცო-
და, ამის მისაღწევად როგორ უნდა ემოქმედა.
მუსტაფა ქემალს ადრევე აცნობეს, რომ სეიდი რუსეთიდან
გამოიქცა და თან იარაღი ჩამოიტანა, რომელიც თურქეთის
მხარეს უსასყიდლოდ გადასცა. ამიტომ მას გულითადად შე-
ეგება. ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა თავიანთი ბზინვარე

320 მკითხველთა ლიგა


ლურჯი თვალები ერთმანეთს მიაპყრო. მთელი თავისი სამ-
ხედრო კარიერის მანძილზე სეიდზე ასეთი შთაბეჭდილება არ-
ცერთ ლიდერს არ მოუხდენია. საკუთარი თავის რწმენა მუს-
ტაფა ქემალის მგზნებარე, მაგრამ ამავე დროს, მშვიდ ტონშიც
გამოსჭვიოდა.
– ჩვენი ხალხი ამ თავგნაწირვას არ დაგივიწყებთ, – მიმარ-
თა სეიდს და ხელი ჩამოართვა, – დარწმუნებული ბრძანდებო-
დეთ, რომ თქვენი თავდადება ფუჭად არ ჩაივლის.
სეიდმა უმალ შეიგრძნო ის ძალა, რომელსაც მუსტაფა ფაშა
ასხივებდა. შურით გადახედა იმ ადამიანებს, მასთან ერთად
სივასში რომ მიემგზავრებოდნენ. სამწუხაროდ, მას არ მო-
უწევდა ამ დიდი ადამიანის გვერდით ყოფნა, ამ დიად ბრძო-
ლაში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მრა-
ვალჯერ ითხოვა, მეტიც, ქაზიმ ყარაბექირთან შეხვედრისასაც
გაიმეორა, მისი ჯარში ჩარიცხვა შეუძლებელი იყო, სანამ
თურქეთის ქვეშევრდომობას არ მიიღებდა. პირადობის დამა-
დასტურებელი მოწმობის გამოცვლას კი იმ ვითარებაში წლე-
ბი დასჭირდებოდა.
სინოპში რომ ბრუნდებოდა, მთელი გზა ფიქრობდა. აქ დარ-
ჩენას რაღა აზრი ჰქონდა? იარაღის ჩამოტანით თურქეთს შე-
საძლო დახმარება გაუწია. მართალია, მთელი გულით უნდო-
და, მაგრამ მისგან მეტს აღარაფერს ითხოვდნენ. ამასთან შე-
გუება უჭირდა. სასწრაფოდ სტამბოლში უნდა გადასულიყო.
როგორც კი სინოპში დაბრუნდა, ჟანდარმერიის უფროსს
სტამბოლში წასასვლელად საჭირო საბუთების მომზადება
სთხოვა.
– სეიდ ბეი, – უთხრა უფროსმა, – მოგეხსენებათ, მოკავში-
რეთა ძალებმა გაგვაფრთხილეს, რომ თუ სივასის კონგრესი
გაიმართება, სტამბოლს მთლიანად დაიკავებენ. იქნებ ერ-
თხანს კიდევ აქ დარჩენილიყავით. სხვა თუ არაფერი, ანატო-
ლიაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწი-
ლეთა მიწაზე მაინც იმყოფებით. სტამბოლში ცხოვრება გაცი-
ლებით უფრო რთული იქნება.

321 მკითხველთა ლიგა


– იცით, მეთაურო, – მწარედ გაეღიმა სეიდს, – რა მნიშვნე-
ლობა აქვს, სად იქნები, თუ არავითარი სარგებლობის მოტანა
არ შეგიძლია.
მეთაურს მისი კარგად ესმოდა, ამიტომ აღარ დაუჟინია.
– როგორც გნებავთ. სამგზავრო საბუთებს მოგიმზადებთ.
ხვალ მოაკითხეთ.
მეორე დღეს სეიდს თავის და შურას საბუთებთან ერთად ერ-
თიც დაბეჭდილი კონვერტი გადასცეს.
– სეიდ ბეი, – განუმარტა მეთაურმა, – ეს არ დაკარგოთ.
სამშობლოს გადარჩენა თუ შევძელით, ამ ქაღალდს შესაბამის
უწყებაში წარადგენთ, რათა თქვენი თავდადება სათანადოდ
დაფასდეს.
– თქვენგან არაფერი მინდა, ჩემი მევალეები გაღმა დარ-
ჩნენ, – გაეღიმა სეიდს, დაბეჭდილი კონვერტი გამოართვა,
შემდეგ მეთაურს, რომელიც აქ ჩამოსვლის დღიდან მუდამ
მხარში ედგა, ხელი მაგრად ჩამოართვა და დაემშვიდობა.

სტამბოლი - 1919 წლის ბოლო დღეები

ჰაიდარფაშას სადგურში19 მატარებლიდან ჩამოსული წყვი-


ლი თავისი ჩაცმულობითა და იერით ირგვლივ მყოფებისაგან
ძალიან გამოირჩეოდა. ჩადრით შემოსილი ქალების ფონზე
მაღალი, ქერა ახალგაზრდა ქალი კოჭებამდე სიასამურის
ქურქითა და ქუდით მაშინვე ყურადღებას იქცევდა. ასევე გან-
სხვავდებოდა ფესიანი მამაკაცებისაგან კრაველის ქუდიანი,
ევროპულად ჩაცმული მამაკაცი.

19სტამბოლის ერთ-ერთი ცნობილი სადგური, აგებული 1908 წელს. 2010


წლის 28 ნოემბრის ხანძარმა სადგურის ისტორიულ შენობას მნიშვნელო-
ვანი ზიანი მიაყენა. მდებარეობს ქალაქის აზიურ ნაწილში

322 მკითხველთა ლიგა


გარდა ორი ჩემოდნისა, რომლებიც მებარგულს მოჰქონდა,
ორივე მათგანს ხელში თითო ჩანთა ეჭირა. აღფრთოვანებუ-
ლი და გაოცებული თვითმხილველების ვარაუდის მიუხედა-
ვად, აურაცხელი ქონების პატრონები არ გახლდნენ. სეიდის
ჯილდოებს, მეფის ნაჩუქარ საათსა და ბეჭედს თუ არ ჩევ-
თვლით, ერთი ტომარა რუბლების გარდა, არაფერი გააჩ-
ნდათ, მაგრამ სიმდიდრეში დაბადებულ არისტოკრატიას პი-
რობები იერს ვერ უცვლიდა. ჰაიდარფაშას სადგურიდან გამო-
სული ხელიხელჩაკიდებული წყვილი სტამბოლს ესალმებო-
და. ისინი, სავარაუდოდ, ბოლშევიკების დევნას გამოქცეული
პირველი „თეთრი” რუსები იყვნენ.
თავიდან რუსეთის საელჩოში მისვლა უნდოდათ, მაგრამ
რომ დაფიქრდნენ, გადაწყვეტილება შეცვალეს. იცოდნენ,
რომ რუსეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელ-
დებოდა. არჩიეს, საელჩოსაგან თავი შორს დაეჭირათ.
სირქეჯიმდე20 მოსაღამოებულზე მიაღწიეს. სრულიად უც-
ხო, ოკუპირებულ ქალაქში ისიც არ იცოდნენ, საით წასულიყ-
ვნენ. ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, რომლის მიზეზიც ბუნდოვა-
ნი მომავალი იყო, სეიდმა შურას ხელი ჩაჰკიდა და პირველივე
ფაეტონი გააჩერა.
– ახლომახლო რამე სასტუმრო თუ იცი?
მეფაეტონეს აქამდე არასდროს უნახავს, რომ ამგვარად
ჩაცმულ ადამიანებს ამ მიდამოებში სასტუმრო მოეკითხათ.
მით უმეტეს, თუ ქალბატონებთან ერთად იყვნენ, ყოველთვის
„ფერას”21 არჩევდნენ. მამაკაცის თურქულით მიხვდა, რომ უც-
ხოელები უნდა ყოფილიყვნენ.
– ცნობისმოყვარეობისათვის მაპატიეთ, ჩემო ბატონო,
პროვინციიდან ჩამობრძანდით?

20 ევროპული სტამბოლის ერთ-ერთი უბანი, სადაც ამავე სახელწოდების


მეორე ცნობილი სადგური მდებარეობს.
21 სასტუმრო „ფერა-პალასი” – სტამბოლის ყველაზე ცნობილი ისტორიუ-

ლი სასტუმრო, რომელიც 1892-95წლებში აღმოსავლეთის ექსპრესის


მგზავრების მაღალი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად აიგო

323 მკითხველთა ლიგა


სეიდმა სიტყვა „პროვინცია” იწყინა, მაგრამ მოაგონდა,
რომ თურქული რუსულზე გაცილებით უარესად იცოდა და გა-
ეცინა:
– დიახ, ნამდვილად ასეა, რუსეთიდან ვართ.
მეფაეტონე კვლავ ინტერესით შეჰყურებდა და ადგილიდან
არ იძვროდა, რადგან ვერ მიხვდა, რუსეთიდან ჩამოსულები
ჰაიდარფაშას სადგურში როგორ აღმოჩნდნენ ან რომელი მა-
ტარებლით ჩამოვიდნენ, მაგრამ უეცრად თითქოს რაღაც მო-
აგონდა და აღელვებული თავის მგზავრებს მიუბრუნდა:
– რუსეთიდან? თაქსიმზე, თარლაბაშიში, სასტუმრო „შე-
რეფში” ყირიმელები ცხოვრობენ. თუ გნებავთ, იქ მიგიყვანთ.
– ჩქარა, ჩქარა წაგვიყვანე იმ სასტუმროში! – ყირიმელების
ხსენებამ სეიდი ძალიან გაახარა. ნეტავ, ვინ იყვნენ?
მეფაეტონის ნათქვამი მაშინვე შურას გადაუთარგმნა. ქალს
თავისი შეყვარებული ასეთი აღელვებული კარგა ხანია, არ
უნახავს. ერთი მხრივ, გაუხარდა, მაგრამ თან ცოტა გული დას-
წყდა კიდეც. ნეტავ, ასეთ სასიხარულო ამბავს თვითონ როდის
შეიტყობდა? თუმცა ამ ფიქრების გამო საკუთარ თავზე ბრაზი
მოუვიდა. განა მისი ბედნიერება იგივე სეიდის ბედნიერება არ
იყო? განა ამ განსაცდელში მხოლოდ იმიტომ არ გაყო თავი,
რომ სეიდთან ერთად ყოფილიყო? განა ყველა და ყველაფერი
იმიტომ არ მიატოვა, რომ სეიდისთვის ცხოვრების თანამგზავ-
რობა გაეწია? სეიდთან ერთად ბედნიერებაც და სევდაც უნდა
გაეზიარებინა. სახეში შეხედა. ამ ანთებულ მზერას კარგად იც-
ნობდა. ასეთი გამოხედვა მხოლოდ მაშინ ჰქონდა ხოლმე, რო-
ცა იმედი და მღელვარება ეუფლებოდა. გული გაუთბა. სეიდს
ხელკავი გამოსდო, თავი მკერდზე მიაყრდნო და თვალები და-
ხუჭა. უცებ სამი წლის წინანდელი სურათი დაუდგა თვალწინ.
ასეთივე თოვლიან საღამოს სეიდთან ერთად ტროიკით მის-
რიალებდა.

324 მკითხველთა ლიგა


ბარდნიდა. ეტლი გალათას ხიდით22 „ფერასკენ” მიემართე-
ბოდა. აქაურობა არც მოსკოვის წითელ მოედანს და არც კის-
ლოვოდსკის ნარზანის გალერეას არ ჰგავდა. თუმცა სხვა გან-
სხვავება თითქოს არ იყო. ახალგაზრდა ქალს უკვე აღარ ენაღ-
ვლებოდა, სად მიდიოდნენ, როგორ იცხოვრებდნენ, ვის შეხ-
ვდებოდნენ.
არც სასტუმრო „შერეფი” ჰგავდა იმ სასტუმროებს, რომ-
ლებშიც აქამდე უცხოვრია, მაგრამ ისე თბილად შეხვდნენ,
რომ თავი ახლობლების გარემოცვაში ეგონა. სასტუმროს პატ-
რონი პირადად შეეგება და საგანგებო სტუმრებისათვის გან-
კუთვნილ ოთახში წაიყვანა. თან ძალიან აინტერესებდა, სი-
ასამურის ქურქიან ქალბატონსა და ფაფახიან მამაკაცს აქ რა
ესაქმებოდათ. სეიდმა თავისი შეკითხვით ცნობისმოყვარეობა
დაუკმაყოფილა.
– აქ ყირიმელებს უცხოვრიათ. მართალია? მათი ნახვა სად
შემიძლია?
– დიახ, ნამდვილად ასეა. ბიძია ალი და პატარა პოეტი ჰა-
სანი ცხოვრობენ. ისინიც ახალი ჩამოსულები არიან, მაგრამ
დღეს დილიდან გავიდნენ. როგორც კი დაბრუნდებიან, შეგატ-
ყობინებთ.
სახელები, რომლებიც სასტუმროს მეპატრონემ ახსენა, სე-
იდს არ ეცნო, მაგრამ თანამემამულეებთან შეხვედრა მაინც
აღელვებდა.
ოთახში ციოდა. კუთხეში ძველი კაფელის ღუმელი იდგა,
რომელიც მალე გათბა. გარეთ ისევ ბარდნიდა. შურამ ფარდა
გადასწია და ცხვირით მინას მიებჯინა; მინა მაშინვე დაიორ-
თქლა; გაწმინდა და გარეთ გაიხედა. ვიწრო ქვაფენილი, ვიწ-
რო ტროტუარები, ხის სახლები, ფაეტონიდან ჩამოსული ფე-
სიანი მამაკაცი... ყველაფერი ეუცხოებოდა, გარდა თოვლისა,
რომელიც ყველგან ერთმანეთს ჰგავდა. თავი ასწია და ზეცას
ახედა. ნეტავ ამ ღრუბლებმა კისლოვოდსკშიც თუ გამოიარეს?
თოვლი მის სახლსაც დააბერტყეს? თოვლი, რომელმაც ნევის

22ოქროს რქაზე გადებული ხიდი, რომელიც ევროპული სტამბოლის ორ


სანაპიროს აკავშირებს.

325 მკითხველთა ლიგა


ყურე გაყინა, ამ ღრუბლებიდან ჩამოცვივდა? თუ ასეა, მათში
დედიკოსა და ვალენტინას სიყვარული და კოცნა იქნებოდა
დამალული; მდინარე დონის სურნელი; ტროიკების ხმა და
სტეპების ცივი სუნი. შურას უეცრად დასცხა. ფანჯარა გამო-
აღო, თავი გარეთ გაყო, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნ-
თქა. სიცივე და თოვლის ფიფქები სახეზე შეიგრძნო. მაგრამ
სიცივემ სულში დანთებული ცეცხლი ვერ ჩაუქრო. თოვლში
მონატრებულ ხმებსა და სუნს ვერ მიაგნო. ის იყო, ცრემლის
მოსაწმენდად ხელი თვალებისკენ წაიღო, რომ მკერდსა და
წელზე მოხვეული ხელების სითბომ უსაფრთხოების ჩვეული
განცდა მიანიჭა. სიბნელეში ერთხანს ასე იდგნენ და თოვლს
შესცქეროდნენ, რომელმაც მალე ქვაფენილი, ტროტუარები
და სახლების სახურავები დაფარა. ფანჯრის ჩარჩოც თითქმის
შუამდე გადათეთრდა.
– იცი, საყვარელო, თოვლი მომნატრებია, – უთხრა სეიდმა
და კეფაზე აკოცა.
– მეც...
სეიდი მის გახურებულ სხეულს კიდევ ერთხელ ეამბორა,
თვალები დახუჭა, ჩვეულებისამებრ, მისი სურნელი შეისუნთქა
და ხელები წელზე კიდევ უფრო მაგრად მოჰხვია. შურამ მკლა-
ვები მკლავებზე შემოაჭდო და თავი უკან გადასწია. სეიდს მი-
ენდო, რომელიც შუბლსა და ლოყებს უკოცნიდა. წყვილის
ცხელმა სუნთქვამ მინა თითქმის მთლიანად დაორთქლა. შუ-
რა გამჭვირვალე პატარა მონაკვეთიდან ისევ ცას მიაშტერდა.
ცრემლის შეკავება სცადა. სეიდი მის მდგომარეობას მშვენივ-
რად ხვდებოდა. თვალის უპეები, ლოყები დაუკოცნა და ტუ-
ჩებს მიეპარა. ამ საღამოს მის მიმართ განსაკუთრებულ ვნებას
გრძნობდა, მაგრამ შურას სატკივარი იმდენად კარგად ესმო-
და, რომ ჯერ მისთვის უნდა ეგრძნობინებინა, როგორ უყვარს
და როგორ უნდა. შურა ხომ მარტო არ იყო. მარილიანი ტუჩები
ნაზად დაუკოცნა, სამაგრები გამოაცალა, გაშლილი თმა თი-
თებს შორის გაიტარა, შემდეგ ნელ-ნელა ბლუზის ღილები შე-
უხსნა, კისერი და მკერდი დაუკოცნა. სეიდი ფრთხილად მოქ-
მედებდა. არ უნდოდა, ძალა დაეტანებინა თავისი შეყვარებუ-
ლისათვის, რომელსაც შესაძლოა, ამ სათუთ ღამეს მასთან

326 მკითხველთა ლიგა


დაწოლა არ მოენდომებინა. თვალდახუჭული შურა მის ამ-
ბორს მინდობოდა, მაგრამ სულში მაინც სიცარიელეს
გრძნობდა. იმის თავიც არ ჰქონდა, რომ სეიდის სასიყვარულო
თამაშს აჰყოლოდა. თითქოს სულის ნაწილი დაჰკარგვოდა.
უცებ იფიქრა, ამგვარი ქცევით სეიდს გული არ ვატკინოო.
– სეიდ, ეს შენც გემართება ხოლმე? – ჰკითხა მორცხვად.
– რა, საყვარელო? – ჰკითხა სეიდმა.
– არ ვიცი... – შურამ თავი უკან გადასწია და თავისი განცდე-
ბის ახსნას ეცადა, რაც ადვილი არ იყო, – თითქოს სხეულისა
და სულის ნაწილი სადღაც სხვაგან გაქვს...
სეიდმა შურას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.
სეიდის თვალების ელვარებას სიბნელეც კი ვერ მალავდა.
– განა, ჩვენი რეალობა ეს არ არის? – ჰკითხა სეიდმა, რო-
მელსაც ქალის სახე კვლავინდებურად ხელებში ჰქონდა მოქ-
ცეული. ხმაზე ეტყობოდა, რომ მარტოობა და ნაღველი მასაც
არ ასვენებდა, – ეს არ არის სინამდვილე? ამ განცდას თავს
ვერ დავაღწევთ. გამოსავალი არ არსებობს, საყვარელო...
– შენ... როგორ იქცევი ხოლმე ასეთ დროს? – ჰკითხა შუ-
რამ, რომელიც თავისი დარდის წამალს ეძებდა, თუმცა იცო-
და, რომ სეიდსაც იგივე გასაჭირი ადგა; მას ხელზე აკოცა.
სეიდმა იფიქრა, ნეტავ ეს ქალი ასე ძალიან არ შემყვარებო-
დაო, რადგან იცოდა, რომ მის ტკივილს ვერ უმკურნალებდა.
როცა წარმოიდგინა, რომ შურას დახვეწილი, სათუთი სული
და სხეული ისევე იტანჯებოდა, როგორც თვითონ, გული კიდევ
უფრო ეტკინა.
– მე? – ჰკითხა სეიდმა, კვლავ ნაზად მოეხვია და თავი თმა-
ში ჩაურგო, – მე სულს, სხეულს... ყველაფერს შენით ვივსებ,
ძვირფასო.
შურამ გადაწყვიტა, რომ მისი საქციელი სეიდის მიმართ დი-
დი უსამართლობა იყო. მათ შორის არავითარი განსხვავება
არ არსებობდა. სეიდმა გაცილებით მეტი დაკარგა. თავისი სა-
დარდებელი იმწამსვე დაივიწყა. საყვარელი მამაკაცისათვის
სევდა უნდა გაექარვებინა, ბედნიერება მიენიჭებინა, წარსუ-
ლის ლამაზი დღეები გაეხსენებინა. სეიდის ნათქვამი მოაგონ-
და, სულს, სხეულს – ყველაფერს შენით ვივსებო, რომ უთხრა.

327 მკითხველთა ლიგა


მწარე ნოსტალგიასთან საბრძოლველად სხეულები და სულე-
ბი უნდა გაეერთიანებინათ.
ხავერდის ქვედატანი იატაკზე ნაზი შრიალით ჩასრიალდა.
შურამ თავისი სხეული საყვარელ მამაკაცს შესთავაზა, რომე-
ლიც ამ მომენტს მოუთმენლად ელოდებოდა. სეიდს მუდამ
მღელვარება ეუფლებოდა ხოლმე, როცა საყვარელ ქალთან
სიახლოვე ელოდა, მაგრამ ამ მღელვარების შეკავებას ცდი-
ლობდა. შურა გულში ჩაიკრა და ბატისტის ზეწრებზე გადააწ-
ვინა. სიყვარულიცა და თანაგრძნობაც ორივეს ერთნაირად
სჭირდებოდა. თმას, სახეს, ტუჩებს, კისერს, მკერდს ისე უკოც-
ნიდა, თითქოს ერთმანეთი პირველად ახლახან ნახეს. მისი
ცეცხლმოკიდებული ტუჩების შეხებაზე შურას აჟრჟოლებდა.
კაფელის ღუმლის ტკაცანი, ცეცხლის ალი, თეთრი ხელნაკეთი
ფარდები, ტიული – ეს ყველაფერი აღმოსავლური ზღაპრის
ილუზიას ქმნიდა. თუმცა გარეთ ისევ ბარდნიდა; თოვლს ლა-
მის ფანჯარა დაეფარა. ღამის სიბნელეში ეს თეთრი საფარი
შორეულ მოგონებას ჰგავდა. და ეს მამაკაციც, რომელთანაც
სხეულის სიმხურვალეს, გულისცემას, სულში დაბუდებულ
ნაღველს იზიარებდა, იმ თოვლიანი ქვეყნის სახსოვარი იყო.
ხელები გაიწვდინა და სეიდს თმაზე მიეალერსა. როცა მამა-
კაცმა საყვარელი ქალი გულში ჩაიკრა. იცოდა, რომ ის წამი
დამდგარიყო, როცა მათი სულები და სხეულები სიმშვიდეს
მოიპოვებდნენ.
მომდევნო რამდენიმე დღემ ახალ სამყაროსთან შეგუებასა
და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შეფასებაში გაი-
არა. ამასობაში, დანარჩენი ყირიმელები გაიცნეს – ბიძია ალი
და პატარა პოეტი ჰასანი, როგორც მათ სასტუმროში ეძახ-
დნენ. ბიძა-დისშვილი ბაქოდან ჩამოსულიყვნენ. 18 წლის ჰა-
სანი მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. იმის გამო,
რომ 1918 წლის გამოსვლებში არ მონაწილეობდა, თანაკურ-
სელს წითლებთან დაუბეზღებია. ბიძის მეტი არავინ ჰყავდა.
ბიძია ალი ბაქოში ერთ არისტოკრატულ ოჯახში მამასახლისი
ყოფილა, მაგრამ დისშვილი განსაცდელში მარტო არ მიატოვა

328 მკითხველთა ლიგა


და მასთან ერთად გამოიქცა. სასტუმროში ბიძია ალის ამიტო-
მაც ეძახდნენ. ორმოცდახუთიოდე წლის კეთილგანწყობილი
კაცი იყო.
შობა ახლოვდებოდა. შურას სალოცავად ეკლესიაში წას-
ვლა უნდოდა. თავისი სურვილი გაამჟღავნა, თუმცა იმაშიც კი
არ იყო დარწმუნებული, არსებობდა თუ არა სტამბოლში მარ-
თლმადიდებელი ეკლესია. სეიდმა გაიკითხ-გამოიკითხა და
გაარკვია, რომ გალათასა და პანგალთიში23 რუსული მარ-
თლმადიდებელი ეკლესიები ყოფილა.
საღამოთი, სასტუმროში რომ დაბრუნდნენ, ახალგაზრდა
ქალი შეშფოთებული ჩანდა. როგორც ჩანს, სასურველი სუ-
ლიერი სიმშვიდე ვერ მოიპოვა.
გვიან ღამით უძილობით გაწვალებულმა სეიდმა თვალები
რომ გაახილა, შურას კუთხეში მოთავსებულ ხატთან მუხლი
მოეყარა და ლოცულობდა. ეტყობა, კარგა ხანია, ასე იყო,
რადგან ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. სეიდი ერთხანს გაუნ-
ძრევლად შესცქეროდა. ძალიან აინტერესებდა, რაზე ლოცუ-
ლობდა მისი შეყვარებული, ღმერთს რას სთხოვდა, რას ელო-
დებოდა, თავის ლოცვებში მასაც თუ იხსენიებდა. თუ იხსენი-
ებდა კიდეც, ეწერა კი მის მუდარას განხორციელება? ერთად
კიდევ რამდენ ხანს იქნებოდნენ? აქამდე განცდილმა უჩვენა,
რომ არც სიმდიდრე, არც სიყვარული და არც ერთობლივი
ცხოვრება სამუდამო არ იყო.
შურამ მარჯვენა ხელის ნატიფი მოძრაობით პირჯავრი გა-
დაიწერა, ლოცვა დაასრულა და საწოლისკენ გამოემართა.
დამშვიდებულს ჰგავდა. როცა შენიშნა, რომ სეიდი თვალს
ადევნებდა, დაიმორცხვა. მისი რწმენისათვის შეურაცხყოფა
რომ არ მიეყენებინა, მაქსიმალურად ცდილობდა, სეიდის
თანდასწრებით პირჯვარი არ გადაეწერა ხოლმე.
– იმედია, არ შემიწუხებიხარ, – უთხრა მორიდებით, როცა
მისი გაშლილი ხელები დაინახა.

უბნები სტამბოლის ევროპულ ნაწილში, რომლებშიც იმ დროს ძირითა-


23

დად ქრისტიანები სახლობდნენ

329 მკითხველთა ლიგა


– რატომ უნდა შეგეწუხებინე, ჩემო პატარა შურა? – ჰკითხა
სეიდმა, თავისკენ მიიზიდა და შუბლზე აკოცა.
– განა ყველანი ერთი ღმერთისაგან ერთსა და იმავეს არ
ვითხოვთ? – შურამ თვალებში ჩახედა.
– დარწმუნებული ხარ, რომ საერთო ღმერთი გვყავს?
– სავსებით, ძვირფასო. უფალი ისევე, როგორც სიყვარუ-
ლი, ერთია.
– სიყვარული რა არის?
სეიდმა იგრძნო, რომ შურა გონებაში მისი წეღანდელი შე-
კითხვების პასუხს ეძებდა. უფრო მაგრად ჩაიხუტა. გრძელი სა-
ღამურის კალთები აუწია და ხელი მხურვალე, ხავერდივით
სხეულზე გადაუტარა.
– სიყვარული ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც კი ღმერთს
შეუქმნია.
მათი სიყვარულით აღსავსე იმ სევდიან ღამეს რუსეთისა და
თურქეთის ისტორია ხელახლა იწერებოდა.

მოგზაურობა ბანდირმაში

ომისა და ოკუპაციის ფონზე უმუშევრობასა და შიმშილთან


ბრძოლა გრძელდებდა. ამგვარი ვითარება განსაკუთრებით,
რუსეთიდან ლტოლვილებზე მოქმედებდა. მათ ცხოვრების ნუ-
ლიდან დაწყება უხდებოდათ. ენითა და ადათ-წესებით სავსე-
ბით განსხვავებულ ამ უცხო ქვეყანაში მათ წინანდელ სიმდიდ-
რესა და წოდებებს არავითარი ფასი არ ჰქონდა. წარსულით
ცხოვრება ვერ დაანაყრებდათ. სამსახური და ფული სჭირდე-
ბოდათ. გამონაკლისს არც სეიდის მდგომარეობა წარმოად-
გენდა. ალმასისთვლიანი ბეჭდის, ჯილდოებისა და ოქროს სა-
ათის გარდა, ძვირფასი აღარაფერი შერჩათ. მათ გაყიდვას კი
უკიდურეს გაჭირვებაშიც არ აპირებდნენ. თავისთავად ცხა-
დია, მუდმივი სამუშაო უნდა ეძებნა.

330 მკითხველთა ლიგა


ყოველ დილით სასტუმრო „შერეფიდან” გამოსული რუსი
ლტოლვილები ქალაქის სხვადასხვა უბნებს მოედებოდნენ
ხოლმე, არანაირ სამუშაოზე უარს არ ამბობდნენ და ცდილობ-
დნენ, საღამომდე რამდენიმე ყურუში24 მაინც ეშოვათ. სირქე-
ჯის სადგურში მებარგულობა იქნებოდა თუ სასტუმროში ტუ-
ალეტების დასუფთავება – ყველანაირ სამუშაოზე თანხმდე-
ბოდნენ. აქამდე სეიდი სასტუმროსა და კვების ხარჯების და-
ფარვას აუდიოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ დარჩენო-
და, მსგავსი სამუშაოს საძებნელად ისიც რიგებში უნდა ჩამ-
დგარიყო.
ერთ საღამოს, როცა სასტუმროს წინ შეკრებილები საუბ-
რობდნენ, მათი ყურადღება ვიღაც უცნობმა მიიპყრო, რომელ-
საც სასტუმროს მეპატრონე დიდი პატივისცემით შეეგება. კოხ-
ტა წვერიანი, თეთრ ულვაშებიანი ასაკოვანი კაცი იყო. ჰაჯი ბე-
ის ეძახდნენ. ჰაჯი ბეი, თავის მხრივ, სასტუმროს დანარჩენი
ბინადრების ვინაობით დაინტერესდა. ერთმანეთი გაიცნეს და
საუბარი განაგრძეს. იბრაჰიმ ბეის ფერმა ბანდირმაში25 ჰაჯის
საკუთრება ყოფილა. სტამბოლში თავისი პროდუქციის გასა-
ყიდად ჩამოსულა. ომის მიუხედავად, მდგომარეობას არ
უჩიოდა. თუმცა სადარდებელი მასაც ჰქონდა – საშინელი ტკი-
ვილები აწუხებდა, რომელთაც ვერაფერს შველოდა. ლაპა-
რაკ-ლაპარაკში მოსაღამოვდა. ყველას მოშივდა. აყურყურე-
ბული მუცელი – ცხელ საჭმელს, სასა კი – ერთი-ორ ჭიქა სას-
მელს ითხოვდა. ბიძია ალიმ ინიციატივა გამოიჩინა.
– ჰაჯი ბეი, თუ გვენდობით, დილისთვის ყველაფერი გაგივ-
ლით. კაჟივით იქნებით.
– ოღონდ ამ ტკივილს რამე ეშველოს, – იმედიანად წელში
გაიმართა ჰაჯი. ნუთუ ამ უცხო ქვეყნიდან მოსულმა ხალხმა
რამე წამალი იცოდა? – და, რაც გინდათ, ის მთხოვეთ.

24 თურქული ხურდა ფული


25 (ილჩეს ცენტრი მარმარილოს ზღვის რეგიონში.

331 მკითხველთა ლიგა


– ბევრი არაფერი გვინდა, ჰაჯი ბეი. ან კი რა უნდა გვინდო-
დეს? ცოტაოდენი ფული მომეცი, რომ წავიდე და რაღაცები ვი-
ყიდო. შენ კი ოთახი დაათბობინე და შალის საცვალი მოამზე-
დე. ახლავე დავბრუნდები.
მართლაც მალე დაბრუნებულმა ბიძია ალიმ პური, ყველი,
ძეხვი და რაქი26 მოიტანა. ცალკე პაკეტში ერთი ბოთლი სპირ-
ტი და სანელებლები ეწყო. ბიძია ალიმ საჭმელი ცალკე გადა-
დო, სპირტი თასში ჩაასხა, ბლომად მდოგვი და ქაფური ჩაამა-
ტა და ჰაჯის ოთახისაკენ გაემართა. სეიდი და შურა სიცილით
იხოცებოდნენ.
მძაფრსუნიანი წამალი რომ წაუსვა და კარგად დაზილა, ჰა-
ჯის ეგონა, სხეულზე ცეცხლი წამიკიდესო; შემდეგ ყველაფერი
დაუბუჟდა, ბოლოს კი ჩაეძინა. ბიძია ალიმ ხელები დაიბანა და
დანარჩენებს შეუერთდა.
– მგონი, ერთი ჭიქა რაქი მეც დავიმსახურე.
მომდევნო შუადღეს გაღვიძებული ჰაჯი თავს გაცილებით
უკეთ გრძნობდა. უცხოელისათვის იმ ფულის მიცემა ნამდვი-
ლად ღირდა. წამალმა გაამართლა. ჰაჯი რუსეთიდან ჩამოსუ-
ლების მიმართ სიმპათიით განეწყო.
ორი დღის შემდეგ, სასტუმროს რომ ტოვებდა, სეიდი გაიხ-
მო და წინადადებით მიმართა. ხვდებოდა, რომ სეიდს ჯგუფში
განსაკუთრებული ადგილი ეჭირა.
– სეიდ ბეი, ნუ მიწყენ, მაგრამ ვხედავ, რომ აქ მძიმე მდგო-
მარეობაში ხართ. ბანდირმაში თუ წამომყვებით, ფერმაში სა-
მუშაო ყოველთვის მოიძებნება. ბევრ ფულს ვერ გადაგიხდით,
სამაგიეროდ, თავზე ჭერი გექნებათ, საჭმელ-სასმელი არ მო-
გაკლდებათ. საქმე თუ კარგად წამივა, ერთ-ორ ყურუშსაც გა-
დაგიხდით. სწორად გამიგეთ, არ გეგონოთ, თქვენი გასაჭი-
რით სარგებლობას ვაპირებ, უბრალოდ სხვა არაფერი შემიძ-
ლია.
სეიდი იმ მდგომარეობაში არ იყო, რომ ვაჭრობა გაემართა.
თუნდაც მხოლოდ ღამის სათევისა და საკვების გამო, დათან-
ხმება ღირდა. სწრაფად ჩალაგდნენ. სეიდი, შურა, ბიძია ალი

26 თურქული არაყი

332 მკითხველთა ლიგა


და ჰასანი, ლამაზი იუსუფი, მეჰმედი, მოკლედ, ყველანი ჰაჯის-
თან ერთად გაემგზავრნენ.
ფერმაში თავ-თავიანთ ოთახებში მოთავსდნენ. ჰაჯის მიაჩ-
ნდა, რომ მათ ფერმის მუშებისაგან განსხვავებულად უნდა
მოქცეოდა. რაც უნდა ყოფილიყო, ბანდირმელ გლეხებს არ
ჰგავდნენ.
ჰაჯისთან ერთად ივახშმეს და ოთახებს მიაშურეს. ფერად-
ფერადი ნოხებით დაფარული კედლების, იატაკისა და ტახტე-
ბის დანახვაზე სეიდმა და შურამ ღიმილი ვერ შეიკავეს – ბედმა
საიდან სად მოახვედრა. მაგრამ სხვა თუ არაფერი, ერთად მა-
ინც იყვნენ. ოთახი მხოლოდ შუაში მოთავსებული მაყალით
თბებოდა. სეიდმა შენიშნა, რომ ქალი კანკალებდა და მაგრად
მოეხვია. მარიამის თეატრის ზღაპრული საბალეტო წარმოდ-
გენების შემდეგ არყის ჭიქებით ხელში ბუხრის წინ გატარებუ-
ლი საღამოები მოაგონდა. ირმის გამოსახულებიან ხალიჩას
მიშტერებული შურაც სავარაუდოდ, ერთ-ერთი ამგვარი საღა-
მოს მოგონებებში ჩაკარგულიყო.
– იცი, საყვარელო, ჩაიკოვსკის მოსმენა მომენატრა, – უთ-
ხრა სეიდმა.
– რამ გაგახსენა? – გაეღიმა შურას.
თვალები უბზინავდა. თითქოს ბედნიერი იყო. სეიდს გული
გაუთბა. ის იყო, რაღაცის თქმას აპირებდა, რომ გარედან
სროლის ხმა მოისმა. სეიდმა შურას ხელი ჰკრა და ფანჯარას-
თან მივარდა. ჰაჯის სახლთან დაახლოებით ოცამდე მხედარს
მოეყარა თავი. ჰაერში ისროდნენ. გრძელი საღამურითა და
ჩაჩით სახლიდან გამოვარდნილმა ჰაჯიმ ლამპა ძირს დადგა
და ცხენიდან ჩამოქვეითებულ ზორბა მამაკაცს ხელი ჩამოარ-
თვა. მისალმების ნიშნად დანარჩენებსაც თავს უქნევდა და რა-
ღაცას ეუბნებოდა.
– სეიდ, ღვთის გულისათვის, რა ხდება?
– ახლავე გავიგებ. შენ ოღონდ არ გამოხვიდე და კარი მაგ-
რად ჩაკეტე.

333 მკითხველთა ლიგა


დერეფანში გასულმა სეიდმა დაინახა, რომ ყველანი აღელ-
ვებულები ოთახებიდან გამოცვენილიყვნენ. სანამ კიბის თავ-
ში თათბირობდნენ, რა ექნათ, აქოშინებულმა ჰაჯიმაც მოირ-
ბინა.
– გთხოვთ, ხმა არ ამოიღოთ, თორემ მიხვდებიან, ვინცა
ხართ!
მიუხედავად იმისა, რომ ჰაჯი პატივისცემით შეეგება, სეიდი
მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
– ესენი ვინ არიან, ჰაჯი ბეი? თქვენგან რა უნდათ?
– ღვთის გულისათვის, სეიდ ბეი, ნუ ილაპარაკებთ! მხო-
ლოდ გაიღიმეთ. ესენი ყარა ალის ბანდის წევრები არიან. საჭ-
მელად მოვიდნენ. მალე წავლენ. პატივცემული სტუმრებივით
უნდა მივიღო, თორემ არაფერს დაგიდევენ, ღმერთია მოწმე.
თქვენც წამომყევით, სუფრის გაშლაში მომეხმარებით. ბატ-
კანს ვაწვევინებ, მშივრები არიან.
კისრისტეხით კიბეს ჩაუყვა, თან ხელს უქნევდა, წამომყვე-
ვითო. სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, უკან გაჰყვნენ. უხმოდ,
თავიანთი ვინაობა რომ არ გაემხილათ, ფერმის სხვა მოჯამა-
გირეების მსგავსად, საქმიან ფუსფუსს შეუდგნენ. მიუხედავად
ღამის სიცივისა, სუფრა ეზოში, სახლის წინ გაიშალა. ბატკანი
შეიწვა, რაქი ჩამოისხა. სტუმრები ციხიდან გამოქცეულებს
ჰგავდნენ. პატარა პოეტი ჰასანი ისე შეშინდა, რომ საქმე სამ-
ზარეულოში გამოიჩინა და ცდილობდა, თვალში არავის მოხ-
ვედროდა. სტუმრებს დანარჩენებიც გულისფანცქალით ემსა-
ხურებოდნენ – თეფშებსა და ჭიქებს უვსებდნენ. თენდებოდა,
როცა ყარა ალის ბანდის წევრები სანოვაგით დატვირთულ
ცხენებს მოახტნენ და სროლა-სროლით ფერმას გაეცლანენ.
ძილი ყველას დაუფრთხა. დილის ეზანთან27 ერთად ყველანი
თავთავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ.
გრძელი და დამღლელი დღის ბოლოს ნაჩქარევად ივახ-
შმეს. ერთი სული ჰქონდათ, დასაძინებლად დაწოლილიყვნენ

27 ეზანი – ლოცვისკენ მოწოდება ისლამში.

334 მკითხველთა ლიგა


და წინა ღამის დაღლილობაც მოეხსნათ, მაგრამ იმედი გაუც-
რუვდათ – ის იყო ტკბილ ძილს უნდა მისცემოდნენ, რომ ისევ
ცხენების ჭიხვინმა და სროლის ხმამ გამოაღვიძათ.
– ყოველ ღამე უკვე ნამეტანია. ასე თუ გაგრძელდა, ფერმა-
ში მალე საჩვენო საჭმელი აღარ დარჩება, – ჩაიბუზღუნა სეიდ-
მა, ტანზე რომ იცვამდა.
ამჯერად ჩერქეზი ედჰემის ბანდის წევრები დააცხრნენ
თავს. ყარა ალის ბანდას გასწორებოდნენ და მოსასვენებლად
მოვიდნენ. ჰაჯი ბეიმ და მისმა დამხმარეებმა ჩვეულებისა-
მებრ, სუფრა გაშალეს. მაშინვე ბატკნები დაკლეს და თონეში
მოათავსეს. ჭიქები რაქით შეივსო. ბანდის წევრები ბატკნის
ხორცს ხელით გლეჯდნენ, პირს აწკლაპუნებდნენ და ნიკაპი-
დან ცხიმს ხელით იწმენდნენ. მათ შემხედვარე სეიდს კინაღამ
გული აერია. ამასთან, უხეშად ხუმრობდნენ და გაუგონრად
იგინებოდნენ. დილისკენ წინამორბედების მსგავსად, ესენიც
დაიშალნენ; რამდენიმე ცხენი და ბლომად სურსათ-სანოვაგე
გაიყოლეს. კიდევ ერთმა ღამემ უძილოდ ჩაიარა. მზე რომ
ამოვიდა, სეიდი და ბიძია ალი საბძელში თავიანთ საქმეს შე-
უდგნენ.
ბიძია ალის, რომელიც ბატონის სახლში მამასახლისის მო-
ვალეობას ასრულებდა, საბძლისა და ახორის დასუფთავების
მსგავსი შავი სამუშაოები ძალიან უჭირდა. თუმცა სეიდისთვის
ეს საუკეთესო საქმე იყო, რომლის შოვნაც კი აქამდე მოეხერ-
ხებინა. ცხენებთან ურთიერთობა, რომელთაც ძალიან კარგად
იცნობდა და უყვარდა, მათი მოვლა-პატრონობა სრულიად არ
უმძიმდა. ფიქრებში ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე, ვითომ
კავალერისტთა პოლკის საჯინიბოში თავის საყვარელ ცხენ-
თან, ჩორაფთან ერთად იმყოფებოდა. ამგვარი ოცნება საქმეს
უადვილებდა. უეცრად ბიძია ალის ხრიალი მოესმა და მასთან
მიირბინა. კაცს თვალები ლამის ბუდეებიდან გამდმოსცვენო-
და – ფარცხით ხელში თივის ზვინს მიშტერებოდა. სისხლით
დასვრილი ფარცხის წვერის დანახვაზე თავზარდაცემულმა
სეიდმა იფიქრა, რომ ბიძია ალის ვიღაც შემოაკვდა. მკლავში
სწვდა და მანაც თივის ზვინისკენ გაიხედა. ხრიალი ამჯერად

335 მკითხველთა ლიგა


სეიდს აღმოხდა. ცივმა ოფლმა დაასხა. თივის ზვინიდან და-
სისხლიანებული, მოკვეთილი თავი შემოჰყურებდა. თვალები
– ნახევრად ღია, ყურები კი მოჭრილი ჰქონდა. სეიდმა საბრა-
ლოს ტანის მოსაძებნად ირგვლივ მიმოიხედა. მოკლული არ-
ცერთ იმათგანს არ ჰგავდა, ორი დღის განმავლობაში ფერმა-
ში ვინც ენახა, მაგრამ მკვლელობა ახალი ჩადენილი უნდა ყო-
ფილიყო. სეიდმა ბიძია ალი იქაურობას მოაშორა.
– ალბათ თან მოიტანეს. შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანია.
ვითომ არ გვინახავს, ბიძია ალი. წამო, აქაურობას გავეცა-
ლოთ.
– ახლა რა უნდა ვქნათ, სეიდ? – აღმოხდა ბიძია ალის, – ეს
სად მოვხვდით? რა ვქნათ? – იმეორებდა გაუთავებლად.
– ბიძია ალი, არაფერი გინახავთ, გასაგებია? – სეიდი მის
დამშვიდებას ცდილობდა, – არაფერი გვინახავს, არაფერი ვი-
ცით. არავის არაფერს ვეტყვით. ჩვენებსაც კი. თორემ წასას-
ვლელი რომც გვქონდეს, შარში გავევხვევით. თავი ხელში
აიყვანეთ. მეორე ზვინს მიხედეთ. და გახსოვდეთ, დღეს აქ არც
ვყოფილვართ, არაფერი გვინახავს. რამეს მოვიფიქრებ.
სეიდი საღამომდე იმაზე ფიქრობდა, იბრაჰიმ ბეის ფერმი-
დან როგორ გაქცეულიყვნენ. ჰაჯისთან დალაპარაკება არ უნ-
დოდა. მას არ ენდობოდა. თავის დახსნის მიზნით, შესაძლოა,
ისინი გაეწირა. იქნებ, ბანდის წევრებთან შეკრულიც იყო. რომ
ეთქვათ, სტამბოლში დაბრუნება გვინდაო, მოულოდნელი გა-
დაწყვეტილების მიზეზს იკითხავდა. აჯობებდა, არავისთვის
არაფერი გაემხილათ და ეს საქმე ისე მოეგვარებინათ.
ცხენებს წყალს რომ ასმევდა, პატარა პოეტი ჰასანი დაინა-
ხა, რომელიც ურემს ტვირთავდა. მაშინვე მასთან მივიდა.
– რაო, პოეტო, საით გაგიწევია? დღეს რა დაგავალეს?
– ნავსადგურში მივდივარ, სეიდ აბი, ნიორი და კარტოფილი
უნდა წავიღო.
სეიდმა ირგვლივ მიმოიხედა და ჰასანს მიუახლოვდა. ტომ-
რების ჩატვირთვაში მიეხმარა და უჩურჩულა:
– შენთან ერთი თხოვნა მექნება, ჰასან. ოღონდ ჩვენ შორის
უნდა დარჩეს.

336 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, სეიდ აბი, – უთხრა სეიდის ნდობით გახა-
რებულმა ყმაწვილმა, – რასაც მიბრძანებ.
– ყველა ტომარა არ ჩამოტვირთო. – ჰასანმა გაკვირვე-
ბულმა შეხედა. სეიდმა ხელი ჰკრა და ანიშნა, საქმე განაგ-
რძეო. – რამდენიმე ტომარა უნდა გაყიდო, ფული კი მე მომი-
ტანო. გასაგებია? ოღონდ იცოდე, არავისთან არაფერი დაგ-
ცდეს. – ჰასანმა წამით იფიქრა, ეს კაცი ქურდობისკენ მიბიძ-
გებსო და სეიდს გაოცებული მზერა მიაპყრო. – ამით ყველას
სარგებლობას მოგვიტან. აქედან უმიზეზოდ ვერსად წავალ,
ამიტომ შენ გავალებ. ოღონდ ყურადღებით იყავი, ვინმე რამეს
არ მიგიხვდეს.
– ადრე თუ გვიან ხომ მაინც მიხვდებიან?
– მანამდე ღმერთი მოწყალეა, – გაეღიმა სეიდს და მხარზე
ხელი დაჰკრა, – აბა, კეთილი მგზავრობა, პატარა პოეტო.
მშვიდობით იარე. – მათკენ მომავალი რამდენიმე ადამიანის
დანახვაზე სეიდმა ხმას აუწია და მაშინვე თავის საქმეს მიუბ-
რუნდა.
საღამოს ჰასანი მასთან მივიდა და ფული ჩააბარა. სეიდმა
ფული დამალა და გაკვირვებულ შურას მიმართა:
– აქაურობას სასწრაფოდ უნდა გავეცალოთ, საყვარელო.
ცოტაოდენი ფული გვაქვს. მთავარია, ჰაჯისათვის ჩაბარებუ-
ლი პასპორტები დავიბრუნოთ. – შურა შეშინებული ჩანდა,
თუმცა ბოლო ორი ღამის განმავლობაში განცდილიც კარგად
ახსოვდა. – ვიცი, პასპორტებს სადაც ინახავს, – განაგრძო სე-
იდმა, – ყველა რომ დაიძინებს, ვეცდები, მოვიპარო. თუ ყვე-
ლანი მზად იქნებიან, აქაურობას მაშინვე გავეცლებით.
– რომ არ გამოგივიდეს?
– განა აქამდე სულ ასე არ ვმოქმედებდით? – გაეღიმა სე-
იდს და ხელი ლოყაზე მოუთათუნა.
სეიდმა ყველა თავისი ყირიმელი თანამგზავრი გააფრთხი-
ლა, რომ შუაღამით საბძელთან შეკრებილიყვნენ. შემდეგ
დაწვა და ლოდინს მოჰყვა. როცა მისმა ოქროს საათმა 11 აჩ-
ვენა, ფეხაკრეფით ოთახიდან გავიდა. სახლში სიჩუმეს და-
ესადგურებინა, თუმცა სეიდმა იცოდა, რომ ყველა კარის უკან
მეგობრები დათქმულ დროს ელოდნენ. მხოლოდ ჰაჯის უნდა

337 მკითხველთა ლიგა


სძინებოდა მაგრად. თავის ოთახში მწუხრის ნამაზის28 შემდეგ
მიდიოდა ხოლმე. სეიდმა სახლის პატრონის კარს მიაყურადა,
საიდანაც ჰაჯის ხვრინვის გარდა, არაფერი ისმოდა. სანამ კი-
ბეს ჩაუყვებოდა, იფიქრა, ჭრიჭინს ვერ ავიცილებო, რადგან
კიბე, რომელიც დღისით ხმას არ გამოსცემდა, ღამის სიჩუმეში
თითქოს კიოდა. საფეხურებით ვერ ჩავიდოდა. მოაჯირს მოაჯ-
და და ისე ჩასრიალდა. ბავშვობა მოაგონდა და გაეღიმა.
იმ ოთახს მიაშურა, სადაც ჰაჯი დავთრებსა და ანგარიშებს
ინახავდა. კარგად იცოდა, მათი პასპორტები და პირადობის
მოწმობები სად ეძებნა – პირველად რომ ჩამოვიდნენ, დაინა-
ხა, სად დააწყო. ოთახის ერთი კედლის ნიშა მთლიანად კარა-
დას ეკავა. საბუთები იქ ეგულებოდა. ბოქლომს დახედა და წა-
მით დაფიქრდა. ერჩივნა, არ გაეტეხა და ისე გაეღო, მაგრამ
დილით ჰაჯი რომ გაიღვიძებდა, აქ მაინც აღარ დახვდებოდ-
ნენ. ჯიბიდან ჯაყვა ამოიღო, ხის კარის ღრიჭოში შეყო და რამ-
დენჯერმე გადაატრიალა. საბუთების მოსაძებნად დიდი დრო
არ დასჭირვებია. ოთახიდან რომ გამოვიდა, სიბნელეში, კიბის
თავში შურა დაინახა. ქალს ბარგი ჩაელაგებინა და სეიდს
ელოდებოდა. ხელიხელჩაკიდებულები უკანა კარიდან გავიდ-
ნენ. ცოტა ხანში დანარჩენებიც შემოუერთდნენ. სეიდის მოკ-
ლე ახსნა-განმარტების შემდეგ გზას გაუდგნენ. მთელი ღამე
იარეს. შემდეგ ხან ფეხით, ხან ურმით სტამბოლის გზას დაად-
გნენ. დროდადრო სოფლებში ისვენებდნენ.
ათი დღის შემდეგ სტამბოლში, თეფებაშიში სასტუმრო „შე-
რეფის” კართან იდგნენ.

ბოლო, მე-5 ნამაზი, რომელიც მზის ჩასვლიდან 1-2 საათის შემდეგ


28

სრულდება.

338 მკითხველთა ლიგა


ახალი ცხოვრება - 1920

რამდენიმე დღის შემდეგ სეიდმა და შურამ ბეიოღლუზე,


ერთ ბერძნულ სამრეცხაოში სამუშაო იშოვეს. შურა აუთოებ-
და, სეიდი კი სარეცხს დაატარებდა. ფერას ყველა სასადი-
ლოს, კლუბისა და სასტუმროს სარეცხი აქ იყრიდა თავს. დი-
დად სახარებიელო სამუშაო არ იყო, მაგრამ დანარჩენებს
სჯობდა.
ჰალსტუხში, ქუდში, კოსტუმსა და ჟილეტში გამოწყობილი
სეიდი სასადილოებსა და სასტუმროებში ყველას ყურადღებას
იპყრობდა. ბეიოღლუზე არაერთი სახლის მკვიდრი ქალბატო-
ნები მოუთმენლად ელოდნენ, როდის მოუტანდა დაუთოებულ
სარეცხს ეს ლურჯთვალა, სიმპათიური ახალგაზრდა. გამარ-
თული ფრანგულისა და გერმანულის წყალობით ევროპელ
ქალბატონებთან ურთიერთობა უადვილდებოდა. ყველაზე მე-
ტად ჯიბეში ჩატენილ გასამრჯელოსთან შეგუება უჭირდა. ამ
ფულიდან ყოველი ყურუში ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ
სიამაყის გამო ამას ვერაფრით შეჩვეოდა. ბევრგან მისი მედი-
დურობითა და ძვირფასი ტანისამოსით დაბნეული მუშტრები
ფულის შეთავაზებას ვერც ბედავდნენ.
ქერა, ფითქინა, თხელი აღნაგობის შურას უმალ გამოარ-
ჩევდი სამრეცხაოში მომუშავე საკინძეშეხსნილი, კეკლუცი,
ენატლიკინა, შავგვრემანი ბერძენი გოგონებისაგან, რომელ-
თაც ბატისტის ბლუზების აკაპიწებული სახელოებიდან მსუქა-
ნი მკლავები მოუჩანდათ. სარეველა ბალახს შორის ამოსულ
გვირილას ჰგავდა. დაწნილ ქერა თმას კეფაზე იხვევდა. უხმოდ
მუშაობდა. დროდადრო, ვეებერთელა მოქარგულ სუფრებს
უთოს რომ გადაატარებდა ხოლმე, კისლოვოდსკში დედამი-
სის ხელით გაწყობილი მაგიდები აგონდებოდა, რომელთა
გარშემო დაუსრულებელი, ხალხმრავალი თავყრილობები
იმართებოდა. თავისი დის, ვალენტინას, დაკვრა, სიმღერები,
ციგების ეჟვნების ჟღარუნი ახსენდებოდა. უთოს ორთქლსა და
თეთრ სუფრებს შორის მოქცეული მოგონებები თვალწინ ედ-
გა. არავისთან ლაპარაკი არ უნდოდა. ბერძენი გოგონების სა-
შინელი ფრანგულით დასმულ შეკითხვებს თავაზიანად თავს

339 მკითხველთა ლიგა


არიდებდა. მთელ დღეს საუთოო დაფასთან თავის მოგონებებ-
თან ერთად ატარებდა, საღამოს კი სეიდის დაბრუნებას ელო-
და.
სამრეცხაოს მეპატრონემ, მოსიე კონსტანტინიდისმა, საც-
ხოვრებლად ზედა სართულზე ერთი ოთახი დაუთმო. ყველა
სამრეცხაოს მეპატრონესთან კი არ მუშაობდნენ რუსი არის-
ტოკრატები. ამიტომ მათ განსაკუთრებულად ექცეოდა.
სეიდის დაბრუნებამდე შურა თავს მარტო გრძნობდა, თუმცა
ირგვლივ უამრავი ხალხი ეხვია. როცა სამრეცხაო იკეტებოდა
და ყველა სახლებში მიდიოდა, ისევ თავიანთ პატარა სამყა-
როში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. იმ წუთიდან, როცა ერთმანე-
თის პირისპირ რჩებოდნენ, გული ისევ გამალებით უძგერდათ
და სული და გონება ისევ სიცოცხლეს უბრუნდებოდა.
რადგან ბინის საფასურს არ იხდიდნენ, საღამოობით ზოგ-
ჯერ ვახშმად წასასვლელად თანხის გამოყოფა შეეძლოთ. ყვე-
ლაზე გაჭირვებულ დროსაც კი სასიამოვნო ვახშამი მათთვის
აუცილებელი იყო. ისევე, როგორც – სასმელი და სიმღერა.
ხანდახან სამსახურიდან წამოსულ სეიდს ვოლკოვის რესტორ-
ნიდან რუსული კერძები და არაყი მოჰქონდა და სუფრას თავი-
ანთ პატარა ოთახში შლიდნენ. შემდეგ ჩახუტებულები წამოწ-
ვებოდნენ და ძველ დროს იხსენებდნენ. სეიდი თავის ბავშვო-
ბას იგონებდა და ისეთ რაღაცებს უყვებოდა, რაც აქამდე არ
მოეთხრო. შურა თბილ მზერას მიაპყრობდა ხოლმე, გაღიმე-
ბული თმაზე ეალერსებოდა და მის მოგონებებს იზიარებდა.
ერთმანეთი ისე ძალიან უყვარდათ, არც კამათობდნენ, არც ჯი-
უტობდნენ. ამდენი სირთულისა და გაჭირვების მიუხედავად,
შურა მორჩილად და უსიტყვოდ გვერდით ედგა. რბილი და კე-
თილგანწყობილი ბუნება სრულებით არ შეცვლია. მის მკერ-
დზე მიყრდნობილი სეიდს უხმოდ საათობით უსმენდა. ერთმა-
ნეთს საკუთარ თავზე არანაკლებ იცნობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სეიდი ძალიან უყვარდა, შურა მის
წარსულ თავგადასავლებს, მუსუსობის ამბებს მშვიდად ისმენ-
და. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს შორეულ წარსულში დარჩე-
ნილი დროებითი გატაცებები იყო. სეიდიც თავისუფლად უამ-

340 მკითხველთა ლიგა


ბობდა საკუთარი წარსულის ყველა წვრილმანს. ამგვარი ხან-
გრძლივი საუბრების შემდეგ, იმით ბედნიერები, რომ წარსუ-
ლი მოიგონეს და ისევ განიცადეს, ნელ-ნელა თავიანთ ახალ
ცხოვრებას უბრუნდებოდნენ.
სეიდი მხოლოდ მოგონებების მოყოლით არ იფარგლებო-
და. ვნებიანი ღამეები მათ ისევე სჭირდებოდათ, როგორც საჭ-
მელ-სასმელი და საუბარი. რადგან სიყვარულით აღსავსე სა-
ათები გაუსაძლის და რთულ ცხოვრებასა და მტანჯველ მოგო-
ნებებს თითქოს არბილებდა; იმის გააზრება კი, რომ ერთმანე-
თით სავსებით კმაყოფილდებოდნენ, ბედნიერებას ანიჭებდა.
გაქცევისას თან წამოღებული რუბლები ისევ პირმოკრულ
ტომარაში ინახებოდა. სეიდს იმ ფულისათვის ხელის ხლება
არ უნდოდა. იქნებ ოდესმე უკან დაბრუნებულიყვნენ ან ამერი-
კაში წასვლა მოეხერხებინათ, ამიტომ ყველაზე მძიმე დღეებ-
შიც კი ამ ფულს არ ეკარებოდა. ამასთან ერთად, დანაზოგის
გასაკეთებლად დამატებითი სამუშაო სჭირდებოდათ.
სეიდი თეფებაშიში რამდენიმე რესტორანს შეუთანხმდა და
ლიმონიანი არყის მომზადება დაიწყო. საღამოობით დიდ ქვა-
ბებში ადუღებულ სპირტს ნახშირის ფილტრში ატარებდა და
გლიცერინსა და მიხაკს უმატებდა, შემდეგ კი წვრილად დაჭ-
რილ ლიმონის ქერქთან ერთად ბოთლებში ჩამოსხმულ არაყს
ახანებდა. თითქმის მთელ ღამეებს მუშაობაში ატარებდა. ამ
საქმეს სამრეცხაოს მეპატრონისაგან ფარულად ეწეოდა, შე-
მოსულ თანხას კი აგროვებდა. ფულს დროდადრო გადაით-
ვლიდა ხოლმე და ისევ შეინახავდა. თან თავის თავზე მწარედ
ეცინებოდა – პეტერბურგში ზოგჯერ ერთ ღამეში ამაზე გაცი-
ლებით მეტს ხარჯავდა.
ამერიკაში წასვლაზე მეტად იმაზე ოცნებობდა, როგორ და-
ხარჯავდა ამ ფულსა და გადანახულ რუბლებს ერთ მშვენიერ
დღეს ისევ პეტერბურგში. ყირიმში ბოლშევიკების წინააღმდეგ
გაჩაღებული ბრძოლის ამბები ამ იმედს უნარჩუნებდა.
გენერალი პეტრე ნიკოლაევიჩ ვრანგელი, რომელიც აპრი-
ლის თვემდე სტამბოლში იმყოფებოდა, ყირიმში გამოიძახეს,
რათა დენიკინის ნაცვლად მოხალისეთა არმიას სათავეში ჩას-

341 მკითხველთა ლიგა


დგომოდა. აპრილის ბოლოს გენერალმა ვრანგელმა, რო-
მელმაც დაქსაქსული და დემორალიზებული თეთრი გვარდია
თავიდან ჩამოაყალიბა, ერთხანს ბოლშევიკები შეაკავა. ის კი
არა, ზოგან წითლებს უკანაც კი დაახევინა.
ჩვენი შეყვარებულები, რომელთაც ამასობაში რამდენიმე
რუსი ლტოლვილი გაიცნეს, მათ ესაუბრებოდნენ ხოლმე, პრე-
სას თვალს ადევნებდნენ და დიდი მღელვარებით ელოდნენ
რუსეთიდან თეთრი გვარდიის გამარჯვების ამბავს. ბოლო
დროს სულ იმაზე ლაპარაკობდნენ, უკან დაბრუნებულები რო-
გორ იცხოვრებდნენ. ძველებური, თუნდაც დანგრეული ცხოვ-
რების ხელახლა დაწყების აზრი აღაფრთოვანებდა.
– როგორც კი გემიდან ჩამოვალ, მამაჩემთან წავალ, – უთ-
ხრა სეიდმა, – ისე გამოვიქეცი, ვერ დავემშვიდობე, – შემდეგ
გაეღიმა და დაამატა, – იქნებ რთველსაც მივუსწროთ. მერე
შენ კისლოვოდსკში წაგიყვან. დედაშენსა და შენს და-ძმას
მოვძებნით.
– რა კარგი იქნება, – გაუღიმა ჩაფიქრებულმა შურამ და სე-
იდის მკლავქვეშ შეეფარა, – ყველანი ძალიან მენატრებიან.
იმის გაფიქრებაც კი არ უნდოდათ, რომ შესაძლოა, ახლობ-
ლები ვეღარ ენახათ, სახლები აღარ დახვედროდათ, ცუდი ამ-
ბები გაეგოთ და ისევ ყველაფერი თავზე დამხობოდათ. ახლა
მხოლოდ ოცნება სჭირდებოდათ. იმედი სჭირდებოდათ.
მაგრამ იმედები ყოველთვის არ მართლდება. პოლონეთ-
თან დადებულმა შეთანხმებამ ბოლშევიკების მთავრობას სამ-
ხრეთ რაიონებში უფრო დიდი სამხედრო ძალების გაგზავნის
შესაძლებლობა მისცა. უკანასკნელი მცდელობანიც უშედეგო
აღმოჩნდა. 1920 წლის 15 ნოემბერს სევასტოპოლი დაეცა.
თეთრგვარდიელებისა და ხოცვა-ჟლეტას გამოქცეული რუსე-
ბისათვის ხსნის ერთადერთ გზას შავი ზღვა წარმოადგენდა.
ისინი, ვინც თავიანთი საზარელი მომავალი დროულად გან-
ჭვრიტა, კარგა ხანია, ნაწილ-ნაწილ ყირიმიდან გამორბოდ-
ნენ.
ნოემბრის ბოლოს ბოსფორის სრუტეში რუსეთიდან გამოქ-
ცეული თეთრგვარდიელებით სავსე გემების ტევა აღარ იყო.

342 მკითხველთა ლიგა


ერთიმეორის მიყოლებით მოსულ გემებს ქანცგაცლილი სამ-
ხედროები, გენერლები, მეეტლეები, გრაფები, ბარონესები,
ბალერინები, მხატვრები, ექიმები, კახპები, ერთი სიტყვით,
ყველა ჯურის რუსები ჩამოჰყავდა.
ცოტა ხანში ეს ჭრელი საზოგადოება სტამბოლში, ბეიოღ-
ლუზე დამკვიდრდა.
სეიდისა და შურას იმედები ყირიმში დაბრუნების თაობაზე
იქიდან მოსულ ბოლო გემთან ერთად გაქრა. ახლა მათ ცხოვ-
რებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. დღე არ იყო, რომ ახლად ჩა-
მოსული თანამემამულე არ შეხვედროდათ. სოციალური და
კულტურული განსხვავების მიუხედავად, საერთო ბედისწერა
ამ ადამიანებს ერთმანეთისკენ იზიდავდა. ყოველი შეხვედრი-
სას მშობლიურ ადგილებსა და ნაცნობებს იხსენებდნენ და
წარსულ ცხოვრებაზე რამდენიმე სიტყვას მაინც ამბობდნენ
ხოლმე.
შურა რამდენიმე თვის წინ სამრეცხაოდან წამოვიდა და
თაქსიმზე, ერთ რუსულ აფთიაქში მოლარედ მუშაობა დაიწყო.
აფთიაქი „ზეზემსკი” ბეიოღლუზე რუსების თავშეყრის ადგი-
ლად იქცა. ახლად ჩამოსულები თავიანთი მეგობრების, მეუღ-
ლეების, შვილების მოსაკითხად აქ მოდიოდნენ. სამშობლო-
დან გამოქცეულები, რომელთაც ოჯახები დატოვეს, გემზე ას-
ვლისას შვილი თუ მეუღლე დაკარგეს – ყველა სახლებსა და
მისამართებს კითხულობდა. ლტოლვილებს შორის საშინელი
პანიკა და ალიაქოთი სუფევდა.
სეიდი და შურა თვლიდნენ, რომ იმ ათასობით ადამიანზე მე-
ტად გაუმართლათ, რომლებიც სამუშაოს საძებნელად კარდა-
კარ დადიოდნენ. ბეიოღლუს ახალი სტუმრები წოდებებისა და
წარმოშობისაგან დამოუკიდებლად და ანაზღაურების მიუხე-
დავად, ნებისმიერ სამუშაოზე თანახმანი იყვნენ. სეიდის ხელ-
შეწყობით სამრეცხაოშიც ორი რუსი გოგონა მიიღეს. ამბობ-
დნენ, რომ მამა გენერალი ჰყავდათ და მოსკოვში სწავლობ-
დნენ, თუმცა სეიდი ერთი შეხედვით მიხვდა, რომ განსწავლუ-
ლები და გამოცდილები მხოლოდ ბოზობაში იყვნენ. მიუხედა-
ვად ამისა, თავი ისე მოაჩვენა, ვითომ დაიჯერა. ამას გარდა,
გოგონები მოსიე კონსტანტინიდისსაც მოეწონა.

343 მკითხველთა ლიგა


ნელ-ნელა მათ ირგვლივ თანამემამულეების რაოდენობამ
იმატა. სეიდი თავის ერთ თანამებრძოლსაც კი შეხვდა. სახე-
ლად მანოლი ერქვა. გენერალ ვრანგელის მოხალისეთა არ-
მიაში იბრძოდა. ბედმა გაუღიმა და ნავსადგურიდან ბოლო
გემს გამოჰყვა. გემზე ბაქოელ ისკენდერ ბეიზადესთან დამე-
გობრებულა. ისქენდერი მაღალი, მოსული, ძალიან სიმპა-
თიური მამაკაცი იყო. მისი ოჯახი ბაქოში მიწის ნაკვეთებსა და
სხვა უძრავ ქონებას ფლობდა. ერთ ღამეს ალყაშემორტყმული
სახლიდან ძმასთან ერთად გამოქცეულა, მაგრამ გზაში ერ-
თმანეთი დაუკარგავთ. მანოლმაც უკვე რამდენიმე წელია,
არაფერი იცოდა ცოლ-შვილზე, რომლებიც ფრონტზე წას-
ვლის წინ კიევში დაეტოვებინა. იმ ღამეს სეიდმა ახალგაზრდე-
ბი სამრეცხაოს თავზე თავის ოთახში დაპატიჟა.
მიუხედავად იმისა, რომ სეიდისა და მანოლის გარდა, ერ-
თმანეთს არავინ იცნობდა, მალე დამეგობრდნენ. შურამ ვოლ-
კოვისგან მოტანილი კერძებით სუფრა გაშალა. არაყი რომ ჩა-
მოასხეს, სეიდი წამოდგა და სტუმრების სადღეგრძელო წარ-
მოთქვა:
– ვაშე ზდოროვიე!
მამაკაცებიც ფეხზე ადგნენ და იგივე გაიმეორეს. შურას ამ
სიტყვების წარმოთქმისას თვალზე ცრემლი მოადგა:
– ვაშე ზდოროვიე!
სასმელი გადაკრეს და ჭიქები ისევ შეივსეს. სუფრაზე ღვე-
ზელები, რუსული სალათა, შებოლილი თევზი და იხვი ჰქონ-
დათ. სტუმრებს ასეთი სუფრის გემო კარგა ხანია, დავიწყებო-
დათ. მადლიერებმა ჭიქები ამჯერად მასპინძლების სადღეგ-
რძელებლად ასწიეს. ამას მეფის, სტამბოლის, ისევ სტუმრები-
სა და მასპინძლების სადღეგრძელოები მოჰყვა, ბოთლი მალე
დაიცალა და მეორე გაიხსნა. მანოლმა და ისქენდერმა ბოლო
ორი წლის განმავლობაში რუსეთში განვითარებული მოვლე-
ნების გახსენება რომ დაიწყეს, დანა-ჩანგლის ხმები შეწყდა.
ყოველი მათგანი ყველაფერს თავიდან განიცდიდა. ყირიმის
ამბავმა სეიდს თავზარი დასცა, მიუხედავად იმისა, რომ კარგს
არაფერს ელოდა.

344 მკითხველთა ლიგა


– ჩვენ რომ უკან ვიხევდით, ყირიმი ცეცხლის ალში იყო გახ-
ვეული, სეიდ. წითლებმა იქ თავიანთი ბოღმა ბოლომდე ამო-
ანთხიეს. ღმერთი იყოს იმათი მფარველი, ვინც იქ დარჩა.
მანოლის ამ სიტყვებს დანარჩენებმა ამინო, უპასუხეს, შუ-
რამ პირჯვარი გადაიწერა და მზერა სეიდზე გადაიტანა. მანაც
სკამი თავისი შეყვარებულისაკენ მიაჩოჩა, ხელი მხარზე გა-
დაჰხვია და თავზე აკოცა. რომელი რჯულის მიხედვითაც უნდა
ელოცათ, მათი ლოცვები ერთმანეთს ჰგავდა. ქალმა ხელი
საყვარელ მამაკაცს მუხლზე დაადო, თითქოს ერთმანეთთან
მიახლოებითა და შეხებით შორს დარჩენილ ახლობლებს გან-
საცდელს ააშორებდნენ.
– კისლოვოდსკში რა ხდება? – იკითხა ჩაფიქრებულმა სე-
იდმა. ამას შურას სახელით კითხულობდა, რომელსაც ეს შე-
კითხვა კარგა ხანია, თავში უტრიალებდა, მაგრამ ხმის ამოღე-
ბას ვერ ბედავდა.
– იქაც იგივე ვითარებაა. ყირიმზე ადრე იქ გაბატონდნენ,
მამულები დაისაკუთრეს. არისტოკრატია და მდიდრები ან
დახვრიტეს, ან სადღაც გააქრეს. ოჯახები, ნათესაობა – ყვე-
ლანი მიმოიფანტნენ, სეიდ. ვერავინ ვერავის პოულობს. ძა-
ლიან ცოტაა ისეთი ოჯახი, რომელმაც ერთად გაქცევა მო-
ახერხა.
შურამ ხელი თვალებზე აიფარა და უხმოდ ატირდა. ერჩივ-
ნა, არ გაეგო ეს ამბები, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია,
ინტერესი კლავდა. აქამდე იმას მაინც ახერხებდა, რომ ცდი-
ლობდა, კარგზე ეფიქრა; ახლა კი, მას შემდეგ, რაც რეალური
ვითარება იცოდა, თავს ვეღარ მოიტყუებდა. სეიდის მიწოდე-
ბული ჭიქიდან ერთი მოყლუპა და თავი მხარზე დაადო. ძალი-
ან გაუმართლა, რომ ერთად იყვნენ. მანოლი რომ დადუმდა,
ლაპარაკი ისქენდერმა განაგრძო. გარეგნობასთან სრულიად
შეუსაბამო რბილი ტონი ჰქონდა:
– ბავშვები ცალკე მოუგროვებიათ. ალაჰმა უწყის, სად წაიყ-
ვანეს. ყირიმშიც იგივე მოხდა. ბავშვთა ბანაკებში მოუთავსე-
ბიათ. ეს ბავშვები რომ გაიგებენ, მშობლები როგორ დაუხვრი-

345 მკითხველთა ლიგა


ტეს, სახლები როგორ წაართვეს და გაუძარცვეს, ბეოლშევი-
კებს მათგან ხეირი დაადგებათ? ვინ იცის, ტვინებს როგორ გა-
მოურეცხავენ.
– ჩემი შვილი... ოთხი წლის იქნება, – წაილუღლუღა მა-
ნოლმა, მუშტით ცრემლი მოიწმინდა, არაყი გადაკრა და ჭიქა
ხელახლა შეივსო, – ვინ იცის...
სუფრაზე სიჩუმემ დაისადგურა. სიჩუმემ და ცრემლმა. სეიდ-
მა შურა კიდევ უფრო მაგრად ჩაიხუტა და აღიღინდა. ჭიქები
ასწიეს და ერთმანეთს თვალებში ჩახედეს. ნელ-ნელა ყველა
ამღერდა.
დათოვლილი სტეპების, დონელი კაზაკების სიმღერა ბეი-
ოღლუს ერთ-ერთ ქუჩაზე, ერთი სამრეცხაოს ზედა სართულზე
ღამეს ერეოდა; სუფრას შემომსხდარი ოთხი ახალგაზრდა თა-
ვიანთ დაკარგულ სამშობლოს დასტიორდა.
სუფრა გამთენიისას აიშალა. სეიდმა და შურამ სტუმრები
რომ გააცილეს და კარი მიხურეს, ანგარიშმიუცემლად ერთმა-
ნეთს გადაეხვივნენ. ერთხანს ასე გაუნძრევლად და მდუმარედ
იდგნენ. უხმოდ ამშვიდებდნენ ერთმანეთს იმ აუნაზღაურებე-
ლი დანაკლისის გამო, რაზეც იმ საღამოს ისაუბრეს და რასაც
იძულებით უნდა შეჰგუებოდნენ. რაღა უნდა ეთქვათ. ორივეს
უსიტყვოდაც ესმოდა ერთმანეთისა... ვერავითარი სიტყვა და
მზერა ახლა ამ სიახლოვის განცდაზე მეტად ვერ დაამშვიდებ-
და. ქალი ჯერაც ტიროდა. სეიდმა ცრემლი მოსწმინდა. შურამ
მას ხელზე აკოცა.
– მაპატიე, საყვარელო, თავს ვერ ვიკავებ.
– იტირე, ჩემო ლამაზო შურა, – უთხრა სეიდმა, თმაზე მი-
ეფერა და თავისკენ მიიზიდა, – იტირე, გულს მოგეშვება. ნეტავ
მეც შენსავით ტირილი შემეძლოს.
სეიდი არ ქვითინებდა, მაგრამ საყვარელი ქალის თმაში
ჩარგულ სახეზე ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. ასე ჩახუტე-
ბულებმა მიაშურეს საწოლს. ქუჩის ლამპიონის შუქში ამოვ-
ლებული მათი სხეულები ერთმანეთს გადაეჭდო. რამდენი რამ
დაკარგეს! ვეღარაფერს დაიბრუნებდნენ. ახლა წარსულთან
მათ მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული აკავშირებდა. სეიდმა

346 მკითხველთა ლიგა


შურას ცრემლით დანამული ლოყები, ყელი დაუკოცნა, მის ფა-
ფუკ თმაში თავი ჩარგო და მისი სურნელი შეისუნთქა. უნდო-
და, მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდით ჰყოლოდა,
მხარში ამოსდგომოდა და დაეცვა თავისი პატარა შეყვარებუ-
ლი, რომელთან ერთადაც რუსეთიდან გამოიქცა. თავადაც მა-
სავით სჭირდებოდა ალერსი, სიყვარული და გაგება. ამ ახალ-
გაზრდა ქალს კი, რომელიც ახლა მთელი თავისი მხურვალე
სხეულით ეკვროდა, მისი ყველაზე კარგად ესმოდა. შურა თმა-
ზე მიეფერა. ცალი ხელი – მხარზე, მეორე კი თავზე მოჰხვია
და მიიზიდა, პატარა ბავშვივით მკრედზე მიიწვინა. მის მკლა-
ვებში, მის ქალურ ალერსსა და მორჩილებაში სეიდი თავისი
მამაკაცურობის დასტურსა და იმავდროულად დედობრივ
ალერსს პოულობდა. საკინძე რომ შეუხსნა, ვნება მოეძალა;
ცრემლიან თვალებს რომ უკოცნიდა, სევდა მოერია; შურას ნა-
ტიფი თითების თმაზე შეხებამ სიმშვიდის განცდა მიანიჭა; ამ
გრძნობების ერთობლიობა კი სეიდს გონებას აკარგვინებდა.
ეს ქალი თავის თავში აერთიანებდა ყველა იმ გრძნობასა და
განცდას, რომელიც კი სეიდს ცხოვრებაში უნატრია. შურას
სიყვარულში გაერთიანებულიყო სეიდის ბავშვობა, ყმაწვილ-
კაცობა, მღელვარება, ჟინი და ნოსტალგია. ამგვარი ფიქრე-
ბით შეპყრობილმა შურას სხეული რომ დაუკოცნა, მისი ცრემ-
ლნარევი ყრუ ხმა მოესმა:
– სეიდ, საყვარელო... არ მიმატოვო... არასდროს არ მიმა-
ტოვო...
მისი სველი ტუჩები თავისი ტუჩების შეხებით დაადუმა. ისე
მაგრად ჩაიკრა გულში, ლამის მიიწება. შურა სეიდის კარგად
ნაცნობი სხეულის ჟინს გრძნობდა. იცოდა, რომ სეიდი მას ახ-
ლა უფსკრულის პირიდან მოიტაცებდა, ცაში აიყვანდა და
ღრუბლიდან ღრუბელზე გადაიყვანდა. თვალები დახუჭა და
არნახულ სიამოვნებას მიენდო. სეიდი წამით მოშორდა და წა-
მოდგა. ქალს კაბა გახადა, შემდეგ ჭიქა აიღო და დიდი ყლუპი
გააკეთა, შურას ბაგეებს დაეწაფა. სეიდის ტუჩებიდან გადმოღ-
ვრილ არაყს რომ ყლაპავდა, შურას სისხლი აუდუღდა. ერთმა-
ნეთს რომ კოცნიდნენ, თითქოს შინაგან ხანძარს იცხრობ-
დნენ.

347 მკითხველთა ლიგა


– ჩემო სიყვარულო, ჩემო ლამაზო... – უჩურჩულა სეიდმა.
დანარჩენი აღარც გაუგონია. თავბრუ ეხვეოდა, გული ამო-
ვარდნას ჰქონდა, სისხლი უდუღდა.
– ნურაფერს მეტყვი... მხოლოდ გიყვარდე...
ისევ სიყვარულით აღსავსე ღამე გაატარეს. სევდის, ცრემ-
ლისა და სიყვარულისგან დაღლილებს ერთმანეთის მკლავებ-
ში რომ ჩაეძინათ, ოთახში მზის პირველი სხივები შემოვიდა.

პირველი ბზარი

მოკავშირეები, რომელთაც სტამბოლი ჰქონდათ ოკუპირე-


ბული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ეომებოდნენ, მეფის
რუსეთიდან გამოქცეულ თეთრგვარდიელებს გაგებით ეკიდე-
ბოდნენ. მართალია, სტამბოლის პორტში შემოსულ გემებს
რამდენიმე დღისა და ზოგჯერ თვის განმავლობაში ამოწმებ-
დნენ. ეშინოდათ, რომ ლტოლვილებს შორის ჯაშუშებიც არ
ყოფილიყვნენ.
მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს სევასტოპოლი ბოლშევიკე-
ბის ხელში გადავიდა, ბარონი პეტრე ნიკოლაევიჩ ვრანგელიც
თავის 130 ათასიანი არმიით სტამბოლს შემოეხიზნა.
მათ სახეებზე, ვინც ნებართვა მიიღო და ხმელეთზე ჩამოს-
ვლა შეძლო, აშკარად იკითხებოდა გადატანილი სასოწარკვე-
თა, ძალადობა, შიში. ჯოჯოხეთურ ცეცხლში გახვეულ და სის-
ხლში ჩამხრჩვალ სამშობლოში დატოვებული ახლობლების,
სახლ-კარის, მიწების დარდს გულით ატარებდნენ და ჯერაც არ
სჯეროდათ, რომ ცოცხლები გადარჩნენ. სტამბოლს შეფარე-
ბული ლტოლვილი რუსებისათვის ცხოვრების ახალი ეტაპი
იწყებოდა, რომელიც სირთულის მიუხედავად, მათგან სიმტკი-
ცეს, გამძლეობასა და ბრძოლის უნარს მოითხოვდა. ეს ერ-
თგვარი ვალდებულება იყო ახლობლებისა და საკუთარი თა-
ვის წინაშე, რათა ოდესმე ისევ რუსეთში დაბრუნებულიყვნენ.

348 მკითხველთა ლიგა


მართალია, ამჟამად ეს მხოლოდ ფანტაზიას წარმოადგენდა,
მაგრამ ეს ფანტაზია იმისათვის სჭირდებოდათ, რომ ცხოვრე-
ბის გაგრძელება შეძლებოდათ. ისევე, როგორც სეიდსა და შუ-
რას... ამ „ოდესმეს” იმედით ბალიშში შენახულ რუბლებს
ხელს ისევ არ აკარებდნენ.
სამშობლოდან გადმოხვეწილმა ათასობით ლტოლვილმა
ახალგაზრდა წყვილს მარტოობა ოდნავ შეუმსუბუქა. ბეიოღ-
ლუზე უკვე თურქულის გარდა, სხვა ენებზე ხშირად რუსული
ისმოდა. თეფებაშისა და ფერას შორის რომ მოძრაობდნენ,
ყოველ ნაბიჯზე რუსები ხვდებოდათ.
დედაქალაქის ახალმა სტუმრებმა თავიანთი ჩაცმულობით,
იერითა და გართობის მანერით სრულიად განსხვავებული ატ-
მოსფერო შექმნეს. სტამბოლს თავისი ისტორიის მანძილზე
ამდენი არისტოკრატი არასდროს შეჰკედლებია. რუსები ქა-
ლაქის ევროპული სულის შემქმნელი ლევანტელებისა29 და
უცხოური მისიების წარმომადგენლებისაგან ძალიან გან-
სხვავდებოდნენ.
მოულოდნელად განვითარებულმა ამ მოვლენებმა ცხადია,
ახალგაზრდა წყვილის ცხოვრებაზეც იქონია გავლენა.
ცივი საღამო იდგა. ირგვლივ თოვლის სუნი ტრიალებდა.
ნოემბრის ბოლო იყო. შურა აფთიაქში თაროებს აწესრიგებ-
და. ეჟვნის ხმაზე კარისკენ მოტრიალდა. წამით სუნთქვა შეეკ-
რა. გაოცებისა და სიხარულისაგან თვალები გაუფართოვდა.
ხელიდან გავარდნილი ბოთლი ნამსხვრევებად იქცა. ყურად-
ღებაც არ მიუქცევია, მტვრის ტილო მოისროლა და კარისკენ
გაქანდა.
– ევგენი! ევგენი!
აფთიაქში შემოსული სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი
გენერალ ბოგაევსკის ვაჟი იყო. ერთმანეთს გადაეხვივნენ. შუ-
რა ვერ იჯერებდა, რომ თავისი დეიდაშვილი იპოვა. ხელი ჩაჰ-
კიდა და აფთიაქის სათავსოში ტახტისკენ წაიყვანა.
– დაჯექი, ევგენი, მოდი. ყველაფერი მიამბე.

29 ოსმალეთის იმპერიის ქრისტიანი მოსახლეობა

349 მკითხველთა ლიგა


თვითონ გვერდით მიუჯდა და პასუხის მოლოდინში აღელ-
ვებული მიაჩერდა. იმდენი შეკითხვა დააყარა, რომ ევგენი და-
იბნა.
– მოიცა, შურა, თუ დამაცდი, ყველაფერს გიამბობ.
– მითხარი, ევგენი, შენთან ერთად კიდევ ვინმე ჩამოვიდა?
ჩემებიც აქ არიან? დეიდა ნადიაც?
– ვწუხვარ, ძვირფასო, მაგრამ დედაშენი არ ჩამოსულა. მა-
მაჩემმა ძალიან სთხოვა, მაგრამ ვერ დაარწმუნა. კისლოვოდ-
სკში დარჩა.
– ვალენტინა?
შურას თავისი და მას შემდეგ არ ენახა, რაც ნოვოროსიის-
კში, გენერალ ბოაგევსკის მატარებლიდან გამოიპარა. ევგე-
ნის იმედიანი მზერა მიაპყრო.
– შურა, სიურპრიზს გიმზადებდით, მაგრამ ასე თუ ინერვი-
ულებ, ყველაფერს თავიდან გიამბობ, – ევგენიმ საათს დახე-
და, – სამუშაოს რომელზე ამთავრებ?
– დაახლოებით ათ წუთში შემიძლია აფთიაქი დავკეტო.
– მაშინ დამშვიდდი და ზედმეტ შეკითხვებს თავი დაანებე.
დაგელოდები და ერთად გავიდეთ.
– სად მივდივართ?
– შურა, გთხოვ, დამშვიდდი და სიურპრიზისათვის მოემზა-
დე.
შურა სასწრაფოდ იქაურობის მილაგებას შეუდგა, თან იმაზე
ფიქრობდა, ვის ნახავდა ცოტა ხანში. რამდენიმე წვრილმანი
საქმე მეორე დღისათვის მოიტოვა. ისე ღელავდა, ახლა მაინც
ვერაფერს გააკეთებდა.
შვიდი საათი რომ შესრულდა, აფთიაქი დაკეტა. ევგენის
ხელკავი გამოსდო. ლამის მიარბენინებდა. ერთი სული ჰქონ-
და, დანიშნულების ადგილას როდის მივიდოდნენ. ასე ეგონა,
თუ დაყოვნდებოდნენ, თავისიანებს ისევ დაკარგავდა.
თოვლი, რომელიც კარგა ხანია, ღრუბლებში იმალებოდა,
როგორც იქნა, წამოვიდა. შურამ ღრმად ჩაისუნთქა და თავი
უკან გადასწია. ცას შეჰყურებდა და მადლიერების ნიშნად ლო-
ცულობდა. ხელიხელჩაკიდებულმა ახალგაზრდებმა გეზი
თარლაბაშისაკენ აიღეს.

350 მკითხველთა ლიგა


სეიდსაც სასიხარულო ახალი ამბავი ჰქონდა თავისი შეყვა-
რებულისათვის. მოსიე კონსტანიდისს სამრეცხაოს გასხვისე-
ბა უნდოდა. სეიდს შესთავაზა, ცოტაოდენი დანაზოგი მაინც თუ
გაქვს, შევთანხმდებითო. თვითონ საბერძნეთში გამგზავრე-
ბას აპირებდა.
თანხა, რომელიც კონსტანიდისისათვის „ცოტაოდენი” იყო,
სეიდს სულ არ ეცოტავებოდა. ამდენი დანაზოგი არ ჰქონდა.
დილიდან ამ წინადადებაზე ფიქრობდა. არ იცოდა, საჭირო
თანხა როგორ ეშოვა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ერ-
თი კვირის შემდეგ უნდა ეცნობებინა. ბოლოს და ბოლოს, შე-
ეძლო რუბლებით გადაეხადა. სარფიანი საქმე იყო და სტამ-
ბოლში საცხოვრებლად აუცილებელი. დანახარჯს მოკლე ვა-
დაში ამოიღებდა. კარდაკარ წანწალის მაგივრად, მეპატრონე
გახდებოდა და ეს აზრი იმდენად ხიბლავდა, რომ, რადაც უნდა
დაჯდომოდა, საჭირო თანხა უნდა მოეგროვებინა.
გადაწყვეტილების მიღებამ კიდევ უფრო ააღელვა. შურას
სამსახურიდან დაბრუნებას ვერ დაელოდებოდა, ეს ამბავი ახ-
ლავე უნდა შეეტყობინებინა. საბუღალტრო დავთარი შეინახა
და უჯრები ჩაკეტა. სამრეცხაოდან გამოსულს მოახლოებული
თოვლის მომასწავებელი ცივი ჰაერი სახეში მათრახივით
მოხვდა. სეიდს გაეღიმა. სიცივე უყვარდა. თოვლიანი ჰაერი
ღრმად ჩაისუნთქა და თეფებაშიდან აღმართს აუყვა. შემდეგ
თაქსიმისკენ გაუხვია. წამით შედგა, საათს დახედა და ნაბიჯს
უკლო. სიჩქარეს აზრი არ ჰქონდა, შურა აფთიაქიდან შვიდზე
ადრე არ გამოდიოდა. ჯერ კიდევ თხუთმეტი წუთი დარჩენილი-
ყო. გვერდით კონკამ ჩაუარა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია,
რადგან ფეხით სიარული სიამოვნებდა. შემხვედრი მიმართუ-
ლებიდან ორი ქალბატონი მოდიოდა. „პარკ ოტელში” სართუ-
ლებზე და რესტორანში მომუშავე რუს ქალებს იცნობდა. ორი-
ვეს სასიამოვნო გარეგნობა და დახვეწილი მანერები ჰქონდა.
სეიდი მათაც იცნეს. სეიდი თავაზიანად მიესალმა და გაუღიმა,
მათაც ნაზად დაუკრეს თავი. სეიდმა გაოცებულმა გაიფიქრა,
რამდენი ხანია, მხოლოდ ერთ ქალს ვარ მიჯაჭვულიო.

351 მკითხველთა ლიგა


თაქსიმის მოედანზე რომ გავიდა, მოპირდაპირე მხარეს,
აფთიაქში, სინათლე ჩაქრა. ნაბიჯს აუჩქარა, შემდეგ სირბილ-
ზე გადავიდა. დაინახა, რომ შურა აფთიაქიდან გამოვიდა. ქუ-
ჩაზე მანქანის გავლას დაელოდა. გათოვდა. ქუდი გაისწორა
და პალტოს საყელო აიწია. ის იყო მოპირდაპირე მხარეს გა-
დასვლას აპირებდა, რომ ადგილზე გაშეშდა.
მამაკაცი, რომელიც შურას აფთიაქიდან გამოჰყვა, იდგა და
ელოდებოდა. შურამ აფთიაქი ჩაკეტა და მამაკაცს ხელკავი გა-
მოსდო. ეტყობოდათ, რომ ახლო ურთიერთობა აკავშირებ-
დათ და კარგ გუნებაზეც იყვნენ. ეჭვებით შეპყრობილი სეიდი
თვალებს არ უჯერებდა. შურამ გაიცინა და მამაკაცს მხარზე
თავი დაადო. სწორედ იმ ადგილას აპირებდნენ ქუჩის გადმოჭ-
რას, სადაც სეიდი იდგა. ეჭვიანობით შეპყრობილმა სეიდმა
აღარ იცოდა, რა ექნა. წამით იფიქრა, ფეხს არ მოვიცვლი და
აქ დავხვდებიო. მაგრამ ამით რას მიაღწევდა? საყვარელ ქალ-
საც დაამცირებდა და საკუთარ თავსაც. სიბნელით ისარგებლა
და ერთ-ერთ სადარბაზოს შეაფარა თავი. ცოტა ხანში შურამ
და უცნობმა მამაკაცმა ხელიხელჩაკიდებულებმა წინ ჩაუარეს.
ერთხანს უკან მიჰყვებოდა. ფერადან თარლაბაშისაკენ რომ
გაემართნენ, სეიდს ეჭვი აღარ ეპარებოდა – შურას ცხოვრება-
ში სხვა მამაკაცი არსებობდა.
სამყარო თითქოს თავზე დაემხო. შურამ უღალატა. ამას
ჯობდა, მიეტოვებინა. ყველა სამომავლო გეგმა უაზროდ ეჩვე-
ნა. ერთადერთი ქალი, რომელიც მასაც აცოცხლებდა და მის
მოგონებებსაც, სხვა მამაკაცთან ერთად იყო. სახლში დაბრუ-
ნებული რისხვამ შეიპყრო. საკუთარ თავზე, შურაზე, ბედისწე-
რაზე, ყველაფერზე ბრაზობდა. დამნაშავეს ეძებდა. დამნაშა-
ვეს, რომლის დასჯას შეძლებდა. დათოვლილ ქუჩებში მიაბი-
ჯებდა და ფიქრობდა, მაგრამ ბედისწერის გარდა, დამნაშავეს
ვერ მიაგნო. წამით შედგა, არ იცოდა, სად წასულიყო. ბოლოს
სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. არავისთან შეხვედრისა და
ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. მარტო დარჩენა უნდოდა.
სამრეცხაოს კართან მეუთოე გოგონებს შეხვდა. გოგონებმა
კეკლუცად ღამე მშვიდობისა უსურვეს და სიცილ-კისკისით წა-

352 მკითხველთა ლიგა


ვიდნენ. სეიდი სახლში შევიდა. პალტო და ქუდი მეგარდერო-
ბეს ჩააბარა და ის იყო, მაღლა ასვლას აპირებდა, რომ სამ-
რეცხაოს სათავსოში სინათლე დაინახა. იქით გაემართა. იგ-
რძნო, რომ მარტო არ იყო. მრეცხავი გოგონა, რუსი მარუშკა,
ხელში პალტოთი წასასვლელად ემზადებოდა. სეიდის დანახ-
ვაზე მარჯვენა ხელი მკერდზე იტაცა და შეხტა.
– ოჰ, სეიდ ემინოვ, გული გამიხეთქეთ! – მისი არეული გა-
მომეტყველება რომ შეამჩნია, გულწრფელი ინტერესით ჰკით-
ხა: – რა გჭირთ, ემინოვ? ცუდად ხართ?
სეიდმა იფიქრა, ამ პატარა კახპაზე დროს ვერ დავკარგავო
და ისევ კიბისკენ გაბრუნდა. ერთი სული ჰქონდა, ოთახში თა-
ვის ფიქრებთან მარტო დარჩენილიყო.
– თავისუფალი ხარ, მარუშკა, გმადლობ.
– იქნებ რამით დაგეხმაროთ? – ქალი არ ნებდებოდა და
უკან მისდევდა. ისეთი ტონი ჰქონდა, თითქოს დახმარებას კი
არა, ლოგინს სთავაზობდა. ეს ტონიცა და დამშვიდების ხერხე-
ბიც სეიდისათვის კარგად ნაცნობი იყო. პეტროგრადის საუკე-
თესო კახპებიცა და ბოშური მუსიკის თანხლებით ცეცხლოვანი
ცეკვების შემსრულებელი შავთვალა ბოშა ქალებიც ერთი და
იმავე შეკითხვით იწყებდნენ.
მოტრიალდა და კიბის ძირში დარჩენილი ქალი შეათვალი-
ერა. მის სილამაზეს დახვეწილი არ ეთქმოდა; სექსის სუნი ას-
დიოდა; ასეთ ქალთან ერთად ქუჩაში გავლა არცერთ მამაკაცს
არ მოუნდებოდა, მაგრამ ერთი ღამის ურთიერთობისათვის
ხელიდან გასაშვები ქალი ნამდვილად არ იყო.
რატომაც არაო, გაიფიქრა სეიდმა. განა შურას სხვა მამაკა-
ცი არ ჰყავდა? ამის გამო განა ახლა მარტო არ იყო? რისხვისა
და ზიზღის დასაძლევად ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნე-
ბოდა. საბოლოოდ დასარწმუნებლად მარუშკას თვალებში ჩა-
ხედა. არა, არაფერი ეშლებოდა, ქალი მის ნიშანს ელოდებო-
და. ხელი გაუწოდა. მარუშკამ პალტო და ჩანთა იქვე დატოვა
და მის შეთავაზებას აჰყვა. სახეზე ისეთი ღიმილი დასთამაშებ-
და, თითქოს პირობას აძლევდა, არ ინანებო.
სეიდს არ ესმოდა, რატომ შეჰყავდა საძინებელში ქალი,
რომელიც აგერ უკვე თითქმის ერთი წელია, თვალწინ ჰყავდა,

353 მკითხველთა ლიგა


მაგრამ აქამდე მასში არავითარი ინტერესი არ აღუძრავს. ამ
ქალის მიმართ იმდენად გულგრილი იყო, რომ მისი წასვლა
წამითაც კი არ დაწყვეტდა გულს. თუმცა მარუშკა არსად წას-
ვლას არ აპირებდა. პირიქით, ერთი სული ჰქონდა, როდის
დაწვებოდნენ. თან იხდიდა და თან ლაპარაკობდა:
– იცი, ემინოვ, ალექსანდრა ვერჟენსკაიასთან ერთად აქე-
დან რომ გამოდიხარ ხოლმე, ყოველ ჯერზე ვოცნებობ, მის ად-
გილას მე ვიყო. როგორც იქნა, მეღირსა. ნახავ, როგორ სი-
ამოვნებას მოგანიჭებ.
სეიდი ამაში დარწმუნებული სულაც არ იყო. საშინლად არ
ესიამოვნა, მარუშკამ შენობით რომ მიმართა და ერთდაერთი
საყვარელი ქალი უხსენა. გულგრილი გამომეტყველებით
ტუმბიდან არყის ბოთლი აიღო, გახსნა, დაისხა, გადაკრა,
ტრიუმოს დაეყრდნო და სარკეში ქალს შეხედა. მარუშკა ისე
სწრაფად იხდიდა, თითქოს ფასიანი კლიენტის დაყოვნება არ
უნდოდა. მორიდების ნატამალი არ ეტყობოდა. ჯერ კაბა გა-
იხადა, შემდეგ – შიგნითა ქვედატანი, მერე ბლუზის ღილების
შეხსნას მოჰყვა. სეიდმა იფიქრა, ამ ტიპის ქალები უკუღმა იხ-
დიან, ალბათ ჰგონიათ, რომ ამით მამაკაცებზე მეტ შთაბეჭდი-
ლებას ახდენენო. მარუშკამ სასთუმალთან ლამპა აანთო და
ერთხანს სეიდის რეაქციას ელოდებოდა. შემდეგ ნელი ნაბი-
ჯით მიუახლოვდა. ტანსაცმლიდან მხოლოდ ნახევრად გახსნი-
ლი ბლუზა დაეტოვებინა, რომლიდანაც სავსე ძუძუები უჩანდა.
სეიდი მას კვლავინდებურად სარკეში შესცქეროდა და არავი-
თარ სურვილს არ გრძნობდა. გაუნძრევლად იდგა. ქალს ამის
გამო არავითარი უხერხულობა არ დასტყობია, ხელები კისერ-
ზე მოჰხვია და ღილების შეხსნა დაუწყო. თან ყურში რაღაცას
ეჩურჩულებოდა და კისერში კოცნიდა. სეიდი შეკრთა და თავი
გადააქნია. კოცნას თავი აარიდა. მაგრამ მარუშკას სიყვარუ-
ლი არ აინტერესებდა, მას მხოლოდ სასურველ მამაკაცთან
დაწოლა უნდოდა. ამიტომ არავითარ წინააღმდეგობას არ
ეპუებოდა. ამჯერად სეიდს წელზე მოეხვია და ძუძუები ზურგზე
მიაყრდნო. შიშველი, მსუქანი ცალი ბარძაყით სეიდს ფეხებზე
შემოეჭდო. ხელები პერანგის ქვეშ შეუცურა.

354 მკითხველთა ლიგა


თავზარდაცემული სეიდი ხვდებოდა, რომ ქალის მცდელო-
ბას შედეგი არ მოჰყოლია – ოდნავი სურვილიც კი არ დაუფ-
ლებია. თვალებით იმ ქალს ეძებდა, რომელთანაც ყველაზე
მძიმე დროს, გაჭირვებასა და მარტოობაში ამ ოთახსა და სა-
წოლს იყოფდა. ახლა აქ მისი ლამაზი პატარა შურა უნდა ყო-
ფილიყო. მისი სიყვარული და ცრემლები ენატრებოდა. ასე
რატომ მოექცა? რატომ?
შურა და მისი ალერსი რომ მოაგონდა, მიხვდა, ის როგორ
უნდოდა და როგორ სჭირდებოდა. მაგრამ ის ახლა სხვა მამა-
კაცთან ერთად სულ სხვაგან იყო.
განა ეს იმის უფლებას არ მაძლევს, რომ მეც ის გავაკეთო,
რაც მინდაო, გაიფიქრა სეიდმა. მართალია, მარუშკა არ უნ-
დოდა, მაგრამ ამწუთას მას სიყვარულს ეს ქალი სთავაზობდა.
თუ შურა ღალატობდა, მასაც შეეძლო ამ საწოლში სხვა ქალ-
თან ერთად დაწოლილიყო. მოულოდნელად მობრუნდა და
ქალს მოეხვია. მარუშკამ ამგვარი რეაქცია თავის დამსახურე-
ბად ჩათვალა და კმაყოფილმა გაიღიმა. მაგრამ საწოლში აღ-
მოჩენილი მიხვდა, რომ ზემოდან მოქცეული სეიდის სახე სულ
სხვა რამეზე მეტყველებდა. სეიდი საყვარელ ქალზე ფიქრობ-
და, მასთან გატარებულ სასიყვარულო სცენებს იხსენებდა, მა-
რუშკა კი მხოლოდ ამის განსახორციელებლად საჭირო ინ-
სტრუმენტი იყო.
ამ უცხო ქალის სხეულიდან ტყუილად ელოდა იმ ნეტარე-
ბას, რომელსაც მიჩვეული იყო. მისი სული სეიდს სასიამოვნო
გარემოს ვერ უქმნიდა. მხოლოდ მას შემდეგ აღეგზნო, რაც შუ-
რა წარმოიდგინა. ყველაფერი დაკარგა, რაც კი უყვარდა: სამ-
შობლო, ოჯახი, მეგობრები და ბოლოს, უკანასკნელი საყრდე-
ნი და ერთადერთი სიყვარული. რატომ? რატომ? უსიყვარულო
სექსულაური აქტის ზღურბლზე თავი მარუშკას კისერში ჩარგო
და ჩაიჩურჩულა, შურა, ჩემო პატარა სიყვარულოო.
ქალს ისე სწრაფად მოშორდა, თითქოს ბოლო ორი საათის
განმავლობაში განცდილი უსიამოვნების მიზეზი ის ყოფილი-
ყო. საწოლში წამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა, შემდეგ წამოწვა
და ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო. საკუთარ თავზე ბრაზობდა.

355 მკითხველთა ლიგა


ტყუილად წავიდა ამ სრულიად უაზრო, ზედმეტ ურთიერთობა-
ზე.
გამთენიისას გაღვიძებული მარუშკა საბოლოოდ მიხვდა,
რომ ამ კაცს ის საერთოდ არ აინტერესებდა. ადგა და ჩაცმა
დაიწყო. სარკეში ჩაიხედა, თმა გაისწორა და კარისკენ გა-
ემართა. არაფრის თქმას არ აპირებდა, მაგრამ ბოლო წუთს
ვერ მოითმინა და სეიდს მიმართა:
– შენ შეყვარებული ხარ, ემინოვ. მწარედ შეყვარებული.
სეიდს მთელი ღამე არ უძინია. ვინ იცის, მერამდენე სიგა-
რეტს ეწეოდა და ფანჯრის მიღმა მოფარფატე ფანტელებს გას-
ცქეროდა. თითქოს სადღაც ძალიან შორს იყო.
– არა უშავს, – უთხრა მარუშკამ გულგრილად, მხრები აი-
ჩეჩა და კარი მიიხურა.
სეიდმა გაიგონა, როგორ აკაკუნდა კიბეზე მისი ქუსლები.
მოუთმენლად ელოდა კარის მიჯახუნების ხმას. ერთი სული
ჰქონდა, ის ქალი აქაურობას გასცლოდა. იქნებ მაშინ მოეხერ-
ხებინა ამ ამბის დავიწყება. მაგრამ ჰოლიდან ქალების ლაპა-
რაკის ხმა მოესმა. ფიქრებიდან გამოერკვა და ფეხზე წამოხტა.
რომელიმე თანამშრომელი ვერ იქნებოდა, ჯერ ძალიან ადრე
იყო.
შურამ, სეიდი რომ არ გაეღვიძებინა, კარი უხმოდ გააღო.
სამრეცხაოს შესასვლელში ბნელოდა. კედელ-კედელ მოძრა-
ობდა. ხელით კიბის მოაჯირი მოძებნა. ფეხი რაღაცას წამოჰ-
კრა და კინაღამ დაეცა. დაიხარა. თვალი სიბნელეს შეჩვეოდა.
იატაკიდან საფულე რომ აიღო, გაოცებული კიბის თავში ოთა-
ხის კარს მიაშტერდა. ისევ დაიხარა და ამჯერად იატაკიდან
პალტო აიღო. ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ სეიდი ქალთან ერ-
თად იყო. თანაც ისეთ ქარაფშუტა ქალთან ერთად, რომელიც
სეიდთან დაწოლას ისე ჩქარობდა, რომ ტანისამოსი ძირს და-
ყარა.
თვალზე ცრემლი მოადგა, ყელში ბურთი გაეჩხირა. არ იცო-
და, რა ექნა. ზემოთ ასულიყო და ქალისთვის ტანისამოსი სა-
ხეში ეთხლიშა? ამით რას გამოასწორებდა? მხოლოდ თავს
დაიმცირებდა და საყვარელ მამაკაცს შეურაცხყოფას მიაყე-
ნებდა. მით უმეტეს, თუ სეიდმა მისი პირველივე არყოფნით

356 მკითხველთა ლიგა


ისარგებლა და სახლში ქალი მოიყვანა, ე.ი. სეიდის ცხოვრე-
ბაში შურას ადგილი აღარ იყო. ასე როგორ მოექცა? როგორ?
ერთად გადატანილი ამდენი უბედურების შემდეგ ეს დაიმსახუ-
რა?
სანამ კიბესთან დამბლადაცემულივით იდგა და თავის თავს
ებრძოდა, კარი გაიღო. კიბის უჯრედის ფანჯრიდან თოვლის-
ფერი დილის პირველი მკრთალი სხივები შემოვიდა. ოთახი-
დან გამოსული ქალის დანახვაზე, რომელიც ნაჩქარევად სა-
კინძეს იკრავდა, შურას კვნესა აღმოხდა. იცნო. სწორედ ამ
დროს მარუშკამაც დაინახა, ხელები უნებლიეთ მკერდზე აიფა-
რა და კიბეზე გაშეშდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ისე
ლუღლუღებდა, თვითონაც ვერ მიხვდა, რა თქვა. შურას ხელი-
დან საფულე გამოსტაცა და გარეთ გავარდა. შურამ მასზე გაბ-
რაზებაც კი ვერ მოასწრო, ისეთი საცოდავი და პრიმიტიული
იყო. უნდოდა, ზევით ასულიყო და სეიდისთვის ეკითხა, რა
ხდებოდა. იქნებ ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ე.ი. იმ კა-
ცის ცხოვრებაში, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, ერთადერ-
თი ქალი არ იყო. მიატოვეს, უღალატეს, მარტოდმარტო დარ-
ჩა. ცრემლებს ვეღარ იკავებდა. სამყარო თავზე ჩამოენგრა.
ტირილით გარეთ გავარდა.
კარის ჯახუნის გაგონებაზე სეიდი ფანჯარას ეცა. რადგან კა-
რი ასე გაიჯახუნა და წავიდა, ეტყობა მარუშკა სამრეცხაოში
დაბრუნებას არ აპირებდა. მაგრამ ქალი, რომელიც ფანჯრი-
დან დაინახა, წეღან მისი საწოლიდან ამდგარი მსუბუქი ყო-
ფაქცევის ქალი არ გახლდათ – დათოვლილ ქუჩაში თავგუდ-
მოგლეჯილი შურა გარბოდა. სეიდს კინაღამ ტვინში სისხლი
ჩაექცა. ფანჯარა გააღო და ლამის გარეთ გადავარდა:
– შურა! შურა! შურა!
ქალი წამით შედგა და უკან მობრუნდა, მაგრამ აქ ვერავი-
თარი ძალა ვეღარ დააკავებდა. ატირებულმა სირბილი განაგ-
რძო.
სეიდი სირცხვილის, სინანულისა და სინდისის ქენჯნის გან-
ცდამ შეიპყრო. შარვალი ჩაიცვა. პერანგს რომ იკრავდა, თან
კიბე ჩაირბინა. შურა უნდა გაეჩერებინა. მის გარეშე ვერ გაძ-

357 მკითხველთა ლიგა


ლებდა. რაც მოხდა, მოხდა. შურა უნდა შეეჩერებინა და გულ-
ში ჩაეკრა. გარეთ ისე გავარდა, კარიც არ მიუხურავს. კუთხის-
კენ გაიქცა. შურას სილუეტი შორიახლოს მოჩანდა, ადვილად
დაეწეოდა. მაგრამ გზაჯვარედინთან რომ მიირბინა, შურამ დი-
ლის პირველ კონკაში აასწრო, რომელიც თაქსიმისკენ მი-
ემართებოდა. სეიდს მუშტად შეკრული ხელები უსუსურად და-
ეკიდა. წავიდა. გრძნობდა, რომ სამუდამოდ წავიდა. მათი და-
მაკავშირებელი სათუთი გრძნობა პატარა იარასაც კი ვერ შე-
ეგუებოდა. ნოემბრის ამ თოვლიან დილას კი ორივენი ნაიარე-
ბი იყვნენ.
შურა ტრამვაიში სახით პროსპექტისკენ იდგა და უხმოდ ტი-
როდა. ახლა რა იქნებოდა? საშინელ სიცარიელეს გრძნობდა.
რა უცნაური იყო, ოჯახის წევრები იპოვა, მაგრამ ამას მნიშვნე-
ლობა აღარ ჰქონდა, რადგან სეიდი დაკარგა. მიუხედავად
იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრე იყო, აფთიაქში წავიდა. კარები
ჩაკეტა და ვიტრინასთან სავარძელში ჩაეშვა. მარტო ყოფნა
უნდოდა.
დილის შვიდის ნახევარი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბნელოდა.
გაუთავებლად თოვდა. თაქსიმის მოედანიცა და სახლების სა-
ხურავებიც გადათეთრებული იყო. თითქოს ყველგან სიცივე
და სიცარიელე გამეფებულიყო. ტიულის ფარდას ამოფარებუ-
ლი შურა კვლავ უხმოდ ტიროდა. უცებ ცრემლი მოიწმინდა,
გული აუფანცქალდა. უკან დადევნებია. სეიდი მოპირდაპირე
მხარეს იდგა და ქუჩაზე გადმოსვლას ლამობდა. მისკენ მოდი-
ოდა. ახლა ერთმანეთს შეხვდებიან, გულში ჩაიკრავენ, ყვე-
ლაფერს უამბობენ და თავიდან დაიწყებენ. სავარძლიდან წა-
მოხტა და კარსუკან გაიტრუნა. სეიდი ზარის დარეკვასაც ვერ
მოასწრებდა, კარს გაუღებდა და მის გაშლილ მკლავებში აღ-
მოჩნდებოდა.
სეიდი ტროტუარზე იდგა და აფთიაქის ფანჯრებს შესცქერო-
და. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ შურა იქ იმყოფებოდა. ალბათ
დაინახა კიდეც. რომ ნდომოდა, დიდი ხანია, გარეთ გამოვი-
დოდა. იქნებ სამრეცხაოში იმის სათქმელად მოვიდა, რომ ერ-
თმანეთს უნდა დასცილებოდნენ. მის ხმას გაიგონებდა და უკან
რომ დაედევნა, იმასაც დაინახავდა. განა შურა არ იყო, წუხელ

358 მკითხველთა ლიგა


უცხო მამაკაცთან ერთად აქედან ხელიხელჩაკიდებული რომ
გამოვიდა?
უცებ საშინლად ინანა, აქ რომ მოვიდა და უკან გაბრუნდა.
შურამ ხმა რომ ვეღარ გაიგონა, კარი გააღო. სეიდი ჩქარი
ნაბიჯით უკან ბრუნდებოდა. წამით ხელი გაიწვდინა, თითქოს
სეიდი მის ამ მოძრაობას დაინახვადა და შეჩერდებოდა.
– სეიდ... – აღმოხდა აქვითინებულს.

ბედის გამოცდა

ახალმა დღემ შურასა და სეიდს ტანჯვით აღსავსე საათები


მოუტანა. ერთმანეთზე გულნატკენები იყვნენ და იმავდრო-
ულად, ერთმანეთი ძალიან ენატრებოდათ.
სეიდს იმ საღამოს უნდოდა, ყველაფრის მიუხედავად, შუ-
რას სამუშაო დღის ბოლოს დახვედროდა და დალაპარაკებო-
და. შურას თავისი პირით უნდა ეთქვა, რომ სხვა უყვარდა. სე-
იდი საშინლად გაღიზიანებული იყო. იმ დღეს ახლოს ვერავინ
გაეკარა. ერთადერთი დადებითი მომენტი ის იყო, რომ მარუშ-
კა არ მივიდა სამრეცხაოში. იმ ქალის დანახვა, რომელიც
ცხოვრების არევაში „დაეხმარა,” ნამდვილად არ უნდოდა.
შურა კი მთელ დღეს სალაროს აპარატთან შეცდომას შეც-
დომაზე უშვებდა. ლაბორატორიულ განყოფილებაში ორი თუ
სამი ბოთლი გატეხა. თვალები ტირილისგან ჩასისხლიანებო-
და; დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა. ამ დროს კი დღევან-
დელი დღე ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი ცხოვრების
უბედნიერესი დღე უნდა ყოფილიყო. წინა საღამოს, დეიდაშ-
ვილმა ევგენიმ ის თარლაბაშიში, N143 სახლში რომ მიიყვანა,
შურას იქ თავისი ნათესავები დაუხვდნენ, რომლებიც დიდი ხა-
ნია, სამუდამოდ დაკარგულები ეგონა. უფროსი და, ვალენტი-
ნა, გენერალი ბოგაევსკი, დეიდა ნადია, ევგენის ძმა, ბორისი

359 მკითხველთა ლიგა


– ყველანი იქ იმყოფებოდნენ. შურას სიცილითა და ცრემლე-
ბით შეეგებნენ. ვახშამზე, რომელიც რამდენიმე საათს გაგ-
რძელდა, დაკარგული წლების ანაზღაურებას ეცადნენ. შურა
თითქოს სასწაულის თანამონაწილე გამხდარიყო.
ეს მართლაც უდიდესი სასწაული იყო. განა ადამიანები ათა-
სი უბედურების შემდეგ მომხდარ დადებით მოვლენებს სასწა-
ულს არ ვეძახით? აი, ისინიც ბედისწერას უსიტყვოდ შეურიგ-
დნენ: ოჯახების დაშლა, სახლების გადაწვა, რუსეთში დარჩე-
ნილი ახლობლების სასტიკი მკვლელობები, სამშობლოს და-
კარგვა, სიცარიელე. ამიტომ, რა თქმა უნდა, სასწაულად აღიქ-
ვამდნენ იმ ფაქტს, რომ თუნდაც რამდენიმე ახლობელი იპო-
ვეს.
ყირიმიდან ზღვით გამოქცეული ლტოლვილი რუსების რა-
ოდენობა მხოლოდ სტამბოლში ორას ათასს აღწევდა. საკმა-
ოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი ასევე გელიბოლუში30 , კუნძულ
ლემნოსსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დასახლდა.
ასეთ არეულობასა და დაქსაქსულობაში მართლაც სასწაული
იყო, შურამ ნათესავებს რომ მიაგნო. სინამდვილეში მათ მიაგ-
ნეს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. მეტიც, იგივე ბე-
დისწერამ ეს შეხვედრა არ შეარგო. სამაგიეროდ სეიდი და-
კარგა.
ოჯახისთვის არ უთქვამს, რომ მამაკაცთან ერთად ცხოვ-
რობდა. გადაწყვიტა მათთვის გული არ ეტკინა. ამიტომაც არ
დაბრუნდა იმ ღამეს სახლში. სეიდისთვის ყველაფრის ახსნას
დილით აპირებდა. რომ სცოდნოდა, რა დახვდებოდა, საერ-
თოდ არ მივიდოდა. თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა და მა-
ინც სწამდა, რომ ყველაფერი უნდა გარკვეულიყო. თუ სეიდს
მასთან ურთიერთობა მობეზრდა, ეს პირდაპირ უნდა ეთქვა.
საკუთარ თავთან ხანგრძლივი კამათის შემდეგ გადაწყვიტა,
სამუშაო დღის ბოლოს სამრეცხაოში მისულიყო და სეიდს და-
ლაპარაკებოდა.
ადამიანს იშვიათად ძალუძს საკუთარი ცხოვრების მართვა.
თუმცა, საკუთარ შეცდომებს მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როცა

30ქალაქი თურქეთის ევროპულ ნაწილში.

360 მკითხველთა ლიგა


ბედისწერასთან დამარცხდება და არაფრის შეცვლა აღარ შე-
უძლია.
ორივემ თავთავისი გეგმა კი დააწყო საღამოსთვის, მაგრამ
ბედისწერა ეტყობა სხვა განსაცდელს უმზადებდა.
დაახლოებით შვიდის ნახევარზე, როცა შურამ აფთიაქში შე-
მოსული თავისი დეიდაშვილები, ევგენი და ბორისი დაინახა,
მიხვდა, რომ მათ ვერ მიატოვებდა და სეიდთან ვერ წავიდოდა,
თუმცა მათი თავიდან მოცილება მაინც სცადა.
– ევგენი, ბორის, რა კარგია, რომ მოხვედით.
– შენ წასაყვანად მოვედით, შურა, – უთხრეს გახარებულმა
დეიდაშვილებმა და შურა გადაკოცნეს, – ნაძვის ხის საყიდ-
ლად მივდივართ. ვიფიქრეთ, შენც წამოგვყვებოდი.
– მე ჯერ ვერ წამოვალ, – უთხრა შურამ და ვითომ ამით
გულდაწყვეტილმა საათს შეხედა, – თქვენ წადით. საღამოს
სახლში შევხვდებით.
აფთიაქარმა მათი ლაპარაკი გაიგონა. არც ის გამოჰპარ-
ვია, როგორი დათრგუნვილი და დაღლილი სახე ჰქონდა ქა-
ლიშვილს მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ გადაწყვიტა,
დროზე ადრე გაეშვა.
– შეგიძლიათ, თქვენს მეგობრებს გაჰყვეთ, ალექსანდრა
ვერჟენსკაია. აქაურობას მე მივხედავ. წადით, წადით, რაღას
უდგახართ? – შემდეგ ეშმაკურად თვალი ჩაუკრა, – ეჰ, ახალ-
გაზრდობავ!
შურამ იფიქრა, მეპატრონეს ჰგონია, მამაკაცებთან ერთად
სასეირნოდ მივდივარო და გადაწყვიტა, ისინი ერთმანეთი-
სათვის გაეცნო.
– ბატონო ზეზემსკი, ესენი ჩემი დეიდაშვილები არიან, ევგე-
ნი ბოგაევსკი და ბორის ბოგაევსკი. ერთმანეთი ამდენი წლის
შემდეგ გუშინ ვიპოვეთ, წარმოგიდგენიათ?
– არა, ვერ წარმომიდგენია, – უთხრა ღიმილით წარბებაწ-
კეპილმა ზეზემსკიმ, – მით უმეტეს, საუკეთესო მიზეზია ადრე
წასასვლელად.
შურამ გადაწყვიტა, სეიდთან დალაპარაკება მეორე დღი-
სათვის გადაედო, პალტო ჩაიცვა და ახალგაზრდებთან ერთად
აფთიაქიდან გამოვიდა.

361 მკითხველთა ლიგა


ოცი წუთის შემდეგ აფთიაქში მისულ სეიდს იქ ორი ლევან-
ტენი მუშტრისა და შეგირდის გარდა, არავინ დახვდა. დაელო-
და, სანამ კლიენტები ვაჭრობას მოამთავრებდნენ. ახალგაზ-
რდა შეგირდმა ანგარიშის გასწორებისას ცხვირზე ჩამოვარ-
დნილი სათვალე შეისწორა და უაზრო მზერა სეიდს მიაპყრო.
– გისმენთ, რა გნებავთ?
– ქალბატონ ალექსანდრა ვერჟენსკაიას ვეძებ. დღეს არ
მოსულა?
– როგორ არა. ცოტა ხნის წინ წავიდა.
– ხომ არ იცით, სად წავიდა?
შეგირდმა მარჯვენა ხელი თეთრი წინსაფრის საყელოს ქვეშ
შეიყო, კისერი მოიფხანა და უარის ნიშნად მხრები აიჩეჩა. სე-
იდი შეგირდის ამდენმა პრანჭვამ გააღიზიანა, თუმცა მადლო-
ბა გადაუხადა და ის იყო, გასვლას აპირებდა, რომ შეგირდმა
უცებ ამოღერღა:
– ორ ახალგაზრდა ბატონთან ერთად წავიდა, მაგრამ –
სად, არ ვიცი. რუსული არ მესმის.
სეიდმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და აქ მოს-
ვლისთვის გულში საკუთარი თავი დაწყევლა. იმის გამოც ბრა-
ზობდა, დილით შურას რომ დაედევნა. მარუშკასთან ურთიერ-
თობით რომ ვერ ისიამვონა, ეს ხომ საერთოდ აგიჟებდა. შურა
მის ცხოვრებაში აღარ არსებობდა. ამას უნდა შერიგებოდა.
თუმცა ეს ადვილი სულაც არ იყო. შურას ამოშლა ხომ საკუთა-
რი ცხოვრების წაშლასაც ნიშნავდა. ის წამი გაახსენდა, როცა
ალუშტიდან გამოქცეულმა შურა ნავში იპოვა. ღმერთო, ეს
ხომ სასწაული იყო. რამხელა სიყვარული შეერთდა, რამოდე-
ნა დარდი გაქარვდა. 17 წლის ქალიშვილმა საყვარელი მამა-
კაცის გამო როგორ გარისკა, რა საშინელ ავანტიურაში გა-
ერია. ახლა სად გაქრა ეს სიყვარული? მის შეყვარებულს რა
დაემართა? ეს შეკითხვები სეიდს დილამდე აწვალებდა.
შურა ცდილობდა, ახლად ნაპოვნი ოჯახის წევრების თან-
დასწრებით არაფერი შეემჩნია. დასაძინებლად რომ დაწვნენ,
საბანი თავზე წაიფარა და უხმოდ ატირდა. დროის უკან დაბრუ-
ნებასა და ბევრი რამის შეცვლას ნატრობდა. ისევ უნდოდა იმ
ღამის განცდა, სეიდს მოსკოვში რომ შეხვდა და დიდ თეატრში

362 მკითხველთა ლიგა


ხელი მის ხელს მიანდო. შემდეგ ტყეში, ტატიანას სახლში გა-
ტარებული პირველი ღამე გაიხსენა. გრძნობდა, როგორ გაუშ-
რა ტუჩები და როგორი ცეცხლი მოედო სხეულს. განა ამას
წარმოიდგენდნენ, რომ ნოვოროსიისკში, ქარვასლაში ერ-
თმანეთს შეხვდებოდნენ? ძალიან უნდოდა, რომ ყველაფერი
ხელახლა განეცადა. ერთადერთი, რის დავიწყებასაც ნატრობ-
და, წუხანდელი ღამე იყო. მაგრამ დანარჩენი მოგონებების
მსგავსად, ესეც განიცადა და ამას არაფერი აღარ ეშველებო-
და.
შობა დღე იდგა. სამრეცხაოს თანამშრომელი გოგონები,
ნაშუადღევს, ყველანი დაითხოვეს. სეიდი ანგარიშებს აწესრი-
გებდა. კარის ხმაზე ფანჯარაში გაიხედა. კალამი მოისროლა
და მაშინვე კარისკენ გავარდა. შურა მოდიოდა. კარი ცივად
გააღო. მომხდარი მხოლოდ მისი ბრალი ხომ არ იყო? ორივეს
ერთნაირი დანაშაული მიუძღოდა. შურას დაღლილი და დათ-
რგუნვილი სახე ჰქონდა. მუფტაში დამალული ხელებითა და
სიასამურის ქუდით საფოსტო ბარათიდან გადმოსულს ჰგავდა.
დიდ ცისფერ თვალებში წყენა და გულისტკენა ემჩნეოდა. სე-
იდმა კარი რომ გაუღო, ერთხანს უხმოდ შესცქეროდნენ ერ-
თმანეთს. თავს ძლივს იკავებდნენ, რომ ერთმანეთი გულში არ
ჩაეკრათ, მაგრამ საამისო მიზეზი ორივეს ჰქონდა.
– შემოდი. კარი გასაღებით რატომ არ გააღე? – ჰკითხა სე-
იდმა და შიგნით შემოიპატიჟა.
– ბოლოს, როცა გასაღები გამოვიყენე, სანანებელი გამიხ-
და, – მიუგო შურამ და ტუჩზე იკბინა. მთელი გზა იფიცებოდა,
არ ვიტირებო. ამიტომ თავი ამაყად აწია და განაგრძო: – არა
მგონია, ოდესმე ეს გასაღები კიდევ გამოვიყენო. – გასაღები
ჩანთიდან ამოიღო და მაგიდაზე დადო. – თუ ნებას მომცემ,
ჩემს ნივთებს წავიღებ. ვფიქრობ, შენს სტუმრებს უჯრები დას-
ჭირდებათ.
პასუხს არ დალოდებია. ზევით ავიდა. სეიდი უკან დაედევნა.
მიხურულ კარს მიეყრდნო. ქალის ქცევამ დააბნია. მის ნაზ,
ალერსიან შეყვარებულს რა დაემართა? იმ კაცთან წასვლა ისე
უნდოდა, რომ სეიდს ხმის ამოღებისა და მიახლოების შანსსაც

363 მკითხველთა ლიგა


არ აძლევდა? სეიდმა შუბლიდან თმა გადაიწია, ხელები გულ-
ზე დაიკრიფა და უხმოდ ელოდებოდა, კიდევ რას ეტყოდა. თა-
ვიანთი ბრაზი რომ ამოენთხიათ, იქნებ რამე მოგვარებული-
ყო.
შურა უჯრებიდან და კარადიდან ტანსაცმელს ისეთი სახით
იღებდა, თითქოს ოთახში მარტო ყოფილიყო. იცოდა, რომ სე-
იდის თუნდაც ერთი სიტყვა გულს მოულბობდა და ამიტომ მას-
თან ლაპარაკს უფრთხოდა.
გარდერობიდან ჩემოდანი რომ გამოიღო, ცრემლებს ვე-
ღარ მოერია. სეიდს სახე მოარიდა, ჩემოდანი გახსნა და ტანი-
სამოსის ჩალაგებას შეუდგა. ეს ჩემოდანი რამდენი მოგონე-
ბის მატარებელი იყო. კისლოვოდსკიდან ნოვოროსიისკამდე,
იქიდან ფეოდოსიაში, ალუშტაში, სინოპსა და ბოლოს სტამ-
ბოლში მოგზაურობისას რამდენი მოგონებით აივსო? ნუთუ
აქაურობა ბოლო სადგური აღმოჩნდა? საწოლს უყურებდა. ის
გიჟური ღამეები გაახსენდა, რომელიც ალერსსა და ტირილში
სეიდთან ერთად აქ გაეტარებინა. ის ქალიც აქ იწვაო, გაიფიქ-
რა შემდეგ. მისი შეყვარებულის მკლავებში. ვინ იცის, რა სა-
სიყვარულო სიტყვებს ისმენდა, როგორ ვნებიანად უყვარდათ
ერთმანეთი. თვალებიდან ცრემლების ნიაღვარი წასკდა.
სეიდმა არ იცოდა, როგორ მიახლოებოდა, მაგრამ მიხვდა,
რომ მეტს ვეღარ მოითმენდა. საყვარელი ქალიც მასავით
იტანჯებოდა. ამისათვის ბოლო უნდა მოეღო. რამდენიმე ნაბი-
ჯი გადადგა. გვერდით დაუდგა. ყოველთვის, როცა უახლოვ-
დებოდა ხოლმე, გრძნობდა, რომ შურასათვის სასურველი
იყო. ახლაც უნდოდა, ამაში დარწმუნებულიყო. ქალს ხელში
შარფი ეჭირა, რომელიც ალუშტიდან გამოქცევისას მისცა, და
ტიროდა. ხელები სახეზე აეფარებინა და ამ შარფით ცდილობ-
და ქვითინის ჩახშობას. სეიდმა მისი აკანკალებული სხეული
მკლავებში რომ მოიქცია, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა
და მიხვდა, რომ თავისი სულის მეორე ნახევარი იპოვა. თავი
საყვარელი ქალის თმაში ჩარგო.
– ღმერთო! ერთმანეთს ეს რა გავუკეთეთ?! – აღმოხდა ჩურ-
ჩულით.

364 მკითხველთა ლიგა


– მე შენთვის არაფერი დამიშავებია, სეიდ! არაფერი! – წა-
მოიძახა შურამ და თავი ასწია.
– კარგი, საყვარელო, რაც მოხდა, მოხდა, – უთხრა სეიდმა,
რომელსაც უნდოდა, ამ თემისათვის ბოლო მოეღო, – არაფ-
რის ახსნას არ გთხოვ.
– როგორ არ გესმის, სეიდ, არაფერი არ მომხდარა! – გა-
ნაგრძო შურამ ჯიუტად, – მე შენთვის არ მიღალატია! მოტყუე-
ბული თუ ვინმეა, ისევ მე ვარ! – სეიდი ამჯერად ახსნის მოლო-
დინში გაოცებული მიუბრუნდა. შურა ახლაღა ხვდებოდა მისი
ეჭვების მიზეზებს. – სეიდ, არა, შეუძლებელია, რა გეგონა, თუ
ღმერთი გწამს? იმ საღამოს აქ ვერ დავბრუნდი, რადგან აფთი-
აქში ჩემმა დეიდაშვილმა, ევგენი ბოგაევსკიმ მომაკითხა. ყვე-
ლანი სტამბოლში ყოფილან.
თითქოს სასწაულს აღწერდა, ხელები გაშალა, შემდეგ კი
უღონოდ დაბლა დაუშვა. დაღლილი იყო. საწოლზე ჩამოჯდა
და ხელები ერთმანეთზე შემოიწყო. თხრობა რომ დაასრულა,
სეიდს თვალებში ჩახედა, მაგრამ ის თავს ვერაფრით გაიმარ-
თლებდა. შურას გვერდით მიუჯდა და ხელზე ხელი მოჰკიდა.
– ჩემო პატარა შურა, არც კი ვიცი, რა გითხრა. ერთად რომ
დაგინახეთ, გადავირიე. ვერ აგიწერ, რა დღეში ჩავვარდი, უც-
ხო მამაკაცს გვერდით რომ მიჰყვებოდი, – სეიდი დაიხარა და
შუბლზე აკოცა, – მაგრამ გეფიცები, შენ არყოფნაში ჩემთან
ერთად აქ დღე და ღამ ერთადერთი ქალი იმყოფებოდა... – შუ-
რამ ცრემლი მოიწმინდა და სეიდს სახეში შეხედა. გაგრძელე-
ბას ელოდებოდა, – ეს შენ იყავი, საყვარელო, მხოლოდ შენ,
მერწმუნე.
მეტ ტკივილს ერთმანეთს ვეღარ მიაყენებდნენ. ერთმანე-
თის მზერაში აღბეჭდილმა მონატრებამ გამბედაობა შეჰმა-
ტათ. ერთმანეთს მაგრად მოეხვივნენ. მათი ტუჩები ერთმა-
ნეთს მიეწება. ასე ერთმანეთს მიკრულები, საწოლზე აღმოჩ-
ნდნენ. ძირს დაცემული ჩემოდნის ხმას თუ არ ჩავთვლით, მი-
ნას მოხვედრილი ფიფქებისა და ვნებით აღსავსე სუნთქვის
გარდა, ოთახში ჩამიჩუმი არ ისმოდა. სეიდმა მკლავებში მოქ-
ცეულ ქალს ნაზად აკოცა და წამოდგა. ღუმელში შეშა დაამატა,

365 მკითხველთა ლიგა


თავსახური ახადა, საიდანაც მოგიზგიზე ალი გამოჩნდა. დაახ-
ლოებით 4 საათი თუ იქნებოდა, მაგრამ გარეთ უკვე ბნელოდა.
სეიდმა პერანგი გაიხადა და შურას გვერდით მოუწვა.
– რომ იცოდე, რა ძალიან მომენატრე, ჩემო საყვარელო.
მეტი არასდროს აღარ მიმატოვო.
იმის გახსენებამ, რომ თავიანთი ულამაზესი სიყვარული კი-
ნაღამ დაკარგეს, შურას სევდა მოჰგვარა. ხელები სეიდს კი-
სერზე შემოაჭდო და თავისკენ მიიზიდა.
– მეც მომენატრე, ჩემო საყვარელო. ძალიან მომენატრე.
ასეთი გიჟური ღამე არასდროს ჰქონიათ. საბოლოოდ მიხ-
ვდნენ, რომ სიცოცხლესთან მხოლოდ ერთმანეთი აკავშირებ-
დათ; რომ ერთი მთლიანის შემადგენელი ნაწილები იყვნენ.
ამან სურვილი კიდევ უფრო გაუცხოველათ და ერთმანეთს კი-
დევ უფრო მიაჯაჭვა. სეიდი ამჩნევდა, რომ შურა ის გამოუცდე-
ლი, მორცხვი გოგონა აღარ იყო, მაგრამ მაინც ყოველი სასიყ-
ვარულო აქტისას ისეთ მღელვარებას განიცდიდა, როგორსაც
პირველად. ამის მიზეზი კი შურას ხასიათში იმალებოდა –
მშვიდად ელოდებოდა მამაკაცს, თავის სიყვარულს აგრძნო-
ბინებდა, მთელი თავისი ქალურობის მიუხედავად, შინაგანად
ბავშვად რჩებოდა. სეიდისნაირი მგზნებარე, მუდამ სიყვა-
რულს მოწყურებული ადამიანისათვის, რომლისთვისაც ერ-
თნაირად მნიშვნელოვანი იყო მისი ქალისადმი და ქალის მი-
სადმი დამოკიდებულება, რომელიც სასიყვარულო აქტს უხ-
მო, ნაზი ამბორით იწყებდა და გიჟურ ვნებაში გადადიოდა, შუ-
რა იდეალური პარტნიორი იყო. ერთმანეთს რომ მოსწყდნენ,
ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, რომ დაკარგული მეორე ნახევრე-
ბი იპოვეს.
რამდენიმე საათი გავიდა. სეიდის მკლავებში მოკალათე-
ბულ შურას მოუსვენრობა დაეტყო. სეიდმა ყურადღებით შეხე-
და.
– რა მოხდა, ხელი ხომ არ გეტკინა?
– არა, საყვარელო, – გაეღიმა შურას და ჩაღრმავებულ ნი-
კაპზე მიეფერა. თუმცა ყველაფერზე ეტყობოდა, რომ რაღაცის
თქმა უნდოდა.
– აბა, რა იყო?

366 მკითხველთა ლიგა


შურა გასწორდა და საწოლში მუხლებზე დადგა. ზეწარი
მკერდზე აიფარა.
– გცივა? – ჰკითხა სეიდმა.
– არა.
– მაშინ ნუ იფარებ. ისეთი ლამაზი ხარ, რომ მინდა, გიყურო,
– გაიცინა სეიდმა და განაგრძო, – იცი, ნასვამი როცა ვიყავი,
ქალები უფრო ლამაზები მეჩვენებოდა. შენ ერთადერთი ქალი
ხარ, რომელსაც ფხიზელიც უდიდესი სიამოვნებით შევცქერი.
– ეს ქათინაურია?
სეიდამ თავი ასწია, შურას მომრგვალებულ კოხტა მხარზე
აკოცა, შემდეგ მისი მკლავი თავქვეშ ამოიდო და ჰკითხა:
– აბა, ჩემო საყვარელო პატარა, ჩემთვის რამის თქმა გინ-
დოდა?
– სეიდ... იძულებული ვარ, წავიდე. – შეშფოთებული სეიდი
სასწრაფოდ რომ წამოჯდა, მკერდზე მსუბუქად ხელი ჰკრა, –
არა, არა, არასწორად გამიგე. უბრალოდ აქ ვეღარ დავრჩები.
ბიძაჩემს, გენერალ ბოგაევსკის, თარლაბაშიში სახლი უქირა-
ვებია. ყველანი იქ ცხოვრობენ. დეიდა ნადია, მისი უფროსი
ძმა, ბიძაჩემის ადიუტანტი და მდივანი, ყველანი ერთ სახლში
დასახლდნენ. მე... როგორ ავუხსნა, შენთან ერთად რომ
ვცხოვრობ... უნდა გამიგო, სეიდ. მათ ვერ ვეტყვი.
– რა უთხარი, აქ როგორ აღმოჩნდი? – სეიდს ნაწყენი და
დათრგუნვილი ტონი ჰქონდა.
– მეტ-ნაკლები სიმართლე. მხოლოდ ის არ მითქვამს, რომ
ერთად ვცხოვრობთ, – იგრძნო, რომ სეიდს ეწყინა. – მერწმუ-
ნე, სეიდ, შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ ჩემი ოჯახი იმას ვერ
შეეგუება, რომ უცხო მამაკაცთან ერთად ვიყო. გამიგე, გთხოვ.
– მესმის, რასაკვირველია, მესმის, – უთხრა სეიდმა და
ხელზე აკოცა.
– ხშირად მოვალ ხოლმე. ნახავ, არაფერი არ შეიცვლება.
სეიდი ფიქრობდა, რომ ამ საკითხში შურაზე ზეწოლა უაზ-
რობა იქნებოდა. ამდენი ხნის შემდეგ ასე გაუმართლა, ოჯახის
დაკარგული წევრები იპოვა; უფლება არ ჰქონდა, ის ოჯახის-
გან მოეწყვიტა. შურასადმი მამამისის დამოკიდებულება გაახ-

367 მკითხველთა ლიგა


სენდა. სეიდმა საყვარელი ქალი არჩია, ოჯახს აწყენინა და სა-
მუდამოდ დასცილდა. შურა იმავეს რატომ არ აკეთებდა? გა-
დაწყვიტა, შემაწუხებელი კითხვები თავიდან მოეშორებინა.
შურას აცნობა, რომ სამრეცხაოს ყიდვას აპირებდა.
შურა ბარგს ალაგებდა და თან სეიდს უსმენდა.
– არაჩვეულებრივია, სეიდ! – წამოიძახა აღფრთოვანებულ-
მა, შემდეგ კი სერიოზულად განაგრძო: – თუ გინდა... ცოტაო-
დენი ფულის შოვნა მეც შემიძლია.
– ძალიან ყურადღებიანი ხარ, საყვარელო, – უთხრა სეიდ-
მა და ლოყაზე ხელი მიუთათუნა, – მაგრამ არ დამჭირდება.
ვფიქრობ, რამ საქმისათვის რუბლების ნაწილი გამოვიყენო.
– დარწმუნებული ხარ?
– დიახ, დარწმუნებული ვარ, – მიუგო სეიდმა, შურას მოეხ-
ვია და აკოცა.
ისეთი ბედნიერი იყო, რომ ამ ბედნიერებას შურას ღამღა-
მობით ბიძამისის სახლში დარჩენაც კი ვერ აყენებდა
ჩრდილს. მკლავებში მოქცეული ქალი გულში ჩაიკრა და მაგ-
რად აკოცა.
– შობას გილოცავ, საყვარელო.
იმ წელს სტამბოლში საშობაო რიტუალები წინა წლებისა-
გან განსხვავდებოდა. წმინდა პანტელეიმონის, წმინდა ან-
დრიასა და წმინდა ელიას ეკლესიები ქალაქში შემოხიზნული
ლტოლვილი რუსებით გაივსო. სანთლებისა და გალობის თან-
ხლებით ათასობით რუსი ლტოლვილი ღმერთს ევედრებოდა.
ეს რიტუალი რუსეთში გამართული საშობაო რიტუალებისა-
გან ძალიან განსხვავდებოდა. რუსეთში, გამოპრანჭულები,
ეკლესიის შესასვლელამდე ტროიკებით თოვლზე მისრიალებ-
დნენ, მხიარულად და იმედიანად გალობდნენ. აქ კი, ოცნებე-
ბის ახდენას არავინ ევედრებოდა ღმერთს. მხოლოდ დაკარ-
გული რეალობის დაბრუნებას ითხოვდნენ. მრავალი წლის წინ
ნანახი სიზმარივით შორს დარჩენილ სამშობლოზე ლოცუ-
ლობდნენ, სადაც ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებოდნენ; იქ
დატოვებულ ახლობლებს ავედრებდნენ, იმათ, ვინც დასის-
ხლიანებული თავიანთი სახლების ბაღებში დატოვეს, ვინც

368 მკითხველთა ლიგა


იალტაში უკანასკნელი გემის მისწრების იმედით ზღვაში გა-
დახტა და იქ დაიხრჩო.
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, როცა ყველაფერი რიგზეა ადა-
მიანმა ან არ იცის, ღმერთს რა სთხოვოს ან რაღაც სულელუ-
რი, სრულიად უმნიშვნელო სურვილების ასრულებას ევედრე-
ბა. მაგრამ იმ ადამიანებისათვის, ვინც ყველაფერი დაკარგა,
ლოცვა ადვილია. მათ კარგად იციან, რა მოენატრათ, რა და-
კარგეს, ღმერთს რა უნდა სთხოვონ.
ასე იყო 1920 წლის შობა დღესაც. სტამბოლის ეკლესიები-
დან ზეცაში აღვლენილ ლოცვათაგან ყველაზე ტკივილიანი
თეთრგავრდიელი რუსებისა გახლდათ.

მოგონებები იყიდება

ახალი წლის პირველ კვირაში შურა და ვალენტინა თარლა-


ბაშიდან, გენერალ ბოგაევსკის სამსართულიანი კერძო სახ-
ლიდან ისევ ბეიოღლუში, ალთინ ბაყალის ქუჩაზე ერთოთახი-
ან ბინაში გადავიდნენ. ოთახი საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ ერ-
თი ნაწილი ფარდით გამოყვეს და საძინებლად აქციეს. მეორე
ნაწილი ერთდროულად სასტუმრო და სასადილო ოთახების
ფუნქციას ასრულებდა. მათთვის ბევრი რამ იყო უჩვეულო და
რადგან ამგვარი ცხოვრება ერგოთ წილად, მას უნდა შეჰგუე-
ბოდნენ. ყოველ დღე იყვნენ იმ თანამემამულეების ხვედრის
მომსწრენი, რომელნიც თავიანთ არისტოკრატულ წარმომავ-
ლობას ღვთის ნაბოძებად მიიჩნევდნენ და ხელის განძრევას
არ კადრულობდნენ. დები მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნას
კატეგორიულად არ აპირებდნენ. ყველაფერს გააკეთებდნენ
იმისათვის, რომ ღვთის წყალობით, ამ სირთულეებისათვის
თავი დაეღწიათ.
შურა ვალენტინასაგან მალულად სეიდს ხშირ-ხშირად
ხვდებოდა. ბოლო ფაქტმა ორივე მიახვედრა, რომ ერთმენთს

369 მკითხველთა ლიგა


მეტი გაგებითა და მოთმინებით მოჰკიდებოდნენ. ცდილობ-
დნენ, ცალ-ცალკე გატარებული დროის გამო, ერთმანეთი არ
გაეკიცხათ.
კონსტანტინიდისი, რომელიც მას შემდეგ, რაც სეიდს მოსა-
ფიქრებელი ვადა მისცა, ერთი თვე გამქრალი იყო, უკან დაბ-
რუნდა. არავინ იცოდა, ამ ხნის განმავლობაში სად იყო და რას
აკეთებდა. როცა სეიდმა თანხმობა განუცხადა და უთხრა, რომ
საჭირო თანხას რუბლებით გადაუხდიდა, ბერძენმა, გახარე-
ბულმა, წვერზე ხელი მოისვა. სათითაოდ ჩათვლილი კუპიუ-
რები ჩანთაში ჩაალაგა, სეიდს ხელი ჩამოართვა და ბანკისკენ
გასწია.
სეიდმა თანამშრომლები შესვენებაზე გაუშვა და შურას მო-
ლოდინში სამრეცხაო ყურადღებით დაათვალიერა. ახლა უკვე
საკუთარი საქმე ჰქონდა. საწერ მაგიდას მიუჯდა და კმაყოფი-
ლი სკამის საზურგეს მიეყრდნო. შურა რომ მოვიდა, სეიდს სა-
ხეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. გაოცებულმა შეხედა.
სეიდი წამოდგა და საყვარელ ქალს გაშლილი ხელებით შე-
ეგება.
– დიახ, საყვარელო, შეგვიძლია აღვნიშნოთ.
– სეიდ, გილოცავ!
ის იყო, ხელიხელჩაკიდებულები ზემოთ ასვლას აპირებ-
დნენ, რომ კარზე დარეკეს. კონსტანტინიდისი მოსულიყო. უკ-
მაყოფილო სახე ჰქონდა. დაუპატიჟებლად შემოვიდა, შავი
ჩანთა მაგიდაზე დადო, დოინჯი შემოირტყა, ტუჩები მოპრუწა
და თავი გადააქნია.
– არ გამოვა, სეიდ ბეი, ეს საქმე არ გამოვა. – შემდეგ ჩანთა
გახსნა, იქიდან რუბლებით სავსე ტომარა ამოიღო და მაგიდა-
ზე დაუდო. სეიდი და შურა დაბნეულები შეჰყურებდნენ. – მა-
პატიეთ, სეიდ ბეი, მაგრამ ამ ფულს ბანკი თურმე აღარ იღებს.
– რატომ?
– ძველი რუბლები აღარ მოქმედებს. ანგარიშსწორება
აღარ ხდება.
– რას ბრძანებთ, მოსიე კონსტანტინიდის? როდის აქეთ?

370 მკითხველთა ლიგა


– გუშინ დილით ბანკებს ინსტრუქცია მიუღიათ. ბოდიშს
გიხდით, სეიდ ბეი, მაგრამ აბა, რა ვქნა? ბოლშევიკებს აუკრძა-
ლავთ. გამოუსადეგარ ფულს მე რა ვუყო?
სეიდი სკამზე დაეშვა. დამცინავად ამოიოხრა. შურამ ხელი
მხარზე დაადო. მშვენივრად ხვდებოდა, რას განიცდიდა სე-
იდი. შინაგანი პროტესტის განცდა დაეუფლა.
ბერძენმა ხელი წვერზე მოისვა, ჩანთა დახურა და ისევ ალა-
პარაკდა:
– არ ვიცი, რა ვქნათ. თუ სხვა ფული გაქვთ, ხომ კარგი, თუ
არა და, სხვა მუშტარი უნდა ვეძებო.
– მოიცათ, ნუ იჩქარებთ! – წამოიძახა სეიდმა, – უნდა დავ-
ფიქრდე.
ბერძენი კმაყოფილი ჩანდა იმით, რომ სეიდს სამრეცხაოს
ყიდვა მაინც უნდოდა, რადგან ოკუპაციის პირობებში ისეთი
ადამიანის პოვნა, რომელიც სამრეცხაოში ნაღდ ფულს გადა-
იხდიდა, ადვილი საქმე არ იქნებოდა.
– რა თქმა უნდა, სეიდ ბეი, რაზეა ლაპარაკი! ამდენი ხანია,
ერთად ვმუშაობთ. კარგად გიცნობთ. რასაკვირველია, უნდა
დაფიქრდეთ. ხვალ შემოგივლით.
– გმადლობ.
ბერძენმა დამშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა და წავიდა.
ერთხანს ხმას არ იღებდნენ. სწორედ ამ დროს კარზე ისევ ვი-
ღაცამ დარეკა. მანოლი და ისქენდერი ფერა პალასში სადი-
ლად მიდიოდნენ და სეიდს გამოუარეს. ახალი ამბავი რომ გა-
იგეს, სამრეცხაოში დარჩნენ. ერთი ბოთლი არაყი რომ ჩაიცა-
ლა, მოწყენილობა მხიარულებამ შეცვალა.
– წარმოგიდგენიათ, – ხარხარებდა სეიდი, – სამი წელია, ამ
ფულს ბუმბულის ბალიშში ვინახავდი, ათასი გაჭირვება გამო-
ვიარე. ის იყო, მეგონა, რამეში გამომადგება-მეთქი და რა გა-
მოვიდა? გამოუსადეგარი ქაღალდების გროვა შემინახავს!
– ბალიშებში კიდევ რა გაქვს, სეიდ?
– აჯობებს, ყველაფერი დროზე ამოიღო!
სიცილისგან თვალებიდან ცრემლი სდიოდათ, თუმცა მათ
ხარხარში მხიარულებაზე მეტად ალკოჰოლთან შერეული
ბრაზი იგრძნობოდა.

371 მკითხველთა ლიგა


უცებ სეიდი წამოდგა, კუპიურები ჯერ მაგიდაზე მოაბნია,
შემდეგ კი სათითაოდ მობოჭა.
– ადექით, მივდივართ.
– სად?
– რადგან ისტორიამ შთანთქა, შესაბამისი რიტუალი უნდა
ჩავუტაროთ, – უთხრა სეიდმა სერიოზული სახით.
გვიან საღამოს გალათას ხიდზე შემორჩენილი რამდენიმე
გამვლელი გაოცებული მისჩერებოდა ოთხ კარგად ჩაცმულ
უცხოელს, რომლებიც სიცილ-ხარხარით ზღვაში ქაღალდის
ფულებს ყრიდნენ.
მეორე დღეს დილაუთენია სეიდი დახურულ ბაზარში წავი-
და. საუკუნოვან ბაზარში ასობით საოქრომჭედლო დუქანი
ეგულებოდა. პირველივეში შევიდა. დახლიდარი კოლიეს აპ-
რიალებდა. სეიდის დანახვაზე გვერდზე გადადო და მუშტარს
ინტერესით მიაჩერდა. ჩაცმულობით საკმაოდ შეძლებულ უც-
ხოელს ჰგავდა. ფაფახზე ეტყობოდა, რომ რუსი ლტოლვილი
უნდა ყოფილიყო, რომლებიც ბოლო დროს სტამბოლში ძალი-
ან მომრავლდნენ. კმაყოფილმა ხელები მოიფშვნიტა და გაღი-
მებული წამოდგა.
– მობრძანდით, ჩემო ბატონო. კეთილი იყოს თქვენი ფეხი
ჩემს დუქანში.
აი, მის კარს კიდევ ერთი იმ უცხოელთაგანი მოსდგომოდა,
რომლებიც თავიანთი ძვირფასეულობის გაყიდვიდან ამოგე-
ბული ფულით არსებობენ. სეიდს დახლის მახლობლად ერთა-
დერთ სკამზე მიუთითა. ახალგაზრდა მამაკაცი დახლიდართან
მუსაიფის გაბმას არ აპირებდა. ის კი არა, აქ მოსვლას თითქოს
ნანობდა კიდეც. ყოყმანობდა. დახლიდარი ადამიანებს კარ-
გად იცნობდა და ამას უმალ მიხვდა.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ, ჩემო ბატონო? მობრძან-
დით, დაბრძანდით, გეთაყვა. ყავას მოგართმევთ. რამის შეძე-
ნა აუცილებელი არ არის.
– არა, გმადლობ, ყავა არ მინდა, – მიუგო სეიდმა და უარის
ნიშნად თავიც გააქნია.

372 მკითხველთა ლიგა


– რას ბრძანებთ, როგორ შეიძლება, ალბათ შორიდან მოხ-
ვედით, – დაიჟინა დახლიდარმა, – ყავის გარეშე ვერ გაგიშ-
ვებთ, – თავი კარიდან გაყო და გადაღმა დუქნის წინ მდგარ პა-
ტარა ბიჭს გასძახა: – ორი ყავა! – შემდეგ ისევ ხელები მოიფ-
შვნიტა და თავის ადგილს დაუბრუნდა. მოუთმნელად ელოდე-
ბოდა, რას ამოიღებდა უცხოელი ჯიბიდან.
– ამაში რამდენს გადამიხდით? – იკითხა სეიდმა და ჯიბიდან
ხავერდის ორი ყუთი ამოიღო. ჩაფიქრებული სახე ჰქონდა,
თითქოს იძულებით მოქმედებდა. ყუთები რომ გახსნა და დახ-
ლზე დააწყო, დახლიდარმა სათვალე მოიმარჯვა. ბოლო რამ-
დენიმე თვეში მეფის გერბი და ბეჭედი კარგად შეესწავლა. მო-
მინანქრებული ვერცხლის ორდენების თვალიერებისას გონე-
ბაში ანგარიშობდა. ამ ნივთების ფასი კარგად იცოდა, მაგრამ
მუშტრისათვის თქმას არ აპირებდა.
– არაჩვეულებრივი ნივთებია, მაგრამ... – ტუჩები მოპრუწა
და განაგრძო, – რა გითხრათ, ჩემო ბატონო? ძვირფასი ნივ-
თებია, მაგრამ სამწუხაროდ, მძიმე დროა. ხომ იცით, ჩვენც
რამდენი ხანია, ომის გარდა, არაფერი გვინახავს. ქალაქი
ოკუპირებულია. ასეთი ნივთების შესაძენი ფული არავის არა
აქვს. ყველა გროშებს ითვლის.
– თქვენ ის მითხარით, რამდენის გადახდა შეგიძლიათ? –
მოუჭრა სეიდმა, რომელსაც ამ კაცის მოსასმენად არ ეცალა.
ოქრომჭედელმა ჯილდოები ხელში აწონ-დაწონა, თითქოს
ეს მოძრაობა მათს ფასზე გავლენას მოახდენდა. ცხადი იყო,
რომ მინიმალური ფასის გამოყვანას ცდილობდა.
ბოლოს, ფასი რომ გაიგონა, სეიდმა ყუთები უხმოდ დახურა
და ჯიბეში ჩაიბრუნა.
– ერთი წამით, ჩემო ბატონო, მოითმინეთ, – წამოიძახა ოქ-
რომჭედელმა და სეიდს ხელში სწვდა, – მოდი, თქვენი ხათ-
რით თანხა ოდნავ გავზარდოთ.
მრავლობითი რიცხვის პირველი პირის ფორმამ სეიდი სა-
შინლად გააღიზიანა.
– ვაჭრობისათვის არ მცალია, მაგრამ 25 ლირის დამატება
არაფერს შეცვლის.

373 მკითხველთა ლიგა


გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც, საჭირო თანხა რომ არ
შეაძლიეს. ჯილდოები მუჭში მოიქცია. დროის სანახავად წელ-
ზე ჩამოკიდებული საათი მოიმარჯვა. იმავე წამს მსუბუქი წკა-
რუნი გაისმა – ათი საათი იყო. ტუჩებმოპრუწულმა ოქრომჭე-
დელმა გაოცებულმა დაუსტვინა. ხელი თავხედურად გაიწვდი-
ნა, მაგრამ მაშინვე უკან წაიღო.
– შეიძლება ვნახო? რა ლამაზი საათია! მსგავსი არასდროს
მინახავს. საოცარი ნახელავია.
– დიახ, ნამდვილად ასეა, – დაეთანხმა სეიდი.
ოქრომჭედელმა საათის ზედაპირი, ლალის თვლებით მო-
ჭედილ მონოგრამა და ბრილიანტებიანი გერბი ყურადღებით
დაათვალიერა.
– საოცარი ნაკეთობაა, ნამდვილად საოცარი. – მიხვდა,
რომ სეიდი წასვლას აპირებდა. მოულოდნელად ხელები ერ-
თმანეთს შემოჰკრა, თითქოს გონებაში რაღაც კარგი აზრი და-
ებადა. – მისმინეთ, ჩემო ბატონო, რა გითხრათ, ჯილდოებში
ბევრს ვერაფერს გადაგიხდით, მაგრამ თუ ამ საათსაც გაიმე-
ტებთ, 250 ლირას მოგცემთ. ესეც მხოლოდ თქვენი ხათრით.
იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა იყო, მაგრამ
სეიდის საჭიროებისათვის არ კმაროდა, ამიტომ უარის ნიშნად
თავი გააქნია. მადლობა გადაუხადა და დუქნიდან გავიდა.
– თუ გნებავთ, მთელი ბაზარი მოიარეთ, ჩემო ბატონო, –
მიაძახა ოქრომჭედელმა, – ამაზე მეტს არავინ გადაგიხდით.
სეიდმა ოქრომჭედლების რიგში შეუხვია და კუთხის დუქან-
ში შევიდა. ერთმანეთის მიყოლებით ალბათ რვა-ათი დუქანი
მოიარა, მაგრამ ოქრომჭედლებს თითქოს პირი შეეკრათ. ის
კი არა, რამდენიმე ოქრომჭედელმა იმასთან გააგზავნა, პირ-
ველად რომ იყო. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ხაფანგში
მოხვედრილიყო. ბოლოს და ბოლოს, ერთი ალბანელი ოქ-
რომჭედლის შეთავაზებულ თანხას, 270 ლირას დასთანხმდა.
აშკარა იყო, რომ ამაზე მეტს არავინ გადაუხდიდა. ნივთები
დახლზე რომ დააწყო, გული ეტკინა, თითოეულს კარგა ხანს
დაჰყურებდა. რა უცნაურიც უნდა ყოფილიყო, სანამ ამ ნივ-
თებს ფლობდა, თითქოს წარსულს უფრო ცოცხლად იხსენებ-

374 მკითხველთა ლიგა


და. ახლა კი ეგონა, რუსეთში გატარებულ ცხოვრებას, წარ-
სულს სამუდამოდ სწყდებოდა. მთელმა ცხოვრებამ თვალწინ
კინოფირივით ჩაუარა. ის მღელვარება მოაგონდა, რომელსაც
მაშინ განიცდიდა, მეფე ნიკოლოზის წინაშე ჯილდოებით მკერ-
დდამშვენებული რომ წარდგებოდა ხოლმე. საათის ყუთს უკა-
ნასკნელად გადაუსვა ხელი.
ცოტა ხნის შემდეგ, დახურული ბაზრიდან შინაგანად განად-
გურებული გამოვიდა. თავს მოღალატედ თვლიდა. საკუთარ
მოგონებებს უღალატა. წარსულის უკანასკნელი ხსოვნა გაყი-
და. ნივთები ისეთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა, რომელსაც
მათთან არაფერი აკავშირებდა, არაფერი აერთიანებდა.
მოსიე კონსტანიდისმა 270 ლირა სიხარულით გამოართვა.
დანარჩენი ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ ფანგალთიში მისი
ძმისწული ქრისტოსათვის უნდა გაეგზავნათ.
– ჩემი ადგილსამყოფელი მას ეცოდინება და მომაწვდის, –
უთხრა ბერძენმა და გამოემშვიდობა.
იმ წელს სეიდს თავდაუზოგავად უნდა ემუშავა. ერთი მხრივ,
ძველი მეპატრონისათვის დარჩენილი თანხის რეგულარუ-
ლად გადახდას ცდილობდა, მეორე მხრივ კი – საქმის გაფარ-
თოებას. თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა, იმედი ჰქონდა,
რომ ძალიან მალე ფერას მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე კარგი
ბინის ქირაობას მოახერხებდა.
შურასთან ერთად იმდენ დროს ვერ ატარებდა, რამდენიც
უნდოდა. ახალგაზრდა ქალი იძულებული იყო, დასა და ოჯა-
ხის დანარჩენ წევრებთან ერთად ყოფილიყო. ზოგჯერ საღა-
მოობით სეიდიც ხვდებოდა ხოლმე მათ პარკ-ოტელსა და თაქ-
სიმის ბაღში. თუმცა ცდილობდა შურასთან მისი სიახლოვე
არავის შეენიშნა.
ამგვარმა მდგომარეობამ ისინი ძალაუნებურად სხვადასხვა
წრეს დაუკავშირა, რადგან ამასობაში სეიდსაც გამოუჩნდა
გადმოხვეწილი ახლობლები.
სეიდის ბიძაშვილებს, იაჰიასა და მეჰმედს და მამიდამისის
სიძეს, ოსმანს, ვრანგელის ჯართან ერთად გამოქცევა მო-
უხერხებიათ. იაჰიას გზაში მდიდარი გერმანელი ქალი შეჰყვა-

375 მკითხველთა ლიგა


რებია, რომელიც გემზე გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ბევ-
რი ლაპარაკი არ უყვარდა, ცნობილი იყო, რომ სენტას რუსეთ-
ში ოჯახი დარჩა. ახალგაზრდები ერთად ცხოვრობდნენ და მა-
ლე დაქორწინებასაც აპირებდნენ.
ოსმანს ყირიმიში სეიდის მამიდაშვილი ჰყავდა ცოლად,
მაგრამ გაქცევისას ცოლ-შვილი გზაში დაუკარგავს. მათ მთე-
ლი გზის განმავლობაში ეძებდა. შემდეგაც, როცა ათი დღე
ბოსფორში ღუზა ჰქონდათ ჩაშვებული, გემბანზე გიჟივით დაქ-
როდა და მათ სახელებს გაიძახოდა, მაგრამ ამაოდ. მას შემ-
დეგ იმდენი დრო გავიდა, რომ ცოლ-შვილის დაკარგვას შე-
ეგუა.
ამ ადამიანებს განსაკუთრებული გრძნობები აერთიანებ-
დათ, რომლებიც ნათესაობით, ერთი წარმომავლობითა და
ერთ ენაზე საუბრით გამოწვეული გრძნობებისგანაც კი გან-
სხვავდებოდა. გრძელ მაგიდებს რომ შემოუსხდებოდნენ, მა-
თი ხარხარი და სიმღერა სასმელივით სწრაფად იღვრებოდა,
მაგრამ გულში მოუშუშებელი იარები ჰქონდათ: თვალებში სი-
ცილის დროსაც კი გადმოუღვრელი ცრემლი ბზინავდა, ყვე-
ლაზე მხიარულ მომენტებშიც კი სევდა მუჭით ეჭირათ. ნოს-
ტალგია ციებ-ცხელებასავით მოსდებოდა მათ სხეულებს და
მათი გაგება მხოლოდ მათიანებსვე შეეძლოთ. თითქოს პირი
შეეკრათ, გადატანილ ტრაგედიას არ ახსენებდნენ, მაგრამ
კარგად იცოდნენ, როგორ იტანჯებოდა თითოეული მათგანი.
სტამბოლი და თეთრგვარდიელი რუსები ერთმანეთს ეჩვე-
ოდნენ. 1922 წლის სექტემბერში ქვეყანაში ჯერ კიდევ მძიმე
ვითარება იყო, მაგრამ ყველას იმედიანი და ბედნიერი გამო-
მეტყველება ჰქონდა. მთავარსარდლის, მუსტაფა ქემალ ფა-
შას რწმენა და მისი მხარდამჭერების ოცნება ფუჭი არ აღმოჩ-
ნდა. ანატოლიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა
იმარჯვებდა. 1922 წლის 11 ოქტომბერს მოკავშირე ქვეყნებ-
თან ხელმოწერილი მუდანიის ხელშეკრულების თანახმად,
სტამბოლი, სრუტეები, ედირნე და დასავლეთი თრაკია თურ-
ქეთის იურისდიქციას დაუბრუნდა.
ოდესღაც უზარმაზარი ოსმალეთის იმპერიის გადარჩენილ
ტერიტორიაზე თურქებისათვის ახალი ეპოქა იწყებოდა. მეფის

376 მკითხველთა ლიგა


რუსეთის თეთრი გვარდიაც თავისი ცხოვრების კალაპოტში
მოქცევას ცდილობდა. ნაწილი სტამბოლში დაფუძნებას გეგ-
მავდა, ასი ათასობით ადამიანი ბულგარეთში, იუგოსლავიაში,
საფრანგეთში, ამერიკასა და კანადაში გამგზავრებას აპირებ-
და. ეს ქვეყნები ლტოლვილებს შეზღუდული რაოდენობით
იღებდნენ. რუსები, რომელთაც ამ ქვეყნებს თავშესაფრის
თხოვნით მიმართეს, ისევ ხანგრძლივი მოგზაურობისათვის
ემზადებოდნენ, გემებზე სხდებოდნენ და ახალი, უცნობი ცხოვ-
რებისკენ მიემგზავრებოდნენ.
სტამბოლში დარჩენილთა ცხოვრებაც შეიცვალა. ახალი პი-
რობები, სირთულეები, ახალი ნაცნობები, ყოველდღიური
პრობლემები, მომავალზე ზრუნვა... მოკლედ, ბედისწერა,
თუნდაც მათგან დამოუკიდებლად, ყველას ცხოვრებას მიმარ-
თულებას უცვლიდა. ბედისწერაც განა ამას არ ერქვა? ადამია-
ნის უნებურად ცხოვრების წარმართვას? როცა შემთხვევითო-
ბის შედეგი, იღბალი, ოცნებებს ემთხვეოდა, მას „გამართლე-
ბას” ეძახდნენ, თუ არა და – მხოლოდ „ბედისწერას”.
თეფებაშის ბაღში ერთი ჩვეულებრივი საღამო იდგა. თეთ-
რგვარდიელი რუსები შეკრებილიყვნენ და სიმღერებით სამ-
შობლოს იხსენებდნენ. როიალთან ვალენტინა იჯდა. ახალ-
გაზრდა ქალი კისლოვოდსკში, თავის სახლში ოჯახის წევრე-
ბისათვის წლების განმავლობაში უკრავდა ხოლმე. მოგვიანე-
ბითაც, ქალიშვილობაში, სხვადასხვა წვეულებებზე დაკვრას
ყოველთვის სთხოვდნენ. არისტოკრატული წარმოშობის სიმ-
პათიური ყმაწვილების მზერა ლოყებს უღაჟღაჟებდა, აპლო-
დისმენტებს დახვეწილი რევერანსებით პასუხობდა და თავისი
თავი მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ეგონა. ის საღამო,
როცა თავისი ახალგაზრდა მეუღლის, ბარონ ფონ კლოდ იურ-
გენცბურგისათვის უკრავდა, გუშინდელივით თვალწინ ედგა.
ბარონს, რომელიც მაშინ მხოლოდ 22 წლისა იყო, ცალი ხელი
როიალზე ედო და ცოლისათვის შეყვარებული მზერა ბოლომ-
დე არ მოუცილებია. პრინცესა მარია პავლოვნას პატივსაცე-
მად გამართულ წვეულებაზე ვალენტინას, როგორც ყოველ-
თვის, დაკვრა სთხოვეს, რის შემდეგაც მუსიკის პედაგოგმა, მა-

377 მკითხველთა ლიგა


რია ივანოვნა ვასილიევნა მახარინამ, ხელი ჩაჰკიდა და პრინ-
ცესასთან მიიყვანა. სტუმრები პრინცესასთან სათითაოდ მი-
დიოდნენ, ესალმებოდნენ და უკან-უკან იხევდნენ. გოგონას-
თვის ეს წამი დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
კლავიშებზე აფარფატებული მისი თითები „ოჩი ჩორნიეს”
ასრულებდა, გონებაში კი, მოგონებები ცვლიდა ერთმანეთს.
დედას რა ბედი ეწია? კისლოვოდსკი თავის ადგილას დგას?
საყვარელი მეუღლე ბოლოს ნოვოროსიისკში ნახა – ხელი
დაუქნია და წავიდა. ბოლშევიკებს გადაურჩა? და დანარჩენე-
ბი? ნაცნობები, ახლობლები, მათ რა ბედი ეწიათ?
ამგვარი შეკითხვები მხოლოდ ვალენტინას არ უტრიალებ-
და გონებაში. ყველა მუსიკოსი და კლიენტი, რომელიც იქ იმ-
ყოფებოდა, მღეროდა და თან საკუთარ თავს იმავე შეკითხვებს
უსვამდა.
– ოჩი ჩორნიე, ოჩი სტრასტნიე, ოჩი ჟგუჩიე...
როცა სეიდი, მანოლი, იაჰია, სერგეი და ოსმანი სამორინე-
ში შევიდნენ, თითქმის ყველა მაგიდა დაკავებული დაუხვდათ.
რომ დასხდნენ, სცენის მახლობლად, ერთ მაგიდასთან შურას
მოჰკრა თვალი. გული აუჩქარდა. მეგობრებს ბოდიში მოუხა-
და და იქით გაემართა. შურას მაგიდას კიდევ ორი ქალი და ერ-
თი მამაკაცი უჯდა. სეიდმა იცოდა, რომ ქალბატონებიდან
ერთ-ერთი კიეველი ბალერინა იყო. მათ მიესალმა, შემდეგ კი
შურასკენ დაიხარა, რომელიც მისკენ ზურგით იჯდა და საღამო
მშვიდობისაო, უჩურჩულა. ქალმა თავი რომ მოატრიალა, სა-
ხეზე სიხარული, გაოცება და მორიდება ერთდროულად გა-
მოესახა.
– საღამო მშვიდობისა, სეიდ.
შურამ იქაურობას აღელვებული მზერა მოავლო. სეიდი,
რომელიც შურას შეშფოთების მიზეზს ვერ ხვდებოდა, ჩურ-
ჩულს განაგრძობდა:
– ძალიან ლამაზი ხარ და ძალიან მომენატრე.
სუფრის წევრები მათ ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ
შურას დაძაბულობა თვალში საცემი იყო. სეიდმა მის მზერაში
რაღაც ცვლილება, სიახლე შენიშნა, თუმცა იფიქრა, მეჩვენე-
ბაო. განა რა უნდა მომხდარიყო?

378 მკითხველთა ლიგა


– მინდა, ჩემს მაგიდასთან მიგიწვიოთ. უარს ხომ არ მეტ-
ყვით?
– არა, სეიდ, წასვლას ვაპირებდით. ხვალ დილაუთენია სამ-
სახურში უნდა ვიყო.
– კარგი, საყვარელო, გკოცნი, გეხვევი და მივდივარ.
– ღამე მშვიდობისა, ძვირფასო.
სეიდი თავის მაგიდას რომ დაუბრუნდა, შურას გვერდით,
ცარიელ სკამზე ჩამომჯდარი ახალგაზრდა შენიშნა, რომელ-
საც საზღვაო ფორმა ეცვა. თავზე თითქოს მდუღარე გადაევ-
ლო. არ შემცდარა. საყვარელი ქალის განსხვავებული ტონისა
და ქცევის მიზეზს ახლაღა მიხვდა.
– სეიდ ემინოვ, ცუდად ხარ? – ჰკითხა მანოლმა და მხარზე
ხელი დაადო.
– არა, კარგად ვარ, კარგად.
იაჰიამ მის მზერას თვალი გააყოლა და მიხვდა, რაც ხდებო-
და. შურას იცნობდა. ერთად არაერთხელ უვახშმიათ, რამდენ-
ჯერმე ბუიუქადაზე31 კვირის ბოლო გაუტარებიათ. ახალგაზ-
რდა ქალისა და სეიდის სიყვარულისა და თავგადასავლების
შესახებ იცოდა. ხვდებოდა, მის მეგობარს გუნება რამ გაუფუ-
ჭა.
– მოდი, წავიდეთ, თუ გინდა.
– ამ ცხოვრებაში ყველაფერს ვერ გაექცევი, – უთხრა სეიდ-
მა, მწარედ გაიღიმა და ჭიქები შეავსო, – აბა, გაგიმარჯოთ!
ამასობაში შურა წასასვლელად მოემზადა. მათი თვალები
ერთმანეთს რომ შეხვდა, სეიდმა ჭიქა ასწია და ყურადღებით
შეხედა. შურა ჩვეულებისამებრ, თბილად, მშვიდად და სიყვა-
რულით შეჰყურებდა. სეიდს გული გაუთბა და ღმერთო, რა
ლამაზიაო, გაიფიქრა.
გუნებაზე მოვიდა. ავდგები და დავეწევიო, იფიქრა, მაგრამ
იმ უცხო კაცს შურასათვის ხელკავი გამოედო. დარცხვენილი
შურა ფრანგ კაპიტანთან ერთად თეფებაშის სამორინედან გა-
ვიდა.

31 კუნძული მარმარილოს ზღვაში. სტამბოლის მახლობლად

379 მკითხველთა ლიგა


სეიდი გრძნობდა, რომ მათი ერთიანობა და სულიერი სამ-
ყარო ინგრეოდა. ახალი ცხოვრება ერთმანეთს აცილებდა. ეს-
მოდა, რომ ეს გარდაუვალი იყო. კარგი, მაგრამ მაშინ მისი
მზერა ისევ სიყვარულით აღსავსე რატომ იყო? მიუხედავად
ყველაფრისა, თავს დამნაშავედ გრძნობდა იმის გამო, რომ
ქალს არ დაედევნა. თუმცა ამით მხოლოდ სულელურ მდგომა-
რეობაში ჩავარდებოდა და მეტი არაფერი. თუ ქალს თავის
ცხოვრებაში სხვა მამაკაცის შემოშვება უნდოდა, ძალას ხომ
ვერ დაატანდა. იქნებ თოვლით, ეჟვნების ჟღარუნით, პოლკე-
ბითა და ჩაიკოვსკის მელოდიებით აღსავსე რუსული ზღაპრის
დავიწყების დრო დამდგარიყო? ხორბლისფერთმიანი, ზღვის-
ფერთვალება, ყვავილის სურნელოვანი სიყვარულის დავიწ-
ყების დრო. იქნებ, მათი სიყვარული ნამდვილი არც არას-
დროს ყოფილა?
სეიდი მთელ ღამეს იმაზე ფიქრობდა, მომდევნო დღე რა სი-
ურპრიზებს მოუმზადებდა. ცუდად იყო, მაგრამ არც – მეორე
და არც მომდევნო დღეს შურასგან არაფერი ისმოდა. ის კი მის
განმარტებას ელოდა. სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა. გაცნო-
ბიდან დღემდე ერთად გატარებულ ყოველ წუთს იხსენებდა,
შურა ენატრებოდა და უნდოდა, გვერდით ჰყოლოდა. უძილო
ღამეებმა გააჯიუტა. აფთიაქში შურას სანახავად მისვლა შეეძ-
ლო, მაგრამ უცხო მამაკაცთან ერთად ხელიხელჩაკიდებულმა
სეიდს წინ მან ჩაუარა და პირველი ნაბიჯიც მას უნდა გადმო-
ედგა. სეიდმა მტანჯველი ლოდინი ამჯობინა.
მეორე დღეს ამერიკაში მიმავალი ზოგი მეგობრის პატივსა-
ცემად მანოლის სახლში წვეულება იმართებოდა. სეიდი ძა-
ლისძალით მიადგა აღაჯამიში მანოლის სახლს. მასპინძელმა
კარი რომ გაუღო, პირველი ვინც სტუმრებს შორის დაინახა,
შურა იყო – ორ ახალგაზრდა რუს ქალბატონს ესაუბრებოდა.
როიალის, ბალალაიკისა და გიტარის ხმები ისმოდა. სეიდი,
რომელსაც ხელში ჭიქით ღვინო მიაჩეჩეს, შურასკენ გაემარ-
თა. გზად შემოგებებულ ლამაზ გოგონებსა და ქალებს ზოგს –
ხელის ჩამორთმევით, ზოგს – ლოყაზე კოცნით ესალმებოდა,
ზოგს უღიმოდა. რაც უნდა ჰყვარებოდა თავისი ცხოვრების უმ-
თავრესი ქალი, დანარჩენების სილამაზისა და კეკლუცობის

380 მკითხველთა ლიგა


მიმართ სრულიად გულგრილი ვერ რჩებოდა. უეცრად სახე-
ლოში ვიღაცამ მოქაჩა.
– სერგეი, მეგობარო, რა კარგია, შენც რომ აქა ხარ!
სერგეიმ თავისზე საკმაოდ უფროსი თანმხლები ქალი საცო-
ლედ რომ წარუდგინა, სეიდს კინაღამ სიცილი წასკდა. მეგო-
ბარს კარგად იცნობდა – სერგეი ქალებს ამგვარი ხრიკით აკა-
ვებდა ხოლმე. თუმცა ამჯერად ვერ მიხვდა, ამ ლამის დედის-
ტოლა ქალთან ამგვარი ეშმაკობა რაში სჭირდებოდა.
შურა ორ მეგობართან საუბრით იყო გართული. უცებ შორი-
ახლოს ნაცნობი სიცილი გაიგონა. აღელვებულმა თავი მოატ-
რიალა. უეცრად მოეჩვენა, რომ ეს მომენტი ადრეც განუცდია
და ახლა მეორდებოდა. რამდენიმე კაციან ჯგუფში სეიდი იდ-
გა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. თითქოს 1916 წლის
ზამთარში, მოსკოვში, ბორინსკების სახლში დაბრუნდნენ.
სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, ძარღვებში სისხლი გაუთბა,
თავბრუ დაესხა. სეიდი თავისი ლაჟვარდოვანი, ანთებული
თვალებით ისე შესცქეროდა, თითქოს სიყვარულის შეხსენება
უნდოდა; თითქოს პირველად ხედავდა და ერთი შეხედვით შე-
უყვარდა. სეიდის დაჟინებულ მზერას შურამ კმაყოფილი, მაგ-
რამ დამორცხვებული მზერით უპასუხა. მანოლი სტუმრებს
სუფრასთან ეპატიჟებოდა. ყველანი ნელ-ნელა სასადილო
ოთახისკენ დაიძრნენ.
პირისპირ დარჩნენ. არ იცოდნენ, რა ეთქვათ. შურას ვერ გა-
დაეწყვიტა, ვითარება როგორ აეხსნა, სეიდს კი მისი დადანა-
შაულება არ უნდოდა. ორივენი გაოცებულები იყვნენ იმით,
რომ ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთისათვის სათქმელს ვერ
პოულობდნენ.
– საღამო მშვიდობისა, ალექსანდრა ვერჟენსკაია. – შურას
მიზეზით წარმოქმნილი გაუცხოების მუხედავად, სეიდი ასე
ოფიციალურად პირველად მიმართავდა.
– საღამო მშვიდობისა, სეიდ... ჩემზე ნაწყენი ხარ?
– ნაწყენი? ნაწყენი? აბა, რას ელოდებოდი, შურა? რა უნდა
მექნა, როცა ქალი, რომელიც ჩემი ცხოვრების მეორე ნახევა-
რია, ჩემგან შორს არის, თავი როგორ უნდა ვიგრძნო?
– კარგად მესმის.

381 მკითხველთა ლიგა


– რას გულისხმობ?
– გახსოვს ის ღამე, აფთიაქიდან ევგენისთან ერთად რომ
გამოვედი? და მეორე დილა, სახლში რომ დავბრუნდი? ახლა
გესმის, რა განვიცადე?
– შურა, მე მეგონა, ის ამბავი დავივიწყეთ. რომ მცოდნოდა,
სად და ვისთან ერთად იყავი...
– საქმეც ესაა, სეიდ. ასე ამიტომაც მოვიქეცი. შენ ვერავის-
თან გაგიყოფ. საშინელი ტკივილი მომაყენე და მინდოდა,
შენც იგივე განგეცადა. მაგრამ მერწმუნე, ეს შემთხვევით გა-
მოვიდა, თავისთავად, მე არაფერი დამიგეგმავს.
სეიდს კარგად ესმოდა, რას გულისხმობდა შურა. ადამიანს
ჰგონია, ღალატით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება სამა-
გიერო ღალატით შეიძლება. სინამდვილეში კი პირიქით ხდე-
ბა. ყველაფერი უფრო მეტად რთულდება. ყველაზე საოცარი
კი ის იყო, რომ ერთმანეთს ისე ჰგავდნენ, შეცდომებსაც კი
მსგავსს უშვებდნენ.
– კარგი, ახლა რა იქნება? – სეიდმა ეს შეკითხვა გულწრფე-
ლი პასუხის მოლოდინით დაუსვა. შურა ფანჯრისკენ შებრუნ-
და, ხელში ჭიქა შეათამაშა. ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ სეიდმა
შენიშნა, რომ ქალი ქვითინებდა. ჭიქა გადადგა და მას მიუახ-
ლოვდა. მხრებზე მოეხვია და ლოყაზე აკოცა, – ნუ ტირი, შურა,
გთხოვ. მხოლოდ ის მითხარი, ჩვენი მომავალი როგორ წარ-
მოგიდგენია. არ მინდა, ძალა დაგატანო. ხომ იცი, ასე არას-
დროს მოვქცეულვარ.
– ვიცი, სეიდ, ვიცი, – დაეთანხმა შურა და საყვარელ მამა-
კაცს ხელი ხელზე დაადო.
– გახსოვს, ერთხელ რა მითხარი?
– რა? – ჰკითხა შურამ, მისკენ მობრუნდა და ინტერესით შე-
ხედა.
– არაფერი მინანია, რაც კი შენთვის გავაკეთეო, ასე მითხა-
რი. – სეიდმა ხელზე ხელი მოუჭირა. – ისევ ასე ფიქრობ?
შურას გაეღიმა. სეიდის ხელის მოძრაობას უპასუხა. მის
ხელს რომ შეეხო, გამომეტყველება შეეცვალა, რომლის მნიშ-
ვნელობა ორივემ კარგად იცოდა. ამ წუთას არც ჭამა უნდო-

382 მკითხველთა ლიგა


დათ და არც – ცეკვა. მხოლოდ მარტო დარჩენაზე ოცნებობ-
დნენ. მანოლის წვეულებაზე კიდევ ორიოდე საათი დაჰყვეს და
ერთად გავიდნენ. ხელიხელჩაკიდებულები კიბეზე რომ ჩადი-
ოდნენ, შურა თანმხლები მამაკაცის ჯიუტ და სიმპათიურ ნაკ-
ვთებს ღიმილით შესცქეროდა. უყვარდა, ძალიან უყვარდა.
სამრეცხაოსთან ეტლიდან რომ ჩამოვიდნენ, ორივენი
მღელვარებამ მოიცვა – წინ ბობოქარი ღამე ელოდათ.
სახლში შევიდნენ თუ არა, სეიდმა ქალი მკლავებში მოიქ-
ცია. კარს ზურგით მიყრდნობილმა შურამ ჩანთა და ხელთათ-
მნები ძირს დაყარა და სეიდს კისერზე მოეხვია. ტუჩებით მის
მკაცრ ნაკვთებს, ჩაღრმავებულ ნიკაპს შეეხო. სეიდმა თმა, კი-
სერი, მკერდი დაუკოცნა, მისი მონატრებული სურნელი, ნორ-
ჩი სხეული თითქოს ხელახლა აღმოაჩინა. ხელში ატატებული
საწოლ ოთახში შეიყვანა.
შურამ წამით გაიფიქრა, ვინ იცის, ჩემ არყოფნაში ამ ოთახ-
ში ვინ არ იყოო, მაგრამ აბეზარი ფიქრები მაშინვე მოიშორა –
ღამის გაფუჭება არ ღირდა. თითქოს შეთანხმებულებივით, სე-
იდიც იმავეს ფიქრობდა. მის წინაშე ის ახალგაზრდა ქალი
აღარ იდგა, რომლის ცხოვრებაშიც სეიდი პირველი და ერთა-
დერთი მამაკაცი იყო. ალბათ იმ უცხო მამაკაცის ხელი შეეხო
მის კუთვნილ ქალს. ამ ფიქრებმა ისე დაძაბა, თავადაც კი შე-
ეშინდა. აბეზარი ფიქრების მოსაცილებლად ხელიც კი აიქნია.
კარგად ხვდებოდა, რა განცდები დაეუფლა საყვარელ ქალს იმ
დილით, აქ მარუშკას რომ გადააწყდა. რაც მოხდა, მოხდა. ახ-
ლა ერთად იყვნენ და ერთმანეთი უყვარდათ. მთავარი ეს იყო.
ამ ფიქრებმა კინოლენტივით რამდენიმე წამში ჩაიქროლა.
სეიდმა მკლავები გაშალა და შურას მოეხვია. ცალი ხელით
თმაზე მიეფერა და ყურში უჩურჩულა:
– ერთმანეთს გულს ნუღარ ვატკენთ, შურა. ძალიან მიყვარ-
ხარ, ძალიან.
– მეც, სეიდ, მეც ძალიან მიყვარხარ.
სეიდმა სახე, ხელები, თითის წვერები დაუკოცნა. ნაზად და
მოთმინებით ეფერებოდა საყვარელ ქალს, რომელიც ისევ და-
იბრუნა. შურაც ასევე მშვიდად პასუხობდა მის ალერსს და მისი

383 მკითხველთა ლიგა


კარგად ნაცნობი მღელვარების დაცხრობას ცდილობდა. მთე-
ლი ღამე მათ ეკუთვნოდათ, ყოველი წამით უნდა ესიამოვნათ.
ბაგეების ყოველი შეხება ენით აუწერელ სიამოვნებას ჰგვრი-
დათ და ეს სიამოვნება, ტკბილი შარბათის ან ყინულიანი არ-
ყის ბოლო ყლუპის მსგავსად, ბოლომდე უნდა განეცადათ.
სეიდი ზურგზე დაწვა და შურა მკერდზე მიიწვინა. მხრებიდან
წელზე ჩამოშლილი თმა ხელზე დაიხვია და თავისკენ მოქაჩა.
– იცი, რა ლამაზი ხარ? კიდევ უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე იმ
დღეს, პირველად რომ გნახე.
– სასმელის ზემოქმედების ბრალია, – გაეცინა შურას.
– მართალი ხარ, – უთხრა სეიდმა ეშმაკურად, – როცა ნას-
ვამი ვარ ხოლმე, ქალები უფრო ლამაზებად მეჩვენებიან, მაგ-
რამ შენ ერთადერთი ქალი ხარ, სიფხიზლეშიც რომ მზეთუნა-
ხავად ვთვლი. ეს შენც იცი, ბევრჯერ მითქვამს. – შემდეგ ქა-
ლის სახე ხელებში მოიქცია, თვალებში ჩახედა, მისი ტუჩების-
კენ დაიხარა და ჩასჩურჩულა: – და ყოველთვის მინდა...

პატარა საცოლე

იმ ღამის შემდეგ მათ ურთიერთობა წინააღმდეგობრივად


გაგრძელდა. ცეცხლოვან ღამეებს ატარებდნენ; ორივენი
აღიარებდნენ, რომ ერთმანეთისათვის იყვნენ შექმნილნი, ერ-
თმანეთი ძალიან უყვარდათ და ძალიან ენატრებოდათ. მიუხე-
დავად იმისა, რომ სეიდს მის გარშემო მყოფ თავგადასავლე-
ბის მაძიებელ, თავზეხელაღებულ, ლამაზ ქალებთან ურთიერ-
თობა დროებითად და უმნიშვნელოდ მიაჩნდა, ისინი მის
ცხოვრებაში მაინც არსებობდნენ. არც იმაში იყო ბოლომდე
დარწმუნებული, რომ შურას ცხოვრებაში მსგავსი არაფერი
ხდებოდა.

384 მკითხველთა ლიგა


სინამდვილეში ეჭვიანობა ორივეს სიმშვიდეს ურღვევდა.
ერთმანეთი სხვასთან გასაზიარებლად არ ემეტებოდათ, მაგ-
რამ მათი ცხოვრება ისე არ მიდიოდა, როგორც უნდოდათ. ერ-
თად ყოფნა უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდათ, მაგრამ განშო-
რებისას ხვდებოდნენ, რომ ბედნიერება უფრო და უფრო შორ-
დებოდათ.
ამასობაში ერთმანეთს სულ ურო და უფრო იშვიათად ხვდე-
ბოდნენ. შურა ელოდა, რომ სეიდს მოთმინება გამოელეოდა
და შურას დასაბრუნებლად გამოსავალს მოძებნიდა; სეიდს კი
საყვარელ ქალზე ძალდატანება არ უნდოდა. ის და შურა ხომ
მხოლოდ შეყვარებულები არ იყვნენ. საზიარო საზარელი თავ-
გადასავალი, სევდა, ნოსტალგია აკავშირებდათ. იქნებ შურას
სხვა ცხოვრება ერჩივნა? გრძნობდა, რომ მისთვის თავისუფა-
ლი არჩევანის საშუალება უნდა მიეცა. მოუსვენრად და უგუნე-
ბოდ იყო. თავისი ცხოვრებისათვისაც ბოლოს და ბოლოს, რა-
ღაც უნდა მოეხერხებინა. აწყობილი მხოლოდ მატერიალური
მდგომარეობა ჰქონდა. აინალი ჩეშმეში32 ახალი ბინის ქი-
რაობას აპირებდა.
თანამშრომლებს ერთი კვირის ჯამაგირი რომ დაურიგა, მო-
გებული თანხით კმაყოფილმა ფული სეიფში შეინახა. ის იყო,
თავისთვის სასმელი უნდა დაესხა, რომ კარზე დააკაკუნეს. წა-
მით იფიქრა, იქნებ შურა მოვიდაო და მღელვარებამ შეიპყრო,
მაგრამ ოსმანი აღმოჩნდა.
– სეიდ, მოემზადე, მივდივართ.
– სად?
– ქორწილში.
– ვის ქორწილში?
– არ იცნობ.
– უცნობი ხალხის ქორწილში რა მინდა?
– უცხოები არ არიან, სეიდ. ჩემი ცოლის ძუძუმტე ქორწინ-
დება. აქსარაიში33 ცხოვრობენ. ქორწილს სახლში იხდიან.
ცოტა ატმოსფეროს შეიცვლი. ერთსა და იმავე ადამიანებთან

32 სტამბოლის უბანი.
33 უბანი სტამბოლში.

385 მკითხველთა ლიგა


ერთსა და იმავე ადგილებში ტრიალებთ და გგონიათ, ისევ რუ-
სეთში ცხოვრობთ. ამ წრეს უნდა გასცდე. თუ არ მოგეწონება,
წამოხვალ. წამო, ნუ იპრანჭები.
– კარგი, თუ ასეა, ნება მომეცი, აბაზანას მივიღებ და გავი-
პარსავ, – უთხრა სეიდმა, რომელსაც ოსმანის წყენინება არ
უნდოდა, – ის კი არა, შენ წადი, მე ნუ დამელოდები. მისამარ-
თი დამიტოვე, თვითონ მოვალ.
– იცოდე, არ მომატყუო, სეიდ.
– კარგი, კარგი, გპირდები. აუცილებლად მოვალ. შეიძლე-
ბა ცოტა შემაგვიანდეს, მაგრამ უეჭველად მოვალ.
რომ დაიბანა და მოემზადა, ჯერ ფერა პალასში შეიარა. სერ-
გეი და მანოლი იქ ეგულებოდა. თითო ჭიქა დალიეს. შემდეგ
ეტლი გააჩერა. დროის გაყვანას ცდილობდა. მხოლოდ იმი-
ტომ მიდიოდა, რომ ოსმანს შეჰპირდა, თორემ მთელი ღამის
ქორწილში გატარება სულ არ ეპიტნავებოდა.
ცოტა ხანში ფერას კაშკაშა, ხმაურიანი, მხიარული ღამის
ცხოვრება, რომელიც ადამიანს თვალისპაჭუნით ეპატიჟებო-
და, მშვიდი, ჩუმი, უპრეტენზიო, სადა უბნების საღამომ შეცვა-
ლა.
სეიდმა დანიშნულების ადგილს რომ მიაღწია, რიტუალი უკ-
ვე შესრულებულიყო, სუფრაც აშლილყო, ერთ ადგილას თავ-
მოყრილი მამაკაცები კი სმას განაგრძობდნენ. გვერდითა
ოთახებიდან ქალების ხმა ისმოდა. სეიდი ასეთ სუფრასთან
პირველად იჯდა. ქალებს დროდადრო ხილი და წყალი შემოჰ-
ქონდათ და მაშინვე გადიოდნენ. რატომღაც ცალკე გართობა
ერჩივნათ.
ამასობაში ოსმანის ცოლიც შემოვიდა და ქმარს რაღაც
უჩურჩულა.
– სეიდ, წამო, ზევით ავიდეთ, – უთხრა ოსმანმა სეიდს.
– აქ ღამის გათევას არ ვაპირებ, ოსმან, – მიუგო სეიდმა სი-
ცილით, – მალე უნდა წავიდე.
– დარჩენას არავინ გთხოვს. ვიღაც უნდა გაჩვენო. ვნახოთ,
თუ მოგეწონება.
– რაებს ხლართავ, ოსმან, – სიცილი განაგრძო სეიდმა, –
უნდა მივხვედრილიყავი, რომ რაღაცას გეგმავდი.

386 მკითხველთა ლიგა


სანათესაოს გოგონები, რომლებსაც ღამეც აქ უნდა გა-
ეთიათ, ერთ ოთახში შეკრებილიყვნენ. ხილი და ჩირი მოემა-
რაგებინათ და სამხიარულოდ ემზადებოდნენ. საღამურებში
გამოწყობილები გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ საწოლებზე
წამოწოლილიყვნენ. მურვეთის ზღაპრების მოლოდინში იყ-
ვნენ, რომელთა მოსმენაზე ბავშვობიდან გიჟდებოდნენ. გო-
გონა ყოველ ჯერზე ათასჯერ მოყოლილ ზღაპარს განსხვავე-
ბული დეტალებით ახალ სულს სძენდა და მოულოდნელ და-
სასრულს უგონებდა. ახლად შეკერილი ბატისტის საღამური
კოჭებს უფარავდა. საყელოსა და სახელოებზე რამდენიმე რი-
გად არშიები ჰქონდა დაყოლებული. თმა გაიშალა და დაივარ-
ცხნა. სარკეში საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
სანთლის შუქზე მისი შავი თმა საღამურის არშიასთან კონ-
ტრასტს ქმნიდა. სურმაშემოვლებული, დიდი და აზრიანი თვა-
ლები, პატარა ცხვირი და სავსე ტუჩები ჰქონდა. ლამაზი ეთ-
ქმოდა. სურმის მოცილება გადაიფიქრა. გადაწყვიტა, მაკიაჟი
დაძინებმადე მაინც დაეტოვებინა. ჩანთიდან პატარა ფლაკო-
ნით ვარდის წყალი ამოიღო და კისერსა და ლოყებზე წაიცხო.
დივანზე რომ ჩამოჯდა, დანარჩენი გოგონები სიცილითა და
ყიჟინით გარს შემოეხვივნენ. სპილენძის სინზე მოთავსებული
გაზის ლამპის შუქსა და ვარდის წყლის სურნელს ღამე ჯადოს-
ნური ზღაპრისათვის მოემზადებინა. მურვეთმა თმა უკან გადა-
იწია და ჩაფიქრდა. გასუსული გოგონები აღელვებულები
ელოდნენ ზღაპარს.
ცოტა ხანში მურვეთი სხვა სამყაროს მაცნედ იქცა. ნაზი
ხმით მსმენელები საოცარ მოგზაურობაში გაიყოლა. ხელების
ნატიფი მოძრაობებით სიტყვების მნიშვნელობას სიმძაფრეს
ჰმატებდა, თვალებს ხან მთელი ძალით აჭყეტდა, ხან პირი-
ქით, ჭუტავდა. ლამპის შუქი მურვეთის გამოკვეთილ ყვრიმა-
ლებსა და ტუჩებს დასთამაშებდა. ისიც და მსმენელებიც თით-
ქოს სხვა სამყაროში იმყოფებოდნენ. არც კი შეუმჩნევიათ ორი
მამაკაცი, რომლებიც კარს მიღმა, ბნელი დერეფნიდან მათ აკ-
ვირდებოდნენ. მურვეთმა წამით თითქოს ვიღაცის დაჟინებუ-
ლი მზერა იგრძნო და ბნელი დერეფნისკენ გაიხედა, მაგრამ

387 მკითხველთა ლიგა


ვერავინ დაინახა. ოდნავ გამოღებული კარიდან მხოლოდ სიო
უბერავდა.
ბნელი დერეფნიდან უჩუმრად კიბისკენ მიმავალი ორი
ახალგაზრდა ერთმანეთს ესაუბრებოდა.
– რაო, კურტ სეიდ, ხომ ძალიან ლამაზი ცოლის და მყავს?
– ლამაზია, ოსმან, ლამაზი, მაგრამ ძალიან პატარა არ
არის? – გაიცინა სეიდმა, – რამდენი წლის არის? თხუთმეტის?
თექვსმეტის?
– მურვეთს თხუთმეტი უკვე შეუსრულდა, მაგრამ თუ მოგე-
წონა, შეგიძლია მისი ხელი ახლავე ითხოვო. ამ ასაკის ასეთ
ლამაზ გოგოს დიდხანს არავინ გააჩერებს. მაჭანკლებისგან
მოსვენება არა აქვთ.
– კი, მაგრამ ოსმან, ჯერ ბავშვია. ზღაპრებს ყვება, ვერ ხე-
დავ? – უარის ნიშნად თავი გადააქნია და განაგრძო, – თანაც
იქნებ შეყვარებული ჰყავს. ვინმემ ჰკითხა?
– სეიდ, აქ გოგონებს არავინ არაფერს ეკითხება. დედ-მამას
თუ ჭკუაში დაუჯდა, საქმე მოგვარდება. – დაბლა ჩავიდნენ,
თითო ჭიქა დაისხეს და პატარა ოთახში შევიდნენ. ოსმანმა სა-
უბარი განაგრძო, – ოჯახში ყველაზე ყოჩაღია, ხელმარჯვე.
– კარგი, კარგი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახის შესაქმენ-
ლად მზად არის. ჯერ ძალიან პატარაა.
– არა, არა, დამიჯერე, ამ შანსს თუ არ გამოიყენებ, ძალიან
მალე გათხოვდება, ნახავ. მე თუ მკითხავ, ხელიდან გასაშვები
გოგო არ არის.
– ოსმან, ძმაო, გმადლობ, მაგრამ მე დაქორწინებას არ ვა-
პირებ. – პირში რამდენიმე ლაბლაბო ჩაიგდო და სასმელი და-
აყოლა. ჩაფიქრებული ჩანდა. – ოსმან, ჯერ არ გადამიწყვე-
ტია, ჩემი ცხოვრება როგორ წარვმართო. დარწმუნებული არა
ვარ, რომ სტამბოლში დავრჩები. შეიძლება დღეს-ხვალ ჩემი
საქმე გავყიდო და ამერიკაში ან საფრანგეთში წავიდე.
– გიჟი ხარ, სეიდ. საქმე კარგად მიგდის. ამდენი უბედურე-
ბის შემდეგ ფულის შოვნა დაიწყე. ახალგაზრდა, ლამაზი ცო-
ლიც თუ გეყოლება, მეტი რა გინდა? წასვლა თუ მოგინდება,
ცოლსაც წაიყვან, რა პრობლემაა?
– ოსმან, დასაქორწინებლად მზად არა ვარ.

388 მკითხველთა ლიგა


– შურასთან ურთიერთობა კიდევ გაქვს?
სეიდმა სასმელი გამოცალა და საზურგეს მიეყრდნო. აშკა-
რა იყო, რომ ოსმანის შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ უნდოდა.
შუბლიდან თმა მოიშორა, თავი უკან გადაწია, თვალები დახუ-
ჭა და ღრმად ამოიოხრა. ოსმანი მიხვდა, რომ სეიდისათვის
ყველაზე მტკივნეულ საკითხს შეეხო.
– ასე არ გამოვა, სეიდ. ცოლს რომ შეირთავ, სახლი გექნე-
ბა, ყველაფერი მოგვარდება.
– სახლი? იცი, რამდენი სახლი მქონდა? სახლი, სადაც და-
ვიბადე, სადაც გავიზარდე, სახლები, სადაც საყვარლებთან
ერთად ვცხოვრობდი, სახლი, სადაც ვიმალებოდი... ყოველი
მათგანი განშორებასა და სევდას მაგონებს. ყოველი მათგა-
ნის მიტოვება მომიხდა. ყოველი მათგანი წარსულში დარჩა.
– ჰო, მაგრამ ახლა არავინ მოგდევს, შენს კვალს ბოლშევი-
კები არ ადგანან. წარსულზე ფიქრს მოეშვი. სიმშვიდე შეგიძ-
ლია მომავალში დაიმკვიდრო. ამ შანსს ხელიდან რატომ უშ-
ვებ?
სეიდმა ჭიქა არყით შეივსო, ბოთლი გადმოაბრუნა და არყის
ბოლო წვეთების ჩამოჟონვას დაელოდა. იდაყვით მაგიდას
დაყრდნობოდა, ხელი თავქვეშ ამოედო და თვალები გმაჭვირ-
ვალე მინაზე ჩამოსრიალებული წვეთებისათვის მიეპყრო.
– ოსმან... რა გირჩევნია, ქვიშის საათში ქვიშა იყო თუ... არ-
ყის ბოთლში – არაყი?
ოსმანმა ამოიხვნეშა და თავი გადააქნია. იცოდა, რომ სეიდი
ისევ წარსულზე ფიქრობდა. იმასაც მიეჩვია, რომ ასეთ დროს
ის თავის ფიქრებთან მარტო უნდა დაეტოვებინა.
ხუთიოდე წუთს დუმდნენ. ოსმანი იჯდა და ელოდა, ნაღ-
ვლიანი სეიდი წარსულზე ფიქრებს თავს როდის დააღწევდა.
სიჩუმე პირველმა სეიდმა დაარღვია. სიზმრიდან ახლად გა-
მორკვეულს ჰგავდა.
– რას მეუბნებოდი, ოსმან? მაპატიე.
– არა უშავს. იმას გეუბნებოდი, რომ მურვეთის ხელი ვით-
ხოვოთ.
– რადაც უნდა დაგიჯდეს, ჩემთან დანათესავებას ცდილობ.

389 მკითხველთა ლიგა


ორივეს მწარედ გაეღიმა. ოსმანს ყირიმის სანაპიროზე და-
კარგული 18 წლის ცოლი და ერთი წლის ვაჟი მოაგონდა. სე-
იდზე ნაკლებ მტკივნეული მოგონებები არც მას ჰქონდა, მაგ-
რამ იცოდა, რომ წარსულს უკან ვერ დააბრუნებდა და ახალ
ცოლთან ერთად ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდა.
– წარსულს თუ არ მოწყდი, აწმყოში ვერ იცხოვრებ, სეიდ.
ცხოვრება ხელახლა უნდა მოიწყო, ისიამოვნო. არ ინანებ.
– წარსულისგან მოწყვეტა ასე ადვილია, ოსმან? განა მოგო-
ნებები ადამიანს მოასვენებს?
– მთავარია, შეეგუო, დანარჩენს დრო მოაწესრიგებს, სეიდ,
– ოსმანი ერთხანს დუმდა, შემდეგ დაამატა, – სეიდ, სეიდ, იმ
ქალთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტო. სანამ შენს ცხოვრება-
ში ის არსებობს, წარსულს თავს ვერ დააღწევ.
– მას ნუ ეხები, ოსმან, – გააფრთხილა სეიდმა, რომელსაც
სახის გამომეტყველებაც და ტონიც უეცრად შეეცვალა, გაუმ-
კაცრდა, – მისი ხსენება აღარ გაბედო. ჩემს ცხოვრებაში გან-
საკუთრებული ადგილი უკავია. როცა საქმე შურასთან ურთი-
ერთობას ეხება, ვერავის ვერაფერს შევპირდები. ვერავის! გა-
საგებია?
– კარგი, სეიდ, კარგი, – ოსმანი მიხვდა, რომ მეგობარს აწ-
ყენინა და ვითარების გამოსწორებას ეცადა, – ნუ ბრაზობ. მე
მხოლოდ შენი დახმარება მინდა, მეტი არაფერი.
სეიდი წამით ისევ გაჩუმდა. ოსმანს მეგობრულად მხარზე
ხელი დაჰკრა.
– მაპატიე, ოსმან. ვიცი, რომ ჩემს ხუშტურებს გახვევ თავს.
– შემდეგ ჭიქა ასწია და მაგიდას დაეყრდნო, – ზა ზდოროვიე!
იმ პატარა გოგოს ხელი როგორ უნდა ვითხოვოთ?
– ყოჩაღ, კურტ სეიდ! – გახარებული ოსმანი ფეხზე წამოხტა
და სეიდს მხრებში სწვდა, – აი, ნახავ, არ ინანებ... – უეცრად
თავი ჩაქინდრა და ხმა ჩაეხლიჩა, – შენ გგონია, ჩემი ცოლ-
შვილი დავივიწყე? არა... არა... ყოველ ღამე, რომ დავწვები,
ფიქრები ტვინს მიბურღავს, გული მისკდება, მაგრამ სიცოც-
ხლე გრძელდება, სხვა გამოსავალი არ არსებობს. – სევდიანი
განწყობის დაძლევას ეცადა, – მურვეთი ჯერ ძალიან ახალ-
გაზრდაა. მასზე თუ იქორწინებ, ისეთ ცხოვრებას გააცნობ, შენ

390 მკითხველთა ლიგა


რომ გინდა, შენს ყაიდაზე გამოზრდი. ლამაზია, ყოჩაღია, ყვე-
ლაფერში აგყვება. დედა კი ჰყავს აუტანელი, ძალიან ნერვიუ-
ლი და უხიაგია, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ბევრი
უბედურება გადაიტანეს. ემინე აბლა34. სილისტრელი35 ჰაჯი
იაჰია ფაშას დისშვილია. 1892 წელს, ყველაფერი რომ მიატო-
ვეს და გამოიქცნენ, პატარა გოგო იყო. აქ ჩამოსვლის შემდე-
გაც, წლების განმავლობაში, უბედურებისა და გაჭირვების მე-
ტი არაფერი უნახავთ. ომის დროს მთელი ოჯახი მხრებზე აწვა.
ავადმყოფ ქმარსა და შვილებს მარტო უვლიდა. ოჯახში ქალიც
ის იყო და – კაციც. ყველაზე მეტად მურვეთი ეხმარება. ამიტომ
ალბათ ცოტა გაინაზება.
მეორე დღეს ოსმანის ცოლის, მელიჰას შუამავლობით მურ-
ვეთის დედასა და უფროს ძმას დაელაპარაკნენ. სეიდი აქეს და
ადიდეს. თანხმობა რომ მიიღო, სეიდი დაიბნა. ისეთი ამბავი
მზადდებოდა, რაზე არც უფიქირა და არც დაუგეგმავს. თავის
პატარა დანიშნულს ერთი ერთთვლიანი და ერთიც ლალები-
თა და ალმასით მოოჭვილი ბეჭდები უყიდა. ცხოვრება ძალიან
უცნაური რამ იყო. სულ ცოტა ხნის წინ უამრავი მოგონების მა-
ტარებელი თავისთვის უძვირფასესი საათი და ჯილდოები გა-
ყიდა. ნეტავ მათი დაბრუნება შეეძლოს.
ოსმანმა ბეჭდები და ადიუტანტის ფორმაში გამოწყობილი
სეიდის ფოტო წაიღო და წავიდა. სეიდს ამ საქმეების არაფერი
გაეგებოდა. ბეჭდის გაგზავნა დანიშვნას ნიშნავდა, თუმცა თა-
ვისი დანიშნული ახლოდან არც ენახა. მურვეთს ესეც არ ღირ-
სებია. ახალგაზრდა ქალი როგორ უნდა გაჰყოლოდა ცოლად
მამაკაცს, რომელიც არც ენახა, რომელსაც არც იცნობდა და
ისიც არ იცოდა, მოეწონებოდა თუ – არა. მაგრამ ოსმანი არ-
წმუნებდა, რომ ადათები ასე მოითხოვდა.
ასეა თუ ისე, სეიდი აქსარაიში, თათლიქუიუს უბანში მურ-
ვეთზე დანიშნული აღმოჩნდა, რომელსაც ის თვალითაც არ

34უფროსი და (თურქ.)თავაზიანი მიმართვა ასაკით ცოტათი უფროსი ქალი-


სადმი.
35 სილისტრა – ქალაქი ბულგარეთში, დუნაის ნაპირზე.

391 მკითხველთა ლიგა


ენახა. თავი სიზმარში ეგონა. ეს ხომ სიმართლე ვერ იქნებო-
და. ჯერ კიდევ იმ ცხოვრებაზე ოცნებობდა, რომელსაც ოცდა-
ექვსი წლის განმავლობაში ეწეოდა. ამ უცხო ადამიანებს, მათ
ადათ-წესებს როგორ მიეჩვეოდა? მათ შორის, ერთ-ერთ მათ-
განთან როგორ უნდა ეცხოვრა? დარწმუნებული იყო, რომ
არაფერი გამოუვიდოდა.
ბეჭდები და ფოტო ნორჩი საპატარძლოს ხელთ აღმოჩნდა
და დაახლოებით სამ კვირაში უკან დაუბრუნდა. შეწუხებული
და დარცხვენილი ოსმანი სეიდის ახალი ბინის კარს რომ მი-
ადგა, არ იცოდა, მეგობრისათვის ვითარება როგორ აეხსნა.
ბეჭდები და ფოტო მაგიდაზე დააწყო.
– მაპატიე, სეიდ, სიტუაცია აირია.
– რა მოხდა? – ჰკითხა სეიდმა. ამ საქმეში გაუგებრობით გა-
ეხვა და იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდე-
ბოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, უარი არ ესიამოვნა.
– სტამბოლში რომ ჩამოხვედი, სასტუმრო „შერეფში” ხომ
ცხოვრობდი?
– ჰო.
– იმ სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილი მურვეთის მეგო-
ბარი ყოფილა. ფოტოზე უცვნიხარ. რუსი საყვარელი ჰყავს და
მასთან ერთად ცხოვრობსო, უთქვამს. დედამისი, ემინე აბ-
ლაც, ჩვენ დაგვაცხრა თავს, მურვეთი ტიროდა, დედამისი გაჰ-
კიოდა, უფროსი ძმა ილანძღებოდა.
– რა თქვეს?
– საყვარელი რომ ჰყავს, იმ კაცს გოგოს არ გავატანთო, აუ-
ჩემებიათ.
– რატომ არ უთხარი, რომ შურას დავცილდი?
– დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა გაოცებულმა ოსმანმა, –
ნამდვილად შემიძლია ამის თქმა?
– რა თქმა უნდა, – დაარწმუნა სეიდმა ოდნავი დაფიქრების
შემდეგ, – მურვეთი როგორ არის?
– ცუდ დღეშია. როგორ იქნება? იმ დღიდან, რაც შენი ფოტო
მივუტანეთ, თავი ბალიშის ქვეშ შეუყვია, არც ჭამს, არც სვამს.

392 მკითხველთა ლიგა


სეიდს წამით თვალწინ დაუდგა სანთლის შუქით განათებუ-
ლი ლამაზი გოგონას შავი თვალები და პაჭუა ცხვირი. როგო-
რი ნორჩი და უმანკო იყო. კარგად ესმოდა, რომ ოცნებები და-
უმსხვრია და ღალატის განცდა გაუჩინა. გული ეტკინა. იქნებ
ერთად მართლაც ბედნიერები ყოფილიყვნენ.
– ოსმან, ესენი უკან წაუღე და გადაეცი, რომ არავითარ საყ-
ვარელთან ერთად არ ვცხოვრობ. ეს საქმე თუ არ გამოვა, ამე-
რიკაში წავალ, უკვე გადავწყვიტე.
მურვეთის დედისაგან თანხმობის მიღება ადვილი არ გა-
მოდგა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, დასთანხმდენენ, რაშიც
მურვეთის გაუთავებელ გლოვას დიდი წვლილი მიუძღოდა.
გოგონას ფოტოზე გამოსახული სიმპათიური, ფორმიანი
ახალგაზრდა შეუყვარდა. იმ კაცის გამო ტიროდა, რომელიც
გაცნობამდე დაკარგა. თავის თითს დაჰყურებდა, რომელზეც
რამდენიმე დღის წინ ბეჭდები უბრჭყვიალებდა და ტირილით
თავს იკლავდა. დედამისმა მის ტანჯვას დიდხანს ვეღარ გაუძ-
ლო.
ოცდახუთი დღის შემდეგ ბეჭედი ისევ მურვეთის თითს და-
უბრუნდა. სეიდმა ემინეს საქორწილო სამზადისისათვის 40
ლირა გაუგზავნა. ეს თანხა მაღალი თანამდებობის სახელმწი-
ფო მოხელის ხუთი-ექვსი თვის ხელფასს შეადგენდა. გადაწ-
ყდა, რომ სექტემბრის ბოლოს იქორწინებდნენ.
სეიდი საღამოებს ჩვეულებისამებრ, ფერაში ატარებდა და
თან თავის ნორჩ დანიშნულზე ფიქრობდა. მიუხედავად იმისა,
რომ არ იცნობდა, მის მიმართ სიყვარულს გრძნობდა, რო-
მელსაც შურას სიყვარულთან საერთო არაფერი ჰქონდა. თუმ-
ცა იმაშიც არ იყო დარწმუნებული, მსგავსის განცდა რამდენად
უნდოდა.
მურვეთის ახლოდან ნახვა და გაცნობა კი ძალიან აინტერე-
სებდა, მაგრამ ასე უთხრეს, რომ ეს მხოლოდ ქორწინების შემ-
დეგ შეიძლებაო. სეიდს საამისოდ მოთმინება არ ჰყოფნიდა.
ერთ დღეს ბეიოღლუს ყველაზე ძვირიან მაღაზიებში სავაჭ-
როდ წავიდა. აბრეშუმის საცვლები, შარფები და ბლუზები,
ძვლის თმის სამაგრები შეიძინა. ყველაფერი ევროპულ ყაიდა-
ზე ქაღალდში შეახვევინა და ლენტებით შეაკვრევინა. პატარა

393 მკითხველთა ლიგა


გოგონას გახარება უნდოდა და ამის გამო ძალიან ღელავდა.
სეიდზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მურვეთს
იგი ფოტოზე ერთი ნახვით შეუყვარდა და მის გამო ამდენი
ცრემლი დაღვარა. მასზე დაუსწრებლად შეყვარებული გოგო-
ნას მიმართ მართალია, სიყვარულს არა, მაგრამ სინაზესა და
სიახლოვეს გრძნობდა. მისთვის სიურპრიზის მოწყობა და სი-
ხარულის მინიჭება უნდოდა. თუნელში36 ეტლი აიყვანა. 15 ივ-
ლისი იყო. ქალაქი დღის განმავლობაში შეწოვილ პაპანაქე-
ბას საღამოს ბინდში უკან ირეკლავდა. ზაფხულის საოცარი
ღამე ბაღებში ამღერებულ ჭრიჭინებსა და ცაზე გამოჩენილ
ულამაზეს მთვარეს კიდევ უფრო გაელამაზებინა.

უცნაური ადათები

მურვეთი აღელვებული ელოდა იმ დღეს, როცა საქორწი-


ლო კაბას ჩაიცვამდა. საღამოობით დასახმარებლად ახლობ-
ლები მოდიოდნენ; მზითევს ყველანი ერთად ამზადებდნენ.
ერთ საღამოს, ნავახშმევს, ზედა სართულის იმ ოთახში, რო-
მელიც ქუჩაზე გადადიოდა, ტახტებზე საკერავი გაეშალათ.
მურვეთს თეთრარშიებიანი საღამური ეცვა. გამხიარულებუ-
ლი გოგონები სიმღერ-სიმღერით ქარგავდნენ. მურვეთის დე-
და, უფროსი ძმა, ჰაქი, და მისი ცოლი, მელიჰა, უკანა ბაღში ყა-
ვას სვმადნენ. კარზე რომ დააკაკუნეს, გოგონებმა სიმღერა
შეწყვიტეს.
– ბეჰირე მოვიდოდა.
ბეჰირე მაკრატლისა და სათითურის მოსატანად სახლში წა-
სულიყო წეღან. მურვეთმა გაშლილი თმა მხრებზე გადაიგდო
და კარის გასაღებად კიბე ჩაირბინა. ცაზე იმოდენა მთვარე

36 სტამბოლის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი

394 მკითხველთა ლიგა


ანათებდა, ლამის ძირს ჩამოსულიყო. მისმა სხივებმა სახეში
რომ შეანათა, დაბნეულმა მურვეთმა სტუმარს მიმართა:
– ოსმან, მობრძანდით! შემობრძანდით!
ოსმანს ხელში იმდენი შეკვრა ეჭირა, სახეც კი აღარ უჩანდა.
დიდი ბაფთით შეკრული ბოლო ყუთის ზემოდან მხოლოდ ქო-
ჩორი დაინახა. ხმა არ ამოუღია.
– მობრძანდით, – გაუმეორა მურვეთმა, – დედა და დანარ-
ჩენები უკანა ბაღში არიან. შემობრძანდით.
უცებ მამაკაცმა, რომელიც საჩუქრების მიღმა იმალებოდა,
ყუთები გვერდზე გასწია და სახე გამოაჩინა. გაოცებულმა მურ-
ვეთმა ხელი პირზე აიფარა. სტუმარი ოსმანი არ იყო. მის წინა-
შე ის ახალგაზრდა კაცი იდგა, რომლის ფოტოც ბალიშის ქვეშ
ედო – მისი დანიშნული. ერთ ადგილას გაშეშდა. აფრიალე-
ბულ საღამურში მთვარის შუქზე სიბნელეში თეთრ წერტილს
ჰგავდა. მკლავები მკერდზე აიფარა, თითქოს უცხოსგან თავის
დაცვას ცდილობდა. როცა ახალგაზრდამ ეშმაკურად თვალი
ჩაუკრა და თმაზე აკოცა, მურვეთმა თავი ვეღარ შეიკავა და
შეჰყვირა. შემდეგ დაბნეულობის, სიხარულისა და ბედნიერე-
ბისაგან თავზარდაცემული მაღლა გაიქცა. ტახტზე რომ დაეშ-
ვა, ხელ-ფეხი უცახცახებდა. გული ამოვარდნას ჰქონდა. ცნო-
ბისმოყვარეობით შეპყრობილი გოგონები გარს შემოეხვივ-
ნენ. მამაკაცის კოცნამ ყურებამდე გააწითლა.
მურვეთის შეძახილზე ბაღიდან სახლში ჰაქი შემოვიდა და
სადარბაზოს ღია კართან ყუთებით დატვირთული გაშეშებული
სეიდი დაინახა. მაშინვე იცნო. ცივად შემოიპატიჟა და შემო-
სასვლელში დივანზე დასვა. შემდეგ ბაღში დაბრუნდა და ემი-
ნეს უთხრა, ნუ შეხვალ, სეიდი მოვიდაო.
– კი, მაგრამ შვილო, სასიძოს არ უნდა შევეგებო?
– არ გაბედო. ეს რა თავხედობაა, გვიან საღამოს – შეუტყო-
ბინებლად, თანაც მარტო მოსვლა?! კარი მურვეთმა გაუღო და
რა უქნა, არ ვიცი, მაგრამ საბრალო გოგო ყვირილ-ყვირილით
მაღლა ავარდა. ახლა თქვენც თუ შეეგებებით, დარჩება და
წამდაუწუმ სიარულს დაიწყებს. ზედმეტ სითბოს ნუ გამოვი-
ჩენთ. მე დაველაპარაკები და გავისტუმრებ.

395 მკითხველთა ლიგა


– მართალი ხარ, – მიუგო ემინემ. სეიდის ნახვა ძალიან უნ-
დოდა, მაგრამ ამ უცხო წეს-ჩვეულებების მქონე ადამიანს თავ-
შეკავებულად უნდა მოჰქცეოდნენ. მისი გერი მართალს ამ-
ბობდა, ამიტომ ბაღში დაბრუნდა.
ჰაქიმ სეიდს აუხსნა, რომ ძალიან მოხარულები იქნებოდ-
ნენ, თუ სხვა დროს წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მო-
ვიდოდა. სეიდი საცოლის სახლში ასეთ დახვედრას არ ელო-
და. საჩუქრები მაგიდაზე დააწყო და კარისკენ გაემართა.
– კეთილი, მაშინ ჩემს დანიშნულს ეს საჩუქრები გადაეცით.
სხვა დროს მოვალ... – ნაწყენი იყო. ოსმანს რომ უამბობდა,
წყენასა და ბრაზს მაშინაც ვერ მალავდა, – ეს რას ჰგავს, ოს-
მან? საკუთარი დანიშნულის ნახვა არ შემიძლია? სახლში მი-
ვაკითხე, საჩუქრები მივუტანე და არავინ შემომეგება. ლამის
გამომაგდეს. ასე არ გამოვა. თუ არ უნდათ, ქალიშვილი მო-
მათხოვონ, ტყუილად ნუ მასულელებენ. მე ამას მიჩვეული არა
ვარ. ბეჭედს ხან იტოვებენ, ხან უკან მიგზავნიან, ლაპარაკის
ღირსადაც არ მთვლიან. ასე არ გამოვა.
– ნუ გეშინია, კურტ სეიდ. მართალია, ამას მიჩვეული არა
ხარ, მაგრამ მათაც ხომ უნდა გაუგო. გოგო ნახე, მოგეწონა.
მანაც შენი ფოტო ნახა და მასაც მოეწონე. დანარჩენი ქორწი-
ნების შემდეგ იქნება. ასე შენს ჭკუაზე ვერ ივლი მათს სახლში.
მეზობლებთან შეარცხვენ.
– კარგი, მაშინ ხვალისთვის მიზეზი მაქვს. წახვალ, შეატყო-
ბინებ და საღამოს ისე მივალთ. გასაგებია? – უთხრა სეიდმა
ჯიუტად.
– შენსას არ დაიშლი, არა? – გაეცინა ოსმანს, – მიზეზად
რას მოიდებ?
– შენ მათი ნათესავი არა ხარ? მე კიდევ საცოლეს საჩუქრე-
ბი მინდა მივართვა.
– ისევ? საჩუქრები დღეს არ მიუტანე?
– არა უშავს, ეგ წვრილმანი იყო. ბეჭდის გარდა, წესიერი
რამე მინდა ვაჩუქო.
– კარგი, სეიდ, ვეცდები, ეგ საქმე მოგიგვარო.

396 მკითხველთა ლიგა


მას შემდეგ, რაც ერთმანეთს გადაეხვივნენ და დაემშვიდობ-
ნენ, ოსმანი სეიდის ჯიუტობაზე კიდევ კარგა ხანს იცინოდა.
ცხადი იყო, რომ ახალი სიძე ბევრ სადარდებელს გაუჩენდა.
სეიდი ბეიოღლუზე დაბრუნდა, მურვეთი კი ამასობაში მე-
გობრებთან ერთად თავისი საქმროს მოტანილ საჩუქრებს ათ-
ვალიერებდა. ევროპულ ქაღალდში გახვეული ძვირფასი ყუ-
თებიდან ერთიმეორეზე ლამაზი ნივთები აღტაცებული შეძახი-
ლებით ამოჰქონდათ. ბეჰირემ ამოიოხრა.
– რა ბედნიერი ხარ, მურვეთ! აქ ასე ძალიან არავის გამარ-
თლებია.
მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგებს ძალიან უყვარდათ,
მურვეთი გრძნობდა, რომ მისი ცოტა შურდათ. ეს ამბავი თან
მოსწონდა, თან ეშინოდა, თვალი არ მეცესო.
– ყველაფერი ბედისწერაა, ბეჰირე. ვინმეს რომ ეთქვა, არ
დავიჯერებდი, მაგრამ ბედმა ასე განსაჯა.
გოგონები საჩუქრების ამოლაგებას განაგრძობდნენ. ლა-
მაზი შესაფუთი ქაღალდები და ბაფთები გასაგლეჯად არ ემე-
ტებოდათ. ფრთხილად ხსნიდნენ, კეცავდნენ და გვერდზე აწ-
ყობდნენ.
– ამ წინდებს შეხედე, მურვეთ, აბრეშუმისაა! ღმერთო! თა-
ნაც სხვადასხვა ფერის!
– ნეტავ ამ პატარა ყუთში რა არის?.. ვაი, გოგოებო, ევრო-
პული სუნამოა! მურვეთ, გახსენი რა, დავყნოსოთ. ვინ იცის, რა
არაჩვეულებრივი სუნი აქვს.
– ეს შარფიც აბრეშუმისაა. რა ლამაზია.
– ამ მაქმანიან საყელოს შეხედეთ, ულამაზესია.
მურვეთს ასეთი ნივთები მანამდე მხოლოდ სურათებსა და
ნაზირე ჰანიმის სახლში შეკრებილ ქალბატონებზე ენახა.
იმით აღფრთოვანებული, რომ ახლა ეს ულამაზესი ტანისამო-
სი მას ეკუთვნოდა, ტახტზე ფეხმორთხმით იჯდა და საჩუქრები
გულში ჩაეხუტებინა, თითქოს დამთვრალიყო.
სანამ დაწვებოდა, კრემისფერი ფრანგული არშიით გაწყო-
ბილი ფირუზისფერი აბრეშუმის კაბა ჩაიცვა და თავის თავს
სარკეში დიდხანს ათვალიერებდა. მკერდსა და წელზე შემოტ-
მასნილი კაბა ბარძაყებიდან დაბლა ტალღებად ეცემოდა და

397 მკითხველთა ლიგა


სულ არ ჰგავდა იმ ფართხუნა, წელზე მობოჭილ ბატისტის ან
ბამბის კაბებს, აქამდე რომ ეცვა ხოლმე. აბრეშუმის წინდა
ფრთხილად ჩაიცვა, თვალი რომ არ წასვლოდა. მაგრამ ასეთი
ტანისამოსის შესაფერისი ფეხსაცმელი არ ჰქონდა. თითის
წვერებზე შედგა, შემდეგ სარკეს მიუახლოვდა და სურმის
ფლაკონი აიღო, თვალებზე საგულდაგულოდ გადაისვა, სარ-
კეს მოსცილდა, ხელები გაშალა და დატრიალდა. აბრეშუმის
კაბაც დატრიალდა, მის სხეულს მიეალერსა, შემოეხვია და
ისევ ძირს დაეშვა. თავი სიზმარში ეგონა. ეშინოდა, ყველაფე-
რი არ გამქრალიყო: თითებზე აბრჭყვიალებული ბეჭდები, აბ-
რეშუმის შეხება. სარკეში თავის ანარეკლს თვალს ვერ აცი-
ლებდა. პირველად გრძნობდა, რომ ქალი იყო. უეცრად კარი
გაიღო. დაბნეული შუა ოთახში გაშეშდა. დედამისი იყო. მურ-
ვეთს შერცხვა იმის გამო, რომ სარკის წინ ასე გამოწყობილს
წაასწრეს. ხელებს ისრესდა.
– ეს რა არის, მურვეთ? – ემინეს ხმა მკაცრად და დაუნდობ-
ლად ჟღერდა, – ეს რა ჩაგიცვამს? დედაშობილა ხარ. ოჯახში
გაზრდილ ქალიშვილს ასეთი ტანისამოსი ეკადრება? ახლავე
გაიხადე. აღარ დავინახო, რომ ჩაიცვა.
მურვეთს ის დღე მოაგონდა, როცა დედამ თითიდან ბეჭდები
წააძრო და უკან გააგზავნა და შეშინებულმა მუშტები შეკრა.
ამის უფლებას აღარ მისცემდა. არც ტანისამოსთან შელევას
აპირებდა.
– დედა, დედა... ესენი სეი...
– ვიცი, ვიცი. ვიცი, ვინც გამოგიგზავნა. იმ მოსკოველმა გა-
დამთიელმა. პირობა მიცემული რომ არ მქონდეს, ღმერთმა-
ნი, არ გაგატანდი, მაგრამ ახლა ამ საქმეს აღარაფერი ეშვე-
ლება... მოვიდეს, შეგაწუხოს, მერე ეს უსირცხვილო კაბები გა-
ჩუქოს... შენც დრო იხელთე და ჩაიცვი, არა?! ღმერთო! ეს რა
დღეში ჩავვარდი! ხალხთან თავი მოგვეჭრება.
– დედა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. თითიც
კი არ დაუკარებია ჩემთვის. ღმერთმანი.
– გაჩუმდი, გაჩუმდი! ვიცი, რაც მოხდა. ახლავე გაიხადე ეს
ჭინჭები! სახეც მოიბანე! ადამიანს დაემსგავსე! ღმერთო,
ღმერთო, შენ მიშველე!

398 მკითხველთა ლიგა


მურვეთმა იცოდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა.
კაბა გაიხადა და ჩამოკიდა. დედის გაბრაზება არ უნდოდა. სა-
ხეც მოიბანა და დაწვა. გაზის ლამპა რომ ჩააქრო, ცალ ხელში
– აბრეშუმის შარფი, მეორე ხელში კი სეიდის ფოტო ეჭირა.
ალაჰს ევედრებოდა, ბედნიერი მამყოფეო. ლოცვაში ჩაეძინა.
მეორე დილით ოსმანი მოვიდა და შეატყობინა, რომ საღა-
მოს სეიდთან ერთად სტუმრობას აპირებდა. ემინემ არ იცოდა,
რა ეთქვა. ბოლოს მიხვდა, რომ უარით გასტუმრება სირცხვი-
ლი იქნებოდა და დასთანხმდა. მაშინვე სამზადისს შეუდგა. ჰა-
ქი იმხანად სტამბაში ასოთამწყობად მუშაობდა. სადილად
სახლში რომ მოვიდა და სეიდის სტუმრობის ამბავი გაიგო, გა-
ცეცხლდა.
– ამ კაცს თავი ვინ ჰგონია?! ის თუ რუსეთის მეფის ოფიცე-
რია, ჩვენ ოსმალო ფაშას შვილიშვილები ვართ. რამდენი თავ-
ში მოუვლის, იმდენი უნდა მოვიდეს? ასე როგორ შეიძლება?
ამდენს თუ გააბედინებთ, ცოლადაც აღარ შეირთავს. აქეთ-
იქით ივლის და ბოლოს საერთოდ წავა. საყვარელთან ცხოვ-
რებას მიჩვეულია, დაქორწინება რაში სჭირდება?
– ვერაფერს ვეღარ შევცვლი, ჰაქი. ჩემი მულები, ოსმანი,
ყველანი ერთად მოვლენ. მეტი რაღა ქნან? სტუმარს უარს რო-
გორ ვეტყვით? ეს საღამო როგორმე უნდა გადავაგოროთ. მე-
ტი აღარ განმეორდება. მოდი, შვილო, ცოტა მომეხმარე.
– კარგი, კარგი, ემინე აბლა, მაგრამ რამე უთხარი, ქორწი-
ლამდე ამ სახლში იმ კაცის ფეხი აღარ ვნახო.
ის იყო, კამათი დაასრულეს, რომ მურვეთის მამიდები და
მამიდაშვილებიც მოვიდნენ.
– სეიდი და ოსმანი საღამოს მოვლენ, – უთხრა შუქრიემ.
სტუმრების მხიარულებამ ემინე ეჭვებისგან იხსნა. ბაღში
სუფრა გაიშალა. შებინდებულზე ოსმანი და სეიდიც მოვიდნენ.
– მურვეთ, შენ მელიჰას ოთახში შედი, – გააფრთხილა ქა-
ლიშვილი ემინემ, – და იქიდან ფეხი არ გამოადგა, გაიგე? –
შემდეგ აღელვებული და გაღიზიანებული თავისთვის ბუტბუტს
მოჰყვა, – ერთი ეს საღამო გადამაგორებინა და მეტი არაფერი
მინდა. გული მიწუხს, ღმერთმანი.

399 მკითხველთა ლიგა


დახურულ კარს მიღმა დარჩენილ მურვეთს იმედი გაუცრუვ-
და. აქამდე ეგონა, რომ ბაღში გაშლილ სუფრას ისიც მიუჯდე-
ბოდა, თავის საქმროს უფრო ახლოს გაიცნობდა და დაელაპა-
რაკებოდა. თვალზე ცრემლი მოადგა. ყველაზე და ყველაფერ-
ზე ბრაზობდა, რაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში
ხელს უშლიდა. ფანჯარას მიუახლოვდა. ტიულის ფარდას ამო-
ფარებული ბაღში იყურებოდა. სეიდის დანახვა აქედან მაინც
შეეძლო. მაგრამ როცა სუფრას შემოუსხდნენ, აღმოჩნდა, რომ
სეიდი სახლისკენ ზურგით იჯდა. მურვეთს ეჭვი არ ეპარებოდა,
რომ სეიდი ასე ჰაქიმ დასვა. რომელი ფანჯრიდანაც უნდა გა-
ეხედა, მის სახეს მაინც ვერ დაინახავდა. დრო გადიოდა. ერ-
თხელ რძალი შემოვიდა და საჭმელი შემოუტანა. თავს პატიმა-
რივით გრძნობდა. სეიდს თავი თავისუფლად ეჭირა, ხუმრობ-
და და ყველას აცინებდა ემინესა და ჰაქის გარდა. მურვეთს არ
ესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ყველაზე ეჭვიანობდა,
ვინც კი სუფრას უჯდა, სეიდს ესაუბრებოდა და იცინოდა. წამით
სიცილი შეწყდა. მხოლოდ სეიდის ხმაღა ისმოდა. მურვეთმა
ფანჯრის საკეტი უხმოდ გააღო და მიაყურადა. სეიდი თურქუ-
ლად აქცენტით, მაგრამ სუფთად და ცხადად ლაპარაკობდა.
საკუთარ თავში დარწმუნებული, რბილი, მაგრამ კატეგორიუ-
ლი ტონი ჰქონდა:
– მართალია, ასე გადავწყვიტეთ, მაგრამ მე ამდენ ხანს ვერ
მოვითმენ. აგვისტოს ბოლოს უნდა ვიქორწინოთ.
– ხალხი არ იკითხავს, ასე რატომ ჩქარობენო? – გაისმა
ემინესა და ჰაქის უკმაყოფილო ხმები.
მურვეთს არ დაუნახავს სეიდის მზერა, რომელიც ჰაქის ეს-
როლა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ჰაქი შეწუხდა.
სეიდმა სავსებით მშვიდად ჭიქა შეავსო და განაგრძო:
– ჩემთვის მისაღები თარიღი მოგახსენეთ. თქვენი საქმეა,
დამეთანხმებით თუ არა. თუ მიიღებთ, ხომ კარგი, 30 აგვის-
ტოს ვიქორწინებთ თუ არა და, ეგეც მშვენიერი, საქმე ჩაიშლე-
ბა. ჩემი მეგობრები ამერიკაში მიდიან. აქ თუ არაფერი დამა-
კავებს, მეც წავალ.
გაღიზიანებული ჰაქი სუფრიდან ადგა. მას ემინე მიჰყვა. სი-
ტუაცია დაიძაბა. ახლა ყველაფერი დამთავრდებაო, გაიფიქრა

400 მკითხველთა ლიგა


მურვეთმა. ამას ვეღარ გადაიტანდა. თავი უგუგუნებდა. ცხვირ-
ში ტკივილი იგრძნო. სისხლი წასკდა. ჯიბიდან ცხვირსახოცი
ამოიღო და თავი უკან გადასწია. თან კარისკენ მიდიოდა, უნ-
დოდა დედისა და ძმის საუბრისათვის მიეყურადებინა, რომ-
ლებიც დაბლა ჰოლში ლაპარაკობდნენ.
– ხომ გითხარი, ემინე აბლა, არ გითხარი განა? – ეუბნებო-
და ჰაქი ემინეს, – ეს კაცი დიდი თავნება ვინმეა. უნდა, ყველა-
ფერი თავის ჭკუაზე გააკეთოს. მაგას თავი ვინ ჰგონია? უპატ-
რონო ქალს თხოულობს? რადგან ორი ჭინჭი მოიტანა, მთელი
ცხოვრება მის ჭკუაზე უნდა ვიაროთ?
– შშშშშშშ, – ემინე ჰაქის დამშვიდებას ცდილობდა, – ჩუ-
მად, შვილო, არ გინდა. თავი მოგვეჭრება. ყველა კარი ღიაა,
ყველანი ბაღში არიან. ერთი თვე გინდ იქით, გინდ აქეთ, რა
მნიშვნელობა აქვს. შენ თვითონ არ გეშინოდა, ქორწინებას
გადაიფიქრებსო? ხედავ, არაფერიც არ გადაუფიქრებია.
– ასე რატომ გვაწვება? აგვისტოს ბოლო არ გვაწყობს-თქო,
რომ ვუთხრათ, ადგება და წავა. მურვეთიც სახლში დაგვრჩე-
ბა. ნიშნობაჩაშლილ ქალს ვინღა ითხოვს?
– შშშშშ, დააკაკუნე, ღმერთმა დაგვიფაროს. მისმინე, ჰაქი,
მოდი, ნუ გავჯიუტდებით. ეს საქმე რაც უფრო მალე მოგვარდე-
ბა, ყველასთვის უკეთესია. სახლშიც შემოვუშვით. ვინ რა იცის,
გოგო რომ არ გვინახებია? წადი ახლა და აუხსენი ხალხს, რა-
ტომ არ იქორწინეს. მოდი, ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე.
– მართალი ხარ, ემინე აბლა. ზედმეტად ნუ გავწელავთ. წა-
მო, გავიდეთ.
მურვეთმა იგრძნო, რომ ფეხზე ვეღარ იდგა. ცხვირიდან სის-
ხლდენა არ უწყდებოდა. გულიც ერეოდა. საწოლამდე ძლივს
მიაღწია. ცოტა გონს რომ მოვიდა, კიბიდან ფეხის ხმა მოესმა.
კარი გაიღო. ოთახში გოგონები შემოცვივდნენ და მურვეთს
ახალი ამბავი სათითაოდ ახარეს. ამასობაში ემინე განჯინი-
დან მურვეთის ოთახში ზეწრებსა და ბალიშებს ეზიდებოდა.
– მურვეთ, მოდი, მომეხმარე, – დაუძახა შვილს, რათა
სტუმრებისათვის ლოგინი მოემზადებინათ, – ეს ლეიბები და-
ვაგოთ.

401 მკითხველთა ლიგა


ოსმანის ცოლი, შუქრიე, და მისი უმცროსი და, ადალეთი,
მურვეთის ოთახში უნდა დაწოლილიყვნენ. მამიდები კი – მე-
ორე ოთახში. ოსმანი და სეიდი სახლებში დაბრუნდებოდნენ.
გოგონებმა დედებს ღამე მშვიდობისა უსურვეს და მურვეთის
ოთახში შეგროვდნენ. მურვეთმა თავისი საწოლი შუქრიეს და-
უთმო, თვითონ კი იატაკზე გაშლილ ლოგინში გადაწვა. ზურგი
ბალიშს მიაყრდნო და ხელები მუხლებს შემოავლო. ელოდე-
ბოდა, შუქრიე როდის უამბობდა, სუფრასთან რაზე ილაპარა-
კეს. მღელვარებისაგან სახე აჭარხლებოდა. ხუმრობა ხომ არ
იყო, ერთ თვეში თხოვდებოდა. ამ დროს კარზე დააკაკუნეს.
ზღურბლზე ოსმანი იდგა.
– აქ რას აკეთებთ? ჭორაობთ, გოგონებო?
– რას უნდა ვაკეთებდეთ, ოსმან? დასაძინებლად ვემზადე-
ბით. თქვენ აღარ მიდიხართ?
– სად უნდა წავიდეთ, შენ შემოგევლე? – გაიკვირვა ოსმან-
მა, – სადმე დაგვაწვენენ ალბათ. უცხო ოჯახში ხომ არა ვართ.
შუქრიემ აღარ იცოდა, რა ექნა. ოსმანის დარჩენა პრობლე-
მას არ წარმოადგენდა, მაგრამ არც ემინე და არც ჰაქი ამ სახ-
ლში სეიდს ღამის გასათევად არ დატოვებდნენ. ვითარება
ისევ აირეოდა. ის იყო, ქმრისთვის ამის ახსნა უნდოდა, რომ
მის ზურგსუკან სეიდი დაინახა, რომელიც ოთახში შემოჭყეტას
ლამობდა. მურვეთი ადგილზე გაშეშდა. თავის დანიშნულს
თვალებში მეორედ ჩახედა, მართალია, ამჯერადაც შორიდან.
ორივეჯერ საღამური ეცვა. სეიდმა გაუღიმა. სირცხვილისგან
ერჩივნა მიწა გახეთქოდა და შიგ ჩაეტანა. ჰაქის რისხვა რომ
წარმოიდგინა, ჩაწვა და საბანი თავზე წაიფარა. შუქრიე ოთა-
ხიდან გავიდა, რომ ოსმანი და სეიდი იქაურობისათვის მოეცი-
ლებინა, და კარიც მიიხურა, მაგრამ მურვეთს სახეზე მაინც
ცეცხლი ეკიდა. როგორც ჩანს, ოსმანი და სეიდი წასულიყვნენ.
დერეფნიდან ჰაქის ღრიალი ისმოდა:
– ასეთ რამეს კიდევ ერთხელ გაბედავენ და ღმერთმანი,
გავყრი ამ მოსკოველებს! მერე რა, რომ ნათესავები არიან! გე-
ფიცებით, გავყრი!

402 მკითხველთა ლიგა


შუქრიემ იცოდა, რომ ჰაქი მის ქმარსაც გულისხმობდა.
მურვეთს ლოყაზე მიეფერა. ერთმანეთს გაუღიმეს, თუმცა და-
ძაბულები იყვნენ.
ქორწილის თარიღი ასეთ ვითარებაში დაინიშნა.

ქორწილი - 1923 წლის 30 აგვისტო

1923 წლის 30 აგვისტო ორმაგი დღესასწაული იყო. ყურბან


ბაირამი37 და გამარჯვების დღე38 ერთმანეთს დაემთხვა. სა-
ქორწილო ალიაქოთიც რომ დაემატა, მურვეთი ადგილს ვე-
ღარ პოულობდა. თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა, სიმშვი-
დე შეენარჩუნებინა. გასათხოვებლად მის ასეთ მოწადინებას
კარგი თვალით არ შეხედავდნენ.
30 აგვისტოს იმამმა ისინი სახლში დააქორწინა. ერთმენ-
თის პირისპირ პირველად მოხვდნენ. საქორწილო რიტუალის
შემდეგ ქალებმა სახლი დატოვეს. მამაკაცები პატარძლის
ოჯახში საქეიფოდ სუფრებს შემოუსხდნენ. ქალები კი, ქინის
რიტუალისათვის39 სხვა სახლში, ნაზირე ჰანიმთან უნდა გადა-
სულიყვნენ. ემინე მეზობლის თავაზიან მიწვევას მადლიერე-
ბით შეხვდა, რადგან თავის პაწაწინა სახლში ამდენი სტუმრის
მიღება და გამასპინძლება გაუჭირდებოდა.
ნაზირე ჰანიმს უბანში „სასახლის ქალბატონს” ეძახდნენ.
წლების განმავლობაში სასახლეში ნაჯიე სულთნის40 მოახლე
იყო. სამსახურისათვის თავის დანებების დრო რომ მოუვიდა,

37 ჰაჯის დამთავრებისადმი მიძღვნილი მუსლიმური რელიგიური დღესას-


წაული.
38 თურქეთის რესპუბლიკის ოფიცალური დღესასწაული, რომელიც ქვეყ-

ნის ოკუპანტებისაგან გათავისუფლებას ეძღვნება.


39 წინასაქორწილო რიტუალი, რომელშიც მხოლოდ ქალები მონაწილე-

ობენ.
40 ოსმალო ფადიშაჰის, აბდულმეჯიდის შვილიშვილი (1898-1857).

403 მკითხველთა ლიგა


სოლიდური თანხა, საკუთარი სახლი და რამდენიმე მოსამსა-
ხურე აჩუქეს.
ქალები და ახალგაზრდა გოგონები სახლში შეიკრიბნენ. ნა-
ზირე ჰანიმმა მურვეთს თავისი აბრეშუმის ბინდალი41 ჩააცვა
ვერცხლის ფულებით მორთული ჩიხტითა და განიერი ქამრით.
ულამაზესი სამოსი იყო.
ნაზირე ჰანიმის სასახლისდროინდელი კრემისფერი აბრე-
შუმის ბინდალი მარჯნის, ლალისფერი და ღია მწვანე და ად-
გილ-ადგილ ვერცხლის ძაფით იყო ნაქარგი. ფეხზე წითელ-
პომპონიანი ხავერდით გაწყობილი ჩარიქები42 რომ ჩააცვეს,
მურვეთს თავი „ათას ერთი ზღაპრის” პრინცესა ეგონა. გრძე-
ლი თმა ორმოც ნაწნავად დაუწნეს, რომლებიც ჩიხტიკოპზე მი-
მაგრებული აბრეშუმის შარფის ქვეშ მხრებსა და წელზე ეცე-
მოდა. დანარჩენ ქალებსაც ინის რიტუალისათვის განკუთვნი-
ლი ტრადიციული სამოსი ეცვათ, თუმცა ცხადია, ისეთი ძვირ-
ფასი არა, როგორიც მურვეთსა და ნაზირე ჰანიმს. უმრავლე-
სობის ქულაჯები და შარვლები სატინისა იყო და დახურულ ბა-
ზარში ჰქონდათ ნაქირავები. მაგრამ ყველაფერი ადათ-წესებს
შეესაბამებოდა.
ნაზირე ჰანიმმა სახლის სასტუმრო ოთახი ინის რიტუალი-
სათვის მოამზადა. გრძელ მაგიდაზე ნაირნაირი შარბათი, ლი-
მონათი, ტკბილეული, სხვადასხვანაირი ჰალვა ელაგა. გისო-
სებიან აივანზე, ტახტზე ორი ქალი იჯდა, რომლებიც უდსა და
კანუნზე43 უკრავდნენ, დანარჩენები მღეროდნენ. სიმღერას
ცეკვა მოჰყვა. ნაწილი იჯდა და ტაშს უკრავდა, ნაწილი მურვე-
თის ირგვლივ ფერხულს უვლიდა. ინის წასმის დრო რომ მო-
ვიდა, ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. დიდ ხალიჩაზე წრიულად
დასხდნენ, მურვეთი შუაში ჩაისვეს. გვერდით ნაზირე ჰანიმი
და გოგონა მოთავსდნენ, რომელსაც ინის თასი ეჭირა. ნაზირე
ჰანიმმა თასიდან მწვანე ფაფისებრი მასა ამოიღო და მურვეთს

41 ტოტების, ყვავილების, ფოთლებისა და მსგავსი ორნამენტით მოქარგუ-


ლი აბრეშუმის ან ხავერდის ერთგვარი კაბა, რომელიც საქორწილო კა-
ბად გამოიყენება.
42 სანდლების მსგავსი დაუმუშავებელი ტყავის ფეხსაცმელი.

43 (ტრადიციული აღმოსავლური მუსიკალური ინსტრუმენტები.

404 მკითხველთა ლიგა


მუჭში ჩაუდო, შემდეგ მუჭი მოაკუმინა და ცხვირსახოცით გა-
დაუხვია; მურვეთს შუბლზე აკოცა და წამოდგა. ახლა ინის წას-
მის დანარჩენი მსურველების რიგი იყო. მხიარულება სიმღე-
რების თანხლებით გაგრძელდა.
გვიან ღამით სახლში რომ დაბრუნდნენ, ქეიფი მამაკაცებ-
საც დაემთავრებინათ. მასპინძლები ფეხზე ძლივს იდგნენ.
სუფთა არც თეფში დარჩენილიყო და არც – ჭიქა. ბაღში გაშ-
ლილი მაგიდები – საჭმლისა და სასმელის ნარჩენებით, სამ-
ზარეულო – ჭუჭყიანი თასებითა და ტაფებით იყო სავსე. მამი-
დებსა და მათს ქალიშვილებს საწოლები მოუმზადეს. იმ ღამეს
ემინესა და მურვეთს ძილი არ ეწერათ. დილის ეზანამდე
სახლს ალაგებდნენ. მურვეთს ესმოდა, როგორ ჯაჯღანებდა
დროდადრო დედამისი.
დილაადრიან ორი ცხვარი დაკლეს. ნაწილი მეზობლებს და-
ურიგეს, ნაწილისგან საღამოსათვის ყაურმა უნდა მოემზადე-
ბინათ. ემინე გააოცებული შეჰყურებდა თავის მულებს, რომ-
ლებიც ბაზრობაზე წასასვლელად გამოეწყვნენ მაშინ, როცა ის
მათი დახმარების იმედად იყო. ემინეს და მურვეთს სხვა გზა
აღარ დარჩენოდათ, ხელები დაიკაპიწეს და საჭმლის მომზა-
დებას შეუდგნენ. ნაშუადღევს პატარძლის მონახულება და
აბანოში წასვლა იყო დაგეგმილი.
– ყველაფერს როგორ მოვასწრებთ, არ ვიცი. ალაჰმა ხელი
მოგვიმართოს. არავის იმედზე არ უნდა იყო... კიდევ კარგი,
ფეხებში მაინც არ გვედებიან...
მურვეთი ფუტკარივით უხმოდ ფუსფუსებდა. სახლი ისეთ
დღეში იყო, წინა დღის დალაგებულს სრულიად არ ჰგავდა.
ფანჯრები, ხალიჩები და შიდა ეზო ხელახლა დაიწმინდა. ყავის
ლაქები მოშორდა, საშაქრეები შეივსო; მურვეთის საწოლზე
თეთრი ნაქარგი ზეწრები გადააფარეს. თაფლისფერი ატლა-
სის გადასაფარებლები და ბალიშისპირები საგანგებოდ ქორ-
წილისათვის შეიკერა. ემინე და ჰაქი მურვეთის ბეიოღლუზე
გადასახლების წინააღმდეგნი იყვნენ. ამიტომ, სანამ ახლად
დაქორწინებულები შესაფერის ბინას იშოვნიდნენ, საცხოვ-
რებლად მათთან უნდა დარჩენილიყვნენ. მათი აზრით, ბეიოღ-

405 მკითხველთა ლიგა


ლუ გიაურების უბანი და ათასგვარი უზნეობის ბუდე იყო. სე-
იდს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მურვეთმა გადასაფარებე-
ლი კიდევ ერთხელ გაასწორა – საწოლში, რომელზეც წლე-
ბია, მარტო იწვა, ამაღამ ქმართან ერთად უნდა ჩაწოლილიყო.
სირცხვილისგან გაწითლდა. უცებ მიხვდა, რომ ამისათვის
მზად არ იყო. ნიშნობა, ძვირფასი საჩუქრები, სიმპათიური საქ-
მროს შორიდან სიყვარული სიამოვნებდა, მაგრამ ამ ოთახში
მარტო რომ დარჩებოდნენ, არ იცოდა, რა უნდა ექნა. ქორწი-
ნების შესახებ ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ვინმეს უნ-
და აეხსნა, უცხო მამაკაცთან ერთად ერთ ოთახში, ერთ სა-
წოლში როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორ დამალულიყო,
მაგრამ უფროსებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით აქამდე
არავითარი დახმარება არ მიუღია. რამდენიმე წლის წინ დედი-
სათვის დასმული შეკითხვის სამაგიეროდ ნაგემი მწარე სილა
დღემდე ახსოვდა. პირის გაღებასა და შეკითხვის დასმას ამი-
ტომაც ვეღარ ბედავდა. მაგრამ ის პირველი ქალი ხომ არ იყო,
ვინც გათხოვდა. ე.ი. რაღაცეების სწავლა გათხოვების შემდე-
გაც შეიძლებოდა. ფიქრებიდან დედამისი შეძახილმა გამოაფ-
ხიზლა.
– მურვეთ! მურვეთ, სადა ხარ, შვილო? ამ სუფრებს უთოს
გადასმა უნდა. მიდი, თორემ საცაა, მოვლენ და არაფერს აღარ
დაგვაცლიან. დრო არ ითმენს.
ბაღში მაგიდები თავიდან გაიშალა. თეთრი ტილოს სუფ-
რებს, რომლებიც მურვეთს თავისი ხელით შეეკერა, კიდეებზე
ყვავილები ჰქონდა ამოქარგული. ფაიფურის ორ ლარნაკში
ბაღში დაკრეფილი ვარდები და გულისაბები მოათავსეს. ქათ-
ქათა სუფრებს ფერადი ყვავილები ისე მოუხდა, რომ თავისი
ნახელავით კმაყოფილი მურვეთი ერთხანს აღფრთოვანებუ-
ლი შეჰყურებდა.
ის იყო, დედა-შვილმა მისაყოლებლების, ზეთიანი კერძები-
სა და ტკბილეულის მომზადება დაამთავრა, რომ კარზეც და-
აკაკუნეს. მამიდები ბაზრობიდან დაბრუნებულიყვნენ. მშვენი-
ერ ხასიათზე იყვნენ. მალე უბნის სხვა ქალებიც მოგროვდნენ.

406 მკითხველთა ლიგა


ხელში ყველას აბანოში წასაღები ბოხჩები ეკავა. ეტლებში
ჩასხდნენ და ჩაღალოღლუს აბანოსკენ44 გასწიეს.
მარმარილოს ქვა ქალთა აბანოს ცენტრში სადღესასწაულო
მოედანს ჰგავდა. ფეშტემალებში გახვეული ნახევრად შიშვე-
ლი სხეულები... ზოგს ქოშები ეცვა, ზოგი ნიჟარასთან წყალს
ივლებდა, ზოგი ქვაზე ქისით იხეხებოდა, ზოგიც გასაგრილებ-
ლად შესასვლელში გასულიყო... ეს მათი ყოველკვირეული
ტრადიცია იყო. აბანოში სიარულს მათ ცხოვრებაში მნიშვნე-
ლოვანი როლი ენიჭებოდა, რადგან სისუფთავის დაცვის გარ-
და, გართობის საშუალებად აღიქმებოდა. თუმცა დღეს ვითა-
რება განსხვავდებოდა – დღეს აბანო მურვეთის გათხოვებას
ეძღვნებოდა. ყველანი ფარვანებივით თავს დასტრიალებ-
დნენ. პირველ რიგში თასებში მომზადებული აღდით45 გასუფ-
თავდნენ. შემდეგ ქისისათვის მოსამზადებლად ნიჟარებთან
ცხელ წყალში საგულდაგულოდ დალბნენ. ბოლოს ქვაზე გა-
იჭიმნენ. ყველა მურვეთს შესცქეროდა, რის გამოც გოგონამ
დაირცხვინა. თუმცა ცხოვრებაში ერთხელ ესეც ხომ უნდა მომ-
ხდარიყო – გულის სიღრმეში ასეთი ყურადღება სიამოვნებდა.
ცხელ მარმარილოზე გაიჭიმა და მექისე ქალის გამოცდილ ხე-
ლებს მიენდო. ცოტა ხანში სხეული ქისისა და სიცხისგან ჭარ-
ხალივით გაუწითლდა. ამხანაგებმა სიმღერ-სიმღერით ისევ
ნიჟარასთან მიიყვანეს. თავი დაუსაპნეს და თმა კეფაზე და-
უმაგრეს, რის შემდეგაც ტანი დაბანეს. ინით შეღებილ ხელის
გულებსა და თითებს დაბანა არ შველოდა.
თასები, ფეშტემალები, ქოშები რომ მოაგროვეს და სახლში
დაბრუნდნენ, მურვეთის მღელვარებამ პიკს მიაღწია. საქორ-
წინო კაბის ჩაცმის დრო მოსულიყო. დასახმარებლად ოთახში
რძალი რომ შემოვიდა, ემინე და მისი მულები სამზარეულოში
გავიდნენ. მურვეთმა თავისი ხელით შეკერილი, კიდეებზე

44 სტამბოლის უდიდესი აბანო, აგებული სულთან მაჰმუდ პირველის მმარ-


თველობისას 1740 წელს.
45 შაქრისა და ლიმონისგან დამზადებული სქელი წებოვანი მასა, რომე-

ლიც დეპილაციის მიზნით გამოიყენება

407 მკითხველთა ლიგა


თეთრი მაქმანით გაწყობილი ბამბის პერანგი და ქვედა საცვა-
ლი ჩაიცვა, რომელიც წვივებამდე სწვდებოდა და ტოტების ბო-
ლოებში რეზინი ჰქონდა გაყრილი. სეიდის ნაჩუქარ არშიებიან
აბრეშუმის წინდის სამაგრებსა და ძვლისფერ აბრეშუმის წინ-
დებს სრულიად არ შეესაბამებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი
არ ჰქონდა. საქორწინო კაბა საწოლზე იდო. მურვეთი ერ-
თხანს შეხებას ვერ ბედავდა. ისეთი ლამაზი იყო, რომ ეშინო-
და, ხელს თუ ვახლებ, რამე მოუვაო. თეთრი აბრეშუმის ქსოვი-
ლი და საყელოსა და სახელოებზე დატანებული არშია სეიდმა
გამოგზავნა; თარგი ნაზირე ჰანიმმა მისცა; ემინემ შეუკერა.
ფეხსაცმელიც საქმრომ აჩუქა. თეთრი ატლასის მაღალქუს-
ლიანი ფეხსაცმელი კოჭზე ბანტით იკვრებოდა. ჭარხალივით
გაწითლებულ მურვეთს სახეზე პუდრი გადაუსვეს და თვალები
სურმით დაუხატეს. მაშებით დახვეული თმა კეფაზე დაუმაგრეს
და რამდენიმე კულული შუბლზე ჩამოუშვეს. ფატა, წესის თა-
ნახმად, იმავე მაქმანისა იყო, რისიც კაბა და იატაკს სწვდებო-
და. სარკეში თავისი ანარეკლი რომ დაინახა, ბედნიერებისა-
გან კინაღამ ატირდა. მელიჰა თმასა და კალთებს უსწორებდა
და ტფუი, ტფუი, თვალი არ გეცესო, ბუტბუტებდა. ბოლოს და
ბოლოს, თავზე გვირგვინის დადგმის დრო მოვიდა. ამ გვირ-
გვინმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ის გვირგვინები, რო-
მელთა დასაქირავებლად ფული ჰყოფნიდათ, ემინემ დაიწუნა.
ბოლოს, უმცროსი მამიდის ქმარი თავდებში დაუდგა და დახუ-
რულ ბაზარში, ნაცნობი ოქრომჭედლისგან ალმასებით გაწ-
ყობილი ძალიან ლამაზი გვირგვინი იქირავეს. გვირგვინი
რომ დაიდგა, მურვეთს თავი იმ პატარძლებზე გაცილებით
ურო ლამაზი და მდიდრულად ჩაცმული ეჩვენა, რომელთაც
წლების განმავლობაში ჟურნალებში შეჰყურებდა.
– მოდით, მოდით, პატარძალი ნახეთ! – გასძახა მელიჰამ
დანარჩენებს, შემდეგ კვლავ სარკის წინ დარჭობილ მურვეთს
მიუბრუნდა, – თვალი არ გეცეს! ძალიან ლამაზი ხარ! ეს სეიდი
რა იღბლიანი ვინმე ყოფილა!
– მეც იღბლიანი ვარ, – მორცხვად გაუღიმა მურვეთმა.

408 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა. რომელ ჩვენგანს გვღირსებია ასეთი კაბა
და ბეჭდები? ისე გამოიყურები, თითქოს ფაშას ოჯახში თხოვ-
დებოდე.
ამდენი კომპლიმენტის მიუხედავად, მურვეთმა რძლის
ტონში ოდნავი შური იგრძნო. სწორედ ამ დროს ოთახი დანარ-
ჩენი ქალებით გაივსო. აღტაცებული შეძახილებითა და ტაშით
მურვეთს ფატა და კაბის კალთები აუწიეს, ოთახიდან გაიყვა-
ნეს, სასტუმრო ოთახში ტახტზე დასვეს და წინ ჩამოსუხდნენ.
ვიტრინაში გამოდგმულ თოჯინასავით ათვალიერებდნენ.
ფეთჰიემ და ნეჯმიემ ფერიების პრინცესასავით გამოწყობილი
და რომ დაინახეს, თვალებს არ დაუჯერეს, რადგან მას აქამდე
მხოლოდ სარეცხის ან იატაკების რეცხვისას ფლანელის კალ-
თებდაკაპიწებულს ხედავდნენ ხოლმე. ემინე ქალიშვილს ამა-
ყად შესცქეროდა და მხოლოდ ახლა მიხვდა, რა პატარა იყო
ჯერ მისი შვილი, რომელსაც 16 ახლახანს შეუსრულდა და უკ-
ვე რამდენი წელია, დედას მოზრდილივით მხარში ედგა; ფაქ-
ტობრივად, ქალობაში ისე შევიდოდა, ბავშვობა და ქალიშვი-
ლობა არც ღირსებია. გული ეტკინა, თუმცა წარსულს აღარა-
ფერი ეშველებოდა. ახლა მხოლოდ იმას ნატრობდა, მურვეთს
მომავალი ცხოვრება მაინც ბედნიერად გაეტარებინა.
სარტყელის შებმა, როგორც მამაკაცს, ჰაქის ევალებოდა.
სქელი წითელი ლენტი მურვეთს წელზე შემოახვია, ორჯერ
გაკვანძა, გახსნა, მესამედ შეკრა და განზე გადგა. კვანძი მე-
ლიჰამ გახსნა. ემინემ ქისით ფული აჩუქა რძალს, რომელმაც
სარტყელი უკან მიუტანა. ახლა უკვე ყველას შეეძლო საპა-
ტარძლოს სანახავად შემოსვლა. კარი წამითაც არ იკეტებო-
და. ყველანი რიგრიგობით შემოდიოდნენ. სტუმრებს შარბა-
თით, ლიმონათითა და ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ.
გვიან საღამოს, როგორც იქნა, სახლი დაიცალა. მხოლოდ
უახლოესი ნათესავები დარჩნენ. ნელ-ნელა მამაკაცებმაც
მოგროვება დაიწყეს. მაგიდები გაიშალა. მურვეთი ზედა სარ-
თულზე ტახტზე იჯდა და ელოდებოდა. ქვემოდან მხიარული
ხმები ესმოდა და ლამის გული მისდიოდა. სტუმრებთან ერ-
თად ყოფნა, მათთან ლაპარაკი და გართობა უნდოდა. ერთი

409 მკითხველთა ლიგა


სული ჰქონდა, სანამ ახლად დაქორწინებულების ოთახში შე-
ვიდოდა და სეიდთან პირისპირ აღმოჩნდებოდა, მისთვის შო-
რიდან მაინც შეევლო თვალი. მაგრამ ადათი ამის ნებას არ იძ-
ლეოდა. ლოდინის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა.
ამასობაში დაბინდდა. ლამპები აინთო. ისეთი სიცილ-ხარ-
ხარი ისმოდა, ეტყობა, ჭიქები ერთიმეორის მიყოლებით იც-
ლებოდა. მურვეთმა ფატისა და კაბის კალთები აიწია და ფან-
ჯარსთან მივიდა. მზერა სამ უცხო მამაკაცზე შეაჩერა. მათგან
ერთ-ერთი სეიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზურგებისა და ჭი-
ქიანი აწეული ხელების გარდა ვერაფერს ხედავდა. გოგონები
მაგიდის მეორე ბოლოს ერთმანეთს მხიარულად ეჩურჩულე-
ბოდნენ.
რა უსამართლობააო, გაიფიქრა მურვეთმა. მის ქორწილში
მის გარდა, ყველა ერთობოდა. მწარედ ამოიხვნეშა და ისევ
გარეთ გაიხედა. ცხელოდა. ფოთოლიც კი არ იძვროდა.
ცხვირსახოცით დაინიავა. განა ცუდი იქნებოდა, ამ ულამაზესი
საქორწინო კაბით ახლა სუფრას რომ უჯდეს?
ამასობაში სუფრის წევრები ფეხზე წამოდგნენ. მამაკაცები
ბაღიდან გავიდნენ. ქალები კი გამალებით სუფრის ალაგებას
შეუდგნენ. აღელვებული მურვეთი ფანჯარას მოშორდა. არ უნ-
დოდა, იქ დაენახათ. ისევ ტახტზე ჩამოჯდა და ლოდინს მოჰ-
ყვა. ცოტა ხანში კარი გაიღო და მელიჰა შემოვიდა.
– როგორა ხარ, მურვეთ? წამო, შენს ოთახში გავიდეთ.
მურვეთმა რძალს ხელი ჩაჰკიდა და უკან გაჰყვა. ცალი ხე-
ლით ფატა ეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ თავის სახლში იმ-
ყოფებოდა, დაბნეულობისაგან გზას ვერ აგნებდა. არ იცოდა,
რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. მელიჰამ საწოლ ოთახში შეიყ-
ვანა და ტახტზე დასვა; სახეზე ფატა ჩამოაფარა. მაქმანისა და
საწოლის ბადის მიღმა ოთახი დანისლულივით მოჩანდა. მე-
ლიჰა რომ გავიდა, რამდენიმე წამში კარი ისევ გაიღო. მურ-
ვეთს ეგონა, გული საგულიდან ამოუვარდებოდა – თითქოს
ყურებში უცემდა, მაგრამ უცებ დამშვიდდა. საბედნიეროდ, მე-
ლიჰა დაბრუნებულიყო. იღლიაში ამოჩრილი ორი მომცრო
სალოცავი ხალიჩა საწოლთან დააფინა და ისევ გავიდა. ამა-

410 მკითხველთა ლიგა


სობაში ოთახში ორი მამაკაცი შემოვიდა. ორივენი ერთმა-
ნეთს ჰგავდნენ; მურვეთი ვერ ხვდებოდა, რომელი იყო მისი
ქმარი. სეიდი მხოლოდ ფოტოზე და ერთხელ კართან ჰყავდა
ნანახი.
მამაკაცებმა საქორწინო ნამაზი შეასრულეს, ხალიჩაზე ფუ-
ლი დატოვეს და წამოდგნენ. შემდეგ ერთმა მეორეს მხიარუ-
ლად მხარზე ხელი დაჰკრა და ოთახიდან გავიდა. ეტყობა, ის
მოწმე იყო, ოთახში დარჩენილი კი – მურვეთის ქმარი. მურ-
ვეთს ეგონა, გული წაუვიდოდა. ნანატრი ქორწინება ახლა,
როცა ქმართან პირისპირ დარჩა, აშინებდა. დაძაბული იჯდა
და ცხვირსახოცს აწვალებდა. სწორედ ამ დროს ისევ მელიჰა
დაბრუნდა, ხალიჩები და ფული უხმოდ აიღო, ღია კარში ვიღა-
ცას მიაწოდა, მურვეთს მიუახლოვდა, წამოაყენა, სეიდთან მი-
იყვანა, ერთმანეთისათვის ხელი ჩააკიდებინა და გავიდა. უც-
ნობ მამაკაცთან ხელჩაკიდებული, აჭარხლებული, დამ-
ფრთხალი, გაშეშებული მურვეთი კაბის კალთას მისჩერებო-
და. აკანკალებულ ხელ-ფეხს ვერაფერს უხერხებდა. სეიდი ერ-
თხანს უხმოდ იდგა, თითქოს უნდოდა, რომ გოგონა მის შეხე-
ბას მისჩვეოდა. მას შემდეგ, რაც კარს მიღმა ნაბიჯების ხმა
შეწყდა, მეორე ხელით ცოლს ფრთხილად ფატა აუწია. საჩუქ-
რის გასაკეთებლად მაჯაზე ხელი წაავლო. მურვეთმა ნახევ-
რად მოჭუტული თვალები სამაჯურს აღფრთოვანებით მიაპ-
ყრო. ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივებული ბრილიანტის
თვლებიანი სამაჯური საოცარი სანახავი იყო. მაგრამ მურვეთს
ისეთი წვრილი მაჯა ჰქონდა, რომ სეიდი იძულებული გახდა,
სამაჯური ლამის იდაყვამდე აეწია. თან ეღიმებოდა. თავისი
ახალგაზრდა ცოლის, თითქმის ბავშვის სიმორცხვემ, გამოუც-
დელობამ და შიშმა მასზე ძალიან იმოქმედა. ხელი ნაზად ნი-
კაპზე წაავლო და თავი ააწევინა. თვალებში რომ ჩახედა, მურ-
ვეთს ეგონა, გული გამიჩერდებაო. სეიდს ლურჯი თვალები ისე
უელავდა, თითქოს გუგებში ცეცხლი ენთო. თხელი, კოხტა
ულვაშით დამშვენებული ტუჩებით იღიმებოდა და რაღაც გა-
უგებარს ეუბნებოდა. მურვეთმა იგრძნო, რომ სეიდმა ხელი
უფრო მაგრად მოუჭირა. კიდევ უფრო აკანკალდა. ძალა ეც-
ლებოდა. ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.

411 მკითხველთა ლიგა


მურვეთი გაცილებით უფრო ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე სე-
იდს წარმოედგინა. ოდნავ წინ წამოწეულ ყვრიმალები ჰქონ-
და; შავი, ოდნავ ირიბი თვალებით გამოცდაზე დაბნეულ მოწა-
ფესავით დარცხვენილი იყურებოდა; სეიდი მოიხიბლა. ეჭვი
არ ეპარებოდა, რომ მურვეთს არც მამაკაცებზე და არც ქორ-
წილის შემდგომ პირველ ღამეზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ისე,
რომ ცოლი არ დაეფრთხო, გვირგვინი და ფატა მოხსნა და
სარკესთან დააწყო. შემდეგ აკანკალებულ სხეულზე მოეხვია
და საწოლისკენ წაიყვანა. მურვეთს ეშინოდა, ცხვირიდან სის-
ხლი არ წასკდომოდა ან გული არ წასვლოდა. ისევ კაბის კალ-
თას დაჰყურებდა. თავის აწევასა და ქმრისათვის სახეში შე-
ხედვას ვერ ბედავდა. მის ცხელ სუნთქვას თმასა და შუბლზე
გრძნობდა. შემდეგ მისი ფაფუკი ტუჩები ლოყებზე, თვალის
უპეებსა და ნიკაპზე შეეხო. სახეზე ალმური მოედო.
– მურკა... ჩემო პატარა მურკა... – ჩურჩულებდა სეიდი.
ქორწილიდან ერთი კვირა გავიდა. მურვეთი ქმარზე გიჟდე-
ბოდა, სეიდსაც ცოლი უყვარდა, მაგრამ წვრილმანი პრობლე-
მები ჰქონდათ. იმდენად განსხვავებული წესით ცხოვრებას იყ-
ვნენ მიჩვეულნი, რომ კეთილგანწყობის მიუხედავად, ხშირად
სირთულეებს აწყდებოდნენ. პირველი გაუგებრობა საცვლებს
უკავშირდებოდა. ბამბის საცვალს, რომელსაც მურვეთი თა-
ვისთვის და ქმრისთვის კვირების განმავლობაში საკუთარი
ხელით კერავდა, სეიდი არც თვითონ იცვამდა და არც მას აც-
მევდა. ქორწილის მეორე დღეს საწოლზე დაწყობილი მურვე-
თის საცვლები შეაგროვა და დამალა. პიჟამასაც არ ხმარობ-
და. მურვეთს ერთი სადარდებელი ჰქონდა, ვინმე არ შემოვი-
დეს და არ დაინახოსო.
– ჩემს საძინებელ ოთახში ვინც შემოვა, – სიცილით ეუბნე-
ბოდა სეიდი, – ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება დამინა-
ხოს. ამიტომ ყველა გააფრთხილე, ვინც ამით დაინტერესებუ-
ლია.
რა თქმა უნდა, მურვეთი ამას ვერავის ეტყოდა.
ქორწილიდან ორი დღის შემდეგ საღამოს სეიდი ისევ პარ-
კებით დატვირთული მოვიდა. ცოლს წელზე ხელი მოჰხვია და
სადღაც ტუჩებსა და ლოყას შორის აკოცა. ემინესა და ჰაქის ეს

412 მკითხველთა ლიგა


არ მოეწონათ. ერთმანეთს გადახედეს და ტუჩები მოპრუწეს.
საერთოდაც, დედისა და ძმის თანდასწრებით მურვეთი ქმარ-
თან თავისუფლად ვერ იქცეოდა, ეშინოდა. ისინი თვალს არ
აცილებდნენ. თითქოს მურვეთისა და სეიდის ყველა საქციე-
ლი და საუბარი უნდა შეეფასებინათ. მურვეთმა, იმის ნაც-
ვლად, რომ სეიდის კოცნისათვის ეპასუხა, უკან დაიხია. სეიდ-
მა ამას ყურადღება არ მიაქცია და საჩუქრები შეაჩეჩა.
– ესენი შენ გიყიდე, მურკა. წამო, ზევით ავიდეთ.
– ისა... სუფრის გაშლას ვაპირებდი, სეიდ.
– გააწყობ, გააწყობ, წამოდი, ავიდეთ. სანამ ტანისამოსს გა-
მოვიცვლი, ცოტა ხანს დამელაპარაკები, მომიყვები, რა ხდე-
ბოდა.
– ქმარს გაჰყევი, – უთხრა დედამ მკაცრად, მისი შეშინებუ-
ლი მზერა რომ დაინახა, – სუფრას ფეთჰიე გაშლის.
– არ გაინტერესებს, რა მოგიტანე? – ჰკითხა სეიდმა, მაღლა
რომ ავიდნენ და ცოლს კიდევ ერთხელ აკოცა.
– როგორ არ მაინტერესებს, – ღიმილით მიუგო მურვეთმა.
– მერე მიდი, გახსენი.
სეიდმა პერანგი გაიხადა, მხარზე პირსახოცი გადაიდო და
წვერის პარსვას შეუდგა. თან ინტერესით ადევნებდა თვალს,
მოსწონდა თუ არა მურვეთს საჩუქრები. ქალი ყუთებიდან სა-
წოლზე ამოყრილი აბრეშუმის შავი, თეთრი, კრემისფერი, ცის-
ფერი საცვლების გროვას მოჯადოებულივით მიშტერებოდა.
– სეიდ, რა ლამაზებია!
– მოგეწონა?
– ძალიან.
– კარგი, თუ ასეა, ამიერიდან იმ გრძელ რეზინიან რაღაცებს
აღარ ჩაიცვამ, ამით ივლი, გასაგებია?
მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარი იყვნენ, მურვეთი ამ-
გვარ საკითხებში სიმორცხვისგან ვერა და ვერ გათავისუფლე-
ბულიყო. გაწითლდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვახშმად რომ ჩავიდნენ, ემინე, ჰა-
ქი, მელიჰა და ბავშვები უკვე სუფრასთან ისხდნენ.

413 მკითხველთა ლიგა


– უკაცრავად, არ მეგონა, ასე ადრე თუ დასხდებოდით, – მი-
მართა სეიდმა რბილი, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანი ტო-
ნით, – გაუპარსავად სუფრასთან დაჯდომას მიჩვეული არა
ვარ...
მურვეთს თითქოს ცხადად მოესმა ჰაქის კბილების კრაჭუნი.
ნავახშმევს თავიანთ ოთახში დაბრუნდნენ. ის იყო, დაწო-
ლას აპირებდნენ, რომ ქვემოდან ყვირილის ხმა გაიგონეს. ჰა-
ქი და მელიჰა ერთმანეთს დაერივნენ. სეიდმა შარვალი ამო-
იცვა და წელს ზევით შიშველი ოთახიდან გავარდა. მურვეთი
ჰოლში რომ ჩავიდა, მისი ძმა და რძალი უკვე გარეთ ჩხუბობ-
დნენ. ემინე მათ დაშოშმინებას ცდილობდა.
მელიჰას გახეთქილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა, მწარედ
ქვითინებდა და თან ქმარს პერანგში ექაჩებოდა. ჰაქის მის-
თვის მხრებში ხელი ჩაევლო, აჯანჯღარებდა და უყვიროდა.
– ცოლს ხელი გაუშვი, ჰაქი, – უთხრა სეიდმა, – ქალს ასე
როგორ ექცევი? თავი დაანებე!
სწორედ ამ დროს ემინე გასაშველებლად ცოლ-ქმარს შუაში
ჩაუდგა. ჰაქის სილა, ცოლისათვის მოქნეული, მთელი ძალით
რომ მოხვდა, ემინემ თავი ვეღარ შეიკავა, შეჰკივლა, ძირს და-
ეცა და მოთქმასა და კვნესას მოჰყვა. მელიჰამ ქმრის დაბნეუ-
ლობით ისარგებლა, ოთახში შევარდა და კარი მიიხურა. სე-
იდი მაშინვე სიდედრს მივარდა და აყენება სცადა.
– არ გრცხვენია? – ლანძღავდა ჰაქის, – შენ კაცი ხარ? ეს
რა ჩაიდინე?
ემინე ფეხზე ვერ დგებოდა. სეიდმა ხელში აიყვანა. მურვეთ-
მა წყალი და ოდეკოლონი მოარბენინა. სანამ არ მოასული-
ერეს, გვერდიდან არ მოსცილებიან.
მეორე დილით, სანამ დანარჩენები ადგებოდნენ, სეიდი
სამსახურში წასასვლელად მოემზადა. გასვლისას ცოლს მო-
ეხვია და აკოცა.
– მურკა, საღამოს მისაყოლებლები და არაყი დამახვედრე,
– ლოყაზე მიეფერა და დაამატა, – ასე ვარ მიჩვეული. ქვაბში
მოთუხთუხებულ კერძებსა და წყალზე გადასვლა ცოტა გამი-
ჭირდება.

414 მკითხველთა ლიგა


დღისით სამზარეულოში საჭმელს რომ ამზადებდნენ, მურ-
ვეთმა სეიდის ნათქვამი დედას გადასცა. ემინეს, როგორც
ჩანს, აღარ ახსოვდა, წუხელ ხელში ვინ აიტატა და უპატრონა.
– მისაყოლებელი და არაყიო?! ორი დღე ჭამეს და სვეს,
აღარ ეყოთ? ყოველდღე მისაყოლებლების და არყის შეძენა
სად შეგვიძლია? ასე თუა მიჩვეული, თვითონ იყიდოს და მო-
იტანოს. ამ სიბერეში სიძის მოსამსახურე ხომ არ გავხდები?
მურვეთს ეწყინა, რადგან დედა არაფრად აგდებდა გათხო-
ვილი რომ იყო და კვლავინდებურად პატარა ბავშვივით ტუქ-
სავდა. უხმოდ განაგრძო საქმის კეთება. იმ დღეს სარეცხი უნ-
და დარეცხილიყო. ოთახებში გასარეცხები შეაგროვეს და სამ-
რეცხაოში ჩაიტანეს. თეთრეული გამოსახარშად დაიდგა, თა-
ვის ძვირფას საცვლებს კი მურვეთი ხელით რეცხავდა, ეშინო-
და, არ გაფუჭებულიყო. ემინე საყიდლებზე მიდიოდა. მურვეთს
სამრეცხაოში რომ შეუარა, თვალში მისი ახალი საცვლები
მოხვდა, რომლებიც აქამდე არ ენახა.
– ეს რა არის?
– ის... ჩემი საცვლებია.
– შენ ამას საცვალს ეძახი, შვილო? – ემინემ ტაშტიდან ერ-
თი ამოიღო და თავი გადააქნია, – ეს რას ჰგავს? ჩვენი შეკერი-
ლი საცვალი ტყუილად გაქვს? რატომ არ იცვამ?
– ესენი ქმარმა მიყიდა.
– ვიცი, აბა, სხვა ვინ გიყიდდა? ასეთები ვის აცვია, იცი?
ოჯახში გაზრდილი არცერთი ქალი არ იკადრებს ამის ჩაცმას.
ადამიანებს სირცხვილ-ნამუსი აღარ შერჩათ! ამას უყურე, ამას
უყურე... – ემინე თან ჯაჯღანებდა და თან ხელს ტაშტში უტუტუ-
რებდა, – გარეცხე და აქედან მოაცილე. მაგის ნაყიდებს თუ ჩა-
იცვამ, მალე ზნედაცემულ ქალს დაემსგავსები.
გაბრაზებული ემინე რომ წავიდა, მურვეთს ხასიათი უკვე გა-
ფუჭებული ჰქონდა. ქმრის ნაყიდი ტანსაცმლის ჩაცმა აღარ
უხაროდა. ემინე ხომ დედამისი იყო, მის სიკეთეზე ზრუნავდა.
ცხადია, ზნედაცემული ქალებივით ჩაცმა არ უნდოდა. საქმეს
რომ მორჩა და დაიბანა, ისევ ძველი ტოტებიანი საცვალი აი-
ჯაჯა.

415 მკითხველთა ლიგა


ამასობაში სეიდი იმაზე ფიქრობდა, ცოლის ოჯახს როგორ
დახმარებოდა და ამასთან დაკავშირებით რჩევა ოსმანს ჰკით-
ხა. ოსმანმა ურჩია, ზედსიძემ ფული რომ შეაძლიოს, სირცხვი-
ლია, მაგრამ დროდადრო რამეს თუ იყიდი და სახლში ხელ-
დამშვენებული მიხვალ, კარგი იქნებაო. სეიდი თავისი ახალი
ოჯახის ადათ-წესებს ვერაფრით ეჩვეოდა, მაგრამ მათი წყენი-
ნება არ უნდოდა. რადგან ოსმანმა ასე უთხრა, ფულის დატო-
ვებას ერიდებოდა. ეგონა, რომ თუ ცოლსა და მის და-ძმას
ძვირფას საჩუქრებს გაუკეთებდა, ამით ყველაფერი მოგვარ-
დებოდა. სამაგიეროდ, ჩვეულ მდიდრულ სუფრას ითხოვდა.
თუმცა ხვდებოდა, რომ სადღაც რაღაც შეცდომას უშვებდა. იმ
საღამოსაც სასმელი, ძეხვი, ყველი, დამარილებული პელამი-
და მოიტანა. მურვეთმა ყველაფერი გახარებულმა ამოალაგა,
რადგან დილით ქმრის დავალებული არავის არაფერი უყი-
დია, და თეფშებზე დააწყო. ემინემ მისაყოლებლებს თვალი
გადაავლო, ცეცხლზე შემოდგმულ ხორციან ლობიოს მოურია
და აბუზღუნდა:
– ვითომ ოჯახზე ზრუნავს. თავისი არყისთვის მისაყოლებე-
ლი მოუტანია.
ამას ვითომ თავისთვის ამბობდა, მაგრამ მშვენივრად იცო-
და, რომ მურვეთს ყველაფერი ესმოდა. სეიდს ვერაფერი გა-
ეგო სუფრისა, რომელსაც ლოცვით უსხდებოდნენ, ნაუცბათე-
ვად ჭამდნენ და დგებოდნენ. ის ყოველი ყლუპის, ყოველი
ლუკმისგან სიამოვნების მიღებასა და სუფრასთან საუბარს
იყო მიჩვეული. მაგრამ ამ სახლში ფეხს არავინ უწყობდა. ამი-
ტომ ამ საღამოსაც სუფრიდან სხვებთან ერთად ადგა.
ოთახში რომ შევიდნენ, გაიხადა და ჩაწვა. საწოლის ბადეს
ამოფარებული მურვეთი უჩუმრად გახდას ცდილობდა. კაბა
წელამდე გაეხადა და რის ვაივაგლახით საღამურს იცვამდა.
სეიდი საწოლში წამოჯდა.
– რას წვალობ? – ჰკითხა სიცილით, – კაბას რატომ ეჭიდა-
ვები? აქ მოდი, მოგეხმარები.
– არა, არა, სეიდ, ახლავე ჩავიცვამ, – უპასუხა აღელვებულ-
მა მურვეთმა.

416 მკითხველთა ლიგა


კარგა ხნის წვალების შემდეგ, როგორც იქნა, საღამური ჩა-
იცვა, კაბა ჩამოკიდა და ისიც ჩაწვა. სეიდი გრძნობდა, რომ მის
ჩვეულ ბავშვურ სიმორცხვეს კიდევ რაღაც დამატებოდა. თმა-
ზე ხელი გადაუსვა და ალერსიანად ჰკითხა:
– რა გჭირს, მურვეთ? რა მოხდა?
– არაფერი, არაფერი არ მომხდარა. მოდი, დავიძინოთ.
სეიდი მის საკოცნელად რომ დაიხარა, თვალი საღამურის
ღილებს შორის მოუხვდა.
– ისევ ესენი რატომ გაცვია? მურვეთ, ეს საცვლები აღარ და-
მანახო. ჩემს ნაყიდებს რატომ არ იცვამ?
– იმათ ვეღარ ჩავიცვამ, – ატირდა მურვეთი.
– რატომ? – დამცინავად დაინტერესდა სეიდი, – რამე და-
გიშავეს?
– ვერ ჩავიცვამ, – მწარედ ამოიხვნეშა მურვეთმა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ასეთები ზნედაცემულ ქალებს აცვიათ. მე
მსუბუქი ყოფაქცევის ქალი არა ვარ.
– აი, თურმე რა ყოფილა, – სეიდმა თავი უკან გადასწია და
ახარხარდა, – აბრეშუმის საცვლებს ზნედაცემული ქალები იც-
ვამენ. ვინ გითხრა?
– დედამ.
– დედაშენმა რა იცის, კახპებს რა აცვიათ? – ჰკითხა სეიდმა
და იდაყვს დაეყრდნო.
მურვეთმა კარგა იცოდა, რომ ქმარს სიტყვას ვერ მოუგებ-
და, მაგრამ მაინც იძულებული გახდა, დედამისის ნათქვამი გა-
ემეორებინა.
– ბეიოღლუელ ქალებს აცვიათო... დედამ ასე მითხრა.
– გასაგებია, – სეიდი სიცილს განაგრძობდა, – ბეიოღლუ-
ელ ზნედაცემულ ქალებს, ჰო? დედაშენი ოდესმე ბეიოღლუზე
ყოფილა?
– არა, ჩვენ იქ არ დავდივართ.
– რატომ?
– იქ მუსლიმანები არ ცხოვრობენ და იმიტომ.

417 მკითხველთა ლიგა


– გასაგებია, – სეიდმა თავი ისე დაუქნია, თითქოს რაღაც
მნიშვნელოვანი სიახლე გაეგოს, – აბრეშუმის საცვლებს არა-
მუსლიმანი ცუდი ყოფაქცევის ქალები იცვამენ.
– ასეა.
სეიდმა ხელი წელქვეშ შეუცურა და თავისკენ მიიზდია, თმა-
ზე აკოცა და სერიოზული სახით მიმართა:
– მისმინე, მურკა, ჩემო პატარა, ეს ყველაფერი სისულე-
ლეა. ჯერ ერთი, მე თუ მკითხავ, ბეიოღლუ სტამბოლში საუკე-
თესო ადგილია. რა თქმა უნდა, იქ ცუდიც არსებობს და კარ-
გიც. მაგრამ განა ყველგან ასე არ არის? იქ მუსლიმანებიც
ცხოვრობენ და არამუსლიმანებიც. არავინ არავის ძალით არ
აქრისტიანებს. ბეიოღლუზე ფაშების შვილები, ჰერცოგები,
გრაფები, პრინცები დადიან, დროს ატარებენ. საელჩოებიც
ბეიოღლუზე მდებარეობს. ყველა მათგანი ცუდი ხომ არ იქნე-
ბა? ყველას მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ჰყავს ცოლად? – მურ-
ვეთს ქმრის მკლავებში, მის სითბოს შეფარებულს ყველა
პრობლემა გადაავიწყდა, ტირილი შეწყვიტა და თავისთვის უც-
ხო სამყაროს შესახებ მონაყოლს ინტერესით უსმენდა. – ყვე-
ლაფერი, რაც შენთვის მომაქვს, მდიდარ, დახვეწილ ქალებს
აცვიათ. ამით შენს ზნეობას ზიანი არ მიადგება. მეც მინდა,
რომ დახვეწილი ცოლი მყავდეს. ამიტომ ამიერიდან ამ ძონ-
ძებში აღარ დამენახო. შევთანხმდით?
მურვეთმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ქმარი ძალიან
უყვარდა.
მომდევნო საღამოს მურვეთმა წინა დღიდან მორჩენილი
არაყი და მისაყოლებლები სუფრაზე დააწყო, ძვირფასი საც-
ვლები ჩაიცვა და ქმარს ელოდებოდა. დედა რომ არ გაებრა-
ზებინა, გადაწყვიტა, ამიერიდან თავისი ტანსაცმელი ცალკე
გაერეცხა. ის იყო, სეიდი სახლში შემოვიდა, რომ გარედან
ყვირილის ხმა მოისმა. მოხუცი კაცი, რომელსაც ცალ ხელში
ჯოხი ეჭირა, მეორე ხელით ფეთჰიეს ყურში ჩაჰფრენოდა.
– ამას პატრონი არა ჰყავს? – ყვიროდა გამწარებული.
– მე მისი სიძე ვარ, – უთხრა სეიდმა და ფეთჰიე ტყვეობიდან
დაიხსნა, – რა ხდება? ბავშვს რას ერჩით?

418 მკითხველთა ლიგა


– ძალა რომ მქონდეს, ფეხებს დავამტვრევდი. მადლობა
მითხარით, რომ ამდენი არ შემიძლია. ჩემს ლეღვზე ამძვრა-
ლა. მთელი ტოტები დაუმტვრევია. ალაჰმა დაწყევლოს. დასა-
ჯეთ. ჩემს ბაღში კიდევ ერთხელ რომ დავინახო, ცრემლები ვე-
ღარ უშველის.
კმარაო, გაიფიქრა მურვეთმა. ქორწილის შემდეგ ერთი სა-
ღამოც კი არ გაუტარებიათ მშვიდად. ყოველ დღე რაღაც ხდე-
ბოდა. ის იყო, ეს ამბავი ჩაფარცხეს, რომ ისევ ჰაქი და მელიჰა
დაერივნენ ერთმანეთს. ვახშამმა ხიბლი დაკარგა. უხმოდ და-
იშალნენ. მელიჰა დილამდე ცრემლებს ღვრიდა, ბავშვიც ტი-
როდა, მაგრამ არავის მიუხედავს. სეიდი მთელი ღამის განმავ-
ლობაში შამფურივით ტრიალებდა და გათენებამდე ადგა.
მურვეთმა შენიშნა, რომ სიბნელეში იცვამდა, მაგრამ შეკით-
ხვის დასმა ვერ გაუბედა. ალბათ უძილობის გამო სამსახურში
ადრე წასვლა გადაწყვიტაო, გაიფიქრა. სეიდმა კარი ფრთხი-
ლად რომ გაიხურა, უძილობისაგან თვალებდაწითლებული
მურვეთი ფანჯარაში შემოსულ მზის პირველ სხივებს მიაჩერ-
და.
არც იმ და არც მომდევნო ღამეს სეიდი სახლში არ დაბრუ-
ნებულა. ოჯახში ყველა ერთმანეთს დაერია. ჰაქი ემინეს ლან-
ძღავდა, ასეთ კაცს ქალი როგორ გაატანეთო. ემინე ჰაქისა და
მის ცოლს ლანძღავდა, თქვენი გადამკიდე ამ სახლში აღარ
დაიდგომებაო. ბოლოს ორივენი სეიდს ერთიანი ფრონტით
უტევდნენ. ის მათთვის უცხო იყო. თავისი ქცევით ამ სახლის
ადათებს ეწინააღმდეგებოდა. თვალცრემლიანი მურვეთი
ოთახში ჩაიკეტა. ეს ამბავი პირველივე საღამოს მთელ უბანს
მოედო. მეორე დღეს, ნაშუადღევს, მეზობელმა ქალებმა მათ-
თან მოიყარეს თავი. ყველას აინტერესებდა, სიძე სახლში რა-
ტომ არ დაბრუნდა და პატარძალი როგორ გუნებაზე იყო. მარ-
თალია, ემინე ძალიან ცდილობდა, ზედმეტი არ ელაპარაკა,
მაგრამ ქალები მათგან ჩურჩულ-ჩურჩულით გადიოდნენ:
– მოსკოველ გადამთიელს ქალს რომ გაატან, ასე დაგემარ-
თება. დარწმუნებული ვარ, გენაცვალე, ეგ გიაურიც იქნება.
ემინე მურვეთზე ბრაზობდა, თითქოს ყველაფერში დამნაშა-
ვე ის იყო.

419 მკითხველთა ლიგა


სეიდი მესამე დღეს ნავახშმევს მოვიდა. ემინემ და დანარჩე-
ნებმა თავიანთ ოთახებს შეაფარეს თავი. მურვეთი ქმარს ნაწ-
ყენი სახით შეეგება. მაშინვე ოთახში ავიდნენ. მურვეთმა ტი-
რილი დაიწყო.
– სეიდ, მგონი ნანობ, ცოლად რომ მომიყვანე.
– რატომ გგონია?
– რამდენი დღეა, არ მოსულხარ. ჩვენთან ეს მიღებული არ
არის. ყველას სალაპარაკო გავხდით. თანაც არ იცი, როგორ
ვიღელვებდი?
სეიდი ცოლს ჩაეხუტა. მიუხედავად ამისა, მათ შორის თით-
ქოს უფსკრული იყო. მურვეთს მშვიდად მიმართა:
– მისმინე, მურკა, დედაშენს თავიდანვე ვუთხარი. ამხელა
გზაზე სიარული მიჭირს. ჩემი სამუშაო ნორმირებული არ
არის. ყოველ დილა-საღამოს ამსიშორეს სიარულმა მომკლა.
ან ბეიოღლუზე უნდა გადავიდეთ, ან ასე გაგრძელება მოგვი-
წევს, – სეიდი ფანჯარასთან ტახტზე გადაჯდა და პასუხის მო-
ლოდინში ცოლს მიაჩერდა. მურვეთი გამოუვალ მდგომარეო-
ბაში აღმოჩნდა.
– ეს დედაჩემს როგორ ვუთხრა, სეიდ? ჰაქი ხომ, მით უმე-
ტეს, რომ მოკლა, ბეოღლუზე არ გამიშვებს.
– მე ჩემი მითქვამს, მურკა. თქვენს ადათებს პატივს ვცემ,
მაგრამ მეც უნდა გამიგოთ. სუფრასთან დალევა და საუბარი
მიყვარს, საჭმელს ვერ ვჭამ. ასე ვარ მიჩვეული. ყველაზე დიდი
გასაჭირის დროსაც კი სუფრაზე კარგი განწყობა უნდა სუფევ-
დეს. ჩვენ უბედურების დროსაც კი ვმღეროდით. სახლში მოვ-
დივარ, ჰაქისა და მელიჰას ჩხუბს ვისმენ. კედლის მიღმა მთე-
ლი ღამე მათი შვილები ღნავიან. შენს დებს რაც შეეხება, ორი-
ვენი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯერ ჩვენი შვილი არა გვყავს, მე
კი ბავშვებს უკვე ვეღარ ვიტან. ერთი მშვიდი კუთხე არ არის ამ
სახლში. მეგობრების მოყვანაზე აღარაფერს ვამბობ. გესმის
ჩემი?
მურვეთს არ შეეძლო, სეიდს არ დასთანხმებოდა. მთავარი
ის იყო, ამას დედამისს როგორ შეაგნებინებდა.

420 მკითხველთა ლიგა


მურვეთს დიდხანს არ უყოყმანია, დედას მეორე დღესვე ყვე-
ლაფერი მოახსენა. ემინემ კი ჰაქის გადასცა. ჰაქიმ ერთი ამბა-
ვი დაათია. მურვეთს მისი ხმა თავის ოთახში ესმოდა. მასთან
გამოჩენას ვერ ბედავდა.
– აი, ამის მეშინოდა! ბეიოღლუ არ ვიცი მე! ამ ოჯახიდან
ბაიოღლუზე ქალი ვერ წავა. გზა თუ ეგრძელება, გაეყაროს და
თავისი შესაფერისი ქალი ბეიოღლუზე მოძებნოს.
იმ ღამეს მურვეთმა სეიდს ვითარება გააცნო. აქამდე ქმრის
მშვიდ, დამცინავ ქცევას მიჩვეული მურვეთი პირველად შეეს-
წრო, როგორ შეეცვალა სახე სეიდს.
– მურვეთ, მე დედაშენსა და შენს ძმაზე არ მიქორწინია. შენ
აგარჩიე და ცოლად შენ მოგიყვანე. სანამ შენი ქმარი ვარ, იქ
იცხოვრებ, სადაც მე გადავწყევტ. აქამდე მათი ცხოვრებით
ხომ იცხოვრე, ამიერიდან ჩემი ცხოვრებით ცხოვრება მოგიხ-
დება. სულ არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს.
მურვეთმა ტუჩები მოკუმა. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა.
თავიდან შეყოვნდა, მაგრამ ბოლოს ერთი ამოსუნთქვით მი-
აყარა:
– მეზობლები ცუდ ჭორებს ავრცელებენ.
– მართლა? – დამცინავად ჰკითხა სეიდმა, – მაგალითად,
რას?
მურვეთმა ინანა. ქმრისათვის მეზობლების ჭორების გამო-
რება არ უნდოდა.
– ისა... ასე ამბობენ...
– მიდი, მითხარი, მეც ვიცოდე, რას ამბობენ, რადგან მთელ-
მა უბანმა იცის.
– შენზე... ამბობენ, მოსკოველი გადამთიელია, წინდაცვე-
თილიც კი არ არისო.
სეიდმა თავი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა.
– ვინ ამბობს?
მურვეთს ვერ გაეგო, ამ საშინელ შეურაცხყოფაში სასაცი-
ლო რა იყო.
– მაქბულე ჰანიმის ქმარს, შევქი ბეის უთქვამს ცოლისთვის,
– უთხრა იმით კმაყოფილმა, რომ სეიდის რისხვას გადაურჩა.

421 მკითხველთა ლიგა


სეიდს არ ესმოდა, რა გარემოცვასა და პირობებში აღმოჩ-
ნდა. ეს ყველაფერი ულაზათო ხუმრობას ჰგავდა. სიცილით
განაგრძო:
– ე.ი. შევქი ბეიმ თავის ცოლს, მაქბულე ჰანიმს უთხრა. მაქ-
ბულე ჰანიმმა დედაშენს მოახსენა, დედაშენმა – შენ, შენ –
მე... ჩემი დაცვეთის ამბავი თურმე რამდენ ადამიანს აღელ-
ვებს. – ტახტზე ხელი დაატყაპუნა, გვერდით მომიჯექიო, – მო-
დი, მურკა, აქ დაჯექი. გამოსავალი უნდა მოვნახოთ. ჭორებს
ბოლო უნდა მოვუღოთ.
ისეთი სერიოზული ხმა და სახე ჰქონდა, რომ მურვეთს ეგო-
ნა, მართლა გამოსავალს ეძებსო. ქმარს გვერდით მოუჯდა.
სეიდს თვალები დამცინავად აუციმციმდა, ტუჩებზე ირონიული
ღიმილი აუთამაშდა. მურვეთის ხელი ხელში აიღო და დინჯად
ალაპარაკდა:
– მისმინე, გენაცვალე, დედაშენს უთხარი, მეზობლებს გა-
დასცეს, რომ, რადგან შევქი ბეის ჩემი სუნეთის ამბავი აინტე-
რესებს, ამის დადგენა ადვილია. ერთ ღამეს თავისი ცოლი გა-
მომიგზვნოს და ვაჩვენებ, დაცვეთილი ვარ თუ არა. ყველაფე-
რი გაირკვევა. – სეიდი ისევ ახარხარდა. მურვეთის დაბნეული
სახე რომ დაინახა, ლოყაზე მიეფერა, – მეზობლები რას ამბო-
ბენ და რას აკეთებენ, არ მაინტერესებს, მურკა. ყველაზე მე-
ტად სწორედ ამის მეშინოდა. ამ ადამიანების გვერდით შეუძ-
ლებელია, პირადი ცხოვრება გვქონდეს, სიმშვიდეს მივაღწი-
ოთ. ჩვენი ცხოვრება უნდა ავაწყოთ. გესმის ჩემი?
მართალია, სულ ახალი დაქორწინებულები იყვნენ, მაგრამ
მურვეთი მისი ტონით მიხვდა, რომ სეიდმა გადაწყვეტილება
მიიღო, ამიტომ კრინტი არ დაუძრავს.
დილამდე აღარ დასძინებია. როგორც კი სეიდი და ჰაქი სამ-
სახურში წავიდნენ, მაშინვე დედასთან შევიდა. დიდი გაჭირვე-
ბით, ენის ბორძიკითა და პაუზებით მას სეიდის ნათქვამი გა-
დასცა.
– ამ კაცთან ცხოვრება ასე ძალიან გინდა? ვერ ელევი? –
ჰკითხა დედამ მკაცრად.

422 მკითხველთა ლიგა


მურვეთს უნდოდა ეთქვა, რომ ქმარი ძალიან უყვარდა და
მასთან დაცილება არ სურდა, მაგრამ ვერ გაბედა. დედას ისე-
თი ტონი ჰქონდა, რომ მისი პასუხი შეიძლებოდა ისე აღქმუ-
ლიყო, თითქოს უბრალოდ კაცი უნდოდა; ამასობაში მურვეთს
მხოლოდ სეიდთან ერთად ყოფნა ეწადა.
– დედა, უკვე გათოხვილი ვარ, – შეაპარა ფრთხილად, – სა-
მარცხვინო არ იქნება, რომ დავცილდე? შენ გგონია, ასე აჯო-
ბებს?
– იცი, სად წაგიყვანს? როგორ გაცხოვრებს? ამ სახლიდან
თუ წახვალ, იცოდე, სამუდამოდ. თუ ინანებ და უკან დაბრუნე-
ბას გადაწყვეტ, პატივისცემას დაკარგავ, გაფრთხილებ.
ეს უთხრა და ოთახიდან გავიდა. მურვეთი გაშტერებული
დარჩა. დედას არც ჰო უთქვამს და არც – არა. მხოლდ იმას
მიხვდა, რომ დედასა და ქმარს შორის არჩევანის გაკეთება
მოუწევდა. ეს კი იმდენად გაუჭირდებოდა, რომ უსუსურობისა-
გან გული ეტკინა. კიდევ კარგი, ბოლო საუბრიდან უკვე რამ-
დენიმე დღე გასულიყო, მაგრამ სეიდი არაფერს ეკითხებოდა.
იქნებ ცალკე გადასვლა კიდეც გადაიფიქრა. მაშინ ყველაფე-
რი თავისთავად მოგვარდებოდა.
ქორწილის შემდეგ ორი თვე გასულიყო. მურვეთს რამდენი-
მე დღეა, დილით გულისრევა აღვიძებდა. მიხვდა, რომ ახალი
რეალობის წინაშე აღმოჩნდა – ორსულად იყო. ამ მოულოდ-
ნელი სიახლისათვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.
ჯერ ოჯახი ვერ დაელაგებინათ, ქმართან ერთად წესიერად
არც უცხოვრია. წლების განმავლობაში თავის დებსა და ძმის
შვილს უვლიდა. იმედი ჰქონდა, რომ შეცდა, მაგრამ ბებია-
ქალმა, რომელიც დედამ მოიყვან, ეჭვები დაუდასტურა. მშო-
ბიარობა ივნისის შუა რიცხვებში უწევდა.
ქმარს რომ შეატყობინა, მიხვდა, რომ მაინცდამაინც არც
მას გაჰხარებია. სეიდი ჩვეული ყურადღებითა და სიყვარუ-
ლით მოეხვია და აკოცა.
– ჩემო მურკა, – უთხრა შეფიქრიანებულმა, – შენ ჯერ თვი-
თონაც ბავშვი ხარ. ნეტავ ცოტა დრო გქონოდა გასაზრდელად.
ამის თქმა საჭიროც არ იყო. ქმრის გვერდით მურვეთი თა-
ვის უცოდინარობას, გამოუცდელობას, მათ შორის არსებულ

423 მკითხველთა ლიგა


კულტურულ და შეხედულებათა სხვაობას ისედაც ხშირად
გრძნობდა. ძალიან უნდოდა, ესწავლა, სეიდისათვის ფეხი აეწ-
ყო, მაგრამ უამრავი ტაბუ, აკრძალვა და ცოდვის შიში, რომე-
ლიც ბავშვობიდან ჩანერგილი ჰქონდა და იმაზე ფიქრი, ოჯახი
რას იტყოდა, ხელს უშლიდა. ორ განსხვავებულ სამყაროს შო-
რის იჭყლიტებოდა.
სეიდი არ ჩქარობდა, რომ თავისი ახალგაზრდა ცოლი მე-
გობრებისა და იმ წრისათვის გაეცნო, რომელშიც აქამდე ტრი-
ალებდა. ეშინოდა, არ დაეფრთხო. ნელ-ნელა უყვებოდა იმ
ცხოვრების შესახებ, რომლითაც რუსეთში ცხოვრობდა და ასე
ცდილობდა მურვეთი მომავალი ცხოვრების წესისათვის შეეჩ-
ვია.
სეიდის მონათხრობს ოჯახზე, ბავშვობაზე, მშობლიურ სახ-
ლზე, სანქტ-პეტერბურგში გატარებულ წლებზე, ცარსკოე სე-
ლოს სახლზე, თოვლზე მოსრიალე ეჟვნებიან ტროიკებზე, გა-
კაშკაშებულ ნევის პროსპექტზე, საოპერო და საბალეტო წარ-
მოდგენებზე მურვეთი თითქოს ზღაპრულ სამყაროში გადაჰ-
ყავდა. ფრონტზე გატარებული დღეების, რევოლუციის, მეფის
ოჯახის დახვრეტის ამბებს რომ ისმენდა, ბავშვივით ტიროდა.
გაქცევისა და თავისი უმცროსი ძმის სანაპიროზე დაღუპვის შე-
სახებ რომ უამბო, სეიდს ჩაეხუტა და რამდენიმე საათის გან-
მავლობაში ცრემლებს ღვრიდა. მურვეთი გრძნობდა, როგორ
ტკივილს აყენებდა ეს მოგონებები მის ქმარს და გული ეთუთ-
ქებოდა, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რომ მისი იარების მოშუ-
შება შეეძლო; რომ უნდა მოფერებოდა, საალერსო სიტყვებით
დაემშვიდებინა. სეიდი კი გულწრფელად და თავისუფლად უყ-
ვებოდა იმ ქალების შესახებაც, რომლებთანაც ურთიერთობა
ჰქონია. რიგირიგობით უამბო ცარსკოე სელოში, ბარონესა
ფონ ოვენ სრატოვთან მიღებული პირველი სექსუალური გა-
მოცდილების შესახებ, იალტის ტყეში მცხოვრებ მშვენიერ ლა-
რისაზე, ბოშა გოგონებზე, რომლებიც მამაკაცებს თავიანთი
ცეკვით აჯადოებდნენ. ამჯერად მურვეთს ცრემლები დარდის-
გან კი არა, უკვე ეჭვიანობისაგან სცვიოდა. სეიდი, როგორც კი
მურვეთის უგუნებობას შეამჩნევდა ხოლმე, მაშინვე გულში იკ-
რავდა, კოცნიდა და ხასიათზე მოჰყავდა. ამას იმიტომ გიყვები,

424 მკითხველთა ლიგა


რომ უკეთ გამიცნო, თორემ ყველაფერი დიდი ხანია, წარსულს
ჩაბარდაო, ეუბნებოდა ასეთ დროს.
მაგრამ მურვეთი თავს ვერ ერეოდა და ამ უცხო ქალებზე,
რომლებიც არასდროს ენახა, საშინლად ეჭვიანობდა. ყველა-
ნი თავისზე ჭკვიანი, გამოცდილი, ლამაზი და კეკლუცი ეგონა.
როცა წარმოიდგენდა, რომ ისინი ყველანი მის ქმარს ეხვეოდ-
ნენ, სეიდი მათ კოცნიდა, ერთ საწოლში იწვნენ, თავიანთ სხე-
ულს სთავაზობდნენ, გონება ეკეტებოდა და სეიდის მონათ-
ხრობი აღარ ესმოდა. სეიდს მიაჩნდა, რომ თავისი პირადი
ცხოვრების გაზიარებით ცოლს უფრო დაიახლოვებდა, მაგრამ
როცა მიხვდა, რომ ამითი პირიქით, ცოლის სულში ეჭვიანო-
ბის კოცონი ააგიზგიზა, მურვეთი მის მიმართ უფრო გაცივდა
და მუდმივად ნაწყენი უყურებდა, უკვე გვიან იყო. განსაკუთრე-
ბით, შურას ამბავი რომ გაიგო, მურვეთს სეიდთან ქორწინების
გამო სინანულიც კი შეეპარა. დანარჩენი ქალების მიმართ
განცდილი ეჭვიანობა ახლა სასაცილოდ ეჩვენებოდა. შურას
ხსენებაზე სეიდს ტონი და გამოხედვა ეცვლებოდა. ამ ქალს მი-
სი ქმრის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. სე-
იდის მონაყოლიდან შეიტყო, რომ შურა გამორჩეულად ლამა-
ზი ქალი იყო, რომლის გრძელი ქერა თმის და ლურჯი თვალე-
ბის დანახვაზე ადამიანს სუნთქვა ეკვროდა. როცა სეიდმა ის
პირველად გაიცნო, შურა მურვეთზე სულ ორი წლით უფროსი
იყო, შესაბამისად ჯერაც ახალგაზრდა იქნებოდა. ეს აზრი მურ-
ვეთს მოსვენებას არ აძლევდა.
ასეთი მძაფრი ეჭვიანობისათვის კიდევ ერთი მიზეზი არსე-
ბობდა. სეიდის დანარჩენი საყვარლები რუსეთში დარჩენი-
ლიყვნენ, მოგონებად ქცეულიყვნენ. შურა კი აქ, სტამბოლში,
მათთან ახლოს იმყოფებოდა. სეიდს სიტყვებში იმის დასტურს
ეძებდა, რომ მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა, მაგ-
რამ ვერ პოულობდა. მურვეთი თავს საშინლად გრძნობდა.
აუტანელი ეჭვიანობის მიუხედავად, შურას ფარულად ეთაყ-
ვანებოდა. ამ ქალს სეიდი ძალიან რომ არ ჰყვარებოდა, მის
გამო ასეთ ავანტიურაზე არ წავიდოდა, ოჯახსა და სახლს არ
მიატოვებდა, მას არ გამოჰყვებოდა, ამდენ გაჭირვებასა და

425 მკითხველთა ლიგა


უბედურებას არ აიტანდა. მის თავგანწირვასა და სეიდთან ერ-
თად გადატანილ თავგადასავლებზე რომ ფიქრობდა, გულით
უნდოდა, შურას ადგილას ყოფილიყო. მაგრამ თავს მის ადგი-
ლას რომ წარმოიდგენდა, ხვდებოდა, რომ მსგავსს ვერაფერს
გაბედავდა. ვერც დედას მიატოვებდა, ვერც უფროსი ძმის ნე-
ბართვის გარეშე სადმე წავიდოდა და არც იმდენი ძალა შეს-
წევდა, რომ ასეთი რისკი გაეწია. აი, მაშინ კი მურვეთის ეჭვია-
ნობა პიკს აღწევდა. მისმა ქმარმა თავის სიცოცხლეში ყველა-
ზე დაუვიწყარი პერიოდი, რომელიც უკან აღარასდროს დაბ-
რუნდებოდა, ამ ქალთან ერთად გაატარა. მურვეთს ესმოდა,
რომ შურას აჩრდილი მათი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი
იქნებოდა. ამას გარდა, არც იმაში იყო დარწმუნებული, რომ
შურა ახლაც მის ქმართან ერთად არ იყო. სეიდი მთელ დღეს
ბეიოღლუზე ატარებდა და ზოგჯერ სახლში ღამითაც არ ბრუნ-
დებოდა.
მათი ქორწინებიდან სამი თვე სრულდებოდა. ნოემბრის ბო-
ლოს, ერთ დილით, ახალი გაღვიძებულები იყვნენ. სეიდი
წელზე მოეხვია და აკოცა ცოლს, რომელიც ფარდებს ხსნიდა.
– მიდი, ჩაიცვი, ერთად მივდივართ.
– სად მივდივართ?
– სასეირნოდ.
– სასეირნოდ? – მურვეთი თან აღელდა, რომ ქმართან ერ-
თად პირველად გარეთ გავიდოდა, თან დაფრთხა, – სად?
– ნუ გეშინია, ცუდ ადგილას არ წაგიყვან. ოსმანთან მივდი-
ვართ. მიდი, დროზე.
გახარებული მურვეთი გარდერობს მიადგა, მაგრამ არ იცო-
და, რა ჩაეცვა და დაბნეული იდგა.
– ნიშნობაზე რომ გამოგიგზავნე, ის ლურჯი კაბა ჩაიცვი. სა-
ყელოზე არშია რომ აქვს.
მურვეთმა საკიდიდან კაბა ჩამოხსნა, რომლის ჩაცმას მას
შემდეგ ვეღარ ბედავდა, რაც დედამ ამ კაბით სარკის წინ წაას-
წრო.
– დილისთვის ზედმეტად მდიდრული ხომ არ არის?

426 მკითხველთა ლიგა


– ჩემო მურკა, – სეიდს გაეღიმა და ცოლს ტუჩის კუთხეში
აკოცა, – ლამაზი ქალი ყოველთვის მდიდრულად უნდა გამოი-
ყურებოდეს. დილა და საღამო აქ არაფერ შუაშია.
– ჰო, მაგრამ მე ბიძია ოსმანთან ასე ჩაცმული აქამდე არას-
დროს მივსულვარ.
– ახლა სხვაა, შენ უკვე ჩემი ცოლი ხარ. ისე ჩაიცვამ, რო-
გორც მე მინდა.
მურვეთი სწრაფად გამოეწყო იმდაგვარად, როგორც სეიდს
სურდა. მუცელი ოდნავ უკვე ეტყობოდა, მაგრამ კაბებში ჯერ
ადვილად ეტეოდა. სეიდმა ეტლი დაიქირავა და გზას გაუდ-
გნენ.
– სეიდ, სად მივდივართ? – ჰკითხა მურვეთმა, როცა მიხ-
ვდა, რომ სხვა გზით მიდოდნენ, – მართალი მითხარი.
– ერთი პატარა საქმე მაქვს.
მეტი არაფერი არ უთქვამს. იმ დღემდე მურვეთს წარმოდგე-
ნა არ ჰქონდა, ქარაქოის იქით სტამბოლში რა ხდებოდა. ქუ-
ჩებსა და სახლებს ისე ათვალიერებდა, თითქოს სხვა ქვეყანა-
ში მოხვედრილიყო. ასანთის კოლოფებივით ჩამწკრივებული
დიდი და პატარა ხის სახლები მარმარილოს კოლონებიანმა,
მოჩუქურთმებულმა, ქანდაკებებით მორთულმა ერთიმოერე-
ზე უფრო ლამაზმა და მდიდრულმა ქვის სახლებმა შეცვალა.
ზოგი სახლის პირველ სართულზე ფეშენებელური მაღაზიები
განეთავსებინათ, რომელთა ვიტრინებში ულამაზესი ქუდები,
შარფები, ქსოვილები იყო გამოდებული. მურვეთს აღტაცები-
საგან თვალები გაფართოებოდა; ამ საოცარმა ფერებმა და
სიმდიდრემ, რომლის მსგავსი აქამდე არ ენახა, მოაჯადოვა.
სეიდმა ხელი მოჰკიდა და გაუღიმა. მისი ცოლი იმ მოსწავლეს
ჰგავდა, ყოველდღე ახალ სიტყვას რომ სწავლობს. სიამოვნე-
ბით აკვირდებოდა მის თვალებში დანთებულ ცეცხლს.
ეტლი, როგორც იქნა, კალიონჯუ ქულუქის ქუჩაზე, ერთი
სახლის წინ გაჩერდა. მურვეთი სეიდის გაწვდილ ხელს დაეყ-
რდნო და ეტლიდან გადმოვიდა.
– აი, – უთხრა სეიდმა, – მე აქ ვმუშაობ.
მურვეთი ბოლოს და ბოლოს ეღირსა თავისი ქმრის სამუ-
შაო ადგილის ნახვას, რაზეც ამდენი ხანია, ოცნებობდა. ე.ი.

427 მკითხველთა ლიგა


ბეიოღლუში მოსულიყვნენ, რომელსაც დედამისი საშინელე-
ბად მიიჩნევდა. უცებ გაახსენდა, რომ სეიდი ამ შენობის ზედა
სართულზე შურასთან ერთად ცხოვრობდა და აუტანელი ეჭ-
ვიანობა დაეუფლა. ეცადა, არ ეფიქრა იმაზე, რომ მისი ქმარი
აქ სხვა ქალთან ერთად (რომელიც ძალიან უყვარდა) ჭამდა,
სვამდა, საწოლს იზიარებდა. სეიდმა ხელი ჩაჰკიდა და შიგნით
შეიყვანა. მართალია, სახლი ფასადის მხრიდან დიდი არ იყო,
მაგრამ შიგნით ერთმანეთში გამავალი რამდენიმე ოთახისგან
შედგებოდა, რომლებიც თავის მხრივ, ბაღში გადიოდა. პირ-
ველ ოთახში – ოთხი, მეორე ოთახში კი ორი ახალგაზრდა ქა-
ლი მუშაობდა. ყველანი რუსები იყვნენ. სეიდმა მათ რუსულად
რაღაც უთხრა და მურვეთი თავის სამუშაო ოთახში შეიყვანა.
– გაიხადე, დაჯექი, ყავას მოგიტანენ. მე პატარა საქმეს მო-
ვაგვარებ და მალე დავბრუნდები.
სეიდმა ცოლს ლოყაზე აკოცა და გავიდა. მურკამ თვალი
თანამშრომელი ქალებისკენ გააპარა, აინტერესებდა სეიდს
უყურებდნენ თუ არა. მათგან ორი საკმაოდ ახალგაზრდა იყო.
მურვეთზე მხოლოდ 1-2 წლით უფროსები თუ იქნებოდნენ.
მშვიდად და თავისუფლად მოძრაობდნენ. ყველანი ერთიმეო-
რეზე უფრო ლამაზები იყვნენ. მისი ქმარი მთელ დღეს მათ გა-
რემოცვაში ატარებდა, ზოგჯერ ღამითაც არ ბრუნდებოდა სახ-
ლში. ეჭვიანობისგან კუჭში სპაზმები დაეწყო. მიხვდა, რა უც-
ნაურად გამოიყურებოდა კოჭებამდე შავ მოსასხამში და შერ-
ცხვა. ასე ეგონა, ყველა მას უყურებდა და დასცინოდა. მოსას-
ხამი ჩუმად მოიხსნა და გვერდზე მიაგდო. ახლა თავს უფრო
მშვიდად გრძნობდა. არშიებით გაწყობილი აბრეშუმის კაბა,
ალმასის ბროში და სამაჯური დანარჩენებისგან გამოარჩევდა.
ფეხი ფეხზე გადაიდო და გადაწყვიტა, ისეთი პოზა მიეღო, რო-
მელიც მის ჩაცმულობას შეეფერებოდა. მეზობელ ოთახში გა-
მავალი ფანჯრიდან საწერ მაგიდასთან ქაღალდებსა და დავ-
თრებში ჩაფლული კაცი მოჩანდა. სქელმინებიანი სათვალითა
და სამკლაურებით ძალიან სერიოზული შესახედი იყო. მურ-
ვეთს სასაცილოდ ეჩვენა და გაეღიმა.

428 მკითხველთა ლიგა


უცებ მისი ყურადღება ქუჩაში გაჩერებულმა ეტლმა მიიპ-
ყრო. ალბათ სეიდი დაბრუნდაო, იფიქრა. ფანჯარას რომ მიუ-
ახლოვდა, ორი ქალი დაიანახა, რომლებიც შესასვლელისკენ
მოემართებოდნენ. ცოტა ხანში იმ ოთახის კარი შემოაღეს, სა-
დაც მურვეთი იმყოფებოდა. ერთი მათგანი – ოციოდე წლის,
მეორე კი ოდნავ უფროსი იქნებოდა. კოსტუმებში გამოწყობი-
ლებს გვერდზე მოქცეული ბერეტებითა და მკლავებზე გადაკი-
დებული მოსასხამებით მდიდრული იერი ჰქონდათ. ორივენი
ლამაზები იყვნენ, განსაკუთრებით, შედარებით უმცროსის გა-
რეგნობა ადამიანს თვალს სჭრიდა. ქერა ტალღოვანი თმა
მხრებამდე სწვდებოდა. კოხტად და თავდაჯერებულად მოძრა-
ობდა. ოთახში რომ შემოვიდა, წამით მურვეთს თვალებში ჩა-
ხედა. მეზობელი ოთახიდან მის შესაგებებლად გამოსულ ბუ-
ღალტერს გაუღიმა და დამტვრეული თურქულით ჰკითხა, სეიდ
ემინოვი სად არისო.
მურვეთი უცხო ქალზე, რომელიც მის ქმარს ამგვარად მო-
იხსებნიებდა, გაღიზიანდა. თუმცა მისმა სილამაზემ მასზე ისე-
თი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თვალს ვერ სწყვეტდა. თა-
ვისი მდიდრული ჩაცმულობის მიუხედავად, ქერა ქალის თან-
დასწრებით თავს უხერხულად გრძნობდა. სტუმარი თანამ-
შრომელ რუს ქალებს გამოელაპარაკა. აშკარა იყო, რომ ყვე-
ლანი კარგად იცნობდნენ. მურვეთი, რომელიც ქმრის სამსა-
ხურში პირველად მოსულიყო და აქაურობა ეუცხოებოდა, ძა-
ლიან შეწუხდა იმის გამო, რომ ვიღაც უცხო ქალს მისი ქმრის
თანამშრომლები ასე კარგად იცნობდნენ; თანაც ქალი აქაუ-
რობის ბატონ-პატრონივით იქცეოდა. მურვეთს თავი საწყალი,
უსახური პატარა ბავშვი ეგონა. გონებაში სეიდის მიერ შურას
შესახებ მოთხრობილი ამბები დაუტრიალდა.
– ეს ქალბატონები ვინ არიან? – ჰკითხა სწორედ ამ დროს
ოთახში შემოსულ მეუთოე გოგონას.
– წინათ აქ მუშაობდნენ, – მიუგო გოგონამ მრავალმნიშვნე-
ლოვნად და მხრები აიჩეჩა. გამართული თურქულით არც ის
ლაპარაკობდა, – ალბათ ისევ სამუშაოს საძებნელად მოვიდ-
ნენ.

429 მკითხველთა ლიგა


მურვეთი თვალს ისევ ქერა ქალისკენ აპარებდა, რომელიც
გახარებული კარისკენ გაექანა. მისი მხიარული შეძახილები
მოესმა, თუმცა ქმრის სახელის გარდა, ვერაფერი გაიგო, რად-
გან რუსულად ლაპარაკობდნენ.
სეიდი გაოცებას ვერ მალავდა. ქალი, რომლესაც ამდენი
დღისა და ღამის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა, როგორც
იქნა, მოსულიყო და მის წინაშე იდგა.
– გამარჯობა, სეიდ.
– შურა!
სეიდი პირდაპირ იმ ოთახისკენ გაემართა, სადაც მურვეთი
ელოდებოდა. შურა უეცრად მიხვდა, რომ გოგონას, რომელ-
საც წეღან ყურადღება არ მიაქცია, სეიდის ცხოვრებაში მნიშ-
ვნელოვანი ადგილი ეკავა. მაგიდასთან შეჩერდა და მშვიდი
ტონით ალაპარაკდა:
– ეს მართალია, სეიდ?
– გააჩნია, რას გულისხმობ, – ცივად მიუგო სეიდმა.
– ცოლი შეგირთავს?
მზერა მურვეთს შეავლო. მურვეთმა არ იცოდა, როგორი გა-
მომეტყველება მიეღო. შენიშნა, რომ ქალები მას უყურებდნენ
და საუბარს განაგრძობდნენ. ქერა ქალს თვალებში ცრემლი
ედგა. ე.ი. ცუდ დღეში მხოლოდ ის არ იყო. ამ ქალსაც გული
სტკიოდა.
სეიდს თითქოს უნდოდა დაესაჯა საყვარელი ქალი, რომელ-
მაც ამდენი ტკივილი მიაყენა. დაიხარა, მურვეთს ლოყაზე
აკოცა და მხარზე ხელი დაადო. ამით იმის ჩვენება უნდოდა,
ვის მხარეს იყო.
– დიახ, ეს ჩემი ცოლია.
– სეიდ!..
ქალმა სათქმელი ვეღარ დაასრულა. თვალები ცრემლით
ჰქონდა სავსე, მაგრამ არ ტიროდა. ამაყად თავაწეული კარის-
კენ გაემართა. ერთმანეთს უკანასკნელად დაელაპარაკნენ.
ქალები რომ გავიდნენ, სეიდი კიდევ დიდხანს იდგა გაშეშებუ-
ლი და მათ გასცქეროდა. მურვეთს მისი მეოცნებე, ნაღვლიანი
გამომეტყველება არ გამოჰპარვია. სეიდმა მწარედ ამოიოხ-
რა.

430 მკითხველთა ლიგა


– შურა ნახე?
მურვეთი ეცადა, სიმშვიდე მაქსიმალურად შეენარჩუნებინა,
თითქოს ბოლო 15 წუთის განმავლობაში არ იტანჯებოდა,
ტვინს ეჭვები არ უღრღნიდა.
– ყურადღება არ მიმიქცევია, – ბოლოს მაინც ვერ მოითმი-
ნა და იკითხა: – რისთვის მოვიდა?
– ანგარიში გვქონდა გასასწორებელი, – მიუგო სეიდმა
დაღლილი ხმით და მაგიდაზე ქაღალდები გადააწყო.
ამგვარმა პასუხმა მურვეთი არ დააკმაყოფილა. ახლა ყვე-
ლაზე მეტად იმას ნატრობდა, რომ ქმარს ეთქვა, როგორ ძა-
ლიან უყვარდა, რომ მასზე დაქორწინებას არ ნანობდა და სხვა
ქალებთან ყოველგვარი ურთიერთობა გაეწყვიტა. მაგრამ სე-
იდი ამას არ აკეთებდა. ე.ი. იმ ქალს ისევ ხვდებოდა. მურვეთი
ყველა ქალზე ეჭვიანობდა, განსაკუთრებით კი – შურაზე. შუ-
რას სეიდის ცხოვრებაში ისეთი ადგილი ეკავა, რომელსაც
ვერცერთი ქალი ვერ შეავსებდა, მათ შორის, ვერც მურვეთი.
ის სეიდისათვის სამუდამოდ განსაკუთრებულ ქალად დარჩე-
ბოდა. მურვეთს ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. უცებ მიხვდა, რომ
ცრემლებს ვეღარ მოერეოდა და ოთახიდან გავარდა. დერეფ-
ნის ბოლოში ტუალეტს მიაშურა, კარი ჩაკეტა და ატირდა. წარ-
მოდგენა არ ჰქონდა, რამდენ ხანს ტიროდა. რომ დამშვიდდა,
სარკეში თავისი თავი ვერ იცნო. სურმას ტალახივით შავი ზო-
ლები დაეტოვებინა, გაწითლებული ცხვირი და თვალები და-
სიებოდა. პირი ცივი წყლით მოიბანა, მაკიაჟი განიახლა, მაგ-
რამ დილანდელი იერი მაინც ვერ დაიბრუნა.
სეიდი ამ ხნის გამნავლობაში გაუნძრევლად იჯდა. ვერ
ხვდებოდა, შურას წასვლის შემდეგ რამდენი ხანი გავიდა. ორი
წუთი? იქნებ – ოცი? იქნებ მეტიც. ამ ხნის განმავლობაში თავი-
სი ოცდათერთმეტწლიანი ცხოვრება ხელახლა განიცადა. წე-
ღან გასულ ქალთან ერთად თავის მოგონებებს კიდევ უფრო
დაშორდა. ყვავილების სურნელი შეისუნთქა, რომელიც შუ-
რას ოთახში დაეტოვებინა. მოაგონდა, კარში შემოსვლისას
ხელზე ხელი რომ შეახო. ცოტა ხნის წინ მთელი თავისი წარსუ-
ლი ხელში ეჭირა, ახლა კი სამუდამოდ წასულიყო. მარტოდ-

431 მკითხველთა ლიგა


მარტო დარჩა. კარგად ესმოდა, რომ ქორწინებით მის ცხოვ-
რებაში ვერაფერი მოგვარდებოდა. ძალიან უნდოდა, რომ ამ
წუთას ცოლი გვერდით ჰყოლოდა. თმაზე მიფერებოდა და
ამით დაემშვიდებინა. სამუდამოდ დაკარგული, უკან დარჩენი-
ლი ცხოვრების გამო ნუგეში ეცა, მოხვეოდა და ეკოცნა, ყვე-
ლაფერი დაევიწყებინა, რაც კი ასე ძალიან ენატრებოდა. მაგ-
რამ გვერდით არავინ ჰყავდა. არც არავინ იკრავდა გულში,
არც არავინ ამშვიდებდა. მის პატარა ცოლს მისი საერთოდ არ
ესმოდა.
უხმაურო ნაბიჯით ოთახში შემოსულ მურვეთს ეშინოდა, სე-
იდი არ მიხვდეს, რომ ვიტირეო, ამიტომ მას თვალს არიდებდა.
მოსასხამი მოიცვა. სეიდი წამოდგა და მიეხმარა.
– მოდი, სახლში წაგიყვან, – სეიდს დაღლილი ხმა ჰქონდა.
გზაში კრინტი არ დაუძრავთ. ეტლიდან რომ ჩამოვიდნენ,
მურვეთს ქმრისთვის სახეში მაშინაც არ შეუხედავს.
– სახლში ნურაფერს ვიტყვით. დედაჩემმა არ გაიგოს.
დასაძინებლად რომ დაწვნენ, მურვეთი მიხვდა, რომ ქმარს
ბოლომდე ვერასდროს დაეპატრონებოდა; რომ მის სულსა და
გონებაში ისეთი წერტილი არსებობდა, რომელსაც ვერას-
დროს მიაღწევდა. ნეტავ არ გავთხოვილიყავიო, გაიფიქრა
მურვეთმა. ახლა კიდევ ბავშვიც ეყოლებოდა. სეიდის ირ-
გვლივ შემოსეულ ამდენ ქალს როგორ გაუმკლავდებოდა?
როგორ მიხედავდა, თანაც ასეთი პატარა, გამოუცდელი. მწა-
რედ ამოიოხრა და ისევ ატირდა.
სეიდსაც არ ეძინა. უნდოდა, ცოლს დალაპარაკებოდა, მთე-
ლი თავისი წარსული ცხოვრება მოეყოლა, შემდეგ კი ჰყვარე-
ბოდა. იქნებ ასე მაინც დაეღწია თავი ამ დამთრგუნველი მო-
გონებების სიმძიმისათვის. მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ
ამგვარი საუბარი ცოტა ხანში მურვეთის ტირილითა და ჩხუ-
ბით დამთავრდებოდა. მთელი ოჯახი თავზე დაადგებოდათ.
სანამ ამ სახლში იცხოვრებდნენ, მათ პირად ცხოვრებას არა-
ფერი ეშველებოდა. ცოლთან დაახლოება და უკეთ გაცნობა
შორეულ პერსპექტივად ეჩვენებოდა.

432 მკითხველთა ლიგა


შურა მოაგონდა, რომელიც მის სადარდებელს ყოველთვის
მშვიდად და უხმოდ იზიარებდა, ელოდა, სანამ თვითონ და-
ელაპარაკებოდა, თავისი სიყვარულით ნაღველსა და უსია-
მოვნო ფიქრებს უქარვებდა. ძალიან ენატრებოდა. იცოდა,
როგორ მოეშვებოდა გულს, ახლა გვერდით რომ ჰყოლოდა.
ფიქრებიდან მურვეთის ქვითინმა გამოაფხიზლა. ბალიშზე
გაშლილი თმა გაუსწორა და ხელი თავქვეშ შეუცურა. თავის-
კენ მიიზიდა. ვარდის წყლით დაზელილი სხეულის სურნელი
შეისუნთქა; ცრემლით დანამული ლოყები დაუკოცნა. ღმერ-
თოო, გაიფიქრა, ეს ქალიც რომ მიყვარსო.
ცალი ხელი გამობერილ მუცელზე გადაუსვა; კისერი, ლო-
ყები დაუკოცნა. კარგად ესმოდა, როგორ ეჭვიანობდა და დარ-
დობდა მისი პატარა ცოლი, მაგრამ თითქოს მის დასამშვიდებ-
ლად სიტყვებს ვერ პოულობდა. ჩვილივით დაარწია და ასე და-
ამშვიდა. მურვეთი ქმრის მკლავებში თავს საიმედოდ გრძნობ-
და; მალე ჩაეძინა. ჭერში მიშტერებული სეიდი იმაზე ფიქრობ-
და, რას უქადდა მომავალი ცხოვრება.
დილით, მურვეთმა რომ გაიღვიძა, სეიდი უკვე კარგა ხნის
ჩაცმული დაინახა; სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა.
ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ფანჯრიდან იყურებოდა. ახლად
გაღვიძებულ ცოლს აკოცა.
– ჩაიცვი, მურკა, მივდივართ.
– ასე ადრიანად სად მივდივართ, სეიდ?
– ჩვენს ახალ სახლში.
– ახალ სახლში?
– გუშინ ვაპირებდი, მაგრამ არ გამოვიდა. მიდი, მოემზადე.
– ის... დედაჩემს როგორ ვუთხრა?
– როგორ უთხრა? მურვეთ, მე შენი ქმარი ვარ. კანონიერი
ქმარი. აქედან უნდა წაგიყვანო. ჩვენს სახლში, ჩვენს საკუთარ
სახლში. სახლში, რომელიც მხოლოდ ჩვენი იქნება, სადაც
მარტონი ვიქნებით, ლაპარაკი შეგვეძლება. დედაშენი რა შუ-
აშია?
მურვეთს გუშინდელი ამბავი გაახსენდა. ქმარს არ ენდობო-
და. დედამისის ნათქვამი მოაგონდა. წარმოდგენა არ ჰქონდა,

433 მკითხველთა ლიგა


სად მიდიოდა, ვისთან ერთად იცხოვრებდა. იცოდა, რომ ზედ-
მეტი შეკითხვებით სეიდს გააბრაზებდა. ის ძალიან უყვარდა,
მაგრამ ქმარი, რომელსაც ასე ეტრფოდა, იმდენადვე მუსუსი
იყო, რამდენადაც სიმპათიური გარეგნობა ჰქონდა. აქ დედა
და ძმა მაინც ეგულებოდნენ, რომლებიც გასაჭირში მხარში
დაუდგებოდნენ. აქედან ერთხელ თუ წავიდოდა, მათგან დახ-
მარებას ვეღარ მოითხოვდა.
ასე მწარედ ჩაფიქრებული რომ დაინახა, სეიდი საწოლზე
ჩამოუჯდა.
– მისმინე, მურკა. ეს ჩვენი ერთადერთი შანსია იმისათვის,
რომ ერთმანეთი გავიცნოთ, კიდევ უფრო შეგვიყვარდეს. შენი
სახლის დიასახლისი გახდები. ანგარიშს არავის არ ჩავაბა-
რებთ, გესმის ჩემი? გაცილებით უფრო ბედნიერები ვიქნებით,
– გაეცინა და ხელი ლოყაზე მოუთათუნა, – ნუ გეშინია, ნუ,
მუსლიმანებს შორის ვიცხოვრებთ.
მურვეთმა აღარ იცოდა, რა ექნა. ქმრის დაკარგვა არ უნდო-
და, მაგრამ ვერც ის გადაეწყვიტა, დედისთვის რა ეთქვა. ზან-
ტად ჩაიცვა. დედამისი დილის ნამაზის შემდეგ ყავას სვამდა.
კარში შედგა და საჭირო სიტყვების თავმოყრას ეცადა. რო-
გორც კი ემინე მოტრიალდა და შეხედა, თავიდან ენა დაება,
შემდეგ კი სიტყვები პირიდან თავისთავად გადმოსცვივდა:
– დედა, ჩვენ მივდივართ.
– სად? – ცივად დაინტერესდა ემინე, რომელიც მიხვდა,
რომ ამჯერად სეირნობას არ გულისხმობდა.
– არ ვიცი, სადაც იტყვის.
– კარგი... – უთხრა ემინემ და თავი შვილისკენ ისე მოატრი-
ალა, რომ პოზა არ შეუცვლია, – მაგრამ მარტო არ გაგიშვებ.
ნეჯმიეს გამოგაყოლებ. მართალია, პატარაა, მაგრამ მაინც შე-
ნი დაა.
– კარგი, – უთხრა მურვეთმა, რადგან არ იცოდა, რა ეთქვა.
– აბა, მშვიდობით იარეთ, – უთხრა ემინემ, თვალები ცრემ-
ლით აევსო და ყავის ნალექს მიაშტერდა.
მურვეთი შედგა. დედა ზედაც არ უყურებდა. უნდოდა, მიახ-
ლოებოდა და ხელზე მთხვეოდა, მაგრამ მისი მკაცრი პოზისა
შეეშინდა.

434 მკითხველთა ლიგა


– არაფერს არ გამატანთ, დედა? – ჰკითხა თითქმის ჩურჩუ-
ლით.
– ავეჯი გინდა? თქვენი საწოლი წაიღეთ... და სკივრიც. –
ემინე ადგა, თავისი ოთახისკენ გაემართა და ცოტა ხანში გა-
ზეთში გახვეული შეკვრით დაბრუნდა, ქალიშვილს გაუწოდა.
– ეს რა არის, დედა?
– ჩემი მზითევია, ყავის სერვიზი. მერე არ თქვა, დედაჩემმა
არაფერი გამატანაო.
ამასობაში, სეიდი ნაქირავები ეტლით კარს მოადგა. ყველა-
ფერი ჩაალაგეს. მურვეთი საკუთარ თავს ეკითხებოდა, ნეტავ
ყველა პატარძალი, რომელიც თავის ახალ სახლში გადადის,
ასეთ სიცარიელეს თუ გრძნობსო. მათი ერთობლივი ცხოვრე-
ბის ყოველი თანმდევი მოვლენა წყენას იწვევდა. ნეჯმიეს მათ-
თან ერთად გადასვლა სეიდს არ გაუპროტესტებია. ცოლის ნა-
თესაობიდან ეს პატარა გოგონა ყველაზე მეტად უყვარდა. თა-
ვის უმცროს დას, ჰავას, აგონებდა.
ეტლში რომ სხდებოდნენ, მურვეთი დედას ხელზე ემთხვია.
– დედა, ხომ გვესტუმრებით?
– მისამართს თუ შეგვატყობინებთ, მოვალთ.
სეიდმა სიდედრს ხელი ჩამოართვა და ეტლში ცოლს გვერ-
დით მიუჯდა. ნეჯმიე შუაში ჩაისვეს და ახალი სახლისკენ გზას
გაუდგნენ.

435 მკითხველთა ლიგა


მარტოობა

ფაიტონი ქასიმფაშას46 კალთებზე, ჰაჯი ჰუსრევის აღმარ-


თზე, ნ7 სახლის წინ შეჩერდა. ორსართულიანი, ბაღიანი კოხ-
ტა სახლი ახალ მეპატრონეებს ელოდებოდა.
მამისეულ სახლთან განშორებით დაბნეული მურვეთი
ახალ სახლში დაბორიალობდა. ქვედა სართულზე სამზარე-
ულო, სააბაზანო და ერთი ოთახი მდებარეობდა, ზედა სართუ-
ლი კი ერთნახევარი ოთახისგან შედგებოდა. სეიდი ცოლის
მიყვანას წინა დღეს გეგმავდა, ამიტომ სახლი დაასუფთავები-
ნა, მაგრამ მურვეთს გულმა მაინც არ მოუთმინა და ყველაფე-
რი ხელახლა დაალაგა. სკივრიდან ყაისნაღით ნაქსოვი ფარ-
დები ამოიღო და დაკიდა. ზედა სართულზე, დიდ ოთახში, სა-
წოლი დადგეს, მომცროში კი ნეჯმიეს მოუწყვეს დროებითი
სამყოფელი. ბალიშებს მაქმანებიანი პირები ჩამოაცვა. ცდი-
ლობდა, იმ აზრს შეჩვეოდა, რომ დიასახლისი ამიერიდან მხო-
ლოდ თვითონ იქნებოდა.
საღამოს, შებინდებულზე, მურვეთს სევდა შემოაწვა. ეშინო-
და, ტირილი არ დაეწყო და პატარა დაც არ შეეშფოთებინა. სე-
იდმა გაზის ლამპა აანთო, დები მარტო დატოვა და გავიდა. ცო-
ტა ხნის შემდეგ ვოლკოვის რესტორნიდან მოტანილი კერძე-
ბით დაბრუნდა, რომლებიც ძირს დაფენილ გაზეთზე დააწყეს.
რუსული კერძები იყო. სეიდმა ერთი ბოთლი არაყიც გახსნა.
კარგ ხასიათზე ჩანდა. ცოლს ლოყაზე უჩქმიტა და თვალი ჩა-
უკრა.
მურვეთს შერცხვა, რომ სეიდი მისი დის თანდასწრებით ასე
იქცეოდა.
– არ გინდა, სეიდ, – უჩურჩულა მორცხვად, – ნეჯმიეც აქ
არის.
– მურკა, ჩემს სახლში ცოლს ისე მოვექცევი, როგორც მინ-
და. გასაგებია?
– შშშ, სეიდ, გთხოვ.
– ერთ ჭიქას დალევ?

46 ისტორიული უბანი სტამბოლის ცენტრში.

436 მკითხველთა ლიგა


– მე არ ვსვამ, სეიდ.
– კარგი, რა გაეწყობა, მარტო დავლევ. გაგიმარჯოს!
სეიდს გუნება გაუფუჭდა. მურვეთმა არ იცოდა, ქმარი რო-
გორ გაემხიარულებინა, ამიტომ გაჩუმება არჩია. ამაში მას
არც ნეჯმიე ჩამორჩებოდა. სეიდს ისეთი განცდა ჰქონდა, თით-
ქოს ორ ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. სანამ მისი ცოლი და
პატარა ნეჯმიე თეფშებსა და გაზეთებს აგროვებდნენ, სეიდი
არყით ჭიქას ჭიქაზე ივსებდა.
– მიდით, თქვენ მაინც დაწექით, დაღლილები ხართ.
მურვეთმა ჭურჭელი რომ აალაგა, ნეჯმიეს ხელი მოჰკიდა
და დასაძინებლად წაიყვანა. სეიდთან ურთიერთობა დრო-
დადრო ეძაბებოდა. ძილის წინ ალაჰს ევედრებოდა, ღმერთო,
ისე ნუ იზამ, მშობლიური სახლი სანატრელი გამიხდესო.
სეიდს რაც შეეხება, სანამ არყის ბოთლი არ დაცალა, ცარი-
ელ ოთახში კედელზე მიყრდნობილი იჯდა. რაღაც ხანს თავი
მუხლებში ჩარგო და ფიქრებს მიეცა. არ იცოდა, ბედნიერება
როგორ მოეპოვებინა. საკუთარ სახლში გატარებული პირვე-
ლი საღამო სულ სხვანაირად წარმოედგინა – ეგონა, ცოლთან
ერთად ივახშმებდა, შემდეგ ლოგინში ჩახუტებულები უკეთეს
მომავალზე იოცნებებდნენ. ამასობაში, გვერდით ისეთი არა-
ვინ ჰყავდა, ვინც მხარში ამოუდგებოდა, მარტოობას დაავიწ-
ყებდა, არყის ჭიქის გარდა. ალკოჰოლი ძარღვებში დაუტრი-
ალდა, სითბომ დაუარა. ადგა და ფანჯარა გააღო. ღრმად სუნ-
თქავდა. ფილტვები დეკემბრის ყინვამ აუვსო. სიგარეტს მო-
უკიდა. ასანთის ალს იმდენხანს შეჰყურებდა, კინაღამ თითები
არ დაეწვა; მხოლოდ შემდეგ ჩააქრო. მოუსვენრად იყო. აუტა-
ნელ სიცარიელეს, დანაკლისს გრძნობდა, რომლის შევსება
შეუძლებლად ეჩვენებოდა. ხმადაბლა რუსული სიმღერა წა-
მოიწყო. არაყს დამატებულმა ფანჯრიდან შემოსულმა სიცივემ
და სიმღერის სიტყვებმა იგი სანქტ-პეტერბურგში დააბრუნა.
დილით მურვეთს სეიდი სახლში არ დახვდა. ბალიშიც ხე-
ლუხლებელი იყო. ნეჯმიესგან უჩუმრად ატირდა. დედამისის
ნათქვამი აუხდა. ქმარმა ის უცნობ ადგილას მარტოდმარტო
დატოვა. თუმცა ერთ საათში ცრემლი სიხარულით შეეცვალა.
სეიდმა სახლში ავეჯით სავსე ეტლი გამოგზავნა: სასადილო

437 მკითხველთა ლიგა


მაგიდა, სკამები, კედლის სარკე, ტუმბა, სადილის სერვიზი,
სპირტქურა და სურსათი. გადმოზიდვას რომ მორჩნენ, მურ-
ვეთმა პატარა ბავშვივით გაიხარა. ნეჯმიეს დახმარებით ყვე-
ლაფერს ადგილი მიუჩინა. დიდხანს ვერ გადაეწყვიტა, რა სად
დაედგა და ავეჯს ადგილი რამდენჯერმე შეუცვალა. მის საქმე-
ში არავინ ერეოდა და ჭკუას არავინ ასწავლიდა. თავის სახ-
ლში იმყოფებოდა. ავეჯიც მას ეკუთვნოდა, სადაც უნდოდა, იქ
დადგამდა. სახლი სულ სიმღერ-სიმღერით მოაწესრიგა. დის
განწყობის გავლენით ნეჯმიეც გუნებაზე მოვიდა. მურვეთს ქმა-
რი ძალიან უყვარდა და ენატრებოდა. ამასობაში, მოსაღამოვ-
და კიდეც. მაშინვე სამზარეულოს მიაშურა და ვახშმის კეთებას
შეუდგა. სასმელისთვის მისაყოლებელიც მოუმზადა.
იმ საღამოს სახლში დაბრუნებულ სეიდს ცოლი ბედნიერე-
ბისაგან სახეგაბრწყინებული დახვდა. როგორც ჩანს, დრო მო-
ვიდა, ბოლო მოჰღებოდა იმ სადარდებელს, წუხელ რომ შემო-
აწვა. ამჯერად მურვეთმა ქმარს არ აწყენინა და მასთან ერთად
ერთი ჭიქა ღვინო დალია. ჭიქა ჯერ ბოლომდე გამოცლილიც
არ ჰქონდა, რომ სასიამოვნო სითბო და თავბრუსხვევა იგ-
რძნო. თვალები აუელვარდა. სეიდმა ის იყო, მისაყოლებლები
დაამთავრა. მურვეთმა ხორციანი კერძის შემოსატანად სამ-
ზრაეულოში გასვლა დააპირა. სეიდი სიამოვნებით შესცქერო-
და მის აღაჟღაჟებულ ლოყებსა და ანთებულ თვალებს. ცარიე-
ლი თეფშის ასაღებად გაწვდილ თხელ, ნატიფ ხელში სწვდა და
თავისკენ მიიზიდა. მურვეთი ცოლების მიმართ მამაკაცების
თავისუფალ ქცევას – არც თავის და არც ახლობლების ოჯა-
ხებში მიჩვეული არ იყო, თუმცა არც წინააღმდეგობის გაწევას
აპირებდა. თანაც ნეჯმიე უკვე კარგა ხნის დაძინებული ეგულე-
ბოდა. სეიდმა სკამს მოუარა და ცოლს წელზე მოეხვია. თავი
უკვე საკმაოდ შესამჩნევ მუცელზე დაადო, ჭიპთან აკოცა და
შემდეგ თავი მის თბილ სხეულში ჩარგო. მართალია, მურვეთი
ქმრის ალერსს არ გაურბოდა, მაგრამ საპასუხო ალერსს ერი-
დებოდა. ხელები გაიწვდინა; უნდოდა თავსა და მხრებზე მოჰ-
ხვეოდა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა.
– ცეცხლზე საჭმელი მიდგას, სეიდ, დამეწვება.

438 მკითხველთა ლიგა


– კარგი, წადი, მიხედე, არ დაიწვას, – უთხრა სეიდმა მხი-
არულად და ბარძაყებზე მიეფერა. ცოლს თვალი გააყოლა. სა-
ხეზე ცხოვრებით კმაყოფილი მამაკაცის ღიმილი დასთამაშებ-
და.
თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა. სეიდი სახლში ყოველ
დღე თითო-ოროლა ნივთს აგზავნიდა; საღამოობით სანოვა-
გით დატვირთული ბრუნდებოდა. თუ შეაგვიანდებოდა, ვოლ-
კოვთან მზა კერძებს უკვეთავდა. სეიდის მოტანილ პარკებში
ხშირად მურვეთისა და ნეჯმიესათვის განკუთვნილი საჩუქრე-
ბიც ეწყო ხოლმე. მიუხედავად ამისა, ნეჯმიეს დედა ენატრებო-
და. მურვეთი წუხდა. მართალია, ნეჯმიე მისი გაზრდილი იყო,
მაგრამ დედას მაინც ვერ შეუცვლიდა. ბოლოს და ბოლოს ვე-
ღარ მოითმინა და სეიდს ვითარება გააცნო.
– თუ ასეა, წადით და დედა მოინახულეთ, – ურჩია ქმარმა.
გახარებულები მოემზადნენ და წავიდნენ. შვილების დანახ-
ვა ემინესაც ძალიან გაუხარდა. მურვეთმა აუხსნა, რომ ნეჯმი-
ეს სახლი ენატრებოდა.
– ჩემთან დაბრუნება აღარ უნდა, დედა. გაუთავებლად ტი-
რის.
– კარგი, ნეჯმიე დარჩეს მაშინ, – უთხრა ემინემ; ნეჯმიე
კალთაში ეჯდა და ცხოვრებით კმაყოფილი ჩანდა, – ამჯერად
ფეთჰიეს გამოგაყოლებ.
მურვეთმა არ იცოდა, რას იტყოდა ამაზე მისი ქმარი, მაგრამ
დედას ვერაფერი გაუბედა. ფეთჰიეს წყენინებაც არ უნდოდა.
მოსაღამოებულზე ფეთჰიეს ხელი მოჰკიდა და ქასიმფაშაში
დაბრუნდა.
სეიდს სიდედრის, თუნდაც შორიდან მოწყობილი ოინები,
ყელში ამოუვიდა. ცოლთან ერთად მარტო ყოფნას ნატრობდა,
მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. დროდადრო სული
ეხუთებოდა. უნდოდა, ხანდახან მაინც, ცოლს თავის წარსულ-
ზე დალაპარაკებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნასვამი
იყო ხოლმე, მურვეთისთვის რუსეთსა და იქაურ ცხოვრებაზე
მოყოლის დაუოკებელი სურვილი ეუფლებოდა. მაგრამ ეს ერ-
თი-ორჯერ რომ დააპირა, მურვეთს თვალები აუწყლიანდა და

439 მკითხველთა ლიგა


ტირილი დაიწყო. ახალგაზრდა ქალს მის წარსულ ცხოვრება-
სა და დაკარგულ ახლობლებზე ლაპარაკი უჭირდა; აგიჟებდა
იმ მოგონებების მოსმენა, რომელთა თანაზიარი თვითონ არ
ყოფილა. ეჭვიანობისაგან ლამის დაავადმყოფდა.
სეიდი, მუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა, თავისი ბეი-
ოღლუელი რუსი მეგობრების სახლში მიყვანას ვერ ბედავდა.
როცა საღამოობით სადმე გასვლას სთავაზობდა, ცოლის ისეთ
მედგარ წინააღმდეგობას აწყდებოდა, თითქოს რაიმე ცოდვის
ჩადენას აიძულებდა. ელოდებოდა, როდის მიეჩვეოდა მურვე-
თი მასა და მისი ცხოვრების წესს. ამასობაში კი ჩვეული, სას-
მელისა და მუსიკის თანხლებით გამართული სუფრები ენატ-
რებოდა, სადაც თავიანთი სევდის გაზიარება შეეძლოთ.
ახალ სახლში პირველები გიულ ჰანიმი და იბრაჰიმ ბეი ეს-
ტუმრნენ. ისინი რუსეთიდან 1920 წელს, ვრანგელის ჯართან
ერთად გამოიქცნენ. გიულ ჰანიმი ბაქოში დაიბადა. პატარა
ცხვირი და ტუჩები ჰქონდა. თხელი, ლამაზი, დახვეწილი
ახალგაზრდა ქალი იყო. იბრაჰიმ ბეი ცოლის ფონზე საკმაოდ
უღიმღამოდ გამოიყურებოდა. სოფელ კორბუკიდან იყო. რო-
ცა გიულ ჰანიმის სახლს ბოლშევიკები თავს დაესხნენ და ფაშა
ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ახალგაზრდა ქალი გაიქცა და გენე-
რალ ვრანგელის ჯარს შეაფარა თავი, რომელიც იმ დროს ყი-
რიმს ტოვებდა. იბრაჰიმი გზაში გაიცნო. უსახსროდ და მარ-
ტოდმარტო დარჩენილი, უცხო ქვეყნისკენ მიმავალი სხვა
არაერთი ახალგაზრდა ქალის მსგავსად, იმ მამაკაცს გაჰყვა
ცოლად, რომელიც მხსნელად მოევლინა. ორი ვაჟი ჰყავდათ
– სერვეთი და რუსთემი.
გიულ ჰანიმმა თავისი ელეგანტურობით, სინაზითა და დამ-
ყოლი ხასიათით მურვეთზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ და პირობა მისცეს, რომ
ხშირად შეხვდებოდნენ.
მურვეთს გიულ ჰანიმთან მეგობრობა სავსებით აკმაყოფი-
ლებდა, მაგრამ სეიდს განსხვავებული ვითარება ჰქონდა. ფე-
რას ჩვეული მჩქეფარე ცხოვრების ფონზე ქასიმფაშას სახლის
მდორე ატმოსფერო თრგუნავდა. ცოლის სიყვარული ყველა

440 მკითხველთა ლიგა


პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. დარ-
წმუნდა, რომ მურვეთს თავისი ცხოვრებით ვერ აცხოვრებდა.
მაგრამ ჯერჯერობით მასზე ძალდატანებას ერიდებოდა.
იანვარი იდგა. ბოლო ერთი კვირის ყინულოვანი ქარი თოვ-
ლმა შეცვალა. კიბეები და ფანჯრები თეთრად გადაპენტილი-
ყო.
მურვეთი ფანჯრიდან ქმარს გასცქეროდა, რომელიც ეზოში
შეშას ჩეხავდა. სეიდი თითქოს თოვლს გამოეცოცხლებინა.
შარვლის გარდა, მხოლოდ მაისური ეცვა და ნაჯახს მონდომე-
ბით იქნევდა. მისი განიერი მხრებისა და დაკუნთული მკლავე-
ბის შემყურე მურვეთი მიხვდა, ქმარზე როგორ ეჭვიანობდა.
უცხო, სრულიად უცნობი ქალებიც კი მოსვენებას უკარგავ-
დნენ. სეიდი სავსე კალათით სახლში შემოვიდა და თოვლი ჩა-
მოიბერტყა. მურვეთს შინაგანად გააჟრჟოლა.
– ავად გახდები, სეიდ. ამ სიცივეში ასე ჩაცმული გარეთ გას-
ვლა იქნებოდა?
– თოვლში ვერ გაცივდები, – მიუგო სეიდმა.
– ვერა?
– შენთვის არ მითქვამს? რუსეთში ციგებში შებმული ძაღ-
ლები თოვლს თხრიან და ღამეს იქ ათევენ, სითბოში, – სეიდი
მხიარულ ღიღინს მოჰყვა და ღუმლიდან ნაცრის გამოწმენდას
შეუდგა. ყინვის მიუხედავად, ყოველდღე ცხელი აბაზანის შემ-
დეგ ჭის წყალს ივლებდა. – იალტის ტყეებში თოვლიან ამინ-
დში ტბაზე დავდიოდით. სხეული სიცივეს უნდა შეაჩვიო.
მურვეთს არ სიამოვნებდა, რომ სეიდი ყველაფერს რუსეთ-
ში გატარებულ წლებს უკავშირებდა. ქმრის მოგონებებზეც კი
ეჭვიანობდა.
ერთ დღეს სეიდი სახლიდან საკმაოდ გვიან გავიდა, თით-
ქმის შუა დღე იყო. ცოლს ჩვეულებისამებრ, აკოცა და ისე წა-
ვიდა. ეტლი არ გამოუძახებია. ფეხით გავლა უნდოდა. მის ფეხ-
ქვეშ აჭრაჭუნებული ფაფუკი თოვლის ხმა სიამოვნებდა. ღი-
ღინ-ღიღინით მიდიოდა. ქათქათა სითეთრე უყვარდა.
მურვეთმა იმ დროისათვის, როცა ქმარი ჩვეულებრივ, სახ-
ლში ბრუნდებოდა ხოლმე, საჭმელი შეათბო; კერძის გაცხე-
ლება კიდევ რამდენჯერმე მოუხდა, მაგრამ სეიდი არა და არ

441 მკითხველთა ლიგა


ჩანდა. ბოლოს ფეთჰიეს აჭამა, დასაძინებლად გაუშვა, ფანჯა-
რას მიუჯდა და ლოდინს მოჰყვა. ისევ თოვდა. ჭიშკარი სანა-
ხევროდ თოვლში ჩაფლულიყო. შუაღამისკენ მღელვარება ეჭ-
ვიანობაში გადაუვიდა. გზას გაჰყურებდა, ხელში ცხვირსა-
ხოცს აწვალებდა და ტიროდა. მაგიდის საათი წიკწიკებდა –
სამი დაწყებულიყო. კარზე დააკაკუნეს. აღელვებული წამოხ-
ტა. სეიდი დაბრუნებულიყო. შეზარხოშებული ცოლს გადაეხ-
ვია. ატირებულმა მურვეთმა ზურგი შეაქცია და უხმოდ საძინე-
ბელს მიაშურა. სეიდმა ქუდი მოიხადა, თმიდან თოვლი ჩამოი-
ბერტყა და მხიარულად ალაპარაკდა. გაბუტული მურვეთი ტი-
რილისგან დასიებული თვალების დამალვას ცდილობდა. სე-
იდის ნათქვამს ვერ გაიგებდა, რადგან ის რუსულად ელაპარა-
კებოდა. პასუხი რომ ვერ მიიღო, თითქოს მხოლოდ მაშინღა
მიხვდა და შუბლში ხელი იტკიცა. სიცილით კვდებოდა. მურ-
ვეთს მიუახლოვდა, მოეხვია და შუბლზე აკოცა. ოდნავ ენას
უკიდებდა.
– რას გელაპარაკები... წამით... დამავიწყდა, – ცოლს ლო-
ყაზე მიეალერსა, – წადი, მურკა... არ დაგაძინე... დაწექი, თუ
გინდა. ოღონდ წყალს თუ გამითბობ, მადლობელი ვიქნები.
დაბანა მინდა.
მურვეთს ზურგიდან მოეხვია, ლოყაზე აკოცა და სააბაზა-
ნოსკენ გაემართა. მურვეთი უხმოდ შევიდა სამზარეულოში და
ქვაბი ღუმელზე შემოდგა.
სეიდმა სულ ღიღინ-ღიღინით დაიბანა, ხალათი მოიცვა და
საძინებელში შევიდა. სიმთვრალემ გაუარა. საუკეთესო გან-
წყობაზე იყო. წამოწოლილი ეწეოდა და კმაყოფილი სახით სი-
გარეტის ბოლს შესცქეროდა. ცოლს გაუღიმა, მაგრამ მურვე-
თი სიცილის ხასიათზე სულაც არ იყო. არ იცოდა, რა ეთქვა და
როგორ მოქცეულიყო. ეტირებოდა. ცრემლები ახრჩობდა.
ქმარს ზურგი შეაქცია, კარს მიეყრდნო და ატირდა. სეიდმა სი-
გარეტი გვერდზე გადადო და საწოლიდან წამოხტა. ცოლს მო-
ეხვია, თავისკენ მოაბრუნა და სახეში შეხედა. მისი ჯიუტად მო-
კუმული ტუჩების, ცრემლით სავსე თვალებისა და ბრაზისგან
აცახცახებული ცხვირის დანახვაზე გული მოუკვდა. ცოლს

442 მკითხველთა ლიგა


ისევ აწყენინა. მისი გულის მოგება, დამშვიდება უნდოდა, მაგ-
რამ არ იცოდა, როგორ აეხსნა. რომ ეთქვა, შურა შემხვდა, ცო-
ტა ვილაპარაკეთ, რამდენიმე ჭიქა დავლიეთ, როგორღაც თა-
ვისთავად ლოგინში აღმოვჩნდით, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშ-
ნავსო, გაუგებდა? მის პატარა, უმანკო, ეჭვიან გულს მხოლოდ
ტანჯვას მიაყენებდა და მეტი არაფერი.
მისი თავი ხელებს შორის მოიქცია და მკერდზე მიიხუტა.
ლოდინისა და ტირილისგან დაოსებულ მურვეთს წინააღმდე-
გობა არ გაუწევია, უხმოდ მიენდო. საპნისა და ლოსიონის სუნ-
მა, რომელიც ქმრის ხალათს ასდიოდა, თითქოს დაათრო. სე-
იდი თმასა და ლოყებზე ეალერსებოდა.
– აჰ, მურკა, ჩემო მურკა... – თითქოს რაღაცის თქმა დააპი-
რა, მაგრამ ვეღარ დაამთავრა.
მურვეთი ისევ ტიროდა. სეიდს სხვა ქალის ცრემლები მო-
აგონდა, რომელსაც წეღან თავადაც უსუსურობისაგან აცრემ-
ლებული დასცილდა. ის უკვე ენატრებოდა. მაგრამ ეს ქალიც
უყვარდა, რომელსაც ახლა თავი მის მკერდზე ედო და მუც-
ლით მის შვილს ატარებდა. ისევ ლოყაზე მიეალერსა, აკოცა
და მის დამშვიდებას ეცადა. სამივენი ჯოჯოხეთში ცხოვრობ-
დნენ. თვითონაც და ორივე საყვარელი ქალიც უბედურები იყ-
ვნენ. და ამის გამოსასწორებლად დიდი არჩევანიც არ ჰქონ-
და.
მწარე ფიქრებს ვერც მას შემდეგ დააღწია თავი, რაც მურკას
ჩაეძინა. მართალია, მან და შურამ გადაწყვიტეს, რომ ერთმა-
ნეთს აღარ შეხვედროდნენ, მაინც ერთად აღმოჩნდნენ. განსა-
კუთრებით კი, მიუხედავად იმისა, რაც შურამ თითქოს მტკიცე
გადაწყვეტილება მიიღო, როცა გაიგო, რომ სეიდი და მისი ცო-
ლი ბავშვს ელოდებოდნენ. ის და სეიდი ერთად ვერ იქნებოდ-
ნენ. პატარ-პატარა თავგადასავლები სულ სხვა იყო, ოჯახური
ცხოვრება კი – სულ სხვა. სეიდმა მას უღალატა. შურამ ისიც კი
უთხრა, თურქეთში დასარჩენად მიზეზი აღარ მაქვსო. მაგრამ
აი, ისევ ერთმანეთის მკლავებში აღმოჩნდნენ, ისევ მგზნებარე
სიყვარულს მიეცნენ. ოღონდ ისე დაშორდნენ, ერთმანეთის-
თვის იმედი და პირობა არ მიუციათ. სეიდმა გადაწყვიტა, რომ

443 მკითხველთა ლიგა


არჩევანი უნდა გაეკეთებინა და შურა თავისი ცხოვრებიდან სა-
ბოლოოდ ამოეშალა. მაგრამ მაშინვე თვალები დახუჭა და თა-
ვი ისე გააქნია, თითქოს ამ აზრის მოცილება უნდოდა. არა, შუ-
რას ვერ შეელეოდა. ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ
თვითონ შურას შეეძლო. თავის პატარა ცოლს დახედა, რო-
მელსაც მის მკერდზე ეძინა და ძილში კვლავაც მწარედ ხვნე-
შოდა. ძალიან ეცოდებოდა. თავზე ალერსიანად გადაუსვა ხე-
ლი. წესითა და რიგით, მასზე გაბრაზებული უნდა ყოფილიყო.
რამდენჯერ უთხრა, რომ ჯერ შვილი არ უნდოდა. აუხსნა, რომ
მამობისათვის ჯერ მზად არ იყო. ისედაც არეულ-დარეულს
ბავშვი კიდევ ერთ ბორკილად ევლინებოდა. ხაფანგში გაება.
მურვეთის ორსულობა რომ არა, იქნებ უფრო მართებული და
ჯანსაღი გადაწყვეტილება მიეღო. ამდენწლიანი სასიყვარუ-
ლო ურთიერთობის მიუხედავად, შურას მისთვის ასეთი პასუ-
ხისმგებლობა არასდროს აუკიდებია. მაშ, ეს მურვეთმა რატომ
ვერ მოახერხა? იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თავი ხე-
ლებში ჩარგო. თითქოს ამ პატარა სივრცეში მისი გამოუვალი
მდგომარეობაც დაპატარავდებოდა.
იმ თვის ბოლოს გზის გადაღმა იმავე მეპატრონის სხვა სახ-
ლში გადავიდნენ. სეიდს მიაჩნდა, რომ ბავშვის დაბადების
შემდეგ ძველ სახლში ვეღარ დაეტეოდნენ. ახალში ორი ოთა-
ხით მეტი იყო. ამავე დროს, თათლიქუიუში მურვეთის მამისეუ-
ლი სახლი გაიყიდა. ჰაქიმ თავის დებს 30-30 ოქრო არგუნა წი-
ლად. მურვეთის დაჟინების მიუხედავად, სეიდმა მას ამ ფულის
შენახვა ურჩია.
სახლში არაფერი აკლდათ. მურვეთი, რომელიც წლების
მანძილზე კაპიკების თვლას იყო მიჩვეული, თავს უმდიდრეს
ადამიანად თვლიდა, რადგან სეიდი სახლში სანოვაგეს ან მზა
კერძებს მუდმივად აგზავნიდა. გარდერობი ახალი ტანსაც-
მლითა და ფეხსაცმლით იყო სავსე. სეიდმა, ბოლოს და ბო-
ლოს, მოსასხამის ტარებაც აუკრძალა.
– მაინცადამაინც გინდა, ყველას ათქმევინო, სეიდმა ცო-
ლად საფრთხოებელა ითხოვაო? ამ სიმახინჯეებს რატომ იც-
ვამ? მეტი აღარ დამანახო.

444 მკითხველთა ლიგა


– ეს რა ჩაგიცვამს? – აჯაჯღანდა ემინე, როცა მურვეთი ბეწ-
ვის საყელოიანი პალტოთი და ქუდით პირველად ესტუმრა, –
ამ უბანში ასე თავშიშველი როგორ მოხვედი? უნდა შეგვარ-
ცხვინო? ჩემთან ასეთი ჩაცმულობით მოსვლა აღარ გაბედო,
მურვეთ.
ატირებული მურვეთი სახლში რომ დაბრუნდა, სეიდი არ
დაუხვდა. მთელი ღამე ტირილში გაატარა. ხან დედის ნათქვა-
მის გამო ტიროდა, ხან კი – იმის გამო, რომ სეიდი არ ბრუნდე-
ბოდა. ასეთ დროს მთელი ეს მდიდრული ტანისამოსი, ფეხსაც-
მელი და ძვირფასეულობა მის თვალში აზრს კარგავდა. ის
ბედნიერებას ნატრობდა, უნდოდა, ქმარი გვერდით ჰყოლო-
და, დედასთან ჩხუბი არ მოსვლოდა. მისი არავის ესმოდა.
ფანჯარას მიუჯდა და ელოდებოდა, თოვლზე სილუეტი როდის
გამოჩნდებოდა. ბეიოღლუსთან ახლოს კი გადავიდნენ, მაგ-
რამ სეიდის ქცევაში არაფერი შეცვლილა. სახლში გატარებუ-
ლი სასიამოვნო ღამის მომდევნო დღეს ან საერთოდ არ ბრუნ-
დებოდა, ან მხოლოდ გამთენიისას მოდიოდა. ორმაგი ცხოვ-
რებით ცხოვრობდა. იმ საღამოსაც ასე მოხდა.
ბეიოღლუზე, კალიონჯუ ქულუქის ქუჩაზე მდებარე სამრეც-
ხაოს მეორე სართულზე ბნელოდა. ქუჩის ლამპიონის შუქი
ფარდებს შორის დარჩენილი ღრიჭოში შემოდიოდა. საწოლზე
გაუხდელად წამოწოლილი კაცის სიგარეტის ბოლი მკრთალი
სინათლის ზოლში ნისლივით დაცურავდა.
„ფერა პალასში” მეგობრებთან ერთად გატარებული მხი-
არული ღამის შემდეგ მარტო დარჩენა უნდოდა. მურვეთი ალ-
ბათ ისევ ატირებული ელოდებოდა. მაგრამ ამაღამ არც ცრემ-
ლების, არც მის ბავშვური ქცევის, არც ეჭვიანობის ატანის თა-
ვი არ ჰქონდა. სიბნელეში მარტოდმარტო იჯდა და ფიქრობდა.
საკუთარ თავთან გასაუბრება უნდოდა. ხშირად ეკითხებოდა
თავის თავს, უყვარდა თუ არა ცოლი. უყვარდა, მაგრამ მის გა-
რეშე არსებობა შეეძლო. ის ცხოვრება, სახლი, მიწა და ახ-
ლობლები ენატრებოდა, რომელთა ნახვა აღარ ეწერა. ისეთი
სიყვარული სჭირდებოდა, რომელიც ამ დანაკარგის მთელ
სითბოს ერთდოულად აუნაზღაურებდა. ეს კი მხოლოდ შურას
შეეძლო. იცოდა, რომ როგორც უნდა ჰყვარებოდა, ვერც ერთი

445 მკითხველთა ლიგა


ქალი ვერ მიანიჭებდა ისეთ სიმშვიდეს, როგორსაც – შურა.
სამწუხაროდ, ორივე მათგანის ცხოვრებაში სხვები არსებობ-
დნენ. ერთმანეთს რომც დაბრუნებოდნენ, შეძლებდნენ კი ძვე-
ლებურად „ერთ ხორც და ერთ სულ” ყოფილიყვნენ? ნეტავ შუ-
რასაც ასევე ძალიან ენატრებოდა? საშინლად მოუნდა, რომ
ახლა გვერდით ჰყოლოდა, გულში ჩაეკრა. სიგარეტი ჩააქრო,
ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა. მოგონებები
შვებას ანიჭებდა. ადრე თუ გვიან ცოლთან დაბრუნება მოუხ-
დებოდა. დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ იმ დღეების გამო, რომ-
ლებიც სახლში არ გაატარა, ისევ რაღაც უნდა მოეგონებინა.
იმისათვის, რომ ტყუილი არ ეთქვა, საერთოდ გაჩუმება ერჩივ-
ნა. მაგრამ მურვეთის უხმო ტირილის ატანა აღარ შეეძლო.
დრო გადიოდა, მაგრამ ძილი არა და არ ეკარებოდა. დაღლი-
ლი იყო. ყველაფრის დავიწყება უნდოდა, საკუთარი თავისაც
კი. ადგა და უკანა აივნისკენ გაემართა. კარი რომ გამოაღო,
ზღურბლზე დაგროვილი თოვლი ოთახში შემოიბნა. თოვლის
ქვეშ აღმოჩენილი კალათიდან ბოთლი ამოიღო. ყინულივით
ცივი არყით ხელში ისევ საწოლზე წამოწვა. რამდენიმე სირჩა
ერთიმეორის მიყოლებით გადაკრა. ვერაფერს ვერ აგვარებ-
და. მურვეთი უყვარდა და ებრალებოდა, შურა კი ტკივილამდე
ენატრებოდა. მეორე დღეს მის სანახავად წასვლა გადაწყვიტა.
წვიმამ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ქალაქის
თავზე შავ ღრუბლებად დასეირნობდა, საღამოსკენ კოკისპი-
რულად დასცხო. თაქსიმზე, ზეზემსკის აფთიაქის მოლარე
ახალგაზრდა ქალი დღის მოგებას ანგარიშობდა. თხუთმეტი
წუთია, რაც კარს აბრა „დაკეტილია” დააკიდა. შეგირდი ხელ-
ში გასაღებებით თაროებსა და კარადებს კეტავდა.
მინაზე რომ დააკაკუნეს, შურამ თავი ასწია და ეცადა, კარ-
თან მდგომის ვინაობა გამოეცნო. ამ სილუეტს ყველგან იც-
ნობდა. მარჯვენა ხელი, თითქოს დასამშვიდებლად, მკერ-
დთან მიიტანა; წამით სუნთქვა შეეკრა.
– დაკეტილია! – გასძახა მოსულს შეგირდმა.
– ჩემთან არიან, მე მივხედავ, – უთხრა შურამ და ადგილი-
დან წამოფრინდა.

446 მკითხველთა ლიგა


შეგირდმა მხრები აიჩეჩა, კარს მოსცილდა და თავისი საქმე
განაგრძო. ახალგაზრდა ქალმა კარი გააღო. კაცს, რომელიც
მის წინაშე წვიმის ქვეშ იდგა, ნაწყენი, მაგრამ შეყვარებული
თვალებით უყურებდა.
– შემოდი, სეიდ, – უთხრა ნაზად.
მამაკაცი შიგნით რომ შევიდა, ქალი სალაროსთან მიტოვე-
ბულ საქმეს მიუბრუნდა. სეიდი მის პირდაპირ სკამზე ჩამოჯდა
და ლოდინს მოჰყვა. შურა, თითქოს სეიდი იქ არც ყოფილიყო,
ციფრებიან ქაღალდებს დაჰყურებდა და მშვიდად მუშაობდა.
სეიდი მის ქერა თმაში არეკლილ სხივებსა და ნაწყენ, თუმცა
მშვიდ სახეს შესცქეროდა და გული ეკუმშებოდა. უნდოდა,
გულში ჩაეკრა, თმა, სახე, კისერი დაეკოცნა. მოსვენებას არ
აძლევდა იმაზე ფიქრი, რომ შურას ცხოვრებაში შესაძლოა,
სხვა მამაკაცი არსებობდა, ამიტომ მოუთმენლად ელოდა იმ
მომენტს, როცა პირისპირ დარჩებოდნენ. დრო თითქოს გაჩე-
რებულიყო. აფთიაქის სიჩუმეში მხოლოდ თქეშის ხმა ისმოდა,
რომელიც ფანჯრის მინებს ეხეთქებოდა. და კიდევ დროდად-
რო შეგირდის გასაღებების ხმა. სეიდი, რომელიც აღფრთოვა-
ნებული შეჰყურებდა შურას, ახლაღა მიხვდა, რომ ის გაცილე-
ბით უფრო მონატრებია, ვიდრე წარმოედგინა. არა მხოლოდ
თვითონ შურა, არამედ ყველაფერი ენატრებოდა, რაც კი მას
უკავშირდებოდა: მისი ხმა, გამოხედვა, ღიმილი, სუნი, სითბო.
უნდოდა, მთლიანად ჰაერივით ჩაესუნთქა. როგორც იქნა, აფ-
თიაქში სინათლე ჩააქრეს. სეიდი წამოდგა. წარმოდგენა არ
ჰქონდა, რას ეტყოდა და რას იზამდა. შესაძლოა, გარეთ რომ
გავიდოდნენ, ყოველი მათგანი თავის გზაზე წასულიყო. სანამ
შურა აფთიაქს კეტავდა, სეიდმა ქოლგა გაშალა და გვერდით
მოუდგა. შემდეგ ნელ-ნელა ქუჩას გაუყვნენ. ერთხანს უხმოდ
მიდიოდნენ. თითქოს არც ერთმა არ იცოდა, რა ეთქვა. სეიდმა
ქოლგა მეორე ხელში გადაიტანა და გათავისუფლებული ხე-
ლი შურას ხელზე მოჰკიდა. შურას წინააღმდეგობა არ გაუწე-
ვია, მაგრამ მოუსვენრობა დაეტყო.
– სეიდ, არასწორად ვიქცევით.
– ხელი არ უნდა მოგკიდო?

447 მკითხველთა ლიგა


– არა, კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ. ჩვენი ურთიერთო-
ბა არასწორია.
– აბა, რა ვქნათ?
– არ ვიცი... უმჯობესი იქნება, თუ ერთმანეთს აღარ შევ-
ხვდებით.
– დარწმუნებული ხარ, რომ მართლაც ეს გინდა? – ჰკითხა
სეიდმა და ხელი ხელზე უფრო მაგრად მოუჭირა.
პასუხი რომ ვერ მიიღო, სეიდი წინ დაუდგა და სახეში შეხე-
და. ქალს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
– სეიდ, შენ სხვა ქალი მოიყვანე ცოლად. მალე შვილიც შე-
გეძინება. შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი აღარ არის.
სეიდი სათქმელს ვერ პოულობდა. შურა ყველაფერში მარ-
თალი იყო, გარდა იმისა, რომ მის ცხოვრებაში შურას ადგილი
აღარ იქნებოდა. ხელიხელჩაკიდებულებმა გზა განაგრძეს.
წვიმა გაძლიერდა. ის იყო, სეიდი ტაქსის გაჩერებას აპირებ-
და, რომ შურამ შეაჩერა.
– ფეხით გავლა მინდა.
– მაშინ გაგაცილებ.
ქალმა პასუხი არ გასცა, მაგრამ წინააღმდეგი აშკარად არ
იყო.
ერთად სიარული განაგრძეს. ალთინბაქალის ქუჩის 32-ე
სახლს ისე მიადგნენ, კრინტი არ დაუძრავთ. სეიდმა გასაღები
გამოართვა, რომელიც შურამ ჩანთიდან ამოიღო, კარი გააღო
და გაატარა.
– რა უცნაურია, არა? – უთხრა გასაღებს უკან რომ აწვდიდა,
– სათქმელს ვერ ვპოულობთ.
– ასეა... – შურა კიბის ზედა საფეხურზე შეჩერდა და მწარედ
ამოიოხრა, – ძალიან უცნაურია.
– შურა, საყვარელო, შენთან დალაპარაკება მინდოდა, მაგ-
რამ მგონი, ცუდი დრო შევარჩიე. – სეიდმა ქალს დასამშვიდო-
ბებლად ხელი გაუწოდა, – ვფიქრობ, მარტო დარჩენა გინდა.
მშვიდობით.
ერთმანეთს ხელი ცივად ჩამოართვეს. განშორების წამი
დადგა. უეცრად ერთმანეთის შეხებაში სითბოს ნაპერწკალი

448 მკითხველთა ლიგა


იგრძნეს. სეიდი დაიხარა და ლოყაზე ნაზად აკოცა. შემდეგ მე-
ორე ლოყაზე... და შურას ტუჩები სახეზე რომ იგრძნო, გულში
ჩაიკრა. წინააღმდეგობის გაწევა არც ერთს აღარ შეეძლო. ერ-
თმანეთს გადაეხვივნენ. თითქოს უხმოდ გატარებული წუთე-
ბის დანაკლისის ანაზღაურება უნდათო, ბაგეებით ერთმანეთს
მიეწებნენ. შურას ბინაში რომ შევიდნენ, სეიდი წამით შეყოყ-
მანდა. იცოდა, რომ ვალენტინაც ამ ბინაში ცხოვრობდა.
– ვალენტინა ამაღამ გვიან დაბრუნდება, – უთხრა შურამ,
რომელიც ფიქრებს მიუხვდა.
– შუროჩკა, ჩვენ რა დაგვემართა? რა დაგვემართა ჩვენ?
– იცი, სეიდ, ის დღეები მენატრება, სინოპში რომ ვცხოვ-
რობდით, სტამბოლში რომ ახალი ჩამოსულები ვიყავით.
– ყველაფერი ზღაპარივით გაქრა, – უთხრა სეიდმა ღიმი-
ლით და აკოცა.
– იმ დროს მხოლოდ ერთმანეთს ვეკუთვნოდით.
სეიდმა იცოდა, რომ მისი საყვარელი ქალი, რომელიც ახ-
ლა მკლავებში ჰყავდა მოქცეული, ისეთივე მარტოსული იყო,
როგორიც – თავად.
– ჩვენ მუდამ ერთმანეთის კუთვნილება ვიქნებით, შურა, –
სეიდმა თვალებში ჩახედა, – რაც უნდა მოხდეს, ამას არაფერი
შეცვლის. ჩვენ ერთმანეთის სისხლში, მოგონებებში ვართ. ვი-
თარება როგორც უნდა შეიცვალოს, ეს სამუდამოდ ასე დარჩე-
ბა.
შურას თვალებიდან გადმოდენილი ცრემლი ხელით შეუშ-
რო. ლოყები დაუკოცნა. როცა მათი ტუჩები ერთმანეთს შეხ-
ვდა, ორივემ იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა. წინ სიყვარულით
აღსავსე საათები ელოდათ, რომლებიც არცერთ პრობლემას
არ მოუგვარებდა. არაფერი არ შეიცვლებოდა. ერთმანეთის
მკლავებში ისევ წარსულს განიცდიდნენ, თუნდაც ცოტა ხნით
თავიანთ სიყვარულს შეაფარებდნენ თავს.
დამშვიდობება-1924წლის გაზაფხული
დასავიწყებლად სასმელი არ კმაროდა. ცოტა ხნით მაინც
თუ ჩათვლემდა ხოლმე, კოშმარები ესიზმრებოდა. თავის
ცხოვრებას თითქოს თვითონ ვეღარ მართავდა. დღეები ერ-
თმანეთს მისდევდა. რუსეთიდან რომ გამორბოდა, ეგონა, ამ

449 მკითხველთა ლიგა


ავანტიურაზე მარტო მიდიოდა, მხოლოდ საკუთარ თავზე
აგებდა პასუხს. მაგრამ შეცდა. ახლა მის ცხოვრებაში ორი ქა-
ლი არსებობდა, რომელთა ბედი მის ქცევასა და გადაწყვეტი-
ლებებზე იყო დამოკიდებული. ორი სხვადასხვა ქალი... სრუ-
ლიად განსხვავებული ქალები, რომელნიც მის ბედნიერებაზე
განსხვავებულ გავლენას ახდენდნენ. მათ პარალელურად
დროებითი ჟინის დამაკმაყოფილებელი შემთხვევითი ქალე-
ბიც ჰყავდა, რომელთა უმრავლესობას მეორედ აღარც ხვდე-
ბოდა.
მაგრამ ეს ქალები მარტოობის განცდას ვერ უქარვებდნენ.
გულში იმედი ჰქონდა, რომ ახალ სამშობლოსთან შეჩვევაში
მურვეთი დაეხმარებოდა, მაგრამ ის ჯერ სულ ბავშვი იყო და
პირიქით, ცხოვრება სეიდისაგან უნდა ესწავლა. თავისი ოჯა-
ხის ზეწოლისა და შესისხლხორცებული სულელური ადათ-წე-
სებისაგან ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულიყო.
ეჭვიანობითა და ისტერიკებით სეიდს მოსვენებას არ აძლევ-
და.
შურა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ნოსტალგიას
უქარწყლებდა, სამშობლოს უცოცხლებდა, წარსულთან, ბავ-
შვობასთან, გიჟურ ახალგაზრდობასთან აკავშირებდა. საოც-
რად მღელვარე სიყვარულის, იარებითა და გულისტკივილით
აღსავსე თავგადასავლის ერთადერთი მოწმე და მონაწილე
იყო. მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლებოდა. აღა-
რც შურას არსებობა უქარვებდა ნოსტალგიას, არც მურვეთი-
სადმი სიყვარული კმაროდა იმისათვის, რომ თავი სახლში ეგ-
რძნო. მაგრამ ეს პატარა გოგონა ცოლად შეირთო. მისი ბედის
მოზიარე გახდა. იმ ახალგაზრდა ქალმა კი, რომელთან ერთა-
დაც იალტის სანაპირო დატოვა, მხოლოდ მისი სიყვარულის
გამო თავისი ოჯახი მიატოვა და სრულიად უცხო ქვეყანაში გა-
მოჰყვა. ყველა სირთულე და გაჭირვება უხმოდ გადაიტანა. მი-
უხედავად იმ ტანჯვისა, რომელსაც საყვარელი მამაკაცის და-
ქორწინების გამო განიცდიდა, იმდენად გამბედავი იყო, რომ
მასთან განშორების აუცილებლობის პასუხისმგებლობასაც კი
ინაწილებდა. ტკბილი, ლამაზი, თავდადებული შურა. ის სამუ-

450 მკითხველთა ლიგა


დამოდ რჩეულ ქალად დარჩებოდა. და ამ რჩეულმა ქალმა დი-
დი ხანია, ბედნიერება დაიმსახურა, რომელსაც აქ, სტამბოლ-
ში, ამ ვითარებაში ვერ მიაგნებდა. პარიზში წასვლა ყოველ-
თვის უნდოდა და სეიდი ამ გადაწყვეტილების განხორციელე-
ბაში უნდა დახმარებოდა. ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ მი-
სი სიკეთისათვის ეს უნდა გაეკეთებინა.
თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ ეპარებოდა.
საწოლში ფრთხილად გადაბრუნდა. მურვეთს ისე ღრმად ეძი-
ნა, რომ გასაღვიძებლად ვერ გაიმეტა. ჩუმად ჩაიცვა და სახ-
ლიდან გავიდა. ბეიოღლუსკენ გაემართა. სანამ დანიშნულე-
ბის ადგილამდე მივიდა, მიღებულ გადაწყვეტილებაზე რამდე-
ნიმეჯერ თქვა უარი, მაგრამ შეცდომა, რომელსაც კარგა ხა-
ნია, უშვებდა, აღარ უნდა განმეორებულიყო. შურას ცხოვრება
უნდა აეწყო. სეიდმა გზა განაგრძო.
საძინებელს მზის პირველი სხივები ანათებდა. ბრინჯაოს სა-
წოლის ბადეს, ძირს ჩამოცურებულ გადასაფარებელს, ატლა-
სის ფარდებს, ტუმბას, მასზე მდგარ სარკეს, სუნამოს ფლაკონ-
სა და მარგალიტის მძივს განთიადთან ერთად შეფერილობა
ეცვლებოდა.
ქერა მამაკაცი გადმობრუნდა, ახალგაზრდა ქალს დააც-
ქერდა, იდაყვებზე წამოიწია და თმაზე აკოცა. რომ არ გაეღვი-
ძებინა, თითები მხრებსა და ზურგზე ფრთხილად გადაუტარა.
რამდენი ხანია, რაც ამ არაჩვეულებრივ არსებას იცნობდა?
დაახლოებით, ექვსი ან რვა თვე იქნებოდა. უცხო ქვეყანაში
სხვა უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ეს ქალი მას სექსისგან და-
მოუკიდებლად აღელვებდა, აკვიატებად ექცა. ქალის მხიარუ-
ლებისა და სითბოს უკან სევდა და წარსულში გადატანილი დი-
დი ტკივილი შეიმჩნეოდა, რომელთა დამალვასაც ღირსეუ-
ლად ცდილობდა, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდი-
ნა. სიყვარულით აღსავსე თვალებს სევდის ფარდა ხშირად
ეფარებოდა, რომლის მიღმა შეჭყეტა შეუძლებელი იყო.
წასვლის დრო ახლოვდებოდა. არ იცოდა, კიდევ დაბრუნ-
დებოდა თუ არა. იმაზე ფიქრი, რომ შურას ვერასდროს ვეღარ
ნახავდა, აგიჟებდა. მაგრად მოეხვია და დაელოდა, თვალს
როდის გაახელდა. ქალი რაღაცის ბუტბუტით ფხიზლდებოდა.

451 მკითხველთა ლიგა


– დილა მშვიდობისა, ალენ, – მიესალმა ფრანგულად. ხმა
ძილისაგან დაბოხებოდა.
ხელები მამაკაცის ხელებს დაადო, რომლებიც წელზე ჰქონ-
და შემოხვეული და დაელოდა, რადგან მას ისეთი გამომეტ-
ყველება ჰქონდა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა.
– შურა... – დაიწყო ჩაფიქრებულმა მამაკაცმა და ხელის
გულზე აკოცა.
– გისმენ.
– საფრანგეთში წამომყვები?
– საფრანგეთში? რატომ?
– აქ სულ მარტო ხარ. შენი დატოვება არ მინდა.
– მარტო არა ვარ, ვალენტინა მყავს. სხვა ძველი მეგობრე-
ბიც.
– შურა, ვალენტინა გათხოვდა. იმ შენს ძველ მეგობარსაც
ცოლი არა ჰყავს, განა?
შურამ მამაკაცის ხელი წელიდან მოიცილა, მაღლა აუწია
და მის უსახელო თითზე საქორწინი ბეჭედი თავისი თხელი თი-
თებით შეატრიალ-შემოატრიალა. ისეთი გამომეტყველება
ჰქონდა, როგორც ბავშვს, რომელსაც ჭრილობა თავიდან ას-
ტკივდა.
– საფრანგეთში მარტო არ ვიქნები? რა შეიცვლება, მითხა-
რი? – მარჯვენა მკლავი თავზე წაიფარა; მზერა ბადის თეთრ
ხვეულებს მიაპყრო, თითქოს რაღაც ან ვიღაც დაკარგულს
ეძებდა. – მე მარტოობისათვის ვარ განწირული. მნიშვნელო-
ბა არა აქვს, სად ვიქნები. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ
მივიღე და შედეგებთან შეგუებული ვარ. ჩემი დარდი ნუ გექნე-
ბა.
– ჰო, მაგრამ მე შენი დატოვება მიმძიმს, შურა. იცი, რომ ამ
ბეჭედზე მეტად შენ მიყვარხარ.
– არ გინდა, ალენ. ნუ გეცოდები. ჩემთან ვალში არა ხარ.
ცოლ-შვილს უნდა დაუბრუნდე. თუ აქეთ კიდევ მოხვდები, იქ-
ნებ ოდესმე ერთმანეთი ისევ ვნახოთ, ვინ იცის. როგორც თურ-
ქები იტყოდნენ, ბედის ამბავია.
– გიყვარს, არა?

452 მკითხველთა ლიგა


– სიყვარული? არ ვიცი... სიყვარულის საზღვარი რა შეიძ-
ლება იყოს, აღარ მახსოვს. ყველა და ყველაფერი, რაც კი
მყვარებია, სეიდშია თავმოყრილი. კისლოვოდსკს, დათოვ-
ლილ ფიჭვებს, ზარებისა და ეჟვნების ხმას – ყველაფერს სე-
იდში ვპოულობ. ეს სიყვარულზე გაცილებით მეტია. ალენ, ეს
სუნთქვის მსგავსი აუცილებლობაა, შენ ვერ გაიგებ. ის ჩემ-
თვის ჩემი ქვეყნის ცოცხალი სურათია, რომელშიც ვერას-
დროს დავბრუნდები. რომც ვერ ვხედავდე, ჩემთვის ისიც კმა-
რა, რომ ამ ქალაქში ცხოვრობს, ამ ჰაერით სუნთქავს, ამ ქუ-
ჩებში დადის. დამიჯერე. ის ჩემთვის ჩემი რუსეთია სტამბოლ-
ში.
ალენმა შურა თავისკენ მიიზიდა. მელანქოლიურ, ცრემლი-
ან თვალებში ჩახედა. დარწმუნებული იყო, რომ მართალს ამ-
ბობდა.
– მისმინე, საყვარელო, არ გთხოვ, რომ სტამბოლი სამუდა-
მოდ დატოვო. მხოლოდ ვცადოთ. დროებით წამომყევი. ვი-
თომ სამოგზაუროდ მიდიხარ. მესმის, სეიდი შენთვის რასაც
ნიშნავს, მაგრამ შანსი მომეცი. – შურა მის ბეჭედს ჯიუტად აწ-
ვალებდა. – ხომ იცი, რომ ეს არაფრის გამომხატველი არ
არის. ჩემი ცოლი ბოლო ექვსი წელია, თვალით არ მინახავს.
ჩავალ თუ არა, ამ საქმეს მოვაგვარებ. მით უმეტეს, რომ გან-
ქორწინების ინიციატორი ისაა. ჭორებს ჩემს სამსახურეობრივ
წინსვლაზე რომ არ ემოქმედა, იმიტომ გავაჭიანურე ამდენ
ხანს.
– ახლა? ახლა რა შეიცვალა?
– ბევრი რამ. ახლა ჩემს ცხოვრებაში შენ არსებობ. ძალიან
მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში დარჩე კიდეც. დანარჩენი ჯანდა-
ბას! – ბეჭდის მოხსნა და გადაგდება უნდოდა, მაგრამ ვერ მო-
იხსნა, – ღმერთმა დასწყევლოს!
– ალენ, გთხოვ, კარგი. ამ ბეჭდის გადაგდება არაფერს არ
მოაწესრიგებს. სხეულსა და სულში გამჯდარს ადვილად თავს
ვერ დავაღწევთ. აღარ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი. დარჩენი-
ლი დროით ვისიამოვნოთ.

453 მკითხველთა ლიგა


ალენმა არ იცოდა, როგორ დაერწმუნებინა ეს ქალი, რომე-
ლიც გაგიჟებით უნდოდა. მისი სევდიანი სახისკენ დაიხარა და
ტუჩებში აკოცა.
– ცოტა დრო დაგვრჩა. შენით ვერ ვძღები. – კოცნით კინა-
ღამ დაახრჩო. ათი წუთის შემდეგ უნიფორმაში გამოწყობილი
ჩემოდნით ხელში კართან იდგა. შურას უკანასკნელად გადა-
ეხვია. – ჩემო საყვარელო, დაგელოდები, გახსოვდეს.
– მეც მიყვარხარ, მაგრამ ეს... სულ სხვა რამეა.
– მესმის, მაგრამ მაინც დაგელოდები.
– ნახვამდის, ალენ.
ალენი უხმოდ გავიდა და კიბეზე დაეშვა. რამდენჯერმე მობ-
რუნდა და ზღურბლზე მდგარ შურას შეხედა. ნაბიჯს აუჩქარა.
კინაღამ დაეჯახა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მასავით
ჩქარი ნაბიჯით კიბეს მაღლა აუყვა.
წამით შედგენენ და ერთმანეთი შეათვალიერეს. ალენმა სე-
იდი იცნო. ბოლოს და ბოლოს ეღირსა იმ კაცის ნახვა, რომელ-
საც შურა ვერა და ვერ ივიწყებდა. მზერა, გამომეტყველება,
თავდაჯერებულობა – გაცილებით უფრო შთამბეჭდავად გა-
მოიყურებოდა, ვიდრე ფოტოზე.
სეიდს წამში ათასმა შეკითხვამ გაუელვა. ვინ იყო ეს უნი-
ფორმიანი უცხო ქერა მამაკაცი, რომელიც შურას სართული-
დან ჩამოდიოდა? შურასთან რა უნდოდა? სეიდმა იცოდა, რომ
ვალენტინა გათხოვდა და შურა მარტო ცხოვრობდა. დილაუ-
თენია მარტოხელა ქალის ბინიდან მამაკაცის გამოსვლას
მხოლოდ ერთი ახსნა მოეძებნებოდა. ელდა ეცა. ამასობაში,
უცხო მამაკაცი წასულიყო კიდეც.
დარჩენილი საფეხურები გიჟივით აირბინა. ქალი, რომლის
გამოც მთელი ღამე თეთრად გაატარა, სხვა მამაკაცთან ერ-
თად ცხოვრობდა. კიბე რომ აათავა, ქოშინებდა.
ჩაფიქრებული შურა ფანჯრიდან ალენს გასცქეროდა. ალე-
ნი შეიძლებოდა ჰყვარებოდა. შესაძლოა, უყვარდა კიდეც. პა-
რიზში მოგზაურობაზე კი მთელი ცხოვრება ოცნებობდა. მაგ-
რამ არ იცოდა, სეიდისაგან შორს როგორ გაძლებდა. ფიქრე-
ბიდან კარზე დარეკილმა დაჟინებულმა ზარმა გამოაფხიზლა.
როგორც ჩანს, რაღაც დარჩა. დერეფანში გავარდა და კარი

454 მკითხველთა ლიგა


რომ გააღო, ერთ ადგილას გაშეშდა. გული ლამის საგულიდან
ამოვარდნოდა. მის წინაში ის ერთადერთი მამაკაცი იდგა, რო-
მელთან ერთადაც ნებისმიერ ადგილას წავიდოდა, რომლის
გამოც ყველაფერს აიტანდა.
– სეიდ!
უეცრად მისი მოელვარე თვალები შეამჩნია. ახალგაზრდა
მამაკაცის ლურჯ თვალებში თითქოს კოცონი ბრიალებდა. უხ-
მოდ შევიდა ოთახში. შურა მიხვდა, რა მდგომარეობაშიც იყო.
სეიდმა სადარბაზოს კარი მიხურა, შურას მხრებში სწვდა და
შეაჯანჯღარა:
– რა ხდება?! ის კაცი ვინ იყო?
– მოიცა, სეიდ, მტკივა.
– ვინ იყო-მეთქი? რამდენია ხანია, ერთად ხართ? მოიცა, მე
გეტყვი. ჩემგან რომ გადახვედი, მაშინ გაიჩინე? მე იმ დროს
ჯერ ცოლი არ მყავდა, თუ გახსოვს. მითხარი! მე რომ შენს ლო-
დინში ვიტანჯებოდი, შენ ამ კაცთან ერთად იყავი? – თავს ვე-
ღარ იკავებდა. გიჟს დამსგავსებოდა, – ახლა რა ხდება? რად-
გან შენი საყვარელი წავიდა, ისევ მე დამიბრუნდები? თუ რიგ-
ში სხვა გყავს? მიპასუხე!
თვალცრემლიანი შურა ყურებს არ უჯერებდა. მისი საყვარე-
ლი მამაკაცი, მამაკაცი, რომელსაც ყველაფერი შესწირა, რას
ჰკადრებდა? ეს ხომ უსამართლობა იყო!
შურამ მისი მკლავებიდან გათავისუფლება და ხმის ამოღება
სცადა:
– სეიდ, მისმინე, ძალიან გთხოვ, მომისმინე.
უეცრად ორივე ლოყაზე ერთიმეორის მიყოლებით სეიდის
ხელის სიმძიმე იგრძნო. კანი და ლოყები უხურდა, თავში ხმა-
ურს გრძნობდა, სახე შეუშუპდა. მართალია, სეიდმა ხელი გა-
უშვა, მაგრამ შურა ფეხზე ვეღარ იდგა. ცახცახებდა. იქვე და-
ვარდა.
სეიდს თავზარი დაეცა. იატაკზე დაეშვა და შურა თავისკენ
მიიზიდა. სახეში შესციცინებდა, უნდოდა დარწმუნებულიყო,
რომ თავს კარგად გრძნობდა. გაწეწილი თმა სახიდან მოაშო-
რა, თავი ნაზად აუწია. ახალგაზრდა ქალს ტუჩებიდან სისხლი

455 მკითხველთა ლიგა


სდიოდა, ლოყაზე თითის ანაბეჭდები ეტყობოდა. უხმოდ ტი-
როდა. დარცხვენილი და თვალცრემლიანი სეიდი შურას მო-
ეხვია.
– მაპატიე, შურა, მაპატიე. არ ვიცი, რა დამემართა. თავი
ვერ შევიკავე. მგონი გავგიჟდი. ეს არ უნდა მექნა. ღმერთო ჩე-
მო! ნამდვილად გავგიჟდი.
– საბოდიშო არაფერი გაქვს, სეიდ, – შურა გრძნობდა, რო-
გორ ეფლითებოდა გული, – მართალი ხარ, ღამე მასთან ერ-
თად გავატარე. და არა მარტო წუხანდელი.
ნელ-ნელა წამოდგა და სააბაზანოსაკენ გაემართა. სეიდი
უკან დაედევნა. საწოლი არეული იყო, სააბაზანოში ნახმარი
პირსახოცი ეგდო. ოთახში გამჯდარი მამაკაცის სუნი იგრძნო.
რაღა დღევანდელი დღე შეარჩია, რაღა ახლა გადაწყვიტა აქ
მოსვლა? ბედისწერის მიერ მათ დასაშორებლად მოწყობილი
უკანასკნელი ოინი თუ იყო.
შურამ ლოყაზე სველი პირსახოცი მიიდო და საწოლზე ჩა-
მოჯდა. სეიდს იმ ოთახში გაჩერება აღარ შეეძლო.
– სასტუმრო ოთახში დავსხდეთ, არ შეიძლება?
შურა არც განძრეულა. პირზე პირსახოცაფარებულმა ყრუ
ხმით უპასუხა:
– სადაც გინდა, იქ დაჯექი.
სეიდმა ოთახიდან გასვლა დააპირა; შურა კვლავინდებუ-
რად გაუნძრევლად იჯდა. სეიდი მობრუნდა და შურას წინ სკამ-
ზე ჩამოჯდა.
– შურა, მისმინე, სალაპარაკო გვაქვს.
– რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ, სეიდ? – ჰკითხა ქალმა. სახე
ნელ-ნელა გამოაჩინა, მაგრამ სეიდი თვალს ვერ უსწორებდა.
– შურა, ჩემო შურა, მაპატიე, რა იქნება. ვიცი, ძალიან ძნე-
ლია, მაგრამ იქნებ მაინც სცადო. აქ იმისათვის მოვედი, რომ...
– ქალის ჩამქრალი მზერა რომ შენიშნა, სიტყვა გაწყვიტა და
ჩურჩულზე გადავიდა, – მოკლედ... კიბეზე შევეჩეხე. ვინ იყო?
რამდენი ხანია, იცნობ?
– ალენი ჰქვია... ფრანგული გემის კაპიტანია. შვიდი-რვა
თვის წინ გავიცანი.
– უყვარხარ?

456 მკითხველთა ლიგა


– დარწმუნებული ხარ, რომ ეს ყველაფერი გაინტერესებს?
– ჰკითხა გაოცებულმა შურამ.
– ჰო, მითხარი, უყვარხარ? – განაგრძო სეიდმა და შერბი-
ლებული ტონით აგრძნობინა, რომ მოსარიდებელი არაფერი
იყო.
– ასე ამბობს.
– შენ?
– სეიდ, მე შენ მიყვარხარ, – ატირდა შურა.
სეიდმა მისი ხელები ხელში აიღო, ტუჩებთან მიიტანა და და-
უკოცნა. ყველაფერზე ეტყობოდა, რომ საშინლად განიცდიდა.
– შურა, ჩემო საყვარელო შურა, ჩემგან ხეირი არ დაგადგე-
ბა... ამ კაცს ძალიან უყვარხარ?
– ჰო... ჩემი წაყვანა უნდა.
– როდის მიდის? – ჰკითხა სეიდმა, სკამიდან ადგა და სა-
წოლზე გვერდით მოუჯდა.
– გემი დღეს ნაშუადღევს გავა.
– ბარგი ჩაალაგე, შურა, – სეიდი წამოხტა და ხელში მოქა-
ჩა, – შენც მიდიხარ.
– მივდივარ? სად მივდივარ?
სეიდი ისევ გვერდით მოუჯდა, თვალებში ჩახედა და კატე-
გორიულად მოუჭრა:
– ჰო, შურა, ამ კაცს გაჰყვები, რომელსაც უყვარხარ.
– არა! – წამოიძახა შურამ, – იძულებით ვერსად ვერ გამიშ-
ვებ!
– ამას შენთვის ვაკეთებ, გენაცვალე.
– არა! რომ მდომოდა, კარგა ხანია, წავიდოდი. არ მინდა-
მეთქი, არ გესმის?!
მისმა ყვირილმა სეიდი გააღიზიანა. შურას გასაჩუმებლად
ხელი საწოლს დაჰკრა:
– ასე ცხოვრებას აპირებ?! იმ კაცის მოლოდინში, რომელიც
მაშინ მოგაკითხავს, როცა თავში წამოუვლის? და როცა ის კა-
ცი არ მოვა, მარტოობის დავიწყებას სხვებთან ეცდები? ასე
რამდენ ხანს იცხოვრებ? ათი ან ოცი წლის შემდეგ რა გელო-
დება?

457 მკითხველთა ლიგა


შურამ თავი ბალიშში ჩარგო და ისევ ატირდა. თან ბალიშს
მუშტებს უშენდა და თავს აქეთ-იქით იქნევდა, თითქოს სეიდის
სიტყვების თავიდან მოცილება უნდოდა.
სეიდი დაიხარა და მხრებზე ხელი მოჰხვია. თმაზე მიეალერ-
სა. მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ შურას თმა შეეჭრა. ხშირი
ხორბლისფერი თმა ახლა კულულებად მხრებზე ეცემოდა. თი-
თები აბრეშუმივით რბილ თმის ღერებს შორის გაუტარა. ბედ-
ნიერებაც ასე თითებს შორის გაეპარათ.
– შურა, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, – უთხრა ალერსიანი
ტონით, – ბევრი დრო გავიდა, ყველაფერი შეიცვალა. მე და
შენ უამრავი რამ გადავიტანეთ. დიდი ხნის განმავლობაში
მხოლოდ მე მეკუთვნოდი. რა დაგვემართა? ერთმანეთს გული
რატომ ვატკინეთ? ასე როგორ დავცილდით? მეც არ ვიცი. ერ-
თადერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ მინდა, ბედნიერი იყო.
ცხოვრება უნდა მოიწყო. შვილები უნდა გააჩინო. ორივენი
წარსულს უნდა მოვწყდეთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ. და-
მიჯერე, ძვირფასო, სადაც უნდა იყო, ყოველთვის ჩემი მეორე
ნახევარი იქნები.
შურა დამშვიდდა. ნელ-ნელა მისკენ მოტრიალდა. საშინე-
ლი გამომეტყველება ჰქონდა. ბედს შეგუებული ზურგზე დაწვა.
სეიდს სიყვარულთ აღსავსე, სასოწარკვეთილი მზერა მიაპ-
ყრო. თვალები ისევ ცრემლიანი ჰქონდა. ერთადერთი ჭეშმა-
რიტი სიყვარული თავისკენ მიიზიდა. მაგრად მოეხვია. გან-
ცდილითა და გამოუსწორებელი შეცდომებით დაღლილმა სე-
იდმაც მკლავები მის თხელ სხეულს მოჰხვია. ერთმანეთთან
ჩახუტებულები უხმოდ ტიროდნენ. შემდეგ ასევე გადახვეულე-
ბი საწოლზე გადაწვნენ. ერთხანს ისევ უხმოდ და გაუნძრევ-
ლად იწვნენ. ერთმანეთის სხეულების სითბოთი სამუდამოდ
გაჟღენთვა უნდოდათ. ამდენი წელი რა უცებ გაფრინდა და რა
შორს დარჩა. ერთი წლის წინ ერთნმანეთთან განშორება
ვერც კი წარმოედგინათ, ახლა კი სამუდამოდ ემშვიდობებოდ-
ნენ ერთმანეთს.
– მაპატიე, საყვარელო, – უჩურჩულა სეიდმა.
– შენც მაპატიე, ჩემო ძვირფასო, – სლუკუნით მიუგო შუ-
რამ, – ნეტავ ოდესმე თუ შევხვდებით?

458 მკითხველთა ლიგა


– რატომაც არა? – შურას დასამშვიდებლად ნათქვამი სიტ-
ყვებით თავის დამშვიდებასაც ცდილობდა, – განა ვიცოდით,
რომ შვიდი წლის წინ მოსკოვში ერთმანეთს შევხვდებოდით?
იქნებ ბედისწერა კიდევ რაიმე სიურპრიზს გვიმზადებს.
– ძალიან მინდა, ახლა ისევ მოსკოვში ვიყო.
განშორების ჟამი ახლოვდებოდა. მის გარეშე როგორ გაძ-
ლებდა, როცა ახლაც კი მონატრებული თვალებით შესცქერო-
და. ერთმანეთს ისევ გადაეხვივნენ და კოცნა დაუწყეს. თით-
ქოს უნდოდათ, მათ სხეულებს ერთმანეთთან შეხება სამუდა-
მოდ დაემახსოვრებინა. ერთმანეთს გადაჯაჭვულები, ერთმა-
ნეთის თვალებს მიშტერებულები ხან შეძახილებითა და ხან
უხმო ცრემლებით უკანასკნელად მიეცნენ სიყვარულს.
როგორც იქნა, სეიდი გაჭირვებით მოსწყდა საყვარელ
ქალს. შურა სააბაზანოსკენ გაემართა. ხმას აღარ იღებდნენ,
უხმოდ ემზადებოდნენ. შურამ დაიბანა და სამგზავრო ტანისა-
მოსი მოიმზადა; სახეზე – პუდრი, ტუჩებზე მკრთალი პომადა
წაისვა. სეიდი აღფრთოვანებით შესცქეროდა. ყოველი მოძ-
რაობა, ყოველი ნაბიჯი განშორებასთან აახლოებდა. ქალმა
გარდერობიდან ჩემოდნები გამოიღო, შემდეგ უჯრები და კა-
რადები დაცალა. ლურჯი მოსასხამი და ფეხსაცმელი ჩაიცვა.
აბრეშუმის ლენტებით გაწყობილი ქუდი ქერა თმაზე ქინძის-
თავით დაიმაგრა.
სეიდი სიყვარულით აღსავსე, მაგრამ იმავდროულად გა-
ოცებული შესცქეროდა შურას. ისე დინჯად და აუღელვებლად
მოძრაობდა, თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე მოგზაუ-
რობის მეტი არაფერი ეკეთებინოს. თუმცა ნოვოროსიისკში
რომ ჩამოაკითხა, ყირიმში ფარულად ნავში რომ ჩაჯდა, განა
მაშინაც ასეთ სიმშვიდეს არ ინარჩუნებდა? სეიდი წამოდგა,
მიუახლოვდა და ლოყაზე მიეალერსა.
– ლურჯი როგორ გიხდება. ისევ იმ პატარა გოგონას ჰგავ-
ხარ, 1916 წლის ზამთარში რომ გავიცანი.
შურამ გაღიმება სცადა. მარჯვენა ხელის საჩვენებლი თითი
სეიდს სახეზე გადაუტარა.
– გახსოვს, სეიდ? ბაღში აუზზე კუპიდონები რომ დამანახე,
რა მითხარი?

459 მკითხველთა ლიგა


– მახსოვს, საყვარელო.
– ახლა შეგიძლია იგივე გაიმეორო?
– რასაკვირველია.
– მაშინ მითხარი. ვიცი, არაფერი შეიცვლება, მაგრამ ამ
სიტყვების მოსმენა მინდა.
სეიდმა მკლავები მოჰხვია, ტუჩებში აკოცა და ჩაიჩურჩულა:
– მინდა, ასეთ პოზაში გავშეშდე. მაშინ უსასრულოდ მკლა-
ვებში მეყოლებოდი და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს არასდროს
მოსწყდებოდა.
შურამ თავი ხელში აიყვანა, რომ ისევ ტირილი არ დაეწყო.
ცრემლი მოიწმინდა. სეიდის მკლავებს თავი დააღწია და ჩან-
თა და ხელთათმანები აიღო. იქაურობას უკანასკნელი მზერა
მოავლო. კარისკენ გაემართა. სახლიდან რომ გავიდა, სხვა
ადამიანად იქცა, თითქოს ის ქალი არ იყო, ბოლო ორი საათია,
რომ ტიროდა, სიყვარულის გამო ცრემლებს ღვრიდა. ახალი
ცხოვრების დასაწყებად დამწუხრებული, მაგრამ მტკიცე ნაბი-
ჯით გაემართა.
გზად ტაქსი ვალენტინას სახლთან შეაჩერეს. შურა დასთან
დასამშვიდობებლად გადავიდა. ათ წუთში უკან დაბრუნდა.
ნავსადგურში რომ მივიდნენ, გემის გასვლამდე ორი საათი
რჩებოდა.
სეიდმა ჩემოდნები მებარგულს ჩააბარა და უკან გამოგვყე-
ვიო, უთხრა. შურას ხელი მაგრად ეჭირა. ბილეთის კონტრო-
ლი სწრაფად გაიარეს, მაგრამ იქაური მოსამსახურის შეძა-
ხილზე შეჩერდნენ. სეიდმა უთხრა, მე არ მივემგზავრები, მხო-
ლოდ კაპიტნის მეუღლე მოვაცილეო.
მოსამსახურემ თანმხლები გაატანა და გემზე აუშვა.
კაპიტნის კოშკურის კარზე რომ დააკაკუნეს, ალენი რუკას
დასცქეროდა.
– მობრძანდით!
კარში ახალგაზრდა ბიჭის თავი გამოჩნდა, რომელმაც სა-
ლამი მისცა და თქვენი ცოლი მობრძანდაო, მოახსენა.
– ცოლი? – ალენი გაოცებული მობრუნდა. დარწმუნებული
იყო, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა, მაგრამ გაკვირვებისგან

460 მკითხველთა ლიგა


თვალები გაუფართოვდა. მის წინაშე ის მამაკაცი იდგა, რომე-
ლიც ორიოდე საათის წინ კიბეზე შეეჩეხა. სეიდმა შურა შემო-
იყვანა.
– დიახ, თქვენათან ერთად მხოლოდ ამ პირობით გამოვუშ-
ვებ, – მიმართა სუფთა ფრანგულით, – მხოლოდ იმ შემთხვე-
ვაში, თუ პირობას მომცემთ, რომ ცოლად შეირთავთ.
გახარებული ალენი შურას სიყვარულით შესცქეროდა. ის,
რაც თვითონ არ გამოუვიდა, სეიდმა მოახერხა – საყვარელი
ქალი მოუყვანა. ამის გამო გული სწყდებოდა, მაგრამ მთავა-
რია, შურა გვერდით ჰყოლოდა. მადლიერების ნიშნად სეიდს
ხელი გაუწოდა.
– პირობას გაძლევთ, მოსიე ემინოვ!
თავისი სახელის გაგონებამ სეიდი გააოცა. შურას მიუბრუნ-
და, რომელსაც მამაკაცებისათვის ზურგი შეექცია და ფანჯრი-
დან გარეთ იყურებოდა.
– თქვენს სიტყვას ვენდობი. მინდა, რომ ყველაფერი და-
ივიწყოს და ბედნიერი იყოს. ის განსაკუთრებული ქალია.
ალენი ხვდებოდა, რომ ამ ორი ადამიანის სიყვარული მრა-
ვალწლიანი თანაცხოვრების გარდა, რაღაც უფრო განსხვავე-
ბულ მიჯაჭვულობას ეფუძნებოდა. ამიტომ გულწრფელ აღია-
რებას არ მოერიდა:
– მე ის ძალიან მიყვარს, მოსიე ემინოვ, მაგრამ მერწმუნეთ,
არ ვიცი, ჩემს შეთავაზებულ ბედნიერებას რამდენად დასთან-
ხმდება.
– რას გულისხმობთ?
– არ ვიცი, აქ მოსასვლელად როგორ დაიყოლიეთ. მე დიდ-
ხანს ვემუდარე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, – სეიდის გაკ-
ვირვებული სახე რომ დაინახა, დაამატა, – თქვენთან დარჩენა
არჩია.
სეიდს ყელში ბურთი გაეჩხირა. მიხვდა, როგორ უსამარ-
თლოდ მოექცა. მისი პატიების დასამსახურებლად რა უნდა
ეთქვა? საყვარელ ქალს ნაზად შეხედა, მაგრამ ის თითქოს აქ,
მათთან არც იყო. წელში გამართული, ამაყი გამომეტყველე-
ბით კვლავინდებურად პორტს გასცქეროდა, თუმცა მზერა...
შორეთისთვის მიეპყრო.

461 მკითხველთა ლიგა


სეიდმა კაპიტანს ხელი მაგრად ჩამოართვა. შურას თვალს
არ აცილებდა.
– ეს კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ ბედნიერება მი-
ანიჭოთ, – განაგრძო მან. შემდეგ ფანჯარასთან მივიდა, შურას
მხრებში ხელი წაავლო და ჩასჩურჩულა, – მშვიდობით, შუ-
როჩკა.
– მშვიდობით, სეიდ, – უპასუხა შურამ, თუმცა არც მობრუ-
ნებულა.
თვალდანისლული უკვე ვეღარ ხედავდა, ფანჯრის მიღმა რა
ხდებოდა. მარტო დარჩენა და ტირილი უნდოდა. ტირილი, ტი-
რილი, ტირილი, სანამ სული არ ამოხდებოდა.
ნავმისადგომზე ჩამოსული სეიდი უკან მიბრუნდა, მაგრამ
საყვარელი სახე ვერ დაინახა. პროსპექტზე გავიდა. საშინელ
შინაგან სიცარიელეს გრძნობდა. თუმცა თავის დამშვიდებას
ცდილობდა, მაგრამ გული ეფლითებოდა. ვითომ ამით წარ-
სულს სამუდამოდ დაემშვიდობა? ნახევარ ცხოვრებას, მოგო-
ნებებს, დიდ სიყვარულს აქ ტოვებდა. ამიერიდან განახევრე-
ბული ადამიანი იქნებოდა. თვალს მომდგარი ცრემლი ისევ
უკან, გულში ჩაიღვარა. სხეულის სითბო, სულის სიცოცხლე,
მოგონებანი პარიზისკენ მიმავალ გემზე დატოვა. მისი პატარა
შურა მიდიოდა. უკვე ენატრებოდა. იცოდა, რომ მისი არყოფნა
ამ მონატრებას კიდევ სხვას დაუმატებდა. იმავეს გრძნობდა,
რასაც 12 წლისა, სანქტ-პეტერბურგში მარტოდმარტო დარჩე-
ნილი. ამხელა კაცი იყო, მაგრამ მარტოობის განცდა დრო-
დადრო პატარა ბავშვივით უტევდა ხოლმე. შორიდან გემების
საყვირების ხმა ისმოდა.
– ნახვამდის, საყვარელო, – ჩაილაპარაკა თავისთვის.
როგორც კი სეიდი წავიდა, ალენი შურას მიუახლოვდა, ნა-
ზად მოეხვია და მისი ყურისკენ დაიხარა:
– ყველაფერი კარგად იქნება, ძვირფასო. შენი ბენდიერები-
სათვის ყველაფერს გავაკეთებ. – შემდეგ სტიუარდი გამოიძა-
ხა, შურას ბარგი ჩააბარა, ქალს ხელი ჩაჰკიდა და ლოყაზე
აკოცა, – წამოდი, საყვარელო, ძალიან დაღლილი ხარ. კაი-
უტაში ცოტა დაისვენე. რომ დავიძრებით, მეც მოვალ.

462 მკითხველთა ლიგა


შურამ ცრემლი მოიწმინდა და გაღიმება სცადა. ალენს ლო-
ყაზე აკოცა და სტიუარდს უკან გაჰყვა.
კაიუტაში რომ შევიდა, გემის საყვირმა ერთმანეთის მიყო-
ლებით რამდენჯერმე დაუსტვინა. ალბათ უკვე გადიოდნენ. შუ-
რა აღარ ტიროდა. ბედს შეგუებულ პატიმარს ჰგავდა, რომელ-
საც გადასახლება მიუსაჯეს. ილუმინატორიდან გარეთ გაიხე-
და. ნავსადგურიდან გადიოდნენ. გახსნილი ჩამოდანი საწოლ-
ზე შემოდო და ზედა გემბანისკენ გაქანდა. მგზავრების უმრავ-
ლესობაც იქ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ არ
გრილოდა, შურას შეაჟრჟოლა. შედარებთ უკაცრიელ კუთხე-
ში მოაჯირს დაეყრდნო და ნაპირს გახედა. ბოსფორის მო-
ლურჯო-მომწვანო წყალი გემის კორპუსის ქვეშ ქრებოდა, შემ-
დეგ კი თეთრად აქაფებული ისევ ზედაპირზე ამოდიოდა. წა-
მით ამ მდუღარე ლურჯ ქვაბში გაუჩინარება მოუნდა, თუმცა
საკუთარი სისუსტე არ ესიამოვნა. ასეთი სისულელე რას გამო-
ასწორებდა? თვითონ განცდებს თავს კი დააღწევდა, მაგრამ
უდანაშაულო მგლოვიარე მამაკაცს დატოვებდა. ის კი არა, შე-
საძლოა, ორსაც. ნეტავ სეიდი თუ გაიგებდა მისი სიკვდილის
ამბავს? თუმცა ამით განა რა შეიცვლებოდა?
თვალები ტალღებს მოაშორა და ნაპირზე გადაიტანა. ყირი-
მიც ასეთ ცხელ დღეს დატოვეს. უთუოდ ბედის უცნაური თამა-
ში იყო, რომ ყოველთვის ზღვითა და სხვადასხვა მამაკაცთან
ერთად უცხო ქვეყნისა და ახალი ცხოვრებისაკენ მიემართე-
ბოდა.
სირქეჯის წინ, სარაიბურნუს47 გავლისას სტამბოლში გატა-
რებული პირველი დღეების გაჭირვებამ და სირთულეებმა
თვალწინ კინოფირივით ჩაუარა. თუმცა ამდენი პრობლემის
მიუხედავად, ასეთი უბედური არასდროს ყოფილა.
უცებ მოეჩვენა, რომ სარაიბურნუზე სეიდი დაინახა. ნაპირზე
იდგა და ხელს უქნევდა. შემდეგ თითქოს ყველაფერი თოვლმა
დაფარა. ასწლოვანი ფიჭვები მთლიანად თოვლს გადაეთეთ-
რებინა. საყვარელი მამაკაცი ცხენს მისკენ მოაგელვებდა. და-

47 ოქროს რქასა და მარმარილოს ზღვის გამყოფი კონცხი სტამბოლში.)

463 მკითხველთა ლიგა


თოვლილ მაღლობზე ის დაინახა. ხელგაშლილი ელოდებო-
და. სეიდმა ცხენი მისკენ მიმართა. დაიხარა, ხელი წელზე მოჰ-
ხვია და ცხენზე შეისვა. შურა საყვარელ მამაკაცს მთელი ძა-
ლით მოეხვია. თოვლის გროვებს შორის თითქოს მიფრენ-
დნენ. კისლოვოდსკის ეკლესიის ზარების ხმა ჩაესმა. შორი-
დან ტროიკების ეჟვნების ხმაც მოდიოდა. სადღაც ვალენტინა
ჩაიკოვსკის უკრავდა. ტატიანა თავისი თოვლისფერი საბალე-
ტო კაბით ფიჭვებქვეშ თითის წვერებზე იდგა და ბრუნავდა. ის
იყო, ყველა გამოჩნდა, ვინც ენატრებოდა, რომ სეიდმა ისევ
რბილ თოვლზე ჩამოსვა, თვითონ კი ცხენზე ამხედრებული
ფიჭვებს შორის გაუჩინარდა.
შურა შეირხა. წარმოდგენაშიც კი მარტოობისათვის იყო
განწირული. თოფქაფის სასახლისა და მეჩეთების სილუეტები
თვალში დაგროვილი ცრემლის გამო ოინებს უწყობდა. ნის-
ლში მოსკოვის საკათედრო ტაძარი, დათოვლილი პროსპექ-
ტები გაიარა, სადაც კუთხეებში კოცონი ენთო. უკან დარჩენილ
ბოსფორს გახედა. სტამბოლი რუსეთთან რა ძალიან ახლოს
იყო. სხვა თუ არაფერი, ამ ნაპირთან გაღმიდან ტალღა ან მო-
ნაბერი ქარი მაინც მოაღწევდა ხოლმე. ახლა კი სამშობლოს
თანდათან შორდებოდა. ნოსტალგია ასე მძაფრად აქამდე
არასდროს არ შეუგრძნია. თითქოს სამშობლოსა და ახლობ-
ლებს პირველად ახლა ტოვებდა. კანკალი დააწყებინა. მარ-
ტოობა სიცივესავით ძვალსა და რბილში გასჯდომოდა. მკლა-
ვები მკერდზე გადაიჯვარედინა. ტიროდა. ბაგეებიდან გად-
მოცვენილი სიტყვები ტალღების ხმაურმა შთანთქა:
– მშვიდობით, ჩემო რუსეთო. მშვიდობით, სეიდ, ჩემო ერ-
თადერთო სიყვარულო. მშვიდობით...

464 მკითხველთა ლიგა


ეპილოგი

სამწუხაროდ, იძულებული გავხდი, ეს ამბავი ბაბუაჩემის,


კურტ სეიდისა და მისი დიდი სიყვარულის, შურას განშორებით
დამემთავრებინა. რომანის დასაწყისში შურა ჩემთვის მხო-
ლოდ სახელი იყო, რომელსაც ის ადამიანები ახსენებდნენ,
რომელთა მოგონებებსაც ვისმენდი, მაგრამ ბოლოს გაცოც-
ხლდა, სული შეიძინა. აღფრთოვანებამ, რომელიც ამ საოცა-
რი ქალის მიმართ მისი იშვიათი სილამაზის, უდიდესი სიყვა-
რულის, გამბედაობისა და თავგანწირვის გამო დამეუფლა,
მასთან სულიერად დამაკავშირა. ბაბუაჩემის ცხოვრებაში მი-
სი ადგილის გამოძერწვისას მივხვდი, რომ მასთან ერთ
მთლიანობად ვიქეცი.
იმ დროისათვის, როცა რომანის წერა დავასრულე, შურას
შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პარიზში მშვიდობიანად ჩა-
ვიდა. 1939 წელს ბაბუაჩემისათვის გამოგზავნილ წერილში
იტყობინებოდა, რომ ძალიან ავად იყო და მასთან უკანასკნე-
ლად შეხვედრა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ბებიაჩემს,
მურკას, წინააღმდეგობა არ გაუწევია, კურტ სეიდმა ცოლსა და
ორ ქალიშვილთან დარჩენა არჩია, რადგან ხვდებოდა, რომ
მისი წასვლა საბედისწერო გადაწყვეტილება იქნებოდა.
იმ დღის შემდეგ შურას შესახებ აღარაფერი გაგვიგია. იმე-
დს ვიტოვებდი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ერთ დღეს ჩემს
რომანს წაიკითხავდა და დამიკავშირდებოდა.
„მშვიდობით, ჩემო რუსეთო. მშვიდობით, სეიდ, ჩემო ერთა-
დერთო სიყვარულო. მშვიდობით...” ეს სტრიქონები 1992
წლის მაისის თვეში დავასრულე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა,
რომ ამ თემას დავემშვიდობე. იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი
წიგნის სტრიქონებზე ხელახლა გაცოცხლებულ გმირებთან სა-
ბედისწერო შეხვედრები გრძელდებოდა.
რომანის ბოლო გვერდის წერა კი დავასრულე, მაგრამ შუ-
რას ჩემში სამუდამოდ დაედო ბინა და მისი მოძებნის სურვი-
ლი არ მასვენებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მას აუცილებ-
ლად ვიპოვიდი. ვალდებული ვიყავი დამემტკიცებინა, რომ
ყველაფერი, რაც რომანში აღვწერე, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის

465 მკითხველთა ლიგა


ნაყოფს არ წარმოადგენდა და რეალურად განცდილი იყო.
ამისკენ მიბიძგებდა ბაბუაჩემისაგან მემკვიდრეობით მიღებუ-
ლი მოთმინება, ექსპანსიურობა და სიჯიუტე. ბოლოს ისეთი
განცდა დამეუფლა, თითქოს ეს ქალი, რომელსაც ჩემს სტრი-
ქონებში სული შთავბერე, მეძახდა და მეუბნებოდა, მომძებნე,
აგერ ვარ, ძალიან ახლოსო.
და... არც შევმცდარვარ... მართლაც ახლოს იყო... სული-
ერად.
იმ ხანებში ჟაკ დელონს, რომელსაც ჯერ არ ვიცნობდი,
ვკითხე, მოიპოვებოდა თუ არა მის არქივში რაიმე ცნობები,
რომლებიც ჩემი რომანისათვის გამომადგებოდა, რამაც ახალ
თავგადასავალს მისცა დასაბამი. ძვირფასმა ჟაკმა სტამბოლ-
ში მცხოვრები, 90 წელს მიტანებული რუსი ქალბატონი, ბარო-
ნესა ვალენტინა ფონ კლოდ იურგენცბურგი, გამაცნო. განა
ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამდენი წლის შემდეგ შურას უფ-
როს დას აღმოვაჩენდი?.. იმ დღიდან მოყოლებული, ექვსი
თვის განმავლობაში ყოველ სამშაბათს, ნაშუადღევს, ენით აუ-
წერელი ემოციებით შეპყრობილები მის სახლში ვხვდებოდით
ერთმანეთს. მე – ჩემი ხელით გამომცხვარ „ბლინებს”, პამი-
რი48 კი, ნამდვილ რუსულ არაყს ხელს დავავლებდით ხოლმე
და ვალენტინასთან (ტინოჩკასთან) გავრბოდით. დაახლოე-
ბით 4 საათზე დაწყებული ჩვენი შეხვედრა გვიანობამდე
გრძელდებოდა. ამჟამინდელი გაჭირვების მიუხედავად, კის-
ლოვოდსკში გატარებული არისტოკრატული და მდიდრული
ცხოვრების, თითქმის საუკუნოვანი ეპოქისა და იმდროინდე-
ლი ნაცნობების ამბების მოსმენა თავისებურ რიტუალად იქცა.
არყის თანხლებით ტინოჩკას მონათხრობი სულსა და გულში
ისე მებეჭდებოდა, თითქოს დიდი ხნის წინ დაკარგული მეორე
ნახევარი მეპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ წარსულზე საუბა-
რი სევდას ჰგვრიდა, მისი ცხოვრების გაცნობა ჩემი მოთმინე-
ბის კიდევ ერთი ჯილდო იყო. თავის მხრივ, მისი წარსული
ცხოვრებით (რომლის თვითმხილველები აღარ დარჩენილიყ-
ვნენ) დაინტერესებული ადამიანის გამოჩენამ ვალენტინა

48 (პამირ ბეზმენი – მწერლის მეუღლე.

466 მკითხველთა ლიგა


ფეხზე წამოაყენა, სული შთაბერა. ამ სამშაბათებს მოუთმენ-
ლად ველოდი. მასთან რომ მივდიოდი, ისიც ჩემსავით აღელ-
ვებული და გახარებული მხვდებოდა ხოლმე – ბიგუდებით
თმადახვეული, სახედაპუდრული, ვარდისფერი პომადით, სამ-
კაულებითა და მხრებზე მოსხმული შალით (რომელსაც უძვი-
რაფსესი ქურქივით ატარებდა).
1992 წლის გაზაფხულის ერთ სამაშაბათს თავისი ჩაკეტი-
ლი, ბნელი ოთახიდან საბუთები, ოჯახური ალბომები, თით-
ქმის საუკუნოვანი ცხოვრების საიდუმლო ყუთები რომ გამოი-
ტანა და მე ჩამაბარა, ორივენი ცხარე ცრემლით ვტიროდით.
მე, იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს მივაგენი იმ წარსულს,
რომლის კვალსაც ვადექი, დასრულებული ცხოვრების ხელახ-
ლა ანთების საშუალება მომეცა. დარწმუნებული ვარ, ტინოჩ-
კას განსხვავებული ემოციები ატირებდა. იმ სამშაბათსაც, ჩვე-
ულებისამებრ, არაყს ვწრუპავდით, მის დაკრულს ვისმენდით;
შემდეგ ერთმანეთს მაგრად გადავეხვიეთ და დავემშვიდობეთ.
ეს ჩვენი უკანასკნელი სამშაბათი აღმოჩნდა. ჩემ წინაშე მო-
ულოდნელად აღმოჩენილმა ტინოჩკამ თავისი ოთხმოცდაათ-
წლიანი ცხოვრება მე გადმომაბარა, ამით თითქოს ვალი მო-
იხადა და ამქვეყნიდან წავიდა. იმ ბოლო საღამოს დაღვრილი
ცრემლი, იქნებ, სწორედ ამ წინათგრძნობით იყო გამოწვე-
ული.
ვიცოდი, რომ შურას პირისპირ ვეღარ შევხვდებოდი, მაგ-
რამ მისი ცხოვრება უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი გამხდარი-
ყო. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ შურას არ ვიცნობდი, იგი
მხოლოდ ღრმა სულიერი კავშირის საფუძველზე და აღფრთო-
ვანებით აღვწერე, მაგრამ ტინოჩკას მონაყოლიდან აღმოჩ-
ნდა, რომ ზუსტად გამომსვლია.
ბარონესას დატოვებული საბუთებიდან შევიტყვე, რომ შუ-
რას ერთი ქალიშვილი ჰყავდა. მე და პამირი კვალს დავადე-
ქით. სხვადასხვა მისამართებიდან და ტელეფონის ნომრები-
დან კიდევ სხვაგან გვაგზავნიდნენ. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ
ეს, ერთი შეხედვით, დაუსრულებელი გამოძიება შედეგს გა-
მოიღებდა. რადგან მტკიცედ მწამდა, რომ ამ წიგნის დასაწე-

467 მკითხველთა ლიგა


რად საკმარისი საბაბი მქონდა. გაფანტული დეტალების გაერ-
თიანება და მათი ამბის დამთავრება ჩემი ვალი იყო. მით უმე-
ტეს, ამდენი წვალების შემდეგ ყველაფრის წყალში ჩაყრა შე-
უძლებელი იქნებოდა. მართალიც გამოვდექი...
წიგნზე მუშაობისას რუსეთში არ ვყოფილვარ. განგებ გა-
ვურბოდი, რადგან მეშინოდა, რომ ამჟამინდელი რუსეთი ჩემს
წარმოსახვას ზიანს მიაყენებდა.
ჩემი წინაპრების შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სეიდის
მამა, მირზა ემინოვი, უფროსი ვაჟის გაქცევის შემდეგ თავის
საკუთარ მამულში, ვენახის სახლში შინაპატიმრობაში იმყო-
ფებოდა; მთელი ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში ბოლ-
შევიკების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, არაერთი წამება და
დაკითხვა გადაიტანეს. მათი ამბავი ძალიან მაინტერესებდა.
ბოლოს და ბოლოს, 1992 წლის აგვისტოში ჩემს მეუღლეს-
თან ერთად ყირიმში სამოგზაუროდ წავედით. მეგონა, რომ ეს
მოგზაურობა სევდას გამიქარვებდა. მაგრამ სევდას სევდა და-
ემატა.
II მსოფლიოს ომის შემდგომ სტალინმა თურქები გერმანე-
ლების დახმარებაში დაადანაშაულა. ისინი გენოციდს ემ-
სხვერპლნენ – ასი ათასობით ყირიმელი თურქი ციმბირში გა-
დაასახლეს, დანარჩენები კი თავიანთ მიწაზე დახოცეს.
მირზა ემინოვს გენოციდის დროს ამოჟლეტილი თანამემა-
მულეების მესაფლავეობა დაევალა. როცა თვითონაც იმ ორ-
მოში ჩავარდა, რომელშიც დახოცილებთან ერთად ცოცხლებ-
საც ყრიდნენ, 80 წლისა იყო. გულმა ვერ გაუძლო თუ სტალი-
ნისტის ჩექმის წვერმა უბიძგა, უცნობია.
სეიდის ძმები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უმ-
ცროსი და, ჰავა, ერთ-ერთი დაკითხვიდან უკან აღარ დაბრუ-
ნებულა.
„გოროდ ალუშტა, სადოვაია ულიცა” – ამ მისამართის ძებ-
ნაში ალუშტა სულ ქუჩა-ქუჩა მოვიარე. ჩემი ოჯახის დაკარგუ-
ლი წევრების ბოლო ამოსუნთქვის, თუნდაც რაიმე მცირედი
კვალის მიგნების იმედით აღსავსე ხეტიალში გატარებული
დღეების დასასრულს შევიტყვე, რომ წლების მანძილზე წარ-

468 მკითხველთა ლიგა


მოებული ომის ქარტეხილებს მხოლოდ ბიძაჩემი ოსმანის სახ-
ლი გადაურჩა. უშველებელი ხეებით გარშემორტყმული ბაღი
პროსპექტად ქცეულა, ამ ხეებს შორის მოჩუხჩუხე ნაკადული
კი შიგნით მოყოლილა. ოდესღაც ულამაზესი სახლიდან, რომ-
ლის თითო ოთახში თითო ოჯახი ცხოვრობდა, ძველი დროის
მოსაგონრად მხოლოდ ჩამოძონძილი ტიულის ფარდებიღა
დარჩენილიყო – 1924 წლის ერთ ღამეს წითელარმიელების
მიერ მილიციის განყოფილებაში წაყვანილი და იქვე დახვრე-
ტილი ოსმან და მუმინე ემინოვების ცხედრებს შესცქეროდნენ
თითქოს.
ალუშტის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის
ხელშეწყობითა და ყირიმელი თათრების საკრებულოს თავ-
მჯდომარის, მუსტაფა ჯემილევის დახმარებით, ჩემმა თხოვ-
ნამ, ცოცხლად დარჩენილი რომელიმე ემინოვის მოძებნის შე-
სახებ, მოულოდნელ სასიხარულო შედეგამდე მიმიყვანა.
სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და ალუშტაში მცხოვრები ნა-
თესავებისგან შეტყობინებები მივიღე. თვალცრემლიანებმა
ჩვენი გენეალოგიური ხე შევავსეთ.
სახლში დაბრუნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ტელეფონ-
ში ხმა გაისმა, რომელმაც მაცნობა, რომ ალუშტიდან ამბავი
ჩამომიტანეს. ალუშტის მუზეუმის დირექტორი, უძვირფასესი
ქალბატონი ტატიანა შეხშეიოვა მატყობინებდა, რომ „სადო-
ვაია ულიცას” ადგილსამყოფელი დამიდგინა.
ემინოვების სახლი რომ აღარ არსებობდა, ეს ისედაც ვიცო-
დით. მაგრამ იმ ადგილას დიდებული ძეგლი დარჩენილიყო...
საუკუნოვანი თუთის ხე... მოედნის ცენტრში მოქცეული თავი-
სი ოთხ მხარეს გაშლილი ვეებერთელა ტოტებით წლების გან-
მავლობაში დაფარული სისხლიანი საიდუმლოს სიმძიმეს ეზი-
დებოდა თითქოს. დილარას ამ ხისათვის გადაღებულო ფოტო
ჩამოეტანა ჩემთვის. ფოტოსთან ერთად კონვერტში თუთის
ხის გამხმარი ფოთლებიც ეწყო. ხის ბებერი, ბრძენი ტოტები
ერთ მხარეს ცისკენ მიისწრაფოდა... მეორე მხარეს კი მიწაზე
გართხმულიყო. დიადი ისტორიის დღემდე მოღწეულ ერთა-
დერთ მოწმესავით მკლავები გაეშალა, თითქოს მისი სხეული-

469 მკითხველთა ლიგა


დან მოწყვეტილთა შეხებას ცდილობსო. და აი... შეეხო კი-
დეც... ემინოვების ხის გამხმარი ფოთლები თავისი ყავისფერი
და მწვანე ძარღვებით ჩემს წინაპრებთან, წარსულთან შეხების
საშუალებას მაძლევდა.
კარპატებში ტყვედ ჩავარდნილი თურქი ლეიტენანტი კი
სხვა არავინ გახლდათ, თუ არა ბაბუაჩემი ალი ნიჰათ ბეი. ჯო-
ჯოხეთური მოგზაურობის შემდეგ, რომელიც რამდენიმე თვეს
გაგრძელდა, გაუმართლა და ციმბირში ცოცხალმა ჩააღწია.
ციმბირის ერთ ღვთისაგან მივიწყებულ, თოვლით დაფარულ
სოფელში ორი წელი გაატარა, გაქცევა მოახერხა და თურქეთ-
ში დაბრუნდა, რაც ცალკე რომანის თემაა.
ამასობაში, შურასთან დაკავშირების საქმესაც გაგრძელება
ეწ-ერა. 1994 წლის სექტემბერში, ამერიკაში მოგზაურობის წი-
ნა დღეს, ამერიკის ქალაქ პასადენიდან ვინმე სანდრა უელსმა
დამირეკა. სანდროჩკამ, როგორც დედა ეძახდა... შუროჩკას
ქალიშვილმა...
მეორე დღეს მისი სახლის ზღურბლზე ვიდექით. ჩვენი შეხ-
ვედრა, ერთმანეთისა და ჩვენი წარსულის ხელახლა გაცნობა,
ასევე ცალკე ისტორიაა. ენით აუწერელი მღელვარება დამე-
უფლა. ისეთი შინაგანი კანკალი ამივარდა, თმა ყალყზე მედ-
გა. დიდი სასიყვარულო ისტორიის ორი მოქმედი პირის შვი-
ლიშვილი და შვილი მათი განშორებიდან სამოცდაათი წლის
შემდეგ ერთმანეთს ხვდებოდა. ახლად შეხვედრილი, დაკარ-
გული ოჯახის წევრების მსგავსად, რამდენიმე დღე ტირილში
გავატარეთ, წარსულის იარების მოშუშებას ვცდილობდით.
სანდროჩკა საოცარი ადამიანი იყო, თბილი, სიცოცხლითა და
ადამიანობით სავსე, სათუთი, წარსულისა და აღზრდის წყა-
ლობით შეძენილი არისტოკრატიზმით დაჯილდოებული.
გლენდეილის მემორიალურ პარკში, ფორესტ-ლეინში, შუ-
რას სამუდამო განსასვენებელი მოვინახულე. საფლავის ქვაზე
ამოტვიფრულმა მისმა სახემ 1922 წელს, სტამბოლში, ყაზბე-
გის ფოტოატელიეში გადაღებული ფოტო გამახსენა. ისეთივე
ახალგაზრდა, ისეთივე მხიარული სახე ჰქონდა...
საფლავზე ლურჯი ზამბახები რომ დავუწყვეე, რომლებიც
მართლაც გამორჩეულად ჰყვარებია, ვიგრძენი, რომ შურას

470 მკითხველთა ლიგა


მოძებნის აკვიატებული აზრით გამოწვეულმა უსაფუძვლო
მღელვარებამ ადგილი სიმშვიდის, ბედნიერებისა და შესრუ-
ლებული მისიით გამოწვეული კმაყოფილების განცდას დაუთ-
მო.
შურასა და ჩემი ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა 1916
წლის თოვლიან მოსკოვურ ღამეს კურტ სეიდის ცხოვრებაში
შემოვიდა. იმ დღიდან მუდამ მასთან ერთად ვიყავი მანამ, სა-
ნამ 1924-ში საფრანგეთში მიმავალ გემზე ავიდოდა...
შურას წასვლის შემდეგ სეიდის ცხოვრება ცვალებადად წა-
რიმართა. იყო მღელვარება, სიმდიდრე, სიღარიბეც და ნოს-
ტალგიაც. სამშობლოს, ოჯახისა და შურას მონატრებით გულ-
დამძიმებულმა ცოლსა და ორ ქალიშვილთან ერთად გალია
წუთისოფელი, რომელსაც არც ბეიოღლუს ქალებითა და ქე-
იფებით აღსავსე სამყარო მოჰკლებია, არც ფლორიაში, ათა-
თურქთან საუბარში გატარებული დღეები. წლებმა ჟინი და
მგზნებარება გაუქრო, მაგრამ მის სიჯიუტესა და სიამაყეს ვე-
რაფერი დააკლო. განმათავისუფლებელ ომში შეტანილი
წვლილის გამო მიღებული სამადლობელი სიგელი ყველაზე
მძიმე დღეებშიც კი არ გამოუყენებია და სამაგიერო არ მოუთ-
ხოვია.
ეს ყველაფერი მისი ცხოვრების მეორე ნახევრის თანამ-
გზავრ თავდადებულ ქალთან, ბებიაჩემ მურკასთან ერთად გა-
ტარებული წლებისადმი მიძღვნილ წიგნში აღვწერე. რომანი
„კურტ სეიდი და მურკა” 1924-1944 წლებს მოიცავს.
რაც შეეხება შურას, მას 1994 წლის სექტემბერში ფორესტ-
ლაუნში კვლავ შევხვდი. ახლა უკეთ მესმის, რატომ ავიჩემე
ასე ჯიუტად ეს ქალი, რომლის შესახებაც მრავალი წლის წინ
სულ ორიოდე წინადადება თუ მსმენოდა. მინდა მჯეროდეს,
რომ ჩემმა არსებობამ ისა და კურტ სეიდი ისევ შეახვედრა ერ-
თმანეთს... და ვიმედოვნებ, რომ ახლა მათი სულები სიცოც-
ხლის მანძილზე გადატანილი სევდის, ნოსტალგიისა და სასიყ-
ვარულო იარებისაგან გათავისუფლდა…

471 მკითხველთა ლიგა

You might also like