თორნიკე ჟორჟოლიანის საჩივარი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საქართველოს დავდაცვის სამინისტროს

მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს

თორნიკე ჟორჯოლიანი პ.ნ. 60001143755 -ს

ადმინისტრაციული საჩივარი
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე)

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო: საჯარო


სამართლის იურიდიული პირები / ს.ს.ი.პ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული
სააგენტო / სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო
სვანეთის რეგიონალური სერვის ცენტრი / ქ. ქუთაისის განყოფილება

გასაჩივრებული აქტი: 2024 წლის 15 აპრილი შედგენილი საჯარიმო ქვითარი -


ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N MOD 0 24 00467265

მოგახსენებთ, რომ არ მიმიღია წერილი ჩემი ჯარში გაწვევის შესახებ, აგრეთვე არც გამიგია
არავისთან რომ ამ მიზნით ვყოფილიყავი დაბარებული რომელიმე ადმინისტრაციულ
ორგანოში, პირდაპირ საცხოვრებელ მისამართზე მომივიდა ქომი რომლის თანახმადაც ვარ
დაჯარიმებული 1000 ლარით ხოლო შინაარსში ვკითხულობ რომ ვითომდა 2024 წლის 5 აპრილს
ჩემს ბაბუას ტელეფონით შეატყობინეს აღნისნულის შესხებ. მსგავსი ტიპის საუბარი არ
შემდგარა, აგრეთვე იურისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გავიგე რომ ტელეფონით
მსგავსი ტიპის შეტყობინების ოფიციალურად ჩაბარება კანონით აკრალულია , გთხოვთ
განიხილოთ ჩემი საკითხი, გამიუქმოთ ჯარიმა და გამომიძახოთ როგორც წვევამდელი ,
შესაბამისი ფორმის დაცვით, დიდი სიამოვნებით ვემსახურები საქართველოს !

მოთხოვნა:

სამართლის იურიდიული პირები / ს.ს.ი.პ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული


სააგენტო / სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო
სვანეთის რეგიონალური სერვის ცენტრი / ქ. ქუთაისის განყოფილება-ის 2024 წლის 15 აპრილი
შედგენილი საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N MOD 0 24
00467265 - ის (რაც იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს) ბათილად ცნობა.

მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი:

სამართლის იურიდიული პირები / ს.ს.ი.პ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული


სააგენტო / სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო
სვანეთის რეგიონალური სერვის ცენტრი / ქ. ქუთაისის განყოფილება-მ არ დაიცვა
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ნორმები, კერძოთ არ შემატყობინეს გამწვევ
კომისიაზე წარდგენის შესახებ. შესაბამისად მე არ მომეცა საშუალება საკუთარი ნებით
წავედგენილიყავი ან სამხედრო კოდექსის შესახებ კანონის 57-ე მუხლის 10 პუნქტის
შესაბამისად გამესაჩივრებინა იგი. საქართველოს სამხედრო კოდექსის 67-ე მუხლის 3-ე პუნქტის
თანახმად „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელი
სუბიექტი ვალდებულია წვევამდელს შეატყობინოს აღნიშნულ სამსახურში გამოძახების
შესახებ“. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელი
სუბიექტი ვალდებულია შეატყობინოს გაწვევის შესახებ პირადად წვევამდელს და არა მის
ნათესავს. აქვე კიდევ ერთხელ დავძენ რომ ბაბუაჩემსა და უფლებამოსილ პირს შორის
სატელეფონო საუბარიც კი არ შემდგარა, რომც შემდგარიყო, ამის ოფიციალური შეტყობინებად
ჩათვლის უფლება არ აქვს შესაბამის ორგანოს. თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლსი 14 ნაწილში
ჩამოთვლილია „წვევამდელისთვის მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში
გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობა ხდება ამ ნაწილით
განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით და დადგენილი თანამიმდევრობით:“ აღნიშნული მუხლის
დისპოზიცია იმპერატიულად ადგენს რომ თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია .
ა) გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში წვევამდელისთვის გადაწყვეტილების (მათ შორის ,
ზეპირი გადაწყვეტილების) გაცნობა/გამოცხადება;
ბ) გადაწყვეტილების წვევამდელისთვის ჩაბარება მისი რეგისტრაციის , ფაქტობრივი
ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე, რაც დასტურდება წვევამდელის მიერ
ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე −
გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი
დოკუმენტით;
გ) გადაწყვეტილების წვევამდელისთვის ჩაბარება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა
საშუალებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით ;
დ) გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება ამ მუხლის მე-15 ნაწილით დადგენილი წესით .
ჩემს საცხოვრებელ მისამართზე აღნიშნული გაწვევის ჩაბარება არავის უცდია , შესაბამისად
უფლება არც ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელს ტელეფონის საშუალებით
შეეტყობინებია აღნიშნული გაქტი ბაბუაჩემისთვის. აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგრა .

თანდართული დოკუმენტები:

სულ: 2 (ათი) ფურცელი

პატივისცემით,

თორნიკე ჟორჯოლიანი პ.ნ. 60001143755

You might also like