Download as xlsx, pdf, or txt
Download as xlsx, pdf, or txt
You are on page 1of 4

შპს "ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი"

სატენდერო მონაცემები
კომპანიის შესახებ
1. კომპანიის პროფილი
თანამშრომელთა რაოდენობა
1200
საბაზისო ტარიფი
დამატებით ოჯახის
სხვა მოთხოვნილი სადაზღვევო ტარიფები თანამშრომელთა პაკეტი
წევრზე
ჰაიდელბერგცემენტი არის სამშენებლო მასალების
წარმოების სფეროში ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი
2. მინ. მოთხოვნები საბაზისო გლობალურ ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში,
პაკეტზე რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაში არის განთავსებული, 63
000 თანამშრომელია დასაქმებული.
24/7 სატელეფონო მომსახურება 100% / ულიმიტო 100% / ულიმიტო
ოჯახის ექიმის კონსულტაცია 100% / ულიმიტო 100% / ულიმიტო ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის
საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც
სასწრაფო სამედიცინო დახმარება 100% / ულიმიტო 100% / ულიმიტო ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას.
პროფილაქტიკური გამოკვლევები წელიწადში 2ჯერ წელიწადში 2ჯერ იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას
ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი
უბედური შემთხვევით გამოწვეული პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის
სტაციონარული მომსახურება წარმოების დარგში.

გადაუდებელი სტაციონარული კომპანიის ცემენტის ქარხნების წლიური მწარმოებლურობა


მომსახურება საქართველოში 2 მილიონ ტონას, ხოლო ბეტონის ქარხნების
900 000 კუბურ მეტს აღწევს.
100% /ულიმიტო 100% /ულიმიტო
გეგმიური სტაციონარული
მომსახურება ჰაიდელბერგცემენტს საქართველოში 1200 თანამშრომელი
ყავს დასაქმებული.
კარდიოქირურგია

ონკოქირურგია

ონკოთერაპია 100% / 10 000 ლარი 100% / 10 000 ლარი

გადაუდებელი ამბულატორიული
100% / ულიმიტო 100% / ულიმიტო
მომსახურება
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება 85% / ულიმიტო
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება 85% / ულიმიტო
(მოიცავს გარკვეული დაავადებების 100% / ულიმიტო
ჩამონათვალს)

მედიკამენტები 85% / ულიმიტო

85% / ულიმიტო
85% / ულიმიტო
მედიკამენტები (მოიცავს გარკვეული
100% / ულიმიტო
დაავადებების ჩამონათვალს)

გადაუდებელი სტომატოლოგიური
100% / ულიმიტო 100% / ულიმიტო
მომსახურება
გეგმიური სტომატოლოგიური
85% / ულიმიტო 85% / ულიმიტო
მომსახურება

გეგმიური სტომატოლოგიური
შემოგვთავაზეთ% /
მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკებში 0
შემოგვთავაზეთ
(მხოლოდ თანამშრომლებისათვის)
ორსულობა 100% / ულიმიტო 100% / 500 ლარი
მშობიარობა 100% / ულიმიტო 100% / 700 ლარი
სამოგზაურო დაზღვევა 2 თვე / 50 000 აშშ 2 თვე / 50 000 აშშ
უბედური შემთხვევის დაზღვევა სამუშაო
6000 ლარი 0
მოვალეობის შესრულების დროს

დამატებითი პირობები და კომენტარები:

• უბედური შემთხვევის დაზღვევა სამუშაო მოვალეობის დროს:


განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ეს მოდული, ვორდინგი უნდა იყოს დეტალური და რაც შეიძლება მარტივი, უნდა მოიცავდეს ცალ-ცალკე
გაწერილ პირობებს და მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალს გარდაცვალების ან მუდმივი შრომისუუნარობის დადგენის შემთხვევაში; შემთხვევაზე შეტყობინების
დატოვების უფლება უნდა ჰქონდეს როგორც მოსარგებლეს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს; ხელშეკრულებაში უნდა ჩაიდოს შემდეგი პუნქტი: "დაზღვეულის
გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა ხდება დაზღვეულის ოჯახის წევრის (დაზღვეულის მეუღლე, მშობელი, შვილი, გერი, ან დაზღვეულ
პირთან მუდმივად მცხოვრები პირი) სასარგებლოდ; რამოდენიმე ოჯახის წევრის არსებობის შემთხვევაში მოსარგებლის ვინაობას განსაზღვრავს ორგანიზაცია";
ასევე მემკვიდრეობის ძალაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს არ ჰყავს ოჯახის წევრი;
ამონაწერი სტაციონარული ბარათიდან არ უნდა იყოს სავალდებულო და ამ საბუთის არ ქონის შემთხვევაში უარი არ უნდა ეთქვას ანაზღაურებაზე; ანაზღაურებისათვის
წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალში არ უნდა იყოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
• საყოველთაო დაზღვევა ან ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამა:
საყოველთაო ჯანდაცვის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, თუ დაზღვეული გადაუდებელი შემთხვევის დროს მოხვდება კლინიკაში
და შეტყობინებას დატოვებს კერძო სადაზღვევო კომპანიაში (თვითონ ან კლინიკა), მას პრობლემა არ უნდა შეექმნას ამ მომსახურების მიღებაზე, ქოლ-ცენტრმა უნდა გაუწიოს
სრულყოფილი კონსულტაცია და შეატყობინოს დაზღვეულს ან კლინიკას თანადაფინანსების პირობები და თუ საჭიროა საყოველთაო ჯანდაცვის ცხელ ხაზზე შეტყობინებაც
გააკეთოს კლინიკის მაგივრად, ვინაიდან ხშირად ზოგიერთი კლინიკა საყოველთაო დაზღვევას არ ატყობინებს შემთხვევის შესახებ და დაზღვეულს თხოვენ ადგილზე
მომსახურების სრული თანხის დაფარვას. ამასთანავე, თუ დაზღვეული გეგმიური სტაციონარული მომსახურებისათვის წინასწარ მიმართავს კერძო სადაზღვევო კომპანიას,
მას უნდა დაევალოს გადაამოწმოს დაზღვეული თუ სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის ან რომელიმე სხვა სახელმწიფო პროგრამით და ამის შესახებ აცნობოს დაზღვეულს
და დეტალურად გააცნოს ანაზღაურებისა და თანაგადახდის პირობები, თუმცა საგარანტიო წერილზე მოცდის პერიოდი არ უნდა შეეხოს დაზღვეულს და საგარანტიო წერილი
უნდა გაიცეს სადაზღვევო კომპანიის მიერ შეფერხების გარეშე; ასევე, თუ საყოველთაო ჯანდაცვის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირი
მომსახურებას მიიღებს ისეთ კლინიკაში, რომელიც არ მონაწილეობს არც საყოველთაო ჯანდაცვაში და არც სხვა სახელმწიფო პროგრამაში, კერძო დაზღვევა ვალდებულია
დაუფაროს მიღებული მომსახურება პოლისით განსაზღვრული ლიმიტისა და თანაგადახდის პირობებით.
• ორმაგი კერძო დაზღვევა:
ამ შემთხვევაში თანხები უნდა გადაინაწილონ სადაზღვევო კომპანიებმა, ისე რომ დაზღვეულს პრობლემა არ შეექმნას მომსახურების მიღებაზე;
• თანხის ანაზღაურება:
თუ დაზღვეულმა მომსახურება ჩაიტარა კლინიკაში და სრულყოფილად მოიტანა დოკუმენტაცია ანაზღაურებისათვის და თუ ჩატარებული მომსახურება ხელშეკრულების
პირობებით ანაზღაურებას ექვემდებარება, თანხის ანაზღაურებაზე პრობლემა არ უნდა შეიქმნას იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მომსახურება ჩატარებულია პროვაიდერ
კლინიკაში მიმართვის გარეშე, ამასთანავე კონსულტანტი ექიმის მომსახურების საფასური არ უნდა დაკორექტირდეს იმ შემთხვევაში თუ ეს ექიმი აღნიშნულ კლინიკაში
ძირითად შტატში არ მუშაობს (მოწვეული სპეციალისტია), ვინაიდან დაზღვეული არ არის ვალდებული გაიკითხოს ამა თუ იმ ექიმის შრომითი ხელშეკრულების პირობები .
ანაზღაურების ელექტრონული სერვისის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად , ხელზე გასაცემი თანხა 500 ლარამდე , ხოლო აღნიშნულზე მეტი თანხის უნაღდო
ანგარიშსწორება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში .
• მედიკამენტები:
ამ კუთხით შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს , გარდა საკვები დანამატებისა . ასევე არ უნდა მოხდეს მედიკამენტების გაფილტვრა მწარმოებლის ან სავაჭრო დასახელების მიხედვით .
• დაზღვევამდე არსებული დაავადებები:
უნდა ანაზღაურდეს ყველა დაზღვეულ პირზე (მათ შორის იმ დამატებით ოჯახის წევრებზე , რომელთაც უწყვეტი სადაზღვევო პერიოდი აქვთ ).
• ქრონიკული დაავადებები:
უნდა ანაზღაურდეს მაქსიმალურად ყველა ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკა , საკონტროლო კვლევები , კონსულტაცია და მკურნალობა , განსაკუთრებით სასუნთქი
სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები , ონკოლოგიური დაავადებები (როგორც ქირურგია , ისე ქიმიო და სხივური თერაპია ); სისტემური დაავადებები ,
სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები , ართრიტები და ართროზები , ნევროლოგიური დაავადებების ფართო სპექტრი (გარდა ეპილეფსიისა და ფსიქიკური
აშლილობებისა), ასევე უნდა დაფინანსდეს ენდოპროტეზირების ოპერაციის ხარჯები , მათ შორის იმპლანტის და სტენტის საფასურიც (შესაძლოა ქველიმიტის არსებობა ).
• ორსულობა/მშობიარობა:
უნდა ვრცელდებოდეს ყველა დაზღვეულზე, მათ შორის ნებისმიერი ასაკის შვილზე და დამატებით ოჯახის წევრზე (დაზღვევამდე დამდგარი ორსულობა დამატებით ოჯახის
წევრს დაუფინანსდეს უწყვეტი სადაზღვევო პერიოდის შემთხვევაში ), მომსახურება უნდა მოიცავდეს აყვანილ ექიმს , ლუქს პალატასა და ნებისმიერი ტიპის გაუტკივარებას .
● დაზღვევა უნდა ფარავდეს ნებისმიერი ფლორით გამოწვეულ მცირე მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებს , გარდა ვენერიული დაავადებებისა (პოზიტიური სია )
• პროვაიდერები:
აუცილებელი მოთხოვნაა პროვაიდერთა ფართო ქსელის არსებობა ქალაქებში: რუსთავი, კასპი, ფოთი, ბათუმი, დედოფლისწყარო, ოზურგეთი. ასევე ოჯახის ექიმისა
და ნაღდი/უნაღდო ანაზღაურების გამართული სერვისი ამ ქალაქებში. (დამატებითი ოჯახის ექიმების დანიშვნა რუსთავის და კასპის ქარხნებში)
განსაკუთრებით საყურადღებოა პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკები, კასპში კლინიკა "მარიმედი"-ს და რუსთავში კლინიკა "დენსი"-ს პროვაიდერ კლინიკათა ნუსხაში
არსებობა
 საოჯახო პაკეტი:
60 დღიანი ვადა ოჯახის წევრების დაზღვევაზე გადაწყვეტილების მისაღებად; საოჯახო პაკეტი უნდა ითვალისწინებდეს შვილებს მინ. 21 წლამდე, ხოლო 21 წლიდან
შვილები დამატებითი პოლისის პირობებით ისარგებლებენ; დამატებითი პოლისი უნდა იყოს 2 ტიპის: 30 და 50 ლარიანი პრემიით, აქედან 50 ლარიანი უნდა იყოს საბაზისო
პაკეტის თითქმის იდენტური (იხ.ზემოთ), დამატებით ოჯახის წევრებში იგულისხმება მშობლები და და /ძმა 65 წლამდე , შვილები 21 წლიდან .
• რეპორტი:
კომპანიის მუშაობის და წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული დაავადებების განვითარების რისკის შემცირების მიზნით ჰაიდელბერგ ცემენტისა
და საბროკერო კომპანიის მიერ წინასწარ შემუშავებულია ნოზოლოგიათა ნუსხა ICD10-ის მიხედვით , რომელიც უნდა ანაზღაუირდეს 100%-ით . ასევე სადაზღვევო კომპანიას დაევალება
ჰაიდელბერგ ცემენტის მენეჯმენტს მიაწოდოს ყოველთვიურად ინფორმაცია , თუ რომელიმე თანამშრომელმა (ოჯახის წევრებსა და დამატებით წევრებს არ შეეხებათ )
ამ სიით განსაზღვრული დაავადებით მიმართა სადაზღვევო კომპანიას . თანამშრომელზე სამედიცინო ინფორმაციის მოპოვების იურიდიული საკითხი დარეგულირებელია
ჰაიდელბერგის შრომითი ხელშეკრულებით, რომლის დრაფტიც წინასწარ გადაეცემა სადაზღვევო კომპანიას .
• გეგმიური სტომატოლოგია არაპროვაიდერ კლინიკაში:
ეს მოდული განიხილება მხოლოდ თანამშრომლებისათვის და შემოთავაზებას ველით სადაზღვევო კომპანიისაგან .
• ცხელი ხაზი:
არჩეული სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზს უნდა დაემატოს ჰაიდელბერგ ცემენტის დაზღვეულთათვის სპეციალური კორპორატიული ნომერი (უზრუნველყოფს თავად
კომპანია ჰაიდელბერგცემენტი), რათა ზარების განხორციელება უფრო გაადვილდეს რეგიონებიდან .

წინადადება უნდა მოიცავდეს:


1. სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს;
2. გამონაკლისების დეტალური განმარტება;
3. პროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა;
4. არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო
დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით);
5. ოჯახის ექიმებისა და ანაზღაურების ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები აღნიშნულ ქალაქებში;
6. წინადადებას უნდა ჰქონდეს პრეზენტაციის სახე და მოთხოვნილი დამატებითი პირობები ხაზგასმით უნდა იყოს ნაჩვენები;(!)
7. სატენდერო დოკუმენტს უნდა ახლდეს სადაზღვევო კომპანიის ბოლო 3 წლის ბალანსი და Cash Flow; (!)
8. წინადადებების მიღების ბოლო ვადაა: 02.10.2017 12:00

გთხოვთ გამოაგზავნოთ წინადადების ელექტრონული ვერსია ელ.ფოსტაზე: და tamunasikharulidze@yahoo.com,


ხოლო წინადადებების დედნები გამოაგზავნეთ დახურულ კონვერტებში 2 ეგზემპლიარად მისამართზე:
ქ. თბილისი, ს.ცინცაძის ქუჩა #3
თამარ სიხარულიძე
ტელ: 597 996 886; 599 333 606;

წინადადების გადმოგზავნის ბოლო ვადა 10/2/2017

საბროკერო კომპანიის საკომისიო 8.00%

შპს „აი ბი სი ჯორჯია“ შესაძლოა დაგიკავშირდეთ დამატებით კითხვებით მოწოდებული შემოთავაზების


დეტალებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გთხოვთ მიუთითოთ თქვენი კომპანიის ამ პროექტთან მიმართებაში
საკონტაქტო პირის სახელი,გვარი; პირადი ტელეფონი და ელ. მისამართი.

You might also like