Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

დანართი №5

ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები

1
1.ზოგადი და ადმინისტრაციული დებულებები

1.1 შესავალი

ეს დოკუმენტი ადგენს ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეტჩერიზაციის,


გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატი საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების
მინიმალურ მოთხოვნებს. მარეგულირებლის მიერ საწარმოებისთვის შესაძლოა დაწესდეს
ანგარიშგების სხვა განსხვავებული მოთხოვნებიც.

1.2 საწარმოები რომლებზეც ვრცელდება დოკუმენტი

ეს დოკუმენტი ვრცელდება შემდეგ ლიცენზიატებზე:

 ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი;


 ელექტროენერგიის გადამცემის ლიცენზიატი;
 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი.

1.3 წარდგენა, ხელმოწერის ავტორიზება და საკონტაქტო ინფორმაცია

ამ დოკუმენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლიცენზიატმა საწარმოებმა


საანგარიშგებო წლის ანგარიში უნდა წარადგინოს არაუგვიანეს საანგარიშგებო წლის მომდევნო
წლის 1 მაისამდე, მარეგულირებლის მიერ გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმების
შესაბამისად.

ანაგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს ლიცენზიატი საწარმოს გენერალური და


ფინანსური დირექტორების მიერ. საწარმოს შეუძლია განსაზღვროს ანგარიშის წარდგენაზე
უფლებამოსილი პირი.

ანგარიშგების ფორმა უნდა შეიცავდეს იმ პირის სახელს და გვარს, თანამდებობას და


საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც მარეგულირებლის მხრიდან დამატებითი კითხვების
შემთხვევაში, უფლებამოსილია და აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს განმარტებები ანგარიშთან
დაკავშირებით.

1.4 ანგარიშგების პერიოდები

წლიური ანგარიშგების პერიოდი შეადგენს ერთ კალენდარულ წელს 1 იანვრიდან 31


დეკემბრის ჩათვლით.
2
1.5 ანგარიშგების ფორმები

წლიური ანგარიშგების ფორმა შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

 საწარმოს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები;


 ფინანსური ფორმები;
 არაფინანსური ფორმები;
 განმარტებითი შენიშვნები.

თუ საწარმო ეწევა ერთზე მეტ ლიცენზირებად საქმიანობას, მან ასევე უნდა წარადგინოს
გაერთიანებული ანგარიშგების ფორმა.

2. ცხრილი 1 - საწარმოს შესახებ ინფორმაცია

ლიცენზიატი საწარმოს შესახებ ინფორმაცია მოიცავს საწარმოს იურიდიულ


სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, ლიცენზიის ტიპის, ანგარიშგების პერიოდის,
ანგარიშგებაზე ხელმომწერი პირისა, საწარმოს მფლობელობის შესახებ და სხვა ინფორმაციას.

3. ფინანსური ფორმები

ფინანსური ანგარიშგება არის ლიცენზიატი საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და


მისი საქმიანობის ფინანსური შედეგების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული სურათი.
ფინანსური ანგარიშგების მიზანია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, მისი საქმიანობის
ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების შესახებ ისეთი ინფორმაციის წარმოდგენა,
რომელიც გამოადგება მარეგულირებელს გადაწყვეტილებების მისაღებად.

ლიცენზიატმა საწარმომ მარეგულირებელს უნდა წარუდგინოს აუდირებული


ფინანსური ანგარიშები.

ფინანსური ფორმები მოიცავს:

 ცხრილი 2 - მოგება–ზარალის ანგარიშგებას;


 ცხრილი 3 - ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას;
 ცხრილი 4 - საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებას;
 ცხრილი 5 - ფულადი ნაკადების ანგარიშგებას;
 ცხრილი 6 - საცდელ ბალანსს;

3
 ცხრილი 7 - გრძელვადიანი აქტივების მოძრაობას;

ცხრილი 2 და ცხრილი 3 შეიცავს მუხლების დასახელებებს შესაბამისი კოდით და მათი


ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის ანგარიშებთან დამაკავშირებელი კოდები
წარმოდგენილი იქნება ცხრილი 6-ში.

3.1 ცხრილი 2 - მოგება–ზარალის ანგარიშგება

მოგება-ზარალის ანგარიშგება ასახავს საანგარიშგებო პერიოდისთვის საწარმოს


შემოსავლებსა და ხარჯებს, იგი სრულად შეესაბამება ერთიანი საბუღალტრო სააღრიცხვო
სისტემის ანგარიშთა გეგმას.

3.2 ცხრილი 3 - ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება წარმოადგენს საწარმოს საანგარიშგებო


პერიოდის ბალანსს, იგი სრულად შეესაბამება ერთიანი საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის
ანგარიშთა გეგმას.

3.3 ცხრილი 4 – საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება

საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება ასახავს საწარმოს საკუთარი


კაპიტალის ყველა ცვლილებას საანგარიშგებო პერიოდში, იგი მოიცავს აღნიშნულ პერიოდში
წმინდა აქტივების ზრდას ან შემცირებას.

3.4 ცხრილი 5 - ფულადი ნაკადების ანგარიშგება

ფულადი ნაკადების ანგარიშგება ასახავს ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდის


განმავლობაში საწარმოს ფულად სახსრებსა და ფულადი სახსრების ეკვივალენტებში მომხდარი
ცვლილებების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია ცალ-ცალკე, საოპერაციო საქმიანობის,
საინვესტიციო საქმიანობისა და საფინანსო საქმიანობის მიხედვით.

3.5 ცხრილი 6 – საცდელი ბალანსი

საცდელი ბალანსი ასახავს ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში


საწარმოს საბუღალტრო ანგარიშებზე საწყისი ბალანსის, ბრუნვის და საბოლოო ბალანსის
შესახებ, იგი სრულად შეესაბამება ერთიანი საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის ანგარიშთა
გეგმას.

4
3.6 ცხრილი 7 - გრძელვადიანი აქტივების მოძრაობა

გრძელვადიანი აქტივების მოძრაობის ფორმა ასახავს ინფორმაციას საანგარიშგებო


პერიოდის განმავლობაში საწარმოს გრძელვადიანი აქტივების საბალანსო ღირებულებების
ცვლილებების შესახებ. მასში წარმოდგენილია აქტივების შესახებ ისეთი ინფორმაცია
როგორიცაა: საწყისი/საბოლოო ბალანსი, დამატებები, ჩამოწერა, შიდა გადაცემა, ცვეთა-
ამორტიზაცია, ეკონომიკური გაუფასურება, იგი სრულად შეესაბამება ერთიანი საბუღალტრო
სააღრიცხვო სისტემის ანგარიშთა გეგმას.

4. არაფინანსური ფორმები

არაფინანსური ფორმები წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას, რომელიც ეხმარება


მარეგულირებელს ობიექტურ განსჯასა და ანალიზში.

არაფინანსური ანგარიშგების ფორმები მოიცავს:

 ცხრილი 8 - ორგანიზაციულ სტრუქტურას;


 ცხრილი 9 - მსხვილი შესყიდვების ანგარიშგებას;
 ცხრილი 10 - ანგარიშგებას დაკავშირებულ მხარესთან განხორციელებული
ტრანზაქციების შესახებ.

4.1 ცხრილი 8 - ორგანიზაციული სტრუქტურა

საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მოიცავს დირექტორატის,


დეპარტამენტების, განყოფილებების და სხვა სტრუქტურული ერთეულების (რომლებიც
ერთიანდება ფუნქციის, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ან სხვა ნიშნის მიხედვით)
ჩამონათვალს; ასევე, თითოულ სტრუქტურულ ერთეულში არსებული საშტატო პოზიციების
ჩამონათვალსა და სამუშაო აღწერილობას კონკრეტული პოზიციების შესაბამისად. იმ
შემთხვევაში თუ საწარმო რეგულირებად საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა რეგულირებად ან
სხვა სამეწარმეო საქმიანობას აუცილებელია იდენტიფიცირდეს ისეთი საშტატო ერთეულები,
რომლებიც ერთდოლულად დასაქმებულნი არიან როგორც რეგულირებად ასევე სხვა
სამეწარმეო საქმიანობაში. ასევე, შესაძლოა მოიცავდეს საწარმოს ორგანიზაციულ
სტრუქტურასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.

4.2 ცხრილი 9 - მსხვილი შესყიდვების ანგარიშგება

საწარმომ უნდა წარმოადგინოს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული 50


ყველაზე ძვირადღირებული შესყიდვის ჩამონათვალი.

5
4.3 ცხრილი 10 - ანგარიშგება დაკავშირბულ მხარესთან განხორციელებული ტრანზაქციების
შესახებ

საწარმომ უნდა წარმოადგინოს ანგარიშგება დაკავშირებულ მხარესთან


განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. აღნიშნულ ფორმაში უნდა იქნეს წარმოდგენილი
ტრანზაქციები, რომელთა ღირებულება ერთ კონკრეტულ პირთან საანგარიშგებო პერიოდის
განმავლობაში აღემატება 50 000 ლარს (თუკი წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახის
შესყიდვა ერთ დაკავშირებულ პირთან განხორციელდა რამოდენიმეჯერ, საწარმომ ერთ
შესყიდვად უნდა წარმოადგინოს და მიუთითოს მათი ჯამური ღირებულება.).

5. განმარტებითი შენიშვნები

განმარტებითი შენიშვნები მოიცავს დამატებით ინფორმაციას, გარდა ანგარიშგების


ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციისა. განმარტებით შენიშვნებში ასახული უნდა იქნეს
ანგარიშგების მუხლების სიტყვიერი დახასიათება, ან მათ შესახებ დეტალიზებული მონაცემები,
ასევე დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ანგარიშგებაში სხვაგან ასახული არ არის,
მაგრამ აუცილებელია საწარმოს ანგარიშგების რომელიმე ელემენტის გასაგებად.

ლიცენზიატმა საწარმომ განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია ეწევა


თუ არა არარეგულირებად საქმიანობას ან ერთზე მეტ რეგულირებად საქმიანობას.

ლიცენზიატმა საწარმომ განმარტებითი შენიშვნები უნდა მოამზადოს


შეძლებისდაგვარად სისტემატიზებული სახით. სისტემატიზების მეთოდის დადგენისას
საწარმომ უნდა გაითვალისწინოს მისი გავლენა ანგარიშგების აღქმადობასა და შესადარისობაზე.
ანგარიშგების თითოეული მუხლი, ურთიერთმითითების გამოყენებით უნდა იქნეს
დაკავშირებული განმარტებით შენიშვნებში ასახულ შესაბამის ინფორმაციასთან.

განმარტებითი შენიშვნების სტანდარტული ფორმა არ არის დადგენილი


მარეგულირებლის მიერ, მას ამზადებს საწარმო წერილობითი სახით, იგი წარმოადგენს
ანგარიშგების განუყოფელ ნაწილს და თან ერთვის მას.

You might also like