Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 285

1

კოლინ ჰუვერი
ვერიტი

მთარგმნელი
ანა ჭიჭინაძე

2
წიგნი ეძღვნება იმ ერთადერთი ადამიანს, რომლისთვისაც ეს წიგნი
უნდა მიმეძღვნა.

ტარინ ფიშერ,
გმადლობ, რომ ისევე იღებ ადამიანების ბნელ მხარეებს, როგორც
მათ ნათელი მხარეებს.

3
1

ჯერ მისი თავის ქალის გატეხის ხმა მესმის, შემდეგ კი ჩემამდე


სისხლის შხეფები აღწევს. ვცბები, უკან ვიხევ და ტროტუარზე ავდი-
ვარ, მაგრამ ცალ ქუსლს ტროტუარზე ვერ ვაწვდენ და რომ არ წა-
ვიქცე, საგზაო ნიშნის ბოძს ვებღაუჭები წარწერით „მანქანა არ გა-
აჩეროთ“.
რამდენიმე წამის წინ ის კაცი წინ მედგა. ხალხთან ერთად ვიდე-
ქით და ყველანი შუქნიშნის მწვანე ნათებას ველოდით. კაცმა ნაად-
რევად გადაწყვიტა გადასვლა, რა დროსაც სატვირთომ გაიტანა. შე-
საჩერებლად მისკენ გადავიხარე, მაგრამ ხელი ვეღარ წავატანე და
კაცი ასფალტზე დაეცა. თვალები მანამდე დავხუჭე, სანამ თავზე მან-
ქანის საბურავი გადაუვლიდა, მაგრამ შამპანურის ბოთლიდან სა-
ცობის ამოძრობის მსგავსი ხმა მაინც გავიგონე.
მისი ბრალი იყო. ტელეფონს ჩასცქეროდა და, სავარაუდოდ, იმ-
იტომ დაემართა, რომ მანამდეც ბევრჯერ გადაუკვეთია ქუჩა ინცი-
დენტის გარეშე. ყოველდღიურობით გამოწვეული სიკვდილი.
ხალხი გაოგნებულია, მაგრამ არავინ ყვირის. სატვირთოდან
მგზავრი ხტება და მაშინვე კაცის ცხედართან იმუხლება. შეკრებილ-
თაგან ბევრი საშველად წინ გარბის, მე კი უკან ვიხევ. აუცილებელი
არ არის ბორბლებში მოყოლილ კაცს დავხედო იმის გამოსაცნო-
ბად, რომ ცოცხალი აღარაა. ჩემს ერთ დროს თეთრ და ახლა სის-
ხლის შხეფებით შეღებილ პერანგზე დახედვითაც ვხვდები, რომ მას
ახლა სასწრაფო დახმარება კი არა, კატაფალკა სჭირდება.
პირი ვიბრუნე, რომ ამ საშინელებას გვერდი ავუქციო და სულის
მოსათქმელი ადგილი ვიპოვო, მაგრამ შუქნიშანი უკვე გადასვლას
მანიშნებს და ხალხის სქელი მასა წინ მიემართება, რაც შეუძლე-
ბელს ხდის მანჰეტენის მდინარეში დინების საწინააღმდეგოდ სვლ-
ას. ზოგიერთი შემთხვევის ადგილს ისე უვლის გვერდს, ტელეფონი-
დან თავს არც იღებს. მე კი იქითკენ თავს ფრთხილად ვატრიალებ

4
და ვცდილობ კაცს პირდაპირ არ შევხედო. მანქანის წინ სატვირ-
თოს მძღოლი დგას და თვალებგაფართოებული ტელეფონზე ლაპა-
რაკობს. მას სამი თუ ოთხი კაცი ეხმარება. დაუძლეველი ცნობისმო-
ყვარეობით შეპყრობილი კიდევ რამდენიმე გამვლელი ამ საზარელ
სცენას ტელეფონით იღებს.
ისევ ვირჯინიაში რომ ვცხოვრობდე, ეს შემთხვევა სულ სხვანაი-
რად წარიმართებოდა. ირგვლივ ყველა გაჩერდებოდა. პანიკა ატ-
ყდებოდა, ხალხი აყვირდებოდა, ტელევიზიის გადამღები ჯგუფი
რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე გაჩნდებოდა. აქ კი, მანჰე-
ტენზე, ფეხით მოსიარულეს მანქანა იმდენად ხშირად ეჯახება, ეს მხ-
ოლოდ შექმნილი უხერხულობაა. ზოგიერთისთვის ეს შეფერხებუ-
ლი მოძრაობაა, სხვებისთვის კი დასვრილი ტანსაცმელი. ეს იმდე-
ნად ხშირად ხდება, სავარაუდოდ, გაზეთებშიც კი არ დაწერენ.
ერთი მხრივ, ზოგიერთი აქაურის გულგრილობა მაშფოთებს, მე-
ორე მხრივ, სწორედ ამიტომ გადმოვსახლდი ათი წლის წინ ამ ქა-
ლაქში. ჩემნაირების ადგილი ხალხით გადაჭედილ ქალაქებშია. ჩე-
მი ცხოვრებისეული მდგომარეობა ამხელა ადგილებისთვის შეუფე-
რებელია. აქ ჩემზე ბევრად შესაბრალისი ისტორიების მქონე ხალხი
ცხოვრობს.
აქ უჩინარი ვარ. უმნიშვნელო. გადაჭედილ მანჰეტენზე ჩემნაი-
რები არავის აინტერესებს და აქაურობა სწორედ ამიტომ მიყვარს.
– დაშავდით? – ავცქერი კაცს, რომელიც მკლავზე მეხება და პე-
რანგზე მაკვირდება. ღრმად შეშფოთებული გამომეტყველებით
მათვალიერებს და ჭრილობებს ეძებს. მისი რეაქციით ვხვდები, რომ
გულქვა ნიუიორკელი არაა. შესაძლოა ახლა აქ ცხოვრობს, მაგრამ
საიდანაც უნდა იყოს, ცხადია, აქაურობას მისგან თანაგრძნობა ერ-
თიანად არ გამოუცლია.
‒ დაშავებული ხართ? – მიმეორებს უცნობი და ამჯერად თვალე-
ბში მიყურებს.
– არა, ჩემი სისხლი არაა. მის ახლოს ვიდექი, როცა... ‒ ვჩერდე-
ბი. ახლახან ადამიანის სიკვდილს შევესწარი. მასთან ისე ახლოს ვი-
დექი, რომ მისი სისხლი შემომესხა.

5
ამ ქალაქში იმისთვის გადმოვსახლდი, რომ უჩინარი გავმხდა-
რიყავი, მაგრამ, ცხადია, უგრძნობი არა ვარ. ამაზე ვმუშაობ – ვცდი-
ლობ ჩემ ფეხქვეშ დაგებული ასფალტივით გავიმაგრო გული. ჯერ
წარმატებას ვერ მივაღწიე. ვგრძნობ, იმის გამო, რასაც შევესწარი,
მუცელი უსიამოვნოდ მგვრემს.
პირზე ხელს ვიფარებ, მაგრამ მაშინვე ვიშორებ, რადგან ტუჩებ-
ზე წებოვანებას ვგრძნობ. აქაც სისხლი. პერანგზე ვიხედები. მასზე
უამრავი სისხლია და არც ერთი წვეთი ჩემი არ არის. პერანგს თითე-
ბით ვიჭერ და მკერდიდან ვიშორებ, მაგრამ კანზე მაინც მეწებება იმ
ადგილებში, სადაც სისხლის შხეფებს გაშრობა დაუწყია.
მგონი, წყალი მჭირდება. თავბრუ მეხვევა. მინდა შუბლი მოვის-
რისო, ცხვირზე მოვიჭირო ხელი, მაგრამ საკუთარ სხეულზე შეხება
მაშინებს. ავყურებ კაცს, რომელსაც ისევ ჩემი მკლავი ჩაუბღუჯავს.
– სახეზეც მაქვს? – ვეკითხები.
ტუჩებს კუმავს და თვალებს აცეცებს, ქუჩას ათვალიერებს. შემ-
დეგ რამდენიმე შენობის იქით კაფესკენ მანიშნებს.
– იქ ტუალეტი იქნება, – მეუბნება, ზურგზე ხელს მაბჯენს და კა-
ფესკენ მივყავარ.
ქუჩის გადაღმა ვიხედები, „პანთემ-პრესის“ შენობისკენ, სადაც
უბედურ შემთხვევამდე მივდიოდი. ძალიან ახლოს ვიყავი. თხუთმე-
ტი ან იქნებ ოცი ფუტი მაშორებდა შეხვედრას, რომელზე დასწრებაც
აუცილებლად მჭირდებოდა.
ნეტავ ის კაცი რამდენად ახლოს იყო მისი დანიშნულების ადგი-
ლიდან?
კაფესთან მისვლისას უცნობი კარს მიღებს. ქალი, რომელსაც
ორივე ხელში ყავა უჭირავს, ცდილობს კარში გვერდი ამიაროს, მაგ-
რამ შემდეგ ჩემს პერანგს ამჩნევს, უკან იხევს და ორივეს გზას გვით-
მობს. ქალების ტუალეტისკენ მივდივარ, მაგრამ კარი ჩაკეტილია.
ჩემი თანმხლები მამაკაცების ტუალეტის კარს ხელს ჰკრავს და მა-
ნიშნებს, წამომყევიო.
კარს არ კეტავს. ნიჟარას უახლოვდება და წყალს უშვებს. სარკე-
ში ვიხედები და გულზე მეშვება, რადგან არც ისეთი მდგომარეობაა,

6
როგორისაც მეშინოდა – ლოყებზე მამჩნევია რამდენიმე წვეთი,
რომლებიც გამუქებასა და გაშრობას იწყებენ, წარბს ზემოთ კიდევ
ერთი შხეფი მაქვს. საბედნიეროდ, მდგომარეობის სიმძიმე პერანგს
აუღია საკუთარ თავზე.
კაცი სველ ხელსახოცს მაწვდის. სანამ სახეს ვიწმენდ, ის მეორეს
ასველებს. ახლა უკვე მცემს სისხლის სუნი. ჰაერში დატრიალებული
მძაფრი სუნი წარსულს მახსენებს, იმ დროს, როცა ათი წლის ვიყავი.
მაშინ სისხლის სუნი იმდენად ძლიერი იყო, რომ ამდენი წლის შემ-
დეგად მახსენებს თავს.
გული მერევა და სუნთქვის შეკავებას ვცდილობ. არ მინდა აქ ვა-
ღებინო. მინდა პერანგი გავიხადო. ახლავე.
თითების კანკალით ვიხსნი ღილებს, ვიხდი პერანგს და მას ონ-
კანის წყალს ვუშვერ. სანამ წყალს მოქმედებას ვაცდი, უცნობს ხელ-
სახოცებს ისევ ვართმევ და მკერდიდან სისხლის მოწმენდას ვიწყებ.
კაცი კარისკენ მიდის, მაგრამ ნაცვლად იმისა, მარტო დამტოვოს
ჩემი ძალიან უხეირო ბიუსტჰალტერის ამარა დარჩენილი, კარს რა-
ზავს, რომ შიშველს თავზე არავინ წამომადგეს. შემაშფოთებლად
რაინდულად იქცევა და თავს უხერხულად ვგრძნობ. სარკეში მის გა-
მოსახულებას ვხედავ და ვიძაბები.
კარზე ვიღაც აკაკუნებს.
– მალე გამოვალ, – ეხმაურება კაცი.
ოდნავ ვდუნდები, იმით დამშვიდებული, რომ თუ დამჭირდება,
გარეთ ჩემს კივილს გაიგონებენ.
ისევ სისხლზე გადავერთე და იმდენ ხანს ვიბან, რომ კისერსა და
მკერდს ბოლომდე ვისუფთავებ. შემდეგ თმას ვიმოწმებ, სარკეში
მარცხნიდან მარჯვნივ ვტრიალდები, მაგრამ გახუნებული კარამე-
ლისფერი თმის ქვეშ მხოლოდ შავ ძირებს ვამჩნევ.
‒ აი, – მეუბნება კაცი და თავისი გატკიცინებული პერანგის ბო-
ლო ღილს იხსნის, – ეს ჩაიცვი.
კოსტიუმი უკვე გაუხდია და კარის სახელურზე ჩამოუკიდია. პე-
რანგს იხდის და თეთრი მაისურის ამარა რჩება. დაკუნთულია, ჩემზე
მაღალი. მის პერანგში ჩავიკარგები. ამით შეხვედრაზე ვერ მივალ,

7
მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. გამოწვდილ პერანგს ვართმევ. კიდევ
რამდენიმე ხელსახოცს ვიღებ და კანზე ვისვამ, შემდეგ პერანგს ვიც-
ვამ და ღილების შეკვრას ვიწყებ. სასაცილოდ გამოვიყურები, მაგ-
რამ სხვა თუ არაფერი, ჩემი გატეხილი თავის ქალის სისხლი მაინც
არ შეშხეფებია სხვის პერანგს. თავს ამით ვიმშვიდებ.
ნიჟარიდან სველ პერანგს ვიღებ და ვეგუები იმ აზრს, რომ მისი
გადარჩენა შეუძლებელია. სანაგვე ყუთში ვაგდებ. შემდეგ ნიჟარას
ვეყრდნობი და საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდები. იქიდან ორი
დაღლილი ცარიელი თვალი შემომცქერის. ღია თაფლისფერი ირი-
სები ჩამმუქებია. ხელისგულებით ლოყებს ვისრეს ფერის დასაბრუ-
ნებლად, მაგრამ უშედეგოდ. სიკვდილს ვგავარ.
სარკეს ვშორდები და კედელს ვეყრდნობი. კაცი ჰალსტუხს კე-
ცავს, კოსტიუმის ჯიბეში იდებს და წამით მაკვირდება.
– ვერ ვხვდები, დამშვიდდით თუ შოკში ხართ?
შოკში არა ვარ, მაგრამ არც ის ვიცი, დავმშვიდდი თუ არა.
‒ არ ვიცი, – ვაღიარებ, – თქვენ კარგად ხართ?
‒ კარგად ვარ, – მპასუხობს, – სამწუხაროდ, უარესებიც მინა-
ხავს.
თავს გვერდზე ვხრი და ვცდილობ, ამოვხსნა მისი იდუმალი პა-
სუხი. თვალს მარიდებს და ამის გამო კიდევ უფრო ვაშტერდები. მა-
ინტერესებს, ისეთი რა უნახავს, რაც სატვირთოს ბორბლებქვეშ და-
მსხვრეულ თავის ქალაზე უარესია. იქნებ ძირძველი ნიუიორკელია,
ან საავადმყოფოში მუშაობს. ისეთი მყარი აურა აქვს, როგორიც
მათ, ვინც სხვებს განაგებენ.
− ექიმი ხართ?
უარის ნიშნად თავს აქნევს.
– უძრავ ქონებაში ვარ. ყოველ შემთხვევაში, ვიყავი, – მიახლოვ-
დება, მხარზე მეხება და პერანგიდან რაღაცას მიფერთხავს. მისი პე-
რანგიდან. ხელს რომ ასწევს, წამით სახეში მიყურებს და შემდეგ
უკან იხევს.
თვალები იმ ჰალსტუხისფერი აქვს, რომელიც ახლახან ჯიბეში ჩა-
იდო. ღია მწვანე, შარტრეზისფერი. სიმპათიურია, მაგრამ მასში რა-

8
ღაც ისეთია, რაც მაფიქრებინებს, რომ ურჩევნია, არ იყოს სიმპათი-
ური. თითქოს ეს მისთვის შემაწუხებელიც კია. გულის სიღრმეში
სურს, რომ ყურადღება არავინ მიაქციოს. სურს შეუმჩნეველი დარჩ-
ეს ამ ქალაქში. ზუსტად ჩემსავით.
ადამიანების უმრავლესობა ნიუ-იორკში იმიტომ ჩამოდის, რომ
საჭირო ხალხმა აღმოაჩინონ. დანარჩენები აქ დასამალად ჩამოვ-
დივართ.
– რა გქვიათ? – მეკითხება.
– ლოუენი.
ჩემი სახელის გაგონებისას ჩუმდება, მაგრამ სულ რამდენიმე წა-
მით.
– ჯერემი, – ამბობს.
ნიჟარას უახლოვდება, წყალს ისევ უშვებს და ხელებს იბანს.
ისევ ვაშტერდები და ცნობისმოყვარეობას ვერ ვიოკებ. რას გულის-
ხმობს, რომ იმაზე უარესი უნახავს, რასაც ახლა შევესწარით? თქვა,
უძრავ ქონებაში ვმუშაობდიო, მაგრამ რეალტორად მუშაობის ყვე-
ლაზე ცუდი გამოცდილებაც კი ვერ აქცევს ადამიანს ისე პირქუშად,
როგორიც ეს კაცია.
– რა შეგემთხვათ? – ვეკითხები.
სარკიდან მიყურებს.
– რას გულისხმობთ?
– მითხარით, უარესი მინახავსო. ასეთი რა გინახავთ?
ონკანს კეტავს, ხელებს იშრობს და მიყურებს.
– მართლა გაინტერესებთ?
დასტურის ნიშნად თავს ვუქნევ.
ხელსახოცს ნაგვის ურნაში აგდებს და ხელებს ჯიბეებში იწყობს.
კიდევ უფრო პირქუშ გამომეტყველებას იღებს. თვალებში მიყუ-
რებს, მაგრამ აქ, ჩემთან, არ არის.
– ხუთი თვის წინ ჩემი რვა წლის ქალიშვილის გვამი ტბიდან ამო-
ვიტანე.
სუნთქვა მეკვრის და ხელს ყელზე ვიჭერ. პირქუში არ ყოფილა.
ეს სასოწარკვეთაა.

9
– ძალიან ვწუხვარ, – ვჩურჩულებ.
მართლა ასეა. მისი ქალიშვილის გამო ვწუხვარ. ჩემი ცნობის-
მოყვარეობის გამოც ვწუხვარ.
‒ თქვენ? – მეკითხება და თაროს ისე ეყრდნობა, თითქოს მოსას-
მენად მზადაა. თითქოს ამ საუბარს ელოდა. ელოდა, რომ ვინმეს გა-
იცნობდა, ვინც მის ტრაგედიას ნაკლებ ტრაგედიად გამოაჩენდა. ასე
ხდება, როდესაც ცუდზე უარესი გაქვს გამოცდილი. შენნაირ ხალხს
ეძებ... შენზე ცუდად მყოფებს... და მათ იყენებ, რომ იმ საზარელი ამ-
ბების გამო, რაც თავს გადაგხდენია, თავი უკეთ იგრძნო.
ნერწყვს ვყლაპავ, რადგან ჩემი ტრაგედიები, მის ტრაგედიებთან
შედარებით, არაფერია. ყველაზე ბოლოს ვიხსენებ, მაგრამ თქმის
მრცხვენია, რადგან მის ამბავთან შედარებით არაფერია.
– გასულ კვირას დედაჩემი გარდაიცვალა.
ჩემს ტრაგედიაზე ისეთი რეაქცია არა აქვს, როგორიც მე მქონდა
მისაზე. რეაქცია საერთოდ არა აქვს და ნეტავ იმიტომ, რომ იმედი
ჰქონდა ჩემი უარესი იქნებოდა? ასე არაა. მან გაიმარჯვა.
– როგორ გარდაიცვალა?
‒ კიბო ჰქონდა. ბოლო ერთი წელი ჩემთან მყავდა და ვუვლიდი,
– პირველი ადამიანია, ვისაც ეს ვუთხარი. გულისცემას ვგრძნობ და
მაჯაზე მეორე ხელს ვიჭდობ, ‒ რამდენიმე კვირის შემდეგ დღეს პირ-
ველად გამოვედი ქუჩაში.
ერთმანეთს ერთ წამს ვუყურებთ. კიდევ რაღაცის თქმა მინდა,
მაგრამ უცნობთან ასეთი მძიმე საუბარი არასდროს მქონია. ერთი
მხრივ, საუბრის დასრულებაც მინდა, რადგან ეს დიალოგი სანამდე
უნდა გაგრძელდეს?
არც გრძელდება. უბრალოდ, ჩერდება.
კაცი ისევ სარკისკენ ტრიალდება, საკუთარ თავს უყურებს და
შუბლზე ჩამოშვებულ შავ თმას უკან იწევს.
‒ შეხვედრაზე უნდა წავიდე. დარწმუნებული ხართ, რომ კარგად
იქნებით? – სარკიდან ახლა ჩემს გამოსახულებას უყურებს.
– ჰო, ყველაფერი რიგზეა.
– ყველაფერი რიგზეა? – ტრიალდება და ნათქვამს შეკითხვასავ-

10
ით მიბრუნებს, თითქოს „კარგად“ რომ მეთქვა, უფრო დამაჯერებე-
ლი იქნებოდა.
‒ ჰო, ყველაფერი რიგზეა, – ვიმეორებ, – გმადლობთ დახმარე-
ბისთვის.
მინდა გაიღიმოს, მაგრამ ამ სიტუაციას არ უხდება. მაინტერე-
სებს, როგორი ღიმილი აქვს. ღიმილის ნაცვლად მხრებს იჩეჩს და
მეუბნება:
– თუ ასეა, კარგი, – კარს უახლოვდება, აღებს და მიჭერს, რომ
პირველი გავიდე, მაგრამ მაშინვე არ ვიძვრი.
ისევ ვუყურებ და მზად არა ვარ გარე სამყაროსთან შესახვედ-
რად. მის სიკეთეს ვაფასებ და მინდა მეტი ვუთხრა, როგორღაც მად-
ლობა გადავუხადო, ყავაზე დავპატიჟო ან პერანგი დავუბრუნო. ამ
კაცის ალტრუიზმმა, რაც დღეს იშვიათობაა, შთაბეჭდილება მოახ-
დინა. შემდეგ მარცხენა ხელზე მბზინავ ქორწინების ბეჭედს ვამჩნევ
და ეს მაიძულებს წინ წავიდე, ტუალეტიდან და კაფედან გავიდე და
ქუჩაში ხალხის უფრო გაზრდილ ნაკადს შევერიო.
სასწრაფო დახმარების მანქანა მოსულა და მოძრაობას ორივე
მხრიდან აფერხებს. შემთხვევის ადგილთან ვბრუნდები და მაინტე-
რესებს, ჩვენება ხომ არ უნდა მივცე. პოლიციელს ვუახლოვდები,
რომელიც სხვა თვითმხილველების ჩვენებებს იწერს. მათი ჩვენებე-
ბი ჩემგან განსხვავებული არაა, მაგრამ მე მაინც ვუყვები, რაც ვიცი,
და საკონტაქტო ინფორმაციას ვუტოვებ. არ ვიცი, ჩემი ჩვენება რაში
დაეხმარებათ – დარტყმის მომენტი არ დამინახავს, მაგრამ იმდე-
ნად ახლოს ვიყავი, რომ ხმა გავიგონე. იმდენად ახლოს, რომ ჯეკ-
სონ პოლოკის ტილოსავით შევიღებე.
უკან ვიხედები. ვხედავ, კაფედან ჯერემი გამოდის და ხელში
ახალჩამოსხმული ყავის ჭიქა უჭირავს. ქუჩას კვეთს და მთელი ყუ-
რადღება იქითკენ აქვს მიმართული, საითაც მიდის. ფიქრებით სხვა-
განაა, ალბათ, თავის ცოლზე ფიქრობს და იმაზე, თუ რას ეტყვის სახ-
ლში უპერანგოდ დაბრუნებული.
ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ და საათს ვუყურებ. კორისა და „პან-
თემ-პრესის“ რედაქტორთან შეხვედრამდე კიდევ თხუთმეტი წუთი

11
მაქვს. ახლა უფრო მაგრად მიკანკალებს ხელები, ვიდრე მაშინ,
როცა უცნობი ფიქრებს მიფანტავდა. შესაძლოა ყავამ მიშველოს.
მორფინი ნამდვილად მიშველიდა, მაგრამ გასულ კვირას დედაჩე-
მის გარდაცვალების შემდეგ, ჰოსპისიდან მოვიდნენ და თავიანთ
აპარატურასთან ერთად ისიც წაიღეს. ცუდია, რომ ისეთი თავზარდა-
ცემული ვიყავი, გადამალვა დამავიწყდა. ახლა ნამდვილად გამო-
მადგებოდა.

12
2

წუხელ კორიმ რომ მომწერა და დღევანდელი შეხვედრის შესა-


ხებ მაცნობა, მისგან რამდენიმე თვე არაფერი მსმენოდა. კომპიუტე-
რთან ვიჯექი და ფეხის ცერზე ამოღოღებულ ჭიანჭველას დავცქერო-
დი.
ჭიანჭველა მარტო იყო, მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვე-
მოთ უგზო-უკვლოდ დაცოცავდა და საკვებს ან მეგობრებს ეძებდა.
ეტყობოდა, საკუთარი მარტოობა აბნევდა. ან იქნებ თავისი ახალ-
მოპოვებული თავისუფლება უხაროდა. მიკვირდა, მარტო რატომ
იყო. ჭიანჭველები ხომ, როგორც წესი, არმიებად დამოგზაურობენ.
ის, რომ ჭიანჭველას მდგომარეობა მაინტერესებდა, აშკარად
ნიშანი იყო, რომ ბინიდან უნდა გავსულიყავი. მეშინოდა, რომ დე-
დაჩემის მოვლის გამო, იმდენ ხანს ვიყავი სახლში გამოკეტილი, დე-
რეფანში გასვლისთანავე იმ ჭიანჭველასავით დავიბნეოდი. მარ-
ცხნივ, მარჯვნივ, წინ და უკან მივაწყდებოდი. სად არიან ჩემი მეგობ-
რები? სად არის საჭმელი?
ჭიანჭველა ცერიდან ხის იატაკზე გადაღოღდა და კედლის ქვეშ
მიიმალა. ამ დროს კორის შეტყობინებაც მოვიდა. როცა რამდენიმე
თვის წინ ჩვენ შორის საზღვარი გავავლე, მეგონა, მიხვდებოდა: რა-
დგან სექსი აღარ გვაქვს, ყველაზე მისაღები ურთიერთობის ფორმა
ლიტერატურის აგენტსა და მის ავტორს შორის ელექტრონული
ფოსტა უნდა ყოფილიყო.
ასეთი შეტყობინება გამომიგზავნა: შემხვდი ხვალ ცხრაზე „პან-
თემ-პრესის“ შენობაში, მე-14 სართულზე. მგონი, შენთვის შემოთა-
ვაზება გვაქვს.
დედაზეც კი არაფერი უკითხავს. არ გამკვირვებია. ჩვენი დაშო-
რების მიზეზი სწორედ მისი ინტერესის ნაკლებობა იყო ყველაფრის
მიმართ, რაც მას და მის სამსახურს არ შეეხებოდა. მისი უშფოთვე-
ლობა უსაფუძვლოდ მაღიზიანებდა. ჩემი არაფერი ემართა, მაგრამ

13
შეეძლო, სულ მცირე, თავი ისე დაეჭირა, თითქოს გული შესტკიოდა.
გუშინ მთელი ღამე არაფერი მიპასუხია. ტელეფონი დავდე და
კედლის ძირში გაჩენილ ბზარს დავაკვირდი – იმ ადგილს, სადაც ჭი-
ანჭველა გაუჩინარდა. ვფიქრობდი, ნეტავ კედელში სხვა ჭიანჭვე-
ლებს იპოვის თუ მარტოსულად გააგრძელებს ცხოვრებას-მეთქი.
შესაძლოა მე მგავდა და სხვა ჭიანჭველების მიმართ უარყოფითად
იყო განწყობილი.
რთული სათქმელია, რატომ მაქვს ასეთი ძლიერი, ხელფეხშემ-
ბორკავი ანტიპათია სხვა ადამიანების მიმართ, მაგრამ თუ მაინც უნ-
და ავხსნა, ალბათ, ეს პირდაპირი შედეგია იმისა, რომ დედაჩემს ჩე-
მი თავზარდამცემად ეშინოდა.
შესაძლოა „თავზარდამცემად“ გადაჭარბებული იყოს, მაგრამ
ბავშვობაში ნამდვილად არ მენდობოდა. სკოლის გარეთ ხალხის-
გან იზოლირებულად მამყოფებდა, რადგან ეშინოდა იმის, რასაც ჩე-
მი ხშირი მთვარეულობის დროს ჩავდიოდი. ამ პარანოიამ ჩემზე
ზრდასრულ ასაკშიც იმოქმედა და ჩემი ცხოვრებისეული გზა განსაზ-
ღვრა. მარტოსულობა. ძალიან ცოტა მეგობარი და მწირი სოციალუ-
რი ცხოვრება. ამიტომაც არის ეს პირველი დღე, როცა დედაჩემის
ავადმყოფობის გამო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად
გამოვედი სახლიდან.
მეგონა, სახლიდან გამოსვლისას პირველად რომელიმე მონატ-
რებულ ადგილას წავიდოდი, მაგალითად, სენტრალპარკში ან წიგ-
ნების მაღაზიაში.
ნამდვილად არ მიფიქრია, რომ აქ აღმოვჩნდებოდი – საგამომ-
ცემლო სახლის ვესტიბიულში გაჭიმულ რიგში და სასოწარკვეთილი
ვილოცებდი, რა შემოთავაზებაც უნდა ყოფილიყო, ბინის ქირას გა-
დამახდევინებდა და გასახლებას გადავრჩებოდი. ჰოდა, აი, აქ ვარ,
ერთი შეხვედრა მაშორებს უსახლკარობისგან ან სამუშაოსგან, რო-
მელიც საშუალებას მომცემს ახალი ბინა ვეძებო.
ტანსაცმელზე ვიხედები და იმ თეთრ პერანგს ვისწორებ, რომე-
ლიც ქუჩის გადაღმა საპირფარეშოში ჯერემიმ მათხოვა. იმედია, სა-
საცილოდ არ გამოვიყურები. იქნებ ისე მოვირგო, რომ თითქოს მა-

14
მაკაცის ორი ზომით დიდი პერანგი ახალი მოდური განაცხადია.
– კარგი პერანგია, – მეუბნება ვიღაც უკნიდან.
ჯერემის ხმაზე ვტრიალდები და მის დანახვაზე ელდა მეცა.
უკან დამყვება?
რიგში ჩემი ჯერია, ამიტომ დაცვას მართვის მოწმობას ვაწვდი და
ჯერემისა და მის ახალ პერანგს ვუყურებ.
– ზედმეტი პერანგი უკანა ჯიბეში გიდევთ ხოლმე? – დიდი ხანი
არ არის, რაც თავისი გაიხადა და მომცა.
– ჩემი სასტუმრო ერთი კვარტალის იქითაა. მივბრუნდი და ჩა-
ვიცვი.
სასტუმრო. იმედისმომცემია. იქნებ თუ სასტუმროში ცხოვრობს,
აქ არ მუშაობს, და თუ აქ არ მუშაობს, ალბათ, არც საგამომცემლო
საქმეშია. ზუსტად არ ვიცი, რატომ არ მინდა, რომ საგამომცემლო
საქმით იყოს დაკავებული. წარმოდგენა არა მაქვს, ვის ვხვდები და
იმედია, მას არა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მასთან ამ
დილით გადამხდა.
ჯერემი პირადობის მოწმობას იღებს და დაცვას აწვდის. არა, აქ
არ ვმუშაობ. შეხვედრა მაქვს მეთოთხმეტე სართულზე.
რა თქმა უნდა.
– მეც ასევე, – ვამბობ.
ტუჩებზე ოდნავი ღიმილი უკრთის, რომელიც ისე სწრაფად უქრე-
ბა, თითქოს ახსენდება ქუჩის გადაღმა მომხდარი და ხვდება, რომ
ემოციის გამოხატვა მეტისმეტად ადრეა.
– რა შანსია, რომ ერთსა და იმავე შეხვედრაზე მივდიოდეთ? –
პირადობის მოწმობას ართმევს მცველს, რომელიც ლიფტებისკენ
მიგვითითებს.
– არ ვიცი, – ვპასუხობ, არ უთქვამთ, ზუსტად რისთვის მომიყვა-
ნეს.
ლიფტში შევდივართ და ის მეთოთხმეტე სართულის ღილაკს
თითს აჭერს. წინ მიდგება, ჯიბიდან ჰალსტუხს იღებს და გაკეთებას
იწყებს.
მის საქორწინო ბეჭედს თვალს ვერ ვაშორებ.

15
‒ მწერალი ხარ? – მეკითხება.
თავის ქნევით ვუდასტურებ
– შენც?
– არა, ჩემი ცოლია, – ჰალსტუხს იმდენ ხანს ისწორებს, სანამ სა-
სურველ შედეგს არ აღწევს, – რამე ისეთი დაგიწერია, რაც შეიძლე-
ბა ვიცოდე?
– ეჭვი მეპარება. ჩემს წიგნებს არავინ კითხულობს.
ტუჩები მაღლა ეპრიხება
– მსოფლიოში არც ისე ბევრი ლოუენია. დარწმუნებული ვარ, გა-
ვიგებ, რა წიგნები დაგიწერია.
რატომ? ნეტავ მართლა წაკითხვა უნდა? ტელეფონს დაჰყურებს
და ტექსტის აკრეფას იწყებს.
– არ მითქვამს, რომ ჩემი ნამდვილი სახელით ვაქვეყნებ.
ტელეფონიდან თავს მანამდე არ იღებს, სანამ ლიფტის კარი არ
იღება. კარისკენ მიდის, ჩერდება და ჩემკენ ტრიალდება. ტელე-
ფონს მაღლა სწევს და მიღიმის.
– ფსევდონიმით არ წერ. წერ, როგორც ლოუენ ეშლი, რაც, სასა-
ცილოა, მაგრამ იმ ავტორის სახელია, რომელთანაც ათის ნახევარ-
ზე შეხვედრა მაქვს.
როგორც იქნა, მისი ღიმილი დავინახე. ძალიან უხდება, და გმად-
ლობთ, მეტი აღარ მინდა.
ადგა და მარტივად დამგუგლა და მიუხედავად იმისა, ჩემი შეხ-
ვედრა ცხრაზეა და არა ათის ნახევარზე, როგორც ჩანს, მან ამ შეხ-
ვედრის შესახებ ჩემზე მეტი იცის. თუ მართლა ერთსა და იმავე შეხ-
ვედრაზე მივდივართ, ჩვენი ქუჩაში გადაყრა როგორღაც საეჭვოა.
რა თქმა უნდა, ჩვენი ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ადგი-
ლას აღმოჩენა არც ისე შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ
ერთსა და იმავე შენობაში, ერთსა და იმავე შეხვედრაზე მივდივართ
და შესაბამისად, ერთსა და იმავე უბედურ შემთხვევასაც შევესწა-
რით.
ჯერემი გზას მითმობს. ლიფტიდან გავდივარ. პირს ვაღებ რაღაცის
სათქმელად, მაგრამ ის რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს.

16
– ცოტა ხანში შევხვდებით.
მას საერთოდ არ ვიცნობ, არც ვიცი, ამ შეხვედრასთან რა კავში-
რი აქვს, და მართალია, მასზე არაფერი ვიცი, ეს კაცი მაინც მომ-
წონს. ამ კაცმა პერანგი გაიხადა და მომცა, ამიტომ არა მგონია, ცუ-
დი ადამიანი იყოს.
სანამ დერეფანში შეუხვევს, მეღიმება და ვეუბნები: – კარგი, ცო-
ტა ხანში შევხვდებით.
ისიც მიღიმის.
– კარგი.
ვუყურებ, როგორ უხვევს მარცხნივ და უჩინარდება. როგორც კი
მისი თვალთახედვის არეალს ვშორდები, ოდნავ ვდუნდები. ეს დი-
ლა... მეტისმეტი იყო. უბედური შემთხვევით დაწყებული, ამ დამაბ-
ნეველი კაცის სიახლოვეს ყოფნით დამთავრებული, თავს უცნაუ-
რად ვგრძნობ. ხელისგულით კედელს ვეყრდნობი. რა ჯანდაბაა...
‒ დროულად მოსულხარ, ამბობს კორი. მისი ხმა მაცბუნებს. სწ-
რაფად ვტრიალდები. მოპირდაპირე დერეფნიდან მიახლოვდება.
ჩემკენ იხრება და ლოყაზე მკოცნის. ვშეშდები, – დროულად არას-
დროს მოდიხარ ხოლმე.
– უფრო ადრე მოვიდოდი, მაგრამ... – ვჩერდები. არ ვაპირებ ავ-
ხსნა, უფრო ადრე მოსვლაში ხელი რამ შემიშალა. კორის ეტყობა,
არც აინტერესებს, და პირდაპირ იმ მიმართულებით მიდის, საითაც
ჯერემი.
‒ შეხვედრა ათის ნახევარზეა, მაგრამ ვიფიქრე, დააგვიანებდი,
ამიტომ ცხრა გითხარი.
ვჩერდები და კეფაზე ვაშტერდები. რა ჯანდაბაა, კორი? ცხრის
ნაცვლად ათის ნახევარი რომ ეთქვა, იმ უბედურ შემთხვევას არ შე-
ვესწრებოდი. არც უცნობის სისხლი შემომესხმებოდა.
– მოდიხარ? – მეკითხები კორი, ჩერდება და ჩემკენ ტრიალდე-
ბა.
გაღიზიანებას გულში ვიმარხავ. მასთან ურთიერთობაში ამას
მიჩვეული ვარ.
ცარიელ საკონფერენციო დარბაზში შევდივართ. კორი კარს კეტ-

17
ავს და მაგიდასთან ვჯდები. თვითონ გვერდით, მაგიდის თავში ჯდე-
ბა, ჩემკენ ტრიალდება და პირდაპირ სახეში მიყურებს. ვცდილობ
შუბლის შეუჭმუხვნელად დავაკვირდე. ჩვენი რამდენიმეთვიანი და-
შორების შემდეგ ოდნავადაც არ შეცვლილა. ისევ მეტისმეტად სუფ-
თა და მოწესრიგებულია, ჰალსტუხი და სათვალე უკეთია და იღიმის.
ჩემგან ყოველთვის რადიკალურად განსხვავებულია.
– საშინლად გამოიყურები, – ვეუბნები, რადგან საშინლად არ
გამოიყურება. საშინლად არასდროს გამოიყურება და ეს თავადაც
იცის.
– ქორფად და თვალისმომჭრელად გამოიყურები, – მაგებებს,
რადგან ქორფად და თვალისმომჭრელად არასოდეს გამოვიყურე-
ბი. ყოველთვის დაღლილი გამომეტყველება მქონდა, შესაძლოა
მოწყენილიც კი. გამიგია გამოთქმა „უემოციო კახპის გამომეტყვე-
ლება“, მაგრამ ჩემსას უფრო „უემოციო მოწყენილის გამომეტყვე-
ლებას“ დავარქმევდი.
– დედა როგორაა?
– გასულ კვირას გარდაიცვალა.
ამას არ ელოდა. სკამის საზურგეს ეყრდნობა და თავს განზე ხრ-
ის.
– რატომ არ მითხარი?
აქამდე რატომ არ შეიწუხე თავი მოკითხვით?
მხრებს ვიჩეჩ.
– ჯერ კიდევ შეგუებას ვცდილობ.
ბოლო ცხრა თვის განმავლობაში დედაჩემი ჩემთან ცხოვრობდა
– მას შემდეგ, რაც სწორი ნაწლავის მეოთხე სტადიის კიბოს დიაგ-
ნოზი დაუსვეს. სამთვიანი პალიატიური მოვლის შემდეგ, გასულ
ოთხშაბათს გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში
სახლიდან გასვლა მიჭირდა, რადგან ყველაფერში ჩემზე იყო დამო-
კიდებული – დაწყებული ჭამა-სმით, დამთავრებული საწოლში გა-
დაბრუნებით. როცა მისი მდგომარეობა გაუარესდა, მარტო წუთი-
თაც ვერ ვტოვებდი, ამიტომაც სახლიდან კვირების განმავლობაში
არ გავსულვარ. საბედნიეროდ, ინტერნეტისა და საკრედიტო ბარა-

18
თის წყალობით მანჰეტენზე სახლიდან გაუსვლელად ცხოვრება
რთული არაა. ყველაფრის სახლში გამოძახებაა შესაძლებელი, რა-
საც კი ადამიანი მოისურვებს.
სასაცილოა, როგორ შეიძლება იქცეს მსოფლიოს ყველაზე მრა-
ვალრიცხოვანი ქალაქები სამოთხედ აგორაფობებისთვის.
– კარგად ხარ? – მეკითხება კორი.
ვცდილობ ნაღველი ღიმილით დავფარო, მიუხედავად იმისა,
რომ მისი შეშფოთება მხოლოდ ფორმალურია.
– კარგად ვარ. მეხმარება ის, რომ ასეთ დასასრულს ველოდი.
მხოლოდ იმას ვამბობ, რისი მოსმენაც, ვფიქრობ, კორის სურს.
დარწმუნებული არა ვარ, სიმართლეზე რა რეაქცია ექნება – რომ
მისმა სიკვდილმა შვება მომგვარა. დედაჩემს ჩემს ცხოვრებაში მხო-
ლოდ დანაშაულის შეგრძნება შემოჰქონდა. არც მეტი, არც ნაკლები
– მხოლოდ უწყვეტი დანაშაულის შეგრძნება.
კორი თაროსთან მიდის, სადაც საუზმისთვის განკუთვნილი ფუნ-
თუშეული, წყლის ბოთლები და ყავადანი დგას.
– გშია? გწყურია?
‒ წყალი საკმარისია.
ორ ბოთლ წყალს იღებს და ერთს მაწვდის. შემდეგ თავის სკამზე
ჯდება.
‒ ანდერძთან დაკავშირებით დახმარება გჭირდება? დარწმუნე-
ბული ვარ ედვარდს შეუძლია დახმარება.
ედვარდი კორის ლიტერატურის სააგენტოში იურისტად მუშა-
ობს. პატარა სააგენტოა, ამიტომ მწერლების უმრავლესობა ედვარ-
დის ცოდნას სხვა რამეებშიც იყენებს. სამწუხაროდ, მისი დახმარება
არ დამჭირდება. როცა შარშან ჩემი ორსაძინებლიანი სახლის ხელ-
შეკრულებას მოვაწერე ხელი, კორიმ სცადა გავეფრთხილებინე,
რომ ქირის გადახდას ვერ შევძლებდი. დედაჩემმა კი დაიჟინა. ღირ-
სეულად ანუ ცალკე საძინებელში უნდა მოვკვდეო. არა მოხუცთა
სახლში. არა საავადმყოფოში. არა საავადმყოფოს საწოლზე, რო-
მელსაც ჩემს ეკონომიურ სახლში დავდგამდი. არა, თავისი საძინე-
ბელი და საკუთარი ნივთების გარემოცვა სურდა.

19
დამპირდა, რომ თავის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხით შე-
ვძლებდი იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელსაც დროებით შეწყვე-
ტილი მწერლის კარიერა მომაყენებდა. გასული წლის განმავლობა-
ში იმ მცირე ჰონორარით ვცხოვრობდით, რომელიც ჩემი ბოლო სა-
გამომცემლო კონტრაქტით ავიღე. ახლა ყველაფერი დახარჯულია
და როგორც აღმოჩნდა, იგივე ბედი ეწია დედაჩემის ფულსაც. ეს
ერთ-ერთი ბოლო საიდუმლო იყო, რომელიც კიბოსთან დამარცხე-
ბის წინ გამანდო. ნებისმიერ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფს მო-
ვუვლიდი, ის ხომ დედაჩემი იყო. თავად ის, რომ ეგონა, მის მოვლას
მხოლოდ ასეთი ტყუილის შემთხვევაში დავთანხმდებოდი, ამტკი-
ცებს, რამდენად შორს ვიყავით ერთმანეთისგან.
წყალს ვსვამ და თავს ვაქნევ.
– იურისტი ნამდვილად არ მჭირდება. ვალების მეტი არაფერი
დამიტოვა, მაგრამ შემოთავაზებისთვის მადლობას გიხდი.
კორი ტუჩებს წინ სწევს. ჩემი ფინანსური მდგომარეობა იცის.
როგორც ჩემი ლიტერატურული აგენტი, ჰონორარის ჩეკებს თავად
მიგზავნის. ამიტომაც მიყურებს ახლა სიბრალულით.
– მალე საზღვარგარეთიდან მოგივა ჩეკი, – მეუბნება, თითქოს
არ ვიცოდე თითოეული პენი, რომელსაც მომავალი ექვსი თვის გან-
მავლობაში ველოდები. თითქოს უკვე არ დამეხარჯოს.
– ვიცი, არაფერი მიშავს, – კორისთან ჩემი ფინანსური პრობლე-
მების შესახებ საუბარი არ მსურს. საერთოდ არავისთან მსურს.
კორი მხრებს ოდნავ იჩეჩს. ეტყობა, ჩემმა პასუხმა ვერ დაარწმუ-
ნა. დაბლა იხედება და ჰალსტუხს ისწორებს.
– იმედია, ეს შემოთავაზება ორივე ჩვენგანისთვის კარგი იქნება,
– მეუბნება.
თემის შეცვლა მიხარია.
– გამომცემელს პირადად რატომ ვხვდებით? ხომ იცი, ელექტრ-
ონული ფოსტით მირჩევნია მუშაობა.
– გუშინ მოითხოვეს შეხვედრა. თქვეს, რომ დავალება აქვთ,
რომლის შენთან განხილვა სურთ, სხვა არაფერი უთქვამთ.
– მეგონა, ჩემს ბოლო გამომცემელთან ახალ კონტრაქტზე მუშა-

20
ობდი.
– შენი წიგნები კარგად იყიდება, მაგრამ არა იმდენად, რომ კი-
დევ ერთი კონტრაქტი მიიღო, თუ ცოტა მეტ დროს არ დახარჯავ. უნ-
და დათანხმდე სოციალურ მედიაში აქტიურობას, ტურში წასვლას,
ფანების შემოკრებას. მხოლოდ გაყიდვები დღევანდელ ბაზარზე სა-
კმარისი არაა.
სწორედ ამის მეშინოდა. ჩემი ერთადერთი ფინანსური იმედი ახ-
ლანდელ გამომცემელთან ხელშეკრულების განახლება იყო. ჩემი
გამოცემული წიგნების ჰონორარები გაყიდვებთან ერთად მცირდე-
ბოდა. გასულ წელს დედაჩემის მოვლის გამო ძალიან ცოტა დავწე-
რე, ამიტომ გამომცემლისთვის შესათავაზებელი არაფერი მქონდა.
‒ წარმოდგენა არა მაქვს, „პანთემი“ რას შემოგვთავაზებს, ან შე-
ნთვის საინტერესო თუ იქნება, – ამბობს კორი, – გაუთქმელობის
თანხმობა უნდა მივცეთ, სანამ მეტ დეტალს გაგვაცნობენ. ამ იდუმა-
ლებამ ცოტა კი დამაინტერესა. მაგრამ დიდ იმედს არ ვამყარებ, მაგ-
რამ ბევრი შესაძლებლობაა და კარგი წინათგრძნობა მაქვს. ჩვენ ეს
გვჭირდება.
„ჩვენს“ ამბობს, რადგან ნებისმიერი წინადადებიდან, დათანხმე-
ბის შემთხვევაში, კორი 15 პროცენტს მიიღებს. ეს აგენტისა და კლი-
ენტის შეთანხმების სტანდარტული წესია. რაც აგენტსა და კლიენტს
შორის სტანდარტული არაა, ის ექვსთვიანი ურთიერთობა და შემ-
დეგ ორწლიანი სექსია, დაშორებამდე რომ გვქონდა.
ჩვენი სექსუალური ურთიერთობა ამდენ ხანს მხოლოდ იმიტომ
გაგრძელდა, რომ მას სერიოზულად სხვა არავინ აინტერესებდა და
მეც ასევე ვიყავი. ეს ხელსაყრელი იყო მანამდე, სანამ არახელსაყ-
რელი არ გახდა. ჩვენი ნამდვილი ურთიერთობა ასე ხანმოკლე იმი-
ტომ აღმოჩნდა, რომ მას სხვა ქალი უყვარდა.
ნუ გაგაკვირვებთ, რომ ჩვენს ურთიერთობაში ის სხვა ქალიც მე
ვიყავი.
ალბათ, დამაბნეველია მწერლის ნაწერის შეყვარება მწერალთ-
ან შეხვედრამდე. ზოგიერთს უჭირს პერსონაჟის გამოყოფა ინდივი-
დისგან, რომელმაც ეს პერსონაჟი შექმნა. გასაკვირია, მაგრამ კო-

21
რიც, მიუხედავად ლიტერატურის აგენტობისა, ასეთი აღმოჩნდა. კო-
რის ჩემს გაცნობამდე შეუყვარდა ჩემი პირველი წიგნის „დაუსრუ-
ლებლის“ მთავარი პერსონაჟი ქალი და დაასკვნა, რომ ჩემს პერსო-
ნაჟს ჩემი ხასიათი ექნებოდა. სინამდვილეში, შეუძლებელია მეტი
განსხვავება ხასიათში, ვიდრე მე და ჩემს პერსონაჟს გვქონდა.
კორი ერთადერთი აგენტია, რომელმაც ჩემს წერილს უპასუხა
და საამისოდ რამდენიმე თვე დასჭირდა. მისი ელექტრონული წერი-
ლი მხოლოდ რამდენიმე წინადადებისგან შედგებოდა, მაგრამ საკ-
მარისი აღმოჩნდა ჩემი მომაკვდავი იმედის გასაცოცხლებლად.

თქვენი ხელნაწერის, „დაუსრულებლის“, წასაკითხად სულ რამ-


დენიმე საათი დამჭირდა. ამ წიგნის მჯერა. თუ აგენტს ისევ ეძებთ,
დამირეკეთ.

მისი პასუხი ხუთშაბათ დილით მივიღე. ორი საათის შემდეგ ჩემი


ხელნაწერის შესახებ ღრმა საუბარი გვქონდა გამართული. პარას-
კევს ნაშუადღევისთვის უკვე ყავაზე შეხვედრა და ხელშეკრულების
ხელმოწერაც მოგვესწრო.
შაბათ ღამემდე სამჯერ მოვასწარით სექსი.
დარწმუნებული ვარ, ჩვენმა ურთიერთობამ რომელიღაც ეთიკის
კოდექსი დაარღვია, მაგრამ არა მგონია, ამის ბრალი ყოფილიყო
მისი ხანმოკლე არსებობა. როგორც კი კორიმ გაიაზრა, რომ არ ვი-
ყავი ის ადამიანი, რომელზეც ჩემი პერსონაჟი იყო აგებული, მიხვ-
და, რომ ერთმანეთს ვერ შევეწყობოდით. მამაცი არ ვიყავი. არც მა-
რტივი. რთული ხასიათი მქონდა. ემოციური გამოწვევებით სავსე
თავსატეხი ვიყავი, რომლის ამოხსნის თავი მას არ გააჩნდა.
ამით დიდი არაფერი მომხდარა. არ ვიყავი იმის ხასიათზე, ვინ-
მეს ჩემი ხასიათი ამოეხსნა.
რამდენადაც რთული იყო მასთან რომანტიკული ურთიერთობა,
გასაოცრად ადვილია მისი კლიენტობა. ამიტომაც გადავწყვიტე ჩვე-
ნი დაშორების შემდეგაც არ შემეცვალა აგენტი, რადგან ჩემს კარიე-

22
რასთან დაკავშირებით კორი ყოველთვის ერთგული და მიუკერძოე-
ბელი იყო.
– ცოტა დაძაბული ჩანხარ, – ამბობს კორი და ფიქრებიდან მაფ-
ხიზლებს, – ნერვიულობ?
თავს ვუქნევ და იმედი მაქვს ჩემს ქცევას ნერვებს დააბრალებს,
რადგან არ მინდა ავხსნა ჩემი დაძაბულობის მიზეზი. სახლიდან ორი
საათის წინ გამოვედი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იმ ორ
საათში მეტი მოხდა, ვიდრე მთელი ამ წლის განმავლობაში. ხელებ-
ზე ვიყურები… მკლავებზე... სისხლის კვალს ვეძებ. ლაქები აღარ
მაქვს, მაგრამ მათ არსებობას მაინც ვგრძნობ. სისხლის სუნი მცემს.
ხელები ისევ მიცახცახებს, ამიტომ მაგიდის ქვეშ ვმალავ. ალ-
ბათ, აქ არ უნდა მოვსულიყავი, თუმცა პოტენციურ ხელშეკრულებას
ხელიდან ვერ გავუშვებ. შემოთავაზებები თავზე საყრელად არა მა-
ქვს და თუ რამეს არ მოვიხელთებ, იძულებული ვიქნები თავის სარ-
ჩენად მუშაობა დავიწყო. სამსახური კი ნიშნავს, რომ საწერად დრო
თითქმის არ დამრჩება. სამაგიეროდ, გადასახადებს მაინც გადავიხ-
დი.
კორი ჯიბიდან ცხვირსახოცს იღებს და შუბლიდან ოფლს იწ-
მენდს. ოფლიანობა მხოლოდ ნერვიულობისას სჩვევია. ის, რომ კო-
რი ნერვიულობს, კიდევ უფრო მაღელვებს.
– გინდა საიდუმლოდ მანიშნო, თუ შემოთავაზება არ მოგეწონე-
ბა? – მეკითხება.
– ჯერ მოვუსმინოთ და შემდეგ მარტო დარჩენა მოვითხოვოთ.
კორი პასტას აწკაპუნებს და სკამზე ისე სწორდება, თითქოს სა-
ომრად ჩახმახი შეემართოს.
– მე ვილაპარაკებ.
ასეც ვაპირებდი. კორი ქარიზმატული და მომხიბლავია. გამი-
ჭირდება ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მეც ასე დამახასიათე-
ბს. აჯობებს ვიჯდე და მათ ვუსმინო.
– ეს რა გაცვია?– კორი განცვიფრებული უყურებს ჩემს პერანგს,
რომელიც თხუთმეტი წუთია ერთად ვართ და ახლაღა შეამჩნია.
ჩემს დიდი ზომის პერანგს დავყურებ. ცოტა ხნით დამავიწყდა, რა

23
სასაცილოდ გამოვიყურები.
– ამ დილით სხვა პერანგზე ყავა გადავისხი და იძულებული გავხ-
დი, გამომეცვალა.
– ეს ვისი პერანგია?
მხრებს ვიჩეჩ.
– სავარაუდოდ, შენი. კარადაში ვიპოვე.
– სახლიდან ამით გამოხვედი? სხვას ვერაფერს ჩაიცვამდი?
– მოდურად არ გამოიყურება? – დამცინავად ვთქვი, მაგრამ ვერ
მიმიხვდა.
იმანჭება.
– არა. უნდა იყოს?
რა დამპალია. ისე, ლოგინში კარგია, როგორც ყველა ნაძირა-
ლა.
გულზე მეშვება, როცა საკონფერენციო დარბაზის კარი იღება და
ქალი შემოდის. უკან თითქმის კომიკურად ახლოს მოჰყვება ხანში
შესული კაცი. იმდენად ახლოს, რომ როცა ქალი ჩერდება, კაცი ზუ-
რგიდან ეჯახება.
– ჯანდაბა, ბარონ, – მესმის ქალის ბუტბუტი.
კინაღამ მეღიმება იმის გაფიქრებაზე, რომ კაცს შესაძლოა მარ-
თლა „ჯანდაბა ბარონი“ ერქვას.
სულ ბოლოს ჯერემი შემოდის. თავს ოდნავ მიკრავს, რასაც სხვა
ვერავინ ამჩნევს.
ქალს იმაზე შესაფერისად აცვია, ვიდრე მე ოდესმე მცმია. მოკ-
ლედ შეკრეჭილი შავი თმა აქვს და ისეთი წითელი პომადა უსვია,
დილის ათის ნახევარზე ცოტა რომ შემაცბუნებელია. როგორც ჩანს,
აქ უფროსია, რადგან ჯერ კორის ართმევს ხელს, შემდეგ მე, „ჯანდა-
ბა ბარონი“ კი დგას და უყურებს.
– ამანდა თომასი, – ამბობს ქალი, – „პანთემ-პრესის“ რედაქტო-
რი ვარ. ეს ბარონ სტივენსია, ჩვენი ადვოკატი, ეს კი ჯერემი კროუფ-
ორდი, ჩვენი კლიენტი.
მე და ჯერემი ერთმანეთს ხელს ვართმევთ და თავი ისე უჭირავს,
თითქოს ამ დილით მეტისმეტად უცნაურ სიტუაციაში არ შევხვედრ-

24
ოდით ერთმანეთს. უსიტყვოდ მიდის და ჩემ პირდაპირ ჯდება. ვცდი-
ლობ არ შევხედო, მაგრამ ის ერთადერთი ობიექტია ოთახში, სა-
ითაც თვალი უნებურად გამირბის. წარმოდგენა არა მაქვს, ამ შეხ-
ვედრაზე მეტად ეს კაცი რატომ მაინტერესებს.
ამანდა პორტფელიდან საქაღალდეებს იღებს და მე და კორის
წინ გვიდებს.
– მადლობას გიხდით ჩვენთან შეხვედრისთვის, ‒ ამბობს ქალი,
– ბევრ დროს არ წაგართმევთ, პირდაპირ საქმეზე გადავალ. ჩვენი
ერთ-ერთი ავტორი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერ-
ხებს ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და
ვეძებთ იმავე ჟანრში გამოცდილების მქონე მწერალს, რომელიც
მისი სერიის დარჩენილი სამი წიგნის დამთავრებით დაინტერესდე-
ბა.
ჯერემის ვუყურებ, მაგრამ მისი მკაცრი გამომეტყველება არა-
ფერს მეუბნება ამ შეხვედრაში მისი როლის შესახებ.
– ავტორი ვინაა? – ეკითხება კორი.
– დეტალებს და პირობებს სიამოვნებით გაგაცნობთ, მაგრამ
გვინდა გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი. ჩვენი
ავტორის ამჟამინდელი მდგომარეობა მედიაში არ გვსურს გახმაურ-
დეს.
– რა თქმა უნდა, – პასუხობს კორი.
მე ხმის ამოუღებლად ვთანხმდები, ხელშეკრულებებს თვალს
ვავლებთ და ხელს ვაწერთ. კორი მათ ამანდას უბრუნებს.
– მისი სახელია ვერიტი კროუფორდი, – ამბობს, – დარწმუნებუ-
ლი ვარ, მისი შემოქმედება თქვენთვის ნაცნობია.
ვერიტის სახელის გაგონებისთანავე კორი შეშდება. რა თქმა უნ-
და, მისი წიგნები ვიცით. ყველამ იცის. ჯერემისკენ თვალს ვაპარებ.
ვერიტი მისი ცოლია? ერთნაირი გვარი აქვთ. ქვემოთ მითხრა, ჩემი
ცოლი მწერალიაო, მაგრამ მასთან დაკავშირებულ შეხვედრაში რა-
ტომ მონაწილეობს? იქ, სადაც თვითონ მწერალი არაა.
– ეს ავტორი ვიცით, – თავშეკავებულად ამბობს კორი.
– ვერიტის ძალიან წარმატებული სერიის ავტორია და არ გვინდა

25
დაუმთავრებელი დარჩეს, – აგრძელებს ამანდა, – ჩვენი მიზანია
პროექტში შემოვიყვანოთ ავტორი, რომელიც მზად იქნება საქმის
გასაგრძელებლად, მონაწილეობას მიიღებს წიგნის ტურში, პრეს-
რელიზებში და იმ ყველაფერს გააკეთებს, რაც ვერიტის უნდა გაეკე-
თებინა. ვაპირებთ პრესრელიზის გავრცელებას, რომელშიც ახალ
თანაავტორს წარვადგენთ. ასევე ვეცდებით ვერიტის პირადი ცხოვ-
რების დეტალები მაქსიმალურად დავიცვათ.
წიგნის ტური? პრესრელიზები?
კორი ახლა მე მიყურებს. იცის, რომ ეს ასპექტი ჩემთვის მიუღე-
ბელია. ბევრი ავტორი მკითხველთან ურთიერთობას ბრწყინვალედ
ახერხებს, მაგრამ მე ისეთი მოუხეშავი ვარ, მეშინია, როგორც კი მკ-
ითხველი პირადად შემხვდება, ჩემს დაწერილ წიგნს აღარასოდეს
წაიკითხავს. ხელმოწერის საღამოში ერთადერთხელ მივიღე მონა-
წილეობა და იმ საღამომდე ერთი კვირა არ მიძინია. ხელმოწერის
დროს შიშისგან ენა ჩამივარდა. მეორე დღეს მკითხველისგან წერი-
ლი მივიღე, სადაც წერდა, ისე ზემოდან მიყურებდი, შენს წიგნებს ცხ-
ოვრებაში აღარ წავიკითხავო.
ამიტომაც ვზივარ სახლში და ვწერ. ვფიქრობ, ჩემს ნამდვილ სა-
ხეს ბევრად აღემატება ის, თუ როგორ აღმიქვამენ სხვები.
კორი ამანდას მიცემულ საქაღალდეს უსიტყვოდ ხსნის.
– რა არის მისის კროუფორდის ანაზღაურება სამი რომანის-
თვის?
შეკითხვას „ჯანდაბა ბარონი“ პასუხობს:
– ვერიტის ხელშეკრულება თავის გამომცემელთან იგივე დარ-
ჩება და გასაგები მიზეზის გამო არ გამჟღავნდება. ყველა ჰონორარს
ვერიტი მიიღებს, თუმცა ჩემი კლიენტი, ჯერემი კროუფორდი, მზა-
დაა თითო წიგნში მოჭრილი თანხა – სამოცდათხუთმეტი ათასი გა-
დაიხადოს.
ამხელა თანხის გაგონებაზე გული მიფრიალებს, მაგრამ აღფრ-
თოვანება მაშინვე მავიწყდება, როცა სიტუაციის მასშტაბს ვიაზრებ.
ამხელა ნახტომი უცნობი მწერლობიდან ლიტერატურული სენსაცი-
ის თანაავტორობამდე ჩემთვის მეტისმეტად ბევრია. უკვე ვგრძნობ,

26
რომ ამაზე ფიქრიც კი უსაშველოდ მაფორიაქებს.
კორი წინ იხრება და ჯერემის წინ მკლავებს მაგიდაზე აჭდობს.
– როგორც ვხვდები, თანხაზე მორიგება შესაძლებელია.
კორის ყურადღების მიქცევას ვცდილობ. მინდა ვანიშნო, რომ
მოლაპარაკება საჭირო არაა. შეუძლებელია იმ წიგნების წერაზე
დავთანხმდე, რომლებზე ფიქრიც კი მანერვიულებს.
„ჯანდაბა ბარონი“ მხრებში იმართება.
– ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ
ვერიტი კროუფორდმა თავისი ბრენდის შექმნას ათწლეულზე მეტი
მოანდომა. ეს ის ბრენდია, რომელიც სხვაგვარად არ იარსებებდა.
შემოთავაზება სამ წიგნს მოიცავს. სამოცდათხუთმეტი ათასი თითო
წიგნში ნიშნავს ჯამში ორას ოცდახუთი ათას დოლარს.
კორი კალამს მაგიდაზე აგდებს და სკამის საზურგეს უკმაყოფი-
ლო გამომეტყველებით ეყრდნობა.
– ტექსტებს რა ვადაში ელოდებით?
– გეგმას ჩამოვრჩით, ამიტომ გვინდა პირველი წიგნი ხელშეკ-
რულების ხელმოწერიდან ექვს თვეში ჩაბარდეს.
ვგრძნობ, რომ კორის თავში ანგარიში აქვს გამართული. მაინ-
ტერესებს, რას ანგარიშობს – თვითონ რამდენი შეხვდება თუ მე?
კორი აქედან თხუთმეტ პროცენტს აიღებდა. ეს თითქმის ოცდათოთ-
ხმეტი ათასი დოლარია და აიღებს მხოლოდ ამ შეხვედრაზე ჩემს აგ-
ენტად დასწრებაში. ნახევარი გადასახადებში წავა. საბოლოოდ
ჩემს საბანკო ანგარიშზე ასი ათას დოლარზე ნაკლები მოხვდება. წე-
ლიწადში ორმოცდაათი ათასი.
ეს ჩემი წინა რომანების ჰონორარებზე თითქმის ორჯერ მეტია,
მაგრამ საკმარისი არაა ჩემს დასარწმუნებლად, რომ წიგნების ასე-
თი წარმატებული სერიის დასრულებაში ჩავერთო. ამ საუბარს აზრი
არა აქვს, რადგან უკვე ვიცი, რომ უარს ვიტყვი. როცა ამანდა ოფი-
ციალურ ხელშეკრულებას იღებს, ყელს ვიწმენდ და სალაპარაკოდ
ვემზადები.
‒ შემოთავაზებას ვაფასებ, – ვამბობ და პირდაპირ ჯერემის ვუ-
ყურებ, რათა იცოდეს, რომ გულწრფელად ვამბობ, – მართლა ასეა,

27
უბრალოდ, თუ ამ სერიაში ახალი მწერლის შემოყვანას გეგმავთ,
დარწმუნებული ვარ, არსებობენ ავტორები, რომლებიც ამ საქმეს
მეტად შეეფერებიან.
ჯერემი არაფერს ამბობს, მაგრამ ახლა მეტი ინტერესით მიყუ-
რებს, ვიდრე საუბრის დაწყებამდე. ვდგები და გასასვლელად ვემზა-
დები. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მოქმე-
დებს ის, რომ სახლიდან გამოსვლის პირველი დღე მრავალი მიზე-
ზით სრული კატასტროფა აღმოჩნდა. მზად ვარ სახლში წავიდე და
შხაპი მივიღო.
‒ ჩემს კლიენტთან ცოტა ხნით მარტო დარჩენა მინდა, – აცხა-
დებს კორი და სწრაფად დგება.
ამანდა თავს უქნევს, პორტფელს კეცავს და „ჯანდაბა ბარონთან“
ერთად დგება.
– ჩვენ გავალთ, – ამბობს, – პირობები დაწვრილებითაა გაწერი-
ლი და საქაღალდეებში დევს. თუ თქვენთვის მისაღები არ იქნება,
ჩვენ კიდევ ორ მწერალს განვიხილავთ ამ პოზიციაზე, ამიტომ ეცად-
ეთ ხვალ ნაშუადღევისთვის პასუხი აუცილებლად გაგვაგებინოთ.
ჯერემი ერთადერთია, ვინც ჯერ კიდევ მაგიდას უზის. ჯერ ერთი
სიტყვაც არ უთქვამს. ამანდა ჩემკენ იხრება ხელის ჩამოსართმევად.
‒ თუ შეკითხვები გექნებათ, არ მოგერიდოთ, სიამოვნებით და-
გეხმარებით.
– გმადლობთ, – ვპასუხობ.
ამანდა და „ჯანდაბა ბარონი“ დარბაზიდან გადიან, მაგრამ ჯერე-
მი თვალს არ მაშორებს.
– შეიძლება ცალკე დავილაპარაკოთ? – მეკითხება ჯერემი.
ახლა კორის უყურებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ უფლება ითხო-
ვოს. ეს უფრო მის თავიდან მოშორებას ჰგავს.
კორი ჯერემის უყურებს და ემჩნევა, მისმა უხეშმა მოთხოვნამ და-
აბნია. კორი თავს ისე ნელა ატრიალებს ჩემკენ და თვალებს ჭუტავს,
ვხვდები, უარის თქმას მირჩევს. მისი გამომეტყველება მეკითხება:
„ამ კაცს ენდობი?“.
სინამდვილეში კორი ვერ ხვდება, რომ ერთი სული მაქვს ჯერემ-

28
ისთან ერთად ოთახში მარტო დავრჩე. მინდა ყველამ დაგვტოვოს,
განსაკუთრებით კორიმ, რადგან მოულოდნელად ვხვდები, რომ ჯე-
რემისთვის უამრავი შეკითხვა მაქვს დასასმელი. მინდა მის ცოლზე
ვკითხო, რატომ დამიკავშირდნენ მაინცდამაინც მე, რატომ ვერ ამ-
თავრებს საკუთარ წიგნებს.
– ყველაფერი რიგზეა, – ვეუბნები კორის.
გაღიზიანების დამალვას ცდილობს, მაგრამ შუბლზე ძარღვი ებე-
რება, ყბა ეჭიმება, მაგრამ თავს იკავებს და ოთახიდან გადის.
ვრჩებით მხოლოდ მე და ჯერემი.
ისევ.
ამ დილით ჩვენი გზების გადაკვეთის შემდეგ და ლიფტის ჩათ-
ვლით უკვე მესამედ ვრჩებით ოთახში მარტო, მაგრამ პირველად
ვგრძნობ ასეთ დაძაბულ ატმოსფეროს. ვფიქრობ, ეს სულ ჩემი აღ-
ქმის ბრალია. ჯერემი როგორღაც ისევე მშვიდია, გამოიყურება,
როგორც საათზე ნაკლების წინ, როცა ქუჩაში სხვის სისხლს მაწმენ-
დინებდა.
ჯერემი საზურგეს ეყრდნობა და ხელებს სახეზე ისვამს.
– ღმერთო, – ბუტბუტებს, – გამომცემლებთან შეხვედრა ყოველ-
თვის ასეთი ოფიციალურია?
ხმადაბლა მეცინება.
– არ ვიცი, როგორც წესი, ასეთ რამეებს ფოსტით ვაგვარებ.
– ვხვდები რატომაც, – დგება და წყლის ბოთლს იღებს. შესაძ-
ლოა იმიტომ, რომ ახლა ვზივარ და ის ძალიან მაღალია, თუმცა არ
მახსოვს, მის გვერდით აქამდე თავი ასე პატარად მეგრძნოს. ახლა
უფრო დამფრთხალი ვარ, როცა ვიცი, რომ ვერიტი კროუფორდის
ქმარია, ვიდრე მაშინ, მის წინ ქვედაკაბისა და ბიუსტჰალტერის ამა-
რა მდგომი.
ისევ საუზმეულის მაგიდასთან დგას და ფეხები კოჭებთან აქვს
გადაჯვარედინებული.
‒კარგად ხარ? ბევრი დრო არ გქონდა, ჯერ ქვემოთ მომხდარს
შეჰგუებოდი და შემდეგ აქ მოსულიყავი.
– არც შენ.

29
– მე ყველაფერი რიგზე მაქვს, – ისევ ეს გამოთქმა, – დარწმუნე-
ბული ვარ, შეკითხვები გაქვს.
– უამრავი, – ვაღიარებ.
– რა გაინტერესებს?
– შენს ცოლს რატომ არ შეუძლია სერიის დამთავრება?
– ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა, – ამბობს.
მექანიკური პასუხია, თითქოს თავს აიძულებს ემოციები არ გა-
მოამჟღავნოს.
– ვწუხვარ. არ გამიგია, – სკამზე გვერდს ვიცვლი და არ ვიცი,
სხვა რა ვთქვა.
‒ თავიდან არ მინდოდა მისი სერია ვინმე სხვას დაემთავრებინა.
იმედი მქონდა სრულად გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ... – ჩერ-
დება, – ახლა აქა ვართ.
ახლა გასაგებია მისი ქცევა. თავშეკავებულად იქცეოდა, ბევრს
არ ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ხანგრძლივი სიჩუ-
მის მიზეზი დარდი ყოფილა. ზუსტად არ ვიცი, მისი ცოლის თუ რაც
მანამდე სააბაზანოში მითხრა – რამდენიმე თვის წინ დაღუპული ქა-
ლიშვილის გამო. ერთი კი ნათელია, ეს კაცი ამ გარემოში თავს უჩ-
ვეულოდ გრძნობს, რადგან იძულებულია ისეთი რთული გადაწყვე-
ტილებები მიიღოს, რაც ადამიანების უმრავლესობას ცხოვრებაში
არ უწევს.
– ძალიან ვწუხვარ.
მხოლოდ თავს მიქნევს. თავის სკამზე ჯდება, რაც მაფიქრები-
ნებს, რომ ჰგონია შემოთავაზებას ისევ განვიხილავ. ამაზე მეტი
დროის გაცდენა არ მსურს.
– თქვენს შემოთავაზებას ვაფასებ, ჯერემი, მაგრამ, სიმართლე
გითხრა, ასეთ საქმეს ვერ ვეგუები. რეკლამა ჩემი საქმე არაა. ისიც
კი არ ვიცი, შენი ცოლის გამომცემელი პირველად ჩემთან რატომ
მოვიდა.
– „დაუსრულებელი“, – მიხსნის ჯერემი.
ჩემი ერთ-ერთი წიგნის სათაურის გაგონებაზე ვშეშდები.
– ეს ვერიტის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო.

30
– შენს ცოლს ჩემი წიგნი წაკითხული აქვს?
– მითხრა, დიდი მომავალი აქვსო. შენი სახელი რედაქტორს მე
გადავეცი, რადგან ვერიტი ფიქრობს, რომ თქვენი წერის სტილი ერ-
თმანეთს ჰგავს. თუ ვინმე ვერიტის სერიის დამთავრებას მოჰკიდებს
ხელს, მინდა ის ადამიანი იყოს, რომლის ნამუშევრებსაც თავად აფ-
ასებს.
თავს განზე ვაქნევ.
– ოჰ, რა კომპლიმენტია... მაგრამ არ შემიძლია.
ჯერემი უსიტყვოდ მიყურებს და, ალბათ, ფიქრობს, რატომ არა
მაქვს ისეთი რეაქცია, როგორიც ავტორების უმრავლესობას ამ შე-
საძლებლობის მიღებისას ექნებოდათ. ვერ გაიგო, ვინ ვარ. ჩვეულ-
ებრივ შემთხვევაში ამით ვიამაყებდი. არ მიყვარს, როცა ადვილად
შემიცნობენ, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს ცუდ განცდას მიტოვებს. ისე-
თი გრძნობა მაქვს, რომ უფრო გულგახსნილი უნდა ვიყო, სულ მცი-
რე, იმიტომ, რომ ამ დილით ყურადღება გამოიჩინა. ერთი ისაა, არც
ვიცი, საიდან დავიწყო.
ჯერემი წინ იხრება, ინტერესით მაკვირდება. ცოტა ხანს თვალს
არ მაშორებს, შემდეგ მაგიდაზე მუშტის დაკვრით დგება. მგონია,
რომ შეხვედრა დამთავრებულია და მეც წამოდგომას ვიწყებ, მაგ-
რამ ჯერემი კარისკენ არ მიდის.
იმ კედელს უახლოვდება, რომელზეც ჩარჩოებში ჩასმული ჯილ-
დოები კიდია, ამიტომ ისევ სკამზე ვეშვები. ჩემკენ ზურგშექცევით
მდგომი ჯილდოებს აკვირდება. მხოლოდ მაშინ, როცა ერთ მათგანს
თითებით ეხება, ვხვდები, რომ მისი ცოლისაა. ოხრავს და ისევ ჩემ-
კენ ბრუნდება.
– ოდესმე გსმენია ადამიანებზე, რომლებსაც „ქრონიკულებს“
უწოდებენ? – მეკითხება.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
– მგონი, ეს ტერმინი ვერიტიმ მოიგონა... მას შემდეგ, რაც ჩვენი
ქალიშვილები დაიღუპნენ, თქვა, ჩვენ ქრონიკულები ვართო... ტრა-
გედიისკენ ქრონიკულად მიდრეკილები. თავზარდამცემი ამბების
ქრონიკა ერთიმეორის მიყოლებით.

31
ჯერემის ვუყურებ და მისი ნათქვამის გააზრებას ვცდილობ. დილ-
ით თქვა, ქალიშვილი დავკარგეო, ახლა ქალიშვილები ახსენა.
– ქალიშვილები?
ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ძალაგამოცლილივით უშვებს პირი-
დან.
– ჰო, ტყუპი. ჯერ ჩესტინი დავკარგეთ, ექვსი თვის მერე – ჰარპე-
რი. ეს იყო... – ადრინდელივით ემოციებისგან თავის შეკავებას არ
ცდილობს. სახეზე ხელებს ისვამს და თავის სკამზე ჯდება, – ზოგი-
ერთ ოჯახს ისე უმართლებს, რომ ერთი ტრაგედიის გადატანაც კი არ
უხდება, მაგრამ არიან ოჯახები, რომელთაც ტრაგედია ყოველთვის
ჩასაფრებული ელოდებათ. რაც შეიძლება გაფუჭდეს, ფუჭდება... და
შემდეგ უარესი ხდება.
არ ვიცი, ამას რატომ მეუბნება, მაგრამ ეჭვქვეშ არ ვაყენებ. მისი
მოსმენა მსიამოვნებს, მაშინაც კი, როცა პირქუშ ამბებს იხსენებს.
ფიქრში წასული წყლის ბოთლს მაგიდაზე ატრიალებს. შთაბეჭ-
დილება მრჩება, რომ ჩემთან მარტო დარჩენა იმიტომ არ მოუთხო-
ვია, რომ აზრი შემეცვალა. უბრალოდ, მარტო ყოფნა უნდოდა. შე-
საძლოა ცოლის მდგომარეობის ასეთ სიტუაციაში განხილვა ვეღარ
აიტანა და სურდა ყველა გასულიყო. მამშვიდებს, რომ ჩემთან ერ-
თად ოთახში დარჩენა მისთვის მარტო დარჩენის ტოლფასია.
ან იქნებ თავს ყოველთვის მარტოდ გრძნობს, ჩვენი ძველი კა-
რის მეზობელივით, რომელიც როგორც ჩანს, ასევე „ქრონიკული“
იყო.
– რიჩმონდში გავიზარდე, – ვამბობ, – ჩვენმა კარის მეზობელმა
ოჯახის სამი წევრი ორ წელზე ნაკლებ დროში დაკარგა. ვაჟი საბ-
რძოლო მოქმედებებში დაიღუპა. ექვსი თვის შემდეგ ცოლი სიმსივ-
ნით გარდაეცვალა და შემდეგ ქალიშვილი – ავტოკატასტროფაში.
ჯერემი ბოთლს აჩერებს და ოდნავ მოშორებით აცურებს.
– ახლა სადაა ის კაცი?
ვშეშდები. ამ შეკითხვას არ ველოდი.
სინამდვილეში კაცმა ვერ გადაიტანა მისთვის ყველაზე მნიშვნე-
ლოვანი ადამიანების დაკარგვა. ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ

32
თავი მოიკლა, მაგრამ ჯერემისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ქალიშ-
ვილებს გლოვობს, ამის თქმა სისასტიკე იქნება.
– ისევ იმ ქალაქში ცხოვრობს. რამდენიმე წლის შემდეგ დაქორ-
წინდა. ახლა რამდენიმე გერი და შვილიშვილი ჰყავს.
ჯერემის გამომეტყველებაში რაღაც ისეთს ვამჩნევ, რითაც მგო-
ნია, რომ იცის, ვცრუობ, მაგრამ თითქოს ამას აფასებს.
– ვერიტის სამუშაო კაბინეტში ერთხანს დროის გატარება მოგი-
წევს, რომ მის დოკუმენტებს გადახედო. წლების განმავლობაში
დაგროვილი ჩანაწერები და მონახაზები აქვს – ისეთი რამეები, რა-
ზეც წარმოდგენა არა მაქვს, რა ვუყო.
თავს ვაქნევ. ვერ გაიგონა, რა ვუთხარი?
– ჯერემი, გითხარი, რომ არ შემიძლია...
– ადვოკატი თავგზას გიბნევთ. შენს აგენტს უთხარი, რომ ნახე-
ვარი მილიონი მოითხოვოს. უთხარი, რომ პრესასთან ურთიერთო-
ბის გარეშე, ფსევდონიმით, მტკიცე გაუთქმელობის პირობით იმუშა-
ვებ. ასე შეგეძლება თავისუფლად დამალო ის, რასაც მალავ.
მინდა ვუთხრა, რომ არაფერს ვმალავ ჩემი მოუხეშაობის გარდა,
მაგრამ პირის გაღებას ვერ ვასწრებ, რომ კარისკენ მიდის.
– ვერმონტში ვცხოვრობთ, – აგრძელებს, – ხელშეკრულებას
ხელს რომ მოაწერ, მისამართს მოგცემ. შეგიძლია იქ რამდენ ხან-
საც გინდა, იმდენ ხანს დარჩე და მისი ჩანაწერები შეისწავლო.
კართან ჩერდება. მორიგი უარის სათქმელად ვემზადები, მაგრამ
პირიდან მხოლოდ მეტისმეტად არადამაჯერებელი „კარგი“ ამომ-
დის.
წამით მაკვირდება, თითქოს რაღაც კიდევ აქვს სათქმელი, და
შემდეგ ამბობს:
– კარგი.
კარს აღებს და დერეფანში გადის, სადაც კორი მელოდება. კორი
გვერდს უვლის, საკონფერენციოში შემოდის და კარს კეტავს.
მაგიდას დავყურებ. მომხდარმა დამაბნია. დამაბნია ასეთი დიდი
თანხის შემოთავაზებამ საქმისთვის, რომელსაც არც ვიცი, თავს გა-
ვართმევ თუ არა. ნახევარი მილიონი დოლარი? და შემიძლია ფსევ-

33
დონიმით დავწერო და ტურებსა და მარკეტინგში მონაწილეობა არ
მივიღო? ისეთი რა ვუთხარი, რომ ამას დათანხმდა?
– არ მომწონს ეს კაცი, – თქვა კორიმ და თავის სკამზე მძიმედ
დაჯდა, – რა გითხრა?
– მითხრა, ცოტას გთავაზობენო. ნახევარი მილიონი მოსთხოვე
და არანაირი რეკლამაო.
კორისკენ ზუსტად მაშინ ვტრიალდები, როცა სუნთქვა ეკვრის.
ჩემს ბოთლს იღებს და წყალს სვამს.
– მაგის დედაც.

34
3

ოცი წლის ან ცოტა მეტის ვიყავი, ერთი შეყვარებული მყავდა,


ამოსი ერქვა და უყვარდა, როცა ახრჩობდნენ.
დავშორდით, რადგან მის დახრჩობაზე უარი ვთქვი. ზოგჯერ ვფ-
იქრობ, სად ვიქნებოდი ახლა, მისი ეს ახირება რომ დამეკმაყოფილ-
ებინა. დაქორწინებული ვიქნებოდი? შვილები მეყოლებოდა? უფრო
საშიშ სექსუალურ პერვერსიებზე გადავიდოდით?
მგონი, მასთან ურთიერთობაში ყველაზე მეტად ეს მაშფოთებდა.
როცა ოცი წლის ხარ, ასეთ ადრეულ ასაკში ჩვეულებრივი სექსი უნ-
და გაკმაყოფილებდეს, ფეტიშების გარეშე.
ამოსზე ფიქრი იმ მომენტებში მიყვარს, როცა საკუთარი ცხოვრე-
ბით იმედგაცრუებული ვარ. როცა კორის ხელში გასახლების ვარ-
დისფერ უწყებას ვხედავ, საკუთარ თავს ვახსენებ, რომ უარესიც შე-
იძლებოდა მომხდარიყო – შეიძლებოდა ისევ ამოსსთან ერთად
ვყოფილიყავი.
ბინის კარს ვაღებ და კორის გზას ვუთმობ. არ ვიცოდი, თუ მოდი-
ოდა, თორემ ყველაფერს ვიღონებდი, რომ კარზე არავითარი გასახ-
ლების შეტყობინება არ დახვედროდა. ზედიზედ მესამე დღეა ვიღებ.
კორის ფურცელს ვართმევ და უჯრაში ვაგდებ.
კორი შამპანურის ბოთლს სწევს მაღლა.
– ვიფიქრე, ახალ კონტრაქტს აღვნიშნავთ-მეთქი, – ამბობს და
ბოთლს მაწვდის. მადლიერი ვარ, რომ გასახლებაზე არაფერს ამ-
ბობს. ახლა, როცა ჰორიზონტზე ჰონორარი მოჩანს, ეს არც ისე მაშ-
ფოთებს. მანამდე რას ვიზამ... ზუსტად არ ვიცი. შესაძლოა იმდენი
ფული მოვაქუჩო, რომ რამდენიმე დღე სასტუმროში ვიცხოვრო.
შემიძლია დედაჩემის ნივთებიდან, რაც დარჩა, ლომბარდში ჩა-
ვაბარო.
კორის უკვე პალტო გაუხდია და ჰალსტუხი მოუშვია. დედაჩემის
აქ შემოსახლებამდე ეს ჩვენი ყოველდღიურობა იყო. მოვიდოდა,

35
ტანსაცმლის გახდას დაიწყებდა და შემდეგ ლოგინში აღმოვ-
ჩნდებოდით.ეს შეწყდა, როცა სოციალური მედიის წყალობით აღ-
მოვაჩინე, რომ რამდენიმე პაემანზე იყო ვიღაც გოგოსთან, რებეკას-
თან. ჩვენი სექსუალური ურთიერთობა ეჭვიანობის გამო არ დამ-
თავრებულა – დავამთავრე იმ გოგოს პატივისცემით, რომელმაც
ჩვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა.
– ბეკა როგორაა? – ვეკითხები და განჯინას ვაღებ ორი ჭიქის გა-
მოსაღებად.
კორის ჰალსტუხზე ხელი უშეშდება, თითქოს უკვირს, მისი სატ-
რფიალო ამბავი რომ ვიცი, – სასპენსის მწერალი ვარ, კორი. ნუ გა-
გიკვირდება, რომ შენს შეყვარებულზე ყველაფერი ვიცი.
მის რეაქციას არ ვაკვირდები. შამპანურის ბოთლს ვხსნი და ორ
ჭიქაში ვასხამ. როცა კორის ერთ მათგანს ვაწვდი, ის უკვე ბარის
სკამზე ზის. მის წინ ვჩერდები და ჭიქებს მაღლა ვწევ. შემდეგ ჩემსას
ისევ დაბლა ვიჭერ, რომ სადღეგრძელოს თქმა ვაცადო. ჩემი შამპა-
ნურის შუშხუნებს დავყურებ და ფულის გარდა სხვა სადღეგრძელე-
ბელი თემა არ მახსენდება.
– ეს ჩემი სერია არაა, – ვამბობ, – არც ჩემი პერსონაჟები არიან.
ამ წიგნების წარმატებაზე პასუხისმგებელი ავტორი დაშავებულია.
ამის დღეგრძელობა არასწორია.
კორის ჭიქა ისევ ჰაერშია გაჩერებული. მხრებს იჩეჩს,
მთელ ჭიქას ერთი ყლუპით ცლის და უკან მაწვდის.
– მაინცდამაინც ნუ ჩაუღრმავდები, ამ თამაშს რისთვის თამაშობ.
მთელი ყურადღება შედეგზე გადაიტანე.
თვალებს ვატრიალებ და მის ცარიელ ჭიქას ნიჟარაში ვდებ.
– მისი რომელიმე წიგნი წაგიკითხავს? – მეკითხება.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ და ონკანს ვუშვებ. ალბათ, ჭურჭელი
უნდა დავრეცხო. ორმოცდარვა საათი მაქვს ბინის დასაცლელად და
მინდა როცა წავალ, ჩემი ჭურჭელი თან წავიღო.
– არა. შენ? – წყალში სარეცხ საპონს ვღვრი და ღრუბელს ვიღებ.
კორი იცინის.
– არა, ჩემი სტილი არაა.

36
ავყურებ და მაშინვე ხვდება, რომ თავისი ნათქვამით ჩემი წერის
მანერასაც შეურაცხყოფა მიაყენა. ვერიტის ქმარმა ხომ მითხრა,
მსგავსი წერის სტილი გაქვთ და ეს საქმეც ამიტომ შემოგთავაზეთო.
– ეგ არ მიგულისხმია, – ამბობს.
დგება, ბარს სცილდება და ნიჟარასთან გვერდით მიდგება. მე-
ლოდება, თეფშების ხეხვას როდის მოვრჩები. შემდეგ მართმევს და
რეცხვას იწყებს, – არ გეტყობა, ბარგი ჩაგელაგებინოს. ახალი ბინა
იპოვე?
– საწყობის ფართობი მაქვს და ხვალ ყველაფრის იქ დალაგებას
ვაპირებ. ბრუკლინის ერთ კომპლექსში შევიტანე განცხადება, მაგ-
რამ ორი კვირის განმავლობაში არაფერი აქვთ.
გასახლების შეტყობინებაში წერია, რომ ორ დღეში უნდა გახვი-
დე.
‒ ჰო, ვიცი.
– ჰოდა, სად მიდიხარ? სასტუმროში?
– ალბათ. კვირას ვერიტი კროუფორდის სახლში მივდივარ. მის-
მა ქმარმა მითხრა, სანამ წერას დაიწყებ, ერთი-ორი დღე მისი კაბი-
ნეტის შესწავლას დაუთმეო.
ამ დილით ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ჯერემისგან
იმეილი მივიღე, სადაც სახლის მისამართი მომწერა. ვთხოვე, კვი-
რას ჩამოვალ-მეთქი და, საბედნიეროდ, დამთანხმდა.
კორი მომდევნო თეფშს მართმევს. ვგრძნობ, რომ თვალმოუშო-
რებლად მიყურებს.
– მათ სახლში რჩები?
– სხვანაირად მისი ჩანაწერები როგორ მოვიპოვო?
– მის ქმარს უთხარი, ფოსტით გამოგიგზავნოს.
– ათი წლის ნაგროვები ჩანაწერები და მონახაზები აქვს. ჯერემი
ამბობს, არც ვიცი, საიდან დავიწყოო, და რომ ჩემთვის უფრო ადვი-
ლი იქნება მათი თავმოყრა.
კორი არაფერს ამბობს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ენას იკვნეტს.
ღრუბელს მთელ სიგრძეზე ვუსვამ დანას და ვაწვდი.
– რას არ ამბობ? – ვეკითხები.

37
დანას უსიტყვოდ რეცხავს, გასაშრობად დებს, შემდეგ ნიჟარის
კიდეს ეყრდნობა და თავს ჩემკენ აბრუნებს.
– იმ კაცმა ორი ქალიშვილი დაკარგა. შემდეგ მისი ცოლი ავტო-
საგზაო შემთხვევაში მოხვდა. არ მომწონს, მის სახლში რომ დარჩე-
ბი.
მოულოდნელად წყალი ცივი მომეჩვენა. ორივე მკლავზე ცივმა
ჟრუანტელმა დამიარა. ონკანს ვკეტავ, ხელებს ვიმშრალებ და ნიჟა-
რას ზურგით ვეყრდნობი.
– გგონია, რომელიმე ამ ამბავში გარეულია?
კორი მხრებს იჩეჩს.
– ბევრი არაფერი ვიცი, რომ რამე კონკრეტული ვიფიქრო, მაგ-
რამ ნუთუ ერთხელ მაინც არ დაფიქრებულხარ? რომ შესაძლოა ეს
არც ისე უსაფრთხო იყოს? მათ არც იცნობ.
თავქარიანი არა ვარ. ვცდილობდი, მათზე მეტი გამეგო ინტერ-
ნეტში. მათი პირველი შვილი სახლიდან თხუთმეტი მილის დაშორე-
ბით მეგობართან იყო, როცა ალერგიული რეაქცია დაეწყო. არც ჯე-
რემი და არც ვერიტი იმ დროს მასთან არ იყვნენ. მეორე შვილი კი
მათი სახლის უკან ტბაში დაიხრჩო, მაგრამ ჯერემი შინ მხოლოდ მას
შემდეგ დაბრუნდა, რაც გოგონას ცხედარი უკვე ნაპოვნი იყო. ორი-
ვე უბედურ შემთხვევად შეფასდა. ვხვდები კორის შეშფოთების მი-
ზეზს. სიმართლე ითქვას, მეც მაწუხებდა იგივე ფიქრი, თუმცა, რაც
მეტს ვეძებ, შესაშფოთებელს მით ნაკლებს ვპოულობ. ორი ტრაგი-
კული შემთხვევა, რომელთაც ერთმანეთთან კავშირი არა აქვს.
– ვერიტის ავტოსაგზაო შემთხვევა?
– ისიც უბედური შემთხვევა იყო, – ვამბობ, – ხეს შეეჯახა.
კორის გამომეტყველებაზე ვხვდები, რომ ვერ დავარწმუნე.
– წავიკითხე, რომ გზაზე მუხრუჭის კვალს ვერ მიაგნეს. ჩაეძინა
ან განგებ მოაწყო.
– ვერიტის აბრალებ? – ვღიზიანდები, რომ უსაფუძვლო ბრალ-
დებებს ისვრის. რეცხვის დასამთავრებლად ვტრიალდები, – ორივე
ქალიშვილი დაკარგა. ასეთი ტანჯვის გადატანის შემდეგ, რა გასაკ-
ვირია, რომ ადამიანმა მსგავსი გამოსავალი იპოვოს.

38
კორი ხელებს ჭურჭლის ტილოზე იწმენდს და ბარის სკამიდან კო-
სტიუმს იღებს.
– შემთხვევითობაა თუ არა, ფაქტია, უბედური ოჯახია და დიდი
ემოციური ზიანი მიადგათ, ამიტომ ფრთხილად უნდა იყო. წადი, წა-
მოიღე, რაც გინდა, და წამოდი.
– ხომ არ ჯობს ხელშეკრულების დეტალებს მიხედო, კორი? მე
კვლევას და წერას მივხედავ.
კოსტიუმს იცვამს.
– მხოლოდ შენზე ვზრუნავ.
ჩემზე ზრუნავს? იცოდა, დედაჩემი კვდებოდა და ორი თვე არ შემ-
ხმიანებია. ჩემზე არ ზრუნავს. ყოფილი შეყვარებულია, რომელსაც
იმედი ჰქონდა, რომ ამაღამ სექსი ექნებოდა, მაგრამ დელიკატური
უარი უთხრეს, და შემდეგ გაიგო, რომ სხვა კაცის სახლში უნდა დავ-
რჩენილიყავი. ეჭვიანობის ზრუნვით დაფარვას ცდილობს.
კარამდე ვაცილებ და მიხარია, რომ ასე მალე მიდის. არ ვადანა-
შაულებ, რომ გაქცევა უნდა. დედაჩემის გადმოსვლის შემდეგ ამ ბი-
ნაში უცნაურმა აურამ დაისადგურა. ამიტომაც არ მიბრძოლია ხელ-
შეკრულების გაგრძელებაზე, არც მეპატრონისთვის მიცნობებია,
რომ ორ კვირაში ფული მექნება. აქედან წასვლა იმაზე მეტად მინდა,
ვიდრე ახლა კორის.
– რაც უნდა იყოს, – მეუბნება კორი, – მომილოცავს. მნიშვნე-
ლობა არა აქვს, ეგ წიგნების სერია შენ დაწერე თუ არა, აქამდე შენ-
მა ნამუშევრებმა მოგიყვანა. ამით უნდა ამაყობდე.
მძულს, როცა გაღიზიანების პიკზე მყოფს სასიამოვნო რამეებს
მეუბნება.
– გმადლობ.
– კვირას, როგორც კი ჩახვალ, მომწერე...
– ...კარგი.
– ...და მითხარი, გადაბარგებაში დახმარება თუ დაგჭირდება.
– არ დამჭირდება.
მსუბუქად იცინის.
– თუ ასეა, კარგი, – დამშვიდობების ნიშნად არ მეხვევა. უკან

39
იხევს, სამხედრო სალამს მაძლევს. ერთმანეთს ასე უხერხულად არ-
ასდროს დავშორებივართ. მეუფლება გრძნობა, რომ ჩვენი ურთი-
ერთობა, ბოლოს და ბოლოს, იმ ეტაპზეა, როგორზეც უნდა იყოს:
აგენტი და ავტორი. სხვა არაფერი.

40
4

შემეძლო ამ ექვსსაათიანი მგზავრობის დროს ნებისმიერი სხვა


რამ მეკეთებინა. შემეძლო სამოცჯერ მომესმინა „ბოჰემიური რაფ-
სოდია“. შემეძლო ჩემი ძველი მეგობრის, ნატალისთვის დამერეკა
და გველაპარაკა, მით უმეტეს, ბოლო ექვსი თვეა მასთან არ მილა-
პარაკია. ზოგჯერ ერთმანეთს ვწერთ, მაგრამ მისი ხმის გაგონება სა-
სიამოვნო იქნებოდა. ან იქნებ ამ დროის განმავლობაში ფსიქოლო-
გიურად შემემზადებინა საკუთარი თავი ყველა იმ მიზეზის მოფიქრე-
ბით, რომელთა გამოც ჯერემი კროუფორდისგან თავს შორს დავი-
ჭერდი მის სახლში ცხოვრებისას.
ჩამოთვლილთა საპირისპიროდ, ვერიტი კროუფორდის სერიის
პირველი რომანის აუდიოწიგნის მოსმენა გადავწყვიტე.
ის ახლახან დამთავრდა. საჭეს ისე ვარ ჩაფრენილი, რომ თითე-
ბი გამითეთრდა. ტუჩები გამომშრალი მაქვს, რადგან წყლის დალე-
ვა არ გამხსენებია. ჩემი თვითშეფასება სადღაც უკან, ალბანიში
დარჩა.
ვერიტი კარგად წერს. ძალიან კარგად.
უკვე ვნანობ, რომ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე. დარწმუნე-
ბული არა ვარ, რომ მის დონეს შევწვდები, თანაც იმას თუ გავითვა-
ლისწინებ, რომ მას უკვე ექვსი ასეთი რომანი აქვს დაწერილი და
ყველა ბოროტმოქმედის პოზიციიდან. როგორ შეიძლება ერთ თავ-
ში ამდენი შემოქმედებითი უნარი დაეტიოს?
იქნებ დანარჩენი ხუთი არაფრად ვარგა. ამის მხოლოდ იმედი
შემიძლია მქონდეს. ასეთ შემთხვევაში სერიის ბოლო სამი წიგნი-
დან განსაკუთრებულის მოლოდინი არ იქნება.
ვის ვატყუებ? ვერიტის ყოველი ახალი რომანი გამოსვლისთანა-
ვე „თაიმსის“ ნომერი პირველი წიგნი ხდებოდა.
ახლა ორჯერ უფრო აღელვებული ვარ, ვიდრე მანჰეტენიდან გა-
მოსვლისას ვიყავი.

41
მზად ვარ კუდამოძუებული დავბრუნდე ნიუ-იორკში, მაგრამ ჯერ
კიდევ არ ვიძუებ, რადგან ვფიქრობ, რომ საკუთარ თავში დაურწმუ-
ნებლობა წერის პროცესის ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი წე-
რის პროცესის. ჩემთვის ყოველი წიგნის დამთავრება სამი საფეხუ-
რისგან შედგება:

1. წიგნის დაწყება და ნაწერის სრული სიძულვილი.


2. წერის გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ მძულს, რასაც
ვწერ.
3. წიგნის დამთავრება და თავის მოკატუნება, რომ ვითომ შედე-
გით კმაყოფილი ვარ.
მუშაობის დროს არასდროს დგება მომენტი, როცა ვგრძნობ,
რომ დასახულ მიზანს მივაღწიე, ან რაც დავწერე, წასაკითხად ღირს.
უმეტესად შხაპის ქვეშ ვტირი, კომპიუტერის ეკრანს ზომბივით მივ-
ჩერებივარ და ვერაფრით ამომიხსნია, როგორ ახერხებს ყველა სხ-
ვა ავტორი ასეთი თავდაჯერებით საკუთარი წიგნების რეკლამირე-
ბას. „ეს ყველაზე დიდებული რამაა, რაც კი ჩემი წინა წიგნის შემდეგ
დამიწერია! აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!“.
მე ის უგერგილო ავტორი ვარ, რომელიც ჩემი წიგნის ფოტოს აქ-
ვეყნებს და წერს: „არა უშავს წიგნია. სიტყვებითაა სავსე. თუ გინდათ
წაიკითხეთ“.
ასე მგონია, ამ კონკრეტული წიგნის წერის პროცესი იმაზე უარე-
სი იქნება, ვიდრე წარმომიდგენია. ჩემს წიგნებს იშვიათად თუ ვინმე
კითხულობს, ამიტომ მეტისმეტად ბევრი ცუდი შეფასების ნახვა არ
მიწევს. ამ წიგნს კი, მასზე ვერიტის სახელი დაეწერება თუ არა, წი-
ნასწარ განწყობებით გაძეძგილი ასიათასობით მკითხველი ეყოლე-
ბა. თუ ჩავფლავდები, კორი გაიგებს, რომ ჩავფლავდი. გამომცემ-
ლე-ბი გაიგებენ, რომ ჩავფლავდი. ჯერემი გაიგებს, რომ ჩავფლავ-
დი, და... მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე... ვერი-
ტიც გაიგებს, რომ ჩავფლავდი.
შეხვედრის დროს ჯერემის არაფერი უთქვამს ვერიტის მდგომა-
რეობაზე, ამიტომ წარმოდგენა არა მაქვს, კომუნიკაცია შეუძლია თუ

42
არა. ინტერნეტში მის ავტოსაგზაო შემთხვევაზე ძალიან ცოტა ეწერა
‒ სულ რაღაც ორიოდე ბუნდოვანი სტატია. შემთხვევიდან მალევე
გამომცემელმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ვერი-
ტიმ სიცოცხლესთან შეთავსებადი დაზიანებები მიიღო. ორი კვირის
წინ მათ კიდევ ერთი განცხადება გააკეთეს, რომ გამოჯანმრთელდა
და საკუთარ სახლში, მშვიდ გარემოშია. ამანდამ, მისმა გამომცემე-
ლმა თქვა, რომ სურდათ მისი დაზიანებების ამბავი მედიაში არ გამ-
ჟღავნებულიყო, ამიტომ, სავარაუდოდ, ფაქტები მიჩქმალეს.
შესაძლოა ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკარგული ორი
შვილის შემდეგ წერა აღარ შეუძლია.
მგონი, გასაგებია, რომ გამომცემლებს სერიის დასრულება
სურთ. არ უნდათ მათი შემოსავლის უდიდესი წყარო დაშრეს. მიუხე-
დავად იმისა, რომ ეს შემოთავაზება მეამაყება, ყურადღების ცენ-
ტრში მოქცევა არ მინდა. როცა წერა დავიწყე, ჩემი მიზანი პოპულა-
რობა არ იყო. ისეთ ცხოვრებაზე ვოცნებობდი, სადაც ადამიანების
ის რაოდენობა იყიდდა ჩემს წიგნებს, რაც საშუალებას მომცემდა გა-
დასახადები გადამეხადა და არა ფუფუნებისა და დიდების შარავან-
დედით ამავსებდა. ძალიან ცოტა ავტორი აღწევს ასეთ წარმატებას,
ამიტომ არასდროს მიფიქრია, რომ ეს ჩემს თავსაც მოხდებოდა.
ვხვდები, რომ ამ სერიებთან საკუთარი სახელის დაკავშირება
ჩემი წინა წიგნების გაყიდვებს წაადგებოდა და მომავალში მეტ შე-
საძლებლობას გამიჩენდა, მაგრამ ვერიტი მეტისმეტად წარმატებუ-
ლია. ასევეა მისი წიგნების სერია, რომელსაც ვიბარებ. მის სერიას-
თან ჩემი სახელის დაკავშირებით ისეთი ყურადღების ცენტრში მოვ-
ხვდები, რასაც მთელი ცხოვრება გავურბივარ.
თხუთმეტწუთიანი დიდება არ მაინტერესებს. მე მხოლოდ ფინან-
სური შემოსავალი მჭირდება.
ფულის აღებამდე დიდი გზა მაქვს გასავლელი. ჩემი დარჩენილი
ფულის დიდი ნაწილი ამ მანქანის ქირაობასა და ჩემი ნივთების და-
საწყობებაში გადავიხადე. ახალი ბინის დეპოზიტიც გადავიხადე,
მაგრამ მომავალ კვირამდე იქ არ შემიშვებენ. შესაძლოა ერთი კვი-
რით კიდეც დამიგვიანონ გადასვლა, რაც ნიშნავს, რომ ის მცირეო-

43
დენი დარჩენილი თანხა, რაც მაქვს, კროუფორდების სახლიდან წა-
მოსვლის შემდეგ სასტუმროში უნდა გადავიხადო.
ჩემი ცხოვრება ასეთია. ცოტა არ იყოს, უსახლკარო ვარ და ჩე-
მოდნებზე ვზივარ უახლოესი ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან
სულ რაღაც კვირა-ნახევრის შემდეგ. ამაზე უარესი რა უნდა მოხდ-
ეს?
შესაძლოა ახლა ამოსის ცოლი ვყოფილიყავი და უარესი ცხოვ-
რება მქონოდა.
– ღმერთო ჩემო, ლოუენ, – თვალებს ვატრიალებ იმის გააზრე-
ბისას, თუ რამდენი ავტორი გააკეთებდა ყველაფერს ამ შესაძლებ-
ლობის მისაღებად, მე კი ვზივარ და ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება
განწირულია.
უმადურობა ჩემი არსების ნაწილია.
ჩემი ცხოვრების დედაჩემის თვალთახედვიდან დანახვა უნდა შე-
ვწყვიტო. როგორც კი ამ წიგნების ავანსს ავიღებ, ყველაფერი გა-
მოსწორდება. სახლებს შორის გაჭედილი აღარ ვიქნები.
კროუფორდების სახლისკენ უკვე გადავუხვიე. ჯი-პიესი მიმიძ-
ღვის გრძელ, დახვეულ გზაზე, რომელსაც გვერდებზე აყვავებული
შინდის ხეები მიუყვება, ასევე სახლები, რომლებიც რაც უფრო მეტ
მანძილს გავდივარ, მით უფრო დიდი ზომისაა და ერთმანეთისგან
შორიშორს განლაგებული.
როცა, ბოლოს და ბოლოს, კროუფორდების შესახვევს ვუახლო-
ვდები, ნაქირავებ მანქანას ვაჩერებ და რამდენიმე წუთს იქაურო-
ბით ვტკბები. თითქოს უსასრულო სამანქანო გზის ორივე მხარეს
ორი მაღალი აგურის სვეტია ამოყვანილი. კისერს ვიგრძელებ, რომ
როგორმე გზის სიგრძეს მივხვდე, მაგრამ მუქი ასფალტი ხეებს შო-
რის გველივით მიიკლაკნება. სადღაც იქ, ზემოთ, სახლია და იმ სახ-
ლის რომელიღაც ოთახში წევს ვერიტი კროუფორდი. ნეტავ თუ
იცის, რომ მივდივარ. ხელისგულები მიოფლიანდება, ამიტომ ხე-
ლებს საჭიდან ვიღებ და გასაშრობად სავენტილაციო ხვრელს ვუშ-
ვერ.
ჭიშკარი ღიაა, ამიტომ მანქანას ვქოქავ და აუჩქარებლად ვუახ-

44
ლოვდები მტკიცედ შეჭედილ შესასვლელს. საკუთარ თავს ვეუბნე-
ბი, არ შეგეშინდეს-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ რკინის ჭიშკრის
თავი ობობას ქსელს მაგონებს. მაჟრჟოლებს, მაგრამ სვლას მაინც
ვაგრძელებ. გზად სულ უფრო ხშირი და მაღალი ხეები მხვდება და
ბოლოს სახლიც მოჩანს. აღმართზე ასული პირველად სახლის სა-
ხურავს ვამჩნევ – საავდრო ღრუბელივით მუქი ნაცრისფერია. რამ-
დენიმე წამში მთელი სახლი ჩნდება და გული ყელში მებჯინება. სახ-
ლის წინა ფასადზე მუქი ქვაა აკრული, რომლის ერთიანობას მხო-
ლოდ სისხლივით წითელი კარი არღვევს – ერთადერთი შვებისმომ-
გვრელი ფერი ამ ნაცრისფრის ზღვაში. სახლის მარცხენა მხარეს სუ-
რო მიუყვება, მაგრამ მომხიბლავი კი არა, უფრო ავის მომასწავებე-
ლია – ნელი მოქმედების სიმსივნესავით.
ჩემი ყოფილი სახლი მახსენდება: ფერდაკარგული კედლები და
უვიწროესი სამზარეულო 1970-იანი წლების მწვანე ზეთისხილისფე-
რი მაცივრით. მთელი ჩემი ბინა, სავარაუდოდ, ამ ურჩხულის დერე-
ფანში დაეტეოდა. დედაჩემი ამბობდა, სახლებს სული აქვთო, და თუ
ეს მართალია, ვერიტი კროუფორდის სახლის სული მისი ფასადი-
ვით ბნელი იქნება.
ინტერნეტში განთავსებული სატელიტიდან გადაღებული ფო-
ტოები ამ ქონებას არასათანადოდ აჩვენებს. აქ მოსვლამდე სახლი
შორიდან შევისწავლე. უძრავი ქონების სააგენტოს ვებგვერდის მი-
ხედვით, კროუფორდებმა აქაურობა ხუთი წლის წინ ორ-ნახევარ მი-
ლიონად იყიდეს. ახლა სამ მილიონზე მეტი ღირს.
სულშემძვრელი, უზარმაზარი და მიყრუებული სახლი ჩანს, მაგ-
რამ მისგან ამ კალიბრის სახლებისთვის დამახასიათებელი მედი-
დურობა არ იგრძნობა. კედლები ზემოდან ამპარტავნულად არ დამ-
ყურებენ.
მანქანა გზის გადაღმა გადამყავს და გასაჩერებელ ადგილს ვე-
ძებ. მინდორი მწვანე და კარგად მოვლილია, სულ მცირე, სამი აკრი
იქნება. სახლის უკან ტბა შენობის ერთი ბოლოდან მეორემდეა გა-
დაჭიმული. მწვანე მთები ისეთ ლამაზ ფონს ქმნის, რომ წარმოუდ-
გენელია იმ საზარელი ტრაგედიის დაჯერება, რომელიც აქაურობის

45
პატრონებმა განიცადეს.
შვებით ვსუნთქავ, როცა ავტოფარეხთან ცემენტდასხმულ ავტო-
სადგომს ვხედავ. მანქანას ავტოსადგომზე ვაჩერებ და ძრავას ვთი-
შავ.
ჩემი მანქანა ამ სახლს ოდნავადაც არ უხდება. თავს ვიმუნათებ,
რომ ყველაზე იაფფასიანი მანქანა ვიქირავე, რისი ქირაობაც კი შე-
მეძლო. დღეში ოცდაათი დოლარი. ნეტავ ვერიტი თუ მჯდარა ოდეს-
მე „კია სოულში“. მისი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაწერილ
სტატიაში ამოვიკითხე, რომ იმ დროს „რეინჯ როვერს“ მართავდა.
გვერდით სავარძლისკენ ვიშვერ ხელს, რომ ტელეფონი ავიღო
და კორის ჩემი მოსვლა შევატყობინო. მძღოლის კარის სახელურს
ხელს ვკიდებ და ვშეშდები. ხერხემლით სავარძელს ვეკვრი. ვტრი-
ალდები და ფანჯრიდან ვიხედები.
‒ ამის დედაც!
ეს რა ჯანდაბაა?
მკერდზე ხელს ვიჭერ, რომ დავრწმუნდე, გულისცემა ხომ ისევ
მაქვს და იმ სახეს ვაკვირდები, რომელიც მანქანის ფანჯრიდან მი-
ყურებს. როცა ვხვდები, რომ კართან მდგარი ფიგურა ბავშვია, პირ-
ზე ხელს ვიფარებ და ვიმედოვნებ, რომ მისი წილი სამართლიანი გი-
ნება გაიგონა. ბიჭი არ იცინის. დგას და მიყურებს, რაც კიდევ უფრო
საზარელია, ვიდრე განგებ რომ შევეშინებინე.
ბიჭი ჯერემის მინიატიურული ვერსიაა. იგივე პირი, იგივე მწვანე
თვალები. რომელიღაც სტატიაში წავიკითხე, რომ ვერიტის და ჯერე-
მის სამი შვილი ჰყავთ. ეს, ალბათ, მათი უმცროსი შვილია.
კარს ვაღებ. მანქანიდან გადმოვდივარ და ბიჭი ერთი ნაბიჯით
უკან იხევს.
– გაუმარჯოს, – ვეუბნები, მაგრამ არ მპასუხობს, – აქ ცხოვრობ?
‒ ჰო.
მის უკან აზიდულ სახლს გავყურებ და ვფიქრობ, ნეტავ ასეთ სახ-
ლში გაზრდა ბავშვისთვის რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი.
– ალბათ, სასიამოვნოა, – ვბუტბუტებ.
– ერთ დროს იყო, – ტრიალდება და სახლისკენ მიდის.

46
მის გამო თავს მაშინვე ცუდად ვგრძნობ. მგონი, საკმარისად არ
გამიაზრებია ამ ოჯახის მდგომარეობა. ამ პატარა ბიჭმა, რომელიც
ხუთ წელზე მეტის არ იქნება, ორივე და დაკარგა და ვინ იცის, დარ-
დმა დედამისი რა დღეში ჩააგდო? ჯერემიზე კი ძლიერი კვალი და-
ტოვა.
ჩემოდანს მანქანიდან ჯერ არ ვიღებ, კარს ვკეტავ და პატარა
ბიჭს უკან მივყვები. მას მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით ჩამოვრჩები,
როცა კარს აღებს, სახლში შედის და კარს ცხვირწინ მიკეტავს.
ცოტა ხანს ვიცდი, ვფიქრობ, იქნებ იუმორის გრძნობა ჰქონდეს-
მეთქი, მაგრამ კარის დაჭირხლული ფანჯრიდან ვხედავ, რომ სახ-
ლში გზას აგრძელებს და კარის გასაღებად არ ტრიალდება.
არ მინდა უზნეო ვუწოდო. პატარა ბიჭია და უამრავი რამ გადაი-
ტანა. გულში კი ვფიქრობ, რომ შესაძლოა მართლა უზნეოა.
კარზე ზარს ვრეკავ და ვიცდი.
და ვიცდი.
და ვიცდი.
ზარს ისევ ვრეკავ, მაგრამ არავინ მპასუხობს. ჯერემიმ იმეილით
ტელეფონის ნომერი მომწერა, ამიტომ მის ნომერს ვკრებ და შეტყო-
ბინებას ვუგზავნი: „ლოუენი ვარ. კართან ვდგავარ“.
შეტყობინებას ვგზავნი და ვიცდი.
რამდენიმე წამის შემდეგ კიბიდან ფეხის ხმა მესმის. დაჭირ-
ხლულ ფანჯარაში ვამჩნევ ჯერემის ჩრდილს, რომელიც კართან მო-
ახლოებისას იზრდება. კარის გაღებამდე ვხედავ, რომ ჩერდება და
ჰაერს ღრმად ისუნთქავს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს მისი შეჩერება
მარწმუნებს, რომ მხოლოდ მე არ ვღელავ ამ სიტუაციის გამო.
უცნაურია, როგორ მამშვიდებს მისი სავარაუდო უხერხულობა.
მგონი, ასე არ უნდა იყოს.
კარს აღებს და მართალია, იგივე კაცია, ვისაც რამდენიმე დღის
წინ შევხვდი, მაგრამ ახლა... სხვანაირია. არც კოსტიუმი აცვია, არც
ჰალსტუხი უკეთია, აღარც მისტიკური აურა აქვს. სპორტული შარვა-
ლი და ლურჯი ბანანათევზის ნახატიანი მაისური აცვია. წინდები,
ფეხსაცმლის გარეშე.

47
– გაუმარჯოს.
არ მომწონს ის ეიფორია, რაც მთელ სხეულში მივლის. ყურად-
ღებას არ ვაქცევ და ჯერემის ვუღიმი.
– გამარჯობა.
წამით თვალს მიშტერებს, შემდეგ უკან იხევს, კარს ფართოდ
აღებს და ხელით შიგნით მიხმობს.
– მაპატიე, ზემოთ ვიყავი. ქრუს ვუთხარი, კარი გააღე-მეთქი,
მაგრამ როგორც ჩანს, არ გაუგონია. დერეფანში შევდივარ.
– ჩემოდანი გაქვს? – მეკითხება ჯერემი.
მისკენ ვტრიალდები.
– ჰო, მანქანაში მიდევს, მაგრამ მოგვიანებით ამოვიღებ.
‒ მანქანა ღიაა?
თავის ქნევით ვუდასტურებ.
– ახლავე მოვალ, – კართან მიდებულ ფეხსაცმელში ფეხს უყრის
და გარეთ გადის. აუჩქარებლად ვტრიალდები და გარემოს ვაკვირ-
დები. თითქმის არაფრით განსხვავდება ინტერნეტში ნანახი ფო-
ტოებისგან. უცნაურია, მაგრამ უძრავი ქონების სააგენტოს ვებგვერ-
დის წყალობით ამ სახლის ყველა ოთახი მაქვს ნანახი. ისეთი გრძნ-
ობა მეუფლება, თითქოს აქაურობას კარგად ვიცნობ, არადა, ფეხი
ამწუთას შემოვდგი.
მარჯვნივ სამზარეულოა, მარცხნივ – მისაღები. ერთმანეთისგან
დერეფანი ყოფთ, რომელიც, თავის მხრივ, მეორე სართულზე ამა-
ვალი კიბით ბოლოვდება. სამზარეულოს ფოტოებში მუქი ალუბ-
ლისფერი ავეჯი ჩანდა – ახლა განუახლებიათ. ძველი კარადები მო-
უხსნიათ და უმეტესად თაროებით ჩაუნაცვლებიათ. კამოდების თავ-
ზე ახლა უფრო ღია ფერის კარადები კიდია.
სამზარეულოში ორი ღუმელი და მინისკარიანი მაცივარი დგას.
იქაურობას რამდენიმე ფუტიდან ვუყურებ, როცა კიბეზე ჩამომავალ
ბიჭს ვამჩნევ. გვერდს სირბილით მივლის, მაცივრის კარს აღებს და
„დოქტორ პეპერის“ ბოთლს იღებს. ბიჭი თავსახურის მოხსნას ცდი-
ლობს.
– გინდა გაგიხსნა? – ვეკითხები.

48
– დიახ, თუ შეიძლება, – ამბობს და ქვემოდან დიდი მწვანე თვა-
ლებით მიყურებს. ვერ ვიჯერებ, რომ უზნეო მეგონა. ისეთი საყვარე-
ლი ხმა აქვს და ისეთი პაწაწინა ხელები, ბოთლის თავსაც ვერ ხსნის.
ბოთლს ვართმევ და თავს მარტივი მოძრაობით ვხსნი. სახლის კარი
ზუსტად მაშინ იღება, როცა სასმელს ქრუს ვუბრუნებ.
ჯერემი ქრუს თვალმოჭუტული უყურებს.
– ხომ გითხარი, გაზიანი სასმელები არ დალიო-მეთქი, – ჩემო-
დანს კედელთან ტოვებს, ქრუს უახლოვდება და ხელიდან ბოთლს
ართმევს, – წადი, აბაზანისთვის მოემზადე. ორ წუთში მოვალ.
ქრუ თავს ატრიალებს და კიბისკენ მიემართება.
ჯერემი წარბს სწევს.
‒ ამ ბავშვს არ ენდო. ორივე ჩვენგანზე ჭკვიანია, ერთად აღებუ-
ლი, – ერთ ყლუპს სვამს და ბოთლს მაცივარში აბრუნებს, – რამეს
დალევ?
– არა, გმადლობ.
ჯერემი ჩემს ჩემოდანს იღებს და დერეფანში მიაქვს.
– იმედია, უცნაურად არ მოგეჩვენება, რომ მთავარ საძინებელს
გითმობ. ახლა ყველას ზემოთ გვძინავს, ამიტომ ვიფიქრე, მოსახერ-
ხებელი იქნებოდა, აქ თუ დაგაბინავებდი, კაბინეტთან ყველაზე ახ-
ლოსაა.
– ისიც კი არ ვიცი, ღამე დავრჩები თუ არა, – ვამბობ და უკან მივ-
ყვები. ეს სახლი მზარავს, ამიტომ კარგი იქნება, თუ საჭირო ნივთებს
ავიღებ და სასტუმროში დავბინავდები, – კაბინეტის დათვალიერე-
ბას და სიტუაციის შეფასებას ვაპირებდი.
ჯერემი იცინის და საძინებლის კარს აღებს.
– დამიჯერე, ყველაზე ცოტა, ორი დღე მაინც დაგჭირდება. შეიძ-
ლება მეტიც, – საწოლთან მიდგმულ სკივრზე ჩემოდანს დებს, შემ-
დეგ კარადას აღებს და ცარიელ ადგილზე მიმითითებს, – ადგილი
გამოგითავისუფლე, რამეს დაკიდება თუ დაგჭირდება, – შემდეგ სა-
აბაზანოსკენ მითითებს, – სააბაზანო მთლიანად შენს განკარგულე-
ბაშია. ზუსტად არ ვიცი, ჰიგიენური საშუალებები არის თუ არა, ამი-
ტომ მითხარი, რაც დაგჭირდება. სახლში, წესით, ყველაფერი უნდა

49
გვქონდეს.
– გმადლობ, – ოთახს უხერხულად ვათვალიერებ. რა სიგიჟეა.
განსაკუთრებით ის, რომ მათ საწოლში უნდა დავიძინო. თვალი სა-
წოლის თავისკენ გამირბის. ზემოთ კიდეზე, შუაში, ნაკბილარებს
ვამჩნევ. თვალს მანამდე ვარიდებ, სანამ ჯერემი ჩემს მზერას შეამ-
ჩნევს. ალბათ, რომ შემხედოს, მაშინვე მიხვდება, რომ ვვარაუდობ,
რომელი მათგანი ჰკბენდა სექსის დროს საწოლის თავს სიჩუმის და-
საცავად. ნეტავ ასეთი მძაფრი სექსი ოდესმე თუ მქონია?
– გინდა ცოტა ხნით მარტო დარჩე თუ დანარჩენი სახლის დასათ-
ვალიერებლად წავიდეთ? – მეკითხება ჯერემი.
‒ ჰო, წავიდეთ, – ვეუბნები და უკან მივყვები. დერეფანში გადის.
ვჩერდები და საძინებლის კარს ვუყურებ, – ეს კარი იკეტება?
ჯერემი ოთახში ბრუნდება და კარის სახელურს უყურებს.
‒ არ მახსენდება ოდესმე დაგვეკეტოს, – ამბობს და სახელურს
ანჯღრევს, – გასაღებს ვიპოვი, თუ ეს შენთვის მნიშვნელოვანია.
უსაკეტო ოთახში ათი წლის ასაკის შემდეგ არ მიძინია. მინდა შე-
ვეხვეწო გასაღები იპოვოს, მაგრამ არ მინდა იმაზე პრეტენზიული
გამოვჩნდე, ვიდრე ვარ.
– არა, იყოს.
კარს თავს ანებებს, მაგრამ დერეფანში გასვლამდე მეკითხება:
– სანამ მაღლა ავალთ, უკვე იცი, რა ფსევდონიმით დაწერ?
ამაზე მას შემდეგ აღარ მიფიქრია, რაც „პანთემი“ ჯერემის შემო-
თავაზებულ მოთხოვნებზე დამთანხმდა. მხრებს ვიჩეჩ.
– ამაზე მართლა არ მიფიქრია.
– მინდა ვერიტის ექთანს შენი თავი ფსევდონიმით გავაცნო, თუ
არ გინდა, რომ ვინმემ ოდესმე შენი სახელი ამ წიგნებს დაუკავში-
როს.
ისეთი დაშავებულია, რომ ექთანი სჭირდება?
– კარგი. მგონი... – წარმოდგენა არა მაქვს, რა სახელი ავირჩიო.
– რომელ ქუჩაზე გაიზარდე? – მეკითხება ჯერემი.
– ლორა-ლეინზე.
– შენს პირველ შინაურ ცხოველს რა ერქვა?

50
– ჩეიზი. იორკი იყო.
– ლორა ჩეიზი, – ამბობს, – მე მომწონს.
თავს გვერდზე ვხრი და „ფეისბუქის“ ტესტების შეკითხვები მეც-
ნობა.
– მგონი, ასე იგებენ საკუთარ პორნოვარსკვლავურ სახელს,
არა?
იცინის.
– ფსევდონიმი, პორნოვარსკვლავური სახელი. ყველგან გამოდ-
გება, – ხელით მანიშნებს, რომ უკან გავყვე, – წამოდი, ჯერ ვერიტი
გაიცანი, შემდეგ მის კაბინეტში წაგიყვან.
ჯერემი კიბეზე საფეხურის გამოტოვებით ადის. იქვე სამზარეუ-
ლოსთან ლიფტია, რომელიც ახალდაყენებულს ჰგავს. ვერიტი, ალ-
ბათ, სავარძელში ზის. ღმერთო, საწყალი ქალი.
ჯერემი კიბის თავში მელოდება. დერეფანი ორად იყოფა. ერთ
მხარეს სამი კარია, მეორეგან – ორი. ის მარცხნივ უხვევს.
– ეს ქრუს საძინებელია, – პირველი ოთახისკენ მითითებს, – მე
აქ მძინავს, – ქრუს ოთახის გვერდით კარზე მანიშნებს.
ამ ორი ოთახის მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი კარია. კარი
დაკეტილია, ამიტომ მასზე ფრთხილად აკაკუნებს და აღებს.
არ ვიცი, რას ველოდებოდი, მაგრამ იმას ნამდვილად არა, რა-
საც ვხედავ.
საწოლში ზურგზე წევს, ჭერს აჰყურებს და ქერა თმა ბალიშზე
დაჰფენია. ცისფერხალათიანი ექთანი ფეხებთან უზის და წინდებს
აცმევს. ქრუ ვერიტის საწოლის გვერდით წევს და ხელში აიპედი უჭი-
რავს. ვერიტის ცარიელი გამომეტყველება აქვს, თითქოს ირგვლივ
არაფერი აინტერესებს. არც ექთანის არსებობას გრძნობს, არც ჩემ-
სას. ვერც ქრუს ამჩნევს და ვერც ჯერემის, რომელიც მისკენ იხრება
და შუბლიდან თმას უწევს. ქალი თვალებს ახამხამებს, მაგრამ სხვას
არაფერს აკეთებს. არაფერზე ეტყობა, რომ ცნობს იმ კაცს, რომელ-
თანაც სამი შვილი ჰყავდა და რომელიც ცდილობს სითბო გამოიჩი-
ნოს. ვცდილობ მკლავებზე დაყრილი ეკალი როგორმე დავფარო.
ექთანი ჯერემის მიმართავს:

51
– დაღლილი ჩანდა, ამიტომ ვიფიქრე დღეს ადრე დავაწვენ-მეთ-
ქი, – ვერიტის პლედს ახურავს.
ჯერემი ფანჯარასთან მიდის და ფარდებს აფარებს.
– ნასადილევს წამლები დალია?
ექთანი ვერიტის ფეხებს იღებს და ქვემოდან პლედს უგებს.
– ჰო, შუაღამემდე აღარაფერი სჭირდება.
ექთანი ჯერემიზე უფროსია ასაკით ალბათ, ორმოცდაათს გადა-
შორებული. მოკლე წითური თმა აქვს. მიყურებს და შემდეგ ჯერემის
გახედავს. ჩემს წარდგენას ელოდება.
ჯერემი თავს ისე აქნევს, თითქოს ჩემი აქ ყოფნა დაავიწყდა კი-
დეც. ექთანს უყურებს და ხელს ჩემკენ იშვერს: – ეს ლორა ჩეიზია,
ავტორი, რომელზეც გეუბნებოდი. ეს ეიფრილია, ვერიტის ექთანი.
ეიფრილს ხელს ვართმევ. ის გამკიცხავად მათვალიერებს.
– მეგონა, ასაკით უფრო დიდი იქნებოდით, – მეუბნება
ამაზე რა ვუპასუხო? ეს სიტყვები მის ამ მზერასთან ერთად შე-
ურაცხყოფასავით გაისმა... ან ბრალდებასავით. ამ ყველაფერს ყუ-
რადღებას არ ვაქცევ და ვუღიმი.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ეიფრილ.
– თქვენიც, – კამოდიდან ჩანთას იღებს და ყურადღება ჯერემიზე
გადააქვს.
‒ დილას გნახავთ, ღამემ, წესით, უპრობლემოდ უნდა ჩაიაროს,
– ეიფრილი იხრება და ქრუს ბარძაყზე ჩქმეტს. ბიჭი ხითხითებს და
საწოლის კუთხეში იკუნტება, რომ ვეღარ მისწვდეს. მე გზას ვუთმობ
და ეიფრილი ოთახიდან გადის.
საწოლს ვუყურებ. ვერიტის თვალები ისევ ღია აქვს, მაგრამ არა-
ფერს უყურებს. არც ვიცი, ექთანის წასვლა გაიგო თუ არა. საერთოდ
რამეს იგებს? ქრუ ძალიან მეცოდება. ჯერემიც. ვერიტიც.
არ ვიცი, ასეთ მდგომარეობაში სიცოცხლე თუ მომინდებოდა.
ასევე იმის ცოდნა, რომ ჯერემი ასეთ ცხოვრებასაა მიჯაჭვული... ეს
ყველაფერი მეტისმეტად დეპრესიულია. ეს სახლი, ამ ოჯახში დატ-
რიალებული ტრაგედიები, ახლანდელი სირთულეები.
– ქრუ, ამის გაკეთებას ნუ მაიძულებ, გითხარი იბანავე-მეთქი.

52
ქრუ ჯერემის ღიმილით აჰყურებს, მაგრამ საწოლიდან არ დგება.
– სამამდე ვითვლი.
ქრუ აიპედს გვერდით იდებს, მაგრამ ჯერემის ნათქვამს არაფ-
რად აგდებს.
– სამი... ორი – და ერთზე ჯერემი ქრუს ეცემა, კოჭებში სტაცებს
ხელს და ჰაერში თავდაყირა აყენებს, – ესე იგი, ჰაერში დაკიდება
გინდა!
ქრუ იცინის და იკლაკნება.
– არა, მეტი აღარ!
ჯერემი ახლა მე მიყურებს.
– ლორა, რამდენი წამია საჭირო, ბავშვის ტვინი რომ ამოტრი-
ალდეს და უკუღმა ლაპარაკი დაიწყოს?
მათ თამაშზე მეცინება.
– ოცი წამიო, გამიგონია, მაგრამ მგონი, თხუთმეტიც საკმარი-
სია.
– არა, მამიკო, დავიბან! არ მინდა თავდაყირა ტვინი!
– ყურებსაც გამოიწმენდ? იმიტომ, რომ ეტყობა, აქამდე კარგად
არ გიმუშავებდა.
– გპირდები!
ჯერემი მხარზე იგდებს, შემდეგ მარჯვნივ ატრიალებს და იატაკზე
სვამს. თმას უჩეჩს და ეუბნება: – წადი.
ქრუ კარისკენ მიიჩქარის და დერეფნის მეორე მხარეს თავის
ოთახში შედის. ჯერემისა და ქრუს ურთიერთობა სახლს ოდნავ
აცოცხლებს.
– რა საყვარელია. რამდენი წლისაა?
– ხუთის, – მპასუხობს ჯერემი.
ვერიტის საავადმყოფოს საწოლის კიდეს ხელს ჰკიდებს და ოდ-
ნავ მაღლა სწევს. შემდეგ ტუმბიდან პულტს იღებს და ტელევიზორს
რთავს.
ოთახიდან გამოვდივართ და ჯერემი კარს ბოლომდე არ კეტავს.
შუა დერეფანში მდგომს მიყურებს. ხელებს ნაცრისფერი სპორტული
შარვლის ჯიბეში ილაგებს და ისე იქცევა, თითქოს კიდევ უნდა რაღ-

53
აცის თქმა, მეტის ახსნა, თუმცა მხოლოდ ოხრავს და ვერიტის ოთ-
ახისკენ იხედება.
– ქრუს აქ მარტო დაძინების ეშინოდა. ძლიერი ბიჭია, მაგრამ
ღამე მაინც უჭირდა. უნდოდა დედასთან ახლოს ყოფილიყო, მაგრამ
ქვემოთ ძილი არ მოსწონდა. ორივენი აქ ამოვიყვანე, ქრუს გამო, –
ჯერემი დერეფანში მიდის, – რაც ნიშნავს, რომ ღამით პირველი
სართული მთლიანად შენს განკარგულებაშია, – დერეფანში შუქს
აქრობს, – კაბინეტის ნახვა გინდა?
– რა თქმა უნდა.
დაბლა მივყვები და კიბესთან ორმაგ კართან ვჩერდებით. ჯერე-
მი კარს აღებს და მისი ცოლის ყველაზე პირად სივრცეში შევდი-
ვართ.
მისი სამუშაო ოთახი.
შიგნით შესულს ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მისი საც-
ვლების უჯრაში ვიქექები. მთელ ოთახში იატაკიდან ჭერამდე აზიდუ-
ლი თაროები წიგნებით არის გაძეძგილი. კედლებთან ფურცლებით
სავსე ყუთები აწყვია. მაგიდა... ღმერთო ჩემო, მისი მაგიდა. მაგიდა
ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდეა გაჭიმული და უზარმაზარი
ფანჯრის წინ დგას, რომელიც მთელ უკანა ეზოს გადაჰყურებს. მაგი-
დაზე ერთი გოჯიც კი არაა, სადაც ფურცლები ან საქაღალდეები არ
ეწყოს.
– ყველაზე მოწესრიგებული ადამიანი არაა, – ამბობს ჯერემი.
მეღიმება და ვერიტისთან მსგავსებას ვგრძნობ.
– მწერლების უმრავლესობა ეგრეა.
– ამას დრო დასჭირდება. ვეცდებოდი, რომ თავად მომეწესრი-
გებინა, მაგრამ ჩემთვის ბერძნულივითაა.
ახლომდებარე თაროსთან მივდივარ და რამდენიმე წიგნს ხე-
ლით ვეხები. მისი წიგნების უცხოური გამოცემებია. თაროდან გერ-
მანულ თარგმანს ვიღებს და ვათვალიერებ.
‒ ლეპტოპი და კომპიუტერიც აქვს, – აგრძელებს ჯერემი, – წე-
ბოვან ფურცელზე პაროლი დაგიწერე, –შემდეგ კომპიუტერის გვერ-
დით მდებარე ბლოკნოტს იღებს, – გამუდმებით ჩანაწერებს აკეთებ-

54
და. ფიქრებს იწერდა. იდეებს ხელსახოცზეც კი იწერდა, დიალოგებს
შხაპის ქვეშ, წყალგამძლე ბლოკნოტში, – ჯერემი ბლოკნოტს უკან
დებს, – ერთხელ პერსონაჟების სახელები ქრუს საფენზე მიაწერა.
ზოოპარკში ვიყავით და ბლოკნოტი თან არ ჰქონდა.
როგორც ჩანს, ცოლის შემოქმედებით პროცესს აფასებს, რაც
გულს მითბობს. ვტრიალდები და იქაურობას ვათვალიერებ.
– წარმოდგენა არ მქონდა, რაში ვებმებოდი.
– არ მინდოდა გამეცინა, როცა მითხარი, შესაძლოა ღამე დარ-
ჩენამ არ მომიწიოსო. სინამდვილეში, შესაძლოა ამ ყველაფერს ორ
დღეზე მეტი დასჭირდეს. რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩი.
მირჩევნია, დიდხანს დარჩე და დარწმუნდე, რომ ყველაფერი გაქვს,
ვიდრე ნიუ-იორკში წახვიდე და არ იცოდე, დავალება როგორ შეას-
რულო.
იმ სერიის წიგნებით სავსე თაროს ვუყურებ, რომელიც მე უნდა
გავაგრძელო. ჯამში ცხრა წიგნი უნდა იყოს. ექვსი უკვე გამოქვეყნ-
და. სამი დარჩა. სერიის სახელწოდებაა „ღირსება“ და თითო წიგნი
თითო სათნოებას ეხება. ჩემთვის დარჩენილი სამი სათნოებაა – სი-
მამაცე, სიმართლე და პატიოსნება.
ექვსივე წიგნი თაროებზეა და მიხარია, რომ ზედმეტ ასლებსაც
ვხედავ. მეორე რომანის ასლს ვიღებ და ვათვალიერებ.
– სერია წაკითხული გაქვს? – მეკითხება ჯერემი.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ. არ მინდა გავამხილო, რომ აუდიო-
წიგნს მოვუსმინე. შესაძლოა შეკითხვები დამისვას.
– ჯერ არ წამიკითხავს. ხელშეკრულების ხელმოწერიდან აქ მოს-
ვლამდე დრო არ მქონდა, – წიგნს უკან ვაბრუნებ, – შენ ყველაზე მე-
ტად რომელი მოგწონს?
‒ არც მე წამიკითხავს. მისი პირველი წიგნის შემდეგ არაფერი
წამიკითხავს.
ვტრიალდები და სახეში ვუყურებ.
– მართლა?
– მის თავში ყოფნა არ მომეწონა.
ღიმილს ვიკავებ. ცოტა არ იყოს, კორივით გამოუვიდა. არ შეუძ-

55
ლია ცოლის შემოქმედებისა და რეალური ცხოვრების განსხვავება.
ერთი ისაა, რომ ჯერემი თითქოს უფრო კარგად აღიქვამს საკუთარ
მდგომარეობას, ვიდრე კორის ოდესმე.
ოთახს ვათვალიერებ. ოდნავ აღელვებული ვარ, მაგრამ ზუსტად
არ ვიცი, ეს ჯერემის აქ ყოფნის გამოა თუ იმ ქაოსის, რომლის და-
ლაგებაც უნდა დავიწყო.
– არც ვიცი, საიდან დავიწყო.
– ჰო, აჯობებს მარტო დაგტოვო, – ჯერემი კარისკენ მანიშნებს,
– უნდა გავიდე, ქრუს დავხედო. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუ-
თარ სახლში. საჭმელი... სასმელი... სახლი შენია.
– გმადლობ.
ჯერემი კარს კეტავს და ვერიტის მაგიდასთან ვჯდები. მხოლოდ
მისი სკამი ღირს, ალბათ, ჩემი ბინის ერთი თვის ქირაზე მეტი. ალ-
ბათ, ბევრად ადვილია წერა იმ ადამიანისთვის, რომელსაც იმ ნივ-
თებში დასახარჯი ფული აქვს, რომლებზეც მთელი ცხოვრებაა ვოც-
ნებობ. მოხერხებული ავეჯი, საკმარისი ფული სახლში გამოძახებუ-
ლი მასაჟისტისთვის. ერთზე მეტი კომპიუტერი... ასეთი რამეები წე-
რის პროცესს უთუოდ ბევრად უფრო ადვილს და ნაკლებად სტრე-
სულს ხდის. ჩემს ლეპტოპს კლავიატურის ერთი ღილაკი აკლია და
ინტერნეტი მხოლოდ მაშინ მაქვს, როცა მეზობელს თავის ინტერ-
ნეტზე პაროლის დაყენება ავიწყდება. სასადილო ოთახის ძველ
სკამზე ვზივარ, ვითომ სამუშაო მაგიდასთან, რომელიც სინამდვი-
ლეში პლასტმასის დასაკეცი მაგიდაა, რომელიც ამაზონიდან ოცდა-
ხუთ დოლარად გამოვიწერე.
ხშირად პრინტერის მელნისა და დასაბეჭდი ქაღალდის საყიდე-
ლი ფულიც არა მაქვს.
მგონი, რამდენიმე დღის ვერიტის ოთახში გატარებით ჩემი თე-
ორიის ცალმხრივად გამოცდას შევძლებ – რაც უფრო მდიდარი
ხარ, მით უფრო შემოქმედებითი შეგიძლია იყო.
თაროდან სერიის მეორე წიგნს ვიღებ. მხოლოდ გადასახედად
ვხსნი. მინდა ვნახო, როგორ გააგრძელა პირველი.
საბოლოოდ, სამ საათს თავაუღებლად კითხვაში ვატარებ.

56
ჩემი ადგილიდან ერთხელაც არ ავმდგარვარ. ყოველი თავი ინტ-
რიგითა და საზიზღარი პერსონაჟებითაა სავსე. მართლა საზიზღარი
პერსონაჟებით. დრო დამჭირდება საკუთარ თავზე სამუშაოდ, რომ
წერისას მისი აზრების დინებას მივყვე. არ მიკვირს, რომ ჯერემი მის
ნაწერებს არ კითხულობს. ყველა წიგნი ბოროტმოქმედის თვალთა-
ხედვით აქვს დაწერილი, რაც ჩემთვის ახალია. აქ ჩამოსვლამდე
მართლა უნდა წამეკითხა მისი ყველა წიგნი.
წელში გასასწორებლად ვდგები, მაგრამ ზურგი არც მტკივა. ეს
სკამი ყველაზე მოხერხებული ავეჯია, რაზეც კი ოდესმე უკანალი ჩა-
მიდვია.
ირგვლივ ვიხედები და ვცდილობ გადავწყვიტო, კომპიუტერში
დაგროვილი ჩანაწერებით გავაგრძელო თუ ამობეჭდილით.
არჩევანს კომპიუტერზე ვაჩერებ. მაიკროსოფტ-ვორდში რამდე-
ნიმე დოკუმენტს ვამოწმებ. როგორც ჩანს, ამ პროგრამაში მუშაობა
ურჩევნია. ყველა დოკუმენტი, რომელსაც ვხსნი, მისი უკვე დაწერი-
ლი წიგნების მასალაა. ესენი ჯერ არ მადარდებს. მინდა მომდევნო
წიგნების რაიმე მონახაზი ვიპოვო. ლეპტოპში დოკუმენტების უმ-
რავლესობა იგივეა, რაც კომპიუტერში.
შესაძლოა ვერიტი იმ ავტორების რიცხვს მიეკუთვნება, რომელ-
საც მონახაზების ხელით წერა ურჩევნია. ყურადღება კედლებთან
ჩალაგებულ ყუთებზე გადამაქვს.
ზემოდან ყველას მტვრის თხელი ფენა ადევს. რამდენიმეს ვხსნი,
ხელნაწერების რამდენიმე სხვადასხვა ვერსიას ვიღებ, მაგრამ ყვე-
ლა მათგანი მისი უკვე დაწერილი წიგნების ვერსიებია. არაფერი მი-
ანიშნებს იმაზე, თუ რის დაწერას გეგმავდა შემდეგ.
მეექვსე ყუთს ვქექავ და უცნობ სათაურს ვაწყდები. მას „დაე, ასე
იყოს“ ჰქვია.
პირველ რამდენიმე გვერდს ვშლი იმ იმედით, რომ შესაძლოა
გამიმართლა და მეშვიდე წიგნის მონახაზი ვიპოვე. თითქმის მაშინ-
ვე ვხვდები, რომ ის არ არის. ეს თითქოს... პირადული ჩანს. პირვე-
ლი თავის პირველ გვერდს ვუბრუნდები და პირველ წინადადებას
ვკითხულობ:

57
ზოგჯერ იმ ღამეზე ვფიქრობ, როცა ჯერემი გავიცანი და ნეტავ ერ-
თმანეთისთვის თვალებში რომ არ ჩაგვეხედა, ჩემი ცხოვრება მაინც
ასე დამთავრდებოდა?
როგორც კი ჯერემის სახელს ვხედავ, დანარჩენ ტექსტსაც
თვალს ვავლებ. ავტობიოგრაფიაა.
ამას არ ვეძებ. გამომცემლები ავტობიოგრაფიაში არ მიხდიან
ფულს, ამიტომ, წესით, ეს ნაწერი უნდა გადავდო და ძებნა განვაგ-
რძო. სინამდვილეში, ზურგს უკან ვიხედები და ვამოწმებ, რომ კარი
დაკეტილია. ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, თანაც ამ ნაწერის წა-
კითხვაც კვლევის ნაწილია. ვერიტის, როგორც მწერალს რომ გავუ-
გო, უნდა ვნახო, გონება როგორ უმუშავებს. ყოველ შემთხვევაში,
თავს ამით ვიმართლებ.
ხელნაწერი დივანზე მიმაქვს, მოხერხებულად ვჯდები და კით-
ხვას ვიწყებ.

58
დაე, ასე იყოს
ვერიტი კროუფორდი

ავტორის შენიშვნა:

ყველაზე მეტად, რაც ავტობიოგრაფიებში მძულს, ყოველ წინა-


დადებაში ჩანთხეული სიყალბეა. მწერალმა საკუთარ თავზე წერა
არ უნდა გაბედოს, თუ საკუთარ სულსა და წიგნს შორის დაცვის ყვე-
ლა ფენას არ მოხსნის. სიტყვები პირდაპირ შიგნეულიდან უნდა მო-
დიოდეს, ძვალსა და რბილს უნდა გლეჯდეს და თავისუფლებას ისე
ეწაფებოდეს. მახინჯი და გულწრფელი, სისხლიანი და ცოტა თავ-
ზარდამცემი, მაგრამ აბსოლუტურად შიშველი უნდა იყოს. ავტობი-
ოგრაფია, რომელიც მკითხველს მწერლის მოწონებისკენ უბიძგებს,
ნამდვილი ავტობიოგრაფია არ არის. არავის გარეთ გამოტანილი
შინაგანი სამყარო არაა ლამაზი. მკითხველმა ავტობიოგრაფიის წა-
კითხვა ავტორის მიმართ ყველაზე მცირე, უსიამოვნო ანტიპათიით
უნდა დაასრულოს.
მე ამას გავაკეთებ.
რასაც წაიკითხავთ, ზოგჯერ პირში ისეთ ცუდ გემოს დაგიტო-
ვებთ, რომ გადმოფურთხების სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ ამ
სიტყვებს გადაყლაპავთ და თქვენი ნაწილი გახდება, თქვენი შიგ-
ნეულის ნაწილი, და ამიტომაც ძალიან გეტკინებათ.
და მაინც... ჩემი გულითადი გაფრთხილების მიუხედავად... ჩემს
დაწერილ სიტყვებს გადაყლაპავთ, ამიტომაც ხართ აქ.
ადამიანი.
ცნობისმოყვარე.
განაგრძე.

59
თავი I

„იპოვე რაც გიყვარს, და უფლება მიეცი მოგკლას“.


ჩარლზ ბუკოვსკი

ზოგჯერ იმ ღამეზე ვფიქრობ, როცა ჯერემი გავიცანი და ნეტავ ერ-


თმანეთისთვის თვალებში რომ არ ჩაგვეხედა, ჩემი ცხოვრება მაინც
ასე დამთავრდებოდა? თავიდანვე ჩემი ბედისწერა იყო, ასეთი ტრა-
გიკული ფინალით რომ დავტანჯულიყავი? თუ ჩემი ტრაგიკული და-
სასრული ცუდი გადაწყვეტილებების ბრალია და არა ბედისწერის?
რა თქმა უნდა, ჯერ ტრაგიკული დასასრული არ დამდგარა, თო-
რემ არ შემეძლებოდა მისკენ მიმავალი მოვლენების აღწერა. მი-
უხედავად ამისა, ის აუცილებლად დადგება. ამას ვგრძნობ. ისევე
როგორც ჩესტინის სიკვდილს ვგრძნობდი და როგორც მისი ბედის-
წერა მივიღე, ასევე მივიღებ საკუთარსაც.
ვერ ვიტყოდი, რომ ჯერემისთან შეხვედრის ღამემდე ყურადღე-
ბას არავინ მაქცევდა, მაგრამ ფაქტია, ასე არავის აღმოვუჩენივარ,
როგორც მან დამადგა თვალი დარბაზის ერთი ბოლოდან მეორეში.
მანამდე შეყვარებულები მყოლია. ერთი ღამის სექსიც მქონია,
მაგრამ არასდროს წარმომედგინა ვინმესთან ერთად ცხოვრება იმ
მომენტამდე. როცა დავინახე, თვალწინ დამიდგა ჩვენი პირველი
ღამე, ჩვენი ქორწილი, თაფლობის თვე და ჩვენი შვილები.
იმ მომენტამდე სიყვარულის იდეა ყოველთვის მეტისმეტად სინ-
თეტიკური მეგონა. სავაჭრო ნიშანი. მისალოცი ბარათების მწარ-
მოებელი კომპანიების მარკეტინგული სქემა. სიყვარული არ მაინ-
ტერესებდა. იმ ღამით ჩემი ერთადერთი მიზანი იყო უფასო სას-
მლით გამოთრობა და საღამოს მდიდარ ინვესტორთან სექსით დამ-
თავრება. გეგმის ნახევარი უკვე შესრულებული მქონდა, რადგან სა-
მი „მოსკოვური მიული“ უკვე გადამეყლურწა და ჯერემი კროუფორ-
დის მზერით თუ ვიმსჯელებდით, იქაურობას გამარჯვებული დავტო-
ვებდი. მდიდარს ჰგავდა, თანაც ეს ხომ საქველმოქმედო ღონისძიე-

60
ბა იყო. ღარიბები საქველმოქმედო ღონისძიებებზე არ დადიან, თუ,
რა თქმა უნდა, მდიდრებს არ ემსახურებიან.
საკუთარ თავს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
რამდენიმე სხვა კაცს ესაუბრებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა
კი ჩემკენ გამოიხედავდა, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს იმ დარბაზ-
ში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. დროდადრო გამიღიმებდა, ხოლ-
მე. ჰო, რა თქმა უნდა, მიღიმოდა. იმ ღამით წითელი კაბა მეცვა, რო-
მელიც „მეისისიდან“ მოვიპარე. ნუ გამკიცხავთ. ერთი მშიერი არ-
ტისტი ვიყავი და ეს კაბა წარმოუდგენლად ძვირი ღირდა. გადაწყვე-
ტილი მქონდა, ეს ქურდობა, ფულს რომ ვიშოვიდი, რაღაცით გამო-
მესყიდა. საქველმოქმედო ფონდში ჩავრიცხავდი, ან ბავშვს გადა-
ვარჩენდი, ან რაღაც ამგვარი. ცოდვებს კარგი ის აქვს, რომ აუცი-
ლებელი არაა მაშინვე გამოისყიდო, და ის წითელი კაბა კი მეტისმე-
ტად იდეალურად მქონდა, რომ ხელს არ გამომეყოლებინა.
სექსისთვის ზედგამოჭრილი კაბა იყო. კაბა, რომელსაც კაცი ბა-
რიერად არ აღიქვამს ფეხებს შორის გზის გაკვალვისას. ტანსაც-
მლის შერჩევისას ქალები ხშირად უშვებენ შეცდომას და ასეთი ღო-
ნისძიებებისთვის, რომელზეც ვესწრებოდი, კაბას ისე ირჩევენ, რომ
მასზე კაცის პერსპექტივიდან არ ფიქრობენ. ქალს სურს მკერდი
კარგად გამოუჩნდეს, ქსოვილი სხეულზე შემოეკვართოს. ამისთვის
შესაძლოა კომფორტზე უარიც თქვას და ისეთი რამ ჩაიცვას, რომ-
ლის გახდა შეუძლებელია. როცა კაცი კაბას უყურებს, სულ არ აღე-
ლვებს, თეძოებზე როგორ დგას, არც კორსეტით გამოყვანილი წე-
ლი და არც ზურგზე ლამაზად შეკრული თასმები აინტერესებს. ის კა-
ბას გახდის სიმარტივით აფასებს. შეძლებს თუ არა მაგიდაზე გვერ-
დით მჯდომ ქალს ბარძაყზე ხელი მარტივად აუცუროს? მანქანაში
გაჟიმავს თუ არა უხერხული ელვაშესაკრავებსა და ტანზე შემოტკე-
ცილ ბანდაჟთან შერკინების გარეშე? ტუალეტში თუ გაჟიმავს ტან-
საცმლის გაუხდელად?
ჩემი მოპარული წითელი კაბის პასუხი ამ შეკითხვებზე იყო: ჰო,
ჰო და მაგის დედაც, აბა, რა!
იმ კაბაში გამოწყობილი მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო იქაურო-

61
ბა ჩემთან გაცნობის გარეშე დაეტოვებინა. გადავწყვიტე, მისთვის
ყურადღება აღარ მიმექცია. სასოწარკვეთილი მაინც არ ვეგონებო-
დი. თაგვი კი არა, ყველი ვიყავი. იქიდან ფეხს არ მოვიცვლიდი, სან-
ამ არ მომიახლოვდებოდა.
ბოლოს და ბოლოს, მომიახლოვდა. ბართან ზურგით მისკენ ვი-
დექი, როცა ხელი მხარზე დამადო, წინ გადმოიხარა და ბარმენს ხე-
ლით მოუხმო. იმწამს არ მიყურებდა. უბრალოდ, ხელი მხარზე ედო,
თანაც ისე, თითქოს ჩემს კუთვნილებაზე პრეტენზიას აცხადებდა.
როცა ბარმენი მოგვიახლოვდა, გაოცება ვერ დავმალე. ჯერემიმ თა-
ვით ჩემკენ ანიშნა და უთხრა:
– ამ საღამოს ამას წყლის გარდა არაფერი დაალევინო.
ამას არ ველოდი. შევბრუნდი, მკლავით ბარს ჩამოვეყრდნე და
სახეში შევხედე. მხრიდან ხელი მომაშორა, მაგრამ მხოლოდ მას შე-
მდეგ, რაც თითები იდაყვამდე ჩამისრიალა. სხეულში ბრაზნარევმა
ელექტრულმა მუხტმა დამიარა.
– შესანიშნავად შემიძლია თავად გადავწყვიტო სასმელი საკმა-
რისი როდისაა.
ჯერემიმ ჩაიცინა და მიუხედავად იმისა, ამ ამპარტავნულმა ჩაცი-
ნებამ გამაღიზიანა, შევნიშნე, რომ სიმპათიური იყო.
– დარწმუნებული ვარ, ასეა.
– მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ სამი ჭიქა დავლიე.
– კარგია.
წელში გავსწორდი და ბარმენს დავუძახე:
– კიდევ ერთი „მოსკოვური მიული“ თუ შეიძლება.
ბარმენმა ჯერემის გადახედა და შემდეგ ისევ მე შემომხედა.
– ვწუხვარ, მემ. მთხოვეს, მხოლოდ წყლით გაგიმასპინძლდეთ.
თვალები ავატრიალე.
– გავიგონე, როგორ გთხოვა, მხოლოდ წყალი დაუსხიო. მეც აქ
ვიდექი, მაგრამ ამ კაცს არ ვიცნობ, არც ის მიცნობს და მინდა კიდევ
ერთი „მოსკოვური მიული“.
– წყალს დალევს, – თქვა ჯერემიმ.
ამ კაცმა თავიდან ნამდვილად მიმიზიდა, მაგრამ ეს შოვინისტუ-

62
რი დამოკიდებულება მისი გარეგნობის ხიბლს თვალსა და ხელს
შუა აქარწყლებდა. ბარმენმა ხელი ასწია და თქვა:
‒ არ მინდა ამ ყველაფერში ჩარევა. თუ სასმელი გინდათ, აი, იმ
ბარში შეუკვეთეთ, – ხელით დარბაზის მეორე ბოლოს, კიდევ ერთი
ბარისკენ მიმითითა.
ჩანთა ავიღე, ცხვირი ავიბზუე და იქაურობას გავეცალე. მეორე
ბართან მისული სკამზე ჩამოვჯექი და დაველოდე ბარმენს, რომე-
ლიც სხვა კლიენტს ემსახურებოდა. ამასობაში, ისევ ჯერემი გამოჩ-
ნდა. ამჯერად იდაყვით ბარს ჩამოეყრდნო.
– უფლებაც კი არ მომეცი ამეხსნა, რატომ მინდოდა მხოლოდ
წყალი დაგელია.
მისკენ გავიხედე.
– ბოდიში, ვერ მივხვდი, რომ ვალდებული ვიყავი დრო დამეთ-
მო.
გაეცინა, მოტრიალდა, ბარს ზურგით მიეყრდნო და გვერდზე გა-
დაწეული თავითა და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით მითხრა:
– აქ შემოსვლის პირველივე წუთიდან გიყურებ. ორმოცდახუთ
წუთში სამი ჭიქა დალიე და თუ ამ ტემპით გააგრძელებ, მეუხერხუ-
ლება ჩემთან ერთად წამოსვლა გთხოვო. მირჩევნია ეს ფხიზელი
გონებით გადაწყვიტო.
ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ყელი ჩაეშაქრა. თვალებში ჩავხედე,
თვალთმაქცობდა თუ არა. შესაძლებელი იყო ასეთი კარგი გარეგ-
ნობის და, სავარაუდოდ, მდიდარი კაცი ასეთი ყურადღებიანიც ყო-
ფილიყო? მისი ყოველი სიტყვა თავხედურად გაისმოდა, მაგრამ მას-
ში დანახული სევდა მიზიდავდა.
ბარმენი ზუსტად დროულად მოგვიახლოვდა.
– რა შემოგთავაზოთ?
წელში გავსწორდი, ჯერემის თვალი მოვაცილე, მივტრიალდი და
ბარმენს ვუთხარი:
– წყალი, თუ შეიძლება.
– ორი წყალი, – თქვა ჯერემიმ.
ეს იყო და ეს.

63
იმ ღამის შემდეგ წლები გავიდა და რთულია ყველა დეტალის
გახსენება, მაგრამ მახსოვს იმ რამდენიმე წამში გაჩენილი მიზიდუ-
ლობა, რომელიც არც ერთი სხვა კაცის მიმართ არ მიგრძნია. მისი
ხმა მომწონდა. მომწონდა მისი თავდაჯერება. თეთრი, იდეალური
კბილები. წამოზრდილი წვერიც კი, რომელიც იდეალური ზომის გა-
მო ბარძაყებს გამიხეხავდა. იქ ოდნავ მეტხანს თუ დაყოვნდებოდა,
შესაძლოა ბარძაყებზე იარებიც კი დაეტოვებინა.
მომწონდა, რომ საუბრის დროს ჩემთან შეხებას არ უფრთხოდა
და მისი თითების ყოველი შეხება ჟრუანტელს მგვრიდა.
როცა წყალი ორივემ დავლიეთ, ჯერემიმ გასასვლელისკენ წა-
მიყვანა. წელზე ხელშემოხვეული, თითებით კაბაზე მეალერსებოდა.
მის ლიმუზინთან მივედით, უკანა კარი გამიღო და მანქანაში ჩავ-
ჯექი. ჩემ გვერდით მოკალათების ნაცვლად, წინ დამიჯდა. მანქანაში
ყვავილების თაიგულის სურნელი იდგა – სუნამოს სუნი იყო. ეს მო-
მეწონა, მიუხედავად იმისა, რომ მივხვდი, ლიმუზინში ცოტა ხნის წინ
სხვა ქალი იჯდა. იქვე შამპანურის ნახევრად დაცლილ ბოთლს მოვ-
კარი თვალი, ღვინის ორ ჭიქასთან ერთად. ერთზე პომადის კვალიც
შევნიშნე.
ვინ არის ეს ქალი? და რატომ წამოვიდა წვეულებიდან ჩემთან,
და არა მასთან ერთად?
ამ შეკითხვების ხმამაღლა დასმა არც მიფიქრია, რადგან ის ჩემ-
თან ერთად იყო. ახლა მნიშვნელობა მხოლოდ ამას ჰქონდა.
ერთი-ორი წუთი ჩუმად ვისხედით და ერთმანეთს მოლოდინით
შევცქეროდით. იცოდა, რომ მისი ვიყავი, ამიტომაც თავდაჯერებუ-
ლად გადმოიხარა ჩემკენ, ცალი ფეხი ამაწევინა და მის გვერდით,
სავარძელზე დამადებინა. შემდეგ ხელით კოჭზე ფერება დამიწყო.
შეამჩნია, რომ მის შეხებაზე მკერდი ამითამაშდა.
– რამდენი წლის ხარ? – მკითხა.
ამ შეკითხვაზე პასუხი მაშინვე არ გავეცი, რადგან ჩემზე უფროსს
ჰგავდა. შესაძლოა ოცდაათამდე იყო, ან მეტის. არ მინდოდა ჩემი
ნამდვილი ასაკით დამეფრთხო, ამიტომ ვიცრუე, ოცდახუთი წლის
ვარ-მეთქი.

64
– უფრო ახალგაზრდას ჰგავხარ.
მიხვდა, რომ ვატყუებდი. ფეხსაცმელი გავიხადე და ფეხის თითე-
ბი ბარძაყზე გარეთა მხრიდან გავუსვი.
– ოცდაორის.
ჯერემის გაეცინა.
‒ მატყუარა ხარ?
‒ ვცდილობ, სადაც საჭიროა სიმართლე გავაზვიადო. მწერალი
ვარ.
ხელი წვივზე ამიცურა.
– შენ რამდენი წლის ხარ?
‒ ოცდაოთხის, – მიპასუხა იმდენივე სიმართლით, რამდენითაც
მე.
– ესე იგი ოცდარვის?
გაეღიმა.
– ოცდაშვიდის.
ამ დროს უკვე ხელი ჩემს მუხლზე ედო. მინდოდა უფრო მაღლაც
ასულიყო. მინდოდა ბარძაყზე, ფეხებს შორის, უფრო ღრმადაც შე-
ეღწია. ეს კაცი მინდოდა, მაგრამ არა აქ. მინდოდა მასთან ერთად
წავსულიყავი, მენახა, სად ცხოვრობდა, მისი საწოლის მოხერხებუ-
ლობა შემეფასებინა, მისი ზეწრები შემეყნოსა, მისი კანის გემო გა-
მესინჯა.
– შენი მძღოლი სადაა?
ჯერემიმ ზურგს უკან, მძღოლის სავარძლისკენ მიიხედა.
– არ ვიცი, – მიპასუხა და ისევ მე გამომხედა, – ჩემი ლიმუზინი
არაა, – ეშმაკური გამომეტყველება მიიღო და უცებ ვერ მივხვდი,
მატყუებდა თუ არა.
თვალებმოჭუტული დავაკვირდი. ნეტავ ამ კაცმა მართლა ჩამსვა
ლიმუზინში, რომელიც თავისი არ იყო?
– ვისი ლიმუზინია?
ჯერემი თვალებში აღარ მიყურებდა. საკუთარ ხელს დასცქერო-
და, რომელსაც მუხლზე წრიულად მისვამდა.
– არ ვიცი.

65
მეგონა, სურვილი მაშინვე გამიქრებოდა, როგორც კი აღმოვა-
ჩენდი, რომ მდიდარი არ იყო, მაგრამ ამ აღიარებამ ღიმილი მომ-
გვარა.
– დამწყები ვარ, – მიპასუხა, – აქ საკუთარი მანქანით მოვედი.
„ჰონდა სივიკით“. ავტოსადგომზე მე თვითონ გავაჩერე, რადგან
ათი დოლარის მსახურისთვის მიცემა დამენანა.
საკუთარმა თავმა გამაკვირვა, როცა მივხვდი, რომ მომეწონა იმ
ლიმუზინში შეტყუება, რომელიც ამ კაცს არ ეკუთვნოდა. მდიდარი
არ იყო. მდიდარი არ იყო და მასთან სექსი მაინც მინდოდა.
– ქალაქში ოფისებს ვალაგებ, – ვაღიარე, – ამ წვეულებაზე მო-
საწვევი სანაგვიდან ამოვიღე. წესით, აქ არც უნდა ვიყო.
ჯერემის გაეღიმა და ასე არასდროს მნდომებია სახეზე გადაფე-
ნილი ღიმილის გემოს გაგება, როგორც ახლა.
– რა მოხერხებული ხარ, – მითხრა, ხელი მუხლის ქვემოდან შე-
მიცურა და მიმიზიდა. სავარძელში გავცურდი და მის კალთაში აღ-
მოვჩნდი, რადგან კაბა, რომელიც მეცვა, სწორედ ამისთვის იყო
შექმნილი. ცერი ზედა ტუჩზე დამადო და ვიგრძენი, ფეხებს შორის
როგორ გაუმაგრდა. ენა ცერზე გავუსვი, რაზეც მსუბუქად ამოიოხ-
რა. კი არ დაიკვნესა ან ამოიხვნეშა – ამოიოხრა. ეს იყო ყველაზე სე-
ქსუალური რამ, რაც კი ოდესმე მსმენია.
– რა გქვია? – მკითხა.
– ვერიტი.
– ვერიტი, – თქვა და გაიმეორა, – ვერიტი. ძალიან ლამაზია.
ტუჩებზე მიყურებდა და ის იყო, უნდა გადმოხრილიყო და ეკოცნა,
რომ უკან დავიხიე.
– შენ რა გქვია?
თვალებში ჩამხედა.
– ჯერემი, – ისე სწრაფად მითხრა, თითქოს დრო დავაკარგვინე,
კოცნაში ხელი შევუშალე. როგორც კი სახელი თქვა, მაშინვე ტუჩებ-
ზე დამეწაფა და როგორც კი მისი შეხება ვიგრძენი, ლიმუზინში ჩვენ
თავს ზემოთ შუქი აინთო და ორივე გავშრით, ტუჩებშეწებებულები
ადგილზე გავქვავდით. მანქანაში საჭეს ვიღაც მიუჯდა.

66
– ჯანდაბა, – დაიჩურჩულა ჯერემიმ, – რა დროს ეს იყო, – ოდნავ
მომშორდა და კარი გააღო. მძღოლი ახლაღა მიხვდა, რომ მარტო
არ იყო.
– ეი! – დაგვიღრიალა.
ჯერემიმ ხელი დამავლო და მანქანიდან გადაყვანა დამიპირა,
მაგრამ მე ფეხსაცმლის გახდა მინდოდა. მკლავში ჩავეჭიდე, გაჩერ-
და და ფეხსაცმელი გავიძვრე. მძღოლი ჩვენკენ გამოემართა.
– ეი! რა ჯანდაბას აკეთებდით ჩემს მანქანაში?
ჯერემიმ ცალი ხელი ჩემს ფეხსაცმელს დაავლო და ქუჩაში სიცი-
ლით გავიქეცით. მის მანქანასთან რომ მივაღწიეთ, სულს ძლივსღა
ვითქვამდით. მანქანაზე არ მოუტყუებია. „ჰონდა სივიკი“ იყო, მაგ-
რამ შედარებით ახალი მოდელი – ესეც რაღაცას ნიშნავდა. მგზავ-
რის კართან მიმაყენა, ჩემი ფეხსაცმელი ასფალტზე დაყარა და ხე-
ლი თმაში შემიცურა.
გავხედე იმ მანქანას, რომელსაც ვეყრდნობოდი.
– მართლა შენი მანქანაა?
გაეღიმა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო. იმის დასამტკიცებლად,
რომ მართლა მისი მანქანა იყო, კარი გააღო. გამეცინა.
შემდეგ თვალებში ჩამხედა, ტუჩები თითქმის ერთმანეთზე
გვქონდა მიდებული და შემიძლია დავიფიცო, რომ უკვე გონებაში
ჩემთან გატარებულ მომავალ ცხოვრებაზე ფიქრობდა. შეუძლებე-
ლია შემთხვევით შემხვედრს ისე შეხედო, როგორც ის მიყურებდა –
მთელი მისი წარსულის გათვალისწინებითა და მომავლის წარმოდ-
გენით.
თვალები დახუჭა და მაკოცა. კოცნა ვნებითა და პატივისცემით
იყო სავსე – ორი რამ, რისი ერთობლიობა ბევრ კაცს თითქოს ვერც
წარმოუდგენია.
თმაზე მისი თითების შეხება მსიამოვნებდა. მსიამოვნებდა პირში
მისი ენის შეგრძნება. ვგრძნობდი, რომ მასაც სიამოვნებდა ჩემთან
შეხება. ამას მისი კოცნით ვგრძნობდი. იმ დროს ერთმანეთზე ძალი-
ან ცოტა რამ ვიცოდით, მაგრამ მგონი, ასე უკეთესი იყო. უცნობთან
ასეთი ინტიმური კოცნა თითქოს ამბობდა: „არ გიცნობ, მაგრამ, მჯე-

67
რა, რომ გიცნობდე, მომეწონებოდი“.
მომწონდა, რომ ჯერემის სჯეროდა, რომ მოვეწონებოდი. ამით
თითქმის მჯეროდა, რომ ჩემი მოწონება ადვილი იყო.
როცა მომშორდა, მასთან ერთად წასვლა მინდოდა. მინდოდა
ჩემი პირიც თან გაჰყოლოდა, თითები ისევ შემოეჭდო სხეულზე.
მგზავრის სავარძელზე ჯდომა, სანამ ის საჭეს უჯდა, ტანჯვად მექცა.
ეს კაცი ისე მინდოდა, შინაგანად ვიწვოდი. ჩემში ცეცხლი დაანთო
და მიზნად დავისახე, ეს ცეცხლი არ ჩამექრო.
სექსამდე, კარგად მაჭამა.
„სტეიკნ შეიკში“ წამიყვანა და მაგიდის ერთ მხარეს დავსხედით.
კოცნას შორის შემწვარ კარტოფილს ვჭამდით და შოკოლადის კოქ-
ტეილს ვაყოლებდით. რესტორანი თითქმის ცარიელი იყო. წყნარ
კუთხეში ვისხედით, ყველასგან იმდენად შორს, რომ არავის შეუმ-
ჩნევია, ბარძაყზე ხელი როგორ შემიცურა და ფეხებს შორის გაუჩი-
ნარდა. ჩემი კვნესა არავის გაუგონია. არავის აინტერესებდა, რო-
დის გამოიღო ხელი და ჩამჩურჩულა, რომ ორგაზმს „სტეიკ ნ შეიკ-
ში“ არ მომგვრიდა.
არადა, წინააღმდეგი არ ვიყავი.
– თუ ასეა, შენს ლოგინში წამიყვანე, – ვუთხარი.
წამიყვანა კიდეც. მისი საწოლი ბრუკლინში, სტუდიოს ტიპის ბი-
ნის შუაგულში იდგა. ჯერემი მდიდარი არ იყო. ის „სტეიკ ნ შეიკის“
ფულიც, ალბათ, ძლივს გადაიხადა, თუმცა ეს არ მადარდებდა. მის
ლოგინში ზურგზე ვიწექი და მის გახდას ვუყურებდი, როცა მივხვდი,
რომ ცხოვრებაში პირველად სიყვარულით უნდა მქონოდა სექსი.
მანამდეც მქონია, მაგრამ მასში მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სხეული
მონაწილეობდა.
იმ მომენტში ჩემი სხეულის გარდა, კიდევ უამრავი რამ იყო ჩარ-
თული. გული სავსე მქონდა – ოღონდ რითი, ჯერ არ ვიცოდი. ვიცო-
დი მხოლოდ ის, რომ ჯერემიმდე ნებისმიერ კაცთან ურთიერთობი-
სას გულში სიცარიელეს ვგრძნობდი.მაოცებდა, რომ სექსი სულ
სხვა იყო, როცა ადამიანი მასში სხეულის გარდა სხვა რამესაც
რთავდა. მასში მთელი გულით და სხეულით, ჩემი გონებით და იმე-

68
დით ვმონაწილეობდი. იმ მომენტში გადავეშვი. სიყვარულში კი
არა... უბრალოდ, გადავეშვი.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება კლდის პი-
რას გამეტარებინოს და მხოლოდ ჯერემისთან შეხვედრისას ვიგ-
რძენი თავი თავდაჯერებულად ნახტომისთვის, რადგან ცხოვრებაში
პირველად გადავწყვიტე, რომ არ დავეცემოდი, რომ ფრენას განვაგ-
რძობდი.
როცა უკან ვიხედები, ვხვდები, სიგიჟეა ასე სწრაფად რომ გავხდი
მისით შეპყრობილი, და უფრო დიდი სიგიჟეა, რომ ეს არასდროს
შეწყვეტილა. დილით რომ მისი ბინიდან შეუმჩნევლად გავპარული-
ყავი, ეს ერთი ღამის თავგადასავლად დარჩებოდა და ამდენი წლის
შემდეგ არც გავიხსენებდი. არსად წავსულვარ, ამიტომ გაგრძელე-
ბაც მოჰყვა. ყოველი მომდევნო დღე მასთან გატარებული პირველი
ღამის სისწორის დადასტურება იყო. სწორედ ესაა ერთი ნახვით შეყ-
ვარება. სინამდვილეში ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს, სანამ
ადამიანთან საკმარისად ბევრ დროს არ გაატარებ, რომ ერთი ნახ-
ვით შეყვარება გახდეს.
ბინიდან სამი დღის განმავლობაში არ გავსულვართ. ჩინური გა-
მოვიძახეთ. ვიჟიმავეთ. პიცა გამოვიძახეთ. ვიჟიმავეთ. ვიჟიმავეთ.
ტელევიზორს ვუყურეთ. ვიჟიმავეთ.
ორშაბათს ორივემ სამსახურებში დავრეკეთ, რომ ავად სამშა-
ბათს უკვე მისით შეპყრობილი ვიყავი. ვიყავით, და ვგიჟდებოდი მის
სიცილზე, მის ასოზე, მის პირზე, მის უნარებზე, მის მონაყოლ ამბებ-
ზე, მის ხელებზე, მის თავდაჯერებაზე, მის სინაზესა და ჩემს მუდმივ,
მძაფრ სურვილზე მისთვის მესიამოვნებინა.
მჭირდებოდა მისთვის მესიამოვნებინა.
მჭირდებოდა ის ვყოფილიყავი, ვინც მას გააღიმებდა, სუნთქვის
მიზეზს მისცემდა, დილით გააღვიძებდა.
ერთხანს ასეც იყო. მას ყველასა და ყველაფერზე მეტად ვუყვარ-
დი. მისი ცხოვრების ერთადერთი აზრი მე ვიყავი.
მანამდე, სანამ ის არ აღმოაჩინა, რაც ჩემზე მეტს ნიშნავდა მის-
თვის.

69
5

თითქოს ვერიტის საცვლების უჯრით გული ვიჯერე და ახლა მის


აბრეშუმსა და მაქმანებში ვიქექები. კარგად ვიცი, რომ ამას არ უნდა
ვკითხულობდე. აქ ამისთვის არ მოვსულვარ, მაგრამ...
ხელნაწერს გვერდით, დივანზე ვდებ და ვაშტერდები. ვერიტიზე
უამრავი შეკითხვა გამიჩნდა. შეკითხვები, რომელთაც ვერ შევეკით-
ხები, და შეკითხვები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ჯერემის პასუხის
გაცემა არ მოუნდება. მინდა უკეთ გავიცნო, გავიგო, მისი გონება
როგორ მუშაობს, პასუხებს კი შეკითხვებზე ისე სრულყოფილად
ვერსაიდან მიიღებ, თუ არა ავტობიოგრაფიიდან, თანაც ეს სასტიკად
გულწრფელი ავტობიოგრაფიაა.
ვგრძნობ, რომ ეს ხელნაწერი მაცდენს. ამას არ უნდა ვაკეთებდე.
აქ იმიტომ ვარ, რომ საჭირო ჩანაწერები ვიპოვო და ამ ოჯახიდან
ავორთქლდე. მათ უამრავი რამ გადაიტანეს და საცვლებში მქექავი
უცნობი არაფერში სჭირდებათ.
ურჩხულისებრ მაგიდას ვუახლოვდები და ჩემს ტელეფონს ვი-
ღებ. თერთმეტს გადაშორდა. დაახლოებით შვიდზე ჩამოვედი, მაგ-
რამ არ ველოდი, თუ ასე დამაღამდებოდა. სახლიდან ოდნავი ჩქა-
მიც კი არ გამიგონია, თითქოს კედლები ხმაურგაუმტარია.
ჯანდაბა. ალბათ, ასეცაა. ხმაგაუმტარ ოთახში მუშაობის საშუა-
ლება რომ მქონოდა, აუცილებლად ვიმუშავებდი.
მშია.
უხერხული შეგრძნებაა გშიოდეს სახლში, სადაც ყველაფერი უც-
ხოა. ჯერემიმ მითხრა, რაც გინდა აიღეო, ამიტომ სამზარეულოსკენ
მივდივარ.
შორს ვერ მივდივარ. როგორც კი კაბინეტის კარს ვაღებ, მაშინვე
ვჩერდები.
ოთახი ნამდვილად ხმაგაუმტარია, თორემ ამ ხმას აუცილებლად
გავიგონებდი. მეორე სართულიდან მოდის. ვირინდები და ყურადღ-

70
ებას ვიკრებ. ვლოცულობ, ის არ იყოს, რასაც ჰგავს.
კიბეზე უჩუმრად და ფრთხილად ავდივარ და ვრწმუნდები, რომ
ხმაური ვერიტის ოთახის მხრიდან მოდის. ეს საწოლის ჭრიალის
ხმაა. განმეორებადი ჭრიალი, რომელსაც საწოლი იმ შემთხვევაში
გამოსცემს, თუ კაცი ქალზეა ზემოდან მოქცეული.
ოჰ, ღმერთო ჩემო. აცახცახებულ თითებს პირზე ვიფარებ. არა,
არა, არა!
ერთხელ სტატია წავიკითხე. ქალი ავტოსაგზაო შემთხვევის გა-
მო კომაში იყო. სამკურნალო დაწესებულებაში იწვა და ქმარი ყო-
ველდღე აკითხავდა. დაწესებულების თანამშრომლებს ეჭვი გაუჩ-
ნდათ, რომ კაცს კომაში მყოფ ქალთან სექსი ჰქონდა, ამიტომ ფა-
რულად კამერები დააყენეს. ქმარი ცოლის გაუპატიურების გამო და-
აკავეს, რადგან ქალს იმ მდგომარეობაში თანხმობის მიცემა არ შე-
ეძლო.
ვერიტის მსგავსად.
რამე უნდა ვქნა, მაგრამ რა ვქნა?
– ვიცი, ხმაურიანია.
ვკრთები, ვტრიალდები და ჯერემის პირისპირ აღმოვჩნდები.
– თუ გაწუხებს, შემიძლია გამოვრთო, – მეუბნება.
– შემაშინე, – სუნთქვა მეკვრის, მაგრამ შვებას მგვრის, რომ ხმა-
ურის მიზეზი ის არ ყოფილა, რაც მეგონა. ჯერემი ჩემს ზურგს უკან
იყურება, იქითკენ, საიდანაც ხმაური მოდის.
– ეს მისი საავადმყოფოს საწოლია. სისტემა ისეა დაყენებული,
რომ ყოველ ორ საათში მატრასის სხვადასხვა ნაწილი ავტომატუ-
რად ასწიოს. ზეწოლის წერტილებიდან სიმძიმის გადასატანად.
კისერში სირცხვილის ჟრუანტელს ვგრძნობ. ღმერთს ვეხვეწები,
რომ ჩემი ეჭვები არ გამოიცნოს. მკერდზე ხელს ვიდებ, რომ იქ გა-
ჩენილი სიწითლე არ დაინახოს. ფერმკრთალი ვარ და ყოველთვის,
როცა ვნერვიულობ, ვღელავ ან მრცხვენია, კანზე მაშინვე აგრესიუ-
ლად წითლად მფოთლავს. ვოცნებობ მათ რბილ, მდიდრულ ხალი-
ჩაში ჩავიკარგო და გავუჩინარდე.
ყელს ვიწმენდ.

71
– ასეთ საწოლებსაც აკეთებენ? – შემეძლო დედაჩემისთვისაც
მეყიდა. მისი გადატრიალება ძალიან მიჭირდა.
– ჰო, მაგრამ უსაშველოდ ძვირი ღირს. ახალი რამდენიმე ათასი
ღირს და დაზღვევა არ ანაზღაურებს
ფასის გაგონებაზე ხველა მივარდება.
– სადილიდან მორჩენილ საჭმელს ვაცხელებ, – მეუბნება, –
გშია?
– ჰო, სინამდვილეში სამზარეულოში ვაპირებდი გასვლას.
ჯერემი უკან იხევს.
– პიცა გვაქვს.
– შესანიშნავია, – პიცას ვერ ვიტან.
მიკროტალღური ღუმლის წამმზომი სწორედ მაშინ ირთვება,
როცა ჯერემი უახლოვდება. პიციან თეფშს იღებს და მაწვდის, შემ-
დეგ ღუმელში მეორე თეფშს დგამს თავისთვის.
– როგორ მიდის საქმე?
– კარგად, – ვეუბნები, – მაცივრიდან წყლის ბოთლს ვიღებ და
მაგიდასთან ვჯდები, – მართალი ყოფილხარ. უამრავი მასალაა.
რამდენიმე დღე დამჭირდება.
პიცის მოლოდინში სამზარეულოს უჯრებს ზურგით ეყრდნობა.
– ღამით უკეთ მუშაობ?
‒ ჰო, გვიან ვიძინებ და დილით უმეტესად მძინავს ხოლმე. იმე-
დია, წინააღმდეგი არა ხარ.
– სულაც არა. სინამდვილეში მეც ბუ ვარ. ვერიტის ექთანი საღა-
მოს მიდის და დილით შვიდზე ბრუნდება, ამიტომ შუაღამემდე ვფხ-
იზლობ და ვერიტის ღამით მისაღებ წამლებს ვასმევ. როცა მოდის,
მასზე ზრუნვას ექთანი აგრძელებს, – მიკროტალღურიდან თეფშს
იღებს და მაგიდასთან ჩემ წინ ჯდება.
ჯერემის თვალსაც კი ვერ ვუსწორებ. მისი დანახვისას ახლა მხო-
ლოდ ვერიტის ხელნაწერის ის მონაკვეთი მახსენდება, სადაც წერს,
რომ „სტეიკნ შეიკში“ ხელი ჩემს ფეხებს შორის ედოო. ღმერთო, არ
უნდა წამეკითხა. ახლა მისკენ ყოველი გახედვისას უნდა გავწით-
ლდე. ისე, მართლა ლამაზი ხელები აქვს, რაც ამ სიტუაციას არაფრ-

72
ით შველის.
ფიქრების მიმართულება უნდა შევცვალო.
ახლავე.
‒ შენთან ოდესმე უსაუბრია იმ სერიაზე, რომელზეც მუშაობდა?
მაგალითად, რას გეგმავდა პერსონაჟებისთვის? დასასრული?
– არ მახსოვს, ოდესმე ასეთი რამ ეთქვას, – ამბობს და თეფშს
ჩასცქერის. დაბნეულად ატრიალებს პიცის ნაჭერს, – ავარიამდე
დიდხანს არაფერი დაუწერია, არც უთქვამს წერაზე რამე.
– რამდენი ხნის წინ იყო ეგ შემთხვევა? – პასუხი ისედაც ვიცი,
მაგრამ არ მინდა იცოდეს, რომ მისი ოჯახის ისტორიას „გუგლში“ ვე-
ძებდი.
– ჰარპერის სიკვდილის შემდეგ მალევე. ცოტა ხანს ხელოვნურ
კომაში ჰყავდათ, შემდეგ რამდენიმე კვირა ინტენსიური რეაბილიტ-
აციის ცენტრში გაატარა. სულ რამდენიმე კვირაა, რაც სახლშია, –
პიცას კბეჩს. ამ თემაზე საუბრის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ,
მაგრამ თვითონ არ ეტყობა, რომ ამ საუბარმა გუნება გაუფუჭა.
– გარდაცვალებამდე, დედაჩემის ერთადერთი მომვლელი ვიყა-
ვი. და-ძმა არა მყავს, ამიტომ ვიცი, ადვილი არაა.
– ჰო, არაა ადვილი, – მეთანხმება, – ჰო, მართლა, დედაშენის
გამო ვწუხვარ. მგონი, არ მითქვამს მაშინ, როცა კაფეს საპირფარე-
შოში მითხარი.
ვუღიმი და აღარაფერს ვამბობ. მინდა მასსა და ვერიტიზე მქონ-
დეს მთელი ყურადღება.
ფიქრი მაინც ხელნაწერისკენ გამირბის, რადგან მიუხედავად
იმისა, რომ ჩემ წინ მჯდომ კაცზე ბევრი არაფერი ვიცი, თითქმის
ვგრძნობ, რომ კარგად ვიცნობ. სხვა თუ არაფერი, ვერიტის გადმო-
სახედიდან მაინც ვიცნობ.
მაინტერესებს, როგორი ქორწინება ჰქონდათ და რატომ დაამ-
თავრა მისმა ცოლმა პირველი თავი ამ წინადადებით: „მანამდე, სა-
ნამ ის არ აღმოაჩინა, რაც ჩემზე მეტს ნიშნავდა მისთვის“.
ავის მომასწავებელი წინადადებაა. თითქოს ნიადაგს ამზადებდა
შემდეგი თავისთვის, სადაც ამ კაცის რაღაც საზარელ, შავბნელ საი-

73
დუმლოს უნდა ახადოს ფარდა. ან იქნებ ეს მისი წერის სტრატეგიაა
და იტყვის, რომ წმინდანია, რომ შვილები ჯერემისთვის მეტს ნიშნა-
ვდა, ვიდრე მისთვის.
რასაც უნდა ნიშნავდეს, ჯერემის ყურებისას ერთი სული მაქვს,
შემდეგ თავს როდის წავიკითხავ და მძულს ის, რომ უამრავი სხვა
საქმე მაქვს, რაზეც ახლა უნდა ვიყო მიმართული. არადა, ერთადერ-
თი, რაც ახლა მინდა, დივანზე მოკალათება და ჯერემის და ვერიტის
ქორწინების შესახებ ჩანაწერების წაკითხვაა. ამის გამო თავი ცოტა
უსინდისო მგონია.
იქნებ ეს ხელნაწერი მათზე სულაც არაა. ვიცი მწერალი, რომელ-
მაც აღიარა, რომ ყოველ ტექსტში მისი ქმრის სახელს იყენებს, სანამ
პერსონაჟს საკუთარ სახელს არ მოუძებნის. იქნებ ვერიტიც ასე იქ-
ცევა. იქნებ ეს მისი მორიგი მხატვრული ტექსტია და ჯერემის სახე-
ლი მხოლოდ ნასესხები აქვს.
ერთადერთი გზა არსებობს იმის გასაგებად, რაც წავიკითხე.
მართალია თუ არა.
– შენ და ვერიტიმ ერთმანეთი როგორ გაიცანით?
ჯერემი პეპერონის ლუკმას კბეჩს და ფართოდ იღიმება.
– წვეულებაზე, – ამბობს და სკამის საზურგეს ეყრდნობა. რო-
გორც იქნა, სევდიანი გამომეტყველება აღარ აქვს, – ყველაზე არაჩ-
ვეულებრივი კაბა ეცვა, რაც კი ოდესმე მინახავს. წითელი იყო და
ისეთი გრძელი, რომ კალთა ოდნავ იატაკზე დასთრევდა. ღმერთო,
ძალიან ლამაზი იყო, – ამბობს ოდნავი სინანულით, – იმ წვეულები-
დან ერთად წამოვედით. გარეთ გამოსულმა შენობის წინ გაჩერებუ-
ლი ლიმუზინი შევამჩნიე, ამიტომ კარი გავაღე და ჩავსხედით. ცოტა
ხანს ვილაპარაკეთ, სანამ მძღოლი არ გამოჩნდა, და იძულებული
გავხდი. მეღიარებინა, რომ ლიმუზინი ჩემი არ იყო.
ეს ყველაფერი არ უნდა ვიცოდე, ამიტომ ძალად ვიცინი.
– შენი არ იყო?
– არ იყო. მასზე შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა. იძულებუ-
ლი გავხდით, გავქცეულიყავით, რადგან მძღოლი გაცეცხლდა, –
ისევ იღიმება, თითქოს იქ, იმ ღამეში დაბრუნდა ვერიტისთან და მის

74
სექსისთვის ზედგამოჭრილ წითელ კაბასთან ერთად, – მას მერე გა-
ნუყრელი წყვილი გავხდით.
გაღიმება მიჭირს მისი ასეთი მდგომარეობის, მათი ასეთი მდგო-
მარეობის გამო, მათი წარსული ბედნიერებისა და მათი ახლანდელი
ცხოვრების გამო. ნეტავ ავტობიოგრაფიაში თუ აქვს ახსნილი, რა
გზა განვლეს ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე. დასაწყისში ჩესტინის გარ-
დაცვალებას ახსენებს. ეს კი ნიშნავს, რომ ტექსტი მათი პირველი
დიდი ტრაგედიის შემდეგ დაწერა, ან სულ მცირე, დაამატა მაინც. ნე-
ტავ ამ ხელნაწერზე რამდენ ხანს მუშაობდა?
– ერთმანეთი რომ გაიცანით, ვერიტი უკვე მწერალი იყო?
– არა, ჯერ ისევ სწავლობდა. მოგვიანებით, როცა სამსახურის
გამო დროებით ლოს-ანჯელესში მომიწია გადასვლამ, პირველი
წიგნი მაშინ დაწერა. მგონი, ამით ჩემს დაბრუნებამდე დრო გაჰყავ-
და. თავიდან რამდენიმე გამომცემელმა უარი უთხრა, მაგრამ რო-
გორც კი პირველი ხელნაწერი გაყიდა, ყველაფერი უბრალოდ...
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჩვენი ცხოვრება, ფაქტობრი-
ვად, ერთ ღამეში შეიცვალა.
– პოპულარობას როგორ უმკლავდებოდა?
– მგონი, ეს ჩემთვის უფრო რთული იყო, ვიდრე მისთვის.
– იმიტომ, რომ გიყვარს, როცა უჩინარი ხარ?
– ეს ასე აშკარაა?
მხრებს ვიჩეჩ.
– მეც ინტროვერტი ვარ.
ჯერემის ეცინება.
– ვერიტი ტიპური მწერალი არაა. ყურადღების ცენტრში ყოფნა
უყვარს. გაპრანჭული ღონისძიებები. ეს ყველაფერი უხერხულობას
მიქმნის. მე აქ, ბავშვებთან ყოფნა მირჩევნია, – ამ დროს გამომეტ-
ყველება სულ ოდნავ ეცვლება, რადგან ხვდება, რომ ქალიშვილები
ახლანდელ დროში ახსენა, – ქრუსთან ერთად, – შეასწორა. თავს
აქნევს და ხელებს კისერთან იჭდობს და უკან ისე იწევა, თითქოს იზ-
მორება, ან თავს უხერხულად გრძნობს, – ზოგჯერ ძალიან რთულია
იმის გააზრება, რომ ჩვენთან აღარ არიან, – ხმადაბლა ლაპარაკობს

75
და ჩემს მიღმა, სიცარიელეს უყურებს, – მათ თმის ღერს ისევ ვპო-
ულობ ხოლმე დივანზე, წინდებს საშრობში. ზოგჯერ მათ ვეძახი, რო-
ცა რაღაცის ჩვენება მინდა. და მავიწყდება, რომ კიბეზე აღარ ამო-
ირბენენ.
ყურადღებით ვაკვირდები, რადგან ჯერ ბოლომდე დარწმუნებუ-
ლი არა ვარ. ჩემი ნოველები დაძაბული სიტუაციებითაა სავსე. საეჭ-
ვო სიტუაციებს ალღოს მალე ვუღებ, საეჭვო სიტუაციებში კი ყოველ-
თვის საეჭვო ხალხი მონაწილეობს. ერთი მხრივ, ძალიან მინდა გა-
ვიგო, რა შეემთხვათ გოგონებს, და მეორე მხრივ, მინდა აქაურობას
რაც შეიძლება მალე გავშორდე.
ახლა, ამწამს, არ ვუყურებ ადამიანს, რომელიც თანაგრძნობის
გამოსაწვევად წარმოდგენას დგამს. ვუყურებ კაცს, რომელიც თავის
ფიქრებს პირველად ხმამაღლა აზიარებს.
სურვილი მიჩნდება მეც იგივე გავაკეთო.
– დედაჩემი დიდი ხნის გარდაცვლილი არაა, მაგრამ ვიცი, რა-
საც გულისხმობ. პირველ კვირას ყოველდღე ვდგებოდი და საუზმეს
ვუმზადებდი, მერე მახსენდებოდა, რომ აღარ იყო და ვეღარ შეჭამ-
და.
ჯერემი მაგიდას იდაყვებით ეყრდნობა.
– ნეტავ ეს რამდენ ხანს გრძელდება? თუ ყოველთვის ასე იქნე-
ბა?
– მგონი, დრო აუცილებლად თავისას იზამს, მაგრამ, სავარა-
უდოდ, სახლის შეცვლა არ გაწყენდათ. თუ იმ სახლში იცხოვრებთ,
სადაც ისინი არასდროს ყოფილან, შესაძლოა მათი მოგონებები გა-
ხუნდეს. მათ არყოფნას უფრო მიეჩვევით.
წამოზრდილ წვერზე ხელს ისვამს.
– მგონი, არ მინდა ისეთი ცხოვრება, სადაც ჰარპერისა და ჩეს-
ტინის კვალი აღარ იქნება.
– ჰო, – ვეთანხმები, – არც მე მომინდებოდა.
მიყურებს, მაგრამ არაფერს ამბობს. ზოგჯერ ორი ადამიანი ერ-
თმანეთს იმდენ ხანს უყურებს, რომ ერთი მათგანი წუხდება და იძუ-
ლებული ხდები თვალი აარიდო.

76
მეც ასე ვიქცევი.
თეფშს ჩავცქერი და მის ორნამენტებიან კიდეს თითს ვუსვამ. მი-
სი მზერა თითქოს ჩემს თვალებს სცდება, ჩემს ფიქრებში იჭრება და
მართალია, გამიზნულად არ აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი მეტის-
მეტად ინტიმურია. ჯერემი რომ მიყურებს, მგონია, მისი თვალები
ჩემს ყველაზე მიუწვდომელ სიღრმეებს იკვლევს.
– საქმეს უნდა დავუბრუნდე, – ვამბობ თითქმის ჩურჩულით.
რამდენიმე წამს არ ინძრევა, შემდეგ წელში სწორდება და ისევ
სკამის საზურგეს ეყრდნობა, თითქოს ეს-ესაა ტრანსიდან გამოვიდა.
– ჰო, ამბობს, – ჩვენს თეფშებს იღებს და დგება, – ვერიტის წამ-
ლები უნდა მოვამზადო, – თეფშებს ნიჟარაში ალაგებს და სამზარეუ-
ლოდან გავდივარ, როცა მომძახის:
– ღამე მშვიდობისა, ლოუ.
მისი ასეთი მომართვა სათქმელად მომზადებულ „ღამე მშვიდო-
ბისას“ ყელში მიჩხერს. ოდნავ ვუღიმი და სამზარეულოდან სწრაფი
ნაბიჯით ვერიტის კაბინეტში გავდივარ.
რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ჯერემისთან ერთად, მით უფრო
მიძლიერდება სურვილი ხელნაწერი წავიკითხო და ეს კაცი კიდევ
უფრო ახლოს გავიცნო.
ხელნაწერს დივნიდან ვიღებ, ვერიტის ოთახში შუქს ვაქრობ და
ტექსტი საძინებელში მიმაქვს. კარი არ იკეტება, ამიტომ საწოლს
სკივრს ვაშორებ, კართან ვაჩოჩებ და ამით ვკეტავ.
მთელი დღის მგზავრობამ დამღალა და შხაპი ჯერაც არ მიმიღია,
მაგრამ მინდა დაძინებამდე კიდევ ერთი თავი მაინც წავიკითხო.
უნდა წავიკითხო.

77
თავი 2

ჩვენი შეყვარებულობის პირველი ორი წლის შესახებ რომანები


დაიწერება, მაგრამ არ გაიყიდება – ჩემსა და ჯერემის შორის რომა-
ნისთვის საკმარისი დრამა არ მომხდარა. თითქმის არც გვიჩხუბია.
არც ტრაგედიები მომხდარა, რაზეც დავწერდი. იყო მხოლოდ სიყვა-
რულის ორი დაშაქრული წელი და ერთმანეთის გაღმერთება.
მე. მან. თავი. დამაკარგვინა.
მასზე დამოკიდებული გავხდი.
დარწმუნებული არა ვარ, რომ ჩემი ასეთი დამოკიდებულება ჯან-
საღი იყო და ჯერაც ასე ვარ. მართლა. როცა ისეთ ადამიანს პოულ-
ობ, რომელიც შენი ცხოვრებიდან ყველაფერ უარყოფითს განდევნ-
ის, შეუძლებელია იმ ადამიანს არ მიეჯაჭვო, და მეც მივეჯაჭვე ჯერე-
მის, რომ საკუთარი სული შემენარჩუნებინა. მასთან შეხვედრამდე
დამშეული, მობუზული ვიყავი და მისმა არსებობამ დამაპურა. ზოგ-
ჯერ მეგონა, ის რომ არ მყოლოდა, ვერ ვიარსებებდი.
ორი წლის შეყვარებულობის შემდეგ ჯერემი სამსახურიდან დრ-
ოებით ლოს-ანჯელესში გადაიყვანეს. ერთად საცხოვრებლად ახა-
ლი გადასული ვიყავით, არაოფიციალურად. არაოფიციალურად იმ-
იტომ ვამბობ, რომ რაღაც მომენტის შემდეგ სახლში აღარ მივდიო-
დი. აღარც გადასახადებს და ქირას ვიხდიდი. ჯერემისთან ორი თვის
გადასული ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ საკუთარი ბინა აღარ გა-
მაჩნდა.
ერთ ღამეს, სექსის დროს, შემომთავაზა თავისთან გადასვლა.
ზოგჯერ ასე იქცევა. ჩვენი ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან გადა-
წყვეტილებებს ჩემი გაჟიმვის დროს იღებს.
– ჩემთან გადმოდი, – მითხრა და ჩემში აუჩქარებლად შევიდა.
პირი მომიახლოვა, – ქირავნობა დაარღვიე.
– არ შემიძლია, – ჩავჩურჩულე.
გაჩერდა, უკან დაიხია და ზემოდან დამხედა.
– რატომ?

78
ხელები უკანალზე ჩავავლე და ვაიძულე მოძრაობა გაეგრძელები-
ნა.
– იმიტომ, რომ ქირავნობა ორი თვის წინ დავარღვიე.
ჯერემი გაჩერდა და ზემოდან თავისი მუქი მწვანე თვალებით და-
მაცქერდა, რომლებიც ისეთი შავი წამწამებით ჰქონდა შემოჯარუ-
ლი, რომ მისი ყოველი კოცნისას მეგონა ძირტკბილას გემოს ვიგ-
რძნობდი.
‒ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ერთად? – მკითხა.
თავი დავუქნიე, მაგრამ ისეთი რეაქცია არ ჰქონდა, როგორსაც
ვიმედოვნებდი. ელდანაკრავს ჰგავდა.
სიტუაცია უნდა გამომესწორებინა. სადავეები ხელში უნდა ამე-
ღო და დამემშვიდებინა. უნდა მიმეხვედრებინა, რომ დიდი არაფერი
მომხდარა.
– მეგონა, გითხარი.
ასო გამოიღო და ეს სასჯელივით გამოუვიდა.
– არ გითქვამს, რომ ერთად ვცხოვრობდით. ამას აუცილებლად
დავიმახსოვრებდი.
წამოვდექი და მის პირისპირ მუხლებზე დავჯექი. სახეზე მოვეფე-
რე და ტუჩები სახესთან მივუახლოვე.
– ჯერემი, – ჩავჩურჩულე, – ექვსი თვეა ყოველღამე შენთან ერ-
თად ვიძინებ. უკვე კარგა ხანია ერთად ვცხოვრობთ, – მხრებზე ხე-
ლები ჩავავლე და ზურგზე დავაწვინე. თავი ბალიშზე დავადებინე.
მინდოდა ზემოდან დავწოლოდი და მეკოცნა, მაგრამ ჩემზე, ცოტა
არ იყოს, გაბრაზებული ჩანდა. ისევ იმ თემაზე საუბარი სურდა, რო-
მელიც უკვე დახურულად მიმაჩნდა.
ლაპარაკი აღარ მინდოდა. ორგაზმი მსურდა.
სახეზე შემოვაჯექი და მიზანში მისი ენა ამოვიღე. როცა უკანალ-
ზე მისი ხელების შემოჭდობა ვიგრძენი, რითაც პირთან კიდევ უფრო
ახლოს მიმიზიდა, გემრიელი მომენტის მოლოდინში თავი უკან გა-
დავაგდე. ამიტომ გადმოვედი შენთან, ჯერემი.
წინ გადავიხარე, საწოლის თავს ჩავეჭიდე და ყელში მომდგარი
კივილის შესაკავებლად ფიცარს კბილებით ჩავაფრინდი.

79
ეს იყო და ეს.
მის ლოს-ანჯელესში გადაყვანამდე ისეთი ბედნიერი ვიყავი, რო-
გორც არასდროს. რა თქმა უნდა, ეს დროებითი იყო, მაგრამ შეუძლ-
ებელია ადამიანს არსებობის ერთადერთი საშუალება წაართვა და
ელოდო, რომ დამოუკიდებლად განაგრძოს ცხოვრება.
ყოველ შემთხვევაში, მე თავს ასე ვგრძნობდი – თითქოს ჩემი სუ-
ლის ერთადერთი საკვები გამომგლიჯეს და წამართვეს. რა თქმა უნ-
და, ცოტაოდენი კომპენსაცია იყო მისი სატელეფონო ან ვიდეოზა-
რები, მაგრამ ჩვენს ლოგინში მარტოობაში გატარებული ღამეები
აუტანელი იყო.
ზოგჯერ ბალიშს მოვაჯდებოდი, კბილებით საწოლის თავს ჩავე-
ჭიდებოდი, ვმასტურბირებდი და წარმოვიდგენდი, რომ ქვემოდან
ჯერემი მყავდა, მაგრამ როგორც კი ვათავებდი, ცარიელ ლოგინში
ვწვებოდი, ჭერს ავყურებდი და ვფიქრობდი, ნეტავ ჩემი ცხოვრების
ამდენი წელი ჯერემის გარეშე როგორ გავატარე-მეთქი.
რა თქმა უნდა, ამ ფიქრებს ჯერემის ვერ გავანდობდი. მისით შეპ-
ყრობილი ვიყავი, მაგრამ ქალმა იცის, თუ კაცის სამუდამოდ შენარ-
ჩუნება უნდა, ისე უნდა მოიქცეს, თითქოს მის დავიწყებას ერთ დღე-
ში შეძლებს.
და ზუსტად მაშინ გავხდი მწერალი.
ყოველდღე, ყოველ წამს, ჯერემიზე ვფიქრობდი და თუ მის ჩა-
მოსვლამდე ამ დროს რაიმეთი არ შევავსებდი, ვერ შევძლებდი და-
მალვას, თუ როგორ დამტანჯა მისმა არყოფნამ. წარმოსახვითი პერ-
სონაჟი ‒ ჯერემი შევქმენი და მას ლეინი დავარქვი. როცა ჯერემი
მომენატრებოდა, ლეინიზე ერთ თავს ვწერდი. ჩემი ცხოვრების მომ-
დევნო რამდენიმე თვეში ჯერემიზე მეტად ჩემს ახალ პერსონაჟზე
ვფიქრობდი. სინამდვილეში ისევ ჯერემი იყო, მაგრამ მასზე წერა
ბევრად უფრო პროდუქტიული ჩანდა, ვიდრე გამუდმებით მასზე ფი-
ქრი.
მისი არყოფნის რამდენიმე თვის განმავლობაში ერთი მთლიანი
რომანი დავწერე. როცა ერთ დღესაც მოულოდნელად ჩამოვიდა და
თავისი დაბრუნებით გამაკვირვა, ბოლო გვერდის რედაქტირება ახ-

80
ალი დამთავრებული მქონდა.
აი, ყისმათი.
დაბრუნება მინეტით მივულოცე. პირველი შემთხვევა იყო, როცა
სპერმა გადავყლაპე – ისე გამიხარდა მისი დანახვა.
ყლაპვის შემდეგ თავი ნამდვილი ქალბატონივით დავიჭირე და
ქვემოდან გავუღიმე. ისევ კარში იდგა, სრულად ჩაცმული, მხოლოდ
ჯინსი ჰქონდა მუხლებამდე ჩაწეული. წამოვდექი, ლოყაზე ვაკოცე
და ვუთხარი:
– ახლავე დავბრუნდები.
სააბაზანოში შევედი, კარი დავკეტე, ონკანში წყალი მოვუშვი და
ტუალეტში ვაღებინე. როცა პირში გათავების უფლება მივეცი, წარ-
მოდგენა არ მქონდა, რამდენი იქნებოდა, რამდენ ხანს გაგრძელდე-
ბოდა ყლაპვა. რთული იყო პირში მისი ასოს ქონისა და ხრჩობის შე-
გრძნებისას სიმშვიდის შენარჩუნება.
კბილები გავიხეხე და საძინებელში დავბრუნდი, სადაც ჯერემი
ჩემს მაგიდასთან იჯდა. ხელში ჩემი ხელნაწერის რამდენიმე ფურცე-
ლი ეჭირა.
– ეს შენ დაწერე? – მკითხა და სკამით ჩემკენ მოტრიალდა.
– ჰო, მაგრამ არ მინდა წაიკითხო, – ვიგრძენი, რომ ხელისგუ-
ლები მიოფლიანდებოდა. ხელები მუცელზე შევიმშრალე და მისკენ
წავედი. ფურცლების წართმევას ვაპირებდი, როცა წამოდგა და ფუ-
რცლები თავს ზემოთ დაიჭირა, სადაც ვერ მივწვდებოდი.
– რატომ არ შეიძლება წაკითხვა?
ავხტი, ვცადე მკლავი ჩამომეწევინებინა და ფურცლებს მივ-
წვდომოდი.
– ჯერ დასამუშავებელია.
– არა უშავს, – მითხრა და უკან დაიხია, – მაინც მინდა წავიკით-
ხო.
– მე არ მინდა წაიკითხო.
ჯერემიმ დარჩენილი ფურცლებიც მოკრიბა და მკერდზე მიიხუტა.
წაკითხვას აპირებდა და მინდოდა შემეჩერებინა. არ ვიცოდი, რამ-
დენად კარგი იყო და მეშინოდა, უფრო სწორად, თავზარდაცემული

81
ვიყავი, რადგან მეგონა, თუ ცუდი მწერალი გამოვდგებოდი, ჯერე-
მის ნაკლებად ვეყვარებოდი. საწოლზე ავხტი, რომ უფრო სწრაფად
მივწვდომოდი, მაგრამ ხელიდან გამისხლტა, სააბაზანოში შევარდა
და კარი ჩაკეტა.
კარზე ბრახუნი ავტეხე.
– ჯერემი! – დავუყვირე.
არ მიპასუხა.
ათი წუთის განმავლობაში ხმა არ გაუცია. კარის გაღება ჯერ საკ-
რედიტო ბარათით ვცადე, შემდეგ თმის სარჭით. მორიგ მინეტსაც
დავპირდი.
კიდევ თხუთმეტი წუთი გავიდა, სანამ ხმას გაიღებდა.
– ვერიტი!
ახლა უკვე იატაკზე, სააბაზანოს კარზე მიყრდნობილი ვიჯექი.
– რა არის?
– კარგია.
არ ვუპასუხე.
– მართლა კარგია. შენით ძალიან ვამაყობ.
გამეღიმა.
ამ დროს პირველად გავუგე გემო იმ გრძნობას, როცა მკითხვე-
ლი მისთვის შექმნილი ტექსტით სიამოვნებას იღებს. ამ ერთმა კო-
მენტარმა – უბრალო, საყვარელმა კომენტარმა მომანდომა, რომ
ჯერემის კითხვა დაესრულებინა. ამის შემდეგ მარტო დავტოვე. ჩვე-
ნს ლოგინში ჩავწექი, საბანი გადავიფარე და სახეზე ღიმილდაფე-
ნილს დამეძინა.
ორი საათის შემდეგ ჯერემიმ გამაღვიძა. ტუჩებით მხარზე მეხე-
ბოდა, თითებით კი წელს ქვემოთ, თეძოზე მეფერებოდა. უკნიდან
მეკვროდა, მეწებებოდა. ძალიან მომენატრა.
– გღვიძავს? – ჩამჩურჩულა.
ოდნავ დავიკვნესე, რომ გაეგო, მეღვიძა.
ყურს ქვემოთ მაკოცა და მითხრა:
– სასწაული ხარ, – არა მგონია, ასე ფართოდ ოდესმე გამეღი-
მოს. ზურგზე გადამაწვინა და სახიდან თმა გადამიწია, – იმედია, მზ-

82
ად ხარ.
– რისთვის?
– დიდებისთვის.
გამეცინა, მაგრამ მას არ გაუცინია. შარვალი გაიხადა და საცვა-
ლი ჩამხადა. როცა ჩემში შემოვიდა, მითხრა:
– გგონია ვხუმრობ? – მაკოცა და განაგრძო, – შენი ნაწერი პო-
პულარულს გაგხდის. არაჩვეულებრივი ტვინი გაქვს. რომ შემეძ-
ლოს, გავჟიმავდი.
სიცილი კვნესაში ამერია, რადგან ჯერემი არ ჩერდებოდა.
– ამას იმიტომ მეუბნები, რომ გჯერა, თუ იმიტომ, რომ გიყვარ-
ვარ?
მაშინვე არ უპასუხია. მისი მოძრაობა ნელი და გამიზნული გახ-
და. მტკიცედ შემომხედა.
– ცოლად გამომყევი, ვერიტი.
არაფერი მითქვამს, რადგან მეგონა, მომესმა. მართლა ცოლობა
მთხოვა? მისი გამომეტყველებით მივხვდი, რომ ახლა ყველაზე მე-
ტად ვუყვარდი, ვიდრე ოდესმე ვყვარებივარ. მაშინვე თანხმობა უნ-
და მეთქვა, რადგან ეს გულით მინდოდა, მაგრამ სანაცვლოდ ვკით-
ხე: – რატომ?
– იმიტომ, რომ, – ფართოდ გამიღიმა, – შენი ყველაზე დიდი ფა-
ნი ვარ.
გამეცინა, მაგრამ ღიმილი მაშინვე გამიქრა, რადგან ჯერემიმ ჩე-
მი სწრაფი გაჟიმვა დაიწყო. მაგრად, სწრაფი მოძრაობებით, რადგ-
ან იცოდა, ეს ჭკუიდან გადამიყვანდა. საწოლის თავი კედელს ენარ-
ცხებოდა და თავს ქვემოთ ბალიში ცურავდა.
– ცოლად გამომყევი, – ისევ მთხოვა, ენა პირში ჩამიდო და ეს
ჩვენი პირველი ნამდვილი კოცნა იყო ბოლო თვეების განმავლობა-
ში.
მაშინ ერთმანეთი ისე მაგრად გვინდოდა, ჩვენი სხეულები შეუძ-
ლებელს ხდიდა ჩვენი პირებიც თანხვედრაში ყოფილიყო, ამიტომ
კოცნა დორბლიანი და მტკივნეული გამოვიდა.
– კარგი, – ჩავჩურჩულე.

83
– გმადლობ, – ამოთქვა კვნესასა და ხვნეშას შორის. ჩემი, თავი-
სი საცოლის გაჟიმვას განაგრძობდა, სანამ ოფლში არ ვცურავდით
და ჩემს პირში ჩაღვრილი სისხლის გემო არ ვიგრძენი. ალბათ, შემ-
თხვევით ტუჩზე მიკბინა, ან მე ვუკბინე. ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ
ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან მისი სისხლი ახლა ჩემი
სისხლი იყო.
როცა გაათავა, ეს ჩემ შიგნით მოხდა, კონდომის გარეშე, როცა
მისი ენა პირში მქონდა, ყელში მის სუნთქვას ვგრძნობდი და ჩემი
არსებობა სამუდამოდ მასთან იყო დაკავშირებული.
როცა მორჩა, იატაკიდან ჯინსი აიღო. ისევ ზემოდან მომექცა, ხე-
ლი აიღო და თითზე ბეჭედი გამიკეთა.
მთელი ეს დრო დაგეგმილი ჰქონია ხელის თხოვნა.
ბეჭედზე არც დამიხედავს. ხელები თავქვეშ შემოვიწყვე და თვა-
ლები დავხუჭე, რადგან მისი ხელი ჩემს ფეხებს შორის მიცურავდა
და ვიცოდი, უნდოდა ჩემი ორგაზმისთვის ეყურებინა.
ასეც მოვიქეცი.
ორი თვის განმავლობაში იმ ღამეს ჩვენი ნიშნობის ღამედ მო-
ვიხსენიებდით. ორი თვის განმავლობაში, როგორც კი ჩემს ბეჭედს
დავხედავდი, ყურებამდე ვიღიმოდი. ორი თვის განმავლობაში თვა-
ლზე ცრემლი მადგებოდა, როგორც კი ჩვენს მომავალ ქორწილის
ღამეს წარმოვიდგენდი.
შემდეგ კი ჩვენი ნიშნობის ღამე ჩასახვის ღამედ იქცა.
და აქ ყველაფერი რეალური ხდება. ჩემი ავტობიოგრაფიის მთა-
ვარი ამბავიც აქ იწყება. ეს ის ნაწილია, სადაც სხვა ავტორები საკუ-
თარ თავებს უკეთესი ფერებით დახატავდნენ და არა რენტგენში გა-
ატარებდნენ.
იქ, საითაც ახლა მივემართებით, უკეთესი ფერები არ არსებობს.
ეს საბოლოო გაფრთხილებაა.
წინ სიბნელეა.

84
6

ვერიტის სამუშაო ოთახის მთავარი ღირსება მისი ფანჯრებიდან


გადაშლილი ხედია. ფანჯარა იატაკიდან იწყება და ჭერამდე ადის
ყოველგვარი დამხმარე ტიხრების გარეშე. აქ მხოლოდ მინის უზარ-
მაზარი, მთლიანი ნაჭრებია და იქიდან ყველაფერს ვხედავ. ამათ ვინ
წმენდს? მინაზე შხეფებს, ლაქებს ვეძებ, მაგრამ არაფერი ჩანს.
ვერიტის ოთახის უარყოფითი მხარეც მისი ფანჯრებიდან გადაშ-
ლილი ხედია. ექთანს ვერიტის გორგოლაჭებიანი სავარძელი უკანა
აივანზე, ზუსტად კაბინეტის წინ გაუჩერებია. სავარძელი აივნის და-
სავლეთითაა მიმართული და მის პროფილს ვხედავ. გარეთ სასია-
მოვნო დღეა, ამიტომ ექთანი ვერიტის წინ უზის და წიგნს უკითხავს.
ვერიტი სივრცეს გაჰყურებს და ვერ ვხვდები, ნეტავ რამეს იგებს? და
თუ იგებს, ნეტავ რამდენს?
ნიავი თმის ნატიფ ღერებს უშლის, თითქოს თმაზე მოჩვენება თი-
თებით ეფერება.
მის შემხედვარეს თანაგრძნობა მიათმაგდება, ამიტომ არ მინდა
შევხედო, მაგრამ ამ ფანჯრებთან მჯდომისთვის ეს შეუძლებელია.
ექთანის ხმა არ მესმის, ალბათ, იმიტომ, რომ დანარჩენი ოთახის მს-
გავსად ფანჯრებიც ხმაგაუმტარია. რადგან იქ არიან, საქმეზე ყურა-
დღების გამახვილება მიჭირს და ყოველ რამდენიმე წუთში ფანჯრის-
კენ თვალს ვაპარებ.
სერიისთვის ჩანაწერების ნახვა ჯერაც ვერ მოვახერხე, მაგრამ
ჯერ მხოლოდ იქ არსებული მასალის ნაწილი დავათვალიერე. გადა-
ვწყვიტე, დროს უკეთ გამოვიყენებდი, თუ პირველ და მეორე წიგნს
გადავხედავდი და ყოველ პერსონაჟზე ჩანაწერებს გავაკეთებდი. ჩე-
მთვის არქივის მსგავს სისტემას ვაკეთებ, რადგან ამ პერსონაჟებს
ისევე ახლოს უნდა ვიცნობდე, როგორც ვერიტი იცნობს მათ. მჭირ-
დება ვიცოდე, რა არის მათი მოტივაცია, რა ამოძრავებთ, რა აძ-
ლევთ მუხტს.

85
გარეთ ფანჯარასთან მოძრაობას ვამჩნევ. ვხედავ ექთანს, რო-
მელიც უკანა კარისკენ მიემართება. ცოტა ხანს ვერიტის ვაკვირდე-
ბი, მაინტერესებს, შეწყვეტილ კითხვაზე რეაქცია თუ ექნება. არ ინ-
ძრევა. ხელები მუხლებზე უდევს, თავი ცალ მხარეზე აქვს გადახრი-
ლი, თითქოს ტვინი იმ სიგნალსაც არ უგზავნის, რომ გასწორდეს,
თორემ კისერი ეტკინება.
ჭკვიანი და ნიჭიერი ვერიტი აღარ არსებობს. ნეტავ მხოლოდ მი-
სი სხეული გადაურჩა ავარიას? თითქოს გაბზარული კვერცხი იყოს,
საიდანაც შიგთავსი გადმოღვრილა და მისგან მხოლოდ ნაჭუჭის
ფრაგმენტებია დარჩენილი.
ისევ მაგიდაზე გადამაქვს მზერა და ვცდილობ ყურადღება მოვიკ-
რიბო. მაინც ჯერემიზე ვფიქრობ – როგორ უმკლავდება ამ ყველა-
ფერს? გარეგნულად ბეტონის სვეტივითაა, მაგრამ შიგნიდან, ალ-
ბათ, ცარიელია. ალბათ, იმედგაცრუების მომტანია იმის გააზრება,
რომ მისი ცხოვრება ახლა ესაა. ყვითრის გარეშე დარჩენილი კვერ-
ცხის ნაჭუჭის მოვლა.
უხეშად გამომივიდა.
არ ვცდილობ უხეში ვიყო, უბრალოდ... არ ვიცი. ვფიქრობ, ყვე-
ლასთვის აჯობებდა ვერ გადარჩენილიყო. ამის გაფიქრებისას თავს
მაშინვე დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ ეს დედაჩემზე ზრუნვის ბო-
ლო თვეებს მახსენებს. ვიცი, დედაჩემს სიკვდილი ერჩივნა, ოღონდ
კიბოს ასეთი უუნარო არ გაეხადა. ეს მისი ცხოვრების მხოლოდ რამ-
დენიმე თვეს გაგრძელდა... ჩემი ცხოვრებისაც. ჯერემისთვის კი ახ-
ლა ეს მთელი ცხოვრებაა. მოვლა ცოლის, რომელიც მისი ცოლი
აღარაა. მიჯაჭვულია სახლზე, რომელიც მისი სახლი აღარაა. ვერი-
ტის ქმრის ასეთი ცხოვრება არ მოუნდებოდა. ვერ წარმომიდგენია,
რომ საკუთარი თავისთვისაც ასეთი ცხოვრება მოესურვებინა. საკუ-
თარ შვილსაც კი ვერ ეთამაშება და ელაპარაკება.
ვლოცულობ, რომ საკუთარი თავისთვის ასეთი განაჩენი თავად-
ვე არ გამოეტანა. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა რთულია, თუ გო-
ნება ისევ უმუშავებს, მაგრამ ტვინის დაზიანების გამო ფიზიკურად
არაფერი შეუძლია, ურთიერთობის ან საკუთარი აზრების გამოხატ-

86
ვის საშუალება არა აქვს.
თავს ისევ ვწევ.
ვერიტი პირდაპირ მე მიყურებს.
მოულოდნელობისგან ვხტები და მაგიდის სკამი ხის იატაკზე
ცურდება. ვერიტი ფანჯრიდან მიყურებს, თავი ჩემკენ მოუბრუნებია,
თვალი თვალში გაუყრია. პირზე ხელაფარებული უკან ვიხევ. მეში-
ნია.
მისი დანახვა აღარ მინდა. ფეხაკრეფით მარცხნივ, კარისკენ მივ-
დივარ. მის მზერას კარგა ხანს ვერ ვუსხლტები.
მონა ლიზაა, ყველგან დამყვება. თუმცა კართან მისულს უკვე
თვალებში აღარ მიყურებს.
თვალს არ მაყოლებს.
ხელს ძირს ვუშვებ და კედელს ვეყრდნობი. ვხედავ, რომ ეიფრი-
ლი პირსახოცით ხელში ბრუნდება. ვერიტის ნიკაპს სწმენდს, მისი
მუხლიდან პატარა ბალიშს იღებს, თავს აწევინებს და ბალიშს მხარ-
სა და ნიკაპს შორის უდებს. თავის გასწორების შემდეგ ვერიტი აღარ
მიყურებს.
– ჯანდაბა, – ვჩურჩულებ ჩემთვის.
მეშინია ქალის, რომელიც ძლივს ინძრევა და ვერ ლაპარაკობს.
ქალის, რომელიც თავისი ნებით თავს ვერ ატრიალებს, რომ ვინმეს
შეხედოს და მით უმეტეს, ვერც თვალით კონტაქტს ამყარებს.
წყალი მჭირდება.
კარს ვაღებ და მაშინვე მოულოდნელობისგან ვყვირი, რადგან
მაგიდაზე ჩემი ტელეფონი რეკავს.
ღმერთმა დასწყევლოს. ადრენალინი მძულს. პულსი აჩქარებუ-
ლი მაქვს, მაგრამ დასამშვიდებლად ღრმად ვსუნთქავ და ტელე-
ფონს ვპასუხობ. უცნობი ნომერია.
–გისმენთ?
– მის ეშლი ხართ?
– დიახ, მე ვარ.
– დონოვან ბეიკერი გაწუხებთ კრიკვუდის ბინებიდან. რამდენი-
მე დღის წინ განცხადება შემოიტანეთ, ხომ ასეა?

87
მიხარია, რომ ყურადღების გადატანა მიწევს. ფანჯარასთან
ვბრუნდები და ვხედავ, რომ ექთანს ვერიტის სავარძელი ისე მიუბ-
რუნებია, მხოლოდ მის კეფას ვხედავ.
– დიახ, ასეა.
– გირეკავთ, რომ გაცნობოთ, თქვენი განცხადება დღეს განვიხი-
ლეთ. სამწუხაროდ, ახლო წარსულში ბინიდან გამოსახლების ის-
ტორია გაქვთ, ამიტომ ბინას ვერ დაგიმტკიცებთ.
უკვე? სულ რამდენიმე დღის წინ გამოვედი იმ სახლიდან.
– ჰო, მაგრამ განცხადებაზე ხომ დამთანხმდით? წესით, მომა-
ვალ კვირაში უნდა გადმოვსულიყავი.
‒ სინამდვილეში ეგ წინასწარი თანხმობა იყო. თქვენი განცხადე-
ბა სრულყოფილად მხოლოდ დღეს განვიხილეთ. განცხადებებს,
რომელთაც ახლო წარსულში გამოსახლების ისტორია აქვს, ვერ
დავამტკიცებთ. იმედია, ჩვენი გესმით.
კისერს ვისრეს. ფული კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ მექ-
ნება.
– გთხოვთ, – ვამბობ და ვცდილობ არც ისეთი საცოდავი გამოვ-
ჩნდე, როგორადაც თავს ვგრძნობ, – ბინის ქირა აქამდე არასდროს
დამიგვიანია. ახალი სამსახური ახლახან დავიწყე და ორ კვირაში,
თუ გადმოსვლის საშუალებას მომცემთ, მთელი წლის ქირას წინას-
წარ გადაგიხდით. პირობას გაძლევთ.
– გადაწყვეტილების გასაჩივრება ყოველთვის შეგიძლიათ, – ამ-
ბობს, – შესაძლოა ამას რამდენიმე კვირა დასჭირდეს, მაგრამ ყო-
ფილა საქმეები, რომლებიც შემამსუბუქებელი გარემოებების წარ-
მოდგენის შედეგად დადებითად გადაწყვეტილა.
– რამდენიმე კვირა არა მაქვს, ჩემი წინა ბინიდან უკვე გამოვე-
დი.
– ვწუხვარ, – მპასუხობს, – გადაწყვეტილებას ელფოსტით მოგ-
წერთ. წერილის ქვემოთ ტელეფონის ნომერი იქნება მითითებული,
სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და გაასაჩივროთ. სასიამოვნო დღეს
გისურვებთ, მის ეშლი.
ტელეფონს თიშავს, მაგრამ ისევ ყურთან მაქვს მიბჯენილი და ის-

88
ევ კისერს ვისრეს. იმედია, ამ კოშმარისგან სადაცაა გამოვიღვიძებ.
გმადლობ, დედა. ახლა რა ჯანდაბა ვქნა?
ოთახის კარზე მსუბუქად აკაკუნებენ. შემცბარი ვტრიალდები.
დღევანდელ დღეს უკვე ვეღარ ვუმკლავდები. კარში ჯერემი დგას
თანაგრძნობით სავსე გამომეტყველებით.
ტელეფონის ზარი რომ გავიგონე, კარი ღია დამრჩა. ალბათ,
მთელი საუბარი გაიგონა. დღევანდელი ჩემი დღის აღსაწერად ზედ-
სართავების სიაში შემიძლია თავისუფლად ჩავწერო „განადგურე-
ბული“.
ტელეფონს ვერიტის მაგიდაზე ვდებ და სკამზე ვჯდები.
– ჩემი ცხოვრება სულ ასეთი ხათაბალა არ ყოფილა.
ოდნავ ეცინება და ოთახში შემოდის.
– არც ჩემი.
მის პასუხს ვაფასებ. ტელეფონს დავყურებ.
– არა უშავს, – ვამბობ და ტელეფონს წრიულად ვატრიალებ, –
მოვაგვარებ.
– შემიძლია ფული გასესხო, ავანსის ჩარიცხვამდე. ფულის გამო-
ტანა საერთო ანგარიშიდან მომიწევს, მაგრამ სამ დღეში მოხერხდ-
ება.
ასეთი შერცხვენილი არასდროს ვყოფილვარ და ამას ხვდება,
რადგან მაგიდასთან ვიკუნტები და სახეზე ხელებს ვიფარებ.
‒ ძალიან საყვარელი შემოთავაზებაა, მაგრამ შენგან ფულს არ
ვისესხებ.
ცოტა ხანს ჩუმადაა, შემდეგ დივანზე ჯდება. შინაურულად ეწყო-
ბა, წინ იხრება და ხელებს ერთმანეთს აჭდობს.
– თუ ასეა, აქ დარჩი, ავანსის მიღებამდე. სულ რაღაც ერთი-ორი
კვირა დასჭირდება, – ოთახს ათვალიერებს და ამჩნევს, რომ წინ
დიდად არ წავწეულვარ, – ჩვენთვის პრობლემა არაა. სულაც არ
გვაწუხებ.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
‒ ლოუენ, საქმე, რომელსაც ხელი მოჰკიდე, ადვილი არაა. მირ-
ჩევნია აქ იმდენი დრო გაატარო, რამდენიც მოსამზადებლად გჭირ-

89
დება, ვიდრე ხვალ ნიუ-იორკში დაბრუნდე და მიხვდე, რომ მეტხანს
უნდა დარჩენილიყავი.
მეტი დრო მართლა მჭირდება, მაგრამ ორი კვირა ამ სახლში?
ქალთან ერთად, რომელიც მაშინებს, ხელნაწერთან, რომელსაც არ
უნდა ვკითხულობდე, და კაცთან, რომელზეც მეტისმეტად ბევრი ინ-
ტიმური დეტალი ვიცი?
ეს კარგი იდეა არაა. არც ერთი მათგანი არაა კარგი. ისევ თავის
გაქნევას ვიწყებ, მაგრამ ჯერემი ხელს მაღლა სწევს.
– ნუ გერიდება, და ნუ მორცხვობ, მხოლოდ თქვი კარგი.
მის უკან, კედელთან ჩამწკრივებულ ყუთებს ვუყურებ. მათ არც
შევხებივარ. შემდეგ ვფიქრობ, აქ ორი კვირის განმავლობაში ვერი-
ტის ყველა წიგნის წაკითხვის დრო მექნება, თითოეულზე ჩანაწე-
რებს გავაკეთებ და, სავარაუდოდ, ახალი წიგნების მონახაზებსაც
შევქმნი.
მცირედით შვებამოგვრილი ვოხრავ და ვამბობ:
– კარგი.
ჯერემი ოდნავ იღიმება, დგება და კარისკენ მიდის
– გმადლობ, – ვეუბნები.
ჯერემი ტრიალდება და მიყურებს. ნეტავ ოთახიდან გასვლა მეც-
ლია, რადგან შემიძლია დავიფიცო, სახეზე სინანულს ვატყობ. პირს
ისე აღებს, თითქოს სურს მითხრას „არაფრის“, ან „რა პრობლემაა“,
მაგრამ პირს მუწავს, ძალად მიღიმის, მიდის და ზურგს უკან კარს
იხურავს.

***
ჯერემიმ შუადღეზე მითხრა, რომ გარეთ გასვლა უნდა მომეს-
წრო, სანამ მზე მთების უკან გაუჩინარდებოდა.
– მიხვდები, რატომ უნდოდა ვერიტის თავისი ოთახიდან ხედი,
რომელსაც არაფერი ეფარებოდა.
მისი ერთი წიგნი უკანა აივანზე მიმაქვს. ასარჩევად დაახლოე-
ბით ათი სკამია. მაგიდასთან ვჯდები. ჯერემი და ქრუ დაბლა, წყალ-
თან არიან და ნავმისაბმელს ხის ძველი ფიცრებისგან ათავისუფლე-

90
ბენ. საყვარელი სანახავია, როგორ ართმევს ქრუ ჯერემის მიწოდე-
ბულ ფიცრებს. ქრუს ფიცარი მიაქვს და უზარმაზარ გროვაზე დებს,
შემდეგ მამასთან ბრუნდება და მომდევნო ფიცარს ართმევს. ჯერემი
იძულებულია დაელოდოს, რადგან ქრუს მეტი დრო სჭირდება ფიც-
რის გროვაზე დასამატებლად, ვიდრე ჯერემის ხის ჩარჩოდან გამო-
საძრობად. ეს კი აჩვენებს, რომ ჯერემის, როგორც მამას, უზარმაზა-
რი მოთმინების უნარი აქვს.
ცოტათი მამაჩემს მაგონებს. ცხრა წლის ვიყავი, როცა გარდაიც-
ვალა და, მგონი, გაბრაზებული არასდროს მინახავს. დედაჩემზეც კი
არასდროს გაბრაზებულა, მისი გესლიანი კომენტარებისა და ფეთ-
ქებადი ხასიათის მიუხედავად. ამის გამო მასზე ვბრაზობდი კიდეც.
როცა საქმე დედაზე მიდგებოდა, მამას მოთმინების უნარი სისუს-
ტედ მიმაჩნდა.
ქრუს და ჯერემის კიდევ ცოტა ხანს ვუყურებ და თან დაწყებული
თავის დამთავრებას ვლამობ. წაკითხულის გაგებას ამაოდ ვცდი-
ლობ, რადგან რამდენიმე წუთის წინ ჯერემიმ პერანგი გაიხადა. პე-
რანგგახდილი აქამდეც მინახავს, მაისურის გარეშე კი არასდროს.
ორი საათის განმავლობაში მუშაობის გამო გაოფლილი კანი უპრი-
ალებს. ფიცარზე ნაჯახის დარტყმისას ზურგზე კუნთი ეჭიმება და მა-
შინვე ვერიტის ბოლო თავი მახსენდება. მათ სექსუალურ ცხოვრება-
ზე იმდენი ინტიმური დეტალი ეწერა, როგორც ჩანს, ძალიან აქტიუ-
რი იყო. იმაზე აქტიური, ვიდრე ნებისმიერი ჩემი ურთიერთობა.
რთულია ახლა ჯერემის არ ვუყურო და სექსზე არ ვიფიქრო. განა
მასთან სექსი მინდა... და განა არ მინდა. უბრალოდ, როგორც მწე-
რალმა, ვიცი, რომ ვერიტის წიგნების მრავალი პერსონაჟის შთაგო-
ნების წყარო ის იყო. ეს კი მაფიქრებინებს, მეც ხომ არ უნდა აღვიქვა
როგორც ჩემი შთაგონება დანარჩენი სამი წიგნის წერისას. ვგულის-
ხმობ, რომ... ეს არც ისე ცუდი იქნებოდა. ვერიტის მდგომარეობაში
შესვლა და მომდევნო ოცდაოთხი თვის განმავლობაში ჯერემის ვი-
ზუალიზაცია.
უკანა კარი ჯახუნდება და ჯერემის თვალს ვწყვეტ. ეიფრილი აი-
ვანზე დგას და თვალმოუშორებლად მიყურებს. მზერას ჩემი მზერის

91
ტრაექტორიას აყოლებს და შემდეგ ისევ მე მიყურებს. დაინახა. და-
მინახა, როგორ ვუყურებდი ჩემს ახალ უფროსს. რა სირცხვილია.
რამდენ ხანს მიყურებდა ჯერემიზე მიშტერებულს?მინდა სახე ამ
წიგნში ჩავმალო, მაგრამ ისე ვუღიმი, თითქოს ცუდი არაფერი გამი-
კეთებია. ჰო, არაფერი გამიკეთებია.
‒ მე გავდივარ, – ამბობს ეიფრილი, – ვერიტი ლოგინში ჩავაწ-
ვინე და ტელევიზორი ჩავურთე. ნასადილევია და წამლები მიღებუ-
ლი აქვს, რომ იცოდეთ, თუ იკითხავს.
არ ვიცი, ამას რატომ მეუბნება, რადგან ეს არ მეხება.
– კარგი. ღამე მშვიდობის.
ეიფრილი პასუხად მშვიდობიან ღამეს არ მისურვებს. სახლში შე-
დის და კარს ისევ აჯახუნებს. რამდენიმე წუთში მისი მანქანის ძრა-
ვის დუდუნი მესმის. მანქანა გზაზე გაჰყავს და ხეებს შორის უჩინარ-
დება. ისევ ჯერემისა და ქრუს გავყურებ. ჯერემი ხის მორიგ ფიცარს
გლეჯს.
ნავმისაბმელის უვარგისი ფიცრების გროვასთან მდგარი ქრუ მი-
ყურებს. მიღიმის და ხელს მიქნევს. მეც ხელს ვუქნევ, მაგრამ ვხვდე-
ბი, რომ ქრუ მე არ მიქნევს ხელს და მაშინვე თითებს პატარა მუშტად
ვკრავ. ქრუ ჩემ ზემოთ, მარჯვნივ იყურება.
ქრუ მეორე სართულზე, ვერიტის საძინებლის ფანჯრისკენ იყუ-
რება.ვტრიალდები, მაღლა ვიხედები და ამ დროს ვერიტის ოთახის
ფანჯარას ფარდა ეფარება. წიგნს მაგიდაზე ვაგდებ და უნებურად ჩე-
მი წყლის ბოთლს ვაქცევ. ვდგები და სამი ნაბიჯით უკან ვიხევ, რომ
ფანჯარას უკეთ შევხედო, მაგრამ იქ არავინაა. პირს უნებურად ვაღ-
ებ. ისევ ქრუს ვუყურებ, მაგრამ ის ახლა ნავმისაბმელისკენ მიემარ-
თება, რომ ჯერემის მორიგი ფიცარი გამოართვას.
რაღაცები მეჩვენება.
კი მაგრამ, რატომ უქნევდა ქრუ ხელს ვერიტის ფანჯარას? თუ დე-
დამისი იქ არ იყო, ბიჭი ხელს რატომ უქნევდა?
ლოგიკას არ ექვემდებარება. ვერიტი ფანჯარასთან რომ მდგარი-
ყო, ქრუს ბევრად მძაფრი რეაქცია ექნებოდა, რადგან ავტოსაგზაო
შემთხვევის შემდეგ დედა ვერც ლაპარაკობდა და ვერც დადიოდა.

92
ან იქნებ ვერ ხვდება, რომ დედამისის ფანჯარასთან მისვლა ნამ-
დვილი სასწაულია? ის ხომ მხოლოდ ხუთი წლისაა. დასველებულ
წიგნს დავყურებ. ვიღებ და წყლის წვეთებს ვფერთხავ. პირიდან ცახ-
ცახით ვუშვებ ჰაერს, რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს, მთელი დღეა
დანის პირზე დავდივარ. ცოტათი ისევ გულშემოყრილი ვარ იმით,
რომ დილით მეგონა მიყურებდა და ამიტომაც ახლა ჩავთვალე, რომ
ფარდა ნამდვილად გაირხა.
ერთი მხრივ, ამ ყველაფრის დავიწყება მინდა, კაბინეტში ჩაკეტ-
ვა და მთელი ღამის მუშაობაში გატარება, მაგრამ ვიცი, რომ ვერ მო-
ვისვენებ, თუ ვერიტის არ შევამოწმებ. მინდა დავრწმუნდე, რომ არ
დამინახავს ის, რაც მეგონა, რომ დავინახე.
აივნის მაგიდაზე წიგნს გასაშრობად გაშლილს ვტოვებ და სახ-
ლში შევდივარ. კიბისკენ ფეხაკრეფით მივდივარ. ზუსტად არ ვიცი,
რაში მჭირდება მის ოთახში შესაჭვრეტად ასე უჩუმრად სიარული.
ვიცი, ბევრს ვერაფერს იგებს, ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს, ჩემს
მიახლოებას გაიგებს თუ არა? მაინც ფეხაკრეფით ვაგრძელებ გზას
კიბეზე, შემდეგ დერეფანში და მისი საძინებლის კარს ვუახლოვდე-
ბი.
კარი ოდნავ ღიაა და უკანა ეზოში გამავალ ფანჯარას ვხედავ. სა-
ხელურს ვაწვები და კარს ვუბიძგებ. ზედა ტუჩს ვიკვნეტ და ოთახში
თავს ვყოფ.
ვერიტი საწოლში წევს. თვალები დახუჭული აქვს. ხელები გვერ-
დებზე, საბნის ზემოთ დაულაგებია.
შვებით ვსუნთქავ და კიდევ უფრო ვმშვიდდები, როცა კარს ოდ-
ნავ უფრო ფართოდ ვაღებ და ვენტილატორს ვამჩნევ, რომელიც ვე-
რიტის საწოლსა და უკანა ეზოზე გამავალ ფანჯარას შორის მოძრა-
ობს. ვენტილატორის ფანჯრისკენ მიტრიალებისას ფარდა ირხევა.
ამჯერად კიდევ უფრო ხმამაღლა ვოხრავ. ეს წყეული ვენტილა-
ტორი ყოფილა. გამაგრდი, ლოუენ.
ვენტილატორს ვთიშავ, რადგან აქ საკმაოდ გრილა. ჯერ ერთი,
მიკვირს ეიფრილმა რომ ჩართული დატოვა. ისევ ვერიტის ვუყურებ
– სძინავს. კართან მივდივარ და ვჩერდები. კამოდს ვხედავ, რომე -

93
ლზეც ტელევიზორის პულტი დევს. შემდეგ კედელზე დაკიდებულ
ტელევიზორს ავყურებ.
ჩართული არაა.
ეიფრილმა წასვლამდე თქვა, რომ ტელევიზორი ჩართული და-
ტოვა, მაგრამ ახლა გამორთულია.
ვერიტის აღარც კი ვუყურებ. კარს ვკეტავ და სწრაფი ნაბიჯით კი-
ბეზე ჩავდივარ.
აქ ამოსვლას აღარ ვაპირებ. საკუთარ თავს ვაშინებ. ამ სახლში
მცხოვრები ყველაზე უსუსური ადამიანის მეშინია. ლოგიკას არ ექ-
ვემდებარება. კაბინეტის ფანჯრიდან ის არ მიყურებდა. არც თავის
ფანჯარასთან იდგა და არც ქრუს შესცქეროდა. არც ტელევიზორი
გამოურთავს. ალბათ, ტელევიზორი ავტომატურ გათიშვაზეა დაყე-
ნებული ან ეიფრილმა შემთხვევით ორჯერ დააჭირა ღილაკს და იფ-
იქრა, რომ ჩართო.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს ყველაფერი ჩემს თავში ხდება,
მაინც ვერიტის ოთახში შევდივარ, კარს ვკეტავ და მისი ავტობიოგ-
რაფიიდან მორიგ თავს ვკითხულობ. იქნებ მისი თვალთახედვის წა-
კითხვამ უფრო დამარწმუნოს, რომ ეს ქალი საფრთხეს არ წარმო-
ადგენს, და რომ უნდა დავმშვიდდე, ამის დედაც.

94
თავი 3

ვიცოდი, ორსულად ვიყავი, რადგან ასეთი ლამაზი მკერდი აქამ-


დე არასდროს მქონია.
ჩემს სხეულს კარგად ვიცნობ, ვიცი, მასში რა ხდება, როგორ მო-
ვუარო, როგორ ვამყოფო ტონუსში. ბავშვობაში დედაჩემს სიზარმა-
ცის გამო წელის გარშემოწერილობა განუწყვეტლივ ეზრდებოდა,
ამიტომ მე ყოველდღე ვვარჯიშობ, ზოგჯერ დღეში ორჯერაც.
ადრეულ ასაკში ვისწავლე, რომ ადამიანი მხოლოდ ერთი რამი-
სგან არ შედგება. მასში ორი ნაწილია, რაც სრულყოფილად აქცევს.
ჩვენ გვაქვს ცნობიერი, რომელიც გონებას, სულსა და ყველა
ხელშეუხებელ ნაწილს მოიცავს.
და გვაქვს ფიზიკური არსებობა, ის მოწყობილობა, რომელსაც
ჩვენი არაცნობიერი გადასარჩენად ეყრდნობა.
თუ ამ მოწყობილობას აგდებულად მოექცევი, მოკვდები. თუ უა-
რყოფ, მოკვდები. თუ იფიქრებ, რომ შენი ცნობიერი შენს მოწყობი-
ლობაზე დიდხანს იცოცხლებს, მოკვდები იმის გაცნობიერებიდან
მალევე, რომ ცდებოდი.
ეს ძალიან მარტივია, მართლა. მოუარე შენს ფიზიკურ არსებო-
ბას. გამოკვებე იმით, რაც სჭირდება, და არა იმით, რასაც ცნობიერი
გეტყვის, რომ სურს. გონების სურვილებზე აყოლა, რაც საბოლოოდ
სხეულს ვნებს, სუსტი ნებისყოფის მშობელს ჰგავს, რომელიც ბავ-
შვის ნებას დაჰყვება.
„ოჰ, ცუდი დღე გქონდა? მთელი შეკვრა ნამცხვარი გინდა? კარ-
გი, საყვარელო, ჭამე. და რადგან ასეა, გაზიანი სასმელიც დააყო-
ლე“.
საკუთარ სხეულზე ზრუნვა შვილზე ზრუნვისგან არაფრით გან-
სხვავდება. ზოგჯერ ეს რთულია, ზოგჯერ საშინელ ხასიათზე გვაყე-
ნებს, ზოგჯერ ხელის ჩაქნევა გინდა, მაგრამ თუ დანებდები, შედე-
გებზე პასუხს თვრამეტი წლის შემდეგ აგებ.
ეს პირდაპირ დედაჩემზეა ნათქვამი. ჩემზეც ისევე ზრუნავდა, რო-

95
გორც საკუთარ სხეულზე – ანუ ძალიან ცოტას. ზოგჯერ მაინტერე-
სებს, ნეტავ ისევ მსუქანია თუ არა ‒ თუ ისევ უარყოფს თავის სხე-
ულს. არ ვიცი. წლებია მასთან არ მისაუბრია.
იცი, სულაც არ მაინტერესებს იმ ქალზე ლაპარაკი, რომელმაც
ჩემთან ლაპარაკზე თქვა უარი. აქ იმის განსახილველად ვარ, თუ რა
იყო ის პირველი, რაც ჩემმა შვილმა წამართვა.
ჯერემი.
თავიდან ქურდობა ვერ შევამჩნიე.
თავიდან, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ნიშნობის ღამე ჩვენი
ჩასახვის ღამედ იქცა, ძალიან მიხაროდა. მიხაროდა იმიტომ, რომ
ჯერემის უხაროდა. იმ დროს, როცა ჩემი მკერდის ფორმა გაუმჯო-
ბესდა, ვერც კი ვიაზრებდი, რა დამანგრეველი იქნებოდა ეს ორსუ-
ლობა იმ მექანიზმისთვის, რომლის შესანარჩუნებლად თავდაუზო-
გავად ვშრომობდი.
ორსულობის დაახლოებით მესამე თვე იყო, დადგენიდან რამდე-
ნიმე კვირის შემდეგ, როცა ცვლილებები შევნიშნე. ეს ოდნავ წამოზ-
რდილი მუცელი იყო, მაგრამ ხომ იყო. სააბაზანოდან ახალი გამო-
სული ვიყავი, სარკის წინ ვიდექი და საკუთარ თავს პროფილში ვუ-
ყურებდი. ხელი მუცელზე მედო და რაღაც უცხოს ვგრძნობდი. მუცე-
ლი ოდნავ ამობურცული მქონდა.
ამ აღმოჩენამ შემზარა. გადავწყვიტე, დღეში სამჯერ მევარჯიშა.
მენახა, რას უშვრებოდა ორსულობა ქალებს, მაგრამ ასევე ვიცოდი,
რომ ყველაზე დიდი ზიანი სხეულს მესამე ტრიმესტრში ადგება. თუ
როგორმე მოვიფიქრებდი, ადრე როგორ გამეჩინა... დაახლოებით
ოცდამეცამეტე ან ოცდამეთოთხმეტე კვირაზე შემეძლო ორსულო-
ბის დამანგრეველი ეფექტი თავიდან ამეცილებინა. სამედიცინო
სფერო საამისოდ უკვე განვითარებულია და ასე ადრიანად დაბადე-
ბული ბავშვების უმრავლესობა თითქმის ყოველთვის უპრობლე-
მოდ ვითარდება.
– ოჰო!
ხელი ჩამოვუშვი და კარისკენ გავიხედე. კარის ჩარჩოზე მიყ-
რდნობილ ჯერემის გულხელი დაეკრიფა. მიღიმოდა.

96
‒ უკვე გეტყობა.
– არა, – ვთქვი და მუცელი შევისუნთქე.
გაეცინა და მომიახლოვდა. უკნიდან ხელები მომხვია. ორივე ხე-
ლი მუცელზე დამადო და სარკეში შემომხედა. მხარზე მაკოცა.
– ამაზე ლამაზი არასდროს ყოფილხარ.
ცრუობდა, რომ თავი უკეთ მეგრძნო, და ამის გამო მადლობელი
ვიყავი. ჩემთვის მისი ტყუილიც კი რაღაცას ნიშნავდა. სახით თავის-
კენ შემატრიალა, მაკოცა და უკუსვლით სააბაზანოს კამოდთან მი-
მიყვანა. შემდეგ მასზე ამსვა და ფეხებს შორის დამიდგა. ჩაცმული
იყო, სამსახურიდან ახალი დაბრუნებული. მე კი სრულიად შიშველი
და შხაპიდან ახალი გამოსული. ჩვენ შორის ერთადერთი დაბრკო-
ლება მისი შარვალი და ჩემი წამოზრდილი მუცელი იყო, რომლის
შესუნთქვასაც ვცდილობდი.
სექსი კამოდზე დავიწყეთ და ლოგინში დავამთავრეთ. თავი ჩემს
მკერდზე ედო და მუცელზე თითს წრიულად მისვამდა, როცა მუცელი
ხმამაღალი ამიბუყბუყდა. ჩახველებით ვცადე გადამეფარა, მაგრამ
ჯერემის გაეცინა: – ვიღაცას შია.
უარყოფა ვცადე, მაგრამ თავი მკერდიდან აიღო და შემომხედა.
– რა ენატრება?
– არაფერი. არ მშია.
ჯერემის ისევ გაეცინა.
– შენ არა, მას, – მითხრა და მუცელზე ხელი მომითათუნა, – ორ-
სულ ქალებს ხომ უცნაური სურვილები აქვთ და ბავშვების გამო გა-
მუდმებით ჭამენ. შენ ძალიან ცოტას ჭამ და მუცელი გიბუყბუყებს, –
ჯერემი საწოლზე წამოჯდა, – ჩემს გოგოებს უნდა ვაჭამო.
მის გოგოებს.
– ჯერ არც კი იცი, გოგოა თუ არა.
გამიღიმა.
– გოგოა. ვგრძნობ.
თვალების ატრიალება მინდოდა, მაგრამ სინამდვილეში არც
არაფერი იყო. არც ბიჭი, არც გოგო. ერთი პატარა წერტილი იყო.
ჯერ ორსულობის დასაწყისში ვიყავი და ვხვდებოდი, რომ ჩემში

97
მზარდი არსების შიმშილი ან რამე კონკრეტული საკვების მოთხოვ-
ნილება აბსურდი იყო. თუმცა რთული იყო ჩემი მდგომარეობის გაც-
ხადება, რადგან ჯერემის ბავშვის ჩასახვა ისე ახარებდა, რომ სულაც
არ მადარდებდა, თუ ამას უფრო გადაჭარბებით აღიქვამდა, ვიდრე
სინამდვილეში იყო.
ზოგჯერ მისი აღტაცება მეც გადმომედებოდა ხოლმე.
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი აღტაცება
მდგომარეობასთან გამკლავებაში მეხმარებოდა. რაც უფრო მეზ-
რდებოდა მუცელი, მით უფრო ყურადღებიანი ხდებოდა ჯერემი. ღა-
მით სულ უფრო მეტჯერ მკოცნიდა.
დილაობით, ღებინებისას, თმას მიჭერდა. სამსახურში ყოფნისას
ბავშვის სავარაუდო სახელებს შეტყობინებით მიგზავნიდა. ჩემი ორ-
სულობით ისეთივე შეპყრობილი გახდა, როგორიც მე ვიყავი მისით.
ექიმთან პირველ ვიზიტზე ჩემთან ერთად წამოვიდა.
მადლობელი ვარ, რომ მეორე ვიზიტზეც წამომყვა, რადგან ეს ის
დღე იყო, როცა ჩემი ცხოვრება შეიცვალა.
ტყუპი.
ორი ბავშვი.
იმ დღეს ექიმის კაბინეტიდან გამოსვლისას ჩუმად ვიყავი. ჯერ
ერთი ბავშვის დედობაც მაშინებდა. იძულებული ვიყავი მყვარებო-
და ის, ვინც ჯერემის ჩემზე მეტად უყვარდა, და როცა გავიგე, რომ
ორნი იყვნენ და თანაც გოგონები, მოულოდნელად მივხვდი, რომ
ვეღარ შევეგუებოდი ჯერემის ცხოვრებაში მესამე ყველაზე მნიშვნე-
ლოვან ადამიანად ყოფნას.
ყოველ ჯერზე, როცა ჯერემი ამ თემაზე მელაპარაკებოდა, ვცდი-
ლობდი გამეღიმა. თავი ისე მეჭირა, თითქოს მიხაროდა, როცა მუ-
ცელზე მეფერებოდა, სინამდვილეში კი მაბრაზებდა, რადგან ვიცო-
დი, მხოლოდ იმათ გამო მეფერებოდა, ვინც შიგნით იყვნენ. ადრეც
რომ გამეჩინა, აზრი აღარ ჰქონდა. ახლა როცა ორნი იყვნენ, ჩემი
სხეული კიდევ უფრო დაზარალდებოდა. ყოველდღე ნერვიულად მა-
ძაგძაგებდა, როცა წარმოვიდგენდი ჩემს მუცელში ორი არსების
ზრდას, როგორ მეწელებოდა კანი, მიფუჭდებოდა მკერდი, მუცელი

98
და ღმერთს ვთხოვდი, იგივე არ დამართოდა ჩემს ფეხებს შორის
განთავსებულ ტაძარს, რომელსაც ჯერემი ყოველღამ თაყვანს სცემ-
და.
ამ ყველაფრის შემდეგ ჯერემის ისევ როგორ ვენდომებოდი?
ორსულობის მეოთხე თვეს მუცლის მოშლაზე დავიწყე ოცნება.
საპირფარეშოში ყოველი შესვლისას ვლოცულობდი, სისხლი წა-
მომსვლოდა. წარმოვიდგენდი, რომ ტყუპის დაკარგვის შემდეგ ჯე-
რემის პრიორიტეტი ისევ მე გავხდებოდი. უგონოდ ვეყვარებოდი,
გამაღმერთებდა, მომივლიდა, ჩემზე იდარდებდა და ეს ყველაფერი
არა იმიტომ, რომ მუცელში ვიღაცები მეზრდებოდნენ.
როცა არ მიყურებდა, საძილე აბებს ვიღებდი. როცა ჩემთან ერ-
თად არ იყო, ღვინოს ვსვამდი. ყველაფერს ვაკეთებდი იმ არსებების
გასანადგურებლად, რომლებიც მისგან მაშორებდნენ, მაგრამ არა-
ფერი გამოდიოდა. ისინი განუწყვეტლივ იზრდებოდნენ. მუცელზე
კანი მეწელებოდა.
მეხუთე თვეში, ერთხელ, საწოლში გვერდულად ვიწექით. ჯერე-
მი უკნიდან მჟიმავდა. მარცხენა ხელით მკერდს მიჭერდა, მარჯვენა
მუცელზე ედო. სექსის დროს მუცელზე ხელის შეხება არ მსიამოვ-
ნებდა. ამ დროს ბავშვები მახსენდებოდა, რაც ხასიათს მიფუჭებდა.
როცა გაჩერდა, მეგონა, ორგაზმს მიაღწია, მაგრამ მერე მივ-
ხვდი, რომ მათი მოძრაობა იგრძნო. ასო გამოიღო, ზურგზე დამაწ-
ვინა და ხელისგული მუცელზე დამაჭირა.
‒ იგრძენი? – მკითხა სიხარულით თვალებაციმციმებულმა.
ამდგარი აღარ ჰქონდა. ისეთი მიზეზით იყო აღგზნებული, რასაც
ჩემთან საერთო არაფერი ჰქონდა. რომელიმე მათგანის მორიგი
ამოძრავების მოლოდინში ყური მუცელზე დამადო.
– ჯერემი, – ჩავჩურჩულე.
მუცელზე მაკოცა და ამომხედა.
ხელი თმაში შევუცურე და თმაზე მოვქაჩე.
– გიყვარს ისინი?
გამიღიმა, რადგან ეგონა, მინდოდა ეთქვა, მიყვარსო.
– ყველაზე მეტად მიყვარს.

99
‒ ჩემზე მეტად?
დასერიოზულდა. ხელი ისევ მუცელზე ედო, მაგრამ აიღო და
მკლავი კისერქვეშ შემიცურა.
– შენგან განსხვავებულად, – მიპასუხა და ლოყაზე მაკოცა.
– განსხვავებულად ჰო, მაგრამ ჩემზე მეტად? ისინი უფრო ძალი-
ან გიყვარს, ვიდრე მე?
თვალებში ჩამხედა. იმედი მქონდა გაიცინებდა და მეტყოდა:
– ოდნავადაც არა, – მაგრამ, გაიცინა, გულწრფელად შემომხე-
და და მითხრა, – ჰო.
მართლა? მისმა პასუხმა დამანგრია. დამახრჩო. სიცოცხლე მო-
მისპო.
– მაგრამ ასეც უნდა იყოს, – მიპასუხა, – რატომ მეკითხები? თავს
დამნაშავედ გრძნობ, რომ ისინი ჩემზე მეტად გიყვარს?
არ მიპასუხია. ნეტავ მართლა ეგონა, რომ ისინი ჯერემიზე მეტად
მიყვარდა? მათ არც ვიცნობდი.
– თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობ, – მითხრა, – მინდა ისინი ჩემზე
მეტად გიყვარდეს. ჩვენი სიყვარული პირობითია, მათი კი – უპირო-
ბო.
– მე უპირობოდ მიყვარხარ, – ვუთხარი.
გაეღიმა.
– არა, ასე არაა. შემიძლია ისეთი რაღაცები გავაკეთო, რასაც არ
მაპატიებ, მაგრამ შენს შვილებს ყოველთვის აპატიებ.
ცდებოდა. მათ არსებობა არ ვაპატიე. არ ვაპატიე, რომ ჯერემი
აიძულეს მის გულში მესამე ადგილზე გადამენაცვლა. არ ვაპატიე,
რომ ნიშნობის ღამე წაგვართვეს.
ჯერ არც დაბადებულიყვნენ და უკვე მართმევდნენ ისეთ რამეებს,
რაც ერთ დროს მე მეკუთვნოდა.
– ვერიტი, – ჩამჩურჩულა ჯერემიმ და თვალიდან გადმოვარდნი-
ლი ცრემლი მომწმინდა, – კარგად ხარ?
თავი გავაქნიე.
– ვერ წარმომიდგენია, რომ ისინი ასე ძალიან გიყვარს, და ჯერ
არც კი დაბადებულან.

100
– ვიცი, – გაეღიმა.
ქათინაურად არ მითქვამს, მაგრამ ასე მიიღო. თავი ისევ მკერ-
დზე დამადო და ისევ მუცელზე შემეხო.
– ალბათ, რომ დაიბადებიან თავს დავკარგავ.
იტირებს?
ჩემ გამო არასდროს უტირია. ჩემთვის. ჩემთან დაკავშირებით.
შესაძლოა საკმარისად არ გვიჩხუბია.
– ტუალეტში უნდა გავიდე, – ჩურჩულით ვთქვი. სულ არ მჭირ-
დებოდა, მაგრამ მინდოდა გავცლოდი მას და იმ სიყვარულს, რასაც
ჩემ გარდა ყველა მიმართულებით აფრქვევდა.
მაკოცა და როცა საწოლიდან გადავედი, გადაბრუნდა, ზურგი შე-
მაქცია და არც გახსენებია, რომ სექსი არ დაგვიმთავრებია.
სანამ ტუალეტში ვიყავი და მისი ქალიშვილების განადგურებას
ტანსაცმლის საკიდარით ვცდილობდი, ჯერემის ჩაეძინა. ნახევარი
საათის განმავლობაში ვეწვალე, სანამ მუცელი არ ამტკივდა და ფე-
ხებზე სისხლი არ დამედინა. დარწმუნებული ვიყავი კიდევ მეტი ჩა-
მოვიდოდა. დავწექი და მუცლის მოშლას დაველოდე. მკლავები მი-
კანკალებდა. დიდხანს ჩამუხვლის გამო ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი.
მუცელი მტკიოდა და ღებინება მინდოდა, მაგრამ არ ვინძრეოდი,
რადგან მინდოდა, როცა ეს მოხდებოდა, ლოგინში მასთან ერთად
ვწოლილიყავი. მინდოდა აღელვებულს გამეღვიძებინა და სისხლი
მეჩვენებინა. მინდოდა ელდა სცემოდა, ედარდა, ჩემ გამო თავი ცუ-
დად ეგრძნო, ჩემ გამო ეტირა.
მინდოდა ჩემ გამო ეტირა.

101
7

თავის ბოლო ფურცელი ხელიდან მივარდება. ხის გალაქულ ია-


ტაკზე ეცემა და მაგიდის ქვეშ უჩინარდება, თითქოს ჩემგან გაქცევას
ცდილობს. მაშინვე ვიმუხლები, ვეძებ და ვათავსებ ფურცლების და-
სტაში, რომელთა დამალვას ვცდილობ. მე... არც კი ვიცი.
ვერიტის კაბინეტში ისევ მუხლებზე ვდგავარ, როცა თვალზე
ცრემლი მადგება. ცრემლს არ ვუშვებ, ღრმა სუნთქვით ვაჩერებ და
მუხლებს მაგრად, მტკივნეულად ვაჭერ იატაკს, რომ აკვიატებული
ფიქრებისგან ყურადღება სხვაგან გადავიტანო. არ ვიცი, ამას რა
ჰქვია – სევდა თუ ბრაზი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს ტექსტი მეტისმე-
ტად აღელვებული ქალის დაწერილია – ქალის, რომლის სახლშიც
ახლა ვცხოვრობ. თავს ნელა ვწევ და თვალით ჭერს ვაშტერდები. ის
ახლა იქაა, მეორე სართულზე. სძინავს ან ჭამს, ან სივრცეს უაზროდ
გასცქერის. ვგრძნობ, რომ ჩემი არსებობა არ სიამოვნებს.
ასეა. ამას წყალი არ გაუვა.
მართალი რომ არ იყოს, ქალი საკუთარ თავსა და თავის ქალიშ-
ვილებზე ამას არ დაწერდა. დედა, რომელსაც ასეთი გრძნობები ან
ფიქრები არ ჰქონია, მათ ვერც წარმოიდგენს. არ მადარდებს, რამ-
დენად ძლიერი მწერალია ვერიტი. სინამდვილეში რომ არ განეცა-
და, ასეთი სისაძაგლის დაწერით საკუთარ დედობას რისკის ქვეშ
არასდროს დააყენებდა.
გონებაში დარდი, სევდა და შიში ერთმანეთს ენაცვლება. თუ ეს
მართლა გააკეთა – თუ დედობრივი ეჭვიანობის გამო მათი მოკვლა
მართლა სცადა, კიდევ რაზე იყო წამსვლელი?
სინამდვილეში რა დაემართა იმ გოგონებს?
ამაზე კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ხელნაწერს უჯრაში, სხვა ნივ-
თების ქვეშ ვდებ. არ მინდა ჯერემი ოდესმე წააწყდეს. აქედან წას-
ვლამდე გავანადგურებ. წარმოდგენაც არ მინდა, რა დაემართება,
ეს რომ წაიკითხოს. ქალიშვილების დაღუპვას ჯერ კიდევ გლოვობს.
ადვილი წარმოსადგენია, რომ გაიგოს, რისი გადატანა აიძულა ბავ-

102
შვებს დედამ.
ვლოცულობ, მათი დაბადების შემდეგ მაინც გამხდარიყო უკეთე-
სი დედა, მაგრამ ახლა იმდენად შეძრული ვარ, კითხვის გაგრძელე-
ბა არ შემიძლია. ისიც კი აღარ ვიცი, მეტის წაკითხვა საერთოდ მინ-
და თუ არა.
რამეს დავლევდი. არა წყალს, გაზიან სასმელს ან ხილის წვენს.
სამზარეულოში გავდივარ და მაცივარს ვაღებ, მაგრამ ღვინოს ვერ
ვხედავ. მაცივრის ზემოთ თაროებს ვხსნი, მაგრამ ალკოჰოლური
იქაც არაფერია. ნიჟარის ქვემოთ თაროც ცარიელია. ისევ მაცივარს
ვაღებ, მაგრამ მხოლოდ ქრუსთვის განკუთვნილ ხილის წვენების
პატარა ბოთლებს და წყალს ვხედავ, რაც ჩემს შერყეულ განწყობას
ვერ უშველის.
‒ კარგად ხარ?
ვტრიალდები – სასადილო ოთახის მაგიდასთან ჯერემი ზის და
წინ ქაღალდები აქვს გაშლილი. შეშფოთებული მიყურებს.
– ამ სახლში რამე ალკოჰოლური მოგეპოვებათ? – მტკიცე დო-
ინჯით ვცდილობ აცახცახებული თითები დავმალო. ჯერემის წარ-
მოდგენა არა აქვს, სინამდვილეში მისი ცოლი ვინ არის.
ჯერემი ცოტა ხანს მაკვირდება და საკუჭნაოსკენ მიდის. ზედა თა-
როზე „ქრაუნ როიალი“ დევს.
– დაჯექი, – მეუბნება და ისევ შეშფოთებული გამომეტყველება
აქვს. მაგიდასთან ვჯდები, თავს ხელებში ვრგავ და ჯერემი თვალს
არ მაშორებს.
მესმის, რომ გაზიანი სასმლის ბოთლს ხსნის და ალკოჰოლში
აზავებს. რამდენიმე წამის შემდეგ ჭიქას წინ მიდგამს. სასმელი ტუ-
ჩებთან ისე სწრაფად მიმაქვს, რომ რამდენიმე წვეთი მაგიდაზე მეღ-
ვრება. ჯერემი თავის სკამს უბრუნდება და ახლა იქიდან მიყურებს
ყურადღებით.
– ლოუენ, – მეუბნება და მიყურებს, როგორ ვცდილობ „ქრაუნი“
და „კოლა“ ისე გადავყლურწო, სახეზე არაფერი შემეტყოს. თვა-
ლებს ვჭუტავ, რადგან სასმელი ყელს მწვავს, – რა მოხდა?
ოჰ, რა მოხდა, ჯერემი და, შენმა ტვინდაზიანებულმა ცოლმა თვა

103
ლი თვალში გამიყარა. თავისი საძინებლის ფანჯარასთან მივიდა და
შენს ვაჟს ხელი დაუქნია. შენი ჯერ დაუბადებელი შვილების მოკვლა
სცადა, სანამ შენ გეძინა.
– შენი ცოლი, – ვამბობ, – მისი წიგნები. უბრალოდ... საზარელი
მომენტი წავიკითხე და იმოქმედა.
ცოტა ხანს უმეტყველო სახით მიყურებს. შემდეგ იცინის.
– სერიოზულად ამბობ? ასეთ დღეში წიგნმა ჩაგაგდო?
მხრებს ვიჩეჩ და კიდევ ერთ ყლუპს ვსვამ.
– შესანიშნავი მწერალია, – ვამბობ და ჭიქას მაგიდაზე ვდებ, –
როგორც ჩანს, ჩემს შეშინებას არაფერი უნდა.
– შენც ხომ იმავე ჟანრში წერ.
– ზოგჯერ ჩემი წიგნებიც ასე მოქმედებს, – ვცრუობ.
– ხომ არ აჯობებს რომანებზე გადახვიდე?
– ზუსტად ვიცი, რომ გადავალ, როცა ამ კონტრაქტს დავამთავ-
რებ.
ჯერემი ისევ იცინის, თავს აქნევს და წინ გაშლილ ქაღალდებს აგ-
როვებს.
– სადილზე არ გამოხვედი. თუ გინდა ისევ თბილია.
– მინდა. ჭამა მჭირდება, – იქნებ დამშვიდებაში დამეხმაროს.
სასმელი ქურასთან მიმაქვს, სადაც ფოლგაგადაფარებული ქათმის
კერძით სავსე ქვაბი მხვდება. კერძს თეფშზე ვდებ, მაცივრიდან წყა-
ლი გამომაქვს და ისევ მაგიდასთან ვჯდები, – შენ გააკეთე?
– აჰა.
ერთ ლუკმას ვჭამ.
– ძალიან გემრიელია, – ვამბობ სავსე პირით.
– გმადლობ, – ჯერემი თვალს ისევ არ მაშორებს, მაგრამ ახლა
უფრო მხიარულად მიყურებს, ვიდრე შეშფოთებული გამომეტყვე-
ლებით. მიხარია, რომ განწყობა გამოუკეთდა. ნეტავ შემეძლოს ეს
ყველაფერი მსუბუქად მივიღო, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ახლახან
წავიკითხე, ვერიტის პიროვნებას ეჭვქვეშ ვაყენებ. მის მდგომარე-
ობას. მის გულწრფელობას.
– შეიძლება რაღაც გკითხო?

104
ჯერემი თავს მიქნევს.
– მითხარი, თუ ზედმეტად ცხვირს ვყოფ, მაგრამ არის შანსი, რომ
ვერიტი სრულად გამოჯანმრთელდეს?
უარის ნიშნად თავს აქნევს.
ექიმს არ სჯერა, რომ ოდესმე ისევ გაივლის ან ილაპარაკებს,
რადგან აქამდე არავითარი პროგრესი არა აქვს.
– პარალიზებულია?
– არა, ხერხემალზე დაზიანება არა აქვს, მაგრამ ტვინი... ბავშვის
ტვინივით აქვს. პრიმიტიული რეფლექსები შემორჩა. შეუძლია ჭა-
მოს, სვას, თვალი დაახამხამოს და ოდნავ გაინძრეს. თუმცა განზრახ
ვერაფერს აკეთებს. თერაპიას თუ გავაგრძელებთ, იმედია, მდგომა-
რეობა ოდნავ გაუმჯობესდება, მაგრამ...
ჯერემი თვალს მაშორებს და სამზარეულოს კარისკენ იხედება,
საიდანაც კიბიდან ჩამომავალი ქრუს ფეხის ხმა ესმის. ადამიანი-
ობობას პიჟამაში გამოწყობილი ქრუ ოთახში შემოდის და ჯერემის
კალთაში უჯდება.
ქრუ. კითხვის დროს ქრუ სულ არ გამხსენებია. თუ ვერიტის გო-
გონები დაბადების შემდეგაც ისე სძულდა, როგორც მუცლადყოფ-
ნისას, შეუძლებლად მიმაჩნია კიდევ ერთი შვილის გაჩენას დასთან-
ხმებოდა.
ეს კი ნიშნავს, რომ ალბათ, ბოლოს და ბოლოს, გოგონებს დაუ-
ახლოვდა. ალბათ, ამიტომაც დაწერა, რაც დაწერა, რადგან იქნებ
ისინი ჯერემივით შეუყვარდა. იქნებ ორსულობის დროს თავისი ფიქ-
რების ჩაწერა ვერიტისთვის ბოლის გამოშვება იყო, აღსარება, რო-
გორც ეკლესიაში.
ეს ფიქრი და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერემის ნათ-
ქვამი მამშვიდებს. ვერიტის ახალშობილისთვის დამახასიათებელი
ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები აქვს. ჩემი ტვინი ყველა-
ფერს აზვიადებს.
ქრუ ჯერემის მხარზე ადებს თავს. ბავშვს აიპედი უჭირავს და ჯე-
რემი თავის ტელეფონში ათვალიერებს რაღაცას. ერთად საყვარ-
ლად გამოიყურებიან.

105
ამ ოჯახზე თავს დამტყდარი ნეგატიური ამბებით ისე დავიტვირ-
თე, საკუთარ თავს უნდა შევახსენო, რომ პოზიტიური რამეებიც არ-
სებობს. ეს კი ნამდვილადაა ჯერემის განსაკუთრებული კავშირი თა-
ვის ვაჟთან. ქრუს მამა უყვარს. იცინის, როცა მასთანაა. ჯერემის სიყ-
ვარულის გამოხატვის არ ეშინია – ახლახან ქრუს თავზე აკოცა.
– კბილები გაიხეხე? – ეკითხება ჯერემი.
– ჰო, – პასუხობს ქრუ.
ჯერემი დგება და ქრუ ხელში აჰყავს.
– ესე იგი, ძილის დროა, – ქრუს მხრებზე ისვამს, – ლორას ძილი
ნებისა უსურვე.
ქრუ ხელს მიქნევს, ჯერემი ოთახიდან გადის და მასთან ერთად
კიბეს აუყვება.
ყურადღებას ვაქცევ, რომ სხვების თანდასწრებით ფსევდონიმით
მომმართავს, ხოლო როცა მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, ლოუენს მე-
ძახის. ასევე ვხვდები, რომ ეს მომწონს და არ მინდა მომწონდეს.
ჭამას ვამთავრებ და ნიჟარაში ჭურჭელს ვრეცხავ. ჯერემი ისევ
მაღლაა, ქრუსთან. რეცხვას რომ ვრჩები, თავს როგორღაც უკეთ
ვგრძნობ. არ ვიცი, ეს ალკოჰოლის ბრალია, საჭმლის თუ იმის გააზ-
რების, რომ ვერიტიმ ის საზარელი თავი, სავარაუდოდ, იმიტომ და-
წერა, რომ მომდევნო ბევრად უკეთესია. თავი, რომელშიც ხვდება,
თუ რა ბედნიერება იყო მისთვის ის გოგონები.
სამზარეულოდან გასვლისას თვალს დერეფნის კედელზე ჩამო-
კიდებული ფოტოები იტაცებს. ვჩერდები და ვათვალიერებ. მათ უმ-
რავლესობაზე ბავშვები არიან, მაგრამ ზოგიერთზე ბავშვებთან ერ-
თად ვერიტი და ჯერემიც ჩანან. გოგონები გაჭრილი ვაშლებივით
ჰგვანან დედას, ქრუ კი მამას დამსგავსებია.
ულამაზესი ოჯახი ყოფილა. იმდენად ლამაზი, რომ ამ ფოტოების
ყურება დეპრესიის მომგვრელია. ყველას ცალ-ცალკე ვაკვირდები
და ვხვდები, რომ გოგონების ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ად-
ვილია. ერთი მათგანი ყოველთვის გულიანად იღიმის და ლოყაზე
ნაიარევი აქვს, მეორე კი იშვიათად იღიმის.
ხელით ფოტოზე ნაიარევიანი გოგოს სახეს ვეხები და მაინტერეს-

106
ებს, როგორ დაემართა. უფრო ადრინდელ ფოტოებს ვეძებ და ვხვ-
დები, რომ ნაიარევი მოღიმარ გოგონას ადრეულ ბავშვობაშივე გა-
უჩნდა.
კიბეზე ჯერემი ჩამოდის. გვერდით მიდგება და ნაიარევიან ტყუ-
პისცალზე ვუთითებ.
– ეს რომელია?
– ჩესტინი, – მპასუხობს და მეორეზე უთითებს, – ეს ჰარპერია.
– ძალიან ჰგვანან ვერიტის.
ჯერემის არ ვუყურებ, მაგრამ თვალის კუთხით ვხედავ, რომ თავს
მიქნევს.
– ჩესტინს ნაიარევი საიდან აქვს?
– ასე დაიბადა, – მპასუხობს, – ექიმმა თქვა, ფიბროზული ქსოვი-
ლით მიყენებული დაზიანებააო. ხდება ხოლმე, განსაკუთრებით ტყ-
უპში, რადგან მუცელში ვიწროდ არიან.
ვუყურებ და ვეჭვობ, მართლა ეს იყოს მიზეზი. ან იქნებ როგორ-
ღაც აბორტის მცდელობის ბრალია.
– ორივე გოგონას ერთნაირი ალერგია ჰქონდა? – ვეკითხები და
სინანულის ნიშნად მაშინვე პირზე ვიჭერ ხელს. ვიცი, წავიკითხე,
ერთ მათგანს არაქისზე ჰქონდა ალერგია. ახლა ჯერემიმ იცის, რომ
მისი ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე.
– ვწუხვარ, ჯერემი.
‒ არა უშავს, ხმადაბლა ამბობს, და არა მხოლოდ ჩესტინს ჰქონ-
და... არაქისზე.
აღარაფერს ამბობს, მაგრამ ვგრძნობ, რომ თვალს არ მაშო-
რებს. თავს მისკენ ვატრიალებ და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდე-
ბა. ცოტა ხანს თვალს თვალში მიყრის, მაგრამ შემდეგ ჩემს ხელზე
გადმოაქვს მზერა. თხელი თითებით ჩემს ხელს იღებს და ატრიალე-
ბს.
– ეს საიდან გაქვს? – მეკითხება და ხელისგულზე ნაიარევზე
ცერს მისვამს.
მუშტს ვკრავ, არა იმიტომ, რომ მის დამალვას ვცდილობ. ნაი-
არევი უკვე გაუფერულებულია და იშვიათად მახსენდება. საკუთარი

107
თავი გამოვწვრთენი, რომ მასზე აღარ ვიფიქრო. ნაიარევს იმ შეგ-
რძნების გამო ვფარავ, რაც მისი შეხებისას ვიგრძენი, თითქოს მისმა
თითმა ხელი გამიხვრიტა.
– არ მახსოვს, – სწრაფად ვპასუხობ, – გმადლობ ვახშმისთვის.
წავალ, შხაპს მივიღებ, – მის უკან, მთავარი საძინებლისკენ ვუთი-
თებ. გზას მითმობს. ოთახის კარს სწრაფად ვაღებ, ასევე სწრაფად
ვკეტავ და მინდა როგორმე მოვდუნდე.
ჯერემი კი არ მაგრძნობინებს თავს უხერხულად, არა, ჯერემი
კროუფორდი კარგი კაცია. შესაძლოა თავს ასე იმ ხელნაწერის გა-
მო ვგრძნობ, რადგან ეჭვი არ მეპარება, რომ სამ შვილსა და ცოლს
სიყვარულს თანაბრად გაუნაწილებდა. ახლაც კი სხვანაირად არ შე-
უძლია. მაშინაც კი, როცა მისი ცოლი გაუნძრევლად წევს, ის მაინც
თავდავიწყებით უყვარს.
ჯერემი ისეთი კაცია, რომელზეც მიჯაჭვულობა ვერიტისნაირ
ქალს ადვილად გაუჩნდებოდა, მაგრამ, მგონი, ვერასდროს მივ-
ხვდები, ვერიტი მისით ასეთი შეპყრობილი როგორ გახდა, რომ მას-
თან შვილის ყოლამ ასეთი ეჭვიანობა გაუღვიძა
ჯერემის მიმართ მიზიდულობისა კი ძალიან კარგად მესმის. იმა-
ზე მეტად, ვიდრე მინდა მესმოდეს.
კარს ვშორდები, მაგრამ თმაზე რაღაც მექაჩება და არ მიშვებს.
რა ჯანდაბაა? თმა რაღაცაზე გამომედო. თმას ვქაჩავ, ვითავისუფ-
ლებ და ვტრიალდები, რომ მიზეზი ვნახო.
ეს საკეტია.
ალბათ, ჯერემიმ დღეს დააყენა. მართლა ყურადღებიანია. კარს
ვრაზავ.
ნეტავ ჯერემის ჰგონია, საძინებლის კარის ჩაკეტვა იმიტომ მინ-
და, რომ ამ სახლში თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ? იმედია, ასე არ
არის, რადგან ჩაკეტვისთვის სულ სხვა მიზეზი მაქვს. მე მხოლოდ სა-
კუთარი თავისგან მინდოდა მათი დაცვა.
სააბაზანოში შევდივარ და შუქს ვანთებ. ხელებზე ვიხედები და
თითებით ნაიარევს ვეხები.
როცა დედაჩემმა პირველად მთვარეულობაში გამომიჭირა, შეშ-

108
ფოთდა. თერაპიაზე გამიშვა და იმედი ჰქონდა, ეს საძილე აბებზე მე-
ტად მიშველიდა. ჩემმა თერაპევტმა თქვა, რომ მნიშვნელოვანი იყო
ჩემი გარემოსთან გაუცხოება. თქვა, რომ დამეხმარებოდა, თუ ირ-
გვლივ წინაღობებს შევქმნიდით, რაც მთვარეულობის დროს სი-
არულში ხელს შემიშლიდა. ასეთი წინაღობა საძინებლის შიგნიდან
ჩაკეტვა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დარწმუნებული ვარ, ძილის
წინ კარი ჩავკეტე, წარმოდგენა არა მაქვს, როგორ გავიღვიძე მე-
ორე დილას მოტეხილი მაჯით სისხლში მცურავმა.

109
8

გადავწყვიტე ვერიტის ხელნაწერი აღარ წავიკითხო. აბორტის


მცდელობაზე ორი დღის წინ წავიკითხე და ხელნაწერი ისევ მისი მა-
გიდის უჯრის სიღრმეში დამალული დევს. მას შემდეგ არ შევხები-
ვარ, თუმცა მის არსებობას ვგრძნობ. ის ვერიტის სამუშაო ოთახში,
ჩემთან თანაარსებობს, ზემოდან დაყრილი ნივთების ქვეშ ყრუდ
სუნთქავს. რაც მეტს ვკითხულობდი, მით მეტად მაწუხებდა. ყურად-
ღებას მიფანტავდა. არ ვამბობ, რომ არასდროს დავასრულებ, მაგ-
რამ სანამ იმ საქმეს არ წავწევ წინ, აქ რისთვისაც ჩამოვედი, მასზე
დროს ვერ დავხარჯავ.
რაც ხელნაწერის კითხვას შევეშვი, ვერიტის სიახლოვეს ყოფნა
ადრინდელივით აღარ მაშინებს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში
კაბინეტში მუშაობის შემდეგ შესასვენებლად გავედი და აღმოვაჩი-
ნე, რომ ვერიტი და მისი ექთანი ქრუსა და ჯერემისთან ერთად სა-
ვახშმოდ მაგიდას უსხდნენ. აქ ყოფნის პირველი ორი დღე ამ დროს
კაბინეტში ვიყავი და არ ვიცოდი, თუ ქვემოთ ჩამოჰყავდათ სავახ-
შმოდ. ხელის შეშლა არ მინდოდა, ამიტომ ისევ კაბინეტში დავბრუნ-
დი.
დღეს სხვა ექთანი მოვიდა. მირნა ჰქვია. ეიფრილზე ასაკით ცოტა
უფროსია, ჩამრგვალებული, მხიარული და გაცინებისას ლოყები
უვარდისფრდება, რაც მას ძველმოდურ ქიუპის თოჯინას ამსგავ-
სებს. მაშინვე ვატყობ, რომ ეიფრილზე ბევრად სასიამოვნო ქალია.
სიმართლე ითქვას, ეიფრილი უსიამოვნო ქალი კი არაა, ისეთი
გრძნობა მიჩნდება, რომ ჯერემის სიახლოვეს ჩემს ყოფნას არ ენდო-
ბა. ან ჯერემის არ ენდობა ჩემს სიახლოვეს. არ ვიცი, ჩემი აქ ყოფნა
რატომ არ სიამოვნებს, მაგრამ ვხვდები, რომ უნარშეზღუდული პა-
ციენტის მოვლისას მის სახლში გამოჩენილი სხვა ქალის გაკიცხვა,
ალბათ, ნორმალურია. დარწმუნებული ვარ, ჰგონია, მისი წასვლის
შემდეგ მე და ჯერემი საძინებელში ვიკეტებით ხოლმე. ნეტავ მართ-

110
ლა ასე იყოს.
მირნა პარასკევს და შაბათს მუშაობს, ეიფრილი კი მთელი და-
ნარჩენი კვირა. დღეს პარასკევია და მართალია, ჩემს ახალ სახლში
უნდა გადავსულიყავი, მიხარია, რომ ყველაფერი ასე გამოვიდა. აქ-
აურობის მოუმზადებლად დატოვება მომიხდებოდა. დამატებით მო-
ცემულმა დრომ გადამარჩინა. ბოლო ორი დღის განმავლობაში სე-
რიის ორი წიგნი წავიკითხე და ამით ვისიამოვნე. გასაოცარია, რო-
გორც წერს ვერიტი ყოველთვის ანტაგონისტის თვალთახედვით და
უკვე ვგრძნობ, საით უნდა წავიყვანო სერიის ახალი წიგნები. ამას-
თან, მაინც ვეძებ ჩანაწერებს და უკვე ვიცი, რასაც ვეძებ.
იატაკზე ვზივარ და მორიგ ყუთს ვქექავ, როცა კორის შეტყობი-
ნებას ვიღებ.

კორი: „პანთემმა“ ამ დილით პრესრელიზი გამოაქვეყნა და შენ


ვერიტის სერიების ახალ ავტორად გამოგაცხადა. ფოსტაზე ბმული
გამოგიგზავნე, თუ გინდა ნახე.

როგორც კი ფოსტას ვხსნი, კარზე აკაკუნებენ.


– შემოდით.
კარს ჯერემი აღებს და ოთახში თავს ყოფს.
– გაუმარჯოს. „თარგეთში“ მივდივარ საყიდლებზე. თუ სიას მომ-
ცემ, რასაც გინდა წამოგიღებ.
რამდენიმე ნივთი მართლა მჭირდება. ერთი მათგანი ტამპონე-
ბია, მიუხედავად იმისა, რომ მენსტრუაციამდე ერთი ან ორი დღე კი-
დევ დამრჩა. არ მეგონა, ამდენ ხანს თუ დავრჩებოდი, ამიტომ არ წა-
მომიღია. ჯერემისთვის ამის თქმა არ მინდა, ამიტომ ვდგები და ჯი-
ნსს ვიფერთხავ.
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ წამოგყვე? ასე აჯობებს.
ჯერემი კარს უფრო ფართოდ აღებს და ამბობს:
– რა თქმა უნდა, არა. დაახლოებით ათ წუთში გავდივარ.

111
***

ჯერემი მუქ ნაცრისფერ ჯიპ „ვრანგლერს“ მართავს, რომელსაც


ტალახში ამოსვრილი უზარმაზარი ბორბლები აქვს. ეს მანქანა აქამ-
დე არ მინახავს, რადგან ავტოფარეხში იდგა. მისგან ასეთი მანქანის
ტარებას არ ველოდი. მეგონა, „კადილაკ CTX“ ან „აუდი A8“ ეყო-
ლებოდა. არ ვიცი, ჩემს წარმოსახვაში ყოველთვის პროფესიონალ,
გამოწკეპილ ბიზნესმენად რატომ მესახება, ანუ ისეთად, როგორიც
პირველ დღეს ვნახე. ეს კაცი ყოველდღე ჯინსით ან სპორტული შარ-
ვლით დადის, სულ ეზოში მუშაობს და ტალახიანი ჩექმების მთელი
გარდერობი აქვს, რომელთაც უკანა კართან ტოვებს. სინამდვილე-
ში „ვრანგლერი“ ყველაზე მეტად შეეფერება, ვიდრე სხვა ნებისმიე-
რი მანქანა, რომლითაც წარმომედგინა.
ალბათ, ნახევარი მილი გვექნება გავლილი, როცა რადიოს ხმას
დაბლა უწევს.
– „პანთემის“ პრესრელიზი ნახე? – მეკითხება.
ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ.
– კორიმ ბმული გამომიგზავნა, მაგრამ დამავიწყდა წაკითხვა.
– „ფაბლიშერს უიკლიზე“ მხოლოდ ერთი წინადადება წერია, –
მატყობინებს ჯერემი, – მოკლე და მშვენიერი. ზუსტად ისეთი, რო-
გორიც გინდოდა.
ელფოსტას ვხსნი და ბმულზე გადავდივარ. თუმცა ეს „ფაბლი-
შერს უიკლის“ ბმული არაა. კორიმ იმ განცხადების ბმული გამომიგ-
ზავნა, რომელიც ვერიტი კროუფორდის სოციალური მედიის გვერ-
დზე მისმა საგამომცემლო გუნდმა გააკეთა.

„პანთემ-პრესი“ სიხარულით გატყობინებთ, რომ „ღირსების“ სე-


რიას, რომელიც წარმატებული ვერიტი კროუფორდის წყალობით
გახდა, ამიერიდან თანაავტორი ლორა ჩეიზი შეუერთდება. ვერიტი
ლორასთან თანამშრომლობით აღტაცებულია და ორი ავტორი მო-
უთმენლად ელის სერიის დაუვიწყარი დასასრულის ერთად შექმნას.

112
ვერიტი აღტაცებულიაო? აჰა! სხვა თუ არაფერი, ის მაინც ვიცი,
რომ ასეთ განცხადებებს აღარ ვენდო. განცხადების ქვემოთ კომენ-
ტარების კითხვას ვიწყებ.
– ვინ ჯანდაბაა ლორა ჩეიზი?
– რატომ აძლევს ვერიტი თავის ნამუშევარს ვიღაც სხვას?
– არა, არა, არა და არა.
– ასე ხდება ხოლმე, არა? ისე რა მწერალი წარმატებას აღწევს
და საქმის გასაკეთებლად თავისზე უარეს მწერალს ქირაობს?

ტელეფონს ვთიშავ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ზარსაც ვთიშავ,


ჩანთაში ვდებ და ელვაშესაკრავით ვკრავ.
– ხალხი რა სასტიკია, – ვბუტბუტებ.
ჯერემის ეცინება.
– კომენტარები არასდროს წაიკითხო. ვერიტიმ ეს წლების წინ
მასწავლა.
კომენტარებთან გამკლავება არასდროს დამჭირვებია, რადგან
სახალხოდ არსად გამოვჭენებულვარ.
– გავითვალისწინებ.
მაღაზიაში მისვლისას ჯერემი ჯიპიდან ჩამოდის და ჩემი კარის-
კენ მოემართება გასაღებად. ეს უხერხულობას მიქმნის, ამას შეჩ-
ვეული არა ვარ, თუმცა თუ კარის გაღების უფლებას მომცემდა, ამ-
ით, ალბათ, ჯერემი იგრძნობდა თავს უხერხულად. ზუსტად ისეთი
კაცია, როგორსაც ვერიტი აღწერს თავის ბიოგრაფიაში.
კაცმა კარი ცხოვრებაში პირველად გამიღო. ეშმაკმა დასწყევ-
ლოს. ეს რა ხათაბალაში ვარ!
ჯიპიდან ჩამოსვლაში დასახმარებლად ხელს მკიდებს და ვიძაბე-
ბი, რადგან მის შეხებას უემოციოდ ვერ ვხვდები. მეტი ასეთი შეხება
მინდა. არადა, არ უნდა მინდოდეს.
ნეტავ ისიც ამავეს გრძნობს?
ალბათ, დიდი ხანია სექსი არ ჰქონია. ნეტავ თუ ენატრება?
რთული უნდა იყოს შეგუება ქორწინებასთან, რომელიც, რო-
გორც ჩანს, თავიდანვე სექსზე იყო აგებული, ერთ დღეს კი ეს სექსი

113
ქორწინებიდან მთლიანად გეცლება.
რატომ ვფიქრობ მის სექსუალურ ცხოვრებაზე „თარგეთში“ შეს-
ვლისას?
– კერძების მომზადება გიყვარს? – მეკითხება ჯერემი.
– არ მძულს, უბრალოდ, ყოველთვის მარტო ვცხოვრობდი და
ხშირად არ ვამზადებდი.
ჯერემი ურიკას იღებს და პროდუქტების სექციაში მივყვები.
– რა არის შენი საყვარელი კერძი?
– ტაკო.
ეცინება.
– მარტივია, – ამბობს და ტაკოსთვის საჭირო ყველა საჭირო
ბოსტნეულს იღებს. ვთავაზობ, რომ ერთ დღეს სპაგეტის მოვუმზა-
დებ. ეს ერთადერთია, რისი მომზადებაც ვიცი, და ასევე გულწრფე-
ლად შემიძლია ვთქვა, რომ კარგად გამომდის.
ჯერემი წვენების განყოფილებაშია, როცა ვეუბნები, რომ მალე
დავბრუნდები, რადგან სურსათის გარდა, სხვა რამეების ყიდვაც
მინდა. ტამპონებს ვიღებ, მაგრამ ასევე სხვა ნივთებსაც, მასთან ერ-
თად ურიკაში ჩასაყრელად – შამპუნს, წინდებს და რამდენიმე მაი-
სურს, რადგან თან არ წამომიღია.
არ ვიცი, ტამპონების ყიდვის რატომ მრცხვენია. თითქოს ეს
არასდროს უნახავს და თან ჯერემის რომ ვიცნობ, ალბათ, ვერიტის-
თვის არაერთხელ უყიდია. ისეთი ქმარი ჩანს, რომელიც ამაზე არც
დაფიქრდებოდა.
ჯერემის სურსათის განყოფილებაში ვპოულობ და მისკენ მიმავა-
ლი ვამჩნევ, რომ ორ ქალს ურიკები მიუტოვებია, მასთან მიჭრილან
და ელაპარაკებიან. ჯერემი ზურგით ნაყინის მაცივარს მიჰყრდნო-
ბია და ისე გამოიყურება, თითქოს შიგნით შეძრომასა და გაუჩინა-
რებაზე ოცნებობს. მიახლოებისას მხოლოდ ქალების ზურგებს ვუყუ-
რებ, მაგრამ როცა ჯერემის თვალები ჩემსას ხვდება, მიმზიდველი
ქერა ქალი ჩემკენ ტრიალდება, რომ მისი მზერის ობიექტს შეხედოს.
შავთმიანი უფრო ჩემიანად ვიგულე, მაგრამ მხოლოდ მანამდე, ვიდ-
რე შემომხედავდა. მისმა თვალების დაკვესებამ აზრი მაშინვე შემა-

114
ცვლევინა.
ურიკას ველური ცხოველივით ფრთხილად და მორიდებულად
ვუახლოვდები. ჩემი ნივთები ურიკაში ჩავდო თუ უხერხული იქნება?
ნივთებს ზედა კალათში ვდებ და მკვეთრ წითელ ხაზს ვავლებ: ერ-
თად ვართ, მაგრამ ერთად არა ვართ. ორივე ქალი მიყურებს და ყო-
ველი ნივთის კალათში ჩადებისას წარბები სულ უფრო მაღლა ეძგი-
ბებათ. ქერა, რომელიც ჯერემისთან უფრო ახლოს დგას, ჩემს ტამ-
პონებს დასცქერის. ისევ მე მიყურებს და თავს გვერდზე ხრის.
– შენ ხარ...
– ეს ლორა ჩეიზია, – პასუხობს ჯერემი, – ლორა, გაიცანი, პატ-
რიცია და კეროლაინი.
ქერა ისეთ გამომეტყველებას იღებს, თითქოს ცხელი ჩაის ჭიქა
მიაწოდეს ჭორების მისაყოლებლით.
– ჩვენ ვერიტის მეგობრები ვართ, – ამბობს პატრიცია და დაუფა-
რავი ქედმაღლობით მიყურებს, – ჰო, მართლა, ალბათ, ვერიტი
თავს უკეთ გრძნობს ქალაქში მეგობრის ჩამოსვლის გამო, – ჯერე-
მის მეტი ახსნა-განმარტების მისაღებად უყურებს, – თუ ლორა შენი
მეგობარია?
– ლორა ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა. ვერიტისთან ერთად მუშა-
ობს.
პატრიცია იღიმის, იმავდროულად, ჰმმ-ს დუდუნებს და ისევ მე
მიყურებს.
‒ მწერალთან კონკრეტულად როგორ უნდა იმუშაო? მეგონა,
უფრო დამოუკიდებელი სამუშაო იყო.
– ჰო, როგორც წესი, ლიტერატურასთან შორს მდგომ ხალხს ასე
ჰგონია ხოლმე, – პასუხობს ჯერემი, მათ თავს უკრავს და საუბრის-
გან თავს იხსნის, – სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, ქალბატონე-
ბო, – ურიკის დაძვრას აპირებს, როცა პატრიცია მასზე ხელს დებს.
– ვერიტის ჩემგან მოკითხვა გადაეცი. იმედია, მალე გამოჯან-
მრთელდება.
– გადავცემ, – ეუბნება ჯერემი და გვერდს უვლის, – შერმანი მო-
მიკითხე.

115
პატრიცია ოდნავ იმანჭება.
– ჩემს ქმარს უილიამი ჰქვია.
ჯერემი ისევ თავს უკრავს.
– ოჰ, მართალია. ეგენი სულ ერთმანეთში მეშლება.
მივდივართ და უკნიდან პატრიციას ჩაცინება მოგვყვება. მომ-
დევნო განყოფილებაში ჯერემის ვეკითხები:
– შერმანი ვინაა?
– ის, ვისთანაც ქმარს ღალატობს.
გაოგნებული ვუყურებ. ჯერემი იღიმის.
– ჯანდაბა, – ვამბობ სიცილით და ვერც სალაროსთან მისული
ვსერიოზულდები. ადამიანისთვის ასე უცებ ვინმეს ბოლო მოეღოს,
პირველად ვნახე.
ჯერემი სალაროსთან საყიდლების დალაგებას იწყებს.
‒ მის დონემდე არ უნდა დავშვებულიყავი, მაგრამ თვალთმაქ-
ცებს ვერ ვიტან.
– ჰო, მაგრამ თვალთმაქცების გარეშე ასეთი კარმული მომენტე-
ბი არ დადგებოდა, როგორსაც ახლა შევესწარი.
ჯერემი ურიკიდან პროდუქტებს იღებს. ვცდილობ ჩემი ცალკე
დავდო, მაგრამ გადახდის უფლებას არ მაძლევს.
საკრედიტო ბარათის გატარებისას ჯერემის თვალს ვერ ვაშო-
რებ. რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება. არ ვიცი, რა დავარქვა. მო-
წონება? ეს სავსებით ლოგიკური იქნებოდა. რა თქმა უნდა, მხო-
ლოდ მე მომეწონებოდა კაცი, რომელიც ავადმყოფი ცოლის ისეთი
ერთგულია, რომ ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევს. ცოლის
ნამდვილ სახესაც კი.
ლოუენ ეშლის უყვარდება დაკავებული კაცი, რომელსაც იმაზე
მეტი ტვირთი აწევს მხრებზე, ვიდრე თავად ოდესმე ჰქონია.
აი, ეს კი კარმაა.

116
9

აქ მხოლოდ ხუთი დღის წინ ჩამოვედი, მაგრამ ასე მგონია, უფ-


რო დიდი ხანი გავიდა. აქ დღეები უსაშველოდ იწელება, ნიუ-იორ-
კში კი ყველაფერი წამია.
ამ დილით გავიგონე, მირნა ჯერემის ეუბნებოდა, ვერიტის ცხე-
ლება ჰქონდა და მთელი დღე ქვემოთ ამიტომ არ ჩამოვიყვანეო. ამ
ამბავმა არ დამამწუხრა. ეს ნიშნავდა, რომ მისი თანდასწრებით
ყოფნა ან მისი ჰაერზე გასეირნებისას კაბინეტიდან ყურება არ მომი-
წევდა.
ჯერემის ვუყურებ. უკანა აივანზე მარტო ზის და ტბას გაჰყურებს.
სარწეველაში ზის, ოღონდ ბოლო ათი წუთია ერთხელაც არ დაურ-
წევია. სრულიად გაუნძრევლად ზის. ზოგჯერ თვალის დახამხამება
ახსენდება. უკვე დიდი ხანია იქაა.
ნეტავ ვიცოდე, რაზე ფიქრობს. თავის გოგონებზე? თუ ვერიტიზე?
მის რადიკალურად შეცვლილ ცხოვრებაზე? რამდენიმე დღეა არ გა-
უპარსავს და წვერი თანდათან უსქელდება. უხდება, მაგრამ არა
მგონია, რამე არ უხდებოდეს.
ვერიტის მაგიდაზე ვიხრები და ნიკაპს ხელზე ვიყრდნობ. მოძ-
რაობას მაშინვე ვნანობ, რადგან ჯერემი ამას ამჩნევს. თავს აბრუ-
ნებს და მიყურებს. მინდა თვალი ავარიდო, თავი საქმეში ჩაფლუ-
ლად მოვაჩვენო, მაგრამ აშკარაა, რომ ვუყურებდი – მაგიდაზე წინ
გადახრილი და ხელებზე თავჩამოყრდნობილი. უარესი იქნება, თუ
ამის დამალვას ვეცდები, ამიტომ ნაზად ვუღიმი.
ღიმილით არ მპასუხობს, მაგრამ არც თვალს მარიდებს. რამდე-
ნიმე წამის განმავლობაში მიყურებს და ვგრძნობ, რომ ეს მზერა მა-
ფორიაქებს. ნეტავ თვითონ თუ გრძნობს რამეს, მე რომ ვუყურებ?
ჰაერს აუჩქარებლად ისუნთქავს, სკამიდან დგება და ნავმისაბმე-
ლისკენ მიდის. ნაჯახს იღებს და დარჩენილი ხის ფიცრების მოჩეხას
იწყებს.
ალბათ, რამდენიმე წუთით განმარტოება სურდა, ქრუსა და ვერი-

117
ტის, ექთანისა და ჩემ გარეშე.
„ქსანაქსი“ მჭირდება. ერთ კვირაზე მეტია არ მიმიღია. მეტისმე-
ტად მამჩატებს და წერაზე ან კვლევაზე ყურადღების მოკრება მი-
ჭირს. არადა, გადაღლილი ვარ ამ სახლში გატარებული იმ მომენ-
ტებით, რომლებიც ახლანდლის მსგავსად გულს მეტისმეტად მიჩქა-
რებს. როგორც კი ადრენალინის დონე მიწევს, თავის შეკავება მი-
ჭირს. ჯერემის, ვერიტის თუ ვერიტის წიგნების გამო ჩემს შფოთვას
დასასრული არ უჩანს. ეს სახლი და აქ მცხოვრები ხალხი ჩემზე ისე
მოქმედებს და ყურადღებას მიფანტავს, რომ მასთან მცირედი ამჩა-
ტება რა მოსატანია.
საძინებელში შევდივარ, რომ ჩანთაში „ქსანაქსი“ მოვძებნო.
როგორც კი ფლაკონს ვხსნი, მეორე სართულიდან ყვირილის ხმა
მესმის.
ქრუ.
გაუხსნელ ფლაკონს საწოლზე ვაგდებ, ოთახიდან გავრბივარ და
კიბეს სირბილით მივუყვები. ქრუს ტირილი მესმის. მგონი, ვერიტის
ოთახიდან უნდა გამოდიოდეს.
სინამდვილეში მიტრიალება და სხვა მიმართულებით გაქცევა
მინდა, მაგრამ ვხვდები, რომ შესაძლოა პატარა ბიჭს რაღაც უჭირს,
ამიტომ ვერიტის ოთახისკენ მივდივარ.
კართან მისული, დაუკაკუნებლად ვაღებ. ქრუ იატაკზე ზის, ნი-
კაპზე ხელი უდევს. ხელებსა და თითებზე სისხლი აქვს. გვერდით,
იატაკზე, დანა აგდია.
– ქრუ! – ვიმუხლები და ხელში ამყავს, შემდეგ დერეფნის ბო-
ლოს სააბაზანოსკენ მიმყავს და ნიჟარის გვერდით ვსვამ.
– მაჩვენე, – ნიკაპიდან აცახცახებულ ხელს ვაცლი და ჭრილო-
ბას ვაკვირდები. სისხლით აქვს მოსვრილი, მაგრამ ღრმა არ ჩანს.
იარა ნიკაპის ქვემოთ აქვს. ალბათ, ხელში დანით დაეცა.
– შენ თვითონ გაიჭერი დანით?
ქრუ თვალებგაფართოებული მიყურებს. თავს აქნევს, ალბათ.
ცდილობს დამალოს, რომ ხელში დანა ეჭირა. ჯერემის ეს არ მოეწო-
ნება.

118
– დედიკომ თქვა, რომ მის დანას არ უნდა შევხებოდი.
ვშეშდები.
– ეს შენმა დედიკომ გითხრა?
ქრუ არ მპასუხობს.
– ქრუ, – ვეუბნები და პირსახოცს ვიღებ. გული ყელში მებჯინება,
მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო. პირსახოცს ვასველებ, – დედიკო
გელაპარაკება?
ქრუ გაშეშებული ზის და მხოლოდ თავს აქნევს უარის ნიშნად.
პირსახოცს ნიკაპზე ვადებ და კიბეზე ჯერემის ფეხის ხმა მესმის. ალ-
ბათ, ქრუს ყვირილი მანაც გაიგონა.
– ქრუ! – ეძახის.
– აქა ვართ!
კარში გამოჩენილ ჯერემის თვალებში შიში უდგას. ქრუს ნიკაპ-
თან სველი პირსახოცი ისევ მიჭირავს, მაგრამ ჯერემის ბავშვთან
მოახლოების საშუალებას ვაძლევ.
– კარგად ხარ, მეგობარო?
ქრუ თავს უქნევს და ჯერემი პირსახოცს მართმევს, იხრება და
ქრუს ნიკაპზე იარას უყურებს, შემდეგ მე მიყურებს.
– რა მოხდა?
– მგონი, თავი დაიჭრა, – ვამბობ, – ვერიტის საძინებელში იყო.
იატაკზე დანა ეგდო.
ჯერემი ქრუს უყურებს და ახლა თვალებში შიშზე მეტად იმედგაც-
რუება უდგას.
– დანით რას აკეთებდი?
ქრუ თავს აქნევს, ქსუტუნებს და ცდილობს არ ატირდეს.
– დანა არ მქონდა, საწოლიდან გადმოვვარდი.
თავს ცუდად ვგრძნობ, რომ საბრალო ბავშვი დავასმინე. ვცდი-
ლობ გამოვასწორო მდგომარეობა:
– ხელში არ ეჭირა. იატაკზე დავინახე და მეგონა, ასე მოხდა.
ქრუმ ვერიტიზე რაც თქვა, ეგ ჯერ კიდევ ვერ გადამიხარშავს,
ვერც დანა, მაგრამ საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ვერიტიზე ყველა
ახლანდელ დროში საუბრობს. ექთანიც, ჯერემიც, ქრუც. ალბათ, ვე-

119
რიტიმ წარსულში უთხრა. დანებით ნუ თამაშობო, და ახლა ჩემი წა-
რმოსახვა ბუზისგან სპილოს აქცევს.
ჯერემი სამედიცინო ყუთს ხსნის და პირველადი დახმარების შეკ-
ვრა გამოაქვს. როცა სარკიან კარს კეტავს, მასში ჩემს გამოსახულე-
ბას უყურებს.
– წადი, შეამოწმე, – პირის მოძრაობით მაგებინებს და თავით კა-
რისკენ მანიშნებს.
სააბაზანოდან გავდივარ და დერეფანში ვჩერდები. რაც უნდა
უსუსური იყოს ვერიტი, იმ ოთახში შესვლა არ მიყვარს. ისიც ვიცი,
რომ ქრუ დანით არ უნდა თამაშობდეს, ამიტომ წინ მივდივარ.
ვერიტის ოთახის კარი ისევ ფართოდაა გაღებული. ფეხის წვე-
რებზე შევდივარ, მისი გაღვიძება არ მინდა. ვითომ შემეძლოს გაღ-
ვიძება. საწოლს გარს ვუვლი, იმ ადგილისკენ, სადაც ქრუ იატაკზე
იჯდა.
იქ დანა აღარაა.
ვტრიალდები. იქნებ ბავშვის აყვანის დროს ფეხი ვკარი და სხვა-
გან აგდია. რადგან არც აქ ჩანს, იატაკისკენ ვიხრები და საწოლის
ქვეშ ვამოწმებ. იქ მტვრის თხელი ფენის გარდა აბსოლუტურად არა-
ფერი მხვდება. საწოლის გვერდით, ტუმბის ქვეშაც ვამოწმებ, მაგ-
რამ იქაურობაც ცარიელია.
ზუსტად ვიცი, დანა დავინახე. ჭკუიდან არ ვიშლები. თუ ვიშლები?
ხელით მატრასს ვეყრდნობი და ადგომას ვცდილობ, მაგრამ მა-
შინვე უკან ვიხევ, რადგან ვხედავ, ვერიტი მიყურებს. თავი განსხვა-
ვებულად უდევს, მარჯვნივ აქვს შეტრიალებული და თვალებში მი-
ყურებს.
ეშმაკმა დასწყევლოს! საწოლიდან დაფეთებული უკან-უკან ვი-
ხევ და რამდენიმე ნაბიჯით ვშორდები. ოთახში შემოსვლის შემდეგ
მხოლოდ თავის მდებარეობა შეეცვალა,მაგრამ შიში მეუბნება, რომ
გავიქცე და თავს ვუშველო. კამოდს ვეყრდნობი, ვერიტის თვალს არ
ვაშორებ, კარისკენ მივდივარ და ზურგს არ ვაქცევ. ვცდილობ თავ-
ზარი დავძლიო, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ იმ დანით არ
მეცემა, რომელიც იატაკიდან აიღო.

120
კარს ვკეტავ, ზურგით ვეყრდნობი და სახელურზე ჩაფრენილი
თავის დამშვიდებას ვცდილობ. ღრმად ვსუნთქავ, ზედიზედ ხუთჯერ
და ვიმედოვნებ, რომ ჯერემი თვალებში შეძრწუნებას ვერ დამინა-
ხავს, როცა ვეტყვი, რომ ოთახში დანა არ იყო.
არადა, იყო დანა.
ხელები მიკანკალებს. ამ ქალს არ ვენდობი. ამ სახლს არ ვენდო-
ბი. ვიცი, რომ უნდა დავრჩე და ჩემი საქმე საუკეთესოდ გავაკეთო,
მაგრამ მირჩევნია მომავალი კვირა ბრუკლინის ქუჩებში ნაქირავებ
მანქანაში მეძინოს, ვიდრე ამ სახლში კიდევ ერთი ღამე გავათენო.
დაძაბულობის მოსახსნელად კისერს ვისრეს და სააბაზანოში
ვბრუნდები. ჯერემი ქრუს ნიკაპს უხვევს.
– გაგიმართლა, რომ ნაკერები არ გჭირდება, – უხსნის ჯერემი.
ქრუს ხელებიდან სისხლის ჩამობანაში ეხმარება და შემდეგ სათამა-
შოდ უშვებს. ქრუ გვერდს მივლის და ვერიტის ოთახში ბრუნდება.
უცნაურად მეჩვენება, რომ ბიჭს აიპედზე თამაში მის ლოგინზე წა-
მომჯდარს ურჩევნია. ჰო, ალბათ, დედასთან ახლოს ყოფნა უნდა.
შენი იყოს, მეგობარო. მასთან გაკარებაც არ მინდა.
– დანა აიღე? – მეკითხება ჯერემი და პირსახოცზე ხელებს იმ-
შრალებს.
ვცდილობ, ისეთი შეშინებული არ გამოვჩნდე, როგორიც სინამ-
დვილეში ვარ.
– ვერ ვიპოვე.
ჯერემი რამდენიმე წამს თვალს თვალში მიყრის და ამბობს:
– მაგრამ ხომ დაინახე?
– მეგონა, დავინახე. შეიძლება არც ყოფილა. ახლა ვეღარ ვნახე.
ჯერემი გვერდს მივლის.
– იქაურობას დავათვალიერებ, – ვერიტის ოთახისკენ მიდის,
კართან ჩერდება და ტრიალდება, – გმადლობ, რომ ქრუს დაეხმარე,
– მიღიმის, ამჯერად, ცოტა ეშმაკურად, – ვიცი, დღეს ძალიან დატ-
ვირთული დღე გქონდა, – თვალს მიკრავს და ვერიტის ოთახში შე-
დის.
თვალებს ვხუჭავ და სირცხვილს უფლებას ვაძლევ გამისიგრძეგა-

121
ნდეს. ეს დავიმსახურე. ალბათ, ფიქრობს, რომ მთელ დღეებს იმ კა-
ბინეტის ფანჯრიდან ყურებაში ვატარებ.
უკვე ორი აბი „ქსანაქსი“ უნდა გადავყლაპო.
ვერიტის კაბინეტში დაბრუნებულს ჩამავალი მზე მხვდება, რაც
ნიშნავს, რომ მალე ქრუ იბანავებს და დაწვება. ვერიტიც მთელი ღა-
მე თავის ოთახში იქნება და თავს ოდნავ დაცულად ვიგრძნობ, რად-
გან რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ სახლში მხოლოდ ვერიტის მე-
შინია. მის გვერდით ყოფნა ღამით არ მევალება და სხვათა შორის,
აქ ღამე ჩემი საყვარელი დღის მონაკვეთი გახდა, რადგან ამ დროს
ყველაზე ნაკლებად ვხედავ ვერიტის და ყველაზე მეტად ჯერემის.
არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ თავის დარწმუნებას, რომ
ეს კაცი არ მიყვარს. ასევე არ ვიცი, რამდენ ხანს შევძლებ თავის
დარწმუნებას, რომ ვერიტი იმაზე უკეთესი პიროვნებაა, ვიდრე სი-
ნამდვილეშია. მგონი, მისი სერიის ყველა წიგნის წაკითხვის შემდეგ
ვხვდები, რატომაა მისი ტექსტები ასეთი პოპულარული – ის უარყო-
ფითი პერსონაჟის პოზიციიდან წერს.
ეს კრიტიკოსებს ძალიან მოსწონთ. როცა აქეთ მომავალი მის
აუდიოწიგნს ვუსმენდი, მომეწონა, რომ მისი თხრობა ცოტა ფსიქო-
ზური იყო. მაშინ გავოცდი, როგორ მოახერხა ანტაგონისტის გონე-
ბაში ასე კარგად შეძრომა, მაგრამ ეს მანამდე იყო, სანამ ამ ქალს
გავიცნობდი.
ტექნიკურად მას ჯერ კიდევ არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ იმ ვერი-
ტის, რომელმაც ავტობიოგრაფია დაწერა. როგორც ჩანს, თავისი
დანარჩენი წიგნების წერის სტილი მისი ორიგინალური მიდგომა სუ-
ლაც არაა. ბოლოს და ბოლოს, ხომ ამბობენ, წერე, რაც იციო. უკვე
ვფიქრობ, რომ ვერიტი ბოროტმოქმედის პოზიციიდან იმიტომ წერს,
რომ თვითონაა ბოროტმოქმედი. ბოროტად ყოფნა ერთადერთია,
რაც იცის.
ახლა თავს მეც ცოტა ბოროტად ვგრძნობ, რადგან უჯრას ვაღებ
და იმას ვაკეთებ, რაც საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ გავაკეთებ-
დი: მისი ხელნაწერის კიდევ ერთ თავს ვკითხულობ.

122
თავი 4

ტყუპს გადაწყვეტილი ჰქონდა ეცოცხლა, ამას ვერ დავუკარგავ.


რაც ვცადე, არაფერმა გაამართლა. თვითაბორტის ცდა, რაღაც
აბების ყლაპვა, „შემთხვევითი“ დაგორება კიბეზე. ერთადერთი ნა-
ყოფი, რაც ჩემმა ცდებმა გამოიღო, პატარა ნაიარევი იყო ერთ-ერთი
ბავშვის ლოყაზე. ნაიარევი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, პასუ-
ხისმგებლობა მე მეკისრება. ნაიარევი, რომელსაც ჯერემი გაუჩე-
რებლად ახსენებდა.
გაჩენიდან – მადლობა ღმერთს, საკეისრო კვეთით მოხდა –
რამდენიმე საათის შემდეგ პედიატრი გოგონების გასასინჯად შემო-
ვიდა. თვალები დავხუჭე, ვითომ მეძინა, მაგრამ სინამდვილეში მათ
პედიატრთან ურთიერთობის მეშინოდა. მეშინოდა, რომ მაშინვე
მიხვდებოდა ყველაფერს, და გაიგებდა, რომ წარმოდგენა არ მქონ-
და, ამ არსებებისთვის დედობა როგორ გამეწია.
ჯერემიმ ექიმს ნაიარევის შესახებ ჰკითხა. ექიმმა უთხრა, იდენ-
ტურ ტყუპში ასეთი რამ ხშირად ხდება, საშვილოსნოში ერთმანეთს
კაწრავენო. ჯერემი არ დაეთანხმა.
– მეტისმეტად ღრმაა, უბრალო ნაკაწრი არ უნდა იყოს.
– შესაძლოა ფიბროზული ქსოვილის ბრალია, – მიუგო ექიმმა,
– ნუ გეშინიათ, დროთა განმავლობაში გაუფერულდება.
– როგორ გამოიყურება ეგ კი არ მადარდებს, – ისე თქვა ჯერე-
მიმ, თითქოს თავს იცავდა, – ვდარდობ, რამე უფრო სერიოზული არ
იყოს.
– არ არის. თქვენი ქალიშვილები აბსოლუტურად ჯანმრთელები
არიან. ორივე.
რიცხვები.
ექიმი წავიდა, ექთანიც არსად იყო და დავრჩით მხოლოდ ჯერე-
მი. გოგონები. და მე. ერთ მათგანს მინის საწოლში ეძინა – არ ვიცი,
რას ეძახიან. მეორე ჯერემის ეჭირა ხელში. მას ღიმილით დაჰყურებ-
და, როცა შეამჩნია, რომ თვალები გახელილი მქონდა.

123
– გამარჯობა, დედიკო.
გთხოვ, ასე ნუ მეძახი.
მაინც გავუღიმე. მამობა მოუხდა. ბედნიერი იყო. მერე რა, რომ
ამ ბედნიერებას ჩემთან საერთო ძალიან ცოტა ჰქონდა. ეჭვიანობის
დროსაც კი შემეძლო მისი დაფასება. ალბათ, მისგან ისეთი მამა
დადგებოდა, რომელიც ბავშვს საფენებს უცვლის, აჭმევს. ვიცოდი,
რომ დროთა განმავლობაში მის ამ თვისებას უფრო მეტად დავაფა-
სებდი. ჯერ ამ ყველაფერთან შეგუება მჭირდებოდა. დედობისთვის
დრო მჭირდებოდა.
– მომიყვანე იარიანი, – ვუთხარი.
ჯერემიმ ისეთი გამომეტყველება მიიღო, მივხვდი, ჩემი სიტყვე-
ბით უკმაყოფილო დარჩა. ვხვდები, რომ ასე მიმართვა ლამაზი
არაა, მაგრამ სახელები ჯერ არ დაგვერქმია. იარა მათი ერთადერ-
თი განმასხვავებელი იყო.
ჯერემიმ გოგონა მომიყვანა. შევხედე. ემოციების მოზღვავებას
დაველოდე, მაგრამ წვეთიც კი არაფერი მიგრძნია. ლოყაზე შევეხე
და თითი ნაიარევზე დავუსვი. როგორც ჩანს, საკიდარი საკმარისად
ძლიერი არ იყო. რამე ისეთი უნდა გამომეყენებინა, რაც დაწოლას
მეტად უძლებს. საქსოვი ჩხირი? შესაძლოა საკმარისად გრძელი არ
ყოფილიყო.
– ექიმმა თქვა, ნაფხაჭნი უნდა იყოსო, – გაეცინა ჯერემის, – და-
ბადებამდეც კი ჩხუბობდნენ.
გოგონას ღიმილით დავხედე. არა იმიტომ, რომ მეღიმებოდა,
არამედ იმიტომ, რომ უნდა გამეღიმა. არ მინდოდაჯერემის ეფიქრა,
რომ გოგონა მასავით არ მიყვარდა. მისი ხელი ავიღე და ნეკა თითზე
შემოვიხვიე.
– ჩესტინ, – ჩავჩურჩულე, – უკეთეს სახელს იმსახურებ, რადგან
შენი და ასე გჩაგრავდა.
– ჩესტინი, – გაიმეორა ჯერემიმ, – ძალიან მომწონს.
– და ჰარპერი, – ვთქვი მე, – ჩესტინი და ჰარპერი.
ესენი იმ სახელებს შორის იყო, რომელთაც ჯერემი მიგზავნიდა.
მომწონდა, ცუდი არ იყო. ესენი იმიტომ ავარჩიე, რომ ჯერემიმ ორი-

124
ვე რამდენჯერმე ახსენა, ამიტომ დავასკვენი, რომ მისი სიის დასაწ-
ყისში სწორედ ესენი იდგნენ. იქნებ, რომ დაენახა რამდენად მიყვა-
რდა, ვერ შეემჩნია ის ორი ადამიანი, რომელთა სიყვარული მაკ-
ლდა.
ჩესტინმა ტირილი დაიწყო. ჩემს მკლავებში დაიგრიხა და არ ვი-
ცოდი, რა მექნა. რწევა დავუწყე, მაგრამ ჭრილობა ამტკივდა და გავ-
ჩერდი, ის კი სულ უფრო ხმამაღლა ტიროდა.
– ალბათ, შია, – ივარაუდა ჯერემიმ.
იმდენად შეპყრობილი ვიყავი აზრით, რომ ჩემს ნამოქმედარს
ვერ გადაურჩებოდნენ, არასდროს მიფიქრია, გადარჩენის შემთხვე-
ვაში რას გავაკეთებდი. ვიცოდი, რომ მათი ძუძუთი გამოკვება სა-
უკეთესო არჩევანი იქნებოდა, მაგრამ ჩემი მკერდისთვის ასეთი ზი-
ანის მიყენების სურვილი ოდნავადაც არ მქონდა, მით უმეტეს, რომ
ახლა ორნი იყვნენ.
– მგონი, ვიღაცას მოშივდა, – თქვა ოთახში ცხენივით შემოჭენე-
ბულმა ექთანმა, – ძუძუს აჭმევთ?
– არა, – გადაჭრით ვუპასუხე და მინდოდა ოთახიდან რაც შეიძ-
ლება მალევე უკან გაჭენებულიყო.
ჯერემიმ შეწუხებული გამომეტყველებით შემომხედა: – დარწმუ-
ნებული ხარ?
– ორნი არიან, – ვუპასუხე და მისი გამომეტყველება არ მომეწო-
ნა – თითქოს იმედი გავუცრუე. შემზარა იმის გაფიქრებამ, რომ ამიე-
რიდან სულ ასე იქნებოდა. ის ყოველთვის მათ დაუჭერდა მხარს და
მე არად ჩამაგდებდა.
‒ ბოთლიდან ჭამაზე რთული არც ესაა, – თქვა ექთანმა, – უფრო
მოსახერხებელიცაა. გინდათ სცადოთ? ვნახოთ, როგორ გამოვა.
ჯერემის თვალს არ ვაშორებდი და ველოდი, ასეთი წამებისგან
როდის დამიხსნიდა. მკლავდა ის, რომ სურდა ძუძუ მეჭმია ტყუპის-
თვის, მაშინ როცა სხვა უამრავი აბსოლუტურად ადეკვატური ალ-
ტერნატივა არსებობდა. მოკლედ, თავი დავუქნიე და პერანგი ჩავი-
წიე, რადგან მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა. მინდოდა მისთვის
ბედნიერება მიმენიჭებინა როგორც მისი შვილების დედას, მერე რა,

125
რომ მე ბედნიერი არ ვიყავი.
მკერდი მოვიშიშვლე და ჩესტინი ძუძუსთავთან მივაახლოვე. ჯე-
რემი ყველაფერს უყურებდა. დაინახა, როგორ ჩამეჭიდა კბილებით
კერტზე. დაინახა, როგორ აამოძრავა თავი წინ და უკან და პატარა
ხელი კანზე შემახო. ჯერემი უყურებდა, როგორ დაიწყო წოვა.
ცუდი შეგრძნება მქონდა.
ეს ჩვილი წოვდა იმას, რაც აქამდე ჯერემის უამრავჯერ მოუწო-
ვია. ეს არ მომეწონა. როგორღა მიიზიდავდა ჩემი მკერდი მას შემ-
დეგ, რაც ყოველდღე ბავშვების წოვას უყურებდა?
– გტკივა? – მკითხა ჯერემიმ.
– სულაც არა.
ხელი თავზე დამადო და თმა უკან გადამიწია.
– ისეთი სახე გაქვს, თითქოს იტანჯები.
არ ვიტანჯებოდი. გული მერეოდა.
ვუყურებდი, როგორ წოვდა ჩესტინი ჩემს ძუძუს. რაც შემეძლო,
ზიზღის დამალვას ვცდილობდი. სიმწრით მთელი მუცელი დამეჭიმა.
ვიცი, ზოგიერთ დედას ეს ელამაზება. მე შემზარა.
– არ შემიძლია, – დავიჩურჩულე და თავი უკან, ბალიშზე მივას-
ვენე.
ჯერემი დაიხარა და ჩესტინი ხელში აიყვანა. მისგან გათავისუფ-
ლებულმა შვებით ამოვისუნთქე.
– არაფერია, – მანუგეშა ჯერემიმ, – ხელოვნურს გამოვიყენებთ.
– დარწმუნებული ხართ? – ჰკითხა ექთანმა, – თითქოს კარგად
დაიწყო.
‒ ყველაფერი რიგზეა. ხელოვნურ კვებაზე გვეყოლება.
ექთანი დაჰყაბულდა, თქვა, „სიმილაკს“ მოვიტანო და ოთახიდან
გავიდა.
გამეღიმა, რადგან ჩემი ქმარი კვლავ მხარს მიჭერდა. კვლავ ჩემ
გვერდით იდგა. პირველ ადგილზე დამაყენა და ამან სიხარულით
გამაგიჟა.
– გმადლობ, – ვუთხარი მას.
ჯერემიმ ჩესტინს შუბლზე აკოცა და შემდეგ მასთან ერთად საწო-

126
ლზე ჩამომიჯდა. გოგონას დააცქერდა და გაოცებულმა თავი გააქ-
ნია:
– როგორ შეიძლება უკვე ასეთი მზრუნველი ვიყო, როცა სულ
რაღაც ორიოდე საათია ვიცნობ?
მინდოდა შემეხსენებინა, რომ ჩემზეც ყოველთვის ზრუნავდა, მა-
გრამ ახლა შესაფერისი დრო არ იყო. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს
იქ ვიჭრებოდი, სადაც ჩემი ადგილი არ იყო. მამასა და ქალიშვილს
შორის დამყარებულ ამ კავშირში ჩემი ადგილი არასდროს იქნებო-
და. ისინი უკვე იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე მე ოდესმე ვყვარებივ-
არ. ყოველთვის მათ მხარეს დაიჭერდა, რაც უნდა მართალი ვყოფი-
ლიყავი. ეს ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.
ჯერემიმ ხელი სახესთან მიიტანა და ცრემლი მოიწმინდა.
– ტირი?
ჯერემიმ თავი მოატრიალა, როგორც ჩანს, ჩემმა სიტყვებმა გა-
აკვირვა. შევშფოთდი და ნათქვამი გამოვასწორე.
‒ უაზროდ გამომივიდა, – ვთქვი, – კარგი გაგებით ვთქვი. მიყ-
ვარს, რომ ასე ძალიან გიყვარს გოგონები.
ჩემს სიტყვებზე მისი მოულოდნელი დაძაბულობა გაქრა. ისევ
ჩესტინს დახედა და თქვა:
‒ ასე ძლიერ არავინ არასდროს მყვარებია. წარმოიდგენდი,
რომ ვინმე ასე ძალიან გეყვარებოდა?
თვალები ავატრიალე და გულში ვიფიქრე, მე მყვარებია ასე
ძლიერ, ჯერემი. შენ. ოთხი წლის განმავლობაში. გმადლობ, რომ
შეამჩნიე.

127
10

ხელნაწერს უჯრაში ვაბრუნებ და არ ვიცი, რატომ მიკვირს. უჯრას


ისე მაგრად ვაჯახუნებ, რომ შიგნით ნივთები ჩხარუნებს. რამ გამაბ-
რაზა? ეს არც ჩემი ცხოვრებაა და არც ჩემი ოჯახი. აქ ჩამოსვლამდე
ვერიტის წიგნების რეცენზიებს გადავხედე და ათიდან ცხრაში წერ-
დნენ, რომ კითხვისას თავიანთი ქინდლების ან წიგნების კედელზე
შენარცხება უნდებოდათ.
მისი ავტობიოგრაფიაც თითქმის იმავე სურვილს მიჩენს. იმედი
მქონდა, გოგონების დაბადებასთან ერთად გონება გაუნათდებოდა,
მაგრამ არა, კიდევ უფრო დაუბნელდა სული.
მეტისმეტად ცივი და შეუვალი ჩანს, მაგრამ მე ხომ დედა არა
ვარ. ნეტავ ბევრ დედას აქვს ასეთი განცდები შვილების დაბადები-
სას? თუ ასეა, გამოდის გულწრფელები არ ყოფილან. ალბათ, იგი-
ვეა, როცა დედები იჩემებენ, საყვარელი შვილი არ გვყავსო, არადა,
სავარაუდოდ, ჰყავთ. ეს დედების ენით უთქმელი წესია, რასაც, ალ-
ბათ, მანამდე ვერ ხვდები, სანამ თავად არ გახდები დედა.
ან იქნებ ვერიტი დედობას არ იმსახურებდა. მინდა ოდესმე შვი-
ლები მყავდეს. მალე ოცდათორმეტის გავხდები და ვიცრუებ, თუ
ვიტყვი, რომ არ ვდარდობ ეს არასდროს მოხდეს-მეთქი. თუ ოდესმე
ისეთ კაცთან მექნება ურთიერთობა, რომელიც მომინდება, რომ ჩე-
მი ბავშვის მამა გახდეს, მინდა ეს ვინმე ჯერემისნაირი იყოს. ნაც-
ვლად იმისა, დაეფასებინა ჯერემის არაჩვეულებრივი მამობა, ვერი-
ტი მასზე ბრაზობდა.
ჯერემის სიყვარული თავისი გოგონებისადმი თავიდანვე გულ-
წრფელი ჩანდა. ახლაც გულწრფელი ჩანს და თან ისინი სულ ახლა-
ხან დაკარგა. ეს ზოგჯერ მავიწყდება. ალბათ, ჯერ კიდევ გლოვის
სხვადასხვა ეტაპს გადის და იმავდროულად, ვერიტის მეთვალყურე-
ობს, ქრუს უვლის და ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახს შემოსავალი
არ შეუწყდეს. იმის მცირედიც, რასთან გამკლავებაც უწევს, სხვების-

128
თვის მეტისმეტი იქნებოდა, ჯერემი კი ყველაფერს ერთდროულად
ერევა.
ამ კვირაში ვერიტის კაბინეტის კარადაში ქექვისას ფოტოებით
სავსე ყუთი ვიპოვე. ყუთი ჩამოვიღე, მაგრამ ფოტოები ჯერ არ და-
მითვალიერებია. ამ ოჯახმა, ყოველ შემთხვევაში, ჯერემიმ, წიგნე-
ბის სერიის დამთავრება მომანდო, მე კი ვერიტით შეპყრობილს გა-
მუდმებით ყურადღება მეფანტება.
თუ ვერიტი თავის სერიებში ბევრ პირადულს დებდა, მისი კარ-
გად გაცნობა მჭირდება. ეს ცხვირის ჩაყოფა კი არა, კვლევაა. ესეც
ასე. გამამართლებელი გარემოება მზად არის.
წიგნების ყუთი სამზარეულოში გამაქვს და თავსახურს ვხდი. შემ-
დეგ ერთი ბღუჯა ფოტო ამომაქვს და მიკვირს, ვინ დაბეჭდა ამდენი.
სმარტფონების წყალობით ადამიანებს დღეს ბევრი ფოტო აღარ
აქვთ, აქ კი ბავშვების უამრავი სურათია. ალბათ, ვიღაცამ დიდი ძა-
ლისხმევა გასწია და ყველა ფოტო დაბეჭდა, რაც კი ოდესმე გადა-
უღიათ. ნაძლევს ჩამოვალ, ეს ჯერემი იყო.
ჩესტინის ფოტოს ვიღებ. ახლო კადრია. ცოტა ხანს ნაიარევს ვაკ-
ვირდები. გუშინ გამუდმებით მასზე ვფიქრობდი, ამიტომ გუგლში
დავძებნე, აბორტის მცდელობას საშვილოსნოს დაზიანება თუ შეეძ-
ლო.
ასეთ რამეს აღარასდროს დავგუგლავ. სამწუხაროდ, უამრავი
აბორტს გადარჩენილი ბავშვი იბადება ბევრად დიდი ფიზიკური და-
ზიანებებით, ვიდრე ეს პატარა ნაიარევია. ჩესტინს ნამდვილად გა-
უმართლა, ორივეს – მასაც და ჰარპერსაც.
ჰო... სანამ აღარ გაუმართლათ.
კიბესთან ჯერემის მოახლოებული ფეხის ხმა ისმის. ფოტოების
დამალვას არ ვცდილობ, არ ვიცი, რა რეაქცია ექნება.
სამზარეულოში შემოსულს ვუღიმი და ფოტოების დათვალიერე-
ბას განვაგრძობ. მაცივრისკენ მიმავალი გზად ჩერდება და მაგიდა-
ზე დადებულ ყუთს თვალს ავლებს.
– მგონია, მისი უკეთ გაცნობა მის თავში უკეთ ჩამახედებს, – ვუხ-
სნი, – წერაში დამეხმარება, – ჯერემის თვალს ვარიდებ და ჰარპერ-

129
ის ფოტოს დავყურებ – ფოტოებში იშვიათად იღიმება ხოლმე.
ჯერემი გვერდით მიჯდება და ჩესტინის ერთ ფოტოს იღებს.
– ჰარპერი რატომ არასდროს იღიმოდა?
ჯერემი წინ იხრება და ჰარპერის ფოტოს მართმევს.
– სამი წლისას ასპერგერის დიაგნოზი დაუსვეს. ემოციების გა-
მოხატვა არ გამოსდიოდა.
მის სურათს თითს უსვამს, განზე დებს და ახალ ფოტოს იღებს. ეს
ვერიტის ფოტოა, გოგონებთან ერთად გადაღებული. ჯერემი ფოტოს
მაწვდის – სამივე ერთნაირად გამოწყობილა, ერთნაირი პიჟამები
აცვიათ. თუ ამ ფოტოს გადაღების დროს ვერიტის გოგონები არ უყ-
ვარდა, გამოდის, თვალთმაქცობაში ბადალი არ ჰყოლია.
– ჩვენი ბოლო შობა ქრუს დაბადებამდე, – მიხსნის ჯერემი. შემ-
დეგ ერთ დასტა ფოტოს იღებს და თვალიერებას იწყებს. ზოგჯერ,
როცა ტყუპის ფოტოები შეხვდება, ჩერდება, ვერიტის ფოტოებზე –
არა.
– აი, ეს, – დასტიდან ერთ ფოტოს იღებს, – ჩემი ყველაზე საყვა-
რელი ფოტოა, ჰარპერის იშვიათი ღიმილით. ცხოველები ძალიან
უყვარდა, ამიტომ მათ მეხუთე დაბადების დღეზე ზოოპარკი მოვიყ-
ვანეთ და უკანა ეზოში გავმართეთ.
ფოტოს ღიმილით დავყურებ, უფრო იმიტომ, რომ ჯერემია მასზე
გამოსახული და სახე იშვიათი ბედნიერებით გაცისკროვნებია.
– როგორი იყვნენ?
– ჩესტინი მზრუნველი იყო. პატარა ვულკანი. ერთი ციცქნებიც
რომ იყვნენ, ხვდებოდა, რომ ჰარპერი მისგან განსხვავდებოდა. დე-
დასავით ექცეოდა. ცდილობდა ჩემთვის და ვერიტისთვის ესწავლე-
ბინა, როგორი მშობლები ვყოფილიყავით, და, ღმერთო, როცა ქრუ
გაჩნდა, გვეგონა, ბავშვის მისთვის დათმობა მოგვიწევდა. ქრუ გაგი-
ჟებით უყვარდა, – ჩესტინის ფოტოს ნანახი სურათების დასტას ამა-
ტებს, – მისგან კარგი დედა დადგებოდა.
შემდეგ ჰარპერის ფოტოს იღებს.
– ჰარპერი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. ზოგჯერ მგონია, ვე-
რიტი ვერ უგებდა ისე, როგორც მე. თითქოს ვგრძნობდი რაც სჭირ-

130
დებოდა, ხვდები? ემოციების გამოხატვა უჭირდა, მაგრამ ვიცოდი,
რა აძლევდა მოტივაციას, რა ახარებდა, რა ასევდიანებდა, მიუხედა-
ვად იმისა, რომ თითქმის თვითონაც არ იცოდა, ეს როგორ გამოეხა-
ტა. უმეტესად ბედნიერი იყო. ერთი ისაა, ქრუს მიმართ ინტერესი
თავიდანვე არ გასჩენია, სანამ ქრუ სამის თუ ოთხის არ გახდა და
მასთან თამაში არ დაიწყო. მგონი, მანამდე რაღაც ნივთად აღიქვამ-
და, – სამივეს ერთად გადაღებულ ფოტოს იღებს, – ქრუს მათზე არა-
ფერი უკითხავს. ერთხელაც კი. მათი სახელებიც არ უხსენებია.
– ეს გაშფოთებს? მიყურებს.
– არც ვიცი, ეს უნდა მიხაროდეს თუ მაშფოთებდეს.
– ალბათ, ორივე, – ვაღიარებ.
ვერიტის და ქრუს ფოტოს იღებს, რომელიც ქრუს დაბადებიდან
მალევეა გადაღებული, – რამდენიმე თვე თერაპიაზე დადიოდა, მაგ-
რამ მეშინოდა, რომ ეს ჩვენს ტრაგედიას მუდმივად გაახსენებდა,
ამიტომ თავი დავანებებინე. თუ უფროს ასაკში გამოჩნდება, რომ
სჭირდება, ისევ დავაბრუნებ...
‒ და შენ?
ისევ მიყურებს.
– რა მე?
– შენ როგორ ხარ?
ისევ თვალი თვალში აქვს გაყრილი. ოდნავადაც არ ცბება.
– ჩემი ცხოვრება ჩესტინის გარდაცვალებამ თავდაყირა დააყე-
ნა, ჰარპერის გარდაცვალებამ კი საბოლოოდ დაასრულა, – სურა-
თებიან ყუთზე გადააქვს მზერა, – როცა ვერიტიზე დამირეკეს... ერ-
თადერთი გრძნობა, რაც დარჩენილი მქონდა, ბრაზი იყო.
– ვის მიმართ? ღმერთის?
– არა, – ჯერემიმ ხმას დაუწია, – ვერიტიზე ვბრაზობდი.
ისევ მიყურებს და უსიტყვოდ ვხვდები მიზეზს. ჰგონია, ხეს გან-
გებ დაეჯახა.
ოთახში სიჩუმეა... მთელ სახლში სიჩუმეა. ჯერემი თითქოს არ
სუნთქავს.
ბოლოს სკამზე სწორდება და დგება. მეც ვდგები, რადგან ვგრძნ-

131
ობ, რომ ეს ვინმეს წინაშე პირველად აღიარა. შესაძლოა საკუთარ
თავთანაც კი. ვხვდები, არ უნდა მის ფიქრებს ჩავწვდე, ამიტომაც
ზურგს მაქცევს და კეფაზე ხელებს იჭდობს. ხელს მხარზე ვადებ, მდე-
ბარეობას ვიცვლი და წინ ვუდგები, უნდა ეს თუ არა. ხელებს წელზე
ვხვევ და ვეხუტები. ზურგზე მისი ხელების შემოხვევას ვგრძნობ და
ღრმა ამოოხვრა მესმის. მაგრად მეხვევა, მეკვრის და ვხვდები, რომ
ეს ის ჩახუტებაა, რომელიც, ღმერთმა უწყის, რამდენი ხანია უსაშვე-
ლოდ სჭირდება.
ასე იმაზე დიდხანს ვდგავართ, ვიდრე ჩახუტება უნდა გაგრძელ-
დეს, მანამდე, რომ ორივე ვხვდებით, ისევ ერთმანეთზე მიკრული
აღარ უნდა ვიდგეთ. მკლავები უდუნდება და ცოტა ხანში ერთმანეთს
აღარ ვეხუტებით, უბრალოდ, ხელები გვაქვს შემოხვეული. ვგრძნ-
ობ, რომ უსაშველოდ დიდი ხანია არც ერთ ჩვენგანს ასეთი რამ არ
გვიგრძნია. სახლში სიჩუმეა. ჯერემი სუნთქვის შეკავებას ცდილობს.
ხელს აუჩქარებლად მიცურებს კეფისკენ და ვგრძნობ, რომ საკუთარ
თავში დარწმუნებული არაა.
თვალები დახუჭული მაქვს, მაგრამ ვახელ – მისი დანახვა მინდა.
შინაგან ბიძგს ვგრძნობ, რომელიც თავს მისი მკერდიდან მაწევი-
ნებს და მისი ხელისკენ მექაჩება.
ზემოდან დამყურებს და წარმოდგენა არა მაქვს, მაკოცებს თუ
უკან დაიხევს, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, უკვე გვიანია. მისი შეხებით
ვგრძნობ ყველაფერს, რასაც ცდილობს არ თქვას. მისი სუნთქვის
შეკვრით ვგრძნობ.
ვგრძნობ, რომ ტუჩებისკენ მიზიდავს. შემდეგ თვალებს ახელს
და ხელები უვარდება.
– მოდი, მეგობარო, – ამბობს ჯერემი და ჩემს ზურგს უკან იხედე-
ბა. უკან იხევს. ხელს მიშვებს. სკამის ზურგს ისე ვეყრდნობი, თითქ
ოს ახლა, როცა ხელი გამიშვა, ორჯერ მეტს ვიწონი.
კარისკენ ვიხედები. ქრუ გვიყურებს. უმეტყველო სახით დგას. ახ-
ლა ძალიან ჰგავს ჰარპერს. მაგიდაზე სურათების ყუთს ამჩნევს და
მათკენ გარბის. თითქმის დაეძგერა. მისი რეაქციით გაოცებული
უკან ვიხევ. ფოტოებს იღებს და გაბრაზებული ყუთში ყრის.

132
– ქრუ, – ნაზად მიმართავს ჯერემი და ცდილობს ვაჟს მაჯაში ხე-
ლი ჩაავლოს, მაგრამ ქრუ თავს ითავისუფლებს, – ჰეი, – ეძახის ჯე-
რემი და მისკენ კიდევ უფრო ახლოს იხრება. ხმაში დაბნეულობას
ვატყობ, თითქოს ასეთი ქრუ არასდროს უნახავს.
ქრუ ფოტოების ყუთში ჩაყრას განაგრძობს და ტირილს იწყებს.
– ქრუ, – მიმართავს ისევ ჯერემი და უკვე შეშფოთებას ვერ მა-
ლავს, – უბრალოდ სურათებს ვათვალიერებთ, – ცდილობს ქრუ მი-
იზიდოს, მაგრამ ბავშვი თავს ითავისუფლებს. ჯერემი ისევ სტაცებს
ხელს და მკერდში იკრავს.
‒ ჩაყარე! – მიყვირის ქრუ, – მათი დანახვა არ მინდა!
ფოტოებს ვკრეფ და ყუთში ვყრი. თავს ვახურავ, ვიღებ და მკერ-
დზე ვიკრავ. ქრუ ისევ ჯერემის მკლავებიდან თავის დახსნას ცდი-
ლობს. ჯერემის ხელში აჰყავს და სამზარეულოდან ერთად გადიან.
შემდეგ კიბეზე ადიან და სამზარეულოში მარტო ვრჩები – ნანახით
შეძრული და შეფიქრიანებული.
ეს რა იყო?
ზემოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში სიჩუმეა. ქრუს ჩხუბის
ან ყვირილის ხმა არ მესმის – ეს კარგის ნიშანი მგონია. სამაგი-
ეროდ, მუხლები მიკანკალებს და თავი მტკივა. უნდა დავწვე. იქნებ
ორი „ქსანაქსი“ არ უნდა დამელია. ან იქნებ საოჯახო ფოტოები არ
უნდა გამომეტანა და ჯერ კიდევ მგლოვიარე ოჯახის თვალწინ არ უნ-
და მეფრიალებინა. ან იქნებ ცოლიანი კაცისთვის თითქმის არ უნდა
მეკოცნა. შუბლს ვისრეს და მოულოდნელად სურვილი მიჩნდება გა-
ვიქცე, გავთავისუფლდე და ამ სევდიან სახლში აღარასდროს დავ-
ბრუნდე.
ჯერაც აქ რატომ ვარ?

133
11

შუადღეზეც კი, როცა დედამიწის ამ ნაწილს მზე ზემოდან დაჰნა-


თის, ამ სახლში ყოფნის მეშინია. ნაშუადღევის ოთხი საათია. ჯერემი
ისევ ნავმისაბმელზე მუშაობს. ქრუ მის სიახლოვეს ქვიშაში თამა-
შობს.
სახლში უსიამოვნო ენერგიას ვგრძნობ. ის სულ აქ არის, მისგან
თავის დახსნა არ შემიძლია. თითქოს ღამით უარესდება და მძაფ-
რდება. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ ჩემს თავშია, მაგრამ ამის
გააზრება არ მშველის, რადგან ის, რაც გონებაშია, შესაძლოა ისე-
თივე საშიში იყოს, როგორიც ხელშესახები საფრთხეები.
წუხელ გამეღვიძა, ტუალეტში მინდოდა. უცებ დერეფნიდან ხმა-
ური მომესმა – ჯერემიზე მსუბუქი და ქრუზე მძიმე ფეხის ხმა. ცოტა
ხანში კიბემ დაიჭრიალა, თითქოს ვიღაც ადიოდა და გამიზნულად
ნელა და მსუბუქად ადგამდა ფეხს. ამის შემდეგ დაძინება გამიჭირ-
და, რადგან ამხელა სახლში ხმაური გარდაუვალია, მწერლის ფან-
ტაზია კი ყოველ ხმაურს საფრთხედ აქცევს.
თავს კაბინეტის კარისკენ ვატრიალებ. ახლაც დაძაბული ვარ,
როცა სამზარეულოდან მხოლოდ ეიფრილის ხმა მესმის. ისეთი
მშვიდი ხმით საუბრობს, როგორც ვერიტის ელაპარაკება ხოლმე,
თითქოს მის ამქვეყნად მობრუნებას ცდილობს. არასდროს გამიგო-
ნია, ჯერემი ცოლს დალაპარაკებოდეს. აღიარა, რომ მასზე გაბრა-
ზებული იყო, მაგრამ ნეტავ კიდევ უყვარს? ნეტავ ოთახში თუ უზის და
ეუბნება, როგორ ენატრება მისი ხმის გაგონება? ჯერემი ისეთი ვინ-
მეა, ამას გააკეთებდა... ან გაუკეთებია, მაგრამ ახლა?
ცოლს უვლის, ზოგჯერ აჭმევს, მაგრამ არასდროს მინახავს პირ-
დაპირ დალაპარაკებოდეს. შესაძლოა აღარც სჯერა, რომ ვერიტი
რამეს იგებს. თითქოს ადამიანი, რომელსაც უვლის, მისი ცოლი
აღარაა.
იქნებ ახერხებს ვერიტიზე ბრაზისა და იმედგაცრუების განცალ-
კევებას იმ ქალისგან, რომელსაც უვლის. შესაძლოა მათ ერთსა და

134
იმავე ადამიანად ვეღარ აღიქვამს.
მშია და სამზარეულოში გავდივარ. მინდა ეიფრილის ვერიტის-
თან ურთიერთობასაც დავაკვირდე. მაინტერესებს, ვერიტის მის სა-
უბარზე რამე ფიზიკური რეაქცია თუ აქვს.
ეიფრილი მაგიდასთან ზის. წინ ვერიტის სადილი უდევს. მაცივ-
რის კარს ვაღებ და ვუყურებ, როგორ აჭმევს. ეიფრილი კოვზით კარ-
ტოფილის პიურეს უდებს პირში, რაზეც ვერიტის ყბა წინ და უკან
თითქმის რობოტულ მოძრაობას იწყებს. ყოველთვის რბილ საკვებს
აჭმევს – პიურეს, ვაშლის საწებელს, დაჭყლეტილ ბოსტნეულს. სა-
ავადმყოფოს საჭმელია – ერთგვაროვანი და გადასამუშავებლად
ადვილი. ქრუს პუდინგიან ჭიქას ვიღებ და ეიფრილსა და ვერიტის
ვუერთდები. ეიფრილი მხოლოდ ერთი მოკლე მზერითა და პატარა
თავის დაკვრით იმჩნევს ჩემს არსებობას.
რამდენიმე ლუკმა პუდინგის შემდეგ ამ ქალთან საუბარს ვიწყებ,
რომელიც, როგორც წესი, ჩემთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს.
– რამდენი ხანია ექთანი ხართ?
ეიფრილი ვერიტის პირიდან კოვზს უღებს და პიურეში აწობს.
‒ იმდენად დიდხანს, რომ პენსიამდე ათზე ნაკლები წელი დამ-
რჩა.
– ძალიან კარგი.
– თუმცა შენ ჩემი ყველაზე საყვარელი პაციენტი ხარ, – ეუბნება
ვერიტის, – ჯერჯერობით.
მე ვეკითხები და ის ვერიტის პასუხობს.
– რამდენი ხანია ვერიტისთან მუშაობთ?
ისევ, ეიფრილი ვერიტის პასუხობს:
– რამდენი ხანია ერთად ვართ? – ისე ეკითხება, თითქოს ვერიტი
უპასუხებს, – ოთხი კვირაა? – მე მიყურებს, – ჰო, ოფიციალურად
დაახლოებით ოთხი კვირის წინ დამიქირავეს.
‒ ამ ოჯახს ვერიტის უბედურ შემთხვევამდე იცნობდით?
– არა, – ეიფრილი ვერიტის პირს სწმენდს და საკვების ლანგარს
მაგიდაზე დებს, – შეიძლება ერთი წუთით დაგელაპარაკოთ? – თა-
ვით დერეფნისკენ მანიშნებს.

135
ვჩერდები, ვერ ვხვდები, სამზარეულოდან გასვლა რა საჭიროა
ჩემთან დასალაპარაკებლად. მაინც ვდგები და მივყვები. კედელს
ვეყრდნობი და პუდინგის მორიგ ლუკმას პირში ვიდებ, ეიფრილი კი
ექთანის უნიფორმის ჯიბეში იწყობს ხელებს.
– არ ველოდები, რომ ეს იცოდეთ, განსაკუთრებით, თუ არას-
დროს ყოფილხართ ვერიტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან,
მაგრამ უპატივცემულობაა მისნაირ ადამიანზე საუბარი, ისე, თითქ-
ოს თქვენ წინ არ იყოს.
ხელში პუდინგიანი კოვზი მიჭირავს და სადაცაა პირში უნდა ჩა-
ვიდო. ცოტა ხანს ვჩერდები და კოვზს ისევ ჭიქაში ვაბრუნებ.
– მაპატიეთ, არ ვიცოდი, თუ ასე ვიქცეოდი.
– ეს ადვილია, მით უმეტეს, თუ გგონიათ, რომ ადამიანი ვერ აღ-
გიქვამთ. ვერიტის ტვინი ისე ვერ მუშაობს, როგორც ადრე, რა თქმა
უნდა, არ ვიცით, რამდენს ამუშავებს და აღიქვამს. უბრალოდ, მისი
თანდასწრებით დაუკვირდით, სათქმელს როგორ იტყვით.
კედელს ვშორდები და წელში ვიმართები. წარმოდგენა არ მქონ-
და, თუ შეურაცხყოფას ვაყენებდი.
– რა თქმა უნდა, – ვპასუხობ თავის დაქნევით.
ეიფრილი იღიმის და, როგორც იქნა, ეს გულწრფელი ღიმილია.
საბედნიეროდ, ამ უხერხულ საუბარს ქრუ ამთავრებს. უკანა კა-
რიდან შემორბის და მომუშტული ხელით რაღაც მოაქვს. ჩემსა და
ეიფრილს შორის ძვრება და სამზარეულოში შედის. ეიფრილი უკან
მიჰყვება.
– დედიკო, – ამბობს აღტაცებული ქრუ, – დედიკო, დედიკო, კუ
ვიპოვე.
დედის წინ დგას და ხელში მოქცეული კუ მისკენ გაუშვერია. ბა-
კანზე თითს უსვამს.
– დედიკო, შეხედე, – კუს ახლა უფრო მაღლა სწევს და ცდილობს
ვერიტიმ კუს შეხედოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერიტი არ უყურებს.
ქრუ მხოლოდ ხუთი წლისაა და, ალბათ, ვერ იაზრებს ყველა იმ მი-
ზეზს, რომელთა გამოც დედა ვეღარ ელაპარაკება, ვერ უყურებს და
ვერ პასუხობს მის აღტაცებას. გული მეკუმშება, რადგან ბავშვს, ალ-

136
ბათ, დედის გამოჯანმრთელების იმედი ჯერ კიდევ აქვს.
– ქრუ, – მისკენ მივდივარ, – მაჩვენე შენი კუ.
ბავშვი ჩემკენ ტრიალდება და ხელს მიშვერს.
– მტაცებელი კუ არ არის, მამიკო ამბობს, იმათ კისერზე ნიშანი
აქვთო.
– ოჰო, მართლა საოცარია. წამო, გავიდეთ და რამე ვიპოვოთ,
რაშიც ჩავსვამთ.
ქრუ სიხარულით ხტის და წინ გარბის. უკან მივყვები და ეზოში
ერთად ვიწყებთ ძებნას. ბოლოს ძველ წითელ ბადიას პოულობს და
კუს შიგნით სვამს. შემდეგ ბალახზე ჯდება და ბადიას მუხლებზე იდე-
ბს.
გვერდით ვუჯდები, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბავშვი მეცოდება,
ასევე იმიტომ, რომ აქედან კარგად ვხედავ ნავმისაბმელზე მომუშა-
ვე ჯერემის.
– მამიკო ამბობს, რომ კიდევ ერთ კუს ვერ დავიტოვებ, რადგან
წინა კუ მოვკალი.
თავს ქრუსკენ ვატრიალებ.
– მოკალი? როგორ მოკალი?
– სახლში დამეკარგა, – ამბობს, – შემდეგ დედიკომ იპოვა თავი-
სი დივნის ქვეშ და მკვდარი იყო.
ოჰ, კარგი. გონება უფრო სასტიკი ამბის მოსასმენად მომემარ-
თა. წამით ვიფიქრე, რომ კუ განგებ მოკლა.
– თუ გინდა აქვე, ბალახზე გავუშვათ, – ვთავაზობ, – თან დაინა-
ხავ, საით წავა. შესაძლოა თავისი საიდუმლო კუების ოჯახისკენ გა-
გიძღვეს.
ქრუ კუს ბადიიდან იღებს.
– როგორ ფიქრობ, ცოლი ჰყავს?
– შესაძლოა ჰყავს.
– შეიძლება შვილებიც.
– ჰო, შეიძლება.
ქრუ კუს ბალახზე სვამს, მაგრამ კუ ისეთი შეშინებულია, არ იძ
ვრის. ცოტა ხანს ვუყურებთ, მის ბაკნიდან გამოსვლას ველოდებით.

137
თვალის კუთხით ვხედავ, რომ ჯერემი გვიახლოვდება. ახლოს მო-
სულს ქვემოდან ავყურებ და მზეს ხელით ვიჩრდილავ.
– რა იპოვეთ თქვენ ორმა?
– კუ, – პასუხობს ქრუ, – არ იდარდო, არ ვიტოვებ.
ჯერემი მადლიერი ღიმილით მიყურებს. შემდეგ ბალახზე ქრუს
გვერდით ჯდება. ქრუ მისკენ ჩოჩდება. ჯერემის მკლავზე ხელს ჰკი-
დებს და მაშინვე უშვებს:
– ფუ, საზიზღრობაა, ოფლიანი ხარ.
ოფლიანია, მაგრამ საზიზღრობა – არა მგონია.
ქრუ დგება.
– მშია. ხომ დამპირდი, ამ საღამოს რესტორანში წავალთო.
წლებია არსად ვყოფილვართ.
ჯერემის ეცინება.
– წლებია? ერთი კვირის წინ ვიყავით „მაკდონალდსში“.
– ჰო, მაგრამ ჩემი დების სიკვდილამდე სულ გარეთ ვჭამდით
ხოლმე. – ამბობს ქრუ.
ვამჩნევ, რომ მის სიტყვებზე ჯერემის მხრები ეძაბება. თვითონ
თქვა, რომ ქრუს გოგონები მათი გარდაცვალების შემდეგ არ უხსე-
ნებია, ამიტომ ეს მომენტი მნიშვნელოვანი ჩანს.
ჯერემი ერთს ღრმად ამოისუნთქავს და ქრუს მხარზე უთათუნებს
ხელს.
– მართალი ხარ. წადი, ხელები დაიბანე და მოემზადე. ეიფრი-
ლის წასვლამდე შინ უნდა დავბრუნდეთ.
ქრუ სახლისკენ გარბის და კუ მაშინვე ავიწყდება. ჯერემი ცოტა
ხანს თვალს აყოლებს ჩაფიქრებული გამომეტყველებით, შემდეგ
დგება და ასაყენებლად ხელს მიწვდის.
– წამოხვალ? – მეკითხება.
თავის შვილთან ერთად მეგობრულ ვახშამზე მეპატიჟება, მაგრამ
ჩემი მეოცნებე გული ამას პაემანზე დაპატიჟებად აღიქვამს. ჯინსი-
დან ბალახს ვიფერთხავ და ვუღიმი.
– სიამოვნებით.

138
***

ჯერემის ჩამოსვლის შემდეგ გარეგნობაზე ზრუნვის მიზეზი არ


მომცემია. დიდად არც ახლა გამომიჩენია თავი, მაგრამ ჯერემიმ,
როგორც ჩანს, მაინც შემამჩნია თვალზე ტუში, პომადა და აქ ყოფ-
ნისას პირველად გაშლილი თმა. რესტორანში მისვლისას კარი გა-
მიღო და ხმადაბლა მითხრა, ძალიან კარგად გამოიყურებიო.
მისი კომპლიმენტი გულ-მუცელში გამიჯდა და ახლაც ვგრძნობ,
როცა სადილობას მოვრჩით. ქრუ ჯერემის მხარეს ზის და დესერტის
დასრულების შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით ხუმრობებს გვიყვე-
ბა.
‒ კიდევ ერთი მაქვს, – ამბობს ქრუ, – აბა, რისი შემოკლებაა
ი.თ.?
ჯერემი პასუხის გაცემას არ ცდილობს, რადგან მილიონჯერ მა-
ინც მოუსმენია, მე კი ქრუს ვუღიმი და თავი ისე მომაქვს, თითქოს
პასუხი არ ვიცი.
– იმიტომ, რომ მოკლე ფეხები აქვს, – მიხსნის ქრუ და საზურგეზე
გადაწოლილი იცინის. საკუთარ ხუმრობებზე მისი რეაქცია უფრო
მაცინებს, ვიდრე თავად ხუმრობა.
შემდეგ განაგრძობს:
– აბა, რატომ არ თამაშობენ პოკერს ჯუნგლში?
– არ ვიცი, რატომ? – ვეკითხები.
– იმიტომ, რომ იქ მეტისმეტად ბევრი მელაკუდაა! მგონი, რაც
ხუმრობების მოყოლა დაიწყო, გამუდმებით ვიცინი.
– შენი ჯერია, – მეუბნება ქრუ.
– ჩემი?
– ჰო, შენი ხუმრობის ჯერია.
ოჰ, ღმერთო, ხუთი წლის ბავშვისგან ზეწოლას ვგრძნობ.
– კარგი, აბა, დავფიქრდე, – რამდენიმე წამში თითებს ვატკაცუ-
ნებ, – აჰა, მოვიფიქრე. რა არის მწვანე და ბანჯგვლიანი, რომელიც
ხიდან თუ გადმოვარდა, შეიძლება მოგკლას?
ქრუ წინ იხრება და ნიკაპს ხელებზე იყრდნობს.

139
– მმმ... არ ვიცი.
– მწვანე, ბანჯგვლიანი ფორტეპიანო.
ქრუს ჩემს ხუმრობაზე არ ეცინება.
არც ჯერემის. ოღონდ მხოლოდ თავიდან.
შემდეგ, რამდენიმე წამში, ჯერემის სიცილი უვარდება, რაზეც მე-
ღიმება.
– ვერ მივხვდი, – ამბობს ქრუ.
ჯერემი ისევ იცინის და თავს აქნევს.
ქრუ ჯერემის უყურებს.
– ეს სასაცილო რანაირადაა?
ჯერემი ქრუს ხელს ხვევს და უხსნის:
– არ არის და სასაცილო იმიტომაა, რომ სასაცილო არაა.
ქრუ მიყურებს.
– ეს ხუმრობა არაა.
– კარგი, კიდევ ერთი ვიცი, – ვეუბნები, – წითელია და ბადიის
ფორმა აქვს, რა არის?
ქრუ მხრებს იჩეჩს.
– წითლად გადაღებილი ლურჯი ბადია.
ჯერემი ხელს პირზე იდებს და ცდილობს სიცილი შეიკავოს. მისი
სიცილი, ალბათ, საუკეთესო რამაა, რაც აქ ჩამოსვლის შემდეგ მომ-
ხდარა.
ქრუ ცხვირს იბზუებს:
– ხუმრობა კარგად არ გამოგდის.
– კარგი რა, ძალიან სასაცილო იყო.
იმედგაცრუებული ქრუ თავს აქნევს: – იმედია, შენს წიგნებში
ხუმრობების დაწერას არ ცდილობ.
ჯერემი საზურგეს ეყრდნობა, გვერდზე ხელს იდებს და ცდილობს
სიცილი შეიკავოს, როცა მიმტანი ქვითრით გვიახლოვდება. ჯერემი
ქვითარს ართმევს და ახერხებს თქვას, მე ვიხდიო.
შინ დაბრუნებისას ქრუ სახლში გვასწრებს.
– მაღლა აირბინე და ეიფრილს უთხარი, რომ მოვედით, – უკნი-
დან აწევს ჯერემი.

140
ჯერემი ავტოფარეხის კარს კეტავს და სახლში შესვლამდე ორივე
ვჩერდებით. კიბესთან ახლოს ჩაბნელებულ კუთხეში ვდგავართ.
სამზარეულოდან მომავალი სინათლის სხივი ჯერემის სახეზე ეცემა.
– ვახშმისთვის გმადლობ, კარგად გავერთე.
ჯერემი ქურთუკს იხდის.
– ჰო, მეც, – იღიმება და ქურთუკს კართან კაუჭზე კიდებს. ამაღამ
სხვანაირად გამოიყურება, თითქოს თავისი ცხოვრებისგან ჩვე-
ულებრივზე ნაკლებად დამძიმებულია, – უფრო ხშირად უნდა გავიყ-
ვანო ხოლმე ქრუ გარეთ.
თავის ქნევით ვეთანხმები და ხელებს ჯინსის უკანა ჯიბეებში ვი-
ცურებ. მომდევნო რამდენიმე წამს მძიმე სიჩუმე ისადგურებს. ეს მო-
მენტი ნამდვილი პაემნის შემდეგ გამოსამშვიდობებელ წუთს ჰგავს,
როცა ვერ გადაგიწყვეტია, აკოცო თუ ჩაეხუტო.
რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაში მისაღები არც ერთია და არც
მეორე, რადგან ეს პაემანი არ ყოფილა.
ისეთი შეგრძნება რატომ მაქვს, თითქოს პაემანი იყო?
კიბეზე ქრუს ფეხის ხმა გვესმის და ერთმანეთს თვალს ვაშო-
რებთ. ჯერემის მზერა რამდენიმე წამს შვილის ფეხებისკენ გაურბის,
და სანამ ფარეხიდან გავა, პირიდან სწრაფად უშვებს ჰაერს, თით-
ქოს ქრუმ რაღაც ისეთის თქმაში შეუშალა ხელი, რასაც ჯერემი მა-
ლევე ინანებდა. რაღაც, რასაც დარწმუნებული არა ვარ, რომ მე ვი-
ნანებდი.
მძიმედ ვოხრავ. პირდაპირ ვერიტის კაბინეტში შევდივარ და
კარს ვკეტავ. ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავიტანო. სიცარიე-
ლეს ვგრძნობ – მუცელში ტკივილის შეგრძნება მაქვს, რაც არა მგო-
ნია, მალე გაქრეს. თითქოს მასთან ერთად მეტი ასეთი წუთის გატა-
რება მჭირდება. წუთების, რომლებსაც ვერ მივიღებ. წუთების, რომ-
ლებსაც არ უნდა ვიღებდე.
ვერიტის ხელნაწერს ვფურცლავ იმ იმედით, რომ ჯერემისთან
გატარებული ინტიმური სცენის ჩანაწერს ვიპოვი. არ ვიცი, ეს რო-
გორ ადამიანად მაქცევს, რადგან უამრავი კუთხით არასწორია, მაგ-
რამ არა იმაზე მეტად არასწორი, ვიდრე მასთან ფიზიკური საზღვრ-

141
ის გადაკვეთა იქნებოდა.
რეალურ ცხოვრებაში ის ჩემი ვერ გახდება, მაგრამ შემიძლია
გავიგო, როგორია ლოგინში. ამით მასთან დაკავშირებულ ფანტა-
ზიებს შევეშველები, რაც, სავარაუდოდ, აუცილებლად მექნება.

142
თავი 5

ვგრძნობდი, მალე თავს ვეღარ შევიკავებდი. კრიზისი დამეწყე-


ბოდა. ნერვული შეტევა მაინც. ან წყობიდან გამოვიდოდი. ან დაგეს-
ლვას დავიწყებდი, თუმცა ნებისმიერი ჩამოთვლილთაგანი უადგი-
ლო იქნებოდა.
უბრალოდ, მეტს ვეღარ ვუძლებდი თუ ერთი არ ტიროდა, მეორე
ტიროდა. თუ ერთს არ შიოდა, მეორეს შიოდა. ერთსა და იმავე დრ-
ოს იშვიათად ეძინათ. ჯერემი ძალიან მეხმარებოდა და ნახევარ საქ-
მეს აკეთებდა, მაგრამ ერთი ბავშვი რომ გვყოლოდა, ოდნავ მაინც
დავისვენებდი, ორთან კი თითქოს თითოეული ჩვენგანი სრულფა-
სოვანი მარტოხელა მშობელი იყო.
გოგონები რომ დაიბადნენ, ჯერემი ჯერ ისევ სრული განაკვეთით
მუშაობდა უძრავი ქონების კომპანიაში. ჩემს დასახმარებად ორკვი-
რიანი შვებულება აიღო, მაგრამ ეს ორი კვირაც გავიდა და სამსა-
ხურში უნდა დაბრუნებულიყო. ძიძის დაქირავების საშუალება არ
გვქონდა, რადგან ჩემი პირველი ხელნაწერის გაყიდვით მიღებული
ავანსი ძალიან ცოტა იყო. თავზარდაცემული ველოდი ბავშვებთან
მარტო დარჩენას, როცა ჯერემი დღეში ცხრა საათს სამსახურში გა-
ატარებდა.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჯერემის სამსახურში დაბრუნება
ჩემთვის საუკეთესო გამოსავლად იქცა.
სახლიდან დილის შვიდზე გადიოდა. მასთან ერთად ვიღვიძებდი,
რომ დაენახა გოგონებს ვუვლიდი. როგორც კი წავიდოდა, ბავშვებს
საწოლებში ვაბრუნებდი, მათ მონიტორს ვთიშავდი და ლოგინში
ვწვებოდი. ჯერემის სამსახურში დაბრუნების დღიდან იმდენ ხანს მე-
ძინა, რამდენიც, ალბათ, არასდროს ჩემს ცხოვრებაში. კუთხის ბი-
ნაში ვცხოვრობდით, სხვა ბინებთან საერთო კედელი არ გვქონდა,
ამიტომ ბავშვების ტირილი არავის ესმოდა.
მათი არც მერე მესმოდა, როცა ყურსასმენებს ვიკეთებდი.
ჯერემის სამსახურში დაბრუნებიდან სამი დღის შემდეგ ისეთი შე-

143
გრძნება დამეუფლა, თითქოს ცხოვრება თავის ჩვეულ კალაპოტში
დგებოდა. დღისით დიდხანს მეძინა, ჯერემის სახლში მოსვლამდე
ცოტა ხნით ადრე ტყუპს ვაჭმევდი, ვაბანავებდი და ვახშმის სამზა-
დისს ვიწყებდი. ყოველღამ სახლში შემოსვლისას, ბოლოს და ბო-
ლოს, ყურადღებამიქცეული ბავშვები მშვიდად ხვდებოდა, სამზარე-
ულოდან ვახშმის სურნელი გამოდიოდა და ჯერემიც გაოცებას ვერ
მალავდა, თუ რა შესანიშნავად ვუმკლავდებოდი ცხოვრებას.
ძილის რეჟიმის შეცვლის გამო ღამის კვება არც მაწუხებდა. გა-
მოძინებას ჯერემის სამსახურში ყოფნისას ვასწრებდი. დღის განმავ-
ლობაში ტირილით დაქანცული გოგონები ღამით შედარებით უკეთ
იძინებდნენ. როგორც ჩანს, ტირილი მათზე კარგად მოქმედებდა.
ღამით, როცა ყველას ეძინა, ვწერდი, ამიტომ კარიერაში საკმაოდ
დავწინაურდი.
ერთადერთი ადგილი, სადაც ვერაფერს ვაკეთებდი, საძინებელი
იყო. ჩემს ექიმს ჯერ სექსის უფლება არ მოეცა. რადგან ბავშვების
გაჩენიდან ოთხი კვირა არ გასულიყო. მაგრამ ვიცოდი, თუ ჩემი ქო-
რწინების ამ ნაწილს არ გავაცოცხლებდი, ის ქორწინების სხვა ნაწი-
ლებსაც გადაედებოდა. ცუდი სექსუალური ცხოვრება ვირუსივითაა.
ქორწინება შესაძლოა ჯანსაღი იყოს ყველა სხვა ასპექტში, მაგრამ
როგორც კი სექსი კლებას იწყებს, ურთიერთობის ყველა სხვა მხა-
რესაც აავადებს.
მიზნად დავისახე ეს ჩვენს ურთიერთობას არ დამუქრებოდა.
წინაღამით ვცადე მასთან სექსი, მაგრამ ჯერემის ეშინოდა, რომ
რამეს მატკენდა. მართალია, საკეისრო კვეთა გამიკეთეს, მაგრამ
მა-ინც ეშინოდა. ინტერნეტში წაეკითხა, რომ ექიმის უნებართვოდ
თითითაც კი არ უნდა ცდილიყო შეღწევას, ექიმთან ვიზიტი კი მხოლ-
ოდ ორი კვირის შემდეგ გვიწევდა. პროფესიონალი მედიკოსის თან-
ხმობის გარეშე სექსზე უარს ამბობდა.
ამდენ ხანს ლოდინი არ მინდოდა. ვერ მოვიცდიდი. მენატრებო-
და. ჩვენი კავშირი მენატრებოდა.
იმ დილით, გამთენიის ორ საათზე, ჯერემი ასოზე ჩემი ენის შეხე-
ბამ გააღვიძა. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე გაღვიძებულიც არ

144
იყო, როცა ასო ქვასავით გაუმაგრდა.
ერთადერთი, რითაც მივხვდი, რომ ეღვიძა, თავზე შემეხო და თი-
თები თმაში შემიცურა. ეს მისი ერთადერთი მოძრაობა იყო. ბალი-
შიდან არც აუღია თავი, რომ ჩემთვის შემოეხედა და რატომღაც ეს
მომეწონა. მგონი, თვალიც არ გაუხელია. უძრავად და უსიტყვოდ იწ-
ვა და ჩემს ენას ჭკუიდან გადაჰყავდა.
თხუთმეტი წუთის განმავლობაში ვლოკავდი, ვაღიზიანებდი, ხე-
ლით ვეფერებოდი და ამ დროის განმავლობაში პირში ერთხელაც
არ ჩამიდვია. საშინლად უნდოდა ეს გამეკეთებინა, რადგან მოუსვე-
ნრობას შეეპყრო და ვიცოდი, გათავება უნდოდა, მაგრამ ამ სიამოვ-
ნებას პირით არ მივანიჭებდი. მინდოდა ეს ჩემი გაჟიმვით მიეღო,
რაც პირველი იქნებოდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ხელებზე მოუსვენრობა დაეტყო, კეფაზე მიჭერდა და ასოს სახეზე
მაბჯენდა, უსიტყვოდ მეხვეწებოდა, პირში ჩამედო. ყურადღება არ
მივაქციე, წინააღმდეგობას ვუწევდი. ვკოცნიდი და ვლოკავდი, მას
კი მხოლოდ ჩემს პირში ჩადება უნდოდა.
როცა ჭკუიდან ისე გადავიყვანე, რომ სურვილმა გონიერებას
სძლია, ჯერემის მოვშორდი. ისიც გამომედევნა. ზურგზე დავწექი,
ფეხები გადავშალე და მაშინვე დამაცხრა, არც დაფიქრებულა, ისე
გამიყარა. ნაზადაც კი არ მომქცევია. ჩემმა ენამ სიგიჟემდე მიიყვა-
ნა, რადგან ახლა ისე გავეშებით მჟიმავდა, რომ მართლა მტკიოდა.
ამან თითქმის საათ-ნახევარს გასტანა – როგორც კი დაამთავ-
რა, იქამდე ვწოვე, სანამ ისევ არ აუდგა. ორივე ჯერზე ერთმანეთის-
თვის ერთი სიტყვაც არ გვითქვამს. არც მერე ამოგვიღია ხმა, როცა
ყველაფერს მოვრჩით და მისი დაღლილი სხეულის ქვეშ მოქცეული
ვიწექი. გვერდით გადაწვა და ხელები შემომხვია. ზეწრები ოფლსა
და სპერმაში ცურავდა, მაგრამ ისე გვეძინებოდა, ამის დარდი აღარ
გვქონდა.
მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იყო. ჩვენ შორის ყვე-
ლაფერი ძველებურად იყო. ჩემს სხეულს ისევე აღმერთებდა, რო-
გორც ყოველთვის.შესაძლოა გოგონებმა ბევრი რამ წაგვართვეს,
მაგრამ მას ჩემი სურვილი არასდროს გაუნელდებოდა.

145
12

ეს თავი ყველაზე რთული წასაკითხი აღმოჩნდა. არაფრით მეს-


მის, როგორ შეუძლია დედას უდრტვინველად დაიძინოს, როცა მე-
ორე ოთახში მისი ჩვილი შვილები ტირიან. უგულო ქალი.
მეგონა, შესაძლოა ვერიტი სოციოპათია-მეთქი, მაგრამ ახლა
უფრო მისი ფსიქოპათობისკენ ვიხრები.
ხელნაწერს ვდებ და ვერიტის კომპიუტერს ვრთავ, რომ ფსიქო-
პათის ზუსტ განმარტებას გადავხედო. პიროვნების ყველა მახასია-
თებელი წავიკითხე. პათოლოგიური მატყუარა, მლიქვნელი და მა-
ნიპულატორი, სინანულის და დანაშაულის შეგრძნების უქონლობა.
უგულობა და თანაგრძნობის ნაკლებობა, ზედაპირული ემოციურო-
ბა.
ვერიტი ყველა ამ თვისებას ამჟღავნებს. ერთადერთი, რაც მის
ფსიქოპათობაში მაეჭვებს, ჯერემის აკვიატებაა. ფსიქოპათებს შეყ-
ვარება უძნელდებათ და თუ მაინც შეუყვარდებათ, სიყვარულის შე-
ნარჩუნება უჭირთ. როგორც წესი, სწრაფად გადადიან ერთი პიროვ-
ნებიდან მეორეზე, ვერიტის კი ჯერემისგან სხვაზე გადასვლა არ უნ-
დოდა, მთელი ყურადღება მასზე ჰქონდა.
კაცი ფსიქოპათზეა დაქორწინებული და წარმოდგენაც არა აქვს,
რადგან ქალმა ყველაფერი გააკეთა ამის დასამალად.
კაბინეტის კარზე ფრთხილად აკაკუნებენ, ამიტომ კომპიუტერის
ეკრანს ვაპატარავებ. კარს ვაღებ და ხელში ჯერემი მრჩება. თმა სვე-
ლი აქვს, თეთრი მაისური და შავი პიჟამის შარვალი აცვია.
ასეთი ყველაზე მეტად მომწონს. ფეხშიშველი, უბრალოდ, მარ-
ტივად ჩაცმული. ჯოჯოხეთურად სექსუალურია და ნერვები მეშლე-
ბა, რომ ასე მიზიდავს. ნეტავ ასევე მიმიზიდავდა, ხელნაწერში მასზე
ინტიმური დეტალები რომ არ წამეკითხა?
– მაპატიე, რომ გაწუხებ. რაღაც მინდა გთხოვო.
– რა ხდება?
ხელით მანიშნებს, რომ უკან გავყვე.

146
– სადღაც სარდაფში ძველი აკვარიუმი უნდა იყოს. თუ შეგიძლია
კარი დამიჭირე, რომ ზემოთ ამოვიტანო და ქრუსთვის გავწმინდო.
მეღიმება:
– უფლებას მისცემს კუ იყოლიოს?
– ჰო, დღეს აღტაცებული ჩანდა. ცოტა გაიზარდა, ამიტომ იმედია
მისი დაპურება გაახსენდება, – ჯერემი სარდაფის კართან მიდის და
აღებს, – კარი უკუღმა დააყენეს. შეუძლებელია კიბეზე დაკავებული
ხელებით ამოსვლა, კარს ვერაფრით გააღებ.
ჯერემი შუქს ანთებს და კიბეზე ჩადის. სარდაფი სახლის გაგრძე-
ლებას არ ჰგავს. მიტოვებული და მოუვლელია, უსახლკარო ბავშვი-
ვით. კიბის საფეხურები ჭრიალებს და კედელზე დამაგრებული მო-
აჯირი დამტვერილია. სხვა დროს ასეთ უსიამოვნო სარდაფში ჩას-
ვლის იოტისოდენა სურვილიც არ მექნებოდა, მით უმეტეს, სახლში,
რომელიც ისედაც თავზარს მცემს. ისე, ამ სახლის მხოლოდ სარდა-
ფში არ ვყოფილვარ და მაინტერესებს, რა ინახება. ნეტავ რა ნივთე-
ბი აქვს ვერიტის ჩამოტანილი?
სარდაფში ჩამავალი კიბე ჩაბნელებულია. ზემოთ ანთებული შუ-
ქი მხოლოდ სარდაფს ანათებს. ბოლო კიბეს რომ ვაღწევ, გულზე
მეშვება, რადგან იქაურობა არც ისეთი საშიშია, როგორიც წარმო-
მედგინა. მარცხნივ სამუშაო მაგიდა დგას, რომელსაც, ეტყობა, დი-
დი ხანია არავის გამოუყენებია. მაგიდაზე საქაღალდეებისა და ფურ-
ცლების დასტებია, მაგრამ უფრო სასაწყობედ გამოყოფილ კუთხეს
ჰგავს, ვიდრე ადგილს, სადაც ადამიანი მუშაობას შეძლებდა.
მარჯვნივ მათი ერთად ყოფნის წლებში დაგროვილი ნივთებით
სავსე ყუთები დგას. ზოგიერთი სახურავითაა, ზოგიც ღია. ერთი ყუ-
თიდან საბავშვო მონიტორი ამოჩრილა და უხერხული შეგრძნება
მეუფლება. ის თავი მახსენდება, სადაც ვერიტი აღიარებს, რომ ბავ-
შვების ტირილი რომ არ გაეგონა, მონიტორს დღისით თიშავდა.
ჯერემი ყუთების უკან და მათ შორის მდებარე ნივთებს არჩევს.
– აქ მუშაობდი ხოლმე? – ვეკითხები.
– ჰო. უძრავი ქონების სააგენტო მქონდა და ხშირად სახლში მო-

147
მქონდა სამუშაო. ეს ჩემი კაბინეტი იყო, – ჯერემი ნაჭრის შალითას
იღებს და განზე მოისვრის. მის ქვეშ მტვრით დაფარული აკვარიუმი
ჩნდება, – ბინგო, – მასში მოთავსებულ ნივთებს შორის იქექება,
რომ დარწმუნდეს, ასაწყობად ყველა ნაწილი აქვს.
ისევ მის კარიერაზე ვფიქრობ, რომელიც სასხვათაშორისოდ ახ-
სენა, მივატოვეო.
– შენი საკუთარი სააგენტო გქონდა?
ჯერემი აკვარიუმს იღებს და ოთახის მეორე მხარეს, მაგიდასთან
მიაქვს. ადგილის გასათავისუფლებლად საქაღალდეებს და ფურც-
lების დასტებს განზე ვწევ.
– ჰო, იმ წელს დავაარსე, როცა ვერიტიმ წიგნების წერა დაიწყო.
– ეგ საქმე გიყვარდა?
თავს მიქნევს.
– ჰო. საქმე ბევრი მქონდა და კარგადაც გამომდიოდა, – აკვა-
რიუმის თავსახურს შტეფსელში აერთებს მასზე დამაგრებული ნა-
თურის შესამოწმებლად, – როცა ვერიტის პირველი წიგნი გამოიცა,
ორივეს გვეგონა, რომ ეს მხოლოდ ჰობი იყო და არა ნამდვილი კა-
რიერა. სერიოზულად არც მაშინ მიგვიღია, როცა გაყიდვა დაიწყო.
შემდეგ მასზე ყველა ალაპარაკდა და სულ უფრო მეტი წიგნი იყიდე-
ბოდა. ორიოდე წლის შემდეგ მის შემოსავალთან შედარებით ჩემი
გამომუშავებული ფული სასაცილო გახდა, – ისე იღიმება, თითქოს
სანუკვარი მოგონება იყოს და სულაც არ აწუხებდეს, – ქრუზე დაორ-
სულების დროს უკვე ვიცოდით, რომ მხოლოდ მუშაობის ხათრით
ვმუშაობდი, და არა იმიტომ, რომ ჩემი შემოსავალი ჩვენს ცხოვრე-
ბას რამეს მატებდა. ისღა დამრჩენოდა, მუშაობისთვის თავი დამე-
ნებებინა, რადგან ძალიან ბევრ დროს მართმევდა, – აკვარიუმში
შუქს რთავს. ამ დროს ზურგს უკან ტკაცუნის ხმა ისმის და ის ერთა-
დერთი შუქიც ქრება, რომელიც სარდაფს ანათებდა.
უკუნეთი სიბნელეა. ვიცი, ზუსტად ჩემ წინაა, მაგრამ ვერ ვხედავ.
გულისცემა მიჩქარდება და მკლავზე ხელის შეხებას ვგრძნობ.
– აქ ვარ, – ამბობს და ხელს თავის მხარზე მადებინებს, – ჩამ-
რთველის ბრალია. უკან გამომყევი და ზემოთ რომ ავალთ, გვერდი

148
ამიარე და კარი გააღე.
აკვარიუმს იღებს და მისი მხრის კუნთის დაჭიმვას ვგრძნობ. ხე-
ლი ისევ მის მხარზე მიდევს და კიბეზე მაღლა მიმავალს უკან მივ-
ყვები. ნელა მიიწევს წინ, სავარაუდოდ, ჩემ გამო. როცა ჩერდება,
ზურგით კედლისკენ დგება. გვერდს ვუვლი და კარის სახელურს ვე-
ჭიდები. კარს ვაღებ და ზემოდან შუქი იღვრება.
ჯერემი პირველი გადის და როგორც კი გზიდან მეცლება, კარს
სწრაფად ვუშვებ ხელს და ჯახუნით იკეტება. შვებით ვსუნთქავ. ეცი-
ნება.
– სარდაფებზე არ გიჟდები, არა?
უარის ნიშნად თავს ვაქნევ:
– ჩაბნელებულ სარდაფებზე არ ვგიჟდები.
ჯერემი აკვარიუმს სამზარეულოს მაგიდაზე დებს და უყურებს.
– ძალიან მტვრიანია, – ისევ ხელში იღებს, – წინააღმდეგი ხომ
არ იქნები, მთავარი საძინებლის საშხაპეში რომ გავრეცხო? ნიჟარა-
ში გამიჭირდება.
თავს ვაქნევ:
– სულაც არა.
ჯერემის აკვარიუმი საძინებელში შეაქვს. მინდა უკან გავყვე და
დავეხმარო, მაგრამ ასე არ ვიქცევი, კაბინეტში ვბრუნდები და მთე-
ლი ძალით ვცდილობ იმ წიგნების სერიაზე მივმართო ყურადღება,
რომელზეც, წესით, უნდა ვმუშაობდე. როგორც ყოველთვის, მისი
ავტობიოგრაფიის კითხვისას, ვერიტიზე ფიქრი ახლაც ყურადღებას
მიფანტავს. ჰო, რადგან დავიწყე, კითხვას თავს ვერ დავანებებ. ეს
მატარებლის რელსებიდან გადავარდნას ჰგავს და ჯერემი ვერ ხვდე-
ბა, რომ ამაში თავადაც გარეულია.
გადავწყვიტე, სერიაზე მემუშავა და ხელნაწერში აღარ ჩამეხედა,
მაგრამ ჯერემი ჩემი საძინებლის სააბაზანოში საქმეს მორჩა, მე კი
წინ უმნიშვნელოდ ვარ წაწეული. სამუშაო დღეს ვამთავრებ და საძი-
ნებელში გავდივარ.
პირის დაბანისა და კბილების გახეხვის შემდეგ, კარადაში ჩამო-
კიდებულ ჩემს მაისურებს ვუყურებ. მათი ჩაცმა არ მინდა, ამიტომ

149
ჯერემის მაისურებში ვიწყებ ქექვას. მაისური, რომელიც ადრე მათ-
ხოვა, მთელ დღეს მის სურნელს აფრქვევდა. მაისურებს ვათვალიე-
რებ და მათ შორის ყველაზე რბილს ვარჩევ, რომელშიც დაძინება
შეიძლება. გულზე, მარცხენა მხარეს, წვრილი ასოებით აწერია:
„კროუფორდის უძრავი ქონების სააგენტო“.
მაისურს ვიცვამ და საწოლთან მივდივარ. დაწოლამდე საწოლის
თავზე ნაკბილარებს ვუყურებ. ვუახლოვდები და ცერს ვუსვამ.
საწოლის თავს მთელ სიგრძეზე ვაკვირდები და მასზე ერთზე მეტ
ნაკბილარს ვამჩნევ. ხუთი თუ ექვსი ადგილია, სადაც ვერიტის კბი-
ლები ჩაუსვია და თუ ახლოდან არ დააკვირდები, ზოგიერთი არც
ჩანს. საწოლზე ავდივარ და სახით მისი თავისკენ მუხლებზე ვდგები.
ქვემოდან ბალიშს ვიდებ და წარმოვიდგენ, რომ ჯერემის სახეზე ვა-
ზივარ და საწოლის თავს ვეჭიდები. თვალებს ვხუჭავ და ხელს ჯერე-
მის მაისურის ქვეშ ვიცურებ, ვითომ მუცელზე მეხება და მკერდზე მე-
ფერება.
პირით ჰაერს ვისუნთქავ, მაგრამ ზემოდან ხმაური მესმის და ყუ-
რადღება მეფანტება. ჭერს ავყურებ და ვერიტის საავადმყოფოს სა-
წოლის დუდუნს და მოძრაობას ვაყურადებ.
ქვემოდან ბალიშს ვიცლი, ზურგზე ვწვები და ჭერს ავყურებ.
ვფიქრობ, ნეტავ ვერიტის თავში რა ხდება. თუ საერთოდ ხდება რა-
მე. ნეტავ იქ სრული სიბნელეა? ადამიანების საუბარი ესმის? კანზე
მზის მცხუნვარებას გრძნობს? ადამიანების შეხებას ერთმანეთისგან
არჩევს?
ხელებს გვერდებზე ვილაგებ და გაუნძრევლად ვწევარ. ვცდი-
ლობ წარმოვიდგინო, რა შეგრძნებაა, როცა საკუთარ სხეულს ვერ
ამოძრავებ. არ ვინძრევი, მაგრამ სულ უფრო და უფრო მოუსვენრად
ვგრძნობ თავს. ცხვირის მოფხანა მინდა და ვფიქრობ, ნეტავ ვერი-
ტისაც თუ აწუხებს, რომ ხელის აწევა და მოფხანა არ შეუძლია. ან
საერთოდ მის მდგომარეობაში ფხანას თუ გრძნობს.
თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ, რომ ვერიტი, მგონი, იმსახურებს
სიბნელეს, უძრაობასა და სიჩუმეს. და მაინც, როგორც ფსიქოპათი,
ჯერ კიდევ ბევრ რამეს აკონტროლებს.

150
13

თვალებს ვახელ და სხვანაირი სუნი მცემს. ხმებიც განსხვავებუ-


ლი მესმის.
არ მაეჭვებს, სად ვარ. ვიცი, რომ ჯერემის სახლში ვარ. უბრალ-
ოდ... ჩემს ოთახში არა ვარ.
კედელს შევყურებ. მთავარი საძინებლის კედელი ღია ნაცრის-
ფერია. ეს კედელი ყვითელია. ყვითელი, როგორც მეორე სართუ-
ლის საძინებლები.
ჩემი საწოლი მოძრაობს, მაგრამ არა იმიტომ, რომ საწოლში ვი-
ღაც მოძრაობს. ეს განსხვავებულია... თითქოს მექანიკური მოძრა-
ობაა.
თვალებს მაგრად ვხუჭავ. ღმერთო, გთხოვ. არა. არა, არა, არა,
გთხოვ, არ მითხრა, რომ ვერიტის საწოლში ვწევარ.
მთელი სხეულით ვცახცახებ. თვალებს აუჩქარებლად ვახელ და
თავს გვერდით რაც შემიძლია ნელა ვატრიალებ. როცა კარს, კა-
მოდს და კედელზე დაკიდებულ ტელევიზორს ვხედავ, საწოლში
ვტრიალდები და იატაკზე ვეცემი. კედელს ხელის ცეცებით ვაღწევ
და ზურგით ვეყრდნობი. თვალებს მაგრად ვხუჭავ. ისეთ ისტერიკაში
ვარ, თავს ძლივს ვიკავებ.
მთელი სხეულით ვკანკალებ და სუნთქვისას საკუთარი კანკა-
ლის ხმა მესმის. თავიდან ვტირი, მაგრამ როგორც კი თვალებს ვა-
ხელ და თავის საწოლზე ვერიტის ვხედავ, ვყვირი.
შემდეგ პირზე ხელს ვიჭერ.
გარეთ ბნელა. ყველას ძინავს. ჩუმად უნდა ვიყო.
დიდი ხანია ასეთი რამ არ მომხდარა. ალბათ, წლებია. ახლა კი
ხდება, თავზარდაცემული ვარ და წარმოდგე არა მაქვს, აქ რატომ
აღმოვჩნდი. ნეტავ იმიტომ, რომ მასზე ვფიქრობდი?
„მთვარეულობა თარგზე მოჭრილი არაა, ლოუენ. მას არავითა-
რი მნიშვნელობა არა აქვს. არც წინასწარგანზრახვასთან აქვს რამე
კავშირი“. ჩემი ექიმის სიტყვები ჩამესმის, მაგრამ მათი გაგების სუ-

151
რვილი არა მაქვს. აქედან უნდა გავიდე. ადექი, ლოუენ.
კედელ-კედელ მივცოცავ კარისკენ და ვცდილობ ვერიტის სა-
წოლს მოვშორდე. კედელზე ვარ აკრული, თვალებიდან ცრემლები
მომდის, სახელურს ვატრიალებ და საძინებლიდან გავდივარ.
ჯერემი ხელებს მხვევს და მაჩერებს.
– ეი, – მომმართავს და თავს თავისკენ მიტრიალებს. ცრემლიან
სახესა და დაფეთებულ თვალებში მიყურებს. ხელს ოდნავ მიშვებს
და როგორც კი ამას ვგრძნობ, მაშინვე გავრბივარ. დერეფანს მივუყ-
ვები, კიბეზე ვეშვები, ჩემს საძინებელში შევრბივარ და კარს ვაჯახუ-
ნებ.
რა ჯანდაბაა?! რა ჯანდაბაა?!
ლოგინში სახით კარისკენ ვწვები და საბნის ზემოდან ვიკუნტები.
მაჯა მიფეთქავს. მეორე ხელს მტკივან მაჯაზე ვიჭერ და მკერდზე ვიბ-
ჯენ.
საძინებლის კარი იღება. ჯერემი შემოდის და კარს ხურავს. წელ-
ზემოთ შიშველია, მხოლოდ ფლანელის წითელი პიჟამის შარვალი
აცვია. წითელი კუბოკრული ნაჭრის გაელვებას ვხედავ და ჯერემი
ჩემკენ მორბის. ჩემ წინ იმუხლება, ხელს მკლავზე მადებს და თვა-
ლებში ჩამყურებს.
– ლოუენ, რა მოხდა?
‒ მაპატიე, – ვჩურჩულებ და თვალებს ვიწმენდ, – მაპატიე.
– რისთვის?
თავს ვაქნევ და საწოლზე ვჯდები. უნდა ავუხსნა. შუაღამისას ცო-
ლის საძინებელში გამომიჭირა და, ალბათ, თავში უამრავი შეკით-
ხვა უტრიალებს. შეკითხვები, რომლებზეც პასუხები არა მაქვს.
ჯერემი გვერდით მიჯდება და ფეხს ისე ირთხამს, რომ პირისპირ
მიყურებს. ხელებს მხრებზე მადებს, თავს ხრის და ძალიან სერიო-
ზულად მიყურებს.
– რა მოხდა, ლოუ?
– არ ვიცი, – ვპასუხობ და წინ და უკან ვირხევი, – ზოგჯერ ძილში
დავდივარ. დიდი ხანია არ დამმართნია, მაგრამ დღეს ორი აბი „ქსა-
ნაქსი“ დავლიე და მგონი, ამის ბრალია… არ ვიცი... – ისეთივე ისტე-

152
რიკული ხმა მაქვს, როგორც შინაგანად ვგრძნობ თავს. ჯერემი ამას,
ალბათ, გრძნობს, რადგან თავისკენ მიზიდავს, ხელებს მაგრად
მხვევს და ჩემს დამშვიდებას ცდილობს. ცოტა ხანს აღარაფერს მე-
კითხება. დასამშვიდებლად თავზე ხელს მისვამს და რამდენადაც
მსიამოვნებს მისი თანადგომა, იმდენად დანაშაულის შეგრძნება მა-
წუხებს. ამას არ ვიმსახურებ.
როცა ხელს მაშორებს, ძალდაუტანებლად მეკითხება: -
‒ ვერიტის ოთახში რას აკეთებდი?
თავს ვაქნევ:
– არ ვიცი. იქ გამეღვიძა. შემეშინდა და ვიყვირე... და... ხელებზე
ხელს მიჭერს:
– კარგად ხარ.
მინდა დავეთანხმო, მაგრამ არ შემიძლია. ამის შემდეგ ამ სახ-
ლში როგორ დავიძინო?
შემთხვევით ადგილებში იმდენჯერ გამღვიძებია, სათვალავი
მაქვს არეული. ადრე იმდენად ხშირად მემართებოდა, რომ საძინებ-
ლის კარზე სამი საკეტი მქონდა დაყენებული. უცხო ოთახებში გაღ-
ვიძება არ მიკვირს, მაგრამ ამ სახლში ამდენი ოთახია და რაღა მა-
ინცდამაინც ვერიტის საძინებელში აღმოვჩნდი?
– ამიტომ გინდოდა კარზე საკეტი? – მეკითხება ჯერემი, – რომ
გარეთ არ გასულიყავი?
თავს ვუქნევ და რატომღაც ეცინება.
– ღმერთო, – ამბობს, – მეგონა, იმიტომ გინდოდა, რომ ჩემი გე-
შინოდა.
მიხარია, რომ ჯერემის შეუძლია იუმორით შეხედოს ამას, მე კი,
მგონი, არ შემიძლია.
– კარგი რა, – მეუბნება ნაზად და ნიკაპს მაღლა მაწევინებს, რომ
სახეში შევხედო, – კარგად ხარ. ყველაფერი კარგადაა. ძილში სი-
არული უვნებელი რამაა.
თავს ისე ვაქნევ, რომ ვაგრძნობინო, მტკიცედ არ ვეთანხმები.
– არა, არა, ჯერემი, ასე არაა, – ჯერ ისევ მაჯაზე ჩაბღუჯულ ხელს
მკერდზე ვიდებ, – ჩემი საძინებლიდან შორს აქამდეც გამღვიძებია,

153
ძილში გაზქურა და ღუმელიც ამინთია. ეგ კი არა... – ვოხრავ, –
ძილში ხელიც კი მოვიტეხე და დილამდე არაფერი გამიგია.
სხეულში ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ, როცა ვხვდები,
რომ ახლახან მომხდარი იმ სამარცხვინო საქციელის სიას მიემატე-
ბა, რომელიც კი ძილში სიარულისას ჩამიდენია. მართალია, არაც-
ნობიერად, მაგრამ იმ კიბეზე მაინც ავედი და იმ ლოგინში მაინც ჩავ-
წექი. თუ ასეთი სავალალო რამ ჩავიდინე, ნეტავ კიდევ რაზე ვარ
წამსვლელი?
ნეტავ კარი მძინარემ თავად გავაღე თუ დაძინებისას ღია დამ-
რჩა? აღარ მახსოვს.
ვდგები და კარადისკენ მივდივარ. ჩემოდანს ვიღებ და საკიდრე-
ბიდან ჩემს მაისურებს ვხსნი.
– უნდა წავიდე.
ჯერემი არაფერს ამბობს, ამიტომ ჩალაგებას გავნაგრძობ. სა-
აბაზანოში ვარ და ჩემს ნივთებს ვაგროვებ, როცა კარში ჩნდება.
– მიდიხარ?
თავს ვუქნევ:
– მის ოთახში გავიღვიძე, ჯერემი. კარზე საკეტი დამიყენე და მა-
ინც. კიდევ რომ მოხდეს? ქრუ რომ შევაშინო? – საშხაპის კარს ვა-
ღებ და საპარსს ვიღებ, – თავიდანვე უნდა მომეყოლა, სანამ აქ ღა-
მეს გავათევდი.
ჯერემი საპარსს მართმევს. კოსმეტიკის ჩანთას თაროზე აბრუ-
ნებს. შემდეგ თავისკენ მიზიდავს, თავზე ხელებს მხვევს და მკერდზე
მიხუტებს.
– მთვარეული ხარ, ლოუ, დასამშვიდებლად თავზე მკოცნის, –
ისეთი არაფერია.
ისეთი არაფერია?
მის მკერდზე თავმისვენებულს ცალყბად მეცინება. – ნეტავ დე-
დაჩემსაც ეგრე ჰგონებოდა.
როცა ჯერემი ხელს მიშვებს და უკან იხევს, თვალებში შეშფოთე-
ბას ვატყობ. ნეტავ ჩემზე დარდობს თუ ჩემ გამო? საძინებელში გავ-
ყავარ, სადაც მანიშნებს, საწოლზე დაჯექიო, თვითონ კი ჩემოდან -

154
ში ჩაყრილი ჩემი მაისურების საკიდრებზე ჩამოკიდებას იწყებს.
– გინდა ამაზე ვილაპარაკოთ? – მეკითხება.
– კონკრეტულად რაზე?
– დედაშენს რატომ ეგონა, რომ ეს რამე განსაკუთრებული იყო?
ამაზე საუბარი არ მინდა. ალბათ, ხედავს, რომ გამომეტყველება
მეცვლება, რადგან მომდევნო მაისურზე მიმდგარი, ჩერდება. მაი-
სურს ჩემოდანში აგდებს და საწოლზე მიჯდება.
– არ მინდა უხეშად გამომივიდეს, – მეუბნება და თვალს თვალში
მტკიცედ მიყრის, – მაგრამ ვაჟი მყავს. შენ რომ ასეთ შეშფოთებულს
გხედავ, ეს მეც მაშფოთებს. ასე რატომ გეშინია საკუთარი თავის?
გულის სიღრმეში მინდა საკუთარი თავი დავიცვა, მაგრამ დასა-
ცავიც არაფერია. ვერ ვეტყვი, რომ არავის არაფერს დავუშავებ,
რადგან ამაში დარწმუნებული არა ვარ. ვერ ვეტყვი, რომ ძილში
აღარასდროს ვივლი, რადგან ეს სულ რაღაც ოცი წუთის წინ მოხდა.
ერთადერთი, რისი თქმაც, ალბათ, საკუთარი თავის დასაცავად შე-
მიძლია, ისაა, რომ მისი ცოლივით საზარელი არა ვარ, ოღონდ არც
ვიცი, ამის თავად მჯერა თუ არა.
საზარელი ჯერ არა ვარ და საკუთარ თავს იმდენად ვერ ვენდობი,
რომ ვთქვა, არც არასდროს გავხდები-მეთქი.
საწოლზე ვიხედები და ნერწყვს ვყლაპავ. ყველაფრის სათქმე-
ლად ვემზადები. მაჯა ისევ ფეთქვას იწყებს. ხელს ვუყურებ და ჩემს
ყურადღებას ხელისგულზე ჭრილობა იქცევს.
– არ მიგრძნია, მაჯაზე რა დამემართა, – ვამბობ, – ათი წლის ვი-
ყავი, დილით გამეღვიძა და როგორც კი თვალები გავახილე, მაჯი-
დან მხრამდე ძლიერი გადამცემი ტკივილი ვიგრძენი. შემდეგ თით-
ქოს თავში რაღაც ამიფეთქდა. საშინელმა ტკივილმა დამაყვირა. სა-
ძინებელში დედაჩემი შემოვარდა და მახსოვს, საწოლზე ვიწექი და
ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, როგორიც არასდროს მიგრძნია. იმწამს
მივხვდი, რომ კარის საკეტი გაღებული იყო, არადა, ზუსტად ვიცო-
დი, წინაღამით ჩავკეტე.
ხელს თვალს ვაშორებ და ჯერემის ვუყურებ.
– არ მახსოვს, რა მოხდა, მაგრამ საბანი, ბალიში, ლეიბი, სხეული

155
– ყველაფერი სისხლით მქონდა მოსვრილი, ფეხები – ტალახიანი,
თითქოს მთელი ღამე გარეთ გამეტარებინოს. ისიც არ მახსოვს,
ოთახიდან როგორ გავედი. სათვალთვალო კამერები გვეყენა, რომ-
ლებიც სახლის ფასადს და შიგნით რამდენიმე ოთახს აკონტროლებ-
და. სანამ დედაჩემი მათ შეამოწმებდა, საავადმყოფოში წამიყვანა.
ხელზე ნაკერები და მაჯაზე რენტგენის გადაღება მჭირდებოდა. რო-
ცა შინ დავბრუნდით, ეზოს ჩანაწერები ამოიღო. დივანზე დავსხე-
დით და ვუყურეთ.
ტუმბიდან ჭიქას ვიღებ და გამშრალ ყელს ვისველებ. სანამ გა-
ვაგრძელებ, ჯერემი მუხლზე ხელს მადებს და გასამხნევებლად
ცერს მისვამს. მის ცერს დავყურებ და მოყოლას ვამთავრებ:
‒ ჩანაწერმა აჩვენა, რომ გამთენიის სამ საათზე აივანზე გავედი.
აივნის ვიწრო მოაჯირზე ავძვერი და იქ დავდექი. თავიდან სულ ეს
იყო. უბრალოდ... ვიდექი... ერთი საათის განმავლობაში, ჯერემი.
მთელი საათი ვუყურებდით, ველოდით, იმედი გვქონდა, რომ ჩანა-
წერი გაფუჭებული იქნებოდა, რადგან არავის უნდა შეეძლოს ამდენ
ხანს წონასწორობის შენარჩუნება. ეს არაბუნებრივი იყო, მაგრამ
საერთოდ არ გავნძრეულვარ. ერთი სიტყვაც არ მითქვამს... და შემ-
დეგ გადავხტი. ალბათ, მაჯა დახტომისას ვიტკინე, მაგრამ ჩანაწერ-
ში რეაქცია არ მეტყობა. მიწიდან ორივე ხელით ავდექი და აივნის
კიბე ავიარე. ვხედავდი, რომ ხელიდან სისხლი მომდიოდა და აივ-
ნის იატაკზე ეწვეთებოდა, ოღონდ სახე უმეტყველო მქონდა. პირდა-
პირ ჩემს ოთახში შევედი და დავიძინე.
ჯერემის თვალებში ვუყურებ.
– იმ ღამიდან არაფერი მახსოვს. როგორ მივაყენე საკუთარ თა-
ვს ასეთი ტკივილი და ვერაფერი ვიგრძენი? როგორ შემიძლია ერთ
საათს ვიდგე მოაჯირზე და არც ვირხეოდე? ვიდეომ უფრო შემაშინა,
ვიდრე ჭრილობამ.
ჯერემი ისევ მეხვევა და მადლიერი ვარ, რომ შემიძლია მკერდზე
მივეკრა.
– ამის შემდეგ დედაჩემმა ორკვირიან ფსიქიატრიულ შემოწმება-
ზე გამიშვა, – მის მკერდში თავჩარგული ვამბობ, – რომ დავბრუნდი,

156
აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოთახიდან მოშორებით, თავისუფალ საძინე-
ბელში გადასულიყო და თავის კარზე შიგნიდან სამი საკეტი დაეყე-
ნებინა. ჩემს საკუთარ დედას ჩემი ეშინოდა.
ჯერემი ჩემს თმაში სახეს მალავს და მძიმედ ოხრავს.
– ვწუხვარ, რომ ასეთი რამ შეგემთხვა.
თვალებს მაგრად ვხუჭავ.
– და ვწუხვარ, რომ დედაშენმა არ იცოდა, როგორ გამკლავებო-
და ამ ამბავს. ალბათ, შენთვის ძალიან ძნელი იყო.
ჯერემი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ამ ღამით მჭირდება, რომ
მექცეოდნენ – მშვიდი და მზრუნველი ხმა აქვს. მის მკლავებში თავს
დაცულად ვგრძნობ. მასთან მყუდროდ ვარ. არ მინდა ხელი გამიშ-
ვას. არ მინდა ვერიტის ოთახში გაღვიძებაზე ვიფიქრო. არ მინდა ვი-
ფიქრო, თუ რამდენად არ ვენდობი საკუთარ თავს ძილში და არც მა-
შინ, როცა მღვიძავს.
– შეგვიძლია ხვალ კიდევ ვილაპარაკოთ, – მეუბნება და ხელს
მიშვებს, – ვეცდები მოვიფიქრო, თავი უკეთ როგორ გაგრძნობინო.
ახლა კი ეცადე დაიძინო, კარგი?
ხელს გამამხნევებლად მიჭერს და კართან მიდის. იმის გააზრე-
ბა, რომ წავა და აქ მარტო დამტოვებს, მაშინებს. დაძინებისაც მეში-
ნია.
– რა გავაკეთო დანარჩენი ღამე? უბრალოდ კარი ჩავკეტო?
ჯერემი მაღვიძარას უყურებს. ხუთს ათი წუთი უკლია. შემდეგ
ჩემთან ბრუნდება.
– დაწექი, – მეუბნება და საბანს სწევს. ვწვები და ის ზურგიდან
მიწვება.
ხელებს მხვევს და თავზე ნიკაპს მადებს.
– თითქმის ხუთია. დაძინება გამიჭირდება, ამიტომ სანამ დაგე-
ძინება, აქ დავრჩები.
ზურგზე ხელს არ მისვამს, არც სხვანაირად ცდილობს ჩემს დამ-
შვიდებას. სხეულზე შემოხვეული ხელი ისე აქვს გაშეშებული, თით-
ქოს არ უნდა ჩვენი ასეთი წოლა სხვაგვარად აღვიქვა. მიუხედავად
იმისა, რომ თავად მოუხერხებლად წევს, ვაფასებ, რომ ცდილობს მე

157
შემიქმნას მყუდრო გარემო.
ვცდილობ თვალები დავხუჭო და დავიძინო, მაგრამ თვალწინ
სულ ვერიტი მიდგას. ყურებში გამუდმებით მისი საწოლის ხმაური
მიდგას.
ექვსი საათისთვის ჯერემის ჰგონია, რომ დავიძინე. მკლავს
ამოძრავებს და წამით თითებით თმაზე მეხება. ეს სწრაფად ხდება,
ისევე სწრაფად, როგორც საფეთქელთან მოკლე კოცნა, მაგრამ სა-
ძინებლიდან გასვლისა და კარის დაკეტვის შემდეგ მისი ეს ორი შე-
ხება კანზე დიდხანს მრჩება.

158
14

ღამით არ დამეძინა, ამიტომაცაა, რომ ცხრა საათიც არ შესრუ-


ლებულა და უკვე მეორე ფინჯან ყავას ვისხამ.
ნიჟარასთან ვდგავარ და ფანჯრიდან ვიხედები. ამ დილით, ხუთი
საათისთვის, როცა ჩემს საწოლში ჯერემისთან ერთად ვიწექი და
თავს ვიმძინარებდი, წვიმა დაიწყო.
ფანჯარაში ისევ თვალგაშტერებული ვიყურები, როცა ატალახე-
ბულ სამანქანო გზაზე ეიფრილის მანქანა უხვევს. ნეტავ ჯერემი თუ
მოუყვება, რაც მოხდა.
ამ დილით ჯერემი არ მინახავს. ალბათ, როგორც ყოველთვის,
ახლაც ზემოთაა. ეიფრილის მოსვლამდე არ ჩამოდის ხოლმე. სახ-
ლში შემოსულ ექთანს არ მინდა სამზარეულოში დავხვდე, ამიტომ
კაბინეტისკენ მივდივარ. მოულოდნელად ჯერემის ვეჩეხები, რომე-
ლიც უკან იხევს და მხრებზე ხელს მავლებს. მადლობა ღმერთს, თო-
რემ ჩემი ძვირფასი ყავა დამეღვრებოდა.
დაღლილი ჩანს და ეს ჩემი ბრალია.
‒ დილა მშვიდობის, – ისე მეუბნება, ვითომ არაფერი მომხდარა.
‒ დილა მშვიდობის, – ვჩურჩულებ, ოღონდ არ ვიცი, რა მაჩურ-
ჩულებს
ადგილს ინაცვლებს, გვერდით მიდგება და ჩემკენ ისე იხრება,
თითქოს არ უნდა მისი ნათქვამი ვინმემ გაიგონოს.
– რას იტყვი, საძინებლის კარზე საკეტი რომ დაგიყენო? ეს შე-
კითხვა მაბნევს:
– უკვე ხომ დამიყენე.
– გარედან ვიგულისხმე, – მიხსნის.
ოჰ.
– დასაძინებლად რომ დაწვები, ჩავკეტავ და შენს გაღვიძებამდე
გავაღებ. გარეთ გამოსვლა თუ დაგჭირდება, შეტყობინებას გამომი-
გზავნი ან დამირეკავ და მაშინვე გაგიღებ. მგონი, უკეთ დაიძინებ,
თუ გეცოდინება, რომ ოთახიდან ვერ გახვალ.

159
არ ვიცი, რა ვიფიქრო. არ ვიცი, რატომ ჩანს ეს უფრო მკვეთრი
ნაბიჯი, ვიდრე კარის შიგნიდან ჩაკეტვა, როცა ორივე ერთსა და იმა-
ვე მიზანს ემსახურება – ჩემს ოთახში დატოვებას. მართალია, ეს აზ-
რი უხერხულობას მიქმნის, მაგრამ უფრო უხერხულად ვიგრძნობ
თავს, თუ მეცოდინება, რომ შესაძლოა ოთახიდან ისევ გამოვიდე.
– კარგი იქნება, გმადლობ.
სახლში ეიფრილი შემოდის და სამზარეულოსკენ მიმავალი
გზად ჩერდება. ჯერემი ისევ მე მიყურებს და ექთანს ყურადღებას არ
აქცევს.
– მგონი, დღეს დასვენება გჭირდება.
ეიფრილს თვალს ვარიდებ და ისევ ჯერემის ვუყურებ.
– მირჩევნია ვიმუშაო.
წამით მიყურებს და შემდეგ თავის ქნევით მყაბულდება.
– დილა მშვიდობის, – ამბობს ეიფრილი და ტალახიან ფეხსაც-
მელს კართან იხდის.
‒ დილა მშვიდობის, ეიფრილ, – ისე უბრალოდ პასუხობს ჯერე-
მი, თითქოს დასამალი არაფერი აქვს. გვერდს უვლის და უკანა კა-
რისკენ მიდის. ეიფრილი არ ინძრევა. ცხვირის წვერზე ჩამოწეული
სათვალიდან თვალმოუშორებლად მიყურებს.
– დილა მშვიდობის, ეიფრილ, – ვამბობ და ჯერემივით უცოდვე-
ლად არ გამოვიყურები. ვერიტის კაბინეტისკენ მივდივარ და სამუ-
შაო დღეს ვიწყებ, მერე რა, რომ წუხელ მომხდარი ჯერ კიდევ ვერ
მომინელებია.
დილას ინტერნეტით ვიწყებ, ელექტრონულ წერილებს ვპასუ-
ხობ. კორის ინტერვიუები გადმოუგზავნია – ასეთი რამ არასდროს
მიმიღია. ბევრი შეკითხვა ერთმანეთის მსგავსია – უნდათ გაიგონ,
რატომ დამიქირავა ვერიტიმ, რას შევმატებ სერიებს, რა გამოცდი-
ლება მაქვს, რაც ვერიტისთან მუშაობაში დამეხმარება. პასუხების
უმრავლესობას სხვადასხვა ინტერვიუში ვიმეორებ.
სადილის შემდეგ დროს მეშვიდე წიგნის მონახაზის კეთებაში ვა-
ტარებ. ჩანაწერების პოვნის იმედი გადამეწურა, ამიტომ მთელ წიგ-
ნს ნულიდან ვწერ. მუშაობა მიჭირს. გასულმა ღამემ დამქანცა.

160
ვერ ვმშვიდდები, მაგრამ ვცდილობ წუხანდელზე არ ვიფიქრო.
ნაშუადღევს ტაკოს სურნელი მცემს. მეღიმება. ვხვდები, რომ ტა-
კოს ჩემ გამო აკეთებს. დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის,
ერთ თეფშს ახლაც შემინახავს. არ მსიამოვნებს იმ მაგიდაზე სადი-
ლობა, სადაც ეიფრილი ვერიტის აჭმევს.
მომდევნო რამდენიმე წუთს ვერიტიზე ფიქრში ვატარებ და საკუ-
თარ თავს ვეკითხები, მისი ასე რატომ მეშინია. უჯრას დავყურებ,
რომელშიც მის ხელნაწერს ვინახავ. კიდევ ერთი თავი და ამით და-
ვამთავრებ. რაც არის, არის.

161
თავი 6

მათი დაბადებიდან ექვსი თვე გავიდა და მე ისევ ვნატრობდი, ნე-


ტავ სულ არ დაბადებულიყვნენ-მეთქი.
არადა, დაიბადნენ და ჯერემის ისინი უყვარდა, ამიტომ მეც თავს
ძალას ვატანდი. ზოგჯერ ვფიქრობდი, ეს ძალდატანება თუ ღირდა
ამად. ზოგჯერ მიჩნდებოდა სურვილი, ჩანთები ჩამელაგებინა და
უკანმოუხედავად წავსულიყავი. ამ ნაბიჯისგან თავს მხოლოდ ჯერე-
მის გამო ვიკავებდი. მის გარეშე ცხოვრება არ მინდოდა. ორი არჩე-
ვანი მქონდა:
მეცხოვრა მასთან და ორ გოგოსთან ერთად, რომლებიც ჩემზე
მეტად უყვარდა.
მეცხოვრა მის გარეშე.
ეს სამნი ერთ პაკეტად იყვნენ წარმოდგენილი. საკუთარი თავი
მძულს, იმ სექსის დროს თავი რომ არ დავიცავი; რომ მეგონა, ამას
შევძლებდი, და რომ თითქოს ყველაფერი კარგად იქნებოდა. კარ-
გად არაფერი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემს თავს არაფერი იყო
კარგად. თითქოს ჩემი ოჯახი თოვლის ბურთულა-სუვენირში ცხოვ-
რობდა. ყველაფერი მყუდრო და იდეალური იყო, მაგრამ აქაურო-
ბას არ ვეკუთვნოდი. ამ ცხოვრებას მხოლოდ გარედან ვაკვირდებო-
დი.
იმ ღამით გარეთ თოვდა, მაგრამ ბინაში თბილოდა. მიუხედავად
ამისა, შემცივნებულმა გავიღვიძე. უფრო სწორად, აცახცახებულმა.
მთელი სხეულით ვკანკალებდი. ისეთი ცხადი კოშმარი ვნახე, რომ
მის გავლენას გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგაც ვგრძნობ-
დი. კოშმარის ნაბახუსევი მქონდა.
გოგოების, ჯერემისა და ჩემი მომავალი დამესიზმრა. რვა თუ
ცხრა წლისანი იქნებოდნენ. ზუსტად ასაკს ვერ მივხვდი, რადგან ბავ-
შვებზე ბევრი არაფერი ვიცოდი და არც ის, თუ განვითარების რა
ეტაპზე როგორ გამოიყურებიან. მხოლოდ ის მახსოვს, რომ გავიღ-
ვიძე და შეგრძნება მქონდა, თითქოს რვა თუ ცხრა წლისანი იყვნენ.

162
სიზმარში მათ საძინებელთან გავიარე. კარიდან შევიხედე და
ვერ გავიგე, რას ვხედავდი. ჰარპერი ჩესტინს ზემოდან აჯდა და სა-
ხეზე ბალიში ჰქონდა დაფარებული. შეშინებული შევვარდი, მეგონა,
დავაგვიანე. ჰარპერი დას მოვაშორე და ბალიში ავიღე. ჩესტინს და-
ვხედე. ელდა მეცა. ხელი პირზე ვიტაცე.
იქ არაფერი იყო. ჩესტინის ანფასი ერთიანი და გლუვი იყო, მე-
ლოტი თავივით. არც ნაიარევი ჰქონდა, არც თვალები, არც პირი.
მოსაგუდიც არაფერი იყო.
ჰარპერს გავხედე და მის გაავებულ გამომეტყველებას დავაკ-
ვირდი.
– რა გააკეთე?
ამ დროს გამეღვიძა.
ასეთი რეაქცია სიზმრის გამო არ მქონდა. ის საშინლად ჰგავდა
წინათგრძნობას და ჩემზე გამანადგურებლად იმოქმედა.
მუხლებზე ხელები შემოვიხვიე, საწოლზე წინ და უკან რწევასა და
ამ შეგრძნებაზე ფიქრი დავიწყე. ეს ტკივილი იყო. ტკივილი. და... სუ-
ლიერი ტანჯვა.
სიზმარში სულიერი ტანჯვა ვიგრძენი? როცა მეგონა, რომ ჩესტი-
ნი გარდაიცვალა, მინდოდა მუხლებზე დავცემულიყავი და მეტირა.
სწორედ ასე ვგრძნობდი თავს ჯერემის სიკვდილის წარმოდგენაზე.
ამ დროს ყველაფრის უნარს ვკარგავდი.
სიზმარში ნანახმა და ნაგრძნობმა ისე ამაღელვა, რომ დავჯექი
და ვიტირე. ნეტავ, ბოლოს და ბოლოს, მათთან სულიერი კავშირი
დავამყარე? ჩესტინთან მაინც? ნეტავ დედობა ასეთი შეგრძნებაა?
ვიღაცის ისე შეყვარება, რომ მასთან დაშორებაზე ფიქრიც კი ფიზი-
კურ ტკივილს გაყენებს?
ასეთი აღელვებული გოგოების ჩასახვის შემდეგ არ ვყოფილ-
ვარ. მართალია, ასე მხოლოდ ერთ მათგანზე ვიგრძენი, მაგრამ მა-
ინც ითვლებოდა.
ჯერემიმ საწოლში გვერდი იცვალა. თვალები გაახილა და მუხ-
ლებზე ხელებშემოხვეული დამინახა.
– კარგად ხარ?

163
არ მინდოდა რამე ეკითხა, რადგან ჯერემის ჩემი ფიქრების გა-
მოცნობა კარგად გამოსდიოდა. უმრავლესობის მაინც. არ მინდოდა
ამ ფიქრების შესახებაც სცოდნოდა. როგორ ვეტყოდი, რომ ბოლოს
და ბოლოს შემიყვარდა ჩვენი ერთი ქალიშვილი, იმის აღიარების
გარეშე, რომ აქამდე არც ერთი მათგანი არ მიყვარდა?
რაღაც უნდა გამეკეთებინა. რაღაცით უნდა დამეკავებინა, რომ
მეტისმეტად ბევრი შეკითხვა არ დაესვა. გამოცდილებით ვიცოდი,
რომ ვერაფერს მათქმევინებდა, თუ პირში მისი ასო მედებოდა.
ქვემოთ ჩავიჩოჩე და სანამ პოზიცია დავიჭირე და პირი მოვამზა-
დე, მას უკვე ასდგომოდა. რაც შემეძლო მაგრად მოვწოვე.
მიყვარდა, როცა კვნესოდა. ჯერემი ჩუმი საყვარელი იყო, მაგ-
რამ ზოგჯერ, როცა თავს კარგავდა, არც ისეთი ჩუმი ხდებოდა. ახლა
ეიფორიაში ჩავარდა და უცებ დავინტერესდი, ნეტავ ჩემამდე რამ-
დენ ქალს დაუკვნესებია? კიდევ რამდენი წყვილი ტუჩი შემოხვეოდა
მის ასოს?
ასოს პირი გავუშვი და ვკითხე:
– ჩემამდე რამდენ ქალს მოუწოვია შენი ასო?
ჯერემიმ იდაყვებზე წამოიწია და გაკვირვებულმა დამხედა.
– სერიოზულად მეკითხები?
– ჰო, მაინტერესებს.
გაეცინა და თავი ბალიშზე დადო:
– არ ვიცი, არ დამითვლია.
– ამდენს? – ვაღიზიანებ და ზემოდან ვაჯდები. მიყვარს, როცა
თეძოებზე ხელს მიჭერს და ჩემს ქვეშ ათავებს, – თუ პირდაპირ არ
მპასუხობ, ესე იგი, ხუთზე მეტი იყო.
– ნამდვილად ხუთზე მეტი იყო, – მეთანხმება.
– ათზე მეტი?
– ალბათ, სავარაუდოდ. ჰო.
უცნაურია, რომ ამაზე არ ვეჭვიანობ, ორი ჩვილის გამო კი ვღი-
ზიანდები. იქნებ იმიტომ, რომ გოგოები ახლა არიან მის ცხოვრება-
ში, ის ძუკნები კი... წარსულში დარჩნენ.
– ოცზე მეტი?

164
ჩემკენ ხელები გამოიშვირა და ძუძუებზე ჩამავლო. მოუჭირა და
ისეთი გამომეტყველება მიიღო, როგორსაც მაშინ იღებდა, როცა სა-
დაც იყო გამჟიმავდა. მაგრად.
– ალბათ, ეს ახლოა, – ჩამჩურჩულა და თავისკენ მიმიზიდა. ტუ-
ჩები მომიახლოვა და სხეულზე ხელი ამისვა, – შენი ფუჩუ რამდენ
კაცს აულოკავს?
– ორს. შენნაირი გარყვნილი არა ვარ.
ტუჩებზე პირმოდებულმა გამიცინა და ზურგზე დამაწვინა.
– მაგრამ ეგ გარყვნილი კი გიყვარს.
‒ ყოფილი გარყვნილი, – ვუსწორებ.
მისმა გამომეტყველებამ შემაცდინა. იმ ღამით არ გავუჟიმივარ –
სიყვარულით სავსე სექსი გვქონდა. სხეულის ყოველი სანტიმეტრი
დამიკოცნა. დამაწვინა და მაწვალა და მაწამა, როცა სულ ის მინდო-
და, რომ მისთვის მინეტი გამეკეთებინა. ყოველ ჯერზე, როცა კი ად-
გომას და ინიციატივის აღებას დავაპირებდი, მაჩერებდა.
არ ვიცი, ასე ძალიან რატომ მომწონდა მისთვის სიამოვნების მი-
ნიჭება, მაგრამ ეს ჩემს პირად სიამოვნებას მერჩივნა. ალბათ, სიყ-
ვარულის ენაზე ან რაღაც სხვა აბდაუბდაში ამას რამე ჰქვია. ჩემი
სიყვარულის ენა მომსახურება იყო, ჯერემის სიყვარულის ენა – მი-
ნეტი. ერთმანეთისთვის ზედგამოჭრილი წყვილი ვიყავით.
გათავებას წამები აკლდა, როცა რომელიღაცა გოგო ატირდა. ჯე-
რემიმ ამოიხვნეშა, მე თვალები ავატრიალე და ორივენი მონიტო-
რისკენ გავემართეთ, ოღონდ ჯერემის შეხედვა უნდოდა, მე – გა-
მორთვა.
ვიგრძენი, რომ ჩემს სხეულში ასო მოუდუნდა, ამიტომ მონიტო-
რი გამოვრთე. დერეფნიდან ტირილის ხმა მაინც გვესმოდა, მაგრამ
დარწმუნებული ვიყავი, თუ ჯერემი დაწყებულ საქმეს დაასრულებ-
და, მათ ხმას დროებით დავახშობდი.
– წავალ, დავხედავ, – მითხრა და ადგომა სცადა, მაგრამ სა-
წოლში დავაბრუნე და ზემოდან შემოვაჯექი.
– როცა დაამთავრებ, მე თვითონ წავალ, ცოტა ხანს იტიროს,
კარგია ბავშვებისთვის.

165
ჯერემის ეს დიდად არ მოეწონა, მაგრამ როგორც კი ასოზე ჩემი
პირი იგრძნო, დამყაბულდა.
პირველ ცდასთან შედარებით სპერმის ყლაპვაში ბევრად დავიხ-
ვეწე. ვიგრძენი, რომ გათავებას აპირებდა, ამიტომ ხრჩობის მსგავ-
სი ხმები ამოვუშვი. რატომღაც მისი ასოთი დახრჩობაზე ფიქრი გან-
საკუთრებით აღაგზნებდა. ოჰ, ეს კაცები. ჯერემიმ დაიკვნესა, ასო
კიდევ უფრო ღრმად, ყელისკენ ჩავუშვი და კიდევ ერთხელ ამოვუშ-
ვი ხრჩობის ხმა. ამით გაათავა. გადავყლაპე, პირი მოვიწმინდე და
ავდექი.
– დაიძინე. მე მივხედავ.
ამჯერად მართლა მინდოდა ბავშვებისთვის მიმეხედა. პირველი
შემთხვევა იყო, როცა მათი გამოკვების გამო გაღიზიანების გარდა
რაღაც სხვაც ვიგრძენი. მინდოდა ჩესტინისთვის მეჭმია. ხელში
ამეყვანა, ჩავხუტებოდი, მყვარებოდა. მათ საძინებელთან მიახლო-
ებისას აღტაცებას ვგრძნობდი.
აღტაცება გაღიზიანებაში გადამეზარდა, როგორც კი დავინახე,
რომ ჰარპერი ტიროდა.
იმედი გამიცრუვდა.
მათი საწოლები ერთმანეთზე იყო მიდგმული და გამიკვირდა,
რომ ჰარპერის ტირილის მიუხედავად, ჩესტინს მაინც ეძინა. ჰარ-
პერს გვერდი ავუარე და ჩესტინს დავხედე. ისეთი გრძნობა მომეძა-
ლა, რომ გული ამტკივდა. ასევე ტკივილამდე მინდოდა ჰარპერს მო-
ეკეტა.
ჩესტინი ხელში ავიყვანე და სარწეველა სავარძელთან მივიყვა-
ნე. როცა ჩავსხედით, ჩემს მკლავებში შეიშმუშნა. სიზმარი გამახსენ-
და, როგორ შევძრწუნდი, ჰარპერი რომ მისთვის რაღაცის დაშავე-
ბას ცდილობდა. შესაძლოა ავტირებულიყავი ოდესმე მისი დაკარ-
გვის გაფიქრებაზეც კი, იმის წარმოდგენაზე, რომ ეს ყველაფერი ერ-
თხელაც ახდებოდა.
შესაძლოა ეს დედის ინტუიცია იყო. შესაძლოა გულის სიღრმეში
ვიცოდი, რომ ჩესტინს რაღაც საზარელი დაემართებოდა და ამიტო-
მაც ვიგრძენი ეს უზარმაზარი, მოულოდნელი სიყვარული. იქნებ

166
ამით სამყარო მეუბნებოდა, რომ მთელი არსებით მყვარებოდა ეს
პატარა გოგონა, რადგან მასთან იმდენი დროის გატარება არ მომი-
წევდა, რამდენიც ჰარპერთან?
იქნებ ამიტომაც ვერ ვგრძნობდი ჯერ ვერაფერს ჰარპერის მი-
მართ, რადგან ჩესტინის ცხოვრება იქნებოდა ხანმოკლე. მოკვდე-
ბოდა და ტყუპისგან მხოლოდ ჰარპერი გადარჩებოდა.
ვგრძნობდი, რომ ჰარპერის სიყვარული სადღაც გულის სიღრმე-
ში მქონდა ჩამარხული და მას იმ პერიოდისთვის ვინახავდი, როცა
ჩესტინთან ჩემი დრო ამოიწურებოდა.
თვალები მაგრად დავხუჭე. ჰარპერის ტირილი თავს მატკივებ-
და. მოკეტე ეს ოხერი! სულ ტირილი ტირილი ტირილი! ვცდილობ
ჩემს პატარას მოვეფერო!
შევეცადე კიდევ რამდენიმე წუთს ყურადღება არ მიმექცია, მაგ-
რამ შემეშინდა, რომ ჯერემის ეწყინებოდა. ბოლოს ჩესტინი თავის
ლოგინში ჩავაწვინე. მიკვირდა, რომ ისევ ეძინა. მართლა კარგი ბა-
ვშვია. ჰარპერის საწოლისკენ გადავინაცვლე, დავხედე და ბრაზით
ავივსე. თითქოს ის სიზმარი მისი ბრალი იყო.
იქნებ სიზმარს მეტისმეტ მნიშვნელობას ვანიჭებდი. იქნებ წინას-
წარმეტყველება არც იყო. შესაძლოა ეს გაფრთხილება ყოფილიყო.
თუ ჰარპერს დროულად არ მოვუხერხებდი რამეს, ჩესტინი მოკვდე-
ბოდა.
მოულოდნელად დაუძლეველი მოთხოვნილება გამიჩნდა გამო-
მესწორებინა ის, რაც ვიცოდი, რომ მოხდებოდა. ჩემს ცხოვრებაში
არასდროს მქონია ასეთი ცხადი სიზმარი. მეგონა, თუ დაუყოვნებ-
ლივ რამეს არ მოვიმოქმედებდი, ნებისმიერ უახლოეს დღეს ახდე-
ბოდა. პირველად ვიგრძენი, რომ ჩესტინის დაკარგვას ვერ გადავი-
ტანდი. ამის გააზრება თითქმის ისევე მტკენდა გულს, როგორც ჯე-
რემის დაკარგვაზე ფიქრი.
სიცოცხლის მოსპობაზე არაფერი ვიცოდი, მით უმეტეს, ახალშო-
ბილის სიცოცხლის მოსპობაზე. ეს ერთადერთხელ ვცადე და ისიც
მხოლოდ ნაფხაჭნით დასრულდა. მინდოდა გამეგო ჩვილთა უეცარი
სიკვდილის სინდრომის შესახებ. ჯერემიმ ერთხელ წამაკითხა. ეს

167
არც ისე იშვიათად ემართებოდათ ბავშვებს, მაგრამ არ ვიცოდი, ად-
ამიანებს შეეძლოთ თუ არა განსხვავების დანახვა დახრჩობასა და
ამ სინდრომს შორის.
მსმენოდა ისიც, რომ ზოგი ძილში საკუთარ ნარწყევში იხრჩობა.
აქ განზრახ ქმედების დამტკიცება რთული იქნებოდა.
ჰარპერს ტუჩებზე თითი მივადე. მაშინვე თავის წინ და უკან მოძ-
რაობა დაიწყო, რადგან ბოთლი ეგონა. თითის წვერს ტუჩებით ჩა-
ეჭიდა და წოვა დაუწყო, მაგრამ ამან არ დააკმაყოფილა. თითი პი-
რიდან გამოაგდო და ისევ ტირილი მორთო. თითი თავიდან ჩავუდე
პირში, ამჯერად უფრო ღრმად.
ისევ ტიროდა, ამიტომ სულ უფრო ღრმად ვუდებდი პირში თითს.
ქოშინის მსგავსი ხმა გამოსცა, მაგრამ როგორღაც ისევ ტიროდა.
იქნებ ერთი თითი საკმარისი არ იყო.
ახლა ორი თითი ჩავუდე პირსა და ყელში, სანამ თითის სახსარი
ღრძილებზე არ მიებჯინა და ტირილი შეწყვიტა. ცოტა ხანს დავაკ-
ვირდი. მალე პატარა სხეული ძლიერად დაკრუნჩხა, კრუნჩხვის მო-
ვლას შორის მკლავები უშეშდებოდა. ფეხები დაეჭიმა.
ამას დამართებდა თავის დას, მე რომ არ დამესწრო. ამით ჩეს-
ტინს სიცოცხლეს ვუნარჩუნებ.
– კარგადაა? – ისმის ჯერემის ხმა.
ჯანდაბა. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა.
ჰარპერს პირიდან თითები გამოვუღე, ხელში ავიყვანე და სახით
მკერდზე მივიბჯინე, რომ ჯერემის მისი ქოშინი არ გაეგონა.
– არ ვიცი, – ვუპასუხე და მისკენ შევბრუნდი.
ჩვენკენ მოემართებოდა. შეშფოთებული ხმა მქონდა.
– ვერ დავამშვიდე. ყველაფერი ვცადე.
ბავშვს კეფაზე ვუთათუნებდი ხელს და ვცდილობდი ჯერემის-
თვის მეჩვენებინა, რომ ძალიან შეწუხებული ვიყავი.
ამ დროს ჰარპერმა ჩემს მკერდზე აღებინა. როგორც კი ღებინე-
ბას მორჩა, აყვირდა. აღრიალდა. ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა და დრო-
დადრო ქოშინებდა: მისგან ასეთი ტირილი არასდროს გაგვიგონია.
ჯერემიმ სწრაფად ჩაავლო ხელი, გამომართვა და მისი დამშვიდება

168
სცადა. ჯერემის ოდნავადაც არ ადარდებდა, რომ ჩემს ტანზე აღები-
ნა. ჩემთვის არც შემოუხედავს. უსაშველოდ შეწუხებულს, წარბები
შეეკრა, შუბლი შეეჭმუხნა და ბავშვს ათვალიერებდა. ჩემზე ოდნავა-
დაც არ ფიქრობდა, მთელი მისი ყურადღება ჰარპერზე იყო მიპყრო-
ბილი.
სუნთქვა შევიკარი და პირდაპირ სააბაზანოში გავედი, რადგან
ამ სუნის შესუნთქვა არ მინდოდა. დედობაში ყველაზე მეტად ეს მძუ-
ლდა. ეს წყეული ნარწყევი.
სანამ სააბაზანოში ვიყავი, ჯერემიმ ჰარპერს ბოთლში საჭმელი
მოუმზადა. საშხაპიდან რომ გამოვედი, ბავშვს უკვე ეძინა. ჯერემი
ჩვენს საძინებელში იყო და ვიდეომონიტორს რთავდა.
ლოგინში ჩაწოლისას მოულოდნელად გავშეშდი. მონიტორს მი-
ვაშტერდი, რომელიც პირდაპირ ჰარპერისა და ჩესტინის საწოლებ-
ზე იყო მიმართული.
ეს წყეული მონიტორი როგორ დამავიწყდა?
რომ დაენახა, ჰარპერს რას ვუშვრებოდი, ყველაფერი დამთავ-
რდებოდა.
ასე დაუკვირვებლად როგორ მოვიქეცი?
იმ ღამით თითქმის არ მეძინა და გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი,
თუ რას მიზამდა ჯერემი, თუ გამომიჭერდა, როცა ჩესტინის დისგან
დაცვას ვცდილობდი.

169
15

ღმერთო. სკამზე მოვიკუნტე და მუცელზე ხელი მივიჭირე.


– გთხოვ... გთხოვ... – ვთქვი ხმამაღლა, თუმცა არ ვიცოდი, ვის
ან რას ვთხოვდი.
ამ სახლისგან თავი უნდა დავაღწიო. სუნთქვა მეკვრის. ეზოში უნ-
და გავიდე და თავი უნდა გავითავისუფლო იმ ყველაფრისგან, რაც
ახლა წავიკითხე.
მისი ხელნაწერის კითხვისას ყოველთვის მუცელი მტკივდება,
რადგან გამუდმებით ხელი მაქვს მიჭერილი. მეხუთე თავის შემდეგი
გვერდები გადავათვალიერე და არც ერთი არ არის ისეთი თავზარ-
დამცემი, როგორიც ის თავი, სადაც დეტალურად აღწერს, როგორ
სცადა ჩვილის დახრჩობა.
მომდევნო თავებში ვერიტი უმეტესაც ჯერემისა და ჩესტინზე
ამახვილებს ყურადღებას და იშვიათად ახსენებს ჰარპერს, რაც თან-
დათან სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება. წერს, როგორ გახდა
ჩესტინი ერთი წლის, როგორ დარჩა ორი წლის ასაკში პირველად
მარტო ჯერემის დედის სახლში. ყველაფერი, რაც მის ხელნაწერში
ტყუპს ეხებოდა, ჩესტინამდე შემცირდა. მთელი ამბავი რომ არ
მცოდნოდა, ვიფიქრებდი, რომ ჰარპერს ბევრად ადრე დაემართა
რაღაც.
ორივე მათგანზე ვერიტიმ მხოლოდ მაშინ დაწერა, როცა გოგო-
ნები სამი წლის გახდნენ. როგორც კი ახალი თავის კითხვას ვიწყებ,
კაბინეტის კარზე ძლიერი კაკუნი გაისმის. მაგიდის უჯრას ვაღებ და
მასში სწრაფად ვჩურთავ ხელნაწერს.
– შემოდი.
კარის გაღებისას ცალი ხელი უკვე მაუსზე მიდევს, მეორე – მუხ-
ლზე.
– ტაკო გავაკეთე.
ჯერემის ვუღიმი.
– უკვე ჭამის დროა?

170
ეცინება:
‒ ათი საათი დიდი ხანია გავიდა. ჭამის დრო სამი საათის წინ იყო.
კომპიუტერის საათს ვუყურებ. დრო ასე როგორ გამეპარა? რო-
გორც ჩანს, ასე ხდება, როცა ფსიქოზიანი ქალის ამბავს კითხულობ,
რომელიც საკუთარ შვილებზე ძალადობს, – მეგონა, ისევ რვა იყო.
–თორმეტი საათია აქა ხარ, – მეუბნება, – შეისვენე. ამაღამ მე-
ტეორების წვიმაა. უნდა ჭამო. „მარგარიტა“ გაგიკეთე.
„მარგარიტა“ და ტაკო. კმაყოფილებისთვის ბევრი არ მჭირდება.

***

სახლის უკანა აივანზე ვივახშმე. ორივენი სარწეველა სავარძლ-


ებზე ვისხედით და მეტეორების წვიმას ვუყურებდით. თავიდან ბევრი
არ იყო, მაგრამ ახლა ყოველ წუთს ახალი მოდის, თუ უფრო ხშირად
არა.
ცოტა ხნის შემდეგ აივნიდან ეზოში გავედი. ბალახზე გულაღმა
ვწევარ და ცას ავყურებ. ბოლოს და ბოლოს, ჯერემიც მიერთდება.
– დამავიწყდა, ცა როგორ გამოიყურება, – ხმადაბლა ვამბობ, –
მეტისმეტად დიდი ხანია მანჰეტენზე ვარ.
– ამიტომაც წამოვედი ნიუ-იორკიდან, – ამბობს ჯერემი და მარ-
ცხნივ მითითებს, მეტეორის კუდისკენ. იმდენ ხანს ვუყურებთ, სანამ
არ გაუჩინარდება.
– როდის იყიდეთ ეს სახლი შენ და ვერიტიმ?
– როცა გოგონები სამი წლის გახდნენ. ვერიტის პირველი ორი
წიგნი უკვე გამოცემული იყო, ძალიან კარგი შემოსავალი გვქონდა,
ამიტომ გავბედეთ.
‒ ვერმონტი რატომ გადაწყვიტეთ? რომელიმე თქვენგანის ოჯა-
ხი აქ ცხოვრობდა?
– არა. თინეიჯერი ვიყავი, მამაჩემი რომ გარდაიცვალა, დედაჩე-
მი – სამი წლის წინ. მე ნიუ-იორკის შტატში, ალპაკის ფერმაში გავი-
ზარდე, თუ დამიჯერებ.

171
მეცინება და მისკენ ვტრიალდები:
– მართლა? ალპაკების?
თავს მიქნევს.
– ადამიანმა ალპაკების მოშენებით თავი როგორ უნდა ირჩი-
ნოს?
ჯერემის ჩემს შეკითხვაზე ეცინება:
– ვერ ირჩენენ, მართლა. ამიტომაც ბიზნესში დიპლომი ავიღე
და უძრავ ქონებაზე დავიწყე მუშაობა. ვალებში გადავარდნილი ფე-
რმის პატრონობის სურვილი ოდნავადაც არ მქონია.
– შენს საქმეს მალე დაუბრუნდები?
ჯერემი ცოტა ხანს ჩერდება:
– მინდა. შესაფერის დროს ველოდები, რომ ქრუსთვის მკვეთრი
ცვლილება არ იყოს, მაგრამ თითქოს შესაფერისი დრო არასდროს
დგება.
მეგობრები რომ ვიყოთ, მის დასამშვიდებლად რამეს მოვიმოქ-
მედებდი – ხელს ჩავჭიდებდი ან რაღაც მსგავსი, მაგრამ ახლა ჩემში
მეტისმეტად ბევრი რამ ხდება და მინდა ის ჩემთვის მეგობარზე მეტი
იყოს, რაც ნიშნავს, რომ მეგობრები ვერასდროს ვიქნებით. თუ ორ
ადამიანს შორის მიზიდულობა არსებობს, ამ ორს შესაძლოა ჰქონ-
დეს ურთიერთობა ან არ ჰქონდეს. შეუძლებელია ამ ორ მდგომა-
რეობას შორის შუალედური ვარიანტის მოძებნა.
და რადგან დაქორწინებულია... ხელებს მკერდიდან არ ვიღებ,
მას არ ვეხები.
– ვერიტის მშობლები? – ვეკითხები, რადგან მინდა საუბარი გან-
ვაგრძოთ, რომ ჯერემიმ ჩემი გახშირებული სუნთქვა არ შენიშნოს.
ჯერემი ხელს მკერდიდან ისეთი ჟესტით იღებს, ვხვდები, მათზე
ბევრი არაფერი იცის.
– მათ თითქმის არ ვიცნობ. დიდად მზრუნველი მშობლები არც
მანამდე ყოფილან, სანამ ვერიტის თავიანთი ცხოვრებიდან ამოშ-
ლიდნენ.
– ცხოვრებიდან ამოშალეს? რატომ?
– რთული ასახსნელია, – ამბობს, – უცნაური ხალხია. ვიქტორი

172
და მარჯორი სასტიკად რელიგიური ხალხია, ძირისძირობამდე. რო-
ცა აღმოაჩინეს, რომ ვერიტი თრილერებსა და სასპენსებს წერდა,
მოულოდნელად თავი ისე დაიჭირეს, თითქოს მათი შვილი რელიგი-
აზე უარს ამბობდა და რომელიღაც სატანურ კულტს უერთდებოდა.
უთხრეს, წერას თუ არ შეწყვეტ, აღარასდროს დაგელაპარაკებითო.
დაუჯერებელია. რა... სიცივეა. წამით ვერიტის მიმართ თანაგრძ-
ნობა მიჩნდება და ვფიქრობ, ნეტავ დედობრივი ინსტინქტის არარ-
სებობა მემკვიდრეობით ხომ არ მიიღო-მეთქი, მაგრამ თანაგრძნო-
ბა მაშინვე მიქრება, როგორც კი მახსენდება, მძინარე ჰარპერს რაც
დამართა.
– რამდენ ხანს გაგრძელდა ეგ გაუცხოება?
– მოიცა, დავფიქრდე, – ამბობს ჯერემი, – პირველი წიგნი დაახ-
ლოებით ათი წლის წინ დაწერა, ამიტომ... ჰო, ათ წელზე მეტია.
‒ მას შემდეგ არ დალაპარაკებიან? ის თუ იციან, რა მოხდა?
ჯერემი თავს მიქნევს:
– ჩესტინის გარდაცვალების მერე დავურეკე და ხმოვანი შეტყო-
ბინება დავუტოვე, მაგრამ არ დაურეკავთ. მეორეჯერ ვერიტის დაშა-
ვების შემდეგ დავურეკე, მამამისმა მიპასუხა და როცა ვუთხარი, რა
დაემართათ გოგონებს და ვერიტის, გაჩუმდა. შემდეგ მითხრა, ბო-
როტს ღმერთი სჯისო. ტელეფონი გავუთიშე და მას შემდეგ მისგან
არაფერი მსმენია.
ხელი გულზე დავიდე და გაოცებულმა ცას ავხედე.
‒ ოჰო.
– ჰო, – ამბობს ჩურჩულით.
ცოტა ხანს ჩუმად ვართ. ორ მეტეორს ვხედავთ – ერთს სამხრე-
თით, მეორეს აღმოსავლეთით. ჯერემი ორივეზე მითითებს, მაგრამ
არაფერს ამბობს. როცა დიალოგი და მეტეორები მიილია, ჯერემი
იდაყვზე იწევა და ზემოდან დამყურებს.
– როგორ ფიქრობ, ქრუს თერაპია უნდა გავაგრძელებინო?
თავს მისკენ ვაბრუნებ და ვუყურებ. მისგან ერთი ნაბიჯი მაშო-
რებს, ან იქნებ ნაბიჯ-ნახევარი. ისე ახლოსაა, მისი სხეულის სითბოს
ვგრძნობ.

173
‒ ჰო.
მეჩვენება, რომ ჩემს გულწრფელობას აფასებს.
– კარგი, – მეუბნება, მაგრამ ბალახზე აღარ წვება. ისევ მიყუ-
რებს, თითქოს კიდევ რაღაცის შეკითხვა უნდა, – შენ დადიოდი თე-
რაპიაზე?
– ჰო და საუკეთესო რამ იყო, რაც ჩემს თავს მომხდარა, – ისევ
ცას ავყურებ, რადგან არ მინდა ჩემი მომდევნო წინადადების თქმი-
სას მის გამომეტყველებას შევხედო, მას შემდეგ რაც ჩანაწერში იმ
მოაჯირზე მდგომი ჩემი თავი დავინახე, გულის სიღრმეში შემეშინ-
და, ალბათ, სიკვდილი მინდოდა-მეთქი. კვირების განმავლობაში
ვცდილობდი არ დამეძინა. მეშინოდა, რომ საკუთარ თავს განგებ
დავაზიანებდი, მაგრამ ჩემი თერაპევტი დამეხმარა მივმხვდარიყა-
ვი, რომ ძილში სიარულს ჩვენს გეგმებთან საერთო არაფერი აქვს
და რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც იქნა, დავიჯერე.
– შენთან ერთად დედაშენიც დადიოდა თერაპიაზე?
მეცინება:
– არა. ჩემს თერაპიაზეც არ სურდა საუბარი. იმ ღამით, როცა მა-
ჯა მოვიტეხე, რაღაც მოხდა. დედაჩემი შეიცვალა. ყოველ შემთხვე-
ვაში, ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა. ჩვენ შორის კავშირი გაწყდა.
დედაჩემს ძალიან ვამსგავსებ… ‒ გავჩუმდი, რადგან მივხვდი, რომ
ვერიტის სახელის ხსენებას ვაპირებდი.
– ვის ამსგავსებ?
– ვერიტის წიგნების მთავარ გმირს.
– ასეთი ცუდია?
მეცინება:
– მართლა არც ერთი არ წაგიკითხავს?
ისევ ბალახზე წვება და თვალებში აღარ მიყურებს.
– მხოლოდ პირველი.
– რატომ აღარ გააგრძელე?
– იმიტომ... ჩემთვის რთული გასააზრებელი იყო, რომ ყოველი-
ვე ეგ მის წარმოსახვაში არსებობდა.
მინდა ვუთხრა, რომ სწორად შეშფოთდა, რადგან მისი ცოლის

174
აზრები შემაძრწუნებლად ახლოა მისი პერსონაჟის აზრებთან...
მაგრამ არაფერს ვეუბნები, არ მინდა მასზე ასეთი წარმოდგენა შე-
ექმნას. ამდენის გადატანის შემდეგ იმსახურებს, რომ თავის ქორწი-
ნებაზე კარგი მოგონებები შემორჩეს.
– ძალიან სწყინდა, მის ხელნაწერებს რომ არ ვკითხულობდი. ჩე-
მი აღიარება სჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა აღ-
იარებდა: მკითხველი, რედაქტორი, კრიტიკოსები... რატომღაც ჩემი
აღიარება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
იმიტომ, რომ შენით შეპყრობილი იყო.
‒ შენ როგორ იკმაყოფილებ ამ მოთხოვნილებას? – მეკითხება.
თავს ისევ მისკენ ვატრიალებ:
– ჩემთან ეგ არ ხდება. ჩემი წიგნები პოპულარული არ არის. რო-
ცა დადებით შეფასებას ან გულშემატკივრისგან წერილს ვიღებ, ვე-
რასდროს ვგრძნობ, რომ მე მელაპარაკებიან. ალბათ, იმიტომ, რომ
ძალიან გულდახურული ვარ და ხელმოწერებს საჯაროდ არ გავცემ.
ჩემს ფოტოს არ ვაქვეყნებ. მართალია, არიან მკითხველები, რო-
მელთაც ჩემი ნაწერი მოსწონთ, მაგრამ ვინმეს პირდაპირ არას-
დროს უთქვამს, რომ რასაც ვაკეთებ, ვიღაცისთვის მნიშვნელოვა-
ნია, – ვოხრავ, – ალბათ, კარგი შეგრძნება იქნება, ვინმემ თვალებ-
ში ჩამხედოს და მითხრას, შენი ნაწერი ჩემთვის მნიშვნელოვანია,
ლოუენო.
როგორც კი ამ წინადადებას ვამთავრებ, ცაზე მეტეორი ჩნდება.
ორივენი ვუყურებთ, როგორ იჭიმება ცაზე, ტბის თავზე და წყალში
ირეკლება. ტბას ვაკვირდები და ჯერემის ფიქრების გამოცნობას ვც-
დილობ.
– ახალი ნავმისაბმელის გაკეთებას როდის აპირებ? – ვეკითხე-
ბი. დღეს, როგორც იქნა, ძველი ბოლომდე დაშალა.
– ახალს არ ვაშენებ, – მეუბნება სხვათა შორის, – უბრალოდ, იმ
ძველის ყურებამ დამღალა.
კიდევ შევეკითხებოდი რამეს, მაგრამ ვატყობ, ამ თემაზე საუბა-
რი არ სურს.
ჯერემი მიყურებს. ამაღამ ერთმანეთს ხშირად ვუყურებთ თვალე-

175
ბში, მაგრამ ახლა როგორღაც სხვანაირი განწყობით. უფრო მძი-
მედ. შევამჩნიე, რომ მზერა ჩემი ტუჩებისკენ გაექცა. მინდა, მაკოც-
ოს. რომ ეცადა, არ შევაჩერებდი. მგონი, თავს დამნაშავედაც არ
ვიგრძნობდი.
ჯერემი მძიმედ ოხრავს, თავს ისევ ბალახზე ასვენებს და ვარ-
სკვლავებს აჰყურებს.
– რაზე ფიქრობ? – ჩურჩულით ვეკითხები.
– ვფიქრობ, უკვე გვიანია და, ალბათ, უკვე შენს ოთახში უნდა ჩა-
გკეტო.
მის სიტყვებზე მეცინება. ან იქნებ იმიტომ ვიცინი, რომ ორი ჭიქა
„მარგარიტა“ დავლიე. ჩემი სიცილი მასაც აცინებს. სიტუაცია, რო-
მელსაც, სავარაუდოდ, შემდეგ ინანებდა, არ შედგა და ამან ჯერემი
შვებით ამოასუნთქა.
კაბინეტში შევდივარ და ლეპტოპს ვიღებ, რომ ღამით, ჯერემის
დაძინების შემდეგ ვიმუშაო. სანამ ის სამზარეულოში შუქს აქრობს,
მაგიდის უჯრას ვაღებ და ხელნაწერის პატარა ნაწილს ვიღებ ოთახ-
ში წასაღებად. ფურცლებს მკერდზე მიბჯენილი ლეპტოპის უკან ვმა-
ლავ.
საძინებლის კარზე გარედან ახალი საკეტია დაყენებული. პირვე-
ლად ვხედავ. არ მინდა დავათვალიერო ან გავიგო, შიგნიდან ხომ
არ იღება, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩემი ქვეცნობიერი ამას და-
იმახსოვრებს და მოგვიანებით ამ ბარიერს როგორღაც გადავლა-
ხავ.
ოთახში შევდივარ და ნივთებს საწოლზე ვაწყობ. ჯერემი უკან
მომყვება.
– ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება? – მეკითხება ზღურბლიდან.
– ჰო, – ვპასუხობ და ისევ კართან მივდივარ, რომ შიგნიდანაც
ჩავკეტო.
– მაშინ კარგი, ღამე მშვიდობის.
– კარგი, – ღიმილით ვიმეორებ, – ღამე მშვიდობის.
კარის დაკეტვას ვაპირებ, მაგრამ ჯერემი ხელს მაღლა სწევს და
მაჩერებს. კარს ისევ ფართოდ ვაღებ და იმ რამდენიმე წამში ჯერემ-

176
ის გამომეტყველება ეცვლება.
‒ ლოუ, – ხმადაბლა მეუბნება. თავს კარის ჩარჩოს აყრდნობს
და ზემოდან დამყურებს, – მოგატყუე.
ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ მისი სიტყვები ჩემზე მოქმედებს.
ელდა მთელ სხეულში მივლის და მახსენდება იმღამინდელი საუბა-
რი, ჩვენი უწინდელი საუბრები.
– რა მომატყუე?
– ვერიტის შენი წიგნი არასდროს წაუკითხავს.
მინდა უკან დავიხიო და იმედგაცრუება სიბნელით გადავფარო,
მაგრამ არ ვიძვრი და კარის სახელურს მაგრად ვეჭიდები.
– თუ არ წაუკითხავს, ეს რატომ მითხარი?
წამით თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქავს. როცა ისევ ახელს,
წელში სწორდება და ამოისუნთქავს. ხელს მაღლა სწევს და კარის
ჩარჩოს ზედა ნაწილს ეჭიდება.
– მე წავიკითხე შენი წიგნი და კარგი იყო... ფენომენური... ამი-
ტომაც შევთავაზე შენი თავი რედაქტორს, – თავს ოდნავ დაბლა
ხრის და თვალებში მტკიცედ მიყურებს, – შენი ნაწერი ჩემთვის მნიშ-
ვნელოვანია, ლოუენ.
ხელებს დაბლა უშვებს, კარის სახელურს ხელს ჰკიდებს და კარს
კეტავს. ჩარაზვისა და კიბეზე ჩამავალი მისი ფეხის ხმა მესმის.
კარს ვეყრდნობი და ხეს შუბლით ვეხები.
მეღიმება, რადგან კარიერაში პირველად, ჩემი აგენტის გარდა,
ვიღაცამ შემაქო. ლოგინში ვკალათდები და ხელნაწერის ახალ თავს
წასაკითხად ვიმარჯვებ. ჯერემიმ ახლა თავი ისე კარგად მაგრძნობი-
ნა, რომ მისი ცოლის არსებობას ყურადღებას აღარ ვაქცევ.

177
თავი 9

ქათმის გუფთები.
ახალ სახლში ორი კვირის გადასული ვიყავი და ეს ჩემი მომზა-
დებული რიგით მეხუთე სადილი იყო.
ეს ერთადერთი კერძი აღმოჩნდა, რომელიც ჯერემიმ სასადილო
ოთახის კედელზე შეანარცხა.
უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც ჩემზე ბრაზობდა. უბრალოდ, მი-
ზეზი არ ვიცოდი. სექსი ისევ თითქმის ყოველდღე გვქონდა, მაგრამ
ისიც სხვანაირი იყო. თითქოს ჯერემის ჩემთან კავშირი გაეწყვიტა.
მჟიმავდა იმიტომ, რომ ეს ჩვენი ყოველდღიურობა იყო, და არა იმი-
ტომ, რომ ვუნდოდი.
ამიტომაც გადავწყვიტე იმ წყეული გუფთის გაკეთება. ვცდილობ-
დი მისი საყვარელი კერძით მესიამოვნებინა. ჯერემის თავის ახალ
სამსახურთან შეგუება გაუჭირდა. ამას ისიც დაემატა, რომ გოგოები
ბაღში ისე წავიყვანე, მისთვის არაფერი მიკითხავს და ამაზე გამიბ-
რაზდა.
ნიუ-იორკში ცხოვრებისას, როგორც კი ჩემი წიგნების გაყიდვა
დაიწყო, ძიძა დავიქირავეთ. ყოველ დილით, ჯერემის სამსახურში
წასვლის შემდეგ, ძიძა მოდიოდა, რომ ჩემს კაბინეტში განმარტოება
და წერა შემძლებოდა. ჯერემის შინ დაბრუნებისას ძიძა მიდიოდა. ამ
დროს კაბინეტიდან გამოვდიოდი და ვახშამს ერთად ვამზადებდით.
ვაღიარებ, შესანიშნავად აწყობილი სისტემა იყო. ძიძის წყალო-
ბით ჯერემის არყოფნაში ტყუპის მოვლა არ მიწევდა. აქ კი, შუაგულ
ტყეში, ძიძის სახლში მოყვანა რთული აღმოჩნდა. პირველი ორი
დღე მათზე ზრუნვა საკუთარ თავზე ავიღე, მაგრამ უსაშველოდ და-
ვიქანცე და ერთი სიტყვაც ვერ დავწერე. ამიტომ, როცა ეს ყველაფე-
რი ყელში ამომივიდა, ბავშვები ქალაქში წავიყვანე და პირველივე
შემხვედრ ბაღში ჩავწერე.
ჯერემის ეს არ მოსწონდა, მაგრამ მიხვდა, თუ ორივეს მუშაობის

178
გაგრძელება გვინდოდა, რაღაც უნდა გვეღონა. მე მასზე წარმატებუ-
ლი ვიყავი, ამიტომ, თუ ვინმე შინ დარჩებოდა და დღის განმავლო-
ბაში ბავშვებზე იზრუნებდა, მე ნამდვილად არ ვიქნებოდი.
ჯერემის გოგონების ბაღში ყოფნა კი არ ადარდებდა. როგორც
ჩანს, მათი სხვა ბავშვებთან ურთიერთობა მოსწონდა კიდეც, რადგ-
ან გამუდმებით ამაზე ლაქლაქებდა. ჯერემის სადარდებელი ის იყო,
რომ ჩესტინს მიწის თხილზე მწვავე ალერგია ჰქონია – ეს რამდენი-
მე თვის წინ აღმოვაჩინეთ. ჯერემი ამის გამო ფრთხილობდა. არ
სურდა მასზე სხვას ეზრუნა. ეშინოდა, რომ ბაღში საკმარის ყურად-
ღებას არ დაუთმობდნენ. ჩესტინი ის ბავშვი იყო, რომელიც სინამ-
დვილეში მომწონდა და სულელი არ ვიყავი – საბავშვო ბაღს მის
ალერგიაზე ყველაფერი ვუთხარი.
რის გამოც უნდა ყოფილიყო ჩემზე გაღიზიანებული, მჯეროდა,
რომ გემრიელი გუფთით სავსე თეფში და კარგი სექსი ამის დავიწყე-
ბაში დაეხმარებოდა.
იმ ღამით ვახშმის მომზადება განგებ გვიან დავიწყე, რათა ვახ-
შმობისას ბავშვები დაძინებული ყოფილიყვნენ. მაშინ მხოლოდ სა-
მი წლისანი იყვნენ, ამიტომ შვიდზე უკვე ეძინათ. დაახლოებით რვა
საათზე სუფრა გავშალე და ჯერემის სავახშმოდ დავუძახე.
შევეცადე რაც შემეძლო რომანტიკული ვახშამი გამომსვლოდა,
მაგრამ ქათმის გუფთის გასექსუალურება ადვილი არაა. მაგიდაზე
სანთლები ავანთე და უკაბელო დინამიკებში ჩემი საყვარელი მუსი-
კა გავუშვი. ტანსაცმელი მეცვა, მაგრამ მის ქვემოთ ლამაზი საცვა-
ლი, რომელსაც ხშირად არ ვიცვამდი.
შევეცადე ვახშმობისას მასთან უმნიშვნელო რამეებზე მესაუბრა.
– მგონი ჩესტინი უკვე მზადაა ღამის ქოთნისთვის, – ვუთხარი, –
საბავშვო ბაღში ავარჯიშებენ.
– ჰო, კარგია, – თქვა ჯერემიმ, რომელიც ცალი ხელით ტელე-
ფონში რაღაცას ათვალიერებდა, მეორით კი ჭამდა.
ცოტა ხანს მოვიცადე, იმ იმედით, რომ მალე მორჩებოდა ტელე-
ფონის ყურებას, მაგრამ რადგან არ ჩქარობდა, სკამზე ადგილი მო-
ვინაცვლე და მისი ყურადღების მიქცევა კიდევ ერთხელ ვცადე. ვიც-

179
ოდი, ყველაზე მეტად გოგონებზე საუბარი მოსწონდა.
– დღეს ტყუპი რომ გამოვიყვანე, მასწავლებელმა თქვა, ამ კვი-
რაში შვიდი ფერი ისწავლაო.
– ვინ? – მკითხა და, ბოლოს და ბოლოს, თვალებში შემხედა.
– ჩესტინმა.
ჯერემი დამაცქერდა, ტელეფონი მაგიდაზე დააგდო და პირში
მორიგი ლუკმა ჩაიდო.
რა ჯანდაბა სჭირს?
ბრაზის შეკავებას ცდილობდა. ავღელდი. ჯერემი არასდროს
ბრაზდებოდა და როცა ეს ხდებოდა, მიზეზი თითქმის ყოველთვის ვი-
ცოდი. ახლა სხვა იყო. ამას არ ველოდი. ამდენს ვეღარ ავიტანდი.
სკამის საზურგეს მივეყრდენი და ხელსახოცი მაგიდაზე დავაგდე.
– რატომ ხარ ჩემზე გაბრაზებული?
– არა ვარ გაბრაზებული, – მეტისმეტად სწრაფად მიპასუხა.
გამეცინა:
– რა სასაცილო ხარ.
ჯერემიმ თვალები მოჭუტა და თავი გვერდზე გადახარა:
– უკაცრავად?
წინ გადავიხარე:
– ადექი და მითხარი, ჯერემი. საკმარისია სიჩუმეში ჯდომა. კაცო-
ბა გამოიჩინე და მითხარი, რა პრობლემა გაქვს.
ჯერემიმ მუშტები შეკრა და ისევ გაშალა. შემდეგ წამოდგა, თეფ-
ში აიღო და კედელს მიანარცხა. ასეთი გაცეცხლებული არასდროს
მინახავს. თვალებგაფართოებული გავშეშდი, ის კი მძიმე, მრისხანე
ნაბიჯით გავიდა სამზარეულოდან.
გავიგონე, რომ ჩვენი საძინებლის კარი მოაჯახუნა. მის თეფშს
და დაღვრილ წვნიანს შევხედე და გადავწყვიტე მაშინ ამელაგებინა,
როცა შევრიგდებოდით. ამით მიხვდებოდა, თუ როგორ ვაფასებდი.
მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი იდიოტივით მოიქცა.
საძინებელში გავედი. ჯერემი წინ და უკან დადიოდა. როცა
ზურგს უკან კარი მივიკეტე, შემომხედა და შეჩერდა. მთელი ძალით
ცდილობდა სიტყვების ისე დალაგებას, რომ ყველაფერი ეთქვა, რი-

180
სი თქმაც უნდოდა. მართალია, საშინლად გაბრაზებული ვიყავი,
რომ მისთვის გაკეთებული ვახშამი მოისროლა, მაგრამ ასეთ გაცეც-
ხლებულს რომ ვხედავდი, თავს მეც ცუდად ვგრძნობდი.
– სულ ასე ხდება, ვერიტი, – თქვა, – გამუდმებით მასზე ლაპარა-
კობ. ჰარპერს არასდროს ახსენებ. ჩემთვის არასდროს გითქვამს,
ჰარპერმა რა ისწავლა სკოლაში ან ღამის ქოთანზე ჯდომას თუ მიეჩ-
ვია, ან რა საყვარელი რამეები თქვა. ყოველთვის, ყოველდღე, ჩეს-
ტინზე ლაპარაკობ.
ამის დედაც, რაც შემეძლო ვმალავდი, მაგრამ მაინც მიხვდა.
– ასე არაა, – ვთქვი.
– ასეა და ვცდილობდი არაფერი მეთქვა, მაგრამ ბავშვები იზ-
რდებიან და ჰარპერი შეამჩნევს, რომ მათ სხვადასხვანაირად ექცე-
ვი, ეს კი უსამართლობაა.
არ ვიცოდი, ამ უსიამოვნებიდან თავი როგორ დამეღწია. შემეძ-
ლო თავდაცვაზე გადავსულიყავი და იქით დამედანაშაულებინა რა-
მეში, რაც ჯერემიში არ მომწონდა. მართალი იყო, ამიტომ ისეთი რა-
მის მოფიქრება მჭირდებოდა, რითაც ჯერემის დავარწმუნებდი, რომ
ცდებოდა. საბედნიეროდ, ჯერემიმ ზურგი შემაქცია და ამით დაფიქ-
რების საშუალება მომეცა. მაღლა ავიხედე, თითქოს დახმარების-
თვის ღმერთს მივმართავდი. სულელი გოგო ხარ. ღმერთი აღარ და-
გეხმარება.
მისკენ ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი.
– საყვარელო, არ გეგონოს, რომ ჩესტინი უფრო მომწონს. უბრა-
ლოდ... ის ჰარპერზე ჭკვიანია, ამიტომ ყველაფერს პირველი აკე-
თებს.
ჯერემი ჩემკენ სწრაფად მოტრიალდა და ახლა უფრო გაბრაზე-
ბული ჩანდა, ვიდრე მანამდე იყო.
‒ ჩესტინი ჰარპერზე ჭკვიანი არაა. განსხვავებულები არიან, მაგ-
რამ ჰარპერმა ძალიან ბევრი რამ იცის.
– ვიცი, – ვუთხარი და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი. ხმის-
თვის არ ამიწევია. ტკბილად, აუღელვებლად ვლაპარაკობდი, – ეგ
არ მიგულისხმია. ვიგულისხმე, რომ უფრო მიადვილდება ჩესტინის

181
ნამოქმედარზე ემოციის გამოხატვა, რადგან ჩესტინს ეს მოსწონს.
ჩემსავით აქტიურია. ჰარპერი ასეთი არაა. მას უხმაუროდ ვუწონებ
ნამოქმედარს. ვცდილობ არ გამოვხატო. ამით შენ გგავს.
წარბშეუხრელად მიყურებდა, მაგრამ თითქმის დარწმუნებული
ვიყავი, რომ მიჯერებდა, ამიტომ გავაგრძელე: – ჰარპერს არაფერს
ვაძალებ, როცა ხასიათზე არაა, ამიტომ ჰო, ჩესტინზე მეტს ვლაპა-
რაკობ. ზოგჯერ მას მეტ ყურადღებას ვაქცევ. ამას მხოლოდ იმიტომ
ვაკეთებ, რომ ვხვდები, ორი განსხვავებული ბავშვია, განსხვავებუ-
ლი მოთხოვნილებებით. ვალდებული ვარ, ორი განსხვავებული დე-
და ვიყო.
აბსურდის მოგონება კარგად გამომდიოდა. ამიტომაც გავხდი
მწერალი.
ჯერემის ბრაზი თანდათან უნელდებოდა. ყბა ისეთი დაჭიმული
აღარ ჰქონდა. თმაზე ხელს ისვამდა და ჩემს ნათქვამზე ფიქრობდა.
– ჰარპერზე ვდარდობ, – მითხრა, ალბათ, იმაზე მეტად, ვიდრე
საჭიროა. არა მგონია, სხვადასხვანაირი მოპყრობა მომავალში სწ-
ორი იყოს. ჰარპერმა შესაძლოა განსხვავება შეამჩნიოს.
ერთი თვით ადრე საბავშვო ბაღის ერთმა თანამშრომელმა ჰარ-
პერზე შემომჩივლა და ეს მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როცა ჯერე-
მიმ მითხრა, მასზე ვდარდობო. ქალმა მირჩია, ჰარპერი ასპერგე-
რის სინდრომზე გაგვესინჯა. ჯერემისთან ჩხუბამდე ეს აღარც მახ-
სოვდა და მადლობა ღმერთს, გამახსენდა, რადგან თავდასაცავად
შესანიშნავად გამომადგებოდა.
– არ ვაპირებდი ამის თქმას, არ მინდოდა გენერვიულა, – ვუთ-
ხარი, – მაგრამ ბაღის ერთმა მასწავლებელმა მირჩია, ჰარპერი ას-
პერგერის სინდრომზე გასინჯეთო.
ამის გაგონებისას ჯერემი ასმაგად ანერვიულდა. შევეცადე, რაც
შემეძლო გამენეიტრალებინა:
– სპეციალისტს უკვე დავურეკე, – ხვალ დავრეკავ, –დამირეკა-
ვენ, როცა თავისუფალი ადგილი ექნებათ.
ჯერემიმ ტელეფონი ამოიღო და ჰარპერის პოტენციურ დიაგნოზ-
ზე ინფორმაციის ძებნა დაიწყო.

182
– ფიქრობენ, რომ ჰარპერს აუტიზმის სპექტრი აქვს?
ტელეფონი გამოვართვი.
– არ გინდა. კონსულტაციამდე თავს დაიტანჯავ. მოდი, ჯერ სპე-
ციალისტს დაველაპარაკოთ. ინტერნეტი ის ადგილი არაა, სადაც
ჩვენი ქალიშვილის შესახებ პასუხები უნდა ვეძებოთ.
ჯერემიმ თავი დამიქნია და ჩამეხუტა.
– მაპატიე, – ჩამჩურჩულა, – ცუდი კვირა მქონდა. დღეს მნიშვნე-
ლოვანი კლიენტი დავკარგე.
– შენი მუშაობა აუცილებელი არაა, ჯერემი. იმხელა შემოსავა-
ლი მაქვს, თუ გირჩევნია, შეგიძლია სახლში დარჩე და ბავშვებთან
მეტი დრო გაატარო.
– სამსახურის გარეშე ჭკუიდან გადავალ.
– შესაძლოა, მაგრამ სამი ბავშვის ბაღში ტარება ბევრად ძვირი
დაგვიჯდება.
– გადახდა შეგვიძლია... – გაჩერდა და უკან დაიხია, – რა თქვი?
სამი?
თავი დავუქნიე. რა თქმა უნდა, ვცრუობდი, მაგრამ მინდოდა ხა-
სიათზე მომეყვანა. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო. მართლაც ძა-
ლიან გაბედნიერდა, როცა ჩემი ორსულობის ამბავი გაიგო.
– დარწმუნებული ხარ? მეგონა, მეტი ბავშვი აღარ გინდოდა.
– ორიოდე კვირის წინ აბების მიღება დამავიწყდა. ჯერ ადრეა,
ძალიან ადრე. ამ დილით აღმოვაჩინე, – გავუღიმე. შემდეგ კიდევ
უფრო ფართოდ გავუღიმე.
– გიხარია?
– რა თქმა უნდა, შენ?
ოდნავ გაეცინა, შემდეგ მაკოცა და ყველაფერი ჩვეულ მდგომა-
რეობას დაუბრუნდა. მადლობა ღმერთს.
მისი მაისური მუშტში მოვიქციე და მთელი არსებით ვაკოცე, მინ-
დოდა ეს ჩხუბი მთლიანად დაევიწყებინა. ჩემი კოცნით მიხვდა, რომ
კოცნაზე მეტი მინდოდა. მაისური გამხადა, შემდეგ თავისი გაიხადა,
მაკოცა და საწოლისკენ წავედით. შარვალი რომ გამხადა, ბიუსტჰა-
ლტერი და ტრუსი დაინახა, რომლებიც მისთვის ჩავიცვი.

183
– ოჰ, ეს რა ჩაგიცვამს, – შენიშნა და თავი მხარზე ჩამომადო, –
და ჩემი საყვარელი საჭმელი მოამზადე, – დაამატა იმედგაცრუე-
ბულმა. იმედგაცრუების მიზეზს მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა უკან
დაიხია და სახიდან თმა გადამიწია, – მაპატიე, ვერიტი, ცდილობდი
დღევანდელი საღამო განსაკუთრებული ყოფილიყო და მე ყველა-
ფერი გავაფუჭე.
ჯერემი ვერ ხვდებოდა, რომ ის ვერასდროს გამიფუჭებდა ღამეს,
რომელიც ჩემ მიმართ სიყვარულის გამოხატვით, ჩემ მიმართ ყუ-
რადღებით მთავრდებოდა.
თავი გავაქნიე:
– არაფერი გაგიფუჭებია.
– როგორ არა. საჭმელი მოვისროლე, გიყვირე, – ტუჩები პირ-
თან მომიტანა, – ყველაფერს გამოვასწორებ.
და ასეც მოიქცა. ნელა გამჟიმა, სულ მკოცნიდა, კერტებიც სათი-
თაოდ დამიწუწნა. ბავშვებისთვის ძუძუ რომ მეჭმია, ასე ხომ ვეღარ
ისიამოვნებდა ჩემი მკერდით?
ეჭვი მეპარებოდა. ტყუპის შემდეგაც კი სხეული თითქმის იდეა-
ლური მქონდა. მუცელზე ნაიარევის გარდა, ჩემი ყველაზე მნიშვნე-
ლოვანი ნაწილები ჯერაც საკმარისად მკვრივი. ჩემს ფეხებს შორის
განთავსებული ჯერემის ტაძარი კი ისევ მჭიდრო და მშვენიერი.
როცა გათავებისკენ წავედი, ასო გამომიღო.
– მინდა გემო გაგისინჯო, – მითხრა, ქვემოთკენ გადაინაცვლა
და ენით ფეხები გამიწია.
რა თქმა უნდა, გინდა გემო გამისინჯო, გავიფიქრე. მანდ ქვემოთ
ყველაფერი ხელშეუხებლად დაგიტოვე. არაფრის. ფეხებს შორის
იმდენ ხანს დარჩა, სანამ არ გავათავე. ორჯერ. როცა ისევ ჩემს სხე-
ულზე ამოცოცება დაიწყო, მუცელთან შეჩერდა და აკოცა. შემდეგ
ისევ ჩემში შემოვიდა და ტუჩებზე დამეკონა.
– მიყვარხარ, – ჩამჩურჩულა კოცნას შორის, – გმადლობ.
მადლობას ორსულობისთვის მიხდიდა.
იმ დღეს სიყვარულით, ზრუნვითა და თანაგრძნობით სავსე სექსი
გვქონდა. თითქმის ღირდა ორსულობის გამოგონება მისგან ასეთი

184
სიყვარულის მისაღებად, ჩვენი ურთიერთობის აღსადგენად.
თუ ერთი კარგი მაინც ჰქონდა ჩვენს ცხოვრებაში ტყუპის გაჩე-
ნას, ის იყო, რომ ჯერემის ორსულობის დროს თითქოს განსაკუთრე-
ბულად ვუყვარდი. ახლა, როცა ეგონა, რომ მესამე შვილს ვჩუქნი-
დი, უკვე ვგრძნობდი, რომ სიყვარული გაუასმაგდა.
სულ ოდნავ ვნერვიულობდი ორსულობის გამოგონების გამო,
მაგრამ ვიცოდი, თუ იმ კვირაში არ დავორსულდებოდი, სხვა საშუა-
ლებებიც არსებობდა. მუცლის მოშლის გამოგონება ისეთივე ადვი-
ლი იყო, როგორიც ორსულობის გამოცხადება.

185
16

მეორე კვირაა ვერიტის ავტობიოგრაფიას ვკითხულობ და უკვე


მომწყინდა. სულ ერთი და იგივე მეორდება. თავი ისე არ ჩაივლის,
ჯერემისთან სექსის დეტალური სცენა არ წავიკითხო. ძალიან ცოტას
წერს შვილებზე. ქრუს დაბადებას ორიოდ აბზაცი მიუძღვნა, სამაგი-
ეროდ, დეტალურად აღწერს, ქრუს დაბადების შემდეგ პირველად
როდის და როგორი სექსი ჰქონდათ.
რაღაც მომენტში ეჭვიანობა მომერია. ჯერემის სქესობრივ ცხოვ-
რებაზე კითხვა არ მსიამოვნებს. ამ დილით ერთ თავს თვალი გადა-
ვავლე და საბოლოოდ მოვისროლე, რომ მუშაობას დავბრუნებოდი.
დღეს პირველი წიგნის მონახაზი დავასრულე და კორის გავუგზავნე
შესაფასებლად. მითხრა, „პანთემის“ რედაქტორს გავუგზავნი, რად-
გან ჯერ ვერიტის არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს და მონახაზს ვერ
შევაფასებო. სანამ მათ პასუხს არ მოვისმენ, მეორე წიგნის მონახა-
ზის დაწყება არ მინდა. თუ ცვლილებებს მოითხოვენ, გამოვა, რომ
ტყუილად ვიმუშავე.
თითქმის ორი კვირაა, რაც აქ ვცხოვრობ. კორი ამბობს, რომ ჩე-
მი ავანსი უკვე გამოშვებულია და უახლოეს დღეებში ანგარიშზე და-
მიჯდება. „პანთემისგან“ ავანსის მიღების შემდეგ ცოტაოდენი დრო
ახალ ბინაში გადასასვლელად დამჭირდება. ვერიტის კაბინეტში
საქმე ამოვწურე. ავანსის მოლოდინში სადმე დასარჩენი რომ მქონ-
დეს, აქედან უკვე წასული ვიქნებოდი.
დღეს ენერგია გამომეცალა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში
ამდენი მუშაობით გადამწვარი ვარ. შემეძლო ვერიტის ავტობიოგ-
რაფიის კითხვა გამეგრძელებინა, მაგრამ აღარ მინდა ყველა იმ
ხერხის გაგება, რომლებითაც ვერიტის ქმრის ასოს წოვა შეუძლია.
ტელევიზორი მომენატრა. ამ სახლის მისაღებში ფეხი ჩამოს-
ვლის დღიდან აღარ შემიდგამს. ვერიტის სამფლობელოდან გამოვ-
დივარ, ბატიბუტს ვიკეთებ, მისაღების დივანზე ვკალათდები და ტე-
ლევიზორს ვრთავ. ცოტაოდენ სიზარმაცეს ვიმსახურებ, რადგან

186
ხვალ ჩემი დაბადების დღეა. ისე, ჯერემისთვის ამის თქმას არ ვაპი-
რებ.
დროდადრო კიბეს ვუყურებ, რადგან დივნიდან საფეხურები ხე-
ლისგულივით მოჩანს. ჯერემი ჯერ არ ჩანს. ბოლო ორი დღეა იშვია-
თად ვხედავ. მგონი, ორივემ ვიცით, რომ იმ ღამით კოცნას ძალიან
ცოტა გვაკლდა და რომ ეს შეუფერებელი საქციელი იქნებოდა, ამი-
ტომ ერთმანეთს ვერიდებით.
HGTV-ზე ვრთავ და დივანზე მყუდროდ ვჯდები. დაახლოებით
თხუთმეტ წუთს ვუყურებ სახლის ინტერიერის გადაკეთებას. შემდეგ
კიბეზე ჯერემის ფეხის ხმა მესმის. შუა კიბეზე ჩერდება და მისაღებში
მხედავს. შემდეგ ჩემკენ მოდის და გვერდით მიჯდება, დივნის შუაში,
საკმარისად ახლოს, რომ ბატიბუტი აიღოს, მაგრამ იმდენად შორს,
რომ ერთმანეთის შეხების საშიშროება არ გვემუქრება.
‒ კვლევას ატარებ? – მეკითხება და ჟურნალების მაგიდაზე ფე-
ხებს აწყობს.
მეცინება:
– რა თქმა უნდა. ყოველთვის ვმუშაობ.
ჯერემი ბატიბუტს კიდევ იღებს და მარაგს ხელში იგროვებს.
– ვერიტი წერაში რომ გაიჭედებოდა ხოლმე, დიდხანს უყურებდა
ტელევიზორს. ამბობდა, ზოგჯერ იდეებს მიჩენსო.
ვერიტიზე საუბარი არ მინდოდა, ამიტომ თემა შევცვალე:
– დღეს მონახაზი დავამთავრე. თუ ხვალ დამიდასტურეს, ალ-
ბათ, რამდენიმე დღეში წავალ.
ჯერემი ჭამას წყვეტს და მიყურებს:
– ჰო?
მომწონს, რომ ჩემი წასვლა არ უხარია.
‒ ჰო და გმადლობ, რომ იმაზე დიდხანს დარჩენის უფლება მო-
მეცი, ვიდრე უნდა დავრჩენილიყავი.
თვალებში მიყურებს.
‒ იმაზე დიდხანს, ვიდრე უნდა დარჩენილიყავი? – ღეჭვას განაგ-
რძობს და ტელევიზორს გახედავს, – არა მგონია, საკმარისად დიდ-
ხანს დარჩენილიყავი.

187
ვერ ვხვდები, რას გულისხმობს – ჰგონია, რომ საკმარისად არ
ვიმუშავე, თუ ეგოისტურად გამოუვიდა და ფიქრობს, რომ ჩემთან
საკმარისი დრო ვერ გაატარა?
ზოგჯერ, განსაკუთრებით ახლა, ვგრძნობ, რომ ვიზიდავ, მაგრამ
ასევე მგონია, თავს ძალას ატანს, რომ უარყოს ჩვენ შორის უმცირე-
სი მიზიდულობაც კი. მისი კარგად მესმის. მართლა. ოღონდ ასე აპი-
რებს დარჩენილი ცხოვრების გატარებას? თავის ცხოვრების დიდ
ნაწილს დათმობს ქალის მოსავლელად, რომელიც ნაჭუჭიღაა დარ-
ჩენილი იმ ადამიანისგან, რომელზეც იქორწინა?
მესმის, რომ ქორწინებისას ფიცი დადო, მაგრამ რის ფასად? მთ-
ელი მისი ცხოვრების? ადამიანები ქორწინდებიან იმ განცდით, რომ
ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ. რა ხდება მაშინ, როცა
ერთი მათგანი გზას ადრე ეთიშება, მეორემ კი ამ ფიცით მთელი ცხ-
ოვრება უნდა გაატაროს?
უსამართლობაა. ვიცი, დაქორწინებული რომ ვიყო და ჩემი ქმა-
რი ჯერემის სიტუაციაში აღმოჩნდეს, არ მომინდებოდა ჰგონებოდა,
რომ ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებდა. თუმცა არ ვიცი, ვიქნები თუ
არა ოდესმე ისე შეპყრობილი კაცით, როგორც ვერიტი იყო ჯერემის
გამო ჭკუიდან გადასული.
ერთი შოუ მთავრდება და მეორე იწყება. რამდენიმე წუთის გან-
მავლობაში არ ვლაპარაკობთ. განა სათქმელი არაფერი მაქვს – ძა-
ლიან ბევრი მაქვს სათქმელი. უბრალოდ, არ ვიცი, რამდენად შესა-
ფერისი დროა.
– შენზე ბევრი არაფერი ვიცი, – მეუბნება ჯერემი. თავი დივნის
საზურგეზე მიუყრდნია და მშვიდად მიყურებს, – დაოჯახებული ყო-
ფილხარ?
– არა, – ვპასუხობ, – ორჯერ ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ არ
გამოვიდა.
– რამდენი წლის ხარ?
რა თქმა უნდა, ზუსტად მაშინ უნდა დაესვა ეს შეკითხვა, როცა
ერთ საათში ჩემს ახლანდელ ასაკს ვადა გასდის, – რომ გითხრა, მა-
ინც არ დაიჯერებ.

188
ჯერემის ეცინება:
– ვითომ რატომ?
– იმიტომ, რომ ოცდათორმეტის ვხდები. ხვალ.
– მატყუარა.
– არა ვარ მატყუარა. მართვის მოწმობას გაჩვენებ.
– კარგი, იმიტომ, რომ შენი არ მჯერა.
თვალებს ვატრიალებ და საძინებელში გავდივარ ჩანთის ასაღე-
ბად. მართვის მოწმობა გამომაქვს და ჯერემის ვაწვდი.
ბარათს დაჰყურებს და თავს აქნევს.
– რა უვარგისი დაბადების დღე გაქვს, – ამბობს, – თითქმის უც-
ნობ ხალხთან ერთად ატარებ და მთელ დღეს მუშაობ.
მხრებს ვიჩეჩ:
– აქ რომ არ ვიყო, სახლში ვიჯდებოდი მარტო.
ცოტა ხანს კიდევ დაჰყურებს მართვის მოწმობას. ჩემს ფოტოს
ცერს უსვამს, რაზეც ჟრუანტელი მივლის. მე კი არა, მხოლოდ ჩემს
წყეულ მართვის მოწმობას შეეხო – და ამანც კი აღმაგზნო.
რა მგრძნობიარე ვარ.
ჯერემი ბარათს მიბრუნებს და დგება.
– სად მიდიხარ?
– ტორტი უნდა გაგიკეთო, – მეუბნება და მისაღებიდან გადის.
მეღიმება და სამზარეულოში მივყვები. ჯერემი კროუფორდი
ტორტს აცხობს და ამ ამბავს ვერ გამოვტოვებ.
სამზარეულოს შუაგულში მაგიდასთან ვზივარ და ვუყურებ ჯერე-
მის, რომელიც ტორტს ამინანქრებს. მთელი აქ ყოფნის განმავლო-
ბაში მეორე შემთხვევაა, როცა კარგ დროს ვატარებ. ერთი საათია
არც ვერიტი გვიხსენებია, არც ჩვენი ტრაგედიები და არც ხელშეკ-
რულება. სანამ ნამცხვარი ცხვებოდა, ბართან ვიჯექი და ფეხებს ვა-
ქანავებდი. ჩემ წინ მაგიდაზე ჩამოყრდნობილი ჯერემი ფილმებსა
და მუსიკაზე მელაპარაკება. ერთმანეთს ჩვენს რჩეულებსა და ნაკ-
ლებად რჩეულებს ვუზიარებთ.
იმ ყველაფრის გარდა, რაც გვაკავშირებს, ერთმანეთის უკეთ
გაცნობა დავიწყეთ. ქრუსთან ერთად რესტორანში ვახშმობისას მო-

189
დუნებული იყო, მაგრამ ამ სახლში ასეთ გალაღებულს პირველად
ვხედავ.
თითქმის – თითქმის – ვხვდები, ვერიტი მისით ასეთი შეპყრობი-
ლი რატომ იყო.
– მისაღებში გადი, – მეუბნება და უჯრიდან სანთლებს იღებს.
– რატომ?
– იმიტომ. ტორტით ხელში უნდა შემოვიდე და დაბადების დღის
სიმღერა უნდა გიმღერო სრული ეფექტისთვის.
თავს უკან ვწევ, ბარიდან ძირს ვხტები და მისაღების დივანზე
ვბრუნდები. ტელევიზორს ხმას ვუთიშავ, რადგან დაბადების დღის
სიმღერას რომ მიმღერებს, მინდა ხელი არაფერმა შეგვიშალოს.
პულტზე გამუდმებით საინფორმაციო ღილაკს ვაჭერ ხელს, რომ
დრო გავიგო. ჯერემი შუაღამის დადგომას ელოდება.
ზუსტად თორმეტ საათზე სანთლის ციმციმს ვხედავ და ჯერემი
ჩემკენ მოიკვლევს გზას. მეცინება, რადგან ქრუ რომ არ გააღვიძოს,
ხმადაბლა მღერის.
– დაბადების დღეს გილოცავ, – ჩურჩულებს. ტორტის ერთი ნა-
ჭერი მოუჭრია და ზემოდან ერთი სანთელი ჩაურჭვია, – დაბადების
დღეს გილოცავ.
სიცილს ვერ ვიკავებ, როცა დივანს უახლოვდება, ფრთხილად
იმუხლება, რომ არც ტორტი დააზიანოს და არც სანთელი ჩაუქრეს.
გვერდით მიჯდება.
– დაბადების დღეს გილოცავ, ძვირფასო ლოუენ. დაბადების დღ-
ეს გილოცავ.
დივანზე ერთმანეთისკენ ვტრიალდებით, რომ სურვილი ჩავუთ-
ქვა და სანთელი ჩავაქრო, მაგრამ არ ვიცი, რა ვინატრო. გამიმართ-
ლა და მართლა დიდებული სამუშაო ვიშოვე. სადაცაა იმდენ ფულს
მივიღებ, რაც ჩემს საბანკო ანგარიშზე ერთად არასდროს მინახავს.
ერთადერთი, რაც მინდა და არა მყავს, ჯერემია. მას თვალებში ვუ-
ყურებ და სანთელს ვაქრობ.
– რა ჩაიფიქრე?
– თუ გეტყვი, აღარ ამისრულდება.

190
ჯერემი მიღიმის და ეს მოარშიყე ღიმილს ჰგავს.
– იქნებ მაშინ მითხრა, როცა აგისრულდება.
ნამცხვარს არ მაძლევს. თავადვე იღებს ჩანგალს და პატარა
ლუკმას აჭრის.
– იცი, რა არის ასეთი რბილი ტორტის საიდუმლო ინგრედიენტი?
ჩანგალს მაწვდის და მეც ვართმევ:
– რა არის?
– პუდინგი.
ერთ ლუკმას ვიღებ და ვუღიმი.
– მართლა კარგია, – ვამბობ სავსე პირით.
– პუდინგი, – მიმეორებს.
მეცინება.
თეფშს მიჭერს და კიდევ ერთ ლუკმას ვიღებ. შემდეგ ჩანგალს
ვთავაზობ. უარის ნიშნად თავს აქნევს: – სამზარეულოში ცოტა გავ-
სინჯე.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამის დანახვა მესიამოვნებოდა. ასევე
მინდა გავიგო, პირში შოკოლადის გემო თუ აქვს.
ჯერემი ხელს სწევს.
‒ მინანქარი გაქვს... – პირზე მანიშნებს. ხელს ვისვამ, მაგრამ
თავს აქნევს, – აი, აქ, – ცერით ქვედა ტუჩზე მეხება. ტორტის ნაჭერს
ვყლაპავ.
ცერს ტუჩიდან არ იღებს. ყოვნდება. ჯანდაბას. ვეღარ ვსუნთქავ.
მთელი სხეული მტკივა, რადგან ასე ახლოსაა და არ ვიცი, რამ-
დენის უფლება მაქვს. მინდა ჩანგალი დავაგდო, მინდა მანაც დააგ-
დოს ნამცხვრიანი თეფში, მინდა მაკოცოს. ჩვენ შორის დაქორწინე-
ბული მე არ ვარ, ამიტომ არ მინდა პირველი ნაბიჯი გადავდგა, არც
მან უნდა გადმოდგას პირველი ნაბიჯი, მაგრამ თან ეს კაცი გულის
წასვლამდე მინდა.
ჯერემი ნამცხვრიან თეფშს არ აგდებს, ჩემკენ იხრება და ჟურნა-
ლების მაგიდის კიდეზე დგამს. იმავე მოქნილი მოძრაობით ხელს
კეფაზე მადებს და ტუჩებში მკოცნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მო-
მენტს მოუთმენლად ველოდი, მაინც სრულიად მოულოდნელია.

191
თვალებს ვხუჭავ, ჩანგალი ძირს მივარდება და დივნის სახე-
ლურს ზურგით ვეყრდნობი. ჯერემი მომყვება, სხეულით მაწვება და
ტუჩებს არ მიშვებს. პირს ვაღებ და კბილებს შორის ენას მიყოფს. ნე-
ლი კოცნა დიდხანს არ გრძელდება. როგორც კი ერთმანეთს პირ-
ველ გემოს ვუგებთ, კოცნა მანიაკური ხდება. ზუსტად ისეთი შეგ-
რძნება მაქვს, როგორიც მასთან პირველი კოცნა წარმომედგინა –
გამოსხივება, აფეთქება, დინამიტი. ყველაფერი საშიში.
კოცნისას ხან ის დომინანტობს, ხან მე და ერთმანეთს შოკოლა-
დის გემოს ვუზიარებთ. თითები ჩემს თმაში გაუხლართავს და ამ
კოცნის ყოველ წამს სულ უფრო ვეკვრით დივანს – ზემოდან ჯერე-
მის მოშვებული სხეული მერწყმის, მე კი ბალიშებში ვიკარგები.
ჯერემი ტუჩებს პირიდან მაშორებს და ჩემი სხვა ნაწილებისკენ
იწევს, რომელთა გემოს გასინჯვაც გადაუწყვეტია. ჩემი ყბა, კისერი,
ლავიწი... თითქოს ჩემი წყურვილი კლავდა. იმ კაცის მგზნებარებით
მკოცნის და მეხება, რომელსაც თითქოს მთელი ცხოვრება უმარხუ-
ლია.
ხელებს მაისურში მიცურებს და მისი თბილი თითები კანზე ცხე-
ლი წყლის წვეთებივით მეხება. ისევ ტუჩებში მკოცნის, მაგრამ მხო-
ლოდ წამით – იმდენ ხანს, რომ ენა ისევ მოიხელთოს, შემდეგ უკან
იხევს და მაისურს იხდის. ხელები მისი შიშველი მკერდისკენ ისე გა-
მირბის, თითქოს მათი ადგილი იქ იყოს, მისი მუცლის კუნთებზე ჩა-
საფრენად. მინდა ვუთხრა, რომ სანთლის ჩაქრობისას სწორედ ეს
ჩავიფიქრე, მაგრამ მეშინია, რომ ხმის ამოღება ჩვენს არასწორ საქ-
ციელზე დააფიქრებს, ამიტომ ხმას აღარ ვიღებ.
დივნის სახელურს თავს ვადებ და მინდა ჯერემიმ მთელი ჩემი
სხეული მოიცვას.
ასეც იქცევა. მაისურს მხდის და ხედავს, რომ საღამურის ქვეშ ბი-
უსტჰალტერი არ მაცვია. ხვნეშის და ეს შესანიშნავია. შემდეგ კერტს
პირში იდებს და დაკვნესების გარდა სხვა გზას არ მიტოვებს.
თავს მაღლა ვწევ, რომ ჯერემის შევხედო. მოულოდნელად კიბის
თავში ფიგურას ვამჩნევ და სისხლი მეყინება – ვერიტი დგას და უყუ-
რებს, როგორ ლოკავს მისი ქმარი ჩემს ძუძუებს.

192
ჯერემის ქვეშ მოქცეულს მთელი სხეული მიშეშდება. ვერიტი ჩა-
მოშვებულ ხელებს მუშტებად კრავს, ტრიალდება და სწრაფი ნაბი-
ჯით თავისი ოთახისკენ მიდის. ვიცხადებ, ჯერემის ხელს ვკრავ, ვი-
შორებ.
– ვერიტი, – ვამბობ სუნთქვაშეკრული. ჯერემი აღარ მკოცნის,
თავს მაღლა სწევს, მაგრამ არ ინძრევა, – ვერიტი, – ვიმეორებ და
მინდა გაიგოს, რომ უნდა მომშორდეს.
დაბნეული ჯერემი ხელებს ეყრდნობა და მაღლა იწევა.
– ვერიტი! – ვიმეორებ კიდევ უფრო დაჟინებით. სხვას ვერაფერს
ვამბობ. შეშინებულს სუნთქვაც მიჭირს. რა ჯანდაბაა?
ჯერემი უკვე მუხლებზე დგას, დივნის საზურგეს ეყრდნობა და
მშორდება.
– მაპატიე.
მუხლებს ვატყუპებ და მისგან შორს, დივნის კუთხეში ვიკუნტები.
პირზე ხელს ვიფარებ.
– ოჰ, ღმერთო, – აცახცახებულ თითებს შორის ჩემი ხმა აღწევს.
ჯერემი ცდილობს დასამშვიდებლად მკლავზე ხელი მომკიდოს,
რაზეც ვკრთები.
– მაპატიე, – მიმეორებს, – არ უნდა მეკოცნა.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ, რადგან ის ვერაფერს ხვდება. ჰგო-
ნია, რომ ავღელდი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რადგან დაქორ-
წინებულია. სინამდვილეში ვერიტი დავინახე. იქ იდგა. ჯერემის კი-
ბისკენ ვუთითებ.
‒ დავინახე, – ვჩურჩულებ, რადგან ამის ხმამაღლა თქმის მეში-
ნია, – კიბის თავში იდგა.
ჯერემი დაბნეული გამომეტყველებით უყურებს კიბეს. შემდეგ
ისევ მე მიყურებს.
– სიარული არ შეუძლია, ლოუენ.
არ გავგიჟებულვარ. ვდგები, დივანს ვშორდები და შიშველ მკერ-
დზე ხელებს ვიფარებ. ისევ კიბისკენ ვუთითებ და ამჯერად ხმის ამო-
ღებას ვახერხებ:– შენი წყეული ცოლი იმ წყეული კიბის თავში იდგა,
ჯერემი! ვიცი, რაც დავინახე!

193
ჯერემი თვალებში მიყურებს და ხვდება, რომ მართალს ვამბობ.
ორ წამში დივნიდან დგება და კიბეზე, ვერიტის საძინებლისკენ არ-
ბის.
აქ მარტო ვერ დამტოვებს.
მაისურს ვიღებ, ვიცვამ და ჯერემის სირბილით მივყვები. ამ სახ-
ლში ერთ წამსაც არ დავრჩები მარტო.
როცა კიბის თავს ვაღწევ, ჯერემი ვერიტის ოთახის კარში დგას
და შიგნით იყურება. ჩემი ფეხის ხმა ესმის. შემდეგ ტრიალდება და
უბრალოდ... მიდის. გვერდს ისე მივლის და კიბეზე ჩადის, რომ არც
მიყურებს.
რამდენიმე ნაბიჯს კიდევ ვდგამ და ვერიტის ოთახში ვიხედები.
მხოლოდ წამით ვავლებ თვალს. ამაზე მეტი დრო არ მჭირდება იმის
დასანახად, რომ ქალი საწოლშია. საბანი ახურავს. სძინავს.
თავს ვაქნევ და მუხლები მიკანკალებს. შეუძლებელია ეს ხდებო-
დეს. როგორღაც კიბემდე ვაღწევ, მაგრამ მხოლოდ სანახევროდ ვა-
ხერხებ ჩავლას. იძულებული ვხდები შუა კიბეზე ჩამოვჯდე. ვერ ვმო-
ძრაობ. ძლივს ვსუნთქავ. გული ასეთი გამალებით პირველად მი-
ცემს.
ჯერემი კიბის ბოლოს დგას და ამომყურებს. ალბათ, წარმოდგე-
ნა არა აქვს, რა იფიქროს მომხდარზე. არც მე ვიცი, რა ვიფიქრო. კი-
ბის წინ ბოლთას სცემს და ზოგჯერ ამომხედავს ხოლმე. ალბათ,
ელოდება, როდის დავიწყებ სიცილს ჩემს უკბილო ხუმრობაზე, მაგ-
რამ ეს ხუმრობა არ იყო.
– დავინახე, – ვჩურჩულებ.
ჩემი ესმის. მიყურებს. ამჯერად გაბრაზებული კი არა, მობოდი-
შებით. კიბეზე ამოდის, ადგომაში მეხმარება და ხელმოხვეული ქვე-
მოთ ჩავყავარ. საძინებელში შევყავარ, კარს კეტავს და მეხვევა. სა-
ხეს მის კისერში ვმალავ და მინდა ვერიტის გამოსახულება გონები-
დან ამოვიგდო.
– მაპატიე, – ვეუბნები, – უბრალოდ... ალბათ, კარგად არ მძი-
ნავს... იქნებ მე...
– ჩემი ბრალია, – მაწყვეტინებს ჯერემი, – ორი კვირაა შეუსვენე-

194
ბლად მუშაობ. გადაღლილი ხარ... და თან მე... ჩვენ... პარანოიაა.
დანაშაულის გრძნობა... არ ვიცი, – უკან იხევს და სახეზე ორივე
ხელს მხვევს, – მგონი, ორივეს თორმეტსაათიანი უწყვეტი ძილი
გვჭირდება.
თავს დავდებ, რომ ნამდვილად დავინახე. შეგვიძლია დაღლი-
ლობას ან დანაშაულის შეგრძნებას დავაბრალოთ, მაგრამ ვერიტი
ნამდვილად იქ იყო. ყველაფერი დავინახე. მუშტები შეკრა. გაბრა-
ზებული გამომეტყველებით შეტრიალდა და გავარდა.
– წყალი ხომ არ გინდა?
უარის ნიშნად თავს ვაქნევ. არ მინდა გავიდეს. მარტო დარჩენა
არ მინდა.
– ამაღამ მარტო არ დამტოვო, გთხოვ.
გამომეტყველებაზე არ ეტყობა, რას ფიქრობს. თავს ოდნავ მიქ-
ნევს და ამბობს:
– არ დაგტოვებ, მაგრამ ტელევიზორი უნდა გამოვრთო და კარი
ჩავკეტო. ტორტი მაცივარში უნდა შევინახო, – კარისკენ მიდის, –
რამდენიმე წუთში დავბრუნდები.
სააბაზანოში შევდივარ და პირს ვიბან იმ იმედით, რომ ცივი წყა-
ლი დამამშვიდებს. არ მამშვიდებს. საძინებელში დაბრუნებულს უკ-
ვე ჯერემი მხვდება, რომელიც კარს ურდულით კეტავს.
– მთელი ღამე ვერ დავრჩები, – მეუბნება, – ქრუმ რომ გაიღვი-
ძოს და ვერ მიპოვოს, შეეშინდება.
ვწვები, სახით ფანჯრისკენ. ჯერემი ზურგს უკან მიწვება და ხე-
ლებს მხვევს. მის გულისცემას ვგრძნობ, რომელიც თითქმის ჩემსა-
ვით სწრაფია. თავს ჩემს ბალიშზე დებს, ჩემს ხელს პოულობს და თი-
თებს მაჭდობს.
ვცდილობ მის სუნთქვას ავყვე და ცოტა დავმშვიდდე. ცხვირით
ვსუნთქავ. პირი მაგრად მაქვს მოკუმული. ჯერემი საფეთქელზე მკ-
ოცნის.
– მოდუნდი, – ჩამჩურჩულებს, – ყველაფერი კარგადაა.
ვცდილობ მოვდუნდე და შესაძლოა გამომდის კიდეც, მაგრამ მხო-
ლოდ იმიტომ, რომ დიდი ხანია ვწევართ და კუნთები თავისთავად

195
დუნდება.
– ჯერემი – ვჩურჩულებ.
ხელზე ცერს მისვამს და ამით მანიშნებს, რომ მისმენს.
– არის შანსი, რომ... ავადმყოფობას იგონებდეს?
მაშინვე არ მპასუხობს, თითქოს შეკითხვაზე ფიქრობს.
– არა, – საბოლოოდ ამბობს, – რენტგენის სურათები ვნახე.
– მაგრამ ადამიანები უკეთ ხდებიან, დაზიანებები რჩება.
– ვიცი, – ამბობს, – მაგრამ ვერიტი ასეთ რამეს ვერ მოიგონებ-
და. ვერავინ იზამდა, შეუძლებელია.
თვალებს ვხუჭავ, რადგან ცდილობს დამარწმუნოს, რომ ვერი-
ტის ისე კარგად იცნობს, ის ასეთ რამეს ვერ ჩაიდენდა. არადა, თუ
ერთი რამ მაინც ვიცი, ისაა, რომ... ის ვერიტის საერთოდ არ იცნობს.

196
17

დასაძინებლად დაწოლისას დარწმუნებული ვიყავი, რომ წუხელ


კიბეზე ვერიტი დავინახე.
ეჭვით სავსემ გავიღვიძე.
ცხოვრების უდიდესი ნაწილი ღამით საკუთარი თავის უნდობ-
ლობაში გავატარე. ახლა სიფხიზლეშიც კი შემეპარა საკუთარ თავში
ეჭვი. დავინახე? სტრესის გამო ჰალუცინაცია ხომ არ დამემართა?
მის ქმართან ყოფნის გამო თავი დამნაშავედ ხომ არ ვიგრძენი?
ამ დილით ლოგინში ცოტა დიდხანს დავრჩი. ოთახიდან გასვლა
არ მინდოდა. ჯერემი საძინებლიდან დაახლოებით დილის ოთხ სა-
ათზე გავიდა. კარის ჩაკეტვის ხმა გავიგონე და ერთ წუთში შეტყო-
ბინება გამომიგზავნა, თუ რამე დაგჭირდება, მომწერეო.
დღეს ნასადილევს ჯერემიმ კაბინეტის კარზე დამიკაკუნა. ოთახ-
ში შემოსულს შევატყვე, უძინარი იყო. ერთი კვირაა ჩემ გამო წესიე-
რად არ უძინია. ალბათ, მისი გადმოსახედიდან ისტერიკული ქალი
ვარ, რომელიც შუაღამისას მისი ცოლის ოთახში იღვიძებს და შემ-
დეგ ირწმუნება, რომ ის ქალი კიბეზე დაინახა, თანაც მაშინ, როცა,
ბოლოს და ბოლოს, მოახერხა და მაკოცა.
მეგონა, ჩემთან იმიტომ მოვიდა, რომ სახლიდან წასვლა ეთხოვა
და სიმართლე ვთქვა, წასასვლელად მზად ვარ, მაგრამ ფული ჯერაც
არ ჩამრიცხვია. ფულის მიღებამდე აქ ჩარჩენილი ვარ.
ჯერემი იმის შესატყობინებლად მოსულა, რომ კიდევ ერთი საკე-
ტი მოუტანია. ამჯერად ვერიტის ოთახის კარისთვის.
– ვიფიქრე, ასე უკეთ დაიძინებდი, რადგან გეცოდინება, რომ
ოთახიდან ვერ გავა, რომც შეეძლოს მაინც.
რომც შეეძლოს.
– მხოლოდ ღამით ჩავკეტავ, როცა დასაძინებლად დავწვებით, –
აგრძელებს, – ეიფრილს ვუთხარი, რომ კარს ღამე ჭუჭრუტანებიდან
შემოპარული ქარი აღებს. არ მინდოდა ეფიქრა, რომ სხვა მიზეზით
დავაყენე.

197
ჯერემის მადლობა გადავუხადე, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ
თავი მშვიდად ოდნავადაც ვერ ვიგრძენი. ერთი მხრივ, შევშინდი სა-
კეტის დაყენების გამო, რადგან ეს ნიშნავდა, რომ მას ეშინოდა. რა
თქმა უნდა, მინდოდა ჩემთვის დაეჯერებინა, მაგრამ თუ დამიჯერებ-
და, ეს ნიშნავდა, რომ შესაძლოა მართალი აღმოვჩენილიყავი.
მერჩივნა, შევმცდარიყავი.
ახლა იმაზე ვფიქრობ, ვერიტის ხელნაწერს რა ვუყო. მინდა ჯე-
რემიმ ისე გაიცნოს მისი ცოლი, როგორც მე ვიცნობ. ვგრძნობ, რომ
ჯერემი იმსახურებს იცოდეს, რა გაუკეთა მისმა ცოლმა გოგონებს,
მით უმეტეს, რომ ქრუ მასთან დიდ დროს ატარებს, თანაც ჯერაც ეჭ-
ვი მღრღნის ქრუს ნათქვამის გამო, თითქოს ვერიტი ელაპარაკებო-
და. ვიცი, მხოლოდ ხუთი წლისაა, ამიტომ შესაძლოა რაღაცები აერ-
ია, მაგრამ თუ ოდნავი შანსია, რომ ვერიტი ავადმყოფობას იგონებს,
ჯერემი იმსახურებს ეს იცოდეს.
გამბედაობა ჯერაც ვერ მომიკრებია, რომ ჯერემის ხელნაწერი
მივცე, რადგან შანსი, რომ ვერიტი ავადმყოფობას იგონებდეს, მე-
ტისმეტად მცირეა. უფრო გონივრულია დავიჯერო, რომ დაღლილო-
ბისა და უძილობის გამო რაღაცები მეჩვენება, ვიდრე ვიფიქრო, რომ
ქალს შეუძლია თვეების განმავლობაში ფიზიკური უუნარობა გამოი-
გონოს ყოველგვარი ხელშესახები მიზეზის გარეშე.
ისიც არის, რომ ხელნაწერის კითხვა არ დამისრულებია. არ ვი-
ცი, როგორ მთავრდება. არ ვიცი, რა დაემართა ჰარპერს ან ჩესტინს.
ან კი აღწერილი აქვს ეს მოვლენები?
წასაკითხი ბევრი არაფერი დარჩა. სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი
თავის წაკითხვას შევძლებ, მერე კი ამ საზარელი ხელნაწერისგან
ისევ დასვენება დამჭირდება. ვამოწმებ, რომ კაბინეტის კარი დაკე-
ტილია და მომდევნო თავს ვიწყებ. შემდეგ ამ და კიდევ რამდენიმე
თავს ვტოვებ, რადგან აღარ მინდა ვიკითხო კოცნაზე და მით უმეტეს,
სექსზე. არ მინდა ჩვენი კოცნა გავაფუჭო იმ სცენების კითხვით, სა-
დაც იმავეს სხვა ქალთან აკეთებს.
როცა კიდევ ერთი ინტიმური სცენა გამოვტოვე და ჩემი ვარაუ-
დით ჩესტინის გარდაცვალების სცენას მივადექი, კითხვის დაწყება-

198
მდე კაბინეტის კარს კიდევ ერთხელ ვამოწმებ და ვრწმუნდები, რომ
დაკეტილია.

199
თავი 13

ჯერემის ორსულობა რომ მოვატყუე, ორი კვირის შემდეგ მარ-


თლაც დავორსულდი ქრუზე. თითქოს ბედისწერა ჩემს მხარეს იყო.
ღმერთს ლოცვით მადლობა გადავუხადე, თუმცა არა მგონია, ეს მი-
სი დამსახურება ყოფილიყო.
ქრუ კარგი ბავშვი იყო (როგორც ვხვდები). იმ დროისთვის უკვე
იმდენ ფულს ვაკეთებდი, რომ შემეძლო სახლში ოცდაოთხსაათიანი
ძიძა მყოლოდა. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ჯერემი სახლში
ბავშვებთან რჩებოდა და ფიქრობდა, რომ ძიძა არ გვჭირდებოდა.
ამიტომ ძიძას დიასახლისი დავარქვი, თუმცა სინამდვილეში ძიძა
იყო.
ძიძის ყოლა ჯერემის საშუალებას აძლევდა სახლზე ეზრუნა. ჩემს
კაბინეტში ახალი ფანჯრები ჩავასმევინე, რომ მისთვის ყველგან
თვალყური მედევნებინა.
ცოტა ხნით ცხოვრება კარგად მიდიოდა. მე დედობის ადვილ მხა-
რეებს ვითავსებდი, ჯერემი და ძიძა ყველაზე რთულს. ბევრს ვმოგ-
ზაურობდი. წიგნის ტურები და ინტერვიუები მქონდა. ჯერემის დატო-
ვება არ მომწონდა, მაგრამ მას სახლში, ბავშვებთან ერჩივნა. თან-
დათან ეს ცალკე გატარებული დრო დავაფასე, რადგან სახლში დაბ-
რუნებულს ჯერემი ისეთივე ყურადღებას მაქცევდა, როგორსაც ბავ-
შვების დაბადებამდე.
ზოგჯერ ვატყუებდი და ვამბობდი, რომ ნიუ-იორკში საქმე მქონ-
და. სინამდვილეში ჩელსიში ბინას ვქირაობდი და მთელ კვირას ტე-
ლევიზორის ყურებაში ვატარებდი. შემდეგ სახლში მივდიოდი და ჯე-
რემი ისე მჟიმავდა, როგორც მის ქალწულს. ცხოვრება დიდებული
იყო.
დიდებული იყო, დროებით.
ყველაფერი ერთ წამში მოხდა. თითქოს მზე გაიყინა და ჩვენი
ცხოვრება ჩააბნელა და რაც უნდა ძლიერად გვეცადა, მას შემდეგ

200
მზის სხივები ჩვენამდე ვეღარ აღწევდნენ.
ნიჟარასთან ვიდექი და ქათამს ვრეცხავდი. წყეულ უმ ქათამს. შე-
საძლოა ნებისმიერი სხვა რამ მეკეთებინა... მინდორი მომერწყა, მე-
წერა, მექსოვა, ნებისმიერი სხვა რამ. ყოველთვის ის დამპალი, გუ-
ლისამრევი უმი ქათამი გამახსენდება იმ მომენტის მოგონებისას,
ჩესტინის დაკარგვის ამბავი რომ შეგვატყობინეს.
ტელეფონმა დარეკა. ქათამს ვრეცხავდი. ჯერემიმ უპასუხა. ქა-
თამს ვრეცხავდი.
ჯერემიმ ხმას აუწია. ისევ იმ წყეულ ქათამს ვრეცხავდი. და შემ-
დეგ... ის ხორხისმიერი, ტკივილიანი ხმა. გავიგონე თქვა „არა“ და
„როგორ“ და „სად არის“ და „ახლავე წამოვალთ“. საუბარს რომ
მორჩა, ფანჯრის ანარეკლში მოვკარი თვალი. დერეფანში იყო, კარ-
ის ჩარჩოს ისე ეჭიდებოდა, თითქოს სადაც იყო მუხლებზე დაეცემო-
და. მე ისევ ქათამს ვრეცხავდი. სახეზე ცრემლები ჩამომდიოდა, მუხ-
ლები ამიკანკალდა. მუცლის გვრემა დამეწყო.
იმ ქათამზე ვაღებინე.
ასე მემახსოვრება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე. საავად-
მყოფოსკენ მიმავალი მთელი გზა ვფიქრობდი, ჰარპერს ეს როგორ
უნდა ჩაედინა. ნეტავ ისე მოგუდა, როგორც დამესიზმრა? თუ საკუ-
თარი დის მოსაკლავად უფრო ჭკვიანური გზა მოიფიქრა?
ტყუპი თავისი მეგობრის, მარიას სახლში დარჩა. იქ მანამდეც
უამრავჯერ დარჩენილან. მარიას დედამ, კიტიმ – რა სულელური სა-
ხელია – ჩესტინის ალერგიის შესახებ კარგად იცოდა. ჩესტინი „ეპი-
ფენის“ გარეშე არსად დადიოდა. კიტიმ ჩესტინი იმ დილით უგონოდ
იპოვა. ჯერ 911-ზე დარეკა, შემდეგ კი როგორც კი სასწრაფომ ჩეს-
ტინი წაიყვანა, ჯერემისთან.
საავადმყოფოში რომ მივედით, ჯერემის უმცირესი იმედი მაინც
ჰქონდა შერჩენილი, რომ შესაძლოა ვცდებოდით და ჩესტინი კარ-
გად იყო. კიტი დერეფანში შემოგვხვდა და ერთსა და იმავეს იმეო-
რებდა: „ძალიან ვწუხვარ. არ გაიღვიძა“.
სულ ეს გვითხრა. არ გაიღვიძა. არ უთქვამს, გარდაიცვალაო. უბ-
რალოდ, თითქოს გაღვიძება არ უნდოდა, ჩესტინი ვიღაც თავგასუ-

201
ლი ბავშვი იყო და დილით საწოლიდან ადგომაზე უარი თქვა.
ჯერემი დერეფანში გაიქცა და გადაუდებელი დახმარების განყო-
ფილებაში მოხვედრილი პაციენტების მისაღებში შევარდა. იქიდან
გამოუშვეს და გვითხრეს, „საოჯახო ოთახში“ დაიცადეთო. ყველამ
იცის, რომ იმ ოთახში, როგორც წესი, გარდაცვლილის ოჯახი შეჰ-
ყავთ. ამ დროს დარწმუნდა ჯერემი, რომ ჩესტინი აღარ იყო.
ჯერემის ასეთი ტირილი არასდროს მენახა, ზრდასრული კაცი პა-
ტარა ბავშვივით ქვითინებდა. მის გვერდით რომ არ ვყოფილიყავი,
მის გამო შემრცხვებოდა.
როცა საბოლოოდ ჩესტინის ნახვის საშუალება მოგვეცა, დღეზე
ნაკლების გარდაცვლილი იყო, მაგრამ უკვე ჩესტინის სუნი აღარ ჰქ-
ონდა. სიკვდილის სუნი ასდიოდა.
ჯერემიმ უამრავი შეკითხვა დასვა, რაც კი შეკითხვა არსებობდა,
ყველა. როგორ მოხდა? სახლში მიწის თხილი ჰქონდათ? რა დროს
დაწვნენ დასაძინებლად? „ეპიფენი“ საერთოდ ჩანთიდან ამოიღეს?
ყველა საჭირო შეკითხვა დასვა და ყველაზე გამანადგურებლად
სწორი პასუხი მიიღო. კვირაზე მეტი გავიდა, სანამ გარდაცვალების
მიზეზს დაადასტურებდნენ – ეს იყო ანაფილაქსიური შოკი.
ჩესტინის მიწის თხილის ალერგიას უდიდესი სიფრთხილით ვე-
კიდებოდით. მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად მიდიოდნენ ან ვისთან
რჩებოდნენ, ჯერემი ნახევარი საათის განმავლობაში უხსნიდა ბავ-
შვების დედას მათ დღის წესრიგს და „ეპიფენის“ გამოყენების წე-
სებს. სულ მეგონა, რომ ჯერემი აჭარბებდა, რადგან მთელი ცხოვ-
რების განმავლობაში მისი გამოყენება მხოლოდ ერთხელ დაგვჭირ-
და.
კიტიმ ჩესტინის ალერგიის შესახებ შესანიშნავად იცოდა და გო-
გონების სტუმრობის დროს თხილს საგულდაგულოდ მალავდა. მან
მხოლოდ ის ვერ გაითვალისწინა, რომ შუაღამისას გოგონები სა-
კუჭნაოში შეიპარებოდნენ და საბავშვო ოთახში ბევრ სასუსნავს შე-
იტანდნენ. ჩესტინი სულ რაღაც რვა წლის იყო. ღამე იყო, ბნელოდა
და გოგონებს სასუსნავი მოუნდათ. ჰარპერმა თქვა, არ ვიცოდით მი-
წის თხილი თუ იყო იმაში, რასაც ვჭამდითო. მეორე დილით ჩესტინ-

202
მა არ გაიღვიძა.
ჯერემის ერთხანს მომხდარის გააზრება არ სურდა, მაგრამ არას-
დროს დაეჭვებულა იმაში, რომ ჩესტინმა თხილი უნებურად შეჭამა.
მე კი დავეჭვდი. მე ვიცოდი. ვიცოდი.
ყოველთვის, როცა ჰარპერს ვუყურებდი, მასში დანაშაულის გრ-
ძნობას ვამჩნევდი. ამას წლების განმავლობაში ველოდი. წლების.
რაც მათ ექვსი თვე შეუსრულდათ, მას შემდეგ ვიცოდი, რომ ჰარპე-
რი ჩესტინს მოკლავდა, თანაც რა უნაკლო მკვლელობა ჩაიდინა. მი-
სი მამაც კი ვერაფერს მიხვდა.
დედამისი კი... ჩემი დარწმუნება ცოტა რთული იყო.
რა თქმა უნდა, ჩესტინი მენატრებოდა და მისმა გარდაცვალებამ
დამამწუხრა, მაგრამ ჯერემის ემოციები როგორღაც მაღიზიანებდა.
განადგურებული იყო. გაოგნებული. ჩესტინი სამი თვის გარდაც-
ვლილი იყო, როცა მოუთმენლობამ შემიპყრო. მისი გარდაცვალე-
ბის შემდეგ სექსი მხოლოდ ორჯერ გვქონდა და არც ერთი მათგანის
დროს ენით არ უკოცნია. თითქოს ჩემთან კავშირი ჰქონდა გაწყვე-
ტილი და გულის გადასაყოლებლად მიყენებდა, თავი რომ უკეთ ეგ-
რძნო და აგონიიდან გამოსულიყო. მე მეტი მინდოდა. ძველი ჯერე-
მის დაბრუნება მსურდა.
ერთ ღამეს ბედი ვცადე. მისკენ გადავტრიალდი და ძილში ხელი
ასოზე მოვკიდე. ხახუნით ვცადე ადგომოდა. არაფერი გამომივიდა.
ხელი მომაშორებინა და მითხრა: – არ გინდა, ვერიტი, ვალდებული
არა ხარ.
ისე გამოუვიდა, თითქოს ამით პატივი დამდო და გამათავისუფ-
ლა. თითქოს უარს ჩემსავე გასამხნევებლად მეუბნებოდა.
გამხნევება არ მჭირდებოდა.
არ მჭირდებოდა.
ამ ამბავთან შესაგუებლად რვა წელზე მეტი მქონდა. ვიცოდი,
მოხდებოდა – ეს სიზმარში ვნახე. ჩესტინს მთელი სიცოცხლის გან-
მავლობაში, მასთან გატარებულ ყოველ წუთს მთელ ჩემს სიყვა-
რულს ვჩუქნიდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. ვიცოდი,
რომ ჰარპერი რაღაც ასეთს დამართებდა. რა თქმა უნდა, ჰარპერის

203
მონაწილეობა ვერასდროს დადასტურდებოდა. დამტკიცება რომც
მეცადა, ჯერემი არ დამიჯერებდა. ჰარპერი ძალიან უყვარს. ასეთ სი-
სასტიკეს ვერასდროს დაიჯერებდა. რომ და თავის ტყუპისცალს ასე
მოექცეოდა.
ერთი მხრივ, ამ ამბავში საკუთარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ-
დი. ჩვილობის დროს მისი დახრჩობა კიდევ ერთხელ რომ მეცადა...
უკვე წამოზრდილის სიახლოვეს მათეთრებლის ბოთლი დამეტოვე-
ბინა; ან მანქანით მგზავრის სავარძლის მხრიდან ხეს დავჯახებოდი,
როცა ჰარპერს ღვედი არ ეკეთა და უსაფრთხოების ბალიში გამორ-
თული იყო, შესაძლოა ეს ტრაგედია ამეცილებინა. უამრავი შემთხვ-
ევა შემეძლო გამეთამაშებინა. უნდა გამეთამაშებინა.
ჰარპერი მანამდე რომ გამეჩერებინა, სანამ ამას ჩაიდენდა, ჩეს-
ტინი ახლა ცოცხალი გვეყოლებოდა.
და იქნებ არც ჯერემი ყოფილიყო გამუდმებით ასეთი სევდიანი,
ამის დედაც.

204
18

ვერიტი მისაღებშია. საღამოს, წასვლამდე ეიფრილმა ლიფტით


ქვემოთ ჩამოიყვანა და დატოვა. ეს მათ რუტინაში უჩვეულო ცვლი-
ლებაა და მგონი, არ მომწონს.
– ამ საღამოს არ ეძინება. ვიფიქრე, ჯერემის გადავაბარებ-მეთქი
ამაღამ მის დაძინებას, – ეიფრილმა მითხრა და ვერიტი ტელევიზო-
რის წინ დატოვა. სავარძელი დივნის გვერდით გააჩერა.
ვერიტი „ბედის ბორბალს“ უყურებს.
ან... ყოველ შემთხვევაში, იმ მიმართულებით იყურება. მისაღე-
ბის კარში ვდგავარ და ვუყურებ. ჯერემი მაღლაა, ქრუსთან. გარეთ
ბნელა და შუქი არც მისაღებში ანთია, მაგრამ ტელევიზორი იქაუ-
რობას საკმარისად ანათებს და ვერიტის უმეტყველო სახეს ვხედავ.
ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა ამდენ ხანს ფიზიკური უუნარობა
მოიგონოს. ეს როგორ უნდა გააკეთო? ნეტავ ხმაურზე შეცბება?
ჩემ გვერდით, მისაღების შესასვლელში, დეკორატიული მინისა
და ხის ბურთულებით სავსე თასი დგას. ირგვლივ ვიხედები, შემდეგ
ერთ ბურთულას ვიღებ და ვერიტისკენ ვისვრი. ბურთულა მის წინ ია-
ტაკზე ვარდება. ვერიტი არ ცბება.
ვიცი, რომ პარალიზებული არაა და როგორ არ ცბება? ვთქვათ,
ტვინი ისეთი დაზიანებული აქვს, რომ ინგლისური ენა არ ესმის, მაგ-
რამ ხმაური ხომ მაინც შეაშფოთებდა, არა? რაღაც რეაქცია ხომ მა-
ინც ექნებოდა?
თუ, რა თქმა უნდა, ურეაქციობაზე არ ივარჯიშა. ცოტა ხანს კიდევ
ვუყურებ და თანდათან საკუთარი ფიქრები ისევ მაშინებს.
სამზარეულოში ვბრუნდები და ვერიტის პატ საჯაკსა და ვანა ვა-
ითთან ერთად ვტოვებ. ვერიტის ავტობიოგრაფიაში წაუკითხავი
მხოლოდ ორი თავი დამრჩა. ვლოცულობ, აქ ყოფნისას ხელნაწე-
რის გაგრძელება არ ვიპოვო, რადგან მეტს ვეღარ ავიტან. თითოე-
ული თავის წაკითხვისას იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე ჩემი მთვარე-

205
ულობის შემდეგ.
მიხარია, რომ ჩესტინის სიკვდილთან არაფერი აკავშირებს, მაგ-
რამ მისი ფიქრების მიმდინარეობა კი მაშფოთებს. არაადეკვატური
ჩანს. ორგანზომილებიანი. შვილი დაკარგა, ის კი ფიქრობდა, ჰარ-
პერი როგორ მოეკლა და ყელში ამოუვიდა ჯერემის გლოვა.
შფოთვა მსუბუქად ნათქვამია. საბედნიეროდ, ეს მალე დამთავ-
რდება. ხელნაწერის დიდი ნაწილი წლების წინ მომხდარ ამბებზე,
ბოლო თავი კი უახლეს მოვლენებზე, წელიწადზე ნაკლების წინ მომ-
ხდარზე წერს. ჰარპერის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე
მომხდარზე.
ჰარპერის გარდაცვალება.
ახლა ამაზე ვაპირებ წაკითხვას. იქნებ ამაღამაც მოვახერხო. არ
ვიცი. ბოლო რამდენიმე დღე ცუდად მეძინა და მეშინია, რომ ავტო-
ბიოგრაფიის დასრულების შემდეგ დაძინება საერთოდ ვერ შევ-
ძლო.
ამ საღამოს ჯერემისა და ქრუსთვის სპაგეტის ვაკეთებ. ვცდილობ
ვახშამზე გადავიტანო ყურდღება და ვერიტის უსულგულობაზე არ
ვიფიქრო. განგებ ისე დავგეგმე კერძის მომზადება, რომ მისი დას-
რულებისას ეიფრილი წასული იყოს. იმედია ჯერემი ვახშმამდე ვე-
რიტის მაღლა აიყვანს. ჩემი დაბადების დღე თითქმის მთავრდება
და დაწყევლილი ვიქნები, თუ ვერიტი კროუფორდთან ერთად ვივახ-
შმებ.
პასტის სოუსს ვურევ და ვხვდები, რომ რამდენიმე წუთია ტელე-
ვიზორის ხმა აღარ მესმის. კოვზს ფრთხილად ვუშვებ ხელს და ღუ-
მელზე, ტაფის გვერდით ვდებ.
– ჯერემი? – ვეძახი იმ იმედით, რომ მისაღებში იქნება. იმედი
მაქვს, ტელევიზორის ხმა რომ აღარ მესმის, მისი ბრალია.
– ორ წამში ჩამოვალ! ‒ ჩამომძახის მეორე სართულიდან.
თვალებს ვხუჭავ. გულისცემა მიჩქარდება. თუ ეს წყეული ტელე-
ვიზორი ამ კახპამ გამორთო, ახლავე კარიდან ფეხშიშველი გავდი-
ვარ და უკან აღარასდროს ვბრუნდები.
მუშტებს ვკრავ. ამ იდიოტურმა სიტუაციამ ძალიან დამღალა. ამ

206
სახლმა და ამ საზარელმა, ფსიქოპათმა ქალმა დამღალა.
მისაღებში ფეხის წვერებზე არ ვიპარები. ფეხების ბრაგუნით შევ-
დივარ.
ტელევიზორი ისევ ჩართულია, მაგრამ ხმა აღარ აქვს. ვერიტი
ისევ ისე ზის. მაგიდასთან მდგარ მის გორგოლაჭებიან სავარძელს
ვუახლოვდები და პულტს ვიღებ. ტელევიზორს ხმა აქვს გათიშული
და ეს ყველაფერი ყელში მაქვს. ყელში მაქვს. ტელევიზორი საკუთ-
არ თავს ხმას არ უთიშავს!
– დამპალი ძუკნა ხარ, – ვბუტბუტებ.
საკუთარმა სიტყვებმა გამაოგნა, მაგრამ არა იმდენად, რომ
ოთახიდან გავსულიყავი. თითქოს მის ხელნაწერში წაკითხულმა
ყველა სიტყვამ ჩემში ცეცხლი გააღვივა. ტელევიზორს ხმას ვურთავ
და პულტს დივანზე, მისგან შორს ვაგდებ. ვერიტის წინ ვიმუხლები,
მას ჩემკენ ვატრიალებ, რომ ზუსტად თვალებში მიყურებდეს. ვცახ-
ცახებ, მაგრამ ამჯერად არა შიშით. ვცახცახებ, რადგან მასზე საშინ-
ლად გაბრაზებული ვარ. ვბრაზობ იმის გამო, როგორი ცოლი იყო
ჯერემისთვის. როგორი დედა იყო ჰარპერისთვის და გაბრაზებული
ვარ ყველა იმ გაუგებარი იდიოტობის გამო, რაც გამუდმებით ხდება
და ერთადერთი ვარ, ვინც ამას ამჩნევს. დავიღალე, რომ თავი გა-
მუდმებით გიჟი მგონია!
– იმ სხეულსაც კი არ იმსახურებ, რომელშიც გამომწყვდეული
ხარ, – ჩავჩურჩულებ და პირდაპირ თვალებში ვუყურებ, – იმედია,
საკუთარ ნარწყევში დაიხრჩობი, როგორც შენი ჩვილი შვილის მოკ-
ვლა სცადე.
ვიცდი. თუ გონზეა... თუ გაიგონა... თუ იგონებს... ჩემი სიტყვები
მასზე იმოქმედებდა. შეცბებოდა, აღელდებოდა ან რაღაც მსგავსს
მოიმოქმედებდა.
ვერიტი არ ინძრევა. ვცდილობ რაღაც ისეთი მოვიფიქრო, რაზეც
რეაქცია ექნება, რაზეც თავს ვერ შეიკავებს. ფეხზე ვდგები, მისკენ
ვიხრები და ტუჩები მის ყურთან მიმაქვს:
– ამაღამ ჯერემი შენს საწოლში გამჟიმავს.
... ხმას ველოდები... მოძრაობას ველოდები. ერთადერთი, რასაც

207
ვამჩნევ, შარდის სუნია. ჰაერში ვრცელდება. ნესტოებში მიძვრება.
ისევ ვიცდი
შარვალზე ზუსტად მაშინ ვაკვირდები, როცა კიბიდან ჯერემი ჩა-
მოდის.
– ჩემი დახმარება გჭირდებოდა?
უკან ვიხევ და მოულოდნელად ფეხს იმ ხის ბურთს ვურტყამ, რო-
მელიც ცოტა ხნის წინ ვესროლე. ბურთის ასაღებად ვიხრები და თან
ვერიტისკენ ვანიშნებ:
– უბრალოდ... მგონი, გამოცვლა სჭირდება.
ჯერემი მის სავარძელს ხელს ჰკიდებს და ვერიტი მისაღებიდან
ლიფტისკენ გაჰყავს. პირიდან ჰაერს ვუშვებ და პირსა და ცხვირზე
ხელს ვიფარებ.
არ ვიცი, რატომ არასდროს დამაინტერესა, ვინ ბანდა ან უცვლი-
და ვერიტის. მეგონა, ამას ექთანი აკეთებდა, მაგრამ როგორც
ვხვდები, ყველაფერს ის არ აკეთებს. ჯერემი კიდევ უფრო მეცოდება
იმის გამო, რომ ვერიტი უუნაროა და საფენები და დაბანა სჭირდება.
ახლა მეორე სართულზე მოსაწესრიგებლად მიჰყავს და ეს საშინ-
ლად მაბრაზებს.
ვერიტიზე ვბრაზობ.
რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა იმ საზარელი მოპყრობის საზ-
ღაურია, როგორც ექცეოდა შვილებსა და ჯერემის. ვერიტის კარმის
გამო ჯერემი მთელი ცხოვრება უნდა დაიტანჯოს.
ეს არასწორია.
ვერიტის ჩემს ნათქვამზე რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ, მგონი, შე-
ვაშინე და ვრწმუნდები, რომ გონებით აქ არის. სადღაც აქ. უკვე
იცის, რომ მისი არ მეშინია.

***

ქრუსთან ერთად ვივახშმე, რომელიც მთელი ამ დროის განმავ-


ლობაში აიპედზე თამაშობდა. მინდოდა ჯერემის დავლოდებოდი,
მაგრამ ვიცოდი, რომ არ უნდოდა ქრუს მარტო ეჭამა და თან მისი

208
ძილის დროც გადასულიყო. სანამ ჯერემი ვერიტის უვლიდა, ქრუ
დასაძინებლად დავაწვინე. სანამ ჯერემიმ ვერიტი დაბანა, გამოუც-
ვალა და საწოლში ჩააწვინა, სპაგეტი გაცივდა.
როცა, ბოლოს და ბოლოს, ჯერემი კიბეზე ჩამოდის, უკვე ჭურ-
ჭელს ვრეცხავ. ჩვენი კოცნის შემდეგ თითქმის არ გვისაუბრია. არ
ვიცი, ჩვენ შორის რა დამოკიდებულება იქნება – უხერხულად ვიქ-
ნებით და ნავახშმევს ჩვენ-ჩვენ გზაზე წავალთ თუ არა. ვგრძნობ,
რომ უკნიდან მიახლოვდება და ნივრიან პურს კბეჩს. მე ისევ ჭურ-
ჭელს ვრეცხავ.
– მაპატიე, – მეუბნება.
– რა?
– ვახშამი რომ გავაცდინე.
მხრებს ვიჩეჩ:
– არაფერი გაგიცდენია. ჭამე.
კარადიდან ჯამს იღებს და სპაგეტით ავსებს. შემდეგ მიკროტალ-
ღურში დებს და ჩემ გვერდით მაგიდას ეყრდნობა. – ლოუენ.
ვუყურებ.
– რა მოხდა?
თავს ვაქნევ.
– არაფერი, ჯერემი. აქ ჩემი ადგილი არაა.
– ახლა, როცა ეგ თქვი, უკვე არის.
მასთან ამ დიალოგის გაგრძელება არ მინდა. აქ ჩემი ადგილი
მართლა არაა. ეს მისი ცხოვრებაა. მისი ცოლია. მისი სახლია. მე კი
აქ, ყველაზე ბევრი, კიდევ ორ დღეს დავრჩე. ხელებს ვიმშრალებ და
მიკროტალღური წრიპინებს. ჯერემი ჯამის გამოღებას არ ჩქარობს,
რადგან ჩემი ყურებითაა დაკავებული და დაჟინებული მზერით ცდი-
ლობს ჩემგან კიდევ რაღაცის გაგებას.
მაგიდას ვეყრდნობი და ვოხრავ. თავს უკან ვწევ.
– უბრალოდ... მებრალები.
– არ გინდა.
– სხვანაირად არ შემიძლია.
– შეგიძლია.

209
– არა, არ შემიძლია.
მიკროტალღურის კარს აღებს და ჯამი გამოაქვს. გასაცივებლად
მაგიდაზე დებს და ისევ მიყურებს.
– ჩემი ცხოვრება ესაა, ლოუ, და მას ვერაფრით შევცვლი. შენი
სიბრალულით ვერ მიშველი.
თავს ვატრიალებ:
– ცდები, შეგიძლია შეცვალო. ვალდებული არა ხარ ასე იცხოვ-
რო. არსებობს დაწესებულებები, ადგილები, სადაც მასზე უკეთ იზ-
რუნებენ. იქ მეტი შანსი ექნება და შენ და ქრუ აღარ იქნებით მთელი
ცხოვრება ამ სახლზე მიჯაჭვული.
ჯერემის ყბა ეძაბება. ვიცოდი, ეს არ უნდა მეთქვა.
– ვაფასებ, რომ გგონია უკეთეს ცხოვრებას ვიმსახურებ, მაგრამ
ვერიტის მდგომარეობაში საკუთარი თავი წარმოიდგინე.
ჯერემის წარმოდგენა არა აქვს, ვერიტის მდგომარეობა ბოლო
ორი კვირის განმავლობაში რამდენად კარგად შევისწავლე.
– დამიჯერე, წარმოდგენილი მაქვს, – გაღიზიანებული მუშტს მა-
გიდაზე ოდნავ ვურტყამ, ვცდილობ უკეთესად გადმოვცე სათქმელი,
– თვითონ არ ენდომება შენი ასეთი ცხოვრება, ჯერემი. საკუთარ
სახლში პატიმრად ხარ ქცეული. ქრუც პატიმარია საკუთარ სახლში.
ამ სახლიდან გასვლა სჭირდება. სამოგზაუროდ წაიყვანე, სამსა-
ხურს დაუბრუნდი და ვერიტი ისეთ დაწესებულებაში მიაბარე, სადაც
მასზე სრულყოფილად იზრუნებენ.
წინადადება დასრულებული არა მაქვს, რომ ჯერემი უარის ნიშ-
ნად თავს აქნევს:
– ქრუს ამას ვერ გავუკეთებ. ორივე და დაკარგა. კიდევ ერთ ამ-
ხელა დანაკარგს ვეღარ გადაიტანს. სხვა თუ არაფერი, დედამისი
აქაა და მასთან დროს მაინც ატარებს.
არ უთქვამს, რომ თავად სურს ვერიტის აქ ყოფნა. მხოლოდ ქრუ-
ზე ილაპარაკა.
‒ მაშინ დაფიქრდი, – ვეუბნები, – შეგიძლია ნახევარ განაკვეთ-
ზე მიაბარო, რომ სინდისის ქენჯნა არ იგრძნო. შაბათ-კვირას სახ-
ლში მოიყვან, ქრუს დასვენების დღეებში.

210
ჯერემის ვუახლოვდები და სახეზე ხელებს ვაჭდობ. მინდა დაინა-
ხოს, რომ მასზე ძალიან ვდარდობ. იქნებ, თუ მიხვდება, რომ ვიღა-
ცას მასზე გული შესტკივა, ეს საუბარი სერიოზულად აღიქვას.
– საკუთარ თავზეც იფიქრე, ჯერემი, – ხმადაბლა ვეუბნები, –
ზოგჯერ ეგოისტურად იფიქრე. იმსახურებ ისეთ ცხოვრებას, სადაც
საკუთარი თავისთვის გექნება დრო, მის გარეშე. დრო, რომელიც
მხოლოდ შენი იქნება, და რაც შენ გინდა, იმას გააკეთებ.
ხელისგულებით ვგრძნობ, რომ კრიჭას კრავს. მშორდება, ხე-
ლებს გრანიტის ზედაპირზე აყრდნობს და თავს მხრებს შორის კი-
დებს.
– მე რა მინდა? – ხმადაბლა ამბობს.
– ჰო. შენ რა გინდა?
შემდეგ თავს უკან აგდებს და ისე იცინის, თითქოს უაზრო შეკით-
ხვა დაუსვეს. შემდეგ ერთი სიტყვით მპასუხობს, თითქოს ყველაზე
ადვილი შეკითხვა იყოს, რაც კი მისთვის ოდესმე დაუსვამთ:
– შენ.
მაგიდას შორდება და ჩემკენ სწრაფი ნაბიჯით მოდის. წელზე ორ-
ივე ხელს მხვევს, შუბლს შუბლზე მადებს და თვალებში სურვილით
სავსე გამომეტყველებით მიყურებს.
– შენ მინდიხარ, ლოუ.
მისი სიტყვები შვებას მგვრის. მკოცნის. ჩვენი პირველი კოცნის-
გან განსხვავდება. ამჯერად მოთმინებას იჩენს და მისი ტუჩები აუჩ-
ქარებლად მოძრაობს ჩემსაზე, ხელს კი კისერზე მხვევს. გემოს მი-
გებს და ენის ყოველი მოძრაობით სულ უფრო მიღვივებს სურვილს.
ჯერემი ოდნავ იხრება, მაღლა ავყავარ და ფეხებს თავის წელზე მახ-
ვევინებს.
სამზარეულოდან გავდივართ, მაგრამ თვალის გახელა მანამდე
არ მინდა, სანამ ზურგს უკან კარს არ ჩავკეტავთ. ამჯერად ვერიტი
ხელს ვეღარ შეგვიშლის.
როგორც კი მთავარ საძინებელში შევდივართ, ჯერემი ხელს მიშ-
ვებს, იატაკზე ვეშვები და ერთმანეთს ტუჩებს ვაშორებთ. საწოლთან
მდგომს მტოვებს და ჩემი საძინებლის კარისკენ მიემართება.

211
– გაიხადე ტანსაცმელი, – მეუბნება კარის დაკეტვისას, ჩემკენ
ზურგშექცეული.
ეს ბრძანებაა. რადგან კარი ჩაკეტა, მზად ვარ ამ ბრძანებას სი-
ამოვნებით დავემორჩილო. ერთმანეთის გახდას ვუყურებთ. ჯერემი
ჯინსს იხდის, მე მაისურს, შემდეგ ის იხდის მაისურს, მე – ჯინსს. ბი-
უსტჰალტერს ვიხსნი და ჯერემი მათვალიერებს. არ მეხება, არც
მკოცნის. მხოლოდ მიყურებს.
საცვალს ვიხდი და ემოციების მოზღვავებას ვგრძნობ: შიში, აღ-
ტაცება, გაღიზიანება, სურვილი, მოლოდინი ერთმანეთს ენაცვლე-
ბა. საცვალს ბარძაყებზე, შემდეგ წვივებზე ვიცურებ, იატაკზე ვაგდებ
და წელში ვსწორდები – ერთიანად შიშველი ვდგავარ.
ჯერემი თითქოს თვალებით მისრუტავს და მთლიანად შიშვლდე-
ბა. გული მიფრთხიალებს, რადგან რაც უნდა ზუსტად აღეწერა ვერი-
ტის მისი ფიზიკური მონაცემები, ასეთ მასშტაბს არ ველოდი.
შიშვლები ვდგავართ და მძიმედ ვსუნთქავთ.
ნაბიჯს ჩემკენ დგამს, მხოლოდ სახეში მიყურებს. თბილი ხელე-
ბით ლოყებზე მეფერება, შემდეგ თმაში მიცურებს და ისევ პირს პირ-
თან მიახლოებს. ნაზად მკოცნის და ენის სულ ოდნავი მოძრაობით
მაღიზიანებს.
თითებს ხერხემლის მთელ სიგრძეზე მისვამს. მაჟრჟოლებს.
‒კონდომი არა მაქვს, – მეუბნება, დუნდულებზე ხელებს მხვევს
და თავისკენ მიზიდავს.
– აბებს არ ვიღებ.
ნათქვამის მიუხედავად, მაღლა მწევს და საწოლზე მაწვენს. ტუ-
ჩებს მარცხენა კერტზე ოდნავ მახებს, შემდეგ ოდნავ ტუჩებზეც მეხე-
ბა და ზემოდან მექცევა.
– გამოვიღებ.
– კარგი.
ამ სიტყვაზე ეღიმება.
– კარგი, – ტუჩებთან ჩამჩურჩულებს და შემოდის. მთელი ყუ-
რადღება ერთმანეთთან კავშირზე ისე გვაქვს მიპყრობილი, რომ
ერთმანეთს არც ვკოცნით. პირიპირზე მიდებული ვსუნთქავთ. თვა-

212
ლებს მაგრად ვხუჭავ. ჯერემი მთელი ასოს სრულად შედებას ცდი-
ლობს. რამდენიმე წამით მტკივა, შემდეგ მოძრაობას იწყებს და ტკი-
ვილს სასიამოვნო სისავსის შეგრძნება ენაცვლება. ვკვნესი.
ჯერემი ტუჩებით ლოყაზე მეხება, შემდეგ ისევ პირზე და თავს
ოდნავ მაშორებს. თვალს ვახელ და ვხედავ კაცს, რომელიც არა რა-
ღაც სხვაზე, არამედ იმაზე ფიქრობს, რაც მის წინაა. თვალებში შო-
რეული მზერა აღარ ემჩნევა. ახლა მხოლოდ მე და ის ვარსებობთ.
– წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რამდენჯერ მიფიქრია შენთან
ყოფნაზე? – ვხვდები, რომ რიტორიკული შეკითხვაა, რადგან მისი
დაუყოვნებლივი კოცნა პასუხის გაცემის უფლებას არ მაძლევს.
კოცნის დროს ძუძუებზე ხელებს მხვევს. ამ პოზაში დაახლოებით ერ-
თი წუთის ყოფნის შემდეგ, ასოს იღებს და მუცელზე მაწვენს ახლა
უკნიდან მიდებს და ყურთან ტუჩებს მიახლოებს.
– ყველა იმ პოზაში უნდა გაგჟიმო, რაშიც ჩვენი თავი წარმომედ-
გინა.
მისი სიტყვები თითქოს მუცელში მისახლდება და ცეცხლს მინ-
თებს.
– გთხოვ, – მხოლოდ ამას ვამბობ.
შემდეგ ხელისგულს მუცელზე მადებს, მუხლებზე მაყენებს და
ასოს გამოუღებლად მკერდს ზურგზე მაბჯენს.
კისერზე მის თბილ სუნთქვას ვგრძნობ. ხელს თავზე ვხვევ და მის
პირს ჩემი კანისკენ ვიზიდავ. ეს პოზა დაახლოებით ოცდაათ წამს
გრძელდება. შემდეგ წელზე ხელს მხვევს. მატრიალებს, ისევ ერ-
თმანეთის პირისპირ ვრჩებით და ისევ მიდებს.
მისი ძალის წინაშე სუსტი ვარ. ყოველ რამდენიმე წუთში მკლა-
ვებით ძალდაუტანებლად მიცვლის პოზას. მისი და ვერიტის უამრა-
ვი ინტიმური სცენის წაკითხვის შემდეგ ვხვდები, რომ ვერიტი ით-
ხოვდა ყოველთვის რაღაც სახის კონტროლი ჰქონოდა მასზე.
მე მთელ ძალაუფლებას ვუთმობ.
უფლებას ვაძლევ ისე დამეუფლოს, როგორც თავად სურს. ასეც
იქცევა, ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. ყოველთვის რო-
ცა გათავებას უახლოვდება, ასოს იღებს, მკოცნის ისევ მიღებს, მკო-

213
ცნის, პოზას მიცვლის, ისევ მიდებს, მკოცნის და პოზას მიცვლის. წრ-
ეზე ვმოძრაობთ და მინდა ეს არასდროს დასრულდეს.
ბოლოს, როგორც ვხვდები, მის უსაყვარლეს პოზას ვიღებთ – ჯე-
რემი ზურგზე წევს, თავი ბალიშზე უდევს და მე მის თავზე ვარ გან-
ლაგებული. არ ვიცი, ამ პოზაში აღმოჩენა მისი იდეა იყო თუ ჩემი.
საწოლის თავზე ნაკბილარებს ვუყურებ და უნდა ჩავჯდე, რომ მის
პირს მივუახლოვდე.
თვალებს ვხუჭავ. ამ ნაკბილარების ყურება არ მინდა.
ხელისგულებს მუცელზე, შემდეგ მკერდზე მიცურებს. ძუძუებს
ხელებში იქცევს და ნელ-ნელა ენით ფეხებშუა მლოკავს. თავს უკან
ვაგდებ და ისე ხმამაღლა ვკვნესი, რომ იძულებული ვარ პირზე ხე-
ლი ავიფარო.
როგორც ჩანს, ეს ხმა მოსწონს, რადგან ენით იმავე მოძრაობას
იმეორებს, და ექსტაზი, რომელსაც მთელ სხეულში ვგრძნობ, წინ,
საწოლის თავისკენ მიბიძგებს. თვალებს ვახელ. საწოლის თავს
სულ ცოტაღა მაშორებს, სულ ცოტა ვერიტის ნაკბილარებისგან,
რომლებიც იმავე პოზაში ყოფნისას დატოვა.
როცა ჯერემის თითები მუცელზე დაბლა მიცურავს და თავის
პირს უახლოვდება, ყვირილს ვეღარ ვიკავებ. ამ პოზაში ისღა დამრ-
ჩენია, წინ გადავიხარო და ორგაზმისას ყელიდან აღმომხდარი ხმე-
ბი ასე ჩავახშო.
საწოლის თავს კბილებით ვეჭიდები.
კბილებით ხეზე ვერიტის ნაკბილარს ვგრძნობ. განსხვავებულია.
ჩემსას არ ემთხვევა. ორგაზმისას ხეს უფრო მაგრად ვკბენ, რადგან
გადაწყვეტილი მაქვს მასზე ღრმა კვალი დავტოვო. მინდა მომავალ-
ში, როცა ამ ადგილს შევხედავ, მხოლოდ ჩემი თავი და ჯერემი გა-
მახსენდეს.
ვერიტი უმეტესად ერთ ოთახშია გამოკეტილი, მაგრამ მისი არ-
სებობა თითქმის მთელ სახლში იგრძნობა. ამ საძინებელში მისი
გახსენება აღარ მინდა.
გათავების შემდეგ საწოლის თავს ვშორდები, თვალებს ვახელ
და ჩემს უახლეს ნაკბილარს ვხედავ. მასზე ცერს ვუსვამ და ნერწყვს

214
ვაშორებ. ჯერემი ქვემოთკენ მექაჩება, ზურგზე მაწვენს და მო-
ულოდნელად ისევ მის ქვეშ ვარ. ორგაზმის მისაღწევად ასოს შედე-
ბა არც სჭირდება. მუცელზე მეკვრის და კანზე თბილი სითხის გად-
მოღვრას ვგრძნობ. პირით ჩემს ტუჩებს პოულობს.
მისი გაშმაგებული კოცნით ვხვდები, რომ წინ გრძელი ღამე გვე-
ლოდება.

215
19

მეორე რაუნდს ნახევარი საათის შემდეგ საშხაპეში ვიწყებთ. ერ-


თმანეთს ვეფერებით, ვკოცნით, შემდეგ ხელისგულებს საშხაპის კე-
დელს ვაყრდობ და წყლის ჭავლის ქვეშ მიდებს.
ჯერემი იღებს, ჩემს ზურგზე ათავებს და მბანს.
ისევ საწოლში ვართ, მაგრამ უკვე თითქმის დილის სამი საათია
და ვიცი, მალე თავის ოთახში უნდა დაბრუნდეს. არ მინდა წავიდეს.
მასთან ყოფნა ზუსტად ასე წარმომედგინა და ახლა, როცა სხეულზე
მისი ხელები მაქვს შემოხვეული, ამ სახლში დარჩენაზეც თანახმა
ვარ. თავს უსაფრთხოდ მაგრძნობინებს ისეთი რამეებისგან, რასაც
თავად საფრთხედ ვერ აღიქვამს.
ჯერემის მკერდზე მაგრად ვყავარ მიკრული. თითებით მეფერება.
ვცდილობთ არ დავიძინოთ და ერთმანეთს რაღაცებს ვეკითხებით.
შეკითხვები სულ უფრო პირადული ხდება. ახლა ჯერემიმ ჩემს ბო-
ლო ურთიერთობაზე მკითხა.
–ცარიელი იყო.
– რატომ?
– არც ვიცი, ეს ურთიერთობა იყო თუ არა, – ვპასუხობ, – ვამბობ-
დით, არისო, მაგრამ მხოლოდ სექსზე იყო აგებული. ვერ გავიგეთ,
საძინებლის გარეთ ერთმანეთის ცხოვრებაში ადგილი როგორ გვე-
პოვა.
– რამდენ ხანს გაგრძელდა?
– საკმაო ხანს, – მკლავზე ვიწევი და ავყურებ, – ეს კორი იყო.
ჩემი აგენტი.
ჯერემი მკლავზე მოფერებას წყვეტს.
– ის აგენტი, რომელსაც შევხვდი?
‒ ჰო.
– ისევ შენი აგენტია?
– კორი საუკეთესო აგენტია, – თავს ისევ მკერდზე ვადებ და ჯე-

216
რემი ისევ მკლავზე მეფერება.
– ცოტა ვიეჭვიანე, – მეუბნება.
ვიცინი და ვგრძნობ, რომ მასაც ეცინება. ცოტა ხანს ჩუმად ვართ
და შემდეგ ვუსვამ შეკითხვას, რომელიც დიდი ხანია მაინტერესებს.
– ვერიტისთან როგორი ურთიერთობა გქონდა?
ჯერემი ოხრავს და ჩემი თავი მისი მკერდის სინქრონულად მოძ-
რაობს. შემდეგ თავს ბალიშზე მადებინებს, თვითონ გვერდულად
წვება და თვალებში მიყურებს.
– გიპასუხებ, მაგრამ არ მინდა ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება შეგექ-
მნას.
– არ შემექმნება, – ვპასუხობ და თავს ვაქნევ.
– ვერიტი მიყვარდა. ჩემი ცოლი იყო, მაგრამ ზოგჯერ ეჭვი მეპა-
რებოდა, ერთმანეთს საკმარისად ვიცნობდით თუ არა. ერთად
ვცხოვრობდით, მაგრამ თითქოს ჩვენი სამყაროები ერთმანეთთან
დაკავშირებული არ იყო, – ხელით ტუჩებზე მეხება და თითების წვე-
რებით ბაგეებზე მეფერება.
‒ ის გიჟურად მიზიდავდა. დარწმუნებული ვარ, ამის მოსმენა არ
გინდა, მაგრამ ასეა. იდეალური სექსი გვქონდა, მაგრამ დანარჩე-
ნი... არ ვიცი... თავიდანვე თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს რაღაც
გვაკლდა ურთიერთობაში, მაგრამ მასთან დავრჩი და დავქორწინ-
დი, ოჯახი შევქმენით. მჯეროდა, რომ უფრო ღრმა კავშირი ჩვენ შო-
რის მალე გაიბმებოდა. მეგონა, ერთ დღესაც გავიღვიძებდი, თვა-
ლებში ჩავხედავდი და წამში იმ ფაზლის იდუმალი ნაწილი თავის ად-
გილას ჩაისმებოდა.
მგონი, სწორად გავიგე. მიყვარდაო, წარსულ დროში თქვა.
– ბოლოს კავშირი დამყარდა?
– არა, არა ისე, როგორც იმედი მქონდა, მაგრამ რაღაც მსგავსი
ვიგრძენი – წამიერი სიმძაფრე, რამაც მიმახვედრა, რომ უფრო
ღრმა კავშირებიც არსებობს.
– ეგ როდის იყო?
– რამდენიმე კვირის წინ, – ხმადაბლა ამბობს, – რომელიღაც კა-
ფეს საპირფარეშოში, ქალთან, რომელიც ჩემი არ ცოლი იყო.

217
წინადადებას ამთავრებს თუ არა, მაშინვე მკოცნის, თითქოს არ
უნდა ვუპასუხო. იქნებ ამის თქმისას დანაშაულის შეგრძნება ამძიმე-
ბს. დანაშაულის შეგრძნება, რომ ჩემთან წამიერად იგრძნო ის კავ-
შირი, რასაც ცოლთან წლებია ცდილობდა.
მართალია, არ უნდა ამ აღიარებაზე რეაქცია მქონდეს, მაგრამ
მისი სიტყვები სხეულში ღრმად მეღვრება და მკერდში იშლება. ჯე-
რემი თავისკენ მიზიდავს. თვალებს ვხუჭავ და თავს მის მკერდში
ვრგავ. აღარ ვლაპარაკობთ და ასე ვიძინებთ.
ორი საათის შემდეგ მეღვიძება და ყურში მისი ხმა ჩამესმის:
– ჯანდაბა, – დგება და მთელი საბანი თან მიაქვს, – ჯანდაბა.
თვალებს ვისრესს და ზურგზე ვწვები:
– რა მოხდა?
– ჩამეძინა, – იატაკისკენ იხრება და ჩაცმას იწყებს, – ქრუ რომ
გაიღვიძებს, აქ ვერ ვიქნები, – ორჯერ მკოცნის და კარისკენ მიდის.
საკეტს ხსნის და კარს უბიძგებს.
კარი არ იღება.
საწოლში წამომჯდარი შიშველ მკერდზე საბანს ვიფარებ და ვუ-
ყურებ, რომ ჯერემი სახელურს ქაჩავს.
– ჯანდაბა, – იმეორებს, – კარი გაიჭედა.
მუცელში რაღაც მწყდება და გასული ღამის სიამოვნება ერთბა-
შად მავიწყდება. იმ დროში ვბრუნდები, იმ სცენარში, როცა ამ საზა-
რელ სახლში თავს მიუსაფრად ვგრძნობ. თავს ვაქნევ, მაგრამ ჯერე-
მი კარს შეჰყურებს და მე ვერ მხედავს.
– გაჭედილი არაა, – ხმადაბლა ვამბობ, – ჩაკეტილია. გარედან.
ჯერემი თავს აბრუნებს და შეწუხებული გამომეტყველებით მიყუ-
რებს. შემდეგ კარის სახელურს ორივე ხელით ეჭიდება. როცა
რწმუნდება, რომ მართალი ვარ და კარი გარედანაა ჩაკეტილი, მას-
ზე ბრახუნს იწყებს. ადგილიდან არ ვიძვრი და მეშინია, რა ვითარება
დახვდება სახლში კარის გაღების შემდეგ.
ჯერემი, რაც ძალა და ღონე აქვს, გაღებას ცდილობს. ბოლოს
ქრუს ეძახის.
– ქრუ! – ყვირის ჯერემი და საძინებლის კარზე აბრახუნებს.

218
რა მოხდება, თუ ვერიტიმ ბავშვი წაიყვანა?
ზუსტად არ ვიცი, ასე მოიქცეოდა თუ არა. შვილები გულზე არც
ეხატება, ჯერემი კი ეხატება. ჯერემი უყვარს. თუ გაიგო, რომ ჯერემიმ
ღამე ჩემთან ერთად ამ ოთახში გაატარა, შესაძლოა შურისძიების
მიზნით წავიდა და ქრუ თან წაიყვანა.
ჯერემი ამაზე ჯერ არ დაფიქრებულა. მისი აზრით, ქრუ გვეთამა-
შება. ან საკეტი როგორღაც თავისთავად ჩაიკეტა, წუხელ კარის და-
კეტვისას. მისთვის მხოლოდ ეს ვერსიებია ახლა ლოგიკური. მხო-
ლოდ გაღიზიანებულია და ოდნავადაც არაა შეშფოთებული.
ჯერემი ტუმბაზე მაღვიძარასკენ იხედება და კარზე ისევ აკაკუ-
ნებს.
– ქრუ, კარი გააღე! – კარს შუბლით ეყრდნობა, – მალე ეიფრი-
ლი მოვა, – ხმადაბლა ამბობს, – აქ ერთად არ უნდა გვნახოს.
ესე იგი, ამაზე ფიქრობს?
მე კი ვფიქრობ, რომ მისმა ცოლმა შუაღამისას მისი ვაჟი მოიტა-
ცა, თვითონ კი არ უნდა სტუმართან სექსისას გამოიჭირონ.
– ჯერემი.
– რა არის? – მპასუხობს და ისევ კარზე აბრახუნებს.
– ვიცი, გგონია, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ... წუხელ ვერი-
ტის კარი ჩაკეტე? ჯერემი კარზე დასარტყმელად მომზადებულ
მუშტს აჩერებს.
– არ მახსოვს, – ხმადაბლა ამბობს.
– თუ რაღაც შანსი არსებობს, რომ ვერიტიმ ჩაგვკეტა. სავარა-
უდოდ, ქრუ აქ აღარ არის.
ჯერემი მიყურებს და თვალები შიშით ევსება. შემდეგ ერთი სწრა-
ფი მოძრაობით ოთახს კვეთს და ფანჯარასთან მიდის. ფანჯარას აღ-
ებს, შემდეგ მაღლა სწევს და იქ შუშის მეორე ფენა ხვდება, რომე-
ლიც პირველივით ადვილად არ ემორჩილება. ჯერემი უყოყმანოდ
უახლოვდება საწოლს, ბალიშს პირს აცლის, ხელზე იხვევს, მუშტს
მინას ურტყამს, ამტვრევს და ფანჯრიდან ძვრება.
რამდენიმე წამში მესმის ჩემი ოთახის საკეტის გაღების ხმა და
ჯერემი მაშინვე კიბეზე ადის. სანამ საძინებლიდან გამოვალ, ის უკვე

219
ქრუს ოთახშია. შემდეგ მესმის ვერიტის ოთახისკენ სირბილის ხმა.
როცა კიბესთან ბრუნდება, გული ყელში მებჯინება.
უარყოფის ნიშნად თავს აქნევს. წინ იხრება, მუხლებს ხელებით
ეყრდნობა და ქოშინებს.
– სძინავთ.
ჯერემი იმუხლება, თითქოს მუხლებმა უღალატეს და თმაში ხელს
ივლებს.
– სძინავთ, – შვებით იმეორებს.
გულზე მეც მეშვება, მაგრამ არა ბოლომდე.
ჩემი პარანოია უკვე ჯერემიზეც მოქმედებს. ჩემი შიშის გაზიარე-
ბით ჯერემის კარგს არაფერს ვუკეთებ. რამდენიმე წამში სახლში
ეიფრილი შემოდის. ჯერ მე მიყურებს, შემდეგ კიბის თავში ჩამუხ-
ლულ ჯერემის. ჯერემი თავს სწევს და მასზე მიშტერებულ ეიფრილს
ხედავს. ჯერემი დგება, კიბეზე ჩადის, არც მე მიყურებს და არც ეიფ-
რილს. კარისკენ მიდის, აღებს და ეზოში გადის.
ეიფრილი ჯერ მე მიყურებს, შემდეგ კარს.
მხრებს ვიჩეჩ:
– ქრუს გამო მძიმე ღამე ჰქონდა.
არ ვიცი, იჯერებს თუ არა, მაგრამ კიბეზე ისე ადის, თითქოს ფეხ-
ზე ეკიდოს, ვატყუებ თუ მართალს ვეუბნები.
კაბინეტში შევდივარ და კარს ვკეტავ. ხელნაწერის დარჩენილ
ნაწილს ვიღებ და კითხვას ვიწყებ. დღეს ეს უნდა დავასრულო. უნდა
ვიცოდე, როგორ მთავრდება, თუ აქვს საერთოდ დასასრული. ახლა
დარწმუნებული ვარ, რომ ჯერემის ხელნაწერი უნდა ვაჩვენო. უნდა
იცოდეს, რომ მართალი იყო, როცა ვერიტისთან შინაგან კავშირს
ვერ გრძნობდა. ეს იმიტომ, რომ მას სინამდვილეში არ იცნობდა.
ამ სახლში რიგზე არაფერი არ არის და სანამ მაღლა მწოლიარე
ქალის მიმართ ჩემსავით უნდობლობა არ გაუჩნდება, რაღაც კიდევ
მოხდება. რაღაც ცუდი მოხდება.
ბოლოს და ბოლოს, ეს სახლი ხომ „ქრონიკულებითაა“ სავსე.
მომდევნო ტრაგედიას დააგვიანდა.

220
თავი 14

იმ დილის გახსენება, როცა ჰარპერი გარდაიცვალა, ადვილია,


რადგან ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა. მახსოვს, როგორი სუნი
ჰქონდა. ჭუჭყიანი. ორი დღის დაუბანელი იყო. რა ეცვა. მუქი ვარ-
დისფერი შარვალი, შავი მაისური და ნაქსოვი სვიტერი. რას აკეთებ-
და. ქრუსთან ერთად მაგიდასთან იჯდა და აფერადებდა. ბოლო წი-
ნადადება, რაც ჯერემიმ იმ დღეს უთხრა. მიყვარხარ, ჰარპერ.
იმ დღეს ჩესტინის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი თვე გავიდა,
რაც ნიშნავს, რომ ას ოთხმოცდაორი დღე-ნახევარი გავატარე მის
სიკვდილში პასუხისმგებელი ბავშვის მზარდ სიძულვილში.
წინაღამით ჯერემის მეორე სართულზე ეძინა. ქრუ თითქმის ყო-
ველღამ ტირილით ითხოვს ჯერემის და ბოლო ორი თვეა მაღლა,
სტუმრების საძინებელში რჩება. ვცადე მეთქვა, რომ ეს ქრუსთვის
კარგი არ იყო, რომ ეს ბავშვს აფუჭებდა, მაგრამ ჯერემი აღარ მის-
მენს. მთელი ყურადღება დარჩენილ ორ შვილზე აქვს მიპყრობილი.
უცნაურია, რომ ახლა, როცა ერთით ნაკლები შვილი ჰყავს, რო-
გორღაც მათ მისახედად უფრო მეტი დრო სჭირდება.
ჩესტინის გარდაცვალების შემდეგ სექსი ოთხჯერ გვქონდა. რო-
ცა ვცდილობ, აღარ უდგება. არც მაშინ, როცა მინეტს ვუკეთებ. ყვე-
ლაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს თითქოს არც აწუხებს. შეეძლო „ვიაგრა“
დაელია, მაგრამ უარს ამბობს. ჩესტინის გარეშე ცხოვრებასთან შე-
საგუებლად დრო მჭირდებაო.
ჩესტინის გარდაცვალების შემდეგ შესაგუებლად დრო.
დრო.
იცი, დრო ვის არ სჭირდებოდა? ჰარპერს.
არ დასჭირვებია. არც უტირია. ერთი ცრემლიც არ გადმოვარ-
დნია. უცნაურია. ეს არანორმალურია. მეც კი ვიტირე. მგონი, ლო-
გიკურია, რომ ჰარპერს არ უტირია. დანაშაულის გრძნობა ადამიან-
ზე ასე მოქმედებს.

221
შესაძლოა მეც დანაშაულის გრძნობა მაწერინებს.
ჯერემიმ სიმართლე უნდა იცოდეს. ოდესმე, როგორღაც, ამას
იპოვის, შემდეგ კი მიხვდება, რომ საშინლად მიყვარდა.
იმ დღეს, ჰარპერმა მიიღო ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში
მისთვის მზადდებოდა.
სამზარეულოში ვიდექი და ვუყურებდი, როგორ აფერადებდა.
ქრუს აჩვენებდა, როგორ გაეფერადებინა ერთი ფერით მეორე, რომ
მესამე ფერი მიეღოთ. იცინოდნენ. ქრუს სიცილი გასაგები იყო, მაგ-
რამ ჰარპერის? უპატიებელი. ამდენ ხანს ბრაზის შეკავება ყელში
ამომივიდა.
– საერთოდ, გეწყინა მაინც ჩესტინის გარდაცვალება?
ჰარპერმა შემომხედა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს ჩემი ეში-
ნოდა.
‒ ჰო.
– არც გიტირია. არც ერთხელ. შენი ტყუპისცალი გარდაიცვალა
და ისე იქცევი, თითქოს არც გადარდებს.
დავინახე, რომ თვალებში ცრემლები მოაწვა. სასაცილოა, რომ
ჯერემის ჰგონია, თითქოს ეს ბავშვი ემოციებს ვერ გამოხატავს, არა-
და, როცა მოუნდება, მაშინვე საიდანღაც აჩენს ცრემლებს.
– ვდარდობ, – მითხრა ჰარპერმა, – მენატრება.
გამეცინა. ჩემს სიცილზე ცრემლი მართლა წამოუვიდა. სკამი
უკან გასწია და თავისი საძინებლისკენ გაიქცა. ქრუს შევხედე და ხე-
ლი ჰარპერისკენ გავიქნიე.
– ახლა ტირის.
მიხვდა.
ჯერემი, ალბათ, ზემოთ შეხვდა, რადგან ჰარპერის კარზე მისი კა-
კუნი მომესმა.
– ჰარპერ, საყვარელო, რა მოხდა?
ჯერემის მივბაძე და წრიპინა ბავშვური ხმით გავიმეორე: – საყ-
ვარელო, რა მოხდა?
ქრუმ ჩაიხითხითა. ოთხი წლის ბავშვისთვის ხომ მაინც სასაცი-
ლო ვარ.

222
ერთი წუთი არ გასულა, რომ ჯერემი სამზარეულოში შემოვიდა.
– რა დაემართა ჰარპერს?
– გაბრაზებულია, – ვიცრუე, – ტბასთან სათამაშოდ არ გავუშვი.
ჯერემიმ თავზე მაკოცა. გულწრფელი კოცნა მომეჩვენა და გამე-
ღიმა.
– გარეთ სასიამოვნო დღეა, – მითხრა, – კარგი იქნებოდა, სანა-
პიროზე წაგეყვანა.
ჯერემი უკან მედგა, ამიტომ არ დაუნახავს, თვალები როგორ
ავატრიალე. ჰარპერის ტირილის გასამართლებლად უკეთესი ტყუ-
ილი უნდა მომეფიქრებინა, რადგან ახლა ჯერემის უნდოდა ბავშვები
გარეთ გამეყვანა და მათთან მეთამაშა.
– წყალთან მინდა, – თქვა ქრუმ.
ჯერემიმ საფულე და გასაღები აიღო.
– წადი, ჰარპერს უთხარი, ფეხსაცმელი ჩაიცვას. დედიკო წაგიყ-
ვანთ. სადილამდე დავბრუნდები.
მისკენ შევტრიალდი:
– სად მიდიხარ?
– სურსათს ვიყიდი, – მითხრა, – დილით გითხარი.
ჰო, ნამდვილად მითხრა.
ქრუმ მაღლა აირბინა. მე ამოვიოხრე.
– მირჩევნია, მე წავიდე საყიდლებზე. შენ დარჩი და ბავშვებთან
ითამაშე.
ჯერემი მომიახლოვდა და ხელები შემომხვია. შუბლი შუბლზე
მომადო და ვიგრძენი, რომ ამ ჟესტმა პირდაპირ გული გამითბო.
– ექვსი თვეა არაფერი დაგიწერია. გარეთ არ გადიხარ. ბავშვებს
არ ეთამაშები, – მეხუტება, – შენზე ვდარდობ, საყვარელო. ნახევა-
რი საათით გაიყვანე. ცოტა D ვიტამინი მიიღე.
– როგორ ფიქრობ, დეპრესიაში ვარ? – ვკითხე და უკან დავიხიე.
სასაცილო იყო. დეპრესიაში თვითონ იყო.
ჯერემიმ გასაღები მაგიდაზე დადო, რომ სახეზე ორივე ხელი შე-
მოეხვია.
– მგონი, ორივე დეპრესიაში ვართ... და ერთხანს კიდევ ვიქნებ-

223
ით. ერთმანეთს უნდა მივხედოთ.
გავუღიმე. მომეწონა, რომ ეგონა, ერთნაირად განვიცდიდით. შე-
საძლოა ასეც იყო. შემდეგ მაკოცა და დიდი ხნის განმავლობაში პი-
რველად ენით და ძალიან ცოტა სევდით მაკოცა. ძველი დრო გამახ-
სენდა. ჩემკენ მივიზიდე, ფეხის წვერებზე ავიწიე და უფრო ღრმად ვა-
კოცე. ვიგრძენი, რომ აუდგა, ამჯერად ძალდატანების გარეშე.
– მინდა ამაღამ ჩვენს ოთახში დაიძინო, – ჩავჩურჩულე.
ტუჩებთან გამიღიმა:
– კარგი, მაგრამ ძილი ნაკლებად იქნება.
მისი ხმის ტემბრი, ანთებული თვალები, ღიმილი. აი, ეს კი შენ
ხარ, ჯერემი კროუფორდ. მომენატრე.
ჯერემის წასვლის შემდეგ მისი წყეული შვილები წყალთან სათა-
მაშოდ წავიყვანე, თან ჩემი სერიის ბოლო წიგნი წავიღე. ჯერემი მა-
რთალი იყო, ბოლო ექვსი თვეა არაფერი დამიწერია. საქმეს უნდა
დავბრუნებოდი. წიგნის ჩაბარების ვადას უკვე გადავაცილე, მაგრამ
„პანთემი“ ლმობიერად მექცეოდა, ტრაგიკული „შემთხვევის“ გამო,
რომელსაც ჩესტინი ემსხვერპლა.
ალბათ, კიდევ უფრო ლმობიერი გახდებოდნენ, რომ სცოდნო-
დათ, სინამდვილეში რა დაემართა ჩესტინს.
ქრუ ნავმისაბმელზე ავიდა და კანოესკენ გაეშურა. დავიძაბე, რა-
დგან ნავმისაბმელი ძველია და ჯერემის მათი იქ ყოფნა არ სიამოვ-
ნებდა. ქრუ მჩატე ბავშვი იყო, ამიტომ ცოტა დავმშვიდდი. მეეჭვებო-
და ჩავარდნილიყო.
დოკის კიდეზე ჩამოჯდა და ფეხები კანოეში ჩაკიდა. გამიკვირდა,
რომ კანოე არ შეტოკებულა, რადგან ერთი წვრილი თოკით იყო და-
მაგრებული.
ქრუმ არ იცის, მაგრამ შესაძლოა ერთ დღესაც გაიგოს, რომ ის
იმ კანოეზე ჩაისახა. იმ კვირას, როცა ჯერემის ორსულობის შესახებ
მოვატყუე, ყველაზე დიდებული სექსის კვირა იყო, რაც კი ოდესმე
გვქონია. დარწმუნებული ვარ, კანოეს დამსახურება იყო ეს ჩასახვა,
ამიტომაც მინდოდა მისთვის ქრუ დამერქმია. მინდოდა საზღვაო
თემატიკის სახელი ჰქონოდა.

224
ის დღეები მენატრებოდა.
სიმართლე ითქვას, ბევრი რამ მენატრებოდა. უმეტესად, მენატ-
რებოდა ის ცხოვრება, რაც ბავშვების გაჩენამდე გვქონდა – ტყუპის
გაჩენამდე.
იმ დღეს ტბის ნაპირას ვიჯექი, ქრუს ვუყურებდი და ვფიქრობდი,
როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, მარტო ის რომ გვყოლოდა.
ჰარპერს თუ დავკარგავდით, შესაგუებლად მეტი დრო დაგვჭირდე-
ბოდა, მაგრამ საბოლოოდ გადავიტანდით. ჩესტინის გარდაცვალე-
ბის შემდეგ ჯერემის ბევრით ვერაფრით დავეხმარე, რადგან თავა-
დაც ვგლოვობდი, ჰარპერის გარდაცვალების შემდეგ კი ჯერემის მე-
ტად დავეხმარებოდი.
ამჯერად მე ძალიან ცოტას ვიგლოვებდი, რადგან მთელი ჩემი
წილი გლოვა ჩესტინისთვის მქონდა შენახული.
შესაძლოა ჯერემის მთელი გლოვაც ჩესტინისთვის იყო შენახუ-
ლი.
ეს შესაძლებლობა არსებობდა.
ადრე მეგონა, რომ შვილების დაკარგვა ადამიანისთვის ერთნაი-
რად რთული იქნებოდა. მეორე ან მესამე შვილის დაკარგვაც ისეთი-
ვე დარტყმა იქნებოდა, როგორიც პირველის.
ეს მანამდე, სანამ მე და ჯერემი ჩესტინს დავკარგავდით. მისმა
გარდაცვალებამ დარდით აგვავსო, ჩვენი ყოველი ნაპრალი, ყველა
კიდური დაიკავა.
თუ ბავშვებიანი კანოე გადაბრუნდებოდა – თუ ჰარპერი დაიხ-
რჩობოდა – ჯერემის შესაძლოა მეტი გლოვისთვის ადგილი აღარ
დარჩენოდა. შესაძლოა მთელი შესაძლებლობა ამოწურული ჰქო-
ნოდა.
თუ ერთ შვილს დაკარგავ, შესაძლოა დანარჩენებსაც დაკარგუ-
ლად მიიჩნევდე.
გლოვის უნარისა და ჰარპერის გარეშე, ჩვენ, სამნი, იდეალური
ოჯახი გავხდებოდით.
‒ ჰარპერ.
ჩემგან რამდენიმე ნაბიჯზე ქვიშაში თამაშობდა. წამოვდექი და

225
უკანალიდან ჯინსი ჩამოვიფერთხე.
– წამოდი, საყვარელო, შენს ძმასთან ერთად კანოეთი გავისე-
ირნოთ.
ჰარპერი წამოხტა. ნავმისაბმელზე გასულს წარმოდგენა არ ჰქო-
ნდა, რომ ფეხქვეშ მიწას უკანასკნელად გრძნობდა.
– წინ მე დავჯდები, – თქვა ჰარპერმა უკან გავყევი და ნავმისაბ-
მელის კიდეს მივუახლოვდი. ჯერ ქრუს მივეშველე კანოეში გადას-
ვლაში, შემდეგ ჰარპერს. ბოლოს მეც ფრთხილად ჩავჯექი. ნიჩაბი
ავიღე, მოვუსვი და ნავმისაბმელს მოვშორდით.
მე ნავის უკანა ნაწილში ვიჯექი, ქრუ – შუაში. ნიჩაბს ტბის შუაგუ-
ლისკენ მოვუსვი. წყლისკენ გადახრილი ბავშვები წყალში თითებს
ყოფდნენ.
ირგვლივ მიმოვიხედე. ტბა მშვიდი იყო. ჩვენ ტბის უბესთან
ვცხოვრობთ, ამიტომ აქ იშვიათად მოდიან ნავები. წყნარი დღე იყო.
ჰარპერი წელში გასწორდა და ხელი შარვალზე გაიწმინდა. შეტ-
რიალდა და მე და ქრუს ზურგი შეგვაქცია.
წინ გადავიხარე. ქრუს ყურთან პირი მივუახლოვე და პირზე ხე-
ლი ავაფარე:
– ქრუ, საყვარელო, სუნთქვა შეიკარი.
კანოეს კიდეს ხელი ჩავჭიდე და მთელი წონით მარჯვნივ გადავი-
ხარე.
პატარა შეყვირება მომესმა. ვერ მივხვდი, ქრუ იყო თუ ჰარპერი,
მაგრამ პირველი შეყვირებისა და ტალღების შხაპუნის გარდა არა-
ფერი გამიგონია. მხოლოდ წნევას ვგრძნობდი. ყურებში სიჩუმემო-
წოლილი ხელებისა და ფეხების ქნევით ზედაპირზე ამოვედი.
ტალღების შხაპუნი მესმოდა. ჰარპერის კივილი. ქრუს კივილი.
ქრუსკენ გავცურე და ხელები შემოვხვიე. სახლისკენ გავიხედე. იმე-
დი მქონდა მასთან ერთად ნაპირამდე გავცურავდი. უფრო შორს ვი-
ყავით, ვიდრე მეგონა. ცურვას შევუდექი. ჰარპერი კიოდა.
შხაპუნი.
ცურვას ვაგრძელებდი.
ჰარპერი ისევ კიოდა.

226
არაფერი.
ისევ შხაპუნი.
ისევ არაფერი.
ცურვას ვაგრძელებდი და უკან მანამდე არ მიმიხედავს, სანამ
ფეხქვეშ ტალახი არ ვიგრძენი. ტბის ფსკერს ისე ჩავეჭიდე, თითქოს
სამაშველო ჟილეტი ყოფილიყოს. ქრუ მძიმედ სუნთქავდა, ახვე-
ლებდა, ზევით-ქვევით იწეოდა და მეჭიდებოდა. მისი წყალზევით ჭე-
რა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
ჯერემი ქრუს გადარჩენის გამო მადლობელი დამრჩებოდა.
რა თქმა უნდა, განადგურებული იქნებოდა, მაგრამ ამავე დროს
მადლიერიც.
ვფიქრობდი, ნეტავ ამაღამ ერთად თუ დავწვებით-მეთქი. დაქან-
ცული იქნებოდა, მაგრამ, ალბათ, ჩემთან ერთ საწოლში დაძინება
მოუნდებოდა, ჩახუტება და დარწმუნება, რომ კარგად ვარ.
‒ ჰარპერ! – დაიძახა ქრუმ როგორც კი ფილტვების წყლიდან გა-
თავისუფლება შეძლო.
ქრუს პირზე ხელი ავაფარე, ნაპირზე ავათრიე და ქვიშაზე დავაწ-
ვინე. შიშით თვალები გაჰფართოებოდა.
– დედიკო! – დაიყვირა და ხელით ტბისკენ მანიშნა, – ჰარპერმა
ცურვა არ იცის!
ყველგან ქვიშა მქონდა, ხელებზე, მკლავებზე, ფეხებზე. ფილ-
ტვებზე თითქოს ცეცხლი მეკიდა. ქრუმ წყლისკენ გაფორთხება სცა-
და, მაგრამ ხელში ჩავავლე და დაჯდომა ვაიძულე. აღელვებული
ტალღები ჯერ კიდევ ფეხის თითებზე მწვდებოდა. ტბას გავხედე, მაგ-
რამ იქ არაფერი იყო. არც კივილი. არც შხაპუნი.
ქრუ სულ უფრო ისტერიკული ხდებოდა.
– მისი გადარჩენა ვცადე, – ჩავჩურჩულე, – დედიკომ მისი გა-
დარჩენა სცადა.
– წადი და მოიყვანე! – დამიყვირა და ტბისკენ მიმითითა.
მაშინ გავიფიქრე, რას იფიქრებდნენ, თუ ქრუ ვინმეს ეტყოდა,
რომ წყალში არ შევედი. დედების უმრავლესობა წყლიდან შვილის
გარეშე არ ამოვიდოდა. წყალში უნდა ჩავსულიყავი.

227
– ქრუ, ჰარპერი უნდა გადავარჩინოთ. გახსოვს, დედიკოს ტელე-
ფონიდან მამიკოს როგორ უნდა დაურეკო? ქრუმ თავი დამიქნია და
ცრემლები მოიწმინდა.
‒ წადი, წადი სახლში და მამიკოს დაურეკე. უთხარი, რომ დედი-
კო ჰარპერის გადარჩენას ცდილობს, და რომ პოლიციას უნდა და-
უძახოს.
– კარგი! – მიპასუხა და სახლისკენ გაიქცა.
ქრუ ძალიან კარგი ძმა იყო.
მციოდა და მძიმედ ვსუნთქავდი, მაგრამ ისევ წყალში შევედი.
– ჰარპერ! – დავიძახე ხმადაბლა. მეშინოდა, ხმამაღლა თუ და-
ვიძახებდი, ძალას მოიკრებდა და წლიდან ამოვიდოდა.
არ ვჩქარობდი. არ მინდოდა მეტისმეტად შორს შევსულიყავი და
მას შევხებოდი, სადმე გადავყროდი. რა მოხდებოდა, თუ ჯერ ისევ
ცოცხალი იყო და პერანგზე ჩამეჭიდებოდა? ჩემს წყალქვეშ ჩათრე-
ვას შეეცდებოდა?
ჯერემის წყალში უნდა დავხვედროდი. უნდა მეტირა. გაყინული
ვყოფილიყავი. ჰიპოთერმიის ზღვარზე უნდა ვეპოვე. აჯობებდა, თუ
სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოში გადამიყვანდა.
გადაყირავებული კანოე ნაპირთან უფრო ახლოს, შემთხვევის
ადგილიდან მოშორებით ტივტივებდა. მე და ჯერემის რამდენჯერმე
გადაგვყირავებია კანოე და ვიცოდი, რომ ასეთ დროს საჰაერო ჯი-
ბეს იკეთებდა. რა მოხდებოდა, თუ ჰარპერმა მასთან მიცურება შეძ-
ლო? თუ ჩაეჭიდა და მის ქვეშ იმალებოდა? ელოდებოდა, მამასთვის
მოეყოლა, რაც ჩავიდინე?
კანოემდე მივცურე. ფრთხილად ვმოძრაობდი, არ მინდოდა ჰარ-
პერს შევხებოდი. გადაბრუნებულ ნავთან მიახლოებისას სუნთქვა
შევიკარი და ჩავყვინთე. კანოეს შიგნიდან მოვექეცი.
ოჰ, მადლობა ღმერთს, გავიფიქრე.
იქ არ იყო.
მადლობა ღმერთს.
შორიდან ქრუს ძახილი მომესმა. ისევ ჩავყვინთე და კანოედან
გამოვედი. ჰარპერს დავუძახე, ხმამაღლა, შიშით სავსე ხმით, როგ-

228
ორც ყველა თავზარდაცემული დედა იზამდა.
– ჰარპერ!
– მამიკო მოდის! – დამიყვირა ქრუმ ნაპირიდან.
ჰარპერის ძახილისას ხმას ავუწიე. პოლიცია მალე მოვიდოდა,
ჯერემის მოასწრებდა.
– ჰარპერ!
რამდენჯერმე ჩავყვინთე, რომ სუნთქვა კარგად შემკვროდა. იმ-
დენი ვიცურე, დაღლილობისგან წყალში თავს ძლივს ვიკავებდი. გა-
მუდმებით მის სახელს ვყვიროდი და არც მაშინ შემიწყვეტია, როცა
პოლიციელმა წყლიდან ამომიყვანა.
სახელთან ერთად ასევე ვყვიროდი: „ჩემი შვილი!“ და „ჩემი პა-
ტარა გოგო!“
წყალში მის მოსაძებნად ვიღაც ჩავიდა. შემდეგ ორი, სამი ადა-
მიანი ეძებდა. შემდეგ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ სირბილით ჩამიქრო-
ლა, ნავმისაბმელი ბოლომდე ჩაირბინა და წყალში გადაეშვა. როცა
წყლიდან თავი ამოყო, დავინახე, ჯერემი იყო.
ვერ აღვწერ მის გამომეტყველებას, როცა ჰარპერის სახელს იძ-
ახდა. ეს იყო მიზანმიმართული, თავზარდაცემული, ფსიქიკურად შე-
შლილის გამომეტყველება.
ამ დროს უკვე მართლა ვტიროდი. ისტერიკა მჭირდა. მინდოდა
გამეღიმა ჩემს ზუსტად შესაფერის ისტერიკულობაზე, მაგრამ არ მე-
ღიმებოდა, რადგან გულის სიღრმეში მივხვდი, რომ ძალიან ცუდად
მოვიქეცი. ამას ჯერემის გამომეტყველებით ვხვდებოდი. ჯერემის
ამასთან შეგუება კიდევ უფრო გაუჭირდებიდა, ვიდრე ჩესტინის სიკ-
ვდილთან.
ამას არ ველოდი.
ჰარპერი წყალში ნახევარ საათზე მეტხანს იქნებოდა, როცა, ბო-
ლოს და ბოლოს, ჯერემიმ იპოვა. სათევზაო ბადეში იყო გახლართუ-
ლი. ჩემი ადგილიდან ვერ დავინახე, ბადე მწვანე იყო თუ ყვითელი,
მაგრამ გამახსენდა, რომ ჯერემიმ გასულ წელს ყვითელი სათევზაო
ბადე დაკარგა. რა შანსი იყო, რომ კანოე სწორედ იქ გადავატრი-
ალე, სადაც ბადე იყო ჩავარდნილი? ეს ბადე რომ არა, ჰარპერი, სა-

229
ვარაუდოდ, ნაპირზე გამოსვლას მოახერხებდა.
ბადიდან გამოხსნის შემდეგ ხალხის დახმარებით ჯერემიმ ის ნა-
ვმისაბმელზე ამოიყვანა. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ხე-
ლოვნური სუნთქვის ჩატარება სცადა და არც მაშინ გაჩერებულა,
როცა ისინი მოვიდნენ.
მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა სხვა გზა აღარ ჰქონდა. ნავმი-
საბმელმა ნგრევა დაიწყო. ჯერემი მარჯვენა მხარეს გადაგორდა და
წყალში გადავარდნილი ჰარპერი დაიჭირა. სამი დამხმარე ნავმი-
საბმელზე დარჩა და ჰარპერის ცხედარი დაიჭირეს.
გავიფიქრე, ნეტავ ეს მომენტი გონებაში სამუდამოდ თუ ჩაებეჭ-
დება-მეთქი – საკუთარი ქალიშვილის ცხედარს იჭერს, რომელიც
წყალში ჩავარდნილს ზემოდან ეცემა.
ჯერემი ჰარპერს ხელს არ უშვებდა. ფსკერზე ფეხი დაადგა და
შვილი ნაპირზე გამოიყვანა. ქვიშაზე ამოსული წაიქცა, მაგრამ ჰარ-
პერისთვის ხელი მაინც არ გაუშვია. სახე მის სველ თმაში ჩარგო და
გავიგონე, როგორ ეჩურჩულებოდა:
– მიყვარხარ, ჰარპერ. მიყვარხარ, ჰარპერ. მიყვარხარ, ჰარპერ.
ამ სიტყვებს უწყვეტად იმეორებდა და ხელს არ უშვებდა. მათთან
მივფორთხდი და ორივეს მკლავები შემოვხვიე.
– მისი გადარჩენა ვცადე.
ჯერემი ჰარპერს ხელს არ უშვებდა. სასწრაფო დახმარების ჯგუ-
ფი იძულებული გახდა ხელიდან გამოეტაცა. ჯერემიმ ქრუსთან ერ-
თად დამტოვა და თვითონ სასწრაფოს მანქანას გაჰყვა.
ჯერემის ჩემთვის არ უკითხავს, რა მოხდა. არც დაუბარებია, რომ
მიდიოდა. ჩემთვის არც შემოუხედავს.
მის ასეთ რეაქციას არ ველოდი, ასე არ დამიგეგმავს, მაგრამ
მივხვდი, რომ შოკში იყო. ამას შეეგუებოდა. უბრალოდ, დრო სჭირ-
დებოდა.

230
20

უნიტაზზე ჩაჭიდებული ვაღებინებ. კითხვის დამთავრებაც ვერ


მოვასწარი, რომ გულისრევა ვიგრძენი. ისე ვკანკალებ, თითქოს იქ
ვიყავი. თითქოს საკუთარი თვალით დავინახე, რა გაუკეთა იმ ქალ-
მა შვილს. ჯერემის.
შუბლს მკლავზე ვიდებ. ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე.
ვინმეს ვუთხრა? ჯერემის ვუთხრა? პოლიციას დავურეკო?
პოლიცია ახლა მასთან რას გააწყობს?
სადმე ჩაკეტავენ. ფსიქიატრიულში. ჯერემი მისგან გათავისუფ-
ლდება.
კბილებს ვიხეხავ და სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუყურებ.
პირის გამორეცხვის შემდეგ წელში ვსწორდები და პირს ვიწმენდ.
სარკეში საკუთარ ხელს და მის ნაიარევს ვუყურებ. ვერასდროს ვი-
ფიქრებდი, რომ ეს ნაიარევი ჩემთვის უმნიშვნელო გახდებოდა, მაგ-
რამ თანდათან ასე ვგრძნობ. რაც დედაჩემის წყალობით გადავიტა-
ნე, ამასთან შედარებით არაფერია.
რაც ჩვენ შორის მოხდა, კავშირის გაწყვეტა იყო. ჩატეხილი ხიდი
იყო.
ეს კი მკვლელობაა.
ჩანთას ვიღებ და „ქსანაქსს“ ვეძებ. აბს მუშტში ვიქცევ და სამზა-
რეულოში გავდივარ. კარადიდან არყის ჭიქას ვიღებ და „ქრაუნ
როიალით“ პირამდე ვავსებ. ჭიქას ვიღებ და სამზარეულოში ეიფრი-
ლი შემოდის. ჩერდება და თვალს არ მაშორებს.
მეც ვუყურებ, აბს პირში ვიგდებ და ჭიქას ბოლომდე ვცლი.
საძინებელში ვბრუნდები და კარს ვკეტავ, შემდეგ ვრაზავ. ოთა-
ხის ჩასაბნელებლად გატეხილ ფანჯარაზე დარაბას ვხურავ.თვა-
ლებს ვხუჭავ, თავზე საბანს ვიფარებ და ვფიქრობ, რა ჯანდაბა გავა-
კეთო.

231
***

მოგვიანებით ვიღვიძებ და სხეულში სითბოს ვგრძნობ. რაღაც


ტუჩებზე მეხება. თვალებს სწრაფად ვახელ. ჯერემია.
ჯერემი ზემოდან მაწვება და მისი ტუჩების სიახლოვეს ვოხრავ.
მის სიმშვიდის მომგვრელ ტუჩებს სიამოვნებით ვიღებ. წარმოდგენა
არა აქვს, რომ სევდის ყოველი გრამი, რომელსაც მისი კოცნა მიმ-
სუბუქებს, მის გამო მოგვრილი სევდაა. იმ სიტუაციის გამო, რის შე-
სახებაც თავად არაფერი იცის.
საბანს ვიხდი, რომ ჩვენ შორის ბარიერად აღარ ეფინოს. ჯერემი
ისევ მკოცნის, თან გვერდულად ტრიალდება და თავისკენ მიზიდავს.
– შუადღეა, ორი საათი, – ჩამჩურჩულებს, – კარგად ხარ?
– ჰო, – ვცრუობ, – უბრალოდ, დაღლილი ვარ.
– მეც, – თითებით მკლავზე მეფერება და შემდეგ მტევანზე ხელს
მჭიდებს.
– როგორ შემოხვედი? – ვეკითხები, რადგან კარი შიგნიდან ჩავ-
კეტე.
ეღიმება.
– ფანჯრიდან. ეიფრილმა ვერიტი ექიმთან წაიყვანა და ქრუ სკო-
ლიდან ერთ საათში მოვა.
რაც კი სხეულში დაძაბულობა მქონდა, ამ სიტყვების შემდეგ ერ-
თბაშად სადღაც მიქრება. ვერიტი სახლში არ არის და თავს მაშინვე
მშვიდად ვგრძნობ.
ჯერემი თავს მკერდზე მადებს, ფეხებზე დამყურებს და თითებით
ქვედა საცვლის კიდეს ეთამაშება.
– საკეტი შევამოწმე. როგორც ჩანს, კარს თუ მიაჯახუნებ, ურდუ-
ლი თავისით ვარდება და იკეტება.
არ ვპასუხობ, რადგან არ მჯერა. შანსი, რა თქმა უნდა, არის, მაგ-
რამ ბევრად დიდია შანსი იმისა, რომ ეს ვერიტიმ ჩაიდინა.
ჯერემი მაისურს მიწევს – ესეც მისი მაისურია. ძუძუებს შორის
მკოცნის.
– მომწონს, როცა ჩემი მაისურები გაცვია.

232
თმაზე ვეფერები და ვუღიმი.
– მომწონს, როცა მაისურს შენი სუნი ასდის.
ეცინება.
– მე როგორი სუნი ამდის?
– პეტრიჩორის.
ტუჩებით მუცლისკენ მიიკვლევს გზას.
– არც ვიცი, ეგ რას ნიშნავს, – კანთან ახლოს ბუტბუტებს.
– ეს ნიშნავს ახალი წვიმის სუნს ცხელი ამინდის შემდეგ.
ჯერემი ისევ მოძრაობს და ტუჩებს ტუჩებზე მადებს.
– აზრზე არ ვიყავი, მაგას რამე თუ ერქვა.
– ყველაფერს რაღაც ჰქვია.
მოკლედ მკოცნის და უკან იხევს. ჩაფიქრებულს წარბები შეუყ-
რია.
– იმას თუ ჰქვია რამე, რასაც მე ვაკეთებ?
– ალბათ... რას გულისხმობ?
ყბაზე თითს მისვამს.
– ამას, – ხმადაბლა ამბობს, – მომწონს ქალი, მაშინ როცა არ
უნდა მომწონდეს.
ასეთი აღიარების მიუხედავად, გული მეწურება. მძულს, რომ სა-
კუთარი გრძნობების გამო დანაშაულის შეგრძნება აწუხებს. მისიც
მესმის. მნიშვნელობა არა აქვს, რა მდგომარეობაშია მისი ქორწი-
ნება, ან ცოლი, ის მათ საერთო სარეცელს სხვა ქალთან იყოფს. ამას
გამართლება არ მოეძებნება.
– თავს დამნაშავედ გრძნობ? – ვეკითხები.
– ჰო, ‒ ცოტა ხანს ჩუმად მიყურებს, – მაგრამ არა იმდენად, რომ
გავჩერდე, – ჩემ გვერდით, ბალიშზე დებს თავს.
– მაგრამ მოგვიწევს შეწყვეტა, – ვეუბნები, – მე მანჰეტენზე უნდა
დავბრუნდე. შენ დაქორწინებული ხარ.
თვალებში ვატყობ, რომ მალავს ფიქრს იმაზე, რისი თქმაც ხმა-
მაღლა არ უნდა. ცოტა ხანს ორივე ჩუმად ვართ და ერთმანეთს ვუ-
ყურებთ. ბოლოს ჩემკენ იხრება, მკოცნის და ამბობს:
– ვიფიქრე იმაზე, რაც წუხელ სამზარეულოში მითხარი.

233
ხმას ვერ ვიღებ იმის შიშით, თუ რის თქმას აპირებს. მზად არის
ყველაფრისთვის, რაც ვუთხარი? მეთანხმება, რომ მისი ცხოვრება
ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ვერიტის?
– პანსიონს დავურეკე, რომელიც ორშაბათს წაიყვანს და მთელი
კვირა დაიტოვებს. სახლში თვეში სამ შაბათ-კვირას გაატარებს.
ჯერემი ჩემს რეაქციას ელოდება.
– მგონი, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა სამივე თქვენგანის-
თვის.
თითქოს რეალურ დროში ხდება – გლოვა ამ სახლიდან, ჯერე-
მისგან აორთქლებას იწყებს. ფანჯარაში ქარი უბერავს, სახლში სი-
ჩუმეა, ჯერემი მშვიდად გამოიყურება. სწორედ ამ დროს გადავწყვი-
ტე, რას ვუზამ ხელნაწერს.
არაფერსაც არ ვუზამ.
იმის დამტკიცებით, რომ ვერიტიმ ჰარპერი მოკლა, ჯერემი თავს
უკეთ არ იგრძნობს. ეს ცუდად გახდის, უამრავ ჭრილობას განუახ-
ლებს. ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები გაუღრმავდება.
დარწმუნებული არა ვარ, რომ ვერიტის გვერდით ყოფნა უსაფ-
რთხოა, მაგრამ არსებობს გზები, რითაც დროთა განმავლობაში
ესეც მოგვარდება. ჯერემის უკეთესი დაცვის სისტემები სჭირდება,
მაგალითად, შაბათ-კვირის ვიზიტებისთვის ვერიტის ოთახში მოძ-
რავ სენსორზე მიერთებული მონიტორის დაყენება. ასე ჯერემი და-
ინახავს, ავადმყოფობას თუ იგონებს, და თუ აღმოაჩენს, ვერიტის
ქრუს სიახლოვეს აღარ გააჭაჭანებს.
პანსიონში ვერიტის უფრო გააკონტროლებენ.
ახლა ვითარება ნორმალური ჩანს. უსაფრთხო.
– კიდევ ერთი კვირით დარჩი, – მთავაზობს ჯერემი. დილით გამ-
გზავრებას ვაპირებდი, მაგრამ ახლა, როცა ვიცი, ვერიტი მალე წავა,
მიხარია მასთან მთელი კვირით მარტო, ეიფრილისა და ვერიტის გა-
რეშე დარჩენა.
‒ ოკ.
ჯერემი წარბს სწევს.
– გინდოდა გეთქვა, კარგიო.

234
მეღიმება:
– კარგი.
პირს მუცელზე მადებს, მკოცნის და ისევ ზემოდან მექცევა.მაი-
სურს არ მხდის, ისე მიდებს. იმდენ ხანს მესიყვარულება, რომ ჩემი
სხეული სრულად ემორჩილება. როცა თითებით ვგრძნობ, რომ მკ-
ლავზე კუნთები ეჭიმება, არ მინდა ეს დასრულდეს. არ მინდა ჩემი
სხეული მიატოვოს.
ჯერემის ფეხებს მაგრად ვხვევ და ტუჩებში ვკოცნი. ოხრავს და
ჩემში კიდევ უფრო ღრმად იძირება. გათავებისას მკოცნის გახევე-
ბული ტუჩებით, ზედაპირულად სუნთქავს და გამოღებას არ ჩქა-
რობს. მოდუნებული სხეულით ზემოდან მთელი ძალით მაწვება და
შიგნით ათავებს.
ჩუმად ვართ და ორივემ ვიცით, რაც მოხდა, მაგრამ ხმას არ ვი-
ღებთ.
ცოტა ხანში ჯერემი მშვიდდება, ასოს იღებს, ხელებს დაბლა სწე-
ვს და თითებით ფეხებშუა მეხება. მიყურებს და ელოდება, ორგაზმს
როდის მივაღწევ. როცა ვათავებ, არ მადარდებს, რამხელაზე ვყვი-
რი, რადგან შინ მარტონი ვართ და ეს შესანიშნავია.
როცა ვრჩებით, საწოლზე მისვენებულს ჯერემი კიდევ ერთხელ
მკოცნის.
– უნდა გავიპარო, სანამ ყველა დაბრუნებულა.
ვუღიმი და მის ჩაცმას ვუყურებ. შუბლზე მკოცნის, შემდეგ ფანჯა-
რასთან მიდის და ეზოში ხტება.
არ ვიცი, კარიდან რატომ არ გადის, მაგრამ ამაზე მეცინება.
სახეზე ბალიშს ვიდებ და მეღიმება. რა ხდება ჩემს თავს? მგონი,
ეს სახლი თავგზას მიბნევს. ხან აქედან უკანმოუხედავად გაქცევა
მინდა და ხან მინდა, არასდროს წავიდე.
ის ხელნაწერი მაგიჟებს. მგონი, მიყვარდება კაცი, რომელსაც
სულ რამდენიმე კვირაა ვიცნობ და მიყვარდება არა მარტო რეალ-
ურ ცხოვრებაში. ჯერემი ვერიტის სიტყვების გამოც მიყვარდება. ვე-
რიტის ავტობიოგრაფიამ მისი სულიერი სამყარო დამანახვა და და-
მარწმუნა, რომ მეტს იმსახურებს, ვიდრე ვერიტი აძლევდა. მინდა

235
მივანიჭო ის, რაც ვერიტის არასდროს მიუცია.
ჯერემი იმსახურებს იყოს ადამიანის გვერდით, რომელსაც მისი
შვილები ყველაზე მეტად ეყვარება.
სახიდან ბალიშს ვიცლი და ბარძაყებს ქვემოთ ვიდებ, რათა ყვე-
ლაფერი, რაც ჯერემიმ სხეულში დამიტოვა, არ გადმოიღვაროს.

236
21

ისევ დამეძინა და სიზმარში ქრუ ვნახე. გაზრდილი იყო, დაახ-


ლოებით თექვსმეტი წლის. განსაკუთრებული იმ სიზმარში არაფერი
მომხდარა, ან მოხდა და არ მახსოვს. გაღვიძებულს მხოლოდ ის
გრძნობა გამომყვა, რაც მის თვალებში ჩახედვისას ვიგრძენი. თით-
ქოს ავსული იყო. თითქოს ყველაფერი, რაც ვერიტიმ გამოაცდევინა
და რაც საკუთარი თვალით უნახავს, მასში დაილექა და მთელი ბავ-
შვობის განმავლობაში სულით ატარა.
მას შემდეგ რამდენიმე საათი გავიდა და გამუდმებით ვფიქრობ,
ხელნაწერის დამალვა ქრუსთვის სასიკეთო თუ იქნება. დის დახრჩ-
ობას შეესწრო. დაინახა, რომ დედამისმა დის გადასარჩენად თით-
ქმის არაფერი გააკეთა. მართალია, პატარაა, მაგრამ შესაძლოა ის
მოგონებები გონებაში სამუდამოდ ჰქონდეს ჩაბეჭდილი. შესაძლოა
ახსოვს, რომ დედამ ნავის გადაყირავებამდე უთხრა, სუნთქვა შეიკა-
რიო.
მე და ქრუ სამზარეულოში ვართ. ეიფრილი ერთი საათის წინ წა-
ვიდა და ჯერემი მაღლაა, ვერიტის აწვენს. სამზარეულოს სკამზე ვზი-
ვარ, არაქისისკარაქიან „რიცის“ ორცხობილას ვჭამ და აიპედზე მო-
თამაშე ქრუს ვუყურებ.
– რას თამაშობ? – ვეკითხები.
‒ აფეთქებებს.
კიდევ კარგი, „ფოლაუთს“ ან „მანქანების ქურდობას“ არ თამა-
შობს. გამოდის, მთლად ხელიდან არ წასულა.
ქრუ მიყურებს და ხედავს, რომ ორცხობილას ვჭამ. აიპედს დებს
და მაგიდისკენ იწევს.
– მეც მინდა, – ამბობს.
მეცინება, როგორ ცდილობს მაგიდის ზედაპირზე გაცოცებას და
არაქისის კარაქის ხელში ჩაგდებას. დანას ვაწვდი ორცხობილაზე
არაქისის კარაქის უზარმაზარ ბურთულას ადებს, კბეჩს და ისევ მუხ-

237
ლებზე ჯდება. თვალები სიხარულით ენთება.
– კარგია.
ქრუ დანიდან დარჩენილ კარაქს ტლეკს. ხუმრობით ცხვირს ვიბ-
ზუებ.
– საზიზღრობაა. დანიდან არ უნდა ატლიკო.
ქრუ იცინის, თითქოს სასაცილო იყოს.
სკამის საზურგეს ვეყრდნობი და მას სიამოვნებით ვუყურებ. იმ
ყველაფრის მიუხედავად, რისი გადატანაც მოუხდა, მაინც კარგი ბა-
ვშვია. არ წუწუნებს, მშვიდია და როგორღაც პატარა რამეებშიც კი
პოულობს სამხიარულოს. უზნეო აღარ მგონია, მისი გაცნობის პირ-
ველი დღისგან განსხვავებით.
ქრუს ვუყურებ და მეღიმება. მის უმანკოებაზე მეღიმება. ნეტავ ის
დღე თუ ახსოვს. ნეტავ ქრუს მოგონებებით თუ შეიძლება მისთვის
შე-საფერისი თერაპიული პროგრამის არჩევა. რადგან მამამისმა არ
იცის, რისი გადატანა მოუხდა ვერიტის გამო, ვგრძნობ, რომ ეს მე
უნდა გავარკვიო. ხელნაწერი მე მაქვს. მე მაკისრია პასუხისმგებ-
ლობა, ჯერემის უნდა ვუთხრა, თუ მივხვდები, რომ მისი შვილი იმაზე
მეტად დაზიანდა, ვიდრე თავად ჰგონია.
– ქრუ, – ვამბობ და არაქისის კარაქის ქილას თითით ვატრი-
ალებ, – შეიძლება რაღაც გკითხო?
ქრუ გადაჭარბებული გულმოდგინებით მიქნევს თავს:
‒ კი.
ვუღიმი. შეკითხვებს რომ დავაყრი, მინდა თავი უხერხულად არ
იგრძნოს.
– ოდესმე კანოე გყოლიათ?
არაქისის კარაქის ლოკვას წყვეტს, ჩერდება და მპასუხობს:
– კი.
სახეზე ვაკვირდები, რომ მივხვდე, გავაგრძელო თუ შევწყვიტო
შეკითხვები, მაგრამ მისი გამომეტყველებით ვერაფერს ვიგებ.
– თამაშობდი მასში? წყალში გადიოდი?
‒ კი.
ქრუ ისევ დანას ლოკავს და ცოტა გულზე მეშვება, რომ ეს საუბა-

238
რი არ აწუხებს. იქნებ არც არაფერი ახსოვს. სულ რაღაც ხუთი წლი-
საა. ამ ასაკში რეალობის აღქმა ზრდასრულის აღქმისგან განსხვავ-
დება.
– გახსოვს, კანოეზე რომ იჯექი? დედასა და ჰარპერთან ერთად.
ქრუ არც თავს მიქნევს და არც არაფერს მეუბნება. თვალგაშტე-
რებით მიყურებს და ვერ ვხვდები, ეშინია პასუხის გაცემის თუ მარ-
თლაც აღარ ახსოვს. თვალებში აღარ მიყურებს და მაგიდას დასცქე-
რის. დანას ქილაში აწობს, პირში იდებს და ტუჩებს მაგრად კუმავს.
– ქრუ, – მისკენ ვიხრები და ხელს ნაზად ვადებ მუხლზე, – ნავი
რატომ გადაყირავდა?
ქრუ წამით ქვემოდან მიყურებს და დანას პირიდან მხოლოდ იმ-
ისთვის იღებს, რომ მითხრას:
– დედიკომ თქვა, რომ შენ არაფერი არ უნდა გითხრა, თუკი მას-
ზე შემეკითხები.
ვგრძნობ, ვფითრდები, ის კი ვითომ არაფერი, დანის ლოკვას გა-
ნაგრძობს. მაგიდის კიდეს მაგრად ვეჭიდები და მტევნები მითეთ-
რდება.
– ის... დედაშენი გელაპარაკება?
ქრუ რამდენიმე წამს მიყურებს და არ მპასუხობს, შემდეგ თავს
უარის ნიშნად ისე აქნევს, რომ ვხვდები, უკან დახევას აპირებს.
ხვდება, რომ ეს არ უნდა ეთქვა.
– ქრუ, შენი დედიკო იგონებს, რომ ვითომ ვერ ლაპარაკობს?
ქრუ კარაქის დანას კბილებს უჭერს და მოულოდნელად ღრძი-
ლებისკენ უცურდება.
წინა კბილებიდან სისხლი იწყებს გამოჟონვას. სკამიდან ისეთი
სისწრაფით ვდგები, რომ იატაკზე ეცემა, შემდეგ კარაქის დანას
ხელს ვტაცებ და ბავშვს პირიდან ვაცლი.
– ჯერემი!
ქრუს პირზე ხელს ვაფარებ და ტილოს ვეძებ, რომელიც, წესით,
იქვე უნდა იდოს, მაგრამ არაა. არ ტირის, მაგრამ თვალებზე ეტყობა,
რომ ეშინია.
– ჯერემი! – ვეძახი. მინდა დამეხმაროს. თავზარდაცემული ვარ.

239
ჯერემი მოდის, ქრუს თავს უკან აწევინებს და პირს უთვალიერე-
ბს.
– რა მოხდა?
– ის... – ვერც ვამბობ. სუნთქვა მეკვრის, – დანას უკბინა.
– ნაკერები სჭირდება, – ჯერემის ბავშვი ხელში აჰყავს, – ჩემი
გასაღები აიღე, მისაღებშია.
მისაღებში გავრბივარ და მაგიდიდან ჯერემის გასაღებს ვიღებ.
ავტოფარეხში ჯიპისკენ მივყვები. ქრუს ეტყობა, რომ ტკივილი უძ-
ლიერდება. თვალები ცრემლით ევსება. ჯერემი მანქანის უკანა კარს
აღებს და ქრუს საბავშვო სავარძელში სვამს. მე წინა კარს ვაღებ და
დასაჯდომად ვემზადები.
– ლოუენ, – მეუბნება ჯერემი. მისკენ მაშინ ვტრიალდები, როცა
ქრუს კარს კეტავს, – ვერიტის მარტო ვერ დავტოვებ. მინდა აქ დარ-
ჩე, – გული მუცელში მივარდება. სანამ რამეს ვიტყვი, ჯერემი უკვე
ჯიპიდან ჩამოსვლაში მეხმარება, – როცა გასინჯავენ, დაგირეკავ, –
გასაღებს მართმევს. გაშეშებული გავყურებ ფარეხიდან გასულ მან-
ქანას. ჯერემი ჯიპს ატრიალებს და გზაზე გადის.
ხელებზე ვიხედები. ქრუს სისხლით მაქვს მოსვრილი. აქ ყოფნა
აღარ მინდა, აღარ, აღარ, მძულს ეს საქმე.
რამდენიმე წამი გავიდა, სანამ გავიაზრებდი, რომ მნიშვნელობა
არა აქვს, რა მინდა. აქ ვარ, ვერიტიც აქაა და უნდა დავრწმუნდე,
რომ მისი კარი ჩაკეტილია. სახლში შევრბივარ და მაღლა, მისი ოთ-
ახისკენ მივეშურები. საძინებლის კარი მოღებულია, ალბათ, იმი-
ტომ, რომ ჯერემის სასწრაფოდ ქვემოთ ჩამოსვლა მოუხდა.
ვერიტი წევს, საბანი სანახევროდ აფარია და ცალი ფეხი საწო-
ლიდან აქვს გადმოკიდებული, თითქოს ჯერემიმ ჩემი ძახილი რომ
გაიგონა, რიგიანად ვეღარც დააწვინა.
ჩემი პრობლემა არაა.
კარს ვაჯახუნებ, ვრაზავ და ვფიქრობ, კიდევ რა გავაკეთო საკუ-
თარი უსაფრთხოებისთვის. კიბეზე ჩავდივარ. მოულოდნელად სარ-
დაფში ნანახი საბავშვო მონიტორი მახსენდება. უკანასკნელი ადგი-

240
ლი, სადაც ახლა ყოფნა მინდა, სარდაფია, მაგრამ შიშს ვძლევ, ტე-
ლეფონის ფარანს ვანთებ და კიბეზე ჩავდივარ. ჯერემისთან ერთად
რომ ვიყავი, აქაურობა ყურადღებით არ დამითვალიერებია, მაგრამ
ვიცი, რომ ზოგიერთი ყუთი დაკეტილი იყო.
სარდაფს შუქს ვანათებ და ვამჩნევ, რომ თითქმის ყველა ყუთი
გახსნილი და ადგილმონაცვლებულია, თითქოს მათში რაღაცას
ეძებდნენ. იმის გაფიქრებამ, რომ შესაძლოა ეს ვერიტი ყოფილიყო,
ჩემი მისია კიდევ უფრო გაამძაფრა. აქ იმაზე დიდხანს ყოფნა არ მინ-
და, ვიდრე საჭიროა. იქით მივდივარ, სადაც ყუთიდან ამოშვერილი
საბავშვო მონიტორი შევნიშნე. მახსოვს, მაშინ ერთ-ერთი გაუხსნე-
ლი ყუთის თავზე იდო.
მონიტორი ვიღაცას აუღია.
იმწამს, როცა აქ ყოფნით ისედაც შეშინებული ძებნაზე ხელის
ჩაქნევას ვაპირებ, იატაკზე ყუთს ვხედავ. მონიტორს და მიმღებს ვი-
ღებ და კიბისკენ მივდივარ. გულგახეთქილი კიბეზე ასვლას ვცდი-
ლობ, როცა კარს ვაღებ და სარდაფს თავს ვაღწევ, სხეულში შვების
ნიაღვარს ვგრძნობ.
აბურდულ კაბელებს ვაცალკევებ და ვერიტის კომპიუტერის
გვერდით, შტეფსელში მონიტორს ვაერთებ. შემდეგ სწრაფად ავდი-
ვარ კიბეზე, მაგრამ შუა გზაში ვჩერდები და ვტრიალდები. სამზარე-
ულოში შევდივარ და დანას ვიღებ.
ვერიტის ოთახთან დანას ვიმარჯვებ და კარს ვაღებ. ქალი არ
განძრეულა, ფეხი ისევ საწოლიდან აქვს გადმოგდებული. კედელ-
კედელ ვუახლოვდები კამოდს და მონიტორის მეორე ნაწილს მასზე
ვათავსებ. მისი საწოლისკენ მივმართავ და ვაერთებ.
კარს ვუახლოვდები და გასვლამდე ვჩერდები. ისევ დანაჩაბღუ-
ჯული საწოლს ვუახლოვდები. სწრაფად ვიღებ მის ფეხს და საწოლზე
ვადებინებ. შემდეგ საბანს ვაფარებ, საწოლის მოაჯირს მაღლა ვწევ
და დერეფანში გავდივარ.
კარს ვრაზავ.
ჯანდაბა. ამის დედაც.
სამზარეულოს ნიჟარასთან მივდივარ და ვქოშინებ. ხელებიდან

241
კანზე შემხმარ სისხლს ვირეცხავ. რამდენიმე წუთის განმავლობაში
სისხლს მაგიდასა და იატაკიდანაც ვწმენდ. შემდეგ კაბინეტში შევ-
დივარ და მონიტორის წინ ვჯდები.
ტელეფონის კამერას ვიდეოს პროგრამაზე ვაყენებ, იმ შემთხვე-
ვისთვის, თუ გაინძრევა. თუ გაინძრევა... მინდა ეს ჯერემიმ ნახოს.
ვიცდი.
მთელი ერთი საათის განმავლობაში ვიცდი. ტელეფონს ვუყურებ
და ჯერემის ზარს ველოდები. ვერიტის სიცრუის გამოსააშკარავებ-
ლად ეკრანს თვალს არ ვაშორებ. იმდენად შეშინებული ვარ, ვერც
კაბინეტიდან გავდივარ და ვერც ვერაფერს ვაკეთებ. ვზივარ და ვიც-
დი. მაგიდაზე განუწყვეტელი კაკუნით თითების წვერები ამტკივდა.
კიდევ ნახევარი საათი გადის და თანდათან საკუთარი თავში
ისევ ეჭვი მეპარება. წესით, უკვე უნდა ამოძრავებულიყო. არც თვა-
ლები გაუხელია. არ დაუნახავს კამერის დაყენება, რადგან თვალე-
ბი დახუჭული ჰქონდა და ვერ ეცოდინება, რომ იქაა. რა თქმა უნდა,
თუ მაშინ არ გაახილა თვალები, როცა კიბეზე ჩავრბოდი. თუ ასეა,
მონიტორი დაინახა და იცის, რომ თვალყურს ვადევნებ.
თავს ვაქნევ. ეს მაგიჟებს.
ავტობიოგრაფიაში ერთი თავი დამრჩა წასაკითხი. თუ ამ სახლში
კიდევ ერთი კვირით დარჩენას ვაპირებ, კითხვა უნდა დავასრულო.
ვეღარ გავაგრძელებ ცხოვრებას განუწყვეტლივ ხან იმაზე ფიქრით,
რომ საფრთხეში ვარ, და ხან, რომ შეშლილი ვარ. ბოლო რამდენიმე
გვერდს ვიღებ, სკამს ვიდეომონიტორისკენ მივმართავ, კითხვას
ვიწყებ და თან თვალი ვერიტისკენ მიჭირავს.

242
თავი 15

ჰარპერის სიკვდილიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ


ჩემი ცხოვრება ამ რამდენიმე დღეში უფრო შეიცვალა, ვიდრე მთე-
ლი ჩემი ამქვეყნად ყოფნისას.
პოლიციამ დამკითხა. ორჯერ. გასაგებია, უნდათ დარწმუნდნენ,
რომ ჩემს მონაყოლში ლაფსუსები არაა. ეს მათი საქმეა. მათი შე-
კითხვები საკმაოდ ადვილი იყო. ადვილი საპასუხო.
– შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა მოხდა?
– ჰარპერი გვერდზე გადაიხარა და კანოე გადატრიალდა. ყვე-
ლანი წყალში ჩავცვივდით. ჰარპერი წყლის ზედაპირზე აღარ ამო-
სულა. მისი მოძებნა ვცადე, მაგრამ ჰაერი აღარ მყოფნიდა და თან
ქრუ უნდა გამეყვანა უსაფრთხო ადგილზე.
– თქვენს შვილებს სამაშველო ჟილეტები რატომ არ ეცვათ?
‒ გვეგონა, თავთხელში ვიყავით. თავიდან ნავმისაბმელთან ძა-
ლიან ახლოს ვიყავით, მაგრამ შემდეგ... აღარ.
– თქვენი მეუღლე სად იყო?
– პროდუქტების საყიდლად. წასვლამდე მითხრა, ბავშვები ტბაზე
ჩაიყვანეო.
მათ ყველა შეკითხვას ქვითინით ვუპასუხე. ზოგჯერ წინ ვიხრებო-
დი, თითქოს მისი სიკვდილი ფიზიკურად ცუდად მხდიდა. მგონი, იმ-
დენად კარგად ვასრულებდი, რომ მეტი შეკითხვის დასმა ეუხერხუ-
ლათ.
ნეტავ იმავეს თქმა ჯერემიზე შემეძლოს.
ის დეტექტივებზე უარესია.
ჰარპერის გარდაცვალების შემდეგ ქრუს თვალს არ აშორებს.
სამივეს ქვემოთ, ჩვენს საძინებელში გვძინავს – შუაში ქრუ გვიწევს
და მე და ჯერემის კიდევ ერთი ბავშვი გვაშორებს ერთმანეთისგან.
ამაღამ სხვაგვარად მოხდა. ჯერემის ვთხოვე, ჩამეხუტე-მეთქი, ამი-
ტომ ქრუ გვერდზე დავაწვინეთ, შუაში კი ჯერემი დაწვა. მივეხუტე და

243
ნახევარი საათის განმავლობაში ასე ვიწექით, იმედი მქონდა, ასევე
ჩავიძინებდით, მაგრამ ჯერემი თავისი წყეული შეკითხვებით არ ჩე-
რდებოდა.
– კანოეში რატომ ჩასვი?
– უნდოდათ, – ვუპასუხე.
– სამაშველო ჟილეტები რატომ არ ეცვათ?
– მეგონა, ნაპირთან ახლოს ვიყავით.
– ჰარპერმა ბოლოს რა თქვა?
– არ მახსოვს.
– ქრუ რომ სანაპიროზე გაიყვანე, წყლის ზედაპირზე ჩანდა?
– არა... არა მგონია.
– მიხვდი, რომ კანოე სადაც იყო გადაყირავდებოდა?
– არა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
შეკითხვები ცოტა ხანს შეწყვიტა, მაგრამ ვიცოდი, რომ ისევ ეღ-
ვიძა. ბოლოს, რამდენიმეწუთიანი სიჩუმის შემდეგ, თქვა:
– უბრალოდ, არალოგიკურია.
– რა არის არალოგიკური?
ჯერემი გაიწია და მკერდი ჩემს სახეს მოაშორა. უნდოდა მისთვის
შემეხედა, ამიტომ თავი ავწიე.
ლოყაზე თითებით ფაქიზად შემეხო.
– ქრუს რატომ უთხარი, სუნთქვა შეიკარიო, ვერიტი?
იმწამს მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. იმწამს ის მიხვდა,
რომ ყველაფერი დამთავრდა.
კაცმა, რომელსაც ეგონა, რომ ცოლს იცნობდა... პირველად მიხ-
ვდა, რას გამოხატავდა ჩემი თვალები. ვიცოდი, რაც უნდა ძლიერ მე-
ცადა მისი დარწმუნება... ქრუზე მეტად არასდროს დამიჯერებდა.
ასეთი კაცი არ იყო. საკუთარ ცოლზე წინ შვილებს აყენებდა და ეს
მასში ყველაზე მეტად არ მომწონდა.
არადა, ვცადე. მისი დარწმუნება ვცადე. რთულია დამაჯერებელი
იყო, როცა ლოყებზე ცრემლები ჩამოგდის და ხმა გიკანკალებს ამის
თქმისას: – გადაბრუნებისას ვუთხარი და არა მანამდე.
რამდენიმე წამს მიყურა. შემდეგ ხელი გამიშვა. მომშორდა და

244
ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ბოლო ჩახუტება იყო. გადაბრუნდა და ქრუს
ხელები მოხვია, თითქოს მისი პირადი აბჯარი ყოფილიყოს.
მისი მცველი.
ჩემგან.
შევეცადე გაუნძრევლად და ურეაქციოდ ვწოლილიყავი, რომ
ჰგონებოდა მეძინა. სინამდვილეში ჩუმად ვტიროდი. როცა ცრემლ-
ებმა ღაპაღუპით დაიწყეს ჩამოსვლა, ჩემს კაბინეტში გავედი და კა-
რი დავკეტე, რომ ჯერემის ჩემი ქვითინი არ გაეგონა.
კაბინეტში ავტობიოგრაფია გავხსენი და ბეჭდვა დავიწყე. ისეთი
შეგრძნება მაქვს, თითქოს სათქმელი აღარაფერი დარჩა. არც მო-
მავალი არსებობს და არც წარსული, რომ გამოვისყიდო.
ჩემი ამბის დასასრულს მივაღწიე?
არ ვიცი, შემდეგ რა მოხდება. ჩესტინის მკვლელობის წინასწარ-
მეტყველებისგან განსხვავებით, არ ვიცი, ჩემი ცხოვრება როგორ
დამთავრდება.
ეს ჯერემის ხელში იქნება? თუ ჩემს საკუთარ ხელში? იქნებ სუ-
ლაც არ დამთავრდეს. იქნებ ჯერემიმ დილით გაიღვიძოს და მის
გვერდით მძინარე დამინახოს. იქნებ გაახსენდა ერთად გატარებუ-
ლი კარგი დღეები, ყველა მინეტი, სპერმის ყველა გადაყლაპვა და
მიხვდეს, რომ ბევრად მეტი დრო გვაქვს ახლა ამ ყველაფრის გასა-
კეთებლად, ახლა, როცა მხოლოდ ერთი შვილი გვყავს.
ან... იქნებ გაიღვიძოს დარწმუნებულმა, რომ ჰარპერის სიკვდი-
ლი შემთხვევითობა არ იყო. იქნებ პოლიციაში დამასმინოს. იქნებ
უნდა ჰარპერს რაც დავუშავე, ამის გამო დავიტანჯო.
თუ ასეა... დაე, ასე იყოს. ავდგები და მანქანით ხეს შევეჯახები.
დასასრული

245
22

დასასრულის გააზრებას ვერც ვასწრებ, რომ ავტოფარეხში ჯე-


რემის ჯიპის შემოსვლის ხმა მესმის. ფურცლებს ერთად ვაქუჩებ და
მონიტორს ვუყურებ. ვერიტი ისევ არ განძრეულა.
ჯერემი მასზე ეჭვობდა?
კისერს ვისრეს და ვცდილობ ბოლო თავის წაკითხვით მოგვრი-
ლი დაძაბულობა მოვიხსნა. როგორ შეუძლია ისევ მასზე იზრუნოს?
აბანაოს და მთელი ცხოვრება ტანსაცმელი უცვალოს? თითქოს ქო-
რწილში მიცემული პირობის შესრულების ვალდებულებას გრძნო-
ბს?
თუ მართლა მიხვდა, რომ ჰარპერი ვერიტიმ მოკლა, მასთან ერთ
ჭერქვეშ როგორ ცხოვრობს?
ავტოფარეხის კარის გაღების ხმა მესმის, ამიტომ კაბინეტიდან
დერეფანში გავდივარ. ჯერემი კიბის დასაწყისში დგას და მკლავებ-
ზე ქრუ ჰყავს გადაწვენილი.
– ექვსი ნაკერი დაადეს, – ჩურჩულებს, – და უამრავი ტკივილგა-
მაყუჩებელი გაუკეთეს. მთელი ღამე არ გაიღვიძებს, – ქრუ მაღლა
აჰყავს ლოგინში ჩასაწვენად. ფეხის ხმაზე ვხვდები, რომ უკანა გზაზე
ვერიტის ოთახში არ შეუხედავს, პირდაპირ ქვემოთ ჩამოდის.
– ყავა გინდა? – ვეკითხები.
– ჰო, გთხოვ.
სამზარეულოში უკან მომყვება, სადაც უკნიდან მეხუტება და ჩემს
თმაში თავჩარგული ხვნეშის. ყავის მომზადებას ვიწყებ. თავზე თავს
ვადებ და უამრავი შეკითხვა მიტრიალებს. არაფერს ვამბობ. არც კი
ვიცი, საიდან დავიწყო.
სანამ ყავა დუღდება, მისკენ ვტრიალდები და ხელებს ვხვევ. სამ-
ზარეულოში რამდენიმე წუთს ჩახუტებული ვდგავართ. შემდეგ ჯე-
რემი ხელს მიშვებს და მეუბნება:
– უნდა დავიბანო. ყველგან სისხლი მაქვს.
ახლაღა ვამჩნევ – მკლავებზე სისხლის წვეთები აქვს, პერანგზე

246
კი ლაქები. სისხლში ამოსვრა ჩვენი საერთო მახასიათებელი ხდე-
ბა. მიხარია, რომ ცრუმორწმუნე არა ვარ.
– კაბინეტში ვიქნები.
ერთმანეთს ვკოცნით და ჯერემი მაღლა არბის. ყავის ადუღებას
ველოდები. ჯერაც არ ვიცი, ამდენი შეკითხვა როგორ დავუსვა, არა-
და, ბოლო თავის წაკითხვის შემდეგ უამრავი დამიგროვდა. მგონი,
გრძელი ღამე იქნება.
ფინჯანში ყავას ვისხამ და ზემოდან ჯერემის შხაპის ხმა მესმის.
ყავა კაბინეტში მიმაქვს. მოულოდნელად ფინჯანი იატაკზე მივარდე-
ბა და ტყდება. ცხელი სითხე ფეხებზე მესხმება და თითებს მიმდუღ-
რავს, მაგრამ ვერ ვინძრევი.
ერთ ადგილს მიყინული მონიტორს მივჩერებივარ. ვერიტი ია-
ტაკზეა და ოთხზე დგას.
ტელეფონისკენ გავრბივარ და თან ჯერემის ვეძახი.
– ჯერემი!
ვერიტი თავს გვერდზე სწევს, თითქოს ჩემი ყვირილი ესმის. სა-
ნამ ტელეფონში კამერის გახსნას ვახერხებ, ის წვება. ჩვეულ პოზას
იღებს და ირინდება.
– ჯერემი! – ისევ ვყვირი და ტელეფონს ვაგდებ. სამზარეულოს-
კენ გავრბივარ და დანას ვიღებ. კიბეზე ავრბივარ,
პირდაპირ ვერიტის ოთახისკენ. საკეტს ვხსნი და კარს ვაფრი-
ალებ.
– ადექი! – ვყვირი.
არ ინძრევა. არც კრთება.
საბანს ვხდი.
– ადექი, ვერიტი. დაგინახე, – გაცეცხლებული ვარ და საავად-
მყოფოს საწოლის მოაჯირს დაბლა ვწევ, – თავს ვეღარ დაიძვრენ.
მინდა ჯერემიმ მისი ნამდვილი სახე დაინახოს, სანამ რამეს და-
უშავებს. ქრუს დაუშავებს რამეს. კოჭში ხელს ვკიდებ და ვქაჩავ. სა-
წოლიდან ნახევრად გადმოგდებულია, როცა უკნიდან ვიღაც მექა-
ჩება და ქალს მაგლეჯს. მატრიალებს და კარისკენ მივყავარ. ჯერემი
დერეფანში იატაკზე მსვამს.

247
– რა ჯანდაბას აკეთებ, ლოუენ? – ჯერემი გაცეცხლებულია.
მისკენ ნაბიჯს ვდგამ და ხელებს მკერდზე ვადებ. დანას მართმევს
და მხრებზე ხელწავლებული მანჯღრევს.
‒ გეყოფა.
– იგონებს, დავინახე, გეფიცები, იგონებს.
ჯერემი ვერიტის ოთახში შედის და ცხვირწინ კარს მიჯახუნებს.
კარს ვაღებ და ვხედავ, ფეხებს ისევ საწოლზე ადებინებს. როცა
ოთახში შესულს მხედავს, ვერიტის საბანს სწრაფად აფარებს და ის-
ევ დერეფანში მაგდებს. ტრიალდება, კარს კეტავს, მაჯაში ხელს მკი-
დებს. მიდის და მიმათრევს.
– ჯერემი, არა, – მაჯაზე ჩაბღუჯულ ხელზე ხელს ვკიდებ, – ქრუს
მასთან ნუ დატოვებ, – ვეხვეწები, მაგრამ ჩემი თხოვნა არ ესმის.
მხოლოდ იმას ხედავს, რაც ჰგონია, რომ იცის, და რაც ოთახში შე-
მოსულმა დაინახა. კიბესთან მისული უკან ვიხევ, თავს ვაქნევ, ჩას-
ვლა არ მინდა. ქრუც ქვემოთ უნდა ჩამოიყვანოს. წელზე ხელს მკი-
დებს, ბეჭზე მიგდებს და კიბეზე ჩავყავარ, პირდაპირ ჩემი ოთახის-
კენ. საწოლზე მსვამს, ოღონდ ფრთხილად, გაბრაზებულიც კი.
კარადასთან მიდის. ჩემოდანს იღებს. ჩემს ნივთებს იღებს.
– მინდა წახვიდე.
მუხლებზე ვდგები, საწოლის ბოლოსკენ მივხოხავ, სადაც ჩემს
ნივთებს ჩემოდანში ყრის.
– უნდა დამიჯერო.
არ მიჯერებს.
‒ ამის დედაც, ჯერემი! – მეორე სართულისკენ ვუთითებ, – ის ქა-
ლი გიჟია! შეხვედრის დღიდან გატყუებს!
არასდროს მინახავს ადამიანში ამდენი უნდობლობა და სიძულ-
ვილი. მისი გამომეტყველება ისე მაშინებს, რომ უკან ვიხევ.
– არ იგონებს, ლოუენ, – კიბისკენ ხელს იქნევს, – ის ქალი უუნა-
როა. ტვინი თითქმის მკვდარი აქვს. აქ მოსვლის დღიდან რაღაცები
გეჩვენება, – ჩემოდანში ტანსაცმლის ჩაყრას აგრძელებს და თავს
აქნევს, – შეუძლებელია, ბუტბუტებს.
– არ არის და ეს შენც კარგად იცი. ჰარპერი მოკლა და ეს შენც

248
იცი. თავადაც ეჭვობდი, – საწოლიდან ჩამოვედი და კარისკენ გავი-
ქეცი, – ამას დავამტკიცებ.
ვერიტის კაბინეტისკენ გაქცეულს, ჯერემი უკან მომყვება. ხელ-
ნაწერს, მის ყველა ფურცელს ვიღებ და უკან მიბრუნებულს პირის-
პირ მეჩეხება. ხელნაწერს მკერდზე ვაფარებ.
– წაიკითხე.
ფურცლებს მართმევს და დასცქერის. შემდეგ ისევ მე მიყურებს.
– ეს სად იპოვე?
– მისია, მანდ ყველაფერი წერია. თქვენი შეხვედრიდან მოყო-
ლებული მის ავარიამდე. წაიკითხე. ბოლო ორი თავი მაინც წაიკით-
ხე, ოღონდ, გთხოვ, წაიკითხე, – ძალაგამოცლილი ვარ და ხვეწნის
გარდა არაფერი დამრჩენია. ამიტომ ვეხვეწები. ხმადაბლა, –
გთხოვ, ჯერემი, შენი გოგონების გამო.
ჯერემი ისევ ისე მიყურებს, თითქოს ჩემი ნათქვამი არც ერთი
სიტყვის არ სჯერა. არც არის საჭირო. იმ ტექტს თუ წაიკითხავს – ნა-
ხავს მისი ცოლი მასთან ყოფნისას სინამდვილეში რაზე ფიქრობდა
– მიხვდება, რომ ჩემი კი არა, მისი უნდა ეშინოდეს.
ვგრძნობ, შიში მერევა. მისი დაკარგვის შიში მიპყრობს. ჯერემის
გიჟი ვგონივარ, რომელიც მისი ცოლის დაშავებას ცდილობდა. ჯე-
რემის უნდა მისი სახლიდან წავიდე, აქედან გავიდე და თვალით
აღარ დავენახო.
თვალები მეწვის და ცრემლები ლოყებზე ჩამომდის.
– გთხოვ, – ვჩურჩულებ, – გთხოვ. იმსახურებ სიმართლე იცოდე.

249
23

ველოდები, რომ მთელი ხელნაწერის წასაკითხად დიდი დრო


დასჭირდება. ჩემს საწოლზე ვზივარ და ველოდები. სახლში ისეთი
სიჩუმე დგას, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. უსიამოვნო სი-
ჩუმეა, თითქოს ქარიშხლის წინ სიმშვიდეს დაუსადგურებია.
ჩემოდანს ვუყურებ და ვფიქრობ, ნეტავ ჩემი აქედან წასვლა თუ
კიდევ უნდა. მთელი აქ ყოფნის განმავლობაში ხელნაწერს ვმალავ-
დი, მისგან საიდუმლოდ ვინახავდი. შესაძლოა ეს არასდროს მაპა-
ტიოს.
ვიცი, რომ ვერიტის არასდროს აპატიებს.
მოულოდნელად ზემოდან ბრახუნი მესმის და თვალები ჭერის-
კენ გამირბის. ხმამაღალი არაა, მაგრამ, მგონი, ჯერემის ოთახიდან
მოდის. დიდი ხანი არაა, რაც განმარტოვდა, მაგრამ საკმარისია ხე-
ლნაწერის გადასახედად და მისახვედრად, რომ ვერიტი ის ქალი სუ-
ლაც არაა, ვინც ეგონა.
ტირილის ხმა მესმის. მოგუდული, ხმადაბალი ტირილია, მაგრამ
ვხვდები, რომ ჯერემი ტირის.
გვერდულად ვწვები, ბალიშს ვიხუტებ და თვალებს მაგრად ვხუ-
ჭავ. ცუდად მხდის იმაზე ფიქრი, რომ ჯერემი ახლა გულმოკლულია,
როცა ფურცელ-ფურცელ კითხულობს მწარე სიმართლეს, რომე-
ლიც არასდროს უნდა დაწერილიყო.
თავზემოთ, კიბის სიახლოვეს, ფეხის ხმა მესმის. ზემოთ იმდენ
ხანს არ ყოფილა, რომ მთელი ტექსტი წაეკითხა, მაგრამ მისი მეს-
მის. მის ადგილას რომ ვიყო, პირდაპირ ბოლო თავს წავიკითხავდი,
რომ გამეგო, ჰარპერს რა დაემართა.
კარის გაღების ხმა მესმის. კაბინეტში შევრბივარ და ეკრანს ვუ-
ყურებ.
ვერიტის ოთახის კარში ჯერემი დგას და მას უყურებს. ეკრანიდან
ორივეს ვუყურებ.

250
– ვერიტი.
რა თქმა უნდა, ქალი არ პასუხობს. არ უნდა ქმარი მიხვდეს, რომ
საფრთხეს წარმოადგენს. იქნებ თავს იმიტომ იკატუნებს, რომ ეში-
ნია, ჯერემიმ პოლიციაში არ დაასმინოს. რა მიზეზიც უნდა ჰქონდეს,
ვგრძნობ, რომ ჯერემი იმ ოთახიდან ისე არ გავა, პასუხი არ მიიღოს.
– ვერიტი, – მიმართავს და უახლოვდება, – თუ არ მიპასუხებ, პო-
ლიციაში დავრეკავ.
ვერიტი ისევ არ პასუხობს. ჯერემი უახლოვდება, იხრება და ცალ
ქუთუთოს უწევს. ცოტა ხანს აკვირდება და კარისკენ მიდის. ჩემი არ
სჯერა.
შემდეგ ჩერდება, თითქოს საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. წაკით-
ხულში ეჭვი ეპარება. ტრიალდება და ისევ ვერიტისთან მიდის.
‒ ამ ოთახიდან გავდივარ და შენი ხელნაწერი პოლიციაში მი-
მაქვს. ახლა თვალს თუ არ გაახელ და არ მეტყვი, ამ სახლში რა ხდე-
ბა, დაგიჭერენ და ვერც მე და ვერც ქრუს ვეღარ გვნახავ.
რამდენიმე წამი გადის. სუნთქვაშეკრული ველოდები ვერიტის
გამოძრავებას. იმედია, ამოძრავდება და ჯერემი მიხვდება, რომ სი-
მართლეს ვეუბნებოდი.
როცა ვერიტი თვალს ახელს, უნებურად ქვითინს ვიწყებ. პირზე
ხელს ვიფარებ, რომ ყვირილში არ გადაიზარდოს. მეშინია, ქრუ არ
გავაღვიძო. ამ სცენას არ უნდა შეესწროს.
ჯერემი იძაბება, თავზე ორივე ხელს იტაცებს და საწოლს შორდე-
ბა. ზურგით კედელს ეჯახება.
– რა ჯანდაბაა, ვერიტი?
ვერიტი თავის ქნევას იწყებს გაუჩერებლად.
– იძულებული გავხდი, ჯერემი, – ამბობს ვერიტი და საწოლზე წა-
მოჯდება. თავდაცვით პოზას იღებს, თითქოს ჯერემის ეშინია.
ჯერემის ისევ ვერ დაუჯერებია, სახეზე ბრაზი, ღალატით მოგვრი-
ლი იმედგაცრუება და დაბნეულობა ერთმანეთს ენაცვლება.
– მთელი ეს დრო... შენ... – ცდილობს ხმას არ აუწიოს, მაგრამ
ეტყობა, რომ გაცოფებულია და სადაცაა აფეთქდება. ტრიალდება
და გულს კედელზე მუშტის დარტყმით იოხებს.

251
ვერიტი კრთება. ხელებს მაღლა სწევს.
– გთხოვ, არაფერი დამიშავო. ყველაფერს აგიხსნი.
– არაფერი დაგიშავო? – ჯერემი ტრიალდება და მისკენ ნაბიჯს
დგამს, – შენ ის მოკალი, ვერიტი.
ხმაში ბრაზს ვატყობ, ეს ეკრანზეც კი ჩანს და ვერიტი პირისპირ
უყურებს. ცდილობს საწოლიდან გადმოხტეს და თავი დააღწიოს, მა-
გრამ ჯერემი არ უშვებს. ფეხში ხელს სტაცებს და ისევ საწოლზე აგ-
დებს. შემდეგ ვერიტი ყვირილს იწყებს და ჯერემი პირზე ხელს აფა-
რებს.
იბრძვიან. ვერიტი წიხლით იშორებს. ჯერემი მის დამორჩილებას
ცდილობს.
შემდეგ ჯერემი კისერში ხელს უჭერს.
არა, ჯერემი.
ვერიტის ოთახისკენ გავრბივარ და კარში მკვეთრად ვჩერდები.
ჯერემი ზემოდან აზის. ვერიტის ხელები ჯერემის მუხლებქვეშაა მოქ-
ცეული, ფეხები საწოლზე აქვს მიბჯენილი, ტერფებს მატრასზე აჭერს
და ხრიალებს.
ვერიტი შეწინააღმდეგებას ცდილობს, მაგრამ ჯერემის ვერ ერე-
ვა.
– ჯერემი! – მისკენ გავრბივარ და ვერიტისგან მის გამოგლეჯას
ვცდილობ. ახლა მხოლოდ ქრუზე ვფიქრობ, ჯერემის მომავალზე და
რომ მისი ბრაზი სიცოცხლის შეწირვად არ ღირს. მის სიცოცხლედ
არ ღირს, – ჯერემი!
ჯერემი არ მისმენს. ვერიტის ხელს არ უშვებს. ვცდილობ სახეში
შევხედო, დავამშვიდო, აზრზე მოვიყვანო.
– უნდა გაჩერდე. საყლაპავ მილს უზიანებ. მიხვდებიან, რომ მო-
კალი.
ჯერემის ლოყებზე ცრემლები ჩამოსდის.
– ამ ქალმა ჩვენი შვილი მოკლა, ლოუ, – ხმაზე ეტყობა, რომ გა-
ნადგურებულია.
სახეზე ხელებს ვხვევ და ჩემკენ ვიზიდავ.
– ქრუზე იფიქრე, – ხმადაბლა ვეუბნები, ამას თუ გააკეთებ, შენს

252
შვილს მამა აღარ ეყოლება.
ვატყობ, რომ ჩემს სიტყვებს იაზრებს და ოდნავ იცვლება. ვერი-
ტის ხელს უშვებს. წელში ვიხრები და სუნთქვაშეკრულს ახლა ჰაერი
ისევე მჭირდება, როგორც ვერიტის. ვერიტი ხრიალებს და ცდი-
ლობს ჟანგბადი ჩაისუნთქოს. ცდილობს დაილაპარაკოს... ან დაიყ-
ვიროს. ჯერემი პირზე ხელს აფარებს და მიყურებს. თვალებით რა-
ღაცას მთხოვს, მაგრამ ეს არაა თხოვნა, რომ ვინმეს დასახმარებ-
ლად დავუძახო. ეს თხოვნაა, რომ დავეხმარო მისი მოკვლის საუკე-
თესო გზის მოძებნაში.
არ ვეწინააღმდეგები. ვერიტიში ერთი უჯრედიც კი არაა, რომე-
ლიც სიცოცხლეს იმსახურებს მას შემდეგ, რაც ჩაიდინა. უკან ვიხევ
და ვცდილობ დავფიქრდე.
თუ ჯერემი დაახრჩობს, მიხვდებიან. ყელზე თითის ანაბეჭდები
დარჩება. თუ მოგუდავს, ბალიშის ნაწილაკებს ფილტვებში აღმოა-
ჩენენ. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ. თუ ახლა არ იმოქმედებს ჯე-
რემი, ვერიტი თავისი მანიპულაციური ტვინით რაღაცას ისევ მო-
იფიქრებს და თავს დაიძვრენს. ჯერემის ან ქრუს ავნებს. მასაც ისე
მოკლავს, როგორც თავისი გოგონა მოკლა. როგორც ჰარპერის
მკვლელობა სცადა ჩვილობაში.
როგორც ჰარპერის მკვლელობა სცადა ჩვილობაში.
– ისე უნდა გააკეთო, რომ უბედურ შემთხვევას ჰგავდეს, – ვამ-
ბობ ხმადაბლა, მაგრამ ისე, რომ პირზე ხელაფარებული ვერიტის
მოგუდულ ყვირილში მაინც ისმის, აიძულე აღებინოს. ცხვირი და პი-
რი დაუფარე, სანამ სუნთქვას არ შეწყვეტს. ისე გამოვა, თითქოს
ძილში დაიხრჩო.
ჯერემი თვალებგაფართოებული მისმენს და ხვდება, რასაც ვამ-
ბობ. ხელს პირიდან აშორებს და თითებს ყელში უყოფს. თავს ვატ-
რიალებ. ამის ყურება არ შემიძლია.
ხრიალი მესმის, შემდეგ ხროტინი და ისეთი შეგრძნება მაქვს,
თითქოს ეს არასოდეს დამთავრდება. არასოდეს.
იატაკზე ვჯდები და მთელი სხეული მიძაგძაგებს. ხელისგულებს
ყურებზე ვიჭერ და ვცდილობ ვერიტის უკანასკნელი ამოსუნთქვა არ

253
გავიგონო. მისი ბოლო გაფართხალება არ დავინახო. ცოტა ხნის
შემდეგ სამი ადამიანის სუნთქვის ხმა ორამდე შემცირდა.
ახლა მხოლოდ მე და ჯერემი ვსუნთქავთ.
‒ ოჰ, ღმერთო, ოჰ, ღმერთო, ოჰ, ღმერთო... – გაბმით ვჩურჩუ-
ლებ და თანდათან ვიაზრებ იმ საქციელის მნიშვნელობას, რაც ახლა
ჩავიდინეთ.
ჯერემი ხმას არ იღებს, მხოლოდ მისი მოზომილი სუნთქვა მეს-
მის. არ მინდა ვერიტის შევხედო, მაგრამ მინდა ვიცოდე, რომ ეს და-
მთავრდა.
მისკენ ვტრიალდები და ვხედავ, რომ თვალგაშტერებით მიყუ-
რებს. ამჯერად, ვიცი, რომ აქ აღარ არის და იმ ცარიელ მზერას არ
აფარებს თავს.
ჯერემი საწოლთან მუხლებზე დგას. ვერიტის პულსს უმოწმებს და
თავს მხრებში რგავს. ორივე ხელს თავზე იდებს. არ ვიცი, ტირილს
აპირებს თუ არა, მაგრამ რომ დაიწყოს, გავუგებ. ახლახან მთელი
ძალით დაატყდა თავს სიმართლე, რომ მისი ქალიშვილის სიკვდი-
ლი უბედური შემთხვევა არ ყოფილა; რომ მისი ცოლი – ქალი, რო-
მელსაც თავისი ცხოვრების უამრავი წელი შესწირა, ის ადამიანი არ
აღმოჩნდა, ვინც ეგონა, და მთელი ამ დროის განმავლობაში მისით
მანიპულირებდა.
ცოლთან დაკავშირებული ყველა სასიამოვნო მოგონება ამაღამ
მასთან ერთად მოკვდა. მისმა აღიარებამ ჯერემი გაანადგურა. ჯერე-
მი ორად მოკეცილი ზის და ცდილობს მისი ცხოვრების ბოლო საათი
გაიაზროს. ვერიტის ცხოვრების ბოლო საათი.
პირზე ხელს ვიფარებ და ტირილს ვიწყებ. ვერ ვიჯერებ, რომ ჯე-
რემის ვერიტის მკვლელობაში დავეხმარე. ჩვენ ის მოვკალით.
ვერიტის ცხედარს თვალს ვერ ვაშორებ.
ჯერემი დგება და მეც მეხმარება ადგომაში. თვალდახუჭული გავ-
ყავარ ოთახიდან და კიბეზე ჩავყავარ. მაწვენს და მინდა ისიც ჩემთან
ერთად დაწვეს, ხელები შემომხვიოს. ასე არ იქცევა. ოთახში ბოლ-
თას სცემს, თავს აქნევს და ხმადაბლა ბუტბუტებს.
მგონი, ორივე შოკში ვართ. მინდა ჯერემი დავამშვიდო, მაგრამ

254
ისეთი დამფრთხალი ვარ, არც საუბარი შემიძლია, არც სიარული და
არც რეალობის მიღება.
– ჯანდაბა, – ამბობს ჯერემი. შემდეგ უფრო ხმამაღლა იმეორებს,
– ჯანდაბა!
აი, ისიც. ჯერემი თანდათან იაზრებს ვერიტისთან დაკავშირებულ
ყოველ მოგონებას, ყველაფერს, რისიც სჯეროდა და ეგონა, ვერი-
ტიზე იცოდა.
ჯერემი მიყურებს და სწრაფი ნაბიჯით საწოლს უახლოვდება.
აცახცახებული ხელით თმას უკან მიწევს.
– ძილში გარდაიცვალა, – ამბობს ხმადაბლა და იმავდროულად,
მტკიცედ, – გასაგებია?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
– დილით... – ღრმად სუნთქავს და ცდილობს დამშვიდდეს, – დი-
ლით... პოლიციაში დავრეკავ და ვეტყვი, რომ გასაღვიძებლად შე-
ვედი და ასეთი დამხვდა. ისე გამოვა, თითქოს ძილში გარდაიცვა-
ლა.
გამუდმებით თავს ვუქნევ. მის გამომეტყველებაში ჩემ გამო წუ-
ხილს და თანაგრძნობას ვხედავ, თან თითქოს მიბოდიშებს.
– მაპატიე, – მეუბნება, – მაპატიე, – იხრება და თავზე მკოცნის,
– მალე მოვალ, ლოუ, ოთახი უნდა მივალაგო. ხელნაწერი უნდა
დავმალო.
იმუხლება, თვალს თვალში მიყრის, თითქოს უნდა დარწმუნდეს,
რომ ყველაფერი გავიგე, რომ მას გავუგე.
–ღამე ჩვეულებისამებრ დავიძინეთ. ორივემ დაახლოებით შუ-
აღამეზე. წამლები მივეცი და შემდეგ, როცა დილის შვიდზე ქრუ სკო-
ლაში წასასვლელად გავაღვიძე, უგონოდ ვიპოვე.
– გასაგებია.
– ვერიტი ძილში გარდაიცვალა, – იმეორებს, – და ამაზე დღეის
შემდეგ აღარ ვილაპარაკებთ. ამ წუთის შემდეგ.
– კარგი, – ვჩურჩულებ.
ჯერემი პირიდან აუჩქარებლად უშვებს ჰაერს:
– კარგი.

255
ოთახიდან გადის და მესმის, რომ ნივთებს ალაგებს, წინ და უკან
დადის, ჯერ თავის, შემდეგ ქრუს, ბოლოს ვერიტის ოთახსა და სააბა-
ზანოში.
შემდეგ კაბინეტსა და სამზარეულოში შედის.
უკვე ჩემთანაა. მეხუტება. ახლა ისე მაგრად მეხუტება, როგორც
აქამდე არასდროს ჩამხუტებია. არ გვძინავს. ვწევართ და გვეშინია,
რას მოგვიტანს დილა.

256
24

შვიდი თვის შემდეგ


ვერიტი შვიდი თვის წინ ძილში გარდაიცვალა.
ქრუმ რთულად გადაიტანა. ჯერემიმაც, ოღონდ მხოლოდ სხვე-
ბის დასანახავად. მისი გარდაცვალების დილას მანჰეტენზე დავ-
ბრუნდი. ჯერემის იმ კვირაში ბევრი საქმე ჰქონდა და მისი ცოლის
სიკვდილის შემდეგ ისევ იქ რომ დავრჩენილიყავი, უფრო საეჭვო
იქნებოდა.
წიგნის მონახაზი დამიმტკიცეს, ისევე როგორც მომდევნო ორი
წიგნის. პირველი წიგნის პირველი ვერსია ორი კვირის წინ ჩავაბარე
და დანარჩენი ორის ჩაბარების ვადის გახანგრძლივება ვითხოვე.
ახალშობილთან ერთად მათზე მუშაობა გამიჭირდება.
ჩემი ქალიშვილი ჯერ არ დაბადებულა. კიდევ ორთვენახევარი
დარჩა. დარწმუნებული ვარ, ჯერემის დახმარებით ნებისმიერ ჩამო-
რჩენას გამოვასწორებ. ქრუსთვის არაჩვეულებრივი მამაა, ამიტომ
ვიცი, ჩვენი გოგონა რომ გაჩნდება, მასაც კარგ მამობას გაუწევს.
თავიდან გავოგნდით, მაგრამ არ გაგვკვირვებია. ასეთი რამეები
ხდება, როცა სიფრთხილეს არ იჩენ. მეშინოდა. არ ვიცოდი, ჯერემის
რა რეაქცია ექნებოდა ხელახლა მამობაზე ორი შვილის დაკარგვის
შემდეგ, მაგრამ ისე გაუხარდა, მივხვდი, ვერიტი ცდებოდა – ერთი
ან თუნდაც ორი შვილის დაკარგვა, ყველა შვილის დაკარგვას არ
ნიშნავს. ჯერემის გლოვა დაკარგულ ორ ქალიშვილზე არაფრით უშ-
ლის ხელს მომავალი შვილის დაბადებით აღფრთოვანებას.
მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც თავს გადახდა, ჯერემი ისევ სა-
უკეთესო კაცია, რომელიც კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენილა. მომ-
თმენი, ყურადღებიანი და ბევრად უკეთესი საყვარელია, ვიდრე ვე-
რიტი აღწერდა. ვერიტის სიკვდილის შემდეგ, როცა იძულებული
გავხდი მანჰეტენზე დავბრუნებულიყავი, ჯერემი ყოველდღე მირე-
კავდა. ორი კვირა, სანამ ყველაფერი დალაგდა, ერთმანეთისგან
შორს ვიყავით. როცა უკან დაბრუნება მთხოვა, იმავე ღამეს მასთან

257
გავჩნდი. მას შემდეგ ერთმანეთის გარეშე დღე არ გაგვიტარებია.
ვიცოდით, რომ მოვლენებს ვაჩქარებდით, მაგრამ ცალ-ცალკე ყოფ-
ნა გვეძნელებოდა. ვფიქრობ, ჩემმა სიახლოვემ ჯერემი დაამშვიდა,
ამიტომ ჩვენი ურთიერთობის მეტისმეტად სწრაფ განვითარებაზე
ბევრი აღარ გვიდარდია. ამაზე არც გვისაუბრია. ჩვენს ურთიერთო-
ბას სიტყვები არ სჭირდებოდა. ბუნებრივი იყო. ერთმანეთი გვიყ-
ვარდა და სხვა ყველაფერი სულერთი იყო.
ჩემი ფეხმძიმობის დადგენიდან მალევე ჯერემიმ სახლის გაყიდ-
ვა გადაწყვიტა. არ უნდოდა იმ ქალაქში დავრჩენილიყავით, სადაც
მანამდე ვერიტისთან ერთად ცხოვრობდა. სიმართლე რომ ვთქვა,
არც მე მინდოდა იმ სახლში დარჩენა, რომელთანაც საზარელი მო-
გონებები მაკავშირებდა. სამი თვის წინ ყველაფერი თავიდან დავიწ-
ყეთ ჩრდილოეთ კაროლინაში. ჩემი ჰონორარის ავანსისა და ვერი-
ტის სიცოცხლის დაზღვევის წყალობით შევძელით საუსპორტის სა-
ნაპიროზე სახლის ყიდვა. ყოველ საღამოს ჩვენ სამნი ახალი სახ-
ლის აივანზე ვისხედით და სანაპიროზე ტალღებს ვუყურებდით.
ახლა ერთი ოჯახი ვართ. მართალია, ოჯახის სხვა წევრები აღარ
ჰყავთ, მაგრამ ვიცი, ჯერემი აფასებს, რომ ქრუს ცხოვრებაში ახლა
მე ვარ. მალე უფროსი ძმაც გახდება.
ქრუ ახალ ცხოვრებას კარგად ეგუება. თერაპიაზე ვატარეთ. ზოგ-
ჯერ ჯერემი დარდობს, რომ ეს უფრო ავნებს, ვიდრე არგებს, მაგრამ
ვამშვიდებ და ვუყვები ყველა სიკეთეზე, ბავშვობაში თერაპიაზე სი-
არულმა რომ მომიტანა. მჯერა, რომ ქრუ მალე დაივიწყებს ცუდ მო-
გონებებს, თუ ძველების გადასაფარად ბევრ კარგ მოგონებას შე-
ვუქმნით.
თვეების შემდეგ დღეს პირველად შემოვდგით ფეხი მათ ძველ
სახლში. აქაურობა უსიამოვნოა, მაგრამ ჩამოსვლა საჭირო იყო.
მშობიარობის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მცირდება ჩემი
მგზავრობის შანსი, ამიტომ ამ შესაძლებლობას სახლის დასაცლე-
ლად ვიყენებთ. ჯერემიმ უკვე ორი შეთავაზება მიიღო და არ გვინდა
ორსულობის ბოლო თვეს აქ კიდევ ჩამოსასვლელი გავხდეთ.
კაბინეტი დასაცლელად ყველაზე რთული გამოდგა. იქაურობის

258
დიდი ნაწილის გადაყრა შეიძლებოდა, მაგრამ მე და ჯერემიმ ნახე-
ვარი დღე შრედერზე მათ დაჭრაში გავატარეთ. მგონი, ორივეს გვს-
ურს ჩვენი ცხოვრების ის ნაწილი დამთავრდეს. წავიდეს. დავივიწ-
ყოთ.
– როგორ ხარ? – მეკითხება ჯერემი, კაბინეტში შემოდის და მუ-
ცელზე ხელს მადებს.
– კარგად ვარ, – ვუღიმი, – მორჩი?
– თითქმის. აივანზე რამდენიმე ყუთი დამრჩა და დავამთავრებთ,
– მკოცნის და ამ დროს სახლში ქრუ შემორბის.
– გეყოფა სირბილი! – გასძახის ჯერემი კაბინეტის სკამიდან ვდ-
გები, ჯერემის მივყვები და თან სკამს მივაგორებ. აივანზე დალაგე-
ბული ათი ყუთიდან ჯერემი ერთს იღებს და მანქანისკენ მიაქვს. ქრუ
გვერდს მიქცევს, რომ გარეთ გაიქცეს, მაგრამ ჩერდება და სახლში
ბრუნდება.
– კინაღამ დამავიწყდა, – ამბობს და კიბისკენ გარბის, – დედას
იატაკიდან ჩემი ნივთები უნდა ამოვიღო.
ბავშვი კიბეზე არბის. ბოლოს რომ შევამოწმე, ცარიელი იყო.
რამდენიმე წამში კიბეზე ჩამოდის. ხელში ქაღალდები უჭირავს.
‒ ეგ რა არის? – ვეკითხები.
– ნახატები, დედას რომ დავუხატე, – ამბობს და ხელში მაჩეჩებს,
– დამავიწყდა, რომ მათ იატაკში ინახავდა.
ქრუ ისევ გარეთ გარბის. ხელში შემოჩეჩებულ ნახატებს დავცქე-
რი. ისევ ის ძველი, ნაცნობი გრძნობა დამეუფლა, რომელიც ამ სახ-
ლში ცხოვრებისას არ მომშორებია. შიში.
ყველაფერი ეპიზოდურად მახსენდება. ვერიტის ოთახის იატაკზე
დაგდებული დანა. ის ღამე, ეკრანზე რომ დავინახე, მუხლებზე მდგა-
რი, თითქოს იატაკში რაღაცას ეძებდა. ქრუს ახლა ნათქვამი სიტყვე-
ბი.
დამავიწყდა, რომ იატაკში რაღაცას ინახავდა.
კიბეზე სწრაფად ავდივარ. ვიცი, რომ მკვდარია და იქ აღარაა,
მაგრამ მისი ოთახისკენ მიმავალს გული მაინც შიშით მეწურება. თვ-
ალი მაშინვე იატაკისკენ გამირბის. იატაკიდან ხის ფიცარია ამოგდ-

259
ებული, რომელიც, როგორც ჩანს, ქრუმ სწორად ვეღარ ჩაამაგრა
ნახატების ამოღების შემდეგ. ვიმუხლები და იატაკიდან მორყეულ
ფიცარს ვიღებ.
იატაკში ხვრელია.
ხვრელი ბნელია. ხელს ვყოფ და იქაურობას ბრმად ვსინჯავ. რა-
ღაც პატარას ვიღებ. ტყუპის სურათია. რაღაც ცივსაც ვეხები. დანაა.
ხელს ისევ ვყოფ, დიდხანს ვაფათურებ და კონვერტს ვაწყდები. კონ-
ვერტს ვხსნი, წერილს ვიღებ და ცარიელ კონვერტს იატაკზე ვაგდებ.
პირველი გვერდი ცარიელია. ჰაერს ღრმად, მტკიცედ ვისუნთქავ
და მეორე გვერდზე ვშლი.
ხელით დაწერილი წერილი ჯერემის სახელზეა. შიშით ვიწყებ
კითხვას:
საყვარელო ჯერემი,
იმედია, ამ წერილს შენ ნახავ. თუ არა, იმედია, როგორღაც შენს
ხელში მოხვდება, რადგან შენთვის სათქმელი ბევრი მაქვს.
მინდა ბოდიშით დავიწყო. დარწმუნებული ვარ, იმ დროისთვის,
როცა ამ წერილს წაიკითხავ, შუაღამისას ქრუსთან ერთად სახლი-
დან წასული ვარ. იმაზე ფიქრი, რომ მარტოს გტოვებ ამ სახლში, სა-
დაც უამრავი საერთო მოგონება გვაქვს, გულს მტკენს. ჩვენს შვი-
ლებთან ერთად არაჩვეულებრივი ცხოვრება გვქონდა. ერთმანეთ-
თან, მაგრამ ჩვენ ქრონიკულები ვართ და უნდა გვცოდნოდა, რომ
ჩვენი გულის ტკენა ჰარპერის გარდაცვალებით არ დამთავრდებო-
და.
წლების განმავლობაში შენთვის საუკეთესო ცოლობის გაწევის
შემდეგ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კარიერა, რომელიც ასე
მიყვარდა და დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობდი, ჩვენი დასასრუ-
ლის მიზეზი გახდებოდა.
ჩვენი ცხოვრება უღრუბლო იყო, ვიდრე ჩესტინის გარდაცვალე-
ბის დღეს როგორღაც სხვა განზომილებაში აღმოვჩნდებოდით. რამ-
დენიც არ უნდა მეცადა დამევიწყებინა ცუდი ამბების ქრონიკა სა-
იდან დაიწყო, დაწყევლილი ვარ გონებით, რომელსაც არაფერი
ავიწყდება.

260
მანჰეტენზე ვიყავით და ჩემს რედაქტორ ამანდასთან ერთად
ვვახშმობდით. ჩემი საყვარელი ნაცრისფერი სვიტერი გეცვა, რომე-
ლიც დედაშენმა შობას გაჩუქა. ჩემი პირველი წიგნი ახალი გამოსუ-
ლი იყო და „პანთემთან“ ახალ ორწიგნიან ხელშეკრულებას მოვა-
წერე ხელი. ამიტომაც ვვახშმობდით ერთად. ამანდასთან ჩემს შემ-
დეგ რომანს განვიხილავდი. მგონი, არ გვისმენდი, რადგან მწერ-
ლების საუბარი შენთვის ყოველთვის მოსაწყენი იყო.
ამანდასთან ვწუხდი, რომ არ ვიცოდი, ახალი წიგნისთვის როგო-
რი მიმართულება მიმეცა. რაღაც სრულიად სხვა დამეწერა? თუ იმა-
ვე ფორმულას მივყოლოდი და ბოროტმოქმედის პოზიციიდან მეწე-
რა, რამაც ჩემი პირველი რომანი ასეთი წარმატებული გახადა?
ამანდამ მირჩია ფორმულის ერთგული დავრჩენილიყავი, მაგ-
რამ ამავე დროს მეტ რისკზე წავსულიყავი. ვუთხარი, რომ მიძნელ-
დებოდა ახალ რომანში დამაჯერებლად მეწერა იმაზე, რაც ჩემი ყო-
ველდღიურობა არ იყო. მეშინოდა, რომ შემდეგ წიგნში ხელწერის
დახვეწას ვერ შევძლებდი.
სწორედ ამ დროს მირჩია ამანდამ მეცადა სავარჯიშო, რასაც მი-
სი უნივერსიტეტში სწავლისას ანტაგონისტურ ჩანაწერებს უწოდებ-
დნენ.კარგი იქნებოდა ამ დროს ჩვენი საუბრისთვის ყურადღება მი-
გექცია, მაგრამ ტელეფონს ჩასცქეროდი. ალბათ, ელექტრონულ წი-
გნს კითხულობდი, რომელიც ჩემი დაწერილი არ იყო. შეამჩნიე,
რომ გიყურებდი. ამომხედე, მაგრამ მე მხოლოდ გაგიღიმე. შენზე არ
ვბრაზობდი. მიხაროდა, რომ ჩემთან ერთად იყავი და მოთმინებით
იცდიდი, სანამ ჩემი რედაქტორი რჩევებს მაძლევდა. მაგიდის ქვეშ
ფეხზე ხელი მომიჭირე. ყურადღება ამანდაზე გადავიტანე, მაგრამ
ისევ შენს ხელზე ვფიქრობდი, რომელიც მუხლზე წრიულად მეფერე-
ბოდა. ერთი სული მქონდა იმ ღამით შინ დავბრუნებულიყავით, რა-
დგან ეს გოგონების გარეშე გატარებული ჩვენი პირველი ღამე იქნე-
ბოდა. ამავე დროს ძალიან მაინტერესებდა ამანდას რჩევებიც.
ამანდამ თქვა, რომ ანტაგონისტური ჩანაწერები ხელწერის გა-
უმჯობესების საუკეთესო გზა იყო. მირჩია, ჩემი პირადი ცხოვრების
შესახებ მეწერა, ოღონდ ბოროტი პერსონაჟის ტყავში შემძვრალს.

261
ისეთ მოვლენებზე უნდა დამეწერა, რაც ნამდვილად მოხდა... მაგ-
რამ ჩემი შინაგანი დიალოგი ჩანაწერებში საპირისპირო უნდა ყო-
ფილიყო იმისგან, რასაც მაშინ სინამდვილეში ვფიქრობდი. მირჩია
იმ დღის აღწერით დამეწყო, როცა მე და შენ ერთმანეთს შევხვდით.
უნდა დამეწერა, რა მეცვა, სად შევხვდით და რაზე ვისაუბრეთ, მაგ-
რამ შინაგანი დიალოგი სინამდვილისგან განსხვავებული და სასტი-
კი უნდა ყოფილიყო. მარტივი და უმტკივნეულო დავალება ჩანდა.
ამის მაგალითს ზემოთ დაწერილი პარაგრაფის გადაკეთებით
მოგცემ.
ჯერემის ავყურებ და იმედი მაქვს ყურადღებას მაქცევს, მაგრამ
ასე არაა. ისევ თავის წყეულ ტელეფონს ჩასცქერის. ეს ვახშამი ჩემ-
თვის მნიშვნელოვანია. ვხვდები, რომ ეს ძვირფასი ვახშმები და მან-
ჰეტენური შეხვედრები ჯერემისთვის საინტერესო გარემო არაა,
მაგრამ არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს ამას გამუდმებით ვაძა-
ლებ. ზის, ვიღაცის ელექტრონულ წიგნს კითხულობს და მთელ
ჩვენს საუბარს უპატივცემულოდ ეკიდება.
ჯერემი გამუდმებით კითხულობს და ვერ ვხვდები, ჩემი წიგნები
რატომ არ აინტერესებს? ეს ხომ უდიდესი შეურაცხყოფაა. მისი თავ-
ხედური ქცევის მრცხვენია, მაგრამ უნდა შევინიღბო. თუ ამანდა გა-
ღიზიანებას შემატყობს, შესაძლოა ჯერემის უპატივცემულობაც შე-
ნიშნოს.
ჯერემი ამომყურებს და ძალად ვუღიმი. ბრაზის გადმონთხევას
ხელსაყრელი დროისთვის მოვიტოვებ. ისევ ამანდაზე გადამაქვს
ყურადღება და იმედი მაქვს, რომ ჯერემის ქცევას ვერ ამჩნევს.
რამდენიმე წამის შემდეგ ჯერემი ფეხზე ხელს მიჭერს, მუხლს ზე-
მოთ, და მისი შეხება მაშეშებს. ეს ყოველთვის მენატრება, მაგრამ
ახლა ყველაზე მეტად მინდა მყავდეს ქმარი, რომელიც კარიერაში
მხარს მიჭერს.
და აი, ასეთი ადვილია მწერლისთვის თავის იმად წარმოდგენა,
ვინც სინამდვილეში არაა.
როგორც კი შინ მივედით, პირდაპირ ლეპტოპი გავხსენი და ჩვე-
ნი შეხვედრის ღამეზე დავწერე. ჩემს ალტერნატიულ ვერსიაში მოვ-

262
იგონე, თითქოს წითელი კაბა მოვიპარე. მოვიგონე, რომ იქ მდიდა-
რი კაცების გამოსაჭერად ვიყავი, რაც ოდნავადაც არაა მართალი.
მგონი, ამაზე უკეთ უნდა მიცნობდე, ჯერემი.
პირველ ცდაზე საკუთარი თავის ანტიგმირად გამოყვანა კარგად
არ გამომივიდა, ამიტომ ჩვეულებად ვაქციე ჩვენი მნიშვნელოვანი
მოვლენების ჩაწერა. დავწერე იმ ღამეზე, როცა ხელი მთხოვე, ღა-
მეზე, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და როცა გოგონები გავა-
ჩინე. ყოველ ახალ მოვლენაზე წერისას სულ უფრო უკეთ გამომ-
დიოდა ანტიგმირის პოზიციიდან წერა. ეს ძალიან მიხაროდა...
და მეხმარებოდა.
უზომოდ მეხმარებოდა და მისი წყალობით შევქმენი ჩემი რომა-
ნების ასეთი რეალისტური, თავზარდამცემი პერსონაჟები. ამიტო-
მაც იყიდებოდა ჩემი წიგნები, რადგან ასე წერა კარგად გამომდი-
ოდა.
მესამე რომანის დამთავრებისას მივხვდი, რომ ჩემგან სრულიად
განსხვავებული პერსონაჟის წერაში დავხელოვნდი. სავარჯიშო ისე
დამეხმარა, გადავწყვიტე ჩემი ყველა ჩანაწერისთვის თავი მომეყა-
რა ავტობიოგრაფიაში, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სხვა
მწერლებს წერაში სავარჯიშოდ გამოეყენებინათ. თავები ერთმა-
ნეთთან უნდა დამეკავშირებინა საერთო თხრობის ხაზით, რათა ავ-
ტობიოგრაფია უფრო შეკრული გამოსულიყო. ამიტომ კიდევ უფრო
შორს წავედი და ეპიზოდები უფრო შემაშფოთებლად, უსიამოვნო
საკითხავად ვაქციე.
არ ვნანობ, რომ ეს დავწერე, რადგან ჩემი ერთადერთი მოტივა-
ცია სხვა მწერლების დახმარება იყო, მაგრამ ვნანობ იმას, რაც ჰარ-
პერის სიკვდილზე დავწერე, ჰარპერის სიკვდილიდან სულ რამდე-
ნიმე დღეში. მაშინ თავში ბნელი აზრები მიტრიალებდა. როგორც
მწერალს მათგან თავის დასახსნელად, სიბნელის ბეჭდვით გაქარ-
წყლება გჭირდება. ეს ჩემი თერაპია იყო. შესაძლოა შენთვის რთუ-
ლი გასაგები იყოს, მაგრამ მაინც.
თანაც, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას წაიკითხავდი. პირვე-
ლი ტექსტის შემდეგ ჩემი დაწერილი არაფერი წაგიკითხავს.

263
ჰოდა, რატომ... რატომ გადაწყვიტე ამის წაკითხვა?
ეს არავის უნდა წაეკითხა და დაეჯერებინა. სავარჯიშო იყო და
სხვა არაფერი. ეს იმ დარდთან გამკლავების საშუალება იყო, რომე-
ლიც შინაგანად მჭამდა და კლავიატურაზე ყოველი თითის დაჭერი-
სას მცირდებოდა. მთელი დანაშაულის ავტობიოგრაფიის გამოგო-
ნილ პერსონაჟზე გადაბრალება ჩემთვის გამკლავების ერთ-ერთი
საშუალება იყო.
ვიცი, გიჭირს ამ წერილის წაკითხვა, მაგრამ შეუძლებელია იმაზე
რთული იყოს, ვიდრე ხელნაწერის წაკითხვა იმ ღამით. თუ ოდესმე
პატიებასთან მიახლოებას მაინც აპირებ, კითხვა უნდა განაგრძო,
რომ იმ ღამეზე სრული სიმართლე გაიგო, და არა იმის გჯეროდეს,
რაც ჰარპერის გარდაცვალების შემდეგ წაიკითხე.
როცა იმ დღეს ჰარპერი და ქრუ ტბაზე წავიყვანე, ვცდილობდი
მათ კარგად მოვქცეოდი. იმ დილით ახსენე, რომ ბავშვებთან დიდი
ხანი იყო, აღარ მეთამაშა და მართალი იყავი. მიჭირდა. ჩესტინი ძა-
ლიან მენატრებოდა, მაგრამ თან ორი ლამაზი შვილი მყავდა, რო-
მელთაც ვჭირდებოდი. იმ დღეს ჰარპერს მართლა უნდოდა ტბაზე
გასვლა. უარი ვუთხარი და მეორე სართულზე ამიტომ ამოვარდა.
არასდროს დამისჯია უემოციობის გამო, როგორც ეს ავტობიოგრა-
ფიაში ჩავწერე. შინაარსის გასამდიდრებლად არტისტული თავი-
სუფლება გამოვიყენე. შეურაცხყოფა მომაყენე იმით, რომ დაიჯერე,
თითქოს რომელიმე შვილს ასე დაველაპარაკებოდი. შეურაცხყო-
ფაა, თუ იმ ტექსტიდან რამე დაიჯერე, რომ მათთვის ზიანის მიყენება
შემეძლო.
ჰარპერის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო. შემთხვევითობა
იყო, ჯერემი. კანოეთი სეირნობა უნდოდათ, კარგი ამინდი იყო... და
ჰო, სამაშველო ჟილეტები უნდა ჩამეცმია მათთვის, ამას ვხვდები...
და მაინც, რამდენჯერ უსეირნიათ იმ ნავით ჟილეტების გარეშე? წყა-
ლი არც ისე ღრმა იყო. წარმოდგენა არ მქონდა, თუ ფსკერზე სათევ-
ზაო ბადე იქნებოდა. ის წყეული ბადე რომ არა, ვიპოვიდი, ნაპირზე
გამოვიყვანდი და ნავის გადაყირავების გამო ბევრს ვიცინებდით.
ვერც წარმოიდგენ, როგორ ვნანობ, რომ იმ დღეს ყველაფერი,

264
რაღაც მაინც, სხვანაირად არ გავაკეთე. უკან დაბრუნება რომ შემეძ-
ლოს, ყველაფერს შევცვლიდი და შენც იცი, რომ შევცვლიდი.
როცა მოხვედი, წყლიდან ამოიყვანე ჰარპერი და ჩაეხუტე, მინ-
დოდა მკერდიდან საკუთარი გული ამომეგლიჯა და შენთვის მომე-
ცა, რადგან ვიცოდი, რომ შენ გულს ვეღარაფერი გაამრთელებდა.
შენი ტანჯვის დანახვის შემდეგ სიცოცხლე აღარც ერთი წამით აღარ
მინდოდა. ღმერთო ჩემო, ჯერემი. ორივეს დაკარგვა. ორივესი.
ჰარპერის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შევამ-
ჩნიე, რომ ეჭვი გაგიჩნდა. საწოლში ვიწექით, როცა შეკითხვების
დასმა დამიწყე. ვერ ვიჯერებდი, რომ გეგონა, ასეთ რამეს განგებ გა-
ვაკეთებდი. ზედაპირული ფიქრიც რომ ყოფილიყო, რომელმაც
თავში წამიერად გაგიელვა, უკვე ვხედავდი, რომ ჩემი სიყვარული
შენი სხეულიდან ისე ქრებოდა, თითქოს არც არასდროს არსებული-
ყოს. მთელი ჩვენი წარსული. ყველა შესანიშნავი მომენტი, რომლე-
ბიც ერთად გაგვიტარებია. უბრალოდ, გაქრა.
ჰო, ქრუს მართლა ვუთხარი, სუნთქვა შეიკარი-მეთქი. ვუთხარი,
როცა ვიგრძენი, რომ კანოე ყირავდებოდა. მის დახმარებას ვცდი-
ლობდი. მეგონა, ჰარპერს არაფერი უჭირდა, რადგან იმ ტბაში უამ-
რავჯერ გვითამაშია. წყალში გადავარდნისას მთელი ყურადღება
ქრუზე მქონდა. ხელი ჩავავლე, შეშინებული იყო და ვცდილობდი
ნავმისაბმელამდე სწრაფად მიმეყვანა, რომ მისი სიმძიმით ორივე
არ დავმხრჩვალიყავით. ოცდაათი წამიც არ იყო გასული, როცა მივ-
ხვდი, რომ ჰარპერი უკან არ მოგვყვებოდა.
დღემდე საკუთარ თავს ვაბრალებ. დედამისი ვიყავი. მისი მცვე-
ლი, მე კი ვიფიქრე კარგად არის-მეთქი, და ოცდაათი წამით მეტხანს
ქრუს მივაქციე ყურადღება. მაშინვე მისკენ გავცურე და მისი პოვნა
ვცადე, მაგრამ კანოე წყალს უფრო შორს წაეღო. ვეღარ ვიპოვე, სად
ჩაიძირა და შეშინებული ქრუ ისევ მებრძოდა. მივხვდი, რომ თუ იმ-
წამსვე ნაპირზე არ გავიყვანდი, სამივე დავიხრჩობოდით.
რაც ძალი და ღონე მქონდა, ჰარპერს ვეძებდი, ჯერემი. უნდა და-
მიჯერო. მთელი ჩემი არსება იმ ტბაში მასთან ერთად დაიხრჩო.
ჩემში ეჭვის შეტანის გამო არ გადანაშაულებ. როლები რომ გაგვე-

265
ცვალა და შენ გვერდით მყოფი დამხრჩვალიყო, საკუთარ ტვინს უფ-
ლებას მივცემდი ყოველი სავარაუდო სცენარი განეხილა. ბუნებრი-
ვია, ადამიანის ბოროტება დაიჯერო, თუნდაც ეს მხოლოდ წამის მე-
ასედში გაიფიქრო...
მეგონა, საწოლში ჩვენი საუბრის მეორე დღეს გაიღვიძებდი და
მიხვდებოდი, რა სასაცილო იყო შენი არაპირდაპირი ბრალდება. იმ
ღამით არც ვცდილვარ შენთვის აზრი შემეცვალა. მგლოვიარეს ამა-
ზე ფიქრის, კამათის თავი არ მქონდა. ჰარპერის გარდაცვალებიდან
სულ რამდენიმე დღე იყო გასული და სიკვდილი მინდოდა, სხვა არა-
ფერი. მინდოდა იმ ღამით ტბაში შევსულიყავი და ჰარპერს თან გავ-
ყოლოდი, რადგან მისი სიკვდილი ჩემი ბრალი იყო. ჰო, უბედური
შემთხვევა იყო, მაგრამ სამაშველო ჟილეტი რომ ჩამეცმია, ის და
ქრუ ერთად რომ დამეჭირა, ახლა ჰარპერი ცოცხალი იქნებოდა.
ვერ ვიძინებდი, ამიტომ კაბინეტში შევედი და ბოლო ექვსი თვის
განმავლობაში პირველად ლეპტოპი გავხსენი.
წამით წარმოვიდგინე – დედა, რომელიც თავისი ორი ქალიშვი-
ლის გარდაცვალებას გლოვობს, წერს ფიქციას, სადაც ერთ ქალიშ-
ვილს მეორის მკვლელობაში ადანაშაულებს.
ეს საშინლად უსიამოვნო ფიქრი იყო, ამიტომაც წერისას განუწ-
ყვეტლივ ვტიროდი. მაინც ვიფიქრე, იქნებ თუ დანაშაულის შეგ-
რძნებასა და გლოვას ჩემს შექმნილ წარმოსახვით ბოროტმოქმედს
ავკიდებდი, ამას შესაძლოა როგორღაც შვება მოეგვარა ჩემთვის.
ჩესტინის სიკვდილი დაწვრილებით აღვწერე. ჰარპერისაც. შემ-
დეგ ხელნაწერის დასაწყისს დავუბრუნდი და ისეთი ინფორმაცია
დავამატე, რაც ჩვენს ახალ, პირქუშ რეალობას შეეფერებოდა. და-
ნაშაულის შეგრძნებისა და ტკივილის სულ ოდნავ შემსუბუქებაში
დამეხმარა ჩემი თავის გამოგონილი ვერსიისთვის დამებრალებინა
ყველაფერი, ნაცვლად იმისა, რეალურ ცხოვრებაში პასუხისმგებ-
ლობა საკუთარ თავზე ამეღო.
ჯერემი, ვერ აგიხსნი მწერლის ტვინი როგორ მუშაობს; მით უმე-
ტეს, მწერლისა, რომელსაც იმაზე მეტი თავდაზარდამცემი ამბავი
გადახდენია, ვიდრე თითქმის ყველა სხვა მწერალს ერთად აღებუ -

266
ლს.შეგვიძლია ჩვენი რეალობა ფიქციისგან ისე გავმიჯნოთ, რომ
გვეგონოს, ორივე სამყაროში ვცხოვრობთ, ოღონდ არა ერთდრო-
ულად. ჩემი ნამდვილი ცხოვრება ისეთი პირქუში გახდა, რომ იმ ღა-
მით იქ ცხოვრება აღარ გვინდოდა. ამიტომაც გავექეცი და ის ღამე
იმ სამყაროზე წერაში გავატარე, რომელიც რეალურზე უარესი იყო.
ყოველთვის, როცა იმ ავტობიოგრაფიაზე ვმუშაობდი, ლეპტოპის
ყოველი დახურვისას, გულში შვებას ვგრძნობდი. შვებით გავდიოდი
კაბინეტიდან და ზურგს უკან ვტოვებდი ჩემივე გამოგონილ ბოროტ
არსებას.
სულ ეს იყო. ჩემი სამყაროს წარმოსახვითი ვერსია ჩემს ნამდვ-
ილ სამყაროზე ცუდი უნდა ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში ორივედან
გაქცევა მომინდებოდა.
მთელი ღამისა და ნაწილობრივ დილის წერაში გატარების შემ-
დეგ, ავტობიოგრაფიის დასასრულს მივაღწიე. წერტილი უნდა და-
მესვა, რადგან სხვა რაღა უნდა დამემატებინა? თითქოს ჩვენი ცხოვ-
რება დამთავრდა. ეს დასასრული იყო.
ტექსტი ამოვბეჭდე და ყუთში ჩავდე იმ ფიქრით, რომ მომავალში
დავუბრუნდებოდი. შესაძლოა ეპილოგი დამემატებინა. იქნებ და-
მეწვა კიდეც. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მას ვინმე წაიკითხავდა.
ვერ ვიფიქრებდი, რომ შენ ამას დაიჯერებდი.
მთელი ღამის განმავლობაში წერის შემდეგ თითქმის მთელი
დღე მეძინა და როცა, ბოლოს და ბოლოს, ღამით გავიღვიძე, ვერ-
სად გიპოვე. ქრუს უკვე ეძინა, მაგრამ შენ მასთან ერთად არ იყავი.
დერეფანში ვიდექი და ვფიქრობდი, სად უნდა გამქრალიყავი, როცა
კაბინეტიდან ხმაური მომესმა.
შენ იყავი. არ ვიცი, რას აკეთებდი, მაგრამ იმაზე ცუდი ხმები გა-
მოდიოდა, ვიდრე იმ დღეებში, როცა ჩვენი გოგონების გარდაცვა-
ლების შესახებ გავიგეთ. კაბინეტისკენ შენს დასამშვიდებლად წა-
მოვედი, მაგრამ კარის გაღებამდე გავჩერდი, რადგან ტირილი ღრი-
ალად იქცა. შემდეგ კედელს რაღაც შეენარცხა. მოულოდნელობის-
გან უკან გადავხტი, ვერაფრით მივხვდი, რა ხდებოდა.
მხოლოდ შემდეგ გამახსენდა ლეპტოპი. ავტობიოგრაფიის დოკ-

267
უმენტი სულ ბოლოს მქონდა გახსნილი.
კარი სასწრაფოდ შევაღე, რომ ამეხსნა ის, რაც უკვე წაკითხული
გქონდა. არასდროს დამავიწყდება შენი გამომეტყველება, რომლი-
თაც შემომხედე. ეს სრული, საშინელი უბედურება.
ეს არ იყო ის სევდა, რომელსაც ადამიანი შვილების გარდაცვა-
ლებისას განიცდის. ეს ყოვლისმომცველი სევდა იყო, თითქოს ჩვე-
ნი ყველა საერთო, საოჯახო მოგონება ამ ტექსტის ყოველი ახალი
სიტყვის წაკითხვისას გონებიდან გეშლებოდა. ქრებოდა. შენში აღა-
რაფერი დარჩა სიძულვილისა და განადგურების გარდა.
თავი გავაქნიე და დალაპარაკება ვცადე. მინდოდა მეთქვა „არა,
არაა მართალი, ჯერემი. დამშვიდდი, ეს სიმართლე არაა“, მაგრამ
ერთადერთი, რისი თქმაც მოვახერხე, იყო შეშინებული, პათეტიკუ-
რი „არა“.
შემდეგ გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ყელში ხელი წამი-
ჭირე და საძინებლისკენ წამათრიე. შენს კუნთებს წინააღმდეგობას
ვერ გავუწევდი, როცა მუხლებით მკლავებს მიკავებდი და ყელში კი-
დევ უფრო მაგრად მიჭერდი.
ხუთი წამი რომ მოგეცა ჩემთვის... მხოლოდ ხუთი წამი ასახსნე-
ლად, ორივე გადავრჩებოდით. ვცადე მეთქვა, უფლება მომეცი
აგიხსნა-მეთქი, მაგრამ ვერ ვსუნთქავდი.
ზუსტად არ მახსოვს, ამის შემდეგ რა მოხდა. ვიცი, რომ გონება
დავკარგე. შესაძლოა პანიკამ შეგიპყრო, რადგან მიხვდი, რომ კი-
ნაღამ მომკალი. იმ საწოლზე რომ მოვმკვდარიყავი, ჩემი მკვლე-
ლობისთვის დაგაპატიმრებდნენ. ქრუ უმამოდ დარჩებოდა.
ჩემი „რეინჯ როვერის“ უკანა სავარძელზე გამეღვიძა. საჭეს შენ
მართავდი. პირზე საიზოლაციო ლენტი მქონდა გადაკრული და
ხელ-ფეხი შეკრული. ახლაც მინდოდა ამეხსნა, რომ რაც წაიკითხე,
სიმართლე არ იყო, მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი. დაბლა დავიხედე
და დავინახე, რომ ღვედი არ მეკეთა. იმწამს მივხვდი, რას აპირებ-
დი.
ჩემს ხელნაწერში ერთი უბრალო წინადადება იყო, სადაც ვწერ-
დი, რომ მგზავრის სავარძლის გასაბერი ბალიში უნდა გამეთიშა და

268
ჰარპერს ღვედი შეკრული არ უნდა ჰქონოდა, როცა ჩემი მანქანა ხეს
შეეჯახებოდა. ასე მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევად გასაღდებო-
და.
შენ ჩემს მოკვლას აპირებდი, რომ მკვლელობა შემთხვევითო-
ბას დაჰბრალებოდა. ჩემი ხელნაწერის ბოლო ორ წინადადებაში
უნებურად ჩემი საკუთარი სიკვდილი აღმიწერია: დაე, ასე იყოს. ავ-
დგები და მანქანით ხეს შევეჯახები.
იმწამს მივხვდი, რომ თუ ოდესმე ჩემს სიკვდილში ეჭვმიტანი-
ლად დაგასახელებდნენ, საკუთარი თავის გასამართლებლად მხო-
ლოდ ავტობიოგრაფიის წარმოდგენა დაგჭირდებოდა. რომ მოვ-
მკვდარიყავი, ის შესანიშნავად გამოდგებოდა თვითმკვლელობის
წინ დაწერილ წერილად.
რა თქმა უნდა, ორივემ ვიცით, როგორ დამთავრდა ამბის ეს ნა-
წილი. როგორც ვხვდები, ხელ-ფეხი გამიხსენი, საჭესთან დამსვი,
სახლში ფეხით დაბრუნდი და ჩემი სიკვდილის შესახებ პოლიციის
შეტყობინებას დაელოდე.
თუმცა შენი გეგმა არ გამოვიდა. დარწმუნებული არა ვარ, რომ
ამ გეგმის ჩაფლავება გამიხარდა. ალბათ, უფრო ადვილი იქნებოდა
იმ შეჯახებისას მოვმკვდარიყავი, რადგან დაშავებულად თავის მოჩ-
ვენება რთული აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, გიკვირს ამდენ ხანს
რატომ გატყუებდი.
ჰარპერის სიკვდილის შემდგომი ერთი თვე ცუდად მახსოვს. რო-
გორც ჩანს, ტვინის შეშუპების გამო ხელოვნურ კომაში მამყოფებ-
დნენ. შემდეგ ცხადად მახსოვს გონზე მოსვლის დღე. ოთახში მარ-
ტო ვიყავი და მადლობა ღმერთს, დრო მომცა მომავლის სწორად
დაგეგმვაში.
შენთვის როგორ უნდა ამეხსნა, რომ რაც წაიკითხე, ყველაფერი
ტყუილი იყო? ხელნაწერის უარყოფა რომც მეცადა, მაინც არ დამი-
ჯერებდი, რადგან ჩემი დაწერილი იყო. ის სიტყვები მე დავწერე და
მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად შორს იყო სიმართლისგან. ვინ
დაიჯერებდა, რომ ტყუილი იყო? რა თქმა უნდა, არა ის, ვისაც წერის
პროცესის არაფერი გაეგება, თანაც, რომ გაგეგო გამოვფხიზლდი,

269
პოლიციაში დამასმენდი, თუ უკვე არ გყავდი დასმენილი. დარწმუნ-
ებული ვარ, ის ავარია რომ არ მომხდარიყო, პოლიცია ჰარპერის
სიკვდილს გამოიძიებდა, თანაც, როცა ჩემს წინააღმდეგ საკუთარი
ქმარი იყო განწყობილი, დარწმუნებული ვარ, ჩემს სიტყვებს ჩემსა-
ვე წინააღმდეგ გამოიყენებდნენ და მკვლელობის ბრალდებით გა-
მასამართლებდნენ.
სამი დღის განმავლობაში, როგორც კი ვინმე ოთახში შემოვი-
დოდა, თავს ისე ვაჩვენებდი, თითქოს ისევ კომაში ვიყავი – ექიმებს,
ექთანებს, შენ, ქრუს. სამწუხაროდ, ერთ დღეს დაუდევრობა გამოვი-
ჩინე და საავადმყოფოს პალატაში შემოსულმა თვალგახელილს შე-
მომისწარი. დამაკვირდი. მეც თვალი თვალში გაგიყარე. შევამჩნიე,
რომ მუშტები შეკარი, თითქოს ჩემმა გამოფხიზლებამ გაგაწბილა.
თითქოს გინდოდა ყელში ხელი ისევ წაგეჭირა.
ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგი, მაგრამ გადავწყვიტე თვა-
ლი არ გამომეყოლებინა, რადგან შენმა თვალში საცემმა გააფთრე-
ბამ თავზარი დამცა. თუ თავს მოვიკატუნებდი, თითქოს არ ვიცოდი,
სად ვიყავი და ირგვლივ რა ხდებოდა, შესაძლოა ჩემი მოკვლა აღარ
გეცადა, პოლიციაში არ დაგესმინე და განგეცხადებია, რომ გონს
მოვედი.
კვირების განმავლობაში თავს გაჩვენებდით, რადგან ვგრძნობ-
დი, რომ ეს ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. სანამ შექმნილი
სიტუაციიდან გამოსავალს არ ვიპოვიდი, თავი ისე უნდა დამეჭირა,
თითქოს ტვინი დამიზიანდა.
არ გეგონოს ადვილი იყო, ხშირად დამამცირებელიც კი. ზოგჯერ
მინდოდა დავნებებოდი. თავი მომეკლა. შენ მომეკალი. საშინლად
ვბრაზობდი, რომ ჩვენი ცხოვრება ასე დამთავრდა და ამდენწლიანი
ქორწინების შემდეგ ერთი წამითაც კი დაიჯერე, რომ იმ ტექსტში სი-
მართლე ეწერა. კარგი რა, ჯერემი. ნუთუ კაცებს მართლა გჯერათ,
რომ ქალები სექსით არიან შეპყრობილი? ეს ფიქცია იყო! რა თქმა
უნდა, შენთან სექსი მიყვარდა, მაგრამ უმეტესად ამას შენი სიამოვ-
ნებისთვის ვაკეთებდი, რადგან წყვილები ასე იქცევიან ერთმანე-
თისთვის, და არა იმიტომ, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო.

270
ჩემთვის კარგი ქმარი იყავი და არ ვიცი, გჯერა თუ არა, მაგრამ
შენთვის კარგი ცოლი ვიყავი. შენ ჯერაც კარგი ქმარი ხარ ჩემთვის.
გგონია, რომ ჩვენი ქალიშვილი მოვკალი, მაგრამ მაინც ყველა-
ფერს აკეთებ, რომ კარგად მომიარონ. შესაძლოა ასე იმიტომ იქცე-
ვი, რომ გგონია, ამქვეყნად აღარ ვარ და რომ ჩემი არსების ბოროტი
ნაწილი იმ ავარიაში მოკვდა, ჩემგან ისღა დარჩა, ვინც გეცოდება.
მგონი, სახლში იმიტომ მომიყვანე, რომ მას შემდეგ, რაც ქრუმ გა-
დაიტანა, შენი კეთილი გულით მისი ჩემგან დაშორება არ გინდა. იც-
ოდი, რომ ორივე დის დაკარგვის შემდეგ დედის დაკარგვაც მას კი-
დევ მეტ ზიანს მოუტანდა.
რაც უნდა ეწეროს ჩემს ხელნაწერში, ჩვენი შვილებისადმი შენი
სიყვარული ისაა, რაც შენში ყველაზე მეტად მიყვარდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო მომენტები, როცა
მინდოდა მეთქვა, რომ გონზე ვიყავი; რომ ეს მე ვარ, რომ კარგად
ვარ. ვიცოდი, ეს დროის დაკარგვა იქნებოდა.
ბოლო ორი მკვლელობის ცდას ვერსად გავექცევით, ჯერემი. ის-
იც ვიცი, რომ თუ ჩემს წასვლამდე აღმოაჩენ, რომ ვიგონებ, შენი მე-
სამე მკვლელობის ცდა წარმატებით დასრულდება.
ამ ყველაფერს იმიტომ არ ვცდილობ, რომ აზრს შეგაცვლევინებ
და დაგიმტკიცებ, რომ ცდებოდი. შენ აღარასდროს მენდობი.
მე ყველაფერს ქრუსთვის ვაკეთებ. მხოლოდ ჩემს პატარა ბიჭზე
ვფიქრობ. ყველაფერი, რასაც საავადმყოფოში გონზე მოსვლის
დღიდან ვაკეთებ, ქრუს გამოა. მართალია, არ მინდა შენგან ქრუს
წაყვანა, მაგრამ არჩევანი არა მაქვს. ის ჩემი შვილია და ჩემთან
ყოფნა სჭირდება. ის ერთადერთია, ვინც ჯერაც იცის, რომ გონზე
ვარ, რომ ვაზროვნებ, ვლაპარაკობ და გეგმები მაქვს. მისთვის სიმა-
რთლის გამჟღავნება ადვილია, რადგან სულ რაღაც ხუთი წლისაა.
შენთვის რომც ეთქვა, რომ ვლაპარაკობ, ვიცი, აქტიურ წარმოსახ-
ვად ჩაუთვლიდი, ან გადატანილი მოვლენების ტრავმის გამოძახი-
ლად.
ხელნაწერს ქრუს გამო ვეძებდი. ვიცი, ჩვენი წასვლის შემდეგ მას
თუ იპოვი, ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებ. მოგინდება ქრუც დააჯერო

271
იმაში, რაც შენ დაიჯერე.
სახლში მოყვანის პირველივე ღამეს კაბინეტში შევიპარე, რომ
ავტობიოგრაფია ლეპტოპიდან წამეშალა, მაგრამ შენ უკვე წაშლი-
ლი გქონდა. შევეცადე ამობეჭდილი მეპოვა, მაგრამ აღარ მახსოვ-
და, სად დავმალე. ავარიის შემდეგ გონებაში ჩავარდნები მქონდა.
ორივე ვერსიის თავიდან მოშორება მინდოდა, რომ ჩემს წინააღ-
მდეგ არ გამოგეყენებინა.
რაც შემეძლო ჩუმად ყველგან ვეძებე ტექსტი, კაბინეტში, სარ-
დაფში, სხვენში. რამდენჯერმე შენს საძინებელშიც კი შემოვიპარე,
როცა გეძინა. ვიცოდი, რომ ქრუსთან ერთად ვერ წავიდოდი, სანამ
ჩემს წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებას არ გავანადგურებდი.
ასევე უნდა მომეცადა, სანამ ფულს მოვიხელთებდი. არ ვიცოდი,
ფული როგორ ამეღო, მით უმეტეს, რომ ბანკში ვერ წავიდოდი.
როცა „პანთემ-პრესთან“ შენს საუბარს მოვკარი ყური, მათი შე-
სანიშნავი იდეის შესახებ, რომ სერია ახალი ავტორით გაეგრძელე-
ბინათ, ვიცოდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო. როცა სადღეღამისო ექთანი
დაიქირავე და მანჰეტენზე შეხვედრაზე წახვედი, კაბინეტში შევიპა-
რე და ინტერნეტით ახალი საბანკო ანგარიში გავხსენი.
იმ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ახალი თანაავტორი სახლში
სერიაზე სამუშაოდ გადმოდიოდა. ეს ნიშნავდა, რომ დარჩენილი სა-
მი წიგნის ჰონორარი მალე ჩაირიცხებოდა და შემეძლებოდა თან-
ხის ჩემს ახალ ანგარიშზე გადატანა, შემდეგ კი ქრუს აქედან წაყვა-
ნა.
ისღა დამრჩენია, დრო გავიყვანო, მაგრამ ახალი თანაავტორი
საქმეს მირთულებს. როგორღაც ის ამობეჭდილი ტექსტი იპოვა,
რომელსაც ვეძებდი. დარწმუნებული ვარ, კომპიუტერიდან დოკუმე-
ნტის წაშლით გეგონა მას სახლიდან იშორებდი, მაგრამ ასე არ მოხ-
და. ახლა ორნი ხართ ერთის წინააღმდეგ. ტექსტის განადგურებაზე
აღარც ვდარდობ. ახლა მხოლოდ აქედან გაქცევა მინდა.
ვაღიარებ, ჩემი ბრალია, ამ ქალს რომ ეჭვი ეპარება. ვიცი, აში-
ნებს, როცა ჩემს მზერას ამჩნევს, მაგრამ ჩემი ბრალი არაა. ეს ქალი
შენს ცხოვრებაში შემოიჭრა, ჩემი კარიერა გადაიბარა, შეუყვარდი

272
... და ვხედავ, შენც გიყვარდება.
ორიოდე საათის წინ გავიგონე, ჩვენს საძინებელში სექსი გქონ-
დათ. ერთდროულად გულნატკენიც ვარ და გაბრაზებულიც, მაგრამ
ახლა მისით ისე ხარ გატაცებული, რომ ამ წერილის დასაწერად უს-
აფრთხო დროა. მთავარი საძინებლის კარი ჩავკეტე, რადგან გამოს-
ვლას რომ დააპირებ, გავიგონო. ამით საკმარისი დრო მექნება, სა-
ნამ ზემოთ ამოხვალ, ეს წერილიც დავმალო და ჩვეული ადგილი და-
ვიკავო.
რთულია, ჯერემი. არ ვიცრუებ. რთული გასააზრებელია, რომ
შენ ჩემი სიტყვების უფრო დაიჯერე, ვიდრე ჩემი მოქმედების; რომ
ასეთი ტყუილი მოვიგონე თავის გადასარჩენად და იმ ყველაზე სა-
ზარელი დანაშაულისგან თავდასაცავად, რაც კი დედამ შეიძლება
ჩაიდინოს. რთულია იმის დანახვა, რომ სხვა ქალი შეგიყვარდა, მე
კი თავი ისე მომაქვს, თითქოს არ ვიცოდე, ჩვენი ცხოვრება რად გა-
დაიქცა.
და მაინც, დაწყებულ საქმეს ვაგრძელებ. დარწმუნებული ვარ,
როგორც კი ფული ჩაირიცხება, აქედან წავალ. ამიტომაც გიტოვებ
ამ ჩანაწერს.
შეიძლება იპოვო, შეიძლება არა.
იმედია იპოვი. მართლა დიდი იმედი მაქვს, რომ იპოვი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დახრჩობა სცადე და მანქანით ხეზე
შემაჯახე, მაინც არ მძულხარ. ყოველთვის ბავშვების თავგადადებუ-
ლი დამცველი იყავი – ზუსტად ისეთი, როგორიც ყველა მშობელი
უნდა იყოს. თუნდაც ეს იმ მშობლის განადგურებას გულისხმობდეს,
რომელიც მათ საფრთხეს უქმნის. გულის სიღრმეში მართლა გჯერა,
რომ ქრუსთვის საფრთხეს წარმოვადგენ, და მიუხედავად იმისა,
რომ ეს მანადგურებს, ასევე მაბედნიერებს, რომ ის ასე ძალიან გიყ-
ვარს.
როცა მე და ქრუ, ბოლოს და ბოლოს, აქედან წავალთ, ოდესმე
დაგირეკავ და გეტყვი, ეს წერილი სად იპოვო. როცა წაიკითხავ, იმე-
დია, ჩემი პატიების ძალას იპოვი. იმედია, საკუთარი თავის პატიების
ძალასაც იპოვი.

273
არ გადანაშაულებ იმაში, რაც გამიკეთე. შესანიშნავი ქმარი იყა-
ვი, მანამდე, სანამ აღარ შეგეძლო ასეთად დარჩენა. მსოფლიოში
საუკეთესო მამაც იყავი.
ეჭვგარეშეა.
მიყვარხარ.
მაინც.
ვერიტი.

274
25

წერილი იატაკზე მივარდება. მუცელზე ხელს ვიჭერ, რადგან სა-


შინელ ტკივილს ვგრძნობ.
ეს არ ჩაუდენია?
ამ წერილიდან ერთი სიტყვის დაჯერებაც არ მინდა. მინდა მჯე-
როდეს, რომ ვერიტი ბოროტი არსებაა და იმსახურებს იმას, რაც
დავმართეთ, თუმცა ახლა დარწმუნებული აღარ ვარ, რომ ეს ყველა-
ფერი მან მართლა ჩაიდინა.
ოჰ, ღმერთო. იქნებ მართალია? ამ ქალმა შვილები დაკარგა,
შემდეგ მისმა ქმარმა მოკვლა დაუპირა და მერე... ჩვენ მოვკალით.
ვჯდები და წერილს ისე ვაჩერდები, თითქოს იარაღი იყოს, რო-
მელსაც იმ ცხოვრების დანგრევა შეუძლია, რომელიც ახლახან ჯე-
რემისთან ერთად დავიწყე.
თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებს. საფეთქლებზე ხელებს ვი-
ჭერ. თავი საშინლად მიფეთქავს. ჯერემიმ ავტობიოგრაფიაზე უკვე
იცოდა?
მართლა წაკითხული ჰქონდა, სანამ მე მივცემდი? მომატყუა?
არა. არასდროს უარუყვია, რომ მის შესახებ იცოდა. ახლა, როცა
იმ მომენტს ვიხსენებ, ზუსტად ასე მკითხა: – ეს სად იპოვე?
ეს უკვე მეტისმეტია. ჩემი ტვინი ვერ ამუშავებს ყველაფერს, რაც
ვერიტიმ თქვა და რაც მოხდა. წერილს იმდენ ხანს ვუყურებ, რომ მა-
ვიწყდება, სად ვარ, და რომ ჯერემი და ქრუ დაბლა არიან და ნების-
მიერ წამს შეიძლება ამოვიდეს ჩემს მოსაძებნად.
ვიხრები და ფურცლებს ვიღებ. დანას და ფოტოს იატაკში ვაბრუ-
ნებ და ხვრელს ხის ნაჭერს ვადებ. ფურცლები სააბაზანოში შემაქვს
და კარს ვკეტავ. უნიტაზთან ვიმუხლები და თითოეულ ფურცელს ვა-
ნაკუწებ. ნაწილს უნიტაზში ვრეცხავ, მეორე ნაწილს კი, სადაც ჯერე-
მის სახელს ვპოულობ, ვჭამ. მინდა დავრწმუნდე, რომ ამ წერილის
ვერც ერთ სიტყვას ვერავინ წაიკითხავს.

275
ჯერემი საკუთარ თავს არასოდეს აპატიებდა. არასოდეს. თუ გაი-
გებს, რომ ავტობიოგრაფია ნამდვილი არაა და ვერიტის ჰარპერის-
თვის არაფერი დაუშავებია, ამ სიმართლეს ვერ გადაიტანს – სიმარ-
თლეს, რომ უდანაშაულო ცოლი მოკლა, რომ ჩვენ მოვკალით მისი
უდანაშაულო ცოლი.
თუ ეს საერთოდ მართალია.
– ლოუენ!
დანარჩენ ნაკუწებსაც ტუალეტში ვრეცხავ. შემდეგ ყოველი შემ-
თხვევისთვის კიდევ ერთხელ ვუშვებ წყალს. ამ დროს კარზე ჯერემი
აკაკუნებს.
– კარგად ხარ? – მეკითხება.
წყალს ვუშვებ და ვცდილობ მშვიდი ხმით ვუპასუხო: ‒ ჰო.
ხელებს ვიბან და შემდეგ პეშვით წყალს ვსვამ, რომ გამომშრა-
ლი პირი გავისველო. სარკეში ვიხედები და საკუთარ თვალებში ში-
შის ზარს ვხედავ. თვალებს ვხუჭავ და ყველაფრის დავიწყებას ვცდი-
ლობ. ყველა საშინელების, რაც კი ჩემი არსებობის ოცდათორმეტი
წლის განმავლობაში მინახავს.
ღამე, როცა მოაჯირზე ვიდექი.
დღე, როცა ჩემ თვალწინ კაცს მანქანამ გადაუარა. ავტობიოგრა-
ფია.
ღამე, როცა ვერიტი კიბის თავში დავინახე.
ღამე, როცა ძილში გარდაიცვალა.
ყველაფერს ტვინის შორეულ კუნჭულში ვმალავ. ვყლაპავ, რო-
გორც მისი წერილი გადავყლაპე.
ღრმად ვსუნთქავ, კარს ვაღებ და ჯერემის ვუღიმი. ჯერემი თავზე
ხელს მისვამს.
– კარგად ხარ?
შიშს, დანაშაულის შეგრძნებას, სევდას ვყლაპავ. ყველაფერს
თავის დამაჯერებელი კანტურით ვფარავ.
– კარგად ვარ.
ჯერემის ეღიმება.
– კარგი, – ხმადაბლა ამბობს და თითებს თითებში მაჭდობს, –

276
წამო, წავიდეთ აქედან და აღარასდროს დავბრუნდეთ.
მე და ჯერემი ხელიხელჩაკიდებული მივდივართ და ხელს მანამ-
დე არ მიშვებს, სანამ ჯიპის კარს არ მიღებს და სავარძელში მსვამს.
მივდივართ და სარკეში გავყურებ სახლს, რომელიც სულ უფრო პა-
ტარავდება და ბოლოს ქრება.
ჯერემი ჩემკენ იწევა და ხელს მუცელზე მისვამს.
– ათი კვირა დარჩა.
თვალებში აღტაცება ეტყობა, რომელიც იმ ყველაფრის შემ-
დგომ, რისი გადატანაც მოუხდა, მაინც შევძელი მისთვის მიმენიჭე-
ბინა. მის ბნელს ნათელი მოვფინე. განვაგრძობ მისთვის ნათელი
ვიყო და წარსულის ჩრდილში არასდროს ჩაიკარგოს.
ჯერემი ვერასდროს გაიგებს, რაც მე ვიცი. ამისთვის ყველაფერს
გავაკეთებ. ამ საიდუმლოს საფლავში ჩავიტან, რომ ამის გაკეთება
ჯერემის არ მოუხდეს.
წარმოდგენა არა მაქვს, რისი უნდა მჯეროდეს, ამიტომ ჯერემი
კიდევ უფრო რატომ ავაფორიაქო? ვერიტიმ შესაძლოა ეს წერილი
თავისი ნამოქმედარის გადასაფარად დაწერა. შესაძლოა ეს მისი კი-
დევ ერთი გეგმა იყო სიტუაციისა და მასში მონაწილე ადამიანების
სამართავად.
ჯერემი მართლა რომ ყოფილიყო ავარიის მიზეზი, მაინც ვერ და-
ვადანაშაულებ. ჯერემის სჯეროდა, რომ ვერიტიმ მზაკვრულად მოკ-
ლა მისი შვილი. ვერც იმაში დავადანაშაულებ, რომ ვერიტის მკვლე-
ლობის მცდელობა ბოლომდე მიიყვანა, როცა მისი გამოგონილი
დაშავების შესახებ გაიგო. მის ადგილას ყველა მშობელი ასე მოიქ-
ცეოდა. ასე უნდა მოქცეულიყო. ორივეს გვჯეროდა, რომ ვერიტი
ქრუსთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენთვისაც.
მნიშვნელობა არა აქვს, როგორც უნდა შევხედო, აშკარაა, რომ
ვერიტი სიმართლის მანიპულაციის ოსტატი იყო. უპასუხო კი რჩება
კითხვა: რომელი სიმართლით მანიპულირებდა?

დასასრული

277
სამადლობელი

მადლობას გიხდით ამ წიგნის წაკითხვისთვის. ეს იმ ემოციური


სასიყვარულო ისტორიებისგან განსხვავებულია, რომელსაც, რო-
გორც წესი, ვწერ ხოლმე, ამიტომ ძალიან ვაფასებ, რომ ამ მოგზაუ-
რობაში გამომყევით.
ჩემს წიგნებს უმეტესად „ატრია ბუქსი“ აქვეყნებს, „საიმონ&შუს-
ტერის“ განშტოება. ვაფასებ ყველაფერს, რაც მათ ჩემი წიგნებისთვ-
ის წარსულში გააკეთეს, და რასაც მომავალში გააკეთებენ.
რაც შეეხება „ვერიტის“, ის ჩემი პირადი, დამოუკიდებელი პრო-
ექტია, რის გამოც შესაძლოა ამ წიგნის დაბეჭდილი ვერსია ვერსად
იპოვოთ და მხოლოდ ელექტრონულად წაიკითხოთ. ეს ის პროექ-
ტია, რომლის სხვებისგან გამოყოფა და დამოუკიდებლად წერა მო-
მინდა და მეტისმეტად მადლიერი ვარ „ატრია ბუქსის“, რომ ამის უფ-
ლება მომცეს.
დიდი ხანია მთელ ამ პროცესს დამოუკიდებლად, გამომცემლის
ფაქიზი ჩარევის გარეშე ვაკეთებ, ამიტომ მადლობა ბევრ ადამიანს
უნდა გადავუხადო. გამიძელით.
1) დედაჩემს. ყოველთვის. ყოველი მომდევნო წიგნის დაწერი-
სას სულ უფრო მიჭირს ისეთი აღმაფრენა შევინარჩუნო, როგორიც
პირველი წიგნის წერისას მქონდა. დედაჩემი, გამონაკლისის გარე-
შე, ყოველთვის ახერხებს ჩემს ძველ ტალღაზე დაბრუნებას. მაჯე-
რებს, რომ ბრწყინვალე გონება მაქვს, მაშინ, როცა ის მხოლოდ სა-
შუალოა. მაჯერებს, რომ წიგნი, რომელზეც ვმუშაობ, ყველაზე
კარგი წიგნია, რომელიც კი ოდესმე დამიწერია, მერე რა, რომ ყვე-
ლა წიგნზე ასე მეუბნება. ზოგჯერ შუაღამისას ვურეკავ და ვეუბნები,
„გთხ-ოვ, ეს ერთი თავიც წაიკითხე“ და ის აუცილებლად კითხუ-
ლობს... ან თავს მაჩვენებს, თითქოს წაიკითხა. ეს წინ მიბიძგებს და
ის ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ჩემს ნაწარმოებებს ვამთავრებ.
გმადლობ, დედა, შენი რწმენა მაიძულებს საკუთარი თავის მწამდეს.

2) ჩემი საყვარელი ჯგუფი „ფეისბუქზე“ – კოლინ ჰუვერის კოჰორ

278
ტა (Colleen Hoover’s CoHorts.) ჩვენ უკვე თითქმის ორმოცდაათი ათა-
სი წევრი გვყავს და მაინც ისეთი შეგრძნებაა, რომ ახლო, კარგად
შეკრული თემი ვართ. როცა ვიღაცას ცუდი დღე აქვს, ამხნევებთ,
როცა ვიღაცას წიგნის ყიდვის საშუალება არა აქვს, ეხმარებით. რო-
ცა წევრი რამეს აღნიშნავს, თქვენც მასთან ერთად აღნიშნავთ. ეს
ჯგუფი ცარიელი სიყვარული და თანადგომაა და ამას ცხოვრების
ბოლომდე დავიცავ. აქ ნეგატივისა და (მეტაფორული) სირების ად-
გილი არა გვაქვს. სამაგიეროდ, გვაქვს უამრავი ადგილი ახალი
მკითხველისთვის, თუ გინდათ, რომ შემოგვიერთდეთ და გაგვიც-
ნოთ. მიყვარხარ, კოჰორტავ!

3) ლორან ლევინი. სამარადჟამოდ შენი მადლობელი ვიქნები იმ


ჯგუფის წევრობისთვის, რომელმაც „აღიარება“ გააცოცხლა, ჩემი
წიგნის სატელევიზიო შოუდ ქცევა კი ფენომენური გამოცდილება
იყო, მაგრამ ეს მაინც არაფერია შენს მეგობრობასთან შედარებით.
შენი მხარდაჭერა აუწონავია. ერთ დღესაც სიკეთეზე სიკეთით გიპა-
სუხებ.

4) ტარინ ფიშერი. არც ვიცი, საიდან დავიწყო. გამიმართლა, რომ


გვერდით ერთგული ხალხი მიდგას, მაგრამ არა მგონია, ვინმეს ჩე-
მი წარმატება შენსავით უნდოდეს. სხვების წარმატებას ისე ზეიმობ,
როგორც ამქვეყნად სხვა არავინ. შენ ჩემი კოლინის ტარინი ხარ.
იმიტომ, რომ ასეა.

5) ლინ რეინოლდსი. შენ ჩემი საყვარელი დაიკო ხარ.

6) მერფი ფენელი. შენც ჩემი საყვარელი დაიკო ხარ.

7) მადლობა ჩემს ბებოს, ვანოი ჯენტლსს. ასეთი წიგნის წასა-


კითხად მეტისმეტად ფაქიზი ხარ. ამიტომაც გაჩუქებ პირველ დაბეჭ-
დილ ვერსიას.

279
8) მადლობა ყველას, ვინც ჩემს ცხოვრებაში წიგნების გამოა,
მაგრამ მასში წიგნების გარეშეც დარჩებოდნენ. ჩელ ლაგოსკი ნორ-
სქათ, კრისტინ ფილიპს დელკამბრ, პამელა ქერიონ, ლორი დარ-
ტერ, ქეი მაილს, მარიონ არჩერ, ჯენ ბენანდო, კარენ ლოუსონ, ვილ-
მა გონზალეზ, სიუზან გილბერტ როსმან, ტასარა ვეგა, ანჯანეტ გე-
რერო, მარია ბლალოქ, ტეილონ სმით, მელინდა ნაით და კიდევ და-
ახლოებით, ორასო ადამიანო, დიდი მადლობა, რომ ყოველთვის
მზად ხართ იმუშაოთ ჩემს პარაგრაფებზე, თავებსა და მთლიან რო-
მანებზე. დიდი მადლობა, რომ ყველანი ხელს მიწყობთ კარიერაში.
ყველა თქვენგანი მიყვარხართ.

9) ი. ლ. ჯეიმზი. შენს წარმატებულ კარიერაზე მეტად შენი სულით


ვარ აღფრთოვანებული. უამრავი რამით ხარ არაჩვეულებრივი, მაგ-
რამ შენში ყველაზე მეტად ის სიყვარული და პატივისცემა მიყვარს,
რაც შენი მკითხველის მიმართ გაქვს. სხვა ავტორებს შესანიშნავ მა-
გალითს აძლევ.

10) კიმ ჰოლდენი. უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადო იმის


გამო, რაც ხარ. მუდამ ასეთი იყავი. #doepic

11) კეროლაინ კეპნესი. ერთხელ, წლების წინ, ნახევარი წიგნი


მეორე პირში მქონდა დაწერილი, როცა ჩემმა გამომცემელმა მით-
ხრა, რომ მისი ერთ-ერთი ავტორი მალე მეორე პირში დაწერილ
წიგნს ბეჭდავდა და მირჩია, ასე წერის გაგრძელება გადამეფიქრე-
ბინა. მაშინ არ გიცნობდი და შენზე ერთი-ორი სისაძაგლე ჩავიბუტ-
ბუტე, რადგან იძულებული გავხდი ტექსტი გადამეკეთებინა. როცა
ჩემმა სარეკლამო აგენტმა შენი წიგნი გამომიგზავნა წასაკითხად,
წავიკითხე და ერთი-ორი კიდევ შევიკურთხე, რადგან არაჩვეულებ-
რივი იყო. შემდეგ როგორღაც დავმეგობრდით, მას შემდეგ, რაც
შეტყობინება გამოგიგზავნე და მოკვლით დაგემუქრე. მგონი, ჩვენს
მეგობრობას იმაზე უცნაური დასაწყისი აქვს, ვიდრე ჩემს ნებისმიერ
სხვა მეგობრობას, და ეს შესანიშნავია. უსაზღვროდ მადლობელი

280
ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობ, მიუხედავად იმისა, რომ შენი
გონებრივი შესაძლებლობების მეშინია. გილოცავ შენს ახალ ფენო-
მენურ სატელევიზიო სერიალს. როცა „შენ“ „ნეტფლიქსზე“ გავა, კი-
დევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. ძალიან მიხარია.

12) შანა კროუფორდი და სიუზან გილბერტ როსმანი. თქვენ ორ-


მა ჩემი ცხოვრება უფრო მართვადი გახადეთ, ვიდრე ოდესმე წარ-
მოვიდგენდი. მუშაობა და თავდადება, რომელიც თქვენ ორმა „ბუქ
ბონანზასა“ და „ბუქვორმ ბოქსში“ გასწიეთ, აუწონავია. ჩემი ცხოვ-
რების ამ ნაწილს უკეთეს ადამიანებს ვერ ვანდობდი. მადლობა,
მადლობა, მადლობა.

13) ჯოანა კასტილო. ერთად თითქმის შვიდი შესანიშნავი წელი


გავატარეთ. გული მწყდება, რომ ჩემი რედაქტორი აღარ ხარ, მაგ-
რამ უზომოდ მიხარია შენი ახალი თავგადასავლების გამო. ერთი
რამ, რაც არასდროს შეიცვლება, ჩვენი მეგობრობაა. მენატრები და
ერთი სული მაქვს, ვნახო, სად გაგაქროლებს შენი ახალი თავგადა-
სავალი!

14) ჯეინ დაისტელი. ჩემი კარიერის დასაწყისში ზღვაში დაკარ-


გული თევზივით ვიყავი და ამ საქმის არაფერი გამეგებოდა. უკვე
შვიდი წელი გავიდა, ისევ ზღვაში დაკარგული თევზივით ვარ და ამ
საქმისა კვლავ არაფერი გამეგება, თუმცა, როცა ჩემ გვერდით მეგუ-
ლები, სადარდებელი არაფერი მაქვს. მადლობას გიხდი, რომ ამ სა-
ქმიდან ყველა სტრესული საკითხი მომაშორე, რომლებთანაც გამ-
კლავება არ მინდა და მათ ისე შეეჭიდე, როგორც ვერავინ სხვა. შენი
უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

15) ლორენ აბრამო. შენ ხარ მანქანა. იმედია, მთელი კვირით


შვებულებაში გახვალ და ტელეფონს გამორთავ. არავინ ვიცი, საქ-
მეზე შენზე უფრო თავდადებული და მოწესრიგებული. შენი მოთმი-
ნება, რომელსაც ჩემი უწესრიგობის გამო იჩენ, უსაზღვროა. დიდი

281
მადლობა ყველაფრისთვის!

16) ელისა დაუნი. გმადლობ „აღიარებაში“ ოუენისა და ობერნის


გაცოცხლებისთვის. ფენომენური რეჟისორი და ასევე თანაბრად
ფენომენური ადამიანი ხარ. შენთან მუშაობა არაჩვეულებრივი გა-
მოცდილება იყო და იმედია, ასეთი შესაძლებლობა კიდევ მოგვეცე-
მა.

17) ბრუკ ჰოვარდი. უბრალოდ მიყვარხარ. მიყვარს ყველაფერი


შენთან დაკავშირებული. გმადლობ ჩემი გაძლებისთვის.

18) ჯოი და ჰოლი ნიკოლსები. თქვენი ჩემი საყვარელი ადამია-


ნები ხართ. ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ.

19) სტეფანი კოენი. თითქმის ყველაფერი, რაც მაქვს, შენი დამ-


სახურებაა. ყველაფერი. შენ მრავალმხრივ შესანიშნავი ადამიანი
ხარ და ძალიან გამიმართლა, რომ ჩვენი გზები გადაიკვეთა. უშე-
ნოდ ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. უშენოდ ვერც ჩემი კარიე-
რა წარმომიდგენია. შენ ხარ განსახიერება იმისა, თუ რისკენ უნდა
ისწრაფოდეს ადამიანი, და ამას მთელი გულით ვამბობ. ვიცი, ჩემი
ცხოვრების მართვა ადვილი არაა, რადგან უფრო ვართულებ, ვიდ-
რე სინამდვილეში უნდა იყოს, მაგრამ შენთან ერთად შეცვლა არ მი-
წევს. ამისთვის მადლობას გიხდი.

20) ერიკა რამირეზი და ბრენდა პერეზი. ჩემი საყვარელი დები


ხართ და ორი უტკბილესი ადამიანი. ორივეს მეტისმეტად გაფასებთ
და გამიმართლა, რომ მყავხართ.

21) წიგნის კლუბი. ვიცი, რომ წიგნის კლუბის ყველაზე უვარგისი


წევრი ვარ, მაგრამ ყველას დიდ მადლობას გიხდით თვეში იმ ერთი
საღამოსთვის, როცა ერთმანეთს ვხვდებით, წიგნებზე ვსაუბრობთ
და ნამცხვარს შევექცევით. ეს ჩემთვის თვის ყველაზე საყვარელი სა

282
ღამოა.

22) მელინდა ნაითი. მადლიერი ვარ შენი და მთელი შენი ოჯა-


ხის. ვაფასებ იმ ყველაფერს, რაც ჩვენი საქველმოქმედო ორგანიზა-
ციისთვის გააკეთეთ. ძალიან მიხარია ქეილისა და ემას ერთად ყოფ-
ნა. ახლა შეგიძლიათ ჰოპკინს-ქაუნთიში გადახვიდეთ.

23) ტიფანი დებარტოლო. გმადლობ შენი წიგნებისა და საუკეთე-


სო მუსიკალური გემოვნებისთვის. ვიცი, ვის მივმართო, როცა კარგ
ხელოვნებასთან ზიარება მჭირდება.

24) კიმ ჯოუნსი. გმადლობ იმისთვის, რომ... ჰო... მიზეზი, ალბათ,


მომდევნო წიგნის სამადლობელისთვის მაინც გამახსენდება.

25) სოციალურ პეპელას, მერფი რეის, მარიონს „მეიქინგ მანუს-


ქრიფტიდან“, კარენ ლოუსონს, ელეინ იორკს – მადლობა ყველას
რედაქტირებისთვის, მარკეტინგისთვის, ყდის დიზაინის, დაფორმა-
ტებისა და ყველა იმ საქმისთვის, ამ წიგნში რომ ჩადეთ.

26) შანონ ო’ნილი. გმადლობ ყველაფრისთვის, რაც „ბუქვორმ


ბოქსისა“ და წიგნის გამომცემელთა საზოგადოებისთვის გააკეთე.
შენ ამ სფეროს მანათობელი ვარსკვლავი ხარ.

27) ქეიეი თაკერი. მინდა შენთან ისევ ვითანამშრომლო, ამიტომ


მადლობას გიხდი წინასწარ დათანხმებისთვის. მითხრეს, რომ რა-
საც ამ სამყაროში ჩადებ, ის გამჟღავნდება, ჰოდა, აი, ვამჟღავნებ
ჩვენს მომავალ თანამშრომლობას.

28) თაილი ქოული. ერთმანეთს ახლოს არ ვიცნობთ, მაგრამ


მინდა მადლობა გადაგიხადო შენი ინსტაგრამის ამბებისთვის. შენი
საუბრის მოსმენა ჩემთვის თერაპიასავითაა. მგონი, ფული უნდა გა-
დამახდევინო ყველა იმ თერაპიის საათისთვის, რაც შენი მოსმენი-

283
სას დავზოგე.

29) ჯენ სტერლინგი. კომპიუტერისთვის ახალი საფოსტო ბარა-


თები მჭირდება. შენი სახე მენატრება. ბედნიერი ვარ, რომ ბედნი-
ერს გხედავ.

30) ები გლაინსი. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც


წელს ჩემთვის გააკეთე. ვიცი, ადვილი არაა შენი ძვირფასი ოჯახის-
გან მოშორებით ყოფნა, მაგრამ ჩემთან მეგობრობისა და ჩემთვის
დათმობილი დროის გამო ყოველთვის მადლიერი ვიქნები. როკ-
ვარსკვლავი ხარ.

31) არიელ ფრედმან სტიუარტი. მადლობას გიხდი, რომ სახე-


ლის მოპარვის უფლება მომეცი. არ უნდა გქონდეს ასეთი დიდებუ-
ლი გემოვნება სახელებში და უვარგისი გემოვნება მეგობრებში.
მიყვარხარ.

32) ქეთრინ პერეზი. გასულ წელს შენი ცხოვრება ჩემთვის შთა-


გონების წყარო იყო. გმადლობ, რომ ხარ ის, ვინც ხარ, რომ ჩემ
გვერდით ხარ და ასეთი პოზიტიური ხარ სამყაროში, სადაც ეს ზოგ-
ჯერ რთულია.

33) ბიბი ისტონ, კენს მომიკითხავ?

34) დინა სილვერ, შენი კატა დიდი გამოშტერებული ვინმეა.

35) კენდალ რაიან, გმადლობ, რომ დრო გამომიყავი რჩევისა და


გამხნევებისთვის. ამას იმაზე მეტად ვაფასებ, ვიდრე შენ გგონია!

36) ლივაი, ქეილ და ბექჰემ, ძალიან მიყვარხართ. თქვენით ყო-


ველდღე ვამაყობ. გთხოვთ, ეს წიგნი არ წაიკითხოთ.

284
37) ჰით ჰუვერ, შენც აკრძალული გაქვს ამ წიგნის წაკითხვა. მიყ-
ვარხარ და მინდა შენთან ქორწინებაში დავრჩე.

38) გმადლობთ, ბლოგერებო. ჩემი შთაგონების წყაროა ის


ენერგია, რომელსაც თქვენს კარიერას მხოლოდ და მხოლოდ წიგ-
ნების სიყვარულით ახმართ. ბოდიშს გიხდით, რომ ამ კონკრეტული
წიგნის წინასწარი ასლების დარიგებისას რაღაცები აირია. ასე ხდე-
ბა, როცა წიგნს გამოცემამდე ოთხი დღით ადრე ამთავრებ. პირობას
გაძლევთ, რომ შემდეგ ჯერზე გამოვასწორებ. დიდი მადლობა ყვე-
ლაფრისთვის.

39) ყველას, ვინც ეს სამადლობელი წაიკითხა: სულერთია, აქ


იმიტომ ხართ, რომ ეს წიგნი გძულთ თუ იმიტომ, რომ გიყვართ, მთა-
ვარია, კითხულობთ. ამისთვის მადლობას გიხდით. ახლა, როცა ეს
უკვე დაამთავრეთ, წადით, ახალი წიგნით ისიამოვნეთ.

40) ვენს ფაიტს, კაცს, რომელმაც ოთხი წლიდან გამზარდა. ყო-


ველთვის იყავი და ახლაც ხარ ჩემი შთაგონების წყარო. მენატრები.
ყველას ენატრები.

„მიუხედავად ფარისევლობის, მძიმე შრომისა და დამსხვრეული ოც-


ნებებისა, სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, მაინც მშვენიერია“.

„დესიდერატა“, მაქს ერმანი

285

You might also like