Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 838. დამზღვევის უფლებები


1. დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით,
რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.
2. თუ გაცემულია სადაზღვევო მოწმობა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მიიღოს
საზღაური დაზღვეული პირის თანხმობის გარეშე ან გადასცეს უფლება
დაზღვეულ პირს მხოლოდ მაშინ, თუ დამზღვევი ფლობს სადაზღვევო მოწმობას.
3. მზღვეველი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს
დაზღვეულის სასარგებლოდ,თუ დამზღვევი დაამტკიცებს, რომ დაზღვეული
პირი ეთანხმებოდა დაზღვევის ხელშეკრულებას.

I. მიზანი
მესამე პირის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსში 1
ერთმანეთისგან იმის მიხედვით იმიჯნება, თუ ვისი უფლებების განხორციელებას
ისახავს მიზნად. ამ თვალსაზრისით 837, როგორც მუხლის სათაური მიუთითებს,
მოწოდებულია მესამე პირის უფლებების განსაზღვრისა და მოწესრიგებისკენ. 838
კი, მუხლის სათაურიდან გამომდინარე, დამზღვევის უფლებებს შეეხება.
ლოგიკურად, ამ ორ მუხლში გათვალისწინებული ნორმები ერთმანეთისგან
გამომდინარეობს. კერძოდ, 837 II-ში მოცემული დათქმა სადაზღვევო მოწმობის
ფლობის შესახებ, იმთავითვე განსაზღვრავს ხელშეკრულებით დადგენილი
უფლებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტს.

II. სადაზღვევო მოწმობის ფლობა, როგორც ანაზღაურების


მოთხოვნის უფლების რეალიზაციის წინაპირობა
838 I იმეორებს 837 II-ში გატარებულ აზრს. კერძოდ, თუ სადაზღვევო მოწმობა 2
დამზღვევის ხელთაა, მას შეუძლია საკუთარი სახელით ისარგებლოს დაზღვევის
ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებებით. ამ თვალსაზრისით ახალ
მოწესრიგებას არ შეიცავს 838 II-ც, რომელიც დამზღვევის მიერ სადაზღვევო
ანაზღაურების მიღების უფლების რეალიზაციაზე მიუთითებს (იხ. 837-ე მუხლის
კომენტ.). ამდენად, ზემოთ მოყვანილი ნორმებით კიდევ ერთხელაა ხაზგასმული,
რომ „სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება არ არის
საკმარისი დაზღვეულის უფლებების რეალიზაციისათვის, ამის რეალურ
საფუძველს მხოლოდ დაზღვევის მოწმობის გადაცემა წარმოადგენს.“1

III. მტკიცების ტვირთი დაზღვეული პირის თანხმობის სადავოობისას


836 III საინტერესო დანაწესს შეიცავს დაზღვეული პირის თანხმობის შესახებ. 3
როგორც წესი, სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ამ პირის თანხმობა
სავალდებულო არ არის (იხ. 836, შდრ. 844 II). თუმცა, პრაქტიკაში შეიძლება
სადავო გახდეს მესამე პირის თანხმობის არსებობა. ასეთი პრობლემა 838 III-ის
მიხედვით შეიძლება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისას დადგეს. ნორმის
მიხედვით, მტკიცების ტვირთი დამზღვევს ეკისრება. სწორედ მან უნდა ამტკიცოს,
რომ დაზღვეული პირი ეთანხმებოდა დაზღვევის ხელშეკრულებას.

1ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, გვ. 161.


1
ქეთევან ირემაშვილი

You might also like