Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 855. ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შედეგები

თუ მზღვევლის მოვალეობა დამოკიდებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის


(ვნების) განზრახ მიყენებაზე, მაშინ განზრახვის არარსებობა ივარაუდება მანამდე,
სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო.

I. ნორმის მიზანი
განსახილველი ნორმა მნიშვნელოვან და საინტერესო დანაწესს შეიცავს 1
სადაზღვევო შემთხვევის განზრახ გამოწვევის სამართლებრივ შედეგებთან
დაკავშირებით. კერძოდ, ნორმა დამზღვევის მოთხოვნის დამატებით (იხ. 799-ე
მუხლის კომენტ.) წინაპირობასთან ერთად მტკიცების ტვირთის ადრესატსაც
განსაზღვრავს. აღნიშნული თვალსაზრისით მოცემული რეგულირება სიახლეს
შეიცავს, რადგან განზრახ გამოწვეული ზიანის სამართლებრივი შედეგების
მომწესრიგებელ ნორმებში (იხ. 829, 842, 849, 856) მსგავი მითითება არსად არ არის
გათვალისწინებული.

855-ში მტკიცების ტვირთის ადრესატის განსაზღვრა კონკრეტულ მიზნებს 2


უკავშირდება. პროცესუალური ტიპის დათქმით კანონმდებელი დამზღვევის
ინტერესს იცავს.

II. ნორმის შინაარსი

განმარტების მიზნებისათვის 855-ში მოცემული ნორმა ორ ნაწილად უნდა გაიყოს. 3


ერთი მხრივ, ნორმა ადგენს ზიანის ანაზღაურების დამატებით წინაპირობას,
მეორე მხრივ კი — განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ადრესატს.
4
ზიანის ანაზღაურების დამატებითი წინაპირობის განსაზღვრის თვალსაზრისით
ნორმა უნდა განიმარტოს მსგავსი შინაარსის ნორმებთან კავშირში. 855-ის
განმარტებისას მნიშვნელოვანია ზიანის გამომწვევი სუბიექტის განსაზღვრა.
ნორმის მიხედვით, მზღვეველის ვალდებულება შეიძლება დამოკიდებული იყოს
ჯანმრთელობისთვის ზიანის (ვნების) განზრახ მიყენებაზე. კანონმდებელი
პირდაპირ არ მიუთითებს ზიანის გამომწვევ პირზე. ამ თვალსაზრისით, ნორმა
უნდა განიმარტოს განზრახ გამოწვეული ზიანის სამართლებრივი შედეგების
მომწესრიგებელ ნორმებთან კავშირში. აღნიშნულ ნორმებში კანონმდებელი
პირდაპირ მიუთითებს ზიანის დამზღვევის მიერ განზრახ გამოწვევაზე (შდრ. 829
და 842). ამასთან, სიცოცხლის დაზღვევისას კანონმდებელი მსგავს მითითებას
მოსარგებლეზეც ავრცელებს (შდრ. 849 II). ასეთი ლოგიკით, 855-ში კანონმდებელი
დამზღვევის (დაზღვეულის) მიერ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის
განზრახ მიყენების შემთხვევას აწესრიგებს. პრაქტიკული თვალსაზრისით,
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოტივით პირმა

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი განზრახ მიაყენოს.1 სწორედ ამიტომ,


დაზარალებული დამზღვევის (დაზღვეულის) ინტერესის გათვალისწინებით,
კანონმდებელი მსგავს შემთხვევებში საჭიროდ მიიჩნევს მტკიცების ტვირთის
მზღვეველისათვის გადაკისრებას.

5 ნორმაში მტკიცების ტვირთის განმსაზღვრელი ნაწილის განმარტებისას რამდენიმე


გარემოებაა გასათვალისწინებელი.

6 სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში „სახელშეკრულებო


ურთიერთობებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით
გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, ანუ მას ეკისრება იმ
ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ ასეთი ურთიერთობა არსებობს და დადგა ან
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო
მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ფაქტები, რომლებიც კანონის თანახმად აბრკოლებენ ამ
ურთიერთობის წარმოშობას.“ 2

7 დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს, როგორც


წესი, დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს
შორის causa proxima-ს (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.) არსებობა, მზღვეველმა კი —
საპირისპირო. კერძოდ, მზღვეველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი
მიზეზი ხელშეკრულების გამონაკლის პირობებს მიუკუთვნება და ამიტომ არ
წარმოადგენს ანაზღაურების წინაპირობას.3

8 სადაზღვევო შემთხვევის განზრახ გამოწვევის შემთხვევებში მზღვეველი უარს


ამბობს ზიანის ანაზღაურებაზე. ამ ტიპის დავებზე მოსარჩელის პოზიციაში
მყოფმა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, რომ სადაზღვევო შემთხვევა და ზიანი
განზრახ არ იყო გამოწვეული. მოპასუხე მზღვეველის მტკიცების ტვირთის
მოცულობა კი დამზღვევის მიერ დამტკიცებული გარემოების გაქარწყლებით
შემოიფარგლება. საერთო წესის მიხედვით, „ფაქტების დამტკიცებას იწყებს
მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული
მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.“4

9 თუმცაღა, კანონმდებელი 855-ში განსხვავებულ მოწესრიგებას ითვალისწინებს.


კერძოდ, მიუთითებს, რომ განზრახვის არარსებობა ივარაუდება მანამდე, სანამ არ
დამტკიცდება საწინააღმდეგო. მოყვანილი დათქმა მიეკუთვნება იმ
საგამონაკლისო წესებს, რომლებშიც კანონმდებელი კონკრეტულ პრეზუმფციაზე

1 მსგავსი შემთხვევა გათვალისწინებულია 850-ში იმ განსხვავებით, რომ დამზღვევის განზრახი ქმედება


ფატალურ შედეგს იწვევს. იხ. 850-ე მუხლის კომენტ.
2 კვანტალიანი, მტკიცების პროცესი, განგრძობადი იურიდიული განათლების მე-3 ეროვნული კონფერენცია

ბიზნეს სამართალში, 2013, გვ. 3.


3 Cannar, Essential Cases in Insurance Law, Woodhead-Faulkner, Cambridge, 1985, p. 19.

4 კვანტალიანი, მტკიცების პროცესი, განგრძობადი იურიდიული განათლების მე-3 ეროვნული კონფერენცია

ბიზნეს სამართალში, 2013, გვ. 3.


2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მითითებით თავად განსაზღვრავს მტკიცების ტვირთს.5 ასეთ პრეზუმფციად 855-


ის მაგალითზე დაზღვეული პირის ჯანმრთელობისთვის ზიანის (ვნების)
მიყენების განზრახვის არარსებობა წარმოდგება. „ფაქტები, რომლებიც
ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას
ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან.“6 სწორედ
ასეთ მოწესრიგებას მიეკუთვნება 855-ში მოცემული ნორმა.7

მაგალითად, ა-ს ჯანმრთელობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია ბ-ში. ზიანის 10


დადგომის შედეგად მზღვეველი უარს ამბობს ჯანმრთელობის დაზიანებით
გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე. ვალდებულებისგან გათავისუფლების
საფუძვლად ზიანის განზრახ მიყენებას ასახელებს და
მზღვეველი
ხელშეკრულების გამონაკლის პირობებზე მიუთითებს. მზღვეველისაგან ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნით დამზღვევი სასამართლოს მიმართავს. ასეთ დავაში
სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპზე განზრახვის არსებობა სწორედ
მზღვეველმა უნდა ამტკიცოს.

5იქვე.
6იქვე.
7 მტკიცების ტვირთის შებრუნების ანალოგი მოქმედებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობებშიც. იხ.

შველიძე, შრომითი დისკრიმინაციის შესახებ დავის განხილვის თავისებურებანი საქართველოს უზენაესი


სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის ას-549-517-2010 განჩინების მაგალითზე, შრომის სამართალი II
(სტატიათა კრებული), 2013, გვ. 5.
3
ქეთევან ირემაშვილი

You might also like