Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 825. ნივთთა ერთობლიობის დაზღვევა

თუ დაზღვეულია ნივთების ერთობლიობა, მაშინ დაზღვევა ვრცელდება მასში


შემავალ ყველა ნივთზე.

I. ნორმის მიზანი
ნორმა მოწოდებულია ნივთთა ერთობლიობის დაზღვევის მოსაწესრიგებლად. 825 1
დასაშვებად მიიჩნევს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ნივთის, არამედ
ერთდროულად რამდენიმე ნივთის (ნივთთა ერთობლიობის) დაზღვევას.

II. ნორმის შინაარსი


ნივთთა ერთობლიობის მაგალითია ე. წ. საოჯახო ქონება, საოფისე ინვენტარი და 2
ა. შ. მოცემულ შემთხვევაში სადაზღვევო თანხა განისაზღვრება ნივთთა
ერთობლიობის ეკონომიკური ღირებულების შესაბამისად. ზიანის დადგომისას კი
სადაზღვევო ანაზღაურება განისაზღვრება დაზიანებული (განადგურებული)
ნივთის (ნივთების) და მათი ეკონომიკური ღირებულების მიხედვით. მაგალითად,
დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვევის ობიექტად განისაზღვრა საოფისე
ინვენტარი, სადაზღვევო თანხად კი 500.000 ლარი. სადაზღვევო შემთხვევის
შედეგად დაზიანდა მხოლოდ ავეჯი. ასეთ დროს სადაზღვევო ანაზღაურება
გაიცემა მხოლოდ ავეჯის დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის.

1
ქეთევან ირემაშვილი

You might also like