Professional Documents
Culture Documents
Gegma
Gegma
ეტლოსნის მთავარი იარაღი რთული მშვილდი იყო. მშვილდოსნის გარდა ეტლში ორი
ფეხოსანი მეომარიც იჯდა, რომელთაც ხელჩართული ბრძოლის იარაღები ჰქონდათ .
ასურული ფარები რამდენიმე სახეობისა იყო: მრგვალი ხის ან ლითონის ფარი ,
მართკუთხედი ხისა და რკინის ფარი და დაწნული დიდი ოთკუთხედი ფარი , რომელიც
მეომარს ყელიდან მუხლებამდე იცავდა. ზოგიერთ ასურულ ეტლზე მჯდომ ქვეითებს
ფარები ეჭირათ და მშვილდოსანს იცავდნენ. ეტლის მშვილდოსანს მეფე აშურბანიფალმა
ეტლის მეომრების რიცხვი 4-მდე გაზარდა, ეტლების ტაქტიკურმა სიჩქარემ და
მანევრულობამ მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ ასურელთა არმია
მობილური გახდა, რადგან ჯარისკაცები ცხენებით და ეტლებით ბევრად სწრაფად
გადაადგილდებოდნენ. ოთხკაციანი ეტლის მეომრებს ჩვეულებრივი ასურული აბჯარი
ემოსათ.
მათ გარდა მეფეებს ჰყავდათ ქვეითი გვარდიაც " ზუკ შეპე", რომელიც კარგად
გაწვრთნილი ჯარისკაცებისაგან შედგებოდა. ეს ჯარისკაცები მსუბუქად იყვნენ
ეკიპირებულები და ატარებდნენ მრგვალ ამოზნექილ ფარს, რომელსაც ტყავი ჰქონდა
გადაკრული, ცენტრში კი ლითონის დაბოლოება. მეფის გვარდიის აბჯარი არაფრით
გამოირჩეოდა ჩვეულებრივი მეომრების აბჯრისგან, ყველას სტანდარტული ბრინჯაოს
ფირფიტოვანი თორი ემოსა და მაღალი ასურული მუზარადი ეხურა . მთელი ქვეითი ჯარის
ერთნაირი აბჯარი, ჩაცმულობა და მუზარადი იმაზე მიანიშნებდა , რომ ისინი რეგულარული
ლაშქრის ჯარისკაცები იყვნენ _ " ეკალ მაშარტი". ცხენოსანი ჯარი ასურელთა არმიაში
მეფე ტუკულტინინურტა III-ის მმართველობის დროს გაჩნდა. ცხენოსნებს უნაგირები არ
ჰქონდათ და ცხენზე ისე ჯდებოდნენ. ცხენოსნები ტაქტიკურ წყვილებად იყვნენ
დაყოფილები და ისე მოქმედებდნენ. ფაქტიურად ისინი ეტლოსნები იყვნენ ეტლის
გარეშე.
ჯერ კიდევ ძვ.წ 1000 წლიდან ასურელი მოხალისე მეომრები რკინის აბჯრებით და
იარაღით იყვნენ შეიარაღებული, მაგრამ ძვ.წ 890-883 წლებში რკინის გამოყენება უკვე
მასიური გახდა. სარგონ II-ის პერიოდში ასურეთის არმია უკვე მთლიანად რკინის
იარაღით იყო შეიარაღებული და რკინის აბჯრით შემოსილი. სარგონ II-ის ერთი ოთახი 150
ტონა რკინით იყო მოპირკეთებული. ეს ოთახი ჩვენს დროში აღმოაჩინეს არქეოლოგიური
გათხრების შედეგად. ასურეთის არმიამ მდინარეზე გადასვლის მოსახერხებელ
საშუალებას მიაგნო, ჯარისკაცები ტიკებს ბერავდნენ, შემდეგ ეჭიდებოდნენ და მდინარეზე
მიცურავდნენ, ასე ისინი არ იძირებოდნენ და ცურვაც უსაფრთხო იყო . ცხენოსნები და
ეტლები კი სახელდახელოდ გაკეთებული ნავტიკებით გადაჰყავდათ.