ნაპოლეონ კორსიკელი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ნაპოლეონის მოსვლა ხელისუფლებაში:

 ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821) კუნძულ კორსიკადან იყო.


 1793 წელს ქ. ტულონის აღებისთვის 24 წლის კაპიტანს ბრიგადის
გენერლობა მიანიჭეს.
 1796 წელს ნაპოლეონი რესპუბლიკური არმიის მთავარსარდალი გახდა.
განსაკუთრებით წარმატებული იყო მისი სამხედრო კამპანია იტალიაში,
ავსტრიის ჯარების წინააღმდეგ და ეგვიპტეში, მამლუქების და
ინგლისელების წინააღმდეგ.(ეგვიპტის დაპყრობით საფრანგეთის
მთავრობა ხმელთა შუა ზღვაზე კონტროლის დაწესებას, ინგლისისათვის
კოლონიებისაკენ მიმავალი გზის მოჭრას და საკუთარი კოლონიური
სამფლობელოების გაფართოებას გეგმავდა.)
 მართალია ნაპოლეონმა გაანადგურა მამლუქები პირამიდებთან
ბრძოლაში და კაიროც დაიკავა, მაგრამ დამარცხთა ინგლისელებთან
საზღვაო ბრძოლაში.
 1799 წლის ოქტომბერში ნაპოლეონი ეგვიპტიდან პარიზში დაბრუნდა,
ნოემბერში დირექტორია გადააყენა და ძალაუფლება აიღო ხელში. (18
ბრიუმერის გადატრიალება.)
 სახალხო რეფერენდუმმა 1802 წელს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი
ნაპოლეონის სამუდამო პირველ კონსულად დანიშვნას, 1804 წელს კი
„ფრანგების იმპერატორად“ კურთხევას.

ნაპოლეონის ომები:
 1805 წელს ჩამოყალიბდა ანტიფრანგული კოალიცია
(ინგლისი,რუსეთი,ავსტრია,შვედეთი.)
 ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლა(1805) - ნაპოლეონი დამარცხდა
ინგლისის ფლოტთან, რომელსაც ადმირალი ნელსონი მეთაურობდა.
(ნაპოლეონის მიზანი ინგლისში შეჭრა იყო, ამ ბრძოლის შედეგად კი ეს
გეგმა ჩაეშალა.)
 აუსტერლიცის ბრძოლა(1805) („სამი იმპერატორის ბრძოლა“) - ნაპოლეონმა
სასტიკად დაამარცხა რუსეთისა და პრუსიის იმპერატორების
გაერთიანებული არმიები. (აუსტერლიცთან ბრძოლის შემდეგ ავსტრია
იძულებული გახდა ზავი დაედო საფრანგეთთან და დიდი კონტრიბუცია
გადაეხადა.)
 ნაპოლეონმა გამოაცხადა კონტინენტური ბლოკადა. მან საფრანგეთზე
დამოკიდებულ ყველა სახელმწიფოს აუკრძალა ინგლისთან ვაჭრობა და
ბრიტანული საქონლის ევროპაში შემოტანა.
 1807 წელს ნაპოლეონმა დაამარცხა რუსეთის და პრუსიის გაერთიანებული
არმია. (ქალაქ ტილზიტში დაიდო რუსეთ-საფრანგეთის ზავი. რუსეთი
კონტინენტურ ბლოკადას შეუერთდა.)
 1808 წელს ნაპოლეონი ესპანეთში შეიჭრა და ესპანეთის სამეფო ტახტზე
თავისი ძმა დასვა.
 1812 წელს ნაპოლეონი რუსეთისკენ დაიძრა.
 რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა არმია გენერალ მიხეილ
კუტუზოვს ჩააბარა.
 ბოროდინოს ბრძოლა(1812) - რუსეთის არმია დამარცხდა ნაპოლეონთან. 2
სექტემბერს ნაპოლეონის არმია, კუტუზოვის ბრძანებით გადამწვარ
მოსკოვში შევიდა. რუსეთის არმია პარტიზანულ ომზე გადავიდა. მკაცრმა
ზამთარმა, შემცირებულმა პროვიანტმა და რესურსებმა გატეხა ნაპოლეონის
არმია.
 ბერეზინას ომი(1812) - გენერალმა კუტუზოვმა სასტიკად დაამარცხდა
ფრანგთა ლაშქარი. ნაპოლეონმა არმიის სარდლობა მარშალ მიურატს
გადასცა, თავად კი პარიზში დაბრუნდა.
 პარიზში დაბრუნებული ნაპოლეონი ახალი არმიის შეკრებას შეუდგა. მის
წინააღმდეგ გაერთიანდა რუსეთი, პრუსია და ავსტრია.
 ლაიფციგის ბრძოლა(1813) - იგივე „ხალხთა ბრძოლა“, რადგან ამ
ბრძოლაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ლაიფციგის
ბრძოლაში ნაპოლეონი დამარცხდა.
 1814 წლის მარტში მოკავშირეები პარიზში შევიდნენ, ნაპოლეონი
იმპერატორობიდან გადააყენეს და საფრანგეთის მეფედ ლუი მეთვრამეტე
(სიკვდილით დასჯილი ლუი მეთექვსმეტის ძმა) გამოაცხადეს.
 ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. თუმცა მან ისარგებლა
არასტაბილური ვითარებით და 1815 წლის 1 მარტს პარიზში ტრიუმფით
დაბრუნდა. (მეფე თავისი ამალით ქვეყნიდან გაიქცა.)
 ვატერლოოს ბრძოლა(1815, 18 ივნისი) - ნაპოლეონის არმია ინგლისელთა
და პრუსიელთა ჯარებმა საბოლოოდ გაანადგურეს. ნაპოლეონის „100
დღიანი მმართველობა დასრულდა“, საფრანგეთში აღსდგა ბურბონთა
დინასტიის მმართველობა. (ამჯერად ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე
გადაასახლეს, სადაც 1821 წელს გარდაიცვალა.)

ვენის კონგრესი:
 გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა ვენაში მოიწვიეს კონგრესი, რომლის
დასკვნით აქტს 1815 წლის 9 ივნისს მოეწერა ხელი.
 ამ ეტაპს „ვენის სისტემას“ უწოდებენ, რაც გულისხმობს საერთაშორისო
სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.
 საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მორის ტალეირანმა შეძლო
დამარცხებული საფრანგეთის გადარჩენა და დაარწმუნა ევროპული
სახელმწიფოები, რომ უმთავრესი იყო ევროპაში წონასწორობისა და
ბალანსის შენარჩუნება.
 პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ სახელმწიფოებს - დიდი ბრიტანეთი,
საფრანგეთი, რუსეთი, ავსტრია, პრუსია. (მალე საფრანგეთმა, ავსტრიამ და
ინგლისმა ჩამოაყალიბეს საიდუმლო კავშირი რუსეთისა და პრუსიის
წინააღმდეგ.)
 კონგრესის თავმჯდომარე იყო - გრაფი ფონ მეტერნიხი.
 რუსეთის მიზანს წარმოადგენდა - 1. ოსმალეთის იმპერიის დაშლა,
2.ტერიტორიების გაფართოება ევროპის ნაწილის შემოერთებით.
 დიდი ბრიტანეთის მიზანს წარმოადგენდა - 1. საზღვაო პირველობის
შენარჩუნება. 2. ის მხარს უჭერდა პრუსიის გაძლიერებას გერმანიაში, რათა
შეელახა რუსეთის ინტერესები.
 პრუსია და ავსტრია ერთმანეთს ექიშპებოდნენ გერმანულ მიწებზე
პირველობისთვის.
 ვენის კონგრესის დასკვნითმა აქტმა დაამტკიცა ტერიტორიული
ცვლილებები: ვარშავის საჰერცოგო(პოლონეთი) გაიყვეს პრუსიამ და
რუსეთის იმპერიამ; პრუსიამ მიიღო რაინის მარცხენა სანაპირო; ავსტრიას
გადაეცა ვენეცია და დალმაცია; შეიქმნა „საერთო გერმანული კავშირი“ და
ნიდერლანდების სამეფო.

ძირითადი თარიღები
1800 - მარენგოს ბრძოლა
1804 - ნაპოლეონის „საფრანგეთის იმპერატორად“ თვითკურთხება
1804 - სამოქალაქო კოდექსი
1805 - აუსტერლიცის ბრძოლა
1805 - ტრაფალგარის ბრძოლა
1807 - ფრიდლანდის ბრძოლა
1807- პორტუგალიის დაპყრობა საფრანგეთის მიერ
1808- ესპანეთის დაპყრობა საფრანგეთის მიერ
1810 - ჰოლანდიისა და ჩრდილო-დასავლეთ გერმანიის ანექსია საფრანგეთის
მიერ
1812 - ბოროდინოს ბრძოლა
1813- ლაიფციგის ბრძოლა
1813-1814 - განმათავისუფლებელი ომი ნაპოლეონის წინააღმდეგ
1813-14 - ნაპოლეონის გადასახლება
1814-15 - ვენის კონგრესი
1815 - ვატერლოოს ბრძოლა

You might also like