Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

There is / There are კონსტრუქცია

There is / There are კონსტრუქცია გამოიყენება, როცა გვინდა რაიმის


არსებობის დადასტურება გარკვეუულ ადგილას (მტკიცებითი -
affirmative), უარყოფა (უარყოფითი - negative) ან შემოწმება (კითხვითი -
interrogative).
მაგალითად, თუ გვინდა იმის თქმა რომ ოთახში არის მაგიდა ან მერხზე
დევს წიგნი, უნდა გამოვიყენოთ there is.

მტკიცებითი ფორმა
There is გამოიყენება მხოლობით რიცხვში მყოფ არსებით სახელებთან,
ანუ როდესაც საუბარია ერთ საგანზე / ნივთზე / ადამიანზე, მაგალითად:
მაგიდაზე დევს წიგნი. - There is a book on the table.

ხოლო, მრავლობით რიცხვში, ანუ როდესაც ვამბობთ რომ გარკვეულ


ადგილას რამდენიმე საგანია/ ნივთია / ადამიანია, უნდა გამოვიყენოთ
There are, მაგალითად:

ჩემს მაგიდაზე ბევრი წიგნი დევს. - There are books on my table.

კითხვითი ფორმა

კითხვით ფორმაში იცვლება სიტყვების თანმიმდევრობა წინადადებაში: there is

იცვლება is there -ზე, there are იცვლება are there- ზე, მაგალითად:

მხოლობითი რიცხვი

ჩემს მაგიდაზე არის წიგნი? - Is there a book on my table?


მრავლობითი რიცხვი

ჩემს მაგიდაზე არის წიგნები? - Are there books on my table?

უარყოფითი ფორმა

როდესაც გვინდა რაიმეს არ ყოფნაზე ვთქვათ გარკვეულ ადგილას

მხოლობითი რიცხვი

ჩემს მაგიდაზე არ არის წიგნი. - There is no book on my table.

მრავლობითი რიცხვი

ჩემს მაგიდაზე არ არის წიგნები. - There are no books on my table.

ლექსი there is / there are კონსტრუქციის დასამახსოვრებალად:

There are three mice in the house.

There is a cat in the flat.

There is a fox in the box.

There are two bees on the tree.

You might also like