Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

მერვე დაუკუნის ბოლო მეოთხედში როდესაც ტაოსა და კლარჯეთში ინტენსიური

სამონასტრო მშნეებლობა იწყება, ჩანს რომ აქ არაბთა ბატონობა ბოლომდე თუ


არაა გამქრალი ,შენელებულია მაინც, მეორე მხრივ მურვან ყრუს ბატონობამ და
შემდგომში მოარულმა ეპიდემიამ გამოიწვია ის რომ ეს პროვინციები
მოსახლეობისაგან ნაწილობრივ დაიცალა , მაგრამ რა თქმა უნდა უმკვიდრეო არ
ყოფილა და მას პატრონიც ყავდა. როგორც დავით სუმბატის ძე გვეუბნება , მას
აშოტ კურაპალატი მიაჩნია ქართლის ერისმთავრად, რომელიც არაბებისაგან
შევიწროებული თავს აფარებს საქართველოს სამხრეთ დასავლეთ მხარეს და
იგია პირველი ბაგრატიონი , რომელიც ემკვიდრება მანამდე უპატრონო შავშეთ
კლარჯეთში.
სინამდვილეში ეს ესე არ იყო. აშოტი რომ ქართლის ერისმთავარი იყო ამას
სომეხი ისტორიკოსი ვარდან დიდიც ამოწმებს, როგორც ცნობილია მას
შემდეგ,რაც მან არაბებისაგან ქართლის ერისმთავრობა მიიღო , იგი მიდის
ქართლის დასამორჩლებლად, თუმცა საინტერესოა თუ საიდან მიდის იგი,რაც
კარგად ჩანს მატიანე ქართლისაის ჩვენებიდან,რომელიც იცნობს მის მამას და
მის ბაბუას და ასევე ანონიმიდანაც.
ამჯერად ცნობილია ,რომ აშოტის ბაბუა ვასაკი არაბების მლავრობის გამო
გადავიდა კლარჯეთში და იქ დამკვიდრდა, მისი შვილი ადარნესე კლარჯეთის
მფლობელია , თუმცა ბუნდოვნად გვეუბნება მატიანე ,რომ იგი კლარჯეთის გარდა
ფლობდა აჭარას, ნიგალს, არტანს , ქვემო ტაოსა და სხვა მამულებს. ამრიგად
ცხადია რომ აშოტ კურაპალატი,როგორც მისი მამის და პაპის მემკვიდრე მანამ
სანამ გახდებოდა ქართლის ერისმთავარი კლარჯეთის მფლობელად
გვევლინება.
გრიგოლ ხანთძელის ცხოვრებაში გვაქვს ერთი საინტერესო მომენტი,რომლის
ცნობითაც აშოტ კურაპალატი სამხრეთ დასავლეთ საქართველოში არა მხოლოდ
შავშეთს არამედ ტაოსაც და რაც მთავარია ორივე ტაოს ამიერს და იმიერსაც, ანუ
იგივე ქვემო ტაო ამიერი და ზემო ტაო იმიერი,რომლებიც ერთმანეთისაგან
გამოიყოფოდა ოლთისის წყლის ქვემო წელით და მისი შენაკადი ბარდუსის
წყლით.
იმისათვის რომ უკეთ გავარკვიოთ აშოტის სამთავროს პოლიტიკური გეოგრაფიის
საკითხებში უნდა შევეხოთ ტაოს. ადრექრისტიანული ხანის ტაოს ისტორიული
გეოგრაფია წარმოდგენილია ,,სომხურ გეოგრაფიაში’’, რომლის მიხედვითაც
ტაო 8 გავარს მოიცავდა და მათი ზუსტი ლოკალიზაცია მეტნაკლებად
შესაძლებელია.ტაო მოიცავდა ჭოროხის შუა წელს მისი მარცხენა (პარხალის
წყალი) და მარჯვენა (ოლთისის წყალი) შენაკადთა აუზებით. ეს ტერიტორია
ყოველი მხრიდან ქედებითაა შემოსაზღვრული.
საინტერესოა თუ რა ტერიტორიას უწოდებენ ტაოს ქართული წყაროები ? ვახუშტი
ბატონიშვილის ცნობების მიხედვით, პარხალიც ტაოა და ოლთისის წყლის მთელი
აუზიც. პარხალი რომ ტაოს ერთ-ერთი ხევი იყო ეს კარგად ჩანს ლეონტი
მროველის ცნობებიდანაც . ამის გარდა ჩვენთვის ცნობილია რომ იშხანი, კალმახი
და ბანა ამიერტაოში მდგებაროებდნენ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია ტაო გარდა იმის რომ იგი ხევების ერთობლიობას
წარმოადგენს , დაყოფილი ორ ნაწილად ,,ამიერი ტაო’’ და ,,იმიერი ტაო’’.
გამოთქმულია მოსაზრება რომ ეს დაყოფა იმ დროიდან მომდინარეობს როცა
ამიერი ტაო საქართველოს საზღვებში შედიოდა , ხოლო იმიერი კი სომხეთთან
იყო მიერთებული. საამისო არგუმენტაცია იმაში მდგომარეობს ,რომ სომხურ
საისტორიო წყაროში ერთხელაც არაა მოხსენიებული ამიერი ტაოს
კანტონები:ტაოსკარი, ბანა, ფანასკერტი, ოლთისი და მამროვანი.
ქართული წყაროები ,რომლებიც იცნობდნენ ორივე ტაოს , მის სახელწოდებას
მრავლობითი რიცხვით გამოთვქამდნენ ტაონი. საინტერესოა ლეონტი
მროველის ცნობა, ,რომლის მიხედვით პარხლის ქვეყანა ,რომელიც ტაოში იყო
სომხეთის ტერიტორიას განეკუთვნებოდა. რადგან ლეონტი ცნებას
არაიდენფიცირებულად ხმარობს, ამიტომ ბუნებრივია ვიფიქროთ რომ მას ტაო
სომხეთის ტერიტორიად მიაჩნდა. ვფიქრობთ სრულიად უცილობელია ის აზრი
რომ ოდესღაც ტაო მთლაინად შედიოდა სომხეთის ფარგლებში. ასევე
აღსანიშნავია რომ ძველი სომეხი ისტორიკოსები და სხვა წყაროები,რომელთა
მიხედვითაც 4-5 საუკუნეებში ტაო სომხეთის ფარგლებშია , ტაოს ცნებას
არაიდენტიფიცირებულად ხმარობენ, ჩვენ არ გვაქვს საფუძელი იმისა რომ ისინი
მხოლოდ იმიერ ტაო გულისხმობენ და არა მთლიან ტაოს.
მეორე მხრივ არც ის არ არის დასასაბუთებელი ცნობა,რომ სომხეთის უძველესი
წყაროები არ ასახელებენ ამიერტაოს კანტონებს, ჯერ ერთი ის ფაქტია
დასასაბუთებელი მაინც და მაინც ეს კანტონები შეადგენდნენ თუარა ამიერტაოს,
მეორე კი სომხური წყაროები არ იცნობენ ეგრეთვე იმიერტაოს ისეთ
მნიშვნელოვალ კანტონის ქართულ სახელწოდებებს როგორიცაა თორთომი.
აქედან გამომდინარე საერთოდ არ არის აუციელებლი რომ ტაოს ,,ხევებს’’
ქართულ და სომხრუ წყაროებში ერთი და იგივე ნომეკლატურა ჰქონდეთ.
აშოტ კურაპალატის მთავარი რეზიდენციას არტანუჯის ციხე-ქალაქი
წარმოადგენდა, რომელიც მან განაახლა, ციხის ქვეშ ქალაქი გააშენა და იქ წმინდა
მოციქულთა პეტრესა და პავლეს- ეკლესიაც ააშენა. აშოტს გარდაცვალებამდე
ქართლიც ეკავა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ტერიტორია კვლავ
სარკინოზებმა დაიკავეს.
ამ ამბის შესახებ გიორგი მერჩულეც მოგვითხორბს რომ აშოტ კურაპალატმა
დაიპყრო მრავალი ქვეყანანი და აღაშენა ციხე არტანუჯისა. საინტერესოა თუ
რაა იგულისხმება სიტყვებში ,,დაიპყრო მრავალი ქვეყანანი’’. აქ არ უნდა
უგულსიხმებოდეს მისი ერისმთავრობის პერიოდი ,რადგან მას ოფიციალურად
ჰქონდა მიცემული ,,მრავალი ქვეყანანი’’ ხალიფასაგან. აქ არც ტაო კლარჯეთში
დამკვიდრება უნდა იგულისხმებოდეს, რადგან ეს მას მემკვიდრეობით ჰქონდა
გადაცემული, არამედ აქ უნდა იგულისხმებოდეს ტაო კლარჯეთის ხელმეორედ
დამკვიდრების მომდევნო პერიოდი ,როდესაც სუმბატ დავითის ძის ცნობითაც
აშოტ კურაპალატი კუალად ეუფლა ვიდრე კარამდის ბარდავის ქალაქისა.
რამდენადაც გაზვიადებული არ უნდა იყოს მემატიანეს ცნობა , ერთი რამ ცხადია
რომ აშოტს ეჭირა შიდა ქართლი და ცხადია ტერიტორიაც ,რომელიც მდებარეობს
ტაო კლარჯეთსა და შიდა ქართლს შორის.
ტაო კლარჯეთის ბაგრატიონთა სამთავროს ცალკეულ ქვეყნებს , ისევე როგორც
სხვაგან ერისთავები და ერისმთავრები განაგებდნენ , ხშირად ბიზანტიური
საკარიკაცო ტიტულებით. ფაქტიურად თუ არა ნომინალურად მაინც ყველანი
ისინი ქართველთა კურაპალატს , უფრო გვიან კი ქართველთა მეფეს
ემორჩილებოდნენ.
საინტერესოა ბიზანტიის კეისრის კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობა. იგი
აღნიშნავს რომ ივერიის კურაპალატს დაქვემდებარებული ჰქონდა 4 სხვა
სამთავრო:ვერიასახის , კარნატაის, ყველის და აჭარი საერისთავები.
აქ აღსანიშნია პირველ რიგში ერთი ფაქტი,რომ იგი ასხვავებს ბაგრატიონთა
მიწა-წყალს ტაო-კლარჯეთს ,,სხვა’’ ტერიტორიებისაგან. საინტერესოა თუ
რომლები იყო ეს საერისთავოები, ერთი ეს არის აჭარის საერისთავოს შესახებ
უნიკალური ცნობა,რომელიც რა თქმა უნდა, სავარაუდო იყო. რაც შეეხება ყველს,
ყველი სამცხის უმთავრესი ცენტრი იყო იმ პერიოდში და სრულაიდ
უცილობელია ,რომ ყველის საერისთავოში მაინც და მაინც სამცხე უნდა
იგულისხმებოდეს. ხოლო ორი დანარჩენი საერისთავოს სახელი გაუგებარი
რჩებოდა და გამოთქმული იყო მოსაზრება,,რომ როგორც პირველი ორის
შემთვევაში მესხეთის ქვეყნებია დასახელებული ,აჭარა და ჯავახეთი , ისე
დანარჩენ შემთხვევაშიც მესხეთისავე სხვა თემების რომელიმე ციხეების
დამახინჯებული სახელები იქნება.
თუმცა შესაძლებეია კონსტანტინე პორფიროგენეტის ამ საერთისთავოტა
დადგენაც. აღსანიშნავია ,რომ ვერიასახი უნდა ყოფილიყო ვულგარული ფორმა
სომხურისა, რაც ნიშნავს ,,ზენა სოფელს’’ რაც ფაქტირუად შიდა ქართლია .
ამდროს ჩვენი წყაროების ქართლი უკვე შიდა ქართლს მოიცავდა, ამიტომ
ვერიასახის ერისთავის შესატყვისი ქართლის ერისთავი უნდა ყოფილიყო.
თუ ასეთ ინტერპრეტაცის მივენდობით , მაშინ შესაძლებელია მეოთხე
საერისთავოს ადგილსამყოფელიც ვეძებოთ. ვფიქრობთ რომ კარტაინი უნდა
იყოს დამახინჯებული სახელი , მწერლის მიერ კოლა არტაანისა.
ამრიგად , თუ მივენდობით ამგვარ ინტერპრეტაციას, მაშინ მივხვდებით რომ ტაო
კლარჯეთის სამთავრო, გარდა საკუთრივ ტაოსა და კლარჯეთის
საერისთავოებისა მოიცავდა ოთხ დიდ საერისთავოს ქართლი, კოლა- არტაანი ,
ყველი და აჭარა.
აქ ჩვენ კიდევ ერთ საინტერესო საკითხს მივადექით, მას შემდეგ რაც 899 წელს
ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებმა,რაც ოფიციალურად მიიღეს მეფის
ტიტული,რატომ უწოდებდნენ მათ თავიანთ თავებს ,,ქართველთა მეფეს’’ და
არა ,,ტაოს მეფე’’ ან ,,კლარჯეთთა მეფე’’ მაშინ როცა მათი ხელისფლება ტაოსა
და კლარჯეთს არ სცილდებოდა?
ეს ფაქტი არ აიხსნება იმით რომ ტაოელი ბაგრატიონები ,,ნათესავით ქართველთა
‘’ მეფეები იყვნენ. ასე რომ ვიმსჯელოთ მაშინ კახეთის
ქორეპისკოფოსებიც ,,ნათესვაით ქართველთა’’ იყვნენ და ისინი იწოდებდოენ
ქორეპისკობოსებად და არა მეფეებად. არც იმით შეიძლება ამ ფაქტის ახნნა,
რომ თითქოს ,,ქართველი’’ ისტორიულ კულტურული ცნებაა ,,ქალკედონიტის
‘’ფარდი, რადგან მაშინ ქართველთა მეფეები უნდა ყოვილფიყვნენ ,,აფხაზთა’’
და ,,კახთა’’ მეფეები.
ეს ფაქტი უნდა აიხსნას იმით,რომ ტაოელ ბაგრატიონებს ჰქონდათ პრეტენზია
ქართლის მიმართ,როგორც ქართლის ერისმთავრის ჩამომავალთ და ეს მათი
კანონიური უფლება აღიარებული იყო მახლობელ აღმოსავლეთში.
მართლაც ,როგორც ჩვენთვის ცნობილია აშოტი ჯერ ერისმტავარი, შემდეგ კი
კურაპალატი არის ქართლის მფლობელი. ქართლის მფლობელია მისი შვილი
ბაგრატი, მისი მემკვიდრე დავით კურაპაალი და სავარაუდოდ ადარნესე
კურაპალატიც,რომელიც 899 წელს ,,ქართველთა მეფედ’’აღიარეს.
ახლა კი უშუალოდ გურგენ ერისთავერთავთან დაკავშირებით ვისაუბრებ. მას
ქართული წყაროების გარდა იცნობენ ბიზანტირუი არაბული და ხომხური
წყაროებიც . სუმბატ დავითის ძე კი მას ამკობს ისეთი ეპითებით
როგორიცაა ,,დიდი ერისთავ ერისთავი’’ და ,,დიდი გურგენი’’. სიანტერესოა თუ
რა ტერიტორებს ფლობდა გურგენი . შეგვიძლია დავაკსვნათ რომ იგი ფლობდა
შავშეთს ,არტაანს, ჯავახეთს და აგრეთვე კლარჯეთს. ის ფაქტი რომ იგი ფლობდა
კლარჯეთს, ამას ადასტურებს რომ იგი ამთავრებს ხანძთის ახალი ეკლესიის
მშნებელობას.
კონსტანინტე პორფიროგეენტი აღნიშნავს რომ მან თავის სიმამრს აშოტს
წაართვა არტანუჯი და საბოლოოდ მისცა ყველისციხე და აჭარის წყლის
გასწვრივი ქვეყანა- ეს რა თქმა უნდა იგივე აჭარაა. ყველისციხე ,როგორც უკვე
ავღნიშნეთ, სამცხის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. აქედნა გამომდინარე კი
ცხახდი ხდება რომ გურგენი სამცხე-აჭარასაც ფლობდა. შეგვიძლია დავასკვნათ
რომ იგი იყო მფლობელი ტაოს გამკლებით მთელი გვიანდელი ზემო ქართლის
ტერიტორიის კლარჯეთიდან ქვემო ქართლამდე და ხომხეთიდან ,,აფხაზეთის
სამეფომდე’’. იგი აქტიურ პოლიტიკას ეწეოდა სომხეთის მიმართ რაც მიტაცებული
ქართული მიწების უკან დაბრუნებაში გამოიხატა . იგი არ ეპუეობოდა თვით
ბიზანტიის კეისარსაც. ამ ყველაფერმა განაპირობა ის რომ იგი ,,დიდის’’ სახელით
შედის საქართველოს ისტორიაში.
გურგენის სამთავროს ცენტრი უნდა ყოფილიყო არტანუჯი. კონსტანტინე
პორფიროგენეტის ცნობის მიხედვით კი, იგი არა მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ
საქართველოს,არამედ ამიერკვაკასიის ცენტრი უნდა ყოფილიყო. ეს იყო
სავაჭრო ცენტრი რომელსაც გაცხოვებეული ვაჭრობა ჰქონდა არა მხოლოდ
ამიერკვაკასიის ქვეყნებთან (აფხაზეთი,სომხეთი),არამედ მახლობელ
აღმოსავლეთის ქვეყნებთანაც.
რაც შეეხება საკუთრივ ტაოს , იგი ,როგორ ჩანს, ადარნესე კურაპალატის და
ქართველთა მეფის შვილებს უჭირავთ.
კონსტნატე პირფიროგენტის ცნობაში არ ჩანს თუ რა ურთიერთობაა
დამყარებული აშოტ კურაპარატსა და გურგენ ერისთავს შორის. ფორმალური
თვალსაზრისით საფიქრებელია რომ მას ეღიარებინა კურაპალატის უზენაესობა.
ფაქტიურად კი იგი რათქმაუნდა სრულია დამოუკიდებელი იყო
კურაპალატისაგან, პირიქით, როგორც ვიცით იგი ებრძოდა მას და მის
მემკვიდრეებს.
კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობის მიხედვით გურგენერისთავერისთავის
გარდაცვალების შემდეგ მის მიერ შედგენილი სამთავრო კვლავ შემადგენელ
ერთეულებად დაშლილა. ეს არც პოლიტიკური და არც დინასტიური მიზეზებით
იყო გამოწვეული, არამედ აქ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის ეკონომიკური
გეოგრაფია.
თუ გავითვალისწინებთ იმ სოციალური და ეკონომიკური პროცესების წინა
პირობებს, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობდა .რომლის შედეგადაც
საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა ადრეფეოდალური ხანის
სახელმწიფოებრივი ორგანიზმები , ჩვენთვის ცხადი გახდება,რომ ის ძირითადი
ტენდენცია რაც ამ პროცესს ახასიათებდა იყო მთისა და ბარის შერწყმა. ბოლოს
და ბოლოს ამის ყველაზე კარგი გამოხატულება იყო დასავლეთში- ,,აფხაზთა
სამეფო’’ აღმოსავლეთში -ჰერთა და კახთა სამთავროები და თბილისის
საამირო. განმსაზღვრელი და დომინანტური ამ პროცესში რათქმანდა იყო ბარი
თავისი ინტენსიური, საირიგაციო სოფლის მეურნეობით და საზამთრო
საძოვრებით.
ამგვარად, ,,ქართველთა სამეფოს’’ შედარებითი პოლიტიკური დაქუცმაცებულობა
და თვით ბაგრატიონთა წრეშივე შეთანხმებულობა საერთო საგვარეულო კერძო
საკუთრების შესახებ განპირობებული უნდა ყოლიფიყო ამ ტერიტორის ფიზიკური
და ეკონომიკური გეოგრაფიით, კერძოდ იმით რომ აქ არ არსებობდა ბარის
მძლავრი და ფართო ზონა , მსგავსად აფხაზთა და ჰერ-კახთა
სამთავროებისა ,რომელიც ორგანულად გააერთიანებდა მთას (კოლა-არტაანი-
ჯავახეთი) და რომლის მფლობელიც საბოლოოდ უზენაესი მფლობელი
გახდებოდა მთელი ამ ტერიტორიისა. ამ შემთვევაში არტანუჯი ვერ დაიჩემებდა
ვერც ქუთაისის და ვერც თუნდაც უჯარმის მნიშნელობას . არტანუჯის მნიშვნელობა
კონსტანტინე პორიფორგენეტს დადასტურებული აქვს როგორც არა
ეკონომიკური ,არამედ დიდი სტრატეგიული მნიშვლეობის რომელიც მდებაროებს
მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო მაგისტრალების გზაჯვარედინზე. მაგრამ
ყველაფერი ისე არ უნდა გავიგო თითქოს ქართველთა სამეფო ერთამენთისაგან
დამოუკიდებელბი ,,ქვეყნების’’ ან ,,ხევების ერთობლიობას წარმოადგენდა. რა
თქმა უნდა არა. მათ შორის არსებობდა ეკონომიკური ურთიერთობა თუმცა ეს
ურთიერთობა არ იყო ისეთი როგორც სხვა
ქართულ სამეფო სამთავროებში და ეს გამოიხატა ამ ერთეულების ნაკლებად
ცენტრალიზებულობაში.

You might also like