Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

შრომისადმი გაუცხოება, როგორც მძიმე სოციალური

პრობლემა

ილიანა ვერულიძე
ელენე ქათამაძე

ლექტორი: თენგიზ ვერულავა

საგანი: ეკონომიკის სოციოლოგია

კავკასიის უნივერსიტეტი
თბილისი 2022
,,კაპიტალიზმი მკვდარ შრომით სამუშაოს გავს, რომელიც ვამპირის
მსაგვსად ცხოვრობს და მუშებს სწოვს სისხლს”.

მარქსი თავის ნაწარმოებში აღწერს, მის მიერვე შექმნილი პროდუქტიდან, შრომითი


პროცესებიდან, საზოგადოებისგან და საკუთარი თავისგან გაუცხოებასაც კი.
შრომა, რომლის დროსაც ადამიანი უცხოვდება, თავს გრძნობს თავის თავისაგან
მოწყვეტილად, ანუ როდესაც მუშაობს ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს, როდესაც არა
კი უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე შრომა არ არის
ნებაყოფლობითი, ის იძულებითია, თუმცა ის წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას,
მოთხოვნილების ნაცვლად. როდესაც ადამიანი შრომისაგან უცხოვდება, იგივეა რაც
მსხვერპლშეწირვა, ვინაიდან ის ამას ვალდებულების გამო აკეთებს და ცხადია, ეს
წარმოადგენს უდიდეს სოციალურ პრობლემას, რომლის შედეგადაც ადამიანი აღარ
ეკუთვნის საკუთარ თავს და ის გადართულია მოვალეობის მოხდის მიზანსა და
ფაქტობრივად სხვისთვის მუშაობაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაუცხოებული შრომა, ადამიანის თვითშემოქმედებითობას
და თავისუფალ ქმედებას აკნინებს, რამეთუ ადამიანის სამუშაო გადადის
ვალდებულებაში, რუტინაში, რომლის გარეშეც ფიზიკურად არსებობა ხდება
შეუძლებელი.
ზოგადად გაუცხოება შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც კონტროლის დანებება
საკუთარი თავის არსებითი ატრიბუტისგან განცალკევებით და უფრო
კონკრეტულად, მსახიობის ან აგენტის განცალკევება მნიშვნელოვანი აზრისა თუ
არსის პირობებისგან. კაპიტალისტურ საზოგადოებაში ყველაზე მნიშვნელოვანია
ასეთი გამიჯვნა, რაც საბოლოოდ მრავალი ფორმის საფუძველს წარმოადგენს,
მწარმოებლების გამოყოფა წარმოების საშუალებებისაგან. ადამიანების უმეტესობას
არ გააჩნია წარმოებისთვის საჭირო საშუალებები. ანუ, ისინი არ ფლობენ იმ
საშუალებებს, რაც აუცილებელია მათი საქმიანობის გასაუმჯობესებლად,
სამაგიეროდ, წარმოების საშუალებები შედარებით ცოტას ეკუთვნის. ადამიანთა
უმეტესობას მხოლოდ მაშინ აქვს წვდომა წარმოების საშუალებებზე, როდესაც ისინი
დასაქმებულნი არიან წარმოების საშუალებების მფლობელების მიერ იმ პირობებში,
რომლებსაც თავად მწარმოებლები არ განსაზღვრავენ.

შრომითი გაუცხოებისას, მუშა ხელი კარგავს კონტროლს მის მიერ წარმოებულ


საქმიანობაზე, ასეთ დროს მისი საქმიანობა არ არის თვითგამოხატვა. ამ საქმიანობას
არანაირი კავშირი არ აქვს თავის სურვილებთან, იმასთან, რისი გაკეთებაც
რეალურად სურს, არც ურთიერთობა აქვს იმ პიროვნებასთან, რომელიც არის ან
შეიძლება გახდეს. საქმიანობას მასთან ერთადერთი კავშირი აქვს, რომ ეს არის
მუცლის შევსების და თავზე სახურავის შენარჩუნების ერთადერთი გზა. მათი
შრომითი საქმიანობა არ არის ცხოვრებისეული საქმიანობა. ეს მხოლოდ
თვითგადარჩენისა ინსტიქტი და საშუალებაა. მარქსი ირწმუნება, რომ გაუცხოებული
შრომის პირობებში ადამიანები ცხოველის დონემდე არიან დაყვანილნი, მხოლოდ
ფიზიკური ხარვეზის შესავსებად და უშუალო ფიზიკური მოთხოვნილების შედეგად
წარმოქმნის მიზნით.
მარქსის გაუცხოების კონცეფციაზე გავლენა მოახდინა ჰეგელმა, რის გამოც
იკვეთება მსგავსება ორივე თეორიასთან. ჰეგელი ფიქრობს, რომ ‘’თვითუცხოება
უნდა დაიპყრო ისტორიის წინსვლასა და განვითარებასთან ერთად” Sayers (2003).
ორივე თანახმაა, რომ გაუცხოების სულიერი და სოციალური ნაწილები და მათი
დამარცხების გზა გაერთიანებულია. მეორეს მხრივ, ჰეგელს მიაჩნდა, რომ
საზოგადოებაში გაუცხოება დამარცხებულია, რასაც მარქსი არ ეთანხმებოდა. შონ
საიერსის თანახმად, კირკეგარსი მხარს უჭერდა მარქსის მოსაზრებას, რომ იგი
თვლიდა, რომ ადამიანი დღეს გაუცხოებულია ერთის მხრივ კაცობრიობისგან
ცრურწმენისა და ინდივიდუალობის არ არსებობის გამო.
მარქსი წერდა გაუცხოების ოთხი ასპექტის შესახებ, რაც შეესაბამება
კაპიტალისტური წარმოების წესს, ესენია: მშრომელთა გაუცხოება მათი შრომის
პროდუქტებისგან, გაუცხოება წარმოებაში ან შრომის პროცესში, გაუცხოება ჩვენი
სახეობის არსისაგან. ან ადამიანის არსი და ბოლოს ადამიანის გაუცხოება
ადამიანისგან ან საზოგადოებისგან. ისინი მხოლოდ ერთი რეალობის ასპექტებია:
გაუცხოებული შრომა.
ამრიგად, ადამიანები მიდიან გაუცხოების მეოთხე ასპექტამდე, სხვა
საზოგადოებისგან გაუცხოებისკენ. ტრადიციული საზოგადოების დანგრევის შემდეგ,
ადამიანები არსებითად და პოტენციურად სასარგებლო ან მუქარის ობიექტები
ხდებიან. ახლა შეიძლება ახალი გაგებით გყავდეს მტრები. მხოლოდ პრიმიტიული
კომუნიზმის დაშლით ხდება ადამიანი მგელი ადამიანისთვის. "ადამიანი კაცისთვის
მგელია" (homo homini lupus) ჰობსის ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამი იყო.
"მგლის" ქცევა შეიძლება და ხდება "პრიმიტიულ" საზოგადოებებში და ასეთ
საზოგადოებებს შორის, მაგრამ ეს არ არის ამ საზოგადოების პრინციპი. ეს ხდება
კლასობრივი საზოგადოებების ცენტრალური და ორგანიზაციული პრინციპის
შედეგად. ბაზარზე ძნელია იმის თქმა, რომ კლასების ანტაგონიზმი მძაფრდება,
მაგრამ პიროვნებებს შორის ანტაგონიზმი ნამდვილად იზრდება.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მარქსი განსაკუთრებით კონცენტრირდება იმაზე,
რომ უკვე ყველაფერი ფულის ტერმინებად ითარგმნება და რომ ყველა ურთიერთობა
შუამავლობით ხდება. კაპიტალისტურ საზოგადოებაში, მისი თქმით, ”ყველა თავის
ჯიბეში ატარებს სოციალურ კავშირს”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნება რაც ისტორიის მანძილზე კაპიტალიზმმა,


უფრო ზუსტად კი ნეოლიბერალიზმმა შვა (რომელიც, თავის მხრივ, სწორედ
კაპიტალიზმის შედეგია), არის „Homo Economicus” (Neoliberalism and the Production of
Subjectivity, 2009). ეს არის ადამიანი, რომლის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს
კომერცია, მოგება, კაპიტალი, ფული. „Homo Economicus“ უნდა აღვიქვათ, როგორც
სუბიექტი, რომლიც დაქვემდებარებულია. ჭეშმარიტება თავად ირჩევს სუბიექტს და
არა პირიქით. ამგვარი სუბიექტები იწარმოებიან სხვა და სხვა ინსტიტუტებში,
როგორებიცაა - ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და ა.შ. თუმცა „Homo
Economicus“ შეიძლება იწარმოოს იდეოლოგიის გავლენითაც, რადგან პოსტ-
მოდერნულ სამყაროში იდეოლოგია მოქმედებს არაცნობიერზე და არა ცნობიერზე.
პოსტ-მოდერნულ ეპოქამდე, მაგალითად საბჭოთა კავშირში, 30-იან წლებში,
ადამიანები მზად იყვნენ უარი ეთქვათ კარგ ცხოვრებაზე და წასულიყვნენ
საცხოვრებლად იქ, სადაც ისინი პარტიას სჭირდებოდა. მაგრამ, კაპიტალიზმში არ
არსებობს ენთუზიაზმი სამსახურის მიმართ. ხოლო თუ არსებობს, ის
მოკლევადიანია. „Homo Economicus“ თავისი არსით არის ნეოლიბერალიზმის
სუბიექტი, რომელიც, შესაბამისად, განიცდის სუბიექტივაციას, ე.ი. ფორმალურ ან
ნამდვილ დაქვემდებარებას. ნამდვილი დაქვემდებარება ეს არის ინსტიტუტი,
რომელიც აუცილებლად აწარმოებს ნეოლიბერალებს. ფორმალური
დაქვემდებარების დროს ადამიანი თითქოს ეწინააღმდეგება ძალაუფლებას, მაგრამ
რეალურად ეს წინააღმდეგობა ისევ იდეოლოგიის სასარგებლოდ ამუშავდება. ამ
დროს სისტემა ადამიანს იმორჩილებს თავისივე დევიანტობის გამოყენებით და
თავის სამსახურში აყენებს მას.

შრომისადმი გაუცხოებამ ასევე შესაძლოა უამრავი უარყოფითი გავლენა იქონიოს


ქვეყნის ეკონომიკურსა თუ სოციალურ მდგომარეობაზე, მაგალითად, 90-იანების
საქართველოში, რეგიონებში არ არსებობდა საშუალო ფენა, ამის გამომწვევ რღვევას
კი წარმოადგენდა იმ დროისათვის, კოლექტივებში სოციალისტი მუშა კლასის
უსტრატეგიოდ დატოვება, ამასთან ერთად გაუფასურდა კუპონიც, ქვეყანას არანაირი
ბიზნეს გარემო არ ჰქონდა, იყო სწრაფმზარდი მონოპოლიები ყველა სფეროში,
მოარგეს კაპიტალისტური წესრიგი, პარლამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული
შრომითი უფლებები და ნელ-ნელა პროფკავშირებიც დაიშალა. ასევე, ამ დროისთვის,
კერძო სექტორი გამოწვევების წინაშე იდგა, რასაც თან დაერთო სამსახურებში მუშა
ხელის მიღების უწესრიგობა, მონოპოლისტებმა შემოიტოვეს ნეპოტიზმი საბჭოთა
კავშირისგან, თუმცა მოხდა ისე, რომ სოფლის მეურნეობა და აგრარული სექტორი
უკონტროლო გახდა, ბიზნესებს უწევდათ სახელმწიფოსთვის გადასახადების
დამალვა, რის შდეგადაც მსხვილმა ბიზნესმა დაასამარა მცირე ბიზნესი. თითოეული
ქარხნის მსხვილმა ინვესტორმა, რომელსაც სახელმწიფო მფარველობდა, მოინდომა
ყოლოდა იაფი მუშა ხელი, რთულ სამუშაო პირობებში, აქედან გამომდინარე გლეხიც
გაღარიბდა, მათი შრომა წყალში იყრებოდა დღითი დღე, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ
კი წარმოშვა მიგრაცია სოფლიდან - ქალაქში, შემდგომ კი, რა საკვირველია,
ემიგრაცია.

საქართველოში, ვფიქრობ რომ დღესდღეისობითაც საკმაოდ რთული


მდგომარეობაა შრომისადმი გაუცხოების ჭრილში, რამეთუ დამსაქმებლები ითხოვენ
იმაზე მეტს, ვიდრე დასაქმებულებს ევალებათ, იმაზე მეტ კვალიფიკაციას, ვიდრე
არის აუცილებელი და იმაზე დიდი რესურსის ჩადებას, ვიდრე მათ უნდა დებდნენ,
ამ ყველაფრის ხარჯზე კი მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ შესაბამის
ანაზღაურებას.

სტატისტიკას, რომელსაც წარმოვადგენ, არის საერთო სამუშაო კმაყოფილებაზე,


კვლევა ჩატარებულია საქართველოში, 2012 წელს (caucasus barometer).

 ძალიან უკმაყოფილო - 4%
 ნაწილობრივ უკმაყოფილო - 11%
 შუაში - 45%
 ნაწილობრივ კმაყოფილი - 32%
 ძალიან კმაყოფილი - 6%
 არ ვიცი - 1%

ამ სტატისტიკაში, თითქოს არაფერია განსაკუთრებული, თუმცა მე გამაოგნა იმ 45%-


მა, რომლებიც ამბობენ რომ შუაში, ე.ი 50/50-ზე აქვთ კმაყოფილებაც და
უკმაყოფილებაც, როგორ შეიძლება თან კმაყოფილი იყო და თან უკმაყოფილო
სამსახურით?ჩემი აზრით, მათ სწორედ შრომისადმი გაუცხოების ეტაპი აქვთ, ისინი
თავს ვეღარ გრძნობენ კომფორტულად საკუთარ სამსახურებში, თუმცა მათ
სახელმწიფო არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ სამსახურებში ანაზღაურებაც და
შრომითი უფლებებიც თანაბრად იყოს გათვალისწინებული, რის შედეგადაც უწევთ
მუშაობა იმ პირობებში, რომელშიც თავს ნელ-ნელა კარგავენ მხოლოდ იმის გამო,
რომ იარსებონ.

ბიბლიოგრაფია

Read, J. (2009, February). A genealogy of Homo-Economicus:


Neoliberalism and the Production of Subjectivity.

Sayers, S. (1998). Marxism and Human Nature.

ბერძენიშვილი, ა. (2013). კლასიკური სოციოლოგიური


თეორიები. თბილისი.

კაჭკაჭიშვილი, ი. (2001). სოციალური მოქმედების


თეორიები. თბილისი.

მარქსი, კ. (1954). კაპიტალი. თბილისი: საქართველოს სსრ


სახელმწიფო გამომცემლობა.

https://www.caucasusbarometer.org/en/cb2012ge/JOBSATF/?
fbclid=IwAR3vlGJKhhnJdX5fp3Q9yD9AOhaGETV5_pOpppkyyuK
M0ohmbkKYSf1_s2g

You might also like