Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

პლატონის აზრით სახელმწიფოს მმართველი უნდა იყოს ფილოსოფოსი რომელსაც

გააჩნია თავისი შეხედულებები და მის მიხედვით იხელმძღვანელებენ და არა მანამდე


დაწერილი კანონებით. ფილოსოფოსი რომელიც სახელმწიფოს მართავს უნდა იყოს
გათავისუფლებული ყველა სხვა საქმიანობისგან გარდა სახელმწიფო მართვისა და
სამხედრო საქმიანობისა ასევე მას არ უნდა გააჩნდეს ოჯახი. პლატონის აზრით
ფილოსოფოსი ესწრაფვის არსებობას და ცდილობს უყურადღებოდ არ დატოვოს არცერთი
ნაწილი და არ ახარისხებს ფასეულობების მიხედვით არაფერი, სახელმწიფოს მმართველს
არ უნდა ეჭიროს თვალი სულ ფულისკენ ის არ უნდა იყოს ვერცხლის მოყვარე, ანუ ის
უნდა იყოს დიდ სულოვანი მისმა მზერამ უნდა მოიცვას ყველაფერი. ასევე ის უნდა
მიისწრაფოდეს ჭეშმარიტებისაკენ რადგან ესეთი ადამიანი ეზიარება მხოლოდ ჭეშმარიტ
ფილოსოფიას ანუ მხოლოდ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი შეძლებს ისეთი სახემწიფოს
მართვას რომელიც გამორჩეული იქნება მთელი მსოფლიოს გარშემო. ასევე მმართველზე
ანუ ფილოსოფოსზე ზეგავლენას ახდენს რისკენაც მიისწრაფვის ბრბო მაგალითად:
სილამაზე, სიმდიდრე, გავლენიანობა და სხვა ანუ ყველა იმ თვისების შესანარჩუნებლად
რომლებიც ზემოთ მოვიხსენიე საჭიროა შესაფერისი ბუნების და გარემოს შექმნა მას არ
სჭირდება ოჯახი და სიყვარული მათ შორის. ანუ სახელმწიფოს მმართველი უნდა
აღიზარდოს სპეციალურად ამ საქმისთვის და მას არ უნდა გაჩნდეს სხვა მიზნები და
ცხოვრების აზრი. პლატონი სამყაროს მღვიმეს ადარებს ის ამბობს რომ ადამიანები
დაბმულნი არიან ღვიმეში ისინი ვერაფერს ვერ ხედავენ გარდა იმ ჩრდილებისა
რომლებიც მათ წინ კედლებზე ისახება ისინი ვერ ხედავენ რეალურ საგნებს და ის
ყველაფერი გონიათ რეალობა ხოლო მას ვისქც მივცემთ შანს რომ მოიხსნას ეს ბორკილები
და შეძლოს ამ გამოქვაბულიდან გამოსვლა ის ვერ შეძლებს თავიდან იმ რეალობისთვის
თვალის გასწორებას რაც მის ირგვლივ არის რასგან ის თავისი მთელი ცხოვრება
გამოქვაბულში იყო მზე კი მას დააბრმავებს თავიდან რთული იქნება მაგრამ ის შეძლებს
მზისთვის თვალის გასწორებას ეს იგავი კი გვეუბნება იმას რომ ადამიანები არ ცდილობენ
თვალი გაუსწორონ რეალობას და კმაყოფილდებიან გამოქვაბულში შემოსული
ღრიჭოებიდან სინათლეს რაც ნიშნავს იმას რომ ისინი ირჩევენ სიბნელეს და არ ცოდნას
ანუ ისინი ირჩევენ მარტივ გზას და არიდებენ სირთულეებს თავს. ფილოსოფოსებსაც
ამიტომ გმობენ რაც გამოქვაბულის მითშია მოყვანილი რაღაცას ისეთს ამბობენ და
აკეთებენ რომ რთული გასაგებია ბრბოსათვის რადგან მათ ამაზე არადროს არ უფიქრიათ
და არ მიუწვდებათ ხელი ფილოსოფოსისნუკეთურებაც ესაა რომ სულ ჭეშმარიტება უნდა
ეძიოს ეს ძიების პროცესი კი საკმაოდ რთულია და ყველად არ გამოსდის მაგრამ ის თუ
შეძლებს ამას აქ არ მრთავდება სირთულეები ის რომ იპოვოს მერე მაინც უნდა იტანჯოს
რომ სხვას გააგებინოს ეს კი იშვიათია რომ ბრბომ შეძლოს ამის გაგება იშვიათი კიარა
თითქმის შეუძლებელი რადგან მათ ამაზე მანამდე არ უფიქრიათ რადგან ბრბოს არ
უყვარს სირთულეები და ყოველთვის ცდილობს გაექცეს მას. ამ დროს კი ისინი იწყებენ
ფილოსოფოსის გმობას იმ ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო, ამ ორი კითხვის ახსნა კი
შევძელი პლატონის მაგალითის მიხედვით მაგრამ ჭეშმარიტმა ფილოსოფსმა უნდა
შეძლოს ამ ყველა სირთულის გადალახვა და თავისი მიზნის მიღწევა რაც ჰქონდა მას
ჩაფიქრებული თავიდანვე. ამ ყველაფრის მერე კი იმის თქმა შემიძლია რომ დღევანდელ
რეალობაშიც რთულია იყო ფილოსოფოსი და სხვა ადამიანებისგან ანუ ბრბოსაგან
განსხვავებული რადგან მათთვის რთულია იმ ყველაფრის გაკეთება რაც შეძლო
ფილოსოფოსმა იმის მაგივრად რომ მათ დაიწყონ სწავლა და სხვა რაღაცეებზე ფიქრი
ისინი იწყებენ ხელის შეშლას ასეთი ადამიანისთვის რომ მან არ შეძლოს ჭეშმარიტების
მიღწევა. ყველაზე რთული ნაწილი კი არის დიალექტიკა ვისაც ამის უნარი არ აქვს ესეთი
ადამიანი ვერ შეძლებს იმ ჭეშმარიტების მიღწევას რომელიც არის ფილოსოფოსის მიზანი
ანუ ის ადამიანი რომელიც იქნება ყველა იმ მეცნიერებაში გაწაფული რომლებზედაც
საუბრობს პლატონი ის იქნება ჭეშმარიტი დიალექტიკოსი და ფილოსოფოსი ხოლო ის
ადამიანი რომელიც შეეცდება ამის გარეშე ჩასწვდეს ჭეშმარიტებას ადრე თუ გვიან
მიხვდება რომ წვალების მიუხედავად აზრი არ აქვს. დიალექტიკა ფილოსოფიური
პარადიგმა რომელიც მეტაფიზიკისგან განსხვავებით უშვებს სამყაროში ცვალებადობას
და სწავლობს მას. მეტაფიზიკისთვის ჭეშმარიტება უცვლელი და მარადიულია
დიალექტიკისთვის არა აუცილებელი. როგორც მეთოდი ფორმალური ლოგიკის
სანაცვლოდ გამოიყენება ხოლმე. ბოლოს კი ის შემიძლია ვთქვა რომ ფილოსოფოსი არის
ადამიანი რომელიც განსხვავდება ბრბოსაგან რომელსაც გააჩნია მიზანი და მიისწრაფვის
მუდმივად რაღაცისაკენ რაც ყველას არ შეუძლია. პლატონის მიერ მოყვანილი
მაგალითები და ჩამოთვლილი მეცნიერებები გააჩნია ფილოსოფოსს რომელიც მისი
აზრით არის ჭეშმარიტი ხელისუფალი და ის შეძლებს ისეთი სახელმწიფოს შექმნას
რომელიც დედამიწის გარშემო არც არსებობს და ვერ იარსებებს მაგრამ ადამიანები
გმობენ ამ იდეას.

You might also like