Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

,,საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რისკები კლიმატის ცვლილების კუთხით“

აბსტრაქტი:

ნაშრომში განხილულია: კლიმატის ცვლილება, როგორც თანამედროვეობის აქტუალური


გამოწვევა, საქართველოს კლიმატური თავისებურებების მოკლე მიმოხილვა,კლიმატის
მიმდინარე ცვლილება საქართველოში და მისი გავლენა გარემოზე,ასევე კლიმატის
ცვლილების ზემოქმედება გარემოზე და მიმდინარე პრობლემები. საერთაშორისო
კონვენციები და საქართველოს – როგოორც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო
კონვენციის მხარე ქვეყნის მიერ აღბული ვალდებულებები. მიტიგაციისა და ადაპტაციის
კუთხით გასატარებელი ღონისძიებები. სხვადასხვა სექტორის (ტრანსპორტის, ენერგეტიკის
და მრეწველობის სექტორები) როლი სათბურის ეფექტის მქონე აირების გამოყოფის
შემცირებაში.საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციები კლიმატის ცვლილებების
შერბილების კუთხით ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში დაგეგმილი მომავალი საქმიანობა.

კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა.


დღეისთვის, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილება ხდება
დედამიწის მასშტაბით.

მოხსენების დასაწყისში, მოკლედ განვიხილოთ საქართველოს კლიმატური


თავისებურებები. ამ თვალსაზრისით საქართველო დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება.
მასში წარმოდგენილია კლიმატური ზონების თითქმის ყველა ტიპი გარდა უდაბნოს,
სავანისა და ტროპიკული ტყეებისა. ბუნებრივ ბარიერი - ლიხის ქედი წარმოადგენს და
ტერიტორიას ჰყოფს კლიმატურად და ლანდშაფტურად მკვეთრად განსხვავებულ ორ
რეგიონად - ნოტიო სუბტროპიკულ დასავლეთ საქართველოდ და ძირითადად მშრალი
ჰავით გამორჩეულ აღმოსავლეთ ნაწილად. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში
და შავი ზღვის სანაპირო ზონაში საშუალო წლიური ტემპერატურა 14-15°C შეადგენს,
ხოლო ნალექთა წლიური ჯამი 1500-2700 მმ ფარგლებში იცვლება. ამავე რეგიონის
ალპური ზონა მოიცავს მუდმივი თოვლითა და მყინვარებით დაფარულ, კავკასიონის
მძლავრ სისტემაში შემავალ მთიან მასივებს. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებში საშუალო
წლიური ტემპერატურა 11-13°C აღწევს და ნალექთა წლიური ჯამები 400- 600 მმ
შეადგენს, ხოლო მთიან რაიონებში ეს სიდიდე 800-1200 მმ- მდე იზრდება. ბოლო
რამდენიმე ათეული წლის მანძილზე გლობალური დათბობის ზეგავლენით დასავლეთ
საქართველოში საშუალო წლიურმა ტემპერატურამ დაახლოებით 0.3°C-ით მოიმატა,
აღმოსავლეთ საქართველოში კი ნაზარდმა 0.4- 0.5°C მიაღწია. ქვეყნის ძირითადი
ბუნებრივი რესურსი მტკნარი წყალი და ტყეა. დასავლეთ საქართველოს მდინარეთა
საერთო წლიური ჩამონადენი (48კმ3) სამნახევარჯერ აღემატება აღმოსავლეთ
საქართველოს მდინარეთა ჩამონადენს (13.4 კმ3). ქვეყნის ტერიტორიაზე აღრიცხულია
850- მდე მცირე ზომის ტბა და 40-ზე მეტი წყალსაცავი, რომელთაც საირიგაციო და
ჰიდროენერგეტიკული დანიშნულება აქვთ. ქვეყნის ტერიტორიაზე ამჟამად აღრიცხულია
600- ზე მეტი მყინვარი, რაც შეეხება ტყეებს, ამჟამად მათ საქართველოს ტერიტორიის
დაახლოებით 40% უჭირავს.დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის გლობალური ცვლილება
საქართველოშიც სახეზეა.

კლიმატის ცვლილებებზე საქართველოში ინფორმაციის ძირითადი წყაროა გარემოს


ეროვნული სააგენტო, რომელიც მონაცემებს აგროვებს შემდეგ პარამეტრებზე:ჰაერის
ტემპერატურა, ნალექების ჯამი, ქარის საშუალო სიჩქარე, ფარდობითი სინოტივე,
ტემპერატურისა და ნალექების ექსტრემალური ინდექსები. დადგენილ-იქნა, რომ ბოლო 50
წლის განმავლობაში, საშუალო წლიური ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
მხოლოდ მატების ტენდენციას ავლენდა და მისი მაქსიმალური მატება აღმოსავლეთ
საქართველოში +0.7 დედოფლისწყაროშია, ხოლო დასავლეთ საქართველოში +0.6°C
ფოთში. 2050 წლისათვის მოსალოდნელია აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რეგიონებში
ტემპერატურია მაქსიმალური მატება, ხოლო 2100 წლისათვის ყვეოლაზე მაღალი
ტემპერატურა ბათუმში დაფიქსირდება.
რაც შეეხება ნალექთა წლიურ ჯამს, პროგნოზის თანახმად, დასავლეთ საქართველოში
ნალექთა მატებაა მოსალოდნელი, რის შემდეგაც იწყება მთელ ტერიტორიაზე მათი
შემცირება 2100 წლისათვის.
ჰაერის ფარდობითმა ტენიანობა, 1960 წლიდან დღემდე საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე დაახლოებით 2%-ით მოიმატა, თუმცა 2050-2100 წლებისათვის
მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის დაღმავალი მიმართულებით შეცვლა, გარდა რამდენიმე
გამონაკლისი ადგილისა (მესტია, ხაიში, ქედა).
ქარის საშუალო წლიურმა სიჩქარემ მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად დაიკლო და
პროგნოზის თანახმად ეს კლება საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება.
ყინვიანი დღეების რაოდენობის შემცირებას ადგილი ჰქონდა ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე, გარდა ზემო და ქვემო სვანეთისა. ყინვიანი დღეები ძირითადად მხოლოდ
მთიანი ტერიტორიებისათვის იქნება დამახასიათებელი.

კლიმატის ცვლილების ზემოქმედება გარემოზე მრავალმხრივია.მოხსენებაში განვიხილავთ


კლიმატის ცვლილების გავლენას ბუნებრივად მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ნიადაგის
ეროზია,მყინვარების დნობა,გეოლოგიური მოვლენების სიხშირის ზრდა, ბუნებრივი
ხანძრები.კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემათა შორის შორის
განსაკუთრებულად საყურადღებოა ნიადაგის ეროზია, რომელსაც ორი განხვავებული
მექანიზმი განაპირობებს. დასავალეთ საქართველოს რეგიონში ეს პრობლემა
დაკავშირებულია უხვი ნალექების პირობებში (ექსტრემალური წვიმები) ნიადაგის
ნაყოფიერი ფენის წარეცხვასთან, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ნიადაგის გამორეცხვას
ემატება გაუდაბნოების პრობლემა, რაც ძირითდად კახეთის რეგიონშია გამოხატული. აქ
სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს გვალვა, ტემპერატურის (ექსტრემალურად ცხელი
დღეების) მატება, ტყის (და ზოგ რეგიონებში მცენარეული) საფარის გაქრობა და ამ
ყველაფრით გამოწვეული ნიადაგის ქარისმიერი ეროზია. მეტეოროლოგიურმა
დაკვირვებებმა ცხადყო,რომ ბოლო ათეული წლის მანძილზე გვალვების განმეორებადობამ
კახეთში ყოველწლიური ხასიათი მიიღო და მათი ხანგრძლივობა თითქმის 2-ჯერ
გაიზარდა. გვალვების უარყოფით ზემოქმედებას აძლიერებს ჰაერის ტემპერატურის
განუხრელი მატებაც. კახეთის რეგიონში ძირითადად ქარისმიერი ეროზიაა გავრცელებული
(დედოფლისწყარო, ახმეტა, სიღნაღი), რომელიც ძირითადად ვლინდება ვაკე რაიონებში.
იგივე პრობლემის წინაშე დგას შიდა და ქვემო ქართლის ნახევრადარიდული ანუ
სუბარიდული რაიონებიც,გაუდაბნოება, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს ნიადაგის ეროზია
წარმოადგენს ხანგძლივი პროცესია, თუმცა მის ტემპებზე უშუალო გავლენას ახდენს
კლიმატის ცვლილება.გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, ჯერ კიდევ 1994 წელს
მიღებულ კონვენციაში გაუდაბნოების შესახებ, სამხრეთ კავკასია არის მოხსენიებული.

კლიმატის ცვლილების შედეგები თვალნათლივ აისახება მყინვარების დნობაზე და უკან


დახევის პროცესებზე. მყინვარებზე დაკვირვება და მათი დინამიკა ერთ-ერთი მთავარი
ინდიკატორია კლიმატის გლობალურ ცვლილებისა. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება
მყინვარების შესწავლას ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის, რადგან დიდი
მდინარეები, როგორიც არის ენგური,რიონი, თერგი და სხვა სწორედ მყინვარის დნობის
შედეგად წარმოიქმნება. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მყინვარები, ძირითადად,
თავმოყრილია კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში მდინარეების ენგურის, რიონისა და
კოდორის აუზებში. ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე მყინვართა რაოდენობა
საქართველოში 13%-ით, ხოლო ფართობი 30%-ით შემცირდა. ამის ძირითადი მიზეზი
საშუალო ტემპერატურის მატებაა. მყინვარების დნობა პირდაპირ აისახება წყლის
ჩამონადენზე და, შესაბამისად, ქვეყნის ჰიდრო რესურსებზე. ცვლილებებმა როგორც
მოსალოდნელია, რომ მყინვარების დნობის პროცესებმა შესაძლოა მომავალში შექმნას
პრობლემა. მყინვარების დნობა განსაკუღებით ინტენსიურია გაზაფხულზე, გამოწვეული
კოკისპირული წვიმებით - უხვი ნალექებით.
კლიმატის ცვლილება საქართველოში აშკარად აისახება სტიქიური გეოლოგიური
მოვლენების სიხშირის ზრდით. დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე
დაფიქსირებულია 53 ათასამდე მეწყრულ-გრავიტაციული სხეული და მათი შესაძლო
წარმოქმნის უბანი; 3 000-მდე ღვარცოფული უბანი; 5000-მდე თოვლის ზვავის
ჩამოსვლის ადგილი; ზღვისა და მდინარეების ნაპირების გამორეცხვა 1000-ზე მეტ უბანზე
1500 კმ საერთო სიგრძით.სხვადასხვა მასშტაბის გეოლოგიური სტიქიის საშიშროების
რისკის ქვეშ იმყოფება ქვეყნის ტერიტორიის 70%-მდე დასახლებული პუნქტების
57%,400000-მდე ოჯახით. კვლევებმა აჩვენეს, რომ საქართველოში სტიქიური
მოვლენების სიხშირემ 1980-იანი წლების შემდეგ საგრძნობლად იმატა,რის მიზეზადაც
სახელდება როგორც გლობალური დათბობის შედეგად ატმოსფერული პროცესების
(ძირითადად უხვი ნალექების) გააქტიურება,ისე გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების
გაძლიერება.კლიმატის მიმდინარე ცვლილების ფონზე ტყისა და ველის ხანძრები მსოფლიოს
მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ხოლო კლიმატის ცვლილების სამომავლო
სცენარების თანახმად, ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური გახდება მათ შორის –
საქართველოშიც.ტყისა და ველის ხანძრები მსოფლიოში თანდათან იქცა მნიშვნელოვან
სოციალურ-ეკოლოგიურ პრობლემად. საქართველოში დაფიქსირებული ხანძრებიდან
მოხსენებაში გვინდა გამოვყოთ 2017 წლის „ხანძრების სერია“. 2017 წლის ზაფხულში
დაფიქსირებული შემთხვევებიდან ყველაზე მასშტაბური იყო ბორჯომთან გაჩენილი
ხანძარი, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. ხანძრის კერა 2008 წლის
აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი
ტყის ფართობზე – 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს
გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. ბოლო 10 წლის
განმავლობაში, საქართველოში ხანძრის 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა და 3 769 ჰექტარი
განადგურდა, ხოლო 2017 წელს - 55 შემთხვევა და 1300 ჰექტარი. ტყის მასივების ყველაზე
დიდი ნაწილი განადგურდა ბორჯომის ხეობასა და კახეთში.2017 წლის ზაფხული
საქართველოში ტყის ხანძრების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა. მხოლოდ
აგვისტოში ტყის ხანძრის 35 შემთხვევა დაფიქსირდა (ოფიციალური მონაცემი ამ ხანძრებით
დამწვარი ტყის ფართობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს). ქვეყნის თითქმის ყველა
რეგიონში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. მათგან ყველაზე მძიმე შედეგები ბორჯომის ხეობაში
გაჩენილ ხანძარს მოჰყვა: ის 7 დღე გაგრძელდა (20-27 აგვისტო) და 100 ჰა-ზე დიდი ტყის
ფართობი გაანადგურა.ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებულ ტყის ფონდის
ტერიტორიაზე, რომ მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო
(აბასთუმანი 2006 წელს, ბორჯომი 2008 წელს, რაჭა 2010 წელს, ბორჯომი 2017 წელს), სადაც
დიდ ტერიტორიებზე (10 ჰა და მეტი) განადგურდა ხემცენარეები. ბოლო წლების
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლამდე წელიწადში საშუალოდ 60-70 შემთხვევა
ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო ორი წლის მონაცემებით, შემთხვევათა რაოდენობა
საგრძნობლად მომატებულია.პრევენციული ღონისძიებები უნდა პასუხობდეს ამ
გამოწვევებს და მათ შორისაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.საქართველოში ტყისა
და ველის ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზები ჯერ არ გამხდარა ფართო შესწავლის
საგანი. მიუხედავად ამისა, არსებობს ცნობები საფრთხის შესახებ, რადგან საგანგებო
სიტუაციების მართვის დეპარტამენტი აფიქსირებს გაჩენილი ხანძრების შემთხვევებს,
რომელთა შესახებაც ინფორმაციის მოწოდება ხდება, როგორც წესი, ადგილობრივი
მოსახლეობის მიერ. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ომი გახდა მიზეზი ტყეების
დანაკარგების ზრდისა, რაც გამოწვეული იყო მძიმე არტილერიის გამოყენებით ან ცეცხლის
განზრახ გახსნით. ამან გამოიწვია ბუნებრივი ხანძრების გავრცელების ციკლის შეცვლა და,
შესაბამისად, მათი გარდაქმნა ხანძრისადმი მიდრეკილ ან ხანძრის უკონტროლო
გავრცელების ზონებად (რაც გამოწვეულია ხანძრის ლიკვიდაციისთვის საჭირო
ადგილებამდე მიუვალობით). არის თუ არა შესაძლებელი ტყის ხანძრების პრევენცია ჩვენი
ქვეყნისთვის?მოკლევადიან პერიოდში, ტყის ხანძრების პრევენცია და მათთან ბრძოლა ტყის
ჯეროვანი მართვის სისტემის მეშვეობით არის შესაძლებელი. ასევე, კარგად მომზადებული
და აღჭურვილი პერსონალით. ველური ხანძრების რისკს შეამცირებს საზოგადოების ჩართვა
ტყის ხანძრების თავიდან არიდების პროცესში და საგანგებო სიტუაციებში მოხალისეების
რაოდენობის ზრდა.გრძელვადიან პერიოდში და უფრო ფართო გადმოსახედიდან რომ
შევხდეოთ საკითხს, საქართველოს შეუძლია შეუერთდეს გლობალურ ძალისხმევას და
იზრუნოს სათბურის გაზის გამოფრქვევის შემცირებაზე, რაზეც პასუხისმგებლობა აიღო
პარიზის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. საქართველოს შეუძლია, წვლილი შეიტანოს
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და შეამციროს ხანძრის გამომწვევი
ბუნებრივი პირობების დადგომა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.
საქართველოს – როგორც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარე ქვეყნის
აღებული მთელი რიგი ვალდებულებები, რათა გატარდეს კონკრეტული ღონისძიებები.
მიტიგაციისა და ადაპტაციის კუთხით.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველომ აიღო


კონკრეტული ვალდებულება „მოსალოდნელი ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“
(Intended Nationally Determined Contributions - INDC) ფარგლებში. კერძოდ,
შეამციროს სათბურის გაზები 2030 წლისათვის 35%-ით უპირობოდ. შემცირება
დაგეგმილია ყველა სექტორში გარდა მიწათსარგებლობისა. კლიმატის ცვლილების
უარყოფითი შედეგების აცილება, ან თუნდაც შერბილება, უპირველეს ყოვლისა, სათბურის
გაზების ემისიების შემცირებით და ატმოსფეროში მათი კონცენტრაციის სტაბილიზაციითაა
შესაძლებელი. ეს, თავის მხრივ, შესაძლებელია ან ემისიების (გაფრქვევის) წყაროების
შემცირებით, ან მათი შთანთქმის გაძლიერებით. არცერთი მათგანი თავისთავად არ მოხდება
და ისინი ადამიანების მიზანმიმართულ ძალისხმევას მოითხოვს.კონცენციით აღებული
ვალდებულებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის,რომ განვითარებულ ქვეყნებს
მიკუთვნებული მხარეები დგამენ ყველაპრაქტიკულ ნაბიჯს,ხოლო განვითარებადი
ქვეყნებისკენ იდგმება ნაბიჯი მათთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებისა და
“ნოუ-ჰაუს” გადაცემისათვის,ასევე წახალისებისათვის, შემსუბუქებისათვისა და
ფინანსირებისათვის.

ნახშირორჟანგი გამოიყოფა ყველგან, სადაც წვის პროცესი მიმდინარეობს, კლიმატის


ცვლილების შერბილების პროცესს, კონვენციის ენაზე ჰქვია მიტიგაცია. ესაა მცდელობა,
შერბილდეს კლიმატის ცვლილების ზეგავლენა სათბურის აირების შემცირებით. მეორე
მიმართულება არის ადაპტაცია — ანუ უკვე შეცვლილ კლიმატთან ქვეყნების ადაპტირება,
რაც გულისხმობს შეცვლილ კლიმატსა და ახალ რეალობასთან მორგებას. მორგებასთან
დაკავშირებით ისიც აღსანიშნავია, რომ სათბურის ეფექტის გაზების გამო, კატასტროფული
მოვლენები უფრო ინტენსიური გახდა. რა თქმა უნდა, ბუნებრივი კატასტროფები,
მაგალითად, ღვარცოფი და წყალმოვარდნა ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ დღეს ეს
ყველაფერი უფრო გახშირდა და ინტენსიურ ხასიათს ატარებს. მაგალითად, ნალექების
რაოდენობა შეიძლება გარკვეულ ტერიტორიებზე ერთ დღეში მოვიდეს იმდენი, რაც ადრე
მთელი თვის მანძილზე მოდიოდა. ეს კი იწვევს ბუნებრივ კატასტროფას. ასე არათანაბრად
გადანაწილებულმა ინტენსიურმა, დიდი რაოდენობით მოსულა ნალექმა შეიძლება დიდი
ღვარცოფი გამოიწვიოს. ამას მოსდევს არამარტო ეკონომიკური ზარალი, არამედ ადამიანური
მსხვერპლიც. ასე რომ, საქართველოში დღესდღეობით მუშაობა კლიმატის ცვლილებაზე ორი
მიმართულებით მიმდინარეობს. მიტიგაციისგან განსხვავებით, ადაპტაცია თავისი არსით
უფრო ეროვნულია და შესაბამისად, ამ მიმართულებით ხედვაც უფრო ეროვნული
მასშტაბისაა.

სხვადასხვა სექტორის (ტრანსპორტის, ენერგეტიკის და მრეწველობის სექტორები) როლი


და წვლილი განსხვავებულია სათბურის ეფექტის მქონე აირების გამოყოფის შემცირებაში.
ჩვენს ქვეყანას უკვე განსაზღვრული აქვს, თუ რომელი სექტორებიდან უნდა მოახდინოს
სათბურის ეფექტის შემცირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით
რამდენიმე ყვეელასათვის ნაცნობი სექტორი: ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მრეწველობის
სექტორები. ტრანსპორტის სექტორიდან 15% უნდა მოხდეს ემისიების შემცირება,
ენერგეტიკის სექტორიდანაც ასევე — 15 %, მრეწველობიდან — 5%. INDC-ის თანახმად,
მნიშვნელოვანია ტყის სექტორის მდგრადი მართვა. ამ შემთხვევაში საუბარია ტყის, როგორც
სათბური აირების მშთანთქმელ სექტორზე.მდგრად განვითარებაში ტყეს აქვს უნიკალური
თვისება, შთანთქოს გამოყოფილი ემისიები.

სექტორული შერბილება, ენერგიის გენერაციისა და გადაცემის კუთხით უმეტესად


განახლებადი ენერგიის (ქარის, მზის, ჰიდრო, ბიომასა) გამოყენებით განხორციელდება.

რაც შეეხება ტრანსპორტს, სათბურის აირების შემცირება ძირითადად მიღწეული იქნება


ავტოპარკში დაბალი და ნულოვანი ემისიის მქონე, ტექნიკურად გამართული კერძო
ავტომობილების წილის გაზრდით (ტექდათვალიერება, დაბალი გადასახადები ელ.
ავტომობილებისთვის, იმპორტის გადასახადის გაზრდა ძველი მაღალი ემისიების მქონე
ავტომობილებისთვის და ა.შ.);ბიოსაწვავის გამოყენების წახალისებით; საქმე ეხება ასევე
საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას.

2030 წლისათვის საქართველო გეგმავს მრეწველობის სექტორში 5%-ით შეამციროს


სათბურის აირების გაფრქვევა საბაზისო სცენარში პროგნოზირებულ რაოდენობასთან
შედარებით. სექტორული სათბური აირების შემცირების მიზანი ძირითადად მიღწეული
იქნეს სათბურის აირების ემისიების შემცირებით სამრეწველო პროცესებიდან და ენერგიის
მოხმარებიდან

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს აქვს შემუშავებული, ეროვნულ დონეზე


განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (INDC), რომლის დამტკიცებით საქართველომ აიღო
ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის ქვეყნის სათბურის ეფექტის მქონე გაზების ემისიები,
1990 წლის დონესთან შედარებით, 35 %-ით შეამციროს. მნიშვნელოვან რეკომენდაციას
გვაძლევს ევროკავშირი. ევროკავშირი თავის მხარე ქვეყნებში სავალდებულოდ თვლის, რომ
2050 წლისთვის გახდნენ კარბონნეიტრალურები. ეს ნიშნავს, რომ სათბურის აირის
გაფრქვევები ნულამდე უნდა დაიყვანონ. რა თქმა უნდა, მთლიანად ნულზე დაყვანა
წარმოუდგენელია. აქ იგულისხმება, რომ რა რაოდენობის ემისია ანუ გაფრქვევა აქვს
ქვეყანას, იგივე რაოდენობის მშთანმთქმელი უნდა ჰქონდეს განვითარებული. ეს
ევროკავშირის ქვეყნების ვალდებულებაა, მაგრამ ევროკავშირი მოუწოდებს თავის პარტნიორ
აღმოსავლეთის ქვეყნებსაც, რომ მიბაძონ მათ და კარბონ-ნეიტრალურები გახდნენ 2050
წლისთვის. არაერთხელ ნახსენები INDC არის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც
განისაზღვრა კონკრეტული ვალდებულებები. ახლა მთავარია, როგორ უნდა მოხდეს ამ
ყველაფრის შესრულება. სწორედ ამისთვის მომზადდა საქართველოს კლიმატის ცვლილების
2030 წლის ეროვნული სტრატეგია და 2021-2023 სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სტრატეგია და
სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო
პოლიტიკას და კონკრეტულ ღონისძიებებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგიის
გენერაცია და გადაცემა, ენერგიის მოხმარება სატრანსპორტო სექტორში, ენერგიის მოხმარება
შენობებში, მრეწველობასა და სამრეწველო პროცესებში, ასევე სატყეო სექტორში, სოფლის
მეურნეობასა და ნარჩენების მართვაში. საქართველოს მიმართ არის მოლოდინი, რომ
შეძლებისდაგვარად აჩვენოს პროგრესი ემისიების შემცირების პოლიტიკასთან მიმართებაში.

საუკუნის მეორე ნახევრისთვის კი, ქვეყანა ისწრაფვის სათბურის აირების ემისიებსა და


შთანთქმას შორის ბალანსის გათანაბრებისკენ.

ამრიგად, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, რომელიც ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის


სრულუფლებიანი წევრი, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს კლიმატის ცვლილების
მიტიგაციისა და ადაპტაციის კუთხით და გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაციები
რომელსაც მას საერთაშორისო საზოგადოება უყენებს.

You might also like