Professional Documents
Culture Documents
სისხლის ზოგადი შუალედური
სისხლის ზოგადი შუალედური
იურიდიული ფაკულტეტი
(ბაკალავრიატი)
სისხლის სამართლის
ზოგადი ნაწილი
შუალედური გამოცდა
II ვარიანტი
ქრისტინა უგრეხელიძე
________________________________________________________________________________
კაზუსი #1
პეტრემ გადაწყვიტა მეგობრის ივანეს მოკვლა, რომელიც წლების განმავლობაში არ
უბრუნებდა კუთვნილ თანხას. იმავე მიზეზით, იგივე გადაწყვეტილება მიიღო პავლემ.
პეტრემ რესტორანში მოწამლა ივანე, ისე, რომ ამ ქმედებას მისი სიკვდილი უნდა
მოჰყოლოდა, თუმცა უცბად კი არ მოკვდა, არამედ გონება დაკარგა. სასიკვდილო
შედეგის დადგომამდე ივანეს თავს დაესხა პავლე და მოახერხა მისი მოკვლა, ვინაიდან
ივანე უგონო მდგომარეობაში იყო და წინააღმდეგობა ვერ გაუწია თავდამსხმელს.
როგორ შეფასდება პეტრესა და პავლეს მოქმედება? პასუხი დაასაბუთეთ!
ამოხსნა:
კაზუსი #2
პეტრემ გამორთო სიცოცხლის გამახანგრძლივებელი რეანიმატორი და ამით გამოიწვია
ივანეს სიკვდილი. პეტრემ იცის ივანეს ნება, რომ მას არ სურს ხელოვნურად
სიცოცხლის გახანგრძლივება და უნდა სიკვდილი, რადგან არა აქვს გამოჯანმრთელების
არავითარი შანსი. პეტრეს წარმოდგენით, მას არა აქვს პაციენტის ნების
საწინააღმდეგოდ მისი შემდგომი მკურნალობის არავითარი სამართლებრივი
ვალდებულება. არის თუ არა ასეთ დროს პეტრეს მოქმედება დასჯადი? პასუხი
დაასაბუთეთ! აკლია თეორია უმოქმედობა მოქმედებით
ამოხსნა:
კაზუსი #3
პეტრემ და ივანემ გადაწყვიტეს ბანკის დაყაჩაღება. ისინი თავს დაესხნენ დარაჯს,
შეუკრეს ხელ-ფეხი და თავზე წამოაცვეს ტომარა. მათ იცოდნენ, რომ ასეთ ვითარებაში
შესაძლებელი იყო დარაჯი გაგუდულიყო და მომკვდარიყო, მაგრამ იმედოვნებდნენ,
რომ ასეთი შედეგი არ დადგებოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ დარაჯი რამდენიმე ხანში
შეძლებდა თავი დაეღწია განსაცდელისაგან. ამასთან, მათთვის შედეგის დადგომა
ძალზე არასასურველი იყო. დარაჯი გარდაიცვალა ჰაერის უკმარისობის შედეგად.
როგორი იქნება პეტრესა და ივანეს ქმედების სამართლებრივი შეფასება? პასუხი
დაასაბუთეთ!
ამოხსნა:
კაზუსი #4 (სქემით)
ნიკას შურისძიების გრძნობა ამოძრავებდა თავისი მეზობლის მიმართ, რომელმაც იგი
მოატყუა, შეჰპირდა მიწის ნაკვეთის გადაფორმებას, რის სანაცვლოდაც უკვე გადაუხადა
100 000 აშშ დოლარი. ნიკამ ფული გადაუხადა პავლეს მეზობლის მკვლელობისათვის.
პავლე თავს დაესხა მეზობელს მოკვლის განზრახვით, ესროლა, მაგრამ ვერ მოუსპო
სიცოცხლე, რადგან მიზანს აცდენილი ტყვია სხვა მეზობელს მოხვდა და გარდაიცვალა.
სისხლისსამართლებრივად შეაფასეთ პავლეს ქმედება. პასუხი დაასაბუთეთ!
ამოხსნა:
1. ქმედების შემადგენლობა
1) ობიექტური შემადგენლობა
ა) სუბიექტი - პავლე
2) სუბიექტური შემადგენლობა
- სსკ 109 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს
მკვლელობის განზრახ ჩადენას ანგარებით. განზრახვა კი მოიცავს
ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების ცოდნასა და
ნებელობას. აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისთვის სავალდებულოა
განხორციელებული ქმედება კავშირში იყოს ანგარებით მოტივთან. არ აქვს
მნიშვნელობა, პავლემ შეპირებული მატერიალური სარგებელი მიიღო თუ
- არა. მთავარია, რომ იგი სუბიექტურად მოქმედებს ანგარების მოტივით.
მოცემულ შემთხვევაში, პავლეს სურდა ერთი მეზობლის მოკვლა, თუმცა
მიზანს აცდენილი ტყვია სხვა მეზობელს მოხვდა და მას სიცოცხლე
მოუსპო. შესაბამისად, მოხდა მიზნის აცდენა და გაუთვალისწინებელი
ობიექტის ხელყოფა, ამიტომ პავლეს ქმედების სამართლებრივი შეფასება
უნდა მოხდეს aberratio ictus-ის წესებით.
2. მართლწინააღმდეგობა
მოცემულ შემთხვევაში, პავლეს ქმედებაში არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი რომელიმე გარემოების არსებობა. შესაბამისად, მისი ქმედება
უნდა მივიჩნიოთ მართლსაწინააღმდეგოდ.
3. ბრალი
მოცემულ შემთხვევაში, პავლეს მიმართ არ იკვეთება ისეთი ნიშანი, რომელიც მას
ბრალუუნაროს გახდიდა. შესაბამისად იგი ბრალუნარიანია. განზრახვის მესამე
კომპონენტიც, მართლწინააღმდეგობის შეგნება, სახეზეა, ვინაიდან პავლეს
ქმედება გამოიხატება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ფაქტობრივი
გარემოებების ცოდნაში. ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებების
შემოწმების არავითარი საფუძველი კაზუსის მიხედვით არ არსებობს.
ამოხსნა: