Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტი
(ბაკალავრიატი)

სისხლის სამართლის
ზოგადი ნაწილი

შუალედური გამოცდა

II ვარიანტი

ქრისტინა უგრეხელიძე

________________________________________________________________________________

კაზუსი #1
პეტრემ გადაწყვიტა მეგობრის ივანეს მოკვლა, რომელიც წლების განმავლობაში არ
უბრუნებდა კუთვნილ თანხას. იმავე მიზეზით, იგივე გადაწყვეტილება მიიღო პავლემ.
პეტრემ რესტორანში მოწამლა ივანე, ისე, რომ ამ ქმედებას მისი სიკვდილი უნდა
მოჰყოლოდა, თუმცა უცბად კი არ მოკვდა, არამედ გონება დაკარგა. სასიკვდილო
შედეგის დადგომამდე ივანეს თავს დაესხა პავლე და მოახერხა მისი მოკვლა, ვინაიდან
ივანე უგონო მდგომარეობაში იყო და წინააღმდეგობა ვერ გაუწია თავდამსხმელს.
როგორ შეფასდება პეტრესა და პავლეს მოქმედება? პასუხი დაასაბუთეთ!

ამოხსნა:

მოცემულ კაზუსში წარმოდგენილია ორი სუბიექტი: პეტრე და პავლე. მათ განიზრახეს


ივანეს მოკვლა, რადგან იგი წლების განმავლობაში არ უბრუნებდა მათ კუთვნილ
თანხას.

პეტრეს თავისი ქმედებით (მოწამვლით) შეეძლო ივანეს სასიკვდილო შედეგი გამოეწვია


გარკვეული დროის შემდეგ, მანამდე კი ივანემ გონება დაკარგა. სანამ პეტრეს ქმედებით
გამოწვეული შედეგი დადგებოდა, პავლემ თავისი ქმედებით (თავდასხმით) „დააჩქარა“
ივანეს სიკვდილი. აქ საქმე გვაქვს „გამსწრებ“, „მრავალსაფეხურიან
მიზეზობრიობასთან“.

მართალია, უშუალო შედეგი (ივანეს სიკვდილი) პავლეს თავდასხმამ გამოიწვია, მაგრამ


თავდაპირველი მოქმედების გარეშე, რაც პეტრემ გააკეთა, ეს შედეგი არ დადგებოდა.
მიზეზობრიობის პირობათა (ეკვივალენტური) თეორიის თანახმად, ნებისმიერი პირობა
შედეგისთვის თანაბარმნიშვნელოვანია, თუ დადგინდა, რომ ამ პირობის გარეშე შედეგი
კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. ამას ითვალისწინებს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2
ნაწილი. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა
და შედეგს შორის. პეტრეს, რომ ივანე არ მოეწამლა, მას საშუალება ექნებოდა
მოეგერიებინა პავლეს თავდასხმა. პავლე რომ თავს არ დასხმოდა გონებადაკარგულ
ივანეს, ამ შემთხვევაშიც შედეგი კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა.
რისკის თეორიის თანახმად, კი პეტრესაც და პავლესაც შედეგი ობიექტურად
შეერაცხება, რადგან ორივემ შექმნა ან აამაღლა საფრთხე, რომელიც ქმედების
შემადგენლობის შესაბამის კონკრეტულ შედეგში იქნა რეალიზებული. ორივე მათგანი
პასუხს აგებს დამთავრებული დანაშაულისთვის. ორივე მათგანმა შექმნა
სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე (რისკი), რომელიც ივანეს სიკვდილში იქნა
რეალიზებული.

სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, პეტრეს და პავლეს მოქმედებები შეესაბამება განზრახ


დანაშაულს, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობდა სამივე კომპონენტი: ცოდნა,
ნებელობა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. კერძოდ, ორივე შემთხვევაში საქმე
გვაქვს არაპირდაპირ განზრახვასთან, რადგან კაზუსში მოცემული გვაქვს, რომ ორივე
მათგანი განზრახვით მოქმედებდა, აცნობიერებდნენ ქმედების მართლწინააღმდეგობას
და სურდათ ეს შედეგი. მთავარი კი სწორედ ნებელობაა, რადგან ის არის ევენტუალური
(არაპირდაპირი) განზრახვის აუცილებელი კომპონენტი. შესაბამისად სუბიექტური
შემადგენლობა სახეზეა.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი და ბრალის გამომრიცხველი და


შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობს. პეტრეს და პავლეს დაეკისრებათ
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განზრახი დანაშაულისთვის, რასაც
ითვალისწინებს სსკ-ის 108-ე მუხლი.

კაზუსი #2
პეტრემ გამორთო სიცოცხლის გამახანგრძლივებელი რეანიმატორი და ამით გამოიწვია
ივანეს სიკვდილი. პეტრემ იცის ივანეს ნება, რომ მას არ სურს ხელოვნურად
სიცოცხლის გახანგრძლივება და უნდა სიკვდილი, რადგან არა აქვს გამოჯანმრთელების
არავითარი შანსი. პეტრეს წარმოდგენით, მას არა აქვს პაციენტის ნების
საწინააღმდეგოდ მისი შემდგომი მკურნალობის არავითარი სამართლებრივი
ვალდებულება. არის თუ არა ასეთ დროს პეტრეს მოქმედება დასჯადი? პასუხი
დაასაბუთეთ! აკლია თეორია უმოქმედობა მოქმედებით

ამოხსნა:

მოცემულ კაზუსში წარმოდგენილია უმოქმედობა მოქმედებით. ექიმი პეტრე


მკურნალობას წყვეტს (უმოქმედობა) აპარატის გამორთვით (მოქმედება).

მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს


მიზეზობრივი კავშირი, ექიმ პეტრეს შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება. პირობათა
(ეკვივალენტური) თეორიის თანახმად მიზეზობრივი კავშირი არსებობს, რადგან
ნებისმიერი პირობა შედეგისთვის თანაბარმნიშვნელოვანია, თუ დადგინდა, რომ ამ
პირობის გარეშე შედეგი კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. ამას ითვალისწინებს
სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი. რომ არა ექიმის მიერ აპარატის გამორთვა, შედეგი
კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა.

აქ მნიშვნელოვანია ის ვითარება, რომ ასეთი მკურნალობის სამართლებრივი


ვალდებულება არ არსებობდა. სწორედ ამიტომ შეაჩერა პეტრემ მკურნალობა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ექიმმა პეტრემ იცოდა პაციენტი ივანეს ნება. ივანეს არ
სურდა ხელოვნურად სიცოცხლის გახანგრძლივება. ამიტომ სუბიექტური
შემადგენლობაში არ იკვეთება არც განზრახვა და არც გაუფრთხილებლობა.

სსკ-ის 32-ე მუხლის ტელეოლოგიური განმარტების თანახმად, ჩვენს შემთხვევაში,


არსებობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოება, კერძოდ,
დაზარალებულის თანხმობა. ვიცით ივანეს ნება, რომ მას არ სურდა ხელოვნურად
სიცოცხლის გახანგრძლივება. შესაბამისად, პეტრეს ქმედება იყო მართლზომიერი.

ამგვარად, პეტრეს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის


108-ე მუხლის მიხედვით - განზრახ მკვლელობა.

კაზუსი #3
პეტრემ და ივანემ გადაწყვიტეს ბანკის დაყაჩაღება. ისინი თავს დაესხნენ დარაჯს,
შეუკრეს ხელ-ფეხი და თავზე წამოაცვეს ტომარა. მათ იცოდნენ, რომ ასეთ ვითარებაში
შესაძლებელი იყო დარაჯი გაგუდულიყო და მომკვდარიყო, მაგრამ იმედოვნებდნენ,
რომ ასეთი შედეგი არ დადგებოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ დარაჯი რამდენიმე ხანში
შეძლებდა თავი დაეღწია განსაცდელისაგან. ამასთან, მათთვის შედეგის დადგომა
ძალზე არასასურველი იყო. დარაჯი გარდაიცვალა ჰაერის უკმარისობის შედეგად.
როგორი იქნება პეტრესა და ივანეს ქმედების სამართლებრივი შეფასება? პასუხი
დაასაბუთეთ!

ამოხსნა:

მოცემულ კაზუსში წარმოდგენილია როგორც ევენტუალური (არაპირდაპირი)


განზრახვის, ასევე თვითიმედოვნებისთვის საერთო მინიმალური მოთხოვნა.
არაპირდაპირ განზრახვას ასაბუთებს ის, რომ პეტრე და პავლე უშვებდნენ დარაჯის
სიკვდილს და გულგრილად ეკიდებოდნენ ამ შედეგის დადგომას. თვითიმედოვნების
დამასაბუთებელი არგუმენტი კი არის ის, რომ მათ არ სურდათ დარაჯის მოკვლა, მათი
რეალური მიზანი იყო ბანკის დაყაჩაღება.

სისხლის სამართალში ამასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე თეორია,


რომლებიც იყოფა 2 ძირითად ჯგუფად: შემეცნების თეორიები და ნებელობის
თეორიები. მათგან შეიძლება დავასკვნათ, რომ შემეცნების თეორიების მიხედვით
რთულია ერთმანეთისგან გამიჯნო ევენტუალური (არაპირდაპირი) განზრახვა და
თვითიმედოვნება, რადგან ეს თეორიები ყურადღებას არ ამახვილებენ ვოლუნტატურ
ელემენტზე (ნებელობის მომენტზე). ასე, მაგალითად, სატრანსპორტო დანაშაული (სსკ
276 მუხლი), შეიძლება, შეფასდეს როგორც არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი, რაც
სამართლებრივად არასწორია. ამიტომ კანონშესაბამისად ითვლება ნებელობის
თეორიები. სწორედ ამის გამოა, რომ სსკ მე-9 და მე-10 მუხლების შინაარსიდან
გამომდინარე, აუცილებელია ნებელობით მომენტზე დაყრდნობა, რომელსაც ავლენენ
ნებელობის თეორიები.

აქედან გამომდინარე, განზრახვა არის ქმედების მთლიანი შემადგენლობის ნებელობით


განხორციელება, ხოლო გაუფრთხილებლობა - ნების გარეშე განხორციელება.
შესაბამისად, პეტრეს და პავლეს მიერ დარაჯის სიცოცხლის მოსპობა მოხდა
გაუფრთხილებლობით, რაც ნიშნავს ქმედებას, რომელიც ჩადენილია
თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. მათ არ სურდათ ამ შედეგის დადგომა და
თვითიმედოვნების საფუძველზე ჩააყენეს დარაჯი სიცოცხლისთვის საშიშ
მდგომარეობაში, რასაც შედეგად მოჰყვა დარაჯის სიკვდილი.

შესაბამისად, პეტრეს და პავლეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა


დაეკისრებათ სსკ-ის 116-ე მუხლით - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

კაზუსი #4 (სქემით)
ნიკას შურისძიების გრძნობა ამოძრავებდა თავისი მეზობლის მიმართ, რომელმაც იგი
მოატყუა, შეჰპირდა მიწის ნაკვეთის გადაფორმებას, რის სანაცვლოდაც უკვე გადაუხადა
100 000 აშშ დოლარი. ნიკამ ფული გადაუხადა პავლეს მეზობლის მკვლელობისათვის.
პავლე თავს დაესხა მეზობელს მოკვლის განზრახვით, ესროლა, მაგრამ ვერ მოუსპო
სიცოცხლე, რადგან მიზანს აცდენილი ტყვია სხვა მეზობელს მოხვდა და გარდაიცვალა.
სისხლისსამართლებრივად შეაფასეთ პავლეს ქმედება. პასუხი დაასაბუთეთ!

ამოხსნა:

ჰიპოთეზა: შესაძლოა, პავლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ნიკას სხვა


მეზობლის სიცოცხლის მოსპობისთვის ანგარების მოტივით, დაეკისროს სსკ-ის 109
მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა.

1. ქმედების შემადგენლობა

1) ობიექტური შემადგენლობა

ა) სუბიექტი - პავლე

ბ) ობიექტი - ნიკას სხვა მეზობლის სიცოცხლე

გ) ქმედება - მოქმედება, რაც გათვალისწინებულია. ცეცხლსასროლი


იარაღიდან გასროლით. მოქმედება სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობით
არის ადამიანის ნებისგან მომდინარე და მისი ნების ბატონობის ქვეშ
მოქცეული ან მოქცევადი სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევა. ადამიანის
მიმართულებით გასროლა წარმოადგენს აქტიურ მოქმედებას, რომელიც
პავლეს ნების ბატონობის ქვეშ იყო. მაშასადამე ამ ქმედების შემადგენლობით
გათვალისწინებული მოქმედება სახეზეა.

დ) შედეგი - აუცილებელია სსკ 109 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის


ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის დადგომა -
განზრახი მკვლელობა ანგარებით. აღნიშნული მკვლელობის ქმედების
შემადგენლობის შესაბამისი შედეგი არის სხვა ადამიანის სიკვდილი. დადგა
ნიკას სხვა მეზობლის სიკვდილი. ამ ქმედების შემადგენლობით
გათვალისწინებული შედეგი სახეზეა.
ე) მიზეზობრივი კავშირი - დასადგენია, პავლეს მოქმედება იყო თუ არა
მიზეზობრივ კავშირში მეზობლის სიკვდილთან. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი უნდა დადგინდეს conditio-sine-
qua-non ფორმულით: მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა ქმედება
წარმოადგენდა ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის ან
კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს
შედეგი არ განხორციელდებოდა ან კონკრეტული საფრთხე არ შეიქმნებოდა.
რომ არა პავლეს მოქმედება, კერძოდ, იარაღიდან გასროლა, ასეთი შედეგი,
კერძოდ, ნიკას სხვა მეზობლის სიკვდილი, არ დადგებოდა. მაშასადამე,
პირობათა (ეკვივალენტური) თეორიის თანახმად, პავლეს მოქმედებასა და
ნიკას სხვა მეზობლის სიკვდილს შორის მიზეზობრივი კავშირი არსებობს.

ვ) ობიექტური შერაცხვა - დასადგენია, შეერაცხება თუ არა პავლეს დამდგარი


შედეგი (ნიკას სხვა მეზობლის სიკვდილი) ობიექტურად. ქმედებასთან
მიზეზობრივ კავშირში მყოფი შედეგი, რისკის თეორიის თანახმად, პირს
ობიექტურად შეერაცხება მაშინ, თუ მან ამ მოქმედებით შექმნა ან აამაღლა
სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე (რისკი), რომელიც ქმედების
შემადგენლობის შესაბამის კონკრეტულ შედეგში იქნა რეალიზებული. პავლეს
დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება, ვინაიდან მან შექმნა
სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე (რისკი), რომელიც ნიკას სხვა
მეზობლის სიკვდილში იქნა რეალიზებული.

2) სუბიექტური შემადგენლობა
- სსკ 109 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს
მკვლელობის განზრახ ჩადენას ანგარებით. განზრახვა კი მოიცავს
ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების ცოდნასა და
ნებელობას. აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისთვის სავალდებულოა
განხორციელებული ქმედება კავშირში იყოს ანგარებით მოტივთან. არ აქვს
მნიშვნელობა, პავლემ შეპირებული მატერიალური სარგებელი მიიღო თუ
- არა. მთავარია, რომ იგი სუბიექტურად მოქმედებს ანგარების მოტივით.
მოცემულ შემთხვევაში, პავლეს სურდა ერთი მეზობლის მოკვლა, თუმცა
მიზანს აცდენილი ტყვია სხვა მეზობელს მოხვდა და მას სიცოცხლე
მოუსპო. შესაბამისად, მოხდა მიზნის აცდენა და გაუთვალისწინებელი
ობიექტის ხელყოფა, ამიტომ პავლეს ქმედების სამართლებრივი შეფასება
უნდა მოხდეს aberratio ictus-ის წესებით.

- aberratio ictus-ის შემთხვევა არ მიიჩნევა პიროვნებაში ან ობიექტში


შეცდომის (error in persona vel obiecto) ერთ-ერთ სახედ. იგი არც
მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში შეცდომის სახეს წარმოადგენს.
aberratio ictus არის შეცდომის ის შემთხვევა, როცა პირი (პავლე)
გადაწყვეტს, ხელყოს მის მიერ ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული
სამართლებრივი სიკეთე (ნიკას მეზობლის სიცოცხლე), მაგრამ ქმედება
მიზანს აცდება და მოხდება გაუთვალისწინებელი ობიექტის
ხელყოფა(ნიკას სხვა მეზობლის სიცოცხლე), რომლის დაზიანება ან
განადგურება არ იყო განზრახული. პავლე ნიკას ერთი მეზობლის მიმართ
მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, ხოლო მეორის მიმართ, რომელიც
რეალურად მოკლა, - ევენტუალური (არაპირდაპირი) განზრახვით.
გაბატონებული აზრის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში სამართლებრივად
არასწორია ორმაგი კვალიფიცირება (განზრახი მკვლელობა ანგარების
მოტივით და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით).

- ჩვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ე.წ. სამართლებრივ


სიკეთეთა კონკრეტიზაციის თეორიის მიხედვით. პავლე ფიქრობდა, რომ
მეზობელთაგან მხოლოდ ერთ-ერთი უნდა მომკვდარიყო, ამიტომ, ამ
თეორიის მიხედვით, გვექნება მხოლოდ ერთი დამთავრებული განზრახი
მკვლელობის კვალიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეზობლის
სიცოცხლე თანაბარმნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთეა,
სამართლებრივად არასწორია შეცდომის ამ სახის ე.წ. სამართლებრივ
სიკეთეთა თანაბარღირებულების თეორიით გადაწყვეტა.

- შესაბამისად, პავლეს ნიკას სხვა მეზობლის სიკვდილი უნდა შეერაცხოს


სუბიექტურად, რადგან მისი ქმედება სიცოცხლის წინააღმდეგ იყო
მიმართული. კონკრეტულ მაგალითში არ არის სავალდებულო
სამართლებრივად დაცული სიკეთის ყველა დეტალის ცოდნა. საკმარისია,
გვარეობითი ნიშნების შეცნობა. „აცდენილი ისრის“ მიუხედავად, პავლეს
გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ერთ-ერთი მეზობელი მოკვდებოდა და
სურდა ეს შედეგი.

2. მართლწინააღმდეგობა
მოცემულ შემთხვევაში, პავლეს ქმედებაში არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი რომელიმე გარემოების არსებობა. შესაბამისად, მისი ქმედება
უნდა მივიჩნიოთ მართლსაწინააღმდეგოდ.

3. ბრალი
მოცემულ შემთხვევაში, პავლეს მიმართ არ იკვეთება ისეთი ნიშანი, რომელიც მას
ბრალუუნაროს გახდიდა. შესაბამისად იგი ბრალუნარიანია. განზრახვის მესამე
კომპონენტიც, მართლწინააღმდეგობის შეგნება, სახეზეა, ვინაიდან პავლეს
ქმედება გამოიხატება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ფაქტობრივი
გარემოებების ცოდნაში. ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებების
შემოწმების არავითარი საფუძველი კაზუსის მიხედვით არ არსებობს.

დასკვნა: შესაბამისად, პავლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ნიკას სხვა


მეზობლის სიცოცხლის მოსპობისთვის ანგარების მოტივით, დაეკისრება სსკ-ის 109
მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა.
კაზუსი #5
პეტრემ ნახა, რომ მისი აგარაკის შესასვლელი კარის მინა ჩამტვრეული იყო. მან ახლოს
მდგომი ახალგაზრდა დაინახა, რომელიც მის დანახვაზე გაიქცა. პეტრე გამოეკიდა ამ
ახალგაზრდას, შეიპყრო იგი და ძალით მიიყვანა პოლიციაში. გაირკვა, რომ
სინამდვილეში მას აგარაკის შესასვლელი კარის მინა არ ჩაუმტვრევია, არამედ იყო
ხელოსანი, რომელიც გამოიძახა მეუღლემ კარის შესაკეთებლად და პეტრეს დანახვაზე
იმიტომ გაიქცა, რომ შეეშინდა, რადგან იგი შეიარაღებული ყაჩაღი ეგონა. როგორი
იქნება პეტრეს ქმედების სისხლისსამართლებრივი შეფასება? პასუხი დაასაბუთეთ!
აკლია დასაბუთება რატომ არაა დამნაშავის შეპყრობა

ამოხსნა:

მოცემულ კაზუსში წარმოდგენილია დამნაშავის შეპყრობა. დამნაშავის შეპყრობა


დაკავებისგან განსხვავდება იმით, რომ ნებისმიერ ფიზიკურ პირს აქვს უფლება
შეპყრობილი დამნაშავე წარუდგინოს ხელისუფლების ორგანოს. ამ ქმედების
მართლზომიერებისთვის საჭიროა:

1) პირმა არ გადააცილოს ამისთვის აუცილებელ ზომებს. აუცილებელი ზომის


გადაცილება კი ნიშნავს ამ ზომის აშკარა შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ
ჩადენილ დანაშაულთან, მის სიმძიმესთან.

2) ასევე აუცილებელია დამნაშავის შეპყრობა მოხდეს დანაშაულის ჩადენის ცხელ


კვალზე. მათ შორის იგულისხმება დანაშაულის მომზადების და მცდელობის ეტაპიც,
მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა არსებობდეს საკმაო საფუძველი ეჭვისთვის, რომ პირმა
ჩაიდინა დანაშაული.

3) შეპყრობის მიზანი უნდა იყოს დანაშაულის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან


მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან აცილება.

4) უნდა არსებობდეს შემპყრობის სუბიექტური ელემენტი, კერძოდ, შეპყრობის


გარემოებების ცოდნა და ამ მიზნით თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის
სურვილი.

იმისთვის, რომ პეტრეს ქმედება (დამნაშავის შეპყრობა) იყოს მართლზომიერი, როგორც


მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება, საჭიროა, შეპყრობილ პირს
(ახალგაზრდას) რეალურად ჰქონდეს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ჩვენს
შემთხვევაში, პეტრეს ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, რადგან მან შეიპყრო
ახალგაზრდა, რომელსაც არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მას არ
ჩაუმტვრევია პეტრეს აგარაკის შესასვლელი კარის მინა. გარდა ამისა, პეტრეს არ ჰქონია
საკმაო საფუძველი ეჭვისთვის, რადგან ახალგაზრდა უბრალოდ იქვე იდგა. მით უმეტეს
დადგინდა, რომ სინამდვილეში, მინა ჩაამტვრია ხელოსანმა, რომელიც გამოიძახა
პეტრეს მეუღლემ კარის შესაკეთებლად.

სსკ 29-ე მუხლის თანახმად, პეტრემ მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, რადგან


შეპყრობისთვის აუცილებელ ზომებს გადააცილა. მაშასადამე, პეტრე მოქმედებდა, მისი
წარმოდგენით, დამნაშავის შეპყრობის მიზნით, მაგრამ, სინამდვილეში, იგი
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების ვითარების არსებობის თაობაზე
შეცდა, ამიტომ მის მიერ ახალგაზრდის დაკავება მართლსაწინააღმდეგოა. ასეთ
შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების
შესაძლებლობა განიხილება ბრალის ეტაპზე.

თუ დაშვებული შეცდომა არ იქნება მისატევებელი, მიყენებული ზიანის მიხედვით, იგი


დაისჯება გაუფრთხილებლობისთვის. თუმცა აუცილებელია, რომ წინდახედულობის
ნორმის დარღვევით გამოწვეული ასეთი გაუფრთხილებლობითი ზიანის მიყენება
წარმოადგენდეს სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას.

You might also like