პლატონი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ფილოსოფოსი პლატონი დაიბადა არისტოკრატთა ოჯახში, ათენში და მასზე დიდი

ზეგავლენა მოახდინა სოკრატემ,რომელიც პლატონის მასწავლებელი იყო. სოკრატეს


სიკვდილით დასჯა გახდა მიზეზი მისი უარყოფითი დამოკიდებულებისა
იმდროინდელ მმართველობასა და მმართველებზე, რაც ნათლად გამოიხატა
ნაწარმოებში ,,სახელმწიფო’’,რომელშიც ღიად არის წარმოჩენილი იდეალური
მმართველი.
მოცემულ მონაკვეთში პლატონი აღწერს ბნელ მიწისქვეშა მღვიმეში
გამომწყვდეულ ადამიანებსა და მათ მდგომარეობას,დილეგს,რომელსაც
გასდევს ჭრილი,საიდანაც სინათლე შემოდის,მაგრამ ადამიანებს,რომლებსაც
ახალგაზრდობიდანვე ხელებზე,ფეხებსა და კისერზე ბორკილები ადევთ,მხოლოდ
ჩრდილებს ხედავენ და სინათლისგან ზურგშექცევით სხედან,რომელსაც ზევით
მოგიზგიზე ცეცხლი აჩენს,ასევე არსებობს გზაც,რომელიც ცეცხლსა და ამ ადამიანებს
შორისაა, გზასა და ადამიანებს კი ერთმანეთისგან მცირე კედელი ჰყოფს,კედლის
გასწვრივ ნივთებით ხელში როგორ მოძრაობენ ჩვეულებრივი ადამიანები,მასზე
არეკლილი ნივთების ჩრდილი კი დილეგში გამომწყვდეულებს ნამდვილი საგნები
ჰგონიათ. პლატონისთვის მღვიმე ის რეალური სამყაროა,სადაც ადამიანების გონება
დაბინდული და სიბნელეზე მიჯაჭვულია,რეალურადაც, როგორც ალეგორიაში,
ადამიანები ვერ ახერხებენ სინათლისკენ ანუ ჭეშმარიტებისკენ მიტრიალებას და
მხოლოდ ზურგშექცევით სხედან, სიბნელესა და ხელ-ბორკილს მიჩვეული
ადამიანთა კატეგორია,იმას მიიჩნევს ჭეშმარიტებად,რასაც ხედავს,მაგრამ თუ ვინმე
შეძლებს და თავს გაინთავისუფლებს, და ეზიარება სინათლეს,მიუხედავად
იმისა,რომ აღქმა გაუჭირდება,რადგან სიბნელიდან სინათლეში გასვლა აუცილებლად
მოსჭრის თვალს მოუნდება დაუბრუნდეს ძველ სამყოფელს,რადგან სიბნელე
მეტად ნამდვილია მისთვის და თუ მაინც იგი დაინახავს სინათლეს ერთბაშად
ყველაფერს ვერ მოეჭიდება,იგი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ეზიაროს ჭეშმარიტებებს
როდესაც ადამიანი სინათლეს ეზიარება და თვალი აეხილება უნდა დაბრუნდეს
უკან,რადგან სხვებიც გაანთავისუფლოს ამ ჯაჭვებისგან ცეცხლისა და მზის
მეტაფორა,რომლებიც გამოხატავენ სიკეთის იდეას,რადგან მზე ფუნდამენტური
დასაბამია ყველაფრის ცეცხლი,იგი სიკეთეა რადგან გამოქვაბულში მყოფნი ვერ
დაინახავდნენ მის გარეშე ვერანაირ ჩრდილს და ვერც სახელებს დაარქმევდნენ,
ფილოსოფოსი,რომელიც შეძლებს სიკეთის იდეის დანახვას მხოლოდ ის დააღწევს
თავს დილეგს, რომელიც გაუნათლებლობას ასახავს და იგი აუცილებლად
მიტრიალდება უკან, რადგან აუხსნას თანამოძმეებს რაარის ნამდვილი ჭეშმარიტება.
პლატონის აზრით ფილოსოფოსები არიან ის ადამიანები,რომლებიც
სიკეთის იდეას წვდებიან რომლებიც ეზიარებიან ნამდვილ ჭეშმარიტებას, ტექსტში
სოკრატე მათ ხომალდის მესაჭეს ადარებს,ხომალდის პარალელი კი
საზოგადოებასთან შეიძლება გავავლოთ, მასზემყოფი მეზღვაურები მზად არიან
ყველაფერზე წავიდნენ საჭის ხელში ჩასაგდებად და თუ ეს შეძლეს,მათ ღრეობით
მიჰყავთ ხომალდი, მაშინ, როდესაც ძალაუფლება უცოდინართა ხელშია ნამდვილ
მესაჭეს მაღალფარდოვან ყბედად და უბადრუკად მიიჩნევენ.

საბოლოოდ,ხომალდი ის სახელმწიფოა, რომელსაც გაუნათლებელი, ზღვაოსანი


მართავს და ხალხიც შეგუებულია ამას,რადგან მათ თავი ნამდვილ ფილოსოფოსებად
მოაქვთ და ჭეშმარიტების ძაგებით ცდილობენ მოიხვეჭონ სახელი და დიდება.
მესაჭე კი ის ფილოსოფოსია,ვინც ნამდვილად იცის რა არის ქვეყნის ფასი, ბევრად
აღემატება სხვა ზღვაოსნებს, მაგრამ არ ძალუძს საჭის ხელში
ჩაგდება მანამ,სანამ ხალხი არ მოეგება გონს

You might also like