Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ვალდებულების ცალკეული სახეები

ყიდვა - გაყიდვის ინსტიტუტი

ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მეორე მხარეს


გარკვეული ღირებულების ქონება ან ფასეული ნივთი, გარკვეულ დროში, გარკვეულ
ადგილას, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული
ფასი.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება იყო: ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსესუალური.

ხელშეკრულება იდებოდა თავისუფალი ნების საფუძველზე. შეთანხმება დაუშვებელი იყო


დადებულიყო ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით, იძლებით თ ზეწოლით.

თუ მხარეები სხვადსხვა სოციალური ჯგუფიდან იყვნენ თავისუფალი ნება დაცული არ იყო


(მაგ.: თუ ერთ მხარეს ბატონია და მეორე მხარეს ყმა, აუცილებელია ბატონის ნების
გათვალისწინება, იდებოდა ხელშეკრულება არათავისუფალი ნების საფუძველზე, თუმცა
ფორმდებოდა, როგორც თავისუფალი ნების საფუძველზე დადებული გარიგება).

ნასყიდობის ხელშეკრულებაში გვევლინებიან ფიზიკური და იურიდიული პირები,


რომლებსაც გააჩნიათ უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. რელიგია, ეროვნება
წარმომავლობა არ უშლიდა ხელს გარიგების დადებას.

ყიდვა-გაყიდვის სუბიექტები:

1. საეკლესიო პირები;
2. თავისუფალი პირები;
3. ფეოდალები, აზნაურები, თავადები, მეფე, დედოფალი, მეფისშვილები;
4. მორჩილი პირები: მოქალაქეები, დაყმევებული მოსახლეობა, მსახურები.

მეუღლეთა ქონებრიმი დამოუკიდებლობა, ანუ მეუღლეებს უფლება ჰქონდათ გაეყოდათ


მათი ქონება. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო: საყოფაცხოვრებო საგნები, ნივთები, სურსათი.

ვაჭრობის დროს გამოიყენებოდა ზეპირი ხელშეკრულება, ანუ მოლაპარაკების მეთოდი.


წერილობით ფორმა კი, როდესაც იყიდებოდა მიწა, ყმა, ღირებული ნივთი.

დიდი ყურადღება ეთობოდა ყიდვა-გაყიდვის წესის დაცვას, ფასის განსაზღვრას, ხარისხის


უზრუნველყოფას. მაგ.: ბექა-აღბუღას სამართლის 64-ე მუხლით, გარიგების დროს არ უნდა
დამალულიყო ცხენის ნაკლი და უნდა ყოფილიყო ვარგისიანი, სხვა შემთხვევაში ის
აბრუნებდა ნივთს და იღებდა როგორც თანხას, ასევე ზარალს.

ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო მტკიცე და მოუშლელი, უნდა დაცული


ყოვილიყო ვადები, ხანდაზმულობა, ფასი და ა.შ.

ხელშეკრულებაში დეტალურად იწერებოდა მხარეთა უფლება-მოვალეობები,


ითვალისწინებდა მხარეთა ნება-სურვილს.
ვალდებულების ცალკეული სახეები

ნაჩუქრობის ხელშეკრულება

„მიცემა“, „ნიჭი“, „მისაცემელი“, „ქრთამი“, „ძღვენი“ - ჩუქების უძველესი ტერმინებია

ნაჩუქრობა - უსასყიდლო ხელშეკრულება, რომლის დროსაც ერთი პირი ჩუქებით


გადასცემდა უძრავ თუ მოძრავ ქონებას ან ნივთს მეორე პირს. საჩუქრის გამოთხოვება არ
შეიძლებოდა.

ჩუქება - ნებაყოფლობითა, თუმცა ზოგჯერ იყო სავალდებულოც (მაგ.: მებატონისთვის


ძღენის მირთმევა, საქორწინო საჩუქარი). ის იყო უსასყიდლო გარიგება, თუმცა შეინიშნება
ნაჩუქრობაც (მაგ.: 254-ე მუხლით, თუ მოლაშქრე დატვევებულ მტერს მეფეს მიართმევდა,
მეფე ვალდებული იყო მისთვის ჯილდო მიეცა).

ჩუქების მოტივი - მეგობრობა, ნათესაობა, მშვიდობის დამყარება. ასევე, საჩუქრის გაცემით


მჩუქებელი ადვილად აგვარებდა საქმეს მისთვის სასიკეთოდ. ასევე თუ პირი დაკარგულ
ნივთს იპოვიდა და დააბრუნებდა ის დასაჩუქრდებოდა.

იკრძალებოდა ცოლ-ქმარს შორის საჩუქარი, რადგან ეს ბოროტად არ გამოეყენებინათ და „არ


გაყიდულიყვნენ საჩუქარზე“. ნაჩუქრების ხელშეკრულება იდებოდა, როგორც ზეპირად, ისე
წერილობით.

ქირავნობის ხელშეკრულება

ქირის აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინი „სასყიდელი“, „მიზდი“ და „ქირა“, აღნიშნავდა


სხვისი ნივთის დროებით სარგებლის საზღაურს. უნდა აღინიშნოს სასყიდლიანობა, მოხდეს
დროებით გადაცემა და კონკრეტიკა.

ქირავნობის ვადა არ იყო განსაზღვრული კანონით, ამას მხარეები თავად წყვეტდნენ. ქირის
გადახდა შეიძლება ერთდროულად ან ნაწილ-ნაწილ. გამქირავებელი იყო ფიზიკური ან
იურიდიული პირი.

დამქირავებლის ვალდებულება იყო ქირის გადახდა, ნივთის პატრონობა, მის მიერ


გაკეთებული ზიანის ანაზღაურება. ქირავნობის ფორმა დამოკიდებულია მხარეებზე.

ქონების ქირავნობა ზეპირად ხდებოდა მოწმეებთან ერთად, ასევე იდებოდა


ხელშეკრულებაც. საბუთში იერებოდა შმდეგენის ვინაბა, მოწმეთა სახელები, თარიღი,
ვალდებულებანი, დაცვისა და გადახდის პირობები.

ხელშეკრულება წყდება, თუ: ვადა გაუვიდა, რომელიმე პირი დაიღუპა, პირობები არ


შესრულდა ან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ვალდებულების ცალკეული სახეები

ქონების უსასყიდლოდ სარგებლობა

„მუქთად“, „ფასმიუცემლად“ - გამოხატავს თხოვებას. მაგ.: სასტრუმროში უფასო ცხოვრება,


სოფლის, მიწის გამოყენება პირადი კეთილდღეობისათვის და ა.შ. ემსახურებოდა მხოლოდ
ერთი მხარის ინტერესს. ნათხოვრობის ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ნივთის გადაცემის
მომენტიდან. საეკლესიო ნივთების თხოვება აკრძალული იყო.

იდებოდა, როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით, მოწმეთა თანდასწრებით. იყო


მოკლევადიანი.

საქართველოში იყო უსასყიდლოდ ქონებით სარგებლობის ნაირსახეობა: ღამის გასათევი


უფასო ადგილი, უფასო მომსახურეობა, უფასო სურსათი და ა.შ. დასავლეთ საქართველოში
უფასო უძრავ ქონებას, ბინას, ჯარგვლი ერქვა.

სამისდღემშიო ხელშეკრულება

იდებოდა, როდესაც პირი უვლიდა მეორე პირს, ხოლო მეორე პირი სამუდამოდ გადასცემდა
მას ქონებას მადლობის ნიშნად. ძირითადი პირობა: სარჩენის მატერიალური
უზრუნველყოფა, სარჩენში იგულისხმებოდა: მარტოხელა, უძლური, ინვალიდი ადამიანი.

You might also like