ვერცხლის გასაღები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 11

I

მ1- ძველად მშვენიერი ალმასის კედლებით სახელგანთქმულ


ქალაქ კამპენგპეტში ერთი ღარიბი ჭაბუკი ცხოვრობდა.
მ2- სახელად ჯადა ერქვა, რაც „ბედნიერებას“ ნიშნავს.
მ3- ჯადა მეთევზის შვილი იყო. ეს ალალ-მართალი ბიჭი
ყველას გულით უყვარდა.
მ1- ერთხელ ჯადა თევზაობდა.
მ2- უცებ ბადეს პატარა ვერცხლის გასაღები ამოჰყვა.
მ3- ბიჭმა კარგად დაათვალიერა თავისი ნაპოვნი და
გაოცდა,ზედ გასაოცარი სახის ნაყშები იყო ამოყვანილი
მმმ: ოქროს ასოებით კი ეწერა:
ჯადა- პატიოსან კაცს ეს გასაღები დიდების კარს
გაუღებს.
მ1-მეთევზეს გული სიხარულით აევსო და გადაწყვიტა, ეს
ამბავი არავისთვის გაემხილა.
მ2- თვითონ კი დროს მოიხელთებდა თუ არა, ამოიღებდა
გასაღებს, ათვალიერებდა და მისი ცქერით ტკბებოდა.
მ3- ერთხელ ჯადას ბანაობა მოესურვა, ტანთ გაიხადა და
ტანსაცმელი ნაპირზე დატოვა. მის მეზობელს რაღაცისთვის
დანა დასჭირდა, ბევრი არ უფიქრია, მივიდა, ჯადას
ტანსაცმელი მოჩხრიკა და ვერცხლის გასაღები კი იპოვა!
ბიჭმა კარგად შეათვალიერა გასაღები და ისევ თავის ადგილას
ჩადო.
მ1- სწორედ ამ დროს პრინცესა აჩამანს, რაც „სიფაქიზეს“
ნიშნავს, თავისი ზანდუკის გასაღები დაეკარგა.
მ2- ამ ზანდუკში ინახებოდა ყველაზე ძვირფასი პატიოსანი
თვლები რაც კი ქვეყნაად არსებობს.
მ3- გასაღები კეთილი სულის ნაჩუქარი გახლდათ და ისეთი
საოცარი ნახელავი იყო, ადამიანის შვილი მის მსგავსს
ვერაფერს შექმნიდა.
მმმ- მთელ კამპენგპეტში გამოაცხადეს
II
კარისკაცები- ქურდის დამჭერს დიდად დავასაჩუქრებთ.
მ3- ჯადას მეზობელმა ყური რომ მოჰკრა, პრინცესას
ვერცხლის გასაღები დაჰკარგვია და ქურდის მპოვნელს დიდი
საჩუქარი ელისო,
მ2- მთავარ მოსამართლესთან მიირბინა და უთხრა:
(მოსამართლესთან მოდის მეზობელი)
მეზობელი- გასაღები ჯადას ვუნახე...
მოსამართლე- დარწმუნებული ხარ?
მეზობელი- სანაპიროზე ვიყავით, თვითონ წყალში იყო
შესული, მე დანა დამჭირდა და ჯადას ტანსაცმელში ვეძებდი,
მოსამართლე- მერე?
მეზობელი- მერე შემთხვევით სწორედ მაგ ვერცხლის
გასაღებს გადავაწყდი მის ჯიბეში
(მოსამართლებ სამუელს დაუძახა)

მოსამართლე- ჯადა ახლავე შეიპყრეთ და პრინცესას


მიჰგვარეთ.
(პრინცესა ლამაზი, ბრძენი და კეთილი ქალი იყო. აჩამანი
განაცვიფრა ჭაბუკის სილამაზემ, შეეცოდა ყმაწვილი)
პრ.აჩამანი- - ნუთუ მართლა შენ მომპარე გასაღები? ოჰ, რა
მოხარული ვიქნები, შენი მეზობელი რომ მტყუანი გამოდგეს.
დამიბრუნე გასაღები და შენს გზას ეწიეო.
ჯადა - მე მხოლოდ სიმართლეს მოგახსენებთ
სამუელი - ხმა ამოიღე!
(ჭაბუკს შერცხვა, გაწითლდა და პრინცესას უამბო, გასაღები ასე და ასე
ვიპოვეო.)
ჯადა- მე მხოლოდ სიმართლეს მოგახსენებთ, წინა კვირას
თევზაობის დროს ამოჰყვა ბადეს გასაღები, არ მომიპარავს
ვფიცავ.
მთ. მოსამართლე- ტყუიხარ! - აბა იმ დღეს როგორ იპოვიდი
გასაღებს, როცა ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული. ამ
მონაჩმახით საქმე სულ გაიფუჭე.
სამუელი - (აჩრებეს პრინცესას პრინცესას უნდოდა
გამოსარჩლებოდა საცოდავ ჭაბუკს)

სამუელი- ხომ იცი, რომ ქვეყანაში მეტად სასტიკი კანონებია


(მოსამართლემაც გამოიტანა განაჩენი)
მთ.მოსამართლე - ქურდს მარჯვენა მოჭერით!
ჯადა- უფალო, შენ ხომ იცი, რომ არა დამიშავებია რა,
მიხსენი ამ გასაჭირიდან!
(ამასობაში პრინცესამ განაჩენს ხელი მოაწერა, ბეჭედი დასჭირდა და
ზანდუკი გააღო)
პრ.აჩამანი- - ამას რას ვხედავ?! ჩემი გასაღები აქ არ ყოფილა?!
ჭაბუკო, აბა შენი გასაღები მაჩვენე!
(გასაღებები ორი წვეთი წყალივით გავდა ერთმანეთს)
პრ.აჩამანი- ჯადა შენ თურმე ღმერთების რჩეული
ყოფილხარ! შენი სიმართლის მჯერა და, რაკი წეღან ბრალი
ტყუილად დაგდე, მსურს, სამაგიეროდ ახლა დაგასაჩუქრო.
(მიუბრუნდა კარისკაცებს) ამ ჭაბუკს ჩემი პატიოსანი თვლებით
სავსე ზანდუკის მცველად ვნიშნავ.
(კარისკაცები ცდილობდნენ ეამებინათ ჯადასთვის. ერთნი
აბანინებდნენ, მეორენი ძვირფას ტანსაცმელს აცმევდნენ მესამენი მის
სურვილებს უსრულებდნენ.)

III
მ1-ჭაბუკს უხაროდა პრინცესას ძვირფასეულობის მცველი
რომ იყო, მაგრამ თავის ქოხზე და მეზობელ მეთევზეებზე
ფიქრი თავიდან ვერ ამოიგდო.
ჯადა- ამ პატარა ვერცხლის გასაღებმა გამაბედნიერა
და თვალისჩინივით მოვუფრთხილდები.
მ2- ასე გაიარა რამდენიმე წელმა. მოულოდნელად
პრინცესა ავად გახდა.
მ3-უცნაური სენი შეეყარა. დღითიდღე ჭკნებოდა და
დნებოდა.
(მცველები ეხმარებიან პრინცესას სიარულში)
ექიმი ცინი- ასეთი არაფერი მინახავს, რა არ ვაცდე და
პრინცესას მდგომარეობა დღითიდღე უარესდება
ექიმი ციტი- მეც ჩემო ცინ, მცენარეული ნაყენი დავალევინე,
რომელიც უებარი სამკურნალო საშუალებაა თუმცა...
ექიმი ცინი- მეც ჩემი წინაპრებისგან ნასწავლი ყველა ხერხი
ვცადე
ციტი- ასეთი უშველებელი რა არის ნეტავ?!
(შემოდიან მცველები)
ექიმი ცინი- ეს ავადმყოფობა, ალბათ, ძლევამოსილმა
ჯადოქარმა თუ დაატეხა თავს რადგან მისი ცოლად შერთვა
სურდა და ქალი კი არ გაჰყვა.
ექიმი ციტი- თან დღითიდღე უფრო ერევა ავადმყოფობა. ჩვენ
ვერაფერს გავაწყობთ.
(სწორედ ამ დროს გამოჩნდა ვიღაც მწირი)

მცველები- ყმაწვილ ქალს რითი ვუშველოთ?


მწირი- პრინცესას ვინმე მამაცი ვაჟკაცის თავგანწირვა თუ
იხსნის. იგი ოქროს მთაზე უნდა ავიდეს, ჯადოქრის
სამყოფელს მიაგნოს და შავი სითხით სავსე მინის ჭურჭელი
წაართვას. ჯადოქარი ყოველდღე ცოტ-ცოტაობით ღვრის ამ
სითხეს. როგორც კი ჭურჭელი დაცარიელდება, პრინცესაც
მოკვდება. მაგრამ ვინც ოქროს მთაზე ასვლას გაბედავს,
საშინელი განსაცდელი ელის. მთის მწვერვალი შხამიან
ორთქლშია გახვეული, საზარელი ფრინველები და საშინელი,
შხამიანი მხეცები იცავენ.
სამუელი - ვინც ამას გაბედავს, დიდ საჩუქარს
ვპირდებით..
(შოუ და ჯონის განცხადება)
შოუ- შხამიან ორთქლის ვისაც არ ეშინია უხვად დაასაჩუქრებს
პრინცესა აჩამანი.
ჯონ- საზარელი ფრინველების და შხამიანი მხეცების ვისაც არ
ეშინია სიმამაცე დაუფასდება.
შოუ- ოქროს მთაზე ასვლის მსურველი არავინ გამოჩენილა?
ჯონ - არა ჯერ არავინ, მაგრამ იმედია გამოჩნდება.
(დასნეულებული ძლივს დადის პრინცესა)
პრ. აჩამანი- წადით ჯადა მოიყვანეთ. (მოვიდა ჯადა) მე მალე
მოვკვდები. უნდა მოვასწრო და ჩემი ქვეყანა სხვა მემკვიდრეს
ჩავაბარო. მაგრამ ყველაზე მეტად ერთი კაცი მიმაჩნია ამის
ღირსად. ეს ის ადამიანია, ვინც მე ერთხელ შეურაცხვყავ და
ახლა კი დიდად ვაფასებ. ჯადა, აჰა, აიღე ხელში ეს კვერთხი,
შენი ტანჯვის ჯილდოდ მომიცია.
ჯადა- ჩემო ძვირფასო ქალბატონო, შენმა სიტყვებმა გული
მატკინა. ჯადა ვერასოდეს დაგივიწყებს და, თუ მართლა
სიკვდილი გიწერია, კვლავ ზღვის სანაპიროს დავუბრუნდები
(ქედი მოიხარა და კარისკაც სამუელს ცალკე მოელაპარაკა)
მ1- ჯადას სულითა და გულით სურდა, როგორმე გადაერჩინა
პრინცესა.
მ2- მოაგონდა, რა განსაცდელიც ელოდა ოქროს მთაზე,
უეცრად სიმამაცით აღივსო და დაიფიცა:
ჯადა- რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჯადოქრის სამყოფელიდან
იმ ჯადოსნური წყლით სავსე ჭურჭელს მოვიპარავო. ( ხმალი,
ცოტაოდენი საჭმელი და ვერცხლის გასაღები წაიღო თან)
მ3- გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო. იარა, იარა და ერთ
უღრან ტყეს მიადგა. ერთ ხეზე ცისფერი ბაფთით შეკრული
მშვილდი და ისრებით სავსე კაპარჭი ეკიდა. კაპარჭზე ეწერა :
„ გაბედულად გასწიე წინ, მამაცი მუდამ იმარჯვებს!“
(ბევრი ცდის მიუხედავად კაპარჭი ვერა და ვერ გააღო. უცებ პატარა
ვერცხლის გასაღები მოაგონდა. როგორც კი გასაღები კლიტეს მოარგო
საისრე მაშინვე გაიღო. )

IV
მ1- ჯადა თამამად შევიდა ტყეში.
მ2-დიდხანს მიეხეტებოდა და ბოლოს ერთ მშვენიერ
მდელოზე გავიდა.
მ3- უამრავი ლამაზი ფრინველი ერთმანეთს სჯაბნიდა ფერთა
სიჭრელით, გასაოცარი ხეხილი კი თითქოს თავისით
იწვევდნენ მგზავრს, გემო გაგვისინჯეო.
მმმ- უცებ მუსიკის საამური ხმა გაისმა.
(გაოცებული ჯადა შედგა და ყური მიუგდო. ვიღაც ქალი
საწყალობლად მღეროდა)

ხმა- შესდექ მგზავრო, ნუ მიგიტყუებს ეს სილამაზე, ფუჭად


ნუ გაგიტაცებს ტკბილი ოცნება, კეთილი სული იყოს შენი
მხსნელი. (ჯადამ გვერდი აუქცია მინდორს და თავის გზას დაადგა)
მმმ- შეღამდა. ჯადამ ფეხს აუჩქარა, შეშინდა
ჯადა- ამ შუაგულ ტყეში მხეცებთან არ ჩავრჩე ( ფეხს აუჩქარა)
მ1- ბოლოს ისე დაიღალა ნაბიჯს ვეღარ ადგამდა. რა უნდა
ექნა! ქანცგამოლეულმა თავი ზეცას მიანდო და ერთი ხის
ძირას მიწვა დასაძინებლად.
მ2- დილით რომ გაიღვიძა და ირგვლივ მიმოიხედა, თურმე
უზარმაზარი გველის გვერდით სძინებოდა.
მ3- სწრაფად მიატოვა იქაურობა და, სანამ მზე თავის თბილსა
და მხიარულ სხივებს დედამიწას მიაშუქებდა, უკვე კარგა
მანძილი გაიარა.
V
მმმ - გზად უცნობი ჭაბუკი შემოეყარა.
ჯადა- ოქროს მთამდე რომელი გზა მიმიყვანს?
ჭაბუკი- ჭკუიდან ხომ არ შეიშალე!
ჯადა- არა.
ჭაბუკი- როგორ ბედავ მაგის კითხვას?
ჯადა-კითხვას რა გაბედვა უნდა?!
ჭაბუკი- ვინც იმ მთას მიუახლოვდება, მაშინვე მოკვდება!
ჯადა- ვიცი, მაგრამ მშვენიერი პრინცესას გულისთვის იმ
მთაზე მაინც ავალო.
ჭაბუკი- შენ თუ წერას ყავხარ ატანილი, შენი ნებაა, ოღონდ
იცოდე თუ არ განიბანე ჯადოსნური მალამოთი ვერ მიაღწევ
მიზანს.
ჯადა- გასაგებია.
ჭაბუკი- გზას დაგილოცავ!
(ჯადა გრძნობს შხამის სუნს, დაინახავს ქალს წყაროსთან რომელიც
წყალს იღებს)
ჯადა- თუ შეიძლება მითხარი, მოშხამული წყალი რომ
მიგაქვს არ გეშინია?
ელი- ცდები, ეს წყალი სულაც არ არის მოწამლული. ჩაუ-პი
უჩინარი მიწის მცველი, გლეხების ღვთაება იცავს ამ წყაროს,
წყალი კი მიწაში რომ გაივლის შხამისაგან იწმინდება.
ილე-შენ როგორ გაბედე ამ საშიშ ადგილას მოსვლა?
(ჯადამ დაიწყო თავისი ამბის თხრობა, მაგრამ ქალმა ბოლომდე არ
უგდეს ყური)
ელი- ტყუილად მოგიკიდია ამ საქმისთვის ხელი, შენ არც იცი,
რა საშინელი ბედი გელის.
ილე- ვერც კი მოასწრებ, ფეხი შედგა ამ მთის ფერდობზე, რომ
მთელი სხეული დაგისივდება და ჰაერთან ერთად
შესუნთქული შხამი საშინლად დაგტანჯავს.
ჯადა- მე უკვე დავიფიცე, ჯადოსნურ ჭურჭელს წავიღებ
მეთქი და მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე უიმისოდ უკან
დავბრუნდე.
ელი- მაშინ დედაჩემთან წამომყე, ჩვენ აქ იმისთვის
ვცხოვრობთ, რომ მამაცი ხალხი გავაფრთხილოთ, რა ელით,
თუ იმ მთაზე ფეხს შედგამენ.
ილე- ვინ იცის, რამდენი კაცი გადაგვირჩენია. (ჯადა მას გაჰყვა)
(ქოხის წინ დედა იჯდა და ართავდა)

დედა- საით გაგიწევია, ჭაბუკო? ახლავე მოშორდი აქაურობას,


თორემ ჯადოქრის სასახლესთან ფეხსაც ვერ მისდგამ:
კაციშვილი ვერ გააღწევს იქამდე, თუ ჯადოსნურ მალამოს არ
წაიცხებს, ეს მალამო კი პატარა ვერცხლის ზარდახშაში დევს,
ჩემს სახლში რომ მაქვს დამალული. ბევრმა სცადა ამ
ზარდახშის გაღება, მაგრამ ამაოდ დაშვრა. სანამ მის გასაღებს
არ იპოვის ვინმე, ჯადოქარი უძლეველია.
ჯადა- მეც მაჩვენეთ ის ზარდახშა.
დები- ჯერ კარგად უნდა განიბანო. (მერე გამოიტანეს, ჯადამ
თავისი გასაღები მოარგო და ზარდახშა მაშინვე გაიღო, ქალებს
გაუხარდათ)
(დიდებული სურნელით გაიჟღინთა ირგვლივ ყველაფერი: ზარდახშა
ჯადოსნური ნექტარით იყო სავსე. ჯადამ ნექტარი სახეზეც წაისვა და
ხელებზეც.)
ილე- აბა ახლა კი შეგიძლია ყოჩაღად გასწიო ჯადოქრისაკენ,
ელი- ჩაუ-პი იზრუნებს შენზე.
VI
მ1- ჯადა დაადგა ადამიანთა ძვლებით მოფენილ გზას.
მ2-ამ ადამიანებს მთაზე ასვლა სურდათ, მაგრამ შხამნარევმა
ჰაერმა დღე მოუსწრაფათ
მ3-ჯადას კი ეს შხამი ვერაფერს ვნებდა და საღსალამათი
მიადგა დიდ გუბურას.
მმმ- გუბურაში წყალი ამღვრეული და ჩამწვანებული იდგა.
მ1-შიგ ვეება გველები ფუთფუთებდნენ.
მ2-ირგვლივაც, გამხმარ ბალახში შხამიანი ქვეწარმავლები
დასრიალებდნენ .
მ3- ჯადას არასოდეს ენახა ასეთი საზიზღარი ქმნილებები.
ერთი კი იყო, ყმაწვილ კაცს არც ერთი არას ვნებდა.
VII
მმმ- მალე ჯადა შავი მარმარილოს პირქუშ კოშკს მიადგა.
(ჯადამ დიდი, ბნელი ოთახი გაიარა და ცეცხლის პირას მჯდარი
დედაბერი დაინახა. დედაბერი ბუტბუტით რაღაცას ულოცავდა და
თან თიხის ქოთანში წამალს ხარშავდა. უცნობი კაცის დანახვაზე
საშინლად იწივლა ქალმა, მაგრამ ჯადამ ყურიც არ ათხოვა და თავისი
გზა განაგრძო. )
(ლამპრით განათებულ კიბეზე ავიდა და ბნელ ოთახში ამოჰყო თავი.)

მმმ- სწორედ იქ დაინახა ჯადოქარი.


ჯადოქარი- (დაიყვირა) ვინ არის, ხელს რომ მიშლის? (სქელი
წიგნიდან თავი ასწია)

უბედურო, იცოდე, ამ თავხედობისთვის სასტიკად დაისჯები!


(ფეხები დააბაკუნა და კარებში საშინელი ურჩხულები გამოჩნდნენ,
მაგრამ ჯადოქრის ბრძანების მიუხედავად ადგილიდან არ დაძრულან.)
(შეშინებული ჯადოქარი დაემხო მუხლებზე და შეჰკივლა) :
ჯადოქარი- ახლა კი დავმარცხდი! ეტყობა, ამ ყმაწვილს ჩაუ-
პი მფარველობს და ჯადოსნური გასაღებიც ამან ჩაიგდო
ხელში!
ჯადა- შავი წყლით სავსე ჭურჭელი მომეცი.
მ1-ჯადოქარმა ბნელ ოთახში გაიყვანა.
მ2-იქ რკინის კოლოფი იდო და შიგ აუარება პატარ-პატარა
ბოთლები ელაგა.
მ3- ჯადოქარი ყოველღამე ღვრიდა ამ ბოთლებიდან
რამდენიმე წვეთ სითხეს და ამით ნელ-ნელა უმოკლებდა
დღეს ადამიანებს.
ჯადა- ბოროტების ბუდევ, შენს ძალაუფლებას დღეიდან
ბოლო მოეღება! (დაუყვირა და ჯადოქარს ბოთლები წაართვა, მერე
ლარი მოზიდა და ისარი შიგ გულში აძგერა)
ტიქე-იმავე წამს კოშკიც წამოიქცა და ირგვლივ ყველაფერი
შეიცვალა: ტენიანი, შხამით გაჟღენთილი ჰაერი სუფთა და
კამკამა გახდა. მიწაზე მწვანე ბალახი აბიბინდა; გველებით
სავსე გუბურა ცინცხალ მთის მდინარედ იქცა.
მმმ-ჯადა მთიდან ჩამოვიდა
VIII
ტიქე - მიიღე შენი საკადრისი პატივი, შენმა გამბედაობამ და
მოკრძალებამ შენც გიხსნა და ხალხიც. ამიერიდან ყველა
მშვიდობით და მეგობრულად იცხოვრებს. წამომყევი ისეთ
აქლებს გაჩუქებ გასროლილ ისარზე უფრო სწრაფად
მიგაქროლებს პრინცესასთან
ტიქე-თვალისდახამხამებაში ჯადა მშვენიერი პრინცესა
აჩამანის სასახლეში გაჩნდა. პრინცესა ძალიან წუხდა
ყმაწვილი კაცის გაუჩინარებას, მაგრამ მოულოდნელად უკეთ
თავი უკეთ იგრძნო და მისი გაქრობის მიზეზსაც მიხვდა.
ჯადა სირბილით მიიჭრა პრინცესასთან
ჯადა- სათქმელი მაქვს. (როცა თხრობას მორჩა, გაოცებულმა და
აღფრთოვანებულმა პრინცესამ დიდი მადლობა გადაუხადა. მერე
დიდებულები შეჰყარა)
პრ. აჩამან- რა ჯილდო ეკუთვნის იმ კაცს, ვინც საკუთარი
სიცოცხლის ფასად მიხსნა?
ყველა ერთხმად- ასეთი კაცი სამეფო გვირგვინის ღირსია.
პრ. აჩამან - მაშ იცნობდეთ, თქვენი მეფეც ეს არისო!
ასე გახდა ღარიბი მეთევზის შვილი სიამის მეფე.

You might also like