Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

რა არის პროექტი „კარგი მასპინძელი“

პროექტი ,,კარგი მასპინძელი“ ეხება მომსახურების ხარისხის სტიმულირებას და იმ


მინიმალური სავალდებულო კრიტერიუმების დანერგვას, რომელიც აუცილებელია
მომსახურებისთვის, რომელსაც სოფლად არსებულ სასტუმრო სახლი უწევს .

პროექტის მიზანია ერთის მხრივ, სოფლად არსებული სასტუმროების მომსახურების


ხარისხის გაუმჯობესება და მეორეს მხრივ, მოტივაციის მიცემა იმ პირებისთვის ,
რომლებსაც საოჯახო ტურისტული ბიზნესი აქვთ სოფლად.

პროექტის არეალი მოიცავს აჭარის რეგიონში, ქალაქგარეთ მდებარე განთავსების


ობიექტებს - სოფელში მდებარე საოჯახო სასტუმროებს, სადაც ტურისტს ადგილობრივი
მცხოვრებლები მასპინძლობენ.

რა არის სტატუსი „კარგი მასპინძელი“?

სტატუსი „კარგი მასპინძელი“ არის ერთგვარი ხარისხის ნიშანი, რომელიც ენიჭება


ტურისტულ ობიექტს, სადაც სოფლის საოჯახო სასტუმროს მასპინძელი სტუმარს
სთავაზობს მოწესრიგებულ ოთახებს, მაქსიმალურად იცავს მომსახურების სფეროში
მიღებულ ყველა კრიტერიუმს, ქმნის დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ
გარემოს, უფრთხილდება იმ ადგილის ავთენტიკურობას, სადაც ცხოვრობს,
უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და
ამავდროულად მაქსიმალურად იხარჯება, რომ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს
საკუთარი ოჯახი, სოფელი თუ ქვეყანა.

აქედან გამომდინარე, სტატუსი „კარგი მასპინძელი“, საოჯახო სასტუმროების


მეპატრონეებს ანიჭებს პრივილეგიას და ვიზიტორებში უფრო მეტ სანდოობას იწვევს . ეს
არის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ სტატუსის მფლობელი საოჯახო სასტუმროს
მასპინძელი მაქსიმალურად იცავს სტუმართმასპინძლობის პრინციპებს და
ამავდროულად, მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და
განვითარებაზე.

პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს


ინიციატივით და დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები შემუშავებულია ტურისტული
პროდუქტების განვითარების სააგენტოს, ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციისა და
ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის მიერ.

ვის შეუძლია სტატუსის მიღება?

1. ობიექტს, რომელიც რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში მოქმედი


კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ობიექტს, რომელიც არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებულია


ტურისტულ საინფორმაციო ბაზაში და რომელიმე განთავსების საერთაშორისო
პორტალზე.
როგორ ხდება რეგისტრაცია სტატუსის მისაღებად?

სტატუსის „კარგი მასპინძელი“ მიღება ნებაყოფლობითია. სტატუსის მისაღებად სამი


ეტაპია გასავლელი:

1. თვითშეფასება: მითითებულ ბმულზე (ინფოაჯარა.ცომ/პროექტები/კარგი მასპინძელი ) -


ონლაინ რეგისტრაცია, სავალდებულო და რეკომენდებული კრიტერიუმების შევსება და
შედეგების დაუყოვნებლივ მიღება;

2. კომისიის შეფასება: ტურისტული ობიექტის მონახულება ტურისტული ობიექტის


მონახულება სპეციალური კომისიის მიერ, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების

3. იდუმალი სტუმრის შეფასება:

4. სტატუსის მინიჭება

როგორ ხდება ქულების დაგროვება?

სტატუსის მისაღებად, სავალდებულო და რეკომენდირებული ქულების ჯამური


რაოდენობა:

კრიტერიუმები მაქსიმუმი მინიმუმი


სავალდებულო 135 135
რეკომენდებული 25 20
ჯამი 160 155

რა სარგებელს გულისხმობს სტატუსის „კარგი მასპინძელი“ მიღება?

სტატუსის მინიჭების შემდეგ, ა(ა)იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო


„ თავის მხრივ იზრუნებს ამ ობიექტების მარკეტინგულ აქტივობებზე, რაც მოიცავს :

1. პროფესიონალი ფოტო და ვიდეოგრაფების მიერ გადაღებულ საიმიჯო, დადგმულ


ფოტო-ვიდეო მასალას, რომელიც უსასყიდლოდ, საავტორო უფლებით გადაეცემა
სტატუსის მფლობელ საოჯახო სასტუმროს/მეპატრონეს;

2. სახლის მიმდებარე არეალში დაიდგმება მანიშნებელი დაფა - „კარგი მასპინძელი “.

3. ობიექტს გადაეცემა ბრენდირებული სუვენირები;

4.საოჯახო სასტუმროს მფლობელს ან შესაბამის თანამშრომელს გაეწევა კონსულტაცია


სოციალური მედიის მართვის საკითხებზე;

5. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, საოჯახო სასტუმროს მომსახურე პერსონალს


ჩაუტარდება შესაბამისი ტრენინგები;
6. წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტატუსის მფლობელ საოჯახო
სასტუმროს ჩაუტარდებათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გასვლითი
საინფორმაციო ტურები.

შეფასების კრიტერიუმები გულისხმობს საოჯახო სასტუმროს შეფასებას ხუთი ძირითადი


კატეგორიის მიხედვით:

ექსტერიერი (ტერიტორია, გარემო, პარკინგი)

ინტერიერი (მისაღები, საძინებელი, სააბაზანო)

კვება

მომსახურების ხარისხი

ინფორმაცია (რეკლამა, აქტივობა)

პროექტში „კარგი მასპინძელი“ მონაწილე ობიექტების მომსახურების ხარისხი


რეგულარულად შემოწმდება როგორც კომისიის, ასევე იდუმალი სტუმრის მიერ .

ექსტერიერი (ტერიტორია, გარემო, პარკინგი)

პროექტში მონაწილე საოჯახო სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქალაქგარეთ ,


სოფლად. ადგილი და მისი შემოგარენი სტუმარს სიმშვიდეს და ბუნებასთან სიახლოვის
შეგრძნებას უნდა ანიჭებდეს.

კარგად მოვლილი და მოწესრიგებული ეზო საოჯახო სასტუმროს გარე ინტერიერის


უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ავსებს სახლის ერთიან ვიზუალს .

იდი ყურადღება ეთმობა საოჯახო სასტუმროს გარეგნულ იერს. აუცილებელია , რომ


შენობა იყოს კარგ მდგომარეობაში - სუფთა, შეღებილი კედლებით. სასურველია ,
ჰქონდეს ტრადიციული, რეგიონისთვის დამახასიათებელი ელემენტებიც . როგორი
ტიპისაც არ უნდა იყოს სახლი, მთავარია ის მუდმივად კარგ და გამართულ
მდგომარეობაში იყოს - შეღებილი ან გალაქული. კედლების გარეთა მხარე არ უნდა
დარჩეს მხოლოდ შელესილი. სახლის ყველა ნაწილი გამართული უნდა იყოს ,
მაგალითად, კარ-ფანჯრები უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს ზედმეტი ძალისხმევის
გარეშე, კიბეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოაჯირი, ნებისმიერი სარემონტო სამუშაო
უნდა იყოს დასრულებული.

საოჯახო სასტუმროს ეზო მოწესრიგებულია, არსად არ შეინიშნება


ნაგავი და სამშენებლო მასალების ნარჩენები
1 სავალდებულო

2 საოჯახო სასტუმრო მარტივად მისადგომია ტრანსპორტისთვის სავალდებულო

3 საოჯახო სასტუმროს აქვს პარკინგის ადგილი ვიზიტორთა სავალდებულო


მანქანებისთვის

4 შემოსასვლელი ჭიშკარი მოწესრიგებულია (შეღებილი, გალაქული სავალდებულო


და ა.შ.)

საოჯახო სასტუმრო მოშორებულია სამრეწველო ობიექტებს, ქარხნებს,


მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზებს
5 სავალდებულო

6 საოჯახო სასტუმროს ეზო განათებულია ღამის საათებში სავალდებულო

საოჯახო სასტუმროს აქვს გარე დასასვენებელი ადგილი, სადაც


სტუმრებს შეუძლიათ სარგებლობა მაგიდით, სკამებით და სხვა
7 სავალდებულო

ეზო არის მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი

8 (ბალახი, ბუნებრივი ქვაფენილი, ქვიშა ან სხვა დეკორატიული მასალა სავალდებულო


და ა.შ.)

ეზოში არის ყვავილები და მარადმწვანე მცენარეები რეკომენდებული

10 საოჯახო სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის (პანდუსი,


განიერი კარები და ა.შ.)
რეკომენდებული

11 სახლის ფასადი არის შეღებილი, ხით შეფუთული ან დეკორატიული


მასალით მოწესრიგებული
რეკომენდებული

12 ხელმისაწვდომია გარე სპორტული და საბავშვო აღჭურვილობა


(მაგალითად, მაგიდის ტენისი, ბადმინტონი, საქანელა და ა.შ.)
რეკომენდებული

13 ხელმისაწვდომია პიკნიკის აღჭურვილობა: მაყალი, გრილის აპარატი,


კოცონის სივრცე და ა.შ
რეკომენდებული

ინტერიერი - (მისაღები, საძინებელი, სააბაზანო)

ტურისტისთვის, რომელიც დასარჩენად სოფლის საოჯახო სასტუმროს ირჩევს , სახლის


მოწესრიგებული და კომფორტული ინტერიერი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი
მოთხოვნაა. მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ სახლში, შენობაში გატარებული დრო
არანაირ დისკომფორტთან არ იყოს დაკავშირებული და იდილიაში მოდიოდეს ირგვლივ
არსებულ სივრცესთან. მასპინძელი მაქსიმალურად ცდილობს შექმნას მყუდრო და
ამავდროულად ავთენტიკური გარემო და სასიამოვნოდ დასვენებასთან ერთად , სტუმარს
ყოველდღიურ ყოფაზე, ტრადიციებსა და კულტურაზეც შეუქმნას ერთგვარი წარმოდგენა .

1 საოჯახო სასტუმროს ოთახებში სისუფთავეა სავალდებულო

2 სახლი კარგად ნიავდება, ოთახებში სუფთა ჰაერია სავალდებულო

3 ედლები შეღებილია, კედლის საღებავი დაუზიანებელია, არ შეინიშნება სავალდებულო


ობისა და ნესტის ლაქები

4 სახლში შექმნილია ვიზუალური სიმყუდროვე (მაგ. ფარდები, ჟალუზები,


დარაბები და ა.შ.)
სავალდებულო

საოჯახო სასტუმროს მისაღებ ოთახში ინტერიერი გაწყობილია


ტრადიციული ელემენტებით (წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი
5 სავალდებულო
ეთნოგრაფიული რეკვიზიტი - ხის ავეჯი, ბუხარი, ხალიჩა და ა.შ)

6 ზამთრის პირობებში, სტუმრების ოთახები უზრუნველყოფილია სავალდებულო


გათბობით

7 საძინებელს აქვს ფანჯარა ან აივანი სავალდებულო

8 საძინებელ ოთახში არის გარდერობი, თაროებითა და საკიდებით სავალდებულო

9 საძინებელში არის ღამის ფარდა სავალდებულო

10 ორ ადამიანს მინიმუმ ერთი ტუმბო აქვს სარგებლობისთვის სავალდებულო

11 ხელმისაწვდომია სუფთა თეთრეული; ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულო


დამატებითი საბანი თითოეულ ადამიანზე

12 სააბაზანოს არის არანაკლებ 3 კვადრატული მეტრის სავალდებულო

13 უნიტაზის ჩასარეცხი მექანიზმი და წყლის შემრევი მუშაობს სავალდებულო


გამართულად

14 აბაზანაში ონკანის სახელურები და ნიჟარა სუფთაა სავალდებულო

სააბაზანოში სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია ჰიგიენის ძირითადი


საშუალებები (პირსახოცი, თხევადი საპონი, ტუალეტის ქაღალდი და
15 სავალდებულო
ა.შ.)

აბაზანას გააჩნია წყლის უწყვეტი მიწოდების სისტემა. ცივი და ცხელი


წყალი სტუმრებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს
16 სავალდებულო

17 საცხოვრებელი ოთახების დასუფთავება ხდება მინიმუმ 3 დღეში რეკომენდებული


ერთხელ
18 საწოლის ზეწრები იცვლება კვირაში ერთხელ ან სტუმრის მოთხოვნის რეკომენდებული
შესაბამისად

19 სტუმრების ოთახის კარი იკეტება საკეტით რეკომენდებული

20 ოთახში ელექტრო ჩამრთველები უნდა იყოს მინიმუმ ორი და ხილვადი რეკომენდებული

21 სააბაზანოში სარკეს აქვს განათება რეკომენდებული

22 საძინებელ ოთახში არის სკამი და სარკე, კომოდებზე ბრები რეკომენდებული

კვება

საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი კულინარიით და სწორედ ამ


მიმართუ- ლებით იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან . საქართველოს
კუთხეებში და მათ შორის მაღალმთიან აჭარაში სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც
სწორედ კულინარიული მოგზაურობა და გასტრონომიული თავგადასავალია .

აჭარაში საკმაოდ მდიდარი სამზარეულოა და დღესაც ინარჩუნებს ადგილობრივ


თავისებურებებს. ტრადიციულად, აქ 150-მდე დასახელების კერძი მზადდებოდა , რომლის
რეცეპტებსაც დღემდე აქტიურად იყენებენ. აქედან გამომდინარე , კარგმა მასპინძელმა
მაქსიმალურად უნდა უზრუნველ- ყოს ადგილობრივი, ტრადიციული კერძების სათანადოდ
წარმოჩენა და ტურისტებისთვის გაცნობა.

1 პროდუქტების შესანახი ადგილი არის სუფთა, კარადებში არ სავალდებულო


შეინიშნება ობის და ნესტის ლაქები

2 ჭურჭელი და სამზარეულოს აღჭურვილობა სუფთა და კარგ სავალდებულო


მდგომარეობაშია

3 სამზარეულოში არის ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა და გამდინარე წყალი სავალდებულო

4 სამზარეულოში არის ფანჯარა და ოთახი ნიავდება სავალდებულო

5 მენიუ შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე სავალდებულო

6 მენიუ შედგენილია ტრადიციული ადგილობრივი კერძების სავალდებულო


ინგრედიენტების განმარტებებით

7 მენიუში ძირითადად წარმოდგენილია ქართული და სავალდებულო

ადგილობრივი კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები

კვების ობიექტის მომსახურე პერსონალმა ან მასპინძელმა


8 (მათ შორის: მფლობელი, მენეჯერი, მიმტანი და ა.შ.) იცის საკვების სავალდებულო
წარმოშობა, ტრადიციულობა, რეცეპტი, მომზადების წესი და ა.შ.

საოჯახო სასტუმროში დასაქმებული პერსონალი მოწესრიგებულია,


სამზარეულოში იყენებს წინსაფარს, თავსაფარს და ერთჯერადი
9 სავალდებულო
გამოყენების ხელთათმანს

სტუმრებისთვის მომზადებულ კერძებში გამოყენებული პროდუქტი


ძირითად შემთხვევაში, არის შინმოყვანილი ან ადგილობრივი
10 რეკომენდებული
მოსახლეობისგან შეძენილი და არა გაყინული

11 მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია კულინარიული რეკომენდებული


მასტერკლასების მოწყობა

მაგიდის სერვირებაში გამოყენებულია დეკორატიული ელემენტები და


ჭურჭელი. ეს შეიძლება იყოს: ბუნებრივი ყვავილები, თიხის ჭურჭელი,
12 რეკომენდებული
კეცები და ა.შ

მენიუში გათვალისწინებულია კერძები განსხვავებული კვებითი რაციონის


მქონე ვიზიტორებისთვის (ვეგეტარიანელები, ვეგანები, სხვადასხვა
13 რეკომენდებული
რელიგიის მიმდევრებისთვის ა.შ.)

14 ვიზიტორებს შეუძლიათ შეიძინონ ადგილობრივი პროდუქტები (მაგ. რეკომენდებული


საკვები, სუვენირები, მურაბები, ჯემები, მწნილები და ა.შ)

მომსახურების ხარისხი

სტუმარი ღვთისაა!“ - სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული მომსახურების სფერო


საქართველოში, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ტრადიციებთან . მასპინძელი
მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს როგორც მომხმარებლის მოლოდინის გამართლებაზე ,
ასევე მისი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე. ამისთვის, საჭიროა მასპინძლის მხრიდან
თვითგანვითარებაზე აქტიური ზრუნვა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ,
ოპერატიულობა, პასუხისმგებლიანობა და მომსახურების დივერსიფიკაცია , რაც
გულისხმობს საქმისადმი შემოქმედებით დამოკიდებულებას, მუდმივ სიახლეებს და
მრავალფეროვნებას. სტატუსი „კარგი მასპინძელი“ უნდა გახდეს მომსახურების
გაუმჯობესებისა და ჯანსაღი კონკურენციის საფუძველი.

1 საოჯახო სასტუმროში დასაქმებული ადამიანი ფლობს ინგლისურ ენას სავალდებულო


საბაზისო დონეზე

საჭიროების შემთხვევაში, მასპინძელი თანამშრომლობს

2 ადგილობრივებთან (შინმოყვანილი საკვების გამოყენება, სავალდებულო


ადგილობრივი პერსონალი, ხელოსნები, გიდები და ა.შ.)

მასპინძელი სწრაფად რეაგირებს სტუმრის თხოვნაზე,


3 პრეტენზიებზე/საჩივარზე, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სავალდებულო

და შესაბამისად მოქმედებს

მასპინძელი ან მომსახურე პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია


სტუმრების ზრუნვაზე, ხელმისაწვდომია დღე-ღამის განმავლობაში და
4 სავალდებულო
ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მასთან დაკავშირება

5 დაცულია სტუმრების ნივთები სავალდებულო

მასპინძელი და პერსონალი ვიზიტორებს უყვება სხვადასხვა


საინტერესო ამბავს (ადგილობრივი ლეგენდები, ისტორია, მითები და
6 სავალდებულო
ა.შ.), რითაც უფრო მიმზიდველს ხდის სერვისს

7 პირველადი დახმარების სააფთიაქო ნაკრები ხელმისაწვდომია და სავალდებულო


ვადიანი

8 მასპინძელი სტუმრის მოთხოვნის შემთხვევაში ატარებს ადგილობრივი სავალდებულო


კერძების კულინარიულ მასტერკლასებს

მასპინძელი და მომსახურე პერსონალი რეგულარულად იუმჯობესებენ


კვალიფიკაციას და მონაწილეობენ შესაბამის ტრენინგებში,
9 რეკომენდებული
სემინარებში და ა.შ.

10 საჭიროების ან მოთხოვნის შემთხვევაში სტუმრებისთვის მომარაგებულია რეკომენდებული


სასმელი წყალი

11 ვიზიტორებს შეუძლიათ მონაწილეობა სასოფლო-სამეურნეო რეკომენდებული


საქმიანობაში (სეზონის მიხედვით) - თესვა ან მოსავლის აღება

12 საოჯახო სასტუმროს მეპატრონე სთავაზობს ექსკურსიებს (მოთხოვნის რეკომენდებული


შემთხვევაში)

13 ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ადგილობრივ რეკომენდებული


ფოლკლორს და დაინტერესების შემთხვევაში შეისწავლონ

მასპინძელი ითხოვს გამოხმაურებას და იყენებს მას თავისი სერვისების


შემუშავებისას (შთაბეჭდილებების წიგნი, ციფრული
14 რეკომენდებული
გამოხმაურებები,ზეპირი გამოხმაურება და ა.შ.)

ხელმისაწვდომია დამატებითი სერვისები

15 (მაგალითად, ტრანსფერი, ლანჩ-ბოქსები (საგზალის მომზადება), რეკომენდებული


ბარგის შენახვა და ა.შ.)
ინფორმაცია (რეკლამა, აქტივობა)

მომსახურების ხარისხის გარდა, კარგი მასპინძელი ასევე მაქსიმალურად უნდა


ზრუნავდეს მისი ობიექტის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდაზე . ამ მიზნით ,
გამოყენებული უნდა იყოს სხვადასხვა მარკეტინგული არხი , პლათფორმები და
სოციალური მედია, თუმცა, ამ მხრივაც საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო. რეკლამა
ზუსტად უნდა ასახავდეს იმ მომსახურებას თუ პირობებს, რასაც მასპინძელი სტუმარს
სთავაზობს და არ უნდა შექმნას გადაჭარბებული შთაბეჭდილება. სწორედ ამიტომაა
მნიშვნელოვანი ობიექტის სწორი პოზიციონირება და იმ მოლოდინების გამართლება , რაც
რეკლამისგან შეიქმნა.

1 აქვს ინსტრუქცია სახლის რეგულაციების შესახებ სავალდებულო

2 ხელმისაწვდომია GPS კოორდინატები. საოჯახო სასტუმრო სავალდებულო


მონიშნულია Google რუკაზე და აქვს მოკლე აღწერა

3 მასპინძელი ვიზიტორთა სტატისტიკას აწოდებს ადგილობრივ სავალდებულო

მუნიციპალიტეტში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს

4 მასპინძელმა უნდა გასცეს გადახდისთვის საჭირო დოკუმენტი (საბანკო


რეკვიზიტები და ინვოისი) მომხმარებელთა მოთხოვნის შემთხვევაში
სავალდებულო

5 სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია ტურისტული ბროშურები, რუკები ან რეკომენდებული


რეგიონის შესახებ სხვა მასალები

საოჯახო სასტუმროს აქვს ვებსაიტი ან სოციალური მედიის (FB,


Instagram და ა.შ.) გვერდი ან ინფორმაცია ხელმისაწვდომია
6
რეგიონალური ან ადგილობრივი ტურიზმის ვებსაიტზე.
რეკომენდებულია უცხო ენებზეც (ინგლისური, რუსული) რეკომენდებული

You might also like