Professional Documents
Culture Documents
რახათ ლუხუმი
რახათ ლუხუმი
რახათ ლუხუმი
როგორც კი შევუხვიე მაშინვე დავინახე მოხუცი თურქი რომელიც გარინდებული იჯდა მზის
გულზე გზის პირას ღობეზე მიმაგრებულ დაბალ ვიწრო მერხზე გაძვალტყავებული და
დანაოჭებული ხელები მუხლებზე ეწყო ოდნავ წინ წახრილიყო და თვალები მიელულა ვერ
გაიგებდით ფიქრებს მისცემოდა თუ თვლემდა ფეხებთან სახელდახელო ყუთი ედგა და შიგ
რაჰათ ლუხუმის მოგრძო ოთხკუთხა ნაჭრები ეწყო
სიბერეს და სიბერეზე მეტად ალბათ თრიაქის უზომოდ ხმარებას ისე გაელია ისე ჩამოედნო და
გამოეშრო შორიდან პატარა და ჩია მომეჩვენა თუმცა მერე კარგად რომ დავაკვირვდი მივხვდი
რომ გვარიანად მაღალი კაცი ყოფილა შავგვრემანი სახე რომელსაც უკვე ავადმყოფური
სიყვითლე შეჰპარვოდა ღრმა და ხშირი ნაოჭებით ჰქონდა დაღარული ყვრიმალის ძვლები ისე
ამოშვეროდა თხელი სიფრიფანა კანი ძლივსღა უფარავდა თავზე წითელი ჩალმა ეხურა
გრძელი ჭაღარა ბოლოწაწვეტებული წვერი ჩავარდნილ მკერდზე ეფინა ღრმად ჩამსხდარ
წვრილსა და ცივ თვალებს მძიმედ გადმოფარებული ქუთუთოების ქვეშ სახედველად მცირე
ნაპრალიღა დარჩენოდა იჯდა ასე ვიწრო მერხზე გამომხმარი გამოფიტული და უცხოდ
არაამქვეყნიურად გარინდებული თითქოს სულს პატრონი სახლიდან გაეგდო და ქუჩის პირას
რაჰათ ლუხუმის გამყიდველად გაემწესებინა რათა მარტო დარჩენილიყო და ისეთ საფიქრალზე
ეფიქრა რასაც სხეულთან უკვე აღარაფერი ესაქმებოდა
სტამბოლში ამ დიდ ჭრელსა და ხმაურიან ქალაქში სადაც მოგზაურის თვალს ათასი რამ
ახარებს და ატკბობს თრაქიასაგან გამომშრალი ბერიკაცები რომელთაც ყოველ ქუჩაზე თუ არა
ყოველ მეორე ქუჩაზე მაინც წააწყდები დიდი ვერაფერი სანახაობაა მეც ერთი შევავლე თვალი
რაჰათ ლუხუმის მოხუც გამყიდველს და მისი ხმა რომ არ გამეგონა და მისი სიტყვებისთვის არ
მომეკრა ყური რომლებიც ასე უცნაურად ჩამრჩა გულში ყურადღებას არ მივაქცევდი და ისე
გავემგზავრებოდი სტამბოლიდან ამ ქუჩისკენ პირს აღარ ვიზამდი
ამასობაში ახლო მივედი და იმ ადგილიდან სადაც პირველად მოსწვდა ყურს მისი ხმა ვიდრე იმ
ადგილამდე საცა ეს ხმა ისევ მიწყდა მკაფიოდ გავიგონე თურქების ენა მაშინ უკვე კარგად
ვიცოდი სიტყვები უპატრონოდ არ დაყრის თავის შვილებს ალაჰი ურიცხვ ლაშქარს
გამოგზავნის და ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე შანთით ამოწვავს იმ ადგილს სადაც შენი
ტურფა მიწა წყალია ამოქარგული ო ცბიერებისა და მზაკვრობის ბუდევ ფერფლი და ნაცარი
დარჩება
მალე შევნიშნე რომ მოხუცი აღარ ლაპარაკობდა ტუჩების ცმაცუნი შეეწყვიტა უკვე სრულიად
გაშეშებული და გახევებული იჯდა და ისე ღრმად ჩაძირულიყო უცხო გარინდებაში რომ
დასჭირვებოდა ალბათ თვითონვე გაუჭირდებოდა საკუთარი თავის მოძებნა მაგრამ სწორედ იმ
წამს რა წამსაც გავუსწორდი და წინ უნდა ჩამევლო მოულოდნელად ცივი გამკინავი ხმით
დასძახა
იყიდეთ რაჰათ ლუხუმი მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ ასეთ გემრიელ რაჰათ ლუხუმს
ვერსად ნახავთ იყიდეთ რაჰათ ლუხუმი
ამ ხმის გაგონებაზე ისე შევკრთი წამით მომეჩვენა თითქოს მკვდარმა დაილაპარაკა რომელსაც
უეცრად მოაგონდა რომ სიცოცხლეში რაღაც დარჩა სათქმელი ასე იყო თუ ისე მოხუცი არ
შერხეულა ძარღვი არ შეტოკებია და ისე წარმოთქვა ეს სიტყვები ალბათ თვითონაც არ გაუგია
იმედი მქონდა სტამბოლის დიდებული სანახების წყალობით მოხუცის უცნაური სიტყვები მალე
გულიდან გადამვარდებოდა ჩემდა გასაკვირად პირიქით მოხდა რაც უფრო მეტი დრო
გადიოდა ფიქრები მით უფრო მჭიდროდ იყრიდნენ თავს რაჰათ ლუხუმის გამყიდველის
ირგვლივ
რა უკეთური ძალა ტანჯავდა ასე საბრალო ბერიკაცს რომელი მიწა წყალი უნდოდა ამოეწვა
ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე რა ბოღმა და ნაღველი ჰქონდა ასეთი რომ ამქვეყნად ვერ
მოეშორებინა და იმ ქვეყნად მიმავალს თან მიჰყვებოდა
ეს კითხვები ისე მაწვალებდა და მაფორიაქებდა რომ ვერ მოვისვენე და მეორე დღეს მზის
ჩასვლის ჟამს კვლავ იმ ქუჩას მივადექი
მოხუცი იქ დამხვდა საცა დავტოვე იჯდა გაშეშებული გარინდებული ფიქრებში ჩაძირული მე
ნაბიჯი შევანელე და გამოლაპარაკების საბაბს დავუწყე ძებნა ბედად ახლო რომ მივედი ტუჩები
ააცმაცუნა და მალე წუწუნს მოჰყვა
შენ ახლა ალაჰის კალთაში გიდევს თავი ომან ფაშავ ჩემო არწივო მაგრამ მოხუც სულეიმანს რა
პასუხს აძლევ მე ვინც სახელმწიფო საქმეებს უნდა ვწყვეტდე სტამბოლის ქუჩებში რაჰათ
ლუხუმს ვყიდი ისინი კი ვინც რაჰათ ლუხუმის გამყიდველადაც არ ვარგიან სასახლეში სხედან
და სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ
მოხუცი არ შერხეულა ვიფიქრე ჩემი ნათქვამი ვერ გაიგონა მეთქი და ის იყო თავიდან უნდა
დამეწყო რომ უცებ ნაღვლიანად და სინანულით თქვა
ხედავ ჩემო დიდებულო ომან ფაშავ შორეული ქვეყნებიდან უცხო გვარ ტომის ხალხი მოდის
შენი ამბის გასაგებად აქ ცოტა ხანს გაჩუმდა მერე თავი ნელა ასწია ჯერ ჩემს დაშნას
დააცქერდა მერე მანტიას ისე ააყოლ დააყოლა მუშტრის თვალი თითქოს რაღაცას ანგარიშობსო
ბოლოს ცივი მზერა სახეზე მომაბჯინა და უცებ დაჰკივლა იყიდეთ რაჰათ ლუხუმი მთელი
სტამბოლი რომ მოიაროთ ასეთ გემრიელ რაჰათ ლუხუმს ვერსად ნახავთ იყიდეთ რაჰათ
ლუხუმი
მთელ სტამბოლი რომ მოგევლოთ ამაზე უგემურ რაჰათ ლუხუმს ვერსად ნახავდით ერთი კი
შევშინდი მოხუცს არ შეემჩნია რა ზიზღით ვჭამდი მის ნაქებ ნუგბარს და ცალი თვალით
ქურდულად გავხედე მაგრამ მას ჩემთვის აღარ ეცალა ფული კარგად დაკვირვებით გასინჯა
მერე ხვანჯარი გაიწია და შარვლის ქვეშ ჩაიტენა ამას რომ მორჩა ხელები მუხლებზე დაიწყო
მილულული თვალები შორს ჩემთვის უხილავ რომელიღაც წერტილს მიაპყრო და გაირინდა
მანამ იჯდა ასე გარინდებული სანამ დანაოჭებულ სახეზე სიცოცხლის უკანასკნელ ნიშანი არ
წაეშალა როდესაც მთლიანად ჩაიძირა სადღაც არარსებობის უფსკრულში და მეგონა მეც
დავავიწყდი და რაჰათ ლუხუმიც მეთქი უცებ დაბალ ხმაზე მოთქმით თუ წამღერებით დაიწყო
აქ მოხუცი გაჩუმდა და ერთხანს ჩუმად იყო მერე ნელ ნელა გამოერკვა სახეზე კვლავ
დაუბრუნდა სიცოცხლის მცირედი ნიშანი თვალებშიც ძველებური სიცივე ჩაუდგა მძიმედ ასწია
თავი ერთი გაკვირვებით ამათვალ ჩამათვალიერა თითქოს ცდილობდა გაეხსენებინა ვინ
ვიყავი და აქ რა მინდოდა ბოლოს ისევ სივრცეს ჩააცქერდა წეღანდელივით ჩაიძირა სადღაც
უხილავ სიღრმეში და ახლა უკვე წყნარი ბუნებრივი ხმით განაგრძო
რაღა უნდა მომხდარიყო თქვა წყნარად და მწარე ნაღველით მზე ჩაქრა და ქვეყნიერება
სიბნელეში გაეხვია სარდლობა ისმაილ ფაშამ ითავა მაგრამ აბა ისმაილ ფაშა ომან ფაშას
მაგივრობას როგორ გასწევდა აკი ვერც გასწია
გადამწყვეტ ბრძოლაში მდინარის პირას რომელიც ჩვენი მდინარეა რადგან ჩვენი მიწიდან
მიედინება ლუარსაბ ხანმა და სააკაძემ ისეთი დღე დაგვაყარეს ახალციხეში რამდენიმე კაციღა
დავბრუნდით ეეჰ სული ტკბილია თორემ დაბრუნებას სიკვდილი მიჯობდა აბა მას შემდეგ
ჩემს ცხოვრებას განა კიდევ ცხოვრება ჰქვია
მოხუცმა ცერად გამომხედა და მინავლულ თვალებში წამით თითქოს ზიზღი გაუკრთა მერე
მზერა ისევ ამარიდა სივრცეს ჩააცქერდა და გაირინდა მეგონა კვლავ ფიქრებში ჩაიძირა მეთქი
მაგრამ უცებ შემცივნულივით გააკანკალა და გამოერკვა
შორეული ქვეყნებიდან მოსული უცხო გვარ ტომის ხალხი მღვდლის ამბავსაც კითხულობს
ომან ფაშავ ჩემო არწივო თუმც რა გასაკვირია განა ის წყეული მღვდელი შენი ბედისწერა არ
იყო ალაჰის ნება ალაჰის რისხვა და ალაჰის მახვილი
და უცებ დაჰკივლა იყიდეთ რაჰათ ლუხუმი მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ ასეთ
გემრიელ რაჰათ ლუხუმს ვერსად ნახავთ იყიდეთ რაჰათ ლუხუმი
აქ პირველად გამკრა ეჭვმა ეგებ ყველაფერი ეს მხოლოდ და მხო ლოდ სავაჭრო ხრიკია რაჰათ
ლუხუმის გასასაღებლად მოგონილი და ვინ იცის ცბიერი მოხუცი გულში ჩემს მიამიტობაზე
იცინის მეთქი არადა მე აქ სტამბოლში ჰერცოგს სწორედ სავაჭრო საქმეთა მრჩევლად ვახლდი
მაგრამ ტყუილი იყო თუ მართალი ომან ფაშას თავგადასავალმა უკვე ისე გამიტაცა რომ უკან
დახევა აღარ შემეძლო ამიტომ კიდევ ერთი ულუფა ვიყიდე და ძალისძალად შევჭამე მოხუცმა
ფული წეღანდელივით ყურადღებით გასინჯა შარვალში ჩაიტენა მერე ხელები მუხლებზე
დაიწყო გაშეშდა გაირინდა და საბოლოოდ რომ ჩაიძირა სადღაც თვალუწვდენელ სიღრმეში
წეღანდელივით მოთქმითა თუ წამღერებით ალაპარაკდა
დღესაც არ ვიცი ნამდვილად მოხდა ეს ამბავი თუ ცბიერმა მოხუცმა ყველაფერი მართლა რაჰათ
ლუხუმის გასასაღებლად მოიგონა