Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მარკ ბლოკი

თემა: „ისტორიის აპოლოგია“

ისტორია ახლაც და ადრეც, ხალხისთვის უბრალოდ ფაქტების ერთობლიობას


წარმოადგენდა. ბევრ ადამიანს არ მოსწონს ისტორია, რადგან ის ზედაპირულ
მეცნიერებად მიაჩნიათ. სწორედ ამიტომ, ბლოკი თავის ნაშრომში ცდილობს
დაგვანახოს, რას წარმოადგენს ისტორია

მისი თქმით ისტორია არ არის ყოვლისმომცველი, არამედ ისტორია არის ერთი მცირე
დროის მონაკვეთში მომხდარ ფაქტთა სწორი ანალიზი, რომელიც ადამიანებმა
სხვადასხვა კუთხიდან უნდა გაიაზრონ (სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური თუ
კულტურული). ისტორიის ძირითად საკვლევ ობიექტს წარმოადგენენ ადამიანები,
რომელებიც ყველა დროსა და სოციუმში სხვანაირად იქცევიან, მაგრამ არსებობს რაღაც
ძაფი, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ამ კავშირის დადგენას,

გაანალიზებსა და გამოკვლევას უნდა ემსახურებოდეს ისტორია. ისტორიკოსის დრო

არის უნიკალურობა, რომელიც არასოდეს არ განმეორდება.

ბლოკი აკრიტიკებდა „თხრობით ისტორიას“ და იმ ადამიანებს, რომლებიც შესწავლის


ღირსად მხოლოდ ომებს და პოლიტიკას მიიჩნევდა. ბლოკი ცდილობდა, რომ „ზემოდან
დანახული“ ისტორია შეეცვალა „ქვემოდან დანახული“ ისტორიით.

ბლოკის ხედვებით ისტორიკოსმა უბრალოდ ფაქტების ერთობლიობა არ უნდა


გადმოსცეს, მისი თქმით კარგი ისტორიკოსი პირველ რიგში უნდა იყოს მიუკერძოებელი
და მან უნდა მოახერხოს სხვადასხვა ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება თუ ანალიზი.

წარსულის საფუძველზე შეგვიძლია გავაცნობიერით რა გვაინტერესებს, ვინ ვართ, რაა

ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ამის მიხედვით ჩვენ შევძლებთ გადავწყვიტოთ

თუ რას გავაკეთებთ მომავალში. შეუძლებელია განვითარდეთ ისე, რომ არ ვიცოდეთ

რას წარმოვადგენთ, არ გვქონდეს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ ნიშნავს იმას,

რომ არ ვართ შემდგარი ადამიანები.


ისტორია არის ის მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დარგების უფრო
სწრაფად განვითარებაში. ისტორიული მოვლენების აღწერით ადამიანთა რასამ ბევრი
რამ აირიდა თავიდან. ჩემთვის მიუღებელია ფრაზა „ისტორიიდან მხოლოდ იმის
სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერის უსწავლია“ რაგდან ბევრმა
ჩვენგანმა წარსულში სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისწავლა და განვითარდა
„ჭკვიანი ადამიანები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. ბრძენი კი სხვის შეცდომებზე“.

„აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“. ეს არის მუდმივი

დიალოგი აწყმოსა და წარსულს შორის. აწყმოს გაუგებრობა კი ფატალურად

მომდინარეობს წარსულის არცოდნიდან.

You might also like