Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

დავით კლდიაშვილი

-1-
დ. კლდიაშვილის შემოქმედება რეალისტურია და
განზოგადებულად ასახავს მე-19 საუკუნის დასასრულისა და
მეოცე საუკუნის დასაწყისის ეპოქალურ სინამდვილეს, კერძოდ,
ფეოდალური არისტოკრატის დეგრადაციასა და წოდებრივ
პრივილეგიათა დასამარებას. მწერალი გადაგვარების გზაზე
მდგარ აზნაურთა ცხოვრებას იუმორისა და ირონიით
გადმოგვცემს, რითაც ნიღბავს ტრაგიკულ სინამდვილეს. მათი
ყოფა ჭეშმარიტი ცხოვრების კარიკატურაა, მათთვის უცხოა
უკეთესის ძიება, რწმენა, ერთმანეთის პატივისცემა. ეს ადამიანები
ხშირად იწერენ პირჯვარს, თუმცა ისინი თითქოს ეპირფერებიან
უფალს, უარეს დღეში რომ არ ჩაცვივდნენ.
ამ მონაკვეთში ავტორი გვიხატავს სადედინაცვლოს
საძებნელად წასულ პლატონ სამანაშვილის მხატვრულ სახეს.
შაფათაძეების ქორწილის მეორე დილას მათი მეზობლის სახლში
გაეღვიძება პლატონს. ნაწყვეტში ვხედავს აფორიაქებულ,
აღელვებულ პლატონს, რომელსაც „გული უსიამოვნოდ შეეკუმშა“.
მას ბუნდოვნად ახსოვს კირილეს ჩხუბი. პლატონს სინანულის
განცდა ეუფლება, რადგან „ამ გადარეულ კაცს დაუჯერა“.
ნაწარმოებიდან ჩანს, რომ პლატონი თავმოყვარე პიროვნებაა,
მისმა ზედმეტმა მზრუნველობამ ბეკინას ცოლის შერთვის
სურვილი აღუძრა.
მკითხველი კარგად ხედავს პლატონის ფერიცვალებას.
ეკონომიურმა სიდუხჭირემ გააბოროტა. ჩათვალა, რომ ღმერთიც
და კაციც მისი წინააღმდეგნი იყვნენ, რომ არავინ შეიბრალა.
„ღმერთის მოქრთმვაც“ მოინდომა და ბრეგაძეებისგან საქვრივოს
აღებაზე უარი განაცხადა. თუ მოთხრობის დასაწყისში პლატონი
მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება იყო, მოთხრობის
მსვლელობისას მხეცად იქცა. მისი ცხოვრების პრინციპად იქცა
სიტყვები: „მე შემიბრალა ვინმემ?“ დუანდობლად ექცევა ცხენს,
მოინდომებს დედინაცვლის მოვკლას. ბეკინას სიკვდილის
შემდეგ კი არ იბრალებს ძმას და მთელი ქონების მითვისებას
ცდილობს.

You might also like