სწავლა მოსწავლეთა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სწავლა მოსწავლეთა

-1-
აღზრდა, დიდაქტიკა ყოველთვის დგას ნებისმიერი
საზოგადოების ცენტრში. ადამიანის პიროვნებად
ჩამოყალიბება ამქვეყნად ყველაზე დიდი საიდუმლოა,
რომელზეც არა ერთ გამოჩენილ პიროვნებას უფიქრია. ეს
საკითხი განსაკუთრებით მწვავეა, როცა ერის განვითარების
სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს ახალი, პროგრესული
თაობის აღზრდას. ქვეყანას დროდადრო სჭირდება
ინტელექტუალური და ზნეობრივი განახლება. აღზრდის
მნიშვნელობასა და მის არსზე საგანგებოდ საუბრობს დ.
გურამიშვილი. მწერალი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე,
რომ ადამიანის უპირველესი მოვალეობაა საკუთარი თავის
შეცნობა, მან თავისი ამქვეყნური არსებობის მნიშვნელობა უნდა
გაიაზროს, „სიდამ მოსულა“, ანუ როგორ ეროვნულ ფესვს
ეყრდნობა, „სად არის“, ანუ როგორია მისი თანამედროვეობა
და „წავა სადაო“, ანუ განვითარების როგორი ტენდენცია აქვს
მის სამშობლოს:
„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?“
გურამიშვილმა იცის, რომ ამქვეყნად ყველაფერს თავისი
დრო აქვს, მათ შორის აღზრდასა და სწავლას. დავითი
უპირისპირებს ერთმანეთს ბედსა და გონებას. ბედი ადამიანზე
არ არის დამოკიდებული, მას მინდობილი ადამიანი
ყოველთვის მოტყუვდება: „დღეს მომცემს, ხვალ კი
წამართმევს, ამად არა მაქვს მინდობა“. უბედური კაცი ცოდვაა,
მაგრამ არც იმას ულხინს, ვისაც ბედი სწყალობს, მაგრამ
თავისი უჭკუობით, გაუნათლებლობითა და გამოუცდელობით
ყველაფერს კარგავს: „ჭკუვა უხმარ არს ბრიყათვის, ჭკვა
ცოდნით მოიხმარების.“ პოეტის აზრით, სწავლის უპირველესი
მტერი ახალგაზრდისათვის სურვილების აყოლაა,
აუცილებელია მტკიცე ნებისყოფა, „იქმოდე გულის თქმისასა
გემოვნებისა თმენასა“. ბრძენი, განათლებული კაცის
სიცოცხლე ღვთიური მადლია,
-2-
ჭეშმარიტი თავისუფლებაა და ნამდვილი ხსნა. განათლება
მუდმივი საუნჯეა: „არც ცხადით ძალით წაერთმის არც მალვით
მოიპარების“ უსწავლელობა უბედურებად, ტანჯვად ექცევა
ადამიანს: „სხვას ყველას მახე უგია თავისა გასაყოფელი“.
პოეტი ურჩევს ახალგაზრდობას, მოუსმინოს დავითის
შეგონებას. თუ სურს თავისუფლებას, ღვთიური ცხოვრების წესს
ეზიაროს, უნდა გააცნობიეროს, რომ „სწავლის ძირი მწარე
არის, კენწეროში გატკბილდების“. სწავლა რთული პროცესია,
ნაყოფი-ტკბილი. დავითი გამართლებულად მიიჩნევს
ძალდატანებას. თუ მოზარდი ეურჩება: „ნუ გენაღვლების
სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი“. წკეპლის
გამოყენებასაც კი ურჩევს მშობლებს.
გურამიშვილი მკაცრად აფასებს გაუნთლებელ ადამიანს
და განაცხადებს, რომ ასეთი ახალგაზრდას გაუწვრთნელი
ძაღლი სჯობს: „სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა უწვრთელის
შვილის ყოლასა“ გურამიშვილი ყოველთვის თავმდაბლურად
მოიხსენიებს თავს, ერთგან შენიშნავს კიდეც, რომ ქვეყნის
არეულობის გამო მან ვერ შეძლო სათანადო განათლების
მიღება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი უაღრესად
განათლებული, ცხოვრების გამოცდილების გამობრძმედილი
ადამიანია.

You might also like