Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ქსენოფობია

ქსენოს - უცხო, ფობია - შიში


ტერმინი ხშირად გაომიყენება უცხრო რწმენის,
განსხვავებული ადამიანის მიმართ უარყოფითი
დამოკიდებულებების გამოსახატავად. ცივილიზებულ
ადამიანებისას მიუღებელია ქსენოფობია - უარყოფითად
დამოკიდებულება ერის, წარმომავლობის მიმართ. ხშირად
ქსენოფობობური შეხედულებები პოლოტიკოსების რეიტინგს წევს.
ცნობილია, ტრამპის განცხადებები წინასაარჩევნო გამოსვლებში
და დღევანდელ დღეს მექსიკის კედლის აგება. საფრანგეთშიც
მოიმატა ქსენოფობურმა შეხედულებებმა, მარი ლეპელმა
მკვეთრად გამოხატული დამოკიდებულების მაღალი რეიტინგით
გაიმარჯვა. ბევრ ქვეყანაში ქსენოფობიური შეხედულებების
გამოთქმა დასჯადია, რადგან სიძულვილის ენა დანაშაულად
ითვლება. უცხოს მიმართ შიში განსაკუთრებით ძლიერია მცირე
ერებში, ბუნებრივია საქართველოში. უპირველესად ამ ვითარებას
ჩვენი ისტორია განაპირობებს. საუკუნეების განმავლობაში
ქართული მიწა თურქებსა და ირანს ჰქონდა დაპყრობილი,
დღესაც შიშით უყურებს ქართველობა თურქებისა და ირანელების
შემოდინებას საქართველოში. ეს გასაკვირიც არაა. მაშინ, როცა
ქართველი ემიგრანტების რაოდენობა საოცარი სისწრაფით
იზრდება და ამას თან ერთვის იმიგრანტთა შემოსვლა, მათ მიერ
ქართული მიწების ყიდვა, აქ დასახლება. მსგავსი ვითარებაა
ჩინელი ემიგრანტების მხრივ. გვესმის ფრაზები: „ბინძური
ჩინელები“, „ცბიერი თურქები“. ქსენოფობიის მაგალითია
ქრისტიანსა და მაჰმადიანის დაპირისპირება „ალუდა
ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელში“.

You might also like