Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

მხეცისა და ფრინველის ძალა: ცხოველთა სიმბოლიზმი ძველ ბერძნულ და რომაულ

ხელოვნებაში

ცხოველური სიმბოლიზმით სავსეა ძველი საბერძნეთისა და რომის მითოლოგიური


ხელოვნება. დიდებული არწივიდან დაწყებული სულელი ვირით დამთავრებული
ცხოველები სიმბოლური მნიშვნელობით იყვნენ გამსჭვალული, რომლებსაც ჰქონდათ
სპეციფიკური დატვირთვა, მაგალითად სათნოება, მანკიერება და სხვა . ცხოველები
ხშირად მსახურობდნენ ღმერთებისა და ქალღმერთების სიმბოლოებად ,
განასახიერებდნენ მათ ატრიბუტებსა და გავლენის სფეროებს. მათი მეშვეობით
პერსონაჟზე თუ ღმერთზე ბევრის თქმა არის შესძლებელი, რადგან თითოეულ არსებას
თავისი დატვირთვა აქვს.

მაგალითად, ბუ მჭიდრო კავშირში არის ათენასთან, სიბრძნის ქალღმერთთან , რაც


განასახიერებს მის წინდახედულობას, ინტელექტსა და სტრატეგიულ სიძლიერეს .
ქანდაკებებსა და ვაზაზე ნახატებში ათენას ხშირად გამოსახავდნენ მხარზე დადებული
ბუთი, რაც ხაზს უსვამს მის ღვთაებრივ სიბრძნეს და ხელმძღვანელობას .

სხვა ფრინველების დატვირთვა, მაგალითად როგორიცაა ბულბული გვხვდება


სოფოკლეს „ანტიგონეში“, მაგრამ წინა მაგალითთან შედარებით მისი დატვირთვა
განსხვავებულია. ანტიგონეს პერსონაჟი ხშირად ბულბულთან ასოცირდება . ანტიგონეს ,
რომელიც ეწინააღმდეგება მეფე კრეონის განკარგულებას თავისი ძმის პოლინიკეს
დაკრძალვით, ბულბულს ადარებენ, არსებას, რომელიც ცნობილია თავისი სამგლოვიარო
სიმღერით. ბულბულის გოდება ასახავს ანტიგონეს მწუხარებას მისი ოჯახის ტრაგიკული
ბედის გამო. ამ შემთხვევაში მის სულიერ მხარეზე და ემოციებზე გვაწვდიან მეტ
ინფორმაციას. ბულბული ამითაც განსხვავდება ათენას ბუსაგან, რომელიც ხასიათსა და
თვისებებზე მეტყველებდა. ეს მაგალითები ასახავს, თუ როგორ იყენებს სოფოკლე
ფრინველის სიმბოლიკას "ანტიგონეში" ძალაუფლების, დაუმორჩილებლობისა და
ღვთაებრივი სამართლიანობის თემების გადმოსაცემად. ჩიტების გამოსახულება
ტრაგიკულ ნარატივს სიღრმეს მატებს და ამარტივებს პერსონაჟების მოტივაციისა
გაგებას.

ამ ფრინველების ხსენებისას ასევე უნდა გავიხსენოთ არწივიც, რომელიც იყო ზევსის ,


ღმერთების მეფის სიმბოლო, ის განასახიერებდა მის სუვერენიტეტს, ძალაუფლებასა და
ავტორიტეტს. მითოლოგიურ ხელოვნებაში ზევსი გამოსახულია არწივის თანხლებით , მათ
შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოსახულებაა ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში , ძველი
სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. ამით ხაზი ესმევა მის როლს, როგორც
ოლიმპოს უზენაესი მმართველის. რომაული იმპერიული გამოსახულებები ასევე ხშირად
ასახავდა არწივს, როგორც ძალაუფლებისა და ღვთიური კეთილგანწყობის სიმბოლოს ,
როგორიცაა სამხედრო ნიშნები.

ასევე ცხოველებს შეიძლება ორმაგი დატვირთვაც ჰქონდეთ თან არამარტო დადებითი ,


მაგალითად, გველი წარმოადგენდა როგორც შექმნის ასევე განადგურების ძალასაც ,
განასახიერებდა როგორც ნაყოფიერებას, ასევე საფრთხეს. ძველ ბერძნულ და რომაულ
მითოლოგიაში გველი ასოცირდებოდა ისეთ ღვთაებებთან, როგორიცაა ასკლეპიუსი ,
მედიცინის ღმერთი, ასახავდა სამკურნალო და რეგენერაციის ასპექტებს და მედუზა ,
გორგონი, რომლის მზერაც შეიძლება გაქვავდეს აქ გველი გამოყენებულია როგორც
საფრთხისა და ბოროტმოქმედების სიმბოლო.

რაც შეეხება ცხოველებს, შეგვიძლია ზევსის არწივთან შესადარებელი არსება ვნახოთ .


ლომი იყო სიმტკიცის, გამბედაობისა და სისასტიკის ძლიერი სიმბოლო, მითოლოგიურ
ხელოვნებაში ხშირად გამოსახული როგორც მცველი ან მფარველი. ნემეის ლომი ,
მოკლული გმირი ჰერაკლეს მიერ, როგორც მისი თორმეტი შრომიდან ერთ -ერთი ,
წარმოადგენდა იმ დიდ გამოწვევებს, რომლებიც გმირებმა უნდა გადალახონ სიდიადის
მისაღწევად.

ამ ქანდაკებებზეც შეგვიძლია დავინახოთ მსგავსება და გაგვახსენდეს რუსთაველის


პოემა. „ვეფხისტყაოსანში“ ვხვდებით ვეფხვს, რომელიც თარგმნისას პანტერად
მოიხსენიება. ბერძნულ მითოლოგიაში პანტერა ასოცირდებოდა ღმერთ დიონისესთან ,
რომელიც გამოსახული იყო ლეოპარდის ტყავით და იყენებდა ლეოპარდს
სატრანსპორტო საშუალებად. მას ხშირად ასოცირებდნენ თავისუფლებასთან და
ექსტაზიურ განცდასთან, რომელსაც ღვინო წარმოშობს. ამ შემთხვევაში პანტერა ხაზს
უსვამს მის ველურ, უდარდელ ბუნებას. ასევე „ვეფხისტყაოსანში “ ტარიელის ასოციაცია
პანტერასთან მას მისტიურობას მატებს, როგორც ლეგენდათა და მითებით მოცულ გმირს .
ამასთან ერთად ბუნებასთან სიახლოვესა და დიონისეს მაგვარ თავისუფლებაზე
მეტყველებს.

გარდა ამ ჩამოთვლილი არსებებისა, რომლებსაც ამჟამადაც ხშირად ვიყენებთ იმავე


დატვირთვით, აპულეიუსის ნაწარმოებში „ოქროს ვირი“(იგივე „მეტამორფოზები “)
ვხვდებით ვირს, რომელსაც განსხვავებული მნიშვნელობა მიენიჭება. უკვე განხილულ
განმარტებებთან შედარებით, რომლებიც სიდიადეს ასხივებენ, ვირი უფრო უარყოფით
კონტექსტში გამოიყენება. ვირი განასახიერებს გმირის, ლუციუსის ტრანსფორმაციულ
მოგზაურობას. რაც იწვევს მის სულიერ გამოღვიძებას და საბოლოო გამოსყიდვას . მისი
მეტამორფოზა აღნიშნავს ადამიანის მდგომარეობის მეტაფორას , სიბრძნისკენ სწრაფვას
და მიუღწევლის ძიებას. ძველ ლიტერატურაში ვირი ასოცირდებოდა სისულელესთან ,
უმეცრებასთან და ძირეულად სურვილებთან. ლუციუსის ვირად გადაქცევა ასახავს მის
საკუთარ მორალურ ნაკლოვანებებს და მის დაცემას. როგორც ვირი, ლუციუსი განიცდის
ჯადოსნური სწრაფვისა და ამქვეყნიური სიამოვნების მიტაცების შედეგებს , რაც ხაზს
უსვამს თავხედობისა და მორალური კორუფციის საფრთხეებს . ნაწარმოების დასაწყისში
ლუციუსის ეს მხარეც კარგად არის ასახული, იგი შეპყრობილია მიწიერი სიამოვნებებით ,

რაც ლოგიკურს ხდის იმას, რომ სწორედ ვირად იქცევა იგი და არა რომელიმე სხვა
ცხოველად, მხოლოდ ამ ინფორმაციითაც შეგვიძლია ჩავწვდეთ პერსონაჟის შინაგან
ბუნებას და მის ფასეულობებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორად იქ

ნეს არჩეული ის არსება, რომელთანაც ინდივიდს ვაკავშირებთ .

აპულეიუსის „ოქროს ვირის“ გავლენა იგრძნობა რობერ ბრესონის ფილმში “Au Hasard
Balthazar”. ფილმში გარდა მეტამორფოზისა თითქმის ყველაფერი გვხვდება რაც
ნაწარმოებშია ასახული. ვირის იცვლის პატრონებს, ეცნობა განსხვავებულ ხალხსა და მათ
ისტორიას, აქედან ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაშიც არ ექცევიან საწყალ არსებას
ლმობიერად. ჯავრს მასზე იყრიან და სასტიკ გარჯასა და ჯაფას აძალებენ. ვირის
უდანაშაულობა და სტოიკური გამძლეობა ძალადობის წინაშე სიწმინდისა და გამძლეობის
სიმბოლოა. მიუხედავად გაჭირვებისა, რომელსაც იტანს, ბალთაზარი ინარჩუნებს თავის
რბილ ბუნებას და ურყევ სულს. ამ შემთხვევაში ვირი კარგავს წინანდებურ უარყოფით
მნიშვნელობას და ხდება დადებითი, წმინდა, მნახველს ეცოდება იგი , რადგან
ყოველმხრივ უდანაშაულო და სუფთაა. საინტერესოა, რომ ფილმის შემთხვევაში ვირის
აზარები არ ხმოვანდება, მაგრამ მაინც შეგვიძლია მისი ქცევებითა თუ ბავშვური (როგორც
წმინდა და უმანკო) გამომეტყველებით, მისი წინააღმდეგობის გაწევის უუნარობით
ჩავწვდეთ მის ბუნებასა და ემპათიის უნარი გაგვიღვიძოს. გარკვეულ სცენებში მისი და
მთავარი გმირის დაკავშირებაა შესაძლებელი, ვხვდებით, რომ ვირის სულიერი გარემოს
შესწავლით მის პატრონზე ბევრის გაგებაა შესაძლებელი და გოგონაც(Marie) იმავე
ზედსართავებით შეგვიძლია დავახასიათოთ.

დღესდღეობით არამხოლოდ ასეთი სისუსტის წარმოსაჩენად არის ცხოველური


სიმბოლიზმი ფილმებსა თუ სერიალებში, არამედ მეტად ძლიერ დატვირთვასაც ატარებს .
მაგალითად „სამეფო კარის თამაშების“ პირველივე სერიებში ვიგებთ სხვადასხვა
ცხოველების კავშირის შესახებ გვარებთან. როგორიცაა ლანისტერები და ლომები , ეს
გვარზე ძალიან ბევრს გვეუბნება და მხოლოდ ამ იოტისოდენა ინფორმაციით შეგვიძლია
დასკვნების გამოტანა. როგორც უკვე განვიხილეთ ლომები, აქაც სიძლიერე, სიამაყე ,
სიმდიდრე, უშიშრობა და სისასტიკე ჩანს. სერიალშიც ეს ყოველივე თითოეული გვარის
წარმომადგენლის ქცევებით დასტურდება. მეორე მხრივ სტარკების სიმბოლოდ
გვევლინება მგელი, რომელიც ასევე სიძლიერედაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგრამ მისი
ძირითადი დატვირთვა მაინც ერთგულება, მონდომება და ერთმანეთთან სიახლოვე ,
სიყვარულია. სერიალში ცხოველებისა და ფრინველების როგორც სიმბოლოების
დატვირთვა იმდენად კარგად არის ასახული, რომ მხოლოდ ადამიანის დახასიათებითაც
შეგვეძლება მივუსადაგოთ იგი კონკრეტულ ოჯახს.

ცხოველებისა და ფრინველების მეშვეობით ამბის უკეთესად გადმოცემა თუ განვრცობა


ოდითგანვე პოპულარული იყო, ამდიდრებდა ვიზუალურ ნარატივებს მნიშვნელობისა და
ალეგორიის შრეებით. თუ დავაკვირდებით მივხვდებით, რომ დღევანდელობაშიც
არამხოლოდ კინოინდუსტრიაში ან ლიტერატურაში, საუბარშიც ხშირად გვხვდება
ცხოველური სიმბოლოები. ადამიანს ახასიათებენ, როგორც კონკრეტულ ცხოველს და
ამით გადმოსცემენ მის ხასიათსა თუ ბუნებაზე ინფორმაციას. ამის უფრო ღრმად
შესწავლით, ჩვენ მეტად ვაფასებთ გამოსახულებებსა და მნიშვნელობებს, რომელიც
ანტიკურ რომსა და საბერძნეთში შეგვიძლია დავინახოთ.

You might also like