Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

1.

2. საიდან გაჩნდა კანონი? რისთვის გვჭირდება ის ან როგორ მოვახერხეთ


ადამიანებმა მსგავს აბსტრაქტულ ცნებაზე შეთანხმება და მეტიც, მასზე მთელი
რიგი სისტემების დაფუძნება? ამ კითხვებზე უამრავ ადამიანს უფიქრია და მეტ-
აკლებად მისი საინტერესოდ ახსნაც უცდია. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე
ფართოდ გავრცელებული ახსნა არის, რომ კანონები ადამიანებმა ერთობლივი
ცხოვრების მოსაწესრიგებლად და უსაფრთხოებისთვის შევქმენით. ბუნებითი
მდგომარეობის ლოკისეული ახსნაც მსგავსია, რომ თითქოს ადამიანებმა
თავისუფლების რაღაც ნაწილი დავთმეთ უსაფრთხოებისთვის და კანონი
არსებობს თავისუფლების, სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად. თუმცა,
საინტერესოა, კანონის ძალით ცხოვრების მოწესრიგებამ ხომ არ მიიყვანა
საზოგადოებები ფილანტროპულ ტირანიასთან, რეალურად შესაძლებელია კი
კანონის ძალით თავისუფლების დაცვა, თუ მხოლოდ ფასადური ჩარევებით
ვცდილობთ თავისუფლების ილუზიის შენარჩუნებაროგორც უკვე აღვნიშნეთ,
კანონის მთავარი დანიშნულებაა დარეგულიროს ადამიანთა თანაცხოვრება.
შესაბამისად, კანონი აუცილებლად გულისხმობს რაღაცის აკრძალვას, არაა
აუცილებელი რომ ეს აკრძალვა პოპულარული აღქმით ტირანული ხასიათის იყოს.
რეალურად, კანონი თავის თავში მოიცავს რაიმეს აკრძალვას, რაზეც მრავალი
კლასიკური ავტორის თანახმად, დავთანხმდით საკუთარივე უსაფრთხოების
დასაცავად. თუმცა, ხომ არ არის წინააღმდეგობრივი კანონის ბუნება
თავისუფლების არსთან. ამ დისკურსში უამრავი ადამიანის არგუმენტი იქნებოდა,
რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები ვიცხოვრებდით მუდმივ შიშში,
იქნებოდა „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“ ან ადამიანთა ცხოვრება იქნებოდა
ხანმოკლე, სასტიკი და მარტოსული. ეს არგუმენტები კარგად წარმოაჩენს, რომ
სინამდვილეში საკითხი ეხება არა თავისთავადად არსებულ ცნებას -
თავისუფლებას, არამედ კონკრეტულ სიკეთეებს, რომლის სასარგებლოდაც
ადამიანებმა არჩევანი გააკეთეს და ეს არჩევანი მოიხსენიება, როგორც
თავისუფლების მხოლოდ ნაწილის დათმობა უსაფრთოხებისთვის. კითხვაზე, თუ
რას ვიცავთ რეალურად კანონებით, ბევრი ადამიანის პასუხი იქნებოდა რომ
ვიცავთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის თავისუფლებას.

3.Წესების შემუშავებისას სასურველია, იგი პროცესის ყველა მონაწილემ


გაიაზროს. Სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება მდგრადი ხანგრძლივვადიანია
შედეგის მიღწევა.

მაგალითისათვის ავიღოთ ჭადრაკის მარეგული- რებელი წესები.


წარმოვიდგინოთ , რომ ჭადრაკის თამაშისას ერთი მხარე ეტ ლს
ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად გადააადგილებს, კუს კი - დი-
აგონალურად (როგორც ეს წესებითაა დადგენილი), ხოლო მეორე მხარე (მეორე
მოთამაშე) მიიჩნევს, რომ კუს გადაადგილება ჰორიზონტალურადაც შეუ- ძლია და
ეტლის – დიაგონალურად. ასეთ შემთხვევა- ში თამაში შეწყდება ან კონფლიქტი
წარმოიშობა .

4. კაცობრიობას მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში აფიქრებდა ეს საკითხი


და ამის შესახებ მრავალი მოსაზრებაცაა გამოთქმული. ისინი პირობითად ორ
ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

 1. არსებული რეალობა განსაზღვრავს წესების შემოღების აუცილებლობას;


 2. წესების შემოღება განაპირობებს ახალი რეალობის შექმნას .

5. კარლ ჰაინრიხ მარქსი (Karl Heinrich Marx, 1818-1883) – გერმანელი


ფილოსოფოსი,

პოლიტ იკური თეორეტ იკოსი . ითვლება სოციალიზ მის ერთ -ერთ და


კომუნიზმის თეორიის მთავარ ფუძემდებლად. მისი აზრით, ისტორიული
პროცესები წარმო- შობს წესების შეცვლის საჭიროებას .

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ელექტრონული ტექნოლოგიების


განვითარება XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე. ახალმა რეალობამ კომუნიკაციების
ახალი საშუალებების შექმნა მოითხ ოვა. თავის მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების
დამკვიდრების პროცესმა ახალი რეგულირების წარმოშობის საჭიროება
განაპირობა (ინტერნეტის, ფეისბუკის და ა. შ. მოხმარების წესები).

6 მეორე ხედვა სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს და შეიძლება


ჩამოყალიბდეს ასე: „ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას“. ამ ხედვის
მომხრენი მიიჩნევენ, რომ ჯერ ჩნდება იდეა, რომელიც ცვლის ადამიანთა
აზროვნებას და ამის შემდეგ მკვიდრდე- ბა ის ყოველდღიურ ცხოვრებაში,
სათანადო წესების შემუშავების მეშვეობით.

მაქსიმილიან კარლ ემილ ვებერი (Max-

imilian Karl Emil Weber, 1864-1920)

გერმანელი სოციოლოგი და ფი- ლოსოფოსი. ითვლება თანამედროვე


სოციოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს ფუძემდებლად. ვებერის აზრით, საზო-
გადოების შეხედულებების ცვლა განა- პირობებს გარემოს ცვლას

ამ შეხედულების თანახმად, ბოლო ათწლეულების მანძილზე გაკეთებულმა


აღმოჩენ- ებმა (მაგ., IT ტექნოლოგიები) შეცვალა კაცობრიობის ცხოვრების წესი.
ციფრული ტე- ქნოლოგიებისა და სოციალური ქსელების განვითარება სწორედ ამ
აღმოჩენების შედეგია. რომელი შეხედულებაც არ უნდა იყოს მართებული, ფაქტია,
რომ ისინი ურთიერთ- განმაპირობებელია.

You might also like