Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

რეფერატი

ჰისტოლოგია

აზა ჯიქია

თბილისი
2024 წ.
წინამდებარე რეფერატში წარმოგიდგენთ ნინო გორდაძის წიგნს ,,ჰისტოლოგია’
- ს, რომელიც გამოიცა 2013 წელს, ქ.თბილისში.
წიგნი მოიცავს 12 თავს და 245 გვერდს. წიგნს აქვს შესავალი, რომელიც შედგება
მცოლოდ 1 გვერდისგან.

პირველ თავში მოცემულია გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სადაც განხილულია


მისი აუცილებლობა ორგანიზმში, მდებარეობა, შემადგენელი კომპონენტები და
ფუნქციური დამახასიათებლობა. კონკრეტულად არის აღწერილი გულის,
არტერიების, ვენების, გულის სარქველებისა თუ გულის ფიბროზული ჩოჩხის
შემადგენელ-ფუნქციური კომპონენტები და როლი ადამიანის ორგანიზმში.

მეორე თავში განხილულია სისხლი და სისხლის წარმოქმნა.


სისხლის უჯრედების წარმოქნდა, შემადგენლობა, ფუნქციური ერთეულები და
მათი აუცილებლობა. აგრეთვე აღწერილია ერითროციტების, თრომბოციტებისა
და ლეიკოციტების დამცველობითი ფუნქციები, მათი შემადგენელი
კომპონენტები და სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანის ორგანიძმში.
ამავდროულად განხილულია თუ როგორ წარმოიქმნება თითოეული მათგანი.
აღსანიშნავია ძვლის წითელ და ყვითელ ტვინზე არსებული ინფორმაციაც,
რომელიც დაწვრილებით არის აღწერილი ამ კონკრეტულ თავში.

მესამე თავში მიმოხილვის თემატიკას წარმოადგენს იმუნური სისტემა და


ლიმფოიდური ქსოვილები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმუნური სისტემა
ადამიანის სიცოცხლისუნარიანობისთვის.
აღწერილია რამდენი კომპონენტისგან შედგება იმუნური სისტემა, ამავდროულად
გადმოცემულია თუ როგორ ხდება ანტიგენების, T და B ლიმფოციტები
წარმოქმნა, გამრავლება და რას მოიცავს მათი ფუნქციური ერთეული. აგრეთვე
გვხვდება ლიმფოიდურ ქსოვილში შემავალი ორგანოიები, ლიმფური კვანძები,
თიმუსი, ელენთა. დახასიათებულია თითოეული მათგანი, თუ რა არის მათი
შემადგენელი ორგანოები თუ ელემენტები, რომელ სისხლძარღვებს მოიცავს და რა
შედის მთ ფუნქციურ არეალში.

მეოთხე თავიში ძირითადად საუბარია საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, თუ


საიდან იწყება საჭმლის მონელება, რამდენი ეტაპისგან შედგენა, რომელი
ორგანოები იღებს მასში მონაწილეობას და რა არის მათი ფუნქციური ერთეული.
დახასიათებულია ის ლორწოვანი გარსები, რომლისგანაც უშულოდ შედგება
საჭმლის მომნელებელი სისტემა. აღწერილია თუ რომელი დვრილებია
განლაგებული ენაზე, სად არის მათი ძირითადი გავრცელების არეალი და რა
ფუნქციებს ასრულებენ. აგრეთვე გვხვდება კბილების ანატომიური და
ფიზიოლოგიური აგებულება, მათი შემადგენლობა და ფუნქციები. ნათლად არის
აღწერილი კბილის შემადგენელი კომპონენტების, როგორიცაა: დუღაბი,
დენტინი, მინანქარი, ღრძილი, ალვეოლური ძვლის კომპონენტები.

მეხუთე თავში აღწერილია სასუნთქი სისტემა, თუ რა ფუნქციას ასრულებს


ორგანიზმში, რისგან შედგება ჰაერგამტარი გზები, საიდან სანამდე ატარებენ ჰაერს
და რამდენი ჰაერგამტარი გზა არსებობს ადამიანის ორგანიზმში.
დახასიათებულია თითოეული მათგანის შემადგენლობა და ფუნქციები. აგრეთვე
გვხვდება ფილტვის არტერიები, ბრონქები და ბრონქიოლები, თუ თუ როგორ
იყოფიან და გაყოფის რამდენ ნაწილს შეიცავენ, სად მდებარეობენ და სად
სრულდება მათი გავრცელების არეალი.

მეექვსე თავში მოცემულია კანი, რომელიც ორგანიზმის ყველაზე დიდი


ორგანოა. აღწერილია თუ რამდენი შრისგან შედგება, რა არის მისი ფუნქციური
ერთეული, როგორ წარმოიქმნება თითოეული მათგანი, გავრცელების რა არეალს
მოიცავს და რა არის მათი ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში. როგორ ხდება
გამღიზიანებელზე აღქმა და მასში განლაგებული რომელი რეცეპტორები იღებენ
ძირითადად მონაწილეობას.

მეშვიდე თავი შედგება გამომყოფი სისტემისგან. განხილულია ორგანიზმში


საკვები ნივთიერების მიღების შემდეგ როგორ გამოიყოფა ნარჩენი პროდუქტები,
რომლეიც ქსოვილური სითხით ხდება სისხლში. როგორ ხდება პროდუქტის
ნაწილის გამოყოფა, რამდენი ნაწილისგან შედგება საჭმლის მომნელებელი
სისტემა. დაყოფილია ის ნაწილები სადაც საუბარია რა გამოიყოფა საჭმლის
მომნელებელი სისტემით და რა საშარდე სისტემით. რა არის მათი ძირითადი
შემადგენელი კომპონენტები, რომელ ორგანოებსა და გამტარ სისტემას მოიცავს
თითოეული მათგანი და რომელი მილაკებისგან შედგებიან. დახასიათებულია
ყოველი შრის შემადგენლობა, მდებარეობა და ფუნცია გავრცელების არეალთან
ერთად.

მერვე თავში საუბარია ენდოკრინულ ჯირკვლებზე. თუ რა არის მისი


ძირითადი შემადგენლობა და ფუნქცია. აგრეთვე ამ თავში განხილულია
ჰორმონები, თუ რას ეწოდება ის, რომელი ტიპის ქსოვილზე მოქმედებს , რას
ეწოდება სამიზნე ქსოვილები, რომელ ენდოკრინულ ჯირკვლებს შეიცავს
ადამიანის ორგანიზმი და რა არის მათი ფუნქცია. სად მდებარეობს ფარისებრი
ჯირკვალი, რას წარმოადგენს პანკრეასის კუნძულები, რა არის მათი ძირითადი
ფუნქცია, სად მთავრდება მათი გავრცელების არეალი, რომელი ჯირკვალი რა
ზომის და რამდენი გრამისაა. აგრეთვე ათწერილია იმ ჯირკვლების
სახელწოდებები რომელთა ფუნქციური დანიშულება უცნობია.

მეცხრე თავში აღწერილია ქალის რეპროდუქციული სისტემა, თუ რამდენი


საკვერცხისგან შედგება, რომელი ორგანოები მოიცავს მას, როგორ წარმოიქმნება
ქალის სასქესო ჰორმონები, რისი ფორმა აქვს თითოეულ ორგანოს, რა არის
ყოველი მათგანის სიგრძე, სიგანე, სისქე, რითი არის მათი ზედაპირი დაფარული,
რომელი ეპითელური შრისგან შედგებიან და რა აარის მათი ძირითადი
ფუნქციები. ამავდროულად დახასიათებულია საკვერცხის განვითარება, თუ
საიდან იწყება ის, რამდენ ეტაპად შეიძლება დაიყოს და რას მოიცავს თითოეული
ეტაპი. ამ თავში განხილულია სარძევე ჯირკვლებიც, მათი აგებულებიდან
დაწყებული, ორსულობის პერიოდში მათი ცვლილებით დასრულებული.

მეათე თავი გადმოსცემს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას. რისგან


შედგება ის და რომელი ორგანოები წარმოადგენენ ძირითად კომპონენტებს. სად
მდებარეობს სადინრები და დამხმარე ჯირკვლები და აღწერილია თუ რას
წარმოადგენენ ისინი. აგრეთვე ამ თავში საუბარია სპერმატოზოიდების
წარმოქმნასა და განვითარებაზე, თუ რამდენ ეტაპს გაივლის მეიოზური გაყოფის
შედეგად და მომწიფების რამდენი ფაზისგან შეიძლება შედგებოდეს.

მეთერთმეტე თავში აღწერილია გრძნობათა ორგანოები, ამ კონკრეტულ


შემთხვევაში კი - თვალზე. საუბარია იმაზე, თუ როგორი ორგანია თვალი, რისი
აღქმა შეუძლია მას. ჩამოშლილია იმ ორგანოების თვისებები და ფუნქციები,
რისგანაც შედგება თვალი, როგორიცაა: გუგა, რქოვანა, სკალერა, ბადურა და ა.შ.
რომელი ნერვული ქსოვილები მდებარეობს მასში. დახასიათებულია თვალში
შემავალი თითოეული მემბრანის შემადგენლობა და ფუნქციები.

მეთორმეტე თავი მოიცავს შემდეგ გრძნობათა ორგანოს, რომელიცაა ყური. ამ


თავში აღწერილია თუ რატომ არის ყური წონასწორობის დაცვის ორგანო, რამდენი
ნაწილისგან შედგება, როგორ გადაიცემა ბგერის ტალღები და რა სახით აღწევს ეს
ტალღები სასმენ მილში. განხილულია თუ რისგან შედგება გარეთა და შიდა ყური,
სასმენი მილი, ყურის ნიჟარა, დაფის აპკი და რა არის მათი ძირითადი ფუნქციები,
როგორ მუშაობს თითოეული მათგანი და რომელი ძვლოვანი ქსოვილები თუ
ორგანოებია მასში ჩართული.
ეს წიგნი ძალზედ გამოსადეგია მედიცინის სფეროთი დაინტერესებული
პირებისთის, ვინაიდანაც კარგად არის გადმოცემული თითოეული იმ ორგანოს
ფუნქციური დანიშნულება და შემადგენლობა, რომელიც აუცილებელია
ადამიანის სიცოცხლისუნარიანობისათვისა და გავნითარებისთვის.
შენიშვნის სახით დავამატებდი იმას, რომ ბევრად კომფორტული იქნებოდა
წიგნში სარჩევის არსებობა, ვინაიდან დროის ფაქტორის მხრივ უფრო
კომფორტული და გაადვილებული იქნებოდა კონკრეტული იმ ინფორმაციის
მოძიება რითაც დაინტერესებული იქნებოდნენ.

You might also like