Abo

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ეს იყო დრო, როდესაც ქართლის ერისთავი სახელად ნერსე, ადარნესე

კურაპალატისა და ერისმთავრის შვილი, იხმო აბდილა ამირა მუმნმა,


რომელიც ბაღდადში იმყოფებოდა.

ბოროტი ადამიანების დასმენით მან ნერსე ერისთავი დააპატიმრა და სამი


წელი იგი საპყრობილეში იჯდა მანამ, სანამ ღვთის ნებით მოკვდა აბდილა
ამირა მუმნი და მის ნაცვლად მისი ვაჟი მაჰდი გამეფდა.

მოწყალე ღმერთმა შთააგონა მაჰდის ნერსეს გათავისუფლება, გამოიყვანა იგი


სასტიკი საპყრობილიდან და ისევ ერისმთავრად გამოაგზავნა საკუთარ
ქვეყანაში.

ახლა მსურს, ქრისტეს მოყვარენო, სანატრელი მოწამის, აბოს შესახებ


მოგითხროთ, რანაირად და როგორ იყო, ანუ საიდან მოვიდა აქ. იგი
აბრაამის ერთ-ერთი შვილის, ისმაელის შთამომავალთაგან იყო შობილი,
სარკინოზთა ტომიდან.

მისი მშობლები და და-ძმა ამავე ქალაქში, ბაღდადში იყვნენ. ჭაბუკი აბო


დაახლოებით თვრამეტი, არანაკლებ ჩვიდმეტი წლისა იყო. მან, ნერსე
ერისთავთან ერთად, აქეთ (იგულისხმება ქართლი) წამოსვლა მოინდომა და
მას მსახურად დაუდგა.

ის იყო სურნელოვან ნელსაცხებელთა შემზადების ოსტატი და განსწავლული


იყო სარკინოზთა მწიგნობრობაში. მან დატოვა დედა, მამა, ძმები, დები,
ნათესავები, ქონება; წამოვიდე აქეთ და დაემგზავრა ნერსეს ქრისტეს
სიყვარულის გამო.

როდესაც ქართლში ჩავიდა, ცხოვრობდა ნერსეს კარზე და სათნო ხასიათით


ყველას შეაყვარა თავი, ამასთანავე ისწავლა ქართული წერა-კითხვა და
გამართული ლაპარაკი და დაიწყო ძველი და ახალი აღთქმის (იგივე ბიბლია)
შესწავლა. მრავალ რჯულისმცოდნეს ეკითხებოდა და მათგან სწავლობდა
ღვთისმეტყველებას. ასე სრულყო საკუთარი თავი მთელი ქრისტიანული
მოძღვრების შეცნობით.

მაშინ მიატოვა მაჰმედის რჯული და მამაპაპური ლოცვის წესი და მთელი


გულით ქრისტე შეიყვარა. იგი ახდილად ვერ აცხადებდა, რომ ქრიტიანი
იყო, ამიტომ ფარულად მარხულობდა და ლოცულობდა ქრისტეზე და ეძებდა
უსაფრთხო ადგილს, სადაც მოინათლებოდა, რადგან ქვეყნის დამპყრობლების,
სარკინოზების ეშინოდა.

იმ დროს სარკინოზთა ხელისუფლება კვლავ განურისხდა ნერსე ერისთავს.


გაიქცა იგი, რადგან სასტიკად ებრძოდნენ სარკინოზები და უფალმა დაიცვა
ის (ნერსე) მათგან. და გაიარა მან ოსეთის კარი, რომელსაც დარიალი
ეწოდება.

მას თან ახლდა სამასამდე მამაკაცი თავისი ხალხიდან და მასთან ერთად იყო
სანატრელი აბოც. როდესაც ნერსე ერისთავი ხაზარეთის მეფესთან მივიდა,
მან შეიფარა ნერსე უცხოობისა და თავისი მტრებისაგან გამოქცევის გამო და
მისცა მას და მის თანმხლებთ ტანსაცმელი და საჭმელი.

მაშინ, როდესაც ნახა ნეტარმა აბომ რომ საშიში აღარაფერია, იჩქარა


ქრისტესთან მიახლოება და მოინათლა,

ცოტა ხნის შემდეგ ნერსემ სთხოვა ჩრდილოეთის მეფეს (იგულისხმება


ხაზართა მეფე), გაეშვა ისინი აფხაზეთში, რადგან ადრევე გაეგზავნა იქ
დედა, ცოლ-შვილი, თავისი ქონება ჯალაბობა და საერთოდ მთელი მისი
ამალა, რადგან ეს ქვეყანა დაცული იყო სარკინოზთაგან..

ხოლო ღმერთმა დაამშვიდა ჩრდილოეთის მეფე და მან გაისტუმრა ნერსე


უამრავი საჩუქრით და წავიდნენ ისინი სიხარულითა და ღვთის
მადლიერებით.

როდესაც აფხაზეთში ჩავიდნენ, ამ ქვეყნის მთავარმა შეიფარა ნერსე მთელი


თავისი ამალით. როდესაც იხილა ნერსემ დედოფალი - თავისი დედა, ცოლ-
შვილი, სიხარულით ყველანი ერთად ლოცვით ჰმადლობდნენ ღმერთს მათი
ჯანმრთელად და მშვიდობიანად შეკრებისთვის.

მაშინ, როდესაც ეცნიბა აფხაზეთის მთავარს ნეტარი აბოს შესახებ, რომ იგი
ახლადმონათლულია, მეტად გაიხარა. ნეტარი აბო კიდევ უფრო ჰმადლობდა
ღმერთს, რადგან იხილა მან ქვეყანა სავსე ქრისტიანული საწემუნოებითა და
ამ ქვეყანაში ურწმუნო არავინ მკვიდრობდა.

ხოლო ქართლიდან ნერსეს გაქცევის შემდეგ, ღვთის შთაგონებით, მაჰდი


ამირა მუმნმა ქართლის ერისმთავრად დაადგინა სტეფანოზი, გურგენ
ერისთავის ძე, ნერსე ერისთავის დისწული.

მაშინ გაიხარა ნერსემ, რადგან მის სანათესაოს არ ჩამოერთვა ერისმთავრობის


უფლება და ქართლის ამირას (არაბ ხელისუფალს) სთხოვა, საფრთხე
აერიდებინა მისთვის და ქართლში მთელი თავისი ამალით თავისუფლად
წამოსულიყო.

როდესაც აფხაზეთიდან მოდიოდნენ, ნეტარი აბო იხმო აფხაზეთის მთავარმა


და უთხრა;

- ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლი სარკინოზებს უპყრიათ. და მე


შენს გამო ვშიშობ. ვაითუ, გადაგიბირონ ქრისტეს სარწმუნოებიდან.

ხოლო ნეტარმა აბომ თქვა:

- მრავალი ოქრო და ვერცხლიც რომ მომცენ, ან კიდევ მტანჯონ და


მგვემონ, ვერ გამინელებენ ჩემი უფლის სიყვარულს. და ახლა ნურც შენ
დამაბრკოლებ, ღვთისმსახურო, რადგან შევითვისე წმინდა სახარებიდან ჩვენი
მაცხოვრის ნათქვამი:
”არავინ ანთებს სანთელს კვიმირში (მარცვლეულის საწყაო ჭურჭელი),
არამედ სასანთლეზე ამაგრებენ, რათა ყველას უნათებდეს. დაე, ასე
ბრწყინავდეს ნათელი თქვენი ადამიანების წინაშე”. და მე რატომღა დავფარო
ეს ჭეშმარიტი ნათელი, რომლითაც ქრისტემ განმანათლა?

წამოვიდა ის ქართლში ნერსესთან ერთად, შემოვიდა ქალაქ თბილისში და


ცხოვრობდა როგორც ქრისტიანი.

როდესაც იქ მყოფმა სარკინოზებმა, რომლებიც მას ადრე იცნობდნენ, ნახეს,


რომ აბო ქრისტიანია, ზოგი საყვედურობდა, ზოგი აგინებდა, ზოგი
აშინებდა, ზოგი სდევნიდა, ზოგი მშვიდობიანად შეაგონებდა მას.

ხოლო აბო განმტკიცებული იყო რწმენაში და ვერაფერი შეაშინებდა. სამი


წლის განმავლობაში, მიმოდიოდა ქალაქსა და მის შემოგარენში აბო, როგორც
გაცხადებული ქრისტიანი.

You might also like