Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 16

ქონებრივი უფლებები:

 რეპროდუცირების უფლება- მოიცავს წიგნების დაბეჭდვას და მათი ასლების


გადაღებას, ასევე, ფირზე ან ციფრულ ჩანაწერს და ამგვარი ჩანაწერების
ასლების გაკეთება;

 ნაწარმოების ან მისი ასლების გავრცელების უფლება: WCT-ის


ხელშეკრულება ავტორებს ანიჭებს ნაწარმოების გავრცელების
განსაკუთრებულ უფლებას. როდესაც საავტორო უფლების მფლობელი
გაყიდის ან სხვა ფორმით გადასცემს უფლებებს ნაწარმოების კონკრეტულ
ასლზე, ამ ასლის მფლობელს შეუძლია ის გაასხვისოს საავტორო უფლების
მფლობელის დამატებითი ნებართვის გარეშე;

 შესრულების უფლება- პირი ასრულებს ნაწარმოებს, როდესაც, უკრავს


მელოდიას, ან გამოდის სცენაზე. მოცემული უფლებიდან გამომდინარეობს
მაუწყებლობის უფლება და საჯარო გადაცემის უფლება.

 საჯარო შესრულების, ეთერში გადაცემის და საჯარო გადაცემისა და საჯარო


გაცნობის უფლება: საჯარო შესრულებად მიიჩნევა ნაწარმოების ნებისმიერი
სახის შესრულება ისეთ ადგილას, სადაც არის ან შეიძლება იყოს
საზოგადოება, ან საზოგადოებისთვის დახურულ ადგილას, სადაც
წარმოდგენილი არიან ოჯახის წევრების ან ნაცნობთა ვიწრო წრის გარდა
საკმარისი რაოდენობის სხვა ადამიანებიც. საჯარო შესრულების უფლების
საფუძველზე ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს შეუძლია,
ნებართვა გასცეს საკუთარი ნაწარმოების ცოცხალ შესრულებაზე.

 გაქირავების უფლება: გრაფიკულად გამოსახული მუსიკალური


ნაწარმოებების, აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების, კომპიუტერული
პროგრამის, მონაცემთა ბაზის, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი
ნაწარმოების ავტორებს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს
ეკუთვნით ამ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ასლების გაქირავების და
მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის განსაკუთრებული უფლება,
მიუხედავად იმისა, არის თუ არა ორიგინალი ან ასლი მათი საკუთრება.

 ნაწარმოების ასლების იმპორტირების კონტროლის უფლება- , რაც იმის


საშუალებაა, რომ არ მოხდეს საავტორო უფლების ტერიტორიულობის
პრინციპის დარღვევა;

 „შეზღუდვები და გამონაკლისები“- ნაწარმოების ზოგიერთი სახის


რეპროდუცირება ზოგადი წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან
მათ ავტორის ან სხვა უფლების მფლობელის ნებართვა არ სჭირდება;
მაგალითად, ბევრი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა, როგორც წესი,
არაკომერციული მიზნებისთვის, პირადი მოხმარებისთვის ადამიანებს
ანიჭებს ნაწარმოების ცალკეული ასლების დამზადების შესაძლებლობას.

 თარგმნის და ადაპტაციის (გადამუშავების) უფლება: თარგმანი და ადაპტაცია


საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებებია. ამდენად, თარგმანის ან
ადაპტაციის რეპროდუცირების ან გამოქვეყნებისთვის , საჭიროა ნებართვა
როგორც ნაწარმოების ორიგინალზე საავტორო უფლების
მფლობელისგან, ასევე თარგმანის ან ადაპტაციის საავტორო უფლების
მფლობელისგან.

არაქონებრივი უფლებები

ქონებრივი უფლებები შეიძლება გასხვისდეს ან სხვა მფლობელს გადაეცეს ,


როგორც წესი, გარკვეული ოდენობის თანხის ან ჰონორარის გადახდის
სანაცვლოდ. არაქონებრივი უფლების გასხვისება შეუძლებელია და
ყოველთვის ეკუთვნის ორიგინალური ნაწარმოების ავტორს მაშინაც კი , როცა
ხდება ქონებრივი უფლებების სხვა პირზე გადაცემა.

პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი


უფლებებისაგან დამოუკიდებლად და მათი გადაცემა ავტორის სიცოცხლეში
დაუშვებელია. ავტორის გარდაცვალების შემდეგ ამ უფლებების გამოყენება და
აღსრულება ხორციელდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

არაქონებრივი უფლებები ორი ასპექტისგან შედგებ:

 ავტორობის უფლება: ეს არის ნაწარმოებზე ავტორის სტატუსის მოთხოვნის


და ავტორად აღიარების მოთხოვნის უფლება. მაგალითად, როდესაც თქვენი
ნაწარმოების რეპროდუცირება ხდება. ფაქტობრივად, გონივრულ
ფარგლებშო ყველა ნაწარმოების შესრულებისას ავტორის დასახელება
აუცილებელია. ეს შეეხება საჯარო გადაცემის ზოგიერთ შემთხვევასაც.

 სახელის უფლება და ნაწარმოების პატივისცემის უფლება. ეს უკანასკნელი


ხშირად მოიხსენიება, როგორც ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება,
მაგალითად, ავტორს აქვს უფლება არ დაუშვას საკუთარი ნაწარმოების
დამახინჯება, რაც შელახავს ავტორის ღირსებას ან მის ლიტერატურულ და
პიროვნულ რეპუტაციას. ასევე, ავტორს შეუძლია არ დაუშვას მისი
ნაწარმოების პორნოგრაფიულ კონტექსტში გამოყენება, თუ თავად
ნაწარმოები არ არის პორნოგრაფიული. ავტორს შეუძლია დაიცვას საკუთარი
ნაწარმოები ისეთი ცვლილებების შეტანისა და დამახინჯებისგან, რაც აკნინებს
მის კულტურულ ან მხატვრულ ღირებულებას.

საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის თანახმად,


ნაწარმოების ავტორს შემდეგი პირადი არაქონებრივი უფლებები გააჩნია:

1. ავტორობის უფლება, რაც გულისხმობს ნაწარმოებზე ავტორად აღიარების


უფლებას. მაგალითად, თუ ლექსი დაწერეთ, თქვენ გაქვთ ამ ნაწარმოების
ავტორად აღიარების უფლება. შეგიძლიათ მოითხოვოთ ავტორად აღიარება
საკუთარი ლექსის ყოველ ეგზემპლარზე ან/და ლექსის ნებისმიერი სახით
გამოყენებისას, სათანადო წესით ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის
უფლების ჩათვლით.

2. სახელის უფლება – საკუთარი სახელის მითითების უფლება არის საკუთარი


სახელისა და გვარის, ასევე, ფსევდონიმის მითითების უფლება ნამდვილი
სახელისა და გვარის ნაცვლად; ეს უფლება ასევე ნიშნავს, რომ ავტორს,
აგრეთვე, აქვს საკუთარი სახელის აღნიშვნაზე უარის თქმის უფლება.

3. ავტორს თავად შეუძლია გადაწყვიტოს როდის და რა ფორმით გახადოს


ცნობილი საკუთარი ნაწარმოები ან საერთოდ გაამჟღავნებს თუ არა მას.

4. ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება: არავის აქვს უფლება ნაწარმოებში


რაიმე ცვლილება განახორციელოს საავტორო უფლების მფლო- ბელის
ნებართვის ან უფლებამოსილების გარეშე. ავტორს შეუძლია, აგრეთვე, წინ
აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას.

5. რეპუტაციის პატივისცემის უფლება არის ნაწარმოების დაცვის უფლება


ნებისმიერი დამახინჯებისგან ან სხვა სახის ხელყოფისგან, რასაც თქვენ პატივის,
ღირსების ან რეპუტაციის საზიანოდ მიიჩნევთ;

6. ავტორის უფლება, ნება დართოს ან აუკრძალოს სხვა პირს, რომ მის


ნაწარმოებს დაურთონ სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია,
წინასიტყვაობა, ბოლო- სიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა).

7. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არის ავტორის უფლება, მოითხოვოს


ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა, ანუ „გამოიხმოს ნაწარმოები“. ამ
შემთხვევაში, ავტორმა, საჯაროდ და საკუთარი ხარჯით უნდა განაცხადო ს
ნაწარმოების გამოხმობის შესახებ, ასევე ნაწარმოების გამოყენების უფლების
მქონე პირს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, მიუღებელი მოგების ჩათვლით.
ავტორს ასევე უფლება აქვს სამოქალაქო ბრუნვიდან ამოიღოთ ნაწარმოების ის
ასლები, რაც გაყიდვის ან გაქირავების მიზნით დამზადდა. თუ ნაწარმოები
შექმნილია სამსახურებრივი საქმიანობისას, ავტორს არ აქვს სამსახურებრივი
ნაწარმოების გამოხმობის უფლება.

ჰონორარის უფლება

ჰონორარის მიღების უფლება ეკონომიკურად ღირებული ერთ-ერთი ძირი -


თადი უფლებაა, რომელიც საავტორო უფლებებით მინიჭებული აქვს
ავტორს. ავტორი ან საავტორო უფლების სხვა განსაკუთრებული
მფლობელი უფლებამოსილია ჰონორარი მიიღოს მისი ნაწარმოების
ნებისმიერი ფორმით გამოყენებისთვის.

ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენებისთვის ჰონორარის ოდენობა, მისი


გამოთვლის წესი და ანგარიშსწორების მეთოდი უნდა დადგინდეს
წერილობითი სალიცენზიო ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმდება, ერთი
მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი
უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე
მხრივ, ნაწარმოების მოსარგებლეს შორის.

კანონი აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების ავტორებს/თანაავტორებს ანიჭებს


უფლებას, მათი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის მიიღონ
ჰონორარი მოსარგებლისაგან მაშინაც კი, როდესაც მათ ქონებრივი უფლებები
გადასცეს პროდიუსერს.

აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების გამოყენებისას ჰონორარის მიღების უფლება


ხორციელდება მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე
მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მოსარგებლის მიერ ჰონორარი გადახდილია უშუალოდ ავტორისათვის
(თანაავტორებისათვის).

ავტორებს აქვთ ჰონორარის მიღების უფლება, როდესაც ხდება აუდიო-


ვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების
რეპროდუცირება პირადი სარგებლობისთვისაც კი ან, როდესაც ნაწარმოები
ხელახლა გადაიცემა კაბელით.

როგორ ენიჭება ადამიანს საავტორო უფლება ნაწარმოებზე?

ბერნის კონვენციით ნაწარმოები დაცულია თვით მისი შექმნის ფაქტით. თუმცა,


ზოგიერთი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით, ძირითადად იქ, სადაც
საერთო სამართლის ტრადიცია არსებობს, იმისთვის, რომ მისი დაცვა მოხდეს,
ნაწარმოები უნდა იყოს ფიქსირებული.
ფიქსირებული ნიშნავს იმას, რომ ნაწარმოები უნდა იყოს დაწერილი ან
ჩაწერილი. არ არის აუცილებელი თავად ჩაიწეროთ. თუ მელოდიას
შექმნით, ქუჩაში წაიღიღინებთ ან ფირზე ჩაწერთ, ის უკვე ფიქსირებულია .
თუმცა, კონტინენტური სამართლის ქვეყნებში ნაწარმოები, როგორც წესი ,
დაცულია მისი შექმნისთანავე. ამდენად, ლექსს თავში როგორც კი
გაიაზრებთ, თეორიულად, ის უკვე დაცულია. თქვენი პრობლემაა იმის
დამტკიცება, თუ რა ლექსი შექმენით, როგორ შექმენით და ასე შემდეგ .

ბერნის კონვენციის წევრ ქვეყნებში ყველა უცხოელი უფლების მფლობელი ან


ავტორი ბერნის კონვენციის სხვა ქვეყნებიდან რაიმე ფორმალობის გარეშე
დაცულია კონვენციის საფუძველზე. ამდენად, რეგისტრაცია საჭირო არ არის.
ზოგიერთ ქვეყანაში ფორმალობებია დაწესებული საკუთარი მოქალაქეების
მიმართ, რაც დასაშვებია, რადგან საერთაშორისო კონვენციები ეხება
მხოლოდ უცხოელი მოქალაქეების მოპყრობას. მაგალითად, ამერიკის
შეერთებულ შტატებში ადგილობრივი ნაწარმოებებისთვის რეგისტრაცია
სავალდებულოა, თუ საავტორო უფლებების დარღვევისათვის უფლების
მფლობელს სურს მოითხოვოს კონკრეტული სახის ზიანის ანაზღაურება.

ავტორმა ან უფლების სხვა მფლობელმა შეიძლება საავტორო უფლებით


დაცვის ნიშანი დაიტანოს ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე. ხსენებული
ნიშანი სამი ელემენტისგან შედგება:

ა) წრეში ჩასმული ლათინური ასო C წრეწირში, რომელიც ასე გამოისახება: ©;

ბ) საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება) – საავტორო


უფლების მფლობელის ვინაობა სახელითა და გვარით, აბრევიატურით ან იმ
აღნიშვნით, რითაც იგი საჯაროდ არის ცნობილი;

გ) ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

ნაწარმოების ავტორმა ან მასზე საავტორო უფლების სხვა მფლობელმა


შეიძლება მოახდინოს მისი ორიგინალის ან ასლის დეპონირება „საქპატენტში“.
დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი ითვლება
ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად, თუ სხვა პირი არ
დაამტკიცებს ავტორობას.

ნაწარმოები შეიძლება საქპატენტში წარადგინოს და დეპონირება


განახორციელოს ავტორის შთამომავალმა, სამართალმემკვიდრემ ან
საავტორო უფლების მქონე სხვა პირმა.
საქპატენტში დეპონირებული ნაწარმოების შესახებ ინფორმაცია შეიძლება
საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს თავად ავტორის ან მასზე საავტორო
უფლების სხვა მფლობელის თხოვნით.

საავტორო უფლებეის გადაცემა

საავტორო უფლებით დაცული ბევრი შემოქმედებითი ნაწარმოების შექმნას,


გავრცელებას და განსაკუთრებით, მასიურ მიწოდებას სჭირდება ფინანსური
კაპიტალდაბანდება და პროფესიული უნარები. წიგნის გამოცემას და
აუდიოჩანაწერის ან ფილმის შექმნას, როგორც წესი, არა უშუალოდ ავტორები,
არამედ ამ მიმართულებით სპეციალიზებული ბიზნეს კომპანიები ან ორგანი-
ზაციები ახორციელებენ. ჩვეულებრივ, ავტორები და შემოქმედებითი
ადამიანები თავიანთ საავტორო უფლებებს ამ კომპანიებს გადასცემენ
სახელშეკრულებო პირობებით, გარკვეული ჰონორარის სანაცვლოდ. თავად
ჰონორარი შეიძლება სხვადასხვა ფორმის იყოს − კონკრეტული ერთიანი
თანხა ან ნაწარმოების გამოყენებიდან მიღებული შემოსავლების პროცენტული
წესით გამოთვლილი ჰონორარი.

უფლებების გადაცემა შეიძლება ეხებოდეს ყველა ქონებრივ უფლებას ან


მათ ნაწილს (უფლებების ნაწილობრივი გადაცემის შემთხვევაში ).
მაგალითად, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანის ავტორმა გამომცემელს
შეიძლება მიყიდოს მისი ნაწარმოების რეპროდუცირების და გავრცელების ,
ასევე, რომანის თარგმნის და ადაპტაციის უფლებებიც, მაგრამ ავტორმა
შეიძლება სხვაგვარად გადაწყვიტოს: მან შეიძლება არჩიოს უფლების
გადანაწილება სხვადასხვა პირზე. ამასთანავე, მან შეიძლება რომანის
ფილმად (საოპერო ან დრამატული თეატრის სპექტაკლად) ადაპტაციის
უფლება სხვა პირებს მიანიჭოს.

უფლების გადაცემა ან გასხვისება შეიძლება მოხდეს დროის კონკრეტული


პერიოდით და შეზღუდულ ტერიტორიაზე, ან საავტორო უფლების სრული
ვადის განმავლობაში და მსოფლიო მასშტაბით.

როგორც ვნახეთ, საავტორო უფლებების გადაცემა მნიშვნელოვან შედეგებს


იწვევს ავტორისთვის. იურიდიულად, უფლებების მიმღები ან ლიცენზიატი
იღებს სახელშეკრულებო წესით მისდამი გადაცემულ უფლებებს. ამდენად, ის
ხდება შეთანხმებული ვადით და მითითებულ ტერიტორიაზე ამ უფლებების
ახალი მფლობელი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ავტორი აცნობიერებდეს
ამგვარი გარიგების შედეგებს.

ქონებრივი ხასიათის საავტორო უფლებები სხვა პირებზე გადადის კანონით,


ანდერძით, მემკვიდრეობით ან ხელშეკრულებით. არაქონებრივი უფლებები,
როგორიცაა ავტორობის, სახელის და ნაწარმოების ხელშეუხებლობის
უფლებები, მემკვიდრეობით არ გადადის. საქართველოს კანონმდებლობით,
მემკვიდრეებს უფლება აქვთ დაიცვან გარდაცვლილი ავტორის ნაწარმოებზე
ავტორობის, სახელის და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებები და ამ
უფლებათა დაცვა რაიმე ვადით არ იზღუდება. თუ არ არსებობენ ან
არაჯეროვნად ასრულებენ მაშინ საქპატენტი დაიცავს.

ხელშეკრულების საფუძველზე ქონებრივი საავტორო უფლებების გადაცემა


შესაძლებელია ორი გზით. საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს
კანონმდებლობით ორი სახის ლიცენზია არსებობს:

 განსაკუთრებული (ექსკლუზიური ხასიათის): ავტორი ან საავტორო


უფლების სხვა მფლობელი განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) უფლებას
გადასცემს მხოლოდ კონკრეტულ პირს-ლიცენზიატს, რომელსაც
უფლება აქვს გამოიყენოს ნაწარმოები შეთანხმებაში განსაზღვრული
კონკრეტული ფორმითა და მასშტაბით. ასეთი ლიცენზიის მიმღებს
უფლება აქვს აღკვეთოს ამ ნაწარმოების გამოყენება სხვა პირების (მათ
შორის, ავტორის) მიერ. ავტორი უფლებამოსილია აღკვეთოს ნაწარმოების
გამოყენება სხვა პირების მიერ, თუ ლიცენზიის მფლობელი არ იყენებს ამ
უფლებას და ვერ იცავს ნაწარმოებს ხელყოფისგან;

 ჩვეულებრივი (არაექსკლუზიური ხასიათის): ავტორს ან საავტორო


უფლების სხვა მფლობელს შეუძლია ლიცენზიის მფლობელს მიანიჭოს
ნაწარმოების გამოყენების უფლება იმ პირების მსგავსად, რომლებსაც
ლიცენზიის სხვა ხელშეკრულებებით აქვთ მიღებული ნაწარმოების
გამოყენების უფლება.

რა დროის მანძილზე მოქმედებს ნაწარმოების დაცვა საავტორო


უფლებით?
ბერნის კონვენციით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნა 50
წელია. დაცვის ვადა გამოითვლება ავტორის გარდაცვალების წლის
ბოლოდან.

ევროკავშირში და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში ავტორის


გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში მოქმედებს დაცვა.

ზოგიერთი ქვეყანა საავტორო უფლებების მოქმედების კიდევ უფრო


ხანგრძლივ ვადას აწესებს, მაგალითად, მექსიკა (სიცოცხლის პერიოდში
და გარდაცვალებიდან 100 წელი) და კოტ-დ’ივუარი (სიცოცხლის პერიოდში
და გარდაცვალებიდან 99 წელი).

ბერნის კონვენცია, ასევე, ითვალისწინებს ცალკეულ გარემოებებს, სადაც


ავტორის გარდაცვალების შემდეგ მინიმალური დაცვის პერიოდი 50 წელზე
ნაკლებია. მაგალითად, ფოტოგრაფიულ ნაწარმოებზე და სახვითი
ხელოვნების ნაწარმოებებზე დაცვის მინიმალური ვადა მისი შექმნის
მომენტიდან 25 წელია.

საქართველოში საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე


და ძალაშია ავტორის სიცოცხლის პერიოდში, ასევე, მისი გარდაცვალებიდან
70 წლის განმავლობაში. საქართველოში ავტორობის/სახელის უფლება,
ნაწარმოების ხელშეუხებლობის და რეპუტაციის პატივისცემის უფლება
დაცულია უვადოდ.

ნაწარმოები, რომელზეც გასულია საავტორო უფლების მოქმედების ვადა


შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა საავტორო ჰონორარის გადახდოს
გარეშე. ნაწარმოებზე აუცილებელია ავტორობის/სახელის, ნაწარმოების
ხელშეუხებლობის და რეპუტაციის პატივისცემის უფლებების დაცვა. ეს წესი
ვრცელდება იმ უცხოურ ნაწარმოებზეც, რომელიც არ ყოფილა დაცული
საქართველოს ტერიტორიაზე.

უფლებათა შეზღუდვები და გამონაკლისები.

საავტორო უფლებების დაცვის პირველი შეზღუდვაა გარკვეული კატეგორიის


ნაწარმოებების გამორიცხვა. როგორც უკვე შეიტყვეთ, ზოგიერთ ქვეყანაში
ნაწარ- მოები დაცვას არ ექვემდებარება, თუ ის არ არის ხელშესახები
ფორმით ფიქსირებული; ზოგიერთ ქვეყანაში საავტორო უფლებებით დაცვას ,
ასევე, არ ექვემდებარება კანონის ტექსტი, ისევე როგორც, სასამართლო და
ადმინის- ტრაციული გადაწყვეტილებები.

ავტორის და საავტორო უფლების სხვა მფლობელთა უფლებების


შეზღუდვების მეორე კატეგორია უკავშირდება ნაწარმოების გამოყენების
კონკრეტულ ქმედებებს, რაც, როგორც წესი, უფლების მფლობელის ნებართვას
მოითხოვს, ხოლო ნებართვის გარეშე ნაწარმოების გამოყენების კონკრეტული
გარემოებები შეიძლება კანონით იყოს განსაზღვრული. ძირითადად ორი
სახის შეზღუდვა არსებობს ამ კატეგორიაში:
1) თავისუფალი გამოყენება - ავტორის/საავტორო უფლების სხვა მფლობელის
თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე
გამოყენება არის ნაწარმოების გამოყენება ნებართვის და ავტორისადმი
ჰონორარის გადახდის ვალდებულების გარეშე; გარკვეულ შემთხვევებში,
გამონაკლისის სახით, საქართველოს კანონმდებლობა უშვებს ნაწარმოების
თავისუფალ გამოყენებას. ამგვარ შემთხვევებს საავტორო სამართალში
ეწოდება გამონაკლისები.

2) „არანებაყოფლობითი ლიცენზირება“ - როდესაც ავტორს უფლება აქვს


მიიღოს შესაბამისი ჰონორარი, როდესაც ნაწარმოების გამოყენება შეიძლება
მოხდეს ნებართვის გარეშე, თუმცა, უფლებების მფლობელისადმი მაინც
არსებობს ჰონორარის გადახდის ვალდებულება (limitations).

ავტორის/საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის


საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, ნაწარმოების თავისუფალი
(უფასო) გამოყენების მაგალითებია: დაცული ნაწარმოებიდან ტექსტის
ციტირება იმ პირობით, რომ წყარო („დასესხების წყარო“) და ავტორი
მიეთითება ციტირებისას და ციტირებული ტექსტი გამოიყენება მხოლოდ იმ
მოცულობით, რაც გამართლებულია ციტირების მიზნით, გონივრული და
სამართლიანია; ნაწარმოებების გამოყენება პედაგო - გიურ პროცესში
ილუსტრაციის, რაიმეს გაფორმების მიზნით; ასევე, ნაწარმოების

გამოყენება ახალი ამბების გაშუქების მიზნით. რეპროდუცირების უფლების


ნაწილში ბერნის კონვენცია ზოგად დათქმას აწესებს – განსაზღვრული და
დეტალური შეზღუდვების ნაცვლად (მუხ. 9(2)) ადგენს, რომ წევრი სახელ-
მწიფოები შეიძლება უშვებდნენ თავისუფალ რეპროდუცირებას „გარკვეულ ,
განსაკუთრებულ შემთხვევებში“, როდესაც ამგვარი ქმედება არ
ეწინააღმდეგება ნაწარმოების ჩვეულებრივ გამოყენებას და არ ლახავს
ავტორის ლეგიტიმურ ინტერესებს. აღნიშნული ცნობილია სამსაფეხურიანი
ტესტის სახელით.

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ


განსაზ- ღვრავს ნაწარმოების თავისუფალი გამოყენების შემთხვევებს
ავტორის თანხმობის და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე , მაგრამ
გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს
აუცილებელი მითითებით, თუ არსებობს გარკვეული საჯარო ინტერესი და
თუ საავტორო უფლების ამგვარი შეზღუდვა გარკვეულ შემთხვევებში
ლეგიტიმურია. საქართველოს კანონმდებლობის თანახ- მად, დადგენილია
საავტორო უფლებების შემდეგი შეზღუდვები:
1. ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისთვის ნაწარმოების
რეპროდუცირება, ზოგადად, თავისუფლად, ნებართვის მიღებისა და
ჰონორარის გადახდის გარეშე არის შესაძლებელი; თუმცა, ფიზიკური პირის
მიერ პირადი სარგებლობისთვის გარკვეული სახის ნაწარმოებების
რეპროდუცირებისას, ავტორებს გააჩნიათ ჰონორარის მიღების უფლება,
ანუ, კანონით დადგენილია „არანებაყოფლობითი ლიცენზირება“,
მაგალითად, აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებებისა და არქიტექ- ტურული
ნაწარმოებების შენობა-ნაგებობათა ფორმით რეპროდუცირებისას,
წიგნების (მთლიანად), ნოტებისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების
რეპროდუცირებისას და სხვ.

2. ბიბლიოთეკების, არქივებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ


დასაშვებია ნაწარმოების რეპროგრაფიული გამრავლება პირდაპირი და
არაპირ- დაპირი მოგების მიუღებლად, გამოყენებული ნაწარმოების
ავტორის და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით; მაგალითად,
დასაშვებია ბიბლი- ოთეკებისა და არქივების მიერ ერთეულ ასლად: ა)
საკუთარი ან სხვა ბიბლიოთეკების ფონდებიდან დაკარგული,
განადგურებული ან სარგებ- ლობისთვის გამოუსადეგარი ნაწარმოების
რეპროგრაფიული გამრავლება; ბ) ფიზიკურ პირთა თხოვნით, სასწავლო,
სამეცნიერო ან პირადი მიზნით სტატიების და სხვა მცირე მოცულობის
ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე

ნაწყვეტების რეპროგრაფიული გამრავლება; ასევე, დასაშვებია


საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მეცადინეობისთვის
ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან
წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტების რეპროგრაფიული
გამრავლება.

3. განსაზღვრულია გამონაკლისები, როდესაც ნებისმიერ პირს აქვს უფლება


გამოიყენოს ნაწარმოები თავისუფლად, ავტორის თანხმობისა და მისთვის
ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების
ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით. მაგალითად,
ნაწარმოების ამგვარი თავისუფალი გამოყენება დასაშვებია ნაწარმოების
გამოყენების შემდეგ შემთხვევებში: ა) ციტირება სამეცნიერო, კვლევითი,
პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისთვის; ბ) მოკლე
ნაწყვეტების გამოყენება ილუს- ტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო და
ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო და ვიდეოჩანაწერებში; გ)
მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ
საკითხებზე პერიოდული გამოცემის ან მსგავსი შინაარსის
რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა საზოგადოებისთვის ხელმი-
საწვდომი სტატიების ან ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით, თუ ეს
სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის/საავტორო უფლების
მფლობელის მიერ. დ) მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან
მოსმენილი ნაწარმოები, მოვლენათა მიმოხილვაში ფოტოგრაფირების,
ეთერში ან კაბელით გადაცემის გზით; ე) საჯაროდ წარმოთქმული
პოლიტიკური მოხსენება, სიტყვა, ლექცია, მიმართვა, ქადაგება და მსგავსი
ნაწარმოები, სასამართლო პროცესებზე წარ- მოთქმული სიტყვები; ვ)
უსინათლოთათვის რელიეფური წერტილოვანი (ე.წ. ბრეილის) შრიფტით ან
სხვა სპეციალური საშუალებით უსინათლოთათვის შექმნილი ნაწარმოების
რეპროდუცირება მოგების მიღების მიზნის გარეშე, გარდა იმ
ნაწარმოებებისა, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი გამოყენების
ასეთი საშუალებებისთვის;

4. საჯარო სივრცეში (თავისუფალი დასწრებისთვის ღია ადგილებში მუდ -


მივად განლაგებული) ნაწარმოების გამოყენება, რეპროდუცირება ან
საჯარო გადაცემა დასაშვებია თავისუფლად, თუ ნაწარმოების
გამოსახულება არ წარმოადგენს ასეთი რეპროდუცირების ან საჯარო
გადაცემის ძირითად ობიექტს, ან თუ იგი არ გამოიყენება მოგების
მიღების მიზნით;

5. ნაწარმოების რეპროდუცირება სასამართლო წარმოებისთვის;

6. კომპიუტერული პროგრამისა და მონაცემთა ბაზის მფლობელის უფლებების


შეზღუდვები; ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებია ზემოაღნიშნული ნაწარ-
მოებების თავისუფალი გამოყენება იმ პირის მიერ, ვინც ლეგიტიმურად
ფლობს მათ: როდესაც აუცილებელია, მაგალითად, კომპიუტერულ
ნაწარმოებში ცვლი- ლების შეტანა, რაც აუცილებელია მომხმარებლის
ტექნიკურ საშუალებათა ფუნქციონირებისთვის; ზემოაღნიშნულ
ნაწარმოებთა სარეზერვო ეგზემპლარის დამზადება, რომელიც
განკუთვნილია მხოლოდ არქივისთვის და დაკარგული, განადგურებული ან
სარგებლობისთვის გამოუსადეგარი ეგზემპლარის შესაცვლელად;

7. კომპიუტერული პროგრამის თავისუფალი გამოყენება (დეკომპილაცია)


მართლ- ზომიერი მფლობელის მიერ, კომპიუტერული პროგრამის თავად
ან სხვებისთვის დავალების გზით, დეკომპილაცია (კვლავწარმოება და
ობიექტური კოდის საწყის ტექსტში გარდაქმნა), თუ ეს აუცილებელია მის
დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა
პროგრამებს შორის ურთიერთ- მოქმედების მისაღწევად, გარკვეული
პირობების დაცვით,რაც განსაზღვრულია კანონით;

8. მონაცემთა ბაზის თავისუფალი გამოყენება მართლზომიერი მოსარგებლის


მიერ, როდესაც ეს აუცილებელია ბაზაში შეღწევისთვის და მისი
ნორმალური გამოყენებისთვის.

სხვა შეზღუდვები და გამონაკლისები, როგორიცაა მუსიკალური ნაწარმოების


საჯარო შესრულება ცერემონიების დროს და საეთერო მაუწყებლობის
ორგანიზაციის მიერ ნაწარმოების მოკლევადიანი ჩაწერა, უკავშირდება
მომიჯნავე უფლებებს, რაც განიხილება ცალკე მოდულში.

საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოების თავისუფალი გამოყენება,


როგორც წესი, დასაშვებია, თუ რეპროდუცირება მოხდა იმ ნაწარმოებიდან,
რაც მართლზო- მიერად იქნა გამოცემული ან გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი;
გარდა ამისა, თავი- სუფალი გამოყენება, ჩვეულებრივ, დასაშვებია იმ
მოცულობით, რაც გამართლებულია იმ მიზნით, რა მიზნითაც ნაწარმოები
თავისუფლად გამოიყენება; ასევე, როდესაც თავისუფალი გამოყენების მიზანი
არ არის რაიმე კომერციული სარგებლის მიღება. მაგალითად, სამეცნიერო,
კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო ციტირება
დასაშვებია იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით
და იმ პირობით, რომ ციტირება ხორციელდება ნაწარმოებიდან, რაც

საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ანუ გამოცემულია ან საჯაროდ


არის ცნობილი მართლზომიერი გზით. თავისუფალი გამოყენება დასაშვებია იმ
მოცუ- ლობით, რაც გამართლებულია ციტირების მიზნით, ასევე, ჟურნალ-
გაზეთებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება გამართლებული უნდა იყოს
საინფორმაციო მიზნით. საჯარო სივრცეში მუდმივად განთავსებული
ნაწარმოების თავისუფალი გამოყენება დასაშვებია იმ პირობით, თუ
ნაწარმოების გამოსახულება არ იქნება ამგვარი რეპროდუცირების (ან საჯარო
გადაცემის) ძირითადი ობიექტი ან თუ იგი არ გამოიყენება კომერციული
მოგების მიღების მიზნით. ზოგჯერ, საავტორო უფლებების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობით ნაწარმოების თავისუფალი გამოყენება,
შესა- ბამისად, საავტორო უფლების შეზღუდვა და გამონაკლისები დასაშვებია,
როდესაც ნაწარმოების ასლი განკუთვნილია არქივისთვის და დაკარგული,
განადგურებული ან სარგებლობისთვის გამოუსადეგარი ეგზემპლარის
შესაცვლელად. ზოგიერთ შემთხვევაში, ნაწარმოების თავისუფალი
გამოყენებისას მის ავტორს უნარჩუნდება თავისუფლად გამოყენებული
საკუთარი ნაწარმოების კრებულში ან წიგნის სახით გამოცემის უფლება.

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში არსებობს


დათქმა, რომელიც ნაწარმოების რეპროდუცირების უფლებას განსაზღვრავს
ფიზიკური პირების მიერ მხოლოდ პირადი და არაკომერციული
გამოყენებისთვის. თუმცა, რადგან ამგვარი ცალკეული ასლების ხარისხიანი
დამზადება მარტივია ტექნო- ლოგიური განვითარების გამო, ზოგიერთ
ქვეყანაში საავტორო უფლებების შეზღუდვები და გამონაკლისები დავიწროვდა
ან განიხილება მათი დავიწროება. ზოგიერთი ქვეყნის სამართლებრივ
სისტემაში დასაშვებია ნაწარმოების ასლების რეპროდუცირება პირადი
სარგებლობისთვის, თუმცა იმ მიზნით, რომ არ შეილახოს უფლების
მფლობელების ქონებრივი ინტერესები, გათვალისწინებულია ჰონორარის
გადახდის მექანიზმი, როდესაც ხდება ცარიელი და ჩანაწერი ფირების
გაყიდვისას გარკვეული საფასურის დაწესება. საავტორო და მომიჯნავე
უფლებების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, პირადი
გამოყენებისთვის ფიზიკური პირის მიერ ნაწარმოების რეპროდუცირების
კონკრეტულ შემთხვევებში, ავტორს აქვს ჰონორარის მიღების უფლება,
რომელიც გადახდილი უნდა იქნეს პირადი სარგებლობისათვის
რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა (აუდიო და ვიდეო-
მაგნიტოფონების და სხვა, ასევე, მატერიალურ მატარებელთა – ფირების,
ლაზერული და კომპაქტდისკებისა და სხვ.) მწარმოებლებისა და
იმპორტიორების მიერ.

ეროვნულ კანონმდებლობაში განსაზღვრული, ნაწარმოების თავისუფალი


გამო- ყენების კონკრეტული შემთხვევების გარდა, ზოგიერთი ქვეყნის
კანონმდებლობა აღიარებს შემდეგი ორიდან ერთ-ერთ ცნებას, რომელიც
ცნობილია, როგორც ნაწარმოების სამართლიანი გამოყენება (fair use) ან
სამართლიანი მოპყრობა (fair dealing). აღნიშნული დებულებები, რომლებიც
ზოგჯერ მოხსენიებულია, როგორც – „ზოგადი გამონაკლისები“,
გულისხმობს ნაწარმოების გამოყენების უფლებას ავტორის/საავტორო
უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე, შემდეგი პირობების დაცვით :
მნიშვნელოვანია ნაწარმოების გამოყენების ხასიათი და მიზანი , მათ
შორის, არსებობს თუ არა კომერციული მიზანი; გამოყენებული
ნაწარმოების ხასიათი; ნაწარმოების გამოყენებული მოცულობა მთლიან
ნაწარმო- ებთან შედარებით; და გამოყენების სავარაუდო ეფექტი
ნაწარმოების პოტენციურ კომერციულ ღირებულებაზე. აღნიშნული ზოგადი
შეზღუდვები, ტრადიციულად, გამოიყენებოდა საერთო სამართლის
ქვეყნებში, მაგრამ დღეისათვის ისინი გავრცელებულია, ასევე , ზოგიერთ
კონტინენტური სამართლის ქვეყანაშიც.

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ე.წ. „არანებაყოფლობითი ლიცენზია“, ანუ


როდესაც ავტორს/უფლების მფლობელს უფლება აქვს მიიღოს ჰონორარი,
იძლევა ნაწარმოების გამოყენების უფლებას გარკვეულ პირობებში
ავტორის/უფლებათა მფლობელის თანხმობის გარეშე, თუმცა, კანონის
საფუძველზე მოითხოვს ჰონორარის გადახდას ნაწარმოების
გამოყენებისთვის. ამგვარ ლიცენზიას ეწოდება „არანებაყოფლობითი“,
რადგან კანონით არის დადგენილი და არ გამომდინარეობს
ავტორის/უფლებათა მფლობელის მიერ საკუთარი განსაკუთრებული
უფლებების გამოყენებიდან, როცა კონკრეტულ ქმედებებზე ხდება ნებართვის
გაცემა. არანებაყოფლობითი ლიცენზია, ძირითადად, განისაზღვრა იმ
გარემოებებში, როდესაც ნაწარმოების საზოგადოებაში გავრცელების ახალი
ტექნოლოგია შეიქმნა და ეროვნულ კანონმდებლობას უნდა გადაეჭრა
ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, უფლებების
მფლობელებს შეეძლოთ, ნაწარმოების გამოყენების ნებართვის მოთხოვნაზე
უარის თქმით ხელი შეეშალათ ახალი ტექნოლოგიების განვითა- რებისთვის. ეს
ეხებოდა ბერნის კონვენციასაც, რომელიც არანებაყოფლობითი
ლიცენზირების ორ ფორმას აღიარებდა: პირველი – მუსიკალური ნაწარმოების
მექანი- კური რეპროდუცირებისას და მეორე – ნაწარმოების გადაცემისას,
მაუწყებლობისას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არანებაყოფლობითი
ლიცენზირების გამართლება უფრო და უფრო სადავოა, რადგან ახლა უკვე
არსებობს ახალი ალტერნატიული ფორმები, რომლის საშუალებითაც
ნაწარმოებები საჯაროვდება უფლების

მფლობელების თანხმობით, მათ შორის, უფლებების კოლექტიური მართვის


სისტემების მიერ გაცემული ნებართვებით.

WCT-ის ხელშეკრულება საშუალებას აძლევს მხარეებს ეროვნული


კანონმდებლობით განსაზღვრონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული
უფლებების შეზღუდვები და გამონაკლისები, იმ პირობით, რომ დაცული იქნება
სამსაფეხურიანი ტესტი (მუხ. 10). თანმხლები, წევრი ქვეყნების მიერ
შეთანხმებული, განცხადება ითვალისწინებს, რომ ბერნის კონვენციის
შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობის შეზღუდვები და გამონაკლისები
შეიძლება გავრცელდეს ციფრულ გარემოზე და რომ სახელმწიფოს შეუძლია
შეიმუშავოს ახალი, ციფრული გარემოსთვის შესაბამისი, შეზღუდვები და
გამონაკლისები. ორივე შემთხვევაში სამსაფეხურიანი ტესტის პირობები უნდა
დაკმაყოფილდეს.

უახლესი მრავალმხრივი შეთანხმება საავტორო უფლებების სფეროში არის


მარაქეშის შეთანხმება, რომელიც მიღებულია 2013 წელს. ეს არის, ასევე,
ჰუმანიტარული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო
შეზღუდვებსა და გამონაკლისებს, უსინათლო, მხედველობა შეზღუდული და
ბეჭდვის აღქმის უნარის სხვაგვარად შეზღუდულ პირთათვის. შეთანხმება
მინიმალური უფლებების ნაცვლად ადგენს მინიმალურ შეზღუდვებსა და
გამონაკლისებს, რომელიც ფარავს რეპროდუცირების, გავრცელების და
საჯარო გაცნობის უფლებებს (მუხ. 4). შეთანხმების თანახმად, წევრი ქვეყნები
ვალდებულნი არიან დაუშვან ნაწარმოებების იმპორტი და ექსპორტი
ხელმისაწვდომი ფორმატით უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე
გარკვეულ შემთხვევებში (მუხ.: 5, 6). შეთანხმების დებულებები უნდა
განხორციელდეს სამსაფეხურიანი ტესტის ფარგლებში (მუხ.: 5, 11).

როგორიც არ უნდა იყოს თქვენს ქვეყანაში საავტორო უფლებების სფეროში


არსებული მდგომარეობა, აუცილებლად იარსებებს საავტორო უფლების
დარღვევის შემთხვევები. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ მექანიზმების განხილვა,
რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ საავტორო უფლებების მფლობელებს
საკუთარი ინტერესების დასაცავად.

You might also like