Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

შესავალი

ინტელექტუალური საკუთრების ცნება მოიცავს ადამიანის გონებით, ინტელექტით


შექმნილ საკუთრების ტიპებს.

გარკვეული უფლებები საკუთარ გამოგონებაზე, თუ ნაწარმოებზე, რის


საფუძველზეც იკრძალება გამომგონებლის ნებართვის გარეშე გამოგონების
ასლის დამზადება, ხოლო ნაწარმოების შემთხვევაში, ავტორის ნებართვის გარეშე
– მისი რეპროდუცირება. ასევე, კედელზე გასაკრავი ქაღალდის და მსგავსი
ნივთების დიზაინიც, ცხადია, უფლების მფლობელი პირის ან ორგანიზაციის
საკუთრებაა.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით „დაცული“ ობიექტის შეძენისას,


გადახდილი საფასურის ნაწილი ყოველთვის უბრუნდება უფლების მფლობელს
ნაწარმოების შექმნაზე დახარჯული დროის, გაწეული ხარჯისა და ძალისხმევის
ასანაზღაურებლად.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა ორ საერთო პრინციპს


ეფუძნება:

 ინტელექტუალური საკუთრების შემქმნელები უფლებებს იძენენ თავიანთი


ინტელექტუალურ-შემოქმედებითიშრომის შედეგად;

 შესაძლებელია შექმნილ ნაწარმოებზე უფლებების გასხვისება ან ლიცენზიით


გადაცემა სხვა პირებზე.

მიზანი:

 ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის დაცვით ხელი შეუწყონ ადამიანის


შემოქმედებითი საქმიანობის სხვადასხვა ფორმის განვითარებას;

 შემოქმედებით ადამიანებს მიენიჭოს ოფიციალური აღიარება;

 შექმნან საჭირო საინფორმაციო ბაზები;

 შეთანხმებებით, რომლებიც უზრუნველყოფს მრავალმხრივ დაცვას, შეუწყონ


ხელი ადგილობრივი კულტურის, მრეწველობის, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის
ზრდასა და განვითარებას.

1992 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საპატენტო უწყება, რომლის


უფლებამოსილება გავრცელდა ინტელექტუალური საკუთრების ყველა ძირითად
ობიექტზე: გამოგონებებზე, სასაქონლო ნიშნებზე, დიზაინებზე, ადგილწარმოშობის
დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, ასევე, საავტორო და მომიჯნავე
უფლებების ობიექტებზე.
კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა შეიმუშავეს უფლებათა ის ჩამონათვალი,
რომელიც ეხება:

„ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების ნაწარმოებებს; შემსრულებელთა


შესრულებებს, ფონოგრამებსა და სამაუწყებლო გადაცემებს; საქმიანობის
ნებისმიერ სფეროში შექმნილ გამოგონებებს; სამეცნიერო აღმოჩენებს; დიზაინს;
სასაქონლო და მომსახურების ნიშნებს, კომერციულ დასახელებებსა და
აღნიშვნებს; არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და „ყველა იმ სხვა უფლებას,
რომელიც გამომდინარეობს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობიდან
მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებში“.

საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებად


განიხილება შემდეგი ძირითადი ობიექტები:

1. ლიტერატურის, ხელოვნების და მეცნიერების ნაწარმოებები,– საქართველოს


კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ;

2. შესრულება, მაუწყებლობა, მაგ., კონცერტები.– საქართველოს კანონი


საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ;

3. გამოგონებები, მაგ., თვითმფრინავის ძრავის ახალი ფორმა-საქართველოს


საპატენტო კანონი;

4. დიზაინი, მაგ., გამაგრილებელი სასმელის ბოთლის ფორმა- საქართველოს


კანონი დიზაინის შესახებ;

5. სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, კომერციული დასახელებები და


აღნიშვნები-საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ;

6. გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, მაგ.,


უნიკალური „ქინძმარაული“ ან „ნაბეღლავი“ –საქართველოს კანონი საქონლის
ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ.

7. არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვა, მაგალითად, კონკურენტების


მიმართ ყალბი განცხადებების გაკეთება, მათი პროდუქტის ან მომსახურების
იმიტაცია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

You might also like