Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

რა არის პატენტი?

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა პატენტი .


საპატენტო სისტემა აჩქარებს ტექნოლოგიურ განვითარებას, იძლევა რა გამომგონებლის
მატერიალური ფორმით დაჯილდოების შესაძლებლობასა და, ამავე დროს, ხელს უწყობს
ახალი ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელებას.

განმცხადებლის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, ინტელექტუალური


საკუთრების უწყება გასცემს პატენტს, თუ საპატენტო განაცხადი აკმაყოფილებს
კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. პატენტი არის დოკუმენტი, რომელიც
მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებებს გამოგონებაზე, რომელიც
შეიძლება იყოს პროდუქტი ან ხერხი, რაც, ზოგადად, გვთავაზობს ახალ გზას რამის
შესაქმნელად, ან პრობლემის ახალ ტექნიკურ გადაწყვეტას. საპატენტო დაცვა,
ჩვეულებრივ, ქმნის ისეთ სამართლებრივ გარემოს, სადაც პატენტის მფლობელის
ნებართვის გარეშე გამოგონების გამოყენება განსაზღვრული დროით ეკრძალება ყველას ,
პატენტმფლობელის გარდა იმ ქვეყანაში, რომელშიც გაიცა პატენტი. 9საპატენტო
დოკუმენტი, რომელიც ქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება , განსაზღვრავს
საპატენტო დაცვის ფარგლებს და შეიცავს პატენტით დაცული გამოგონების დეტალურ
აღწერას.

რა დანიშნულება აქვს პატენტს

პატენტის დანიშნულებაა ტექნოლოგიური განვითარების დაცვის უზრუნველყოფა.


ზოგადად, საპატენტო დაცვა წარმოადგენს არა მხოლოდ გამოგონების შექმნის , არამედ
არსებული გამოგონების შემდგომი განვითარების, დაფასების შესაძლებლობას .
გამოგონების განაცხადების გამოქვეყნება უზრუნველყოფს ახალი ტექნიკური ცოდნის
გავრცელებას. საპატენტო დაცვა უზრუნველყოფს შემოქმედებითი შრომის წახალისებას
და გამომგონებლების და მათი დამსაქმებლების დამატებით ხელშეწყობას , რათა
გააგრძელონ ახალი ტექნოლოგიების განვითარება.

ისტორიულად, როდის იღებს დასაბამს პატენტით გამოგონების დაცვა?

პირველი პატენტი სამრეწველო გამოგონებაზე გაიცა 1421 წელს ფლორენციაში


ფილიპო ბრუნელესკის სახელზე. საპატენტო კანონმდებლობის ისტორიის მნიშვნელოვან
ეტაპებად ითვლება, ასევე, 1474 წლის ვენეციის საპატენტო კანონი, ინგლისის 1623 წლის
მონოპოლიების შესახებ კანონი, აშშ-ს 1790 წლის საპატენტო კანონი და საფრანგეთის
1791 წლის საპატენტო კანონი.

პატენტების სფეროში პირველი საერთაშორისო შეთანხმება არის სამრეწველო


საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია, რომელიც მიიღეს 1883 წელს. მას შემდეგ დაიდო
მთელი რიგი საერთაშორისო შეთანხმებები. მათ შორისაა: 1970 წლის ხელშეკრულება
საპატენტო კოოპერაციის შესახებ (შემდგომში PCT), 1977 წლის ბუდაპეშტის
ხელშეკრულება საპატენტო პროცედურების მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა
დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ, 1994 წლის შეთანხმება
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების
შესახებ (შემდგომში TRIPS) და 2000 წლის შეთანხმება საპატენტო კანონის შესახებ (PLT).

რა სახის ობიექტების და გამოგონებების დაცვა არის შესაძლებელი პატენტით?


ზოგადად, გამოგონება, რომელიც პატენტით დაცვას ექვემდებარება, შეიძლება იყოს
პროცესი ან პროდუქტი, ტექნიკის უკლებლივ ყველა დარგში. მაგალითად , პატენტით
შეიძლება დაცულ იქნეს ქიმიური ნივთიერება ან კონკრეტული ქიმიური ნივთიერების
მიღების ხერხი.

არსებობს ობიექტები, რომლებიც არ მიიჩნევა სად. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში


სამეცნიერო თეორიები, მხატვრული ქმნილებები, მათემატიკური მეთოდები , კომერციული
ან ბიზნესმეთოდები და კომპიუტერული პროგრამები, როგორც ასეთი , არ მიიჩნევა
გამოგონებად და მათზე არ გაიცემა პატენტი.

მრავალ ქვეყანაში კონკრეტულ გამოგონებებზე არ გაიცემა პატენტი . მართალია , ასეთი


გამოგონებების სია განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა გამონაკლისების სია , რაც
საერთოა ბევრი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობისთვის, მოიცავს: ადამიანებისა და
ცხოველებისათვის გათვალისწინებულ მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულ და
დიაგნოსტიკურ ხერხებს (ეს წესი არ ვრცელდება სამედიცინო მოწყობილობებზე ),
გამოგონებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალს, მცენარეთა და
ცხოველთა ჯიშებს, ასევე, მანქანა პერპეტუუმ მობილე, რომელიც ბუნების კანონებს
ეწინააღმდეგება, ვერ იქნება დაცული პატენტით, თუ ვინმე არ გვაჩვენებს მას მოქმედ
მდგომარეობაში.

ინოვაციების შექმნის სტიმულირებისთვის პატენტი არ უნდა გაიცეს უკვე არსებულ


გამოგონებაზე, ასევე, ისეთ ახალ გამოგონებაზე, რომლის მოფიქრება სხვების მიერაც
არის შესაძლებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პატენტი გაიცემა მხოლოდ
მაღალტექნოლოგიურ გამოგონებებზე ან ტექნოლოგიურ გარღვევებზე, მაგ., პენიცილინის
გამოგონება. პატენტით დაცვას შეიძლება დაექვემდებაროს, აგრეთვე, მარტივი
პროდუქტები ან არსებული პროდუქტების მცირე გაუმჯობესებაც, მაგალითად , მანქანის
ახალი ბერკეტი, რომლითაც ის უფრო სწრაფად იმუშავებს.

პატენტის მისაღებად აუცილებელია გამოგონებამ გარკვეული კრიტერიუმები


დააკმაყოფილოს, მაგალითად, ჰქონდეს სიახლე. TRIPS-ის შეთანხმების თანახმად,
ეროვნული საპატენტო კანონები ადგენენ სამ კრიტერიუმს, რომელსაც გამოგონება უნდა
აკმაყოფილებდეს, რათა დაექვემდებაროს პატენტით დაცვას.

რა მახასიათებლები უნდა გააჩნდეს გამოგონებას პატენტის მისაღებად

თავიდან წარმოდგენილი უნდა იყოს საპატენტო განაცხადი. როგორც წესი , ბევრ


ქვეყანაში, საპატენტო განაცხადს ტექნიკური ექსპერტი სწავლობს, რათა დაადგინოს ,
რამდენად აკმაყოფილებს ის პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს.

ამ კრიტერიუმებიდან პირველია გამოგონებას უნდა ჰქონდეს სიახლე, რაც იმას ნიშნავს,


რომ მას უნდა გააჩნდეს სიახლის ელემენტი, ანუ შეიცავდეს ახალ ნიშანს , რომელიც
ცნობილია განაცხადის შეტანის დღისთვის არსებული ცოდნის მიხედვით .

მეორე კრიტერიუმია საგამომგონებლო დონე. გამოგონებას უნდა ჰქონდეს


საგამომგონებლო დონე.სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის უნდა წარმოადგენდეს საკმარის
წინსვლას შეტანის დღისთვის არსებული ტექნიკის დონის მიმართ. თუ განაცხადის შეტანის
თარიღისთვის დარგის რიგითი სპეციალისტისთვის გამოგონება ცხადად
გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, მაშინ ის არ ექვემდებარება პატენტით დაცვას .
მესამე კრიტერიუმია სამრეწველო გამოყენებადობა. გამოგონებას უნდა ჰქონდეს
სამრეწველო გამოყენებადობა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს მისი რაიმე
სახით დამზადება ან მრეწველობაში გამოყენება თეორიული განმარტების მიღმა .

პატენტის მისაღებად განმცხადებელმა ჯერ უნდა წარადგინოს განაცხადი საპატენტო


უწყებაში. შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, საპატენტო უწყება , როგორც წესი ,
განაცხადზე ატარებს მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, ან ასევე
არსობრივ ექსპერტიზას, რათა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებს გამოგონება ზემოთ
ხსენებულ კრიტერიუმებს.

საპატენტო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე, ზოგიერთ სხვა მოთხოვნასაც .


როგორც წესი, თუ რამდენიმე საპატენტო განაცხადი ეხება ერთსა და იმავე გამოგონებას ,
პატენტი ენიჭება პირს, რომელიც სხვაზე ადრე წარადგენს განაცხადს . ამ სისტემას
„პირველი მომართვის პრინციპი“ ეწოდება. ამიტომ, განაცხადის წარდგენის თარიღი
ძალიან მნიშვნელოვანია.

საპატენტო უწყება, ასევე, ამოწმებს, საკმარისი სისრულით არის თუ არა გამოგონება


გახსნილი განაცხადში. გამოგონება უნდა იყოს საკმარისად სრულად გახსნილი
განაცხადში იმისათვის, რომ დარგის რიგით სპეციალისტს განაცხადის წაკითხვის
შედეგად შეეძლოს მისი განხორციელება პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული
უფლებების მინიჭების სანაცვლოდ, საპატენტო განაცხადს მოეთხოვება წერილობითი
აღწერის ისეთი სისრულით წარმოდგენა, რომ სპეციალსტმა მის საფუძველზე შეძლოს
გამოგონების პრაქტიკაში გამოყენება.

სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენცია WIPO-ს მიერ


ადმინისტრირებული უძველესი კონვენციაა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში,
რომელიც პრიორიტეტის უფლებას ითვალისწინებს. საპატენტო სფეროში , თუ კონვენციის
წევრ ერთ ქვეყანაში წარდგენილი პირველი საპატენტო განაცხადის საფუძველზე
კონვენციის წევრ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში განმცხადებელი წარადგენს შემდგომ
განაცხადს იმავე გამოგონებაზე, პირველი განაცხადის წარდგენის თარიღიდან 12 თვის
ვადაში, განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პრიორიტეტის უფლებით. შესაბამისად,
ნებისმიერი შემდგომი განაცხადი, რომელიც წარდგენილი იქნება კონვენციის წევრ
ნებისმიერ ქვეყანაში 12თვიანი პერიოდის გასვლამდე, არ იქნება დახარვეზებული რაიმე
ქმედებისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი და შემდგომი განაცხადების
წარდგენის თარიღებს შორის. მაგალითად, თუ აღნიშნულ პერიოდში მესამე პირი
წარადგენს საპატენტო განაცხადს იმავე გამოგონებაზე, ან გამოაქვეყნებს სტატიას ამ
გამოგონების შესახებ, ასეთი განაცხადი ან პუბლიკაცია არ იქონიებს გავლენას იმ
შემდგომი განაცხადის პატენტუნარიანობაზე (განსაკუთრებით, სიახლეზე და
საგამომგონებლო დონეზე), რომელიც ითხოვს პრიორიტეტს პირველი განაცხადიდან .

შეიძლება იკითხოთ, რა სარგებელს ანიჭებს პატენტი მფლობელს, განსაკუთრებით იმის


გათვალისწინებით, რომ უნდა მოხდეს გამოგონების გახსნა (გასაჯაროება). ზოგადად ,
შეიძლება ითქვას, რომ პატენტის მოქმედების პერიოდში მას შეუძლია თავად
განსაზღვროს, თუ ვის შეუძლია მისი გამოგონების გამოყენება. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, როდესაც გამოგონება დაცულია პატენტით, სხვა პირებს ეკრძალებათ
პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე გამოგონების კომერციული მიზნით
დამზადება, გამოყენება, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა ან იმპორტი, თუმცა,
პატენტის მფლობელს შეუძლია გაასხვისოს (გაყიდოს) ან გასცეს ლიცენზია
პატენტზე.

გამოქვეყნებული საპატენტო განაცხადები და პატენტები ინფორმაციის მნიშვნელოვან


წყაროს წარმოადგენს და მას საპატენტო ინფორმაცია ეწოდება. საპატენტო მონაცემთა
ბაზებში ინფორმაციის მოძიება სასარგებლო გზაა კომპანიების საპატენტო საქმიანობის
შესახებ ტექნიკური და ბიზნესინფორმაციის მისაღებად. მაგალითად , მეცნიერს ან
მეწარმეს შეუძლია ღირებული ინფორმაცია მიიღოს რომელიმე კონკრეტულ დარგში
უახლესი ტექნოლოგიების შესახებ საპატენტო დოკუმენტების გაცნობით. ეს მეცნიერს
ეხმარება დუბლირების თავიდან აცილებაში ან იგივე გამოგონებაზე ძალისხმევის,
დროისა და რესურსების დაზოგვაში. პატენტში მითითებული უახლესი ინფორმაცია
მეწარმეებს ეხმარება საინვესტიციო შეცდომების თავიდან აცილებაში . შედეგად , არც
ისინი აფინანსებენ ისეთ კვლევებს, რომლებიც სხვებმა უკვე ჩაატარეს . ამასთან ,
საპატენტო განაცხადის განხილვის პროცესიც დროში გაწელილი და ძვირია . ამიტომ ,
განაცხადის წარდგენამდე უნდა გავერკვეთ, პატენტუნარიანია თუ არა კონკრეტული
გამოგონება, რათა თავიდან ავიცილოთ უსარგებლო ხარჯები.

რა უნიკალური ღირებულება აქვს წინასწარი საპატენტო ძიების ჩატარებას?

საპატენტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზები უახლეს ტექნიკურ და ბიზნეს ინფორმაციას


იძლევა, რაც გამომგონებელს იცავს ძალისხმევის დუბლირებისგან. წინასწარი საპატენტო
ძიების მექანიზმის არაჯეროვანი გამოყენება შეიძლება ძვირად დაუჯდეს განმცხადებელს
– ფული და დრო დაახარჯინოს უკვე არსებული გამოგონებების ხელახალ მიგნებებზე .
მაგალითად, არ არის მიზანშეწონილი ფულის დახარჯვა ისეთი ხელსაწყოს გამოგონებაზე ,
რაც უკვე არსებობს და როცა მათზე ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია საპატენტო
მონაცემთა ბაზებში.

რა უფლებებს ანიჭებს პატენტი მის მფლობელს

პატენტმფლობელს უფლება აქვს პატენტის მოქმედების არეალში სხვებს აუკრძალოს


გამოგონების დამზადება, გამოყენება, რეალიზაცა, რეალიზაციისთვის შეთავაზება , ან
იმპორტი. თუმცა, ეს გარემოება გამომგონებელს ან პატენტმფლობელს არ აძლევს
უფლებას, თავად გამოიყენოს გამოგონება. მაგალითად, პატენტით დაცული
ფარმაცევტული ნივთიერების წამლის სახით გამოყენება ან გაყიდვა არ არის
შესაძლებელი მანამ, სანამ ბაზარზე დასაშვებად რეგისტრაციის უფლებამოსილების
მქონე ორგანოს მიერ არ მოხდება მისი დაშვება. პატენტის მოქმედების ვადა შეზღუდულია
და, ზოგადად, 20 წელს შეადგენს განაცხადის წარდგენის მომენტიდან, როდესაც
საპატენტო უფლებების მოქმედების ვადა ამოიწურება, გამოგონება საზოგადოების
საკუთრება ხდება და ნებისმიერ პირს შეუძლია მისი თავისუფალი გამოყენება
კომერციული მიზნით პატენტის დაურღვევლად მოცემულ ქვეყანაში.

TRIPS-ის შეთანხმებით განსაზღვრულია მინიმუმ 20 წელი პატენტის მოქმედების


ხანგრძლივობის პერიოდად და ვადის ათვლა იწყება საპატენტო განაცხადის წარდგენის
დღიდან.

მესამე პირებს უფლება ეძლევათ გამოგონება გამოიყენონ პატენტის მფლობელის


ნებართვის გარეშე. თვით პატენტის ძალაში ყოფნის პერიოდშიც კი მესამე პირებს უფლება
აქვთ, ინფორმაცია გამოიყენონ ახალი გამოგონების შექმნის მიზნით, თუ ეს არ
გამოიწვევს პატენტის დარღვევას. პატენტებს შეუძლიათ, ასევე, წაახალისონ სხვები , რომ
პატენტის გვერდის ავლით გააუმჯობესონ გამოგონება. ასე მაგალითად, სხვებს შეუძლიათ
გამოიყენონ პატენტში გახსნილი ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების განვითარების
მიზნით, რომელიც ამ პატენტის დაცვის ფარგლებს მიღმაა.

რა შემთხვევებში ხდება განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვა?

განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვის ერთ-ერთი მაგალითია გამოგონების პირადი


სარგებლობისთვის არაკომერციული მიზნით გამოყენება. გარკვეულ შემთხვევებში ,
პატენტით დაცული გამოგონების გამოყენებაზე ნებართვა შეიძლება მიეცეს მესამე პირს
სავალდებულო ლიცენზირების გზით. ეს რეჟიმი შეიძლება გამოყენებულ იქნეს , ასევე ,
განსაზღვრულ პერიოდში პატენტით დაცული გამოგონების გამოუყენებლობის
შემთხვევაში. ამ რეჟიმის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია გამოგონების გამოყენება
საგანგებო ვითარების (კატასტროფების, ეპიდემიების) შემთხვევებში.

როდესაც პატენტით დაცული პროდუქტის კონკრეტული ეგზემპლარი ბაზარზე ხვდება


პატენტის მფლობელის ან სხვების მიერ, თუმცა, პატენტმფლობელის ნებართვით ,
პროდუქტის ამ კონკრეტულ ეგზემპლარზე კომერციული გამოყენების განსაკუთრებული
უფლებები მეტად ვეღარ განხორციელდება პატენტის მფლობელის მიერ.

საპატენტო უფლებების შეზღუდვის კიდევ ერთი მაგალითია კვლევებისა და


ექსპერიმენტებისათვის გამოგონების გამოყენებაზე დაშვებული გამონაკლისი .

არსებობს გამოგონებების დაცვის ალტერნატიული მექანიზმებიც. კერძოდ , ზოგიერთ


ქვეყანაში გამოგონების დაცვა შესაძლებელია, ასევე, სასარგებლო მოდელის სახით
რეგისტრაციის შემთხვევაში, რაც, ასევე, მოიხსენიება, როგორც “short-term patent,” “petty
patent”, “innovation patent’, “incremental innovation”, “certificat d’utilité” ( საფრანგეთი), ან
“second-tier protection” (დიდი ბრიტანეთი)

სასარგებლო მოდელი/ გამოგონება

სასარგებლო მოდელის შემთხვევაში გამოიყენება უფრო დაბალი სტანდარტი , ე .წ .


„ინოვაციის დონე“. მაგალითად, სასარგებლო მოდელის პატენტი შეიძლება გაიცეს უკვე
არსებული პროდუქტების ან გამოგონებების ახალ და ინოვაციურ გამოყენებაზე
კონკრეტული პრობლემის გადაჭრის მიზნით.

მოთხოვნები, რომლებიც სასარგებლო მოდელს წაეყენება, ნაკლებად მკაცრია, ვიდრე


გამოგონების პატენტის შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით ეხება საგამომგონებლო დონეს .
გამოგონების პატენტისგან განსხვავებით, საფასურიც ნაკლებია და მოქმედების
პერიოდიც უფრო მოკლეა, თუმცა, სხვა მხრივ, სასარგებლო მოდელის და გამოგონების
პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები მსგავსია .

რადგან სასარგებლო მოდელის რეგისტრაციაზე დახარჯული დრო მნიშვნელოვნად


ნაკლებია, ვიდრე გამოგონების პატენტის მიღებაზე იქნებოდა საჭირო, ამ ტიპის დაცვა
შეიძლება გამოდგეს მოკლევადიანი ტექნოლოგიებისთვის. თუმცა, მხოლოდ მცირე ,
მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობის ქვეყანა და რეგიონი სთავაზობს გამომგონებლებს
დაცვას ალტერნატიული, სასარგებლო მოდელის რეჟიმით:
 „სიახლის“ მოთხოვნა აქაც აქტუალურია, თუმცა „საგამომგონებლო დონე“ ნაკლებად ან
საერთოდ არ მოეთხოვება სასარგებლო მოდელს.

 სასარგებლო მოდელების პატენტების მოქმედების პერიოდი უფრო მოკლეა, ვიდრე


გამოგონების პატენტების შემთხვევაში და ყველა ქვეყანაში განსხვავებულია
(ჩვეულებრივ, 7-10 წელი, გაგრძელების ან განახლების შესაძლებლობის გარეშე);

 ბევრ ქვეყანაში, სადაც სასარგებლო მოდელის დაცვა არსებობს, საპატენტო უწყება


განაცხადის არსობრივ ექსპერტიზას არ ატარებს.

 სასარგებლო მოდელების დაცვის მიღება და შენარჩუნება უფრო იაფიცაა;

 სასარგებლო მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამოგონების განაცხადად, როგორც


წესი, შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში;

ზოგიერთ ქვეყანაში შეგიძლიათ ერთი და იგივე გამოგონების განაცხადი ერთდროულად


წარადგინოთ გამოგონებაზეც და სასარგებლო მოდელზეც, რათა ჯერ ისარგებლოთ
თქვენი გამოგონების შედეგით სასარგებლო მოდელის სახით და, იმავდროულად ,
დაელოდოთ გამოგონების განაცხადის განხილვის შედარებით ხანგრძლივი პროცესის
დასრულებას. მაგრამ, თუ უწყება მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის
შესახებ, თქვენ დაგჭირდებათ არჩევანის გაკეთება და თქვენს გამოგონებაზე ორი
უფლებიდან მხოლოდ ერთის არჩევა მოგიწევთ.

პასუხისმგებლობა

პატენტის მფლობელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა პატენტის აღსრულების და პატენტის


დარღვევის აღკვეთის მიზნით. უმეტეს სამართლებრივ სისტემებში სასამართლოს
ეკუთვნის პატენტის დარღვევის აღკვეთის პრეროგატივა. თუმცა , ძირითადი
პასუხისმგებლობა მონიტორინგის, იდენტიფიცირების და პატენტის დამრღვევის მიმართ
ქმედების განხორციელების კუთხით, აკისრია პატენტმფლობელს.

უმრავლეს შემთხვევაში, პირს ეგზავნება წერილი იმის შესახებ , რომ მის მიერ
გამოყენებულ საგანზე არსებობს პატენტი. ამით ხდება მინიშნება იმაზე , რომ ამ წერილს
შეიძლება სასამართლოში გასაჩივრება მოჰყვეს. სწორედ ამიტომ, ამგვარი
შეტყობინებები წარმატებით მოქმედებს და შედეგად დამრღვევი ან წყვეტს პატენტით
დაცული საგნის გამოყენებას, ან სალიცენზიო ხელშეკრულებას აფორმებს
პატენტმფლობელთან.

საერთაშორისო დაცვა

სხვადასხვა ქვეყანაში დაცვის მისაღებად, პატენტი გესაჭიროებათ თითოეულ მათგანში .არ


არსებობს პატენტი, რომელიც ყველა ქვეყანას ან თუნდაც რამდენიმე ქვეყანას ფარავდეს .
საპატენტო სისტემა ჯერ ისევ ტერიტორიული პრინციპით მუშაობს; კონკრეტულ
ქვეყანაში დაცვის მოსაპოვებლად საჭიროა პატენტის მიღება ამ ქვეყანაში გავრცელებით .

არსებობს გარკვეული რეგიონული სისტემებიც, მაგ., ევროპის საპატენტო ორგანიზაცია.


ამ სისტემის ფარგლებში, რეგიონულ საპატენტო განაცხადზე ჩატარებული ერთიანი
არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე, თუ პასუხი დადებითია, განმცხადებელი
ერთდროულად იღებს ეროვნული პატენტების მთელ ნაკრებს.
იმ ინოვატორების მხარდაჭერის მიზნით, რომელთაც სურთ მულტინაციონალური დაცვის
მოპოვება რაციონალურ ფასად, არსებობს PCT-ის ხელშეკრულება, რომლის
საფუძველზეც ხდება ერთი საერთაშორისო განაცხადის წარდგენა, რომელიც შესაძლოა
გადაიქცეს მრავალი ქვეყნის ეროვნულ ან/და რეგიონულ განაცხადებად , რის შემდეგაც
განმცხადებლის მიერ შერჩეული ქვეყნებიდან თითოეული დამოუკიდებლად წყვეტს
პატენტის მინიჭების საკითხს.

თუ ათ ქვეყანაში გაქვთ პატენტი, მათი შენარჩუნების საფასური ყველა ქვეყანაში უნდა


გადაიხადოთ ყოველწლიურად, რადგან, თუ ერთ-ერთ მათგანში არ გადაიხდით , პატენტი
გაუქმდება და დაცვას დაკარგავთ ამ ქვეყანაში.

პატენტის ალტერნატივა

პატენტიდან გამომდინარე უფლებები ენიჭება გამომგონებელს გამოგონების შესახებ


ინფორმაციის სრული გასაჯაროების სანაცვლოდ.

გამოგონების დაცვის კიდევ ერთი გზაა მისი საიდუმლოდ შენახვა და იმაზე დაყრდნობა ,
რასაც კომერციულ საიდუმლოებად მოვიხსენიებთ, რათა გამოგონების შესახებ
ინფორმაცია საგულდაგულოდ იქნეს შენახული.

ითვალისწინებს თუ არა ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო


კანონმდებლობა კომერციული საიდუმლოების დაცვას?

ფაქტიურად კომერციული საიდუმლოება წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების


დაცვის ერთ-ერთ უძველეს ფორმას. ალბათ, ის დაედო საფუძვლად ინტელექტუალური
საკუთრების თანამედროვე სისტემას, რომლის მიზანია შექმნას ჯანსაღი კონკურენცია
კომპანიებს შორის. TRIPS-ის შეთანხმება ადგენს ზოგად სტანდარტს.

პატენტებისგან განსხვავებით, კომერციული საიდუმლოება დაცულია რეგისტრაციის


გარეშე, ანუ კომერციული საიდუმლოებისთვის არ არის გათვალისწინებული ფორმალური
პროცედურები. აქედან გამომდინარე, კომერციული საიდუმლოების დაცვის
ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. თუმცა, განსაზღვრულია გარკვეული პირობები
იმისთვის, რომ ინფორმაცია ჩაითვალოს კომერციულ საიდუმლოებად . ამ პირობების
დაკმაყოფილება შეიძლება აღმოჩნდეს უფრო რთული და ხარჯიანი, ვიდრე ეს ერთი
შეხედვით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით ,
TRIPS-ის შეთანხმება განსაზღვრავს შემდეგ ზოგად მოთხოვნებს:

ა) ინფორმაცია წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას იმ გაგებით, რომ ის არ არის


საყოველთაოდ ცნობილი ან ადვილად ხელმისაწვდომი იმ წრეების
წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ჩვეულებრივ ასეთ ინფორმაციასთან აქვთ საქმე ;

ბ) თავისი საიდუმლო ხასიათის გამო, გააჩნია კომერციული ღირებულება;

გ) გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე, პირმა, რომელიც კანონიერად


აკონტროლებდა ამ ინფორმაციას, სათანადო ზომები მიიღო, რათა საიდუმლოდ დაეცვა
იგი.

რა არის საჯარო საკუთრება (public domain) პატენტების კონტექსტში?


საჯარო საკუთრება public domain ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებით არის
„ისეთი პუბლიკაციების, გამოგონებების და პროცესების სფერო, რომლებიც არ არის
დაცული საავტორო უფლებებით ან პატენტით“.

როდესაც პატენტის მოქმედების ვადა იწურება, ან პატენტმფლობელი აუქმებს საკუთარ


პატენტს, ან ხდება პატენტის ბათილად ცნობა.

საპატენტო განაცხადების და პატენტების გამოქვეყნების შემდეგ , გამოგონება ხდება


ტექნიკის დონის ნაწილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ხდება საჯარო საკუთრება (public
domain)-ის ნაწილიც. პატენტმფლობელს ჯერ კიდევ გააჩნია განსაკუთრებული უფლებები
გამოგონებაზე. ზოგადად, პატენტით დაცული გამოგონება საჯარო საკუთრებაში (public
domain) გადადის პატენტის გაუქმების შემდეგ.

ზოგადად, გამოგონება ტექნიკის დონის ნაწილად ხდება სამი გზით: (1) გამოგონების
აღწერით წერილობითი ფორმით ან სხვა ფორმით გამოქვეყნების გზით; (2) გამოგონების
საჯარო აღწერით ზეპირი ფორმით; და (3) გამოგონების საჯარო გამოყენებით, ან
გამოგონების საჯარო გამოყენების უზრუნველყოფით.

ზოგ ქვეყანაში, ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა ზეპირი ფორმით


ან გამოყენების სახით უცხო ქვეყანაში, არ წარმოადგენს ტექნიკის დონეს . შესაბამისად , ამ
ქვეყნების საპატენტო კანონის მიხედვით, პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე ,
რომელიც იდენტურია ან ცხადად გამომდინარეობს იმ არადოკუმენტირებული სახით
არსებული ცოდნიდან, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია სხვა ქვეყანაში .

გამოგონების საჯარო საკუთრებაში public domain-ში გადასვლის გზები

ა) სამართლებრივი შეზღუდვების არარსებობა: ნაწარმოები შეიძლება იყოს საჯარო


საკუთრებაში (public domain), თუ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ქონებრივი
უფლებები ნაწარმოებზე, ან თუ ნაწარმოები არ ექვემდებარება დაცვას მოქმედი
კანონმდებლობის მიხედვით;

ბ) პატენტის მოქმედების ვადის ამოწურვა;

გ) ძალაში შენარჩუნების საფასურის გადაუხდელობა;

დ) პატენტის ბათილად ცნობა: ზოგადად, საპატენტო კანონმდებლობა ითვალისწინებს


პატენტის ბათილად ცნობის პროცედურას იმ შემთხვევისთვის, როდესაც პატენტი არ
აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს.

საჯარო საკუთრება (Public domain) და ტერიტორიულობის პრინციპი

საპატენტო დაცვას ახასიათებს ტერიტორიულობის პრინციპი. ბევრ შემთხვევაში


გამოგონება შესაძლებელია დაცული იყოს ერთ ქვეყანაში და საჯარო საწკუთრებას (public
domain) მიეკუთვნებოდეს სხვა ქვეყნებში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტიც, რომ
საპატენტო განაცხადი არ იქნა წარდგენილი ყველა იმ ქვეყანაში ან ის , რომ
ადგილობრივი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პატენტის გაცემას მსგავსი ტიპის
გამოგონებაზე.

კომერციული საიდუმლოება და საჯარო საკუთრება (public domain)


როდესაც ხდება კომერციული საიდუმლოების საჯარო გამჟღავნება, თუნდაც შემთხვევით ,
ინფორმაციის დაცვა აღარ არის შესაძლებელი, იგი გადადის საჯარო საკუთრებაში (public
domain).

საქართველოს საპატენტო სისტემა

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე , თუ


მას აქვს სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა .

პატენტით ვერ დაიცვება: აღმოჩენა; სამეცნიერო თეორია; მათემატიკური მეთოდი; ასევე,


აღზრდის, სწავლების მეთოდები, ან თამაშის და გათამაშების წესები , საქმიანობისა და
ორგანიზების მართვის მეთოდები არ მიიჩნევა გამოგონებად. ვერც მხატვრული
ქმნილებები, ალგორითმები, კომპიუტერული პროგრამები, კონსტრუქციის სქემები ,
შენობის ან ტერიტორიის დაგეგმარების პროექტები იქნება გამოგონებად მიჩნეული . ეს
უკანასკნელი კატეგორია საავტორო უფლებითაა დაცული. პატენტი არ გაიცემა
გამოგონებაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას . ამ
სახის გამოგონებები საზოგადოებრივ წესრიგს ეწინააღმდეგება. ასევე , ადამიანებისა და
ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიული, თერაპიული და
დიაგნოსტიკური მეთოდები ისეთი გამოგონებებია, რომლებზეც პატენტი არ გაიცემა. ამ
ჩამონათვალში შედის, ასევე, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშები, რაც სხვა კანონით
ექვემდებარება დაცვას.

საქართველოში პატენტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა საპატენტო განაცხადი


უნდა წარადგინოს „საქპატენტში“. უწყება შემდეგ შეისწავლის განაცხადს , შეამოწმებს ,
რამდენად აკმაყოფილებს განაცხადი ყველა კრიტერიუმს პატენტის გაცემისთვის .
განაცხადის ექსპერტიზა მოიცავს ფორმალური მოთხოვნების შემოწმებას და არსობრივ
ექსპერტიზას. თუ გამოგონება და განაცხადი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ,
გადაწყვეტილება მიიღება პატენტის გაცემის შესახებ და განაცხადი ქვეყნდება .
გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში ნებისმიერ პირს შეუძლია გადაწყვეტილების
გასაჩივრება (ოპონირება). სამი თვის გასვლის შემდეგ, თუ არ იქნება შეტანილი საჩივარი
ან შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას
პატენტის გაცემის თაობაზე, ხდება პატენტის გაცემა და მისი გამოქვეყნება .

საქპატენტი წინასწარი საპატენტო ძიების მომსახურებას სთავაზობს მათ , ვისაც სურს


საპატენტო განაცხადის წარდგენამდე შეაფასოს მისი გამოგონების პატენტუნარიანობა.

თუ გამოგონება შექმნილია დასაქმებულის მიერ, მის დამსაქმებელს ან შემკვეთს აქვს


უფლება პატენტი მიიღოს გამომგონებლის ნებართვის გარეშე.

კანონით გათვალისწინებულია პატენტმფლობელის განსაკუთრებული უფლებების


შეზღუდვა რიგ შემთხვევებში. მაგალითად, პატენტმფლობელი ვეღარ გამოიყენებს
განსაკუთრებულ უფლებებს და ვერც სხვებს აუკრძალავს პატენტით დაცული პროდუქტის
კონკრეტული ეგზემპლარის გავრცელებას ან სხვა სახით გამოყენებას მას შემდეგ , რაც ის
დამზადებულია და სამოქალაქო ბრუნვაშია ჩართული პატენტმფლობელის მიერ ან მისი
ნებართვით.

ნებისმიერ პირს აქვს უფლება პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე გამოიყენოს


პატენტით დაცული პროდუქტი პირადი სარგებლობისთვის.
ასევე, განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა: გამოგონების
ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის გამოყენება ; პატენტით დაცული
ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დასაშვებად საჭირო კვლევების ჩატარება და სხვა
პროცედურების განხორციელება, თუ აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი პატენტის
ვადის გასვლამდე არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის.

პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე შესაძლებელია გაიცეს პატენტით დაცული


გამოგონების საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებისათვის
სავალდებულო ლიცენზია. სავალდებულო ლიცენზია შესაძლებელია გაიცეს იმ
შემთხვევაში, თუ: ა) აუცილებელია პატენტის გამოყენება სტიქიური უბედურების ,
კატასტროფის, ეპიდემიის, თავდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დროს ;
ბ) პატენტით დაცული გამოგონების გამოყენება შეუძლებელია სხვა, უფრო ადრინდელ
პატენტზე პატენტის მფლობელის ან მისი უფლებამონაცვლის განსაკუთრებული
უფლებების დაურღვევლად.

გამოგონების საპატენტო დაცვის ალტერნატივა არის სასარგებლო მოდელი , რომელიც


მცირე გამოგონებად მიიჩნევა. პატენტის გაცემის მოთხოვნები სასარგებლო მოდელზე
ნაკლებად მკაცრია, ვიდრე გამოგონების შემთხვევაში. სასარგებლო მოდელს
მოეთხოვება უფრო დაბალი საგამომგონებლო დონე. სასარგებლო მოდელის სიახლის
და საგამომგონებლო დონის შემოწმებისას არსებითი ექსპერტიზის დროს ძიება ტარდება
მხოლოდ საქართველოს საპატენტო მონაცემთა ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ
სასარგებლო მოდელზე პატენტი შეიძლება გაიცეს მაშინაც კი, როდესაც ამ კონკრეტულ
სასარგებლო მოდელს, გლობალურად, სიახლე არ აქვს, რაც ამ პატენტის გაუქმების
შესაძლებლობას ნებისმიერ პირს ანიჭებს.

ექსპერტიზის პროცედურაც ხანმოკლეა და გადასახდელი საფასურიც დაბალია იმასთან


შედარებით, რაც გამოგონების შემთხვევაში იქნებოდა გადასახდელი . სასარგებლო
მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამოგონების განაცხადად და პირიქით , შესაძლებელია
ექსპერტიზის საფუძველზე პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე .

ერთი და იმავე გამოგონებაზე ერთდროულად შესაძლებელია ორი განაცხადის წარდგენა :


ერთი გამოგონებაზე, მეორე სასარგებლო მოდელზე. თუმცა, პატენტის გაცემაზე
დადებითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელმა ერთი უფლება უნდა აირჩიოს და დაცვა
მიიღოს მხოლოდ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე.

You might also like