Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო, რომელიც გამოიყენება ან გამიზნულია ერთი

მწარმოებლის საქონლის სხვა მწარმოებლის საქონლისგან გასარჩევად .

მიზანი: კომპანიებს აძლევს საშუალებას შექმნან საკუთარი პროდუქტის რეპუტაცია იმაზე


ზრუნვის გარეშე, რომ სხვისი დაბალხარისხიანი პროდუქტი მომხმარებლის შეცდომაში
შეიყვანს და დააკნინებს მათ რეპუტაციას ან შეუმცირებს შემოსავლებს .

სასაქონლო ნიშანი კომპანიის არამატერიალური აქტივია − სავარაუდოდ , ყველაზე


ღირებული აქტივი, რაც კომპანიას გააჩნია.

სასაქონლო ნიშანს გააჩნია ორი მთავარი მახასიათებელი: ის უნდა იყოს


განმასხვავებელუნარიანი და არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი შეცდომაში .

იმისათვის, რომ სასაქონლო ნიშანი იყოს განმასხვავებელუნარიანი, მას უნდა შესწევდეს


იმ საქონლისა და მომსახურების განსხვავების უნარი, რომლისთვისაც მოითხოვება
რეგისტრაცია.

ზოგადად, სასაქონლო ნიშანი არ ჩაითვლება განმასხვავებელუნარიანად , თუ ის


აღწერილობითია იმ საქონლისთვის ან მომსახურებისთვის, რომლისთვისაც მოითხოვება
მისი რეგისტრაცია. სასაქონლო ნიშანი არის აღწერილობითი, როდესაც აღწერს იმ
საქონელს ან მომსახურებას, რომლისთვისაც ის გამოიყენება. სასაქონლო ნიშანი , ასევე ,
შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი, როდესაც მიუთითებს საქონლის ისეთ ხარისხზე ,
რომელიც მას არ გააჩნია.

მაგ:თუ პირი აწარმოებს ვაშლს და ყიდის, ის ვერ შეძლებს სასაქონლო ნიშნად


დაარეგისტრიროს აღნიშნული სიტყვა თავისი საქონლის მოსანიშნად , რადგან მის
კონკურენტებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება ეს სიტყვა გამოიყენონ საქონლის
დასახასიათებლად.

მაგ, სასაქონლო ნიშანი „ნამდვილი ტყავი“ ისეთი საქონლისთვის , რომელიც არ არის


ნამდვილი ტყავისგან წარმოებული.

ქვეყნების უმრავლესობა კლასიფიკაციისთვის იყენებს ნიცის კლასიფიკატორს . ეს არის


საქონლისა და მომსახურების კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც გამოიყენება
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისთვის. ნიცის კლასიფიკატორი მოიცავს მსგავსი
საქონლის და მომსახურების ჯგუფებს, რომლებსაც კლასები ეწოდება . არსებობს 34
საქონლის და 11 მომსახურების კლასი. ყველა კლასის სათაური ზოგად წარმოდგენას
იძლევა ამ კლასში დაჯგუფებული საქონლის ან მომსახურების სახეობაზე .

როგორც აღინიშნა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაუნარიანობა დამოკიდებულია მის


განმასხვავებელუნარიანობაზე, რაც განსაზღვრავს მის სიძლიერეს . სასაქონლო ნიშნის
სიძლიერე შეიძლება გაიზომოს ე.წ. განმასხვავებელუნარიანობის შკალით, რომელზეც
სასაქონლო ნიშნის სიძლიერის დონე მერყეობს გვარეობითიდან ფანტაზიურამდე

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მომსახურების ნიშანი სასაქონლო ნიშნის მსგავსია ,


მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უკანასკნელი განკუთვნილია საქონლისთვის , ხოლო
პირველი – მომსახურებისთვის. ზოგადად, ტერმინი „სასაქონლო ნიშანი“ მოიცავს ორივეს :
სასაქონლო ნიშანსა და მომსახურების ნიშანს.
ასევე, არსებობს ხმოვანი ნიშნებიც: სარეკლამო მელოდია შესაძლოა იყოს სასაქონლო
ნაშანი.

ზოგიერთ ქვეყანაში, ვხვდებით სურნელოვან ან ტექსტურის ნიშნებსაც , სადაც გარკვეული


სურნელის ან ტექსტურის დაცვა არის შესაძლებელი სასაქონლო ნიშნად .

ზოგადად, სასაქონლო ნიშნები, რომლებიც შედგება ისეთი სიმბოლოებისგან ან


აღნიშვნებისგან, რომლებიც შესაბამის ენაზე დამკვიდრებული ტერმინია ან სავაჭრო
პრაქტიკაში მიუთითებს საქონლის ან მომსახურების სახეობაზე , ხარისხზე , რაოდენობაზე ,
ადგილზე, დანიშნულებაზე, ღირებულებაზე, გეოგრაფიულ წარმოშობასა და წარმოების
დროზე, არ ექვემდებარება რეგისტრაციას.

ისეთი სახის ნიშნები, რომლებმაც მომხმარებელი შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს იმ


საქონლის ან მომსახურების გეოგრაფიული წარმოშობის, ხარისხის , ან სახეობის მიმართ ,
რომლისთვისაც მოითხოვება მისი დაცვა, ასევე, ნიშნები, რომლებიც ეწინააღმდეგება
მორალსა და საჯარო წესრიგს, არ დაიცვება სასაქონლო ნიშნად.

გარდა ამისა, ნიშნები, რომლებიც შედგება ან შეიცავს გერბებს, დროშებსა და პარიზის


კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) მონაწილე სახელმწიფოების
სხვა ემბლემებს, ან მათ რეპროდუქციებს, მათ მიერ მიღებულ საკონტროლო და
საგარანტიო ოფიციალურ ნიშნებსა და დამღებს, ან ჰერალდიკური თვალსაზრისით მათ
ნებისმიერ იმიტაციას, პარიზის კონვენციის თანახმად, არ დაიცვება სასაქონლო ნიშნად .

საქართველოში უფლებები სასაქონლო ნიშანზე წარმოიშობა რეგისტრაციით . სხვა


ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში დაცვას არ ექვემდებარება
არარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები. სასაქონლო ნიშნის საქართველოში
რეგისტრაციისთვის აუცილებელია მისი გრაფიკულად გამოსახვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე განმცხადებლებს არ შეუძლიათ ე.წ. არატრადიციული


სასაქონლო ნიშნების, მათ შორის, ცალკე აღებული ფერის, ყნოსვითი ნიშნისა და
ჰოლოგრამის რეგისტრაცია.

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია საქართველოში შესაძლებელია სტანდარტული


(რასაც დაახლოებით 1 წელი სჭირდება) ან დაჩქარებული პროცედურით (რასაც 10
სამუშაო დღე სჭირდება).

სასაქონლო ნიშნის დაცვის ყველაზე გავრცელებული გზაა მისი რეგისტრაცია სასაქონლო


ნიშნების რეესტრში, რაც უმრავლეს ქვეყანაში დაცვის პირობას წარმოადგენს . ნიშნის
რეგისტრაციის შემდეგ, მფლობელი უფლებამოსილია სხვებს აუკრძალოს მისი
გამოყენება. სასაქონლო ნიშნის დაცვის საწყისი ვადა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით .
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის იგი უნდა იყოს არანაკლებ 7
წლისა, როგორც ეს განსაზღვრულია TRIPS-ის შეთანხმებით. მრავალ ქვეყანაში
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადად და, ასევე, ვადის გაგრძელებად დაწესებულია
10 წელი. რეგისტრაციის ვადის შემდგომი 10 წლით გაგრძელება შესაძლებელია
შეუზღუდავად.

ზოგადად, სასაქონლო ნიშანი ახდენს მწარმოებლის იდენტიფიცირებას საქონელთან ან


მომსახურებასთან მიმართებაში. ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია კოლექტიური და
სასერტიფიკაციო ნიშნების რეგისტრაცია, რომლებიც გამოიყენება ამ ნიშნის
გამომყენებელ საწარმოებთან ასოცირების ან იმ სტანდარტების აღსანიშნად , რომელსაც
ამ ნიშნით მონიშნული პროდუქცია აკმაყოფილებს

კოლექტიური ნიშნები, ჩვეულებრივ, საწარმოების ჯგუფს ან გაერთიანებას ეკუთვნის . მათი


გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ამ ჯგუფის ან გაერთიანების წევრებს. ამიტომ,
კოლექტიური ნიშანი ამ გაერთიანების წევრთა საქონელს ან მომსახურებას განასხვავებს
სხვების პროდუქციისგან.

სასერტიფიკაციო ნიშანი აღნიშნავს, რომ საქონელი ან მომსახურება, რომლისთვისაც ის


გამოიყენება სერტიფიცირებულია ნიშნის მფლობელის მიერ წარმოშობის, წარმოების
მეთოდის, მომსახურების, ხარისხის, ან სხვა მახასიათებლების საფუძველზე და ამით
განასხვავებს სასერტიფიკაციო ნიშნის საქონელს ან მომსახურებას, სხვა
არასერტიფიცირებული საქონლის ან მომსახურებისგან. სასერტიფიკაციო ნიშანი
შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად . მაგ .,
ISO 9000.

ზოგადად, სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი არ არის ნიშნის საბოლოო


მომხმარებელი, არამედ არის მასერტიფიცირებელი, რომელიც ახორციელებს
ლეგიტიმურ კონტროლს სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენებაზე, სერტიფიცირების ტიპის
მიუხედავად. აქედან გამომდინარე, სასერტიფიკაციო ნიშნის დამახასიათებელი ნიშანია
ის, რომ მას იყენებენ არა ნიშნის მფლობელები, არამედ მისი გამოყენების უფლების
მქონე პირები. სასერტიფიკაციო ნიშნის ფუნქციაა შესაბამისი მომხმარებლისთვის
გარანტიის მიცემა, რომ ამ ნიშნით მონიშნული საქონელი და ან მომსახურება გარკვეული
თვისებების მქონეა.

კოლექტიურ და სასერტიფიკაციო ნიშნებს შორის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს


იმაში, რომ კოლექტიურ ნიშანი შეიძლება გამოიყენონ კოლექტიური ნიშნის მფლობელი
ასოციაციის წევრმა საწარმოებმა, ხოლო სასერტიფიკაციო ნიშანი კი ყოველგვარი
წევრობის შეზღუდვის გარეშე – ნებისმიერმა პირმა (გარდა მფლობელისა ), ვინც
მითითებულ სტანდარტს აკმაყოფილებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ სასაქონლო


ნიშნის და კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია.

1. სტანდარტული სასაქონლო ნიშანი – პირმა შეიძლება დაარეგისტრიროს სასაქონლო


ნიშანი და შემდეგ ლიცენზით გადასცეს სხვა კომპანიებს, რომლებიც განსაზღვრულ
ხარისხს დააკმაყოფილებენ.

2. კოლექტიური სასაქონლო ნიშანი – პირმა შეიძლება მოიწვიოს ის კომპანიები,


რომლებიც განსაზღვრულ სტანდარტს აკმაყოფილებენ, რათა შექმნან გაერთიანება და
კოლექტიური სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირონ. ამ შემთხვევაში , მხოლოდ ამ
გაერთიანების წევრები შეძლებენ ამ ნიშნის გამოყენებას.

3. სასერტიფიკაციო ნიშანი – პირმა შეიძლება დაარეგისტრიროს სასერტიფიკაციო


ნიშანი. ამ შემთხვევაში ყველა, ვინც განსაზღვრულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს ,
შეძლებს ამ ნიშნის გამოყენებას. თუმცა, თავად სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი ვერ
გამოიყენებს ამ ნიშანს.
საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი არის „კონკრეტული საზოგადოებისთვის
ფართოდ ცნობილი ნიშანი, რომელიც სარგებლობს შედარებით მაღალი რეპუტაციით “.
საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი დაცულია რეგისტრაციის
გარეშე. ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება საქპატენტის სააპელაციო
პალატის ან სასამართლოს მიერ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

საყოველთაოდ ცნობილი ნიშნების სპეციალური დაცვა უზრუნველყოფილია პარიზის


კონვენციით, TRIPS-ის შეთანხმებით, ასევე პარიზის კონვენციით და ბევრი ქვეყნის
ეროვნული კანონმდებლობით.

საყოველთაოდ ცნობილი ნიშნები, როგორც წესი, დაცულია მიუხედავად მათი


რეგისტრაციისა იმ საქონლისა თუ მომსახურებისათვის, რომლისთვისაც მათ მოიპოვეს
რეპუტაცია.

სასაქონლო ნიშანი არის საკუთრება. ისევე, როგორც ავტომანქანის, მიწის ნაკვეთის , ან


ბინის მფლობელს, სასაქონლო ნიშნის მფლობელსაც აქვს მასზე განსაკუთრებული
უფლებები:

აკრძალვის უფლება − სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლებაა


აუკრძალოს სხვებს იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნების გამოყენება იდენტური ან
მსგავსი საქონლისა და მომსახურებისთვის.

ლიცენზიის გაცემის უფლება − სასაქონლო ნიშნის მფლობელი უფლებამოსილია,


სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე, სხვებს უფლება მისცეს გამოიყენონ
რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი. ზოგადად, არსებობს ორი სახის ლიცენზია :
მარტივი და განსაკუთრებული. განსაკუთრებული ლიცენზია კრძალავს სასაქონლო ნიშნის
მფლობელის მიერ სხვა კომპანიისათვის ლიცენზიის გადაცემას, თუმცა, მარტივი
ლიცენზია − არა.

დაგირავების უფლება − სასაქონლო ნიშნის მფლობელი უფლებამოსილია სასაქონლო


ნიშანზე გააფორმოს გირავნობის ხელშეკრულება.

მემკვიდრეობით გადაცემის უფლება − სასაქონლო ნიშანი შეიძლება მემკვიდრეობით


გადაეცეს მფლობელის კანონიერ მემკვიდრეს.

ნებისმიერ პირს შეუძლია სასაქონლო ნიშნის გამოყენება, მაგ., ციტირებისთვის ან


პაროდირებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასაქონლო ნიშნის მფლობელის
განსაკუთრებული უფლებები წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს გამოხატვის
თავისუფლებასთან.

ამასთან, სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება აუკრძალოს სხვას საკუთარი


სახელის ან/და გვარის გამოყენება, თუ ეს სახელი ან/და გვარი ემთხვევა სასაქონლო
ნიშანს.

ინტელექტუალური საკუთრების ყველა სხვა უფლების მსგავსად, სასაქონლო ნიშნებს აქვს


ტერიტორიული დაცვა, რაც, ძირითადად, იმას ნიშნავს, რომ მათი დაცვა შემოიფარგლება
იმ ტერიტორიით, სადაც მოხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ან/და დაცვა.
ინტელექტუალური საკუთრების ყველა სხვა უფლების მსგავსად, სასაქონლო ნიშნებს აქვს
ტერიტორიული დაცვა, რაც, ძირითადად, იმას ნიშნავს, რომ მათი დაცვა შემოიფარგლება
იმ ტერიტორიით, სადაც მოხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ან/და დაცვა.

განვიხილოთ, როგორ შეიძლება თქვენი სასაქონლო ნიშნის დაცვა უცხოეთში.

სასურველ ქვეყანაში შეიძლება პირდაპირ წარადგინოთ განაცხადი სასაქონლო ნიშნის


რეგისტრაციისთვის. თუმცა, ამ პროცესს მეტი რესურსი სჭირდება , მათ შორის, იურიდიული
მომსახურების საფასური, დოკუმენტების თარგმანი და სხვ.

არჩევანი, ასევე, შეიძლება გააკეთოთ რეგისტრაციის საერთაშორისო და რეგიონულ


გზებზე:

საერთაშორისო გზა: შეგიძლიათ გამოიყენოთ WIPO-ს მადრიდის სისტემა ნიშნების


საერთაშორისო რეგისტრაციისათვის, რაც მოსახერხებელი და ეკონომიური გადაწყვეტაა
მსოფლიოში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისა და მართვისთვის. ერთი განაცხადის
წარდგენით და ერთი საფასურის გადახდით, შეგიძლიათ მოითხოვოთ სასაქონლო ნიშნის
დაცვა 100-ზე მეტ ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სანამ საერთაშორისო განაცხადს წარადგენთ , თქვენ უკვე


უნდა გქონდეთ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ან რეგისტრირებული განაცხადი თქვენს
„ადგილობრივ“ ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში.

თუმცა, აუცილებელია თქვენი ქვეყანა იყოს მადრიდის ოქმის ხელმომწერი , რადგან დაცვა
მხოლოდ მადრიდის სისტემის წევრ ქვეყნებშია შესაძლებელი. საერთაშორისო
პროცედურის გამოყენების შემთხვევაშიც, თქვენ მოგიწევთ რეგისტრაციის საფასურის
გადახდა ყველა ცალკეულ ქვეყანაზე.

რეგიონული გზა: ერთი განაცხადის საფუძველზე და მხოლოდ ერთი საფასურის


გადახდით ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO),
შესაძლებელია სასაქონლო ნიშნის დაცვა ევროკავშირის ყველა 27 ქვეყანაში . ამ
შემთხვევაში, აღარ არის საჭირო ყველა კონკრეტულ ქვეყანაში ცალკე განაცხადის
წარდგენა და ცალკე საფასურის გადახდა. სასაქონლო ნიშნის ევროკავშირში
რეგისტრაციის შემთხვევაში, შეუძლებელია გეოგრაფიული არეალის შეზღუდვა და
მხოლოდ გარკვეულ წევრ სახელმწიფოებში დაცვის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ,
არსებობს იმის რისკი, რომ თუ ნიშანი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში არ
ექვემდებარება რეგისტრაციას, ის უარყოფილი იქნება ევროკავშირის მთელ
ტერიტორიაზე.

არსებობს კიდევ ორი ხელშეკრულება, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს WIPO,


რომლებიც სასაქონლო ნიშნის წარდგენისას მომხმარებლისთვის ამარტივებს
ფორმალობებს, გარკვეული პროცედურების ჰარმონიზაციისა და გამარტივების გზით .

ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნების კანონმდებლობის შესახებ (TLT), რომელიც


მიღებულია 1994 წელს, მიზნად ისახავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ეროვნული და
რეგიონული პროცედურების გამარტივებას დადგენილი წესების სტანდარტიზაციისა და
ჰარმონიზაციის გზით, რითაც სასაქონლო ნიშნის განაცხადები და სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციის ადმინისტრირება მრავალ იურისდიქციაში ნაკლებად რთული და უფრო
პროგნოზირებადი გახდა.

სინგაპურის ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნების კანონის შესახებ მიღებულ იქნა 2006


წელს. TLT-ს საფუძველზე შექმნილ სინგაპურის ხელშეკრულებას უფრო ფართო
გამოყენების სფერო აქვს და შეესაბამება უახლეს განვითარებას საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების სფეროში. რაც მთავარია, ეს არის პირველი საერთაშორისო
ინსტრუმენტი, რომელიც ეხება სასაქონლო ნიშნის კანონს, რომელიც ცხადად აღიარებს
არატრადიციულ ნიშნებს, როგორებიცაა: ჰოლოგრამები, სამგანზომილებიანი ნიშნები ,
ფერი, პოზიციური ნიშნები, მოძრავი ნიშნები, ან ხმოვანი ნიშნები.

ინტერნეტს არ აქვს ფიზიკური საზღვრები და მსოფლიო მასშტაბით არის ხელმისაწვდომი .


სასაქონლო ნიშანზე უფლებები, რომლებიც გამოიყენება, მსგავსი ან თუნდაც იდენტური
საქონლისა თუ მომსახურებისათვის, რეალურად შესაძლებელია თანაარსებობდეს
სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მათი გამოყენება ინტერნეტში შეიძლება მარტივად იქცეს
განსაკუთრებული უფლების ხელყოფის მიზეზად. მაგალითად, დავუშვათ, რომ
ყვავილების მწარმოებელმა ორმა სხვადასხვა კომპანიამ ჰოლანდიასა და საფრანგეთში
კანონიერად დაარეგისტრირა იდენტური სასაქონლო ნიშნები თავიანთ ქვეყნებში და
ყიდის მათ პროდუქციას. თუ ორივე კომპანია ერთი სასაქონლო ნიშნის ქვეშ დაიწყებს
ყვავილების ონლაინ გაყიდვას, სავარაუდოა, რომ ეს გამოიწვევს მსოფლიო მასშტაბით
აღრევასა და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას მწარმოებელთა მიმართ .

WIPO-ს ერთობლივი რეკომენდაცია „ინტერნეტში სასაქონლო ნიშნებისა და ნიშნებში


სამრეწველო საკუთრების სხვა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით“ შეიქმნა
იმისათვის, რომ დაეხმაროს დავის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოებს და
სასამართლოებს, რომლებიც ჩართულნი არიან მსგავსი კონფლიქტების გადაწყვეტაში .

ინტერნეტის გაფართოებასა და უამრავი დომენური სახელის გამოჩენასთან ერთად ,


მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა სასაქონლო ნიშნებისა და დომენური სახელების
კონფლიქტი. თანამედროვე ბიზნესში არის სასაქონლო ნიშნისა და დომენური სახელის
რეგისტრაციის ტენდენცია.

WIPO-მ წამოიწყო საერთაშორისო პროცესი, რათა შეემუშავებინა რეკომენდაციები


ინტერნეტ დომენებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან
დაკავშირებით, დომენურ სახელებსა და სასაქონლო ნიშნებს შორის თანკვეთისა და
დომენის სახელების დავის გადაწყვეტის ჩათვლით. რეკომენდაციები ხელმისაწვდომი
გახდა მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ კორპორაციისთვის (ICANN),
რომელიც პასუხისმგებელია დომენური სახელების სისტემაზე (DNS) და ტექნიკურ
ასპექტებზე და შეიმუშავა „დომენური სახელების დავების მოგვარების ერთიანი
პოლიტიკა“ (UDRP). ამჟამად, UDRP გამოიყენება დომენის მეორე დონის რეგისტრაციებზე
შემდეგი ზედა დონის საერთო დომენებში
(gTLD): .aero, .asia, .biz,- .cat, .com, .coop, .info, .jobs, .mobi, .museum, .name, .net, .org, .pro, .tel
და .travel და ყველა ახალ ზედა დონის საერთო დომენებში (gTLD), ასევე, ზოგიერთი
ადმინისტრატორის მიერ ქვეყნების უმაღლესი დონის დომენებში (მაგ.: .ge,- .fr, .de, .it).
სასაქონლო ნიშანსა და დომენურ სახელს შორის კონფლიქტის შემთხვევაში , UDRP
პროცესის ფარგლებში, მოსარჩელემ დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად უნდა
დაამტკიცოს სამი ელემენტი:
 ის, რომ დომენის სახელი არის იდენტური ან აღრევამდე მსგავსი იმ სასაქონლო ან
მომსახურების ნიშნის, რომლებზეც მოსარჩელეს აქვს უფლება;

 ის, რომ დამრეგისტრირებელს არ გააჩნია რაიმე უფლება ან კანონიერი ინტერესები


დომენის სახელზე;

 ის, რომ დომენის სახელი რეგისტრირებულია და დომენის სახელი გამოიყენება


„არაკეთილსინდისიერი განზრახვით“.

You might also like