ქირურგია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მწვავე ქირურგიული ინფექციები, ზოგადი მიმოხილვა

აბსცესი,მიმოხილვა,ეტიოლოგია,კლინიკა,დიაგნოსტიკა,მკურნალობა

აბსცესის სხვა სახეები,ეტიოლოგია,კლინიკა,დიაგნოსტიკა,მკურნალობა


(დასარულებელია)

ქსოვილებში ან რომელიმე ორგანოში ჩირქის შემოსაზღვრული დაგროვება. უნდა


განვასხვავოთ ემპიემისაგან, რომელიც წარმოადგენს უკვე არსებულ, ანატომიურად
დახურულ ღრუში ჩირქის დაგროვებას.
ეტიოლოგია - ჩირქგროვის ძირითადი გამომწვევი არის სტაფილოკოკი, როგორც
მონოკულტურა ან იგი შესალოა ასოცირებული იყოს სხვა ბაქტერიებთა.
პათოგენეზი - კანის საფარველის დაზიანების შემთხვევაში, მისი შეჭრის მიზეზი
შეიძლება გახდეს სამედიცინო მანიპულაციები, ასეპტიკის წესების დარღვევის
შემთხვევაში. ჩირქგროვა შეიძლება განვითარდეს კანის ჩირქოვანი დაავადებებისას.
და ჰემატომის არეზი. შესაძლოა ჩამოყალიბდეს პათოლოგიური არიდან დაშორებულ
ქსოვილებში და ორგანოებში ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზით, რა
შემთხვევაშიც ადგილი აქვს მეტასტაზურ აბსცესს.
ფლეგმონა,ეტიოლოგია,კლინიკა,დიაგნოსტიკა,მკურნალობა

ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის დიფუზურ ჩირქოვან ანთებას. გააჩნია ტენდენცია


ქსოვილოვან სივრცეში გავცელებისაკენ.
ეტიოლოგია - სტაფილოკოკი, შედარებით იშვიათად სტრეპტოკოკი, და სხვა
ჩირქმბადი ბაქტერიები, რომლებიც შეიძლება შეიჭრას ქსოვლიბეში კანის,
ლორწოვანი გარსის დაზიანებული ადგილებიდან ან ჰემატოგენური გზით. ასევე
შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების კანქვეშ შეყვანა,
პათოგენეზი - ვითარდება დამოუკიდებლად და ჩირქოვანი დაავადებების
გართულებისას. ლოკალიზაციის მიხედვით არის ზედაპირული და ღრმა. შეიძლება
მოიცავდეს მთელ ორგანოსაც.
კლინიკა - არის მწვავე და ქრონიკული, რომელიც იჩენს მიდრეკილებას
პროგრესირებისაკენ ან შემოფარგლულისაკენ. უმრავლესად იწყება მწვავედ.
ტემპერატურა იმატებს 39-40მდე. ზოგადი სისუსტე, შემცივნება, თავის ტკივილი,
ტემპერატურა მუდმივია. მწვავეს მიმდინარეობა დამოკიდებულია ლოკალიზაციაზე,
ვირულენტობაზე და ორგანიზმის იმუნობიოლოგიურ მდგომარეობაზე. ასევე
დამახასიათებელია შეშუპება, შესიება, სიწითლე, მტკივნეულობა და სხეულის
დაავადებული ნაწილის ფუნქციის მოშლა. ღრმად მდებარეობისას კიდურის
გარშემოწერილობა იმატებს. ზოგჯერ შესამჩნებია ფლეგმონის არეში ქსოვილების
გამობერილობა, რომელიც პალპაციით მკვეთრად მტკივნეულია, ვითადებას ე.წ
ტკივილთ გამოწვეული კუნთოვანი კონტრაქტურა.
დიაგნოზი - დგინდება დაავადების მიმდინარეობით, ლაბორატორიული, პუნქტატის
ან გამონადენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე. კანქვეშა
ფლეგმონის დიაგნოსტიკა არაა ძნელი, მაგრამ ზოგჯერ გვიხდება მისი
დიფერენვირება არაკლოსტრიდიულ ანაერობულ ინფექციასთან. ღრმად მდებარესას
გვეხმარება ანამნეზი, პათოლოგიური უბნის დათვალიერება, პალპაცია, საცდელი
ფუნქცია. ექოსკოპია, კტ, ბირთვული მაგნიტური რეზონანსი. ღრუ ორგანოს
დაზიანებისას, გამოვლინდება ოპერაციის დროს, კუჭის ფლეგმონური ანთების
დიაგნოზი დაისმება გასტროფივროსკოპიული გამოკვლევისას.
მკურნალობა - საწყის ეტაპზე მიდის კონსერვატული მკურნალობა. წოლითი რეჟიმი,
კიდურების მოსვენება, ანტიბიოტიკოთერაპია. მიზანშეწონილია ადგილობრივად
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენება. ადგ. ანთებითი მოვლენების
ჩაცხრობა და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება. არაეფექტიანობის დროს
მიზანშეწონილია ოპერაციული ჩარევა. ზოგადი გაუტკივარება კეთდება ფლეგმონის
არეში კანის და კანქვეშა ქსოვილების გაკვეთა ერთი ან რამოდენიმე პარალელური
განაკვეთით. შესაძლებელია კონტრაპენტურების შექმნაც. ჭრილობას რეცხავენ
ანტისეპტიკური ხსნარებით. ოპერაციის მედეგ მკურნალობა გრძელდება ჩირქოვანი
პროცესის საერთო პრინციპებით.
ტენდოვაგინიტი,ეტიოლოგია, კლნიკა, მკურნალობა, დიაგნოსტიკ

პანარიციუმი, სახეები,ეტიოლოგია, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა

ჰიდრადენიტი, ეტიოლოგია, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა

საოფლე ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება. უხშირესად იღლიის ფოსოში.


ეტიოლოგია - ოქროსფერი სტაფილოკოკი, რომელიც საოფლე ჯირკვლის გამომტანი
სადინარით ჯირკვლის სისქეში ხვდება. ხელშემწყობია: ოფლიანობა, მიკროტრამვა,
პირადი ჰიგიენის არასათანადო დაცვა, კანის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის
მოშლა.
კლინიკა - დასწყისში არეში გამოვლინდება მტკივნეული მკვრივი კვანძი. რომელიც
უშუალოდ დერმის ქვევითაა მოთავსებული, შემდგომ ზომაში გადიდდება და 3სმ-ს
მიაღწევს. კანი ამ არეში მოლურჯო-მუქი ფერის ხდება, სახსრის არეში კი მოძრაობა
იზღუდება, ინფილტრატის არეში კი ტკივილი იმატებს. დაჩიქრებისას ვითარდება
ფლუქტუირბადი აბსცესი. მისგან გამოედინება სქელი ნაღების მაგვარი ჩირქი,
რომლის სრული ევაკუაციის შემდეგ დარჩენილი ღრუ ივსება გრანულაციური
ქსოვილით და ბოლოს დანაწიბურდება. 10-15 დღე გრძელდება. 3 ფაზა აქვს 1. მცირე
ზომის ინფილტრატის წარმოქმნა; 2. რამდენიმე იფილტრატის გაერთიანება და მის
ირგვლის ქსოვილი ჩირქოვანი ინფილტრაცია. 3. აბსცესის ჩამოყალიბება.
დიაგნოზი - ჰიდრადენიტის ძნელია. ფურუნკულისაგან განსხვავდება
ლოკალიზაციითმ პირველადი ფოლიკულური პუსტულის და ნეკროზული უბნების
არ არსებობით, ნახევარადრკალოვანი ფორმის შესიებით, ლიმფადენიტისაგან
განსხვავებით ჰიდრადენიტი უფრო ზედაპირულია.
მკურნალობა - ქირურგიულია. ინფილტრაციის ფაზაში მიმართავენ კონსერვატიულ
მკურნალობას, რომელიც მიმართულია ორგანიზმის ზოგადი გამაგრებისათვის,
ანტიბიოტიკოთერაპია, უკთრამაღალი სიხშირის დენით მკურნალობა. რეციდიული
ჰიდრადენიტისას კარგ შედეგს იძლება აგრეთვე რენტგეროთერაპია, რომელიც
ყოველდღიად ტარდება 45-75 რდ. საერთო დოზამდე.
ფურუნკული, ეტიოლოგია, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა

თმის ფოლიკულის და მის ირგვლის არსებული შემაერთებელი ქსოვილის ჩირქობან-


ნეკროზული ანთება.
ეტიოლოგია - ოქროსფერი სტაფილოკოკი, იშვიათად თეთრი სტაფილოკოკი და სხვა
სახის ჩირქმბადი მიკრობები
პათოგენეზი - წინაპირობაა მიკრო ტრამვები და კანის დაჭუჭყიანება. წარმოიქმნება
ისეთ ადგილებზე, რომლებიც განიცდის მუდმივ მექანიკურ გაღიზიანებას.
განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ქრონიკული პათოლოგიები, რომლებიც
ორგანიზმის დამცვლობითი ძალების შესუსტებას იწვევენ, მაგალითად, შაქრიანი
დიაბეტი.
კლინიკა - 25-45 წლის მამაკაცებში ჩნდება. ორგანიზმში არ იწვევს ზოგად
ცვლილებებს. ვითარდება ნებისმიერ ადგილას, გარდა ხელის გულისა და ფეხის
ტერფის კანი, სადაც თმა არაა. კლინიკა დამოკიდებულია ფურუნკულის
მდებარეობაზე. სახის და სათესლე პარკის ფურუნკულისას აღინიშნება მკვეთრი
შეშუპება. კანის იმ ადგილებში, რომლებიც მკვეთრად ეკვრის მიმდებარე ქსოვილებს
და ღარიბია ცხიმოვანი ქსოვილით, გაჩენილი ფურუნკული განსაკუთრებით
მტკივნეულია.
ზედა ტუჩისა და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედში - გართულებაა სახის ვენების
თრომბოფლებიტი, საიდანაც პროცესი მღვიმოვან სინუსებში ვრცელდება. სადაც
არსებულ თრომბოსზ მივყავართ ჩირქოვან მენინგიტის სეფსისამდე ან
სპტიკოპიემიიამდე, რა დროსაც ყაიბდება მეტასტაზური აბსცესი ძვლებში, ტვინში,
თირკლმებში ა.შ.
კიდურებზე - გართულებაა ლიმფანგოიტი და ლიმფანფენიტი.
ფურუნკულოზისათვის დამახასიათებელია მცირე რემისიები, ქრონიკული
მორეციდივე ფურუნკულოზი.
დიაგნოზი - დიფერენციაცია უნდა მოხდეს ჰიდრატენიდთან, ციმბირულ
წყლულთად და ზოგად ინფექციურ გრანულომასთან .
მკურნალობა - ქირურგიული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესა ჩირქგროვაა.
კონსერვალუტული მკურნალობა მოიცავს, ფურუნკულის არეში, თმების გაპარსვას
და თბილი საპნინაი წყლით ჩამობანვას, კანის 70%იანი სპირტით ან 1-2% იანი
სალიცილის სპირტით გაქმენდა და დაზიანებულ ადგილის ბრილიანტის მწვავეთი
დამუშავება. მალამო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გახსნილია და ჩირქისგან
დაცლიი. ნეკროზისას სუფრის მარილის 5-10%იანი ჰიპერტონული ხსნარები.
არ შეუძლება სველი ნახვევის ხმარება, რადგან ხელს უწყობს მრავლობით
ფურუნკულოზიის განვითარებას. არ შეიძლება თითებით გამოწურვა. სახის
ფურუნკულის მქონე საჭიროებს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას და ქირურგიულ
ჩარევას.
კარბუკული, ეტიოლოგია, კლინიკა, დიაგნოსტკია, მკურნალობა

რამდენიმე თმის ბუდის ცხიმოვანი ჯირკვლების ერთდროული ჩირქოვან-


ნეკროზული ანთება.
ეტიოლოგია - ოქროსფერი სტაფილოკოკი. ზოგჯერ ნაწლავის ჩხირილი ან
პროტეუსი. ასოცირებული ინფქციისას მიმდინარეობა გარკვეულად მძიმდება.
პათოგენეზი - ხელშემწყობია საყოფაცხოვრებო და სამუშაო სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ორგანიზმის ზოგადი
იმუნობიოლოგიური სტატუსისას და რეზისტენტობის დაქვეითება.
კლინიკა - საშუალო და მოხუც მამაკაცებშია. იწყება ანთებითი ინფილტრატის
ჩამოყაიბებით, რომელიც ზომაში მომატებასთან ერთად ხდება მკვეთრად
მტკივნეული. არეში მოლურჯო ციანოზურია. დასაწყისშია შეიძლება ადგილი
ჰქონდეს რამდენიმე ინფილტრატის არსებობას, რომლებიც შემდეგ უახლოვდებიან
ერთმანეს და შეისიებას წარმოქმნიან. ვლინდება ზოგადი ინტოკსიკაციური სურათი,
კანკალი, შმცივნება, უხვი ოფლიანობა, ლიმფანგიტი და ლიმფადენიტი. ნეკროზული
უბნის ჩამოყალიბებისას კანი თხელდება, ნაწიობრივ ლღვება. სახის კარბუნკულისას
შეიძლება განვითარდეს ერთ-ერთი მძიმე გართულება - მენინგიტი.
დიაგნოზი - ძნელი არაა, ანამნეზის გარდა აუცილებელია ბაქტერიოლოგიური
კვლევის მონაცეემების გათვალისწინება.დიფერენცირება უნდა მოხდეს ციბირულ
წყლულთან.
მკურნალობა - ტარდება სტაციონარში. დასაწყისში, ანთებით ინფილტრატისას,
კარბუნკულის მკურნალობა კონსერვატულია, საჭიროა დაზიანებული ორგანოს
მოსვენეაბა. სახის შემთხვევაში არ შეიძლება ლაპარაკიც. ენიშტება დიეტა თხიერი
საკვების სახით და სითხეების ჭარბი მიღება. მუშავდება 70% ეთილის სპირტით და
შემდეგ ედება ასეპტიური ნახვევი. ენიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია.
ხანგრძლიბი მოქმდების სულფანილამიდები. დეზინტოქსიკაციისთვის კი საჭიროა
სისხლის შემცვლელების გადასხმა. თუ 2-3 დღიანმა მკურნალობამ შედეგი არ
გამოიღო აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. ზოგადი გაუტკივარებით
კარბუნკულის არეში და ჩირქოვანი ჯიბეების გახსნა.
ტრამვები
ადამიანის გარე ფაქტორების ზემოქმედებით, ორგანოთა და ქსოვილთა ანატომიური
მთლიანოვის და მათში მიმდინარე ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების
დარღვევას, რომელიც იწვევს ორგანიზმის ადგილობრივ და ზოგად რეაქციას.
კლასიფიკაცია - 1. საწარმო - ა) სამრეწველო; ბ) სასოფლო-სამეურნეო;
2. არასაწარმო - ა)სატრანსპორტო, ბ)ქუჩის, გ) საბავშვო; დ) საყოფაცხოვრებო;
ე)სპორტული; ვ) განზრახ მიყენებული;
3.სამხედრო - ა)ცეცხლსასროლი; ბ) დახურული დაზიანება
დამზიანებლის მიხედვით - მექანიკური - დახურული და ღია. ღია - კანის და
ლორწოვანის მთლიანოვა დარღვეულია და იზრდება ჭრილობის ინფიცირების
რისკი;
ქიმიური -
თერმული, სხივური, ცეცხლნასროლი, კომბინირებული.
გართულებული - დამოკიდებულია 1/ უშუალო - როცა ტრამვისას შოკი ვითარდება;
2/ უახლოესი - რომელიც რამდენიმე ხნის მერე ვითარდება ( ნაოპერაციევის

დაჩირქება 😊 ) 3/გვიანი - გამოვლინდება შორეულ პერიოდში (ფისტულა)

ხასიათის მიხედვით
მარტივი - მხრის ძვლის მოტეხვა დაცემისას
კომბინირებული - სხვადასხვა ლოკალიზაციის ტრავმულ დაზიანების და ფაქტორის
თანხვედრისას.
ღრუ ორგანოების დაზიანების მიხედვით -
ღრუ
მუცლის
გულმკერდის
თავის ქალა
სახსრის
მოყვება შნაგანი ორგანოების მძმე დაზიანება, მაგალითად პერიტონიტი ან
პნევმოთორაქსი
მიმდინარეობის მიხედვით
მწვავე - ფაქტორი სწრაფან და ძლიერად მოქმედებს
ქრონიკული -
მიმოხილვა
დაჟეჟლობა - სხეულის ან ორგანოს ამა თუ იმ ნაწილზე ბლაგვი ტრამვის
ზემოქმედების შდეგია. ზიანდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, მცირე ომის
ლიმფური სადინარები, სისხლძარღვები და ქსოვილებში სისხლჩაქცევა ვითარდება.
ნიშშNებია ტკივილი, შესიება(რბილი ქსოვილების სისხლით, ლიმფით, ან ანთებითი
ექსუდატის გაჟღენთვით), სისხლძაქცევა (ჩაღვრილი შიძლება გაიწოვოს ან ცისტა
ჩამოყალიბდეს) და ფუნქციის მოშლა. მკურნალობისთვის აუცილებელია - სისხლის
ჩაქცევის შეწყვეტა და ჩაწცეული სისხლის გამოვა . აუცილებელია დამწოლი ნახვევი
და ყინულიანი პარკი 2 საათის განმავლობაში 30-40 წთ-ის შესვენებით. თუ კიდურის
ან სახსირაა, და ჰემათროზია, ვამაღლებთ და სახსრის არეში ვადებთ დამწოლ ნახვევს.
შემდეგ პირორიტეტულია დაზიანებული ადგილის ფუნქციის აღდგენა და
ანტიბიოტიკოთერაპია დიდი ჰეპატომის ან ჰემართროზისას და პუნქცია.
დაჭმულობა - ბოჭკოვანი ელემენტები ნაწილობრივ წყდება, მაგრამ მისი ანატომიური
მთლიანობა ნაწილობრვი ირღვევა. მკურნალობა - მოსვენება, დამწოლი ნახვევი, 3-5
დღე ცივი საფენები, შემდეგ თბილი. ჰემართროზისას აუცილებელია სახსრის პუნქცია
გაგლეჯვა - ბოჭკოვანი ელემენტების მთლიანობის დარღვევა. ფასციის გაგლეჯისას
დეფექტი კუნთზე გადადის, ოპერაციულად უნდა ადგეს ფასციის მკურნალობა,
კუნთის გაგლეჯვა იშვიათია. უხშირესად მხრის ორთავა, სმათავა, ბარძაყის და
წვივის. კლინიკა - ტკივილი. არის კუნთის სრული და ნაწილობრივი გაგლეჯა.
სრულისას კუნთი იკერება და საჭიროა 2-3 კვირა კიდურის იმობილიზაცია.
არასრულისას - მიღებულია იმობილიზაცია, ფიზიოლოგირ მდგ-ში 2-3 კვირა,
უტარებენ სამკურნალო ფიზკულტურას. მყესის გაგლეჯა სწრაფად და ძლიერად
შეკუმშვით ხდება. ხდება კუNთში გადასვლის და ძვალთან მიმაგრების ადგილში.
მკურნალობა - ოპერაციული, იმობილიზაცია და სამკურნალო ფიზკულუტირ
ჩატარება. სისხლძაღვების და ნერვების - ვითარდება სახსრის ამოვარდლილობისას -
ზოგჯერ ვითარდება პაციენტის სიკვდილი ან უნარების შეზღუდვა.
ორივეს მიზეზია სახსრის გადაჭარბებული მოხრა, გაშლა, სირბილი და გადმობარდნა.
ტრავმული ტოქსიკოზი - რბილი ქსოვილების ხანგრძილივი ზეწოლის ანუ კრაშ-
სინდრომი, ზეწოლის შედეგად. განვითარებაშ წამყვანია - ტკივილის სინდრომი,
განივზოლიანი კუნთის შემადგენელი მიოგლობინისა და ჰისტამინის მაგვარი
ნივთიერებების ისხლში გადასვლის შედეგად გამოწვეული მძიმე ინტოქსიკაცია;
მიოგლობინის კრისტალების მიერ თირკმლის მილაკების დახშობის შედეგად
თირკმლის პრგრესული უკმარისობა; პლაზმის და სისხლის დანაკარგი. მკურნალობა
- ზეწოლისგან განთავისუფლებისთვის აუცილებელია ნარკოტიკული ნივთირები და
დაზიანებულ კიდურზე ლახტის დადება და იმობილიზაცია სატრანსპორტო
არტაშანით. აცულებელია საგულე გლიკოზიდების გამოყენება და შკის
საწინააღმდეგო მანიპუაციების წარმოება. სტაციონარში შოკის საწინააღმდოგო
პრეპარატებით მკუნრალობა და დეზინტოქსიკაცია.
შერყევა - ტვინის ტრამვის ყველაზე მსუბუქი და იოლო ფორმა -. კლინიკა - ტრამვის
მომენტშ ცნობიერების ხამნოკლე დაკარგვა, ცნობიერების დაბრუნების შემდეგ ამბის
დავიწყება, ერთჯერადი პირღებინება ან გილისრება, თავრუ, თავის ტკივი, ყურებშ
შუილი, ცვალებადი ნევროლოგიური სიმტომატიკა. სამი სახისაა
მსუბუქი - გონების ხანმოკლე დაკარგვა, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე,
გონზე მოსვლის შემდეგ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი გულისრევა
საშუალო - დიდხნიანი სინკოპე, პირღებინება, ბრადიკარდია, შესუსტებული
რეფლექსები, შევიწროებული გუგები
მძმე - ხანგრძლივი გონების კარგვა, გამოხატული აგზნება, სიფერმკთალე, სუსტი
ავსების მაჯა, ზერელე სუთქვა, უნებლიე შარდვა, დეფეკაცია
მკურნალობა - სტაიცონალურად 5-7 დღის განმავლობაში წოლითი რეჟიმი, 1 კვირა
მინიმუმ უნდა იყოს დაკვირვების ქვეს, რომ თავის ტვნინის სხვა სახის დაზინებები არ
გამოგვეპაროს, დეჰიდრატაციული კურნალობა, შეშუპების შესამცირებლად,
გლუკოზის 40% ხსნარი, ინტრავენურად, ლაზექსო 20მგ.
დაჟეჟილობა - ტვინის ხშილი და მძიმე დაზიანება. ამ დროს ყოველთვის ადგილი აქვს
ტვინის ორგანულ დაზიანებას. კლინიკა - კეროვანი სიმტომატიკა, კიდურთა დამბლა,
პარეზი, პათ.რეფლექსები, პირღებინება, ბრადიკარდია, ზერელე სუნთქვა და
გახშირებული, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება ლეიკოციტოზი.
მკურნალობა - წოლითი რეჟიმი, მსუბუქი დაზიანებისას 2 კვირა, საშუალო 3კვირა,
მძმე 4 კვირა, დეჰიდრატაციული საშალებები ანტიბიოტიკოთერაპია მენინგიტისა და
ენცეფალიტის პროფილაქტიკისათვის.
კომპრესია - ვითარდება ქალას მოტეხილობის ან ტვინის სისხლმილებიდან
ჰემატომის შედეგად. კლინიკა ნელა და თანდათანობით ვითარდება სანამ ჩაღვრილი
სისხლი არ გამოიწვევს ტვინზე ზეწოლას, მის განვითარებამდე კი პერიოდში კი
ცნობიერების დაკარგვას ტვინის ტრამვის დროს მოსდევს მისი დროებითი აღდგენა,
ხოლო შემდეგ გამოვლინდება უგონო მდგომარეობა ტვნიზე ჰემატომის
ზემოქმედებით. აწ უცვლელია, ცნობიერება დათრგუნულია, ჰემატომის არეში
გამოხატულია ანიზოკორია და მიდრიზია, საწინააღმდეგო არეს კი მამოძრავებელი
რეფლექსების გაქრობა. დიაგნოსტიკა - ექოენცაფალოგრაფია, მრტ, კაროტიდული
ანგიოგრაფია, დოპლეროგრაფია. მკურნალობა - ტრეპანაცია, ზეწოლის მიზეზის
მოცილება და სისხლმდენი სისხლძარღვის გადაკვანძვა. ოპერაციის შმდგომ
დეჰიდრატაციული და ანტიბაქტერიული მკურნალობა.~
ქალას ფუძის მოტეხვა - კლინიკა - ქალას ღრუსთან დაკავშირებული ხვრელებიდან
სისხლისა და ლიქვორის დენა, და სისხლნაჟღენთები. წინა ფოსოსას - ცხვირიდან
სისხლის და ლიქვორის დენა და თვალის ორბიტის არეში სისხლნაჟღენთი. შუა -
სისხლი და ლიქვორი გამდოის ყურებიდან , უკანა - სისხლნაჟღენთი ფვრილისებური
მორჩის არეშია.
ქალას სარქველის მოტეხვა - ჯერ ტყდება ძვლის შიგნითა კომპაქტური შრე, შემდეგ
გარეთა ძვლის ფრაგმენტები, რომელიც ხშირად ტვინის რბილ ქსოვილებზე ზეწოლის
მიზეზია შესაძლოა გახდეს.
გულმკერდი ტრამვები - ნეკნების მოტეხილობისას ლოკალური ტკივილია,
სუნთქვისას ძლიერდება. გამოხატულია პარადოქსული სუნთქვა. სასუნთქი
ორგანოების დაზიანებისას აღინიშNება მისი ქსოვილის მოგლეჯა, ტრაქეის და
ბრონქის გაგლეჯა; შუასაყარში ჰაერის დაგროვება, პლევრის ღრუში ჰაერის
დაგროვება, პლევრის ღრუშ ჰაერის და სისხლის დაგროვება, პლერვრის ღრუში
სისხლის დაგროვება. ფილტვის ქსოვილისა და ბრონქების დაზინაებისას ჰაერი
ხვდება კანქვეშ, შუასაყარში და ვითარდება კანქვეშა ემფიზემა. ძალიან საშიშია,
რადგან გამოიწვევს სისხლძარვებზე ზეწოლას და მიმოქცევა დაირღვევა. კლინიკა -
ქოშინი, ცინაოზი, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ცთომილი, სიმპატიკური ნერვების,
აორტის, ფილტვების არტერიაში არსებული რეცეპტროების გაღიზიანებით კარდიო-
პულმონარული უკმარისობის და შკის განვითარება. დიაგნოზი - პნევმოთორაქსისა -
ატელექტაზის არსებობის დადგენა. ჰემოთორაქსისას, პლევრის ღრუში დაჩრდილვა,
სკოპიაზე მოძრავი ჰორიზონტალური დონე. მკურნალობა - დახურილისას -
ტკივილგამაყუჩებლები, სარქვლოვანი პნევმოთორაქსისას - პლევრის დრენირება
(ეფექტურია ბიულაუს ტიპის დრენაჟი) ფილტვის ქსოვილის ან ბრონქის
დაზიანებისას - გაკრევა და პლევრის დრენირება. კისრსი რბილი ქსოვილების და
შასაყარის ემფიზებისას - დეკომპრესია, შუასაყრის დრენირებით, ასფიქსიის
საშისროებისას - ინტუბაცია, ტრაქეოტომია. ჰემოთორაქსისას - პლევრის პუნქცია.
ნეკნის მოტეხილობისას - სპირტნოვოკაინის ბლოკადა. ბრონქის სანაცია
ბრონქოსკოპით ანტიბიოტიკების და პროტეოლიზური ფერმენტების შეყვანით. ფხვ
და შოკური ფილტვისას კი ანტიკოაგულატებით მკურნალობა.
მუცლის ღრუს ტრამვები -
კლინიკა - დახურულისას - შოკი, შნაგანი სისხლდების და პერიტონიტის სიმპტომები,
პარენქიმული ორგანოების დაზიანებისას: შნაგანი სისხლდება, პერიტონეუმის
გაღიზიანება და ტრამვული შკი. მუცლის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა,
ტაქიკარდია, აწ-ს შემცირება. მუცელი ჩაწეულია, დაჭიმული და პალპაციით
მტკივნეულია. პერკუსიით- მოყრუება. იძულებულია იჯდეს ნახევრად მჯდომარე
მდებარეობაში დიაფრაგმული ნერვის გაღიზიანების გამო. დიაგნოსტიკა -
ულტრასონოგრაფია, კტ, რითიც დადგინდება პარენქიმული ორგანოების დაზინაეის
ტოპიკური დიაგნოსტიკა და თავისუფალი სითხის არსებობა. შინაგანი სისხლდენისა
კეთდება ლაპაროტომია. მკურნალობა - ქირურგიული/გადაუდებელი. მიმართავენ
დაზიანული ნაწილის გაკერვას ან მის რეზექციას სათანადო ჩვენების დროს ან
ორგანოს მოცილებას. ბიოლოგიური კერის მოცილების შემდეგ პერიტონეუმის ღრუს
სათანადოდ ამუშავებენ და კეთდება დრენირება.

You might also like