Litxeli

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ომი და რეალიზმი ანუ “დაუჯერებელი ამბავი”

ომი, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, პირქუში რეალობა იყო, ის


ძალადობით, განადგურებითა და ღრმა ტანჯვით ხასიათდებოდა.
მიუხედავად კაცობრიობის სხვადასხვა სფეროში მიღწეული წინსვლისა,
ომის აჩრდილი კვლავაც დასდევს მსოფლიოში საზოგადოებას.
ლიტერატურასა და ხელოვნებაში ომის ასახვა გვთავაზობს ობიექტივს,
რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავაანალიზოთ ადამიანთა
კონფლიქტის სირთულეები და მისი ზემოქმედება ინდივიდებსა და
საზოგადოებებზე. რეალიზმი, როგორც ლიტერატურული და
მხატვრული მიმდინარეობა, ცდილობს ობიექტურად წარმოადგინოს
ჩვენი ყოფა, ის ხშირად ადამიანის არსებობის მკაცრ ჭეშმარიტებებზეა
ორიენტირებული. ომი ღრმა გავლენას ახდენს ხელოვნებაზე,
მნიშვნელოვნად აყალიბებს მის თემებს, სტილებსა და გზავნილებს.
ისტორიის განმავლობაში ხელოვანები ომის ბობოქარ რეალობებს ისეთი
ნაწარმოებების შექმნით პასუხობდნენ, რომლებიც შეიარაღებული
კონფლიქტის საშინელებას, გმირობასა და რიგითი ადამიანის ტანჯვას
ასახავს. მოგეხსენებათ, ომს მრავალი სახე აქვს, მას მხოლოდ ფიზიკური
ტკივილის მოყენება როდი შეეძლო. მსოფლიოს სხვადასხვა
წერტილებიდან ადამიანები დღემდე სცდილობენ აღწერონ და
ხელოვნების სახით დაგვანახვონ თუ რამხელა ძალა აქვს ომს.

ყოველივე ამას პირნათლად აღგვიღწერს გერმანელი მწერალი. ერიხ


პაულ რემარკი მისმა და ანტიფაშისტურმა რომანებმა დიდი გავლენა
მოახდინა და დღესაც ახდენს მრავალ თაობასა თუ საზოგადოებაზე. მის
რომანებში უმეტესად ასახულია ომის შემდგომი (როგორც პირველი,
ასევე მეორე მსოფლიო ომი) გერმანიის ცხოვრება, საოცარი რეალიზმით
გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. რომანი,
რომელიც ახლა უნდა განვიხილო მის ერთ-ერთი საუკეთესო
1
ნამუშევრად ითვლება -
„დასავლეთის ფრონტი
უცვლელია“ (im western
nichts neues).

რომანი ჯერ გაზეთში


დაიბეჭდა 1928 წელს, და
მხოლოდ შემდეგ წელს
გამოვიდა წიგნად. რომანში
აღწერილია პირველი
მსოფლიო ომის (1914-1918)
მოვლენები, რომლის
მონაწილეც ავტორი თავად
იყო. რომანში შექმნილი
რეალური ომის
ატმოსფერო მკვეთრად
გამოირჩეოდა და
უპირისპირდებოდა იმ
დროისთვის
გავრცელებულ ჰეროიკულ
ლიტერატურას. ფრონტის
ამბავი მოთხრობილია
„დაკარგული თაობის“ ჯარისკაცის მიერ. გადმოცემულია ომის სრული
უაზრობის განცდა, რასაც ამძაფრებს უიმედობა და გარდაუვალი
დამარცხების მოლოდინი. რომანის მთავარი გმირი, პაულ ბოიმერი 18
წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს, მას ყაზარმაში რამდენიმე კვირას
წვრთნიდნენ, ამის შემდეგ ის დასავლეთის ფრონტზე წაიყვანეს.
ადგილზე გაიცნობს უკვე გამოცდილ ჯარისკაცს - კატჩინსკის, რომელიც
ახალგაზრდა პაულს ეხმარება და რთულს სიტუაციებში გადარჩენას
2
ასწავლის. მეგობრები ხშირად მსჯელობდნენ ომის მიზეზებზე და
მიდიან დასკვნამდე, რომ მათთვის ეს სრულიად უაზროა. ამ წიგნში
ჯარისკაცები ნაჩვენები არიან არა როგორც გმირები, არამედ როგორც
მორიგი, საზოგადოების წევრი ყმაწვილები. აუცილებლად
ხაზგასასმელია ისიც, რომ ავტორი გვაჩვენებს მათ ხასიათებს და
მისწრაფებებს, თუმცა აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ მათ არაფერი არ
გააჩნიათ. ერთ-ერთი უკანასკნელი იღუპება კატჩინსკი, რის შემდეგაც
პაული ფრონტზე ძველი მეგობრების გარეშე რჩება. რემარკი მთავარ
გმირსაც არ ინდობს და კლავს ომის ბოლო დღეებში, როდესაც
დასავლეთის ფრონტზე ისეთი სიმშვიდე იყო, რომ გაზეთებში ცნობები
მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლებოდა "დასავლეთის ფრონტი
უცვლელია". რამდენად დაუჯერებელი ან ირონიული შეიძლება იყოს,
რომ ერთ ქვეყანაში მოსახლეობისთვის ხსნად მოვლენილი პიროვნება,
მეორე ქვეყნისთვის ეშმაკთან გაიგივებული ალეგორიაა. ვფიქრობ,
სწორად აქ იმალება ომის ცალსახა ირონია, ერთეულოვანი პიროვნებები,
რომლებიც განაგებენ ხალხის ბედს, სწორედ იმ ხალხის, რომელთა
გარეშეც

მმართველი
მხდალი
არარაობაა.

ფრანცისკო
გოიას ერთ-
ერთი
ცნობილი
ნამუშევარი
„დახვრეტა“,

3
რომელიც 1808 წლის 3 მაისის მოვლენას ასახავს, როდესაც ჯარისკაცებმა
ესპანელი გლეხები დახვრიტეს. პირველივე შეხედვისთანავე ცხადი
ხდება ორ დაპირისპირებულ მხარედ გაყოფილი სიბრტყე
შინაარსობრივადაც და გამომსახველობითაც ქმნის სიმძაფრის განცდა.
უფრო რომ დავკონკრეტდე, პირველი დაპირისპირება გამოიხატება
გლეხებსა და ჯარისკაცებს შორის. ხხაზგასასმელია, რომ ესპანელი
გლეხები, რომლებიც დახვრეტისთვის განწირულნი არიან უფრო მეტად
თავისუფალი ხასიათით გამოისახებიან, მათი პოზებიც ასე თუ ისე
მრავალფეროვანია, შუქ-ჩრდილებიც აქცენტირებულად მთავარი
პერსონაჟისკენაა მიმართული. რაც შეეხება სურათის მეორე ნაწილს,
სადაც ჯარისკაცების იარაღმომართული სცენაა ასახული, ისინი საკმაოდ
ერთფეროვანი, მონოქრომული კოლორიტითა და დგომის საერთო
მანერით გამოირჩევიან, მათ არაადამიანურობას კი მათი უსახურობა
კიდევ უფრო ამძაფრებს, რამდენადაც არცერთი მათგანის სახე არ ჩანს ,
ისინი მწკრივად, ერთ პოზაში, სახე შექცეულნი არიან გამოსახული.
გლეხის პოზა, რომელიც უნდა დახვრიტონ და მისი სახის
გამომსახველობა, ვფიქრობ, რომ ზუსტად ასახავს დასახვრეტად
განწირული გლეხის განცდებს, თუმცა გლეხი არ გვევლინება, როგორც
დამცირებული და მდაბიო, იგი პირიქით იმ საშინელებაზე
მიგვითითებს, რასაც მას უპირებენ და ერთმნიშვნელოვნად ამცირებს
კიდეც იმ ჯარისკაცებს ვისაც მასზე თოფი აქვს მიბჯენილი.

ომი სატაჯნველია,
მტკივნეულია, მძაფრი და
ფუჭია, მაგრამ რა ხდება
როცა ომს თავისულფება
მოაქვს? ცხადია, ამ
კითხვაზე ამერიკის
სამოქალაქო ომი ცალსახა
4
მაგალითია. სამოქალაქო ომის უპირველესი მიზეზი მონობის საკითხი
იყო. სამხრეთის სახელმწიფოები, რომელთა ეკონომიკა მონურ შრომას
დიდად ეყრდნობოდა, შიშობდნენ, რომ მონობის გაუქმება მათი
ცხოვრების წესსა და ეკონომიკურ კეთილდღეობას ძირს გამოუთხრიდა.
ნახატი ” ჯონ ბრაუნის ბოლო მომენტები” თომას ჰოვენდენის
შესრულებით, ზუსტად გადმოსცემს მთავარი გმირის თავდადებას, ის
მზად არის შეეწიროს ბრძოლას, რომელშიც გამარჯვებულია.
აღსანიშნავია, თუ როგორ ემშვიდობება ის შავკანიან ბავშვს, ბავშვი კი
ბრაუნზე ჩამოკიდულ სახრჩობელას ეთამაშება. ამ მაგალითით კი
მტკიცდება ცნობილი ფრაზა, რომ ”ომს გამარჯვებული არ ჰყავს.

უკვე მოდერნისტულ რეალობაში ფილმები კიდევ ერთი ძლიერი


საშუალებაა, რომლის დახმარებითაც ადამიანები ომის რეალიებსა და
შედეგებს გადმოსცემენ. ერთ-ერთი ასეთი ფილმია “come and see”

სიუჟეტი საკმაოდ დაძაბულად


ვითარდება, ერთ-ერთი ცნობილი კრიტიკოსი როჯერ ებერტი კი ამბობს -
5
” it's said that you can't make an effective anti-war film because war by its
nature is exciting, and the end of the film belongs to the survivors. no one
would ever make the mistake of saying that about elem klimov's "come and
see." this 1985 film from russia is one of the most devastating films ever about
anything, and in it, the survivors must envy the dead.”

დასასრულს, ომი სიღრმისეულად ზემოქმედებს ხელოვნებაზე,


სიღრმისეულად აყალიბებს მის თემებს, ტექნიკასა და მიზნებს.
შემოქმედებითი ხედვისა და გამოხატვის მეშვეობით მხატვრები მოწმენი
ხდებიან ომის სირთულეებისა და მისი ზემოქმედებისა ინდივიდებსა და
საზოგადოებებზე. ომის თემაზე შექმნილი ხელოვნება ადამიანის
გამოცდილების ასახვის, ისტორიული დოკუმენტაციის ფორმის,
პროტესტისა და წინააღმდეგობის ინსტრუმენტისა და განკურნებისა და
ხსენების საშუალების ფუნქციას ასრულებს. ამაში კი განსაკუთრებული
წილი აქვს რეალიზმს. ომის თემაზე შექმნილ ხელოვნებასთან
შეჭიდებით მაყურებლები უფრო ღრმად სწვდებიან კაცობრიობაზე
კონფლიქტის მდგრად გავლენას და შთააგონებენ ძალადობისა და
შუღლისგან თავისუფალი სამყაროს წარმოდგენას.

Გამოყენებული მასალა:

1. https://www.google.com/search?q=%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AE+
%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90+
%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98&oq=
%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AE+%E1%83%9B
%E1%83%90&gs_lcrp=EgZjaHJvbWUqCAgBEAAYFhgeMgYIABBFGDkyCAgBEAAYFhgeMggIAhA

6
AGBYYHjIICAMQABgWGB4yCAgEEAAYFhgeMggIBRAAGBYYHjIICAYQABgWGB4yCAgHEAAY
FhgeMggICBAAGBYYHjIICAkQABgWGB7SAQgyMzg1ajBqN6gCCLACAQ&sourceid=chrome&ie=U
TF-8
2. https://biblusi.ge/products/
9815/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D
%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90
3. https://saba.com.ge/books/details/657
4. https://vintagebookseller.myshopify.com/products/all-quiet-on-the-western-front-2
5. https://www.khanacademy.org/humanities/becoming-modern/romanticism/romanticism-in-spain/a/
goya-third-of-may-1808
6. https://lillieve.wordpress.com/2016/03/30/%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%9D
%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE
%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2/
7. https://artsandculture.google.com/usergallery/realism-colors-of-war/pwKCzq6z62xBJw?hl=en
8. http://genia.ge/?p=10049
9. https://ka.artprinta.com/en-fr/collections/thomas-hovenden
10. https://www.rogerebert.com/reviews/great-movie-come-and-see-1985

You might also like