Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ

თარიღი: 27.11.23 ადგილი: ვაკე-საბურთალოს პირველი


სამმართველო

საქმის N:00126112303

დოკუმენტის შედგენის დრო:10:30

შუამდგომლობის შემდგენი პირი:

-ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს პირველი სამმართველოს გაყოფილების


ინსპექტორ-გამომძიებელი მარიამ
თედელაური----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------

ბრალდებულის მონაცემები:

სახელი:გუკა

გვარი:ჩანქსელიანი

პირადი ნომერი:01001085318

დაბადების თარიღი:25.03.1995

მუხლის დისპოზიცია და ბრალდების ფორმულირება:

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ მოქალაქე გუკა ჩანქსელიანმა


განახორციელა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება,კერძოდ
ქურდობა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით
ასევე სსკ-ის 120-ე მუხლის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენება
ანჩო მაისურაძის მიმართ და სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლი ნარკოტკული ნივთიერების
კერძოდ მარიხუანის შენახვა.

ბრალდებულ გუკა ჩანქსელიანის ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 26 ნოემბერს


ღამის 1:30 სთ-ზე ქ.თბილისის ი.აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფედან “Lounge Bar Rover”დან
ი.აბაშიძის ქუჩის N28--ისკენ მიმავალ ანჩო მაისურაძეს უკნიდან თავს დაესხა მოქალაქე
გუკა ჩანქსელიანი და ცდილობდა ძალით დაუფლებოდა ანჩოს კუთვნილებაში არსებულ
ხელჩანთას მან ძალის გამოყენებით ანჩოს მიმართ სახის არეში მსუბუქი ზიანის მიყენებით
შეძლო დაუფლებოდა ანჩოს კუთვნილებაში არსებულ თანხას - 30 ლარს.

აღკვეთი ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები:


ბრალდებულის პიროვნება კეძოდ გუკა ჩანქსელიანი არის საქართველოს მოქალაქე
მცხოვრები თბილისში, ზანდუკელის ქუჩა ნომერ 22-ში იგი არის დაოჯახებული და ცოლი
ჰყავს ფეხმძიმედ, პროფესიით მარკეტოლოგი, ბრალდებულმა გუკა ჩანქსელიანმა
საგამოძიებო მოქმედებების კერძოდ პირადი ჩხრეკის ჩატარების დროს უარი განაცხადა
მის მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე ასევე ღამის 03:00 საათზე იმყოფებოდა გმირთა
მოედნის ტერიტოორიაზე ასევე უარი განაცხადა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო
ნივთის წარმოდგენაზე. გუკა ჩანქსელიანის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა
გაურკვეველი სახის მწვანე გერის მცენარეული ნივთიერება რომელიც შემდგომ
ექსპერტიზით დადგინდა რომ არის გამომშრალი მარიხუანა წონით 13 გრამი ეს
ნივთიერება მოთავსებული იყო ფოლგაში ასევე ნედლი მარიხუანა და ნარკოტიკული
ნივთიერება

აღკვეთი ღონისძიების გამოყენების მიზანი და ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები: იმ


საფრთხეებთან დაკავშირებით რაც ფაქტობრივ საფუძვლებში ვახსენეთ დიდია რისკი
იმისა რომ ბრალდებული მიიმალოს ვინაიდან როგორც ირკვევა 2022 წელს აპრილის
თვეში ორჯერ იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე არსებობს რისკი და ეჭვი საზღვრის
კვეთაზე, საგამოძიებო მოქმედებების მიმართ არ ჩართულობის უარის თქმის გამო
არსებობს ასევე მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლის საფრთხე და ახალი
დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.

მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახე:მოვითხოვთ რომ ბრალდებულ გუკა


ჩანქსელიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა

დასაბუთება:

როგორც პირადი და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საგნებითა და ნივთიერებებით


ვიგებთ ბრალდებულს აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება გამომშრალი მარიხუანა
წონით 13 გრამი ამასთან დაკავშირებით საქართველოს კანონის - ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ სადაც წერია როგორ რაოდენობას მიეკუთვნება ჩამოთვლილი
ნარკოტიკული ნივთიერებები გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში მცირე რაოდენობა
არის 5 გრამი ხოლო ამოღებული იქნა 13 გრამი ასევე ამოღებული იქნა ნედლი
მარიხუანაც წონით 7 გრამი და ფლაკონი რაშიც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება
კოდეინი ეს ნივთიერება შედის ამავე კანონის მიხედვით ბრუნვისთვის შეზღუდულ
ნარკოტიკულ საშუალებებში - „მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე,
საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული
ნარკოტიკული საშუალებები , მათი წამლის ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და
სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები,
რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია“.

პირადი ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებული იქნა ფულადი თანხა 25 ლარის ოდენობით რაც
გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველსაც ვივარაუდოთ რომ ანჩოსთვის წართმეულ 30
ლარზეა საუბარი ამის შემდეგ გუკა ჩანქსელიანზე გაირკვა რომ იგი 2022 წელს აპრილის
თვეში ორჯერ იმყოფებოდა საზღვარ გარეთ თურქეთის ტერიტორიაზე გამომძიებლებმა
ასევე ჩაატარეს გუკა ჩანქსელიანის ბინის ჩხრეკა რომელსაც ესწრებოდა მისი მეუღლე ლიკა
გოქსაძე ჩხრეკის შედეგად საძინებელში მდებარე კარადიდან ამოღებული იქნა ქაღალდში
გახვეული ნედლი მარიხუანა 7 გრამის ოდენობით.

რაც შეეხება ანჩო მაისურაძის დაზიანებებს რომელსაც აღენიშნება მსუბუქი ჩალურკება


თვალის არეში ამაზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა რომ ეს დაზიანება
მიეკუთვნება მსუბუქ დაზიანებას და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმეში
მითითებულ თარიღს.

ვშუამდგომლობ

აღკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულ გუკა ჩანქსელიანის მიმართ გამოყენებულ


იქნას პატიმრობა.

შემდგენი პირის ხელმოწერა:მ.თედელაური

You might also like