გიორგი V ბრწყინვალე

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

გიორგი​ V ​ბრწყინვალე

​მეფობდა​ 1318-1346

საქართველოს​ ​მეფე​, ​დემეტრე​ ​თავდადებულის​ ​ძე​, ​ლაშა​-​გიორგის​ ​შთამომავალი​. ​ბოლო​ ​მოუღო


საქართველოში​ ​მონღოლთა​ ​ასწლოვან​ ​ბატონობას​.

საქართველოს ​ერთდერთი ​უდიდესი ​ხელმწიფე ​გიორგი V 1318-1346 ​წლებში ​მართავდა ​ქვეყანას ​და
მას ​ქართველმა ​ხალხმა „​ბრწყინვალე​“ ​უწოდა​. ​გიორგი V-​ს ​უკავშირდება ​ქვეყნის ​გამთლიანება​,
მონღოლთა ​განდევნა ​საქართველოს ​საზღვრებიდან​, ​ქართული ​კულტურისა ​და ​ეკონომიკის
აღორძინება ​და ​ქვეყნის ​პრესტიჟის ​აღდგენა​. ​ჟამთააღმწერელი ​ასე ​აფასებს ​მის ​გამეფებას​: „​და
იწყო​ ​მთიებმან​ ​აღმოჭვირება​“.

გიორგი ​იყო ​დემეტრე ​თავდადებულისა ​და ​ნათელა ​ჯაყელის ​ერთადერთი ​ვაჟი​. ​მისი ​დაბადების
წელს ​დემეტრეს ​მონღოლებმა ​თავი ​მოკვეთეს​. ​დაობლებული ​გიორგი ​ბაბუამ​, ​სამცხის
ძლევამოსილმა ​ათაბაგმა ​ბექა ​ჯაყელმა ​გაზარდა​. ​პირველად 10-11 ​წლის ​იქნებოდა​, ​როცა
მონღოლებმა ​თავისი ​ნახევარძმის​, ​დავით VIII-​ის ​საწინააღმდეგოდ ​გაამეფეს​. ​თუმცა
მცირეწლოვანს ​ქვეყნის ​მართვა ​რეალურად ​არ ​შეეძლო​, ​ამიტომ ​იგი ​ვახტანგ II​დით ​შეცვალეს​. ​ეს ​ის
პერიოდია​, ​როდესაც ​მარტო ​აღმოსავლეთ ​საქართველოში​ ​ერთდროულად ​სამი ​მეფე ​იჯდა ​ტახტზე​.
1314 ​წელს ​მონღოლებმა ​დავით VIII-​ის ​ძე​, ​გიორგი VI „​მცირე​“ ​გაამეფეს ​და ​მეურვედ ​გიორგი
დაუნიშნეს​, ​თუმცა​ 1318 ​წელს​ ​სამეფო​ ​ტახტი​ ​უკვე​ ​მეორედ​ ​და​ ​საბოლოოდ​ ​გიორგი​ V-​მ​ ​დაიკავა​.

გიორგიმ​ ​ჩაიბარა ​დაქცეული ​ქვეყანა - ​ეკონომიკურად ​დაძაბუნებული​, ​პოლიტიკურად ​დაშლილი​,


სულიერად ​დაკნინებული​. ​იდგა „​დიდი ​უსამართლობა ​და ​მძლავრებულობა​... ​ერთმანეთის ​ღალატად
დასხმა​, ​დაქცევა ​ციხეთა​, ​სიკვდილი​, ​ცოლის ​წაგვრა ​და ​დაგდება ​უბრალოსა ​დ​ ​მრავალფერნი
ულუსობანი​”, ​არსად​ “​სამართალი​ ​აღარ​ ​იყო​-​ღა​”.

ქართველი ​დიდებულები ​მეფის ​მტკიცე ​ხელისუფლებას ​დიდი ​ხანია ​გადაჩვეულები ​იყვნენ​, ​გიორგის
რადიკალური ​ღონისძიებების ​გატარება ​მოუხდა​. ​მეფის ​ბრძანებით​, ​კახეთში​, ​ცივის ​მთაზე​,
სადარბაზოდ ​მოიწვიეს ​ურჩი ​ერისთავები​, ​შეიპყრეს ​ისინი ​და ​სიკვდილით ​დასაჯეს​. ​მეფემ ​აღკვეთა
ოსთა ​თავდასხმები ​და ​გაათავისუფლა ​ქალაქი ​გორი​. ​მიუხედავად ​ამისა​, ​ქვეყანა ​იმდენად ​იყო
დანაწევრებული​, ​რომ ​გიორგის „​თბილისის ​მეფეს​” ​უწოდებდნენ​. ​საჭირო ​იყო ​ქვეყნის ​ერთიანობის
აღდგენა​.

1329 ​წელს ​გარდაიცვალა ​დასავლეთ ​საქართველოს ​მმართველი ​მიქელ ​დავით ​ნარინის ​ძე​. ​გიორგი
დასავლეთ ​საქართველოში ​გადავიდა​, ​ქუთაისი ​დაიკავა ​და ​დიდებულები ​დაიმორჩილა​. ​მან
სამხრეთ ​საქართველოს ​შემოერთებაც ​მოახერხა​, ​რადგან ​სამცხეში​, ​დედის ​მხრიდან​, ​მისი
პაპადბიძები​ ​მეფობდნენ​ ​და​ ​ამრიგად​ ​ქვეყნის​ ​ერთიანობა​ ​აღადგინა​.

წარმატებული ​იყო ​მეფის ​საგარეო ​პოლიტიკაც​. ​გიორგი ​კარგად ​ხედავდა​, ​რომ ​მონღოლთა
ძლიერება ​წარსულს ​ჩაბარდა ​და ​ადრე ​თუ ​გვიან ​მათი ​სახელმწიფო ​დაინგრეოდა​. ​საჭირო ​იყო
ფრთხილი​ ​და ​გონიერი ​მოქმედება​, ​რათა ​საქართველო ​ამ ​ნანგრევებში ​არ ​აღმოჩენილიყო​. ​მეფემ
შეცვალა ​დამოკიდებულება ​ილხანებთან​: ​უარი ​თქვა ​აჯანყებებზე ​და ​დაიმეგობრა ​ილხანთა
დიდკაცობა​, ​მათ ​შორის ​საყაენოს ​პირველი ​ემირი ​დ ​ჩობან ​ნოინი​. ​ეს ​უკანასკნელი ​ყაენ ​აბუდსაიდის
მცირეწლოვნების ​გამო ​ფაქტობრივად ​მართავდა ​ქვეყანას​. ​გიორგიმ ​ჩობანისგან ​უფლება ​მიიღო
თავად ​აეკრიფა ​ხარკი​. ​ამან ​ქვეყნის ​ეკონომიკა ​მნიშვნელოვნად ​გამოაცოცხლა​. ​გიორგიმ
საკუთარი ​ვერცხლის ​ფულიც ​კი ​მოჭრა​, ​რომელსაც „​გიორგაული ​თეთრი​“ ​უწოდა​. ​ჩობანიც ​თავის
მხრივ ​დაინტერესებული ​იყო ​გიორგისთან ​კარგი ​ურთიერთობით​, ​ეს ​საშუალებას ​აძლევდა ​მას
ქართველთა​ ​სამხედრო​ ​ძალის​ ​იმედი​ ​ჰქონოდა​.

1327 ​წელს ​მოკლეს ​ემირი ​ჩობანი​, ​საილხანოში ​შინააშლილობა ​დაიწყო​. ​ამით ​ისარგებლა ​გიორგი
V-​მ ​და ​მონღოლთა ​ჯარი ​საქართველოდან ​გააძევა​. ​ასე ​დასრულდა ​მონღოლთა ​თითქმის
ასწლოვანი ​ბატონობა ​საქართველოში​, ​თუმცა ​მათ ​დატოვეს ​მძიმე ​მემკვიდრეობა​, ​წესრიგის
აღდგენა ​ეკლესიაშიც ​გახდა ​საჭირო​. ​გიორგის ​ბრძანებით ​მოიწვიეს ​საეკლესიო ​კრება​. ​მისი​
მონაწილეობით ​შეიქმნა ​სისხლის ​სამართლის ​წიგნი „​ძეგლის ​დადება​“, ​რომელიც ​მთიელთათვის
იყო ​განკუთვნილი​. ​ხელმწიფის ​კარზე ​ეტიკეტისა ​და ​მოხელეთა ​უფლებადმოვალეობების
განსაზღვრის ​მიზნით ​დაიწერა ​ადმინისტრაციული ​სამართლის ​წიგნი „​ხელმწიფის ​კარის
გარიგება​“. ​საქართველო ​აქტიურად ​ჩაერია ​ტრაპიზონის ​იმპერიის ​საქმეებში​. ​მან ​დახმარება
აღმოუჩინა ​დედოფალ ​ანახუტლუს​, ​რომელიც ​პროქართული ​დაჯგუფების ​მეთაური ​იყო​. ​მეფეს
მიმოწერა ​და ​დიპლომატიური ​ურთიერთობა ​ჰქონდა ​რომის ​პაპ ​იოანე XXII-​სთან​. ​პაპის ​ბრძანებით
კათოლიკური ​საეპისკოპოსო ​ცენტრი ​სმირნადან ​თბილისში ​გადმოიტანეს - ​ეს ​საქართველოს
საერთაშორისო ​ავტორიტეტის ​ზრდაზე ​მიუთითებდა​. ​მეტიც​, ​ეგვიპტის ​სულთანმა ​ქართველებს
უფლება ​მისცა​ ​აეშენებინათ ​ახალი ​ტაძარი ​იერუსალიმში ​და ​ცხენებზე ​ამხედრებულებს​, ​ეროვნული
დროშებით​ ​ევლოთ​ ​ქალაქის​ ​ქუჩებში​.

გიორგის ​ურთიერთობა ​ჰქონდა ​საფრანგეთის ​მეფე ​ფილიპე VI ​ვალუასთან​, ​რომელსაც „​წმინდა


მიწის​ ​გამოსახსნელად​ 30 ​ათასი​ ​მოლაშქრით​ ​დახმარებას​ ​ჰპირდებოდა​.

ქვეყნის ​ეკონომიკურ ​განვითარებასა ​და ​წინსვლას ​ხელს ​უწყობდა ​სავაჭრო


კავშირდურთიერთობები ​გენუასა ​და ​ვენეციასთან​. ​ვახუშტი ​ბატონიშვილი ​შემდეგნაირად ​აფასებს
გიორგი V-​ის ​საქმიანობას „​ხოლო ​ამისთვის ​ეწოდა ​ამას ​გიორგი ​ბრწყინვალე​, ​რამეთუ ​იყო
ჰაეროვნებითა​, ​შუენიერებითა ​და ​ახოვნებითა ​უებრო​, ​მოწყალე​, ​უხვი​, ​ობოლთა ​და ​ქვრივთა ​და
დავრდომილთა ​შემწყნარებელი​. ​მეორედ​, ​ვინაითგან ​იყო ​ივერია ​დაფანტული​, ​სამთავროდ ​და
სამეფოდ ​დაყოფილი​, ​ამან ​სიბრძნე ​გონიერებითა ​და ​ძლიერებითა ​თვისითა ​კუალად ​შემოიკრიბნა
და ​იგონა​, ​ვითარცა ​აღმაშენებელმან​, ​განავსნა ​და ​აღაშენნა ​ქუეყანანი​, ​რჯული ​და ​სამოქალაქნო
წესნი ​განაბრწყინვა​, ​ეკლესიანი ​დარღვეულნი ​და ​მოოხრებულნი ​აღაშენნა​, ​განაახლნა ​და
განანათლნა​... ​სძლო ​ყოველთა ​სადა ​ჯერ ​იყო ​ბრძოლითა ​და ​ძლიერებითა ​და ​სადა ​ხამდა
სიბრძნე​-​გონიერებითა​ ​და​ ​მეციერებითა​ ​თვისითა​ ​დაამშვენდა​ ​და​ ​მეფობდა​ ​მეფობითა​ ​კეთილითა​...”

გიორგი​ ​ბრწყინვალე​ ​გარდაიცვალა​ 1346 ​წელს​. ​დაკრძალულია​ ​გელათში​.

You might also like