Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

დუმბაძე​ ​ნოდარ

1928 - 1984

ნათელმა ​ოპტიმიზმმა ​და ​განუმეორებელმა ​იუმორმა ​განაპირობა ​მწერლის ​პოპულარობა ​როგორც


ჩვენში​, ​ისე​ ​საზღვარგარეთ​.

ნოდარ​ ​დუმბაძე​ ​ადამიანთა​ ​იმ​ ​იშვიათ​ ​მოდგმას​ ​ეკუთვნის​,

რომელთა​ ​სულშიც​ ​პირადი​ ​ტკივილი​ ​სხვებისათვის​ ​შვების

მოტანის​ ​ცხოველმყოფელ​ ​წყურვილს​ ​აღვიძებს

გურამ​ ​ასათიანი

ნოდარ ​დუმბაძე 1928 ​წლის 14 ​ივლისს ​თბილისში ​დაიბადა​. 1937 ​წლის ​ცნობილი ​რეპრესიების
პერიოდში ​მამამისი​, ​პარტიული ​მუშაკი ​ვლადიმერ ​დუმბაძე​ ​დააპატიმრეს​, ​ხოლო ​დედა​,
​დიასახლისი ​ანა ​ბახტაძე​ - ​გადაასახლეს​. ​პატარა ​ნოდარი ​თავდაპირველად ​სწავლობდა ​თბილისის
მე​-15 ​საშუალო ​სკოლაში​, ​რომელიც ​არ ​დაუმთავრებია​, ​რადგან ​საცხოვრებლად​ ​ბებიასთან ​და
ბაბუასთან​, ​ჩოხატაურის ​რაიონის ​სოფელ ​ხიდისთავში​ ​გადავიდა​. ​ადგილობრივი ​საშუალო
სკოლის ​დამთავრების ​შემდეგ ​იგი ​თბილისში ​დაბრუნდა ​და ​სწავლა ​განაგრძო ​თბილისის
სახელმწიფო​ ​უნივერსიტეტის​ ​ეკონომიკურ​ ​ფაკულტეტზე​, ​რომელიც​ 1950 ​წელს​ ​დაამთავრა​.

იმავე ​წელს ​სტუდენტურ ​ალმანახში ​დაიბეჭდა​ ​ნოდარ ​დუმბაძის ​პირველი ​ლექსები​. ​ეკონომიკური
ფაკულტეტის ​დამთავრების ​შემდეგ ​იგი ​ასისტენტად ​მუშაობდა ​უნივერსიტეტის ​ლაბორატორიაში​,
იმავდროულად ​განაგრძობდა ​შემოქმედებით ​მოღვაწეობას​. 1956-57 ​წლებში ​მან ​გამოსცა
იუმორისტული ​მოთხრობების ​სამი ​კრებული​. 1957 ​წელს ​სამსახური ​მიატოვა​, ​რათა ​მთელი ​დრო
მწერლობისათვის ​მიეძღვნა​. ​სხვადასხვა ​ჟურნალთან ​თანამშრომლობის ​პარალელურად ​დუმბაძე
კინოსცენარებსაც​ ​წერდა​. ​იმავდროულად​ ​იბეჭდებოდა​ ​მისი​ ​იუმორისტული​ ​მოთხრობებიც​.

1960 ​წელს ​გამოვიდა ​მისი ​რომანი “​მე​, ​ბებია​, ​ილიკო ​და ​ილარიონი​”, ​რომელმაც ​ავტორს ​არნახული
პოპულარობა ​მოუტანა​. ​რომანში ​მოთხრობილია ​ამბავი ​ობოლი ​ბიჭისა​, ​რომელსაც ​დიდი ​სამამულო
ომის ​დროს ​გურიის ​ერთ ​სოფელში ​მოხუცი ​ბებია ​და ​ორი ​ენაკვიმატი ​მეზობელი ​ზრდის​. ​მასში ​უხვად
ჩართული ​იუმორისტული ​პასაჟები ​საოცრად ​მიმზიდველსა ​და ​ხალასს ​ხდის ​ნაწარმოებს​. ​იმავე
წელს ​გამოვიდა ​დუმბაძის ​მეორე ​რომანი “​მე ​ვხედავ ​მზეს​”, ​რომელიც ​ფართო ​მკითხველისათვის
ასევე ​პოპულარული ​გახდა -​აქაც ​სამამულო ​ომისდროინდელი ​ქართული ​სოფლის ​ყოფაა ​აღწერილი
ჩვეული ​გურული ​იუმორითა ​და ​სიმსუბუქით​. ​ამას ​მოჰყვა​ ​რომანი “​მზიანი ​ღამე​” (1967), ​რომელშიც
მწერალმა ​თორმეტწლიანი ​გადასახლებიდან ​დაბრუნებული ​დედისა ​და ​გაუცხოებული ​შვილის
დრამატიზმით ​აღსავსე ​ცხოვრება ​ასახა​. ​რომანში “​ნუ ​გეშინია​, ​დედა​!” (1971) ​დუმბაძემ ​მისთვის
ჩვეული ​ლირიკული ​მანერით ​გადმოსცა ​საბჭოთა ​მესაზღვრეების ​ცხოვრება​, ​მამაკაცური
მეგობრობა​, ​თანამებრძოლის ​დაკარგვით ​გამოწვეული ​დარდი​, ​გაუზიარებელი ​სიყვარულის
ტკივილი​. ​ამ ​რომანზე ​მუშაობის ​დროს ​ნოდარ ​დუმბაძემ ​სასაზღვრო ​ნაწილში​ ​მესაზღვრედ
სამსახურისთვის ​სპეციალური ​ნებართვა ​აიღო​. 1973 ​წელს ​გამოსულ ​რომანში “​თეთრი ​ბაირაღები​”
იმდროინდელი ​საბჭოთა ​მართლმსაჯულების ​ნამდვილი ​სახეა ​ნაჩვენები​. ​მწერალი ​გაგებითა ​და
თანაგრძნობითაა ​განწყობილი ​იმ ​კრიმინალების ​მიმართ​, ​ვინც ​ცხოვრების ​რთულმა ​პირობებმა
დამნაშავეებად ​აქცია​. ​ბოლო ​რომანში “​მარადისობის ​კანონი​” (1978) ​მძიმე ​ავადმყოფი ​მთავარი
გმირი​ ​კეთილისა​ ​და​ ​ბოროტის​ ​შეცნობას​ ​ცდილობს​.

გარდა ​საყოველთაოდ ​ცნობილი ​და ​აღიარებული ​რომანებისა​, ​ნოდარ ​დუმბაძე ​არაერთი


პოპულარული ​მოთხრობის (“​ჰელადოს​”, ,,​ძაღლი​~, “​კუკარაჩა​” ​და ​სხვ​.), ​ცნობილი ​საბავშვო
ლექსების​, ​ნარკვევებისა ​და ​ესსეების ​ავტორია​. ​მის ​ნაწარმოებებს ​დიდი ​ჰუმანიზმი​, ​სიკეთე ​და
სათნოება​, ​ადამიანის ​ღირსების ​მძაფრი ​განცდა​, ​პატრიოტული ​სულისკვეთება ​და ​ხალასი ​იუმორი
აერთიანებს​. ​ამიტომაცაა ​დუმბაძის ​შემოქმედება ​ადვილად ​ჩასაწვდომი ​და ​გასაგები ​ყველა
ეროვნების ​ადამიანისათვის​. ​ამიტომაც ​არ ​წყდებოდა ​მწერალთან ​წერილების ​ნაკადი ​მსოფლიოს
მრავალი ​კუთხიდან​, ​მისი ​გარდაცვალების ​შემდეგაც ​კი​. ​ერთი ​უკრაინელი ​გლეხი ​დუმბაძისადმი
მიწერილ ​მადლიერების ​ბარათში ​წერდა​: ​თქვენი ​წიგნის ​წყალობით ​ჩემს “​ხატაში​” ​სითბომ ​და
მხიარულებამ ​დაისადგურაო​. ​ნოდარ ​დუმბაძის ​ნაწარმოებები ​ყოფილი ​საბჭოთა ​კავშირის ​ყველა
რესპუბლიკაში ​გამოიცა​, ​ითარგმნა ​მსოფლიოს ​თითქმის ​ყველა ​კონტინენტზე​. ​მისი ​მოთხრობები ​და
რომანები ​იდგმებოდა ​და ​დღესაც ​იდგმება ​დიდი ​და ​სახელოვანი ​თეატრების ​სცენაზე​. ​უდიდესი
პოპულარობა ​მოიხვეჭა ​დუმბაძის ​რომანების ​მიხედვით ​გადაღებულმა ​ფილმებმა (~​მე​, ​ბებია​, ​ილიკო
და ​ილარიონი​”, “​მე ​ვხედავ ​მზეს​”, “​გზა ​მშვიდობისა​, ​ჯაყო​!~ , ,,​თეთრი ​ბაირაღები​”, “​კუკარაჩა​”,
“​მარადისობის ​კანონი​” ​და ​სხვ​.) ​ნოდარ ​დუმბაძე ​არის ​რუსთაველის (1975), ​ლენინური (1980) ​და
კომკავშირული (1966) ​პრემიების ​ლაურეატი​. ​იყო ​სატირულ​-​იუმორისტული ​ჟურნალ “​ნიანგის​”
მთავარი ​რედაქტორი​, ​საქართველოს ​მწერალთა ​კავშირის ​მდივანი​, ​ხოლო 1981 ​წლიდან
გარდაცვალებამდე​ - ​მისი ​თავმჯდომარე ​და ​სსრკ ​მწერალთა ​კავშირის ​მდივანი​. ​თვითმფრინავის
გატაცების ​ცნობილი ​მოვლენების ​დროს ​ნოდარ ​დუმბაძე ​ერთ​-​ერთი ​იყო ​მოწინავე ​ქართული
ინტელიგენციის ​სხვა ​წარმომადგენლებს ​შორის​, ​რომელიც ​საბჭოთა ​ხელისუფლებას ​დამნაშავეთა
შეწყალებას ​სთხოვდა​. ​მისი ​ინიციატივითა ​და ​მონდომებით ​თბილისში ​დაარსდა ​საბავშვო ​ქალაქი
“​მზიური​”, ​სადაც​ ​დაკრძალეს​ ​კიდეც​.

You might also like