Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

მამა​ ​გაბრიელი

1929-1995

მამა​ ​გაბრიელი​ (​ერისკაცობაში​ ​გოდერძი​ ​ვასილის​ ​ძე​ ​ურგებაძე​) ​მღვდელდმონაზონი​, ​საქართველოს​ ​ეკლესიის
არქიმანდრიტი​.

მამა ​გაბრიელი (​ერისკაცობაში ​გოდერძი ​ვასილის ​ძე ​ურგებაძე​) ​მღვდელ​-​მონაზონი​,


საქართველოს ​ეკლესიის ​არქიმანდრიტი ​დაიბადა ​თბილისში​, 1929 ​წლის 26 ​აგვისტოს​,
თეთრიწყაროს 11 ​ნომერში​, ​წმინდა ​ბარბარეს ​ეკლესიის ​ახლოს​. ​მამამისი​, ​ვასილ ​ურგებაძე ​მტკიცე
ხასიათის ​კომუნისტი ​იყო​. ​იგი ​ხელმძღვანელობდა ​ეკლესიის ​დანგრევას ​და ​მის ​ადგილზე
კინოთეატრის ​მშენებლობას​. ​მას ​აკრძალული ​ჰქონდა ​ყოველგვარ ​სარწმუნოებრივ ​საკითხზე
მსჯელობა​. ​მეუღლეს​, (​შემდგომში ​მონაზონი ​ანა​), ​უკრძალავდა ​ბავშვების ​მონათვლას ​და
ეკლესიაში ​სიარულს​. ​არაერთხელ ​დამუქრებია ​მას​, ​რომ ​წინააღმდეგ ​შემთხვევაში​, ​ოჯახს
დაატოვებინებდა​. 1931 ​წელს ​ვასილ ​ურგებაძე ​შეთქმულებმა ​მოკლეს​. ​ამის ​შემდეგ​, ​ოჯახის
წევრები​ ​მამის​ ​სახელს​ ​დ​ ​ვასიკოს​, ​მამა​ ​გაბრიელს​ ​ეძახდნენ​.

პატარა ​ვასიკო ​იყო ​ძალიან ​წყნარი​. ​უყვარდა​ ​ქვიშაში ​თამაში​, ​თუმცა ​სხვა ​ბავშვებისაგან
განსხვავებით​, ​ყოველთვის ​ეკლესიებს ​აგებდა​, ​შიგ ​ასანთის ​ღერებს ​ამაგრებდა ​და ​ამბობდა ​ეს
სანთლებიაო​. ​ერთხელ​, ​მეზობლების ​ჩხუბს ​შეესწრო​; ​ერთმა ​ქალმა ​უთხრა ​მეორეს​, ​რა ​ჯვარზე
მაცვი ​ქრისტესავითო​. ​გაკვირვებულმა ​ვასიკომ​ ​იკითხა - ​რატომ ​აცვეს ​ქრისტე ​ჯვარსო​? ​პასუხი
ვერავინ ​გასცა​, ​უთხრეს ​ეკლესიაში ​წასულიყო​, ​მაგრამ ​ეკლესია ​დაკეტილი ​დახვდა​. ​ყარაულმა
ურჩია ​წაეკითხა ​ქრისტეს ​ისტორია​. ​ამის ​შემდეგ ​დაიწყო ​ფულის ​შეგროვება ​და ​ღვთის ​წყალობით
შეიძინა ​წიგნი​, ​რომლითაც ​ქრისტეს ​ცხოვრებას ​გაეცნო​. ​წიგნი ​ბაზარში ​იყიდა​. ​ბუკინისტს ​უთხრა -
ქრიტეს ​ცხოვრების ​ისტორია ​მინდა ​შევიტყოო​, - ​როდესაც ​დახედა ​ნაყიდ ​წიგნს ​და​ ​სათაური
„​სახარება​“ ​ამოიკითხა​, ​ბაზარში ​უკან ​მიბრუნდა​, ​ალბათ ​ბუკინისტმა ​სხვა ​წიგნი ​მომყიდაო​, ​თუმცა
გამყიდველს ​ვერსად ​მიაგნო​: ​უთხრეს ​ასეთი ​აქ ​არც ​არავინ ​ყოფილაო​. ​ექვსი ​წელი ​სწავლობდა
თბილისის 24-​ე ​საშუალო ​სკოლაში​. ​ღვთისაგან ​ბოძებული ​სულიერება ​ბავშვობიდანვე ​უსწრებდა
წინ ​მის ​ფიზიკურ ​ზრდას​. ​ამიტომაც ​საკმაოდ ​ადრეულ ​ასაკში ​გამოეყო ​ოჯახს​, ​ეზოში ​თავისი ​ხელით​,
ალიზით​, ​ააშენა ​სენაკი​, ​ისე ​პატარა​, ​მხოლოდ ​თვითონ ​რომ ​შეძლებდა ​დაძინებას ​და ​იქ ​გადავიდა
საცხოვრებლად​. ​შიგ ​სარეცელიც ​კი ​არ ​ედგა​. ​დედას ​შეეცოდა ​და ​მის ​დაუკითხავად ​იმ ​დროს
შეიტანა ​ბალიში​, ​როცა ​ვასიკო ​სენაკში ​არ ​იმყოფებოდა​. ​მოვიდა ​თუ ​არა​, ​ბალიში ​ნაჯახით ​აკუწა ​და
განრისხებულმა ​თქვა​: „​როგორ ​გაბედე ​ბერის ​სენაკში ​უნებართვოდ ​შესვლა​, ​უფალი ​ჩვენი - ​იესო
ქრისტე​ ​იმდენად​ ​ღარიბი​ ​იყო​, ​თავის​ ​მისადრეკელიც​ ​კი​ ​არ​ ​ჰქონდაო​“.

მამა ​გაბრიელმა​ 12 ​წლის ​ასაკში ​უკვე ​კარგად ​იცოდა ​სახარება​. ​ერთხელ​ ​სამთავროს ​წმიდა
ნინოს ​დედათა ​მონასტერში ​მივიდა​. ​დედებმა ​დააპურეს​, ​მაგრამ ​ღამე ​არ ​გაათევინეს​. ​მამა
გაბრიელი ​სახლში ​მაინც ​არ ​წავიდა​, ​ღამე ​ჭიშკართან ​ეძინა ​და ​დილით ​ღვთისმშობელს ​შესთხოვა​,
ოდესმე​ ​ამ​ ​ადგილას​ ​სენაკი​ ​მიეცა​ ​მისთვის​.

1949 ​წელს ​გაიწვიეს ​სამხედროდსავალდებულო ​სამსახურში​. ​მსახურობდა ​ბათუმში​, ​თავისუფალ


დროს ​ეკლესიაში ​ატარებდა​. ​შეისწავლა ​ხუცური ​დამწერლობა​, ​სარდაფში ​გადამალული ​საეკლესიო
წიგნებიც ​აღმოაჩინა ​და ​ბევრ ​საინტერესო ​ხელნაწერსაც ​გაეცნო​. ​მღვდელმა ​ჩუმად ​აზიარა
საკურთხეველში​. ​ოთხშაბათს ​და ​პარასკევს ​მუცლის ​ტკივილს ​იმიზეზებდა ​და ​ხორცს ​არ ​ჭამდა​. ​ასე
გაატარა ​მან ​ჯარისათვის ​განსაზღვრული ​დრო ​ნახევრად ​ჯარში ​და ​ნახევრად ​ეკლესიაში​.
სამხედრო ​სამსახურიდან ​დაბრუნების ​შემდეგ​, 1951-1955 ​წლებში​, ​თავის ​საკარმიდამო ​ეზოში
ღვთის ​სადიდებლად ​თავისივე ​ხელით ​ააშენა ​ოთხგუმბათიანი ​ეკლესია​, ​რომელიც ​ძირითადად
კომუნისტების ​მიერ ​სანაგვეზე ​გადაყრილი ​იმ ​ხატებით ​გააწყო ​და ​გაამშვენა​, ​რომელთაც ​ის
სათითაოდ ​ეძებდა ​და ​პოულობდა​: „​ვისთვისაც ​ეკლესია ​დედა ​არ ​არის​, ​მისთვის ​ღმერთი ​ვერ
იქნება ​მამა​“​დ ​ამბობდა ​მამა ​გაბრიელი​. ​ხელისუფლებამ ​ეკლესია ​რამდენჯერმე ​დაუნგრია​, ​მაგრამ
მან ​ისევ ​აღადგინა​. ​ერთხელაც​, ​მთავრობის ​რამდენიმე ​წარმომადგენელი ​მივიდა ​მასთან​. ​მამა
გაბრიელს ​არ ​გასჭირვებია ​მათი ​მიზნის ​ამოცნობა​. ​არც ​აცალა ​ხმის ​ამოღება ​ისე ​უთხრა​: - ​მე ​არ
დავანგრევ ​და ​თქვენ ​თუ ​შეძლებთ ​დაანგრიეთო​. ​მომხვდურები ​შეშინდნენ​, ​მაგრამ ​მაინც ​წავიდნენ
და ​მუშები ​მოიყვანეს​. ​ბრძანების ​გამცემი ​უფრო ​სცოდავს​, ​ვიდრე ​შემსრულებელიო​, - ​განუმარტა
მათ ​მამა ​გაბრიელმა ​და ​ამჯერად ​კიდევ ​უფრო ​შეშინებულმა ​ჩინოვნიკებმა ​სასწრაფოდ ​დატოვეს
მათი ​ეზო​. ​ასე ​გადაარჩინა ​ღვთის ​შიშმა ​მისი ​ეკლესია ​მთლიანად ​დანგრევას (​ეს ​ეკლესია ​საკმაოდ
დაზიანებული​ ​და​ ​შეცვლილი​ ​ფორმით​, ​დღესაც​ ​არსებობს​ ​თეთრიწყაროს​ ​ქ​. 11-​ში​).

1955 ​წლის 30 ​იანვარს​ ​ქუთაისის ​პეტრე​-​პავლეს ​საკათედრო ​ტაძარში ​მოხდა ​მამა ​გაბრიელის
დიაკვნად ​კურთხევა​. ​მალე ​ბერად ​აღიკვეცა ​და ​მისივე ​თხოვნით​, ​წმიდა ​გაბრიელ ​ათონელის
სახელი ​უწოდეს​. 1955 ​წლის 27 ​თებერვალს​, ​ბერად ​აღკვეციდან ​ოთხ ​დღეში ​ბერი ​გაბრიელი
ქუთაისის ​პეტრე​-​პავლეს ​საკათედრო ​ტაძარში ​ქუთათელ​-​გაენათელი ​ეპისკოპოსის​, ​მეუფე
გაბრიელის ​მიერ ​ხელდასხმულ ​იქნა ​მღვდელ​-​მონაზვნად​. ​მსახურობდა ​სხვადასხვა ​ეკლესიაში​,
თუმცა​, ​მისი ​მოღვაწეობა ​წინააღმდეგობებით ​იყო ​აღსავსე​: ​ხან ​შიზოფრენიაში ​სდებდნენ ​ბრალს​,
ხანაც ​მღვდელმოქმედების ​აღსრულების ​უცოდინრობაში​. ​სიცოცხლის ​ბოლო ​წლებში ​აღსრულდა
მისი ​ბავშვობის ​ნატვრა ​და​ ​მცხეთის ​დედათა ​მონასტერში​, ​მეფე ​მირიანის ​კოშკის ​შესასვლელ
გოდოლში ​განაგრძო ​ბერდმონაზვნული ​ცხოვრება​. ​წყალმანკით ​მძიმედ ​დაავადებულ ​გაბრიელ
ბერს ​გარდაცვალებამდე ​ერთი ​თვით ​ადრე​, ​საქართველოს ​კათოლიკოს ​პატრიარქმა ​ილია II
არქიმანდრიტობა​ ​უბოძა​.

არქიმანდრიტი ​გაბრიელი 1995 ​წლის 2 ​ნოემბერს​ ​გარდაიცვალა​. ​დაკრძალეს ​მცხეთის ​დედათა


მონასტრის ​ეზოში​, ​სამრეკლოს ​გვერდით​. ​მამა ​გაბრიელი ​გარდაცვალების ​შემდეგ ​პირველია​, ​ვინც
თავისი ​დასაფლავება ​ერთგვარ ​ქადაგებად ​აქცია​. XX ​საუკუნის ​მიწურულს​, ​თავისი ​ანდერძისამებრ​,
ძველი ​ბერ​-​მონაზვნული ​წესით​, ​კუბოს ​გარეშე​, ​მხოლოდ ​ჭილოფში ​შეხვეული ​დაკრძალეს​. ​მის
საფლავზე ​დღესაც ​მრავალი ​სასწაული ​აღესრულება​. „​უნდა ​დავიმახსოვროთ​, ​რომ ​ჩვენი ​საქმე ​არ
არის ​ვინ ​რისთვის ​მათხოვრობს​; ​არის ​თუ ​არა ​ხეიბარი​; ​შეუძლია ​თუ ​არა ​მუშაობით ​თავის ​რჩენა
და ​სხვა​. ​რადგან ​მათხოვრობამდე ​მივიდა​, ​ჩვენ ​თუ ​შეგვიძლია​, ​მხოლოდ ​დახმარება ​გვმართებს ​და
არა ​განკითხვა​, ​მით ​უმეტეს ​დ ​დაცინვა​“. ​მამა ​გაბრიელის ​ეს ​ქადაგება ​მრავალთაგან ​ერთდერთია​,
რომლითაც​ ​იგი​ ​ჭეშმარიტი​ ​ქრისტიანული​ ​ქმედებისაკენ​ ​მოგვიწოდებს​.

You might also like