Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ფარნავაზი

356-264

პირველი ​ქართველი ​მეფე​; ​საქართველოს ​პირველი ​გამაერთიანებელი​; ​ფარნავაზიანთა ​დინასტიის


დამაარსებელი​.

ფარნავაზი ​იყო ​ქართლის ​მეფე​, ​რომელმაც ​შექმნა ​ერთიანი ​სამეფო​, ​დაამკვიდრა ​ქართული ​ანბანი​,
დააარსა ​ქალაქი ​მცხეთა​, ​საფუძველი ​ჩაუყარა ​ფარნავაზიანთა ​დინასტიას ​და ​სხვ​. ​იგი ​იყო ​ქართლის
მამასახლისის​, ​სამარას ​ძმისწული​, ​მამით ​ქართლოსიანი​, ​დედით - ​სპარსელი​. ​ფარნავაზის ​მეფობის
თარიღის ​ზუსტი ​განსაზღვრა ​ძნელია​. ​სამეფო ​ტახტი ​მას ​ძველი ​წელთაღრიცხვის III ​საუკნის
90-80​დიან​ ​წლებში​ ​უნდა​ ​დაეკავებინა​.

ძვ​. ​წ​. 334 ​წელს ​მცირე ​აზიაში ​ალექსანდრე ​მაკედონელის ​კარგად ​ორგანიზებული ​არმია ​გამოჩნდა​.
„​მეფეთა ​ცხოვრების​“ ​მიხედვით​, ​ალექსანდრე ​მაკედონელმა ​ქართლში ​ციხედქალაქები ​დაიკავა ​და
თავად ​ნასტაკისში ​გამაგრდა​. „​მოქცევაი ​ქართლისაი​“ ​კი ​აღნიშნავს​, ​რომ ​ალექსანდრეს ​თან ​ახლდა
აზო​, ​არიან ​ქართლის ​მეფის ​ძე​. ​ალექსანდრემ ​მას ​უბოძა ​სატახტო ​ქალაქი ​მცხეთა ​და ​სამეფოს
საზღვრად ​ჰერეთი ​და ​ეგრისის ​წყალნი ​დაადგინა​. ​ბერძენთა ​ლაშქრით ​გულმოცემულმა ​აზომ
მოკლა ​ქართლის ​მამასახლისი ​სამარა​, ​ხოლო ​მისი ​ძმისწული ​ფარნავაზი ​დედამ ​კავკასიის ​მთებში
გადამალა​. ​ცნობილია​, ​რომ ​ალექსანდრე ​მაკედონელს ​სინამდვილეში ​ქართლი ​არ ​დაულაშქრავს​,
მაგრამ​ ​მისი ​მხარდაჭერით ​კავკასია​ ​ერთდერთი ​ქართველური ​გაერთიანების​, ​არიან​-​ქართლის
ხელმძღვანელმა​, ​აზონმა ​მართლაც ​დალაშქრა ​და ​მას ​შემდეგ​, ​რაც ​ციხედქალაქი ​სარკინე ​აიღო​,
ქართველური ​მოდგმის ​გაერთიანებებს ​შორის ​ქიშპობა ​დასრულდა​. ​ქართლში ​მაკედონელთა ​მიერ
აღზევებულმა ​აზონმა ​ხელთ ​იგდო ​ძალაუფლება​, ​ცალკეულ ​წარჩინებულთა ​მიმართ ​უმკაცრესი
ღონისძიებები ​გაატარა ​და ​მმართველობის ​ახალი ​ფორმები ​შემოიღო​. ​აზონის ​ხელისუფლებას ​ასი
ათასი​ ​კაცი​ ​იცავდა​.

აზონს ​დაუპირისპირდა ​მცხეთელი ​წარჩინებული ​ფარნავაზი ​თავისი ​მომხრეებით​. ​ამ


დაპირისპირებას ​აზონის ​ხელისუფლების ​დამხობა ​მოჰყვა​. „​ქართლის ​ცხოვრების​“ ​მიხედვით​,
ფარნავაზმა ​დიღმის ​ტყეში ​ნადირობისას ​განძი ​იპოვა​. ​ამ ​განძს ​დებთან ​ერთად ​ხუთი ​ღამე
ფარულად ​ეზიდებოდა​ ​და ​საიმედო ​ადგილზე ​შეინახა​. ​ნაპოვნი ​განძით ​იგი ​აზონთან
ბრძოლისათვის ​მოემზადა​: ​აღჭურვა ​ლაშქარი ​და ​დაიქირავა ​ჩრდილოკავკასიელი ​მთიელები​, ​თუმცა
ძალები ​მაინც ​არათანაბარი ​იყო​, ​ამიტომ ​ფარნავაზი ​დაუკავშირდა ​დასავლეთ ​საქართველოს
მმართველს ​ქუჯის ​და ​მათ ​ერთობლივად ​შეუტიეს ​აზონს​. ​ბრძოლა ​რამდენიმე ​ეტაპად ​წარიმართა​.
ბოლოს​, ​დამარცხებულმა ​აზონმა ​კლარჯეთში​, ​მდ​. ​ჭოროხისა ​და ​მტკვრის ​სათავეებისკენ ​დაიხია ​და
იქ ​თავის ​სამემკვიდრეო ​მამულში ​გამაგრდა​. „​ქართლის ​ცხოვრებაში​“ ​აღნიშნულია​, ​რომ
გადამწყვეტი ​ბრძოლა ​მოხდა ​ქალაქ ​არტაანთან​. ​ფარნავაზმა ​სძლია ​აზოს​, ​რომელიც ​ბრძოლის
დროს​ ​დაიღუპა​.

გამარჯვებულმა ​ფარნავაზმა ​დაიწყო ​სახელმწიფო ​რეფორმების ​გატარება​. ​ქართლი ​დაიყო


ადმინისტრაციულ ​ერთეულებად ​დ ​საერისთავოებად​. ​ერისთავებს ​ევალებოდათ ​საერისთავოში
ჯარის ​შეკრება ​და ​მისი ​სარდლობა​, ​ხარკის ​აკრეფა​, ​სხვადასხვა ​ადმინისტრაციული ​საკითხის
გადაწყვეტა​. ​სულ ​შეიქმნა ​რვა ​საერისთავო​. ​მათ ​რიცხვში ​შედიოდა ​ეგრისიც​, ​რომელსაც ​ქუჯი
განაგებდა​. ​სტრატეგიულად ​ყველაზე ​მნიშვნელოვანი ​პროვინცია - ​შიდა ​ქართლი​, ​დაექვემდებარა
სპასპეტს​. ​სპასპეტი ​მეფის ​შემდეგ ​მეორე ​პირი ​იყო ​სამეფოში ​და ​ერისთავებიც ​პირადად ​მას
ემორჩილებოდნენ​.
ქუჯის​, ​ნიშნად ​იმ ​დიდი ​დამსახურებისა​, ​რომელიც ​მას ​მიუძღოდა ​ფარნავაზის ​წინაშე ​და ​ალბათ​,
ეგრისის ​მტკიცედ ​შემოერთების ​მიზნითაც​, ​ქართლის ​მეფე ​ფარნავაზმა ​ცოლად ​მიათხოვა ​თავისი
და​. ​მეორე ​და ​ოვსთა ​ხელმწიფემ ​ითხოვა​, ​თავად ​კი ​ცოლად ​ჩრდილოკავკასიელი (​დურძუკი​) ​ქალი
მოიყვანა​.

ფარნავაზმა ​შემოიღო ​ახალი ​კერპი​: „​ამანვე ​ფარნავაზ ​შექმნა ​კერპი ​დიდი ​სახელისა ​ზედა ​თვისისა​.
ესე ​არს ​არმაზი​, ​რამეთუ ​ფარნავაზს ​სპარსულად ​არმაზ ​ერქვა​“. ​არმაზი ​საერთო ​ქართული ​უზენაესი
ღვთაება​ ​გახდა​, ​ამასთანავე​ ​ფარნავაზმა​ ​შეინარჩუნა​ ​აზოს​ ​მიერ​ ​მოტანილი​ ​კერპები​ - ​გაც​ ​და​ ​გაიმ​.

XI ​საუკუნის ​ქართველი ​ისტორიკოსი ​ლეონტი ​მროველი ​ფარნავაზს ​მიაწერს ​ქართული ​ანბანის


შექმნასა ​და ​ქართული ​ენის ​სახელმწიფო ​ენად ​გამოცხადებას​: „​ამან ​განავრცო ​ენა ​ქართული ​და
არღა ​იზრახებოდა ​სხვა ​ენა ​ქართლსა ​შინა ​თვინიერ ​ქართულისა​“. ​მანამდე ​ქართლში ​ექვს ​ენაზე
საუბრობდა ​ხალხი​: ​ქართულ​, ​სომხურ​, ​ებრაულ​, ​ბერძნულ​, ​ხაზარულ ​და ​ასურულ ​ენებზე​.
ფარნავაზმა ​ააგო ​არმაზის ​ციხე ​და ​მცხეთას ​გალავანი ​შემოარტყა​. ​გამეფდა 27 ​წლის ​ასაკში ​და
მეფობდა 65 ​წლის ​მანძილზე​. ​მემატიანე ​შემდეგი ​სიტყვებით ​აღწერს ​მის ​მოღვაწეობას​: „​მეფობდა
ნებიერ​, ​და ​ყოველნი ​დღენი ​მისნი​ ​რაი ​დაჯდა​, ​მშვიდობით ​დაყვნა ​და ​აღაშენა ​და ​განავსო
ქართლი​... ​იყო ​განსვენება ​და ​სიხარული ​ყოველსა ​ქართლსა ​ზედა​...​მოკვდა ​ფარნავაზ ​და ​დაფლეს
წინაშე ​არმაზის ​კერპისა​.“ ​ფარნავაზის ​სიკვდილის ​შემდეგ ​ქართლში ​სამეფო ​დინასტია ​მისმა​
შვილმა​ ​საურმაგმა​ ​გააგრძელა​.

You might also like