ჩოხელი გოდერძი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

გოდერძი ჩოხელი

ბიოგრაფია

გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. 1972
წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი
კინოსარეჟისოროზე გადავიდა და ლანა ღოღობერიძის მოწაფე გახდა.

როგორც თავად იხსენებდა, კინოთი მაშინვე მოიწამლა, როცა პირველად მესამეკლასელმა ნახა
მშობლიურ სოფელში და ეკრანიდან თავისი სახელი გაიგონა – გოდერძი, შვილო! მაშინ არ
იცოდა, რომ უბრალოდ ჯარისკაცის მამა თავის შვილს ეძახდა. კინოს სიყვარულმა თეატრალურ
ინსტიტუტში მიიყვანა გამოცდაზე, სადაც რუსული ფილმი უნდა გაერჩია. მან კი რუსული არ იცოდა,
ცარიელი ფურცლების ჩაბარების შერცხვა და ლექსი დაწერა ირემზე, რომელიც ბარში ჩამოვიდა და
დაჭრეს, არწივი და შვლის ნუკრიც შეურია, ყველა მათგანში კი, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი
იგულისხმა. სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა მისი ბედი. ქალაქში უმალ გავრცელდა ამბავი, რომ
მთიდან პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო.
თეატრალური ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა უთხრა: მიგიღებთ, ოღონდ ქალაქმა არ
გაგაფუჭოსო.
ქალაქმა ვერ გააფუჭა გოდერძი ჩოხელი. მის მოთხრობებში, ლექსებსა თუ ფილმებში ბოლომდე
შემორჩა სამშობლოს, ბუნების, ადამიანის სიყვარული. ამიტომ წარმატებამაც არ დააყოვნა.
პირველი გრან-პრი საკურსო ნამუშევარმა “ადგილის დედამ” მოუტანა ობერჰაუზენის
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე. მოგვიანებით იყო “ვერცხლის ნიმფა” ფილმისათვის
“ცოდვის შვილები” 1991 წელს. იმავე წელს მიიღო იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის
სპეციალური პრიზი, პრიზები საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისათვის – თბილისის “ოქროს
არწივის” ფესტივალზე 1992 წელს. გრან-პრი ანაპის ფესტივალზე “კინოშოკი” – ფილმისათვის
“სამოთხის გვრიტები”(1997 წელი). ამავე ფესტივალზე 1998 წელს “ლუკას სახარებამ” აიღო პრიზი
საუკეთესო სცენარისათვის.

გოდერძი ჩოხელის პირველი წიგნი “წერილი ნაძვებს” 1980 წელს გამოიცა. წიგნს წლის
საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა.
გამოცემული ბინდისფერი სოფელი​
აქვს ლექსებისა თევზის
და მოთხრობების კრებულები: ​ , ​
თის კიდობანი​ არჩევნები
,​ სასაფლაოზე​
, !, ​ , ​ . ლექსების
კრებული ​ შავი არაგვი​
, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ​ , რომელიც
მღდვლის ცოდვა​
ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ​ , და​ .

ნამეხარი მუხა​ ადგილის


გოდერძი დედა​
ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ​ , ​ , 1982 წელს
გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო
გრანპრი.

ყველა ფილმი თუ მოთხრობა მშობლიურ გუდამაყარს ეძღვნება და მისდამი უდიდესი


სიყვარულითაა გაჟღენთილი. მის ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა სევდა და სიცოცხლის
სიყვარული. როგორც თვითონ წერდა, “სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.”

You might also like