Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ჭიაურელი​ ​სოფიკო

1937 - 2008

მსახიობი​, ​საქართველოს​, ​სომხეთისა ​და ​საბჭოთა ​კავშირის ​სახალხო ​არტისტი​. ​შოთა


რუსთაველის​ ​სახელობის​ ​სახელმწიფო​ ​პრემიის​ ​ლაურეატი​, ​თბილისის​ ​საპატიო​ ​მოქალაქე​.

“...​სოფიკო ​ცისარტყელასავით ​იყო​ - ​მრავალფეროვანი​, ​არაორდინარული​, ​სიხარულით ​სავსე​.


მასში ​თავმოყრილი ​იყო ​საუცხოო ​იუმორი​, ​მეგობრობა​, ​სიკეთე​, ​ფანტასტიკური​, ​განუმეორებელი
ინდივიდუალიზმი​... ​მის ​ირგვლივ ​მუდამ ​იგრძნობოდა ​სადღესასწაულო ​და ​შემოქმედებითი
ატმოსფერო​.”

​რეჟისორი​ ​ვსევოლოდ​ ​შილოვსკი

​სოფიკო ​ჭიაურელი​ 1937 ​წლის 21 ​მაისს ​დაიბადა ​თბილისში​, ​ფიქრის ​გორაზე​, ​საკუთარ ​სახლში​,
ლეგენდარული ​მსახიობის​ - ​ვერიკო ​ანჯაფარიძისა ​და ​ცნობილი ​რეჟისორის​ - ​მიხეილ ​ჭიაურელის
ოჯახში​. ​დედამისი​, ​ტრაგიკული ​როლების ​უბადლო ​შემსრულებელი ​ვერიკო ​ანჯაფარიძე​, ​ინგლისის
ხელოვნების ​აკადემიამ​ XX ​საუკუნის ​ათ ​საუკეთესო ​მსახიობს ​შორის ​დაასახელა​. ​ხოლო ​მამა​,
​საბჭოთა ​კავშირის ​სახალხო ​არტისტი ​და ​სტალინის ​საყვარელი ​რეჟისორი ​მიხეილ ​ჭიაურელი​,
მრავალი ​ტალანტით ​დაჯილდოებული ​ადამიანი ​იყო​: ​მხატვარი​, ​სკულპტორი​, ​პოლიგლოტი​,
უკრავდა ​თითქმის ​ყველა ​ინსტრუმენტზე​. ​მათ ​ოჯახში ​ხშირად ​იკრიბებოდნენ ​ხელოვანი ​ადამიანები​.
სახლს ​ფიქრის ​გორაზე ​თავს ​აფარებდნენ ​დიდი ​სამამულო ​ომის ​დროს ​ემიგრირებული ​რუსი
მსახიობები ​და ​რეჟისორები​, ​რომლებიც ​გათენებამდე ​საუბრობდნენ ​ხელოვნებასა ​და ​კულტურაზე​,
კითხულობდნენ ​ლექსებს​, ​მღეროდნენ ​და​, ​რაღა ​თქმა ​უნდა​, ​ქეიფობდნენ​. ​ცნობილი ​ქართველი
მსახიობის​, ​ნატო ​ვაჩნაძის ​ტრაგიკულად ​დაღუპვის ​შემდეგ ​მისი ​ახლო ​მეგობარი ​ვერიკო
ანჯაფარიძე ​ნატოს ​შვილებზე ​შეძლებისდაგვარად ​ზრუნავდა​. ​ასე ​დაახლოვდნენ ​სოფიკო ​ჭიაურელი
და ​გიორგი ​შენგელაია​, ​რომელიც ​მოსკოვის ​კინემატოგრაფიის ​საკავშირო ​სახელმწიფო
ინსტიტუტის ​კინოსარეჟისორო ​ფაკულტეტზე ​ჩაირიცხა​. ​სწავლის ​გაგრძელება ​სოფიკომაც ​ამავე
ინსტიტუტში ​გადაწყვიტა​. ​სამსახიობო ​ფაკულტეტი ​მან ​წარჩინებით ​დაამთავრა​. ​სტანისლავსკის
სკოლას ​იგი ​ბიბიკოვმა ​და ​პიჟოვამ ​აზიარეს​. 1955 ​წელს ​სოფიკო ​ჭიაურელი ​და ​გიორგი ​შენგელაია
დაქორწინდნენ​. 1958 ​წელს ​მათ ​შეეძინათ ​პირველი ​ვაჟი ​ნიკოლოზი​, 1963 ​წელს ​კი​, ​თბილისში
დაბრუნების​ ​შემდეგ​ - ​ალექსანდრე​.

​თავისი ​პირველი ​კინოროლი ​სოფიკო ​ჭიაურელმა ​ჯერ ​კიდევ ​სტუდენტობის ​დროს​, 1956 ​წელს
ითამაშა ​რეზო ​ჩხეიძის ​ფილმში “​ჩვენი ​ეზო​”. ​ამ ​ფილმმა ​მოსკოვის ​საერთაშორისო
კინოფესტივალზე ​ოქროს ​მედალი ​მიიღო​. ​მას ​მოჰყვა ​ფილმები​, ​რომლებმაც ​მსახიობს ​საყოველთაო
აღიარება ​და ​საერთო ​სახალხო ​სიყვარული ​მოუპოვეს​: ​მრეცხავი ​ვარდო ​გ​. ​შენგელაიას ​ფილმიდან
“​ვერის ​უბნის ​მელოდიები​” (1973), ​თამრო​ - ​ლ​. ​ღოღობერიძის “​ინტერვიუ ​პირად ​საკითხებზე​”
(1978), ​ფუფალა​ - ​თ​. ​აბულაძის “​ნატვრის ​ხე​” (1976), ​ტასია - ​მ​. ​ჭიაურელის “​რაც ​გინახავს​, ​ვეღარ
ნახავ​” (1962), ​მზექალა - ​შ​. ​მანაგაძის “​ხევსურული ​ბალადა​” (1965), ​სოფიკო - ​გ​. ​დანელიას “​არ
იდარდო​” (1969), ​ვარდო - ​ს​. ​ფარაჯანოვის “​სურამის ​ციხე​” (1986) ​და ​სხვ​. ​მასთან ​მუშაობდნენ
საუკეთესო​, ​ნიჭიერი ​რეჟისორები​: ​თენგიზ ​აბულაძე​, ​რეზო ​ჩხეიძე​, ​ლანა ​ღოღობერიძე​, ​გია
დანელია​, ​ალა ​სურიკოვა​, ​ვსევოლოდ ​შილოვსკი​, ​სერგო ​ფარაჯანოვი ​და ​სხვები​. ​ეს ​უკანასკნელი
სოფოკოს ​თავის ​მუზად ​თვლიდა ​და ​ისეთ ​თილისმას ​უწოდებდა​, ​რომელიც ​თვალისმომჭრელ​,
​ათასფერ ​სხივებს ​აფრქვევს​. ​მართლაც​, ​სოფიკოს ​მიერ ​შექმნილი ​ფაქიზი​, ​კოლორიტული
მხატვრული ​სახეები ​ზუსტად ​ესადაგებოდა ​ფარაჯანოვის ​თვითმყოფად ​შემოქმედებას​. ​ფარაჯანოვი
სოფიკოს ​გარეშე ​ფილმს ​არ ​იღებდა​, ​სოფიკოც ​მუდამ ​დიდი ​სიყვარულითა ​და ​პატივისცემით ​იყო
განწყობილი ​დიდი ​ხელოვანის ​მიმართ​. ​სომხურ ​კინოხელოვნებაში ​გაწეული ​დიდი ​ღვაწლისათვის
ქართველ ​მსახიობს 1979 ​წელს ​სომხეთის ​სახალხო ​არტისტის ​წოდება ​მიენიჭა​. ​სოფიკოსათვის ​არ
არსებობდა ​მცირე ​და ​დიდი ​როლები​, ​იგი ​ერთნაირი ​ინტერესითა ​და ​მონდომებით ​თამაშობდა
როგორც ​მთავარ​, ​ისე ​ეპიზოდურ ​როლებს​. ​ასევე ​ერთნაირი ​წარმატებითა ​და ​პროფესიონალიზმით
ასახიერებდა ​ახალგაზრდა ​და ​მოხუც ​პერსონაჟებს​. ​კინემატოგრაფში ​ნაყოფიერი ​მოღვაწეობის
წყალობით ​სოფიკო ​ჭიაურელმა ​თითქმის ​მთელი ​მსოფლიო ​შემოიარა​. ​მისი ​პროფესიული
ნამუშევრები ​სხვადასხვა ​საერთაშორისო ​კინოფესტივალზე ​არაერთი ​ჯილდოთი ​აღინიშნა​. ​მათ
შორის ​ბევრია ​პრიზი ​ქალის ​როლის ​საუკეთესო ​შესრულებისათვის​. ​მთელი ​თავისი ​მოღვაწეობის
მანძილზე ​იგი ​აღიარებული ​მსახიობი ​იყო - 1964 ​წელს ​საქართველოს ​დამსახურებული ​არტისტის
წოდებას ​ანიჭებენ​, ​ხოლო ​შემდგომში​, 1976 ​წელს - ​იგი ​უკვე ​საქართველოს ​სახალხო ​არტისტია​.
სოფიკო ​ჭიაურელის ​დიდ ​ტალანტს ​არა ​მხოლოდ ​სამშობლოში​, ​არამედ ​მთელ ​მაშინდელ ​საბჭოთა
კავშირში ​აფასებდნენ​. ​იგი ​სიცოცხლეშივე ​იქცა ​ლეგენდარულ ​მსახიობად​, ​მთელი ​ეპოქის
შემოქმედად​. ​მის ​ნიჭსა ​და ​სიდიადეს ​აღიარებდნენ ​კოლეგები ​და ​რეჟისორები ​მთელ
კინოსამყაროში ​და​, ​განსაკუთრებით​, ​რუსეთში​, ​სადაც ​მან ​თავისი ​ახალგაზრდობის ​წლები
გაატარა​. ​კინემატოგრაფიის ​საკავშირო ​ინსტიტუტის ​დამთავრების ​შემდეგ ​სოფიკოს ​მოსკოვში
დარჩენას ​სთავაზობდნენ​, ​თუმცა ​მან ​სამშობლოში ​დაბრუნება ​გადაწყვიტა​. ​საქართველო ​არ
დაუტოვებია ​არც 90-​იან ​წლებში​, ​ქვეყნისთვის ​პოლიტიკურად ​და ​ეკონომიკურად ​მძიმე ​პერიოდში​.
იგი​, ​უპირველესად​, ​ქართველი ​მოქალაქე ​და ​მსახიობი ​იყო​. ​სოფიკო ​ჭიაურელის ​სამსახიობო
კარიერა​, ​რა ​თქმა ​უნდა​, ​მხოლოდ ​კინომოღვაწეობით ​არ ​შემოიფარგლებოდა - 1964-68 ​წლებში ​იგი
თბილისის ​შ​. ​რუსთაველის ​სახ​. ​აკადემიური ​თეატრის ​მსახიობი ​იყო​. ​წლების ​მანძილზე ​კი (1960-64,
1968) ​მარჯანიშვილის ​სახ​. ​აკადემიურ ​თეატრში ​მოღვაწეობდა​, ​თეატრში​, ​სადაც ​სცენაზე ​დიდი
ვერიკო ​იდგა ​და ​სადაც ​სპექტაკლში “​ურიელ ​აკოსტა​” ​იპოვა ​თავისი ​მეორე​, ​უკანასკნელი
სიყვარული - ​ასევე ​ცნობილი ​მსახიობი ​და ​სპორტული ​კომენტატორი ​კოტე ​მახარაძე​. 43 ​წლის
სოფიკოს ​იგი ​თავდავიწყებით ​შეუყვარდა ​და​, ​პირველ ​ქმართან ​გაყრის ​შემდეგ​, 1980 ​წელს ​ცოლად
გაჰყვა​. ​ამ ​სიყვარულზე ​მთელი ​თბილისი ​ლაპარაკობდა​. ​ერთ​-​ერთ ​დაბადების ​დღეზე ​კოტემ
სოფიკოს ​ცოცხალი ​დათვის ​ბელი ​აჩუქა​... 90-​აიან ​წლებში ​საკუთარ ​სახლში ​ფიქრის ​გორაზე ​მათ
დააარსეს ​ვერიკო ​ანჯაფარიძის ​სახელობის ​ერთი ​მსახიობის ​თეატრი​. ​ამ ​თეატრს ​სოფიკო ​მსხვილი
პლანის ​თეატრსაც ​ეძახდა​, ​ხოლო ​საკუთარ ​თავს - “​გამქრალი ​ცივილიზაციის ​მსახიობს​”. ​სოფიკო
ჭიაურელს​, ​რომელსაც​, ​როგორც ​ხელოვანსა ​და ​შემოქმედს​, ​არც ​სახალხო ​სიყვარული ​და ​არც
პროფესიული ​ნამოღვაწარის ​დაფასება ​აკლდა (​სახელმწიფო ​პრემია​, 1980; ​ვერიკო ​ანჯაფარიძის
სახ​. ​პრემია​, 1996; ​ღირსების ​ორდენი​, 1997; ​შ​. ​რუსთაველის ​სახ​. ​პრემია​, 1998; ​მარჯანიშვილის
სახ​. ​პრემია​, 2000; ​ნ​. ​ჩხეიძის ​სახ​. ​პრემია​, 2002; ​ვერა ​ხოლოდნაიას ​სახ​. ​პრემია “​ეკრანის
დედოფალი​”, 2003 ​და ​სხვ​.), ​ცხოვრებაში ​უმთავრეს ​როლად ​ოჯახის ​დედობა ​მიაჩნდა​. ​იგი ​მუდამ
შრომასა ​და ​ფუსფუსში ​იყო ​და​, ​როგორც ​თავად ​აღნიშნავდა​, ​სულ ​დროის ​სწრაფ ​წარმავალობას
განიცდიდა​, ​მეტის ​მოსწრება ​უნდოდა​. ​მძიმედ ​იყო ​ავად​, ​თუმცა​, ​ბედს ​მაინც ​არ ​უჩიოდა​. ​სიცოცხლის
ბოლო ​თვეებში​, ​როცა ​მარჯანიშვილის ​თეატრის ​წინ ​მისი ​ვარსკვლავი ​საზეიმოდ ​გახსნეს​,
თვალცრემლიანმა​ ​სოფიკომ ​ეს ​აღიარებაც ​ისეთივე ​თავმდაბლობით ​მიიღო​, ​როგორი
თავმდაბლობითაც ​იგი ​მთელი ​ცხოვრების ​მანძილზე ​გამოირჩეოდა - ​მან ​თქვა​, ​რომ ​ეს ​ვარსკვლავი
ვერიკოს​ ​ეკუთვნის​...

You might also like