Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ქორწინების ფორმები ოსებში

ოსებში ქორწინება მკაცრად ეგზოგამიური იყო, რაც სისხლის აღრევას გამორიცხავდა.


ზუსტად იყო დადგენილი საქორწინო ეგზოგამიის საზღვრები: სისხლით ნათესავების
შეუღლება შვიდი, ზოგჯერ ცხრა თაობის ფარგლებში იკრძალებოდა; მსგავსი აკრძალვა
ვრცელდებოდა მოყვრებზე და ხელოვნურად დანათესავებულებზეც. მიზანშეუწონლად
ითვლებოდა და იშვიათი იყო თანამოგვარეთა საქორწინო კავშირების შემთხვევები. დაბოლოს,
ოსებში მოქმედებდა წოდებრივი ენდოგამია, ანუ ერთი სოციალური ფენის შიგნით ქირწინების
წესი: თავადები ქორწინდებოდნენ თავადური წარმომავლობის ქალებზე, აზნაურები - აზნაურ
ქალებზე და ა. შ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ეს პრინციპი, მართალია, არცთუ ისე მკაცრად,
მაგრამ დღესაც დაცულია.

ოსური ტრადიციით, ჯერ ასაკით უფროსი და-ძმები ქორწინდებოდნენ, შემდეგ კი -


უმცროსები. გათხოვებისა და ცოლის შერთვის რიგითობის წესის დარღვევა დასჯად ქმედებას
წარმოადგენდა.

ქორწინება ყოვლად დაუშვებელი იყო საქმროს ან საცოლის ახლო ნათესავის


გარდაცვალებიდან მალევე. შეუღლების აქტი შესაძლებლად მხოლოდ ერთი წლის, ანუ გლოვის
დასრულების შემდგომ ითვლებოდა.

საშუალო საქორწინო ასაკი მამაკცებისათვის 18-25, ხოლო ქალიშივლებისათვის - 14-16


წლით განისაზღვრებოდა. 15-16 წლის ქალიშვილები უკვე სისტემატურად მონაწილეობდნენ
სხვადასხვა დღესასწაულებსა და საზოგადოებრივ შეკრებებში, სადაც შეიძლებოდა მათი
გონიერების, სილამაზის, ზრდილობისა და თავდაჭერილობის შეფასება. მართალია, 18 წლის
ვაჟები შეუღლებისათვის მომწიფებულად ითვლებოდნენ, მაგრამ რეალურად რამდენადმე გვიან
35-40 წლისანი, ზოგჯერ 40 წელს გადაცილებულნი ქორწინდებოდნენ, რადგან, საცოლის
სყიდვის პირობებში, გამოსასყიდი ფასეულობის შეგროვება ხანგრძლივ დროს მოითხოვდა.
სწორედ ამის გამო, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ცოლ-ქმარს შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი
სხვაობა -15-25 წელი, ზოგჯერ 20-30 წელიც კი.

ქორწინება მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების პირობების ზუსტი დაცვით


ხორციელდებოდა. ამ შეთანხმებით ნათლად იყო განსაზღვრული საცოლის გამოსასყიდის
ოდენობა, რაც მთელ ქონებას უდრიდა.

გავრცელებული იყო ქორწინების რამდენიმე ფორმა, რომელთა შორის უპირატესობა


გარიგებით ქორწინებას ანუ მხარეთა შეთანხმებით შემდგარ შეუღლებას ენიჭებოდა.
ქორწინების ასეთი ფორმის არსებობა მომავალი მეუღლის არჩევაში ჩერქეზი ახალგაზრდობის
მნიშვნელოვანი თავისუფლებით იყო განპირობებული. ვაჟსა და ქალიშვილს შეეძლოთ
შეხვედრა და ერთმანეთის გაცნობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ქორწინება
მშობლებთან შეთანხმებით.

უნდა ითქვას, რომ ქორწინების ასეთი ფორმა ოსებში მხოლოდ XIX საუკუნის მეორე
ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისში ხდება გაბატონებული. უფრო ადრეულ პერიოდში, კერძოდ,
ავტორიტარული დიდი ოჯახის არსებობის ეპოქაში, საქორწინო ურთიერთობის დამყარება,
ვაჟის მშობლების პრეროგატივას წარმოადგენდა. ისინი ირჩევდნენ მომავალ სარძლოს და,
ახალგაზრდების თანხმობის შემთხვევაში, ქალიშვილის მშობლებთან მაჭანკლებს აგზავნიდნენ.
ქორწინების ასეთ ფორმას შედარებით ხშირად ფეოდალური ზედაფენის წარმომადგენლები
მიმართავდნენ.

გარდა აღნიშნულისა, არსებობდა გარიგებით ქორწინების ისეთი იშვიათი ნაირსახეობა,


როგორიც მცირეწლოვან ჩვილთა დაწინდვა (დანიშვნა) იყო. ასე დანიშნული ბავშვები,
მშობელთა შეთანხმების მიხედვით, საქორწინო ასაკში უნდა შეუღლებულიყვნენ.

ოსთა შორის პრაქტიკაში იყო ლევირატისა (ძმის ქვრივის ცოლად შერთვა) და სორორატის
(გარდაცვლილი ცოლის დაზე ქორწინება) წესებიც.

ოსებში გავრცელებული ქორწინების სხვა ფორმა, კერძოდ, საცოლის მოტაცება, სამი


ნაირსახეობით იყო წარმოდგენილი:

1. საცოლის ძალადობით დათავისება. მას ვაჟის მხარე იმ შემთხვევაში მიმართავდა, როცა


დამოყვრების თაობაზე ქალიშვილის მშობლებთან წარმოებული მოლაპარაკება უშედეგოდ
მთავრდებოდა; როცა ვაჟის მხარე გრძნობდა მოსალოდნელ უარს. იყო იშვიათი შემთხვევები,
როცა მოტაცება ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდებოდა. ასეთი ქმედებით ვაჟი ცდილობდა,
იძულებული გაეხადა ქალიშვილი და მისი მშობლები შერიგებოდა არასასურველ ფაქტს და
ქორწინებას დათანხმებოდა, რადგან, საქმროსთვის საცოლის ძალადობით წართმევის
შემთხვევაში, ეს უკანასკნელი, როგორც უკვე ”ღირსებააყრილი”, გათხოვების შანსს ჰკარგავდა.
ამდენად, საცოლის ძალადობით მოტაცება ქალიშვილსა და მის მშობლებზე მორალურ-
ფსიქოლოგიური ზემოქმედებით იყო მოტივირებული;

2. საცოლის წაყვანა თანხმობით, მისი მშობლების სურვილის წინააღმდეგ, ანუ ქალ-ვაჟის


გაპარვა;

3. მოტაცება ორმხრივი შეთანხმებით, ანუ ფიქტიური მოტაცება, მისი ინსცენირება.

თუ პირველ და მეორე შემთხვევაში გამტაცებელს იმედი ჰქონდა, რომ შერიგების შემდეგ


ქალიშვილის მშობლებთან მოლაპარაკებით ურვადის (საცოლის გამოსასყიდის) მნიშვნელოვნად
შემცირებას მიაღწევდა, მესამე შემთხვევაში ორივე მხარე წინასაქორწილო ხარჯებისაგან
სრულიად თავისუფლდებოდა.

როგორც ცნობილია, მოტაცება მიჩნეული იყო ქორწინების არქაულ და უნივერსალურ


ფორმად, რაც მოგვიანებით უარყოფილ იქნა: დადგინდა, რომ იგი წარმოშვა საქორწინო
ურთიერთობის სყიდვითმა ფორმამ, როგორც საპროტესტო რეაქცია. ეს შესაბამისი ოსური
მასალების მაგალითზეც კარგად ჩანს. მართალია, საცოლის მოტაცება ანტისაზოგადოებრივ
ქმედებად ითვლებოდა და ჩვეულებითი სამართლის თანახმად უმძიმეს, დასჯად დანაშაულთა
კატეგორიას განეკუთვნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქალიშვილი თავისი ნებით (მშობლების
დაუკითხავად) მიდიოდა, მაგრამ, ობიექტურ სოციალურ მიზეზთა გამო, ქორწინების ეს ფორმა
გვიან პერიოდამდე აგრძელებდა არსებობას. ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით,
მოსახლეობის მასიური გაღატაკების პირობებში XX ს-ის 10-იანი წლების ჩათვლით ოსებში
გარიგებითი საქორწინო კავშირების შემცირებისა და მშობელთა დაუკითხავად საცოლიც
წაყვანის ტენდენცია შეიმჩნეოდა, რაც საცოლის გამოსასყიდის (ურვადის) უკიდურესად მაღალი
ოდენობით იყო განპირობებული.

You might also like