Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

I ოთარ ჭილაძე მოცემულ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, რომ თავისუფლების მოპოვება და

საბჭოთა კავშირის მარწუხებისგან გათავისუფლება ფიქტიური უფროა, ვიდრე რეალური.


ამის მთავარ მიზეზად კი საბჭოთა იდეოლოგიის ზეგავლენას ასახელებს. მართალია
შეიცვალა ოფიციალური წყობა ქვეყნისა, თუმცა ადამიანთა პიროვნების შეცვლა ასე
მარტივად არ ხდება. იგი კვლავ მონობის უღელქვეშაა მომწყვდეული.

II ეს პრობლემა განსაკუთრების აქტუალურია დღეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან


ოფიციალურად დემოკრატიული მთავრობა კვლავ ცდილობს რუსეთის გავლენის ქვეშ
შეგვიყვანოს, დაამყაროს ტოტალიტარული მმართველობა და მიიღოს ისეთი კანონი, რითიც
საკუთარი ნებისამებრ მიაკრავს „აგენტის“ სტატუსს, მას ვინც საწინააღმდეგო აზრს
გამოთქვამს. მერაბ კოსტავამ ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა: მოესწრებით იმ დროს, როცა
ჩვენი ქვეყანა თავისუფალი გახდება!მაგრამ, იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ
ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკართგავთ თქვენც
და ქვეყანაც.“ პიროვნების თავისუფლება უოირველესია, აქეგან იღებს სათავეს
პატრიოტიზმის გრძნობაც და ქვეყანაზე ზრუნვაც. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ,
ქვეყანაში სადაც ყოველდღე უნდა დავამტკიცოთ, რომ თავისუფლების ღირსი ვართ და
ყოველდღე ჩვენი არჩევანი უნდა გამოვხატოთ.

III. ოთარ ჭილაძე მიიჩნევს, რომ მონობისგან განთავისუფლებას დრო სჭირდება, თაობათა
ცვლა. თვალსაჩინოებისთვის, საჭიროა დავინახოთ უკეთესი, რადგან ის სასტიკი ყოფა სადაც
ერი დამონებული იყო უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს. ის ადამიანები კი, რომლებიც
თავისუფლებასა ეწინააღმდეგებიან და მხარს უჭერენ ხელისუფლების ავისმომასწავებელ
კანონს, ჯერ კიდევ ვერ გამოსულან საბჭოთა იდეოლოგიის გავლენიდან, რადგან იგივე
თაობაა, ან მათივე გაზრდილი შვილები არიან, რომლებსაც არ გააჩნიათ მაღალზნეობრივი
თავისუფლებისა და პატრიოტიზმის გრძნობები.

მეორე მხრივ, სწორედ იმავე თაობაშიც არიან ღირსეული, პატრიოტი ადამიანები,


რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს მონობის მტკივნეული პროცესები და ახლაც
სწორედ ისინი დგანან ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე. ისინი ზრდიან გამოუკიდებელ,
ძლიერ მომავალ თაობას, რომელმაც კარგად იცის ფასი დამოუკიდებლობისა, როგორც
პიროვნულის, ისე სახელმწიფოებრივის.

IV. ჩემთვის მისაღებია, ოთარ ჭილაძის მოცემული მოსაზრება, რომ ქვეყნის


დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალობით არ განისაზღვრება და მონობისგან
გათავისუფლებას დრო სჭირდება. არ არის მარტივი ტოტალიტარული სახელმწიფოს
გაუქმების შემდეგ ადამიანმა მაშინვე მოიპოვოს დამოუკიდებლობა, მაშინვე იგრძნოს
თავისუფლება, რადგან იდეოლოგია, რომელზეც ეს სახელმწიფო იდგა, თითოეუი მოქალაქის
გონებაში კვლავ ღრმად არისჩაბეჭდილი. პიროვნული დამოუკიდებლოვის მიღწევას კი დრო
და მაღალზნეობრივი ღირებულებების ქონა სჭირდება.

You might also like