Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

1.

ოთარ ჭილაძე თავის ინტერვიუში საუბრობს, რომ მწერლის მიერ დღეს დათესილი
სიტყვა ნაყოფს ხვალ გამოიღებს, რომ მისი ეს მიზანმიმართული შემოქმედებითობა კი
ხალხმა უარყოფითად არ უნდა შეაფასოს. იგი დღევანდელობას თავის საწურში
ატარებს, ხვეწს, თავისებურად გარდაქმნის და ხვალინდელი დღისთვის ამზადებს. ამ
პროცესის თანმდევი „დუმილი“ კი არა გულგრილობის, არამედ ფიქრისა და ხალხზე
ზრუნვის მანიშნებელია.
2. კლასიკოსების პერიოდიდან მოყოლებული დღემდე მწერლის დანიშნულება ქვეყნის
მწვავე პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა და მათი აღმოფხვრის გზების ძიება იყო.
დღეს, როდესაც საზოგადოებაში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა ეროვნული
თვითშეგნების კუთხით, მწელობამ კვლავ უნდა გააგრძელოს თავისი საქმე და ხალხს
მოუწოდოს გამოფხიზლებისკენ, რათა მომავალმა თაობებმა იგივე შეცდომები არ
გაიმეორონ.
3. თუკი, ოთარ ჭილაძის მოცემულ მსჯელობას დავეთანხმებით, შეგვიძლია ქართული
ლიტერატურის ისტორიიდან და არა მარტო, ამის ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ. მაგ:
ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ნიკოს კაზანძაკისი... ავტორის მოსაზრების
უარსაყოფად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაერთი მწერალი თავისი შემოქმედებით
თანადროეულ პრობლემებს ეხმიანებოდა და არა მომავალი თაობის, არამედ აწმყოს
გამოღვიძებას ცდილობდა. ამის ნათელი მაგალითია ილია ჭავჭავაძე.
4. მე ვეთანხმები ავტორის მოსაზრებას და ვფიქრობ, რომ ყოველი მწერალი ცდილობს,
საზოგადოებისთვის რამე ღირებული შექმნას, რაიმეზე დააფიქროს. მითუმეტეს
ბევრი ფიქრი სჭირდება ხვალინდელი პრობლემატიკის ასახვას. ამიტომაც ავტორი არ
უნდა განვსაჯოთ „დუმილის“გამო.

You might also like